შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი თავი 6


20-10-2017, 14:59
ავტორი katiusha
ნანახია 3 975

რამდენიმე დღე ელენეს იძულებითი დასვენება მოუწია.უფროსმა გამოუწერა მძიმე სტრესი გადაიტანე სახლში დარჩი გამოიძინე. ძალები აღიდგინე და მერე გელოდები სამსახურში ახალი ენერგიითო.კი არ უნდოდა. მუშაობა ერჩივნა, მაგრამ რადგან მისმა უარმა არ გაჭრა სხვა გზა არ დარჩა. შინ დარჩა და გადაწყვიტა მართლა დაესვენა.
მიუხედავად ამის დილით მაინც ისევ იმ დროს გაეღვიძა როგორც იყო მიჩვეული. რუსა უკვე გამოპრანჭულიყო და წასასვლელად ემზადებოდა, მეგობრის დატოვება ეძნელებოდა, პირველად მიდოდა მის გარეშე და ისე ეზარებოდა. თან ახლა ორივეს საქმე მას დააწვებოდა კისერზე. არა, მუშაობა კი არ ეზარებოდა, უბრალოდ ელენეს გარეშე ბოლო წლებში ერთი დღეც არ ჰქონდა გატარებული.ეს ორი სიამის ტყუპებივით იყვნენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან, მაშინ შეარქვეს ასე. მერე დიდობაშიც გამოჰყვათ ეს ჩვევა და იმ ტრაგედიის მერე ხომ საერთოდ განუყრელები გახდნენ.
გასავლელში სარკესთან გაჩერდა და საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა. კმაყოფილი დარჩა გარეგნობითაც და ჩაცმულობითაც. თხელი ვარდისფერი სარაფანი ეცვა ზომიერად ამოღებული, მუხლამდე სწვდებოდა და ამავე ფერის ბალეტკები. ზაფხულში ერიდებოდა მაღალქუსლიანის ჩAცმას რატომღაც.
-ლამაზი ხარ ლამაზიი. გასძახა ელენემ ისე რომ თავი არც მიუტრიალებია მისკენ. რუსამ კარში შემოყო თავი და ენა გამოუყო.
-არც შემოგიხედავს და რა იცი შენ.
-რო გადიოდი დაგინახე. უპასუხა და ისევ ფილმის ყურება განაგრძო.
-პირველად მივდივარ უშენოდ იქ, რა უნდა გავაკეთო ან როგორ გავიყვანო დრო?-მოიღუშა
-იპოვი ვინმეს ნუ გეშინია,- ჩაეღიმა და კართან მისული მეგობარი მოაბრუნა
-აიღე. ეს რამდნეიმე დღე შენია. მანქანის გასაღები ესროლა და პატარა მაგიდაზე შემოწყო ფეხები
-კარგად ხარ?შენ ხომ არასოდეს ათხოვებ შენს მანქანას სხვას?
-შენ სხვა არ ხარ. თან გარაჟში დგომისთვის მეცოდება
-ესეგი შენი ბიჭი დღეს ჩემია?ძალიან კარგი. ხელში შეათამაშა გასაღები და კარისკენ დაიძრა არ გადაიფიქროსო
-ძალიან არ იცელქოთ. დააწია კართან და ისევ ტელევიზორის ყურება განაგრძო. მოულოდნელად ფილმი შეწყვიტეს,საინფორმაციო გამოშვების სპეციალური გადაცემა გაუშვეს. პროკურატურა ბრიფინგს მართავდა. სულ არ აპირებდა ყურებას, მაგრამ ნაცნობ სახეს რომ მოჰკრა თვალი აქ კი გააცია და ერთიანად დააწყებინა კანკალი. მერე ის ორი კოცნა გაახსენდა და ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში.სულ არ მოუსმენია რაზე საუბრობდნენ, არადა წესით ისიც ეხებოდა მას რაზეც გელოვანი ასე მონდომებული ლაპარაკობდა ჟურნალიტებთან

რუსამ მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და შენობისკენ წავიდა. დილიდანვე მოეშხამა ხასიათი, ჯერ იყო და პატრულმა გააჩერა,მანქანა შეამოწმეს. რას ეძებდნენ ვერ გაიგო, მერე საცობში მოყვა და იქიდან ძლივს დააღწია თავი. ბოლოს როგორც იქნა მიაღწია სამსახურამდე და მდივანმა ახალი ამბავი დაახვედრა ვიღაცა ახალგაზრდა მამაკაცია მოსული და უფროსს კითხულობსო.გაუკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო. ისედაც განერვიულებული და ნერვებმოშლილი კიდევ უფრო ანერვიულდა და ჩუმად შეიპარა კაბინეტში.
-სად აარის?-ჰკითხა მდივანს რომელიც უკან მიჰყვა,
-დარბაზში, იქაურობას ათვალიერებს.
-დარწმუნებული ხარ რომ მე მკითხულობენ?
-თქვენი უფროსის ნახვა მინდაო და მეტი უფროსი ახლა არ გვყავს ჩვენ. მხრები აიჩეჩა გოგომ
- კარგი,მიდი შემოიყვანე. მანამდე მოვწესრიგდები. -ფორმა გადაიცვა და სტუმრის მოლოდინში ნევიულად სცემდა ბოლთას ოთახში. კარზე კაკუნი რომ გაისმა სავარძელში ჩაჯდა. საბუთები გადაშალა და თავი ჩარგო, არ უნდოდა პირდაპირ შეხვედროდა. არადა შინაგანად ისეთი ანერვიულებული იყო თავს ვერ იმორჩილებდა,
კარის ხმაზე მაღლა აიხედა და აი აქ მართლა დასჭირდებოდა ალბათ ვალერიანი დროზე რომ არ მოეთოკა ნერვები. ის იყო. მაშინვე იცნო. არადა როგორ მოეწონა იმ დღეს. ვერც კი წარმოიდგენდა ახლა აქ თავის კაბინეტში თავისივე ფეხით თუ ეახლებოდა. მაშინ ისე წავოიდა ვერც კი გაიცნო. ახლა კი მის წინ იდგა და მომაჯადოებლად უღიმოდა. როგორც მერე შეარქვა მამაკაცის ღიმილს. მდივანს დავალა ორი ყავა მოიეტანათ მათთვის, სულ არ უკითხავს როგორი უნდოდა სტუმარს. გოგო კარს რომ ხურავდა რუსას თვალი ჩაუკრა, ცერა თითი მაღლა შემართა კარგი ბიჭიაო და კარს მიღმა გაუჩინარდა.
დარჩნენ ორნი მარტო კაბინეტში და რუსას ეგონა რომ თითქოს დრო გაჩერდა, წამი გაიყინა და ჟამთასვლამ დროის აღწერა შეწყვიტა. უკვე გრძნობდა როგორ ცდილობდა გული საგულედან ამოხტომას. სათითაო დარტყმას გრძნობდა, მგონი ტაქიკარდიაც დაემართა.
-რით დაგეხმაროთ?ამოილუღლუღა როგორც იქნა. მისდაგასაოცრად ბიჭს პასუხი არც გაუცია. დაუკითხავად და თამამად წავიდა მისკენ და მის პირდაპირ სავარძელში ჩაეშვა
-დეტექტივი ირაკლი სიხარულიძე.-გაეცნო ბიჭი.-იმ ინციდენთტან დაკავშირებით მოვედი, მაგრამ როგორც ჩანს მისამართი შემეშალა,რადგან ვისაც ვეძებ ის არ ხართ.
რუსას გულში რაღაც ჩასწყდა და მწარედ ეტკინა. "ვისაც ვეძებ ის არ ხარ". გაიმეორა მისმა შინაგანმა ხმამ.ყურში უხეშად მოხვდა ეს სიტყვები, კიდევ უფრო მოიღუშა და ისეთი საცოდავი სახე მიიღო თითქოს ჩამოხრჩობას უპირებდნენ.ბიჭის სითამამემ და სითავხედემ კი კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა.
-უფრო სწორად მე ქალბატო ელენესთან მაქვს საქმე. პროკურატურიდან უწყება მოვუტანე დაკითხვაზე უნდა მობრძანდეს ხვალ ჩვენთან და არავითარ შემთხვევაში არ გადადოს.
ირაკლიმ მაგიდაზე დაუდო კონვერტი, რუსამ ხელში შეათამაშა და ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა
-გადავცემ. ელენე ჩემი დაქალია, ისიც უფროსია და ხშირად ვეშლებით ხოლმე ერთმანეთში. ახლა აქ არაა ისვენებს, ისეთი თვალებით შეხედა ალბათ სადაცაა ეცემოდა. და თვალებს ამოკაწრავდა მას. ბიჭი კი მის ნერვებზე თამაშობდა, მიხვდა რომ მაშინაც წამოაგო ანკესზე. უბრალოდ ბექამ არ დააცადა.. სიტუაცია დივანმა განმუხტა. ორი ყავა შემოიტანა და ერთი ჭიქა ერთის წინ დადო, მეორე მეორის წინ.
-რადგან არ ვიცი როგორ ყავას მიირთმევთ შაქარი არ ჩაგიყარეთ, აი აქაა და რამდენიც გენებოთ თვითონ ჩაიყარეთ. ჩაარაკრაკა მდივანმა და რუსას გახედა რომელიც ალეწილი სახით იჯდა სკამზე. ალბათ ერჩივნა მიწა გასკდომოდა. დაემშვიდობა და ისევ გაიხურა კარი. სწრაფად დასწვდა ცხელ ყავას და მოიყუდა.
-ისე თქვენც გეძებდით,თქვა უცებ ირაკლიმ და რუსას ყავაც გადასცდა.ძლივს ამოისუნთქა.
-ფრთხილად საყვარელო არ დაიხრჩოთ, თორემ მე რა მეშველება მერე.
-თქვენ რა შუაში ხართ?ან რატომ მეძებდით?დაიბნა გოგო
-იმიტომ რომ იმ დღეს ძალიან მომეწონეთ და ის უაზრო შემთხვევა რომ არა უფრო კარგად გაგიცნობდი ქალბატონო რუსუდან.-ბიჭი წამოდგა, მაგიდას ხელებით დაეყრდნო, რუსასკენ გადაიხარა და ზემოდან დააცქერდა.
-რუსა, ბატონო ირაკლი. რუსაა... ამოიკნავლა სიტუაციის გასანეიტრალებლად. არადა შინაგანად იწვოდა და ცეცხლი ეკიდა,
-ირაკლი ქალბატონო რუსუდან... აჰ,, რუსა... ირონიულად ჩაეცინა, მობრუნდა და წასასვლელად მოემზადა კარისკენ წავიდა.
-ერთი კითხვა მაქვს კიდევ.რატომ მეძებდით?თქვენ არ გპასუხიათ?
-მაგას სხვა დროს გეტყვით. თვალი ეშმაკურად ჩაუკრა
-ანუ...
-ანუ ის რომ სხვა დროსაც მოგვიწვს შეხვედრა.-ისე რომ იცოდეთ მე უშაქრო ყავას ვსვავ და გადაეცით თქვენს მდივანს არანაირი შაქარი არ მჭირდება. შენც საკმარისი ხარ.. სახიდან ირონია არ მოუშორებია
-გამიკვირდა ნამდვილად უჟმურო და უხასიათო. მიაძახა რუსამ და ყავის ჭიქა მიაყოლა დახურულ კარს და სანამ გაიაზრა ბოლომდე რა უთხრა ბიჭმა უკვე გვიანი იყო.
-იდიოტიი. ხელები მომუსტა და მაგიდას ჩამოარტყა ყვირილი რომ ვერ შეძლო გაბრაზებულმა

************
შუადღე რომ გადავიდა ელენემ შემოუღო კაბინეტის კარი, ქარივით შემოიქროლა და იმავე სავარშელში ჩაჯდა სადაც რამდენიმე საათის უკან ირაკლი იჯდა
-გამოდი შენი ჭირიმე მაგ სავარძლიდან,სხვაგან გადაჯექი,გადამდები არ იყოს რამე. შეუღრინა და ისევ საბუთებს ჩააცქერდა
-რა ხდება მშვიდობააა?-ჰკითხა გაკვირვებულმა. მეორე სავარძელში გადაჯდა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.-ეს უფრო კარგია. კმაყოფილმა შესძახა
-შენ სულ მაგაზე როგორ უნდა გეჩხუბო ?ჩაწიე ფეხები ქვემოთ.
-რუსააა რამოხდა აღარ იტყვი.
-ერთმა იდიოტმა მომიშალა ნერვები. არ მკითხო ვინ არის. მაინც არ იცნობ. შენ რატომ ხარ აქ?ისე მოუჭრა მიახვედრა რომ მეტი ხმის ამომღები აღარ იყო
-თათბირი იყო და გენერალურმა დირექტორა დამიბარა შეხვედრაზე. ახლა იქიდან მოვდივარ.
-აბა რაო რა გითხრა უფროსმა?-სიახლის მოლოდინში გაინაბა და ყურები დაცქვიტა
-რაო და კარგი და მამაცი გოგო ხარო. გაეცინა ელენეს
-მეტი არაფერი?-ხელები გაშალა აღშფოთებულმა რუსამ
-მეტი რა უნდა ეთქვა?-მხრები აიჩეჩა ელენემ.
-დამპალი. ღორი.. ამდენი ფული აქვს და მარტო მადლობის სათქმელად დაგიბარა?სიცოცხლეს სწირავდი მისი ფირმის გამო.წავალ ახლა და ვაჩვენებ სეირს.-წამოხტა რუსა და წასასვლელად მოემზადა
--კარგი კარგი, დაჯექი,რაღაცეები შემომთავაზა. უფრო სწორად დაწინაურება და მის მოადგილედ დანიშვნა, მაგრამ უარი ვთქვი, მირჩევნია აქ ჩემს ადგილზე დავრჩე და იგივე საქმე ვაკეთო რაც კარგად ვიცი და ხელფასი მომიმატოს, ვიდრე არაფერში ავიღო ფული თქო ვუთხარი
-სულელო,თანამდებობაზე უარი როგორ თქვი?სხვა შენს ადგილზე მაშინვე დათანხმდებოდა
-მე სხვა არ ვარ და არც ის სხვა იქნება ჩემნაირი, ხომ იცი შენ?არ მინდა ისევ ილაპარაკონ რომ ამას ჩემი ნიჭით და შრომით კი არა ვიღაცის საყვარლობით მივაღწიე.
-გოგო ვიღას ადარდებს ეგ?ვის აინტერესებს როგორ მიაღწიე და რანაირად ამ ყველაფერს?ჩვენ ხომ ვიცით სინამდვილეში რაც იყო და როგორც?
-ჩვენ სიმართლე მაშინაც ვიცოდით, მაგრამ არ ვთქვით, ასე რომ ამჯერად ასე აჯობებს. აღარ მინდა ისეთი სიმართლე ვიცოდე მხოლოდ ჩვენ რომ ვიცით და ხალხს სხვა ჰგონია.ის სიცრუე კი ისევ ჩვენ მოგვაყენებს ზიანს. ასე რომ ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის სიახლეების გარეშე.
-ანუ შენ შეჩვეული ჭირი გირჩევნია შეუჩვეველს როგორც ამბობენ ხოლმე.
-აღარ გვინდა რუსა ამაზე საუბარი. ისე რომ იცოდე ამ თვეში პრმიები გვექნება ყველა თანამშრომლელს. გაეცინა მერე ელენეს და მეგობრის ბედნიერ სახეს რომ შეხედა უფრო მეტად დარწმუნდა საკუთარი გადაყვეტილების სისწორეში. მოგვიანებით კი გახარებული თანამშრომლები რომ უხდიდნენ მადლობას ამაზე უფრო მეტად არაფერი უხაროდა იმ წუთას...
სამუშაო დღე რომ დასრულდა რუსამ მაგიდა მიალაგა და წასავლელად ემზადებოდნენ როცა ელენეს კონვერტს მოჰკრა თვალი
-შენ მოგიტანეს პროკურატურიდანააა. დაკითხავეზე გიბარებენ.
კონვერტი გახსნა და სახელი და გვარი რომ ამოიკითხა გაბრაზებულმა დააკვესა თვალები და მასინვე წამოენთო.
-მოიცა სად მიდიხარ? მომეცი გასაღები, საჭესთან მე დავჯდები... ამიხსენი რა ხდება..მეც მოვდივარ.. ელენე სულ არ უსმენდა რუსას და არც არაფერი აინტერესებდა. ახლა ვერავინ ვერ შეაჩერებდა.
-ელე სისულელე არ გააკეთო იცოდე. გვერდით მიუჯდა და ღვედი გადაიჭირა.
-მაგას ვაჩვენებ სეირს. შენ არ ჩაერიო.
-ვისზე ამბობ?რამ გაგამწარა ასე? ვერაფერს ხვდებოდა რუსა
--მალე გაიგებ...არა როგორ გამიბედა ხომ გავაფრთხილე.. ახლა დამაცადოს, საბოლოოდ დაიმუქრა და შუქნიშანზე ისე გაიქროლა თითქოს წითელი კი არა მწვანე ყოფილიყო ანთებული...
****************
მუშაობისგან გადაღლილი ბექა კაბინეტში იჯდა და ისევ საქმის მასალებს ჩაჰკირკიტებდა. ირაკლიმ ინტერნეტით საჭმელი შეუკვეთა და როცა მოიტანეს ლანგარზე დააწყო და ძმაკაცის კაბინეტის კარი დაუკითხავად შეაღო
-თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან.
-მთა თუ საჭმელი?-გაეცინა ბექას და საქაღალდე დახურა, გვერდით გადადო რომ მაგიდაზე ადგილი გაენთავისუფლებინა..
-ამ შემთხვევაში ორივე ერთია.აბა პიცა, ხაჭაპური. კოკა-კოლა და ქათმის სალათი სპეციალურად შენთვის..
-ვაა ვააა რა მაგარი მენიუ შეგირჩევია.მართლა მგელივით მშია. მოიცა ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევჭამოთ?
-ნუ შევეცადოთ მაინც. უპასუხა ირაკლიმ და პიცის ნაჭერს წაეტანა.
-დღეს რა გჭირს?რა სხვანაირი მეჩვენები? თვალები სხვანირად გიციმციმებს.
-ოო რომ იცოდე რა მოხდა... დამთხვევების ახლა უკვე მართლა მჯერა ძმაო.
-აღარ იტყვი?ბექაც გემრილეად ილუკმებოდა უკვე.
-მას შევხვდი ..
-ვის?
-აი წარმოიდგინე მივდივარ ერთ-ერთ კომპანიაში საქმეზე. შევდივარ უფროსის კაბინეტში შეხვედრაზე და ის იქაა, სავარზელში ზის ქალღმერთივით.. ოჰ როგორ უხდებოდა ის მკაცრი და ამავე დროს დაბნეული მზერა...ირაკლიმ სივრცეს გაუშტერა თვალი და თითქოს სადღაც იმ სივრცესი დაიკარგა...
-ვიიინ?რა თქვი? ბექას კოკა კოლა გადასცდა და ხველა აუტყდა, ძლივს ამოისუნთქა. პირველად გაიგო ძმაკაცისგან ასეთი სიტყვები.
-იმ გოგოზე გეუბნები მაშინ ბარში რომ მომეწონა. რუსა ჰქვია და იმ შენი ელენეს დაქალი ყოფილა. არადა რამდენი ვეძებე და თურმე აქვე მყოლია ცხვირწინ..თავი გააქნია ირაკლიმ და ბედნიერებისგან გაბადრული სავარძელში გადავა....
-და რა იცი რომ ის გოგო შენს ქალმერთობას მოინდომებს?
-მე მინდა და მთავარი ესაა.მას არავინ ეკითხება.
-როგორ თუ არ ეკითხება?შეკვეთით და დაძალებით არაფერი არ გამოდის ხომ იცი?
-ძალიან გთხოვ დღევანდელ დღეს ნუ ჩამაშხამებ და შენ გირჩენია მოემზადო ელენესთან შესახვედრად. ახლა ნახავ შენ აფთარს...
ირაკლიმ ნახევრად ღია კარში თვალი მოჰკრა მათკენ მომავალ გოგოს. რომელიც მართლა ისე გააფთრებული მოდიოდა,ისე გამოიარა მთელი გამყოფილება და ისე გადმოჭრა შუაში რომ ვერავინ გაუბედა შეჩერება. გაოცებული თანამშრომლების თვალები წყვილ-წყვილად უყურებდნენ და სეირის მოლოდინში იყვნენ. მდივანმა მისი შეჩერება სცადა მაგრამ ერთი ხელის კვრით გასწია. გააფთრებულმა შეგლიჟჯ კარი და ბექას მკვლელი მზერა მიაგება. ბიჭს პიცის ნაჭერი ჰაერში გაუშეშდა და მერე საერთოდაც ძლივს მოახერხა დადება.
-შენ ვინ ხარ რომ განყოფილებაში მიბარებ?უწყებას მიგზავნი და აქ მოსვლას მთხოვ? მაშინ როცა დაზარალებული მე ვარ? უყვირა და ხელები გამეტებით დასცხო მაგიდაზე. გელოვანი გაშტერებული უყურებდა თავს წამოდგარ ელენეს რომელიც უწყებას უფრიალებდა...



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ეხლა წავიკითხე ექვსივე თავი და ნეტა ადრევე დამეწყო კითხვა ხომ გაგიზიარებდი ჩემს დადებით აზრს. ♡♡

 


№2  offline წევრი katiusha

იმედია გავამარტლე მოლოდინები :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent