შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მომავლისთვის 8


18-10-2017, 15:38
ავტორი NA NO
ნანახია 2 829

- სიმართლე გითხრა, რაც გავაცნობიერე, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა დედის წინაშე უფრო მეტად დავითრგუნე. როგორია როდესაც მარტო ხარ და ყველა პრობლემას შენით უნდა გაუმკლავდე და პასუხი აგო. თანაც ყოველთვის ვგრძნობდი ახლობლების მხრიდან უდიდეს სიყვარულთან ერთად ზერელე დამოკიდებულებას, იმის გამო რომ გოგო ვარ. თითქოს არ შემეძლო ოჯახის და დედის პატრონობა. ყველას მზერაში ვითხულობდი თუ როგორ ეცოდებოდათ დედაჩემი უქმროდ და უვაჟოდ. ჩვენთან ხომ გოგო ოჯახს ვერ გამართავს, გათხოვდება და წავა, ,,ძირ ოჯახს” დაივიწყებს და მშობლების ნაშრომ-ნამოღვაწარს წყალს გაატანს. ამას რომ ვაანალიზებდი კიდევ უფრო ვბრაზდებოდი. ბევრჯერ მინატრია ბიჭი ვყოფილიყავი... მერე სულ უფრო და უფრო ბევრს ვფიქრობდი მომავალზე. გავეგოისტდი კიდეც, თანაც ამ პერიოდს ისიც დაემატა, რომ დემეტრეს ღალატის შესახებ გავიგე, თურმე სამსახურიდანაც გააგდეს თაღლითობის გამო. ასეთ ადამიანს ნამდვილად ვერ დავუკვშირებდი მომავალს. იმის წარმოდგენაზე, როგორ მატყუებდა და სხვასთან სიცილით განიხილავდა ჩემი გაცურების გეგმას, ადამიანების ნდობა დამიკარგა. თუმცა მარტოობის შიში ორმაგად გამიმძაფრდა. ეგოისტი გავხდი... რადგან ყოველთვის დიდ ოჯახზე ვოცნებობდი, ახლა კი ამ ოცნებას საფრთხე დაემუქრა. უფრო სწორად არც მქონდა უფლება ქმარზე და შვილებზე მეფიქრა. ზუსტად ვიცოდი არავის შევიყვარებდი, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი არსებობა რამით მაინც გამემართლებინა. სიცოცხლეზე მეტად მინდოდა შვილი. დიდი ოჯახი თუ არა ერთ შვილს მაინც გავაჩენდი. ვიზრუნებდი მასზე და მთელი ცხოვრების განმავლობაში სითბოსა და სიყვარულს არ მოვაკლებდი. იმდენად მინდოდა შვილის გაჩენა, გეგმა დავსახე, რომ ვინმეს გავიცნობდი და მისგან დავორსულდებოდი. მარტივად ჟღერს, გულუბრყვილოდ უფრო არა? თავიდან ამის წარმოდგენაზე საკუთარ თავზე გული მერეოდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მარტოობის შიში და შვილის ნდომის სურვილი, რომ საკუთარ თავმოყვარეობას გადავახტი. დავჯდებოდი ხოლმე და ჩემს თავს წარმოვიდგენდი, მოხუცს, დამჭკნარი დაბრეცილი ხელებით, ჯოხითაც, რომ ძლივს დააბიჯებს მიწაზე. სწორედ აქ ამ სახლში ვიყავით, მხოლოდ მე და ჩემი მარტოობა. დღეები ერთმანეთს მისდევდა, მე კი ისევ სახლში ვიყავი, ოთახიდან ოთახში დავდიოდი უაზროდ, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, არც არავის ველოდი. იმიტომ რომ ვიცოდი არავინ მყადა ქვეყანაზე მომკითხავი. მარტოობას ვეგუებოდი და ეს კიდევ უფრო მიღებდა ბოლოს. იმას არ უნდა შეეგუო რისიც ძალიან გეშინია და ბოლოს გიღებს, თორემ ეს ადაპტაცია გამოგაცლის საბოლოოდ ფეხქვეშ მიწას.... მერე ვითომ ცუდად გავხდი, წყლის დასალევადაც ვერ წამოვდექი, დავბარბაცდი თითქოს შიში და წლების ნაგროვები მოგონებები ადგომის საშუალებას არ მაძლევდნენ... ოთახის კუთხეში ვიჯექი და ჩემი ბებერი თავის სიკვდილს ვუყურებდი, რომელიც მხოლოდ იმიტომ იხრჩობოდა, რომ წყლის ჭიქის მიმწოდებელი ქვეყანაზე არ ყავდა. ამ ფიქრებმა ლამის გამაფრენინეს ერეკლე. შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ვფიქრობდი, ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვებრძოდი საკუთარ თავს როდესაც შენ შეგხვდი. იმასაც ველოდი, რომ შენ შეხებას ვერ ავიტანდი, სირცხვილით მოვკვდებოდი და ჩემს მომავალს ვუღალატებდი. მაგრამ არა... საერთოდ არ მინდოდა იმ წამს შენზე მეფიქრა, შეიძლება ჩემი შვილის მომავალზეც არ მიფიქრია, რადგან დამაბრმავა მარტოობის შიშმა.
-ჩუ... თუ გინდა ნუღარ გააგძელებ.... მთელი ძალით ხვევდა ხელებს აკანკალებულ ქალს... - ნუ ტირი ნიტა ნუ...
-არ მინდა... ჩვენს შვილს გეფიცები არ მინდა თავი ვალდებულად იგრძნო. ან ჩემი უაზრო ფიქრების გამო გეცოდებოდე. გეტყოდი, აუცილებლად გეტყოდი ადრე თუ გვიან ბავშვზე... მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ რომ უფლება გაქვთ ერთმანეთის შესახებ იცოდეთ. არ მინდა ჩემთან იძულებით იცხოვრო ერეკლე. ნებისმიერ დროს გექნება იმის საშუალება, რომ ბავშვზე იზრუნო. ვიცი რომ მას არ წამართმევ...ვიცი რომ ასე არ გამწირავ.. ხომ არ წამართმევ ერეკლე ?... ჩუჩულით ამოილაპარაკა და ცრემლით სავსე თვალები მიანათა კაცის ნაღვლიან თვალებს.
-სისულელეს ნუ ამბობ ნიტა. მინდა რომ ჩემთან იყო. ბავშვის წართმევას არ ვაპირებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე და შენ ოჯახი გვექნება.. გაიგე? ასე რომ უაზრო აზრები თავიდან ამოიგდე. შენი შიშებიც გაქრება მერწმუნე. იმიტომ, რომ ბედნიერებას იმსახურებ და იქნები კიდევაც. ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ მეცოდები, განა რა გჭირს შესაცოდი? არც ის მინდა იფიქრო რომ ჩემს ცხოვრებაში ვინმეს ადგილი დაიკავე, რადგან შენც კარგად უნდა ხვდებოდე იმ დონეზე არც არავინ მყოლია, რომ ცოლი მეწოდა მისთვის. ასე რომ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე მოგიწევს ფიქრი...
-რაზე?
-თუ როგორ უნდა შემიყვარო თავდავიწყებამდე, სიცილით ჩაილაპარაკა და ქალს თვალები დაუკოცნა.
-შენ?
-მე.... მე მგონი უკვე მიყვარდები....

