შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეაფასეთ : აგვისტოს ცივი დღე.


18-10-2017, 23:10
ავტორი Catherine
ნანახია 1 031

დღეს აგვისტოს ცივი დღე იყო.
მთელი დღე წვიმდა.
ცა ნაცრისფერი იყო და მზე, მზე ნაცრისფერ ღრუბლებს იქით იმალებოდა.
იცი?!
უჩვეულო დღე იყო.
აგვისტოს დღეებისგან განსხვავებული.
ცივი და - წვიმიანი.
აივანზე ვიყავი, წვიმის წვეთი ჩემს წინ მოაჯირზე,რომ დაეცა და გამეღიმა.
ამდენიხნის შემდფეგ პირველად გამეღიმა ასე გულწრფელად.
მიზეზი არ ვიცოდი , მაგრამ ფაქტია სიხარულისგან მომინდა , გამეჩერებინა ყველა ადამიანი, ქუჩაში დამფრთხალი წიწილებივით , რომ დარბოდნენ და მეყვირა მათთვის , რომ უბრალოდ გაჩერებულიყვნენ და ეგრძნოთ ბუნება.
ეგრძნოთ მონარტებული წვიმა.
აგვისტოს ცხელ დღეებს,რომ ჰყავდათ კლანჭებში მოქცეული და ვერ თავისუფლდებოდა.
და აი , ვიპოვე ბედნიერების მიზეზიც - მომნატრებია.
წვიმა მომნატრებია და ახლა, როდესაც ასე უეცრად დამატყდა თავს , უეცრადვე გავბედნიერდი.
აივანს დავეყრდენი და გაბრწყინებული თვალებით შევისუნთქე მიწის და წვიმის სურნელი.
ღმერთო , ვფიცავ ასე სიამოვნებით ჰაერი კარგა ხანია გასული , არ შემისუნთქავს. ახლიდან გავსებას გავდა,თითქოს შიგნეულობა გამოგიცვალეს და ყველაზე წმინდა და ყველაზე სუფთა ორგანოებით შეცვალეს.
მერე გავჩერდი, ერთ ადგილს გავუშტერე თვალი,ჰაერიც ისე ჩავისუნთქე,თითქოს საბოლოო ჩასუნთქვა ყოფილიყოს და მინდოდა სურნელი თან გამეყოლა, სადაც არ უნდა წავსულიყავი - გამომყოლოდა. ღიმილიც თითქოს სახეზე გამეყინა და თავში ერთი ფიქრის ათასნაირი ვერსია ამიტივტივდა. თითქოს თავი , ტვინის ადგილას იმ წვიმის წყლით ამვსობოდა ორიოდ წუთის წინ თავზე , რომ დამდიოდა. წვიმას ზღვა შეექმნა და შუაგულში მოვუქცევივარ გარშემო კი ფიქრები ზვიგებენივით დაცურავდნენ.
ფიქრი კი იყო ერთი.
ერთად-ერთი კითხვა:
შენი გამოჩენაც ისე იქნება , როგორც აგვისტოს ცხელ დღეებში ცივი , მონატრებული წვიმის მოსვლა?!


პ.ს. პირველად ვდებ საიტზე ჩემს ჩანაწერს და იმედია მოგეწონებათ heart_eyes
შემიფასეთ და თუ სურვილი გექნებათ მირჩიეთ რამე innocent



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

ძალიან პატარა თავი იყო, მაგრამ მომეწონა შენი განცდების და წვიმის აღწერა. წარმატებებუ

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Lamazi ceris stili gaqvs. Jerjerobit vergavige rasiujrti iqnebaaa. Amitom velodebit gagrzelebasss

 


№3  offline წევრი Catherine

სტუმარი თიკო
ძალიან პატარა თავი იყო, მაგრამ მომეწონა შენი განცდების და წვიმის აღწერა. წარმატებებუ

დიდი მადლობა,მაგრამ ეს ისტორია არაა...ჩანახატია და უბრალოდ მაინტერესებდა როგორ შეაფასებდით kissing_heart

Qeti qimucadze
Lamazi ceris stili gaqvs. Jerjerobit vergavige rasiujrti iqnebaaa. Amitom velodebit gagrzelebasss

ჩანახატია უბრალოდ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს იქნებ დავიწყო ისტორიების წერაც sweat_smile heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent