შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეშვიდე ღამე [თავი1]


18-10-2017, 04:22
ავტორი მე♥
ნანახია 15 417

სანამ ისტორიის წერას დავიწყებ პატარა შესავალს გავაკეთებ რატომ ავარჩიე ყველაზე ზარმაცი და მოუხერხებელი გოგოს ისტორია და რატომ არა იმ ქალბატონის რომელსაც გუშინ პრადა ეცვა დღეს კი არმანი აცვია. ამას დროთა განმავლობაში უფრო მიხვდებით, მაგრამ მაინც ვიტყვი. რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის ახლობელი იყო ჩვენთან რედაქციაში სტუმრად, ძალიან ლამაზი, ნაზი და საოცრად მხიარული გოგონაა. მთელი საღამო იღიმოდა და სასაცილო ისტორიებს ყვებოდა, ჩემდა უნებურად მისი პირადი ისტორიის მოსმენა მომინდა, თან გამახსენდა ლანა რომ მიყვებოდა მის ერთ ახლობელზე, რომელსაც ძალიან ბევრი რაღაცის გადატანა მოუწია იმისათვის რომ დღეს ბედნიერი ყოფილიყო. არ ვიცი დღეს ვისთან ერთად არის ბედნიერი, იმიტომ რომ ისტორია ბოლომდე არ მომისმენია და რატომღაც წინასწარ არც მიკითხავს, მაგრამ მოდი ერთად გავიგოთ რატომ ავირჩიე მისი ცხოვრება თქვენთვის მომეყოლა.

>>>

2010 წლის სექტემბერში სამეგობროსთან ერთად გადაწყვიტა 7 დღით ზღვაზე წასვლა, იცის რომ ზღვისთვის საუკეთესო დროა, რუჯსაც ძალიან კარგს და ლამაზს მიიღებს და რაც მთავარია დაისვენებს. დაისვენებს იმ ყველაფრისგან რისი ატანაც სახლში უწევს. ძალიან დიდი ხანი ცდილობდა დედამისის დათანხმებას. 19 წლის გოგოს ზღვაზე მეგობრებთან ერთად გაშვება ცოტა არ იყოს და რთული საქმეა, მითუმეტეს დედისთვის, რომელსაც არცერთი დღე აქვს შვილის გარეშე გატარებული.
ზღვაზე წასვლის ინიციატივა თავად გამოთქვა, როცა მიხვდა რომ მამამისის ატანა აღარ შეეძლო და სახლიდან ცოტახნით წასვლა უნდოდა. ეს ისე უბრალოდ წამოიძახა გაბრაზებულმა და გულმოსულმა რომ მეგობრების თანხმობა უცებ ვერც კი გაიზარა. რას წარმოიდგენდა ყველაფერი 7 დღიანი ტურიდან თუ დაიწყებოდა, რას იფიქრებდა ზღვაზე მოულოდნელად ცურვის “მცოდნე” გოგონას ტალღა თუ შეითრევდა და სიკვდილის წინ პირველი მამამისის სახეს დაინახავდა, რომელიც რა თქმა უნდა მაშინაც საყვედურობდა... მერე უცებ ძლიერი მკლავების მაგივრად (როგორც ფილმებშია) სუსტ მკლავებს იგრძნობდა, მაგრამ მაინც გადარჩებოდა.

ჯერ ისევ საქართველოს დედაქალაქში ვართ, ასე რომ თბილისის ამბებით განვაგრძობ.

-თბილებიც ჩაიდე, საღამოობით ეციება. _ანერვიუელბული ეხმარებოდა ბარგის ჩალაგებაში შვილს.

-დედა, ვიცი რომ თბილებიც უნდა ჩავდო და ერთი ორი შენი მოქსოვილი წინდაც... _სიცილით გააქნია თავი და ლოყაზე უჩქმიტა. _შვიდი დღით მივდივარ მთელი თვით კი არა.

-ხო, მაგრამ მაინც დაგჭირდება... დამიჯერე თორემ იქ რომ ჩახვალ გაგახსენდება ჩემი სიტყვები და ინანებ. _თითის ქნევით გააფრთხილა.

-კარგი, მომეცი. _სიცილით ჩაილაპარაკა და სქელი მოსასხამი გამოართვა. _და დუტის შარვალი, არ დამჭირდება?

-რა დუტის შარვალი?_გაკვირვებულნა გადახედა შვილს.

-უცებ რომ მოთოვოს ხომ უნდა ვიყო მზად...

-მასხარა შვილი ხარ.

-მასხარაშვილი კი არა მინაშვილი ვარ.

-ბევრს ნუ ლაპარაკობ ჩაალაგე და გამოდი ჭამე.

-არ მშია.

-ლინდა, ისე არ წახვალ რამე რომ არ შეჭამო!_თვალების ბრიალით ჩაილაპარაკა ეკამ და ოთახი დატოვა.

-ზურას უთხარი რომ მივდივარ?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და თეფში გამოართვა.

-კი, გუშინ ვუთხარ და ფულიც მომცა შენთვის.

-არ იჩხუბა?_სიმწრით ჩაიცინა.

-არა, გუშინ კარგ ხასიათზე იყო.

-რაღა გვიჭირს. _სარკასტულად ჩაიცინა და თავი გააქნია.

>>>
-ვაგონი მესამე 45-46 და 47 ჩვენი ადგილებია.

-პირადობის მოწმობა თუ შეიძლება. _ღიმილით ჩაილაპარაკა გამციელებლმა და გოგონებს გადახედა.

-ვის სახელზეა ბილეთი?

-მე ვიყიდე. _ხელი ასწია თინამ და ტუჩები დაბრიცა. _ახლავე. _შეწუხებული სახით გახსნა საფულე და იმედიანი თვალებით ჩაიხედა._არის._გახარებულმა წამოიძახა და პირდაობის მოწმობა გაუწოდა. _ინებეთ.

-ვერ გადამირჩებოდი. _თვალების ბრიალით ჩაიდუდღუნა მირანდამ და მატარებელში ავიდა._მომაწოდეთ ჩანთები.

>>>
-სახის მკვებავი დამრჩა. _კოსმეტიკის ჩანთა თავდაყირა დააყენა თინამ.

-ჩემი აიღე.

-რომელი გაქვს წამოღებული?

-ნივეა. ლინდა, შენი ლეპტოპი მომაწოდე რა.

-ზღვაზე არ გავიდეთ?_ლეპტოპის ჩანთა გადააწოდა მეგობარს და საწოლზე წამოწვა.

-ცოტა დავისვენოთ და გავიდეთ.

-რაო?_ეშმაკური ღიმილით კითხა თინამ მომღიმარ მეგობარს.

-არაფერი, როგორ იმგზავრეთო. _გაბადრულმა ჩაილაპარაკა და ლეპტოპში ჩაძვრა.

-ისე კარგი ბიჭია დემეტრე, მაგრამ ცოტა უჟმური.

-ერთი ის გამაგებინა ტუში რაში გინდა. _მეგობრის ქცევით გამხიარულებული ლინდა სიცილს ვერ იკავებდა._ჩამოგეთხაპნება.

-და ვინ გითხრა რომ თავის დასველებას ვაპირებ? _გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები. _მე აქ რუჯის მისაღებად და სიმპათიური ბიჭის გასაცნობად ვარ წამოსული და არა საჭყუმპალაოდ. _არადა ყველაფერი პირიქით მოხდება, თინას წყლიდან ვერ ამოიყვან და ლინდას წყალში ვერ ჩაიყვან.

-სიმპათიურზე გამახსენდა, მეორე სართულზე იცი რა ბიჭები მოძრაობენ?_ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა მირანდა და მომღიმარ ლინდას გადახედა.

-წინ 7 დღეა მაგათაც შევათვალიერებ.

-რა გეშველება.

>>>
გოგონები ბაღიდან ერთად არიან, სკოლაშიც ერთ მერხთან ისხდნენ, მორიგეობით, მაგრამ მაინც. ერთ კორპუსში, სხვადასხვა სადარბაზოში, სამივე მეოთხე სართულზე და რაც მთავარია აივნებით. ასე უფრო ხშირად ახერხებდნენ ერთად ყოფნას და ღამღამობით სახლებიდან გადაპარვას. უნივერსიტეტში ჩაბარების დროს ცოტა დაიშალნენ, მაგრამ ყველაფერს აქვს მიზეზი, განათლება კი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია.

-როგორ იმგზავრეთ, სახლი მოგეწონათ, ჭამეთ რამე თუ მშივრები დაყიალობთ?_სხაპასხუპით მიაყარა კითხვები ეკამ.

-რომელ კითხვაზე გიპასუხო?_სიცილით ჩაილაპარაკა და მოაჯირს დაეყრდნო.

-ყველა კითხვაზე ამომწყრავი პასუხები მინდა.

-კარგად ვიმგზავრეთ. კი სახლიც ძალიან მოგვეწონა, 3 სართულიანია და მესამეზე ჩვენ ვართ, რაც მთავარია სისუფთავეა და ჯერ არ გვიჭამია, გავალთ ახლა და შევჭამთ რამეს.

-სამზარეულო არ გაქვთ?_ხმაში სიბრაზე შეერია. არა, ხომ იცის რომ ეკას მზა კერძებზე საშინელი დამოკიდებულება აქვს, ეთქვა რომ სახლში გააკეთებდნენ რამეს.

-დედა, ახლა დაღლილები ვართ და არაფრის კეთების თავი არ გვაქვს და საღამოს გავიკეთებთ რამეს. საღამომდე მშივრები ხომ არ ვიქნებით?! _ეშმაკური სვლით დაიძვრინა თავი.

-დამირეკეთ ხოლმე და ზღვას არ გაუთამამდეთ!

-გკოცნით!_ხმამაღლა წამოიძახა თინამ და საწოლზე გადაწვა. _მოემზადეთ მეორე დარტყმა რეკავს. _ფხუკუნით დახედა ტელეფონს. _ჰო დედიჯან.

>>>
-უკაცრავად, შემთხვევით თავის ტკივილის წამალი ხომ არ გექნებათ?_უცნობმა ხმამ გამოაფხიზლა შეზლონგზე გაწოლილი. თვალები ნაზად გაახილა, სათვალე შუბლზე დაიკოსა და მარცხნივ გაიხედა. უცნობი ბიჭის დანახვისას დაბნეულმა მიატრიალა თავი უკან და მერე საჩვენებელი თითი თავისკენ წაიღო. _დიახ, თქვენ გეკითხებით. _თავი დაუქნია და გაუღიმა.

-კი, წესით უნდა მქონდეს. _დაბნეულმა ჩაილუღლუღა და შეზლონგზე წამოჯდა. _მაგრამ ცოტა ძლიერია და ნახევარი დაელიეთ._დაარიგა და ჩანთიდან წამალი ამოიღო.

გამაყუჩებელი ყოველთვის ჩანთით დააქვს, ბოლო პერიოდში ხშირად აწუხებს თავის ტკივილი და ისეც, გოგონების გადამკიდე ხშირად სჭირდება.

-დიდი მადლობა. _წყლის ბოთლს თავი მოხადა და წამალი გამოართვა. _არც კი მოგესალმეთ. _ბოთლი შეზლონგზე გადადო და ლინდას მიუტრიალდა._მე დათო ვარ.

-ლინდა._ღიმილით დაუქნია თავი.

-სასიამოვნოა, ლინდა. _თვალი ჩაუკრა და ზღვას გახედა. _ცურვა იცი?

-კი, მაგრამ შორს გასვლას ვერიდები.

>>>
მუხლამდე წყალში იდგა და გაბადრული სახით უყურებდა ტივტვასთან მოთამაშე მეგობრებს, რომლებსაც უკვე მოესწროთ ახლობლების შეძენა პლაჟზე. სუფთა წყლით დაფარულ ფეხებს დახედა და რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწია. წყალმა ნელ-ნელა მკერდი დაუფარა და კისრამდე მიაღწია. ოდნავ დაშინებულმა გახედა ნაპირს, მაგრმა როცა დარწმუნდა რომ ფსკერზე ფეხით შეხება ჯერ კიდევ შეეძლო ღრმად ამოისუნთქა და გვერდულად გაცურა, მაგრამ მოულოდნელად მოვარდნილმა ტალღამ ოდნავ უკან დასწია. აფართხალებულმა ნაპირისკე გაცურვა სცადა, მაგრამ შიშზე ისიც დაავწყდა რაც იცოდა. მოულოდნელად იგრძნო როგორ შემოეხვია შიშველ მუცელზე სუსტი მკლავები და ზემოთ ამოსულმა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა.წამები დასჭირდა იმის გააზრებას რომ ყველაფერი ერთ გაუაზრებელ ქმედებას შეიძლება ემსხვერპლა. აღელვებული ხარბად სუნთქავდა და დედაზე ფიქრობდა რომელსაც ლინდას სიკვდილის შემთხვევაში უარესად გაუბედურებულს მოუწევდა ზურასთან ერთად ცხოვრება.

-დათო. _საკუთარი ხმის გაგონება უფრო სურდა ვიდრე ბიჭის სახელის წარმოთქმა.

-დამშვიდდი, ნაპირზე ავიდეთ. _ღიმილით გადაუწია შუბლზე მიწებებული თმები და ნაპირისკენ გაცურეს.

შეშინებულს პირსახოცი მოახვია და შეზლონგზე დააჯინა. აკანკალებული ტუჩებს ვერ აჩერებდა, გაბრუებული ათამაშებდა ფეხებს ქვიშაზე და ერთ წერტილს მიშტერებოდა.

-ძალიან შემეშინდა. _ბოლოს ჩურჩულით ჩაილაპარაკა და დათოს ახედა.

-შეგამჩნიე ექსპერიმენტის ჩატარებას რომ აპირებდი და უკან გამოგყევი. _თვალი ჩაუკრა და გვერდით მიუჯდა. _ბევრი წყალი გადაყლაპე?

-საკმაოდ. _თავი დაუქნია და მათკენ მიმავალ გოგონებს გახედა.

-რა გჭირს? _ფერწასული მეგობრის დანახვისას ნაბიჯს აუჩქარეს.

-დახრჩობას გადავარჩინე. _სიცილით ჩაილაპარაკა დათომ.

-რაა, მართლა?_უცნობისთვის ყურადღება აღარცერთს მიუქცევია.

-საგანგაშო არაფერია, ცოცხალი ვარ... ეს დათოა ჩემი გადამრჩენელი, ესენი ჩემი მეგობრები არიან თინა და მირანდა.

-სასიამოვნოა.

-ჩვენთვისაც და დიდი მადლობა. _ღიმილით მიუტრიალდა მირანდა. _წამოდი სახლში წავიდეთ.

-არაა, არ მინდა სახლში. კარგად ვარ, მართლა.

>>>

დათო საკმაოდ კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. მხიარული, განათლებული, კულტურული და ძალიან მეგობრული. გოგონებთნ საერთო ენა ძალიან მალე გამონახა, თინასთან საუბრისას ისიც კი აღმოაჩინა რომ ერთ უნივერსიტეტში სწავლობენ. მირანდასთანაც ძალიან ბევრი ისაუბრა ზოგადსაკაცობრიო თემებზე, ლინდასთან ხომ ისაუბრა და ისაუბრა. მერე გადატყვიტეს ლინდასთვის ცურვის უფასო გაკვეთილები ჩაეტარებინათ. თანაც იქვე ბურთები იყიდებოდა გოგონას შიშის დასაძლევად სხვადასხვანაირ თამაშებს მიმართეს.

-შენ მარტო ხარ ჩამოსული?

-არა, მეგობრებთან ერთად ვარ, მაგრამ დღეს რატომღაც ყველა სახლში დარჩა. _მხრები აიჩეჩა და ბურთი ლინდასკენ ისროლა._დღეს საღამოს სადმე გავიდეთ და გაგაცნობთ.

-კარგი იდეაა, ჩვენც არავინ გვყავს აქ და ადგილებიც არ ვიცით.

-ადგილებს რა ცოდნა უნდა, შედი ბარში დაჯექი და შეუკვეთე რაც გინდა. _სიცილით ჩაილაპარაკა ლინდამ და ბურთი მირანდას ესროლა. _ჩადექი ახლა და სდიე ბურთს.

>>>

ეკას რეცეპტით სალათის ფურცლების სალათა მოამზადა, კარტოფილი შეწვა და სახლიდან წამოღებული ტყემალიც გამოაჩინა.

-წვენზე რომელი წახვალთ?

-მე წავალთ თან ტელეფონზე დარიცხვა მინდა.

-დემეტრუკას უნდა დაურეკოს._ფხუკუნით გამოაჯავრა მეგობარი თინამ და ლეპტოპში სიმღერა ჩართო. _ისე დათოს თუ დააკვირდი როგორ ცდილობდა შენთან დიალოგები გაეგრძელებინა. _ღიმილით მიუტრიალდა ლინდას.

-რას გულისხმობ?_წარბაწეულმა ახედა მეგობარს.

-მოეწონე. _საკუთარ სიტყვებში 100%_ით დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და წარბები ეშმაკურად შეათამაშა.

-ხო მეც შეავატყე, მაგრამ ამაზე საუბარიც კი არ ღირს.

-რატომ? ძალიან კარგი ბიჭია, ცდას რა უდგას წინ?_მხრები აიჩეჩა და დაჭრილი პომიდორი მოიპარა.

-ცდას წინ არაფერი არ უდგას, მაგრამ ახლა ბიჭის თავი ნამდვილად არ მაქვს. ხომ...

-ხო ვიცი, ზედმეტი თავის ტკივილია და ბლა ბლა ბლა. _უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და აწკრიალებულ ტელეფონს გადახედა. _აი, თავის ტკივილი არის ეს.

-რეზია?

-არა თავის ტკივილი კი არა ეს უკვე შაკიკია. ჰო, რეზია. _ჩაიდუდღუნა და ტელეფონს უპასუხა. _გისმენ რეზი...კარგად შენ როგორ ხარ?... არა, მე და გოგონები ბათუმში ვართ... ზუსტად არ ვიცი ალბათ კვირის ბოლოს... ა, შენც აქეთ აპირებ წამოსვლას. _სიბრაზე ძლივს შეიკავა და აფხუკუნებულ მეგობარს ბალიში გაუქანა. _კარგი ხო შემეხმიანე._როგორც კი ტელეფონი გათიშა განწირული ხმით დაიღმუილა და ამოისრუტუნა. _რა შევცოდე ასეთი?!

-თავის დროზე უნდა გეფიქრა მაგაზე, ხომ იცოდი ცოტა რომ ვერ იყოს, რას ეფლირტავებოდი?!

-ვინ გოგო მე რეზის?! ბა დამაბრალე და მაგას ნუ დამაბრალებ! _გულწრფელად ეწყინა მეგობრის სიტყვები.

-კარგი ვხუმრობ.

>>>
საღამოს დათომ დაურეკა და მის მეგობრებთან ერთად ქალაქში სასეირნოდ გავიდნენ. სამეგობრო წრეც თითქმის ისეთი ყავს როგორიც თვითონ არის. ყველასთან ადვილად იპოვეს სასაუბრო თემა, არც თვითონ არიან უჟმური და ჩაკეტილი გოგონები და ალბათ უფრო ამიტომ.გვიანობამდე ისეირნეს, მერე დაიფანტდნენ და ყველა თავის სტიქიაში იყო, გოგონები ცეკვავდნენ, ბიჭები სხვა გოგონებზე “სანადიროდ” იყვნენ გასულები. ცეკვით დაღლილი ნელი ნაბიჯებით გამოეყო ხმაურიან სივრცეს და სანაპიროზე გავიდა. შორიდან სივრცეში გაფანტული სიმღერის ხმა, ტალღების შეხეთქება უზარმაზარ ქვებთან და რაც მთავარია ღამის სიმშვიდე... საუცარ კომბინაციას ქმნიდა და ახვედრებდა რომ დასასვენებლად წამოსვლა საუკეთესო გამოსავალი იყო, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ვერ ისვენებდა. გული ეთანაღრებოდა დედამისი თბილისში რომ დატოვა, უჭირს მის გარეშე ღამესთან შეხვედრა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და განათებულ ეკრანს დახედა. დაურეკავდა, მაგრამ ღამის 2 საათზე ეძინება და ცოდოა, თანაც ბოლოს ისეთი ანერვიულებული ელაპარაკებოდა თავს გაუფრთხილდითო, ახლა რომ დაურეკოს და გარეთ ვართო უთხრას გული დაარტყამს საწყალ ქალს. ტელეფონი ღიმილით დააბრუნა ჯიბეში და ზღვას გახედა.

-ლამაზია არა?!_ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა.

-კი ძალიან. _ღიმილით მიტრიალდა ბიჭისკენ. დათო ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაიძრა ლინდასკენ და გვერდით ამოუდგა.

-ძალიან მომწონხარ. _ზღვის ტალღასთან ერთად დათოს სიტყვებიც გაუამრთავად შეეჯახა უზარმაზად ქვას. მოულოდნელობისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, დაბნეულმა აათამაშა თითები და ნერწყვი ხმაურით გადაუშვა სასულეში. _არა, ნუ იფიქრებ რომ მარტო ამიტომ დავიწყე თქვენთან ურთიერთობა, უბრალოდ მართლა ძალიან მომწონხარ და დამალვას აზრი არ აქვს. მინდა რომ სუფთა ფურცლით დავიწყოთ ურთიერთობა.

-ჩვენი ფურცელი არც არავის დაუსვრია. _მხრები აიჩეჩა და ზღვას გახედა.

-ვგულისხმობ იმას რომ, როგორც შენ ორ დაქალს ვუყურებ ისე არ გიყურებ და არც სამომავლოდ ვაპირებ რაიმეს შეცვლას.

-ტელეფონი გირეკავს. _დათოს ხმამაღლა ჩაეღიმა და ტელეფონს უპასუხა.

-უფროს ძმას გავახსენდი. _სიცილით განაგრძო ძმასთან საუბარი. _ახლა სანაპიროზე ვარ ერთ ულამაზეს გოგონასთან ერთად. _ლინდამ შეპარული ღიმილით გააქნია თავი და დათოს გახედა. _ჩამოხვედით? _გაკვირვებულმა ასწია ცალი წარბი. _სახლის გასაღები გაქვს? კარგი, მოვალ მალე. _უკმაყოფილო ხმით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა. _ძალიან არ მინდა, მაგრამ უნდა დაგტოვო ჩემები ჩამოვიდნენ თბილისიდან და გასაღები არ აქვთ.

-ნახვამდის დათო. _ღიმილით დაემშვიდობა.

-დროებით და ამ თემაზე კიდევ ვისაუბრებთ. _თითის ქნევით “დაემუქრა” და სანაპიროს აუყვა.

>>>

-ძილინებისა.

თხელი საზაფხულო საბანი ფეხებშორის ამოიჩაჩა და თავი ბალიშზე დადო. დათოს სიტყვებზე ფიქრი გარდაუვალი იყო, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის სხვა დროს მოიცდის, ახლა დაღლილია და უნდა რომ დაისვენოს, თუმცა არც ისე ადვილი ყოფილა ამ ყველაფრის მერე დაძინება. როგორი უკარება გოგოც არ უნდა იყოს დათოს სიტყვებმა მასზე მაინც იმოქმედა, მართალია ბიჭის მიმართ სიმპათიებით არ არის განსჭუალული, მაგრამ მისი სიტყვები მაინც ესიამოვნა და ცოტა გაუხარდა კიდევაც, ვიღაცისთვის შესამჩნევი რომ გახდა. გაბადრულმა ღრმად ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა.

დილით თინას წიკვინმა გამოაფხიზლა, როგორც ყოველთვის ახლაც უკმაყოფილო იყო რაღაცით და ცდილობდა სხვებისთვისაც გაეფუჭებინა დილა. ზმუილით დაჭყიტა ცალი თვალი და ოთახში შემოჭრილი მზე ხელით მოიგერია.

-რას დადუდღუნებ?_ძილისგან ჩახრეწილი ხმით ჩაილაპარაკა და თავი ისევ ბალიშზე დააბრუნა.

-ჩემი მეორე საცურაო კოსტუმი სად ჯანდაბაშია, ვერ ვპოულობ..._ბურტყუნებდა და თან ბარგში იქექებოდა.

-ადამიანო, ეგ ჩემს ჩემოდანში არ ჩადე?!_გაბრაზებული მირანდა წამოენთო. _ხომ შეგიძლია ჩუმად მოძებნო, ისე რომ სხვები არ გააუბედურო.

-შენ სულ როგორ უნდა მეჩხუბებოდე?!_ღიმილით გადახედა მეგობარს და მისი ჩემოდანი გახსნა. _ადექით ზღვაზე არ გავიდეთ?

-რომელია საათი?

-7 ხდება.

-8ზე გავიდეთ, მანამდე დამაძინე. _ლინდამ ბალიში თავზე დაიმხო და გვერდი იცვალა.

>>>
შუა დღით შეეხმიანა დათო, მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეატყობინა რომ მათი ნახვა უნდოდათ. არც ლინდას დაუწყია როგორც ხდება ხოლმე იმ ყველაფრის შემდეგ თავის არიდება. უთხრა რომ შუა დღით ისევ იქ იქნებიან სადაც პირველად შეხვდნენ ერთმენთს.
არც დათოს ეტყობოდა არაფერი, ძალიან ჩვეულებრივად მოიკითხა და შუა დღემდე დაემშვიდობა.

>>>
სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა დათოს, მომენტში იმასაც კი ფიქრობდა რომ ბიჭმა საკუთარი საქციელებით მისი გული მოიგო, მაგრამ მაინც ყოყმანობდა, ბოლომდე ვერ იყო ისე როგორც მოწონების დროს არიან ხოლმე ადამიანები. რაღაცა აკავებდა, ზოგერ ეგონა რომ დათოს მარტო ისე უყურებდა როგორც კარგ ახლობელს, მაგრამ მომენტში ბიჭის ქცევებს ჭკუიდან გადაჰყავდა და უნდოდა ეთქვა რომ -“მეც მომწონხარ და თინას თქმის არ იყოს ცდას რა უდგას წინო...”, მაგრამ ისევ რაღაცა აკავებდა. მეხუთე დღეს გოგონებმა ციცინათელაში წასვლა გადაწყვიტეს და მეორე “ჯგუფსაც” შესთავაზეს, გართობაზე გადარეული საზოგადოებაც რა თქმა უნდა დასთანხმდა.

>>>
-როგორ ფიქრობ რომ ვცადოთ არაფერი გამოვა?_ხმადალა ჩაილაპარაკა დათომ.

-დათო, არ მინდა დაგაიმედო და გითხრა რომ შენს მიმართ მეც ძალიან დიდი სიმპათიებით ვარ განსჭუალული... ჰო, ზოგჯერ მართლა ვგრძნობ რაღაცას, მაგრამ არა იმდენად რომ...

-მე უბრალოდ მჭირდება თანხმობა იმაზე რომ შენი გულის მოსააგებად რამდენიმე ნაბიჯი გადავდგა წინ...

ლინდამ გაკვირვებულამ ასწია წარბები და გულიანად ჩაიცინა. ვერ მიხვდა რას გულისხმობდა დათო, ზოგადად ბიჭები ხომ თავად წყვიტავენ როგორ უნდა მოიგონ გოგოს გული, ან უნდა მოიგონ თუ არა... რა საჭიროა ასეთ დროს ვინმეს დასტური, თუ სურვილი გაქვს ეს უნდა გააკეთო. დაბნეულმა აიჩეჩა მხრები და მათკენ მომავალ თინას გახედა.

-თქვენ რას დამსხდარხართ, ადექით ცოტა გამოძრავდით.

>>>
მთელი გზა სიცილით კვდებოდა ლევანის მოყოლილ ისტორიებზე. დათოს რამდენიმე კურიოზიც მოყვა რომელიც სკოლაში გადახდა თავს.

-შენ ვისზე რას ამბობ ნათელა მასწავლებელმა შენივე მიტანილი ჯოხით გცემა. _სიცილით მისცხო მხარზე ხელი ძმას მაკამ.

-ეგ იმიტომ რომ თეონას ტლიკინი ჩემ თავზე ავიღე. _სიცილით გადახედა მეგობარს.

-რაა? მაგ დღეს სკოლაში საერთოდ არ ვყოფლვარ. _თეონამ თვალებდაქაჩულმა წამოიყვირა და მხარზე გაშლილი ხელი დასცხო.

-14 წელია ვიცნობ და ამ 14 წლის განმავლობაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ არაფერში შენ არ გამოდგები კაცს. _უკმაყოფილო სახით გააქნია თავი ლევანმა და დათოს მიუტიალდა. _ნოე და მარი როდის ბრუნდებიან თბილისში?

-წესით 3 დღეში.

-ნოე და მარი ვინ არის?_ინტერესით იკითხა თინამ.

-ნოე ჩემი ძმაა და მარი სარძლო.

-შენ ძმას საცოლე ყავს?_საუბარში მირანდა ჩაერთო. _ამასწინებზე რომ საუბრობდი მაშინ გავიგონე მე თქვენი და მეგონა.

-არა, მარი ჩემი სტაჟიანი სარძლოა. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა.

-ანუ?

-ვხუმრობ რა სარძლო, უბრალოდ ერთად არიან, რა. _ბოლოს ხმამაღა გადაიხარხარა და ლინდას გახედა.

-წამოდით ჩვენთან და გაგაცნობთ. _მოულოდნელი წინადადებით გამოვიდა თეონა.

-ახლა არა, სხვა დროს. _დაღლილმა ლინდამაც ამოიღო ხმა.

-სხვა დროს როდის?! ზეგ მიდიხართ. ახლა სახლში დაგტოვებთ და საღამოს გამოდით, გავერთობით თან._თვალი ჩაუკრა და თავი აუქიცინა დამთანხმდითო.

-კარგი მაშინ საღამოს.

>>>

-ინტერესი მკლავს ვინ არის ნოე... რატომღაც მგონია რომ ძალიან ისეთი ბიჭი იქნება..._ემოციებს ვერ მალავდა თინა.

-ძალიან ისეთი როგორი?_ცინიკური ღიმილით კითხა ლინდამ.

-აი, სახელითაც რომ ხვდები რომ ჩვეულებრივი ბიჭი არ არის._წარბის აწევით განუმარტა და კაბა გადაიცვა. _სიმპათიური, განათლებული, მაგარი სამსახურით და რაც მთავარია გემოვნებიანი!

-ეგეთ ბიჭს შენ არ მოეწონები. _სააბაზანოდან მირანდა ასისინდა.

-რატომ ვითომ?

-იმიტომ რომ ეგეთ ბიჭებს არ უყვართ როდესაც მათი პლუსებით იხიბლებიან.

-ნამიოკობანას კი არ გეთამაშები, ნორმალურად თქვი რას ამბობ.

-მივალთ და მიხვდები.

-შენ რას აპირებ დათოსთან?_ახლა ლინდას ჯერი დადგა.

-არ ვიცი. _დაბნეულმა გააქნია თავი.

-რა არ იცი მოგწონს თუ არა?

-რომ მომწონს ეგ ვიცი, მაგრამ მინდა თუ არა ურთიერთობის დაწყება ეგ არ ვიცი.


ტაქსით აპირებდნენ წასვლას, მაგრამ დათომ დაიჟინა მე გამოგივლით და წაგიყვანთ, სახლის პოვნა გაუჭირდება მძღოლსო. თავიდან იფიქრა ალბათ ესეც გეგმის ნაწილიაო, მაგრამ როგორც კი გაურკვეველი ჩიხები დაიწყო მიხვდა რომ დათო მართალია. საინტერესოა აქ ვინ იყიდა სახლი, ან როგორ მოაგნო... ყველაფრისგან შორს, ტყეში მდებარე სამ სართულიანი სახლი დგას რომელსაც უზარმაზარი გალავანი აქვს შემორტყმული. ზუსტად ისეთი სიტუაცია შეიქმნა როგორც ფილმებშია ხოლმე. გოგონა რომ სამსახურს ეძებს და სადღაც მისთვის სრულიად წარმოუდგენელ ადგილას არმოჩნდება უზარმაზარი შენობის წინ. დაბნეული აცეცებდა თვალებს და არანაკლებ გაკვირვებულ გოგონებს უყურებდა. დათოს რომ შეხედავ საერთოდ არაფერი ეტყობა ამხელა ქონების პატრონი თუა, არადა ზუსტად იცის რომ ეს სახლი მისი ოჯახის საკუთრებაა. ან ზღვაზე თუ მოდიან რა საჭიროა ასე შორს გამოხიზვნა... ზღვამდე მისასვლელად ერთი საათი დასჭირდება თუ არა უფრო მეტი. არც ტყეა ურიგო, სუფთა ჰაერი სიმშვიდე, მაგრამ მისთვის მაინც გაუგებარია. დათომ მანქანა ეზოს გარეთ გააჩერა და გადავიდა.

-იყავით ჭიშკარს გავაღებ. _ხმამაღლა მოაძახა და კარებთან დამაგრებული მართკუთხედი ფორმის საკეტზე კოდი აკრიფა.

-საინტერესოა სად მოვხვდით. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა თინამ და ტელეფონს დახედა._ტელეფონიც კი არ იჭერს.

-მე მგონი ვიჩქარეთ. _შეპარული სიცილით ჩაილაპარაკა მირანდამ და ქვედა ტუჩზე იკბინა.

-მანიაკები ხომ არ არიან?!_მოულოდნელად წამოიძახა თინამ.

-ხო თინა, და ჩვენ შეჭმას აპირებენ. _ლინდამ სიცილით გამოაჯავრა მეგობარი და უკან დაბრუნებულ დათოს გახედა.

ეზოც რა თქმა უნდა უზარმაზარი, ნახევარი ტყე ეზოში იყო გაშენებული. ეზოს უკანა მხარეს არაფერი ჩანდა, მაგრამ წინ იყო იმდენი საინტერესო რამ... თეთრი ფერის ქანდაკებებით ბილიკი იყო გაკეთებული დაბლა კი არეულად დალაგებული ქვები. ეზო უამრავი ფერის ყვავილებით იყო აჭრელებული. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა რომ გემოვნებიანის საკუთრებაა, სხვა შემთხვევაში ამდენ ენით აღუწერელ სილამაზეს ეზოში ვერ მოათავსებ.

-შემოდით. _დიდ ხის აკრებთან იგდა დათო და სახლში ეპატიჟებოდა.

უზარმაზარი დერეფნის გავლა მოუწიათ მისაღებში შესასვლელად. დერეფნის კედლებზე ბევრი ცნობილი და ბევრიც უცნობი მხარტვრის ნამუშევრები განეთავსებინათ, სხვა დერეფანში არაფერი ყოფილა. მისაღები გადატვირთული იყო ავეჯით. ყველა საჭირო და არასაჭირო ნივთი ერთად იყო თავმოყრილი... გემოვნებიანად იყო მოწყობილი ფერებში, ნივთებიც განლაგებაც, მაგრამ ზედმეტად გადატვირთული.

-სტუმრები გვყოლია. _უკნიდან უცნობი ხმა მოესმა. სწრაფად მიატრიალა თავი და ლამაზ, მოკლე მთლიან კაბაში გამოწყობილ გოგონაში მარი ამოიცნო. ღიმილით მიესალმა და მზერა სამზარეულოდან გამოფრატუნებულ თეონაზე გადაიტანა.

-გაიცანით ერთმანეთი?

-არა. _ღიმილით გაუქნია თავი მარიმ.

-ეს სამი ლამაზმანი აქ გავიცანით ზღვაზე. თინა, მირანდა და ლინდა.

-სასიამოვნოა მე მარი ვარ.

-ჩვენთვისაც.

-ნოე არ დაბრუნებულა?_ყურადღება იქვე მდგარ დათოზე გადაიტანა.

-არა...აი, მოვიდა. _სიცილით ანიშნა ფანჯრისკენ და გოგონებს მიუტრიალდა. _თქვენ შედით და დასხედით, მორიდებულო ბავშვებო.

-ცივ ყავას ხომ დალევთ?

-დიდი სიამოვნებით._ღიმილით დაუქნია თავი თინამ და ჩანთა დივანზე დადო._დაგეხმარები. _აცქმუტებული მიყვა უკან თეონას და თან ცალ თვალს კარებისკენ აპარებდა, მირანდამ ოდნავ ჩაახველა და ხმადაბალი სიცილით მიახვედრა რომ ნოე ჯერ სახლში შესვლას არ აპირებდა.

ბიჭი მანქანასთან იდგა და ლევანს ესაუბრებოდა, ლინდამ გასასვლელისკენ წასულ მარის გააყოლა თვალი და მერე დივანზე მოკალათდა.

-სიმპათიურია. _ხმადაბლა გადაულაპარაკა მირანდამ.

-კი სიმპათიურია. _გაბადრული უყურებდა დათოს.

-მაგის ძმაზე ვიძახი. _შუბლი შეჭმუხნა მირანდამ.

-აა. ჰო. _დაბნეული ალუღლუღდა და თვალები დამორცხვილმა ააფახუნა.

ხო, უნდა აღიაროს რომ დათოს მიმართ გულგრილი არ არის და ნელ-ნელა რაღაცა გრძნობებიც ეპარება, მაგრამ ასეც მცირე დროში აწყობილი ურთიერთობების მომხრე მაინც არ არის... ნახავს ჯერ თბილისში როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა, ან გაგრძელდება კი საერთოდ?! და მერე იმის მიხედვით გადაწყვეტს როგორ უნდა მოიქცეს. ხის კარები ორჯერ გაიღო და დაიკეტა, ინტერესით მიატრიალა თავი უკან და მარისთან ერთად შემოსულ მისთვის უცნობ სილუეტს დააკვირდა. თინა მე მგონი მართალია და მისი ვიზუალი ზუსტად ისეთია როგორიც მის სახეს შეეფერება. არა ვიზუალს სახელივით სამ ციფრით ვერ შეაფასებ. დათოს საერთოდ არ გავს, ძალიან განსხვავებული და ცოტა უცხო შესახედაობისაა, თუმცა ესეც ძალიან სიმპათიურია. შავგვრემანი, მაღალი და განიერი მხრებით. როგორი ბანალური დახასიათებაა, როგორც ყოველთვის... აბა ერთი შეხედვით რა უნდა გაიგოს როგორია, მითუმეტეს შორს დგას და სახის ნაკვთებიც დიდად არ ჩანს, იმხელა დერეფანია საერთოდ რომ ხედავს ეგეც უკვირს.
წყვილი მათკენ დაიძრა, ნოემ ერთი სალამით მოიშორა ყველა და მარის რაღაც გადაულაპარაკა. ერთი შეხედვითაც ეტყობა როგორ განსხვავდება დათოს და მისი სამეგობროსგან, იმიტომაც არასოდეს ყოფილა მათთან ერთად ზღვაზე. ალბათ ესენი უფრო დინჯი და ღვინის ბოკალით ხელში ხალხია. ცინიკური მზერით აატრიალა თვალები და მირანდას გადახედა.

სამზარეულოდან სინით ხელდამშვენებული თინა გამოვიდა და იქვე მდგარი ნოეს დანახვისას ერთ ადგილზე გაშეშდა.

-აი, სად დაგვერხა. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა მირანდამ და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. _მე მგონი მარი სამივეს გაგვიფენს.

-თინა, ჩემი რომელია?_სიტუაციის გამოსწორება სცადა ლინდამ და სწრაფად წამოხტა ფეხზე, ნოეს წინ გაჩერდა და ყავის ჭიქებს დასწვდა.

-რო..მელი..ც გი..ნდა. _ძლივს ამოღერღა თინამ თან ნოეს თვალს არ აშორებდა. მერე მეგობრის მწარე თითები რომ იგრძნო მხარზე, ერთი დაიზმუილა და აზრზე მოვიდა.

ნოე მთელი საღამო ჩუმად იჯდა, ხანდახან თუ ამოიღებდა ხმას ისიც მარტო მაშინ როდესაც კონკრეტულად მას ესაუბრებოდნენ. თინა როცა მიხვდა რომ მარი ნოეს გვერდიდან არ მოშორდებოდა უკმაყოფლო სახით დანებდა და ცხვირი ჩამოუშვა. ლინდა გაბადრული უყურებდა დათოს, დათო ლინდას. მირანდა მომენტებში ტელეფონში ისე ჩაძვრებოდა კაციშვილი ვერ გამოწიწკნიდა ხელიდან. ბიჭები და გოგონები კარტს თამაშობდნენ, პარალელურად ისტორიებს ყვებოდნენ, ისეთს ყველასათვის საინტერესო რომ ყოფილიყო. მარი შეყვარებულისგან რადიკალურად განსხვავებული და ძალიან მხიარული გოგოა, მთელი საღამო გოგონებთან ერთად საუბრობდა, რამდენიმე აქსესუარების მაღაზიის მისამართები გაცვალეს, ისაუბრეს მოდაზე, თბილისის მოდაზე რომელიც სულ სხვა განზომილებაა, უნივერსიტეტებზე, ლექტორებზე, გადაცემებზე. ყველაფერზე რაზეც კი გოგონებს შეუძლიათ საუბარი.

-ნოე, დღეს რა გჭირს?_ხმადაბლა კითხა შეყვარებულს და მხარზე მოხვია ხელი. ნოემ მზერა მარის გაუსწორა, არაფერიო ჩაილაპარაკა და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.

-უკაცრავად. _ბოდიშის მოხდით მიუთითა ლინდას ფეხები გაეწია და გასასვლელისკენ წავიდა. მამაკაცის სუნამოს სუნზე გიჟდება, მაგრამ ეს აშკარად რაღაცა სხვაა. ძალიან არომატული და თავბრუდამხვევი, დახარბებულმა შეისუნთქა ჰაერი და მზერა გააყოლა.

-მეც ძალიან მომწონს ეგ სუნამო. _მარის სიცილნარევი ხმა შორიდან ჩაესმა, აწითლებულმა მიატრიალა თავი გოგონასკენ და თვალებდაქაჩულმა მოიკვნიტა ქვედა ტუჩი. რა სირცხვილია, ასე ყველას დასანახავ დაიწყო ნოეს სურნელის შესუნთქვა, ღმერთო ჩემო როგორი ჩურჩუტი გოგოა. მორცხვად გაუღიმა მარის და ერთმანეთში ახლართულ თითებს დახედა.

>>>
-მაღიარეთ!_გაკრეჭილი სახით შეაბიჯა ოთახში თინამ.

-რატომ უნდა გაღიაროთ პირი რომ დაგრჩა ღია თუ ნოესთვის რომ თვალი არ მოგიშორებია მთელი საღამო მაგიტომ?_წაბშეკრული ედუდღუნებოდა მირანდა.

-ჰა ჰა ჰა! არა უბრალოდ მართალი ვიყავი და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა როგორსაც სახელი მეუბნებოდა. _საკუთარი თავით კმაყოფილი წამოკოტრიალდა საწოლზე. _მკაცრი, მშვიდი, გაწონასწორებული და რაც მთავარია ლაპარაკარმოყვარული.

-ეგ ყველაფერი ერთ სიტყვაში რომ ჩავატიოთ ეგ შენი ნოე ჩვეულებრივი უჟმური კაცია!

-სამაგიეროდ დათოა გალექსილი და გყავდეს.

-მე არცერთი მინდა და არც მეორე. _სწრაფად წამოყო თავი.

-როგორი განსხვავებული ძმები არიან, დათო მართლა ძალიან სხვანაირია უფრო მეგობრული, თბილი და საყვარელი... ნოე კიდევ მამაკაცური და უხ... რატომ აქვთ ასეთი ბედი სხვებს და არა მე?!_მოფუზულმა წაოიკვნესა.

-მარიც არაჩვეულებრივი გოგოა.

-მეც მომეწონა._თავი დაუქნია ლინდამ.

-ხო, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ რომ ერთმანეთზე არ გიჟდებიან... სექსისთვის არიან ერთად. _დასკვნა დადო და კმაყოფილი წამოდგა ფეხზე.

-ნეტა შენ რა იცი რისთვის არიან ერთად, როდის შეუსწარი?

-2 დღე და ღამე რომ გიხსნათ, თქვენ მაგას მაინც ვერ გაიგებთ და ისევ თქვენ ტურფებს მიხედოთ ჯობია. _ცინიკურად გადახედა დაქალებს და სააბაზანოსკენ წავიდა.

>>>
დილით ისევ თინას წუწუნმა გამოაღვიძა ორივე. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თინა დილით ყოველთვის ორი საათით ადრე დგება, გამზადება რომ მოასწროს, ოღონდ ახლა ზღვაზე გასასვლელად რაში სჭირდება ყოველივე ეს ჩემთვისაც ისეთივე წარმოუდგენელია როგორც გოგონებისთვის. სანაპიროზე მეორე ჯგუფი არ გამოსულა არც დათო შეხმიანებია, თვითონ რატომღაც თავი შეიკავა. 5 დღის განმავლობაში შესანიშნავი რუჯი მიიღო სამივემ, გაშანტლული გოგონები ჩავლენ თბილისში. ცხვირზე დაკოსილი სათვალე შუბლზე აიკოსა და თვალებდაჭყეტილი წამოჯდა შეზლონგზე.

-ეე, ეს ნოე არ არის?_სწრაფად გადახედა გოგონებს. თინამ თვალებმოჭუტულმა წამოყო თავი და დაქალის მზერას გააყოლა თვალი.

-ნოე და თან მარტო.

-იქნებ მარი ზღვაშია._ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა მირანდამ.

-თვალები გაახილე და შენ თუ სადმე მარის ნივთებს დაინახავ ქვიშის ძეგლს დაგიდგამ და თუ ვერ დაინახავ შენ ჩაგდებ ქვიშაში! _გაბრაზებულმა აუბრიალა თვალები. _გეუბნებით რა, მაღიარეთ!_კიდევ ერთხელ შეიქო თავი და შეზლონგზე გაწვა. _აბა რომელი მიცუნცულდებით და მიესალმებით?

-ჩვენ რატომ უნდა მივესალმოთ ადექი და მიესალმე.

-შენი სამაზლოა და იმიტომ!_ცალი წარბი აუქაჩა ლინდას.

-ნუ ბოდიალობ სისულელეებს.

ნოემ მალე დატოვა იქაურობა, თანაც ისე რომ გოგონები არც კი შეუნიშნავს. რამდენჯერმე გაცურა, მერე თავის ნივთებს ხელი დაავლო და იქაურობას გაეცალა. თინამ ღიმილით გააყოლა მიმავალს თვალი და ქვედა ტუჩი მოიკნიტა.

-რა ტანზეა. _ზუზუნედა თავისთვის.

>>>

საღამოს დათომ კაფეში დაპატიჟა, უფრო სწორად უთხრა რომ წასვლამდე მასთან ერთად უნდოდა მარტოს ესადილა. უყოყმანოდ დასთანხმდა ბიჭის შემოთავაზებას და შუა დღის სამ საათზე უკვე მისთვის ნაცნობი კაფის შესასვლელთან შეხვდნენ ერთმანეთს. ღიმილით გადაკოცნა დათომ და თავისუფალი მაგიდისკენ წავიდა.

-თქვენ როდის ბრუნდებით თბილისში?_ინტერესით იკითხა ლინდამ.

-ჩვენ ალბათ 2-3 დღეში ჩამოვალთ.

-კარგია...

-ლინდა, ნუ ხარ დაძაბული თორემ ძალიან მეწყინება. მომწონხარ, რა არის ამაში სანერვიულო და დასაძაბი არ მესმის.

-რომ მოგწონვარ. _სიცილით ჩაილაპარაკა და წვენი მოსვა.

-თბილისში რომ დავბრუნდები მერე სხვანაირად იქნება ყველაფერი. უფრო ხშირად დაგეკონტაქტები და ურთიერთობასაც იმედია ავაწყობთ. _ღიმილით ჩაუკრა თვალი და ანიშნა სალათა ჭამეო.

მასთან ერთად თავს ძალიან კარგად გრძნობს, მართალია ზოგ მომენტში იძაბება და არ იცის რა უნდა უპასუხოს, მაგრამ თავს მაინც კომფორტულად გრძნობს. ძალიან კარგი მოსაუბრე და გამგები ადამიანია დათო, ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკეს რომელზეც ჯერ აქამდე არ უსაუბრიათ. ლინდას მარტოხელა ცხოვრებაზეც იხუმრეს რამდენჯერმე და ბოლოს დათომ კმაყოფილმა აღნიშნა, რომ გოგონას ცხოვრებაში პირველობას აპირებდა. 2 საათში გამოვიდნენ კაფიდან და ლინდას სახლისკენ ფეხით დაუყვნენ.

>>>

-გამარჯობა. _მაღაზიაში შესულმა ხმადაბლა გადაულაპარაკა ნაცნობს. ნოე გაკვირვებული მიტრიალდა გოგონასკენ და მისი დანახვისას შუბლი შეკრა.

-გამარჯობა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მოლარეს მიუტრიალდა.

-როგორ ხართ?_რატომღაც მასთან საუბარი მოუნდა. ნოემ კიდევ ერთხელ გადახედა ლინდას და ახლა უკვე შუბლგახსნილმა შეათვალიერა გოგონა.

-კარგად შენ როგორ ხარ?_თქვენობითი ფორმა მარტო ლინდასთვის არსებობს თუ ნოე ძმაკაცად თვლის?

-მეც კარგად...ამ წამს წავიდა დათო სახლში. _თითი გასასვლელისკენ გაიშვირა და ღიმილით ჩაილაპარაკა.

-შენთან ერთად იყო?_ხმა ოდნავ შეეცვალა.

-კი...ჩემთან ერთად იყო.

ხმადაბლა წარმოსთქვა და თავი ოდნავ დაუქნია. ნოემ უსიტყვოდ აქცვია ზურგი პროდუქტებით დატვირთული პარკები აიღო და გასასვლელისკენ დაუმშვიდობებლად წავიდა. ლინდამ თვალი გააყოლა და ტუჩები და მხრები გაკვირვებულმა შეათამაშა.

საინტერესოა ამ მაღაზიაში რას აკეთებდა, როცა მათი სახლიდან ზუსტად 2 საათის სავალზეა. ან იქნებ ისევ პლაჟზე იყო და წასვლისას გადაწყვიტა პროდუქტების გაყოლება. რა მნიშვნელობა აქვს რატომ იყო აქ, ლინდასთვის მისი უტაქტო საქციელიც კი საკმარისია. როგორ არ დაემშვოდობა, არადა როგორ სცადა მასთან ნორმალური დიალოგის გამართვა. აშკარადად ლინდას პასუხი არ მოეწონა.

“იმედია დათოსთან არ მივა და არ ეტყვის მე არ მომწონს ლინდა და მასთან ერთად მეორედ არ დაგინახოო.”-სახლისკენ მიმავალი ხმამაღლა ფიქრობდა და თან სულელივით იცინოდა.

>>>
გაბრუებული, ძალაგამოცლილი და გამოფიტული ძლივს სუნთქავდა. ახლა გაციების და სიცხის დრო იყო, თანაც დღეს დედამისთან არ უსაუბრია და როგორც წესი უნდა დაურეკოს და დღის ანგარიში ჩააბაროს. ასეთი ხმით რომ დაიწყებს ლაპარაკს ეკა ფეხით გაქანდება. ამიტომაც გადაწყვიტა დიდი შეტყობინება გაეგზავნა დედისთვის და იქ აეხსნა რომ საუბარს ვერ შეძლებდა რადგანას სტუმრად იყვნენ სხვაგან. უკმაყოფილო სახით შეათვალიერა ჩაის ჭიქით ხელდამშვენებული თინა და თავი გააქნია.

-არ მინდა, არ დავლევ. _დაიწუწუნა და თხელ საბანში ჩაძვრა.

-გინდა და დალევ კიდევაც!_საბანი გადახადა და ფინჯანი გაუწოდა.

-ამ სიცხეში, არ გეცოდები?

-რომ მეცოდები იმიტომ გასმევ. _ტუჩები ოდნავ მიადო შუბლზე და ტემპერატურა შეამოწმა. _მე მგონი ცოტა დაგიწია. ჩაიდე თერმომეტრი.

>>>
მეშვიდე დღეს წასვლამდე გართობა გადაწყვიტეს, ყოველი შემთვხვევისთვის წამოღებული კლასიკური კოჭამდე განიერი ბარხატის შარვალი, მოკლე ტოპი მაისური და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვა და გოგონებთან ერთად სარკესთან დატრიალდა. საკუთარი თავით კმაყოფილმა ტელეფონი ჩანთაში ჩაიგდო და გასასვლელისკენ წავიდა. მართალია ჯერ ისევ შეუძლოდ გრძნობს თავს, მაგრამ ბოლო დღეა და სახლში ხომ არ გამოიგუდავს თავს?! თანაც შეიძლება მეორე ჯგუფიც გამოვიდეს.
სანაპიროსთან ახლოს ერთი ძალიან კარგი ღამის კლუბი აქვთ ამოჩემებული, მაგრამ აქამდე არ შესულან. დაცვას ღიმილით გაუწოდა პირადობის მოწმობა და გარედან დაზვერა სიტუაცია.

კლუბში შესული არ იყო ნაცნობ სახეს რომ მოკრა თავი, კუთხეში მარტო იჯდა და რაღაცას სვამდა. ლინდამ ღიმილით მიკრა თინას ხელი და მამაკაცისკენ მიახედა.

-ოუ. _სიცილით მოიკვნიტა ტუჩები და კაბა შეისწორა. _არაა... მაგარი კაცია, მაგრამ საჩემო არ არის._მოულოდნეალდ უკან დაიხია და ბარისკენ წავიდა.

-რა დაემართა?_ლინდამ გაკვირვებულმა კითხა არანაკლებად გაკვირვებულ მირანდას.

-ალბათ მარის გამო იკავებს თავს.

ფხუკუნით ჩაილაპარაკა და მეგობარს მიყვა უკან. არც ნოეს გამოპარვია კლუბში გოგონების გამოჩენა. მარტო მდგარი ლინდა თავიდან ფეხებამდე დაკვირვებით აათვალიერა და ხელის აწევით მიმტანს რაღაცა ანიშნა, მერე ფეხზე წამოდგა და ლინდასკენ დაიძრა. მამაკაცის ქცევით გაკვირვებულმა თავი უკან მიატრიალა ვინმე სხვასთან ხომ არ მიდისო, მაგრამ მის უკან არსებულმა კედელმა ეჭვები საბოლოოდ გაუფანტა და ნერწყვი ხმაურით გადააგორა. ნოე მის წინ გაჩერდა, კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა საღამოსთვის გამოწყობილი გოგონა და მზერა გასუწორა.

-დათო მოგწონს?_ნოეს კითხვამ უარესად დააბნია. გაოგნებულმა დაჭყიტა თვალები და კლუბის განათებაზე მამაკაცის ანთებულ თვალებს დააკვირდა.

-დათოს მიმართ ჩემ გრძნობებს შენთან რა კავშირი აქვს?_ლინდაც როგორ გაუშინაურდა, ჭკუა ისწავლა.

-კითხვაზე მიპასუხე! დათოსთან რა ურთიერთობა გაქვს?

-კი მომწონს!

კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და მიხვდა რომ ნოესთან ერთად საკუთარ თავსაც ატყუებდა. მამაკაცმა ცინიკურად ჩაიცინა და თავისი მაგიდისკენ მიტრიალდა, მერე თითქოს რაღაცა გაახსენდა ლინდასკენ მიტრიალდა და იმ წამს ჯიბიდან ამოღებული თხელი შარფი გაუწოდა. მინაშვილმა გაკვირვებულმა დახედა მისთვის ნაცნობ შარფს და მერე ნოეს ახედა. ეს ის შარფია რომელიც 3 თვის წინ უნივერსიტეტის ეზოში ქარმა წაართვა და ვერ დაეწია, ეს ის შარფია რომელიც ვიღაცამ დაბადების დღეზე გამოუგზავნა, ვისი ვინაობაც მისთვის დღემდე უცნობია.

-ეს შენ საიდან გაქვს?_ხელი შარფისკენ წაიღო, მაგრამ მამაკაცმა სწრაფი მოქმედებით დააბრუნა შარფი ჯიბეში და ირონიული ღიმილით გაეცალა გოგონას.

სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას და გონზე მოსასვლელად სუფთა ჰაერზე გავიდა. ცივმა ჰაერმა გამოაფხიზლა. გაკვირვებულმა მიატრიალა თავი უკან და ნოეს დანახვა სცადა, მაგრამ მამაკაცი იქ აღარ დახვდა, მაგიდასთან აღარავინ იჯდა. ყელში გაჩხერილი ბურთულა სწრაფად გადაუშვა სასულეში და ახურებულ ლოყებზე თითები მიიდო.
ვერაფერი ვერ გაიგო და ვერაფერს ვერ მიხვდა, ან ნოეს საიდან ქონდა ის შარფი, ან თუ ქონდა რა იცოდა რომ ლინდასი იყო. ან იქნებ ლინდას ეგონა რომ მამაკაცმა მისი შარფი ამოიღო. ხომ შეიძლება უბრალოდ დამთხვევა იყო და ნოეს უნდოდა რომ მისთვის მიეცა, მაგრამ ეს გრძნობებზე გათამაშება რა საჭირო იყო? დაანახა და ისევ უკან წაიღო. არა, აშკრად ის შარფი იყო რომელიც განსაკუთრებულად უყვარდა და რომლის დაკარგვაც საშინლად განიცადა, მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ აქვს ვინ აჩუქა.

-სად წახვედი?_ფიქრებიდან თინას ხმამ გამოფხიზლა.

-თავი ამტკივდა ხმაურზე და გარეთ გამოვედი. _სწრაფად უპასუხა და თვალების აქეთ-იქით ცეცება განაგრძო იქნებ ნოე დაენახა.

-ვის ეძებ?_ინტერესით იკითხა გოგონამ.

-ნოეს ვეძებ.

-ნოეს?_გაკვირვებულმა შეჭმუხნა შუბლი და თვითონაც მოათვალიერა გარემო. _შიგნით არის.

-არა, იქ აღარ არის. _თავი გააქნია და ჩანთა გახსნა.

-ლინდა, კარგად ხარ?_დაეჭვებულმა ქვემოდან შეხედა მეგობარს.

-სახლში რომ მივალთ მოგიყვებით.

>>>

-მოიცადე გინდა თქვა რომ ნოემ იცის ის შარფი შენი რომ არის?

-თინა, აბა ამდენიხანი რაზე ვლაპარაკობ?!_შეწუხებულმა ამოიხვნეშა.

-იქნებ სულაც ნოეს გამოგზავნილია ეგ შარფი?

-ანუ ნოე იცნობს... მაშინ რატომ არაფერი შეიმჩნია როცა სახლში მივიდა?

-არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ნოეს ლინდა 2 დღის წინ არ გაუცნია. _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა მირანდამ და ჩაფიქრებულ მეგობარს გადახედა.

უარესად აერია გონება, ვერაფერს ვერ ხვდება და ვერაფერს ბერ იგებს. ან ნოეს საქციელი რას ნიშნავდა, ან ახლა რატომ მოუნდა ამ ყველაფრის გაკეთება. დათოს შესახებ დასმული კითხვები კიდევ უარესად ურევს თავგზას.

მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, საკუთარ თავთან დასმულ კითხვებზე ფიქრობდა და ცდილობდა რომელიმე მათგანზე მაინც ეპოვა პასუხი, მაგრამ უშედეგოდ. წარმოდგენა არ აქვს რა კავშირშია ნოე მასთან, როგორ შეიძლება შარფი მასთან აღმოჩენილიყო. ხომ შეიძლება დაინახა როგორ გაუფრინდა მისთვის უცხო გოგონას შარფი, დაიჭირა და შემდეგ აღმოაჩინა რომ დაკარგული შარფის პატრონი და მისი ძმის სტუმარი ერთი და იგივე გოგონაა. “და გინდა თქვა რომ ნოე ქუჩაში ნაპოვნ ნივთს აქეთ-იქით ჯიბით დაატარებს?” ისევ გაირთულა საქმე. ხომ შეიძლება უბრალოდ იფიქროს რომ მართლაც ყველაფერი დამთხვევაა და მორჩეს, მაგრამ არა! ხომ უნდა მოიჭყლიტოს ტვინი და გონება თბილისში წასვლამდე.
დათოს მიმართ რას გრძნობს მაგითაც რომ დაინტერესდა, თანაც ლინდას პასუხი აშკარად არ ესიამოვნა, იქნებ მართლა არ მოსწონს ეს გოგო თავისი ძმისთვის და უკეთესი უნდა რომ ყავდეს?! მაგრამ მეეჭვება დათოს ნოეს აზრი ამ თემასთან დაკავშირებით დიდად აინტერესებდეს, და არც ნოეს უნდა აინტერესებდეს დიდად დათოს პირადი ურთიერთობები. მაშ სადამდე შეიძლება მივიდეს ამ გოგოს ფიქრები?!
ჯობია დაიძინოს!

დილით ადრიანად წამოფრინდნენ ფეხზე ლინდას არც უძინია, თვალებდაჭყეტილი ელოდებოდა როდის დარეკავდა თინას მაღვიძარა. გამზადებულ ბარგს ხელი დაავლეს და ტაქსით რკინიგზის სადგურში გაქანდნენ. ერთი სული ქონდა როდის ჩავიდოდა თბილისში და როდის ჩაეხუტებოდა მონატრებულ დედას რომელიც ერთი საათით ადრე მივა რკინიგზის სადგურში შვილის დასახვედრად.

-გუშინ მთელი ღამე არ მიძინია. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა როგორც კი მატარებელი დაიძრა.

-ვიცი. _სწრაფად გამოეპასუხა თინა._მთელი ღამე შენ აფორიაქებულ სუნთქვას ვუსმენდი, არც მე მძინებია, ბოლოსკენ ჩამეძინა დაღლილს.

-ანუ რა გინდათ თქვათ რომ მე ამ საკითხზე არ ვიფიქრე და ისე დავიძინე?_წარბწეულმა გადახედა მეგობრებს.

-რაში უნდა აინტერესებდეს ნოეს მე რას ვგრძნობ დათოს მიმართ.

-იქნებ უყვარხარ?!_ბენდიერი ღიმილით წამოიძახა თინამ.

-რა შეატყე?

-სიმართლე გითხრა?

-კი!

-შევატყე კი არა მათთან ყოფნისას ზედაც არ შეოუხედავს შენთვის._თვალები სასაცილოდ აატრიალა და ჟურნალი გადაშალა. _უბრალოდ მართლა არ მესმის რა კავშირი შეიძლება ქონდეს შენთან. ან ის შარფი ასე დამპლურად რატომ გამოგიჩინა, თანაც ზუსტად წამოსვლის წინა ღამეს.

-დათოს რომ ვთხოვო ნომერი და დავუკავშირდე?

-და რა უნდა უთხრა- შენ ძმას ჩემი შარფი აქვს და დაბრუნება მინდაო?_წარბწეულმა კითხა მირანდამ.

-აბა რა ვქნა?!_ფიქრისგან დაღლილმა ამოიზმუილა და თავი ჩანთაზე დადო.

-დათოს გარეშეც მივაგნებთ. _დააიმედა და ტელეფონს დახედა.

>>>

ორი დღის შემდეგ უცხო ნომერი დაფიქსირდა ლინდას მობილურზე, ნათლიამისის სახლიდან გამოპარულმა ნომერი რამდენჯერმე გადაიკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა. რატომღაც გრძნობდა რომ უცხო ნომერიდან ნოე ურეკავდა.

-გისმენთ. _პასუხის მოლოდინში აღელვებული გაინაბა.

-ლინდა, როგორ ხარ? თეონა ვარ._ როგორც კი გოგონას ხმა გაიგონა იმედგაცრუებული მიყუდა სადარბაზოს კედელს და თვალები მაგრად დახუჭა.

-კარგად თეონა შენ როგორ ხარ?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა.

-მეც კარგად, ჩვენ გუშინ ჩამოვედით თბილისში და თქვენი ნახვა გვინდა...

-აუცილებლად, დღეს საღამოს შეგეხმიანებით და გადავწყვიტოთ სად შევხვდეთ.

-კარგი გელოდებით._მხიარულ ნოტაზე დაასრილა თეონამ საუბარი და ტელეფონი გაუთიშა.

ბათუმიდან წამოსვლის შემდეგ დათო მხოლოდ ორჯერ შეეხმიანა. ერთხელ როცა დარწმუნდა რომ მშვიდობით იმგზავრეს და მეორედ გუშინ დაურეკა და მოიკითხა, უთხრა რომ ჩასვლისთანავე შეეხმიანებოდა და ნახავდა, მაგრამ როგორც სჩანს პირობა თეონას გადააბარა. ცოტა იმედგაცრუებული და ნაწყენია მასზე, ასე უბრალოდ რომ მოიკითხა, მაგრამ კლუბში მომხდარის მერე ამაზე საერთოდ ვეღარ ფიქრობს. სულ იმაზე ეფიქრება ნოესთან ტყუილის თქმა რომ მოუწია, მაგრამ რა ქნას მაშინ ეგონა რომ დათოს მიმართ მართლა გრძნობდა რაღაცას, როგორც კი ეს ხმამაღლა დააფიქსირა მიხვდა რომ თურმე ცდებოდა... კიდევ კარგი დათოს არაფერი არ უთხრა და ტყუილ უბრალოდ არ დააიმედა.

შუა დღისკენ გოგონები ნახა და თეონას ზარის შესახებ მოახსენა, თინამ ჩემთან ამოვიდნენ და აქ ვნახოთ დღეს არსად გასვლა არ მინდაო. იდეა ორივემ მოუწონა და თეონასთან მისამართი აფრინეს.

-როგორ ხარ?

-მიხარია რომ გაგახსენდი. _დათოს ღიმილნარევმა ხმამ უნებურად გაამხიარულა. _კარგად შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად... შენც მოდიხარ ხომ?

-კი, მეც მოვდივარ._სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა.

-კარგი მაშინ გელოდებით. დროებით._სწრაფად დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.

აშკარად თავის თავს უწყობს გამოცდას, ვითომ უნივერსიტეტის გამოცდები არ ეყოფოდეს.

>>>
-დათო რომ მოვა იცოდე არაფერი არ შეიმჩნიოთ!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა მეგობრები ლინდამ.

-შენ გაასწორე სახე, თორემ ჩვენ არაფერი გვეტყობა. _ცინიკურად ჩაუპაჭუნა თვალი თინამ და აწკრიალებული კარების გასაღებად წავიდა.

შემოსასვლელშივე გაჟღერებული ხმაური უცებ გაიფანტა სამოთახიან ბინაში. მათი ხმის გაგონებისას უნებურად გადაურბინა ღიმილმა, ბათუმი გაახსენდა. პირველი თეონა შევიდა ოთახში და ლამაზად შეფუთული ყუთი გაუწოდა.

-რა საჭირო იყო?

-თქვენ რომ მოგვიტანეთ და დაგვიდგით ის რა საჭირო იყო?_წარბწეულმა კითხა და გაუცინა. _როგორ ხართ?

-კარგად თქვენ?

ლინდამ ღიმილთ აუწია დათოს ხელი. ბიჭი სწრაფად გადავიდა წინ და ლოყაზე აკოცა.

-მომენატრე._ხმადაბლა ჩასჩურჩულა და თვალებში ჩახედა. ლინდამ ლოყებაფარკლულმა გადაიტანა მზერა სხვა სტუმრებზე და ღრმად ამოისუნთქა. _კარგი, ნუ იძაბები ვიცი რომ შენ არ მოგნატრებივარ. _სიცლით მოუჭირა თითები ლოყაზე და თვალი ჩაუკრა.

>>>

ვერ გადატყვიტა როგორ ეთქვა დათოსთვის რომ მის მიმართ არაფერს გრძნობს და ურჩევნია რომ ახლობლებად დარჩნენ. არ უნდა დათოსაც უიმედოდ გაუღვივოს გრძნობები, მერე ამას საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებს. ჯობია ახლავე დასვას წერტილი და ყველაფერი გაარკვიოს.

-დათო, შენთან საუბარი მინდა. _როგორც კი აივანზე გასული დაიგულა სწრაფად აედევნა უკან.

-ვიცი რაზეც უნდა ვისაუბროთ.

-მე მართლა არ მინდა რომ გაწყენინო, უბრალოდ ახლა არანაირი ურთიერთობს დაწყება არ მსურს, თანაც შენს მიმართაც ვერაფერს ვგრძნობ, რაც ბიძგს მომცემს. _დამფრთხალი ჩიტივით ათამაშებდა მხრებს და ცდილობდა ყველაფერი ლამაზად აეხსნა. _არ მინდა ამის გამო ცუდი ურთიერთობა გვქონდეს.

-ამის გამო მე და შენ ცუდი ურთიერთობა არ გვექნება. მესმის შენი სცადე, მაგრამ არ გამოგივიდა. _ღიმილით გადაიხარა მისკენ და თითები მხრებზე მოხვია.

-ანუ...

-ანუ შეგვიძლია ურთიერთობა გავაგრძელოთ, თუ მე შენ მიმართ გრძნობები გამიღვივდება ეს უკვე ჩემი სისულელის ბრალი იქნება და არა შენი.

-არ მინდა ეგრე მოხდეს._თავი გააქნია და ქვედა ტუჩს კბილებით წაეთამაშა.

-ამ წუთდან არც მე მინდა, იმიტომ რომ შემდეგ ჩვენ ურთიერთობას შეექმნება საფრთხე. ახლა ჯობია შევიდეთ, თორემ ცოტა აცივდა და 4 დღის წინ სიცხიანი იწექი.

თითქოს განთავისუფლდა და ვალი მოიხადა. ახლა უკვე შეუძლია თავისუფლად მოძებნოს ნოე და კითხოს საიდან აქვს მისი შარფი, ან დათოსთან დაკავშირებით რა უფლებით უსვამდა კითხვებს. მაგრამ რეალურად რომ დავფიქრდეთ დათოსთან ურთიერთობა ამ ყველაფერში ხელს მაინც არ უშლიდა. უბრალოდ გაუხარდა ყველაფერი ასე კარგად რომ დასრულდა, რა იქნება მომავალში ეს უკვე დათოს გადასაწყვეტია, ლინდა სუფთაა და მშვიდი.

დილით დედამისთან ერთად მამიდამისთან წავიდა სტუმრად. მართალია საშინლად ეზარებოდა დილის 10 საათზე ადგომა და გამზადება, მაგრამ ეკას მუდარით სავსე თვალებს რომ წააწყდა უარი ვეღარ უთხრა და ბუზღუნით წამობობღდა ფეხზე.
მამიდამისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, იცის რომ არც ლალი ამართლებს საკუთარი ძმის საქციელებს და ყოველთვის ძმიშვილის და რძლის მხარეზეა.

-რომ იცოდე როგორი გემრიელი ზებრა დაგახვედრე. _სახლში შესვლისთანავე ღიმილით გამოეგება ლალი.

-სადარბაზოშივე ვიგრძენი სუნი და ვინატრე აქედან გამოდიოდეს თქო.

-ჩემი ლამაზი გოგო. როგორ ხარ, როგორ მოიარე ზღვა? რა კარგ ფერზეა ეს შანტლა ეს. _მონატრებულ ძმიშვილს ლოყები დაუკოცნა და რძალს მიუტრიალდა. _რამე ხომ არ უთქვამს?

-არა, არაფერი. _ღიმილით გაუქნია თავი და მულიშვილებისკენ წავიდა.

-ლინდა, ინგლისურს და მათემატიკას ხომ დამიწერ?_სასაცილოდ გამოიწელა ყელი ლადომ და ბიძაშვილს მუდარით აუფახუნა თვალები. ლინდამ მამიდის წარბწეულ მზერას ყურადღება არ მიაქცია და თავის ქნევით დაეთანხმა.

რამდენიმე დღე ცდილობდა ნოეს მისამართი და საკონტაქტო ნომერი გაეგო, მართალია ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც არ დანებებულა. დათოსთვის კითხვა არ უნდოდა, არც დანარჩენებისთვის. გოგონებთან ერთად ცდილობდა მამაკაცის ადგილსამყოფელის გაგებას. დათოსგან იცის რომ ნოე მათთან ერთად არ ცხვორობს და ცალკე აქვს თბილისში ბინა, ასევე იცის რომ თავისი საქმეებით არის დაკავებული, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ის არ იცის.

-აუ, მოდი რა ვკითხოთ დათოს.

-არ გამოვა. _თავი გააქნია ლინდამ და ლეპტოპი გახსნა.

-მე ვკითხავ, ვითომ რაღაცის თხოვნა მინდა. _მოულოდნელი წინადადებით გამოვიდა მირანდა. თინამ შუბლშეკრულმა აათვალიერა მეგობარი და შეუღრინა.

-აქამდე ვერ მოფიქრე ეგ?

-ახლაც მე მოვიფიქრე._სიცილით მიკრა მხარი.

-და რა უნდა სთხოვოო რომ გკითხოს?

-არ მკითხავს. მიდი ამიკრიფე დათოს ნომერი!

>>>
აცახცახებული ნაბიჯებით შეათვალიერა სამსართულიანი შენობა და დასამშვიდებლად ღრმად სუნთქვა დაიწყო. ერთ მომენტში ისიც იფირა რა საჭირო იყო ამ საქმის ასე გამოძიება და ამბების ატეხვაო, მაგრამ სახლისკენ მიტრიალებულს ფეხები რომ არ დაემორჩილა მიხვდა რომ საჭირო კი არა აუცილებელიც კია. კიდევ ერთხელ შეისუნთქა სუფთა ჰაერი და მინის დიდი კარი შეაღო. შესასვლელში მიმღების გოგონებს მოკრა თვალი, დაცვასთან ერთად რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.

-გისმენთ. _სწრაფად დასერიოზულდა ერთ-ერთი მათგანი და ლინდას მიუტრიალდა.

-გამარჯობა, მე ნოე ქალდანთან ვარ.

-ჩაწერილი ხართ?

-არაა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო. _მუდარით გადახედა გოგონებს.

-დავურეკავ და ვკითხავ თუ სცალია.

-დიდი მადლობა.

-ბატონო ნოე თქვენთან არიან... არა, ჩაწერილი არ არის, მაგრამ საქმე მაქვსო...ვიცი, მაგრამ არ მიდის. _ღიმილით ჩაუკრა თვალი ლინდას. _გასაგებია. _სწრაფად დაკიდა ტელეფონი._ მესამე სართულზე დერეფნის ბოლოს რომ კარია იქ შედით.

გახარებულმა მიაყარა მადლობები და კიბეებსკენ წავიდა. ლიფტით სარგებლობაზე არც უფიქრია იმდენად აღელვებული იყო. მესამე სართულზე ასული დერეფნის დასაწყისში დადგა და ფეხებზე დაიხედა.

-აბა შენ იცი ლინდა, იცოდე არ დაიბნე და ენა არ აგებნას. _საკუთარი თავი გაამხნევა, ერთი ზურგზე ვერ დაიბრახუნა ხელი თორემ სხვა დანარჩენი ყველაფერი ხუთიანზე შეასრულა.

ხის კარგზე ზედიზედ ორჯერ დააკაკუნა და ოდნავ შეაღო, მაგრამ ნოეს კაბინეტის მაგივრად ვიღაცა ქალის კაბინეტი დახვდა.

-მე ბატონ ნოესთან ვარ.

-გელოდებათ. _მის უკან მდებარე კარზე მიუთითა და კომპიუტერში რაღაცის კეთება განაგრძო.

თურმე როგორი მიუწვდომელი ყოფილა. მდივანი ინტერესით აათვალიერ-ჩაათვალიერა, ძალიან სექსუალური ქალია საინტერესოა მარის გული როგორ უძლებს შეყვარებულს ყოველ დღე აქ რომ უშვებს. კარი ნელა შეაღო და ნახევარი ტანით შევიდა. ნოემ ლინდას დანახვისას ირონიულად ჩაიცინა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი წამოდგა ფეხზე.

-გელოდები.
~~~~~~
არც ეს ისტორიაა ძალიან ძველი, მაგრამ უკვე დაწერილია... თუმცა თავებად დადება რატომ გადავწყვიტე მაგას ბოლოს მიხვდებით (ვისაც წაკითხული არ აქვს.) <3



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგია მომწონს ძალიან

 


№2  offline წევრი პოლ ინა

???? საინტერესოა ❤

 


№3  offline მოდერი bibo

დავიჯერო ეს არ მაქ მე წაკითხული ტაჩუნა :* ბედნიერების სხივო :* ჩემო კამფეტო სასწაული ხარ :* სიტყვებზე მეტი ხარ კამფეტო :* აუ დათო აუ ნოე არჩევანს ვერ ვაკეთებ უფ :დ ასე არ იცოდი შენ :დ ეხა შემდეგ თავს გულის ფანცქალით ველი :* მიმანიშნო არ გინდა რომელი დათოსკენ უფრო ვიხრები ჩემო გულის ჯემო :* ჩემი სიყვარულის ნატეხი ხარო :* ტაჩუნა მზეო ბედნიერების მარცვალო კამფეტი მყევხარ :*

 


№4  offline წევრი ))♡

Chemi intrigani gogoo ????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№5  offline წევრი Mariam Shengelia_3

მერამდემე მოთხრობას ვკითხულობ შენსას.
ყოველ ჯერზე სასიამოვნოდ ახერხებ ჩემს გაკვირვებას.
საოცარი გოგოხარ საოცარი ისტორიებით.
მიხარია გაღვიძება როცა ვიცი რომ შენი ისტორია დამხვდება დადებული.
ძალიან კარგია და ძალიან კარგი ხარ შენ

 


№6 სტუმარი სტუმარი Lia

U k a r g e s i a❤❤❤

 


№7  offline მოდერი მე♥

სტუმარი მარიამი
კარგია მომწონს ძალიან

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️
პოლ ინა
???? საინტერესოა ❤

მადლობები❤️❤️❤️
bibo
დავიჯერო ეს არ მაქ მე წაკითხული ტაჩუნა :* ბედნიერების სხივო :* ჩემო კამფეტო სასწაული ხარ :* სიტყვებზე მეტი ხარ კამფეტო :* აუ დათო აუ ნოე არჩევანს ვერ ვაკეთებ უფ :დ ასე არ იცოდი შენ :დ ეხა შემდეგ თავს გულის ფანცქალით ველი :* მიმანიშნო არ გინდა რომელი დათოსკენ უფრო ვიხრები ჩემო გულის ჯემო :* ჩემი სიყვარულის ნატეხი ხარო :* ტაჩუნა მზეო ბედნიერების მარცვალო კამფეტი მყევხარ :*

განოგეპარა ქალაუ❤️❤️❤️ მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე!❤️❤️❤️
))♡
Chemi intrigani gogoo ????????????

ჰეჰ, სიხარულო❤️❤️❤️
Mariam Shengelia_3
მერამდემე მოთხრობას ვკითხულობ შენსას.
ყოველ ჯერზე სასიამოვნოდ ახერხებ ჩემს გაკვირვებას.
საოცარი გოგოხარ საოცარი ისტორიებით.
მიხარია გაღვიძება როცა ვიცი რომ შენი ისტორია დამხვდება დადებული.
ძალიან კარგია და ძალიან კარგი ხარ შენ

ძალიან მსიამოვნებს იმის გააზრება რომ ჩემ ისტორიების კითხვა გსიამოვნებს... უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო.❤️❤️❤️
სტუმარი Lia
U k a r g e s i a❤❤❤

უხ! მადლობა დიდი დიდი❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№8 სტუმარი მადამ ბოვარი

ასე გიყვარს ღამე რომ ყოველ მეორე ისტორიას ღამეს არქმევ? ტრაფარეტული ფრაზებია, მეტი კრეატივია საჭირო

 


№9  offline მოდერი მე♥

მადამ ბოვარი
ასე გიყვარს ღამე რომ ყოველ მეორე ისტორიას ღამეს არქმევ? ტრაფარეტული ფრაზებია, მეტი კრეატივია საჭირო

სწორად მიხვდი... ❤️ “სავიზიტი ბარათს” ასე თუ ისე თავის კრეატივი აქვს.❤️
რჩევისთვის გმადლობ❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№10 სტუმარი სტუმარი თაკო

არ ვიცი თუკი რამე არსებობს ამ საიტზე ატვირთული შენი მოთხრობა ყველა წაკითხული მაქვს ყოველთვის მაინტერესებდა სათაურებში სიტყვა ღამე ესე ხშირად რატო?
ამ მოთხრობას რაც შეხება მომწონს
ნუ შენი ყველა მოთხრობა მომწონს
და როგორც სხვა მოთხრობები ესეც ჰეფი ენდით დასრულდება
წავალ გავიქცევი მეორე თავსაც წავიკითხავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent