შეგიყვარე და ვერ დაგივიწყე (თავი 7)
ცხოვრება ძველებურ ტემპში გაგრძელდა. ყოველდღიური რუტინული ერთი და იგივობებით . ორივესთვის მაინც სხვანაირად იყო ყველაფერი. ის ძველებური უკვე აღარ მოსწონდათ. ერთმანეთი სჭირდებოდათ. რაღაც აკლდათ. გრძნობდნენ კიდეც იმ რაღაცის, უფროსწორად ვიღაცის დანაკლისს. ერთი თვე გავიდა. ჩვეულებრივი ერთი თვე. -გეგა.. გეგათქო.ლუკამ ბალიში ესროლა ფიქრებში წასულ ბიჭს. -რა ჯანდაბა გინდა? შუბლშეკრულმა გახედა. -ინა გირეკავს. სწრაფად უთხრა და შტვენა დაიწყო. -რააა. დაფეთებული წამოხტა დივნიდან, მაგიდაზე დადებული ტელეფონი ხელში ისე აიღო ეკრანისთვის არც შეუხედავს.. -ალო ინა. ჩაყვირა მობილურში, მაგრამ ყურმილს მიღმა სრული სიჩუმე იყო. მობილური ყურიდან მოიცილა და დახედა. ლუკას ხარხარი აუტყდა მოტყუებული ძმაკაცის სიფათს, რომ გადააწყდა, მაგრამ სიცილი სახეზე შეეყინა მისი გაცოფებული სახის დანახვისას. -ჩემი ხელით დაგმარხავ კუჭავა. მაგიდის ირგვლივ მორბენალ ლუკას აეკიდა. -ვიხუმრე ბიჭო რა იყო ტო ? საწყლად გახედა გაცეცხლებულ გეგიძეს. -დაგილეწავ ძვლებს. ყურადღება არ მიუქცევია ლუკას სიტყვებისთვის. -რა გაცინებს შენ კიდევ? დივანზე გაწოლილ ბექას წამიერად გახედა. -კაი ტო დაანებე თავი მაგას ცემა უნდა კიდე? დასერიოზულებულმა ბექამ გეგას დამშვიდება სცადა. -ხტფუი ხუმრობაც არ იცი. დაღლილი ლუკა ბექას ამოეფარა. -დაეგდეთ ეხლა ორივე. ძმაკაცების კატა-თაგვობანით დაღლილმა იღრიალა. გეგამ ერთი შეუბღვირა ქანც გაცლილ ლუკას და ფანჯარასთან დადგა. -ინა რეკავს ტო.. დივანზე მიგდებულ ტელეფონს დახედა ლუკამ . -ეხლა ამას მოვკლავ. იღრიალა გეგამ და ლუკასკენ გაიწია. -მართლა რეკავს. ტელეფონი თვალებთან მიუტამა. -მერე მომეცი რას მიფრიალებ აქ დროშასავით. მობილური ხელიდან გამოგლიჯა და აივანზე გავიდა. -ეს სულ გაგიჟდა. საჩვენებელი თითი საფეთქელზე დაიტრიალა. -ვატყობ შენ მოგხვდება. ჩაიცინა ბექამ და მობილურზე მოსულ სმსს დახედა.. -ბიჭო. უეცრად დასერიოზულდა -ჰო. დივანზე მიყუდებული წიბ წაიწია. -სესო ჩამოვიდა. -აქაა? ფეხზე წამოხტა კუჭავა -სადაა? -სახლშია ჩემთან. წარბი აზიდა -ადექი მერე წამოდი. ფეხების ბაკუნი დაიწუო. -იმენა ტვინს ანგრევ. თვალები გადაატრიალა და მისაღებში შესულ გეგას შეხედა. -რაო ინამ? გაუღიმა გაბადრულ ბიჭს. -უნივერსიტეტი დაუმთავრდა და სახლში მიდის. უაზროდ გაიღიმა -მაგრად მომენატრა ტო. -მეც მომენატრა და წამოდით. ამოიწუწუნა ლუკამ -ამას რა ჭირს? კარებისკენ მიმავალ ბიჭს გახედა და ბექას კითხა. -სესო და ლაშა ჩამოვიდნენ და გაგიჟდა. გაიცინა ბექამ კუჭავას ღრიალი, რომ გაისმა დროზე გამოადგით ფეხიო. -აშკარად ლაშა მოენატრა. თვალი ჩაუკრა ხარხარით მიმავალ ბექას. ლუკას მანქანით გავიდნენ ბექასთან, კუჭავას დაბნეულობა ბიჭებს ახალისებდა. ბინაში შესულებს კარი სესომ გაუღო. -ჩემი პატარა გოგო. ბექა გადაეხვია დეიდაშვილს, მერე მალევე მოსცილდა და ლაშასკენ წავიდა. გეგაც გადაეხვია ქალბატონს და ბექას მიჰყვა. აი კუჭავამ კი თავისი მეგრული წიწაკა ენა ვერ გააჩერა. -რას გავხარ გოგო. მოკლე კაბაში გამოწყობილს თვალი ძლივს მოაცილა. -ეტყობა შენ სარკეში არ ჩაგიხედავს. ტუჩის კუთხე ჩატეხა და გამარჯვებულის მზერა სტყორცნა. -ენის დამოკლება გჭირდება აშკარად . შეუბღვირა ირონიულად მომცინარს -რა კარგად ვიყავი თბილისში შენი ხმა, რომ არ მესმოდა. -აბა მე მკითხე? რა კაია მშვიდი ბათუმი შენს გარეშე. -როგორ ვერ გიტან. გაწიწმატდა ნერვებ აშლილი -აგრეთვე. სიბრაზისგან აწითლებულ სესოს თვალი ჩაუკრა და მისაღებში გავიდა. -ვა ლაშა. როგორხარ ბიჭო? -ვარ რა. გადაეხვია ლუკას და გაბრაზებულ დას სიცილით გახედა. ბექას დედამ სუფრა გაშალა, სესოც მიეხმარა სუფრის გაწყობაში თან კუჭავას ეპაექრებოდა მწარე სიტყვების სროლაში. გეგა დანაღვლიანებული იჯდა მაგიდის კუთხეში, ფანჯრისკენ იხედებოდა, თან სვავდა და თან ეწეოდა. ბექამ გახედა და ლაშას მიუბრუნდა. -ბიჭო ინა გერლიანს იცნობ? თვალი გეგასკენ გააპარა, რომელიც ლაშას მიშტერებოდა. -როგორ არა ტო.. ჩემი კლასელი იყო. გაეღიმა ლაშას. -შენ საიდან იცნობ? -გეგას შეყვარებულია. გაუცინა დეიდაშვილს და თავით გეგიძეზე ანიშნა. -ხედავ შენ ინას. გაეცინა ლაშას. -ჩემი მეზობელია ბიჭო.. მაგარი ჯიგარი გოგოა. გეგას გაეღიმა. კიდევ ერთხელ გადაკრა არაყი და ლუკას თვალებ ანთებულმა გახედა. -ლუკა -ჰო -მანქანას ხომ მათხოვებ? -რათ უნდა მაგას კითხვა. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გეგას გადაუგდო. -ლაშა მომწერე რა ინას მისამართი. ბიჭს თვალი ჩაუკრა, მომღიმარ სესოს გახედა, გაიცინა და კარებისკენ წავიდა. -ფრთხილად იყავი ბიჭო. ბექამ მიაძახა და თავი ღიმილით გააქნია. სადარბაზოდან გასული მანქანასი ჩაჯდა, სახლში მივიდა ყველა საჭირი ნივთი აიღო, ჩანთა ზურგზე მოიკიდა, კარები დაკეტა, მანქანაში მოთავსდა და თბილისისკენ გაემართა. არასდროს უყვარდა ბათუმის დატოვებს. ვერასდროს იტანდა თბილისს. მაგრამ ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო, გარდა იმისა, რომ ინა ენახა, ჩახუტებოდა და მოფერებოდა. თბილისში შესულმა უფრო მძაფრად იგრძნო დედის მონატრება. ბათუმის დატოვებით გამოწვეული სევდა და ინას სიყვარული . მასივში შესულმა მანქანა გზისკენ გააჩერა. ავტომობილიდან გადმოვიდა, რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და ოთხ სართულიან კორპუსთან შეჩერდა. პირველი სართული, რომელსაც ცალკე შესასვლელი ქონდა. ჯერ პატარა ეზო უნდა გაგევლოთ, მერე კიბეზე ასულიყავით და ბინის კარსაც მიაღწევდით. უმთვარო ღამე იყო. თბილისს ეძინა. ყველაფერი შავ ბურუსს მოეცვა. მობილური ამოიღო და ინას დაურეკა. რამდენიმე წუთიანი რეკვის შემდეგ ყურმილში გაისმა ინას ახალგაღვიძებული ხმა. -გისმენ გეგა. -ინა -ჰო -გააღე კარი. -რაა? -კარი გამიღე. -არ გამაგიჟო აქ ხარ? -კი. -ჩემს სახლთან? -ზუსტად. -გამოვდივარ. მალევე გაიღო კარები და იქიდან ინაც გამოჩნდა. ეზო სწრაფი ნაბიჯებით გაიარა, ჭიშკარიც გააღო და მონატრებული მამაკაცისკენ სირბილით წავიდა. ყველაფერი გაქრა იმ წამს, იმ ორისთვის. -როგორ მომნატრებიხარ. იასამნის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და გოგოს ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. -მიყვარხარ. ბიჭს უფრო მეტად მოეხვია. -წამოდი. გოგოს ხელი მოკიდა და მანქანისკენ წაიყვანა. ინას არც უკითხია სად მიყავდა. ენდობოდა. თავის თავზე მეტად ენდობოდა. ალბათ იმიტომ, რომ უყვარდა. იმ ღამეს თბილისის ქუჩებში, ღამის ხუთ საათზე დაქროდა ერთადერთი მანქანა, ორ მგზავრთან ერთად და ასე უაზროდ არტყამდნენ თბილისის ქუჩებს უამრავ წრეებს. ბიჭი გოგოს ხელს ჩაფრენოდა და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ხელის გულზე კოცნიდა. ინა გაღიმებული უყურებდა გეგას და ფიქრობდა თუ როგორ გაუმართლდა მის ცხოვრებაში ის, რომ გამოჩნდა. რამდენიმე საათის აქეთ-იქით სიარულის შემდეგ თბილისის ზღვაზე ავიდნენ. უკვე თენდებოდა . მზე ნელ-ნელა იწევდა. ღამის გადაფარვას ცდილობდა. მანქანაში უცნობის სიმღერა "ველოდები მზეს " ისმოდა. -კაცი მაშინაა ბედნიერი როცა იცის, რომ ვინმე ელოდება, ვიღაცას ენატრება და იმ ვიღაცას უყვარს. ჩუმად თქვა და ინას გახედა. -ინა სიგიჟე მეწვია. ფართოდ გაიღიმა, ინასკენ გადაიხარა და ყელში აკოცა.. -ყველაზე დიდი სიგიჟე და ახლა აი ამ წამს ცოლად გამომყვები? რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ კითხა და გოგოს გაფართოებულ თვალებს თავისი ბედნიერი თვალებით შეხედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.