შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორაგბე გოგონა (მესამე თავი)


19-10-2017, 17:20
ავტორი Another gurl
ნანახია 1 366

გამაყრუებელი შეჯახების ხმა. დილა თითქოს კარგად დაიწყო,მზეც უკვე ამოსულიყო და ისე თუ ასე ათბობდა გაყინულ სხეულებს. სხეულებს,რომლებსაც სიცოცხლე უნდოდათ განა სჭირდათ რამე,უბრალოდ ცხოვრობდნენ და არ ცოცხლობდნენ. ტასია ერისთავი,რომელიც წესით ახლა სკოლაშიი უნდა ყოფილიყო,ახლა უკვე რეინჯ როვერ სპორტის წინა სავარძლიდან ინერციით გადავარდნილი კაპოტზე ეგდო. არ მოძრაობდა, უცნაური სანახავი იყო. სიცოცხლით სავე, პოზიტიური გოგონა დამსხვრეულ საქარე მინასთან ერთად მანქანის კაპოტზე განისვენებდა...
კარგი ბავშვობა ქონდა,12წლამდე მასზე ბედნიერი ადამიანი არ ყოფილა. დედამიწაზე კი არა მთელ გალაქტიკაში მისნაირ მოციმციმე და მოკაშკაშე სინათლეს ვერსად ნახავდით. ალექსანდრე იყო მისი მთელი 12წელი. არც მაშინ უგრძვნია ტკივილი როცა მოსიყვარულე "მამიკომ" ოჯახი დატოვა და წავიდა საღაც... სადღაც იქ და შორს. ალბათ იქ სადაც თავს უკეთესად გრძნობს. არავინ არ იცის სად წავიდა,ან იციან და მას არ ეუბნებიან.
ბატონი ერისთავი 90იანების ვარსკვლავი იყო. ზუსტად ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ ქურდები მეფობენ. სასიამოვნო მამაკაცი იყო, მაგრამ ცოტა უჭკუო. არისტოკრატების და თავადების შვილიც ცდება თურმე გზას. როცა გადავიდა 90იანების უბედური პერიოდი, ბატონმა ანდრომ მთელს ქვეყანაში ვარსკვლავივით გამოანათა,თავის მეუღლესთან-ეკატერინა ერისთავთან, ვაჟთან ერთად-ალექსანდრე(სანდრო) ერისთავთან ერთად. იდეალურ ოჯახს რაღაც აკლდა და ეს ზუსტად დაუგეგმავი ტასია ერისთავი იყო.პატარა ტასიამ ბედნიერება შეიტანა ოჯახში. შემდეგ უბრალოდ წლები გაიქცნენ,გაიქცნენ,მაგრამ სამწუხაროდ ანდრო ერისთავი ვერ გაექცა წარსულს და ასე უგზოუკვლოდ გაქრა. გაქრა,მაგრამ დიდი იამაყით დატოვა 16წლის ალექსანდრე,8წლის ტასია და ულამაზესი ქალბატონი. ამის შემდეგ, ერისთავების ოჯახმა მხოლოდ 4წელიწადი იცხოვრა ბედნიერად...შემდეგ ალექსანდრეს წასვლა,დაწყევლილი 13ივნისი. ასე იციან, ვინმე როცა გარდაიცვლება თუ გაწვიმდა ამბობენ ბუნებამ იტირაო, მაგრამ იმ დღეს 13მაისს მთელ ქვეყანას ანათებდა მოკაშკაშე მზე, ღრუბლები გაიფანტნენ, ალბათ იცოდნენ, იცოდნენ ალექსანდრე, რომ მიდიოდა მათთან...
ტასია მაშინ საოცარი სანახავი იყო. წარმოიდგინეთ პატარა გოგო, 12წლის პაგარა გოგო. ჩაშავებული თვალებით,დახეთქილი კაპილარებით,დასიებული თვალებით და ორი ცალი ნაცსრისფერი სფეროთი. გამხდარი, ისეთი გამხდარი, რომ გეგონებოდათ ახლა ნიავი დაუბერავს და წაიღებსო. იქნებ ასეც ჯობდა, რომ ალექსანდრესთან წაეყვანა და ამდენ ტკივილს მოშორებოდა... თამამად იდგა თავისი ძმის ცხედართან და ისე ტიროდა არც იმჩნევდა, პატარა გოგონა ამაყი სახით და განადგურებული, შიგადაშიგ ღიმილიც ეპარებოდა, იქნებ სიმწრის იყო ან პირიქით ვინ იცის.
შემდეგ უბრალოდ ყველაფერი აირია, თავის ადგილას მხოლოდ ალექსანდრეს ნივთები დარჩა. ქალბატონი ეკატერინა სხვაგან ცხოვრობდა,ტასია ნაინასთან ერთად. ასე იყო, ულამაზესმა ოჯახმა ალექსანდრეს წასვლა ვერ გადაიტანა...დაიშალა ყველაფერი ნაწილნაწილ. ერთ დიდ პაზლად გადაიქცა,რომელის აწყობასაც ტასია ერისთავი მარტო ვერ მოერევა.
***************
კვარაცხელია როცა გამოფხიზლდა მხოლოდ ტასიას ხედავდა. ღვედი გაეჭედა ძლივს გადავიდა მანქანიდან,ალექსანდრე გახეთქილი წარბით უკან გაყვა. შოკში იყო, ვერ იაზრებდა რა ხდებოდა. წამების წინ ტასიას მოკვლის სურვილი ახრჩობდა,მაგრამ როცა ტასია ასეთ მდგომარეობაში დაინახა უბრალოდ ყველა ემოცია ერთად შემოაწვა. ხალხი მათ სვავებივით დაესია, ყველა თავის მოსაზრებებს აფრქვევდა და შემდეგ თითის გაშვერით ტასიას სხეულის დანახვისას შეშდებოდნენ.
მთელ ამ ხმაურს ზუკას და ალექსანდრეს ღრიალი უფრო ამძაფრებდა. კვარაცხელია შეშლილივით დარბოდა მანქანის გარშემო,სახეში მუშტებს ირტყავდა, მომენტებში ალექსანდრეს უყურებდა და თვალები ზიზღით ევსებოდა. წყეული სასწრაფოც არსად ჩანდა. ალექსანდრე უბრალოდ გაშეშებული იდგა და უყურებდა მას, დასისხლიანებულ გოგონას. წამებში უფრო დიდი ხმაური შეიქმნა,სასწრაფოს და პატრულის სიგნალების ხმა ისმოდა. კვარაცხელია უბრალოდ ადგილიდან მოწყდა და ჩაიკეცა. ძალა გამოეცლა....
-ახლა,მასაც დავკარგავ- ჩუმად ჩაილაპარაკა ბოხი,მაგრამ აკანკალებული ხმით. შემდეგ თავში რამ გაუელვა ვინ იცის,გიჟივით წამოხტა და ალექსანდრესთან ყვირილით მივარდა. უყვიროდა,იმხელა ხმაზე ყვიროდა,რომ ყველაფერს აზანზარებდა.
-ისიც, რომ წავიდე ვერ გადავიტან! ეს რა გამიკეთე? ეს რა გააკეთე? შენ გამო გამეფანტა გონება! ხო გინდოდა მისი დახრჩობა?! ხო და ახლა შეგიძლია ბედნიერი იყო. აქედან წადი და ილოცე, რომ ჩემი ტასია გადარჩეს,ილოცე თორემ, რომ ვერ გაუძლოს ჩემი ხელებით დაგახრჩობ!
-კარგი- საუბარს აზრიც აღარ ჰქონდა, ახლა როცა ტასია სასწრაფოს ექიმებს საკაცით მანქანისკენ მიყავდათ,აზრი არარაფერს ქონდა. ეშინოდა ალექსანდრეს თან როგორ, მაგრამ მისი ბრალიც იყო, შედავებოდა?! იქ დარჩენილიყო?! აზრი არ ქონდა, ვერც გაჩერდებოდა. ბავშვობის ძმაკაცს ასეთს ვერ უყურებდა, ვერ უყურებდა ტასიას... გამბედაობაც არ ყოფნიდა.ყველაფერი მეორდებოდა.ხალხში გაერია და იქვე დადგა. უყურებდა როგორ მიყავდთ ტასია და როგორ ჩუხბობდა კვარაცხელია პოლიციელებთან,რომ არაფერი სჭირდა და ტასიას უნდა გაყოლოდა. უყურებდა კვარაცხელიას მძიმე და მწარე ცრემლებს და ვეღარც უძლებდა. უნდოდა მისულიყო, მაგრამ ვერ ბედავდა. ქაოსი ალექსანდრეს ტელეფონის ზარმა დაარღვია.
-შვილო, შეგიძლია მოხვიდე და ნახო უკეთესად არის. ცოტახნის უკან გამოვედი პალატიდან. გონზეა და გკითხულობს.
-ახლა?! ახლა არ მცალია დედა! ბოდიში უნდა გავთიშო
-რას ქვია უნდა გათიშო სულ გაგიჟდი? შენი საცოლეა ხო არ გავიწყდება?
-არაფერი არ მავიწყდება, მე და ზუკა ავარიაში მოვყევით და მისი მეგობარი გოგოც ჩვენთან ერთად იყო. მძიმე მდგომარეობა აქვს. უთხარი ნინას და გამიგებს. უნდა წავიდე.
*************************************
საერთოდ არ აპირებდა გაყოლას, ძალა არ შესწევდა, მაგრამ ვერც ნინას სანახავად მიდოდა. ვერ მიდოდა საცოლის სანახავად,რომელიც თავდავიწყებით უყვარს.
ალექსანდრე და ნინა 5წელია ერთად არიან, ნინა მოდელია თან საკმაოდ წარმატებული, ალექსანდრეზე ყურებამდე შეყვარებული გოგოა. მათ ზუსტად ის სიყვარული აკავშირებთ ერთმანეთთან რომელიც "მარადიულია". სასაცილოცაა რადგან მარადიული არაფერია, მაგრამ საოცარი წყვილია. ყველაფერი ასე მარტივად არაა, მაგრამ მათი ურთიერთობა სამაგალითოა. რამდენი რამ გადაიტანეს ერთად და კიდევ რამდენს გადაიტანენ ალბათ. სანამ ნინას სიყვარულს დაიმსახურებდა იქამდე, კიდევ რამდენ რამეს გაუძლო. დიახ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა,რომ თავი შეეყვარებინა მისთვის. დიახ, ამ უხეშ ალექსანდრეზე ვსაუბრობ,რომელიც ცოტახნის უკან ტასია ერისთავს ახრჩობდა, იმაზე ვის გამოც ავარიაში მოყვნენ. ზუსტად იმაზე ვინც, ახლა საცოლის სანახავად საავადმყოფოში არ მიდის. თითქმის ორი კვირა რეანიმაციის კართან უთენებდა, მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკული იყო ამიტომ შიგნით არავინ უშვებდა. შემდეგ დეპრესია, ერთადერთი სიყვარულის დაკარგვის შეგრძნება და მისი კარიერის გაცამტვერება. შეიძლება, რომ ამ ყველაფერს როგორც ტასიამ თქვა ალკოჰოლით და 'ნაშებით' უშველო? მგონი არა,მაგრამ ბატონმა ალექსანდრემ ასე გადაწყვიტა,რომ უშველიდა.

**********************
კვარაცხელია როგორც იქნა დაუძვრა პოლიციელებს, ჩვენებაც მისცა და ახლა უკვე საავადმყოფოს დერეფანში წაშლილი სახით იჯდა და ისევ ცდილობდა ეკატერინა ერისთავთან დაკავშირებას უშედეგოდ.

-ნაინა, ეკატერინას ვურეკავდი არ მპასუხობს. ცუდადაა ჩვენი საქმე, გეხვეწები ქირურგიის უნივერსიტეტში სასწრაფოდ მოდი ტასიაა ცუდად. ვეღარ ვუძლებ გთხოვ მალე მოდი.



№1 სტუმარი nia

აქამდე ვკითხულობდი, მაგრამ უკვე შინაარსი ჩამეკარგა სადღაც, ვერ მივხვდი ალექსანდრეს გამოჩენის არსს მითუმეტეს მარადიული სიყვარულის მქონე ტიპს რა ესაქმება ამ გოგოსთან და რა მიზანი ქონდა სწორედ ალექსანდრე ყოფილიყო მისი ამ მდგომარეობის მიზეზი??? მერჩივნა ჩვეულებრივი ლავ სთორი ყოფილიყო და ალექსისა და ტაისიას სიყვარულის საწყისი ეს ავარია, არადა, ვატყობ ისე იბლანდება ისტორია რომც წავიკითხო მაინც ვერ გავუგებ ვერაფერს. ნუ გეწყინება, ეს ჩემი აზრია. წარმატებები

 


№2  offline წევრი Another gurl

nia
აქამდე ვკითხულობდი, მაგრამ უკვე შინაარსი ჩამეკარგა სადღაც, ვერ მივხვდი ალექსანდრეს გამოჩენის არსს მითუმეტეს მარადიული სიყვარულის მქონე ტიპს რა ესაქმება ამ გოგოსთან და რა მიზანი ქონდა სწორედ ალექსანდრე ყოფილიყო მისი ამ მდგომარეობის მიზეზი??? მერჩივნა ჩვეულებრივი ლავ სთორი ყოფილიყო და ალექსისა და ტაისიას სიყვარულის საწყისი ეს ავარია, არადა, ვატყობ ისე იბლანდება ისტორია რომც წავიკითხო მაინც ვერ გავუგებ ვერაფერს. ნუ გეწყინება, ეს ჩემი აზრია. წარმატებები



არა რა მეწყინოს პირიქით ძალიან გამიხარდა. ზუსტად ეგ მინდოდა რო მარტივი და ჩვეულებრივი "ლავ სთორი" არ ყოფილიყო მითუმეტეს როცა რეალურ ამბავს ეფუძნება. დიდი მადლობა,რომ კითხულობდი და დამიჯერე თუ გააგრძელებ კითხვას არამგონია უკმაყოფილო დარჩე.

 


№3  offline წევრი mia15

ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

შემდეგს როდის დადებბ ძალიან მაგარიაა

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილიანა

რატო აღარ დებბ

 


აღარ გააგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent