მწვანეთვალევა დემონი თავი 8
თითქოს ყველაფერი დამშვიდდა და კალაპოტში ჩადგა. ყველა თავის ცხოვრებას დაუბრუნდა. გოგოები ისევ ისე მიყვებოდნენ ცხოვრების დინებას როგორც მანამდე. მართალია ბოლო დოინდელმა ამბებმა მათ ცხოვრებაში ცოტა სიახლე შემოიტანა, თუმცა ისეთი მაინც არა რომ ერთფეროვანება დასრულებულიყო... სამსახური-სახლი იქცა ისევ მათ ყოველდღიურობად. საღამოობით გარეთ გასვლას და სუფთა ჰაერზე სეირნობას შეეჩვივნენ. ხან ლისზე გაისეირნებდნენ, ხან კუს ტბაზე, ხანაც უბრალოდ სახლის წინ ჩაუყვებოდნენ ქუჩას და სკვერში სხდებოდნენ. საუბრობდნენ ათას რამეზე, დაუსრულებლად,,, საუბრობდნენ ყველაფერზე გარდა იმისა რაც ორივეს აწუხებდა და გულში ინახავდნენ საიდუმლოდ...წარსულზეც და მომავალზეც თითქოს... -იცი ელე რაღაცნაირად მომენატრა ის იდიოტი. დაიწყო ერთ დღეს რუსამ როცა სიონის ეკლესიიდან გამოვიდნენ და დაღმართს ფეხით დაუყვნენ რიყისკენ -რაოო?-თვალებგაფართოებულმა შეხედა მეგობარს ელენემ -ხო.აი ხო ვიჩხუბეთ და რაღაც აგდებით მელაპარაკა, ხომ ვიცი რომ მისგან სერიოზულ ურთიერთობას არ უნდა ველოდო, მაგრამ რა ვქნა მომენატრა. მისი ნახვა მინდა.. -რადგან შენ ამას იძახი ბიჭზე რომელიც ორჯერ გყავს ნანახი და აქედან ერთ-ერთ შეხვედრაზე პირდაპირ შემოგთავაზა სე..ი ვფიქრობ რომ მისით სერიოზულად ხარ დაინტერესებული. რატომ მაინცდმაინც ის?აქამდე ხომ ვისგანაც მასეთი დამოკიდებულება შეგიმჩნევია დაუფიქრებლად გაგიშვია ჯანდაბაში? -არ ვიცი ელე, ეგ რომ ვიცოდე...იცი რას ვფიქრობ?იქნებ ისინი არიან ის ადამინები რომლებზეც იტყვიან ხოლმე ერთხელ ნახვაც საკმარისია რომ მიხვდე შენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა და აღარაფერი იქნება ისე როგორც ადრეო -აჰ არაა. ვერ დავიჯერებ მაგას. ჩაეცინა ელენეს და ღრმად ამოიოხრა. თითქოს ამ ოხვრას ყველაფერო ამოაყოლა, რაც ასე აწუხებდა. -რატომ?დაფიქრდი აბა?მე ვფიქრობ რომ ჩვენ თუ არაფერი გამოგვივა თქვენ მაინც შეგიძლიათ სცადოთ. დარწმუნებული ვარ რომ იმ გამომძიებელს რა ერქვა ხოო ბექა.. ბექა გელოვანს მოეწონე და ასე იმიტომ იქცეოდა გამოგიწვია რომ ნიადაგი მოესინჯა...თანაც გაკოცა.. ორჯერ.. დააყოლა რუსამ და გაეცინა -არ გამოვა არაფერი მაგ საქმისგან და არც შენ გამოგივა მაჭანკლობა... ორივემ ვიცით რომ ჩემი წარსულის მქონე ადამიანს და წარმატებულ გამომძიებელს საერთო არაფრი ექნებათ -რა წარსული?კარგი რაა. ასეთი რამე ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.ვფიქრობ თუ აუხსნი ის გაიგებს.. -რომ ვერ გაიგოს?აღარ მინდა შევიყვარო და მერე ისევ მე დავრჩე მოტყუებული და მიტოვებული.... -მეგობარო იცი რას გეტყვი როცა მომავლის შექმნაზე დაიწყებ ფიქრს წარსულის კარი კარგად გამოხურე, რომ ორპირმა ქარმა აწმყო არ დაგიზიანოს... -ანუ...ვერ მივხვდი -ანუ ის რომ ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ წარსული.და მომავალზე ფიქრი დავიწყოთ თანაც დღეიდან კარგი...მოდი ვცადოთ მაინც. იმდენჯერ ვცადოთ სანამ არ ვიპოვით. არ დაგავიწყდეს არც მე არ ვარ იდეალური და მეც მაქვს შეცდომები დაშვებული...დიდი და პატარა შეცდომა ყველა ერთია, ხალხი მას არ გვპატიობს -ხო არ გვპატიობს და ოჯახის წევრისგან კი ორმაგად მტკივნეულია ეს ყველაფერი... -აბა აბა ეხლა ცრემლი არ დამნახო...გაიცინე კარგი. რუსამ ტუჩის კუთხეებში ხელი მოჰკიდა და თითქმის ძალით გაუწია გვერდით. -აი ასეე უკვე იცინი ხედავ.. მითხარი სულ არ მოგეწონა ის ბიჭი?ან სულ არ მოგენატრა? -სულ ცოტა.. თითები ოდნავ დააშორა ერთმანეთს ელენემ. -მაშინ მოდი ვიბრძოლოთ კარგი.... -კი მაგრამ როგორ?ისევ გამყოფილებაში ხომ არ მოუვარდები?-ამის გახსენებაზე ისევ სიცილი ატეხა ორივემ -დარწმუნებული ვარ ამჯერად თვითონ მოვა შენთან....წამოდი ეხლა წავიდეთ გვიანია და ცოტა აგრილდა.. გოგოები ფეხით აუყვნენ ისევ ქუჩას სახლიკენ დილიდანვე თათბირზე დაიბარა ბიჭები უფროსმა. გელოვანმა საქაღალდე აიღო და კაბინეტის კარი მორიდებით შეარო. უკან ირაკლი მიჰყვა.თბილი მოკითხვების შემდეგ ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და საქმის მასალებს განიხილავდნენ. -აბა ბიჭებო როგორ მიდის საქმე?რა არის სიახლე? -ვმუშაობთ და უკვე წინაც წავიწიეთ უჩინარების საქმეში. მათი შეკრების ადგილი აღმოვაჩინეთ, თუმცა ერთი ნაბიჯით გვისწრებენ და ვერ ავიყვანეთ. დარწმუნებული ვარ ყოველთვის არ გაუმართლებთ და გამოვიჭერთ. დაიწყო ბექამ -დავადგინეთ მანქანის მოდელები, რომლებიც ინტენსიურად მონაწილეობენ ამ რბოლებში. უბრალოდ მთელი ქალაქის მასშტაბით ბევრი აღმოჩნდა ასეთი და მათი გადამოწმება და თვალთვალი ასე მარტივი არაა თქვნც მოგეხსენებათ, დაამატა ირაკლიმ -ძალიან კარგი.ვიცოდი რომ თქვენი იმედი უნდა მქონოდა. -კიდევ გვყავს რამდენემე მანქანის მეპტრონე, მითუმეტეს რომ ისინი დაკავშირებულები არიან რბოლასთან და ხშირად ვხედავთ იმ ადგილებში სადაც რალი იმართება. ანუ მათ შორის რამდენიმე პროფესიონალია. თუმცა არის ერთი გარემოება მათ შორის ერთ-ერთი ქალია. -ქალი?რა დრო დაგვიდგა ქალებიც კი აიყოლიეს ამ არამზადებმა. როგორ გააფუჭეს ეს ახალგაზრდობა. გამოსცრა კბილებში უფროსმა. -ერთ-ერთი შეხვედრის ადგილზე კი თეთრი ცხვირსახოცი აღმოვაჩინეთ ინიციალებით " ელ" ფოტო დაუდო წინ ბექამ უფროსს ქალის ფოტოსთან ერთად. ვვარაუდობთ რომ ესენი ერთმანეთთანაა დაკაშირებული. ამიტომ ეს საქმე უკვე სხვა კუთხით მივმართეთ უნდა ვეძებოთ ქალი ასეთი ავტომობილით და სახელით რომელიც შეიძლება იწყებოდეს ამ ასოზე. -ყოჩაღ ჩემო ბიჭებო,ყოჩაღ. ხელები ერთმანეთს შემოჰკრა უფროსმა. -მე თქვენი იმედი ყოვლთვის მქონდა. აბა თქვენ იცით წარმატებას გისურვებთ. ახლა სხვა შეხვედრა მაქვს,თურქეთიდან გვყავს სტუმრები, რაღაც მნიშვნელოვანი საქმე აქვთ, ჩვენთან თანამშრომლობა უნდათ.თქვენ თავისუფლები ხართ. ფეხზე წამოდგენენ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და დაემშვიდობნენ. ბიჭებმა კაბინეტი დატოვეს. ირაკლი პროგრამისტებთან წავიდა მანქანის მფლობელების სახელების წამოსაღებად, ბექა ინფორმატორებთან შესახვედრად. თითქოს კვალზე გავიდნენ და ახლა როცა საქმე ადგილიდან დაიძრა უფრო მეტად იყვნენ მოტივირებულნი... მთელი ეს დღეები გვიანობამდე მუშაოდნენ და დაუფასდათ კიდეც შრომა. თითქოს დაავიწყდათ გოგოები და მათზე და იმ ინციდენტებზე ნაკლებად ფიქრობდნენ, ახლა საქმეზე უფრო იყვნენ კონცენრირებულები, დროდადრო კი წაიღებდნენ მათზე ფიქრები მაგრამ არც თავებს უტყდებოდნენ და არც ერთმანეთს რა ხდებოდა მათ თავს... რუსა მისაღებში იჯდა და ტელევიზორში გასართობ გადაცემას უყურებდა როცა მობლურის ზარმა შეახსენა თავი, წაიკითხა და მაშინვე აკივლდა. შეშინებული ელენე სამზარეულდან გამოვარდა და ამოისუნთქა რომ დაინახა მშვიდობა იყო. რუსა დივანზე იდგა და ბავშვივით ჰაერში ხტუნავდა. -რა მოხდა გოგო აღარ იტყვი? -ხელფასი და პრემია ჩაირიცხა. -ააარაა. ახლა მან იკივლა. მეგობარს დივანზე აუხტა და ერთად დაიწყეს ხტუნვა. მერე მუსიკა ჩართეს ხმამაღალზე და ტანი ააყოლეს ენერგიულად. თან ოთახს ურბენდნენ გარემო -ელეე წამო რაა შოპინგზე წავიდეთ. დღეს მივცეთ თავს ამის უფლება, ცეკვა შეწყვიტა რუსამ, სკამზე ჩამოჯდა და მეგობარს მიაჩერდა.იცოდა მისი ხასიათი ამასთან დაკავშირებით და ეგონა ისევ უარს ეტყოდა, მაგრამ დადებითი პასუხი რომ მიიღო, წამოხტა და მოეხვია მეგობარს შუადღეს სახლიდან გასულებმა საღამომდე იარეს მაღაზიებში. განა ბევრი რამე იყიდეს?არა უბრალოდ ეს რუსას ჰობი იყო. შეეძლო მთელი დღე ებოდიალა და საბოლოოდ ერთი რაღაც ეყიდა ან ყველაფერი რაც მოეწონებოდა.თან რომ არ იღლებოდა. ელენეს საშინლად მოშივდა და წუწუნი დაიწყო.ხელი მოჰკიდა მეგობარს და იქვე სავაჭრო ცენტრში მდებარე პირველივე კაფეში შეათრია. -შენ დროის შეგრძნებას ვერასოდეს იგებ როცა აქ ხარ. მე კიდევ ალბათ გული წამივა შიმშილისგან.- უსაყვედურა და მიმტანს შეკვეთა მისცა. -ოჰ დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. ის ლურჯი კაბა ხომ მიხდება? -ძალიან გიხდება რუსა. შენ ყველაფერი გიხდება. გაეციან ელენეს როცა მიხვდა რომ დაქალმა მისი საყვედური გაატარა, -შენც ყველაფერი გიხდება. -იცი რა მაინტერსებს სად უნდა ჩავიცვათ ეს კაბები?ჭვეულებებზე ჩვენ არ დავდივართ, პაემნებზე და რესტორნებში. თქვა ელემ მოწყენით და პარკებს გადახედა. -ხოო მართალი ხარ... არაუშავს იყოს რას გვიშლის. გამოჩნდება რამე.. გაეცინა და ხაჭაპურის ნაჭერს დასწვდა. მოულოდნელად ჰაერში გაუშეშდა ხელი, თვალები შუბლზე აუვიდა.ელენემ მის მზერას გაყოლა თვალი და მასაც იგივე დაემართა...მამაკაცების სექციაში ბექა და ირაკლი იდგნენ. -რას აიჩემე ამ დასვენების დღეს მაღაზიებში წამოსვლა. საყვედურობდა ბექა და თან პიჯაკს ურჩევდა მეგობარს,რომელიც ისეთი პრეტენზიული იყო რომ ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა.მორიგი პიჯაკი მიაჩეჩა ხელში და გასახდელისკენ გაუშვა, თვითონ სკამზე ჩამოჯდა და დაელოდა როდის გამოვიდოდა. -აბა როგორია?მგონი მიხდება ხომ?გამოვიდა ხელებგაშლილი ირაკლი. მის წინ დატრიალდა და ადგილზევე გაშეშდა. -რა ქალივით ტრიალებ შეჩ..ა.. გაეცინა გელოვანს -ოპა ოპაა. შეხედე აქ ვინ ყოფილან. ხელები შემოჰკრა ერთმანეთს და ყურებამდე გაიღიმა. ბექამაც იქით გაიხედა საითაც ანიშნა და მოულოდნელი შეხვედრისგან მასაც ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა. -ახლა რომ არ მივიდე და არ ვნახო ვერ ვაპატიებ ჩემს თავს. ამას ვიღებ. მიაჩეჩა პირველივე კოსტიუმი გამყიდველ გოგონას და პარკში ჩაადებინა. ანგარიში გაასწორა და გოოებისკენ დაიძრა, სულ არ მიუქცევია ყურადღება ბექას საყვედურებისთვის,რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა... -მგონი შეგვამჩნიეს და აქეთ მოდიან, ჩაილაპარაკა რუსამ და თავი ჩაღუნა, ახლა ერჩივნა მიწა გასკდომოდა და ჩაეტანა,ოღონდ პირისპირ არ შეხვედროდა -კარგი რაა, რა გჭირს, ისე მოიქეცი ვითომ არ დაგინახავს. არაფერი შეიმჩნიო.განა შენ არ მარიგებდი ამასწინათ რომ მომწონს და ვიბრძოლოთ ბედნიერებისთვისო?აჰაა მოგადგა ბიჭი. გაუღიმა ელენემ და ყავა მოსვა. -გამარჯობათ გოგოებო.რა სიუპრიზია თქვენი ნახვა,აქ არ გელოდით. თავზე დაადგათ ირაკლი და მიესალმა. ბექა ოდნავ ჩამორჩა და შორიახლოს დადგა -გამარჯობა ბატონო ირაკლი.-დაუბრუნა პასუხი ელენემ. -როგორ ხართ?იმედია მშვიდობაა თქვენსკენ. -რა თქმა უნდა, ჩვენი სახელოვანი პოლიციის დახმარება არ გვჭირდება. ირონიულად უპასუხა რუსამ ისე რომ თავი არ აუწევია და მისთვის არ შეუხედავს. -ქალბატონო ელენე თქვენს მეგობარს ძალიან მწარე ენა აქვს. ირაკლი ელენეს ელაპარაკებოდა და რუსას არ აშორებდა თვალს -ხელი უფრო მწარე მაქვს. გამოწვევაზე გამოწვევით უპასუხა რუსამ -იქნებ ამიტომ ეშინია თქვენს მეგობარს ჩვენი და არ გვეკარებ. ანიშნა ელენემ ბექაზე. რომელიც თვალს არ აშორებდა გოგოს და თვალებით ჭამდა. -შეიძლება შემოგიერთდეთ?ჩვენც ძალიან დავიღალეთ და მოგვშივდა? -დაკავებულია. ველოდებით კიდევ მეგობრებს. სწრაფად უპასუხა რუსამ და იმ სკამზე გადაჯდა სადაც ირაკლი აპირენდა დაჯდომას, მაგრამ ბიჭმაც არ დაუთმო და მეორე მხრიდან მიუჯდა გვერდით. -არ მაინტერსებს ვინ მოვა, ეს ადგილი უკვე დავიკავე. გაუცინა და ბექას ხელი დაუქნია მოდიო. ისიც მათკენ დაიძრა და მორიდებით მიესალმა. მოიკითხა გოგოები. ირაკლის და რუსას კამათზე ოდნავ ჩაეღიმა და ელენეს გვერდით მორიდებით დაიკავა ადგილი. გოგოს როგორც კი მისი მხარი შეეხო მაშინვე შეხტა და მთელ სხუელში დაუარა ელექტოდებმა. ირაკლიმ მიმტანს დაუძახა, კიდევ დაამატებინა საჭმელები. -რას აკეთებ? -შეუღრინა რუსამ -ჩვენ გვშია. -მერე არაა ეს საჭმელი?ანიშნა გაშლილ სუფრაზე. -რა?ეს ერთი ცალი ხაჭაპური და სალათის ფურცლები?ვგავარ ეხლა მე იმ კაცს ამ რაღაცეებით რომ ნაყრდებოდეს? -ხო ნამდვილად არა.-ღიპზე ანიშნა გოგომ -შენ ამან არ მოგატყუოს. სამაგიეროდ ნახე რა კუნთები მაქვს.მარჯვენა ხელი ზემოთ შემართა და მისი სხეულის ათლეტურ აღნაგობას გაუსვა ხაზი.მართალია რუსას ასეთი აღნაგობის მამაკაცები ყოველთვის მოსწონდა და ჭკუაც დაკარგა ირაკლის გარეგნობაზე მაგრამ მაინც არ აპირებდა დათმობას . -აბა შენ კი ხარ ისეთი გამხდარი მარტო ძვლები ხარ.ამ რაღაც ბალახებს რომ ჭამ მაგიტომ. -ეს რაღაცა ბალახები საკმაოდ სასარგებლოა.და არც ჩემი გარეგნობით ვარ უკმაყოფილო. -რას მიწუნებ რო? არც არაფერს არ უწუნებდა ირაკლი. მართლაცდა ყველაფერი ადგილზე ჰქონდა გოგოს და მისი სხეულის მრგვალი ფორმებიც საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, მაგრამ აბა მას როგორ ეტყოდა. -იქნებ ჩვენც შეგვიმჩნიოთ. ჩაერია ბექა და ჩუმად გააპარა თვალი ელენესკენ.-თქვენ როგორ ხართ ქალბატონო ელენე? ქალბატონოს ხაზი გაუსვა ბექამ -ნორმალურად. საბედნიეროდ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა. -ის არაკაცი აღარ შეგაუხებთ, უკვე ციხეშია. მისი სასამართლო უკვე დასრულდა. არაერთი დარღვევა აღმოუჩინეს. კონტრაბანდული საქონელით ვაჭრობდა და თქვენ რომ არა კიდევ ბევრ დანაშაულს ჩაიდენდა -კარგია რომ ყველაფერი ასე დასრულდა. მაგრამ იცით რა მაინტერესებს თქვენ იქ როგორ მოხვდით?ვერ მოვახერხე ეს მეკითხა თქვენთვის? ბექა დაიძაბა და ციტა დაიბნა კიდეც, ხომ არ ეტყოდა შენ გამოგყევიო.არადა სხვა გზა არ ჰქონდა -მას ვუთვალთვალებდით და ასე მოვედით თქვენამდე. იცრუა მერე. -ესეგი შემთხვევის წყალობით გადავრჩი. -ნამდვილად. -შეკვეთაც მოვიდა. აბა მიირთვით მეგობრებო სანამ ცხელია. ხინკალს დასწვდა ირაკლი და თეფშზე გადმოიღო. -იქნებ ჩვენთვისაც გეკითხა ლუდი გვინდოდა თუ არა?-წაჰკბინა რუსამ -ორი ლუდი დაამატეთ კიდევ.მიაძახა მიმტანს ისე რომ აღარ შეუხედია რუსასთის. -ხეპრე. უჯმური..ჩაილაპარაკა გოგომ.მათ შემხედვარე ბექას და ელენეს ეღიმებოდათ დაარც აპირებდნენ რომ ჩარეულიყვნენ -ხომ გითხარი კიდევ შევხვდებით თქო, მაშინ შენს კაბინეტში. -რატომ ჩხუბობთ?ჯერ ერთმანეთს ნორმალურად არ იცნობთ? -საკმარისად ვიცნობ შენს მეწყვილეს რომ მის გვედრით ყოფნა ჰაერს მიხუთავდეს. -რატომ ამბობ ასე?ხომ საყვარელი ვარ ელენე? მიუბრუნდა ელენეს. გოგოს გაეცინა, თავი დაუქნია და ტელეფონს დახედა, რომელმაც იმ წუთას დარეკა. ნომერი რომ იცნო დაიბნა, ბოდიშის მოხდით გვერდით გავიდა და უპასუხა. თან თვალს არ აშორებდა ბექას, რომელიც მეგობრისგან განსხვავებით საკმაოდ მორიდებული იჯდა და იშვიათად ერთვებოდა საუბრებში. -გისმენ სერგი...კარგად შენ? -მეც კარგად. ელაა საქმე არც ისე კარგადა. -რამოხდა? -რბოლაში გიწვევენ ამ საღამოს. -მერე ამაში რა არის ცუდი?მოვალ. ვინ მიწვევს? -ომარი. ოღონდ ამჯერად ქალაქში უნდა შეეჯიბროთ. ხომ იცი რა საშიშია ეს?პოლიცია ამაღამ პატრულირებას გაორმაგებული ძალებით აპირებს. -ეგ საიდან იცი. -უბრალოდ ვიცი, ნუღა მეკითხები. -უარსაც ვერ ვიტყვი ხომ? -შეგიძლია უარი თქვა, მაგრამ ხომ იცი ეს რასაც ნიშნავს. -დარწმუნებული ხარ რომ ეგ ომარი შენი მეგობარია და სანდო კაია? -უკვე აღარაფერში ვარ დარწმუნებული ელა. -კარგი მოვალ და მანდ ვილაპარაკოთ, დავგეგმოთ ყველაფერი და ტრასა შევარჩიოთ. სერგის დაემშვიდობა უკან დაბრუნდა. -ბოდიშის მოხდით უნდა დაგტოვოთ, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. -სად მიდიხარ?სამსახურში მოხდა რამე?-გაუკვირდა რუსას -სახლში აგიხსნი. ჩემი ნივთები შენ წაიღე, ტაქსით წადი კარგი. აბა დროებით,სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ. -მოიცა მე აქ მტოვებ?ამასთან? -ხო ამასთან,-გაეცინა ელენეს,ყველას დაემსვიდობა და წასვლა დააპირა, მაგრამ ბექა წამოეწია და გვერდით ამოუდგა. -შეიძლება გაგაცილოთ?წარბის აწევით შეხედა ბიჭს, ახლა ნამდვილად არ უნდოდა მისი აკიდება. ისეთ საქმეზე მიდიოდა. -მხოლოდ მანქანამდე. მოჩვენებითად დატკბა გოგო -ნამდვილად არ ველოდი აქ თუ გნახავდით. -არც მე და საერთოდაც არც კი მახსოვდით, რუსამ გიცნოთ. უპასუხა გოგომ. არადა როგორ არ ახსოვდა. ფიქრობდა კიდეც მასზე. ბექას გული დასწყდა ასე რომ უპასუხა გოგომ, მთელი ეს დრო ისიც ფიქრობდა მასზე.ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა რომ ასე მალე დაივიწყებდა. -სამწუხაროა,ნუთუ ასე ადვილად დასავიწყებელი ვიყავი?-გაუღიმაბიჭმა. -ალბათ იყავი.- მწარედ მოუჭრა გოგომ და მანქანის კარი გამოაღო.-შეგიძლიათ უკან დაბრუნდეთ, უკვე მოვედით. -გამირბიხართ? -არც მიფიქრია.ნახვამდის ბატონო გამომძიებელო. მანქანა დაქოქა და ნელ-ნელა დაძრა. ბექამ თვალი გააყოლა გულდაწყვეტილმა. იმის გაფიქრება რომ გოგოს მისი არსებობა საერთოდ ფეხებზე ეკიდა და არ აინტერესებდა ხასიათი მოუშხამა.უკან აღარ დაბრუნებულა ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა... -შენი მეგობარი აგვიანებს. -ეტყობა შენმა მეგობარმა მოიტაცა. იხუმრა ბიჭმა და გვერდი მიარტყა -შეგიძლია გადაჯდე, ახლა ხომ არის ადგილი -რატომ? -სულს მიხუთავ. -იქნებ გაფორიაქებს ჩემთან შეხება და ვერ უძლებ.თვალი ჩაუკრა ეშმაკურად ირაკლიმ -იდიოტო. ჩიბურტყუნა და თვითონ გადაჯდა ელენეს ადგილზე -ასე უფრო კარგია. პირდაპირ გიყურებ. ისე სცადა მისი გაბრაზება ბიჭმა -ფრთხილად იყავი მაგდენი ყურებით არ შეგიყვრადე. მე ხომ ასეთი საყვარელი ვარ. აჰყვა გოგოც -დამშვიდდი არ შემიყვარდები, შენნაირი ავი და კაპასი ცოლი არ მჭირდება, თუმცა ვაღიარებ საკმაოდ მომხიბვლელი ხარ და ვნებიანი საყვარელიც კი იქნები. -მაგას ვერასოდეს გაიგებ როგორი საყვარელი ვიქნები იმიტომ რომ არასოდეს არ შემოგხედავ შენ როგორც კაცს და ვერასოდეს მომეკარები... გამოსცრა გოგომ კბილებში, გაბრაზებულმა ჩანთებს ხელი დასტაცა და იქიდან გავარდა. ირაკლი სკამზე გადაწვა, ხელები თავზე დაიწყო კმაყოფილმა და თვალი გააყოლა მიმავალ გოგოს -როგორ მიყვარს შენი გაბრაზება. ჩაეღიმა მერე.-ვნახოთ თუ არ გახდები ჩემი.. ელენემ მანქანა წინა შეკრების ადგილზე გააჩერა და მაშინვე სერგის კარავისკენ აიღო გეზი.დანარჩენებს უბრალოდ მიესალმა და მოურიდებლად შეარო კარი. სერგი ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან და ქალაქის რუკას დაჰყურებდა. ელენე მიესალმა და გვედრით მიუჯდა. -აბა რა ხდება? -ამ მარშუტით უნდა რომ იმოძრაოთ. აჩვენა გოგოს და მოუხაზა ფანქრით ტრასა -წარმოუდგენელია, ეს ხომ პირდაპირ პროკურატურის წინ გადის. საშიშია. -ვიცი და ამიტომ ვიძახი,ამაღამ პოლიციას რეიდები აქვს.თან ითხოვს რომ შენი მანქანით შეეჯიბრო. -რა ვქნათ? -რომ გითხრა გამოსავალი ვიცი-თქო მოგატყუებ, მე ვერ გეტყვი რომ უარი თქვა, მაგრამ ეს შეგიძლია. -უარი ვთქვა და დედოფლის სტატუსი დავკარგო? -პოლიცია თუ დაგიჭერს ციხეში შეიძლება აღმოჩნდე და ჩვენ ვერ გიშველით ხომ იცი? ელა, მაპატიე მაგრამ ამჯერად მართლა ვნერვიულოვ შენზე და შედეგზეც. -და ომარს რატომ უნდა რომ ასე ძალიან მე შევეჯიბრო ან ასე რატომ იქცევა? -სიამაყის გამო,თავს ვერ პატიობს რომ დაამარცხე და უნდა რომ დაამტკიცოს შენზე ძლიერია. -მე თუ დამიჭერენ ამით მას რა? -არ ვიცი, მისი ზრახვების შესახებ არაფერი არ ვიცი. მე უბრალოდ დაგეხმარები ცოტას, შენ მანქანას ნომრებს შევუნიღბავ. ცოტას გავაძლიერებ რომ გაქცევა თუ დაგჭირდა პოლიციას თავი დააღწიო,მეტი არაფერი შემიძლია. -ამისთვისა მადლობა სერგი. დიდი მადლობა. ელენე მოეხვია ბიჭს, მანაც გულში ჩაიკრა. მის მიმართ თავიდან კი გაუჩნდა შურის გრძნობა, მაგრამ დროთა განმავლობაში დასავით შეაყვარა ელენემ თავი და ახლა მისი გულისთვის ბევრ რამეს დათმობდა. ხვდებოდა რომ გოგოს წარსულში რაღაც სერიოზული შეემთხვა და ამან მოიყვანა მათთან.თითქოს გულს აყოლებდა რბოლას და შვებას პოულობდა მასში. ფიქრები მიშოს შემოსვლამ შეაწყვეტინა. -სერგი აქ ვარ.შენი დავალება შევასრულე. -ძალიან კარგი. გააფრთხილე ხომ როგორც კი რამეს იეჭვებს და გოგო საფრთხის წინაშე იქნება იმოქმედოს? -კი გავაფრთხილე, ელას ჩუმად გაჰყვება უკან... -მადლობა მიშო. თავისუფალი ხარ. არავისთან არაფერი წამოგცდეს იცოდე. ასე მაინც დაგეხმარები ელა,სხვა გზა არაა. არ უნდა გაიგო რომ მე ვარ ყველაფრის უკან. -ჩაილაპარაკა მარტოდ დარჩენილმა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.