888888888888

ოთახში შემოსული ელენე რომ დაინახა, მაშინვე გვერძე გაიჩოჩა და არღვლიანს მოშორდა. თითქოს რამეს აშავებდა მასთან ჩახუტებით. ერეკლესაც ჩაეღიმა და მათ პირდაპირ მოკალათებულ სასიდედროს გახედა.
-ანუ? დაეჭვებით იკითხა ქალმა და შვილს გახედა, რომელიც მობუზული იჯდა და თითებს იმტვრევდა.
-ანუ ქალბატონო ელენე რამდენიმე დღე აქ დავრჩებით, თუ დაგვიტოვებთ რა თქმა უნდა და მერე წავალთ ჩვენთან სახლში... ღიმილით ისევ მოხვია ხელი ნიტას და გულზე აიკრა.
-ძალიან მიხარია შვილებო. ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ. ერეკლე დარწმუნებული ვარ ჩემს გოგოს გაუფრთხილდები და გულს არ ატკენ, სხვანაირად მეც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს მის მაგივრად რომ მივიღე გადაწყვეტილება.
-შენ დაურეკე ერეკლეს?
-ლელას დავურეკე და ვუთხარი ჩვენი მისამართი მიეცა. ხომ იცი საკუთარ თავზე მეტად გიცნობ შვილო. რომ არ მენახე რამდენჯერმე ატირებული და რომ არ მეგრძნო ერეკლე როგორ გენატრებოდა, დაგიჯერებდი და აღარ დავიწყებდი შენზე ჭკუის სწავლებას სიმართლე უთხარითქო.
ცოტახანი კიდე ისაუბრეს, მერე ერეკლე წამოდგა მანქანიდან რაღაცეებს შემოვიტან და დავბრუნდებიო. ქალები კი შინ დარჩნენ. ელენემ აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და რითი ესიამოვნებინა სიძისთვის, რომელმაც პარკებ დატვირთულმა შემოაღო კარები და გეზი პირდაპირ სამზარეულოშ მოფუსფუსე ქალისკენ აიღო
-მომიკვდეს თავი ამდენი რამე რად გინდოდა შვილო?
-არ ვიცი ნიტა ახლა რას ჭამს მაგრამ, აქ რაც არის ყველაფერი შედარებით ნატურალურია...
-ხო მადას არ უჩივის ქალბატონი, ისეთი რაღაცეები უნდება ცხოვრებაში რომ არ ჰყვარებია... ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა და ხაჭაპური ტაფაზე დადო.

დიდი ხანია ასეთი ოჯახური სიტუაცია არ შექმნილა. შეიძლება სისულელეა, მაგრამ თავს საოცრად კომფორტულად გრძნობს. საიდანღაც მოპარული ფორიაქიც თითქოს უკვალოდ გაქრა. რამდენჯერმე მაინც შიშით გახედავს ხოლმე კაცს. ეშინია სიზმარი არ იყოს და არ გამოეღვიძოს. თუმცა ელენესთან მოლაპარაკე ერეკლეს რომ ხედავს მშვიდდება. ცდის. არა დარწმუნებულიც არის რომ ყველაფერი დალაგდება მის ცხოვრებაში და ის ბედნიერება ეღირსება რასაც არც კი იმსახურებს.

უკვე კარგად ჩამობნელებული იყო ჭიშკარს მანქანა, რომ მოადგა. თავიდან ლელა ეგონათ , მაგრამ შეცდნენ. მხიარულად მოაბიჯებდა გიორგი ეზოში. რამდენიმე წამი ეზოში შედგა ალბათ ერეკლეს მანქანას აკვირდებოდა, მერე კი სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა სახლის წინ მდგარი ელენესკენ
-სტუმრები გყავთ ელო? მაპატიე ეს თვეები ვერ შემოგიარე. სწრაფად მიაყარა ქალს და ლოყები დაუკოცნა
-მოდი გიო მოდი, თბილად შეიპატიჟა ქალმა მულის შვილი და უკან მიჰყვა
სიმართლე, რომ თქვას ყოველთვის იმას გაიძახოდა არავის აზრი არ მაინტერესებს, ვინც რაც უნდა ის თქვასო. მაგრამ რომ წამოდგა და მამიდაშვილის გაკვირვებულ სახეს გადააწყდა საშინელმა ფორიაქმა დაუარა, ერთიანად აუკანკალდა კიდურები და ერეკლეს ხელს მოეჭიდა. ზუსტად იცის, რომ გიორგის არანაირი უფლება არ აქვს უსაყვედუროს ან განსაჯოს. თუმცა მაინც ანერვიულებს და გულს ტკენს იმაზე ჯავრი რას იტყვის მისი ერთადერთი მამიდაშვილი.
-რა ხდება ნიტა? დაბნეულად გადახედა წყვილს და მერე ელენეს მიუბრუნდა.. -ეს ვინ არის?
-ეს...
-მისი ქმარი, სიტყვა არ დაამთავრებინა ქალს და ხელიც შეუშვა. - მგონი სალაპარაკო გვაქვს ხო?
ზუსტად არც დრო დაუნიშნავს და არც არაფერი, რაც გიორგი და ერეკლე გარეთ გავიდნენ სალაპარაკოდ მას მერე წინ და უკან დადის. ზუსტად იცის არც ერთი რომ არ არის ზედმეტად შარიანი და შუა ეზოში მუშტიკრივს რომ არ გამართავენ მაგრამ მაინც ვერ ისვენებს.
-დაწყნარდები ნიტა? თავი დამებრუა
-რა საჭირო იყო ეს გარეთ ლაპარაკი?
-კარგი შვილო, ხომ იცი კაცების ამბავი
-ვიცი ვიცი მაგრამ მაინც არ მესმის
-გიორგისთვის შენ როგორც და ისე ხარ, მისთვის უბრალოდ მოულოდნელი იყო შენი გათხოვება, თანაც თქვენ ძალიან ახლო მეგობრები იყავით და ალბათ ეწყინა მას, რომ არაფერი უთხარი...
ოთახში გაადრული სახით შემოაბიჯა გიორგიმ და პირდაპირ ნიტას მოეხვია, უკან ირონიულად მომღიმარი ერეკლე მოჰყვა და ელენეს თვალი ჩაუკრა.
-შე პატარა ჭინკა დედა უნდა გახდე?
-ჰაა? მოიცა არ მსაყვედურობ? გაკვირვებულმა აუფახულა თვალები გიორგის
-რას გსაყვედურობ გოგო? ახლა რამის თქმას გაგიბედაავ? არა ესე რომ გავიგე შენი გათხოვების ამბავი და ამ პატარას არსებობის შესახებ აეგ ნაღდად მეწყინა,ჩვენში ეგ არ მოდის ნიტა. არა არც სამი თვის წინ რომ არ შეიმჩნიე ეს გათხოვება დიდი უსინდისო გოგო ხარ, მაგრამ ამ პაწუკას გამო გაპატიებ, თითი დაკრა მუცელზე და მაგრად მოეხვია...
-სამი თვის წინ?
-ხო საყვარელო ისე უცებ მოვაწერეთ ხელი და ისე უეცრად მომიწია თურქეთში წასვლა ალბათ გათხოვილი ქალი, რომ იყავი იმის აღნიშვნა დაგავიწყდა ხალხში... სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა ერეკლემ და კუთხეში მოფხუკუნე სიდედრს გახედა.
საღამომ იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ელოდა. ისე კარგად გაუგეს კაცებმა ერთმანეთს წამით ეჭვიც შეეპარა აქამდეც ხომ არ იცნობდნენ ერთმანეთსო.

-გიორგის რა უთხარი?
-სიმართლე...
-რა სიმართლე ერეკლე? სამი თვის წინ ხელი მოვაწერეთ და არ მახოსვს?
-როგორც ჩანს ცოლო... იცი რა ნიტა, მგონია, რომ არ არის საჭირო ჩვენი პირადი ცხოვრება გავასაჯაროვოთ. გქონდა რაღაც აკვიატებები ხო? ახლა ეგ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ის რომ ორსული აქ გამოიპარე, ეგ ამბავი უკვე საკმარისზე მეტმა ადამიანმა იცის და კიდევ შენს გამო არ მინდა დანარჩენებმაც ცხვირი ჩაყონ ჩვენი ოჯახის საქმეში, თუ ზედმეტად იდეალური ურთიერთობა გქონდა გიორგისთან ეს აქამდეც ეცოდინებოდა. რახან არ იცოდა ვერც ვერასოდეს გაიგებს. უბრალოდ რეზის ვერ დავუმალავთ ხო ხვდები?
-კარგი... როგორც იტყვი

11
რამდენჯერაც დააკვირდა ყოველთვის ასეა - როდესაც არ ელოდება მაშინ მიდის ბედნიერების პიკამდე და ლამისაა გასკდეს. უკვე აღარ იცის რა ინატროს, რისთვის იბრძოლოს და საერთოდ იმდენად კარგად გრძნობს თავს არაფრის გაკეთება აღარ უნდ, გარდა ბედნიერებით ტკობისა.
რეზის იქამდე ვერ დააჯერეს ნიტას ორსულობა სანამ ქალმა მაიკა არ აიწია და ბუნებრივად გაბზეკილი მუცელი არ დაანახა. სწრაფად გადადო ანალიზის პასუხები, ექოსკოპიისას გადაღებული ბავშვის ფოტო და მეგობრის მუცლისკენ გაიშვირა თითი.
-კაიით? პირღია მოავლო მოფხუკუნე ქალებს მზერა და ძმაკაცს მიუბრუნდა.. - არ არსებობს.
-ამხელზე მუცელს ძალით როგორ გავბერავდი რეზიკ.
-კი მაგრამ, როდის მოასწარით ეე? ერთი ორჯერ გნახა, მერე გეძებდა, გეძებდა და გიპოვა, ჩამოგიყვანა და... ნუ ამხელა, ცხოვრების რაღაც ეტაპი წაიშალა ჩემი მეხსიერებიდან თუ რა ხდება?
-მოეშვი ახლა ბოდიალს და მოგვილოცე. მე და ნიტა ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს...
-აი ახლა მოიცაა. რა გინდა მითხრა, რომ ერთმანეთი მე არ გაგაცანით, ჩემი წყალობით ერთმანეთი არ შეგიყვარდათ და თქვენი ბედნიერებით გაბრწყინებული სახეები ჩემი ბრალი არ არის?
- შენ თავი მართლა კუბუდონი ხომ არ გეგონა? სიცილით მიკრა ხელი მხარზე არღვლიანმა და ფეხზე წამოდგა.
-სანამ შენი იუბილე იქნებოდა იქამდე ვიცნობდი ნიტას. სიმპათიებიც გვქონდა და თანდათან სიყვარულში გადაიზარდა ეს ყველაფერი. დანარჩენი დეტალები თქვენ არ გეხებათ. ისე რა სახით მოგვჩერებიხარ რეზი? რა არ გაგიხარდა??
-რა არ გამიხარდა ბიჭო, პროსტა შოკში ვარ... შენ იცოდი ხო? ნელა მიაბრუნა თავი ლელასკენ
-შემთხვევით ხომ არ უნდა მეთქვა ?
-არა რა სისულელეა რა უნდა გეთქვა... აღშფოთება იქეთ იყოს და მაგრად გამიხარდა ეს ამბები... აუუ ბავშვიი, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ისე მიირტყა შუბლზე ხელი რეზიმ.. - აუ პატარა ერეკლეები, რა მაგარიაა.
-პატარა ერეკლეები კი არა პატარა ნიტამ ალუბალი მინდაო და ნათლიის პოტენციურმა სისხლგასაშრობმა ქმარმა კეთილი ინებოს და ამომიცუნცულოსო.
-ახლავე, მაგაზე გაწყენინებთ? ფეხზე ფეთიანივით წამოხტა რეზი და კარისკენ გავარდა, თუმცა წამში მობრუნდა უკან გაბრწყინებული სახით. - მეტი არაფერი გინდათ?
-მმმ, ხო შოკოლადები გვინდა... ნაყინიც მეტი არაფერი.... ხო კიდევ ყურძენიც წამოგვიღე რეზიი, კარისკენ წასულს დააწია ნიტამ და წარბაწეულ ერეკლეს თვალი ჩაუკრა.

*********
მომღიმარი უყურებს პატარა ბიჭივით აცეტებულ ერეკლეს. რაც არ უნდა ეცადოს მაინც ვერ დამალავს რომ ღელავს. ყოველ შემთხვევაში ცოლს ვერაფერს გამოაპარებს. რომელიც უსირცხვილოდ ხალისობს მამაკაცის ნერვიულობაზე. დღეს პირველად მიჰყვება ექიმთან, დღეს პირველად უნდა გაიგოს შვილის გულისცემის ხმა და ბუნებრივია ფორიაქობს არღვლიანი, მერე რა რომ კაცია? ადამიანია ისიც გძნობებით და ემოციებით სავსე.
მთელი გზა ნიტას ხელი ეჭირა და დროდადრო კოცნიდა.
-ერეკლე მეჩვენება თუ ზედმეტად ნერვიულობ?
-გეჩვენება. მოკლედ მოუჭრა კაცმა და მანქანა გააჩერა. აქაოდა სისუსტეში არ ჩამეთვალოსო
-მე მატყუებ? სიცილით და გულზე თითმიდებული გადავიდა მანქანიდან ნიტა
-ნიტა მორჩი სიცილს, ბუნებრივია განვიცდი ყოველ დღე ხომ არ დავყვები ცოლს ექიმთან.

**********
თვალებგაბრწყინებული უყურებდა მონიტორს და თან ხელზე უჭერდა თითებს საყვარელ ქალს. სანამ ფაქტის წინაშე არ დადგებიან, ვერც ერთი კაცი ვერ წარმოიდგენს რას ნიშნავს მამობა. რატომღაც უფრო მეტ ყურადღებას ქალებს ვაქცევთ ასეთ დროს. ავღწერთ მათ ემოციურ ფონს და ფიზიოლოგიას. მონდომებით, ენის გადატყავებამდე ვსაუბრობთ ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე და ამ დროს კაცები ჩრდილში გვრჩებიან. ვაღმერთებთ დედაშვილურ სიყვარულს და არაფერს ვამბობთ მამაშვილურზე. ალბათ მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ერეკლეც ნიტასავით ყოველ წამს შვილზე ფიქრობდა და ღამეებს ათენებდა მასზე ფიქრში თქო, ამის მიზეზი კი ერთის მხრივ, მისი ცხოვრების სტილი იყო. ნუ გეგონებათ უპასუხისმგებლო და არასერიოზული კაცია, თქვენც კარგად დაინახეთ მისი ხასიათი. უბრალოდ დროს სხვაგვარად ანაწილებდა. არასერიოზული ურთიერთობები იმდენად გადასული იყო მის რუტინაში, რომ წლები თვალის დახამხამებაში გაეპარა. ახლა როდესაც ნახა მისი ნაწილი დედის მუცელში კომფორტულად მოკალათებული, მისი ყველაზე ძვირფასი შენაძენი ამ ცხოვრებაში, მიხვდა რომ შვილზე დიდი მიზეზი სიამაყისთვის არ არსებობს კაცისთვის. რა ეშველებოდა ნიტა რომ არ შეჭრილიყო მის ცხოვრებაში? ღმერთმა უწყის შექმნიდა თუ არა ოჯახს, ეყოლებოდა თუ არა შვილი?. ამაზე წამითაც რომ ფიქრობს მაშინვე უნდება უაზრო აზრების განდევნა. უკვე ერთი სული აქვს ბავშვი როდის დაიბადება. სულელივით ეღიმება იმის წარმოდგენისას თუ როგორ გაანებივრებს მამიკოს ნებიერას. არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭი, საოცარ სიყვარულს აგრძნობინებს შვილს და მოუფრთხილდება. რა თქმა უნდა გაათამამებს კიდეც, იმის მიუხედავად რომ იცის ნიტასთან ამაზე კამათი მოუწევს, თუმცა ნიტას გაწიწმატებული და გაბუტული სახის დანახვა ძალიან მოსწონს. თანაც სულაც არ გაუჭირდება მისი შემორიგება. რა თმა უნდა, არც ნიტა ავიწყდბათ მის ფიქრებს. ყოველდღე უფრო და უფრო რწმუნდება თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ვერ იტყვის რომ ნიტა ან თვითონ უნაკლოა, მაგრამ ყველა თავისი აკვიატებით და შიშებით უკვე სიგიჟემდე უყვარს ეს გაბერილი ქალი, რომელიც დღითიდღე უფრო იმატებს.

ინტერესით გახედა კიბის თავში მდგარ ქალს, რომელიც გაფაციცებით აკვირდებოდა საფეხურებს.
-ნიტა რამეს ეძებ?
-არაა... უბრალოდ ვაკვირდები ზედმეტად ხომ არ სრიალებს კიბე?
-რა? ვერ მიუხვდა ქალს და ფეხზე წამოდგა
-რა ვერ გაიგე ერეკლე? ფრთხილად დაიწყო საფეხურების ჩამოვლა, - კარგად უნდა შევამოწმო, იქნებ სრიალებს? მერე რა ვქნა თუ ფეხი დამიცდა?
-ამას სერიოზულად ამბობ?
-ხო რა იყო? აღშფოთება ვერ დამალა ქალმა და წელზე დოინჯი შემოირტყა
-ხომ არ გეჩვენება, რომ ზედმეტად აკვირდები ყველფერს?
-ბავშვს ვუფრთხილდები ერეკლე !
-ზედმეტად ნიტა. მალე ფობიები დაგეწყება ვატყობ. გადაჭარბებულია ეს შენი მზრუნველობა, ეს ერთი კვირაა გაკვირდები და მეგონა მეჩვენებოდა.
-შენ გინდა მითხრა, რომ ბავშვს არ უნდა მოვუფრთხილდე?
-ნიტა ! არ მომწონს როდესაც სასეირნოდ გადიხარ და კუთხეში იყუჟები იმის შიშით მანქანამ არ დაგეჯახოს, არ მომწონს მხოლოდ კაბებით რომ დადიხარ იმის გამო, რომ გგონია შარვალს თუ ჩაიცვამ ბავშვს რამეს ატკენ, არც ის მომწონს სულ დაბლებით რომ დადიხარ, იმის შიშით მაღალქუსლიანზე ფეხი არ გადაგიბრუნდეს, არც ის მომწონს ფეთიანივით ნაბიჯის გადადგმისას ერთი საათი რომ ფიქრობ და ზვერავ წინ გზას... დამიჯერე ამ ყველაფერს ინსტიქტურად და შიშის გარეშე რომ აკეთებდე ხმას არ ამოვიღებდი და მომეწონებოდა კიდეც, მაგრამ არ მინდა რამის გეშინოდეს. პირველი ქალი არ ხარ ვინც ორსულად არის და ნუ ჩავარდები პანიკებში. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ფიქრობდე რითი გახადო ეს პერიოდი კიდევ უფრო განსაკუთრებული ჩვენთვის. ერთ ადგილას გაშეშებულ ქალს ხელი დაავლო და კალთაში ჩაისვა. - უნდა გამხიარულდე ნიტა. შუბლზე ტუჩები მიაკრო და თავი გულზე დაადებინა. ცოტა არ იყოს უკვირს ნიტას დუმილი, არც ის უნდა რომ აწყენინოს, კარად იცის ორმაგად ემოციური რომ არის.
-ვაშლატამა გვინდა... რამდენიმე წუთი გაწელილი სიჩუმე ნიტას ჩურჩულმა დაარღვია.
-სამზარეულოში მაგიდაზე დევს, მოგიტანო?
-ნწ... გადამინდა, ახლა ლუდი მინდა ერეკლე
-მაცივარშია, მაგრამ შენთვის არ შეიძლება... სიცილით გადახედა გაბუსხულ ქალს
-შოკოლადებიც გვაქვს? თვალების ფახულით ახედა მომღიმარს ქმარს და მხარზე უჩქმიტა
-მგონი ყველანაირი შოკოლადი აითვისე, რაც კი ოჯახში მოგვეპოვებოდა, ამიტომ გილოცაავ, წავალ ამოგიტან.. თუ რამე მოგინდა უახლოეს ხუთ წუთში შეგიძლია დამირეკო და მოსულზე არ მიმაბრუნო უკან საყვარელო ცოლო.
-შენს შვილს ამადლი ერეკლე?
-ცოლსაც და შვილსაც... სიცილით გაიხურა კარი და მარტო დატოვა ფიქრებში გადაშვებული ნიტა.



№1 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketeso istoriaa. Gamorheulad kargi
Avtori tkbili❤❤❤

 


№2  offline წევრი NA NO

სტუმარი Lia
Sauketeso istoriaa. Gamorheulad kargi
Avtori tkbili❤❤❤

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საუკეთესო გოგო ხარ

 


№4  offline წევრი NA NO

Chikochiko
საუკეთესო გოგო ხარ

ძალიან მახარებთ heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent