შურისძიების დროა (ნაწილი 3)
სახლში სრულიად გამოფიტული მივედი, ჩაბნელებული ოთახები ისევ ისე მოქმედებდნენ ჩემზე, ისევ მიჩენდნენ შიშის და დაუცველობის გრძნობას. ვცდილობ ეს ყველაფერი უკუვაგდო და სხვანაირად ვიცხოვრო, მაგრამ არაფერი გამომდის, იმდენად არის მიშო ჩემს სხეულში გამჯდარი, მისდამი სიყვარული მთელი ჩემი ცხოვრებაა, ამას ვერასდროს შევცვლი. მისი სიყვარული მუდმივად ჩემს გვერდითაა, რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში მიშო - მიშოა! ერთადერთი, შეუცვლელი და განუმეორებელი, მის ადგილს ვერავინ ვერასდროს დაიკავებს. ერთადერთი მიზანი ჩემს ცხოვრებაში ახლა შურისძიებაა, მინდა ჩემს ფეხებთან მუხლებზე დამდგარი ვნახო სოსო და ნოდარი, მინდა ისევე დავუნგრიო ყველაფერი როგორც მე დამინგრიეს. ადამიანებს ჰგონიათ სიყვარულისთვის ყველაფერი დასაშვებია, ასეთი ბინძური თამაშებიც კი, გულის ამრევები, მათ ჰგონიათ რომ უყვართ, სინამდვილეში კი მხოლოდ ბოღმა ახრჩობთ, ეზიზღებათ როდესაც ვიღაც მათ გარეშე ცამდე ბედნიერია! სიმწრით ჩამეცინა, ჩვენი ბედნიერება მიუწვდომელი რომ იყო, ამიტომ გვყავდა ამდენი მტერი, ამიტომ გვიმეორებდნენ მუდმივად გაგივლით ეგ სიყვარულიო, არაფერი შეგრჩებათო. მხოლოდ იმათთვის, ვისაც დღეს ჩემი ასე ყოფნა უხარიათ, მხოლოდ მათთვის დავბრუნდები და ყველა სიტყვას ვაზღვევინებ სათითაოდ! ყველას! *** - ქალბატონო რუსო, ამ დრომდე გძინავთ? - როგორც კი ყურმილი ავიღე ეგრევე ჩამყვირა ნიკმა. - რა გინდა ნიკ? - უემოციოდ ვუპასუხე და საათს დავხედე. - თქვენ ტკბილად გძინავთ ქალბატონო, მთელი ტორონტო კიდევ ჩვენზე ლაპარაკობს! - რა? რა ხდება? - ეგრევე ავნერვიული, ფეხზე წამოვხტი და უაზროდ დავიწყე ოთახში სიარული. - ოჰოო! თურმე ნერვიულობაც შეგძლებიათ - ნიკ ნერვები არ მაქვს ამ ხუმრობების, თქვი რა ხდება - მოთმინება თითქმის მეწურებოდა. - კარგი ხო კარგი, უჟმურო, უბრალოდ ჩვენი ფოტო დადეს, როგორც გავლენიანი ბიზნესმენი ქალის და ცნობილი ადვოკატის რომანი! ახლა დამშვიდდი? - რას წერენ? - იმას წერენ რომ რაც ჩამოხვედი არავინ გყოლია და მხოლოდ მე მერგო შენთან ყოფნის პატივი - ღრმად ამოისუნთქა და გაიცინა - ვფიქრობ მალე საქართველოშიც ჩავა ჩვენი სიყვარულის შესახებ ჭორები! - არ მინდოდა ასე მალე გავრცელებულიყო - თამაშში ავყევი და მეც გავიცინე - თუმცა რას ვიზამთ?! პაპარაცები ყველგან არიან - ხო, რა თქმა უნდა, ვინ იცის საქართველოში რას არ დაწერენ?! ახლახანს წავიდა და უკვე საყვარელი გაიჩინაო - ნერვების მოშლას როდის მორჩები? დროზე გამომიარე და კომპანიაში ერთად მივიდეთ! - მკაცრად ვუთხარი და გავუთიშე. 15 წუთში მზად ვიყავი და ნიკს ველოდებოდი, მოთმინებას მაინც არ ვკარგავდი, კიდევ 15 წუთი ველოდებოდი და როგორც იქნა ტელეფონზე ზარი გაისმა. - გისმენთ! - ჩამობრძანდით ქალბატონო რუსო - გაიცინა და სწრაფად გამითიშა. *** - მთელი 15 წუთი გელოდებოდი - მისალმებით მაგივრად პირდაპირ ჩხუბი დავუწყე, მაგრამ როგორც კი უკან მჯდომი პიროვნება შევამჩნიე ეგრევე გავინაზე - ხომ იცი საყვარელო როგორ მენატრები ხოლმე? - მხარზე ხელი ჩამოვუსვი და გავუღიმე. - მაპატიე, უბრალოდ დენმა გამომიარეო და უარი ვერ ვუთხარი - თვითონაც თბილად გამიღიმა და მანქანა დაქოქა. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ ისე მინდოდა მეჩხუბა ლამის საჭეზე ვარტყმევინე თავი. ძალიან საინტერესო იქნებოდა ისე როგორ განცხადებას გააკეთებდნენ: “ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენმა ცნობილ ადვოკატს საჭეზე თავი არტყმევინა, მიზეზი უცნობია” იმდენად მინდოდა იმ მომენტში გამეცინა, კინაღამ ცუდად გავხდი, მაგრამ სხეულმა საშუალება არ მომცა ცდის მიუხედავად და გული დამწყდა. როგორც კი დენი ჩამოვსვით, ეგრევე წარბაწეული გადავხედე და დავუბღვირე. - მაპატიე, ვერ გაგაფრთხილებდი ნორმალურად მელაპარაკე კოლეგა მიზის მანქანაში მეთქი! - რაიმე ნიშანი რომ მოგეცა არა? - მაგალითად? - თვალები აატრიალა. - მაგალითად დროზე ჩამოდი, დენს ვერ ვალოდინებ ეჩქარება ან რაიმე მსგავსი, რავიცი! - ვერ მოვიფიქრე! - დამიღრინა და მანქანა შენობის წინ გააჩერა. - და მერე კიდევ ჭკვიანი ადვოკატიაო იტყვიან! - მკაცრად გადავხედე და წინ წავედი. - ასე წინ თუ ივლი ჩათვალე რომ ყველამ იცის რაც ხდება - უდარდელად მიპასუხა და გვერდით დამიდგა - თუმცა ისე სწრაფად არ მიდიხარ, ფეხი რომ ვერ აგიწყო რუსუდან - მადლობა ნიკ, ასე რომ მეხმარები და ნერვებს მაწყვიტავ - გაბრაზებულმა გადავხედე და ლიფტისკენ დავიძარი. ყველას თავის დაკვრით ვესალმებოდი, ნიკი კი ლამის ფეხებში ეგებოდა გოგოებს და თვალებით ეფლირტავებოდა, ნერვებ მოშლილმა როგორც კი ლიფტის კარები დაიხურა ეგრევე ვწვდი საყელოში. - მომისმინე! ან ჩემთან იყავი, ან წადი და იმ გოგოებს ეფლირტავე, სათამაშოდ არ მცალია, ეს თვეები ყველა უნდა დავაჯეროთ რომ ერთად ვართ, ჩემი გეგმის განხორციელებისთვის მჭირდება, თუ ამას ვერ გააკეთებ ვინმე სხვას მოვძებნი, არ მჭირდება აქ მთელი კომპანიის სალაპარაკო გახდეს გენერალური დირექტორის საქმრო თვალებით გვხდისო! - მსუბუქი ბიძგით შევუშვი ხელი და ლიფტიდან გამოვედი. - ოო, რელაქს რუსო, რელაქს - გაიცინა და უკან გამომყვა - ბოდიში მართლა, უბრალოდ ჩვევა მაქვს და ვერ ვეშვები, მაქსიმალურად გავაკონტროლებ თავს! - კარგად დაფიქრდი, თუ ვერ დამეხმარები დროზე მითხარი რომ შემცვლელი ვიპოვო, პრობლემები არ მჭირდება - რატომ ჩხუბობთ? - ჩემს კაბინეტში ნათლია დაგვხვდა და ჩვენკენ წამოვიდა - ჩხუბის დრო არ არის ხალხნო, დავამთავროთ ეს საქმე და მერე თუ გინდათ მთელი დღეები იჩხუბეთ - არ ვჩხუბობთ ნათლი, უბრალოდ ძალიან მექალთანეა, დღეს პირველად გამოვჩნდით ხალხში და გოგო არ დაუტოვებია რომ არ დაეკერა! - გაბრაზებული მივედი მაგიდამდე და მოწყვეტით ჩავჯექი სავარძელში - ან უნდა შეცვალოს ეს საქციელები, ან საერთოდ წავიდეს - მემგონი უკვე გითხარი რომ შევიცვლები მეთქი, საჭირო არ არის ამდენი ლაპარაკი - ისე მკაცრად თქვა, რამდენჯერმე გადავხედე ხომ ნამდვილად ნიკი მელაპარაკება მეთქი - ის რომ მუდმივად ვხუმრობ და ვცდილობ კარგ ხასიათზე დაგაყენო ეს არაფერს ცვლის! ახლობლებთან ასეთი ვარ, მაგრამ დამიჯერე როგორც კი ყველაფერი სერიოზულ სახეს მიიღებს, დაინახავ რა შემიძლია - ხო, აი ეს უკვე მომწონს! - ტაში შემოვკარი და ორივეს შევავლე მზერა - რა გეგმები გვაქვს? - დაახლოებით 2 თვეში იგეგმება მთელი კანადის ცნობილი ბიზნესმენების შეკრება, ვფიქრობ მანდ უნდა გამოაცხადოთ რომ ქორწინდებით - დიდი ქორწილი უნდა გვქონდეს? - არა, იტყვი რომ გარდაცვლილი ქმრის გამო, არ გჭირდება უზარმაზარი ქორწილი და მხოლოდ ხელს მოაწერთ - მშვიდად მომიგო თედომ და ფეხზე წამოდგა - აი შემდეგ ვფიქრობ როგორ აჯობებს მოქცევა - შემდეგ საქართველოში რომ ჩავიდეთ? ვითომ შენი მშობლების გაცნობა მოვინდომე - მხრები აიჩეჩა ნიკმა და თვალი ჩამიკრა. - არ მყავს მშობლები - უემოციოდ მივუგე და ფეხზე წამოვდექი - აი მე კიდევ ვფიქრობ რომ დაახლოებით სამ თვეში უნდა გამოვაცხადო რომ ორსულად ვარ მეთქი, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, შემდეგ კი საქართველოში გავხსნათ ერთ-ერთი საწარმო და ამ ფაქტის აღსანიშნავად ჩავალთ! - გენიალურია! - ტაში შემოკრა ნიკმა - მაგრამ ასე უცებ რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი ამას ვინ დაიჯერებს? - ჰმ - ჩავიცინე, ნიკის პირდაპირ დავჯექი და კმაყოფილი სახით გადავხედე - შენ იტყვი რომ ძალიან დიდი ხანია გიყვარვარ, მაგრამ მიშოს გამო თავს იკავებდი, ახლა კი ბევრი ხვეწნის მერე დაგთანხმდი და ვცდილობ შენთან ერთად ცხოვრება ავაწყო, შენ პირობას დამიდებ რომ მაქსიმალურად ეცდები ჩემს გაბედნიერებას და იმას რომ თავი შემაყვარო და ხელს მთხოვ, მე კი გამოგიცხადებ რომ ბოლომდე გენდობი და დღეიდან წარსულს უკან ვტოვებ ჩვენი ბედნიერებისთვის! - გული ამიჩუყდა, სალფეთქი არ გაქვთ? - არარსებული ცრემლები მოიწმინდა და ამოისრუტუნა - ვაიმე რა ამაღელვებელი იყო - ნიკ! - კარგი ხო - დასერიოზულდა და კმაყოფილმა გაიცინა - არა, კიდევ ერთხელ უნდა ვაღიარო რომ მიშოს გემოვნება ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ აი შენ ზუსტად ისეთი ხარ, როგორზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა რა! - ნამდვილად, რუსო იდეალურია ყველანაირად, მისი იმედი ყოველთვის მქონდა და მექნება - თმებზე ხელი დამისვა თედომ და შუბლზე მაკოცა - წავედით ახლა ჩვენ, ხვალ ვახშამზე წადით საღამოს, უკვე დაიწყეს თქვენს წყვილზე ლაპარაკი და ასე გააგრძელეთ, წარმატებები! - კარგად ქალბატონო რუსო - თავი დამიკრა ნიკმა და ღიღინით გავიდნენ ოთახიდან. მშვიდი სახით შევათამაშე ფურცელი ხელში და დავაკვირდი. “ყველაზე მაგარი გოგო ხარ რუზო” *** გრილ და სასიამოვნო საღამოებს წითელი ღვინო ძალიან უხდება, ვზივარ ვერანდაზე, უშენოდ, თითქმის წელიწადი და 3 თვე გავიდა, ირგვლივ ყველას ვაჯერებთ მე და ნიკი რომ ერთად ვართ, მაგრამ ასე მგონია ამით გღალატობ და გშორდები, მგონია რომ გწყინს ეს ყველაფერი და გულს გტკენს, მაგრამ ხომ იცი, რომ არა ეს საშინელი შურისძიება, არასდროს გავაკეთებდი ამას. თვალებს ვხუჭავ და მთელი სხეულით ვეყრდნობი კედელს. მწველი სითხე უსიამოვნოდ გადადის კისერში, მაგრამ ჩემს იარებს მალამოსავით ედება, მაბრუებს და არ აძლევს საშუალებას რომ გაიხსნას. შიგადაშიგ ვუყურებ ჩემს წინ გადაშლილ ხედს და მუდმივად შენს სახეს ვხედავ. ნეტავ რაიმე ისეთი ნიჭი მქონდეს, შენამდე რომ მოვიტანო ჩემი ტკივილი. ვმღეროდე მაინც, ან ვწერდე, ან ვუკრავდე, მთელ ჩემს ტკივილს ჩავაქსოვდი მასში და მთელ დედამიწას მოვასმენინებდი, ვაგრძნობინებდი როგორ მიჭირს უშენოდ. რაც დრო გადის შენი დავიწყების მაგივრად მით უფრო მახსენდები, ახლა უფრო დეტალურად ვიხსენებ ხოლმე ჩვენს შეხვედრებს და ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს ვგრძნობ კიდეც რომ მეხები. შეუცვლელი, შეუცვლელი ხარ მიშო! ცრემლები უკვე უარს ამბობენ ჩემთან მოსვლაზე, მოვბეზრდი ალბათ, ზოგჯერ ისე მინდა ერთი ცრემლი მაინც გადმოვაგდო და ყველაფერი გარეთ გამოვუშვა, მაგრამ.. - ასე თავს უფრო იტანჯავ რუსო - ჩემს წინ მუხლებზე დამდგარ ნიკს ვუყურებ და თავს ვაქნევ - გეყოფა გთხოვ, ასე უარესია - ჩემი ბრალია ყველაფერი! - მუხლებს ხელებს ვხვევ და აქეთ იქეთ ვირწევი - ჩემი ბრალია - შენი ბრალი არ არის არაფერი რუსო, აი ნახავ ეს ყველაფერი დამთავრდება და შენთანაც მოვა ბედნიერება, ისევ.. - არც გაბედო იმის თქმა რომ ისევ შემიყვარდება! - ხელის აწევით ვაჩერებ და გამწარებული ფეხზე ვხტები - როგორ შეგიძლია მითხრა რომ ისევ შემიყვარდება? როგორ ფიქრობ, ოდესმე შევძლებ იმის დავიწყებას რაც მიშოსთან მქონდა? - გაავებული ვუყურებ და ვგრძნობ რომ ძალიან მალე ამოვიფრქვევი. - რუსო ახალი ცხოვრების დაწყება ძველი დავიწყებას არ ნიშნავს - მშვიდად მეუბნება და ჩემს დამშვიდებას ცდილობს - რატომ იტანჯავ ამ ყველაფრით თავს? - შენ არც კი იცი რას.. - ვიცი! - ღრმად სუნთქავს - დამიჯერე, ძალიან კარგად ვიცი რასაც გრძნობ მაგრამ.. ასე უარესია რუსო, ასე საშინლად ხარ, ვერ ხვდები რომ უკან უკან მიდიხარ? - ნიკ, ხომ, ხომ ვუყვარვარ მიშოს? - შეშლილი სახით ვუყურებ და ხელებზე ვეჭიდები სასოწარკვეთილი - ხომ არ მიმატოვა? - ჩემს კითხვაზე სახე ეშლება, უკან იხევს და თავს ხრის, ისევ რეალობა მენგრევა თავზე და მოწყვეტით ვვარდები. - რუსო, მორჩი - ხელს მკიდებს და ფეხზე მაყენებს, ძალით შევყავარ საძინელებელში და ლოგინზე მაწვენს. - ნიკ, ძალიან მეშინია - გატეხილი ხმით ვჩურჩულებ და ცრემლებით მევსება თვალები - ამ შურისძიებამ რომ არ მომიტანოს შვება? - მოგიტანს, ბედნიერებასაც მოგიტანს - წამალს მასმევს, თმებზე მეფერება და ვერც ვიგებ ისე მეძინება. *** “დილამშვიდობისა რუზო” დამშვიდებული ვუყურებ ბარათს და ფეხზე ვდგები. “შენ შეძლებ რუზო” ბარათები, რომლებიც მუდმივად მხვდებოდნენ ყოველ ნაბიჯზე, თითქოს ჩემს სტიმულად იქცა, ყველგან მათ ვეძებდი თვალებით, ვცდილობდი არცერთი გამომპარვოდა. ფრთხილად ვხსნიდი თითოეულს და ვინახავდი, ეს წლები რომ არასდროს დამვიწყებოდა, ხშირად გადმოვიღებდი, ვკითხულობდი თითოეულს და ვცდილობდი გამეღიმა, თუმცა სასიამოვნო გრძნობას რომ მიტოვებდა ესეც კი საკმარისი იყო ჩემთვის. - ყველაფერი უნდა გამოგვივიდეს დღეს რუსო - ღიმილით მეჩურჩულება და უზარმაზარ დარბაზში შევდივართ, ჟურნალისტების ყურადღება ჩვენკენ არის მომართული, ყველა გარს გვეხვევა და სხვადასხვა კითხვებს გვისვამენ. - დღეს ყველას კითხვას ვუპასუხებთ, ცოტა მოგვიანებით! - სერიოზული გამომეტყველებით გავყავარ ჟურნალისტებს შორის და თედოსთან მივდივართ. თითქმის ყველა ბიზნესმენს ვესაუბრები და ინფორმაციას ვცვლით ახალბედების შესახებ ყოველწლიურად იმდენი დამწყები ბიზნესმენია რომ რთულია მათგან ნორმალური და პერსპექტიული აღმოაჩინო. საღამოს თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა ნიკმა რომ მანიშნა და სცენისკენ წავიდა. - მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოებავ, დღეს მინდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო, ჩემს გვერდით არის ქალი, რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებ და დღეს ყველას წინაშე მინდა ცოლობა ვთხოვო - ღიმილით მიყურებს და ხელს ჩემკენ იშვერს, ვითომ ძალიან დაბნეული და აფორიაქებული მივიწევ სცენისკენ და ნიკის პირდაპირ ვდგები. - რუსო, ვიცი ძალიან გიჭირს წარსულის დატოვება, მაგრამ დღეს მე ყველას წინაშე გაძლევ პირობას რომ შევძლებ შენს გაბედნიერებას, ვეცდები ის მშვიდობა მოგიტანო, რომელიც ასე გჭირდება და ბედნიერება დავაბრუნო შენს ცხოვრებაში - ჩემს წინაშე ცალ მუხლზე დგება და ყუთს თავს ხსნის, ისეთი სახით ვიყურებდი თითქოს ვორჭოფობ, ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია რა გავაკეთო, ბოლოს ღრმად ვსუნთქავ და ხელს ვუწვდი, ისიც ღიმილით მიკეთებს ბეჭედს და თითებზე მკოცნის. ყველა გვილოცავს თითქმის, მხოლოდ თედო დგას მოშორებით და მკაცრი სახით გვიყურებს, შემდეგ შამპანიურით ხელში გვიახლოვდება, ჩვენს წინაშე ჭიქას ახეთქებს და გაღიზიანებული გვიყურებს. - ეს რა სპექტაკლია? - ბოლო ხმაზე ღრიალებს და შეშლილი სახით გვიყურებს - რას ნიშნავს ცოლად მოგყავს? ნორმალური ხარ ნიკ? შენი საუკეთესო მეგობრის ცოლი მოგყავს ცოლად? - ნათლი.. - შენი ხმა არ გავიგო რუსო! - გაავებული მიყურებს და თითს ლამის სახესთან მიფრიალებს - გაჩუმდი! უსირცხვილოებო, ქმარი ნორმალურად არ დაგიკრძალია ჯერ, შენ კიდევ უკვე თხოვდები?! როგორ არ გრცხვენია, საქართველოდან წამოსული შეგიფარე, ჩემი ბიზნესი გადმოგიფორმე, ყველაფერი მოგეცი და მაინც მიღალატე?! - მომისმინეთ ბატონო თედო, თქვენი ტკივილი მესმის, მაგრამ მე დიდი ხანია რუსო მიყვარს, წლებია, უბრალოდ… - უბრალოდ? შესაფერის მომენტს ელოდებოდი არა? - ღრიალებს და ნიკისკენ იწევს, მაგრამ დაცვა აკავებს და ისიც ვითომ ნებდება - ამას არ შეგარჩენთ! მე მეგონა რომ უბრალოდ მეგობრობდით და რუსო დარდს გიზიარებდათ, იმ ჭორიკნებს არც კი ვუსმენდი, ვერ ვიჯერებდი რომ ამაზე იყავით წამსვლელები, მაგრამ ეს ნაბიჯი დაიმახსოვრეთ თქვენ! - თითს გამაფრთხილებლად გვიქნევს და გასასვლელისკენ მიდის. - ნათლი - ცრემლიანი თვალებით მივზდევ და ვცდილობ შევაჩერო, მაგრამ მსუბუქად მიქნევს ხელს, იქვე ვვარდები და თვითონ სწრაფი ნაბიჯებით გადის დარბაზიდან. ნიკი სწრაფად მორბის ჩემთან, ხელს მხვევს და კუთხეში გავყავარ, სკამს მიდგამს და იქვე მსვამს. - დამშვიდდი გეხვეწები რა - ჩემს დაწყნარებას ცდილობს და მეც ვსლუკუნებ მთელ ხმაზე. შეშფოთებული ბიზნესმენები გარს მეხვევიან და ჩემს დაწყნარებას ცდილობენ, ჟურნალისტები კი ბედნიერი სახეებით იღებენ ახალ აგორებულ სკანდალს. ცოტახანი ვრჩებით, შემდეგ კი ნიკი ბოდიშის მოხდით ემშვიდობება ყველას და იქედან გამოვდივართ. მანქანას სწრაფად მართავს, ბინაში მშვიდად ავდივართ და მისაღებში ვჯდებით. - ნუ აი, მსახიობი ხარ სუპერ! - მიცინის და სამზარეულოდან წვენი გამოაქვს. - თედო სად არის? - აქ ვარ რუსო - ღიმილით გამოდის მეორე ოთახიდან, ეგრევე ვდგები და მთელი ძალით ვეხუტები - არ ინერვიულო ჩემო პატარავ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება! - შემდეგი გეგმა? - ბედნიერი ოჯახი და ორსულობა, საწარმოს მშენებლობა დაიწყეს, როგორც კი დაამთავრებენ გასამგზავრებლად მოემზადებით, აეროპორტში დაგხვდებიან ჟურნალისტები და განცხადებას იქ გააკეთებთ. *** - გყვარებია ვინმე? - ბლინი უზარმაზარი თეფშიდან გადმოვიღე და გემრიელად გადავუსვი ნუტელა - ნიკ, რაზე ფიქრობ? შენ გეკითხები! - მაპატიე, ჩავფიქრდი, რა მკითხე? - დაბნეული თვალებით გადმომხედა და კიდევ ერთი ბლინი დააგდო თეფშზე. - გყვარებია ვინმე მეთქი? - კი, როგორ არა, მყვარებია - რატომ დაშორდით? - ინტერესით გადავხედე და გემრიელად ჩავკბიჩე. - რატომ შორდებიან წყვილები რუსო? - არვიცი, უამრავი მიზეზია, ეჭვიანობა? - არა, გრძნობების გაციება, მე არ მიყვარს როდესაც მზღუდავენ, ჩიტივით მკეტავენ გალიაში და არ მაძლევენ უფლებას იქ წავიდე სადაც მსურს, მეზიზღება რომ მაკონტროლებენ! - აგრესიულად ჩაილაპარაკა და თავი გააქნია - არ მესმის რატომ ბოჭავენ ასე საყვარელი ადამიანები ერთმანეთს? - ყველა ერთნაირი ხომ არ არის? ზოგი ძალიან ეგოისტია, თუ გიყვარდა უნდა აგეტანა მისგან ასეთი დამოკიდებულება - ხოდა არ მყვარებია ესეიგი საკმარისად, იმ დღეს როდესაც ადამიანი ყველანაირ საზღვარს გადავა ჩემთვის მისი კარები სამუდამოდ იკეტება - პატიება? არ გთხოვა? - ეგოისტი ადამიანები არ იცვლებიან, საპატიებელი არაფერი ჰქონდა, უბრალოდ აღარ მიზიდავდა მასთან ურთიერთობა ისე, როგორც იქამდე - წინ ჩამომიჯდა და თვითონაც გადაიღო ბლინი - თანაც როდესაც ადამიანის სიყვარული ასე გაღიზიანებს, ესეიგი არ გიყვარს, საყვარელი ადამიანისგან მზრუნველობა ყოველთვის სასიამოვნოა, როგორც არ უნდა იყო! - ეგრეც ნუ იტყვი, გეგაზე რომ ვიყავი ორსულად სულ ვეჩხუბებოდი მიშოს - სევდიანი თვალებით ავხედე, მიშოს გახსენებაზე მთელი სხეული გამეყინა. - გეგასთან ჩავიდეთ ამ შაბათ-კვირას, დროა ყველაფერი ავუხსნათ - ყველაზე მეტად მისი რეაქციის მეშინია - ღრმად ამოვისუნთქე და მაგიდაზე თავი ჩამოვდე - არ ვიცი რა მეშველება თუ გამიბრაზდა - მიშოს შვილი შეუძლებელია ეგეთი იყოს, აუცილებლად გაგიგებს და გვერდში დაგიდგება - ის ძალიან პატარაა ნიკ, სულ რაღაც ექვსი წლისაა, ისიც არ ესმის რატომ ვერ ნახულობს მამამისს, რატომ არ არის მის გვერდით, არც კი ვიცი როგორ ავუხსნა რომ ერთად ვართ - რა საჭიროა? - დაბნეული მზერით ამომხედა და ფეხზე წამოდგა - მაგრამ მართალი ხარ, ამითაც დავიზღვიოთ თავი, ბავშვები გულუბრტყვილოები არიან და შეიძლება ამით ვინმემ ისარგებლოს, თუმცა რეალურად არავის შეუშვებენ იქ გეგასთან - ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, არ გაგიგია? - სოსო საიდან გიცნობს? - უეცრად მკითხა და მკაცრი მზერით გადმომხედა. - ნათლიას რესტორანი ჰქონდა ერთი პერიოდი საქართველოში, სადაც მენეჯერი იყო სოსო, შემდეგ სასტუმრო გავხსენით და ეს რესტორანიც შემოვუერთეთ, სოსომ კი იმდენი ფული იშოვა რომ ცალკე გახსნა ბიზნესი - ნოდარი ვინ არის? - ნოდარი მისი ბიძაშვილია, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა წლები და ახლახანს დაბრუნდა! - მათ გახსენებაზე ისე წამომიარა ბრაზმა ლამის ყველაფერი დავამტვრიე ირგვლივ. - უყვარხარ? - სოსოს კი, ნოდარი უბრალოდ ეხმარება - მოკლედ ვცემდი პასუხებს და მაქსიმალურად ვცდილობდი არ გავღიზიანებულიყავი. - შენი სიყვარულის გამო მოხდა ეს ყველაფერი? თუ კიდევ იყო რაიმე მიზეზი? - რა თქმა უნდა ფულიც უნდოდათ, მაგრამ ჩემი ხელში ჩაგდება უფრო - დაუჯერებელია, ასე როგორ უყვარხარ ადამიანს? - არ ვუყვარვარ, ავადმყოფია, სანამ მიშოს გავყვებოდი იქამდე ვიცნობდი, ოჯახში იყო მოსული ჩემი ხელის სათხოვნელად, დედობილთან, მაგრამ უარით გავისტუმრე და რამდენიმე თვეში გავყევი მიშოს, ამაზეა გაგიჟებული რითი მჯობიაო, დამპირდა კიდეც გაგამწარებთო, მაგრამ მერე ჩვენთან რომ დაიწყო მუშაობა მიმტკიცებდა აღარ მიყვარხარ და აღარ მაინტერესებსო რა მოხდა წარსულში, დავივიწყოთო, მაგრამ… როგორც ჩანს არაფერი დავიწყებია და იმისთვის უნდოდა ეს ძალაუფლება რომ მიშო ჩამოეშორებინა, ნიკ სოსო ძალიან სახიფათო კაცია, არც შენ დაგინდობს! - ცრემლიანი თვალებით ავხედე და ნერვიულად ჩამოვისვი კისერზე ხელები. - როგორ ფიქრობ სოსოსი მეშინია? - ნერვიულად ჩაიცინა და ფანჯრის რაფას დაეყრდნო - მას წარმოდგენაც არ აქვს რამხელა ზურგი მყავს უკან, უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენს რა შემიძლია! - ყველაფერი კარგად იქნება - გვერდით დავუდექი და მხარზე ჩამოვადე თავი - ყველაფერს შევძლებთ! - აბა რა, ყველაფერს შევძლებთ რუსო - შუბლზე მაკოცა, იმედიანად გამიღიმა და ხელები მომხვია, სიმშვიდემ ნელნელა შემოაღწია ჩემში და ვიგრძენი როგორ იპოვა ჩემმა სხეულმა საყრდენი, თითქოს მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გაიელვა იმედის ნაპერწკალმა სხეულში და ყველა უჯრედი მას მოეჭიდა, შიში სადღაც გაქრა და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად ამოვისუნთქე ისე რომ მთელი დარდი ამოვაყოლე. *** - რა დღეში ხარ? ან სად იყავი? ქალის სუნამოთი ყარხარ - ცხვირი ავიბზუე და მობარბაცე ნიკს ხელი შევაშველე. - კარგი რა რუსო, ნუ მიყვირი გთხოვ - ნიკ, სად იყავი? - დივანზე დავსვი და სამზარეულოდან წყალი გამოვიტანე - კარგად ხარ? - ნაშებში - სიცილით მითხრა და ქვემოდან ამომხედა გათიშული მზერით, ვიგრძენი როგორ გავღიზიანდი, ეგრევე ვეცი ფეხზე წამოვაგდე და სააბაზანოსკენ წავიყვანე - რას აკეთებ ე? - ხმა არ გამიცია ისე დავაყენე დუშის ქვეშ და ცივი წყალი მოვუშვი, კედელს მივეყრდენი და ინტერესით ვათვალიერებდი, ნელნელა აშკარად ფხიზლდებოდა და აზრზე მოდიოდა - გამოვფხიზლდი უკვე, გადაკეტე გთხოვ - დამნაშავესავით ჩახარა თავი და ისე წამოდგა, ხელში პირსახოცი შევაჩეჩე და იქედან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი. ისევ ვერანდაზე ვიჯექი და თითქმის ჩაბნელებულ ქალაქს ვუყურებდი. მიშოსთან ვიყავი ფიქრებით და აკანკალებულ თითებს ძლივს ვიმორჩილებდი, ისე მინდოდა ყველაფერი დამელეწა მთელი სხეული მეწვოდა სურვილისგან, მაგრამ თავს ვიკავებდი, ახლა ყველაზე ნაკლებად მაწყობდა უაზრო სკანდალები და ასეთ რაღაცეებზე სცენების გამართვა, არავის უნდა ენახა რომ უაზრო პროვოკაციებს ვყვებოდი და ვცდილობდი ურთიერთობის დანგრევას. - რუსო! - აივანზე გამოვიდა და ათრთოლებული ხმით დამიძახა. - საწარმოს მალე დაასრულებენ, ბარგი ჩაალაგე საქართველოში მივდივართ მალე - ურეაქციოდ ვუთხარი და ბინაში დავაპირე შესვლა, მაგრამ მკლავში მწვდა და უკან დამაბრუნდა. - გთხოვ დარჩი, ვინმეს რომ არ დაველაპარაკო გავგიჟდები - იქვე ჩაიკეცა და თავი კედელს მიადო - გთხოვ - რა მოხდა? - დღეს ერთ მომენტში ისე წამიჭირა ამ სიტუაციამ ყელში, ვერ მოვითმინე და მიშოს ნომერზე დავრეკე - თავი ჩახარა და ამოიხრიალა - სტანდარტული პასუხი მივიღე, ნომერი გაუქმებულიაო, მერე გავიაზრე რომ მიშო აღარ მყავდა გვერდით და ისე ამიდუღდა სისხლი კინაღამ გავგიჟდი, კაბინეტში ყველაფერი დავლეწე და თავზე დავიმხე, ისე დავსუსტდი თითქოს ყველანაირი საყრდენი გამომაცალეს - ძლივს ლუღლუღებდა და თითებს იწვალებდა. - ნიკ.. - არა, ბოლომდე მომისმინე გთხოვ, უბრალოდ შენს გარდა ვერავის ველაპარაკები, აქამდე თითქოს ვაიგნორებდი ყველაფერს, მაგრამ დღეს პირველად გამიჭირდა ასე საშინლად, მიშო ყოველთვის საყრდენი იყო, ვურეკავდი ნებისმიერ დროს და მისმენდა დაუსრულებლად, ცდილობდა ყოველთვის გამოსავალი ეპოვა, დღეს კიდევ მისი ხმაც ვერ გავიგე, ვერ დავუკავშირდი, ვერ ვიგრძენი შვება, თითქოს ამდენი ხნის მერე პირველად შემომასკდა მთელი ძალით რეალობა, პირველად გავითავისე როგორ დამაკლდა, როგორ გამისხლტა ხელიდან ამხელა მეგობრობა და ტკივილმა ისე შემჭამა გეფიცები გული რომ არ გადამეყოლებინა არ შემეძლო - აკანკალებული თითებით ძლივს მოუკიდა სიგარეტს და ამოიოხრა - რუსო - გისმენ - ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი ნიკს და ზუსტად ვიცოდი რასაც განიცდიდა, მე ხომ ამ გრძნობით ვცხოვრობდი ყოველ დღე, არასდროს მტოვებდა და მაგიჟებდა. - როგორ უძლებ მითხარი, გთხოვ მითხარი როგორ უძლებ ამ ტკივილს? როგორ არ გიჟდები? როგორ - ლუღლუღებდა, ჩემი თითები მთელი ძალით ეჭირა და შიგადაშიგ მკოცნიდა - მე დღეს გავიაზრე და კინაღამ შევიშალე, შენ კიდევ რამდენი ხანია.. - 547 დღე და 19 საათია - ამოვიხავლე და ისტერიული ტირილი ამივარდა, დავინახე როგორ ამომხედა შეშლილი სახით, უფრო გაფითრებული და აფორიაქებული იყო, უკან გაიწია და კედელს მთელი ძალით აეკრო, ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა აზრზე მოსულიყო - რა უნდა გითხრა - გგონია რამე მანუგეშებს? - ხელის გულებით მოვიშორე ცრემლები და ძლივს ამოვისუნთქე - გგონია რომელიმე სიტყვა ჩემამდე მოდის? - რუსო - დავიძინოთ გთხოვ - ფეხზე წამოვდექი და ბარბაცით შევედი საძინებელში - დავიძინოთ, მიშო მოვა ჩემთან სიზმარში და ძალიან ბევრს მაკოცებს - სევდიანად გავუღიმე და ლოგინზე დავემხე. გავიგონე როგორ გაიხურა კარები და სადღაც წავიდა. *** - როგორ ბრძანდებით ქალბატონო რუსუდან? - მისი დამცინავი ხმის გაგონებისას ზიზღი ჩამეღვარა სხეულში და თვალები ამეწვა ემოციებისგან. - რა გინდა? - აგრესიულად ვუპასუხე და თითქმის ყველა გრძნობა მაქსიმალურად დავაიგნორე. - მოგიკითხე უბრალოდ, გავიგე გათხოვდაო და მივულოცავ მეთქი, რა უცებ დაივიწყე შენი მიშო? - რა გინდა მეთქი? - არაფერი, უბრალოდ მინდოდა შენი ხმა გამეგო და მეგრძნო როგორი ბედნიერი ხარ - ირონიულად მელაპარაკებოდა და მსუბუქ ჩაცინებასაც აყოლებდა ყოველ წამს. - შენს ხმას რომ გავიგებ როგორ შეიძლება ბედნიერი ვიყო? - დავიგრგვინე, მაგრამ ეგრევე შემოვარდა ნიკა და მკლავში მსუბუქად მწვდა, მანიშნა გაჩუმდიო. შემდეგ სწრაფად მივარდა მაგიდას, რაღაც დაწერა და გამომიწოდა. “მოთმინება” - მეგონა წარსული დაივიწყეთ ქალბატონო რუსუდან! - მთელი დედამიწა რომ დამავიწყდეს, შენი ხმის გაგონებისას მაინც ამერევა გული - მშვიდად მივუგე. - ხო და იქამდე წაგართმევ მაგ შენს ქმრებს, რომლებიც ვითომ გიყვარს და გიჟდები, სანამ არ მიხვდები რომ ჩემი ხარ მხოლოდ - რა გულახდილი საუბარია, შემთხვევით სიბერემ ხომ არ შემოგიტია? იქნებ მოინანიო კიდეც შენი ცოდვები - ირონიაც გისწავლიათ ქალბატონო რუსუდან - ხმა გაუმკაცრდა და ჩაახველა - გავიგე ჩამოდიხართ, გავიცნობ თქვენს ქმარს, იქნებ მისი მოკვლის გარეშეც გაგანთავისუფლოთ მისი მკლავებიდან - როდის ველოდო შეტევას? - ირონია არც მე დავაკელი. - ძალიან მალე, ძალიან - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა. ისე გავმწარდი ტელეფონი პირდაპირ კედელს მოვუქნიე და დავლეწე, ბოლო ხმაზე ვკიოდი და ყველაფერს ვამტვრევდი. - არაკაცი, არაადამიანი, ცხოველი! როგორ მეზიზღება! მძულს! - ცრემლებად ვიღვრებოდი, ნიკი ჩემთან ერთად იყო ჩამუხლული და ცდილობდა დავეწყნარებინე - გაიგე რა მითხრა? მაგ ქმარსაც წაგართმევო, სანამ არ გაიგებ რომ ჩემი ხარო - შეშფოთებული ავხედე და მთელი სხეულით ავცახცახდი. - დამშვიდდი რუსო - ოდნავ ხმამაღლა დამიძახა და შემანჯღრია - დამშვიდდი მეთქი, გაშინებს, ცდილობს რომ დაგასუსტოს ამით რატომ არ გესმის? მორჩა, დამთავრდა ყველაფერი - მთელი ძალით ჩამეხუტა და ცდილობდა დავემშვიდებინე - ძალიან მალე მოვუღებთ ბოლოს და მერე საერთოდ დამშვიდდები. უეცრად მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე, ფეხზე წამოვდექი და დამამშვიდებელი დავლიე. - არ გავახარებ არ მივცემ ნებას რომ შენც გაგანადგუროს! *** “მიშოს იმედი ხარ” “მიშოს ყველაფერი ხარ” “სასწაული ქალი ხარ” “შენ ყველაფერს შეძლებ, ყველაფერს გაუძლებ და გადალახავ” “არ დაივიწყო რომ მიშოს ყოველთვის სიგიჟემდე უყვარდი” “ბედნიერებამდე სულ რაღაც ერთი - ძალიან დიდი ნაბიჯი გაკლია, მე მჯერა შენი” “ერთადერთი იმედი” “შეუდარებელი” “რუზო!” ყველგან ფურცლებია, ყველგან მხვდება და მაბედნიერებს. ვზივარ საწოლზე და თითოეულს ვეფერები, ცრემლებით და სევდიანი ღიმილით. ვგრძნობ როგორ მიახლოვდება შურისძიების დრო და თითოეულ ფურცელში ვეძებ ძალას, ვცდილობ ყველაფერი გადავლახო, ძლიერი ვიყო და შევძლო პირობის ასრულება. შენი სიყვარული ჩემი ძალაა მიშო, შენ რომ გიყვარდი, შენ რომ გწამდა და შენ რომ გჯეროდა, მხოლოდ ამიტომ ვარ ცოცხალი ახლა და შენს სურათს ვეფერები. - რუსო რას აკეთებ? დავაგვიანებთ - შეწუხებული შემოდის ნიკი და ჩემი ასეთ მდგომარეობაში დანახვისას სახე ეშლება - რუსო, რუსო ნუ იტანჯავ რა თავს, საერთოდ არ მოგცემ ამ ბარათებს აწი - საკუთარ თავზე გაბრაზებული ხელიდან მართმევს ყველას და სადღაც მიდის. - არ გადაყარო გეხვეწები - როგორც კი ვიაზრებ რას აკეთებს გიჟივით გავრბივარ და მკლავზე ვეკიდები - არ გადაყარო და გეფიცები ასე აღარ ვიქნები, ეგენი თუ არ იქნება ჩემთან შევიშლები, ჩემი ძალაა. - მაშინ დამპირდი რომ ასე აღარ იქნები - გპირდები, მიშოს თავს გეფიცები თავს აღარ დავიტანჯავ, გთხოვ რა - ქვემოდან ვუყურებ საწყალი თვალებით, ვერ უძლებს და უკანვე მიბრუნებს ყველას. - იცოდე პირობა არ დაივიწყო, დროზე ჩაიცვი და წავედით აეროპორტში - თავს აქნევს და კარებისკენ მიდის. - გეგას არ გავუაროთ? - კი, გველოდება - ღიმილით ბრუნდება - ახლახანს დავურეკე და მითხრა მალე მოდითო - კარგი, ახლავე გამოვალ - მშვიდად ვბრუნდები საძინებელში, თითოეულ ბარათს ჩანთაში ვაწყობ და კარებისკენ მივდივარ. *** ამ მიწაზე ბოლოჯერ რომ დავდგი ფეხი ასე მეგონა წლები ვერ დავბრუნდებოდი, აქეთ ვერ მოვიხედავდი და ამ ჰაერს ვერ შევისუნთქავდი. მაგრამ ახლა უზომოდ ამაყი ვდგავარ აქ და ვუყურებ მონატრებულ სამშობლოს, ვაკვირდები თითოეულ დეტალს და ცრემლები მაწვება. - მზად ხარ? - ნიკი ხელს მხვევს და გასასვლელისკენ მიბიძგებს, თვალებში ვუყურებ და მკრთალად ვუღიმი, ისიც თავს მიქნევს და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებთ შენობას - ყველაფერს შევძლებთ იცოდე, არ შეგეშინდეს - თავზე მკოცნის და მანქანაში ვჯდებით. ვუყურებ ნაცნობ ქუჩებს და თითოეულზე მოგონება ისე სწრაფად მიტივტივდება, იმდენად მწარედ მირტყამს გულზე რომ სუნთქვა მეკვრება. ყველგან მისი თვალები მელანდება, ახლაც ვხედავ ხოლმე ხალხში, მაგრამ გიჟივით აღარ მივდევ, ზუსტად ვიცი იმას ვხედავ რაც ჩემს ქვეცნობიერს უნდა. უბრალოდ თავს ვეღარ ვერევი ხოლმე, სიზმრებიდან რეალურ სამყაროში გადმოსვლა ისე მიჭირს ჭკუიდან ვიშლები. ყოველ შაბათ-კვირას გეგასთან ჩარბენით და მისი სურნელის შეგრძნობით ვიმშვიდებდი თავს. მისი პატარა და სუსტი მკლავები ისე მამშვიდებდა, თითქოს წამალი იყო და ყველანაირ სევდას მიმსუბუქებდა. ახლა მარტო დარჩენილი საკუთარი მკლავებით ვცდილობ სხეულის გათბობას, მაგრამ არაფერი გამომდის, უძლური ვარ ამ ტკივილის წინაშე. *** - ლინდაა, ჩემი ლამაზი გოგო - მთელი ძალით ვეხუტები და ბოლო ხმაზე კივის ისიც - როგორ მომენატრე ჩემი ცხოვრება ვერც კი წარმოიდგენ! - როგორც იქნა ჩამოხვედი! როგორც იქნაა - ცრემლებად იღვრება და გიჟივით მკოცნის მთელ სახეზე - აი ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ უშენოდ როგორ ვიყავი, როგორ მიჭირდა - ლოყებს მიწელავს და ბედნიერი იცინის - აუ, კარგი რა რუსო, რატომ მომანატრე ასე თავი? სკაიპშიც კი არ მელაპარაკებოდი ნორმალურად, ან შენი ჩამოსვლის ამბავი facebook-ით უნდა გამეგო?! ნუთუ არ გრცხვენია! - გაბრაზებული მელაპარაკებოდა და თან მისაღებისკენ მიმათრევდა - არა, გიყურებ და ვხვდები რომ ძალიან დასუსტებული ხარ, ასე როგორ ჩამოხმი?! იქ ისეთი საჭმელებია უეჭველი ასუქებს და შენ რა გეტაკა? - ქოთქოთებდა და აქეთ იქეთ დადიოდა - ვიღაცები იყვნენ მოსულები აქ, შენი და მიშოს მეგობრები, მაგრამ ვერ გიპოვეს და მერე აღარ მოსულან, მე ნომერს ვერ ვაძლევდი მეშინოდა რამე შარში არ გავხვიო მეთქი და დავრჩი ასე - ამოისუნთქე - ხმამაღლა ვუთხარი და ოდნავ გავიღიმე, ლინდა შეჩერდა და ინტერესით შემათვალიერა. - უკაცრავად?! - ნიკმა ღიმილით გადმოგვხედა და უხერხულად აიწურა როგორც კი ორივემ შევხედეთ. - ოჰ - შუბლზე მოვისვი ხელი - სულ დამავიწყდა, გოგო რა ქოთქოთა ხარ - დავუღრინე და ნიკის წინ დავაყენე - ნიკ ეს არის ლინდა, ლინდა ეს ნიკია ჩემი ქმარი - მშვიდი სახით ვუთხარი და როგორც კი პირი დააღო დავაკეტინე. - გოგო მართლა ქმარია? - ისეთი სახით მკითხა, ნიკმაც მიხვდა რა კითხვა დასვა და გაიცინა. - ჩემთვისაც სასიამოვნოა - ჰო, ჩემთვისაც - აგდებულად უპასუხა და ცხვირი აიბზუა, აშკარად ჩემზეც იყო ნაწყენი, მაგრამ ბოლომდე მაინც არა, ეჭვის თვალით მათვალიერებდა. - რაღაცას ხლართავ ახლა შენ აქ - საიდან მოგაქვს - ნერვიულად ჩავიცინე და თვალი ავარიდე. - ვაი მე რუსოო! ვაი მე - თავი გააქნია და სამზარეულოსკენ წავიდა. საძინებელში შევედი და ყველაფერი ამოვალაგე. შორიდან მესმოდა ლინდას და ნიკის საუბარი, ლინდა აგდებით ელაპარაკებოდა და რაღაცას დუდღუნებდა, ნიკი კი იცინოდა და ემაიმუნებოდა. თავი გავაქნიე, პატარა ბავშვები არიან. *** - რუსკაა - ღიმილით შემომიღო კარები და მე და ნიკს გაკვირვებული მზერა შეგვავლო - თქვენ აქ დაიძინებთ ხო? - ხო, რა იყო? - არაფერი, ამ ტახტს გავიტან აქედან, რა საჭიროა ხო იცი სულ მეზედმეტებოდა - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და გაჩუმდა. - არა! - არა! - მე და ნიკმა ერთდროულად შევყვირეთ და ისეთი სახით შევხედეთ ოდნავ უკან დაიხია. შემდეგ ხმამაღლა გაეცინა, თვალი ჩამიკრა და კმაყოფილი გამომეტყველებით გავიდა ოთახიდან. - ყველაფერს მიხვდა! - გაბრაზებულმა ჩავიდუდღუნე და კარადის კარები ხმაურით მივკეტე. - აი საიდან მიხვდა? - დაღლილი ხმით ამოილაპარაკა და იქვე ჩამოჯდა - ახალი საწოლი მომწონს! - ტახტს ხელი გადაუსვა და გაიცინა. - სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ ხარ? - თვალები ავატრიალე და საწოლზე ჩამოვჯექი - თბილისი დავათვალიეროთ საღამოს - მთელ საქართველოს დავათვალიერებდი სიამოვნებით, მაგრამ ეგ შემდეგისთვის გადავდოთ, ახლა სხვა საქმეები გვაქვს - რა საქმეები გაქვთ? - გიჟივით შემოვარდა ლინდა და დოინჯ შემორტყმული დაგვადგა თავზე. - საწარმო იხსნება და უნდა ვიმუშავოთ ბევრი - უემოციოდ მივუგე და საათს დავხედე - ცოტახანი დავიძინებ მე - კარგი - ორივე გავიდა ოთახიდან, მიშოს ბალიშს ჩავეხუტე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. მონატრებამ ისევ ისე შემბოჭდა და მომიქცია თავის მკლავებში. ნეტავ აქ იყო, ჩემს გვერდით, ან იმ დღე წასვლამდე ძალიან ძალიან ბევრი მეკოცნა შენზე, ისე ჩაგხუტებოდი მთელი ცხოვრება რომ გამყოლოდა შენი სითბო. *** ძალიან გვიან გამომეღვიძა, მისაღებიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა, ზანტაც წამოვდექი და მთქნარებით წავედი კარებისკენ. ოდნავ გამოვაღე და ფეხი ადგილზე გამეყინა, ჩემს წინ გადაშლილმა სანახაობამ ისე შემაშფოთა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და კედელს ავეკარი.. დიდი ბოდიში შეცდომებისთვის და ველოდები თქვენს კომენტარს სულმოუთქმელად, შემდეგი თავი დასასრული იქნება სავარაუდოდ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.