შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნისლიანი ღამე [სრულად]


18-10-2017, 04:18
ავტორი მე♥
ნანახია 19 553

-საბუთები წესრიგში გაქვს?_ეჭვით დააკვირდა მამაკაცი.

-კი, კი, ყველაფერი წესრიგში მაქვს. ლეგალურად ვარ!_სწრადად მიაყარა და ჩანთაში ქექიალი დაიწყო. _აი, ვიზა. _აფორიაქებულმა გადაშალა ქართული პასპორტი და ვიზა აჩვენა.

-რამდენი წლის ხარ?

-22_ის.

-რამდენი ხანია აქ ცხოვრობ?

-4 თვეა.

-ენა კარგად იცი... ჩვენთან ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორ ხვდები კლიენტს, როგორ ხასიათზეც არ უნდა იყო სულ უნდა იღიმოდე! მისალმების ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია! თმა ყოველთვის აწეული უნდა გქონდეს, ფრთხილები მოკლე და რა თქმა უნდა ფრთხილის ლაკი მოშორებული! მაკიაჟი შეუმჩნევლად! ტელეფონი ყოველთვის გამოსაცვლელ ოთახში უნდა დატოვო, თუ რამე დაგჭირდება სამსახურის ტელეფონით ისარგებლებ! ყველაფერი გასაგებია?

-კი, კი ყველაფერი გასაგები და მისაღებია.

-ძალიან კარგი, რამდენიმე დღე ტრენინგი გექნება, მერე უკვე შენს განრიგსაც მოგცემ. ტრენინგებზე ხელფასი შედარებით დაბალია, იმიტომ რომ სწავლობ, როგორც კი განრიგში ჩაგსვამ ყველაფერი ისე იქნება როგორც შევთანხმდით!

-დიდი მადლობა. როდის შემიძლია დავიწყო?_გაბადრულმა კითხა და პასპორტი ჩანთაში ჩააბრუნა.

-ხვალ 6 საათზე შეგიძლია?

-კი, ხვალ 6 საათზე მოვალ.

-არა, 15 წუთით ადრე მოდი, ფორმის ჩაცმა რომ მოასწრო.

>>>
როგორც კი ქუჩაში გავიდა, მეორე მხარეს მაღაზიასთან აყუდებულ მეგობარს გახედა და ვიწრო გზა ნელი სიარულით გადაკვეთა.

-რაო, რა გითხრა?

-ტრენინგებს ჩამიტარებენ და მერე ალბათ ამიყვანენ. _გახარებულმა გაუსვა ხელუსგულები ერთმანეთს.

-რა მაგარია, უნივერსიტეტშიც შეძლებ სიარულს. კვირაში რამდენი დღე იქნებიო არ უთქვამს?

-არა, ჯერ არაფერი არ უთქვამს, ალბათ განრიგს რომ მომცემს მერე მეტყვის. იმედია მინიმუმ 3 დღე მაინც იქნება.

-ყოველ დღე 50 ფუნტი ძალიან მაგარი ფულია... თან თუ ჭედვა იყო დამატებითი თანხებიც და აეწყობი. _სიცილით ჩაილაპარაკა თამომ და თვალი ჩაუკრა.

-იმედია. ახლა სად მივდივართ?_ინტერესით მოავლო ვიწყო ქუჩას თვალი.

-ახლა აქვე კოსტაა და იქ დავსხდეთ. _თვალი ჩაუკრა, ხელმკლავი გამოსდო და ჩქარი ნაბიჯებით წაიყვანა.

-ცივა. _მობუზულმა ჩაილაპარაკა და ქუდი ყურებზე ჩამოიფხატა.

-აქ სულ ცივა. _ამინდს შეგუებულმა გასცა პაუსხი და მინის კარები წვალებით შეაღო. _ორი პატარა ლათე.

-დასხდებით თუ გადიხართ?

-არა ვრჩებით.

-ორი პატარა ლათე._ხმაამღლა დაიძახა ბიჭმა და გოგონებს ანიშნა მეორე მხარეს გადადით და დაელოდეთო.

-მიდი შენ დაჯექი და მე მოვიტან. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა თამომ.
>>>>
4 თვეა ინგლისში ჩამოვიდა. მამამისმა უნივერსიტეტის შეცვლაში ხელი შეუწყო და 3 წლიანი კურსით გადმობარგდა ინგლისში. მართალია ძალიან გაუჭირდა, ჯერ მარტო ამინდთან შეგუება, მერე დროსთან და ბოლოს ცოტა განსხვავებულ ხალხთან. ვერაფრით ვერ წარმოუდგენია ქუჩაში შემხვედრს რატომ უნდა გაუღიმო, ან ოდნავ თუ მხარს გაკრავ ყველა რატომ პანიკდება და უაზრმაზარ ბოდიშებს რატომ იხდიან. ქუთაისიდან ინგლისში რომ ამოყოფ თავს აბა რა იქნება... ეგ კი არა, მაღაზიაში შესულს ზოგჯერ გამარჯობის თქმა ავიწყდებოდა და პირდაპირ საქმეზე გადადიოდა. მერე და მერე როგორც იქნა მიეჩვია და ახლა ყველაფერზე ბოდიშს და მადლობას იხდის. თამო მამამისის მეგობრის შვილია, როგორც კი დაინახა იმ წამსვე გაუგო. მართალია ცოტა განსხვავებული და “აფრენილი” გოგოა, მაგრამ ძალიან მეგობრული და ადამიანური. თითქმის ყველაფერსი ეხმარება, უნივერსიტეტშიც მიყვა და სამსახურიც აპოვნინა.

-ხვალ გაქვს ლექცია?

-არა, ხვალ 6_ის ნახევრამდე თავისუფალი ვარ.

-ხოდა ძალიან კარგი, საყიდლებზე მინდა გასვლა და ხომ გამომყვები?

-აბა რას ვიზამ, თან მეც მინდა რაღაცების ყიდვა.

-უი, ის გითხარი სანდრომ რომ მომწერა?

-არაა._ღიმილით გაწელა ანიკამ. _რაო, რა მინდაო?

-რაო რა მინდაო და შენი ნახვა მინდაო... _ლოყებაწითლებულმა ჩაილაპარაკა.

-მერე რას აპირებ?

-რა თქმა უნდა ვნახავ! თავის დაფასებას და “ვაიმე შე არამზადას” ძახილს არ ვაპირებ! _თვალები გადაატრიალა და ყავა მოსვა.

-ნუ ახლა სანდროს ისეთი არაფერი გაუკეთებია ისტერიკა რომ დაიმართო... მართალი ხარ!_თვალი ჩაუკრა და კაფეში შემოსულ ნაცნობ სილუეტს გადახედა. _დღეს უნდა გენახა?

-ვინ?_დაბნეულმა კითხა.

-სანდრო დღეს უნდა გენახა?

-არა, რა დღეს. _სიცილით აიქნია ხელი.

-აბა აქ რა უნდა?_ფხუკუნით გადახედა მეგობარს. თამომ სწრაფად მიატრიალა თავი და გაოცებულმა გადახედა მამაკაცს.

-დავიჯერო ახმელა ქალაქში ასეთი დამთხვევებიც ხდება?_ეჭვით იკითხა და წარბი მაღლა აზიდა.

-მოდის. _შეუმჩნევლად ჩაიჩურჩულა და სანდროს გაუღიმა.

-როგორ ხარ?_ღიმილით მოიკითხა მამაკაცმა და ლოყაზე აკოცა.

-კარგად შენ როგორ ხარ?_გაკრეჭილმა გადახედა წარბწეულ და თვალებმოჭუტულ თამოს.

-ახლა არ მითხრა კარებიდან დაგინახეთ და შემოვედიო... მაინც არ დაგიჯერებ!_პირდაპირ აჯახა და თვალები დაქაჩა.

-არა, ვიცოდი რომ აქ იყავით და მოვედი. _მხრები აიჩეჩა მამაკაცმა “რა არის ამაში დასამალიო.”_მეც კარგად ვარ._ანიკას მიუტრიალდა და თვალი ჩაუკრა. _რას შვები აბა, როგორ მიდის შენი საქმეები?

-რა ვიცი, სამსახური ვიშოვე და მიხარია. _აღტაცებულმა ჩაილაპარაკა.

-კარგია, ახლა ვინმე კარგი ბიჭი და ეგაა.

-არა, ჯერ ადრეა. _დამორცხვილმა გააქნია თავი.

-რატომ, იცი რა კარგი კანდიდატი მყავს შენთვის?

-ვინ?_საუბარში გაკვირვებული თამო ჩაერთო.

-ვატო.

-აუ, შენ სიკვდილი გინდა?

-რატომ?

-აბა რა ვატო?!

-რას ერჩი ვატოს?_სიცილით კითხა შუბლშეკრულ შეყვარებულს.

-რას ვერჩი და ჭკუიდან გადაიყვანს გოგოს.

-ნუ ხო ცოტა რთული ადამიანი არის, მაგრამ...

-ცოტა?_თამომ წარბი მაღლა აქაჩა, სანდრომ მხრები აიჩეჩა და დადუმდა.

-ვისზე საუბრობთ?

-ერთი ჩვენი ახლობელია რომ იცოდე როგორია გააფრენ. შეიძლება იმაზე გეჩხუბოს ეს კალამი აქ რატომ დევსო.

-რა მოხდა მერე, წესრიგი უყვარს.

თამოს ხმამაღლა გაცინა და თავი გააქნია, მაგრამ თქმით აღარაფერი უთქვამს. ანიკა კი მწარედ ჩაფიქრდა, ზოგადად თამოს მძაფრი რეაქცია არაფერზე არ აქვს, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. მაგრამ ვატოზე ასე გადაჭრით რატომ განაცხადა უარი ვერ ხვდება. დავიჯერო მარტო იმის გამო რომ წესრიგი უყვარს? მეეჭვება! სანდრო რაღაცაზე ესუაბრებოდა თამოს და ისიც გულიანად იცინოდა.

-სად დაფრინავ?_ხუთი თითი აუქნია თამომ.

-აა, სამსახურზე ჩავფქირდი._ურცხვად იცრუა და ყავა მოსვა.

-წამოხვალ ჩვენთან?

-არა, დღეს არ მცალია, ვატოსთან ერთად განათებსის ამბებზე უნდა ვირბინო. ხვალ გამოგივლი და სადმე გავიდეთ.

-ხვალ მე არ მცალია! ანიკასთან ერთად ტანსაცმლის ამბებზე უნდა ვირბინო. _ჯიბრით გამოაჯავრა და ცხვირი აიბზუა. სანდრო ოდნავ გადაიხარა გოგონასკენ, ლოყებზე თითები მოუჭირა და შეკუმშუშლ ტუჩებზე აკოცა.

-ნუ ჭირვეულობ!_ცხვირზე თითი დაკრა და ფეხზე წამოდგა._გინდა გაგიყვანთ.

-გარეთ ისევ წვიმს?

-კი.

-მაშინ გვინდა.
>>>
დაღლილი გაწვა დივანზე და თვალები დახუჭა. ისეთი გათიშული იყო არ ახსოვს როგორ დაეძინა.
თვალები რომ გაახილა უკვე დაღამებული იყო, მთქნარებით მოისვა თითები სახეზე და დივანზე წამოჯდა.

-დიდი ხანი მეძინა?_ზმუილით კითხა სავარძელზე “გადაკიდებულ” თამოს.

-არა, ერთი საათი მე მგონი.

-ავალ დავწვები, თორემ ხვალ ვეღარ ავდგები.

-ძილინებისა. _ხელი აუწია და ტელევიზორის ყურება განაგრძო.

>>>
-ანიკა, გაიღვიძე სტუმრები გვყავს. _დილა უთენია თავზე დაახტა თამო. თვალებდახუჭული გადატრიალდა მეგობრისკენ და ცალი თვალი ონდავ გაახილა.

-ვინ სტუმრები?

-სანდრო და არასასურველი ვატო. _სიცილით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _მიდი უცებ ჩაიცვი და სავაჭრო ცენტრში გაგვიყვანენ.

სწარაფად წამოხტა ფეხზე და გარდერობს მივარდა. ჯინსის მუხლებთან გახეული შარვალი, შავი სვიტერი და ჟაკეტი მოიცვა და სააბაზანოში გავიდა. დიდად მაკიაჟის მოყვარული არ არის, თუ ეზარება გამორიცხულია რამე წაისვას, თუ დრო აქვს და ხასიათზეა იცოცხლე...მთელი დღე შეუძლია სარკესთან გაატაროს. სწრაფად ჩაირბინა კიბეები და მისაღებში მჯდარ სტუმრებს გადახედა.

-დილა მშვიდობისა. _ღიმილით მიესალმა სანდრო.

-დილა მშვიდობისა. _მორცხვად ჩაილაპარაკა და ზურგით მჯდარ მამაკაცს ინტერესით მიაჩერდა. _გამარჯობა. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ოდნავ გაუღიმა.

-გამარჯობა. _სხვათაშორის მიუგდო და აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა.

ანიკამ მხრები აიჩეჩა და მეგობარს მიუჯდა გვერდით.

-არ გაგიკვირდეს ეგეთი ტიპია. _თვალი ჩაუკრა სანდრომ.

-ანიკა, გაიცანი ეს არის ვატო სანდროს მეგობარი. ვატო, გაიცანი ეს არის ანიკა ჩემი მეგობარი._როგორც კი ვატომ ტელეფონი გათიშა სწრაფად მიაყარა თამომ.

-სასიამოვნოა.

-ჩემთვისაც. არ გავდივართ?_წამოდგომა დააპირა ვატომ.

-კი, კი, ჩვენ მზად ვართ ხომ?

-კი, მე მზად ვარ.

>>>
-ანიკა, წინ რომ დაჯდე რამე პრობლემა ხომ არ არის?_მორიდებით კითხა სანდრომ და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.

-აა..._დაბნეულმა გადახედა საჭესთან მოკალათებულ ვატოს და მერე თამოს, რომელიც გაბრაზებული უბღვერდა შეყვარებულს. _ა-არა, რა პრობლემა._დამორცხვილმა აიჩეჩა მხრები და მანქანის წინა კარები გამოაღო. სავარძელზე აფორიაქებული მოკალათდა და ჩანთა მუხლებზე დაიდო. ვატოს ზედაც არ შეუხედავს, საჭეზე ათამაშებდა თითებს და წყვილს ელოდებოდა.

-შეგვიძლია წავიდეთ. _როგორც კი სანდრო მანქანაში მოკალათდა ხამამღალ წამოიძახა.

ვატო ისეთი სახით მართავდა მანქანას გინდა არ გინდა იძაბები. თანაც ანიკა როგორი მორიდებულია, მითუმეტეს იმის მერე რაც თამომ თქვა ყავის სახლში. თითები ერთმანეთში ახლართა და ტუჩები ერთმანეთს გაუხახუნა. იგრძნო როგორ დახედა მის თითებს წამით ვატომ, მერე მზერა ისევ გზაზე გადაიტანა.

-აბა თქვენ იცით, საღამოს გამოგივლით და სადმე გავიდეთ.

-საღამოს ანიკას არ სცალია, მუშაობს.

-არა უშავს, სხვა დროს იყოს.

-შენ და სანდრო წადით!_როგორც კი სავაჭრო ცენტრში შევიდნენ ხმადაბლა გადაულაპარაკა.

-დღეს არსდაც წასვლა არ მინდა, თანაც საქმეები აქვთ და მირჩევნია დღეს ყვეალფერი მოაგვაროს, მერე ჩემთან ყოფნის დროს რომ არ აიკლონ!

-ოქეი. აბა, პირველი საიდან ვიწყებთ?

>>>
3 საათამდე დადიოდნენ, თამო ის ადამიანია რომელიც არასოდეს არ იღლება. ანიკას რომ არ ეთხოვა ხუთი წუთით მაინც დავსხდეთ სადმეო, კაცმა არ იცის კიდევ რამდენჯერ დაათვალიერებდა ერთი და იგივე მაღაზიას. ძალაგამოცლილი სთარბაქსის ღია კაფეში შევიდა და ერთ ხაზზე მდგარ ადამიანებს გადახედა.

-რიგებს რომ ვუყურებ ხოლმე სულ ქუთაისი მახსენდება. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა.

-რატომ?_გაკვრვებულმა კითხა და ჩანთები ტყავის სავარძელზე დააწყო.

-იქაც ზუსტად ასე მშვიდად დგანან რიგში და იმიტომ. _ირონიულად ჩაიქირქილა და წინ წაიწია. _შენ რა წამოგიღო?_ოდნავ ჩამორჩენილ მეგობარს გადახედა.

-შოკოლადის კრემი.
>>>
ანერვიულებულმა გამოიცვალა ტანსაცმელი და აკანკალებული ნაბიჯებით წავიდა თავისი ადგილისკენ. მაღაზიაში ორი სალარო აპარატი დგას, აქედან ერთ-ერთზე მუშაობა ანიკას მოუწევს. თანაც მენიუ კარგად არ იცის და იძულებულია ყოველ წუთას ჩაიხედოს და ფასები შეამოწმოს. ამას ემატება ისიც რომ ბევრ საკვებს ვერ ცნობს და დამხმარე გოგონასთვის უწევს კითხვების დასმა. ერთი და იგივე საკვებს სულ სხვადასხვანაირად მოიხსენიებდნენ და ერევა. მადლობა ღმერთს ინგლისური კარგად იცის და კლიენტისთვის კითხვის დასმა არ ერიდება. კარებს უკან დაყუდებული უფროსის მზერა ზედმეტად ძაბავს და აფორიაქებს, რამდენჯერმე თავზეც დაადგა როგორ მუშაობო... ამის გამო ერთი ორჯერ შეეშალა, რამდენჯერმე ანერვიულდა და ყველაფერი ხელიდან დაუცვივდა, მაგრამ ბოლოს გონს მოვიდა, თავისი საქმეც აითვისა და ყველას დახმარების გარეშე განაგრძო მუშაობა. დღის ბოლოს თავიის კუთვნილი ხელფასი აიღო, უფროსისგან პატარა კომპლიმენტიც დაიმსახურა და მაღაზია დატოვა.
^^^
-აბა, როგორი იყო?

-უფ, არ მკითხო. საგიჟეთი! იცი რამდენი ხალხი დადის, უამრავი!_დაღლილი ჩაესვენა სავარძელში და ფეხები დაბალ მაგიდაზე დააწყო.

-ძალიან დაიღალე?_შეწუხებულმა კითხა და ტელევიზორის გადამრთველი დივანზე დააგდო.

-უსაშინლესად. შენ რა აკეთე?

-მე რა ვაკეთე და ნაყიდი ტანსაცმელი მოვისინჯე. _სიცილით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _ხომ გშია?

-აუ, თამო, ძალიან. _სასაცილოდ გაეკრიჭა მეგობარს და წამოჯდა.

-იყავი და აქ გავშალოთ მაგიდა, მეც არაფერი არ მიჭამია გელოდებოდი.

-კარგი გოგო ხარ, მაგრამ ამის მერე მშიერი ნუ დამელოდები!_წარბშეკრული გაუჯავრდა.
^^^
-თამო..._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ჩანგალი თეფშზე დადო. გაფრინდაშვილმა ბგერებით მიახვედრა რომ უსმენდა. _ვატო როგორი ადამიანია?_თამოს ლუკმა გადასცდა. შეშინებული მივარდა მეგობარს და ბეჭებში გაშლილი ხელი დაუბაგუნა.

-რატომ მეკითხები?

-რა ვიცი, მაშინ.. კოსტაში სანდრომ რომ ახსენა ისე გაბრაზდი, თან მერე დღეს რაღაცნაირად ცივი მომეჩვენა.

-გავბრაზდი იმიტომ რომ ვატოს მალე შვილი ეყოლება, თანაც მართლა უცნაური და რთული ადამიანია... ზუსტად ვიცი შენ ვერ გაუგებ და სანდროს “ჩანაფიქრი” რომ გამართლებულიყო ძალიან გეტკინებოდა გული. იმიტომ, რომ ვატო შენთვის ნამდვილი მონსტრია!

გაკვირვებულმა გადახედა მეგობარს და ორივე თვალი დაქაჩა. ყველაფერს ელოდა, თქვენ წარმოიდგინეთ “მალე შვილი ეყოლებაც” კი არ გაკვირვებია ისე ძალიან როგორც ” მონსტრიაო.” გონებაში ეცადა თამოს სიტყვები გადაეხარშა და ნორმალურად აღექვა, მაგრამ მაინც იგივე მეორდებოდა.

-რას... რას ნიშნავს მონსტრია?_ლუღლუღით კითხა.

-რას ნიშნავს და იმას, რომ შენ ვატოსთვის ძალიან სადა და ნაზი ხარ, ის სულ სხვანაირია. _ღიმილით აუხსნა და თვალი ჩაუკრა.

მაინც ვერ მიხვდა რა შუაში იყო ანიკას სინაზე ვატოს მონსტრობასთან. დილით არც ანიკა დარჩა მამაკაცის ქცევით და მისალმების ტონით მოხიბლული, მაგრამ მისი მონსტრაც წარმოდგენა მაინც გაუჭირდა და ბოლო საერთოდ შეეშვა ვატოზე ფიქრს. ისედაც იმდენი საქმე აქვს ხვალ უნივერსიტეტი, მერე ბიბლიოთეკაში უნდა დარჩეს და იმეცადინოს, ზეგ ისევ სამსახური და ასე. ნეტავ რას წუწუნებს, ქუთაისში ესეც არ ქონდა, მართალია ბოლო ორი წელი თბილისში ცხოვრობდა სწავლის გამო, მაგრამ ქუთაისში დაიბადა, გაიზარდა და ასე თუ ისე იქ “ჩამოყალიბდა.” დამოუკიებლად ცხოვრებას არ არის მიჩვეული, თბილისშიც დეიდასთან ერთად იყო გადაბარგებული. დედამისმა მარტო ვერ გაგიშვებ ამხელა გზაზე, რამე რომ გაგიჭირდეს შენ იქიდან არ დარეკავო.
ჯერაც არ იცის როგორ დაითანხმა მამამისმა დედამისი ამხელა გზაზე გამოეშვა. ძალიან კარგად ახსოვს დედის ცრემლიანი და დარდით სავსე თვალები, მაგრამ ისიც ახსოვს როგორ იმედებს ამყარებენ მისი მშობლები მასზე! ყველაზე მეტად მამისს თვალებში დანახული სიამაყის ეამაყება! შეუძლია საათობით დაჯდეს და თვალებში უყუროს, ისე რომ არცერთხელ დაახამხამოს!

-ოლა, რაზე ფიქრობ?_სიცილით მიკრა ხელი თამომ.

-ჩემებზე ჩავფიქრდი, მომენატრნენ. _მობუზულმა ჩაილაპარაკა და ჭერს ახედა.

-ხო, მეც ეგრე ვიყავი აქ რომ ჩამოვედი. ნუ მე მამა მყავდა გვერდით, მაგრამ დედაზე უკეთესი... არავინ და არაფრია! აქ რომ ჩამოვედი მერე მივხვდი მის ფასს და რომ იცოდე როგორ ვნანობ თითოეულ აწეულ ხმას! _სევდიანმა ჩაილაპარაკა.

-ხო, მეც ზოგჯერ მგონია რომ ყველაზე ცუდი შვილი ვარ. _სიცილნარევი ხმით სცადა მეგობრის გამხნევება. _მამაშენი რომ წავიდა მერე როგორ მოერგე აქაურობას?

-მამაჩემი რომ წავიდა უკვე აქაურად ვგრძნობდი თავს და საერთოდ არ გამჭირვებია. ეგ კი არა ერთი კვირა გახარებულს აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა. დამოუკიდებლად ცხოვრების ფასი არაფერია. მარტოობა ძალიან გზრდის და ჭკუას გასწავლის. მაგრამ სულ მარტოობაც არ ვარგა, შენ რომ არ იყო შეიძლება გავაფრინო. _ღიმილით გადახვია ხელი და ლოყაზე აკოცა. _ისე, ზოგჯერ მაგარი მუდო ხარ!_გულწრფელად ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

-არც შენ ხარ პოზიტივის მნათობი!_სიცილით გამოაჯავრა და თვითონაც წამოდგა. _დღეს ჭურჭელს შენ რეცხავ, მე ვალაგებ!_თითის აწევით გაახსენა “გრაფიკი” და თვალი ჩაუკრა. თამომ მობუზულმა მოკუმა ტუჩები და საჯდომის ქნევით წავიდა სამზარეულოსკენ.

>>>
დილის ათ საათზე წვალებით წამოდგა. ძილისგან გაბუშტულ ტუჩებზე თითები მიიდო და სააბაზანოსკენ ვარაუდით გაიკვლია გზა.

-დილა მშვიდობისა. _თამომ ქარბორბალასავით დაატრიალა გათიშული ანიკა და კიბეებზე სირბილით დაეშვა.

-შენ როდის ადექი?_გაკვირვებულმა ჩასძახა მოფხიზლებულს.

-ერთი საათის წინ, სანდრო უნდა მოვიდეს და მინდა ნორმალურ ფორმაში დავხვდე.

-აა. _ბაგეები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, თავი უკან გადასწია და სააბაზანოსკენ წავიდა. _ყავა გამიკეთე, რა._ხმამაღლა დაიყვირა და გოგონას პასუხს დაელოდა. _თამო, ყავა გამიკეთე, რა... _ისევ არავინ გასცა პასუხი. _თამოო!

ბოლოს წყობიდან გამოსულმა დაჭექა და კიბეებისკენ წავიდა. კიბის ბოლოში ნაცნობი სილუეტის დანახვისას დამორცხვილმა გადაიჯვარედინა ხელები ერთმანეთზე და მორიდებით გაუღიმა წარბშეკრულ ვატოს. ან საიდან გაჩნდა აქ, ან ვინ უთხრა კიბესთან დადექიო.

-დილა მშვიდობისა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და კედელს ოდნავ ამოეფარა.

-თამო ეზოშია გასული. _მოკლედ აუხსნა სიტუაცია და კიბეებს მოშორდა.

“არა, აქამდე რატომ არ ვიცნობდი ვატოს... ან აქამდე სანდრო რატომ არ ახსენებდა.” მაინც ვერ ხვდება სად იყო აქამდე ვატო. 4 თვის წინ გაიცნო სანდრო, მაგრამ მამაკაცს არცერთხელ უხსენებია მისი მეგობარი და როგორც ანიკა მიხვდა საქმიანი პარტნიორი.
მხრების ჩეჩვით შევიდა სააბაზანოში, კარები საიმედოდ ჩაკეტა და ტანის რხევით მივიდა ნიჟარასთან.
ძალიან ეუხერხულა მინიონების პიჟამათი რომ გამოეცხადა მამაკაცს. 22 წლის გოგო წითელი მინიონის პიჟამათი რომ დატანტალებს მე მგონი სრულ ჭკუაზე ვერ უნდა იყოს. ვატოც იმიტომ უყურებდა ეგეთი თვალებით, იფიქრა ალბათ ცოტა უქრისო. სიცილით შეიმშრალა ხელები პირსახოცზე და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა თავისი ოთახისკენ.
ფეხაკრეფით ჩავიდა კიბეებზე, არ უნდოდა ეხმაურა და სტუმრები “დაეფრთხო.” როგორც კი ბოლო საფეხურზე დადგა, წელში გამართა, დოინჯი შემოიშო და ნახტომი გააკეთა... რამაც რა თქმა უნდა ხმაური გამოიწვია. წამები და თამო შეშინებული იყურებოდა სამზარეულოს კარებიდან, რაზეც ანიკას ხმამაღალი სიცილი აურტყა.

-შეგეშინდა?

ღიმილით კითხა და მისკენ წავიდა. სამზარეულოში შეულს სანდრო და ვატო დახვდნენ. მეგობრის შეყვარებულს ღიმილით და თავის დაკვრით მიესალმა, ვატოსთვის ზედაც არ შეუხედავს ისე წავიდა წყლის მადუღარასკენ. გრძნობდა როგორ უწვამდა ზურგს მამაკაცის მზერა.

-ყავს ან ჩაის ხომ არ დალევთ?_სტუმრებს გადახედა.

-მე არაფერი არ მინდა და აი, წეღან ვატო იძახდა ჩაის დავლევდიო. _შეპარვით ჩაილაპარაკა სანდრომ და ბოლოს ირონიულაც ჩაიცინა.

-ანუ ჩაი?_ახლა უკვე ვატოს მიუტრიალდა.

-ინგლისური ჩაის გაკეთება იცი?_ცინიკური ხმით კითხა კაცმა.

-რა თქმა უნდა ვიცი! გააჩნია როგორი დოზით სვამთ._არანახლებ ცინიკური პასუხი გასცა და წარბი მაღლა აქაჩა.

-ნახევარზე მეტი წყალი და მერე რძით გაავსე, ფერი დატოვე!

-და შაქარი?_კარადიდან ფინჯნები გამოიღო.

-არ მინდა!

-შაქარი არა, ფერი დიდხანს გააჩერეო... ასეთ მწარეს და უგემოვნოს რა გასმევთ?_გულწრფელად დაინტერესდა ანიკა. ვატოს მისი კითხვა აშკარად არ ესიამოვნა, უფრო სწორად კითხვა კი არა ზედმეტად გათამამებული გოგონა არ ესიამოვნა.

-ანიკა, მეც გამიკეთე ჩაი, რა. _თამომ ისეთი ხმით ჩაილაპარაკა, აშკარად სიტუაციის განეიტრალება სურდა. ვაშაძემ ღრმად ამოისუნთქა და სტუმარს ზურგი აქცია.

-დღეს მუშაობ?_ხმადაბლა ჩაილაპარაკა სანდრომ.

-არა, დღეს არ ვმუშაობ.

-მაშინ დღეს მაინც გავიდეთ სადმე... შენ რას იტყვი?

-მე არ მცალია!_ანიკამ ირონიულად დამანჭა სახე და მამაკაცის გამოჯავრება საცადა. ბედი მისი რომ ზურგით იდგა და არ ჩანდა... თუმცა ისე ვერც გაბედავდა.

-მაშინ მე, შენ და თამო წავიდეთ სადმე.

-2 საათზე ვამთავრებ უნივერსიტეტს და მერე მთელი დღე თავისუფალი ვარ. _ღიმილით მიტრიალდა, ვატოს და თამოს ფინჯნები მაგიდაზე დადო და თავისუფალ სკამზე დაჯდა.

-კარგია, 2 საათზე გამოგივლით. წავიდეთ.

-სანდრო..._თვალების ბრიალით ჩაილაპარაკა თამომ.

-რა?_გაკვირვებულმა კითხა. თამომ გაბრაზებულმა გააქნია თავი._აა, ჰო. ყველაზე მთავარი, რისთვისაც მოვედით ის მავიწყდებოდა. _სიცილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა._მოკლედ, ანიკა, მე და ვატოს შენთვის შემოთავაზება გვაქვს.

-რა შემოთავაზება?_გაკვირვებულმა გადახედა ვატოს, რომელიც ჩაის სმით იყო გართული და ყურადღებას არცერთს არ აქცევდა, მაგრამ საუბარს ისმენდა.

-თამომ მითხრა რომ ინგლისურად, ესპანურად და რუსულად ძალიან კარგად საუბრობ. 4 თვეში რაღაცა პატარა ფირმის გახსნას ვაპირებთ კიდევ და უცხო ენების სპეციალისტი დაგვჭირდება და გვქონდეს შენი იმედი?_სანდროს სიტყვებმა ძალიან დააბნია, მაგრამ გაუხარდა.

-სანდრო, რომ იცოდე როგორ გამახარე. რა თქმა უნდა, უპრობლემოდ!_აჟიტირებული ალაპარაკდა.

-ძალიან კარგი, მაშინ 4 თვეში კონტრაქტზე მოგიწევს ხელის მოწერა.

-თქვენ სამსახურში მიგულეთ. _ღიმილით დაუკრა თავი.

-კარგი, ახლა წავალთ. დროებით!_თამოს ტუჩებზე აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა. ვატო ნელა წამოდგა ფეხზე, ჩაის ნახევრად ცარიელ ფინჯანს დახედა და მერე ანიკას გადახედა.

-მომავალში გაითვალისწინე -რძე იმდენი უნდა ჩაასხა, რომ ჩაი არ გააციოს._უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა.

ცოტა აკლდა და გაეკიდებოდა, მერე ზურგზე შემოახტებოდა და ძალიან, ძალიან მაგრად დაუბეჟავდა გვერდებს, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. გაბრაზებული ქშინავდა და ვატოს ფინჯანს უყურებდა, მერე გულმოსულმა ფინჯანს ხელი დაავლო, კარადა გამოაღო და ნაგვის ურნაში უკრა თავი.

-მემგონი შევცდი იცი... ვატო და შენ ერთმანეთს გაუგებთ!_ფხუკუნით ჩაილაპარაკა თამომ და სირბილით წავიდა კიბეებისკენ.

-თამო, სანდრო და ვატო დიდი ხანია მეგობრობენ?_მაინც ვერ მოითმინა და კითხა.

-ბავშვობიდან.

-მერე აქამდე რატო არ ახსენებდით?

-იმიტომ, რომ 6 თვით საქართველოში იყო წასული და ჰაერზე ხომ არ დავიწყებდით საუბარს.

-ნუ ხო რა ვიცი. _მხრები აიჩეჩა, ჩანთა მოიკიდა და გასაღები აიღო. _შეხვედრამდე.
>>>
2 საათზე ჩაფუთნული უნივერსიტეტის კარებთან იდგა და წყვილს ელოდებოდა. თამომ დაურეკა და უთხრა ბარემ მანდ მოვალთ და სახლში აღარ წამოხვიდეო. ისე გაუხარდა ლექციით დაღლილს და გასავათებულს სახლში მისვლა რომ არ მოუწევდა. როგორც კი სანდროს მანქანას მოკრა თვალი სირბილით წავიდა, უკანა კარები აქოშინებულმა გამოაღო და რასაც ქვია მანქანაში შევარდა.

-როგორ დასცხო._ხმამაღლა სუნთქავდა. თამომ ღიმილით მიატრიალა თავი უკან და ანიკას ეშმაკურად გაიცინა. გოგონამ დაბნეულმა მიატრიალა თავი მარცხნივ და ვატოს დანახვისას ოდნავ შეხტა. _უი, გამარჯობა. _დამორცხვილმა ჩაიცინა და ხელი ოდნავ მაღლა ასწია. ვატომ წარბები შეკრა, გაწუწული გოგონა შეათვალიერა და ფანჯრიდან გაიხედა. მისმა საქციელმა ძალიან გააღიზიანა, რომ არა სანდროს ხათრი ალბათ გვარიანადაც გამოლანძღავდა... ალბათ კი არა ეგრე იზამდა!

-შენ როგორ ხარ, სანდრო?_კბილების ღჭიალით ჩაილააპრაკა და თან ცალი თვალით გვერძე მჯდომს გადახედა.

-როგორ ვიქნები ამ ამინდში, შენ?_მოწუწულ ქუჩას გადახედა სანდრომ და მანქანა დაძრა.

-მეც ვარ რა...

-საით?

-ყინულის მოედანზე წავიდეთ, რა... ახალი წელი მოდის და არ ვყოფილვართ._ბუზღუნით ჩაილაპარაკა თამომ. _ანიკა, ხომ გინდა ყინულის მოედანზე?_ისეთი ხმით კითხა, აბა კარგი მამის შვილია უარი გაუბედოს. სიცილით დაუქნია თავი მეგობარს და ვატოს მიუტრიალდა.

-როგორც ვხედავ მოიცალეთ._ცინიკურად ჩაიქირქილა და მამაკაცის მოქმედებას დაელოდა. ვატომ თავი ანიკასკენ მიატრიალა და დააკვრიდა, თქმით არაფერი არ უთქვამს. _სულ ასე ჩუმად და წარბშეკრული ხართ ხოლმე, თუ ადამიანს გააჩნია?_მაინც არ მოეშვა. ვატომ ღრმად ამოისუნთქა.

-შენ რომელი ვარიანტი გაწყობს?

-სიმართლე გითხრა ჩემთვის სულერთია. _ვატოს “თქვენობით” ფორმას რომ ვერ მოკრა ყური თვითონაც შენობითზე გადავიდა.

-მაშინ რატომ მეკითხები?

-იმიტომ, რომ მაინტერესებს.

-თუ სულერთია რატომ გაინტერესებს?_ჩამჭრელი კითხვების დასმას არ წყვეტდა მამაკაცი.

-იმიტომ რომ ჩემს გვერდით ზიხარ და მინდა ვისაუბროთ... რა არის ამაში ასეთი საგანგაშო?_გაოცებულმა გაშალა ხელები და ცალი წარბი მაღლა ასწია. ვატომ თავი გააქნია და ისევ ფანჯრიდან გაიხედა.

-ადამიანს გააჩნია.

ხმადაბლა ჩაილაპარაკა, წამით გადმოხედა და თვალი ჩაუკრა. მისი პასუხი ძალიან არ ესიამოვნა, ე.ი. რა გამოდის რომ ანიკა ვაკოსთვის მიუღებელი ადამიანია, თუ... “აი დარდი!” სიცილით ჩაიქირქილა ალტერეგომ და გზას გახედა. მთელი გზა ზედაც აღარ შეუხედავას ვატოსთვის, თამოს და სანდროს ესაუბრებოდა და გულიანადაც იცინოდა. მერე უნივერსიტეტის ამბები მოყვა, თამომ თავისი სამსახურის ამბები გაიხსენა და დროს მალე გავიდა.
ჯერ ფეხსაცმელების ზომა ძლივს დაამთხვია, სამჯერ გაუშვა თამო გამოსაცვლელად, ბოლოს როგორც იქნა მოერგო და აკანკალებული ნაბიჯებით ავიდა ყინულის მოედანზე. შეშინებული დაეყრდნო მოაჯირს და უხერხულად გაუცინა მეგობარს.
ყინულის მოედანი იცოდა, ტელევიზორში ქონდა ნანახი, მაგრამ დადგომით პირველად დადგა და ცოტა არ იყოს ეშინია. ვატო და სანდრო გარეთ ისხდნენ, თან საუბრობდნენ და თან გოგონებს უყურებდნენ.

-ანიკა, რას დაყუდებულხარ მოდი. _ცენტრში “მოცეკვავე” თამომ ხელი დაუქნია.

-მოდი ადვილი სათქმელია... მოდი, წამიყვანე და მოვალ._სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა და მოაჯირს მიყვა.

-შენ რა ყინულზე დგომა არ იცი?_სწრაფად მიეჭრა თამო და მხრებზე დაეყრდნო.

-რა კითხვაა? რა თქმა უნდა არ ვიცი! ქუთაისში ამის სპეციალური კურსები არ არსებობს და ბიკენტიას საქაბაბესთან გზას არავინ ყინავდა. _წარბწეულმა ჩაისისინა.

-კარგი, ვატოს ვეტყვი და გასწავლის გინდა?

-არა!_ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა. თამომ ბოლო ხმაზე გაეცინა.

-ვატო._ანიკას ცივი უარისთვის ყურადღება არ მიუქცევია. _შეგიძლია ანიკას სრიალი ასწავლო?

მოჩვენებითი მორიდებით კითხა მამაკაცს. ვაშაძეს მთელი სხეული აუკანკალდა, სპეციალურად არ ატრიალებდა თავს უკან ვატოს ცივ თვალებს რომ არ გადაყროდა. არა და ინტერესი კლავდა რას ეტყოდა ვატო, თამოც არ იღებდა ხმას და საერთოდ არავის არაფერი არ უთქვამს. ორ წუთში დაინახა როგორ შემოვიდა ყინულის მოედანზე ვატო. გაოცებულმა დააღო პირი და მამაკაცს მიაჩერდა. თამომ მხარზე მსუბუქად დაკრა ხელი და სრიალი განაგრძო.

-არ არის საჭირო... ჩემით ვიწვალებ._მორიდებულმა ჩაიჩურჩულა და მამაკაცს მიაჩერდა.

-ზედმეტი გოგოშკური ჩარტყმების გარეშე, წელში გასწორდი და შეეცადე წონასწორობა დაიცვა!_პირდაპირ საქმეზე გადავიდა, მაგრამ ერთი წაკბენა მაინც მოასწრო.

-წელში გასწორება და წონასწორობის დაცვა რომ შემეძლოს ახლა აქ კი არ იქნებოდა. _დუდღუნით გასცა პასუხი და მოაჯირს ჩააფრინდა. ვატო სწრაფად მივიდა ანიკასთან, ცალი ხელი წელზე შემოხვია, ცალით კი მოაჯირზე ჩაბღაუჭებული ხელები გააშვებინა.

-ნუ პანიკდები!_როგორც კი აცახცახებული დაინახა კატეგორიული ტონით უბრძანა და წელში გაასწორა. _ახლა, მარჯვენა ფეხი ოდნავ გაასრიალე, თითქოს ოთახის ჩუსტები გაცვია და ხის იატაკზე სრიალებ.

-რაა?_შედარებაზე სიცილი ვერ შეიკავა და ბოლო ხმაზე გადაიკისკისა. _ბოდიში. _ვატოს სერიოზული სახის ნახვისას სწრაფად დაკუმა პირი და ზუსტად ისე მოიქცა როგორც მამაკაცმა ურჩია. _ადვილია. _აღფორთოვანებულმა ჩაილაპარაკა და მარჯვენას მარცხენა მიაყოლა, მერე ისევ მარჯვენა და ასე დაიწყო ყინულზე სრიალი. მართალია ზუგს უკან ვატო ედგა და ხელებით იჭერდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება ქონდა, რომ დამოუკიდებლად ცურავდა. მერე იგრძნო როგორ შემსუბუქდა, თავის უკან მიტრიალება სცადა, თან ეშინოდა არ ალეწილიყო... ოდნავ მიატრიალა თავი და მოაჯირთან მდგარი ვატოს დანახვისას შეშინებულმა შეკივლა. მერე კი წონასწორობა ვეღარ დაიცვა და ყინულზე გაიშხლართა. მიბლეტილი თვალებით ძლივს გაარჩია ვატოს სილუეტი, რომელმაც ყინულზე გართხმული გოგონას დანახვისას თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ხვნეშით წავიდა მისკენ.
~~~~
დალეწილი, ვატოს მკლავებზე გადაწოლილი კრუსუნებდა და ცდილობდა ტკივილით გამოწვეული ცრემლები დაემალა. მამაკაცის მხარზე ქონდა შუბლი მიდებული, ცალი ხელით კი კეფას იზელდა და ტკივილის გაყუჩებას უშედეგოდ ცდილობდა. ავალიანმა უკანა სავარძელზე დააწვინა, თვითონ სანდროს გვერდით მოკალათდა და თამო დაუჯინა თავთით.

-ძალიან გტკივა?_თამომ შეწუხებულმა კითხა.

-ასე მგონია ძვლები დამემტვრა. _კრუსუნით ჩაიჩურჩულა და თვალები დახუჭა.

-ცოტაც მოითმინე და მივალთ საავადმყოფოში. _თმები უკან გადაუწია და ლოყაზე უჩქმიტა. _ვატო, რა... _ბუზღუნით გადახედა მამაკაცს. _რატომ გაუშვი ხელი?

-იმიტომ, რომ დამოუკიდებლად სრიალი ესწავლა. _მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.

-კი, ისწავლა... დაფრინავს უკვე!_ირონიულად გამოაჯავრა და ანიკას დახედა წარბწეულმა.

-ჩემი ბრალია, თავი არ უნდა მიმეტრიალებინა უკან. _სიმართლე აღიარა და თვალები დაუქაჩა დაქალს.

-არ ჭირდება ვატოს შენი დაცვა, როგორმე თვითონაც მოახერხებს!_მკაცრი ხმით გააფრთხილა.

-არ ვიცავ..._მობუზულმა ჩაიჩურჩულა ხმადაბლა.

-გისმენ. _ძილბურანში წასულს ვატოს ხმა მოესმა. _რა გჭირს?_ხმა შეეცვალა მამაკაცს. _კარგი, ახლავე წამოვალ. _სწრაფად მიაყარა და დადუმდა. _მე აქ გამიჩერე, ნინოს მუცელი ატკივდა და უნდა წავიდე. _აფორიაქებულმა ჩაილააპრაკა.

-მიგიყვან... მაგრამ ანიკა. _სანდროც დაიბნა.

-ანიკა..._კიდევ ერთხელ შეეცვალა ხმა ვატოს. წარბწეულმა გადახედა უკანა სავარძელზე მიწოლილ, დამტვრეულ გოგონას და შუბლზე თითები მოისვა. _კარგი, საავადმყოფოში რომ მიხვალთ დამირეკე!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა და მანქანიდან გადავიდა.
>>>
გონს რომ მოვიდა პირველი თეთრ კედლებს მოკრა თვალი. მერე წამლის სუნით გაჟღენთილ ოთახს გადახედა და კუთხეში, სავარძელზე მიწოლილ თამოს გაუღიმა.

-როგორ ხარ?_ღიმილით წამოდგა გოგონა ფეხზე.

-ასე მგონია პარალიზებული ვარ._სიცილით ჩაილაპარაკა და სხეულს დახედა.

-ხო, იმდენი გამაყუჩებელი გაგიკეთა ექიმმა. საბედნიეროდ მოტეკხილობა არ არის, მაგრამ დაბეჟილი ხარ გვარიანად.

-არა უშავს, მთავარია სიარულს შევძლებ.

-რა სიარულს გადაირიე, მინიმუმ 3 დღე მაინც უნდა იწვე!_თვალები დაუქაჩა თამომ.

-თამო, ხვალ სამსახური მაქვს, ზეგ უნივერსიტეტი, მაზეგ ისევ სამსახური და შენი აზრით მე დავწვები?

-ანიკა...

-არავითარი ანიკა! თანაც ხომ იცი რომ წოლას ვერ ვიტან და უფრო ცუდად მხდის!

-მაშინ ხვალ სამსახურამდე მაინც იწექი. _მუდარით ჩაიჩურჩულა გოგონამ.

-კარგი, შენი ხათრით ვიწვები. _გაუცინა და თითებზე თითები მოუჭირა.

-როგორ არის ჩვენი შუმახერი?_სიცილით შეაღო პალატის კარები სანდრომ.

-ჯანზეა._ანიკას მაგივრად თამომ გასცა პასუხი. _რაო ვატომ როგორ არიან ნინო და ბავშვიო?

-კარგად არიან, უბრალოდ ნინო ექიმის დანიშნულებას არ იცავს და არ წვება. ამან გამოიწვია მუცლის ტკივილებიც._უკმაყოფილო ხმით ჩაილაპარაკა სანდრომ.

-ეგეც დედაა და დედაჩემიც დედაა?_გაღიზიანებულმა დაიქირქილა და ტუჩები ზიზღით დამანჭა.

-რა მოხდა?_გაურკვევლობაში მყოფმა იკითხა.

-ვატოს საყვარელს მუცელი ატკივდა და იქ წავიდა ვატო...

-რამდენი თვისაა?

-მესამე თვეშია თუ არ ვცდები.

-აბა ვატო ექვსი თვე საქართველო იყოო?_ეჭვით მოჭუტა თვალები.

-ერთად იყვნენ.

-ააა.
>>>
ტვინ შერყეული იწვა მისაღებში და ტელევიზორის უყურებდა. ბოლოს თამომ ისიც გამოურთო, შენი ზედმეტად დატვირთვა არ შეიძლება და დაიძინეო. მიუხედავად იმისა რომ ერთი დღე გადაბმულად ეძინა, თამოს ბრძანებამ და წამლებმა მაინც იმოქმედა და მკვდარივით ჩათვლიმა. თვალები რომ გაახილა თავის საძინებელში იწვა. არა და ზუსტად ახსოვს თამო ყურებს რომ უჭედავდა მაშინ ჩაეძინა მისაღებში. მთვარეული არასოდეს ყოფილა, შესაბამისად საკუთარი ძალებით ვერ გადაადგილდებოდა, ვერც თამო მოერეოდა.
ძილბურანში მყოფმა თვალები მოისრისა და ჩაბნეუელბული ოთახი მოათვალიერა. მთვარის შუქზე, ფანჯარასთან მდგარ სავარძელში ჩამჯდარი სილუეტი დალანდა და შეშინებულმა წამოყო თავი. თავიდან იფიქრა ალბათ ყინულზე რომ დავარტყი თავი ახლა იმოქმედა და მოჩვენებები დამეწყოო, მაგრამ სილუეტი რომ გამოძრავდა თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა წამოიკივლა.

-ნუ კივიხარ ვატო ვარ!_ნაცნობი და ბოხი ხმა გაიგონა თუ არა გაოგნებულმა დაკუმა პირი და თვალები უფრო დაქაჩა.

-ვატო?_მაინც ვერ დაიჯერა და გადაამოწმა.

-როგორ ხარ?

-მე კარგად ვარ, მაგრამ... მაგრამ შენ აქ რა გინდა?_დაბნეული ალუღლუღდა და საბანი კარგად მიიფარა სხეულზე.

-მაინტერესებდა როგორ იყავი და შენი ამბის გასაგებად მოვედი.

-დაგერეკა და ისე გეკითხა, რა საჭირო იყო..._ენას კბილი ვერ დააჭირა და ხმამაღლა წამოაყრანტალა. ვატო ფეხზე წამოდგა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს და ტუმბოზე მდგარი ნათურა აანთო.

-მე ასე მინდოდა შენი ამბის გაგება, რამე პრობლემაა?_ცივი ხმით და შეკრული შუბლით მიაჩერდა გოგონას.

-არანაირი!_ჯიბრით ჩაილაპარაკა და ცხვირი აიბზუა. _ხომ ხედავ რომ კარგად ვარ, ახლა რაღა საჭიროა შენი აქ ყოფნა?_მაინც ვერ ისვენებდა.

-თამო და სანდრო გასულები არიან და მთხოვეს შენთან დავრჩენილიყავი... შენ წარმოიდგინე და არც მე მომწონს, ჭირვეული და თავხედი 22 წლის გოგოს თავთით ჯდომა და მისი რეპლიკების მოსმენა!_მშვიდი ტონით საუბრობდა, მაგრამ აშკარად გაღიზიანებული.

-თავხედი და ჭირვეულიო ჩემზე თქვი?_მაინც ვერ დაიჯერა და წარბაწეულ-თვალმოჭუტულმა კითხა.

-რა აქამდე შენთვის არავის უთქვამს?_ცინიკურად კითხა მამაკაცმა.

-შენ რომ 32 წლის ხარ, რაა რო?_ბლუყუნით ჩაილაპარაკა და თვალები დააბრიალა.

-ბევრს ლაპარაკობ!

-ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კომპლიმენტებისთვის, მაგრამ ახლა შეგიძლია წახვიდე... თავს მშვენივრად ვგრძნობ და როგორმე საღი დავხვდები თამოს. _გაბრაზებულმა ჩაიქირქილა.

-მე არსად წასვლას არ ვაპორებ!_არხეინად აიჩეჩა მხრები, ფეხზე წამოდგა და ისევ სავარძლისკენ წავიდა.

-აბა მთელი ღამე აქ უნდა იჯდე?_სიცილით კითხა და თავი ბალიშზე დადო. ვატოს ხმა არ ამოუღია, სავარძელზე დაჯდა და იქიდან დააკვირდა გოგონას. _ნინო როგორ არის?_ღამის სიჩუმე ანიკამ დაარღვია. მამაკაცი ამ კითხვას არ ელოდა, მე მგონი არ ესიამოვნა, თან ესიამოვნა... ისეთი მიმიკები აქვს ვერაფერს ვერ გაიგებ.

-კარგად არის. _მოკლედ ჩაილაპარაკა და ისევ დადუმდა.

-ბიჭია თუ გოგო?_ინტერესით იკითხა, ვატოსკენ გადატრიალდა და ერთმანეთზე მიტყუპებულ ხელებს ლოყა დაადო.

-ჯერ სქესი არ ვიცით.

-შენ რომელი გინდა?_ღიმილით ჩაეკითხა.

-რომელიც დაიბადება.

-ოოო, ეგრე იძახით სულ, მაგრამ გულის სიღრმეში ხომ გყავს საოცნებო შვილი!?

ამას იმიტომ ამბობს რომ თვითონ უკვე იცის პირველი გოგო უნდა თუ ბიჭი, უკვე იცის ბიჭს რასაც დაარქმევს, ისიც იცის მის თითოეულ მოქმედებას ფირზე რომ ასახავს და მერე გაზრდილს აყურებინებს.

-ბიჭი მინდა.

-ჰოო, დედაჩემმა იცის ხოლმე თქმა “კაცს რომელსაც პირველი შვილი ბიჭი უნდაო, ცოლზე ძალიან არის შეყვარებულიო.”_გაკრეჭილმა გაიხსენა დედის სიტყვები, თან დარწმუნებული არ იყო წინადადების სისწორეში.

-ტყუილია ეგ!_ჩვეულებრივი, ღიმილნარევი, მაგრამ ცივი ხმით ჩაილაპარაკა და ფანჯრიდან გაიხედა.

-რა, ცოლის სიყვარული?_თავი ოდნავ წამოყო.

-ხო!

-ანუ..._დაბნეულმა დასვა კითხვა, მაგრამ პასუხი ვერ მოისმინა, რადგანაც ოთახში სიცილით შემოვარდა თამო. ვატო უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა. ანიკამ დაბნეულმა გააყოლა თვალი და ნერწყვი ხმაურით გადააგორა სასულეში.
თამოს სიტყვები გაახსენდა ნინოზე რომ ქირქილებდა, მერე “საყვარლები” არიანო... ბევრი რაღაცა ამოუტივტივდა, მაგრამ ვატოს “ხოს!” აზრს მაინც ვერ მიხვდა. თუ იმ ქალის მიმართ არაფერს არ გრძნობს, მასთან რატომ არის. “ეგ შენ არ გეხება, ანიკა, მაგას ჯობია იფიქრო ხვალ როგორ უნდა მიღოღდე სამსახურში!” სწრაფად უკუაგდო ვატოზე ფიქრები და თვალები დახუჭა.
^^^
-თამო. _შეპარვით დაიწყო ანიკამ.

-ჰოუ. _ყავის სმით და ტელეფონით გართულმა ამოილაპარაკა.

-რაღაცა მინდა გკითხო. _ქვედა ტუჩი მოიკვნიტა გამწარებულმა. თამომ სწრაფად დადო ტელეფონი და ყავის ფინჯანი მაგიდაზე და მეგობარს მიაჩერდა.

-რა მოხდა?

-არა, არაფერო უბრალოდ...ვატოზე და ნინოზე მინდა რაღაცა გკითხო.

-ვატოს და ნინოს რამდენიმე თვის წინ ქონდათ ურთიერთობა... აქ გაიცნეს ერთმანეთი, მერე ვატოს საქმეების გამო ცოტახნით საქართველოში მოუწიათ ყოფნა. მერე ერთმანეთს ვერ გაუგეს ისე როგორც საჭიროა და დაშორდნენ. მერე ქალბატონმა ნინომ ორსულად ვარო, მაგრამ ვატომ ურთიერთობა მაინც არ გააგრძელა მასთან, თუმცა ბავშვის გაზრდაში და ზრუნვაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებო, ხოდა არიან ახლა ასე... ვატო ცალკე ცხოვრობს, ნინო ცალკე. _ანიკას კითხვის გარეშეც მიხვდა რა აინტერესებდა გოგონას და დაზეპირებული გაკვეთილივით ჩამოარიკინა.

-ანუ ერთად არ არიან?

-ვაი მე, ამდენი რისთვის მალაპარაკე?_წარბებაქაჩულმა კითხა. _არა! ერთად არ არიან და შანსები გაქვს!_ბოლოს სიცილით მიაყოლა.

-ნუ სულელობ... რა შანსები. _ლოყებაწითლებულმა მიიფარა ტუჩებზე ხელისგული.

-ანიკა, ვიცი რომ მოგწონს.

-ეგ მეც არ ვიცი და შენ საიდან დაასკვენი?_გულწრფელად გაუკვირდა ვაშაძეს.

-შენ იმიტომ არ იცი რომ ვერ ამჩნევ... აი, მე კიდევ ყველაფერს ვხედავ! ისიც ვიცი ვატოს შენს მიმართ სიმპათიები რომ აქვს, თორემ დარწმუნებული ვარ გუშინ ღამე არავითარ შემთხვევაში დაგიჯდებოდა თავთით!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.

-მართლა?_თავისდაუნებრუად გახარებულმა ხმამაღლა იკითხა და გაიცინა.

-აი, თუ არ მოგწონს. _ხმამაღლა გაიცინა თამომ და შუბლზე თითი მიადო. _მოგწონს... მოგწონს და მერე როგორ!

-ხო, მომწონს, მაგრამ მალე შვილი ეყოლება..._მოღუშულმა ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა.

-მერე რა რომ შვილი ეყოლება? ვატოს ნინოსთან ურთიერთობა რომ უნდოდეს დღესაც მასთან ერთად იქნებოდა! და რაც შეეხება შვილს, ვფიქრობ რომ ეგ პრობლემას არ წარმოადგენს!
>>>
მთელი დღე ვატოზე და მის მომავალ შვილზე ფიქორბდა, რა თქმა უნდა ნინოზეც რომელმაც პირველი შვილი უნდა გაუჩინოს. ეს ყველა კაცისთვის განსაკუთრებული და ამაღელვებელი მომენტია. შეიძლება ვატო ნინოსთან არ არის, მაგრამ ძნელია უყურო ქალს რომლის მუცელიც ნელა-ნელა იზრდება და ხვდებოდე რომ იქ შენ შვილია... და ამ ყველაფრის მერე მისადმი არაფერს გრძნობდე, ცოტა არ იყოს არადამაჯერებელია.
თუმცა თამოს სიტყვებს მაინც ეთანხმება და გონია რომ შვილის არსებობა არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერზე უნდა თქვა უარი! ვერც იმას ხვდება ორსული ქალი რატომ ასოცირდება ქორწინებასთან და ოჯახის შექმნასთან. ხომ შეიძლება მამაკაცმა ისეც გაუწიოს თავის შვილს ღირსეული მამობა.
სამსახურში მოთენთილი და ძალაგამოცლილი გამოცხადადდა, მაგრამ შეეცადა ცუდად ყოფნა არ შეემჩნია და ისე ემუშავა როგორც წესი და რიგია. როგორც კი პირველი კლიენტი შევიდა მაღაზიაში, ყველაფერი გადაავწიყდა და მარტო საქმეზე კონცენტრირდა. ცოტახანში ისე გადაიტვირთა საქმით ცუდად ყოფნა საერთოდ არ ახსოვდა.
კარების ხმაზე ღიმილით ასწია თავი და კლიენტისთვის განკუთვნილი “სპეციალური მისალმება” ტუჩებზე შეახმა ვატო რომ დაიანხა. მამაკაცს ძალიან ცივი და გაყინული მზერა ქონდა. ანიკამ გაოცებულმა მოავლო ცარიელ მაღაზიას თვალი და მერე ისევ მამაკაცს მიუტრიალდა.

-რით შემიძლია დაგეხამროთ?_ლუღლუღით კითხა და თითები მოკუმა.

-რა გინდა აქ?_გაბრაზებულმა კითხა. ვაშაძეს უხერხულად ჩაეცინა და თავი უკან მიატრიალა უფროსი ხომ არ დგასო.

-ვატო, მე აქ ვმუშაობ.

-ეგ ვიცი! ასეთ მდგოამრეობაში რა გინდა აქ, რატომ ადექი?_უარესად გაუცივდა ხმა.

-მეჩვენება თუ ზედმეტად მაკონტროლებ? შენ არავინ გეკითხება მე როდის ავდგები და სად წავალ! _გაბრაზებულმა ოდნავ აუწია ხმას.

-ჰმ, ე.ი. მე არავინ მეკითხება?_ცინიკურად ჩაიცინა და ნიკაპზე თითები მოისვა.

-ხო, შენ არავინ გეკითხება!_კატეგორიული ტონი ქონდა ანიკასაც.

-ჯიმი!_ხმამაღლა დაიძახა ანიკას უფროსის სახელი. ამაზე უარესად დაიბნა და გადაირია, ჯერ საერთოდ იმას ვერ მიხვდა ვატომ საიდან იცოდა უფროსის სახელი, მერე რატომ უძახდა. კარების ხმაზე აკანკალებული მიტრიალდა უფროსისკენ.

-ვატო. _აქცენტით ჩაილაპარაკა მამაკაცის სახელი და ღიმილით აუწია ხელი. _როგორ ხარ?

-მადლობ კარგად, შენ როგორ ხარ? _ზრდილობიანად მოიკითხა ავალიანმა, არადა ერთი სული ქონდა როდის გადავიდოდა მთავარ სათმქელზე.

-სამსახური, სამსახური და ისევ სამსახური. _მხრები აიჩეჩა ჯიმიმ. _შენ რამ მოგიყვანა აქ?

-შენთან სათხოვარი მაქვს.

-თუ შემიძლია შენი დახმარება.

-ანიკა უნდა გაანთავისუფლო დღეს!

-ეს ანა?_თითი გოგონასკენ გაიშვირა. ჯიმი ანიკას სრულ სახელს ვერ გამოთქვამს ისე როგორც საჭიროა და ანას ეძახის.

-ხო.

-მოხდა რამე, ხომ ყველაფერი კარგადაა?_ახლა უკვრ ანიკას მიუტრიალდა. გაგონებულმა აღარ იცოდა რა ეთქვა.

-კი, მოხდა! ექიმთან უნდა წავიყვანო ანალიზების პასუხი აქვს ასაღები!_შუბლშეკურლმა გადახედა და პირდაღებულს ანალიზების პასუხები შეახსენა.

-კი, კი, რა თქმა უნდა შეიძლება... თუ საქმე ასე სერიოზულადაა. ანიკა, შეგიძლია დღეს წახვიდე!

-დიდი მადლობა. _ბლუყუნით ჩაილაპარაკა და ნელი ნაბიჯებით წავიდა გამოსაცვლელი ოთახისკენ.
^^^
-შენ... შენ საერთოდ რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს... რატომ გგონია რომ ყველაფრის გაკ....

აკივლებულს და წყობიდან გამოსულ ანიკას წინადადების დასრულებაც არ დააცადა ისე ეცა და ტუჩებზე დააკვდა!

გაოგნებულმა დაჭყიტა თვალები, ცოტახანი დაშტერებული უყურებდა ვატოს მილულულ თვალებს. მერე რაც ძალი და ღონე ქონდა მამაკაცის მხრებს ჩააფრინდა და უკან გასწია. ავალიანი ისე იყო კოცნით გართული მე მგონი არავინ და არაფერი არ ახსოვდა. წყობიდან გამოსულმა, გამწარებულმა და შეურაცხყოფილმა ხელის ზურგი ტუჩებზე რამდენჯერმე ზედიზედ გაისვა და კოცნის კვალის მოშორებას შეეცადა.

-ვერ გიტან!_კივილით ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადასვლა დააპირა, მაგრამ ვატომ დროულად მოასწრო კარების ჩაკეტვა._გააღე კარები!_უარესად გააბრაზა მისმა ქცევამ. ვატომ ცინიკურად ჩაუღიმა და მხრები აიჩეჩა. _გააღე კარები, თორემ.... თორემ...ფანჯარას ჩავლეწავ!_არაჩვეულებრივი იდეა მოუვიდა.

-ახლა ბევრს ნუ ლაპარაკობ და დამშვიდდი! დიდი ამბავი ერთხელ გაკოცე და დიდი ამბავი მეორეთაც გავიმეორო!_ისეთი ტონი ქონდა თითქოს კოცნაში საგანგაშო არაფერი არ იყოს.

-აბა მე მკითხე, მინდა ჩემზე 10 წლით უფროსი მამაკაცი მკოცნიდეს?_ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა ასაკს გადაწვდა. ვატომ გაკვირვებულმა გადახედა ანიკას.

ასაკი ანიკასთვის ნამდივლად არ წარმოადგენს დაბრკოლებას, არც ის გონია რომ 10 წლით უფროსი მამაკაცი პედოფილია... ვაშაძე უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია და საკუთარი არჩევანის გაკეთება შეუძლია. თანაც 32 წელი დიდი ვერაფერი ასაკია, ურთიერთობას რომ შეუშალოს ხელი. უბრალოდ ანიკა ნინოს და ბავშვის გამო გაბრაზდა, თანაც ასე უცებ რომ ეცა და აკოცა არ ესიამოვნა. უნდა შეეპარებინა მაინც და აეხსნა რომ კოცნას აპირებდა, აბა რა წესია ველურივით რომ ეძგერა, ვინ გონია მაგას ანიკა?!

-წამიყვანე სახლში!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა მამაკაცს.

-ჯერ საავადმყოფოში უნდა წავიდეთ, ანალიზების პასუხები გაქვს წამოსაღები!

-არ მინდა ანალიზები, სახლში მინდა!_პატარა ჭირვეული ბავშვივით იმეორებდა იგივეს.

-მე მგონი შენთვის არ მიკითხავს რა გინდა და რა არა!

-ხო, ეგ უკვე ვიცი. კოცნას რომ აპირებდი მაშინაც იმდენი კითხვები დამაყარე. _ირონიულად ჩაისისინა და გზას გახედა.

-ვერ ვხვდები რა არ მოგეწონა. _მხრები აიჩეჩა ვატომ.

-ვერ ხვდები? _გაბრაზებული მიტრიალდა მისკენ და თვალები დაქაჩა. _არ მომეწონა ის რომ კაცი რომელსაც საცოლე ყავს და მალე შვილიც ეყოლება მოდის და მე მკოცნის!

-ვინ მყავს?_გულწრფელად გაიკვირვა ვატომ.

-ნუ ხო, საცოლე არ არის, მაგრამ ხომ არის არა?!_მიხვდა რომ სისულელე წამოროშა და გადასწორება სცადა. ვატომ ღრმად ამოისუნთქა და თავი გააქნია.

-კარგად დაიმახსოვრე, მე გვერდით თუ მყავს ქალი, სხვა ქალისკენ აღარ ვიხედები!_ცივი ხმით ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა.

-აბა...

-ნინო ჩემი მომავალი შვილის დედაა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მე მასთან ვაპირებ ყოფნას!_სიტყვა გააწყვეტინა და უკეთესად აუხსნა.

-ეგ თამომაც მითხრა._ცხვირაბზუებულმა ჩაილაპარაკა.

-იცოდი და მაინც იგივეს იმეორებდი?_გაღიზიანებულმა გადახედა.

-არა, უბრალოდ მინდოდა შენგანაც მომესმინა სიმართლე. _მხრები აიჩეჩა და მამაკაცს მიაჩერდა.

თითები ერთმანეთში ახლართა და გზას გახედა. არ უნდოდა ვატოს ეფიქრა, რომ ანიკა მის მიმართ რამეს გრძნობს. მერე რა რომ მოსწონს და უხარია როცა ხედავს, მაინც არ უნდა ვატოსთან რამე აკავშირებდეს. თვითონაც არ იცის რატომ, მაგრამ გულის სიღრმეში ხვდება რომ თამოს სიტყვებს აქვს გავლენა და ეშინია. ეშინია რომ ვატო მისთვის მართლა მონსტრია და უკან იხევს. კოცნაც ზუსტად ამის გამო არ ესიამოვნა, მიხვდა რომ მამაკაცი მის უკითხავად გადაწყვეტდა რაღაცებს.
მანქანა საავადმყოფოს სადგომზე გააჩერა და გადავიდა, ანიკაც ნელი ნაბიჯებით მიყვა უკან. პასუხები ძალიან კარგი იყო და საგანგაშოც არაფერი, უბრალოდ თუ წოლით რეჟიმს დაიცავს უფრო ადრე გამოჯანმრთელებაო.
სახლამდე ხმა არცერთს არ ამოუღია, ვატომ მანქანა სახლის წინ გააჩერა, მაგრამ ძრავი არ გამოურთავს. ანიკამ მორიდებით გადახედა მამაკაცს, ტუჩის კუთხე შეტეხა და კარები გააღო.

-ჩაი ან ყავა ხომ არ გინდა?_ხმადაბლა კითხა და გადავიდა.

-არა, სხვა დროს იყოს.

-კარგი..._ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია. _დიდი მადლობა და ნახვამდის. _კარები მიხურა და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.
<<<
მთელი საღამო გაბრუებული იჯდა დივანზე და ტელევიზორს უინტერეოს გამომეტყველებით უყურებდა. გვიან კარების ხმამ გამოაფხიზლა, ზანტად გადასწია თავი უკან და შეეცადა შემოსასვლელი დერეფანიდან მომავალი სილუეტი დაენახა.

-უი, ანიკა, სახლში ხარ?_გაკვრივებულმა თამომ ჩაილაპარაკა და ჩანთა მაგიდაზე დადო.

-ხო, დღეს ადრე წამოვედი.

-რატომ მოხდა რამე?_შეშინებული მიუჯდა გვერდით.

-ვატო იყო ჩემთან და ანალიზების პასუხები გაქვს წამოსაღებიო და წამიყვანა.

-ვატო?_პირდაღებულმა ასწია ცალი წარბი.

-ჰო...

-რამე მოხდა?_ეჭვით კითხა და ტელფონი დივნის სახელურზე დადო.

-მაკოცა. _ლოყებაწითლებულმა ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-გაკოცა?_კიდევ უფრო დააღო პირი და თავი ოდნავ წინ გამოსწია. ანიკამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ფეხები დივანზე აიკეცა. _ღმერთო ჩემო, ეგ კაცი გადამრევს.. ჯერ იყო და გამარჯობას არ გეუბნებოდა ნორმალურად და ასე ორ დღეში კოცნაზე რამ გადარია? _სიცილი ვერ შეიკავა თამომ, თან გაკვირვებასაც ვერ მალავდა.

-ჰო, მეც ეგ მაინტერესებს... ნინოზე და ბავშვზე რომ ვუთხარი ისეთი ტონი ქონდა “ეგ შენ არ გეხებაო.”, მაგრამ მაინც ამიხსნა რომ ნინო მისთვის როგორც ქალი არ არსებობს. _გაკრეჭული უყვებოდა დღის ამბებს.

-არ ვიცი, ანიკა, ვატო მართლა ძალიან რთული ადამიანია... გრძნობების გამოხატვა არ შეუძლია, რასაც აკეთებს აკეთებს და მორჩა, ზოგჯერ არც კი გიხნის. თუმცა ძალიან ადამიანური და გვერდში მდგომია, მაგრამ შენთვის... შენთვის მართლა ძალიან მძიმეა ვატო. _სევდიანი ხმით საუბრობდა თამო.

-ვიცი და მასთან ურთიერთობას არ ვაპირებ... თანაც ახლა არავისთან ყოფნა არ მინდა. _კატეგორიული უარი განაცხადა და ფეხზე წამოდგა. _მაგიდას გავშლი, შენ მანამდე მოწესრიგდი.
>>>
ორი დღის განმავლობაში საერთოდ არ გამოჩენილა ვატო, სანდრო ნახა რამდენჯერმე, მაგრამ მამაკაცს არაფერი არ უთქვამს. არც ანიკა სვამდა ზედმეტ კითხვებს, როცა გამოჩნდება ხომ გამოჩნდება და მერე დაელაპრაკება. სამსახურსაც მიეჩვია, თითქმის ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს, უფროსიც კმაყოფილია და დაპირდა იქითა კვირიდან შენს გრაფიკს მოგცემო. უნივერსიტეტშიც ყველაფერი კარგადაა, მართალია ძალიან იღლება, მაგრამ სხვა რა გზა აქვს.

დივანზე კოტრიალობდა, თან ტელევიზორს უყურებდა და ჩიფსებს ახრამუნებდა. კარების ხმაზე თავი უკან მიატრიალა, მაგრამ ვერავინ რომ ვერ დაინახა ისევ ტელევზორის ეკრანს გახედა.

-თამო..._ხმამაღლა დაიძახა მეგობრის სახელი, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. _თამო!

კიდევ ერთხელ გაიმეორა, დივანზე წამოჯდა და ჩიფსის შეკვრა მაგდაზე დადო. შემოსასვლელი დერეფნიდან პარკების შრიალის ხმა მოესმა, სწრაფად გაუყარა ფეხები ჩუსტებში და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ. დერეფანში არავინ არ იდგა, ხმა სამზარეულოდან ისმოდა.

-რომ გეძახი ხმა არ უნდა...._დერეფნიდანვე დაიწყო ბუზღუნი და სამზარეულოში შესულს სიტყვა ტუჩებზე მიეყინა. მაცივრის ღია კარებთან ვატო იდგა და პარკიდან პროდუქტებს ალაგებდა. _ვატო?_გაოცებულმა ჩაილაპარაკა და სამზარეულოში შევიდა.

-საღამო მშვიდობისა.

-გამარჯობა..._ლუღლუღით ჩაილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა. _თამო სად არის?

-არ ვიცი, სახლთან რომ მოვედი რაღაცაზე წუწუნებდა, მერე პარკები მომაჩეჩა და სადღაც გაიქცა. _მხრები აიჩეჩა და მაცივრის კარები დაკეტა.

-ხო, ალბათ რამე დაავწიყდა. როგორ ხარ?_ხმადაბლა კითხა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-კარგად, შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად... ვატო, რაღაცაზე მინდა რომ დაგელაპრაკო...

-ვიცი!_კიდევ ერთხლე გააწყვეტინა წინადადება. _ერთი კოცნა არ ნიშნავს იმას რომ მე და შენ რამე შეიძლება გამოგვივივიდეს! ასე რომ ამაზე საუბარი საჭირო აღარ არის!

ცივი და ბოროტული ხმით ჩაილაპარაკა სავსე პარკს ხელი გაუშვა და გასასვლელისკენ წავიდა.
მიუხედავად იმისა რომ ანიკასაც იგივეს თქმა უნდოდა, შედარებით რბილი ფორმით, მაინც ძალიან მოხვდა მამაკაცის სიტყვები გულზე და ეწყინა. როგორი მტკიცე გადაწყვეტილებაც არ უნდა გქონდეს მიღებული, მამაკაცისგან რომელიც მოგწონს ასეთი რამის მოსმენა არც თუ ისე სასიამოვნოა.
გაბრაზებულმა გაგლიჯა პარკი და პროდუქტები მაგიდაზე დაყარა.

-მოვედიი!_კივილით შეაღო სახლის კარები თამომ და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი. _რა გჭირს, რა სახე გაქვს?_გაკვირვებულმა კითხა მეგობარს და ჩანთა იატაკზე დადო.

-ვატო იყო მოსული და ნერვები მომიშალა. _ტუჩებდაბრეცილმა დაიღრინა და რძე მაცივარში შედო.

-უი, წავიდა უკვე?_სწრაფად მოათვალიერა სახლი.

-კი!_დაიღრინა და სკამზე დაჯდა.

-ჰა ახლა, ამოღერღავ რა მოხდა თუ ვიმკითხაო?

-ერთი კოცნა არაფერს ნიშნავსო მომახალა და წავიდა.

-შენც ეგ არ გინდოდა?_მხრები აიჩეჩა თამომ და ქუდი მოიხადა.

-მინდოდა, მაგრამ ასე არა! მე მინდოდა ნორმალურად და ზრდილობიანად ამეხსნა მისთვის... იმ თავხედმა კიდევ მომიგდო და წავიდა.

-კარგი რა, ახლა მაგაზე იშალე ნერვები..._სიცილით აიქნია ხელი და ქუდს ქურთუკი მიაყოლა.

-ცივა გარეთ?_სწრაფად შეცვალა საუბრის თემა.

-ყინავს!
>>>
მთელი საღამო გაგიჟებული დადოდა, ნერვები ეშლებოდა საკუთარ თავზე თქმა რომ ვერ დაასწრო. ისეთი შტაბეჭდილება რჩება რომ გამოიყენეს და მიაგდეს. არადა ეგრე არ არის! ერთხელ აკოცა, დიდი ამბავი! მაგრამ ვაშაძისთვის ერთხელ კოცნაც რომ კოცნაა ეგა უბედურება. თამომ აიჩემა რამე კომედიას ვუყუროთ, იქნებ ხასიათზე მოხვიდეო. ფილმა ცოტა უშველა, მაგრამ ყოველი კოცნის სცენაზე ვატო ახსენდებოდა და აფრენდა.

-აუ, გამორთე რა!_გაბრაზებულმა დაჭექა ბოლოს. თამო მოულოდნელობისგან შეხტა და ბატიბუტები ჰაერში აყარა.

-რა გაკივლებს, გამისკდა გული. _თავზე წამოარტყა ხელი და დაყრილი ბატიბუტების ასახვეტად დაიხარა.

-არ მინდა... ნუ კოცნის... საერთოდ რა ფილმია... ვინ თხოვა გადაიღეო?_დაფსიხული ლუღლუღებდა და თვალებს ქაჩავდა. თამომ ცალი წარბი მაღლა აზიდა და დაკუმული ტუჩებით ჩაიფხუკუნა. _ნუ იცინიხარ!_უბრძანა და ფეხზე წამოხტა.

-მე დღეს სანდროსთან ვრჩები._კიბეებთან მისულს მიაძახა და ფეხზე წამოდგა.

-რა გინდა სანდროსთან?_ეჭვით გადახედა მეგობარს.

-ღამის საათებში რა უნდა უნდოდეთ შეყვარებულებს ერთად?

-სექსი?_ხმამაღლა წამოსცდა და როცა გაიაზრა როგორ წამოაყრანტალა შერცხვა.

-ყოჩაღ, ათიანი! _თამომ ტაში შემოკრა და ფეხზე წამოდგა. _წავედი მე და აბა შენ იცი, ძალიანაც ნუ ინერვიულებ! _საჯდომზე მისცხო ხელი და კარებისკენ წავიდა.

-უკვე მიდიხარ?_მობუზულმა კითხა.

-ფილმი არაო და რაღა ვაკეთო?
>>>
თამოც წავიდა, ძილიც არ უნდა. იფიქრა ჩემებს დავურეკავ და მოვიკითხავო, მაგრამ 4 საათიანი სხვაობა რომ გაახსენდა თავი შეიკავა და პიჟამაში გამოწყობილი გაწვა საწოლზე. ასეთ მდგომარეობაში პირველად არის, თუმცა ინგლისშიც პირველად არის. შეყვარებული ყავდა, პირველი კოცნაც დიდი ხნის წინ შედგა ქუთაისში, მაგრამ მაშინ პატარა იყო და კოცნის აზრს რეალურად ვერ ხვდებოდა. ეგონა მაკოცა და ვსიოო! ვატომ რომ აკოცა კიდევ ისეთები დაიმართა, გეგონება ქალიშვილობა უკანონოდ ჩამოართვეს. ელეთ მელეთი არ ქონია, არც პეპლების აფრენა და გაფრენა უგრძვნია, მაგრამ როგორც ასეთი ესიამოვნა. დიდი სიამოვნებით გამეორებდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვატო კითხავს!

აწკრიალებული ტელეფონის ხმაზე ზლაზვნით ასწია სხეული და საწოლის ბოლოში მიგდებულ აპარატს გადასწვდა. ნაცნობი ნომერის დანახვისას გავკივრვებულმა ჭყიტა თვალები.

-ანიკა, რაღაცა უნდა გთხოვო. _მუდარით ჩაილაპარაკა თამომ._ დუმილი თანხმობის ნიშნაიაო!_მეგობრის პასუხს არც დალოდებია ისე წამოიძახა._ე.ი. ახლა ადექი, ჩემს ოთახში შედი და გარდერობის ბოლო უჯრაში ჩემი წითელი კაბა დევს, ის აიღე პარკში ჩადე და ხვალ დილით სანდრო მოვა და გამოატანე.

-შენ სახლში მოვლას აღარ აპირებ?_წარბებშეკრულმა კითხა და ფეხზე წამოდგა.

-ვაპირებ, მაგრამ ხვალ სამსახურიდან პირდაპირ ბანკეტზე უნდა წავიდე და გამოცვლას ვერ მოვასწრებ... კაბას იქ წავიღებ და იქ მოვწესრიგდები.

-აა, გასაგებია. წითელი კაბა ორია და რომელი გინდა?

-თვლები რომ აქვს ის არა.

-კარგი, ჭკვიანად!

-რა მოხდა?_ტელეფონის გათიშვა დააპირა თამოს აფროაიქებული ხმა რომ მოესმა.

-რა მოხდა?_დაბნეულმა გაიმეორა მეგობრის სიტყვები.

-ერთი წუთით, ანიკა. _მიახვედრა რომ მას არ ესუაბრებოდა. _სად მიდიხარ?... ნინოს რა დაემართა?... ვაი._თამოს შეწუხებულმა ხმამ მიახვედრა რომ კარგი არაფერი არ ხდებოდა. თანაც მერე ნინოო და უფრო დაიძაბა.

-თამო, რა მოხდა?

-ნინო წაუყვანიათ ისევ საავადმყოფოში.

-რატომ, ხომ კარგადაა?

-მუცელი მოეშალაო.

მართალია ნინოს საერთოდ არ იცნობდა, საერთდო წარმოდგენა არ ქონდა როგორი ადამიანი იყო, თამოს სიტყვებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ მაინც ძალიან შეეცოდა და განიცადა. ალბათ იმიტომ, რომ წარმოიდგინა რამხელა დარტყმა დედისთვის იმის გაცნობიერება რომ ნაყოფი რომელიც შენში ვითარდებოდა აღარ არსებობს. რომ შვილს რომელსაც ეფერებოდი ვერასოდეს იხილავ მზის შუქზე და რეალურადაც ვერ მოუყვები ზღაპრებს. ნინოდან უცებ გადავიდა ვატოზეც და გააკანკალა. ზოგადად მამაკაცები ძალიან ძნელად აღიქვამენ იმას რომ მალე მამამები გახდებიან. ამასთან შეგუებას თვეები უნდებიან და როცა უკვე ეგუებიან და აცნობიერებენ რომ მათი შვილი ქალის მუცელშია, ყველა და ყველაფერი იცვლის ფერს. სულ სხვანაირად უყურებენ სამყაროს და გონიათ რომ შვილის გარდა არავინ და არაფერი არ არსებობს... და უცებ იგებ რომ ეს გაცნობიერებული სიხარული ძალიან დიდმა დანაკარგმა და ტკივილმა შეცვალა. ფაქტობრივად იგებ რომ დაცარიელდი. სწრაფად გაანათა ტელეფონის ეკრანი და თამოს ტელეფონიდან მოპარული ნომერი აკრიფა. გათიშა... მერე ისევ დარეკა... ისევ გათიშა და ასე გაგარძელა ნახევარი საათი. ბოლოს ტელეფონი ტუმბოზე დადო და დაფიქრდა რომ ახლა ვატოს მისთვის არ სცალია.
აფორიაქებულმა დადო თავი ბალიშზე, მაგრამ მაინც არ დაეძინა. სწრაფად წამოხტა ფეხზე ტელეფონს ეცა და თამოს გადაურეკა.

-თამო, ვატო რომელ საავადმყოფოშია?_ხმამაღლა ჩაყვირა, გეგონება არ ესმოდაო.

-ანიკა..._შეპარული ღიმილით ჩაილაპარაკა მეგობრის სახელი. _მოგწერ, ასე მაინც ვერ დაიმახსოვრებ. _ღიმილით ჩაიალაპრაკა და ტელეფონი გათიშა.

სწრაფად მივარდა გარდერობს, რაც პირველი მოხვდა ხელში ის ჩაიცვა და თმები კეფაზე დაიმაგრა. საწოლზე მიგდებულ ტელეფონს დაეძგერა და კიბებისკე წავიდა.

-ჩანთა!_შუბლზე გაშლილი ხელისგული მიირტყა და ოთახში შებრუნდა. _იმედია სწორად ვიქცევი!_ღია კარებში დაყუდებულმა ჩაილაპარაკა და გარეთ გავარდა. _რომც არ ვიქცეოდე, მთავარია არ ვინანებ!_საკუთარი თავი გაამხნევა და ტაქსების სადგომისკენ წავიდა. _იდგნენ რა, იდგნენ. _ბუტბუტებდა და თან თავსხმა წვიმაში ჩქარა მიიკვლევდა გზას. _იეს!_გახარებულმა შესძახა და სირბილით წავიდა პირველივე ტაქსისკენ. _თავისუფალია?

-დიახ, დაბრძანდით. _ღიმილით ჩაიალაპრაკა მამაკაცმა და წელში გასწორდა.

-აი, ამ მისამართზე მინდა მისვლა.
>>>
აჩქარებულ გულზე ქონდა ორივე ხელი მიდებული და ღრმად სუნთქავდა. მანქანა საავადმყოფოს წინ გაჩერდა, ცოტახანი გადასვლა დააყოვნა, მერე სწრაფად გაუწოდა თანხა და ტაქსიდან კი არ გადავიდა გადახტა. შესასვლელში იკითხა ვატოს სახელი და გვარი, ასეთი რომ ვერავინ ამოაგდეს პაციენტი ნინოთი მოძებნეს და მეექვსე სართულისკენ გაუშვეს. ისეთი არეული შენობა იყო ლიფტს ძლივს მიაგნო, მერე მეექვსე სართულზე ძლივს ავიდა, ხან სად გაჩერდა ლიფტი ხან სად და ბოლოს სასურველ სართულამდეც მიაღწია. კარები როგორც კი გაიღო პირველი თვალი თამოს და სანდროს მოკრა, მერე კუთხეში მჯდარ ვატოს და ქვედა ტუჩი აფორიაქებულმა მოიკვნიტა.

-ვატო.

ხმადაბლა ჩაილაპრაკა სანდრომ და მხარზე ხელი დაადო. მამაკაცმა ოდნავ ასწია თავი და ძმაკაცს ახედა. სანდორმ თვალებით ანიკასკენ მიანიშნა. ავალიანმა თავი ანიკასკენ მიატრიალა და ნერვიულობისგან ჩაწითლებული თვალებით შეხედა. ამაზე უარესად დაიბნა და სურვილი გაუჩნდა უბრალოდ მისულიყო და მაგრად ჩახუტებოდა, მაგრამ იცოდა რომ ამას ვეღარ გაბედავდა და ერთ ადგილზე მიყინულმა განაგრძო ყურება. მამაკაცს ყველა ძარღვი დაჭიმული ქონდა, თვალები ჩაწითლებული და ჩაცვენილი, სახეზეც ისეთი ფერი ედო. ერთი შეხედვითაც მიხვდებოდი რომ რაღაცა ძალიან ძვირფასი დაკარგა! ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა სკამს და სამი სკამის დაშორებით დაჯდა, თან თვალს არ აშორებდა. ვატოს აღარ შეუხედავს, სახე ისევ ხელებში ჩარგო და მარჯვენა ფეხი აათამაშა.

-კარგი გოგო ხარ რომ მოხვედი. _სევიდანი ღიმილით ჩაილაპარაკა სანდრომ.

-როგორ არის? გაიგო უკვე?

-არა, ექიმმა დამაძინებელი გაუკეთა და ჯერ სძინავს. ხვალ დილამდე ვერაფერს გაიგებს.

-აუჰ. _შეშინებულმა ჩაიჩურჩულა და ცალი თვალი ვატოსკენ გააპარა. _დიდი ხანია აქ ხართ?_ხმადაბლა კითხა მეგობარს და ვატოსკენ წასულ სანდროს გააყოლა თვალი. მამაკაცი გვერდით მიუჯდა ავალიანს და მხარზე ხელი დაადო,ინამაც სწრაფად ასწია თავი და რაღაცა ჩაილაპარაკა.

-რომ დარეკე აქ ვიყავით... და იმიტომ ვერ დაგიწყე საუბარი. _

-თამო, თქვენ გაგიყვანთ და მე ისევ მოვბრუნდები.

-არა, ახლა სახლში მაინც ვერ გავჩერდები. _კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა თამომ.

-ანიკა, შენ გინდა გაგიყვან?

-არა, მეც დავრჩები!
>>>
მთელი ღამე თვალს არ აცილებდა ვატოს, მამაკაცი გაოგნებული იჯდა სკამზე და არ ინძრეოდა, რამდენჯერმე სანდროს რაღაცა უთხრა და ეგ იყო... ერთხელ თამოსაც გამოელაპრაკა, ალბათ ანიკასც გამოელაპარაკებოდა გოგონას მასთან მიახლოვება რომ გაებედა. დაბნეული წამოდგა ფეხზე და სანდროს კალთაში მიძინებულ მეგობარს გადახედა.

-ყავა ხომ არ გინდა?_ჩურჩულით კითხა.

-როგორ არ მინდა. _მიძინებული ხმით ჩაილაპრაკა სანდრომ. ანიკამ თავი დაუქნია და ლიფტისკენ წავიდა... სწრაფად მიტრიალდა და ვატოსკენ აიღო გეზი.

-ვატო, ყავა, ან ჩაი ხომ არ გინდა?_ხმადაბლა კითხა.

-არა, მადლობა.

ისეთი ხმა ქონდა რომ არ დაენახა ვატომ დაილაპარაკა, ალბათ ვერ დაიჯერებდა. ჩახრეწილი, უფრო დაბოხებული და საშინლად ცივი... იმაზე ბევრად ცივი ანიკამ რომ იცის. უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და დერეფანი დატოვა.
მიუხედავად ვატოს უარისა, ჩაიც აიღო და ყავაც. ყველაფერი მუყაოს ჩასადებში ჩადო და ლიფტისკენ წავიდა.

-კი მითხარი არ მინდაო, მაგრამ... ჩაიც არის და ყავაც..._ჭიქები სკამზე დადო და თავისი ადგილისკენ წავიდა. ვატომ თვალი გააყოლა, მერე ჭიქებს დახედა ყავა აიღო. ანიკას უნებურად ჩაეღიმა.
^^^
გამთენიისას ჩაეძინა, ისეთი დაღლილი და გათიშული იყო, როგორ ახმაურდა დერეფანი ვერ გაიგო. თამოს ხმამ გამოაფხიზლა, რომელიც სახლში წასვლას მოუწოდებდა. თვალები როგორც კი დაჭყიტა ვატოსკენ გაიხედა, მაგრამ სკამი ცარიელი დახვდა. იმედგაცრუებული წამოდგა ფეხზე და თვალები მოისრისა.

-ვატო სად არის?

-ნინოსთანაა შესული, უნდა უთხრას. ჩვენ წავიდეთ, რა თორემ არ შემიძლია. _სწრაფად ჩაავლო მეგობარს ხელი და ლიფტისკენ წაიყვანა.

-ვატო არ ვნახოთ?

-სხვა დროს ვნახავთ ვატოს, ახლა გამოადგი ფეხი!_თვალებდაქაჩულმა დაუღრინა და ლიფტის კაბინაში შეაგდო.
>>>
სამსახურიდან დაღლილი გამოვიდა, ტაქსის გაჩერება და სახლში წასვლა არ უფიქრია. ცოტახანი სუფთა ჰაერზე გასეირნება გადაწყვიტა, თანაც რა ლამაზია საახალწლოდ განათებული და გალამაზებული ლონდონის ქუჩები. ყველა სადღაც გარბის, ყველა ემზადება, ათასნაირი საჩუქრებით დატვირთულები მიუყვებიან ვიწრო ქუჩებს და თან გულიანად იღიმიან. ასეთი ადამიანების ყურებისას როგორ შეიძლება წამით მაინც არ გაგეღიმოს და თავი ბედნიერად არ იგრძნო, მერე რა მათი ცხოვრება რომ არის და ანიკას საერთოდ რომ არ ეხება... მერე რა წარმოდგენა რომ არ აქვს რატომ არიან ასეთი გაბადულები, მთავარია რომ ვაშაძეს ღიმილს გვრიან. ცივა, თანაც საშინლად, მაგრამ ისეა ჩაფუთნული ვერაფერს ვერ გრძნობს. ეს დადებითი თვისება ბავშვობიდან მოყვება, ზამთარში ყოველთვის თბილად აცვია და ზუსტად ამიტომაც არის 22 წლის განმალვობაში ერთხელაც რომ არ გაციებულა. თუ არ ჩავთვლით თვეებისას სიცხეები რომ ქონდა ხოლმე.
ჩუმად ვატოზე, ნინოზე და მათ შვილზეც მოერია ფიქრები. ნინოზე და ბავშვზე ფიქრები მალევე გადახარშა, მაგრამ ვატოზე ფიქრი სახლამდე ვერ მოიცილა.
რომ ახსენდება როგორი განადგურებული იყო საავადმყოფოში აკანკალებს. სულ რამდენიმე დღეა რაც იცნობს, მაგრამ მაინც მიხვდა რომ ვატოს ცხოვრებაში ასეთი ტკივილი არ უგრძვნია. ჩანთის პატარა ჯიბიდან გასაღების აცმა ამოიღო და საკეტს მოარგო, მაგრამ გასაღები არ გადატრიალდა. მიხვდა რაშიც იყო საქმე და ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.

-თამო, კარები გამიღე რა... მე ვერ ვაღებ შენი გასაღები უკეთია შიგნიდან.

-უი, უი... მოვდივარ ახლავე._სწრაფად წამოიძახა და სირბილით წავიდა კარებისკენ. _სანდრო და ვატოს გავუღე და გამოძრობა დამავწიყდა. _სწრაფად აუხსნა და ჩანთა გამოართვა.

-ვატო აქაა?_დამფრთხალმა კითხა და ხელთათმანები მუჭში მოიქცია. თამომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. _როგორაა?

-არის რა. _სევდიანმა გააქნია თავი და მისაღებისკენ წავიდა. ანიკაც დაბნეული ნაბიჯებით მიყვა მეგობარს და მისაღებში შევიდა. ვატო და სანდრო დივანზე ისხდნენ და საუბრობდნენ.

-საღამო მშვიდობისა.

-სალამი. _ხელის აწევით მიესალმა სანდრო. _როგორ ხარ?

-მადლობ კარგად, თქვენ როგორ ხართ?_ორივე მოიკითხა და ვატოს დააკვირდა. მამაკაცი არცერთი წამით აშორებდა თვალს.

-შენთან საქმე მაქვს.

ბოლოს ხამაღლა ჩაილაპრაკა, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. ანიკამ დაბნეულმა გააყოლა თვალი, საჩვენებელი თითი გულზე მიიდო და მეგობრებს გადახედა. თამომ თვალები დაუბრიალა და ანიშნა გაყევიო. ვატო სამზარეულოს კარადასთან იდგა და კარებისკენ იყურებოდა.

-გუშინ ვერ მოვახერხე შენთან დალაპარაკება... მადლობა მინდოდა მეთქვა, რომ მოხვედი. _ჩახლეჩილი ხმით დაიწყო.

-რას ამბობ, რა მადლობა. _ჩურჩულით მიუახლოვდა და წინ დაუდგა.

-ვიცი ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ გამიხარდა შენი იქ ნახვა!

თითები ლოყაზე ჩამოუსვა და ოდნავ გაუღიმა. ანიკასაც გაეღიმა და მამაკაცის ხელი მხარსა და ლოყას შორის მოაყოლა. არაფრის თქმა არ უცდია, ახლა ზედმეტად სენტიმენტალურ სიტყვებს არანაირი აზრი არ აქვს. ვატოს მაინც ვერ დაამშვიდებს. ჯობია ისე იდგეს როგორც დგას, მითუმეტეს როცა ხვდება რომ ასე ბევრად უკეთესია.

-ნინო როგორ არის?_ხმადაბლა მოიკითხა ქალი და ტუჩები ერთმანეთს დაუსვა.

-ნორმალურად.

-ახლა მარტოა?

-დამაძინებელი გაუკეთეს და ძინავს.

-ისევ საავადმყოფოშია?_ ვატომ თავი დაუქნია და წელში გასწორდა.

-ახლა უნდა წავიდე!_თვალი ჩაუკრა და დადარდიანებულმა გაუღიმა.

-გაგაცილებ.
>>>
-რაო?_როგორც კი სანდრო და ვატო წავიდნენ მკლავებში ეცა თამო.

-არაფერი უბრალოდ გუშინ შენი მოსვლა გამიხარდაო. _მხრები აიჩეჩა და მისაღებისკენ წავიდა.

-თქვენიც ვერ გავიგე, ჯერ იყო და არ მინდიხარო, მერე შენი მოსვლა გამიხარდაო... აქეთ შენ იძახდი ზედაც არ შევხედავო... მოკლედ რა!_ხელი აიქნია და კიბეებისკენ წავიდა._წავედი მე, უნდა დავიძინო!

-ნინო რამდენი წლისაა?

-30 წლისაა. რა იყო, ეჭვიანობ?_ფხუკუნით გამოხედა თამომ.

-რა სისულელეა... ვისზე უნდა ვიეჭვიანო ნინოზე? რატომ თორე კი..._ცინიკურად ჩაილაპარაკა და თავი გააქნია. _მოიცადე რატომ მკითხე? უნდა ვიეჭვიანო? საბაბი მაქვს?_სწრაფად მიაყარა კითხვები და კიბეები აირბინა. _ნუ გაჩუმდი... ნერვები მეშლება...

-ხომ გითხრა ვატომ მე და ნინოს მარტო ბავშვი გვაკავშირებსო, სამწუხაროდ ახლა ეგეც არ აკავშირებთ.

-ხო, მაგრამ მემგონი ახლა უფრო დაახლოვდებიან.

-რატომ გგონია?

-იმიტომ, რომ ახლა ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ!

-მოიცა რა.
>>>
მართალი აღმოჩნდა, ვატო სულ ნინოსთან იყო, არცერთი წამით ტოვებდა მარტო. ანიკა იმის მერე არც უნახავს, სანდროსთვისაც არაფერი არ დაუბარებია და საერთოდ გაქრა ანიკას ცხოვრებიდან. მარტო თამოსგან იგებდა ამბებს, რომ ნინოსთან ერთად არის და ფეხზე დადგომაში ეხმარება. ისიც გაიგო რომ რამდენიმე დღის უკან ნინოსთან გადავიდა დროებით საცხოვრებლად, სანამ ბოლომდე არ გამოკეთდებაო... მაგრამ ვინ იცის იქნებ დროებითი გადასვლა, გადასვლად დარჩეს. ეგოისტურად არ უნდოდა მათი ერთად ყოფნა, ისიც არ უნდოდა რომ ვატოს მასთან ყოფილიყო... და საერთოდ თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა!

-ისევ ნინოსთან ცხოვრობს?_დღის ბოლოს აკანაკლებული ხმით კითხა მეგობარს. ხვდებოდა რომ ცრემლები საიდანღაც მოდიოდნენ და ანიკას დახრჩობას ლამობდნენ, მაგრამ ჯიბრით არ მისცა საკუთარ თავს სისუსტის საშუალება.

-ხო, ისევ მასთან ცხოვრობს. _თამო მიხვდა რაც სჭირდა ვაშაძეს და შეეცადა ძალიან ხმადაბლა ეთქვა, მაგრამ მაინც გაიგონა.

-ერთად იქნებიან! აი, ნახე ისევ ერთად იქნებიან._ანერვიულებულმა ჩაილაპარკაა და თითები გადაიჯვარედინა.

-და მერე რა? შენ ხომ იძახი რომ ვატოსთან არ გინდა, ხომ ამბობ რომ არ ხარ მასთან ურთიერთობისთვის მზად?

-ხო, ვიძახი, მაგრამ...არ მინდა რომ ნინოსთან იყოს! ასეთი ძნელი გასაგებია?

-კი, ძნელი გასაგებია, იმიტომ რომ შენც არ იცი რა გინდა!

-ვიცი! არ მინდა რომ ნინოსთან იყოს!

-და შენთან რომ იყოს?_გამომცდელად კითხა და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.

-იყოს!_ანიკამ ხმადაბლა ჩაიფრუტუნა და თვითონაც გაიღიმა.

-მე ისევ სანდროსთან ვრჩები.

-ისევ იმ ამბავზე?_ფხუკუნით კითხა და ფეხები ჰაერში ასწია.

-ეგ ამბავი კი არა, საქმეა. _ხმამაღლა გადაიკისკისა თამომ.

-თქვენიც არ მესმის, რას დარბიხართ აქეთ-იქით! უთხარი გადმოვიდეს და შენც დაისვენებ, ისიც და მეც!

-ხო, მაგრამ ცოტახანი ასე გვაწყობს.
>>>
სულ უფრო და უფრო ბოღმავდა ნინოს და ვატოს ამბები. რამდენჯერაც სანდრომ ვატო ახსენა, იმდენჯრ ნინოს თემაც მოაყოლა. ცდილობდა მამაკაცისთვის შესამნჩნევი არ ყოფილიყო მისი უაზრო ეჭვინობა, მაგრამ რამდენჯერმე არ გამოუვიდა და იძულებული გახდა ასე თუ ისე სიმართლე ეთქვა. სანდრომ პირობა მისცა, მე ხმას არ ამოვიღებ, თქვენი საქმისა თქვენ იცითო.

-მე მაღაზიებში მინდა გავლა. _ჩანთამოკიდებულმა ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა.

-აუ, მეც. _ფეხზე წამოხტა თამო.

-თამო, მარტო მინდა წასვლა!_ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა. გაფრინდაშვილი დასჯილი ბავშვივით დაჯდა დივანზე და ტელევიზორის ყურება განაგრძო. რა ქნას, თამოსთვის უნდა საჩუქრის შერჩევა და თან ხომ არ წაიყვანს “მიდი აარჩიე, მერე შობაზე შეგიფუთავ და გაჩუქებო.” სახლის კარები ჩაკეტა და როგორც კი მიტრიალება დააპირა ვიღაცამ მკლავში მაგრად ჩაავლო ხელი, სწრაფად მიატრიალა უკან და ტუჩებზე გაშმაგებული დაეძგერა. შეშინებილმა დაჭყიტა თვალები და ვატოს დანახვისას გონება დაებინდა.

სიტუაციამ დააბნია, ვერ მიხვდა რა ხდებოდა მის თავს... მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ვატო კოცნიდა, თანაც ძალიან სასიამოვნოდ! მიუხედავად იმისა რომ პეპლები არც ამჯერად აფრენილან, მაინც უზმოდ ბედნიერი და გახარებული იყო იმიტომ, რომ ვატო იყო! მამაკაცი ხელებს თმებზე და ლოყებზე რიტმულად უსვამდა და კოცნიდა. კოცნიდა უხეშად, ვნებით და თავდავიწყებით. ყოველ შემთხვევაში გამოუცდელ და არაფრის მცოდნე ანიკას ეგონა რომ ეს კოცნა ცეცხლოვან ვნებასთან იყო კავშირში. მერე როცა მიხვდა რომ მოქმედების დროს იყო, ხელები მაღლა ასწია და მამაკაცის თმებში შეაცურა. არ აინტერესებდა ის რომ 12 სართულიანი კორპუსი უყურებდა, არ აინტერესებდა ის რომ მეზობლები ხედავდნენ... არ აინტერესებდა იმიტომ რომ მეზობელბსაც არ აინტერესებდათ ვის კოცნი ანიკა შუა ქუჩაში! არ აინტერესებდათ წყვილის ცხოვრება! ამასთან ერთად მიხვდა იმასაც რომ ვატო მარტო ვნებით და გახელებით კი არ კოცნიდა, მონატრებითაც. მონატრებითაც რომელიც ანიკამაც იგრძნო, ძალიან... ძალიან მძლავრად. მამაკაცმა ოდნავ უკან დასწია გოგონას ფარატინა სხეული, თითებით წინ ჩამოყრილი თმები გადაუწია და ცხვირის წვერზე აკოცა.

-შენ... შენ ისევ დაუკითხავად მაკოცე. _ხმადბალა ჩაილაპრაკა და შუბლი ვატოს ტუჩებს მიაწება.

-აღიარე რომ ჩემი მოპარული კოცნა ბევრად უფრო სასიამოვნოა!_ხმაში ღიმილით შეეპარა.

-ჰო, სასიამოვნოა, მაგრამ არ მომწონს ჩემს უკითხავად რომ მკოცნი. _მაინც არ იშლიდა თავისას, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ აინტერესებდა დაეკითებოდა თუ არა ვატო კოცნას.

-ჩშშ!_ტუჩებზე თითები მიადო და დაადუმა. _ახლა ამის დრო არ არის!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა, თითებზე თითები მაგრად მოუჭირა და თავისი მანქანისკენ წაიყვანა.

-სად მიგყავარ?_ინტერესით იკითხა და ღია კარებში ვატოს დახამრებით შეხტა.

-ცოტახანი მინდა მარტო მე და შენ ვიყოთ!_როგორც კი საჭესთან დაჯდა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და მანქან დაძრა.

-მარტო მე და შენ?_ეშმაკურად კითხა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. ვატომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _მერე ნინო?_მაინც ვერ შეიკავა თავი. იმასაც მიხვდა ძალიან დიდი შედომა და სისულელე რომ ჩაიდინა, მაგრამ თავის დროზე ვერ დააჭირა ენას კბილი. დაინახა როგორ დაეძაბა ვატოს ძარღვები, მამაკაცს სიცივის ფერმა გადაუარა და შეეშინა.

-ახლა კარგად მომისმინე, იმიტომ რომ ამის გამეორებას არ ვაპირებ!_ცივი და ძალიან გაბრაზებული ხმა ქონდა ვატოს. _ნინო ჩემი მკვდარი შვილის დედაა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მე ნინოსთან ვალდებული ვარ...ვალდებული ვარ მდგომარეობიდან გამოსვლაში დავეხმარო, ამით მარტო ნინოს კი არა საკუთარ თავსაც ვეხმარები. და შენ თუ ამას ვერ გაიგებ მაშინ გააღე კარები და მანქანიდან გადადი!_არაფრისმთქმელი მზერით გადახედა გოგონას და მანქანა გზიდან გადააყენა. ანიკამ გაოცებულმა გადახედა მამაკაცს. ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა ვატოზე ასე თუ იმოქმედებდა მისი სიტყვები. ვერ წარმოიდგენდა, თუ მამაკაცი ასე სერიოზულად გაიაზრებდა ამას და ასეთი არჩევანის წინაშე დააყენებდა.

-ვატო, მე უბრალოდ ვიკითხე..._ბავშვივით ამოილუღლუღა.

-მე შენ იმიტომ აგირჩიე რომ ასე არ უნდა ფიქრობდე! არ უნდა ფიქრობდე იმას რაც ჩვენს ურთიერთობას ავნებს, გასგებია?_არა და არ ეცვლებოდა ხმის ტემბრი.

-გასაგებია. _მიხვდა რომ დამნაშავეა, მიხვდა რომ უდროო დროს ვერ მოთოკა თავი.

ანიკა არ იყო ვატოს ტკივილის გაზიარება რომ უნდოდა და ღამეებს რომ ათენებდა მამაკაცზე დარდში? ხომ იცოდა როგორ მდგოამრეობაშიც იყო, პირველი შვილი სიკვიდლის გადატანა, თანაც შეგუებული და მთელი არსებით გააზრებული შვილის, ადვილი რომ არ არის ხომ იცის... რატომ ვერ აჭერს ენას კბილს?

-მაპატიე, უბრალოდ... უბრალოდ არ მომწონს ნინოსთან რომ ხარ... ვიცი რომ არაფერი ხდება, მაგრამ არ მომწონს! არ მოწონს!_ისტერიულად იმეორებდა და მამაკაცს თვალს არ აცილებდა.

-მესმის, მაგრამ ახლა მე ნინოს ვერ დავტოვებ! ნინოს ჩემს გარდა არავინ არ ყავს!

-ვატო, მე შენ გენდობი, მაგრამ ნინოს არა! მე არ ვიცი ნინო როგორი ქალია, არ ვიცი რა უნდა, არ ვიცი შენს მიმართ რას გრძნობს... მე... მე არაფერი არ ვიცი! საერთოდ ისიც არ ვიცი ახლა აქ რას ვაკეთებ და რატომ ვწივივარ ეჭვიანი ცოლივით... არ ვიცი!_ოფლით დაცვარულ ყელზე ხუთი თითი მოისვა და გზას გახედა. ვატომ ღრმად ამოიხვნეშა, სახეზე თითები მოისვა და ანიკასკენ მიტრიალდა.

-იმიტომ რომ ასეა საჭირო!

-ჰო, ასეა საჭირო, მაგრამ რატომ არის ასე საჭირო?_სულგალეული ელოდებოდა იმ ერთ სიტყვას “სამყაროს დასაწყსისი და დასასრული” რომ გონია.

-იმიტომ რომ მჭირდები!

ხმამაღლა ჩაილაპარაკა, გოგონასკენ გადაიხარა და ტუჩებზე დააკვდა. ვატომ ცალი ხელი თმებში შეუცურა ცალით კი თავისკენ მიიზიდა და გულზე მაგრად მიიკრა. ანიკამ ასრუტუნებულმა დადო თავი ვატოს მხარზე და თვალები დახუჭა. ჰო, არ იცის რას აკეთებს ვატოს მანქანაში, არც ის ისიც რატომ კოცნის ასეთი აღელვებული, მაგრამ იცის რომ ამ მანქანიდან გადასვლა და ამ მამაკაცისგან შორს ყოფნა არ შეუძლია! უბრალოდ არ შეუძლია და მორჩა!

-ნინოს გაცნობა მინდა._მოულოდენლად, ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და თვალები გაახილა. ვატომ სწრაფად დასწია უკან, ანიკამაც სასწრაფო წესით დახუჭა დაჭყეტილი თვალები ავალიანის განრისხებული მზერა რომ არ დაენახა.

-ახლავე?_ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ხმით კითხა და სჭეზე დააწყო ხელები. ანიკამ გაოცებულმა ასწია ცალი წარბი და ბაგეები ოდნავ დააშორა ერთმანეთს.

-ჰო, ახლავე!_სწრაფად მიაძახა, არიქა არ გადაიფიქროსო და შეკრულ ღვედს დაეჯაჯგურა.

ვატომ გასაღები საკეტს მოარგო და კარები შეაღო, პირველი ანიკა შეატარა და მერე თვითონ მიყვა. აფროიაქებული ჩაეჭიდა ჩანთის სახელურს და აკანაკლებული ნაბიჯებით მიყვა წინ წასულ ვატოს.

-ნინო, მოვედით. _ხმამაღლა დაიძახა და მისაღებში შევიდა.

რომელიღაცა ოთახიდან სევდიანად მომღიმარი ქალი გამოჩნდა, თავზე შავი ლამაზი თავშალით ბანტი ქონდა გაკეთებული და ვატოს უყურებდა. ვატოდან მზერა ანიკაზე გადაიტანა და ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა, მერე ცივი სახე ღიმილმა შეცვალა და მათკენ დაიძრა.

-მოვედითო რომ თქვი მე მეგონა სანდრო იყო. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და გოგონა კიდევ ერთხელ დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.

-ეს ანიკა ჩემი....

-შენი ღიმილი... ვიცი ვინცაა!_სიცილით ჩაილაპარაკა ქალმა, ვატო ხელის ერთი მოძრაობით “მისწია” კედლისკენ და ანიკას მიუახლოვდა. _ვერ ვიტან როდესაც კაცები აცნობენ ჩვენს თავს სხვებს, ვიცი რომ ასეთ დროს საშინლად ვკომპლექსდებით. მე ნინო ვარ, შენ ანიკა და ძალიან სასიამოვნოა.

თბილი და ძალიან სხვანაირი ხმა ქონდა. ვაშაძე ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ ნინო შეიძლება ასეთი ყოფილიყო. არა და თამომ ისეთად დაუხატა, ეგონა რომ ცხრათავიანი გველეშაპი თუ არა მეგრული ანაკონდა მაინც იქნებოდა. “ალბათ ამ ამბებმა შეცვალა.” სწრაფად მოასწრო გაფიქრება და ქალს ხელი ჩამოართვა.

-ჩემთვისაც. _პაუზებით ჩაილაპარაკა და ვატოს გადახედა.

-არ გშიათ? წეღან მაკარონი მოვხარშე და დამეწვიეთ. _შინაურული ტონით განაგრძო საუბარი ნინომ.

-გვშია.

ანიკას მაგივრადაც ვატომ გასცა პასუხი. ნინომ ღიმილით დაუკრა თავი წყვილს და სავარაუდოდ სამზარეულოსკენ წავიდა. ვატო ნელა მიუახლოვდა გაშტერებულ ანიკას ჩანთა მოხსნა, ქურთუკის ელვა გაუხსნა და ფრთხილად გახადა. მამაკაცი ქმედებამ გამოაფხიზლა და თავი რამდენჯერმე ზედიზედ გააქნია. ვატომ წელზე მოხვია ხელი და სამზარეულოსკენ წაიყვანა.
>>>
-რაააა?_პირდარებულმა ხმამაღლა წამოიძახა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე ხმაურიანად დადო. _ნინომ თბილად მიგიღო?_ანიკას სიტყვებს ვერ უჯერებდა თამო.

-ხო, თანაც იცი როგორ? ძალიან გამიკვირდა...

-ვაა, დავიჯერო ასე შეცვალა იმ ამბებმა?_მხრები აიჩეჩა გოგონამ და დაეჭვებულმა გადახედა მეგობარს.

-მეც ეგ ვიფიქრე და მიხვდი რომ შეიძლება... ეგ ისეთი რამეა, თამო.

-ხო, არა, არც მე გამოვრიცხავ და ძალიან მიხარია. თუმცა ნინო ბოროტი არც არასოდეს არ ყოფილა, უბრალოდ ცოტა ცივი და გულგრილი ტიპია. _თავი დაუქნია. _მოიცადე კაცო, რა დროს ნინო და მაგის ხასიათებია... ვატომ რაო ბოლოს და ბოლოს?

-რა ვიცი, თუ იქნები ჭკვიანად და ბევრ კითხვებს არ დამისვამ, ჩემთან იქნებიო, თუ არა და მოგვიწევს დავიშალოთო. _მხრები აიჩეჩა გოგონამ.

-მერე რას აპირებ?

-რას და ენაზე კბილების დაჭერას!_სიცილით ჩაიალპარაკა, მაგრამ ძალიან სერიოზულმა.

-კარგი გადაწყვეტილებაა... ხომ იცი მე შენი კარგი როგორ გამიხარდება? თანაც სანდროს ძმაკაცის შეყვარებულობა... უფ, რა მაგარია!_აღფრთოვანებულმა შემოკრა ტაში.

-დღესაც მიდიხარ სანდროსთან?_მობუზულმა კითხა და წარბები სასაცილოდ აათამაშა.

-არა, დღეს სანდროს არ სცალია და სახლში ვრჩები. _სიცილით ჩაილაპრაკა და ფეხზე წამოდგა._მაგრამ შობა მოდის და სახლში ყოფნა არ მინდა, თანაც ახლა გარეთ იმდენი ხალხია... არ გინდა გავიდეთ? _ეშმაკურად აუფახუნა თვალები.

-კი მინდა... ჩავიფუთნოთ და გავიდეთ, მერე სიცივის გამო რომ არ მოგვიწიოს უკან დაბრუნება.

-ჩავიფუთნოთ.
>>>
განათებული ქუჩები, აქეთ-იქით მორბენალი ბავშვები და ძალიან მაღალ ტალღაზე მყოფი ადამიანები. თამო ყოველ წამს აჩხაკუნებდა ტელეფონს და სურათებს იღებდა. ანიკაც გიჟივით უცინოდა და ეპოზიორებოდა. სურათის გადასაღებად გამზადებული ტელეფონის ეკრანზე სანდროს ნომერი რომ გამოისახა ორივემ უკმაყოფილოდ შესძახა, თამომ სწრაფად უპასუხა შეყვარებულს, თან ბუზღუნი მიაყოლა.

-სად ვართ და გარეთ ვართ გამოსულები... შენ სად ხარ?... აბა სახლში რა გვეკეთებინა?_წარბწეულმა კითხა, თითქოს სანდრო დაიანხავდაო. _ჩვენს სახლთან ახლოს დიდი სკვერი რომ არის იქ ვართ, იცი რამდენი ხალხია?!... გამოხვალ?... კარგი გელოდებით. _ღიმილით გათიშა ტელეფონი და მეგობარს მიუტრიალდა. _ცოტახანში სანდროც მოვა და მერე სადმე შევიდეთ, დავსხდეთ და ყავა დავლიოთ.

-ხო, ვატო ალბათ ისევ ნინოსთანაა._მაინც ვერ მოითმინა და ჩაისისინა.

-ნუ დაიწყე ახლა თავიდან, აგიხსნა იმ კაცმა და შეიგნე!_თვალების ბრიალით მიკრა ხელი და სელფისთვის ტელეფონი მოამზადა. _აბა გავიცინეთ... ერთი, ორი, სააამ...ანიკა, გავიცინეთ-მეთქი!_გაშტერებულს საჯდომი მიარტყა.

ნახევარ საათში სანდროც მოვიდა, ცოტახანი სკვერში დარჩნენ და მერე მანქანით ახლომდებარე და ღია კაფე მოძებნეს. ცხელი შოკოლადის ფინჯანს მაგრად შემოაჭდო თითები და გათბობა სცადა. სანდრო და თამო რაღაცაზე საურობდნენ და მემგონი თან კამათობდნენ, ზუსტად არ ახსოვს სიტყვები, ვატოზე და ნინოზე ფიქრით იყო გართული. ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და ფეხზე წამოდგა.

-მოვალ მალე. _ხმადაბლა დაიბარა და საპირფარეშოსკენ წავიდა. კარები საიმედოდ ჩაკეტა და ვატოს ნომერი აკრიფა. _ალო, ვატო...

-ანიკა, ხომ კარგად ხარ?_ეჭვით იკითხა მამაკაცმა.

-ცუდად რატომ უნდა ვიყო?_არ ესიმოვნა ავალიანის სიტყვები.

-შენი ნებით მირეკავ, თანაც ამ დროს... რაღაცაშია საქმე.

-ხო, უბრალოდ...უბრალოდ მე, სანდრო და თამო ვართ კოსტაში და ვიფიქრე მოხვიდოდი._ჩურჩულით შეაპარა, თან ეშინოდა უარი არ მითხრასო.

-არა, ახლა არ მცალია. _სიმწრით ჩაიღიმა, კარგიო უთხრა და ტელეფონი გათიშა.

გაბრაზებული და წარბშეკრული დაბრუნდა წყვილთან, თამომ იმ წამსვე შეამჩნია რომ რაღაცა რიგზე ვერ იყო, მაგრამ ხმა არ ამოუღია და ღიმილით განაგრძო საუბარი.

-არ წავიდეთ?_ჯდომით დაღლილმა იკითხა და თვალები მილულა.

-მართალი ხარ, დროა წავიდეთ.
>>>
სახლში მისული პირადირ ოთახისკენ წავიდა, ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა, სააბაზანოსთვის მოემზადა და ხალათმოცმული შეფრატუნდა.
იქიდან გამოსულს მთელი სახლში ჩაბნელებული დახვდა, თამოს ოთახში ოდნავ შეიჭყიტა და მიძინებულს ღიმილით გადახედა.
>>>
დილით კარებზე კაკუნმა გამოაფხიზლა, ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და კიბეებზე მთქნარებით დაეშვა. თეთრი კარები ნელა გამოაღო და წითელ ფორმაში გამოწყობილ მომღიმარ ბიჭს გაუღიმა.

-თქვენი ამანათია. _დიდი შეფუთული ყუთი გაუწოდა და წერილებთან ერთად.

-დიდი მადლობა. _ხმადაბლა ჩაილაპრაკა, ყველაფერი გამოართვა და სახლში შევიდა. _თამო, მე მგონი შენი ფეხსაცმელები ჩამოვიდა. _ხმამაღლა ასძახა მეგობარს და ყუთი მაგიდაზე დადო. წერილებს ინტერესით გადახედა და თავისი სახელი რომ დაინახა გახარებულმა გახსნა, მაგრამ დიდი არაფერი საავადმყოფოდან იყო შემდეგი ვიზიტის თარიღი მოსული. _თამო. _კიდევ ერთხელ ასძახა მეგობარს და საათს ახედა, წესით უკვე უნდა ეღვიძოს.

-ჰო, ჰო მოვდივარ. _ძილისგან ჩავარდნილი ხმა ქონდა გოგონას.

-გაგაღვიძე?_შეწუხებულმა შეყარა წარბები.

-არა, მეღვიძა, უბრალოდ ადგომა დამეზარა. რა ქანა ჩამოაღწია?_სიცილით გადახედა ყუთს.

-როგორც იქნა, არადა ჩემს ფეხსაცმელებზე ადრე გამოვიწერეთ და ჩემები ერთი თვის წინ ჩამოვიდა.

-კარგია ხომ?_როგორც კი ფეხსაცმელი მოირგო კამყოფილი დატრიალდა ანიკას წინ.

-სურათში ასეთი კარგი კი არ იყო... ძალიან ლამაზია.

-კარგია, გაზაფხულისთვის კიდე ერთი ორს გამოვიწერ და 10 წყვილი ხომ მეყოფა?

თამოს ტანსაცმელების, ჩანთების და ფეხსაცმელების მანია სჭირს. ვერ იტანს როდესაც შემთხვევით ერთი და იგივე ტანსაცმელს იცვამს. თუ ორშაბათს აცვია, მერე იმას იმ კვირაში აღარ ეკარება.. გინდა თუ არა ერთფეროვნება და რაღაცნაირად მამძინებსო, ამიტომაც სულ საიტებზეა გადამკვდარი და ყოველ დღე რაღაცას იწერს. პარალელურად მაღაზიებშიც დაბოდიალობს. ანიკამ სიცილით გააქნია თავი და წყლის მადუღარა ჩართო.

-ყავა თუ ჩ..._კარებზე კაკუნმა გააწყვეტინა სიტყვა.

-მე გავაღებ. _სწრაფად წამოხტა თამო ფეხზე და ფეხსაცმელების კაკუნით წავიდა კარებისკენ. _ვატო. _ღიმილით შესძახა მამაკაცის სახელი.

ვატოს ხსენებისას ააკანკალა, სწრაფად მიატრიალა თავი უკან და დაელოდა როდის გამოჩნდებოდა ავალიანი. მართალია ცოტა გაბრაზებულია და ცოტაც ნაწყენი, მაგრამ ამის გამო სცენების გამართვას მაინც არ აპირებს. ჯიბეებში ხელჩაწყობილი გამოეცხადა, ცალყბად უღიმოდა და თან კოპებს კრავდა. ანიკამ ცხვირი აუბზუა და ზურგი აქცია.

-მე ოთახში ავალ და მალე ჩამოვალ. _წაიღიღინა თამომ.

-არ მელაპრაკები?_ირონიული ტონით იკითხა ვატომ.

-შენი აზრით?

-კითხვაზე კითხვითვე ნუ მპასუხობ! რომ გეკითხები პასუხი უნდა გამცე!_ხმა გაუცივდა.

-არა გელაპარაკები, მაგრამ... თან არც გელეპარაკები. _არ უნდოდა ბოლომდე გაებრაზებინა, თან ეშინოდა ფეხი არ დაკრას და არ გავარდესო.

-და თუ საიდუმლო არ არის რატომ?_ცივ ხმას ცინიკური ღიმილი შეერია. სკამი ხმაურით გამოსწია და ზედ მოკალათდა.

-იმიტომ, რომ გუშინ არ მოხვედი. _მობუზულმა ამოუშვა გულიდან დარდი.

-მერე მე ხომ გითხარი რომ მოსვლა არ შემეძლო?_გოგონას პასუხი ძალიან არ მოეწონა. _რატომ გიყვარს ერთი და იგივე პრობლემის სხვადასხვა კუთხით განხილვა?_კოპები შეკრა ვატომ.

-არ მიყვარს, უბრალოდ მინდოდა იქ ყოფილიყავი... რა არის ამაში პრობლემა?

-მაგაში არაფერი, პრობლემას შენ ხდი!_მკაცრი ტონით აუხსნა.

-ანუ მე პრობლემა ვარ?_თითი გულზე მიიდო და თვალები გადმოატრიალა. ვატომ ღრმად ამოიხვნეშა, თავი მაღლა ასწია და თითები თმებში შეიცურა.

-რომ გელაპარაკები არ მისმენ ხოლმე?_სერიოზული ტონით კითხა და მის პასუხს დაელოდა.

-კი... როგორ არ გისმენ.

-მაშინ იქნებ ამიხსნა რატომ მიწევს შენთვის ყოველ დღე ერთი და იგივეს განმეორება?

ანიკა მიხვდა რომ არასწორია და ზედმეტები მოსდის. ეჭვიანობამ ისე გადარია მე მგონი ცოტაც და გააფრენს. ან ასე მალე როგორ მოახერხა ვატოზე ეჭვიანობის ბოლო ეტაპებზე ასვლა. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება მის თავს, გაურკვევლად არის... მაგრამ ზუსტად იცის რომ ვატოსთან ერთად უნდა ყოფნა! დასჯილი ბავშვივით დახარა თავი და თითები ერთმანეთში ახლართა..

-ვიც...

-არა, არ იცი და რომ იცოდე იგივეს არ გააკეთებდი! _ფეხზე წამოდგა. დაფეთებულმა ასწია თავი არიქა არ წავიდესო, მაგრამ მამაკაცს კარებისკენ არც კი გაუხედავს, ანიკასკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით, წინ დაუდგა, თითები ნიკაპქვეთ ჩაავლო, თავი მაღლა ააწევინა და ამღვრეულ თვალებში ჩააშტერდა. _შენს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო და ამდენჯერ არ ავუხსნიდი... მაგრამ შენს ადგილას არავინაა და ხარ შენ! და აგიხსნი იმდენეჯრ რამდენჯერაც საჭირო იქნება, მაგრამ უნდა შეეცადო რომ ყოველ დღე არ გამამეორებინო ერთი და იგივე... თორემ ამ დიალოგების გადამკიდე მე და შენ ვერასოდეს ვერაფერს ვერ მოვახერხებთ და მოგვიწევს ერთი ადგილის ტკეპვნა... შენ გინდა ასე რომ მოხდეს?

ვნებამორეული ხმით ჩაიჩურჩულა, ცალი ხელი წელზე შეუცურა და საჯდომისკენ ოდნავ ჩაასრიალა. ანიკამ თავი გააქნია და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, მამაკაცის თითებმა დააბნია და დაარცხვინა. ვატოს ხმამაღლა გაეღიმა, მეორე ხელი ზურგზე მაგრად მოუჭირა და გულზე მიიკრა თვალებმიბლეტილი.

-მაშინ შეეცადა ეჭვიანობის სცენების მაგივრად ისე დამხვდე როგორც შეგეფერება. _უკან დასწია, ცხვირზე თითები მოუჭირა და ქვედა ტუჩზე კბილები მოსდო. ანიკას სიამოვნების და ტკივილის კვნესა აღმოხდა, რამაც მამაკაცი უფრო გაახელა. თითები მხრებზე მაგრად მოუჭირა და ბაგეებზე რასაც ქვია დამშეული დააკვდა. ბაგეებიდან მერე ლოყაზე გადაინაცვლა, ლოყიდან ყურის ბიბილოს მისწვდა კბილებით და მერე ყელისკენ გააცოცა ტუჩები ნელი მოძრაობით. ანიკაც ცდილობდა ხესავით არ მდგარიყო და კოცნაში აყოლოდა.

-სანდრომ დამირეკა მოვ....აუ, უი ბოდიშით._სიცილით ჩაილაპრაკა და სწრაფად მოეფარა კარს ვატო ღიმილით გასწორდა წელში, ლოყებაწითლებულ და დარცხვენილ ანიკას ხელი მოხვია და თამოს გახედა.

-შეგიძლია შემოხვიდე.

-მე მეგონა ისევ ჩხუბობდით და ვიფიქრე გავანეიტრალებ-მეთქი. _ფხუკუნით გადახედა მეგობარს.

-რაო სანდრომ?_სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი ვატომ, ანიკას ხელი შეუშვა და ისევ სკამზე დაჯდა.

-რაო და მოვდივარ და საღამოს რესტორანში გავიდეთო... ხომ წამოხვალ?_ანიკამ სწრაფად ასწია თავი და ვატოს პასუხს სულგანაბული დაელოდა. კიდევ ერთ უარს ნადმვილად ვერ აიტანდა. ავალიანი გოგონას შეშინებულ და რაღაცნაირ თვალებს რომ წააწყდა ყველა ძარღვი დაეჭიმა, თითები მომუშტა და ბაგეები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, ალბათ სუნთქვა რომ გაადვილებოდა.

-წამოვალ!_ცივი, მტვრევადი ხმით ჩაილაპარკაა და თამოს გადახედა.

ლამაზითეთრი, მოკლე სადა, წელში გამოყვანილი და მერე გაშლილი კაბა ჩაიცვა, ფეხზე შავი მაღლები და ხელში დედამისის ნაყიდი ჩანთა დაიჭირა. განსაკუთრებით უყვარს ეს ჩანთა, რამდენეჯრაც დაიჭირა იმდენჯერ რაღაცა სასხიარულო მოხდა მის ცხოვრებაში. ცრურწმენების ზედმეტას სწამს, ეგ კი არა გადაბიჯდებულზე დღესაც უკან აბიჯებინებს სიმაღლეში არ გავიზრდებიო, არადა რაღა უნდა გაიაზარდოს ალვის ხესავით აქვს ტანი აყრილი.

-მე მზად ვარ.

-აი, ტუშს წავისმევ, მანამდე ისინიც მოვლენ..._თვალებდაქაჩული ისმევდა ტუჩს. _ეე, რა ლამაზი ხარ. _აღფრთოვანება ვერ დამალა თამომ.

-ვარ რაა. _სიცილით “შეიფერა”_ეგ ის კაბაა ამასწინებზე რომ ვიყიდეთ?_ლამაზი წელში გამოყვანილი მოკლე კაბა შეათვალეირა ანიკამ. თამომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ტუჩი ჩანთაში ჩააგდო. _ძალიან გიხდება. გამოსაცვლელად რომ შეხვედი მაშინ ასე არ გიხდებოდა. _გულწრფელად ჩაილაპარკაა და გაიცინა.

-აი, შე ვიგინდარა გოგო... აკი საოცრებაააო?_მოჩვენებით გაუბრაზდა, კიბეებისკენ მიატრიალა და საჯდომზე ხელი მიკრა.

-მაშინაც იყო საოცრება, მაგრამ ახლა უფრო საოცრებაა. _ნელი ნაბიჯებით მიღოღავდა კიბეებზე. _არა, რა მაღლები და მე ვერ ვერგებით. _უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა და პოლო საფეხურიც ჩაიარა. თამო ისე მოკაკუნობდა მაღლებით, გეგონება ოთახის ჩუსტები აცვიაო.

-მეც ეგრე ვიყავი თავიდან, მაგრამ მიეჩვევი...

სიცილით გააქნია თავი და მეგობარს აედევნა უკან, გარეთ გასული თამო ქარმა ოდნავ შეაქანავა და ანიკასკენ გადაიხარა. გოგონამ სიცილით მიაშველა ხელი და წელში გაასწორა.

-ამიტომ უნდა ჭამო საჭმელი... ვერ ხედავ ქარის დატკაცუნებაზე რომ დადიხარ?

-დღეს საღამოს მე გავაკონტროლებ მის კვებას!_წინიდან ნაცნობი და ღიმილნარევი ხმა მოესმათ. ორივემ ერთდორულად გახედა კარებთან დაყუდებულ სანდროს.

-არა, თითქმის სულ ოფიცალურ ფორმაში გამოწყობილს გნახულობ, მაგრამ ღამე მაინც სხვანაირად გიხდება. _ეშამკურად ააციმციმა თვალები და მამაკაცისკენ წავიდა. ანიკამ დაიმედებულმა გააყოლა თვალი წყვილს, იქნებ ვატოც გამოჩნდესო, მაგრამ მამაკაცი რომ არ გამოჩნდა ყურებჩამოყრილი წავიდა სანდროს მანქანისკენ. უკანა კარები გამოღო, დაჯდა და იგრძნო რომ გვერდით ნაცნობი სურნელის “პატრონი” ეჯდა. ნაწყენმა მიატრიალა თავი მამაკაცისკენ და მისი კუშტი მზერის დანახვისას წარბი გაბრაზებულმა ასწია მაღლა.

-ფეხები მოგტყდებოდა რომ გადმოსულიყავი?_სანამ წყვილი მანქანაში ჩაჯდომას მოიფიქრებდა გაბრაზებულს ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა. ვატომ ნელა მიატრიალა თავი გოგონასკენ და ცინიკური ღიმილით მიაჩერდა.

-ხმას ნუ უწევ!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა და თვალი აარიდა.

-მოიცადე, თუ წამოსვლა არ გინდოდა ვინ დაგაძალა. შენი ასეთი სახის ყურებას მირჩევნია საერთოდ ვერ გხედავდე! ასე რომ ვალდებული არ ხარ ჩემს გვერდით სკამი დაიკავო, შეგიძლია წახვიდე!_წყობიდან გამოსულმა, ცალ თვალში ცრემლმორეულმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ფანჯრიდან გაიხედა.

-გაჩუმდი და უბრალოდ იჯექი!_კიდევ ერთი ბრძანება გასცა ავალიანმა.

-ბრძანებებიც როგორ გვიყვარს..._სარკასტულად შესძახა და ცალი ხელი ჰაერში ააფრიალა. _რომ ვჩუმდები რა ხეირი? ხოდა ახლა ლაპარაკი მინდა, იქნებ რამე შეცვალოს.

-ყველა სიკეთესთან ერთად მემგონი ცოტას, ჰა?_ღიმილნარევი ხმით ჩაილაპრკაა ვატომ და თითი საფეთქელთან დაატრიალა.

-ვაფრენ?... არაა, ერთი გაფრენილიც სრულიად საკმარისია!_ხმამაღლა გაიცინა გოგონამ და ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი. ვატომ თვალები დახუჭა და ფანჯრისკენ მიტრიალდა. _ნახე დღეს ნინო?_ხმადბალა, შეპარვით კითხა და მუხლისთავებზე თითები მოუჭირა.

“ისიც არ უთქვამს რომ ლამაზად გამოვიყურები.” როგორც კი კაბის ნაჭერს შეეხო, უხეშად გაკრა გულზე აზრმა და მოუნდა ხმამაღლა გაელანძღა.

-კი ვნახე. _დამალვა არც უცდია.

-ჰო..._ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თავი ოდნავ უკან გადასწია მოწოლილი ცრელები რომ შეეკავებინა. _ლამაზი კაბაა, თეთრი საშინლად გიხდება! _ხმადაბლა ჩასჩურჩულა მამაკაცმა ყურში. ანიკამ გაბადრულმა დაჭყიტა ორივე თვალი და ბედნიერი ღიმილით მიაჩერდა ვატოს. _გინდოდა ეს მოგესმინა არა?_სიცილით ჩაილაპარაკა და თავისი ადგილისკენ გადაჯდა.

-რა?_დაბნეულმა ამოილუღლუღა.

-იმდენი ხანი აწვალებდი კაბას სანამ ყურადღება არ მიიქციე. _თითებზე მიანიშნა. არადა როდის მოუჭირა და როდის ჩაებღაუჭა ასე არ ახსოვს. გაოცებულმა, რაღაცნაირად შერცხვენილმა გადახედა მამაკაცს ნერწყვი ხაურით გადაყლაპა და დარწმუნდა რომ თამო მართალია... ეს კაცი ნადვილი მონსტრია, რომელამც ნორმალურად მოქცევა არ იცის!

-ხო, მინდოდა შენი ყურადღება მიმქეცია, იქნებ წამოსცდეს და ერთი კომპლიმენტი მაინც გამოიმეტოს-მეთქი. _ურცხვად მოიტყუა და მანქანასთან ახლოს მდგარ წყვილს გადახედა. _აღარ მოდიხართ?_ოდნავ ჩაწეული ფანჯრიდან გასძახა.

-აი, აი, ახლავე. _ხელების ქნევით ჩაიალაპარაკა თამომ. ჩანთაში რაღაცა ჩაიდო და სანდროსთან ერთად ჩაჯდა მანქანაში.

აწკრიალებული ტელეფონი ჩანთიდან ამოიღო და უცხო ქართულ ნომერს დახედა. გაკვირვებულმა ასწია ცალი წარბი და სენსორზე თითი ნაზად გაუსვა.

-გისმენთ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მანქანაში მოკალათებულ წყვილს გადახედა.

-ანიკა, როგორ ხარ?_ნანცობი ხმის გაგონებისას ენა ჩაუვარდა, მიხვდა რომ ბიჭი საღ გონებაზე ვერ იყო და ხმამაღლა ამოიხვნეშა.

-ლაშა... _ჩურჩულით ჩაილაპარაკა ყოფილი შეყვარებულის სახელი და თვალებდაჭყეტილ თამოს მიაჩერდა.

-რა კარგია, რომ მიცანი... ახლა ცოტა ვერ ვარ და მაპატიე, მაგრამ რომ არ დამერეკა არ შემეძლო. მომენატრა შენი ხმა!_ხმადაბლა, თბილი ხმით სუაბრობდა ლაშა.

-ლაშა, ახლა მარტო არ ვარ და ვერ გელაპრაკები. როგორც კი მოვიცლი აუცილებლად დაგირეკავ, კარგი?_მშვიდად ჩაილაპრაკა და ბიჭის პასუხს დაელოდა.

-კარგი. _ისეთი ხმა ქონდა ბიჭს, მიხვდა რომ ანიკა არ დაურეკავდა.

როგორც კი ტელეფონი გათიშა ცალი თვალი ვატოსკენ გააპარა, მაგრამ მამაკაცი საერთოდ არ უყურებდა ანიკას. ფანჯარაში იყურებოდა და მარჯვენა ხელში ტელეფონს ათამაშებდა.
ლაშასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა, ყოველთვის ძალიან შეგნებული და რაც მთავარია მზრუნველი შეყვარებული იყო. ერთმანეთს შესანიშნავად უგებდნენ, სულ ერთად იყვნენ, მაგრამ მერე ანიკამ ინგლისში უნდა წავიდეო და წავიდა...მერეც ქონდათ ურთიერთობა, მაგრამ ხშირად ვერ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. ხან ლაშას არ ეცალა, ხან ანიკას და ასე ჩამოშორდნენ. ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ასეთი ურთიერთობა არ ივარგებს და დაშორდნენ, ძალიან ცივილურად და მშვიდად.
ახლა როცა ლაშას ხმა გაიგონა, წარსული გაახსენდა და სასიამოვნოდ გაიბადრა, მერე რა ბიჭი რომ აღარ უყვარს, მთავარია მასთან ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს.

-ლაშა შენი ყოფილი არ არის?_მოულოდნელად მოესმა სანდროს ხმა.

-კი, ეგ არის. _ღიმილით ჩაიჩურჩულა და ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო.

-მომწონს ეგ ბიჭი. _ეშმაკურად და ირონიულად ჩაილაპარაკა თამომ და სარკეში წარბწეულმა გადახედა სახეშეცვლილ ვატოს.

-იქნებ მანქანა დაქოქო და წავიდეთ!_ვატოს ხმა კი არ გაისმა დაიგრგვინა. შეშინებული ოდნავ შეხტა და მამაკაცს გადახედა.

რესტორანში მისვლისთანავე ჩაავლო ხელი თამომ და საპირფარეშოში გააქანა თავქუდმოგლეჯილი. ხის ყავისფერი კარები ხელის მიწოლით გააღო და სარკესთან მდგარ ქერა გოგონას გაუღიმა. გოგონამ ტუჩსაცხი ჩანთაში ჩააგდო და კარებისკენ წავიდა.

-დაინახე?_სიცილით კითხა და სარკეში ჩაიხედა. ანიკამ გაკვირვებულმა გადახედა სარკეში მეგობარს და ცალი წარბი მაღლა აზიდა. ინსტიქტურად მიატრიალა თავი უკან, ეგონა რომ იმ გოგონაზე ესაუბრებოდა._მანდ ვის უყურებ, ვატოზე გეუბნები. _მხარზე ხელი მიკრა და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო.

-რა უნდა დამენახა?_ უარესად დაიბნა.

-ღმერთო ჩემო, რატომ ხარ ასეთი კვატი?_ხელები მაღლა აღმართა და თვალები გადაატრიალა. _ლაშა რომ ვახსენე ძალიან აფორიაქდა._თვალი ჩაუკრა და წყალი მოუშვა.

-მე ვერაფერი შევატყე. _უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები.

-ეგ იმიტომ, რომ შენ ბევრ რამეს ყურადღებას არ აქცევ. აი, მე კი თითოეულ წვრილმანს ვხარშავ!

-ანუ გინდა თქვა, რომ იეჭვიანა?_გაბადრულმა კითხა.

-არა, ეგრეც ვერ ვიტყვი, მაგრამ აშკარად არ ესიამოვნა. _ბოლომდე მაინც ვერ დააიმედა.

-ხო, არა უშავს... გავიდეთ თორემ ეგონებათ ჩავარდნენო. _სიცილით მიკრა ხელი და კარებისკენ წავიდა.

ვატოს გვერდით მოკალათდა, ჩანთა მუხლებზე დაიდო და მის პირადპირ მჯდარ თამოს გადახედა. ავალიანმა მენიუ გაუწოდა და ცალი წარბი მაღლა აზიდა.

-მადლობა.
>>>
მადა დაკარგული იჯდა და აქეთ-იქით იყურებოდა. ვატოსკენ რამდენჯერმე გააპარა თვალი, მაგრამ მამაკაცი ხან ანიკას საჭმლით სავსე თეფშს უყურებდა, ხან თითებს იმტვრევდა და მუშტებს კრავდა.

-ჭამე!_სანდროს და თამოს სიცილში ვატოს ბრძანება გაისმა. მოულოდნელობისგან შეხტა და მამაკაცს გვერდულად გადახედა.

-მადა არ მაქვს._ჯიბრით ჩაილაპარაკა და თვალები აატრიალა.

-ანიკა, ჭამე-მეთქი!_ოდნავ მოუმატა ხმას, თან ცდილობდა მოსაუბრე წყვილი არ დაეფრთხო. ვაშაძემ თავის თეფშს დახედა, საჭმელის რაოდენობა განსაზღვრა და მერე ისევ ვატოს მიუტრიალდა.

-არ მშია და ძალაა?_ჯიბრით არ კიდებდა ხელს, არადა იმდენი ხანი უყურა მაკარონში მოხარშულ ბოსტნეულს რომ ნერწყვი მოადგა. ვატომ ცინიკურად ჩაიცინა, ცალი წარბი მაღლა აზიდა და ჩანგალს დაეტაკა.

-შენი ხელით შეჭამ თუ მე გაჭამო?_ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და თვალებში ჩააჩერდა. მამაკაცის ქმედებით პიდაღებული უყურებდა ჩანგალზე წამოცმულ ბროკოლს და მაკარონს.

-შენ მაჭამე. _მხრები აიჩეჩა და პირი გააღო. ვატომ ოდნავ ჩაიცინა, თავი გააქნია და ჩანგალი ანიკას პირისკენ წაიღო.
>>>
-ჩვენ ფეხით წამოვალთ. _როგორც კი რესტორნიდან გავიდნენ სიცილით ჩაილაპარაკა სანდრომ, თამოს ხელი მხარზე გადახვია და გასაღები ვატოს გაუწოდა.

-დარწმუნებული ხარ რომ ამ სიცივეში ფეხით სიარული ღირს?_ეჭვით კითხა მეგობარს.

-ცოტა გავისეირნებთ და მერე სანდროსთან წავალ. _ლოყაზე ხმაურით აკოცა და ხელი აუწია. _პაკაა!_ანიკამ სიცილით გააქნია თავი და ვატოს მიყვა უკან.

-ჩვენც ხომ არ გავისეირნოთ?_შეპარვით კითხა მამაკაცს და გაღებულ კარს დაეყრდნო.

-არა, ცივა!_მოკლედ ჩაილაპარაკა და საჭესთან დაჯდა.

-რა უჟმური ადამიანი ხარ, რომ ცივა ზუსტად მაგიტომ უნდა გავისეირნოთ, რომ მერე შენი პიჯაკი თუ რაც გაცვია მომახურო და მითხრა არ შეგცივდესო. _გაგულისებულმა ჩაურიკინა თავისი ფიქრები და ოცნებები. ვატომ ჯერ გაკვირვებულმა გადახედა, მერე უცებ შეეცვალა სახე და ბოლო ხმაზე გაეცინა.

-ანიკა, შენი ასაკი ხომ არ გავიწყდება? 22 წლის გოგონები ამ დროს სახლში არიან და რამე საინტერესო ფილმს უყურებენ სიყვარულზე... ზუსტად ისეთი შინაარსისას შენ რომ ახლა მოყევი. _თვალი ჩაუკრა და მანქანა დაქოქა. ვაშაძემ გაბრაზებულმა მიაჯახუნა მანქანის კარები და ჩანთა მუხლებზე დაიდო.

-მართალი იყო თამო, შენთან ურთიერთობა არ გამოვა!_ხმამაღლა მოუვიდა ფიქრი.

-როგორ?_სწრაფად დაატორმუზა მანქანა და ძარღვებდაჭიმულმა გადახედა, თუმცა სიმშვიდეს მაინც არ კარგავდა... გასაკვირია როგორ.

-როგორ და შენთან ურთიერთობა შეუძლებელია... სულ სხვა ხარ, არ გესმის ჩემი! ვერ ხვდები რომ მე ახლა ისეთი ადამიანი მჭირდება გვერდით რომელიც...

-რომელიც?_ხმადაბლა კითხა და გამომცდელად მიაჩერდა.

-ხო, შენ რაღაცნაირად ზრუნავ, მაგრამ მინდა რომ უფრო... უფრო იზრუნო. _მოღუშულმა დახარა თავი და მუხლები აათამაშა.

-ანიკა, მე არ შემიძლია გამუდმებით ვიჯდე და გაბადრულმა გიყურო, არ შემიძლია შენი ხელი დავიჭირო და გიმეორო რომ მიყვარხარ, არ შემიძლია სულ იმაზე ლაპარაკით გიჭედავდე ტვინს რომ შენს გვერდით ყოფნა ჩემთვის წამალივითაა! მე ეს არ შემიძლია და შენ უნდა გაიგო, უნდა შეეგუო იმას, რომ მე და შენ სხვანაირი ურთიერთობა გვექნება! უნდა შეეგუო იმასაც რომ არ მსიამოვნებს ყოფილი შეყვარებული რომ გირეკავს ღამის 2 საათზე და გეუბნება მომენატრეო!

ოდნავ აუწია ხმას და გოგონას მიაჩერდა. საშინლად ესიამოვნა ვატოს ბოლო სიტყვები გამოდის რომ მამაკაცის მის თითოეულ სიტყვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. იმასაც დააკვირდა რომ რაც სათმქელი იყო და რასაც ანიკა ელოდებდა ყველაფერი უთხრა, ოღონდ სხვანაირად.
>>>
უფროსის თხოვნით დამატებითი ერთი დღე მოუწია მუშაობა, თავიდან კი იყოყმანა უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი და სამეცადინო მაქვსო, მაგრამ უარი მაინც ვერ უთხრა. ბოლოს და ბოლოს თავისი სამსახურია და დიდი ამბავი ერთხელ ზედმეტი საათები იმუშაოს, თანაც ხელფასს გადაუხდიან ჰაერზე კი არ ამუშავებენ.
შენობიდან დაღლილ დაქანცული გამოვიდა, ყველაფერი თავზე ეყარა. ახლართული ყურსასმენები, ხელთათმანები, ტელეფონი. თავს საშინლად არაკომფროტულად გრძნობდა, სწრაფად ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში, ყურსასმენები უცებ გახსნა და ცივ თითებზე ხელთათმანები წამოიცვა.

-ღმერთო ჩემო, როგორ ყინავს. _კანკალით ჩაილაპარაკა და გზას გაუყვა. _სადგურამდე როგორ უნდა მივაღწიო.

ზმუილით ამოუშვა და ქუდი მაგრად ჩამოიფხატა. ზოგადად როცა ყურსასმენები უკეთია ყოველთვის გონია რომ ვიღაცა ეძახის, ან მოსდევს... ამიტომაც არ მიუქცევია ხმაურისთვის ყურადღება. სამსახურს ოდნავ რომ გასცდა ვიღაცა მთელი ძალით ჩააფრინდა და შეატრიალა. გააზრება ვერ მოასწრო ვინ იყო ისე იკივლა.

-მშვიდად, მშვიდად მე ვარ!_ღიმილით ჩაილაპარაკა ვატომ, ხელები ცივ ლოყებზე მოუსვა და თვალი ჩაუკრა. _დაჯექი. _მანქანაზე მიუთითა და წინა კარები გაუღო.

-კარგი რა, ასე მოვარდნა რატომ იცი ხოლმე... გული ლამის გამისკდა. _მობუზულმა უსაყვედურა მამაკაცს და მხარზე ჩამოეკონწიალა. ვატომ ორივე ხელი მაგრად მოხვია და შუბლზე მიაწეა ცივი ტუჩები.

-მიდი შეხტი, თორემ გამეყინე. _კარებისკენ უბუძა. ანიკამ ღიმილით გადახედა მამაკაცს და ბედნიერმა ჩაიცინა.

-მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია ერთად არ ვართ და თანაც იშვიათად ვართ ერთად, მაინც ბედნირი ვარ. _როგორც კი მანქანაში ჩასკუპდა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ხელთათმანები გაიძრო.

-მიხარია.

გოგონასკენ ოდნავ გადაიხარა, ქვედა ტუჩზე ცერა თითი დაადო და დაბლა დაქაჩა, მერე კი მოწყურებული დაეძგერა ჯერ ზედას მერე ქვემოთ დაქაჩულ ქვედა ტუჩს. ბოლოს კი ორივე გახელებულმა დაუკოცნა. ასეთ მომენტებში სულ წითლდება და იბნევა, ანიკასთვის ასე თუ ისე მაინც საუხერხულოა როცა საყვარელი მამაკაცი კოცნის. თანაც არ არის ასეთ ყოფას მიჩვეული, ლაშასთან ცოტა სხვანაირად იყო... თანაც ლაშასთან ყოფნის დროს კოცნა იმდენად რეალური არ ყოფილა როგორც ახლაა. ადრე ეგონა რომ ლაშას ერთი ჩახუტება და კოცნა სამყაროს ერჩივნა, მაგრამ ვატო რომ ეხება ხვდება... ხვდება რომ ის ყველაფერი არაფერი არი არის ამ ყველაფერთან. ლაშაც უყვარდა, თანაც ძალიან, მაგრამ დრო გადის და სიყვარულის სახეს იცვლის... ახლა უკვე იცის რომ ვატოსნაირად არავინ შეუყვარდება!

-სად მივდივართ?_გაკირვებულმა კითხა როცა დაინახა რომ მამაკაცმა გზიდან გადაუხვია.

-ხომ გინდოდა ჩემთან ერთად კოსტაში ყავის დალევა? ხოდა მივდივართ რომ სურვილი აგისრულო. _წარბწეულმა ჩაილაპრაკა და მანქანა კოსტას ერთ-ერთ კაფესთან გააჩერა.

-ღმერთო ჩემო, ამ ხალხს მე მგონი სიცივის შეგრძნება არ აქვს. _კაფის წინ მდგარ მაგიდასთან მოკალათებული ადამიანების დანახვისას პირდაღებულმა ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადავიდა.

-დღეს ნინო გავაცილე. _ანიკა რაღაცაზე ეტიტინებოდა, ბავშვობის ამბებს უყვებოდა მოულოდნელად მამაკაცმა რომ ჩაილაპარაკა.

-სად გააცილე?_გაკვირვებულმა კითხა.

-საქართველოში წავიდა. _უემოციოთ ჩაილაპარაკა, თუმცა ამ ემოციის უკან იმალებოდა ერთი რაღაცა რაც ვატოს მოსვენებას არ აძლევს. ყოველთვის როცა ვატოს უყურებს ხვდება რამხელა ტკივილს ატარებს მამაკაცი გულით, ტკივილს რომელსაც ვერ დაბადებული შვილი ჰქვია.

-რატომ კიდევ მოხდა რამე?_დაბეულმა კითხა, არ უნოდა ცუდად, ან უხეშად გამოსვლოდა.

-არა, უბრალოდ მიზეზს ვეღარ ხედავდა აქ დარჩენის.

-გასაგებია. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ყავა მოსვა. _იცი მეც მინდა შვილი. _სწრაფად წამოიძახა და ავალიანის ხასიათზე მოყვანა გადაწყვიტა. ვატომ სწრაფად ასწია თავი და გაბადრულ-გაკვირვებული ღიმილით მიაჩერდა გოგოს.

-ხოო? ახლავე?_სიცილით კითხა და თითებზე მოეფერა.

-ნუ ხარ გარყვნილი!_თვალები დაუბრიალა და კაფე მოათვალიერა, არავინ გაიგონოსო. _ნუ გეშინია აქ ყველა ინგლისელია და თუ მაინც ქართველი გამოერევა უბრალოდ თვალები დახუჭე და მე მიპასუხე. _ნიკაპზე მიკრა თითი.

-არა, ახლავე არ მინდა, მაგრამ ზოგადად შვილი ვის არ უნდა... თანაც პირველი ბიჭი მინდა!_გაილექსა და რა გაილექსა.

-ახლა რატომ არ გინდა?_გამომცდელად მიაჩერდა ავალიანი.

-იმიტომ რომ ჯერ 22 წლის ვარ და დედობისთვის მზად არ ვარ, თანაც არ მინდა ადრეულ ასაკში გავხდე დედა... ხომ გესმის?_მორიდებით ჩაილაპარაკა, მიახვედრა რომ ჯერ ამ ყველაფრისთვის მზად არ არის.

-მოიცადე, ანუ გინდა რომ მე სიბერეში გავხდე მამა?_წარბები მაღლა აქაჩა ვატომ და მოჩვენებითი სიბრაზით შეკრა შუბლი. მის ქმედებაზე ანიკას გაეცინა.

-არა, რატომ ბებერი... მე რომ 25 წლის ვიქნები შენ 35 წლის იქნები და მერე შეგვიძლია შვილი ვიყოლიოთ... ოღონდ ერთად თუ ვიყავით. _ბოლოს მაინც წაისისინა.

-ნუ ცდილობ გამომიწვიო, თორემ 3 წლის გასვლას ვერ დაველოდები და იძულებული ვიქნები დღესვე მოხდეს მოსახდენი!_”დაემუქრა” და ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი.

-მოსახდენზეც არაა, შვილზეა აქ საუბარი. _შეშფოთებლმა წამოიძახა ვაი და 3 წლის განმავლობაში ერთხელაც არ მომეკაროსო. მის ბავშვურ და “ვნებიანი ქალის” ქცევაზე სიცილი ვერ შეიკავა ვატომ.

-ნუ გეშინია ყველაფერი იქნება. _გველურად წაკბინა.

>>>
მართალია ვატოსთან ხშირად ვერ არის, მაგრამ მამაკაცი ყოველთვის ცდილობს ასე თუ ისე გოგონას გვერდით იყოს. ორივეს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, ანიკა ან სამსახურშია, ან სულ უნივერსიტეტში. ვატოც სულ მუშაობს და იძულებულია ღამის საათებში ინახულოს ანიკა, ზოგჯერ შუა ღამითაც დადგომია თავს “რომ არ მენახე ვერ დავიძინებდიო.” რა ქნას, შეიძლება ეძინებოდეს, მაგრამ ამ სიტყვებს მოსმენისას უბრალოდ ვერ მალავს სიხარულს და ბედნიერებას.
ვატო ისევ ისეთია, მაგრამ რაღაცა დეტალები ურთიერთობის შესანარჩულებლად მაინც შეცვალა.

-ორ დღეში სანდრო გადმოვა ჩვენთან. _გაბადრულმა ჩაილაპრაკა და მეგობარს მოეხვია.

-ძლივს!_გახარებულმა შემოკრა ტაში.

-ანიკა, შენთან უხერხული ხომ არ იქნება? არ მინდა თავი ცუდად იგრძნო._დამფრთხალმა კითხა და განზე გადგა. ვაშაძემ ორივე თვალი გაბრაზებულმა გადაატრიალა.

-რას მეუბნები, თამო... რა თავი უნდა ვიგრძნო ცუდად, შენ ხომ იცი როგორ მიყვარს სანდრო, მითუმეტეს როცა ვიცი რომ მასთან უზომოდ ბედნიერი ხარ! მეორედ ეგ აღარ მაკადრო იცოდე, თორემ მართლა ძალიან მეწყინება!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა და სამზარეულოსკენ წავიდა.

-კარგი ბოდიში, უბრალოდ არ მინდა ცუდად გამოვიდეს რაღაცა... თან ისეთი აღელვებული ვარ გეგონება ერთად საერთოდ არ ვყოფილვართ. _კისკისით დააყოლა და სამზარეულოში მაგიდაზე შემოჯდა.

-მიდი წიწიბურა დაადგი მე მანამდე სააბაზანოში შევალ და წყალს გადავივლებ.

-ოუქეი. _ხელის აწევით ჩაილაპარაკა თამომ და კარადასთან მივიდა.
>>>
-ანიკა, კოფეს მომიდუღებ?_სამსახურში წასვლამდე სთხოვა სანდრომ და კომპიუტერის ჩანთაში საბუთები ჩააწყო.

-აბა რას ვიზამ._გაკრეჭილმა ჩაილაპარაკა. _თამოს ისევ სძინავს?

-არა, ადგა და შხაპს იღებს. _ჩანთა გასასვლელთან მდგარ სარკიან გარდერობთან დადგა და სამზარეულოში შევიდა. _შენ და ვატო რას შვებით?_ეშმაკური ღიმილით კითხა.

-რა ვიცი, ვცდილობთ კარგად ვიყოთ.

-კარგია, ამ დღეებში შვებულება გვექნება და ახალ წლებზე სადმე წავიდეთ.

-მართლა? ვატოს არაფერი არ უთქვამს._გაკვირვებულმა დაჭყიტა თვალები.

-ჯერ თვითონაც არ იცის. _სიცილით დააყოლა სანდრომ.
>>>
მანქანის უკანა სავარძელზე ვატოს მხარზე თავდადებულს ეძინა. მამაკაცი რიტმულად ათამაშებდა თითებს ანიკას მხარზე, დრო და დრო ღიმილით დახედავდა მძინარეს და თმებზე კოცნიდა.

-მოვედით?_ზმუილით წამოყო თავი და ფანჯრიდან გაიხედა.

-ჯერ არა, ნახევარ საათში ჩავალთ.

-საჭესთან მჯდომმა სანდრომ გასცა პასუიხ და სარკიდან გახედა.

-სად მივდივარ კი მაგრამ... აკი ლონდონთან ახლოს გარეუბანშია სახლიო. _მოფუზულმა წაიბუზღუნა და ვატოს ახედა. _სალამი. _გაკრეჭილმა აკოცა ლოყაზე და თავი ისევ მხარზე დაადო.

-როგორ გეძინა?

-მშვენივრად, ბოლოს ასე როდის მეძინა არ მახსოვს... და იცი? ვფიქრობ ჩემს სპეციალურ ბალიშად ხომ არ აგიყვანო. _ხუმრობა სცადა ანიკამ, ვატოსაც გაეცინა და წინ მჯდარ წყვილსაც._თქვენ რა გაცინებთ?_ეჭვით გადახედა წყვილს.

-ზუსტად ეგ სიტყვები მითხრა თამომ ერთი წლის წინ ჩემს მხარზე რომ მოსინჯა როგორია ძილი.

-აშკარად ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები. _კისკისით ჩაილაპარაკა თამომ და მეგობარს გადახედა.
>>>
-ბუხარი დაანთეთ?_კივილით გასძახა სამზარეულოდან თამომ.

-კი.

-საჭმელიც მალე იქნება._ისევ ხმამაღლა გასძახა და მაგიდის გაწყობა დაიწყო.

-მომეცი თეფშებს მე დავალაგებ. _სწრაფად გამოართვა ჭურჭელი და მაგიდის შუაგულში დადო, მერე კი ყველა თავის ადგილზე გადაანაწილა.

ასეთ გარემოში ახალ წელს არასოდეს არ შეხვედრია. ყოველთვის მშობლებთან ერთად ხვდებოდა და ეგონა რომ ეს იყო ბენდიერების პიკი, ახლაც ძალიან ენატრება მათთან ერთად გარეთ გასვლა და გაფერადებული ცის ყურება, მაგრამ ახლა უკვე საყვარელი მამაკაცი ყავს გვერდით. ზუსტად ისე როგორც დედამისს და იცის რომ ეს არის ბედნიერების პიკის დასაწყისი.

მოულოდნელად წამოდგა სანდრო ფეხზე და თამოსთან ახლოს ჩაიმუხლა. თამომ ლუკმა ძლივს გადაყლაპა და მამაკაცს ცრემლმორეულა დახედა, მერე კი ატირებულმა აიფარა ხელისგულები სახეზე. სანდრომ სიცილით ჩამოაწევინა და ლამაზი აბრჭყვიალებული ბეჭედი მოარგო გრძელ თითზე. ასეთი ბედნიერი და გახარებული თამო არასოდეს არ უნახავს. მართალია სანდროს და მას ყოველთვის სხვანაირი ურთიერთობა ქონდათ, თამო ამაზე არასოდეს არ წუწუნებდა, არც ბეჭედს ითხოვდა მისგან. უბრალოდ ტკბებოდა იმით რაც ქონდა!

-მალე თქვენთვისაც მოგველოცოს._ღიმილით ჩაილაპარაკა სანდორმ და საცოლეს ბაგეებზე დააკვდა.

-მოგელოცოთ!_ღიმილითვე გასცა პასუხი ვატომ და ანიკას ხმაურით აკოცა ლოყაზე.

ვატოს მხარზე თავდადებული უყურებდა შავ ცას რომელზეც მკრთალად მოჩანდა მთვარე, მაგრამ მაინც ყველაფერს ანათებდა. ანიკაც გრძნობდა რომ დღეის იქით სულ გამონათებული ივლიდა, შეიძლება ვატოს ისევ ეთქვა მასთან ერთად კაფეში ერთ ჭიქა ყავაზე უარი, ხშირად ყოფილიყო მონსტრული, ერთი და იგივე თემაზე ათასჯერ იჩხუბონ, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ამ კაცის იმედი მთელი ცხვორება უნდა ქონოდა, იმიტომ რომ ვატოს იქით გზა აღარ აქვს!

-როგორ ფიქრობ ახლა რა იქნება?_ხმადაბლა კითხა და ოდნავ წამოზრდილ წვერზე მიადო ტუჩები.

-ახლა? ახლა ვეცდები დაველოდო იმ ასაკს როცა მეტყვი რომ შვილებისთვის მზად ხარ!_მშვიდად ჩაილაპარაკა და საფეთქელზე მაგრად აკოცა.



დასასრული.
~~~~
ესეც მორიგი ძველი ისტორია. <3



№1  offline წევრი miyvarxar1992

ჩემო შაქარყინულოოოოო,უტბილესი იყოოო შენსავით.კიდევ ველოდები ბევრს და ბერვსს heart_eyes heart_eyes [right][/right] kissing_heart kissing_heart

 


№2 სტუმარი სტუმარი Lia

Did sixaruls maniheb am tkbili motxrobebit..........
Kidev mravaljer gagvaxare sakvarelo.❤❤❤

 


№3  offline წევრი naniko mindia

Magari iyo super gogo myavxar ♥♥♥
--------------------
lomidze

 


№4  offline წევრი INGOBERNABLE

რა კარგი იყო ტკბილი და თბილი❤❤ მაგრამ თითქოს რაღაც დამაკლდა.... ამ ისტორია თუ გააგრძელებ კარგი იქნება

 


№5  offline მოდერი მე♥

miyvarxar1992
ჩემო შაქარყინულოოოოო,უტბილესი იყოოო შენსავით.კიდევ ველოდები ბევრს და ბერვსს heart_eyes heart_eyes [right][/right] kissing_heart kissing_heart

ჩემი სიყვარული❤️❤️❤️
სტუმარი Lia
Did sixaruls maniheb am tkbili motxrobebit..........
Kidev mravaljer gagvaxare sakvarelo.❤❤❤

აუცილებლად...❤️❤️❤️ დიდი მადლობა❤️❤️❤️
naniko mindia
Magari iyo super gogo myavxar ♥♥♥

ოჰ, ოჰ!! რა კარგი წასაკითხია, მადლობა.❤️❤️❤️❤️❤️❤️
BidBif
რა კარგი იყო ტკბილი და თბილი❤❤ მაგრამ თითქოს რაღაც დამაკლდა.... ამ ისტორია თუ გააგრძელებ კარგი იქნება


დიდი მადლობა, საყვარელო... ❤️❤️❤️გაგრძელებაზე არ მიფიქრია და მე მგონი უკეთესია ასე დავტოვო.❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№6  offline წევრი ))♡

ეს რაღაც სხხვა იყო აი განსხვავებული, განსხვავებულად ლამაზი,თბილი და ტკბილი როგორც შეენნ
კიდევ ეერთეხლ გამაოცა შენმა მუზამ და ნიჭიერებამ
ყოველი ახალი მოთხრობის წააკითხვისას დიდი პოზიტივით ვივსები
ვამაყობ რომ არსებობ :*
P.Sქუთაისელიხარ? ????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№7  offline მოდერი მე♥

))♡
ეს რაღაც სხხვა იყო აი განსხვავებული, განსხვავებულად ლამაზი,თბილი და ტკბილი როგორც შეენნ
კიდევ ეერთეხლ გამაოცა შენმა მუზამ და ნიჭიერებამ
ყოველი ახალი მოთხრობის წააკითხვისას დიდი პოზიტივით ვივსები
ვამაყობ რომ არსებობ :*
P.Sქუთაისელიხარ? ????


ვაი,ვაი როგორი თბილი და ტკბილი ხარ... როგორ მიხარია ჩემს ისტორიებს რომ კითხულობ და აზრს ასე დაუზარელად მიზიარებ... ოქრო ხარ!❤️❤️❤️
არა ქუთაისელი არ ვარ.❤️
--------------------
ა.ა

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

აუუ კაიი იყო ძალიან არრ მეყო კიდევ მინდოდა რომ გაგეგრძელებინაა მადლობაა

 


№9  offline მოდერი მე♥

ნარჩიტა
აუუ კაიი იყო ძალიან არრ მეყო კიდევ მინდოდა რომ გაგეგრძელებინაა მადლობაა

ოჰ!
მადლობა შენ!
თანაც ძალიან დიდი, დიდი! <3
მიხარია რომ მოგეწონა. <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent