უმთვარო ღამე [სრულად]
მოდი ყველაფერს მნიშვნელოვანი დეტალებით დავიწყებ. ზუსტად არ მახსოვს რიცხვი, მას რომ კითხოთ ემახსოვრება. აგვისტოს ბოლოს, თბილისში დაბრუნება ყველასთვის ძალიან ძნელი პერიოდია- სიცხე, ჩახუთულობა და რაც მთავარია მომაბეზრებელი ერთფეროვნება. წარმოიდგინეთ, მთიდან ჩამოსახლებული გოგოს ცხოვრება, ახლა უკვე თბილისში. ქალაქში სადაც ერთი ნაცნობის გარდა არავინ ყავს. ნაცნობის რომელიც პირვლად სულ რაღაც შვიდი წლის ასაკში ნახა და მას მერე, თვალიც კი აღარ მოუკრავს მისთვის. სწავლაზე შეყვარებული იყო სულ, გამუდმებით წიგნს მოითხოვდა, ეს მის სწავლაზეც და ქულებზეც აისახა. მთელი ცხოვრება ბებიასთან ერთად აქვს გატარებული, მშობლები ადრეულ ასაკში წავიდნენ საზღვარგარეთ სამუშაოთ. დედისერთაა და ზოგჯერ ეს ფაქტი ძალიან აწუხებს. ყოველთვის უნდოდა დედმამიშვილი, რომელთანაც გამუდმებით ისეთი იქნებოდა როგორიც მართლა, მასთან თამაში, ღამ-ღამობით ისტორიების გაცვლა-გამოცვლა. მიუხედავად ამ დანაკლისისა, არასდროს ჩაკეტილა თავის თავში. სოფელში ბევრი მეგობარი შეიძინა. სკოლა 2012 წლის მაისში დაამთავრა. მერე იყო ქალქში ჩასახლება ერთი კვირით, ზუსტად მაშინ ნახა მეორედ დედამისის ახლობელი ნინო, რომელთანაც უახლოესი ოთხი თვე მაინც მოუწევდა ცხოვრება. მანამდე მაინც სანამ, აქაურ რიტმს ფეხს აუწყობს და ქალქს შეისწავლის. ძალიან არ უნდოდა დედის დაქალის შეწუხება, მაგრამ სხვანაირად რომ ვერ გამოვიდოდა თვითონც ხვდება და წინააღმდეგობას არ უწევს, მშობლების გადაწყვეტილებას. ეგ მიზეზიც რომ არ იყოს, თვითონაც ხვდება რომ მარტოს თავდაპირველად, ძალიან გაუჭირდება ამხელა ქალაქთან შეჭიდება. პარალელურად ნერვიულობს ბებიაზე რომელიც სოფელში მარტო უნდა დატოვოს და მისგან შორს იცხოვროს. თავიდან ისიც კი იფიქრა ერთი წელი დავისვენებ, ბებიასთან დავრჩები და მერე განვაგრძობ სწავლას_ო, მაგრამ ეს ბევრად მეტს დააკლებს ვიდრე შემატებს. პირვლად, ქალაქში გამოცდებისთვის ჩავიდა, ყველა გამოცდაზე გამოცხადდა და სოფელში დაბრუნდა. შედეგები ივლისისი ბოლოსთვის გამოცხადდებოდა და ამდენი ხნით მაინც ვერ შეაწუხებდა იმ ოჯახს. თან სოფელშიც მოსაწესრიგებელი აქვს სიტუაცია. დაძაბულობას მარტო ის უხსნის რომ ნინოს მასზე ერთი წლით პატარა და ერთი წლით უფროსი გოგონები ყავს. კიდევ ყავს ორი ბიჭი, მაგრამ ისინი ახლა დასასვენებლად არიან წასულები, აჭარაში დიდ ბებიასთან და მათი კარგად გაცნობა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ ამ ორ გოგოს დაუახლოვდა ძალიან, ორივე ერთნაირი ხსიათების არის და არ გაჭირვებია საერთო ენის გამონახვა. უმცროსი გამუდმებით წუწუნებს და უკმაყოფილოა, რაზეც უფროსს ნერვები ეშლება და სულ ეკამათება. გოგონების თხოვნის მიუხედავად მაინც დაბრუნდა სოფელში. ^^^ -ყოველდღე დაგირეკავ ბე და მოგიკითხავ. იცოდე რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად გამაგებინე და დამირეკე! ბიჭები მოგხედავენ, ხანდახან ნელიც გადმოვა და რაც გინდა თხოვე, ხომ იცი ყველაფერს გულით აგისრულებენ. მე და დედა სულ შეგეხმიანებით ხოლმე. _ სადგურამდე განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს იმეორებდა. -ნუ ნერვიულობ ბები. _ ლოყაზე მობერებული დაკოჟრილი ხელები ჩამოუსვა და ტუჩები შუბლზე მიადო. _ გამაგებინე როგორ ისწავლი ხომ ბები?_ წყლიანებული თვალებით ააცილა მარშუტკაში და პულოვერის სახელოთი ცრემლი მოიწმინდა. -გზაზე ტირილით გაცილება არ შეიძლებაო, შენ არ მასწავლე? _ სიცილით ჩაილაპარაკა და დაბერებული სახე დაუკოცნა. _ როგორც კი ჩავალ დაგირეკავ. _ კიდევ ერთხელ ხმაურით აკოცა და თავისი ადგილი დაიკავა ფანჯარასთან. ძალიან გაუჭირდა თავისი სახლის, სოფლის და რაც მთავარია ბებიის დატოვება, მაგრამ იცის რომ ასე თუ არ მოიქცევა მთელი ცხოვრება საძოვარზე ყოფნა მოუწევს და დარჩება უსწავლელი. გოგონები დიდუბის სადგურში დახვდნენ, მომღიმარი სახეებით. ამდენ უცნობ ადამიანში ნაცნობი სახეების აღმოჩენამ ძალიან გაახარა და მათკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. ჩანთები დაბლა დაალაგა და ორივეს ერთდორულად, ხათრით მოეხვია. -რა კარგია რომ დაბრუნდი. _ გახარებული აწიკვინდა კესო და ტაში შემოკრა. -კესო, ნორმალურად მოიქეცი ქუჩაში ხარ!_ მხარზე მსუბუქად უჩქმიტა დას და სტუმარს გვერდით ამოუდგა. -რატომ გამომიჭამე გვერდები კატო? შემეშვი რა, ამომასუნთქე!_ ამოიფრუტუნა უკმაყოფილოდ და ერთ-ერთ ჩანთას დაწვდა. -იყოს კესო, მე წამოვიღებ. _ სწრაფად დაექაჩა ხელზე და გამორთმევა ცადა. -სად წამოიღებ, არც მე მიმაქვს. ჩვენი ძმები არიან მანქანით და ისინი წიაღებენ. _ თვალი ჩაუკრა და ხელი დააქნია. _ გუგა, მალე თორემ გავიგუდე რა. -ახლა გაგაცნობ და მიხვდები რომ მთელი ოჯახი გადარეულების ბუნაგი ვართ. _ კისკისით ჩაილაპარაკა კატომ და მათკენ წამოსულ მაღალ მხარბეჭიან ბიჭს გახედა. _ გუგა, გაიცანი ეს არის ჩვენი ახალი ოჯახის წევრი, ანაბელი. ანაბელ გაიცანი ეს არის ამის ძმა, და ჩემი ტყუპი. _ კისკისით ამოილაპარაკა და გუგას მხარზე მიეხუტა. -სასიამოვნოა ძალიან. _ თბილად ჩაილაპარაკა და ხელი გამოუწოდა. -ჩემთვისაც. _ ლოყებ აფარკლულმა ჩამოართვა ხელი და თმები შეისწორა. -ეს ჩვენი მეორე და ყველაზე უფროსი ძმაა, კოკა. _ სწრაფად მიატრიალა თავი უკან და მასზე ბევრად მაღალ ასვეტილ სხეულს ახედა. ბიჭმა ღიმილით გამოუწოდა ხელი და დაელოდა როდის მოვიდოდა გონს ანაბელი. დაბნეულმა გააკანტურა თავი და ხელი ლოყებაფარკლულმა ჩამოართვა. -კიდევ დიდხანს ვიდგეთ აქ?_ ჩაილაპარაკა ასვეტილმა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. _ იწვის ქალაქი. მანქანისკენ წასულს რომ დააკვირდა ახლა უკვე შესაძლებლიბა მიეცა მისი სხეულის კონტურები უკეთ შეესწავლა. ლამაზად გარუჯული სხეული, რომელსაც მუქი ნაცრისფერი მაისური ამშვენებდა, მუქი ჯინსის შარვალი და ფეხზე შავი კედები. ბიჭის თავისუფალმა და მოხდენილმა სტილმა ძალიან მოხიბლა. ამასთანავე უნდა აღიაროს რომ ძალიან კარგი გარეგნობა აქვს, გასაგიჟებელი არა, მაგრამ სასიამოვნო შესახედაობის, მოვლილი და მოწესრიგებული სახის კანით. რასაც ანაბელი ყველაზე დიდი მნიშვნელობას ანიჭებს. უკანა სავარძელზე მოკალათდა და მძიმედ ამოისუნთქა. -დედას, რომ ვუთხარით დღეს ჩამოდისო, გადაირია ისე გაუხარდა. რაღაცეებს ამზადებს და რომ მივალთ გემრიელად ვისადილებთ. _ სიცილით გადმოყო თავი წინა სავარძლიდან გუგამ. მისმა სიტყვებმა უარესად დაძაბა და უხერხულობა შეუქმნა. ჯერ ისედაც როგორ აწუხებს და ახლა ეს სუფრები, მემგონი ძალიან ცუდად მოიქცა აქ რომ გადაწყვიტა ჩამოსახლება. შეკრული ღიმილით დაისვა მუხლზე ხელი და სამივეს გადახედა. კოკას სარკეში გაუსწორა მზერა, ბიჭი ეშმაკურად იღიმოდა და თან რადიოს ეწვალებოდა. -ახლა არ მითხრა რომ ჩვენი ოჯახის გრცხვენია?!_ დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა კოკამ და სარკეში გამოხედა. -არა, არ მრცხვენია. _ მორიდებულმა ჩაილაპარაკა და ცხვირის წვეროზე თითი გადაიტარა. -პატარაობაშიც ასე იტყუებოდი ხოლმე. _ ღიმილით ჩაილაპარაკა და წარბი მაღლა აწია. გაუცნობიერებლად გადასცდა ნერწყვი და რომ არ გაგუდულიყო რამოდენიმეჯერ ჩაახველა. ბიჭის წამოძახილმა ძალიან დააბნია და ამასთანავე გააკვირვა. კარგად ახსვოს ნინო დეიდა რომ ნახა პირვლად, მაშინ ბავშვები თან ახლდნენ, მაგრამ რატომღაც არ ახსენდება იქ ბიჭებიც ყოფილიყვენენ. ან იმდენად ცუდი მახსოვრობა აქვს, მსგავს მოვლენებს ვერ იმახსოვრებს და იმიტომაც მოკვდა ხველებით. ძმის სიტყვებზე და ანაბელის ქმედებაზე სამივეს გაეცინა. კესომ მხარი გაკრა, მის გვერდით მჯდომს და თვალი ჩაუკრა. -არ მიაქციო ყურადღება, უცნაურად მწარე ხუმრობები აქვს. _ თვალი ჩაუკრა და ძმას დატუქსვის მიზნით მხარზე ხელი მსუბუქად დასცხო. _ აი ჩვენც მოვედით. ცხრასართულიან კორპუსთან გააჩერა მანქანა კოკამ და ისე გადავიდა არცერთს დალოდებია. საბარგულიდან ორივე ჩანთა ამოიღო და მიწაზე დადო. სანამ გოგონები მანქანიდან გადაიკრიფნენ, მანამდე გუგამ ჩანთები სადარბაზოში შეტანაც მოასწრო. ღიმილით გამოეგება სადარბაზოში წინსაფრიანი ნინო და მეგობრის შვილი თბილად ჩაიკრა გულში. -როგორ გამიხარდა მაინც აქ რომ გადაწყვიტე მოსვლა ჩემო გოგო. _ თბილად დაუსვა თმებზე ხელი და სახლისკენ უბიძგა. _ ისეთი გემრიელი ხაჭაპურები და ლობიანები დავაცხე სურვილს ვერ დაძლევ. სიცილით გააფრთილა და სახლის კარები ფართოდ შეაღო. მისაღებში დივანზე წამომჯდარი მახო რომ დაინახა ამაზე უარესად შეუწყოხდა გული. მორიდებულმა ჩამოართვა ხელი და გადაკოცნა. მამაკაცმა იგრძნო ბავშვის დაძაბულობა და სიცილით მიადო ხელი მხარზე. ამასობაში ბიჭებიც შემოვიდნენ სახლში და კარები ხმაურით მიხურეს. -გუგა, რამდენჯერ გთხოვე ასე ნუ კეტავ კარებს, ბარემ ჩამოიღე და კედელზე მიდგი._ დატუქსა შვილი ნინომ და გაშლილ სუფრაზე სალფეთქების ლამაზად დაწყობას შეუდგა. _ კესო, დე მიდი ანაბელს თავისი ოთახი აჩვენე და მოწესრიგდით, ასე ხომ არ დასხდებით სუფრასთან, დამტვერილები. _ ჩაილაპარაკა სიცილით და დივანზე წამოკოტრიალებულ კოკას თვალები დაუბრიალა. _ შენც გეხება ვაჟბატონო! -კარგი რა ნინო, არ მოგბეზრდა ერთი და იგივეს ათჯერ გამეორება. _ შეწუხებული წამოჯდა დივანზე და ტელევიზორის გადამრთველს გადაწვდა. _ კარგი, ხელებს დავიბან!_ დედის დაბრიალებულ და შეკრულ შუბლს რომ გაადააწყდა ფარ-ხმალი დაყარა და სიცილით წამოდგა ფეხზე. _ მალხაზ, შენს ცოლს უთხარი რომ მე უკვე საკმაოდ დიდი ვარ!_ მხარზე ხელი ღიმილით დაკრა მამას და სააბაზანოსკენ წავიდა. -შენ რამდენისაც არ უნდა იყო ჭკუას მაინ ვერ ისწავლი!_ სიტყვა დააწია ნინომ და სამზარეულოში შეტრიალდა. -შეეშვი ქალო ბავშვებს!_ გამოესარჩლა შვილებს მახო და კოკას მიგდებულ გადამრთვეს გადაწვდა. თავის ჩანთას დაწვდა და კესოსთან ერთად ვიწრო და პატარა დერეფანს დაუყვა. გოგონა ერთ-ერთ კართან გაჩერდა და ნელა შეაღო. -ეს იქნება, ჩემი შენი და კატოს ოთახი. _ კისკისით ჩაილაპარაკა და ჩანთები შიგნით შეიტანა. _ ცოტახნით ასე მოგვიწევს შევიწროვება, სანამ ჩემს ოთახს არ დაამთავრებენ. _ აუხსნა სიტუაცია და ჩანთა გარდერობთან დადო. _ აქ დადე. _ ანაბელსაც იგივესკენ მოუწოდა და საწოლზე გაწვა. _ აუჰ, რა კარგია ლოგინი. _ ვარსკვლავის ფორმით გაშალა, ხელ-ფეხი და ხმამაღლა ამოილაპარაკა. _ ხო და კიდევ ერთი დეტალი, დილაობით და საღამოობით, სააბაზანოსთან რიგი უნდა დაიკავო. გაოცებულმა გადახედა გოგონას და ღია კარებიდან სააბაზანო ოთახს გახედა. -შენ რომ აქ იყავი, მაშინ ბიჭები არ იყვნენ და სააბაზანოც თავისუფალი იყო. ახლა ჩამოსახლდნენ და. _ მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. _ წამო, მტვერი ჩამოვიბანოთ, თორემ ნინო დაგვკლავს. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ტუჩები შეაერთა. პატარაობიდან ძალიან მორცხვი ბავშვია, სულ ცდილობს ზედმეტად არავინ შეაწუხოს და ფეხებში არ მოედოს. ისე ერთი კვირაც, აქ რომ ცხოვრობდა სულ ოთახში იყო ჩაკეტილი. ახლა მითუმეტეს, ბიჭებიც რომ აქ ცხოვრობენ ესეც ერთქვარ კომპლექს უქმნის. არ არის მიჩვეული მამაკაცებთან ერთად ცხოვრებას და უჭირს იმის გააზრება რომ რამოდენიმე თვე ასეთი ყოფით მოუწევს ცხოვრება. ოთახში გოგონებთან ერთად რომ იქნება ეს ძალიან გაუხარდა, მარტო მაინც არ იგრძნობს თავს და საღამოობით ცოტას ისაუბრებენ. გუგას გამოწეულ სკამზე მოკალათდა და თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა. ბიჭი მის გვერდით კომფორტულად მოთავსდა და ხელის გულები ერთმანეთს გახახუნა. -რა სუნები ტრიალებს. იფ, იფ!_ სასაცილოდ გამოაჯავრა დედა გუგამ და თვალი ჩაუკრა. მორიდებით გააპარა თვალი მის პირდაპირ მოკალათებული კოკასკენ. ზუსტად იმ დროს გამოიხედა ბიჭმაც და წარბაწეული, ეშმაკური და ცოტა დამცინავი ღიმილით მიაჩერდა გოგოს. სწრაფად გადაიტანა მზერა კოკადან, მოსაუბრე კატოზე და სიტუაციიდან თავის დახსნა სცადა. სამაგიეროდ ახლა უკვე კოკა არ აშორებდა თვალს და ღიმილით ადევნებდა ანაბელის ყველა მოქმედებას თვალს. ეს კიდევ როდესაც ვიღაც უყურებს ძალიან იბნევა და იბურდება. ზუსტად ამას მოყვანა მისი დღევანდელი დაუდევრობაც, ჩანგალი რომ გაუვარდა ხელიდან და იატაკი აახმაურა. აჭარხლებული დაიხარა და გუგას სკამის ფეხთან დავარდნილ ჩანგალს დაწვდა. კუშტი მზერით გადახედა კოკას კედებს და ტუჩის კუთხეში ჩაეციმა ათამაშებული ფეხები რომ დაინახა. თავი მაღლა რომ აწია, კოკას სასაცილოდ შეწმუხნულ შუბლს წააწყდა. -როგორი დაბნეული ხარ, ხდება რამე, თუ ისევ ჩვენი გერიდება?_ ირონიულად იკითხა კოკამ და ჩანგალი თეფშზე დადო. -კოკა!_ თვალების ბრიალით გადასძახა კესომ ძმას და ტუჩებთან მიტანილი წვენის ჭიქა მაგიდაზე დადგა. -როგორ მოგეწონა ჩემი დამცხვარი ხაჭაპურები, მართალია ბებიასავით ვერ ვაცხობ მაგრამ. _ სიტუაციის სათავისოდ შეტრიალება გადაწყვიტა ნინომ. საშინლად ესიამოვნა ქალის გამოლაპარაკება ანაბელს და პირდაპირ მასზე გადაერთო. -ძალიან გემრიელია. _ აღფრთვოანებულმა შეუფასა, მართლაც უგემრიელესი ნახელავი და წყალი მოსვა. მთელი საღამო, კოკას ხმა აღარ ამოუღია. იჯდა და ყველას სათითაოდ აკვირდებოდა, ხანდახან ანაბელზე შეაჩერება მზერას და სპეციალურად, გამოჯავრებით უკრავდა თვალს. მთელი ეს დრო, ცდილობდა, ბიჭის მზერისთვის თვალის არიდებას, მაგრამ არ გამოსდიოდა. როგორც კი მის მზერას დაიჭერდა, ესეც მისკენ ტრიალდეოდა და სულელივით უყურებდა ჭინკებით მოელვარე თვალებში. სუფრის ალაგებაში გოგონები მიეხმარნენ ნინოს. მამაკაცები მისაღებში დასხდნენ ტელევიზორის საყურებლად. ერთი საათი უხსნა ნინომ რომ კოკას არცერთი სიტყვისთვის მიექცია ყურადღება. -საშინლად დამპალი ხასიათი აქვს, სულ ცდილობს ვინმე გაამწაროს. _ მოღუშული სახით ჩაილაპარაკა კატომ და ფორთოხალი მაღლა ააგდო. -კატო! ნორმალურად ისაუბრე შენს ძმაზე!_ გაავებულმა დატუსქა შვილი და მაცივარში სალათები შეაწყო. -რაც არის იმას ვამბობ. _ მხრები აიჩეჩა გოგონამ და კარებში დაყუდებულ ძმას გაუცინა. -შენ მერე მოგივლი!_ თითი დაუქნია და გატრიალდა. _ დღეს გვიან დავბრუნდები._ გამოსძახა ოჯახის წევრებს და ტელეფონს დაწვდა. _ ნინო, იცოდე ყოველ ხუთ წუთში რომ რეკვები ამიტეხო, საერთოდ გამოვრთავ ტელეფონს! _ გასასვლელთან მისული შემოტრიალდა და დედამის მუქარით გადახედა. -აბა ხომ უნდა ვიცოდე სად ხარ და რას აკეთებ?_ შეწუხებულმა გააპროტესტა შვილის ნათქვამი. -ნინო_მეთქი!_ უფრო გაიმკაცრა ხმა კოკამ და კარები გაიჯახუნა. -მომაწოდე ტელეფონი!_ წარბაწეულმა გასძახა მაცივართან აყუდებულ კესოს და ხელი გაუწოდა. -დედა, ხომ იცი გადაირევა და აყვირდება. _ გააფრთხილა მან და ტელეფონი ყოყმანით მიაწოდა. გვიან მოუწიათ დაწოლა, მერე გოგონებმა არ დაასვენეს და ბევრი ალაპარაკეს სოფელზე და მის მეგობრებზე. ბოლოს თვითონაც ისაუბრეს თბილისზე და ზოგადად ოჯახზე. კოკაზე იმდენი საძაგლური ისტორია მოისმინა, უნებურად შეეშინდა მისი. ყველა ისტორიაში ვიღაცას უშრობდა სისხლს, ან ამწარებდა და ბოლოს გაღიმებულს ტოვებდა. აშკარად არც გოგონებს მოსწონდათ ძმის ასეთი ქცევები, მაგრამ მაინც სიცილით ყვებოდნენ წარსულის ისტორიებს. ოთხ სრულდებოდა, კარების ხმაზე რომ წამოყო თავი. კესომ ხელი აიქნია და «კოკა მოვიდოდაო» ჩაილაპარაკა. მშვიდად დადო თავი ისევ ბალიშზე და კატოს მიუბრუნდა რომელიც, თავისი სიყვარულის ისტორიას ყვებოდა. კარების ჭრიალზე, ერთდროულად გახედეს კარებს და ოდნავ დალანდულ კოკას წარბწეულებმა გადახედეს. -რატომ არ გძინავთ?_ ინტერესით იკითხა და კარები უფრო ფართედ გამოაღო. დამორცხვილმა აიქაჩა საბანი ყელამდე და ისე გახედა ბიჭს. -რა წესია ამ შუაღამისას თავზე რომ გვადგები კოკა?_ გაბრაზებულმა დაიღრინა კატომ და საბანი გადაიძრო. _ წადი თორემ გუგა, ინერვიულებს და შემოგვივარდება. _ სიცილით ჩაილაპარაკა და ოთახიდან გააგდო. -კითხვაზე მიპასუხეთ და გავალ!_ ისევ შემობრუნდა და კარები ფეხით დაიჭირა. _ ისევ იმ ლიყიან, ბადრიზე ლაპარაკობ ხომ?_ აშკარად გაბრაზებულმა იკითხა და თმების ბოლოებში ოდნავ დაექაჩა. -ლიყიანიო._ მისი ნათქვამი ხითხითით გაიმეორა კესომ და საწოლზე აფართხალდა. კოკა უსიტყვოდ გატრიალდა და ოთახიდან გავიდა. ცხვირაბზუებული, სხეულის ქნევით მოვიდა საწოლამდე კატო და გაბრაზებული შემოგროდა. საბანი თავზე, გაავბეულმა წაიფარა და ძილი გადაწყვიტა, ან ტირილი. კესომ ღიმილით ჩაუკრა, კატოს ამბით შეწუხებულ ანაბელს თვალი და დისკენ ოდნავ გადაიხარა. -რაო ბარტყო, გაგვიგესო?_ ეშნაკური სიცილი ამოუშვა და ბოლო ხმაზე გადაიკისკისა რასაც, კედელზე გაბმული მუშტების ბაგა-ბუგი მოჰყვა. სწრაფად დაისერიოზულა სახე კესომ და კედელზე ოდნავ მიარტყა გაშლილი ხელი. _ მეტს აღარ ვიზამთ!_ ვიღაცას დაუდო პირობა და საწოლში შეწვა. კატო ისევ იმ პოზაში იწვა და მხრებს აკანკალებდა. -კარგად ხარ?_ შეშინებულმა კითხა ახლად შეძენილ მეგობარს და საბნის ზევიდან ხელი დაადო. -შეეშვი, ცოტახანი ისლუკუნებს და მერე მოფერიანდება. _ დაარიგა კესომ და ტელეფონის ეკრანი გაანათა. -შენ ხარ ყველაზე დამპალი და ბოროტი ბავშვი!_ მოგუდული ხმით ამოილაპარაკა კატომ და საბნიდან აწეწილი თავი ამოყო. სახე სულ აწითლებული ქონდა, აშკარად ცუდად მოქმედებს მასზე დახუთული სივრცე. ანაბელმა ღიმილით გადახედა და თვალებით იგივე კითხვა დაუსვა რაც რამოდენიმე წამის წინ. _ კარგად ვარ, უბრალოდ ნერვები მეშლება, კოკა და გუგა ასე რომ მოიხსენიებენ ბადრის._ ჩაილაპარაკა დადარდიანებული ხმით და სანაბი მკერდთან დაიჭირა, ხელებით. -არაუშავს, ხომ იცი ძმები ძნელად ეგუებიან დის სასიყვარულო ისტორიებს. დროთა განმავლობაში გადაუვლის ორივეს. _ დააიმედა და მხარზზე ხელი დაუსვა. -გუგას გადავლილი აქვს, ეს ხე ვერ მოვაბრუნე ბადრისკენ!_ კედლისკენ გაიშვირა ხელი და მიახვედრა რომ იქით ბიჭების ოთახია. დარცხვენილმა შეკრა წარბები და საბანში უფრო ჩაცურდა. მემგონი ეს ყველაზე კარგი გამოსავალი აქვს, ასეთ სიტუაციებში. -ერთად ცხოვრობენ?_ თითები ერთმანეთზე მიაბჯინა ანაბელმა. -კოკამ რემონტი რომ დიაწყო თავის ოთახში, მერე მე ჩემს ოთახსაც მიადგა და ახლა, ვართ გამოსახლებულები ორივე. _ ჩაიცინა კესომ და დას თმები აუბურდა. _ ნუ გწყინს ხოლმე რასაც გეუბნები, ხომ იცი გულიდან არ ვამბობ. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და ისევ თავის მხარეს გადაძვრა. ძილის საათმა რომ დარეკა, უკვე გათიშული იწვა შუაში და ჭერს უყურებდა. მომენტებში, თვალებს უკან გადაატრიალებდა და კედელს ახედავდა. ბოლოს ასეთი ყოფით თავი ატკივდა და გადაწყვიტა დაეძინა. არ გაჭირვებია, მთელი დღის ნამგზავრი და დაღლილი უცებვე გაითიშა. დილის ექვს საათზე უკვე ფეხზე იყო. გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ და გადაწყვიტა არცერთისთვის გაეტეხა ძილი, ამიტომ ფრთხილად გავიდა მისაღებში და დივანზე მოკალათდა. როგორც ჩანს ოჯახის ყველა წევრს გვიანობამდე უყვარს ძილი შაბათობით. სოფელში ცხოვრების დროს, ამ დროს უკვე საქონელი მიყავდა საძოვარზე. ქეთო სულ უშლიდა დიალაობით ადგომას და საქმეების კეთებას, ზაფხულში განსაკუთრებით, მაგრამ ეს არ იშლიდა. ხვდებოდა მისი სიჯიუტე და საქმიანი ქალის იმიჯი ბებიაზე დადებითად რომ მოქმედებდა და უფრო ამიტომ აკეთებდა ყველაფერს. შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნაცნობი ნომერი აკრიფა. -როგორ ხარ ბე?_ ბედნიერმა ჩაილაპარაკა და თავი უკან მიატრიალა, ხომ არავინ გავაღვიძეო. -ბებოს სიხარული და გახარება. რა მიჭირს, ბებია შენ რომ კარგად იქნები მეც კარგად ვიქნები. _ ჩამოარიკრიკა უცებ ქეთომ უცვლელი ფრაზა. ანაბელმა იგრძნო როგორ შეეპარა მოხუცს ხმაში სევდა და ცრემლი. -არ მითხრა რომ ტირი?!_ იკითხა გაბრაზებულმა და დივნის საზურგეს მიეყრდნო. -სად გინახავს შენ ჩემი ტირილი?_ უცებ გამხიარულდა მოხუცი. -ძალიან კარგი. დედას ხომ არ დაურეკია?_ მოიკითხა მშობლები და კარებში მოულოდენლად დაყუდებულ თმააბურდულ კოკას მიაჩერდა. -კარგად არიან, დღეს დავურეკავო მითხრა. -კარგი, ბებია დაგირეკავ მერე კიდევ. თავს გაუფრთხილდი. _ მიაყარა სწრაფად და ლოყებაფარკლულმა დააბრუნა ტელეფონი ისევ ჯიბეში. კოკა მთქნარების და ხელების აქეთ-იქით ქნევით გამოვიდა მისაღებში და გვერდით მიუჯდა. -დილამშვიდობისა. _ ჩაილაპარაკა ძილისგან დაბოხებული ხმით და სახეზე ხელები მოისვა. _ ამ დილაუთენია რამ წამოგაგდო?_ იკითხა ინტერესით და ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემოაწყო. -სოფელში სულ ამ დროს ვდგებოდი და მივეჩვიე. _ მოახსენა დამორცხვილმა და ოდნავ გვერდით ჩაჩოჩდა. -არ ვიკბინები და არც ვირქინები!_ სიცილით აღმოხდა კოკას და ფეხზე წამოდგა. _ ისე სხვათაშორის მოგიწევს გაითავისო რომ ახლა სოფელში აღარ ცხოვრობ!_ სამზარეულოში შესვლამდე მოტრიალდა და საფეთქელზე გაშლილი ხელი მიიდო. -მერე რა?_ იკითხა გულუბრყვილოდ და მუხლები დაიზილა. -მერე ის რომ ცოტა ქალაქურ ცხოვრებას უნდა მოერგო. აქ არც საქონელი გვყავს და არც მოსავალი! _ აშკარად დასცინის ეს გაიძვერა ბიჭი. გაწბილებულმა დააკვესა თვალები და სამზარეულოში გაუჩინარებულ კოკას გახედა. თურმე ესეც როგორ ყოფს ადამიანებს, ფენების მიხედვით. საშინლად მოხვდა გულზე, ბიჭის სიტყვები. მერე რა მთელი ცხოვრება ამ საქმეს რომ შეალია და ბებიას ეხმარებოდა, საერთოდ არ ეთაკილება ამის აღიარება... მაგრამ კოკასგან ძალიან ეწყინა! -ყავას დალევ?_ ხმამარლა გამოსძახა ბიჭმა. -დილაობით არ ვსვამ ყავას. _ გაბუსხულმა გამოწია ტუჩები და ხელები გადაიჯვარედინა. -აბა როდის სვამ ხოლმე, მზე რომ ამოიწვერება?_ სამზარეულოდან ნახევარი ტანი გამოყო და ირონიული მზერით გადმოხედა გაბუტულ გოგონას. -არა!_ მოკლედ გასცა პასუხი და ფეხზე წამოდგა. ვერასდროს ვერ იტანდა, საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე შეყვარებულ გარეწრებს. სულ ეგონა რომ ასეთი ადამიანების არსებობა სამყაროს ძალიან დიდი ზიანს აყენებს. ზოგადად მსგავს თემებზე ძალიან ხშირად ფიქრობს და ბოლოს იმ დასკვნამდე მიდის რომ ,ასე თუ გააგრძელა საბოლოოდ ფსიქიატრიულში ამოყოფს თავს. უნდა არ უნდა ყველაფერი გულთან მიაქვს და განიცდის. ახლა მითუმეტეს, როგორ უჭირს ამხელა ქალაქთან გამკლავება. ეს კოკაც როგორი დამპალი აღმოჩნდა, არადა რომ გაიცნო სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა. მართალია არც თუ ისე დიდი ხნით გაჰყვა ეს შთაბეჭდილება, მაგრამ მაინც. სუფრაზეც როგორ ბურღავდა თვალებით, თითქოს და აქამდე გოგო არ ენახოსო. არადა დარწმუნებულია, გუშინაც გოგოსთან იყოს. « საიდან მოიტანე?» გაოცებულმა კითხა საკუთარ თავს როდესაც, მისთვის არასასიამოვნო ფიქრებში გამოიჭირა. « ისე უბრალოდ, ხომ შეიძლება ვიფიქრო?» უცებ დაიძვრინა თავი და ერთმანეთზე გადახლართულ დებს დახედა. რა კარგი იქნებოდა ახლა მარტო რომ ეცხოვრა თავი ნაქირავებ ერთ ოთახიან ბინაში. ნერვებსაც არავინ მოუშლიდა და სოფლიდან ჩამოსული ხარო არავინ არ შეახსენებდა. დიდ ხანს ოთახშიც ვერ გაჩერდა, ამიტომ ისევ მისაღებში გავიდა იმ იმედით რომ კოკამ ისევ შეიბრუნა ძილი. ფეხაკრებით გაიარა ვიწრო დერეფანი და ცარიელი ოთახი რომ დაინახა შვებით ამოისუნთქა. გემრიელად მოკალათდა დავანზე და თვალები ჩაფიქრებულმა დახუჭა. ორი წლის რომ იყო, მამამ დაბადების დღეზე კულონი აჩუქა. იმის მერე სულ უკეთია და არცერთი წამით არ იხსნის. ფიქრობს რომ ამ კულონის დახმარებით ყველა ცხოვრებისეულ პრობლემას და გამოცდას გაუძლებს. დღემდეც ამ პატარა და ყოვლის შემძლე ნივთის დახმარებით მოვიდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ნინო და მახო თავიდანვე ძალიან შეუყვარდა, ორივესგან დადებითი მუხტი მიოდიოდა და არცერთი წამით არ უგვრძვნია რომ მათ აწუხებს. უბრალოდ ეს თვითონ გონია რომ ამხელა ოჯახში კიდევ ერთი ჩასახლებული ზედმეტია. თუმცა ჯერ-ჯერობით მოუწევს ამ ფიქრებით დაიტანჯოს თავი. ჯერ ისედაც ვერაფერს ვერ იქირავებს, სტუდენტებზე ძალიან ძვირად ქირავდება ამ თვეებში ბინები, ამიტომ როგორც კი ფასი დავარდება იმ წამსვე გადავა ცალკე საცხოვრებლად. მშობლები არაფერს არ გაუჭირვებენ და ყველანაირად დაემხარებიან. იქნებ მერე ის ფულიც შეაგროვონ და ქალქში სახლი იყიდონ. მერე უკვე ჩამოვლენ და დედ-მამასთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას. ერთადერთი რაც ისევ აწუხებს ბებია, იცის რომ არაფრის დიდებით არ დათმობს თავისი «მოხუცის ბუნაგს» ქეთო და ამაზე გული უწუხს. რომ წარმოიდგენს მის გარეშე ამდენი ხნის გატარება მოუწევს სუნთქვა ეკვრის. აქამდე არცერთი დღე არ ყოფილა ისეთი სადაც ქეთო არ ჩანს. სულ ყოველთვის შვილიშვილის გვერდით იდგა და ახლა ასე უცებ გაქრა მისი თვალთახედვიდან, მაგრამ გრძნობს რომ სულიერად ისევ მასთან არის და ისევ ისე მყარად დგას როგორც 18 წლის განმავლობაში. -მე მეგონა დაგეძინა!_ ყურთან ახლოს დაიჩურჩულა ნაცნობმა ხმამ. დენდარტყმულივით წამოწია თავი და დივნიდან წამოფრინდა. კოკას დანახვისას სულ დაიბნა, მერე როცა წარმოიდგინა რომ მასთან ასე ახლოს იყო მთელს სხეულში სიცხემ დაუარა და ეს მემგონი სახეზეც დაეტყო. _ყველაფერზე ასე წითლდები თუ მარტო ჩემზე რეაგირებ ასე სასიამოვნოდ?_ ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა და მოსასხამი მხრებზე მოიგდო. დაბნეული დააკვირდა ბიჭს. კოკა საგანგებოდ სპორტულად გამოიყურებოდა, უდაოდ სადმე წასვლას გეგმავს თანაც დილაა და ალბათ დარბის. იმიტომაც აქვს ასეთი მოვლილი და ლამაზი სხეულის ფორმები. კიდევ ერთხელ გაერთო ბიჭის ვიზუალური მხარის შეფასებით და სულ დაავიწყდა რომ მის წინ დგას და კითხვაზე პასუხი აქვს გასაცემლი. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავი დამორცხვილმა გააქნია, უარის ნიშნად. -ანუ?_ მაინც არ მოეშვა გაგნიძეების უფროსი ვაჟი და ხელებით დივნის საზურგეს დაეყრდნო. _ ანუ ჩემი დანახვისას გიფერადდება ასე სასიამოვნოდ ლოყები?_ ჩაიცნა და წელში გასწორდა. -რაღაცები გეშლება!_ გაკაპასებულმა ჩაისისინა და თვალები დააბრიალა. _ მე არ ვიცი შენი დანახვისას როგორ წითლდებიან, მაგრამ მე ეგ არ მემუქრება! _უფრო და უფრო იმკაცრებდა ხმას ანაბელი. კოკაც უფრო და უფრო ხალისობდა მის შეტევებზე. აშკარად არცერთ სიტყვას არ აღიქვამს ეს ბიჭი, ის როგორც საჭიროა. ამაზე სულ გადაირია, ნერვებს იშლის, ისე იღიმის გეგონება სხვა იყოს დამნაშავე. -კარგი ნუ ნერვიულობ, არ წითლდები ნუ წითლდები. ჯერ ყველაფერი წინ არის!_ჩაილაპარაკა ალმაცერად და გასასვლელისკენ წავიდა. კარებთან იყო მისული მოულოდენლად რომ მიტხრიალდა და სახემოღრეცილ ანაბელს გადააწყდა. სწრაფად დაისერიოზულა გოგონამ მზერა და მხრებში გასწორდა. _ თუ გინდა შენც წამოდი, სავარჯიშოთ მივდივარ. _ შესთანავაზა და კედელს მიეყრდნო. -არ მინდა გმადლობ!_ მოუჭრა მოკლედ და დივანზე მოკალათდა. კოკამ მხრები აიჩეჩა და ისე გავიდა სახლიდან. დივნის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ნერვებს უშლის კოკას საქციელები, მიუხედავად იმისა რომ ისეთს არაფერს უშავებს. თვალები გაახილა და შემოსასვლელი კარებისკენ გაიხედა. რკინის შავ კარებს დაბღვერილმა მოავლო მზერა და ისევ დახუჭა. ცოტახანში ოთახის კარებების ხმაც გაიგონა და მშვიდად წამოყო თავი. ხალათში გამოწყობილი ნინო ღიმილით მოდიოდა მისაღებისკენ. -როგორ ადრე, ამდგარხარ. დილამშვიდობისა!_ თბილი ხმით ჩაილაპარაკა და დივნის საზურგეს ხელებით დააყრდნო. _ სანამ დროა ძილი შეირგე თორემ მერე სასწავლებლის გადამკიდე გაგიჭირდება. _ ხალათი შეისწორა და სამზარეულოსკენ გაემართა. -დილამშვიდობისა. იმედია ნელ-ნელა ჩავდგები ფორმაში. _ ღიმილით გასცა პასუხი და ხელი თმებზე გადაისვა. -თუ იცი, კოკა წავიდა უკვე?_ ინტერესით მოიკითხა შვილი და ოთახს თვალი მოავლო. -კი ათი წუთის წინ. _ მისი გახსენებისას ისევ მოიღუშა და დივნიდან წამოდგა. -ვერც მაგ ბიჭმა ისწავლა დილით გამოძინება. _ ჩაიფრუტუნა შეწუხებულმა. _ ანაბელ, ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ? -ყავას დავლევ. _ მორიდებით ჩაიცინა და აივნის კარებს მიუახლოვდა. _ რა ლამაზი ხედი გაქვთ. _ აღტაცებულმა გახედა გადამწვანებულ კორპუსის ეზოს, რის პირდაპირაც დიდი სათამაშო მოედანი გაეკეთებინათ. -ადრე უფრო ლამაზი იყო, ახლა მოუღეს ბოლო ბავშვებმა. _ ჩაილაპარაკა უკმაყოფილომ და ყავის ფინჯანი ჟურნალების მაგიდაზე დადგა. _ დილით არ საუზმობ ხოლმე?_ გვერდით ამოდუგა და ყავა მოსვა. -იშვიათად, უფრო ხშირად ყავას ვსვამ. _ თვალები დაახამხამა და ისევ ეზოს გადახედა. -აი მოპირდაპირე მხარეს რომ დიდი შენობაა, მანდ მუშაობს კოკა. _ თითი მაღალი შენობისკენ გაიშვირა და კმაყოფილმა გაიცინა. -ასე ახლოს?! რა კარგია. _ ცოტა გაუკვირდა და ცოტაც გაუხარდა, ნინოს სიხარული. -გოგონებს ისევ ძივათ ხომ?_ მოიკითხა შვილები და ოთახს ალმაცერად გადახედა. ანაბელმა ნელა დაუქნია თავი და ფინჯანი აიღო. _ როგორი ზარმაცები არიან, ვგიჟდები. _ დედობრივი გაუშვა უცებ ნინომ. _ გუგა უფრო მოწესრიგებული და პუნქტუალურია ვიდრე ეს ორი. _ შეაქო შვილი და გაიბადრა. _ მაგრამ სახლის დალაგება უყვართ, მაგას ვერ დავუკარგავ. _ ჩაიცინა ბოლოს და აივნის კარები გამოაღო. ცოტახანში მახომაც გაიღვიძა და მისაღებში გამოვიდა. თბილად მოიკითხა დროებითი სტუმარი და ცოლს ყავის გამზადება სთხოვა, თან სამსახურისთვის საბუთებს ალაგება და ძებნის პროცესში იყო. ტელევიზორის ხმაურში ვერც კი გაიგო როდის შემოაღო კარები კოკამ. დაღლილმა და აწითლებულმა შემოაბიჯა მისაღებში და მშობლებს ხელის აწევით მიესალმა. -ყავას არ ვსვამო...._ თავისთვის, მაგრამ ანაბელის გასაგონად ჩაიფრუტუნა და სპორტული გაიხადა. -კოკა, დე ხომ შეჭამ საჭმელს?_ შეპარვით იკითხა ქალმა და დივანზე წამომჯდარ შვილს გახედა. -რა დროს ჭამაა ნინო, ამ დილაუთენია. _ მობეზრებულმა გადააქნია თავი და ანაბელს გახედა. _ შენ არ გშია?_ იკითხა აშკარად დაინტერესებულმა და ფეხები მაგიდის კუთხეეში მოაკალათა. -არა, არ მშია. _ თავი გააქნია და მახოს ახედა. -წავედი მე და დღეს გვიან დავბრუნდები. დროებით!_ თბილად დაემშვიდობა ყველას და გასასვლელისკენ წავიდა. სირბილით დაეწია ნინო და ლამაზად შეხვეული პარკი გაუწოდა ქმარს. -იცოდე არ გადაყარო და ბოლომდე შეჭამე!_ გააფრთხილა და ლოყაზე აკოცა. -ამ ორს რომ ვუყურებ ცოლი მინდება. _ მოულოდენელად ირონიულად ჩაილაპარაკა კოკამ და ვაზიდან მწვანე ვაშლი ამოიღო. -ძალიან საყვარლები არიან. _ გულუბრყვილოდ ჩაილაპარაკა და კოკას მომცინარ სახეს გაკვირვებული მიაჩერდა. _ რა იყო?_ იკითხა დაბნეულმა და თითები ერთმანეთში გადახლართა. -არაფერი. _ თავი გადააქნია და სახლში შემობრუნებულ დედას გახედა. _ ნინო, დღეს შენი დაქალები მართლა მოდიან?_ უკმაყოფილოდ აწკიპა წარბები და ვაშლი მადიანად ჩაკბიჩა. -მოდიან და შენ სახლიდან უნდა გაიქცე კიდევ?_ ნაწყნემა იკითხა და სავარძელში ჩაჯდა. -აბა რა ვაკეთო?_ მხრები აიჩეჩა და მე გადმომხედა. _ აი, აგერ ანაბელს წავიყვან და ქალქს დავათვალიერებინებ. სერიოზული ხმით და მიმიკითა დასძინა კოკამ და ანაბელს თვალი ჩაუკრა. სიმორცხვემ უფრო უმატადა და ახლა ხელებიდან მუხლების წვალებაზე გადავიდა. ქალქის დათვალიერება ძალიან უნდოდა და უნდა, მაგრამ კოკასგან არ მოელოდა შემოთავაზებას. ნუ რაღა შემოთავაზებას, ფაქტიურად გადაუწყვეტია. -მე მინდოდა რომ ანაბელს გავაცნო ჩემი მეგობრები._ ჩაილაპარაკა ქალმა და უარესად დაბნეულ და გაორებულ ანაბელს გადმოხედა. -სხვა დროს, დღეს ქალქში უნდა გავიდეთ. ხომ ანაბელ?!_ უცებ დაეკითხა სტუმარს და თვალებით ანიშმა დამთანხმდიო. -არ ვიცი, როგორც თქვენ გინდათ. _ ხმაჩავარდნილს აღმოხდა და მხრები შეუმჩნევლად აიჩეჩა. -გაიგე ნინო, ე.ი. დღეს შენი დაქალები გადაიდო. _ თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა. _ შხაპს მივიღებ და გავიდეთ, დილიდანვე მოვყვეთ თორემ ბევრი რამის ნახვას ვერ მოვასწრებთ. _ თბილი ხმით შესთავაზა, ანაბელს მისი დღის გეგმა და სააბაზანოსკენ წავიდა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და ოთახისკენ წავიდა. ჩანთიდან გარეთ გასასვლელი ტანსაცმელი ამოიღო და სავარძელზე გადაფინა. გოგონებს ერთი გადახედა და ცოტა ინანა კოკას რომ დასთანხმდა, იქნებ მათაც უნდოდათ წამოსვლა. რომ გააღვიძოს და შეაწუხოს არც ეს არ უნდა, ამიტომ კოკას დაელოდება და მას სთხოვს გოგონების გაღვიძებას. ტანსაცმელი უცებ გადაიცვა და სარკის წინ თმები ლამაზად შიკრა. სახეზე ხელის გულები ნელა გადაისვა და ოთახიდან გავიდა. მისაღებში, ისევ დივანზე მოკალათდა და კოკას გამოსვლას დაელოდა. ნახევარ საათში ბიჭი გამზადებული გამოვიდა და ხელით ანიშნა გავიდეთო. კარებთან იყვნენ მისულები ანაბელი რომ შეჩერდა და მორიდებით ჩაახველა. -მოხდა რამე?_ იკითხა და საფულე ჯიბეში ჩაიდო. -გოგონები არ გავაღვიძოთ?_ თვალების ფახუნით ახედა ბიჭს და კედელს მიეყრდნო. -ახლა რომ გავაღვიძო, საღამომდე სახლიდან ვერ გავახწევთ. სანამ ისინი სახეს მოიკვაპწავენ, ჩვენ ორ ქალქს მოვივლით. ნინოს ვეტყვი და რომ გაიღვიძებენ შეგვეხმიანებიან._ ჩამოურაკრაკა უცებ მიზეზები და ნინოსკენ წავიდა. _რომ გაიღვიძებენ უთხარი დამირეკონ. _ დაუბარა დედას და ანაბელისკენ წავიდა. ხელი ინსტიქტურად მიადო წელზე და კარებისკენ უბიძგა. ლოყებაფარკლულმა გამოაღო კარები და სადარბაზოში გავიდა. სადარბაზო უხმოდ ჩაიარეს, როგორც კი ეზოში გავიდნენ, იმ წამსვე იგრძნო ინტერსესით დაკვირვებული უამრავი თვალი. დამფრთხალი მიუახლოვდა კოკას და გვერდით დაუდგა. ბიჭი მიუხვდა და მხარზე მხარი, ოდნავ გაუხახუნა. მაქანის კარები გამოუღო და თავით ანიშნა ჩაჯექიო, თვითონ კი მეორე მხრიდან მოუარა. როგორც კი მანქანში ჩაჯდა იმ წამსვე გადახედა კორპუსის პირდაპირ მდებარე, სკამზე, ჩამწკრივებულ ბებიებს და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. კარების ხმაზე თავი მიატრიალა და კოკას გაუღიმა. -შენ თუ ყოველ დილით ასე აპირებ ამ სადაბრაზოდან გასვლას, დიდხანს ვერ გაქაჩავ._ გაფრთხილებით ჩაუკრა თვალი და მანქანა დაქოქა. _ პირველი სად წავიდეთ?_ დაეკითხა და მანქანა ეზოდა გაიყვანა. ანაბელმა მხრები აიჩეჩა და ტუჩები გაურკვევლობაში მყოფმა დაბრიცა._ კარგი, მაშინ მე მოვიფიქრებ და პირველი სამებას განახებ. _ ღიმილით გადმოხედა და როგორც იცის ხოლმე ისე ჩაუკრა თვალი. -კაბა რომ არ მაცვია. _ ჯინისს შარვალს დახედა და მოწყენილმა დასძინა. -არაუშავს, გრძელი შარფი ვიშოვოთ და მოიფარებ. _ გაამხნევა უცებ ბიჭმა. _ თან პირველი დღეა და უფალს შესთხოვ, მომავალი დღეები უკეთესი და უკეთესი გამიხადეო. _ სასაცილოდ გაკანტურა თავი კოკამ და მანქანა შუქნიშანთან გააჩერა. _ რას იტყვი?!_ გოგონას გადმოხედა და წარბები პასუხის მოლოდინში აათამაშა. -მაშინ წავიდეთ. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ღვედს დაჯაჯგურა. -მაქსიმუმ ხუთი თვე მაინც უნდა ვუყუროთ ერთმანეთს და არ ჯობია ცოტა გაიხსნა? ძალიან დაძაბული ხარ!_ აშკარად უკმაყოფილო იყო ბიჭი ანაბელის ქცევით და შენიშვნის მაგვარი ხმით ჩაილაპარაკა. -არ ვარ დაძაბული. _ უხერხულობისგან შეიშმუშნა და თვალები დაახამხამა. კოკამ ალმაცერად გადმოხედა და ეჭვით აათვალიერ-ჩაათვალიერა. _ მართლა!_ შედარებით მყარი ტონით ჩაილაპარაკა, დასარწმუნებლად. კოკამ თავი გადააქნია და მანქანა გააჩერა. უსიტყვოდ გადაყვა ანაბელიც და გარემო მოათვალიერა. ცოტა ფეხით იარეს და ტაძრის შესასვლელ ჭიშკართან გაჩერდნენ. კიბეები ნელა აიარა და მოხიბლულმა კიდევ ერთხელ, ამჯერად დაკვირვებით მოათვალიერა ტერიტორია. პივლად არ უნახავს, მაგრამ ახლა სხვა შთაბეჭდილებებით და ემოციებით აივსო. შესასვლელშივე გააჩერა კოკამ და თავშლის არჩევა მოსთხოვა. ლამაზად მოქარგულ, მწვანე თავშალზე შეაჩერა არჩევანი. ვინაიდან და რადგანაც, არც თავსაბურავიც არ ქონდა, პატარა სამკუთხედი ფორმის ლურჯი თავშალი მოირგო. მოულოდნელად მის გვერდით გაჩენილ კოკას გადახედა და თბილად გაუღიმა. ბიჭმა სანთლები გაუწოდა და თავით ანიშნა შევიდეთო. ტაძარში ყოფნის დროს არასდროს არავინ არ ავიწყდება და ყველას სახელზე ანთებს სანთელს. თუ ადრე მთელი გულით მშობლებზე ლოცულობდა ახლა უკვე მათ რიცხვს ბებიაც მიემატა რომელზეც გაასმაგებულად ღელავს. გამოსვლისას რამოდენიმე სამახსოვრო სურათიც გადაიღო და ცოტახნით ეზოში დასხდნენ. -ძალიან ლამაზია. _ წამოიძახა შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა და თავი უკან მიატრიალა უფრო უკეთ რომ დანახა თბილისის ხედი. _ ძალიან დიდი მადლობა. _ დარცხვენილმა და ლოყებაფარკლულა კოკას გადახედა და თავის კანტურით გადაუხადა მადლობა. -მადლობას ბოლოს იხდიან ხოლმე, მაგრამ მემგონი ეგ ჩვენ არ უნდა დაგვჭირდეს. _ ლოყაზე პატარა ბავშვივით უჩქმიტა და ფეხზე წამოდგა. _ წავიდეთ თორემ ბევრი ადგილის მონახულებას ვერ მოვასწრებთ. _ ხელზე დაექაჩა და ფეხზე წამოაგდო. მანქანამდე სანამ მივიდა გარემოს მოთვალიერაბაც მოასწრო. რამოდენიმე ისეთ დეტალს მოკრა თვალი რაც სოფელს ახსენებს. დაღმრთზე სიარული საერთოდ არ გაჭირვებია, პირიქით ზედმეტად მოსწონდა ქალქსიებური დაღლა. მოსწონდა ახმაურებული ქუჩები, ადამიანები, რომელბსაც სადღაც ეჩქარება და დროს წვალებით ანაწილებენ. ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა, მიუხედავად იმისა რომ სოფელის სიწყნარე ძალიან უყვარს. კოკამ მანქანის კარები შორიდან გააღო და მანქანისკენ წავიდა. ნაბიჯს აუჩქარა და მანქანაში კოკას დამხარების გარეშე მოკალათდა. ხელები კმაყოფილმა დაიწყო მუხლებზე და ღრმად ამოისუნთქა. რამოდენიმე ღირშესანიშნავი ადგილი ანახა, ასევე ყავდა ძველ თბილისში. ყველაფრით ძალიან ნასიამოვნები იყო ანაბელი, თან ძალიან სიამოვნებდა კოკასგან წამითაც რომ არ გრძნობდა დილანდელი დიალოგის შედეგს. სოფელი არცერთხელ არ უხსენებია ირონიული ტონით, პირიქით სთხოვა კიდევაც ერთხელ როცა წახვალ მეც წამიყვანეო. უყოყმანოდ დასთანხმდა, ბოლოს და ბოლოს კოკამ ერთი დღე ანაბელის გამო მოაკლო თავის ცხოვრებას. საკუთარ თავებზე საუბარიც მოასწრეს ამ დროის განმავლობაში. ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და გაცვალე ინფორმაციები. დაღლილები ერთ-ერთ კაფეში დასხდმენ და ყავა შეუკვეთეს. კოკას ახლობლის ისტორიაზე იცინოდა მოულოდნელად გვერდებინ თითების შეხება რომ იგრძნო. კივილს აპირებდა შეშინებული, მის წინ სამი მუშკეტერი რომ შეიკრა. გულზე ხელი მიიდო და დამშვიდებულმა ამოისუნთქა. გოგონებს ღიმილით გადახედა და ტუჩების მოძრაობით მიესალმა. გუგასთან ჯერ ვერ გაშინაურდა, ამიტომ თავის დაკვრით შემოიფარგლა და კოკას გადახედა, რომელიც ყავას სასაცილოდ წრუპავდა. -ცხელია!_ იმართლა თავი და ფინჯანი ოდნავ უკან დაწია. _ ამდენიხანი რას აკეთებდით?_ კითხა გოგონებს და კესოს ტელეფონი შეათამაშა, თან ეშმაკურად უღიმოდა დას და თითს უქნევდა. გოგომ სწრაფად გამოწიწკნა ტელეფონი და ჩანთის წინა ჯიბეში ჩააგდო. -აუ გადამრიეს, ორი საათია იცვამენ. _ უკმაყოფილოდ შეკრა კოპები გუგამ და მოახლოვებულ მიმტანს ახედა. _ ყავა და ლიმნის ნამცხვარი. _ ღიმილით ჩაუკრა თვალი და დებს გადახედა. -ჩვენ როგორც ყოველთვის. _ წამოიძახეს ერთხმად და ანაბელს მიუტრიალდნენ. -შოკოლადის ნამცხვარი და თეთრი ამერიკანო. _ თავი ოდნავ დაუკრა გოგონამ და მაგიას გაეცალა. ღიმილით გააყოლა გუგამ თვალი და ქვედა ტუჩზე იკბინა. კატომ და კესომ თავები გადააქნიეს და დაგეგმილივით ერთდროულად ჩაახველეს. ბიჭმა თავი მოატრიალა და დების წარბაწეულ მზერას რომ გადააწყდა მხრები აიჩეჩა. _ რა?_ იკითხა ვითომც არაფერიო და კოკას მიბრუნდა. _ ბევრი ადგილი მოინახულეთ? -დღეისთვის საკმარისია, ნელ-ნელა თვითონაც ისწავლის ქუჩებს და მერე დაათვალეირებს ხოლმე. _ თბილად დასძინა მან და თვალი ჩაუკრა. -როგორ მოგეწონა ჩვენი ხმაურიანი ქალქი?_ ახლა ანაბლისკენ მიტრიალდა კითხვით. -ძალიან ლამაზია. _ მოკლედ აღნიშნა დღევანდელი დღით გამოწვეული ემოცია და ყავა მოსვა. -ნინოსთან მივიდა კამანდა?_ მოულოდნელად სულ სხვა თემაზე გადარეთო კოკა. ამის გახსენებისას ძალიან მოეხათრა ნინოსი. დღეს უარის მსგავსად რომ გამოუვიდა. კოკამ გოგონას მზერა რომ დაიჭირა გაიცინა. _ ნუ ღელავ, ნინოსთვის მთავარია ადრე თუ გვიან გაიცნო. არ აქვს მნიშვნელობა დღეს იქნება ეგ თუ ხვალ. _ დაამშვიდა და მიმტანს ახედა. _ შეკვეთაც მოვიდა. _ პირდაღებულ გუგას ხელი გაკრა და მიუთითა მიეხმარეო. ისიც დაბნეული დაფაცურდა და ფინჯნები გაანაწილა. გოგონებთან ერთად უფრო თავისუფალი და გახსნილია. აღარ გრძნობს თავს შებოჭილად და ეს ძალიან ეხმარება. ერთადერთი რაც ხელს უშლის ბოლომდე გაიხსნას, კოკას თვალებია. რომლებიც არცერთი წამით არ ცილდებიან. გამუდმებით აკვირდება და ცდილობს დააკომპლექსოს. ცოტახანში დაიშალნენ, ბიჭები ცალკე გავიდნენ საქმე გვაქვსო. გოგონებთან ერთად ფეხით გადაწყვიტა გასეირნება. თან ქალაქის იმ კუთხეებს აჩვენებდნენ რომლების ნახვაც კოკასთან ერთად ვერ მოახერხა. სახლში რვა საათზე დარუნდნენ, ნინოს უკვე მოესწრო სუფრის გაშლა. ისეთი გახარებული ტრიალებდა მაგიდასთან. გოგონების დანახვისას გახარებულმა გახსნა შუბლი და თვალებით ანიშნა გაემზადეთ და სუფრასთან მოდითო. -ბიჭები სად არიან?_ იკითხა ინტერესით როგორც კი სუფრასთან მისულ გოგონებს გადახედა. -კოკამ საქმე გვაქვსო და სადღაც წავიდნენ. _ მხრები აიჩეჩა კესომ და კიტრი აიღო. -როდემდე უნდა იბოდიალოს იმ გოგოსთან ასე? მოკიდოს ხელი და მოიყვანოს!_ ჩაიფრუტუნა უკმაყოფილომ და შემწვარი ქათამი შუაში ჩადგა. გაოცებულმა გააყოლა ნინოს თვალი და მისი სიტყვების გადახარშვა დაიწყო გონებაში. გოგოს მოყვანაში ალბათ, ცოლად მოყვანა იგულისხმა. სხვა ვარიანტები არ მოსდის თავში. ცოტა არ იყოს და გული დაწყდა. თვითონაც არ იცის რატომ მოხვდა გულზე ასე ძალიან ნინოს სიტყვები. წესით ამას შედეგი საერთოდ არ უნდა გამოეღო, მაგრამ ფაქტია სიტყვები იმაზე უკეთ გაიაზრა ვიდრე საჭირო იყო. -ჯერ დააცადე, ხელი სთხოვოს, მერე ოფიციალური ნიშნობა, მერე სანამ ის კაბას აარჩევს და გამოიკვაპწება, მერე ქორწილი და მერე.... _ სიცილით დადუმდა კატო და ანაბელს გადახედა. -კატო, დედი, ხომ იცი შენმა ძმამ რომ გაგიგოს ანაზე ეგრე საუბრობ ეწყინება. _ წარბაწეულმა დაუბრიალა თვალები შვილს და შემოსასვლელ კარებს გახედა. _ მახო, ახლახანს გავშალე სუფრა. მიდი დაიბანე ხელები და მოდი. _ თბილად დაუქნია ქმარს თავი და მისკენ წავიდა. -როგორ მოგეწონა ჩვენი თბილისი?_ თბილი ხმით იკითხა კაცმა როგორც კი სუფრასთან დაჯდა. -ძალიან ლამაზი ქალაქია. _ აღფრთოვანებულმა ხმა ვერ დაიოკა და წამოძახილივით გამოუვიდა. -კიდევ უამრავ საინტერესო რამე ნახავ. _ თვალი ჩაუკრა და ცოლს ახედა. _ კოკა და გუგა სად არიან?_ მოიკითხა ვაჟები და წყალი მოსვა. -საქმეზე. _ მოკლედ მოუჭრა კატომ და საჭმლის ჭამა განაგრძო. ანაბელი გაფაციცებით ადევნებდა თვალს, ოჯახის წევრების მოქმედებებს. იმედი ქონდა რომ კიდევ იტყოდნენ რამეს კოკას სიყვარულზე და მის სამომავლო გეგმებზე, მაგრამ ყველა დუმდა. რკინის კარების ხმაზე თავი იქითკენ მიატრიალა და ღიმილით შემოსულ ბიჭებს მორცხვად გადახედა. გუგამ მეგობრულად ჩაუკრა თვალი და პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა. კოკას საერთოდ არ ეტყობოდა დილანდელი სითბო და მეგორბული ტონი. ახლა ისევ ისეთი იყო როგორც დილის ექვს საათზე, ირონიული და ამპარტავანი. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ბიჭის გამჭოლ მზერას რომ გადააწყდა. როგორც ჩანს მასში კიდევ ერთხელ შეცდა, ან უბრალოდ კოკას არ უნდა რომ მისი ნამდვილი სახე დაანახოს და თამაშობს. თანაც რა კარგად გამოსდის ყოველივე ეს. და მერე ესეც როგორ განიცდის მის ყველა მოქმედებას, რაშიც ირონია გამოსჭვივის. სუფრის ალაგებაში ნინოს დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მაინც მიეხმარა. ქალი გამუდმებით, ხელს უკავაბდა და მისაღებში გასვლას სთხოვდა. -რახან არ იშლი მაშინ ყავა დადგი ბავშვებისთვის და შენთვის. _ თბილა დაუყვავა ქალმა და ყავის მადუღარა მიაწოდა. სწრაფად დატრიალდა და ფინჯნები გადმოალაგა. ყველაფერს ხალისით აკეთებდა, ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს თავის სახლშია და არავინ არ ზგუდავს. ნინო და მახოც ისე კარგად ექცევიან, თითქოს მათი შვილი იყოს, მათი ოჯახის წევრი, რომელიც წლებია მათთან ერთად სახლობს. ერთადერთი ვის ხასიათსაც ვერ გაუგო და ვერ მოერგო, კოკაა. ყოველ გამოხედვაზე ირონიულად უღიმის და თვალს უკრავს. შეიძლება ეჩვენება და ეს ყველაფერი გადამეტებული გონია, მაგრამ ზუსტად იცის რომ დილით ასეთი მზერით არ უყურებდა. დღეს ბევრად სხვანაირი იყო, შედარებით კეთილი და თანასწორი. ახლა ისე უყურებს თითქოს მასზე რამით მეტი იყოს... ნერწყვი მძიმედ გადაყლაპარა და ფინჯნები პატარა ჟურნალების მაგიდაზე დააწყო. გოგონები სამზარეულოდან კუნტრუშით გამოვიდნენ და ტკბილეულობა დააწეს მაგიდაზე. კატო გუგას კალთაში ჩაუხტა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. კესო მამას მიუჯდა გვერდით და თავი მის მხარზე ჩამოდო. კოკა ტელეფონში იქექებოდა და განათებულ ეკრანს სულელივით უღიმოდა, რაზეც დედმამიშვილები გულიანად ხალოსობდნენ. დაძაბულმა მოსვა ყავა და ტუჩები ააცმაცუნა. ზუსტად იმ დროს გადმოხედა კოკამ და წარბი მაღლა აზიდა. -კმაყოფილი ხარ დღევანდელი დღით?_ იკითხა ვითომ დაინტერესებულმა და ტელეფონი მაგიდაზე გააცურა. -ძალიან!_ გულწრფელად დასძინა მან და ახლადშემოსულ ნინოს ახედა. -ძალიან კარგი ბიჭი ხარ დედი რომ წაიყვანე. _ დაუყვავა უცებ შვილს... -ნინო!_ თვალების ბრიალით და დაბოხებული ხმით დაიგრუხუნა კოკამ და დივანის საზურგეს მიეყრდნო. -კარგი ხო. _ ამოიჩურჩულა ქალმა და ქმარს მეორე მხრიდან მიუჯდა. _ არ დავწვეთ?_ დაიწუწუნა უცებ და ტელევიზორზე გაშტერებულს ხელი წინ გაუქნია. -ხო... ხო დავწვეთ ხვალ ადრე ვარ ასადგომი. _ უცებ წამოფრინდა მახო და ტელევიზორის გადამრთველი დივანზე დააგდო. _ძილინებისა ბავშვებო. _ დაემშვიდობა ყველა და ცოლთან ერთად ოთახისკენ წავიდა. გუგა სწრაფა გადაწვდა ტელევიზორის გადამრთველს და კესოს სასაცილოდ გამოუყო ენა. დამ დაბღვერილმა გადახედა და კოკას კალთაში ჩადო თავი. -ხვალ რა გავაკეთოთ?_ ინტერესით იკითხა და შოკოლადი მოკბიჩა კატომ. -ხვალ მე არ მცალია, და თქვენ მოიფიქრეთ რამე. _ მოკლედ მოუჭრა დას კოკამ და ყავა მოსვა. -არ ცალია... ნეტავ რატომ?!_ ჩაიფრუტუნა კესომ და ძმას ახედა _ ანა არ უშვებს._სასაცილოდ გაიჯგიმა და დაბღვერილ ძმას ახედა, რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა დის წამოძახილი. -გეყოთ ახლა, ნუ დააშინეთ ეს გოგო. _სიტუაციის განმუხტვა ცადა გუგამ. _ წამოიყვანე ანა და წამოდით თქვენც სადმე. _ შემოთავაზებით მიმართა ძმას და თვალი ჩაუკრა. -არამგონია წამოვიდეს. _ თავის კანტურით ჩაილაპარაკა და ტელფონს დახედა. კესომ ირონიული მზერით ახედა კვლავ ძმას და გაღიზიანებულმა გადააქნია თავი ტელევიზორისკენ. აშკარად არ სიამოვებს ანაზე საუბარი, ან უბრალოდ ვერ უგებს. ანაბელმა ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე დადგა და ხელები მუხლებზე დაიწყო. -შენ მიწერე და თუ წამოვა ხომ კარგი, თუ არადა შენ წამოდი. _ მაინც ვერ მოითმინა კესომ და თავისი სიტყვა ჩაატია. კოკამ უსიტყვოდ აკრიფა შეტყობინება და ტელეფონი დივნის სახელურზე დადო. ანაბელი დაბნეული და გასუსული იჯდა სავარძელში. თვითონაც ვერ ხვდება რატომ არ შეეწინაღმდეგა გუგას, როდესაც ხვალინდელი დღის გეგმა გააცნო. ალბათ იმიტომ რომ ანას გაცნობა ძალიან უნდა. საშინლად უნდა გაიგოს როგორი გოგონები მოსწონს, ამ თავაწეულ ამპარტავან ბიჭს. იქნებ სულაც არ არის მასზე ნაკლები და უბრალოდ იმიტომ აკომპლექსებს ასე ძალიან, სოფლიდან ჩამოსული რომაა. ახლა უკვე ვეღარაფერს გამორიცხავს. ახლა კოკასაც ვერ ენდობა ისე როგორც დღეს, რამოდენიმე საათის წინ. თითქოს მის წინ სულ სხვა პიროვნება ზის, პიროვნება რომელმაც სავაჯიშოდ წასვლამდე ძალიან მწარედ წაკბინა. იქიდან დაბრუნებული კოკა კი სადღაც გაქრა, ისე რომ მისი მტვერიც კი არ დატოვა. აშკარად ცუდად მოქმედებს ამ ბიჭზე რაღაც, გარემოებები. ანაბელმა კატოს გადახედა და თბილად გაუღიმა. გოგონამ მეგობრულად ჩაუკრა თვალი და გუგს კალთაში უფრო კომფორტულად მოკალათდა. ამ ოთხს რომ უყურებს კიდევ უფრო წყდება გული, დედმამიშვილი რომ არ ყავს. საშინლად უნდა მათსავით კარგი ურთიერთობა ქონდეს ძმასთან, ან დასთან რომელიც არ ყავს. რა კარგია ამდენი რომ არიან, თან როგორ ესმით ერთმანეთის. ხუმრობითაც რა თავისუფლად ეხუმრებიან და დასცინიან ერთმანეთს. -ანაბელ, შენ ხომ გინდა ხვალ წამოსვლა?_ ახლა უკვე მას მიუტრიალდა გუგა. -კი როგორ არა. _ ჩაილუღლუღა და კოკას გახედა, თვალებით ბოროტულად რომ ბურღავდა. მისი მზერის დანახვისას ახლა უკვე მოულოდნელმა შიშმა მოიცვა და გააკანკალა. დრო და დრო უფრო და უფრო აფრთხობს ეს ბიჭი. ჯერ იყო და აბუჩად აიგდო, მერე მზერით კლავდა და ახლა ბოროტული გამოხედვებიც დასჩემდა თურმე. მოულოდნელობისგან გაბრუებულს ხველა აუტყდა. ყელზე თითები ნელა მოისვა და მისკენ მომართულ ოთხ წყვილ თვალს, ძლივს გაუღიმა. კოკამ ირონიულად ჩაიღიმა და ტელევიზორს მიუტრიალდა, მაგრამ ზუსტად იმ დროს გაისმა მისი ტელეფონის გამაყრუებელი წრიპინი და ტელეფონს დახედა. ღიმილით აიღო ხელში და მოსული შეყობინება გახსნა. -მოვდივართ!_ ჩაილაპარაკა მტკიცედ და ტელეფონი ისევ თავის ადგილზე დააბრუნდა. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. რამდენჯერად დაძინება გადაწყვიტა, იმდენჯერ კოკას სიბოროტით ანთებული თვალები ელანდება, თითქოს და მისთვის რამე დაეშავებინოს. იქნებ დღევანდელი გასეირნებაც მისი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო. ახლა უფრო მეტად ეწყინება ანაბელს მისგან წამოსული სიცივე და ირონია. ზუსტად! ზუსტად ეს ქონდა გეგმაში იმ ვიგინდარა ბიჭსაც და როგორც ჩანს ამართლებს. გააფთრებულმა გადაიჯვარედინა საბნის ზემოდან ხელები და ჩაძინებულ დებს გადახედა. იცის რომ მსგავსი ქცევები ძალიან ტკენს გულს. არ არის მიჩვეული, უთანხმოებას, მითუმეთეს ადამიანთან რომელიც კედლის იქით წევს და რომელთანაც რამოდენიმე თვე უნდა იცხოვროს. მძიმედ ამოისუნთქა და თვალები დახუჭა! როგორც იქნა! კოკას ირონიულად, ბოროტული თვალები ჩაქვრნენ! დილაადრიან წამორინდა ისევ ფეხზე, იქვე გადაკიდებული ხალათი მოიცვა და გარდერობთან მივიდა. თავისი თაროდან ტანსაცმელები გადმოალაგა და მოირგო. ხალათი მაინც ვერ გაიხადა, დილაობით ძალიან ცივა და ისევ მოიცვა. სააბაზანოსკენ ფრატუნით და მთქნარებით წავიდა. სახელური ჩამოწია, მაგრამ დაკეტილი დახვდა. იმ წამსვე დაუარა ცივმა ოფლმა, თავიდან ფეხებამდე. უკან გამობრუნებას აპირებდა, კარები რომ გაიღო და იქიდან წელს ზევით შიშველი კოკა გამოვიდა. როგორც ჩანს გუშინ ღამე, ბალიშს კარგად უმუშავია, მის დილანდელ იმიჯზე. ღიმილი ძლივს შეიკავა მისი სახის დანახვისას. მერე მისმა გარეგნობამ და მოშიშვლებულმა გულ-მკერდამ მიიპყრო ანაბელის ყურადღება. არ არის მიჩვეული, დიალობით და საერთოდ შიშველი მამაკებიც ყურებას. ამისთვის ძალიან მორცხვია. მდინარეზეც კი არ დადიოდა მეგობრებთან ერთად, როცა იცოდა რომ იქ ცოტა სხვა სიტუაცია დახვდებოდა. ახლა უკვე ძალიან კარგად შეუძლია, მაისურის გარეშე მოხაზოს კოკას სხეულის კონტურები. როგორი ნავარჯიშები და მოვლილი ფორმებია. კუბიკებიც რა ლამაზად არის ამობრუცული. თითქოს მიხატულიაო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. მკლავებიც ძლიერი და დაზაგრული აქვს, რაც უფრო მეტ ხიბლს მატებს სხეულს. როცა გაახსენდა ვინ იდგა მის წინ, კიდევ ერთხელ დაფრთხა და თავი დაბლა დახარა, მის მზერას რომ არ დაეშინებინა. -დილამშვიდობისა პროვინციელო! _ საოცრად ირონიული ხმით ჩაილაპარაკა კოკამ და მხარზე ხელი დაადო. -რა საჭიროა?_ მოგუდული ხმით აღმოხდა ანაბელს და თავი მაღლა დაგეშილმა წამოყო. კოკა აშკარად არ ელოდა, გოგონასგან ასეთ დახვედრას და წარბები გაკვირვებისგან კუშტად შეკრა. -რა რა საჭიროა?_ გაიმეორა მისი კითხვა და სააბაზანოს კარების ჩარჩოს მიეყრდნო. -ჩემს წარმომავლობაზე ხაზის გასმა, რა საჭიროა?_ ახლა უკვე ოდნავ დასევდიანებული ხმით იკითხა და ყელში გაჩხერილი, ცრემლებით გატენილი ბურთულა უკან მოისროლა. -არც მიფიქრია!_ აფერისტულად აიჩეჩა მხრები გაგინიძემ და წარბები გახსნა. _ უბრალოდ, მინდოდა შინაურულად მოგსალმებოდი. _ ჩაიცინა მან. -ეგრე არ არის და ეგ შენც კარგად იცი. _ წყენა ვერაფრით დამალა ანაბელმა. -რატომ გგონია რომ ყველა შენს წარმომავლობაზე აკეთებს აქცენტს?_ მოულოდნელად თავის სასიკეთოდ შეატრიალა სიტუაცია კოკამ და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო. -ყველა არა! შენ! _ გაგულისებულმა ჩაიფრუტუნა და მოძრაობით ანიშნა აბაზანაში შემატარეო. კოკა უსიტყვოდ ჩამოეცალა გზიდან და კედელს მიეყრდნო. ანაბელი ჩამოღვენთილი სახით შევიდა სააბაზანოში და კარები ნელა მიკეტა. სარკის წინ ცრემლმორეული დადგა და საკუთარი თავის სარკეში დაკვირვება დაიწყო. «რატომ მწყინს ასე ძალიან კოკას სიტყვები?» ამოილუღლუღა ხმადაბლა და ონკანი გახსნა. «იმიტომ რომ მიჭირს ასეთ ადამიანებთან შეგუება! იმიტომ რომ პირველია ვინც ასე ცდილობს ჩემს დამცირებას.» ლუღლუღით სცემდა პასუხებს, თავის დასმულ კითხვას. ძალიან უჭირს ემოციების შეკავება ნებისმიერ სიტუაციაში. ძალიან გულთმისანია და ეს თითქმის სულ ტკენს. ყველას სიტყვებს უდიდეს მნიშნვლეობას ანიჭებს და ბოლოს წაგებული ისევ თავად არის. ვერ ისწავლა ჭკუა და ვერ გაითავისა რომ მსგავსი რამეები არ უნდა გაუკვირდეს. ბებია სულ იმას უმეორებდა, რომ თუ ერთხელ დახარა თავი, ყველა ზედ გადაუვლის და არავინ დაინდობს... მაგრამ მაინც ვერ გახდა ისეთი ძლიერი როგორც ქეთოს უნდა. განა რა უთხრა კოკამ, ასეთ დღეში რომ ჩავარდა, მაგრამ განიცადა და გულთან მიიტანა. სრუტუნით დაიბანა ხელ-პირი და პირსახოცი ნელა მოისვა აწითლებულ ლოყებზე. დაორთქლილი და დარბილებული კანის, უკეთ შესწავლა დაიწყო და სარკეში ჩაიხედა. თაყვანისმცემლების რიგს არასდროს არ შეუწუხებია, მეტიც ბავშვობაში მეგობრებიც კი არ ყავდა, სიმსუქნის გამო... არასდროს ყოფილა სასურველი გოგონა, კლასში. არასდროს გამოირჩეოდა ზედმეტი ყურადღებით და თაყვანისმცემელბისგან განებივრებული საჩუქრებით. მეათე კლასამდე წონის პრობლემა სულ აწუხებდა. მერე და მერე ბებიამ კვების კონტროლი დაუწესა და წონაში საგრძნობლად მოიკლო, ისე მოიკლო ერთი პერიოდი თავის თავს თვითონ ვერ ცნობდა. გოგომ რომ თავს უნდა მოუაროს და სხეულის ფორმებს გაუფრთხილდეს, ეს უკვე მეთერთმეტე კლასში, ისევ ბებიას დახმარებით შეასმინა გონებას. მერე გამოჩნდა, შალვა ადამიანი რომელთანაც ძალიან თავისუფალი და გახსნილი იყო. მარტო მას შეეძლო ანაბელის გრძნობების და ემოციების ამოცნობა... თავისუფალ დროს, როცა მოუხერხდებოდა სულ მასთან ერთად იყო. ერთად აივლიდნენ სოფლის ასახვევს და ერთად ბრუნდებოდნე სახლში. სოფლის ბოლოში რომ მაღაზიაა, არც იქ უშვებდა მარტოს არასდროს. მერე შალვა ჯარში გაიწვიეს და იქ წავიდა. თვრამეტი თვის შემდეგ უკან დაბრუნებული ბიჭი ვეღარ იცნო. ძალიან დაკაცებული და გაძლიერებული ეჩვენა. თითქოს ერთმანეთსაც ვეღარ უგებდნენ და ამის გამო მათი ურთიერთობა ნელ-ნელა დაიშალა. ალბათ ესეც დროის და მანძილის ფაქტორია. ვერ ნახულობდა, თავის ემოციებს ვერ უზიარებდა და მერე გაუცხოვდა. გაუცხოვდა იმ დონეზე, რომ ჩამოსული ბიჭი ვერც კი იცნო! სკოლის ბანკეტი არ ქონიათ, მარტივი მიზეზების გამო. სოფელს ძალიან უჭირდა და მშობლებმა დანაზოგი ვერ გამოყეს კლასისთვის დღის დასამახსოვრებლად. როგორც წესი, ესეც ძალიან განიცადა. განიცადა ის რომ მას ქონდა და მის კლასელებს არა! ისიც განიცადა კასეტას რომ ვერ ჩართავს და მეგობრების მომღიმარ სახეებს ვერ ნახავს. მერე იყო სასწავლებელში ჩაბარების პერიოდი, რომელიც კიდევ ერთ მძაფ, პერიოდს ახსენებს. როცა გაიგო რომ მისმა რამოდენიმე კლასელმა საჭირო ქულები ვერ ააგროვა, დაჯდა და ღამე ზლუქუნით მოიკლა თავი. არადა როგორ ცდილობდნენ, ყველას ერთად, მიეღოთ ის შედეგი რაც დღეს ანაბელს და რამოდენიმე კლასელს აქვს. წამოსვლისას ყველა დაამშვიდა და უთხრა რომ აუცილებლად იქნებოდა მათ გვერდით მომავალ წელს. ფიქრებიდან კარებზე დაკაკუნების ხმამ გამოაფხიზლა. პირსახოცი თავის ადგილას დააბრუნა და დაკეტილ კარებს გახედა. -პროვინციელო, მალე გამოხვალ? _ მოესმა კოკას ირონიულად გამაღიზიანებელი ხმა. მომენტალურად მისი ხმის გაგონებისას, ნახატის მსგავსი კუბიკები გაახსენდა! უხამსი ფიქრები უცბად უკუაგდო და სახეზე თბილი ხელები მიიდო. გონება და გული რომ დაიწყნარა, მერე გაიაზრა კოკას ჯიბრით წამოძახილი «პროვინციელო» და კიდევ ერთხელ მოხვდა გულზე მძაფრად, ბიჭის ირონია. მძიმედ ამოისუნთქა და ცივ კარებს შუბლი მიადო. კოკას ფაჩუნის ხმა გულისგამაწვრილებლად ჩასმოდა და კიდევ უფრო აღიზიანებდა, მისი წამოძახილით გაღიზიანებულს. ფრთხილად გამოსწია საკეტი და სახელური ჩამოსწია. კარებთან სპორტულ ფორმაში გამოწყობილი კოკა იდგა და ირონიულად იღიმოდა. -არ გამოდიხარ?_ იკითხა და ფეხები სასაცილოდ გადახლართა. -კი. _ მოკლედ მოუჭრა და სააბაზანო დატოვა. ოთახისკენ უკან მოუხედავად წავიდა, სამაგიეროდ კოკა არ შესულა სააბაზანოში მანამდე სანამ ანაბელი თვალს არ მიეფარა. ოთახში შესულ კესო გაღვიძებული დახვდა. სასაცილოდ ამოეყო თავი და ხელები მაღლა, და ტელეფონს «ასჩერებოდა» მეგობრის დანახვისას ხელი ასწია და ტუჩების მოძრაობით დილამშვიდობისაო დაიჩურჩულა. კატომ რამოდენიმეჯერ ამოიხვნეშა და გევრდი იცვალა. -იღვიძებს. _ ჩაიცინა დამ და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა. _ კოკამ გაიღვიძა უკვე?_ მოიკითხა ძმა. -კი, სააბაზანოშია. _ დაუკონკრეტა ძმის ადგილსამყოფელი და აივნის კარებთან მივიდა. _ ყავა ან ჩაი არ გინდა?_ საწოლში მონებივრეს გახედა. -არ გეზარება სამზარეულოში გასვლა?_ შუბლი შეჭმუხნა კესომ. ანაბელმა თავი გააქნია და ჩაიცინა. _ მაშინ ყავა გამიკეთე. თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. გასვლამდე ძალიან კარგად იცოდა კოკას ნახვას რომ ვერ აცდებოდა... მაგრამ აინტერესებდა ბიჭი ისევ იგივენაირად მიმართავდა თუ ახლა შედარებით ლმობიერი იქნებოდა. გუშინაც ხომ ასე მოხდა, ჯერ ეუხეშა მერე დათბა. სამზარეულომდე ისე მივიდა, კოკა არ გაოჩენილა. წყლის მადუღარას თითი ჰაეროვნად დაკრა და ადგილზე შეკუნტრუშდა. ცხელი წყალი ფინჯნებში ჩაასხა და სინზე დადო. უკან მოტრიალებულს, ტრადიციულად ჩუმად მოპარული დახვდა კოკა, კარების ჩარცოზე მიყრდნობილი. დაბნეულმა აახამხამა თვალები და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. კოკამ ირონიულად აწკიპა წარბები და სპორტული მოსასხამი მხარზე მოიგდო. უთმქმელად გაეცალა სამზარეულოდ და ოთახისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. არ უნდა რომ რამე შეეტყოს და კოკამ იფიქროს, რომ მისი დანახვისას წითლდება, ან რაიმე მსაგვი. ოდნავ შეღებული კარები ფეხით შეაღო და საწოლზე წამომჯდარ კესოს გაუცინა. სინი ტუმბოზე დადო და თვითონ სავარძელში მოკალათდა. მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად ცდილობდნენ ხმადაბლა ეჩურჩულათ, კატო მაინც გააღვიძეს. რამოდენიმეჯერ წაიწუწუნა და ბოლოს გამოფხიზლდა. -სააბაზანო ცარიელია?_ძლივს გახელილი თვალები მოისრისა და საწოლიდან წამოდგა. -მემგონი, ჯერ არავინ ამდგარა კოკას გარდა. _ ჩაილაპარაკა ხმამაღლა კესომ და შოკოლადი შეათვალიერა. -კოკა წავიდოდა უკვე. _ მხრები აიჩეჩა და ოთახი დატოვა. დილის საათები ოთახში გაატარეს. გოგონებს თავის ნახატებს ათვალიერებინებდა და თითლოეული ნახატის ისტორიას უყვებოდა. ერთ-ერთ ნახატზე შალვაც არის გამოსახული. სანამ ჯარში წავიდოდა მაშინ დახატა და პირობა მისცა რომ აუცილებლად შეინახავდა ამ ნახატს სიცოცხლის ბოლომდე. ასეც იქნება! გამორიცხულია რამემ აიძულოს ეს ნახატი მოიშოროს, ეს ადამიანი მისთვის იმ პერიოდთან არის დაკავშირებული როდესაც ანაბელს ყველაზე მეტად უჭირდა. მისთვის ერთადერთი ნათელი მეგობარი იყო, იმ გარემოცვაში სადაც ცხოვრობდა. ბებიას მერე სულ შალვა ეკერა პირზე. ოჯახის წევრებითაც სულ ახლობლობდნენ და დღესაც კარგი ურთიერთობა აქვს მის მშობლებთან. უბრალოდ თვითონ ვეღარ ეწყობიან ერთმანეთს, მაგრამ იცის რომ შალვას ძალიან გაუხარდა მისი წარმატება. საღამოს გუგამ შემოაღო ოთახის კარები და აცნობა რომ ერთ საათში გავიდოდნენ. კესო და კატო სწრაფად წამოფრინდნენ ფეხზე და გარდერობს მიცვივდნენ. ცოტახანში საწოლზე, ტანსაცმელების გორა შეიქმნა. სიცილით უყურებდა დაფაცურებულ დებს და მორგებული ტანსაცმელებიდან საუკეთესოს არჩევინებდა. როგორც იქნა ტანსაცმელების არჩევას მორჩნენ, მერე სარკესთან გადაინაცვლეს და ანაბელს საშუალება მისცეს, თავისთვისაც აერჩია რამე. დიდხანს არ უფიქრია მშობლების გამოგზავნილი, შავი სადა ქვედაბოლო და კრემისფერი ზედა აარჩია. ფეხზე ბებიას პენსიით შეძენილი, ნანატრი კედები ამოიცვა და სარკის წინ დადგა. -რა საყვარელი ხარ!_ თბილი ხმით ჩაილაპარაკა კესომ და ლოყაზე უჩქმიტა. -მადლობა. _ აწითლებულმა დახარა თავი და ოთახიდან გავიდა. მისაღებში, მარტო გუგა დახვდა. ბიჭი დივანზე იჯდა და საათის ისრებს დასჩერებოდა. ნაბიჯების ხმაზე თავი მოატრიალა და ანაბელს ღიმილით ჩაუკრა თვალი. -კიდევ არ არიან მზად ხომ? თავის კანტურით იკითხა და ოდნავ ჩაჩოჩდა ადგილი რომ დაეთმო. მორცხვად მოკალათდა ბიჭის გევრდით და ხელები მუხლებზე გადაიჯავრედინა. უარყოფითი პასუხის ნიშნად მხოლოდ თავი გაუქნია და ტელევიზორის ეკრანს გახედა. ცოტახანში ჟივილხ-ხივილით გამოცვივდნენ გოგონები ოთახიდან. კატო პერანგის ღილებს ისწორებდა და თან კესოს დასცინოდა რაღაცაზე. როგორც კი ორივე მისაღებში დაიგულა გუგამ, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. -კოკა და ანა სად არიან?_ ინტერესით დააკვესა თვალები კესომ და ტუჩები გაღიზიანებულმა გაწია მარჯვნივ. -კაფეში დაგვხვდებიან. _ სიცილით გასცა დას პასუხი გუგამ. გუშინ მთელი ღამე ფიქრობდა როგორი შეიძლება ყოფილიყო ანა, მაგრამ მისი სილუეტი ვერაფრით ვერ დახატა გონებაში... და ვერც დახატავდა. მის წინ საოცრად მოხდენილი, დახვეწილი და რაც მთავარია სუფთა სახის გოგონა იჯდა და თბილი ღიმილით იღიმოდა. ნაცნობი სახეების დანახვისას ღიმილი გაუსამაგდა და ამჯერად უკვე სიყვარული ჩაუდგა თვალებში. კესო, კატო და გუგა მეგობრულად გადაკოცნა და კოკას გვერდით მოკალათდა ისევ. მერე გუგას რაღაცაზე გაეხუმრა და გაუცინა. ახალი და უცხო ადამიანის დანახვისას საერთოდ არ გამოუხატავს გაურკვევლობის ემოცია. რატომღაც ეგონა რომ ანასთვის ცოტა მიუღებელი იქნებოდა მისი შეყვარებულის სახლში ჩამოსული ახალმაცხოვრებლის ხილვა... მაგრამ პირიქით, გოგონა სწრაფად წამოდგა ფეხზე და თითქოს რამოდენიმე თვის ნაცნობი მეგობარი ყოფილიყოს ისე მოეხვია. -კოკამ მითხრა შენზე. _ როგორც კი თავის ადგილს დაუბრუნდა შეყვარებულს გადახედა და ჩაილაპარაკა. -მოუსწრიათ... კესომ ცხვირაბზუებულმა ამოიფრუტუნა და დის მუჯლუგუნს ღრენით უპასუხა. ანას სწრაფად დაუსერიოზულდა სახე და კოკას მორიდებული ღიმილით გადახედა. ეს სიტუაცია კიდევ უფრო აბნევს ანაბელს. ანასგან მსგავს დახვედრას საერთოდ არ ელოდა, მერე მის გამო ასეთი სიტუაცია შეიქმნა და თავს დამნაშავედ გრძნობს. სოფელში ჩამოსულ ქალქელებს რო ხედავდა, სულ ეგონა რომ ქალაქელი ადამიანები ძალიან უხეშები და თავის თავზე შეყვარებული პიროვნებები იყვნენ. კოკას რომ უყურებს ამას მართლაც ფიქრობს, მაგრამ ახლა ანასთან ყოფნის დროს საერთოდ უქრება ეს შეგრძენაბა. გოგონამ ისეთი მიიღო როგორიც არის და საერთოდ არ დაინტერესებულა მისი წარმომავლობით. შესაბამისად ამისთვის ხაზიც არ გაუსვამს, შეყვარებულის მსგავსად და კომპლექსი არ შეუქმნია ანაბელისთვის. -როგორ მოგწონს ქალაქი?_ სიტუაციის განმუხტვა ისევ ანამ ცადა და შინაურული კილოთი იკითხა. -ჯერ-ჯერობით ვეგუები. ისე ძალიან მომწონს. _ ხმადაბლა გასცა პასუხი და გაუღიმა. -აი ნახავ, ისე შეეგუები აქედან წასვლაც აღარ მოგინდება. თვალი ჩაუკრა და შეყვარებულის მხარს მიეხუტა. მის მოძრაობას დაკვირვებით გააყოლა თვალი ანაბელმა და ერთმანეთზე, სიყვარულით გადაჯაჭვულ სხეულებს რომ გადააწყდა ტუჩები ერთმანეთს სიმწრით გაუხახუნა. ასე მარტო მაშინ იცის როდესაც რაღაცას განიცდის, ან გულზე ხვდება. ვერ ხვდება რატომ გადაეკიდა ასე ძალიან ანას და კოკას ჩახუტებას, ვერც იმას ხვდება რატომ მოხვდა გულზე ასე მწარეთ ეს სცენა... ძალიან არ უნდა გულის სიღრემში დალექილი ფიქრები გამართლდეს და კოკას მიმართ რამე იგრძნოს. თუმცა ეს უკვე გარდაუვალია. ანაბელმა დანახვისთანავე აღიქვა კოკა, მიმზიდველ მამაკაცად. იმ დღიდან მოყოლებული განიცდის კოკას თითოეულ ირონიულად წამოძახილ სიტყვას. ახლაც როდესაც შეყვარებულის გვერდით ზის, დაპროგრამებული მზერით უყურებს და ცდილობს ყველანაირად დააკომპლექსოს. ეს უარესად აგიჟებს და ანერვიულებს. როგორც ჩანს ანაბელის გამწარების შანს ხელიდან არცერთი წამით არ უშვებს და ცდილობს, ნებისმიერ სიტუაციაში დაანახოს მის უკან დარჩენილი სოფელი და წარმომავლობა. -ანა, რა ქენი იშოვე სამსახური?_ შეკრული შუბლით იკითხა კესომ და ნაყინის კოვზის ზურგი ტუჩებზე მიიდო. -ჯერ არა, მაგრამ კოკა დამპირდა რამეს აუცილებლად გიპოვნიო. _ გაიცინა ანამ და შეყვარებულს ახედა, ხომ მართალი ვარო. იმანაც თანხმობის ნიშნად თვალები დახამხამა და გაუღიმა. აი თურმე როგორი ღიმილი ცოდნია მაშინ როდესაც თბილად და გულით იღიმის. ასეთი ღიმილი ანბელისთვის, არც იმ დღეს უჩუქებია, ქალაქის დასათვალიერებლად რომ ყავდა წაყვანილი. ეს იმას ნიშნავს რომ იმ დღესაც სხვა, ბოროტული გეგმებით მოქმედებდა. ამ ყველაფრის წარმოდგენისას უარესად ჩასწყდა გულში რაღაცა და ხმაურით ამოისუნთქა. რაზეც ყველას ყურადღებაა მიიპყრო. -ხდება რამე ანაბელ?_ შეშინებული ხმით იკითხა გუგამ და წვენი მაგიდაზე დადგა. -არა, რაღაცა გაამხსენდა და. _ თავი გააქნია და ალუბლის წვენი მოსვა. -სოფელი ალბათ... _ ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა კოკამ. ამ საღამოს პირვლად გაიგო მისი ხმა და ისიც გველურად წამოძახილი სისინი. კაფეში დიდხანს აღარ გაჩერებულან. გოგონებმა აიჩემეს სახლში გივნდაო და მალევე წამოვდინენ. ანაბელსაც აღარ უნდოდა მეტად იქ გაჩერება. კოკა შანს არ უშვებდა ხელიდან წაეკბინა და ირუნოულად დაეგესლა. კაფიდან გამოსვლისთანავე გაიყო ყველას გზა. გუგამ მე ბიჭებთან წავალო და კაფიდანვე ჩამოშორდა. კოკამ ანას მივაცილებ და მალე მოვალო...ამიტომ მოუწიათ მარტო წამოსულიყვნენ. -ძალიან მაღიზიანებს ეს გოგო!_ ამოიფრუტუნა კესომ და ტელეფონი ჩანთაში ჩაიგდო. -რატომ, ძალიან საყვარელია. _ გულუბრყვილოდ დაიცვა ანა და დაღრენილ კესოს გადახედა. -გეგონოს!_ საუბარში ჩაერთო კატოს. _ ეგეთი საყვარელი გვეგონა ჩვენც, მაგრამ ცალკე ვაბშე სხვა ტიპია. _ ამოიფრუტუნა დასავით გაღიზიანებულმა. -არადა ვერაფერი შევატყე. _ მხრები აიჩეჩა და უკან გაიხედა. -შენთვის ასეთი ხალხი მიუღებელია და იმიტომ! _ თბილად გაუცინა კესომ და მხარი გაკრა. -გინდა სადმე გადავუხვიოთ?_ უცებ გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი კატომ. არადა როგორ უნდა გაიგოს რატომ არიან ასე ძალიან გოგონები ანაზე გადამტერებულები. ცუდ ადამიანებს იცნობს და ბევრიც უნახავს... მაგრამ ანასთან საუბრის დროს მსგავსი ვერაფერი ვერ დაიჭირა. პირიქით ზედმეტად თბილ და კეთილ ადამიანადაც კი მოეჩვენა. დაენანა ასეთი სუფთა და კეთილი გოგო, კოკასთვის. ნამდივლად არ იმსახურებს, ბოროტად მოელვარე თვალების პატრონი ანას. თან როგორი ლამაზი მანერები აქვს. ნაყინის ჭამის დროს გაშტერებული უყურებდა და ცდილობდა რამე დარღვევა მაინც აღმოეჩინა, მაგრამ არა! ძალიან კულტურულად და ნაზად მიირთმევდა. საუბრის დროსაც პირს ზომაზე მეტად არ აღებდა, ღიმილი და სიცილით ძალიან ქალური და მოხდენილი აქვს. -გინდა ჩვენს გოგონებს გაგაცნობთ?! _ უცებ შესთავაზა კესომ და ტაში შემოკრა. _ რომ იცოდე რა კარგები არიან. თან შენი გაცნობაც ძალიან უნდათ. _ ალაპარაკდა უცებ. -მინდა!_ მხიარულად წამოიძახა და კესოს გამოწვდილ ხელს თავისი დაადო. -ტაქსი გავაჩეროთ და წავიდეთ. ცოტახანში ისეთ გარემოცვაში აღმოჩნდა, სულ დაავიწყდა რა არის სიმშვიდე. ამდენი გოგო ერთად, ერთ სივრცეში შეკრებილი არასდროს არ უნახავს. თან ყველაზე მეტად ის უკვირს, ერთმანეთისთვის პასუხის გაცემასაც რომ ასწრებენ. ყველა რაღაცას აკეთებს და ყველა ერთმანეთისთვის. ანაბელიც ისე კარგად და მეგობრულად მიიღეს. საერთოდ არ უგრძვნია რომ რომელიმე მათგანისთვის ზედმეტია. როგორც ჩანს, მათთვის კესო და კატო იმდენად ძვირფასები არიან რომ მათი ნებისმიერი გვერდით მდგომი, მათი გვერდით მდგომიც არის. საუბრის დროსაც არაფერი არ დაუმალავთ, ყველაფერზე ისე საუბრობდნენ და ისე ეკითხებოდნენ აზრს, როგორც ნამდვილ მეგობარს... ან დაქალს. ესეც დაბნეული და ბედნიერი უზიარებდა თავის აზრს და ცდილობდა მათთან დიალოგში ყველანარიად შესულიყო. შებოჭილი და დაძაბული არ არის, მაგრამ გამუდმებით კოკაზე რომ ფიქრობს ბოლომდე ვერ იხსნება. სულ მისი ბოროტულად და ირონიულად მოცეკვავე ჭინკები უდგას თვალწინ. მერე წარმოიდგენს რაზე შეიძლება საუბრობდნენ ახლა ის და ანა და გულზე ეკების მთელი არმია ეკვრის. სახლში დაბრუნებისას კოკა და გუგა შინ დახვდნენ. ბიჭმა სამისვეს განმგმირავი მზერით გადმოხედა და გამკაცრებული ბარიტონით იკითხა, თუ სად დაბოდიალობდნენ. ანაბელი დასჯილი ბავშვივით კუთხეში აიტუზა და ტუჩები ერთმანეთს გაუხახუნა. -გოგონებთან ვიყავით. _ მოკლედ მოუჭრა კესომ და სამზარეულოსკენ წავიდა. _ დე გვშია!_ გასძახა ხმამაღლა და კარები შეაღო. კატო საძინებლისკენ წავიდა გამოსაცვლელად, ანაბელიც გაყოლას აპირებდა მოულოდნელად კოკას ხმამ რომ შეაჩერა. -შენთან დარეკეს! თავიდან ვერ მიხვდა რა უთხრა. თუ მასთან დარეკეს კოკამ საიდან იცის. მერე იფიქრა ალბათ ნინო დეიდას დაურეკა დედიკომო და ინტერესით აბრიალებული თვალებით მიაჩერდა, გაღიზიანებულ კოკას. რომლის მზერაც ახლა ნამდვილად აშინებდა და აგონებდა, ბოროტმოქმედს. ბიჭმა ანაბელის ტელეფონი რომ ამოიღო ჯიბიდან და ხელებში შეათამაშა ფერები გადაუვიდა. სწრაფად იტაცა ხელი ჩანთის უკანა ჯიბეზე, მაგრამ იქ მართკუთხედი ფორმისას ვერაფერს მიაგნო. -კაფეში დაგრჩა!_ აუხსნა საიდან აღმიჩნდა მასთან ტელეფონი. _ მომავალში ყურადღებით იყავი. _ ტელეფონი გაუწოდა და აგრესიით მოშორდა მის ტერიტორიას. _ ხო და კიდევ, ვიღაცა შალვა იყო! მე რომ ვუპასუხე დიდად კმაყოფილი ვერ დარჩა მემგონი! ხმაშიც კი ეტყობოდა ღიმილი და ირონია, ამასთანავე ანაბელის ყურთასმენას არ გამპარვია მისი გაღიზიანებული ხმის ტემბრი. სწრაფად მიატრიალა თავი უკან და გაოცებულმა გახედა კოკას. ძალიან გაუჭირდა სიმართლის დაჯერება. ვერ დაიჯერა რომ შალვამ დაურეკა და მასთან საუბარი მოისურვა. სწრაფად გახსნა ტელეფონი და შემოსულ ზარებში ნაცნობი ნომერი მოძებნა. პირველივე ზარში ნაცნობი ციფრები, რომ დამოიცნო თვალები ცრემლით აუბრჭყვიალდა და ყელში ბედნიერების ბურთულა გაეჩხირა. მძიმედ გადაყლაპარა ნერწყვი და ოთახისკენ უკანმოუხედავად წავიდა. როგორც კი კარები დახურა მწვანე ღილაკს დააჭირა თითი და აივნისკენ წავიდა. კატომ გაოცებულმა გააყოლა მზერა, წამებში გადასხვაფერებულ ანაბელს და სასაცილოდ გაადააქნია თავი. როგორც კი აივნის კარები გამოაღო, სუფთა ჰაერი დახარბებულმა შეისუნთქა და დაელოდა როდის შეწყდებოდა რიტმულად ამღერებული ხმები. -გისმენ. _ მეგობრის უცვლელი პასუხის მოსმენისას, კიდევ ერთხელ დაუარა ჟრუანტელმა და ადგილზე გაქანდა. -შალვა, ანაბელი ვარ. _ ამოილუღლუღა ხმაწართმეულმა და მოაჯირს მიეყრდნო. -როგორ ხარ?_ მოიკითხა თბილი ხმით მეგობარი. -კარგად შენ როგორ ხარ... მე... ძალიან გამიკვირდა რომ მითხრეს... -ვიცი, უბრალოდ თბილისში ვარ და შენი ნახვა მინდოდა. თან ქეთომ რაღაცები გამომატანა და უნდა გადმოგცე. _ სიტყვა გააწყვეტინა და სიტუაცია აუხსნა. -ანუ მარტო მაგიტომ?_ ამოილაპარაკა ცრემლმორეულმა და ამოისლუკუნა. -ხომ გითხარი შენი ნახვაც მინდა მეთქი. _ გაუჯავრდა მეგობარი და ხმა დაიბოხა. -კარგი, სად გნახო?_ სწრაფად მოიწმინდა ჩამოგორებული ცრემლი და ამოისუნთქა. -ჯერ არც მე ვიცი სად ვარ, გავაკრვევ და მისამართს მოგწერ. ხომ შეძლებ დღესვე გამოსვლას?_ იკითხა უცებ. -კი, გუგას ვთხოვ და გამომიყვანს. _ სწრაფად მიაყარა, არ გადაიფიქროსო. -გუგა ვინ არის, წეღან რომ ველაპარაკე? _ ეჭვნარევი ხმით იკითხა შალვამ. -არა, ეგ კოკაა გუგას ძმა. დედიკოს დაქალის შვილები არიან. _ განუმარტა ღიმილით და მოაჯირზე თითი გადაუსვა. -კარგი მიდი, მოაგვარე და მე მანამდე მისამართს მოგწერ. _ დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. სიკვიდლის ტოლფასია ახლა ანაბელისთვის გუგასთვის მსგავსი რამის თხვონა, მაგრამ შალვას ნახვის შანსს ხელიდან ვერ გაუშვებს. მარტოც ვერსად ვერ წავა, ტაქსის იმედზე. სადმე რომ დაიკარგოს შარში უნდა გაეხვიოს და არ უნდა. ამას ისევ ურჩევნია გუგას თხოვოს დახმარება. აივნის კარები გამოაღო და ოთახში დაბრუნდა. კატოს ღიმილით გადახედა და ოთახის ღია კარებში დაყუდებულ კესოს მიუტრიალდა. -რაღაც მინდა რომ გთხოვოთ. _ ამოიჩურჩულა დარცხვენილმა. -ვიცით! _ ერთხმად შესძახეს და გადაიკისკისეს. _ შეყვარებულის ნახვა გინდა... მაგრამ ჩვენ რატომ არაფერი გვითხარი გუშინ?_ ნაწყენმა ჩაილაპარაკა კესომ. -არა არა. შეყვარებული არ არის. ჩემი ბავშვობის მეგობარია, უბრალოდ ახლა თბილისშია და ჩემი ნახვა უნდა.. თან ბებიას რაღაცები გამოუტანებია და უნდა გადმომცეს. _ სწრაფ-სწრაფად მიაყარა სიტყვები, ეჭვი რომ არ შეპარვოდათ და არ გონებოდათ რომ რამეს უმალავს. -კარგი! გვჯერა!_ საჩვენებელი თითი მაღლა გააქანავა კესომ და ოთახიდან გავიდა. მისაღებში დივანზე მოკალათებული გუგასკენ წავიდა და დარცხვენილი დაუჯდა წინ. კოკა ტელევიზორს უყურებდა და საერთოდ არ აქცევდა, გარშემომყოფებს ყურადღებას. გაგნიძემ იგრძნო მასთან საქმე რომ ქონდათ და ინტერესით გადმოხედა ანაბელს. -რაღაც მინდა რომ გთხოვო. _ ხმაგაპარულმა პატარა, ახლახანს ალაპარაკებული ბავშვივით ამოიჩურჩულა. -თამამად, რა დასჯილი ბავშვივით მელაპარაკები. _ ჩაიცინა გუგამ და მხარზე, მხარი გაკრა. -ჩემი მეგობარია ჩამოსული და მის სანახავად მინდა გასვლა. შეგიძლია რომ გამიყვანო?_ თავი მისკენ მიატრიალა და თვალებში ჩააჩერდა. მისი სიტყვების გაგონებისთანავე მოატრიალა თავი კოკამ და ტელევიზორის გადამრთველი, ხელში აათამაშა. ამრეზიით და ირონიული ღიმილით აათვალ-ჩაათვალიერა ანაბელი და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. -რათქმაუნდა შემიძლია!_ სხარტად წამოიძახა და მუხლებზე გაშლილი ხელისგულები დაირტყა. _ როდის და სად მივდივართ?_ აჟიტირებულმა იკითხა და ფეხზე წამოდგა. -აი ახლა მომწერს და გეტყვი._ ტელეფონი დაანახა და გაუცინა. _ მადლობა. -რა მადლობა, ჩვენში ეგეთები არ მოსულა იცოდე!_ გაბრაზებულმა დაუქნია თითი და შუბლი შეკრა. როგორც კი შალვას მოწერილი მისამართი ნახა, გუგას გადასცა და სახლიდან გავიდნენ. გასვლამდე კიდევ ერთხელ დააფიქსირა კოკას, ირონიულად აცეკვებული ჭინკები და შეშინებულმა გაიკეტა კარები. დათქმულ ადგილზე მიიყვანა გუგამ და დაუბარა რომ ზუსტად ერთ საათში გამოუვლიდა ისევ. თავიდნა კი უთხრა, აქედან ჩემით მოვალო, მაგრამ ბიჭი ვერაფრით ვერ დაიყოლია და მანქანიდან გადავიდა. იქვე კუთხეში სასაცილოდ ატუზული შალვა რომ დაინახა გახარებულმა გახსნა ტუჩები და მისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. ბიჭმა ორივე ჩანთა დაბლა დადო და ხელები მონატრებულ მეგობარს მთელი ძალით შემოხვია წელზე. -კაფანდრა, მომენატრე!_ უჩურჩულა და თმები აუჩეჩა. _ რამხელა გაზრდილხარ. _ უკან გასწია და ერთი შეხედვით შეაფასა. -კარგი რა, წამოსვლისას არ მნახე?_ ხელი აიქნია ანაბელმა და რამოდენიმე ნაბიჯით გაშორდა მეგობარს. -თბილისის ჰაერი მოგიხდა. _ შეაქო და ლოყებზე უჩქმიტა. -ნუ იცი ხოლმე... _ ლოყებაფარკლულმა დაუბრიალა თვალები და გვერდით ამოუდგა. _ პარკში დავსხდეთ?_ ინტერესით იკითხა და სკამებზე მიუთითა. -რას ამბობ, თბილისში ჩამოვედი და ყავა არ დავლიო?_ ჩაიცინა შალვამ და ჩანთები აიღო. _ ეს ყველაფერი ქეთომ გამომატანა შენთან. _ ორივე ჩანთა მაღლა აწია და დაანახა. -კი მაგრამ რა ჩადო ამდენი. _ სააცილოდ მიადო ხელი ჩანთას და მისი სიმაგრე მოსინჯა. -ერთი, მარგო არ ჩაუდია და დანარჩენი ყველაფერი აქ არის. _ გაიხუმრა ქეთოს ერთგულ საქონელზე და ნაბიჯი გადადგა. _ ამ ჩანთებით კაფეში შესვლა შეიძლება მერე?_ ირიბად იკითხა შალვამ. -არ ვიცი, მაგრამ მემგონი არ უნდა დაგვიშალონ. _ მხრები აიჩეჩა და გაიცინა. ასეთი ბედნიერი და ლაღი ბოლოს როდის იყო არ ახსოვს. რაც გაიგო რომ სასწავლებელში ჩააბარა და ბებიას დატოვება მოუწევდა, იმის მერე ცხვირჩამოშვებული დადის. ამას ემატებოდა შალვასთან ვერ დალაგებული ურთიერთობაც. ახლა კი, როცა მეგობარმა თავისი ფეხით ჩამოკითხა, დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა ძალიან ბედნიერია. ღიმილით შევიდა შალვას შეღებულ კარში და თავისუფალი ადგილის ძებნა დაიწყო. შუაში თავისუფალი მაგიდისკენ მიუთითა შალვამ და ესეც მის ნებას დაჰყვა. ჩანთები სიცილით დაალაგეს მაგიდის ქვეშ და ერთმანეთს მიაშტერდნენ. -მომენტარე ხომ იცი შენ. _ ამოილაპრაკა შალვამ ღიმილით და ლამაზ ცხივრზე თითები მოუჭირა. _ ქალქი ხომ არ გაბრაზებს?_ იკითხა როგორც კი შეკვეთა მოიტანა მიმტანმა. -არა, პირიქით ძალიან გავუგე აქარობას და იმედია ბოლომდე ასე იქნება. _ ჩაიცინა და ყავა მოსვა. _ შენ როგორ ხარ? კიდევ ბრუნდები ჯარში?_ მოღუშულმა იკითხა და თითები ერთმანეთში გადახლართა. -არა, თბილისში ვაპირებ მეც გადმოსვლას ცოტახნით. საქმეები მაქვს და იქნებ სამსახურიც დავიწყო. -მართლა?_ ახალი ამბით გახარებულმა წამოიძახა და როცა გაიაზრა რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იმყოფებოდა პირზე ხელი აიფარა და შუბლი შეჭმუხნა. _ ანუ შენც აქეთ იქნები?_ ჩაიჩურჩულა და ტუჩები ხელების ტყვეობიდან გაანთავისუფლა. -აქეთ ვიქნები და ვერ მომიშორებ!_ სიცილით დაემუქრა შალვა. ერთი საათი ისხდნენ ზუსტად კაფეში. მერე წამოსვლის დროს რომ მოახლოვდა შალვამ უთხრა მე გაგიყვანო, მაგრამ გუგას დანაბარები გადასცა და უთხრა რომ ამ დღეებში თუ ჩამოაკითხავს თბილისს, ისევ ნახავს. ისევ იგივე ადგილას მივიდნენ და გუგას მანქანა მოათვალიერეს, მაგრამ არსად არ იდგა. სამაგიეროდ პარკის წინ კოკას დაპარკინგებულ მანქანას მოკრა თვალი და შეშინებულმა დაქაჩა თვალები. შალვას მისი ქცევა არ გამოპარვია და ინტერესით ჩაეძია. -არაფერი, გუგას ვეძებდი და კოკას მანქანა დავინახე. _ დაბნეულმა ამოაძვირნა რამოდენიმე სიტყვა და მათკენ წამოსულ კოკას გახედა. ბიჭი ირონიული ღიმილით მოდიოდა მათკენ. როგორც კი მოუახლოვდა გაჩერდა და შალვას ხელი გაუწოდა. იმანაც სწრაფად გადაიტანა ჩანთა მეორე ხელში და თავის დაკვრით ჩამოართვა ხელი. ანაბელი გაშტრებული აცეცებდა თვალებს და ცდილობდა კოკას იქ ყოფნის მიზეზი ამოცნო, მაგრამ ვერანაირ დასკვნამდე მივიდა. მერე იფიქრა, ალბათ გუგამ მოსვლა ვერ მოახერხა და კოკა გამოგზავნაო. ამაზე უარესად გადაირია და მოეხათრა, რამდენი ადამიანი შეაწუხა ერთი გამოსვლისთვის. -შავლვა, გაიცანი ეს კოკაა, ნინო დეიდას შვილი. _ ძლივს მოეგო გონს და მიხვდა რომ ბიჭებისთვის ერთმანეთი გაეცო. _ კოკა, ეს შალვაა ჩემი ბავშვობის მეგობარი. _ ბოლო სიტყვები დამარცვლით და ხაზგასმით ჩაილაპარაკა და შალვას გაუღიმა. გაგნიძემ ალმაცერად აათვალიერა ანაბელი და ტუჩის კუთხეში როგორც იცის ხოლმე ისე ჩაიღიმა. შალვას კიდევ ერთხელ დაუკრა თავი, ამჯერად გაცნობის ნიშნად. -ჩვენ წავალთ. _ დუმილი ისევ ანაბელმა დაარღვია და შალვას მიუტრიალდა. -მიგატანინებ ჩანთებს. _ ანაბელის გამოწვდილი ხელი დააკავა. -მე მივიტან, თქვენ მანამდე დაემშვიდობეთ ერთმანეთს. სერიოზული სახლით ჩაილაპარაკა და ჩანთები გამოართვა. ანაბელმა ლოყებ აფარკლულმა გახედა მიმავალს და ისევ შალვას მოურტიალდა. ფეხის წვერებზე სასაცილოდ აიწია და მეგობარს ორივე ხელი მაგრად მოხვია კისერზე. დამშვიდობებით გული რომ იჯერა ისევ მიწას დაუბრუნდა და ხელის ქნევით გაეცალა ტერიტორიას. კოკამ მანქანის წინა კარები გამოაღო და ანიშნა დაჯექიო. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა სწრაფი ნაბიჯებით მოაურა მეორე მხარეს და თავისი ადგილი დიაკავა. -გუგა რატომ არ მოვიდა?_ როგორც იქნა გაბედა და იკითხა. -მე რომ მოვედი გეწყინა?_ ალმაცერად გადმოხედა ანაბელს და მერე ისევ გზას მიუტრიალდა. -არა, უბრალოდ მას ველოდებოდი..._ კოკას შეკითხვით დაბნეულმა ამოიჩლიფინა და ხელები მუხლებზე დაიწყო. რაღა მაინცდამაინც დღეს ჩაიცვა მოკლე კაბა. როგორ აკომპლექსებს კოკას გვერდით ასეთი სიგრძე. კოკაც როგორი ღიმილით გადმოხედავს მომენტებში. გეგონება რამოდენიმე საათის წინ სხვა პირვობნება ეჯინიანებოდა კაფეში. -შალვას დიდი ხანია იცნობ?_ მოულოდნელად დუმილი დაარღვია და რადიო ხმადაბლაზე ჩართო. -თითქმის ბავშვობიდან. _ მოკლედ გასცა პასუხი და თავი მისკენ მიატრიალა. -ანუ, დიდი ხნის მეგობრები ხართ?_ იკითხა ისე თითქოს რაღაცას ადასტურებსო. -საკმაოდ. _ მოკლე პასუხების გაცემას არ ეშვებოდა ანაბელი. ეშინია რომ რამეს არასწორად იტყვის და კოკა კიდევ ერთხელ დაგესლავს და გულს ატკენს. კორპუსამდე ხმა აღარცერთს არ ამოუღია. კოკა მთელი გზა წინ იყურებოდა და მანქანას მშვიდად მართავდა. ანაბელი ისევ ქვედაბოლოს ექაჩებოდა და ცდილობდა ოდნავ მაინც ჩამოექაჩა დაბლა. მანქანა რომ გააჩერა ჩანთებს მე წამოვიღებო დაუბარა და ისევ დადუმდა. მხრები თავისთვის აიჩეჩა ანაბელმა და სადარბაზომდე ნელი ნაბიჯებით მივიდა. არ უნდოდა კოკასთვის გაესწრო და უზრდელობაში ჩათვლოდა. გაგნიძემ გასაღები ჯიბიდან ამოიღო და ანაბელს გაუწოდა გააღეო. -ბავშვები მოვიდნენ!_ შესვლისთანავე მოესმა კატოს მხიარული ხმა და მისაღებში შეაბიჯა. _ ნახე შენი მეგობარი?_ ყურებამდე გაღიმებულმა კითხა და ხელი დაუქნია ჩვენთან მოდიო. -ნახა, ვერ ხედავ როგორი კამყოფილია?_ ანაბელის მაგივრად კოკამ გასცა პასუხი და ჩანთები იქვე დააწყო. -ეს რა არის?_ ლამაზად გამოწყობილი გამოვიდა ნინო მისაღებში და ჩანთებს დახედა. _ უყურე ახლა, რომ ველაპარაკე და ვუთხარი არაფერი გვინდა მეთქი ვერ გაიგო. _ მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა და ანაბელისკენ წამოვიდა. _ როგორ არის შალვა?_ მოიკითხა ბიჭი. -კარგად არის, მოგიკითხათ. _ ღიმილით გადასცა დაბარებული მოკითხვა. -როგორ მახსოვს, თქვენთან რომ ჩამოვდიოდით ხოლმე ეგ და კოკა ვერასდროს რიგდებოდნენ... _ სიცილით ჩაილაპარაკა ნინომ და კარებზე აყუდებულ წარბშეკრულ შვილს გადახედა. -რა დამთხვევა, ვერც ახლა!_ ზმუილის მაგვარი ხმით ამოილაპარაკა და სამზარეულოში გავიდა. 7თავი. ყველამ გაკვირვებულმა გააყოლა ბიჭს თვალი და მერე მზერა, სამზარეულოს კარებზე გაშტერებული ანაბელისკენ გადაიტანეს. თავდაპირველად, გააოცა იმ ამბავმა რომ კოკა და შალვა ერთმანეთს იცნობდნენ ბავშვობაში, მერე კოკას რამოდენიმე წამის წინ წამოძახილმა შეაშფოთა. ახლა უკვე გასაგებია! მარტო ანაბელზე კი არა, ზოგადად სოფლიდან ჩამოსულ ხალხზე აქვს ამ ბიჭს ალერგია და იმიტომაც არის, ასეთი დაბოღმილი სულ. ცოტა არ იყოს და ამ სიახლის აღმოჩენა ძალიან ესიამოვნა და სამზარეულოზე გაშტერებული თვალებით ჩაიღიმა. გონს კატოს ხელის კვარამ მოიყვანა და თავი სასწრაფოდ მათკენ მიატრიალა. გუგა და კესო ერთმანეთზე გადაჯვარედინებულები იდგნენ და ისე უყურებდნენ ანაბელს. ნინო თავისთვის ქოთქოთებდა რაღაცას და კოკას ჯერ კიდევ გასაზრდელ, ან უარეს შემთხვევაში გადაჯიშებულ გონებაზე ილანძღებოდა. -გუგა, გაიტანე ესენი სამზარეულოში. _ ჩაილაპარაკა ნინომ და სარკის წინ დატრიალდა. _ ეს კაბა მიხდება, თუ შავი რომ მაქვს ის ჩავიცვა?_ კითხვის ნიშნით სავსე ხმამ გაიჟღერა და ამჯერად სულ გამოარკვია ანაბელი, ფიქრების ბურანიდან. -გეცვას, შენც ახლა პირველ პაემანზე მიდიოდე. _ ფრუტუნით გაეხუმრა კესო დედას და გევრდით ამოუდგა. _ არა რა! მამას ასლი ვარ!_ ნიკაპზე ხელი სასაცილოდ მოისვა და დედამისის მსუბუქად წამოკრულ ხელს თავში, კისკისით უპასუხა. -სამაგიეროდ მე და გუგა ვართ დედას კაპიროვკები!_ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი დას და დედამის მიეხუტა, თან მარჯვენა ფეხი ჰაერში აწია. მათი ყურებისას საშინლად მოუნდა მშობლების გვერდით ყოფნა. ყელში გაჩხერილი ცრემლების ბურთი რომ არ გამსკდარიყო და ყველას თანდასწრებით არ აებღავლებინა ანაბელი, სწრაფად წამოდგა ფეხზე და ოთახისკენ უკანმოუხედავად წავიდა. როგორც კი კარები მიხურა, ობლად გადმოვარდნილი ცრემლი დაედინა აფარკლულ ლოყებზე და გულზე ეკალივით დაეწვეთა. წლებია მშობლების სითბო არ უგრძვნია, და ეს ყველაფერი, იმაზე მეტად აკლია ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თავდაპირველი დეპრესია ყველაზე გაუსაძლისი აღმოჩნდა, მითუმეტეს ანაბელისთვის. გვრდით არავინ არ ყავდა ქეთოს გარდა. ქეთოც, ძალიან განიცდიდა შვილის საძღვარგარეთ წასვლას და შვილიშვილისთვის შესამსუბუქებელ სიტყვებს ცრემლებით უყრიდა თავს. ზუსტად იმ პერიოდში ინატრა ყველაზე მეტად დედმამიშვილი. რომ ყოლოდა ალბათ ასე ძალიან არ გაუჭირდებოდა. არ გაეღვიძებოდა ღამ-ღამობით და მშობლების ოთახში არ გალასლასდებოდა, მარტო იმიტომ რომ მათი საძინებელის კედლებში გაჟღენთილი სურნელი ეგრძნო. ვერ იტანდა მომენტებს როდესაც დედას გვერდით ყოფნა ყელში აწვებოდა და თვალები უწითლდებოდა. ეს ყველაფერი კი ყველაზე მძაფრად, გარდატეხის ასაკში გადაიტანა, მშობლებისთვის გასამხელი ათასი საიდუმლო და გულის ტკივილი რომელიც საშინლად ბოჭავდა... ბებიასაც ვერ უზიარებდა ხშირად, არ უნდოდა გული ტკენოდა შვილიშვილის შემყურეს და სულ ცდილობდა დარდი დაემალა. დღესაც ასე იქცევა, ვერ იტანს როდესაც თავის პრობლემებს და დარდს სხვს ახვევს თავზე. კარებზე კაკუნის ხმა რომ გაიგონა სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და საწოლზე ჩამოჯდა ტელფონით ხელში, არაფერი რომ არ შეტყობოდა. ოთახის კარები ღიმილით შემოაღო კესომ და თავი შემოყო. -შეიძლება?_ მორიდებით იკითხა და ჩაიცინა. -კი როგორ არა, მოდი. _ სწრაფად გადადო ტელეფონი გვერძე და ოდნავ ჩაიჩოჩა, თიქოსდა ადგილი არ ეყოფოდა კესოსნაირ გაწრიპულს. -მოხდა რამე?_ შეწუხებული ტონით იკითხა და მუხლზე ხელი დაადო. -არაფერი, სოფელი გამახსენდა. _ იცრუა სწრაფად. იცის რომ სიმართლის შემთხვევაში უხერხულობას შეუქმნის დედა-შვილს და არ უნდა მის გამო რამეზე უარი თქვან გოგონებმა. -გენატრება არა?!_ ღიმილით ამოილაპარაკა და საწოლზე გადაწვა. _ მეც მენატრება ხოლმე ჩემი სოფელი, მაგრამ ეგ რა მოსატანია ახლა. _ ჩაიცინა ბოლოს და თავი ოდნავ წამოყო. _ ისე ის შალვა კარგი ბიჭია?_ მაცდური ღიმილით იკითხა და თმის ბოლოები თითზე დაიხვია. -ძალიან კარგი ბიჭია. _ ანაბელი მიუხვდა ეშმაკობას და ცერა თითი აუწია. -კითხვა რა საჭიროა?! ანაბელს რომ შეხედავ შუბლზე აწერია, როგორი კარგი ბიჭია შალვა!_ საიდანღაც გაისმა კოკას ირონიით გაჟღენთილი ხმა. ნელა მიატრიალა თავი კარებისკენ და ბოძივით ასვეტილ ბიჭს, სევდიანმა გადახედა. -კოკა, ნუ გიყვარს წაკბენები!_ დატუქსა პატარა დამ და თვალები გადაატრიალა. -მერე და ვინ გითხრათ რომ ამჯერადაც ვიკბინები?_ მხრები აიჩეჩა ვითომც და მართალი ვიყოო. -შენ უკეთ იცი!_ ხმადაბლა ჩაილაპარაკა კესომ და ფეხზე წამოხტა. _ წამო, დედა გავაცილოთ და მერე ვჭამოთ. არ მოგშივდა?_ ხელი გაუწოდა წამოსაყენებლად და ინტერესით იკითხა. -არა, არ მშია._ გასცა პასუხი და კესოს ხელს თავისი ხელი ჩასჭიდა. -ემოციებით არის დანაყრებული! შუა გზაში დააწია სიტყვა კოკამ და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო. ანაბელმა თავი უკან მაიტრიალა და პირი რაღაცის სათქმელად დააღო. კოკამ თავი ოდნავ წინ გაწია გისმენო ანიშნა, მაგრამ გოგონამ ხმა ვერ ამოიღო და მისაღებისკენ წავიდა. ახლა უფრო გააქტიურებული ეჩვენება კოკა. ადრე თუ ერთხელ წაკბენას კმარობდა, ახლა ენას ვერ აჩერებს და ყველა შესაძლებლობას თავის სასიკეთოდ იყენებს. ანაბელს მისი ქცევები და წამოძახილები, უარესად ამძიმებს. ვერ ხვდება რა დაუშავა, პროვინციელმა ხალხმა 24 წლის ბიჭს, ასეთი რომ ყველას ვინც შეხვდება ბოლო დონეზე ამწარებს. მაგალითი ანაბელია, რომლიც გამწარებითაც აშკარად დიდ სიამოვნებას იღებს. მისაღებში კატოს გვერდით მოკალათდა და წინ და უკან მორბენალ ნინოს ღიმილით გახედა. -ნინო, მალე თორემ გადაიფიქრა მახომ შენი წაყვანა. _ სიცილით დაუყვირა ოთახში გასულ ნინოს გუგამ. -მე უნდა ვთქვა შვილები მყავსმეთქი. _ დაიწუწუნა ნინომ და კარებისკენ ქუსლების კაკუნით წავიდა. _ ჭკუით, და ტელეფონებს ყურადღება მიაქციეთ. _ პატარა ბავშვებივით დაარიგა და სალხის კარები გაიხურა. მახოს და ნინოს პირველი პაემნიდან 27 წლისთავი აქვთ და ასე, სიყვარულით აღნიშნავენ უკვე წლებია ამ დღეს. სულ უნდოდა ასეთი ოჯახი ქონოდა, ბევრნი ერთად... ტკბილად და ბედნიერად. რაც მთავარია სიყვარულით და ურთერთპატივისცემით აგებული ოცდაშვიდი წლის მეპატრონე იყოს! კოკას სახეზე მარტო მაშინ ხედავდა სითბოს, როდესაც მშობლებზე საუბრობდნენ. სხვა დროს ასეთი კოკა არ ახსენდება.ანისთან ყოფნის დროსაც, სულ სხვანაირად იღიმოდა. როგორც იცის ხოლმე ზუსტად ისე ახლართა ანაბელმა თითები ერთმანეთში და მოსაუბრე გუგას გადახედა. რომელიც გაცხარებით ცდილობდა თამაშის წესები ახსნას. -ცარიელი ბოთლი დაგვჭირდება. -სამზარეულოში იქნება რამე. _ სწრაფ წამოხტა კატო და სამზარეულოსკენ წავიდა. -ანაბელ შენ ხომ გინდა თამაში?_ ტყუპი გაგნიძე გოგონას მიუბრუნდა და ღიმილით დაუქნია თავი, დამთანხმდიო. -რომ არ ვიცი როგორ უნდა ვითამაშო?! _ მხრები მოეწურა ანაბელს და ტუჩები ერთმანეთს გაუხახუნა. -აგიხსნით. ძალიან ადვილია._ თვალი ჩაუკრა და დივანზე წამოკოტრიალებულ კოკას გახედა. _ ჩემი ძმა, შენ არ გინდა თამაში? -არა!_ მოკლედ მოუჭრა და ტელევიზორის გადამრთველს დასწვდა. იატაკზე მოკალათდნენ ერთმანეთის პირისპირ და ცარიელი ბოთლი შუაში მოათავსეს. გუგამ მაისურის მკლავები სიცილით აიწია და კატოს რაღაცა ანიშნა. -ნუ მემუქრები ძალიან გთხოვ რა. _ ხმამღლა გამოეპასუხა ტყუპის მინიშნებას გოგონა და კოკას იატაკზე დავარდნილი ბალიში ესროლა. -ნორმალურად კატო!_ დაიგრგვინა ხმამ და ბალიში სავარძლისკენ მოისროლა. -უჟმურო. აბა ანას ესროლა!?_ წაკბინა წარბშეკრულმა და ბავშვებს მოუბრუნდა. კოკა მის წამოძახილს უსიტყვოდ და ურეაქციოდ შეხვდა. ტელევიზორის გადამრთველი ნიკაპზე მიიბჯინა და ეკრანს თვალი ისე გაუშტერა, გეგონება რამე საინტერესოს უყურებსო. არადა მსახიობების ბიოგრაფიაზე გადიოდა გადაცემა. ან იქნებ მისთვის საინტერესოც კია! ანაბელი ინტერესით ადევნებდა შუაში დატრიალებულ ბურთს თვალს. გაჩერებული ბურთი, კესოს და კატოს მხარეს მოხვდა. კესომ ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა და ჩაახველა. -ე.ი. რა უნდა... აა ხო, სიმართლე თუ მოქმედება?_ დაბნეული ალაპარაკდა უცებ და გაიცინა. -სიმართლე!_ როცა მიხვდა რომ და რაღაცა მზაკვრულს უმზადებდა სწრაფად წამოიძახა. -არაუშავს... რა კითხვა დავუსვა? კოკა არაფერი გაინტერესებს კატოსთან დაკავშირებით?_ ფიქრისგან შეჭმუხნული შუბლით გადახედა ძმას. -რომ მაინტერესებდეს გავიგებდი!_ისევ იგივე ტონით გამოეპასუხა და ტელეფონი ცხვირთან მიიტანა. კესომ სახე დამანჭა და ძმა პირის მოძრაობით გამოაჯავრა. -სად დამალე ჩემი საფულე დღეს დილით?_ წამოიძახა, ისე თითქოს ნათურა აუნთეს გონებაშიო. -გარდერობის თავზეა. _ ჩაილაპარაკა და მიმიკით მიახვედრა, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეო. თამაშს ალღო რომ აუღო და მოიხიბლა, ზუსტად მაშინ დაჯდა ბურთის ბოლო გუგას მხარეს. ღიმილით გადახედა ბიჭს და ჭერს ახედა. -სიმართლე თუ მოქმედება?_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ცალი თვალი მისკენ მოტრიალებული კოკასკენ გააპარა. ბიჭი წარბაწეული ირიბი ღიმილით უყურებდა და აბნევდა. -მოქმედება!_ თამამად ჩაილაპარაკა გუგამ და დავალების შესასრულებლად მოემზადა. ანაბელი ფიქრისგან და კოკასგან გაბრუებული, ვეღარ აზროვნებდა. ერთადერთი რაც თავში აზრად მოსდის, შაქრიანი პომიდვრის ჭამაა, მაგრამ გუგას ამის თქმას ვერ გაუბედვს. ჯერ კიდევ არ იცნობს ასე კარგად, რომ გაუშინაურდეს. -ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, რაც გინდა დამავალე. _ ტყუპი მიხვდა გოგონა რატომაც მანჭავდა ასე სასაცილოდ სახეს და უცბად წამოიძახა. _ მიდი მიდი!_ გაამხნევა და ხელები აათამაშა. -შაქრიანი პომიდორი რომ შეჭამო?!_ ხმადაბლა დაეკითხა გუგას. -რომ შეჭამოს კი არა, შეჭამს! შეჭამს!_ ღიღინით წამოფრინდა ფეხზე კესო და სამზარეულოსკენ წავიდა. -აზრებზეც როგორ ეტყობა... _ მოესმა დივნიდან სარკაზმით წამოძახილი, ნაცნობი ხმა. კატომ მოღუშულ ანაბელს თვალი ჩაუკრა და ხელით ანიშნა ყურადღებას ნუ მიაქცევო. არადა როგორი მოსათმენია, ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ადამიანისგან მსგავსი წამოძხილების მოსმენა, ისე რომ რეაქცია არ გქონდეს. თანაც ანაბელისნაირი ადამიანისთვის. გულზე მოხვედრილი თითოეული კოკას სიტყვა, ერთად იყრის თავს და ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება. ამასობაში, თეფშით ხელში გამოვიდა კესო, სადაც შუაზე გაჭრილი შაქრიანი პომიდორი იდო. გუგამ სახე უკმაყოფილოდ დამანჭა და დას თეფში გამოართვა. პამიდორს ალმაცერად დახედა და თავი გააკანტურა. -არადა როგორ მიყვარდა პომიდორი.... აფსუს!_ დანანებით ჩაილაპარაკა ტყუპმა და პირველი ლუკმა ზიზღით გადაყლაპა. _ არ არის ცუდი ხომ იცი შენ. _ ჩაიცინა როგორც კი თეფში მოასუფთავა და ბოთლს დაწვდა. _ გავაგრძელოთ, თუ რამე სხვა მოვიფიქროთ?_ თვალები მოჭუტა გუგამ და სამივეს გადახედა. -რაივიცი, მე მომბეზრდა. _ ჩაიფრუტუნა კატომ და ტელფონს დახედა. კესომაც დას მიბაძა და ძმას თავი დაუქნია. ანაბელმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. სამზარეულოსკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა, თან ტელეფონს უყურებდა და შალვას მოწერილ შეტყობინებებზე ხალისობდა. ბიჭი უხსნიდა რომ ასეთი გაუგებარი და არეული ქალაქი არასდროს არ უნახავს. ადრე თუ თბილისი მშვიდი ეჩვენებოდა, ახლა ყველაზე მტვრიანი და ხმაურიანია. მაცივრიდან წყლით სავსე გრაფინი გამოიღო და წყალი დაისხა. გამუდმებით კოკას წაკბელინი სიტყვები ჩაესმოდა და ცდილობდა, მიზეზი ეპოვა. ვერც იმას ხვდება, ანასთან ყოფნის დროს რატომ უყურებს მას და რატომ ეუფლება ცუდის გაკეთების სურვილი. წესით როდესაც საყვარელ ადამიანთან ხარ, ყველაფერი კარგად უნდა გეჩვენებოდეს და შენც იგივეს უნდა აკეთებდე... ამ შეჩენილთან კიდევ, ყველაფერი პირიქითაა. -მეც მინდა წყალი. _ გაისმა სამზარეულოს კუთხიდან კოკას ხმა. მაცივრისკენ წაღებული გრაფინი ისევ მაგიდაზე დადგა და კარადიდან ჭიქა გამოიღო. _ არ მელაპარაკები?_ ირონიულად იკითხა კოკამ და მისკენ წამოვიდა. -როგორ არა. _ ჩაილაპარაკა თავდაჯრებულმა და წყალი გაუწოდა. -მადლობა. _ თბილი ღიმილით მოუხადა მადლობა, მაგრამ ამაშიც გაიჟღერა ირონიის ნოტებმა. -შალვასთან რატომ ვერ თანხმდები?_ მოულოდნელად შეწუხებული კითხვა დასვა და ენაზე იკბინა, ასეთი სულსწრაფი რომ არის. -მიზეზი გაინტერესებს?_ ოდნავ გაწელა სიტყვა გაგნიძემ და ჭიქა მაგიდაზე ისეთი მოძრაობით დადგა, ანაბელი ხელების შუაში მოაქცია. ფერგადასულმა დაუქნია თავი და ნერწყვი ხმაურით გადააგორა, რომ არ გაგუდულიყო. კოკამ ჩაიცინა და მარჯვენა წარბი ალმაცერად აათამაშა. ძლივს შეკოწიწებული ძალებით ცადა ბიჭის ხელებიდან თავის დაძვრენა. არც კოკას გაუწევია წინაარმდეგობა, რამოდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა კედელს მიეყრდნო. -ჩემი და შალვას გაუგებრობა შენ არ გეხება, შესაბამისად არც უნდა კითხულობდე!_ კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა კოკამ და შუბლი ისე შეკრა, ანაბელმა ხაზების დათვლაც კი შეძლო. სამზარეულოდან პირდაპირ მისაღებისკენ წავიდა. გოგონები ისევ იატაკზე ისხდნენ და კატოს ტელეფონში რაღაცას უყურებდნენ. გუგას კოკას ადგილი დაეკავებინა და ტელევიზორს ხითხითით უყურებდა. ანაბელი გოგონების უკან მდგარ, სავარძელში მოკალათდა და გუგასთან ერთად კომედიური გადაცემის ყურება დაიწყო. ნახევარი გული და თვალი სამზარეულოსკენ ქონდა, მაგრამ კოკა არ გამოჩენილა. ჩვეულებრივ, ანაბელს წაკბენს და იმ ტერიტორიას ცილდება, მაგრამ ახლა როგორც ჩანს ზედმეტად გაუტკბა იქ ყოფნა. ფიქრი ნორმალურად დასრულებულიც არ ქონდა, ჯიბეებში ხელჩაწყობილი კოკა რომ გამოვიდა მისაღებში და ანაბელის გვერდით მდგარი სავარძლისკენ წამოვიდა. ანაბელმა მძიმედ ამოისუნთქა და ტელევიზორს შუშის მსგავსი თვალებით გახედა. გაგნიძე სავარძელში მოთავსდა და ფეხები როგორც იცის ხოლმე, მაგიდის კუთხეში შემოდო. -მომშივდა. _ შეწუხებული სახით მოტრიალდა გუგა უკან და დებს გადახედა. -პომიდორს ვერ დაუნაყრებიხარ კარგად. _ კისკისით გამოაჯავრა ძმა კესომ და ფეხზე წამოდგა. _ აქ გავშალო თუ სამზარეულოში დავსხდეთ?_ ხელი მისაღებში მდგარი მაგიდისკენ გაიშვირა და ცალი ხელით საფეთქელი დაიზილა. -აქ ჯობია, უფრო კარგად მოვთავსდებით. _სწრაფად უპასუხა და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. -შენ დღესაც გადიხარ?_ როგორც კი სარეკლამო ჭრა დაიწყო იმ წამსვე ძმისკენ მოატრიალა თავი. -არა, დღეს მეზარება. _ ჩაილაპარაკა მთქნარებით და თვალები მოისრისა. _ თქვენ არ აპირებთ ხვალ სათამაშოთ წასვლას? კოკას ხმა სულ სხვანაირი ეჩვენება როდესაც გუგას ან ნებისმიერ სხვა ვინმეს ესაუბრება. შედარებით რბილი და ლმობიერია. მაგრამ აი როგროც კი ანაბელის მისამართით გამოისვრის სიტყვას, იმ წამსვე უხეში და ირონიული ხდება. ზუსტად ეს აცოფებს ანდრონიკაშვილსაც. ახლაც, ისე ესაუბრება გუგას თითქოს სულ სხვა პიროვნება სახლობდეს მასში... ადამიანი რომელსაც ყოველ წამს შეუძლია შეცვლა და ნიღბის მორგება. ძალიან უჭირს ნამდვილი კოკას ამორჩევა. ან იქნებ ყველა ნამდვილია, სხვადასხვა სიტუაციებში. ანაბელისნაირ ჩამოსულ ხალხთან აშკარად ისეთი დამოკიდებულება აქვს როგორიც ანაბელთან. შალვასთანაც ვერ თანხდმება თურმე! მშობლებთან და და-ძმასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ანასთან ერთად მხოლოდ ერთხელ ნახა და მაშინაც ძალიან კარგად გრძნობდა გაგნიძე თავს. -მივდივართ და ბარემ შენც წამოდი. _ ფიქრებიდან გუგას ხმამ გამოარკვია. -ვნახოთ, თუ არ დამეზარა წამოვალ... ისე თამაშის დროს მარტო ბურთზე და გასავლელ მანძილზე თუ იფიქრებ კარგს იზამ!_ ბოლო სიტყვები ხმადაბოხებულმა გაფრთხილებასვით ჩაილაპარაკა და ანაბელს ცალი თვალით გადმოხედა. სწრაფად მიატრიალა თავი ისე ტელევიზორისკენ და შეეცადა კოკას სახის ნაკვთების მაგივრად რამე უფრო საინტერესოზე ეფიქრა. არადა რა ქნას, მარტო მის გარეგნობაზე რომ ეფიქრება. თან როგორი დახვეწილი და მამაკაცური მიმიკები აქვს. ოდნავ მოშვეული წვერიც როგორ უხდება მის სახის კანს. სულაც არ ტოვებს მოუვლელი მამაკაცის შთაბეჭდილებას. პირიქით, აშკარაა რომ წვერის ფორმაზე დიდხანს იწვალა. შესწორებული აქვს და ეს ბევრად უფრო მომხიბვლელს ხდის. ცხვირი არ აქვს გადასარევი, მაგრამ ნამდვილად არ ტოვებს შეუხედავის შთაბეჭდილებას. პირვლად შეშურდა მამაკაცის და ისიც, იმიტომ რომ საოცრად ლამაზი წამწამები ქონია კოკას. გრძელი და სქელი, სულ ოცნებობდა ასეთი ფორმის წამწამებზე. საკუთარი თავი სასაცილო ფიქრებში რომ გამოიჭირა, ჩაეღიმა. -ანაბელ... ანაბელ!_ შეხების ხმაზე გამოაერკვია და დახშულ ყურთასმენას მისი სახელი მისვწვდა._ რა მწარედ გცოდნია ჩაფიქრება. _ ღიმილით ჩაილაპარაკა კატომ და თეფშები მაგიდაზე დააწყო. -მოგეხმარებით. _ ქარბორბალასავით წამოფრინდა ფეხზე და კესოს სამზარეულოში გაყვა. სამზარეულოში ტრიალი ძალიან უყვარს. სოფელში თავისუფალ დროს როდესაც სწავლისგან გონება გადაეღლებოდა ხოლმე, სამზარეულოში იდგა და ბებიას ნასწავლ კერძებს ამზადებდა. მერე ქეთო უფასებდა და შენიშვნებს აძლევდა. ახლაც ძალიან მოუნდა რამე თავისი ინიციატივით გაეკეთებინა და სუფრაზე მიეტანა... საკუთარ სიამოვნებაზე მეტად უნდოდა კოკასთვის დაენახებინა, რომ სოფლიდან ჩამოსულ გოგონებს ბევრად მეტი პლიუსები აქვთ, ვიდრე აქაურებს. ეს ჯიბრით თორემ, სულაც არ თვლის თავს ვინმეზე მეტად. უბრალოდ ძალიან უნდა ცოტათი მაინც ინანოს კოკამ თავისი საქციელი. ბავშვობიდან მოყოელბული ძალიან მეწვრილმანეა. თუ რამეს ხელი მოკიდა მთელი დღე აკეთებს... მთელი დღე, მაგრამ მთელი გულით. ვერ იტანს რაღაცა რომ აკლია მის შესრულებულ საქმეს. სულ უნდა რომ ყველაფერი იმ დონეზე იყოს როგორც ჩანაფიქრში აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. შეეცადა ის კერძი აერჩია რომელსაც ყველაზე მცირე დრო სჭირდება მოსამზადებლად. ბებიას ნასწავლი სალათი გააკეთა, თან ზაფხულია და სალათი ყველაზე კარგი გამოსავალია. კესოს თხოვა სამზარეულოში მარტო დამტოვეო და პროდუქტების გამოლაგება დაიწყო. ვერ იტანს როდესაც საქმის კეთების დროს ვინმე ფეხებში ედება. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მას აკონტროლებდნენ. ყველაფერი ლამაზად დაჭრა და თანმიმდევრობით ჩაყარა პლასმასის კონტეინერში, მერე კოვზით ნელა ამოურია და დანარჩენი ინგრედიენტებით მოაყარა. ბოლოს სულ ოდნავ დააწურა ლიმონი და სალათა მინის ჯამზე გადაიტანა. კმაყოფილი ღიმილით გამოაღო სამზარეულოს კარები და მისაღებისკენ წავიდა. ბავშვები უკვე სუფრასთან ისხდნენ და ანაბელს ელოდებოდნენ. როგორც კი მაგიდას მიუახლოვდა კოკას გადახედა ღიმილით და სალათა მაგიდაზე დადგა. -ცოტაც და შიმშილით სული გამძვრებოდა!_ გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა კოკამ და სალათა უინტერესო, არაფრისმთქმელი მზერით გადაიღო თეფშზე. იმედგაცრუებულმა გამოწია სკამი და თავისი ადგილი დიკავა გუგას გვერდით. ბიჭმა მხარზე ხელი მეგობრულად გაკრა და თვალი ჩაუკრა. კატომაც ძმას მიბაძა და ორი კოვზი გადაიღო. -კატო დატესტე აბა!_ პირისკენ წაღებული ჩანგალი დაბლა დაწია კოკამ და ანაბელს თვალებმოჭუტულმა გადახედა. გოგონამ მის მწველ მზერას გვერდი აუარა და გუგას გახედა, სალათის დაკვირვებით რომ ირთობდა თავს. -გუგა, მალე მოვკვდი._ დაუყვირა კესომ და სალათა ხელიდან გამოგლიჯა. -უ-გ-ე-მ-რ-ი-ე-ლ-ე-ს-ი-ა!_ აღფრთოვანებულმა შეძახა კატომ და ყველას ყურადღება მიიპყრო. -ხუთი წუთი დავაცადოთ, თუ გადარჩა მაშინ ვჭამთ. _ ირიბი ღიმილით ჩაიჩურჩულა კოკამ და ჩანგალი თეფშზე დადო. -ხუთ წუთში, სალათა აღარ იქნება. _ გაღიზიანებულმა გასცა პასუხი ძმის სისინს გუგამ და პირველი ლუკმა მადიანად გადაუშვა ყბაში. _ მერწმუნე!_ ჩანგალი დაუქნია და თვალი ჩაუკრა. კოკამ წარბაწეულმა გადახედა ანაბელს და მერე საჭმელს დახედა. დიდხანს აღარ უყოყმანია და სალათი დააგემოვნა. გაფაციცებით ავკრიდებოდ ბიჭის ყველა მოქმედებას და ცდილობდა უსიტყვოდ გაეგო, გაამართლა თუ არა მისმა გეგმამ... მაგრამ გაგნიძეს მიმიკა საერთოდ არ შეცვლია. ერთადერთი რაც მოძრავი გახდა ყბებია და იმასაც ისე ზანტად იქნევს გეგონება ძალით აჭმევდეს ვინმე. მოღუშულმა გამოართვა კატოს გამოწვდილი ჭიქა და წინ დაიდგა. ჭამის დროს, როგორც ჩანს ოჯახს ტრადიციულად აქვს დუმილი გამოცხადებული და ეს ძალიან მოსწონს. მემგონი ერთადერთი ადგილია სადაც კოკას სისინის არ ეშინია. იცის რომ არავითარ შემთხვევაში ამოიღებს ხმას! სუფრის ალაგების დროს შემთხვევით დაიზინა თითი, თეფშის ოდნავ ჩამოტეხილ ნაწილზე და სისხლი წამოუვიდა. მოღუშული სახით მოუჭირა თითები დაზიანებულ ადგილს და სააბაზანოსკენ წავიდა. ფრთხილად მოიბანა ხელი და სალფეთქით გადაიხვია. როგორ ვერ იტანს ჭრილობებს და სისხლს. სულ ცდილობს როდესაც რამეს იტკენს სასწრაფოდ დაფაროს სისხლი და ამიტომ იჭერს გამწარებული თითებს ჭრილობაზე. სააბაზანოდან როგორც კი გავიდა, კარებთან ბინტით ხელში დაყუდებული გუგა დახვდა. ღიმილით გამოართვა ბინტი და ისევ სააბაზანოში შეტრიალდა. -ძალიან იტკინე?_ შეწუხებული სახით კითხა კატომ როგორც კი მისაღებში დაბრუნდა. -არა, პატარა ნაკაწრია. _ თავი გააქნია და ალაგებულ სუფრას გახედა. -კოკამ თეფში გადააგდო. _ ფხუკუნით გადაჩურჩულა კესომ და მხარი გაკრა. -რატომ?_ გაოცებულმა შესძახა და ოთახი მოათვალიერა, მაგრამ გაგნიძეს თვალი ვერსად მოკრა და ისევ კესოს მიუტრიალდა. -ვერ იტანს ეგეთ რაღაცებს... ადრე, მისაღების მაგიდაზე ფეხი ვიტკინე და მეორე წუთას მაგიდის გარეშე დაგვტოვა. ღიმილით დაუქნია ოდნავ თავი და დივანზე ჩამოსკუპდა ტელევიზორთან ახლოს. ბიჭები მეორე ოთახში იყვნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ, სავრაუდოდ წეღანდელი დიალოგი გააგრძელეს. ცოტახანში გოგონები დასაწოლად მოემზადნენ. ანაბელიც ძალიან დაიღალა დღევანდელი დღით. კოკამაც ივაჟკაცა და რაც აქამდე არ უსისინია ერთ დღეში ამოინაზღაურა. ამანაც თავისთავად იმოქმედა ანდრონიკაშვილზე და დაიღალა. საწოლში შეწვა და საცოდავად მოიფუზა. ცოტახანში ღიღინით მიუწვა გვერდით კესო და თავისი საყვარელი ფუმფულა დათუნია გულზე მიიხუტა. -ანაბელ...გღვიძავს?_ დაიჩურჩულა და პასუხს დალოდა. -კი... _ მისკენ ღიმილით გადმოტრიალდა და ხელები მარჯვენა ლოყის ქვეს ამოიდო. -კოკას ყურადღება არ მიაქციო ხოლმე რაა. ზოგჯერ ძალიან უხეშია ვიცი, მაგრამ დამიჯერე ასეთი მართლა არ არის. არ ვიცი ამ ბოლო დროს რა ჭირს, ძალიან გაღიზიანებულია და ცდილობს ვინმეზე იყაროს გულისჯავრი... არადა ყოველთვის ძალიან გაწონასწორებული იყო და უდანაშაულო ხალხს არასდროს რევდა თავის საქმეში..._ ხმდაბლა ჩურჩულებდა კესო და თან დათუნიას კუდს ათამაშებდა. -არაუშავს. ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ რისი გაკეთებაც გულით არ გივნდა, მაგრამ ასე გამოდის... იმედია მალე გადაუვლის. _ ღიმილით ჩაილაპარაკა ანაბელმა და კესოს დათუნიას წაეთამაშა. -მე შენს ადგილას რომ ვიყო, ალაბთ ათასჯერ გავასწორებდი მიწასთან. _ კისკისით ჩაილაპარაკა და აშკარად ხასიათი და მიდგომა მოუწონა ანაბელს. _ მე ძალიან ფეთქებადი ვარ. _ განაგრძო მან და ოთახში შემოტანტალებულ დას გახედა. _ დაყარე წუწები?_ ფხუკუნით გახედა და საპასუხოთ ოდნავ სველი პირსახოცი მიიღო სახეში. -რაზე ჭორაობდით?_ ინტერესით იკითხა და ტანის კრემი მკლავებზე გაინაწილა. -კოკაზე და მის ხასიათზე._ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და კედელს გახედა. _ მაგას ყველგან ყურები აქვს და არ არის გამორიცხული გამიგოს. _ სიცილს არ წყვეტდა კესო. -კოკას ხასიათთან რა გინდა?_ გაკვირვებულმა კითხა დას და საწოლზე დაგდებული პრსახოცი თავზე დაიხვია. -ანაბელს რომ უშლის ნერვებს ის. _ ჩაილაპარაკა წამებში დასერიოზულებულმა და კოპები შეკრა. -აა ხო... შენ მაგაზე არ იჯავრო, ხისთავიანია!_ გამხნევების ნიშნად თვალი ჩაუკრა და სავარძელში ჩაჯდა._ ხვალ ფეხბურთის სათამაშოთ მივდივართო გუგამ და წავიდეთ საგულშემატკივროდ? -აუ, კიდე უნდა წააგოს და მერე კოკას დაკერილ როჟებს მთელი დღე რა აიტანს. _ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ტუჩები გააწკლაპუნა. -ხომ იცი ვერ იტანს გუგა რომ აგებს. _ გაახსენა დას. -ხო მაგრამ ეგ ძალიან სერიოზულად აღიქვამს მაგ თამაშებს. _ მაინც არ თმობდა თავის პოზიციას კესო. _ ანაბელ, შენ გიყვარს ფეხბურთი?_ გასუსულ გოგონას მიუბრუნდა და ინტერესით დააწვრილა თვალები. -უფრო მომწონს ვიდრე მიყვარს. _ ჩაიცინა და შუბლი მოისრისა. -აი გუგას თამაშს რომ უყურებ საერთოდ დაგეკარგება წარმოდგენა ფეხბურთზე... _ დასცინა ძმას და ბოლო ხმაზე გადაიკისკისა. მთელი ღამე ბორგავდა, ვერაფრით ვერ მოისვენა. საწოლში რომ ვეღარ გაჩერდა ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა. რა ლამაზი ყოფილა თურმე ღამით თბილისი აივნის ხედიდან. მოხიბლული ჩაესვენა იქვე მდგარ გრძელ დივანზე და ფეხები მაღლა აიკეცა. სოფელი გაახსენა, ამ მომენტმა რაღაცნაირად. იქაც ზუსტად ასე იცოდა ხოლმე, ღამით თუ ვერ იძინებდა, ვერანდაზე გამოვიდოდა და ტახტზე ჯდებოდა ფეხმორთხმული. ოღონდ იქ ბებიას მოქსოვილი შალის კაშნე ქონდა მოხვეული. შიშველ მკლავებზე თლილი თითები აასრიალა და ცას ახედა. -ხვალ კარგი ამინდი იქნება. _ ჩაილაპარაკა ხმამაღლა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაუღიმა. -ამ სიცივეში აქ რას აკეთებ?_ უკნიდან გაისმა ნაცნობი და შეცვლილი ბარიტონი. -ვერ დავიძინე. _ ღიმილით გაიხედა უკან და კოკას აივნის კარებს მიაშტერდა. ბიჭი შორტების ამარა იდგა თავისი ოთახის კარებში და თვალებმოჭუტული უყურებდა ანაბელს. -მერე მეც რომ გამაღვიძე იცი?_ ჩაილაპარაკა ძილისგან დაბოხებული ხმით და აივანზე გამოვიდა. -ბოდიში, არ მინდოდა. _ ამოიჩურჩულა შეწუხებულმა და მუხლებზე ხელები უფრო მაგრად მოიჭირა. -სოფელი გენატრება თუ საწოლს ვერ მოერგე?_ თავისებურები გაუშვა უცებ და გვერდით მიუჯდა. -რატომ ცდილობ სულ წამკბინო?_ გულმა ვეღარ მოუთმინა და თვალებდაჭყეტილმა იკითხა. -რატომ გგონია რომ გკებ, შემატყე რამე?_ გაკვირვებულმა აიჩეჩა ხმრები და თვალებში ჩააშტერდა. -აი ახლაც! _ იწყინა ანაბელმა და ზურგი აქცია მისკენ მოტრიალებულს. -გამაღვიძე და არ მეთქვა?_ მისკენ გადაიხარა და ყურთან ახლოს უჩურჩულა. ანაბელმა ოდნავ აიქნია მხარი და ანიშნა საუბარი აღარ მინდაო. არც კოკა გაჯიუტებულა და დადუმებული მიეყრდნო დივნის საზურგეს. ანაბელმა ისევ ცას ახედა და თვალები ერთ ვარსკვლავს გაუშტერდა. ბავშვობიდან ამოჩემებული აქვს ერთი ვარსკვლავი. ნუ ეს თვითონ გონია რომ ერთია და სულ მას უმხელს სურვილებს და დარდებს. მშობლების წასვლაც ამან გადაატანინა, ღამ-ღამობით ვარსკვლავთან საუბარმა. -ჩამოვარდა! ჩაიფიქრე!_ ხმამაღლა შესძახა კოკამ და ფიქრებში წასული შეახტუნა. _ არ მინდოდა შენი შეშინება. _ დამნაშავესავით ჩაილაპარაკა და ცას ახედა. -არაუშავს. _ გასცა მოკლე პასუხი და ფეხები დაბლა ჩამოწია. -თითი როგორ გაქვს?_ იკითხა და ხელი ჭრილობისკენ გაიშვირა. ნელა დახედა შეხვეულ ხელს და მერე კოკას გახედა გაკვირვებულმა. სურვილი ვერ ჩაიფიქრა, იმდენად დააბნია და ააღელვა კოკას სიტყვებმა სულ გადაავიწყდა ცაზე ვარსკვლავებიც რომ არიან. თავიდან ისიც კი იფიქრა, იმიტომ ხომ არ მკითხა რამე მწარე აქვს მომზადებულიო.. მაგრამ ისეთი თვალებით იყურებოდა კოკა, ირონია ვერ შენიშნა. ნელა დააქნია თავი და ტუჩები ერთმანეთს ძლივს დააშორა. -პატარა ნაკაწრია. _ ჩაილაპარაკა ჩურჩულით. -მომავალში უფრო ფრთხილად უნდა იყო! _ ოდნავ გაიმკაცრა ხმა. ანაბელს აღარაფერი არ უთქვამს. ჯერ კიდევ გაოცებულია და ვერ იჯერებს რომ მის გვერდით ნამდვილად კოკა ზის. ზაფხულის ნიავმა რომ დაუბერა, დააჟრიალა და სწრაფად წამოდგა ფეხზე. სიცივისგან ნიკაპი აუკანკალდა, პარალელურად აქ დარჩენაც აღარ უნდა... არა უნდა! ძალიან უნდა კოკასთან ერთად დაჯდეს და რამე საინტერესოზე ისაუბრობს, ალბათ მთელი ღამე რომ ასეთ გალიოს ხმას არ ამოიღებს... მაგრამ ახლა ძალიან გაურკვევლობაშია და ურჩევნია ოთახში შევიდეს, ჩათბეს და ისე იფიქროს. საფიქრალი კი დაუგროვდა ნახევარ საათში. -მე შევალ დავიძინებ. მშვიდი ძილი. _ ხმალდაბლა ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა. კოკამ მხოლოდ თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. ნელა მივიდა აივნის მოაჯირთან და ზედ დაეყრდნო. ანაბელმა სწრაფად დაახამხამა თვალები და ოთახში შევიდა. ფრთხილად აწია საბანი და საწოლში ისე შეწვა კესოს რომ არ შეხებოდა. როგორც კი თავი ბალიშზე დადო სულელვით გაეღიმა და თვალები ძალიან მაგრად დახუჭა. იცის რომ ახლა არავითარ შემთხვევაში, არ დაეძინება მაგრამ ურჩევნია ასე იყოს და თან წარმოიდგინოს როგორ გაუღიმა წეღან კოკამ. ძალიან ეშინია ეს ყველაფერიც კოკას თამაშის ნაწილი არ იყოს. იქნებ იგივეს ცდილობს და უნდა ანაბელთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს, მერე უფრო მწარე რომ იყოს წაკბენები. ვერაფერს ვერ ხვდება ამ ბიჭისას, ძალიან გაურკვეველია ყველა მისი მომქედება. ზოგჯერ აშინებს, ზოგჯერ გულს ტკენს და ახლა როცა საერთოდ არ ელოდა მისგან მსგავს ქვევას... მშვიდად ესაუბრებოდა. დილით კესოს ხმამ გამოაღვიძა. ნელა გაახილა თვალები და გაოცებულმა გადახედა ფეხზე წამომხტარ დებს. ტუმბოზე დადგმული საათისკენ გააპრა თვალი და გაოცებულმა პირი დააღო. ამ დრომდე არასდროს არ უძინია. აი თურმე რას უშვება ქალაქი ადამიანებს. ქალაქი კი არ აუძილობა რას უშვება ადამიანებს. მთელო ღამე კოკაზე რომ ფიქრობდა იმის ბრალია ეს. ვერაფრით მოისვენა და დაიძინა. სწრაფად გადაიძრო საბანი და შიშველი ფეხები ფლოსტებში გაუყარა. კესომ ღიმილით დაუქნია ხელი და აივანზე ფინჯნით ხელში გაფრატუნდა. სწრაფად აიწია თმები მაღლა და თმისარჭით დაიმაგრა. სააბაზანოს კარებზე ჯერ დააკაკუნა და არავინ რომ არ გამოეხმაურა ოდნავ ჩამოწია სახელური. ღია კარებში ოდნავ შეყო თავი და ცარიელი რომ დახვდა სწრაფად შევარდა. -დღეს რა გვიან ამდგარხარ. _ სააბაზანოდან გამოსულს პირდაპირ კოკა შეეფეთა. -გუშინდელმა ღამემ იმოქმედა ალბათ. _ ღიმილით გასცა პასუხი და ოთახისკენ წავიდა. -შენც მოდიხარ თამაშზე?_ სიტყვა დააწია კარებთან მისულს. -მემგონი. _ მხრები აიჩეჩა და კარები მიკეტა. არა, ამ ბიჭს ნამდვილად რაღაც აქვს ჩაფიქრებული. როგორც წესი დილა, სისინით იწყება ხოლმე, მაგრამ დღეს გამონაკლისია. ან მართლაც რაღაცას გეგმავს. შეშფოთებულმა გამოაღო გარდერობი და სპორტულები სწრაფად ამოიცვა. კარების ხმაზე თავი სწრაფ მიატრიალა უკან და ოთახში მთქნარებით შემოსულ კატოს გახედა. -ოჰ, შენ გამზადებულხარ უკვე. _ სიცილით ჩაილაპარაკა და სპორტულებზე მიანიშნა. -არა ეს უბრალოდ თავისუფლად რომ ვიყო. _ თავი გააქნია და ჩანთაში ფოთიალი განაგრძო. -დამიჯერე დღეს ასე თუ წამოხვალ კარგს იზამ. _ თვალი ჩაუკრა და აივნის კარებს გახედა. _ ის ლოცულობს თუ რას შვება?_ მოაჯირზე უმოძრაოდ გადაყუდებული დისკენ თითი სიცილით გაიშვირა. ზუსტად იმ დროს გასწორდა წელში კესო და ოთახისკენ შემობრუნდა. -დღეს ძალიან მაგარი ამინდია, სიგრილეა გარეთ. _ ფინჯანი ტრიალიაჟზე დადგა და სარკეში ჩაიხედა. _ გუგამ რომელზე მოდითო, რა თქვა? -სამზე იწყება თამაშიო და სამის ნახევრისთვის წაგვიყვანს კოკა. -ანაც მოდის?_ მობეზრებულმა იკითხა კესომ. ანას გახსენებისას საშინლად ცუდმა გრძნობამ დაუარა. მიუხედავად იმისა რომ ამ გოგოს მიმართ ძალიან დადებითად არის განსჭვალული მაინც ვერ ეგუება კოკას შეყვარებულის სტატუს რომ ატარებს. როგორც არ უნდა დიამალოს და სადაც არ უნდა ჩაძვრეს სიმართლე ერთია, კოკა როგორც მამაკაცი ძალიან მოსწონს. სხვა შემთხვევაში ასე ძალიან არ ეტკინებოდა ალბათ მისი სიტყვები. ნორმალურად თვითონაც ვერ იგებს რას ნიშნავს მოგწონდეს მამაკაცი. არასდროს ყოფილა მსგავს სიტუაციაში და ძალიან უჭირს დაუფლებული ემოციების ამოცნობა. პატარა რომ იყო სკოლაში მოსწონდა ერთი ბიჭი, მაგრამ მაშინ ფუმფულა ანაბელს ზედაც არავინ უყურებდა და მალევე მიივიწყა. ახლა ბევრად სხვანაირად გრძნობს თავს, კოკას დანახვისას უნდა არ უნდა გული უჩქარდება და სიტყვები ჩიტების გუნდივით იშლებიან. -ანაბელ, შენი ტელეფონი წვალობს. _ ფიქრებიდან კესომ გამოაბუნძულა. საწოლზე დაგდებულ ტელეფონს გადახედა და წამებში გაუნათდა სახე. შალვა ურეკავდა. ღიმილით აიღო ტელეფონი და აივნისკენ წავიდა. ნორმალურად ვერ საუბრობს მაშინ როდესაც ოთახში ვინმეა და ამიტომ სულ ცდილობს, როდესაც ტელეფონზე ურეკავენ ცალკე გავიდეს. თან არ უნდა გოგონებს ეგონოთ რომ რამეს უმალავს. ღიმილით ჩაიჩურჩულა «შალვააო და აივნის კარები გამოაღო. დივანზე მოკალათდა და ტელეფონს უპასუხა. -დილამშვიდობისა კაფანდრა!_ გაისმა შალვას მხიარული ხმა. -დილამშვიდობისა. როგორ ხარ?_ ბედნიერმა მოიკითხა მეგობარი. -ძალიან კარგად, რას შვები? -რავიცი არაფერს, დღეს გუგას თამაშის საყურებლად მივდივართ. _ ძალიან უყვარს როდესაც თავის ამბებს შალვას უზიარებს. იცის რომ ბიჭს მთელი გულით უხარია მისი კარგი. -რა თამაშია?_ ინტერესით ჩაეკითხა შალვა. -ფეხბურთს თამაშობს. ვის ეთამაშება არ ვიცი. _ მხრები აიჩეჩა თითქოს დაიანხავდა. -მეც რომ დავესწრო შეიძლება?_ შეპარვით იკითხა შალვამ. -შენ თბილისში ხარ?_ გახარებულს აღმოხდა და ფეხზე წამოდგა. -დილაადრიან ჩამოვბრაგდი. _ სიცილით დაემოწმა ბიჭი. -თუ გინდა წამოდი, ვკითხავ გოგონებს მოიცადე. _ სწრაფად მიაყარა სიტყვები და აივნის კარები გამოაღო. ოთახში რომ შეიხედა კოკა და გუგაც იქ იყვნენ. დაბნეულმა მიაფარა ტელეფონს ხელი და გუგას გახედა. _ გუგა, ჩემს მეგობარსაც უნდა თამაშზე წამოსვლა და შეიძლება?_ მორცხვად იკითხა და სახედაღრეცილ კოკას გახედა. -როგორ არა, რაც მეტი გულშემატკივარი მით უკეთესი._ აღფრთოვანებულმა შესძახა. -მადლობა. აივნის კარები ისევ დაკეტა და შალვას ახალი ამბავი ამცნო. დაუბარა მისმართს მოგწერ და ყურადღებით იყავიო. დილით ნინოსთან და მახოსთან ერთად ისაუზმეს. როგორც გაირკვა, ნინო არცერთ თამაშზე არ არის ნამყოფი და არც დღეს აპირებს წამოსვლას. მიზეზს არ ასახელებს და როგორც ჩანს გუგაც ძალიან არ განიცდის ამ ამბავს. სამაგიეროდ მახო ისე გულშემატკივრობს შვილს, ოჯახის წევრებისთვის სპეაციალურად დამზადაებული მაისურები აქვს შერჩეული. ანაბელისთვისაც ქონია, წითელი ლამაზი მაისური უკან «გაგნიძე» წარწერით. ძალიან გაუხარდა, მახო მასაც ამ ოჯახის სრუფასოვან წევრად რომ თვლის. მაისური დიდი არაფერი, მაგრამ გააჩნია ვინ გაჩუქებს და როგორ ემოციებს მოგანიჭებს ეს. კოკა ისევ ისეთი სახით იყურება და ხმას არ იღებს. მთელი დილა, ცხივრჩამოშვებული დადის და თავისთვის რაღაცებს ბურტყუნებს. ნინომ ყურადღება არ მიაქციოთ, გუგას თამაშის დღეს ასე იცისო. -გუგაზე მეტად მგონი კოკა ღელავს ხოლმე. _ ჩუმად გადაულაპარაკა კესომ ანაბელს. ქურდივით გააპარა თვალი, ფანჯარასთან მდგარი კოკასკენ რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და რაღაცით უკმაყოფილო კოპებს კრავდა. როგორც კი ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო შეკრული მუშტი ნელა, მიადო კედელს და კბილები დააღჭიალა. შეშინებულა მოატრიალა თავი ისევ გოგონებისკენ. -რაო ანამ, მოდის?_ მოახლოვებულ კოკას გადახედა და ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი. კოკამ გაღიზიანებულმა გააქნია თავი და ტელევიზორს გახედა. _ რატომ ეკითხები ხოლმე ვერ ვხვდები, ხომ იცი რომ მაინც არ წამოვა. არ უყვარს მაგ გოგოს ფეხბურთი და მოკალი ახლა._ ირონიულ ტონს არ იშორებდა კესო და თან სულელივით იღიმოდა. -კესო, ნერვებს ნუ მიშლი და დადუმდი!_ დაუღრინა კოკამ და ფეხები მაგიდის კუთხეში შემოდო. _ რომელია საათი არ არის წასვლის დრო?_ ერთ ადგილზე რომ ვერ მოისვენა ფეხზე წამოდგა და მაჯის საათს დახედა. _ წამოდით გავიდეთ. _ ხელი აიქნია და გასასვლელისკენ წავიდა. ანაბელმა სწრაფად ჩამოიცვა ნაჩუქარი მაისური და კარებისკენ წასულ გოგონებს გახედა. ნინომ გასვლამდე პირჯვარი გადასახა ხუთივეს და ანაბელს ზურგზე გასვლისას ხელი მიადო. მანქანაში გამეფებული ნაცნობი სურნელი, უფრო და უფრო საყვარელი ხდება ანაბელისთვის. გუშინ, ყურადღება არ მიუქცევია დიდად ამისთვის, მაგრამ ახლა განსაკუთრებით იგრძნობა კოკას სუნამოს სუნი და ეს საშინლად სიამოვნებს. დრო და დრო ამჩევდა სარკიდან გამოპარებულ კოკას მზერას და ისედაც აწითლებული, ლოყები უარესად უწითლდება.კოკამ როგორც კი მანქანა გააჩერა, იმ წამსვე მოკრა თვალი შალვას და გახარებულმა დაანახა კესოს ბიჭი. იმანაც სასაცილო მიმიკით გადაიწია თმა ყურზე და მანქანიდან პირველი გადახტა. კოკამ მანქანა ჩაკეტა და გოგონებისკენ მოტრიალდა რომელბსაც უკვე მოესწროთ შალვას გაცნობა. გაგნიძემ მძიმედ ამოისუნთქა და მახოსთან ერთად მათკენ წავიდა. ანაბელმა უხერხულად გადახედა ბიჭს. როცა იცის რომ შალვას ვერ უგებს და ახლა მასთან ერთად მოუწევს მთელი თამაშის ყურება, უხერხულში ვარდება. არ უნდა მის გამო კოკამ თავი არაკომფორტულად იგრძნოს. შალვას ხელი ჩამოართვა და შესასვლელისკენ წავიდა. მახოს ბავშვობის მეგობარი გააცნო... კაცმა შალვაც ძალიან თბილად მიიღო და რამოდენიმე დეტალი გაახსენა ბავშვობიდან. -ისე, კესო რა კარგი გოგოა. _ უკან ჩამორჩენილმა შალვამ ღიმილით გადაჩურჩულა ანაბელს და მხარი გაკრა. -ნუ მაიმუნობ!_ თვალების ბრიალით დატუქსა მეგობარი და «ხუმრობა არ გაგივა» მზერით მიაჩერდა. -ეგრე მიცნობ?_ ნაწყენი გაიწია უკან და კესო კიდევ ერთხელ შეათვალიერა _ კარგი ბავშვია!_ თვალი ჩაუკრა ანაბელს და ხელი გადახვია. უხერხულად არ უგრძვნია თავი, შალვასთან მსგავს სიტუაციებში ხშირად ყოფილა და ეს სულაც არ უქმნიდა კომლექს აქამდე... მაგრამ ახლა კოკას თვალებს რომ გადააწყდა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და კესოზე მიშტერებულ შავლას ახედა. ბიჭმა მეგობრის მზერა რომ დაიჭირა თავი დაბნა დახარა და თმები აუჩეჩა. -დღეს დილით რომ მოვდიოდი, ქეთო შემხვდა სადგურზე, ასე დამიბარა, ჩემს ბავშვს მიმიქციე ყურადღებაო. მოულოდნელად ჩაილაპარაკა შავლამ და გოგონების გვერდით სკამზე ჩამოჯდა. ანაბელმაც მას მიბაძა და გვერდით მიუჯდა. კოკა ჰორიზონტზე საერთოდ არ ჩანდა, მაგრამ ახლა მაგაზე მეტად ის აღელვებს კიდევ რა უთხრა შალვას ბებიამ. ბევრი ისაუბრეს სოფელზე და სოფლის მაცხოვრებლებზეც. ყველას მოკითხვა სათითაოდ გადმოსცა შავლამ, ესეც კმაყოფილი სულ უფრო და უფრო იბერებოდა ბედნიერებისგან. თან გოგონებს უხსნიდა ვინ ვინ იყო მისთვის. ისინიც გასუსულები უსმენდნენ და დრო და დრო შალვას მოყოლილ პატარ-პატარა ისტორიებზე ბჟირდებოდნენ. საბოლოოდ ორივემ ძალიან კარგად გაუგო სოფლიდან ჩამოსულ ბიჭს. როგორც ყოველთვის არც ახლა უგრძვნია ანაბელს, მათგან რომ ქალაქელებს და პროვინციელებს ერთმანეთისგან ანსხვავებენ და კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა, ორი გადარეული და. ცოტახანში კოკაც გამოჩნდა საყვირით ხელში. საყვირი კესოს გადასცა და ღრენით უთხრა ბევრჯერ არ ჩაყვიროო. ისიც თავის ქნევით დაეთანხმა და გოგონებს თვალი ეშმაკურად ჩაუკრა. -შალვა, ჩვენ გავიგეთ რომ შენ და კაკო ერთმანეთს იცნობთ. _ ჩალაპარაკა კატომ და ძმას გადახედა. -კი ვიცნობთ, მაგრამ არც თუ ისე კარგად. _ არც შალვას ეტყობოდა დიდი კმაყოფილება ამ ამბით. კოკამ შუბლშეკრულმა გადმოხედა ბიჭს და მერე ისევ სათამაშო მოედანს გაუსწორა მზერა. მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთზე არ გიჟდება, დღევანდელი თამაში მაინც ემოცურად მიიღო. ალბათ იმიტომ რომ იცის როგორ ღელავდა მთელი დილა გუგა თამაშის გამო. როგორ რეაგირებს, და-ძმა ყოველ შეტევაზე. და ეს თავისდაუნებურად ანაბელსაც გადაედო. ყოველი თავდასხმა მისთვის ზედმეტი ნერივულობის ტოლფასია. პირველ საჯარიმო გოლზე, გული გაუხდა ლამის ცუდად. მერე კოკას დაწითლებულ თვალებს რომ შეხედა უარესად ანერვიულა. მთელი თამაშის განმავლობაში გაუნძრევლად იჯდა სკამზე და თითებს გამწარებული იმტვრევდა... ერთდაერთხელ როდესაც წამოდგა, გოლის პერიოდში... გოლის რომელმაც ნახევარად სავსე სტადიონის , ნახევარი აახმაურა. გუგას გუნდის, ერთ-ერთმა მოთამაშემ შესანიშნავად ითამაშა და შედეგი ტაბლოზეა. გაოცებულმა გახედა ჰაერში ამხტარ კოკას და თვალებს ვერ დაუჯერა. მისთვის ყველაზე წარმოიდგენელი იყო ბიჭის ასეთი ემოციური შეხვედრა გოლთან. საშინლად ესიამოვნა კოკას სახეზე დანახული რეალური ღიმილი და ბედნიერება. გახარებულმა თვითონაც ვერ შეიკავა თავი და ტაში ხმაურით შემოკრა... თამაშის დასრულებისთანავე წამოიშალნენ ტრიბულებიდან და დაბლა, მოედნისკენ წავიდნენ. ანაბელი და შალვა, უკან მიყვებოდნენ და თან გზაში თამაშს განიხილავდნენ. სიცილით გადახედა კოკაზე აკრულ გუგას და ცერა თითი აუწია ძალიან მაგარი იყოო. დებთან ჩახუტებით რომ იჯერა გული, გახარებული ანაბელისკენ წამოვიდა და მაგრად მოეხვია. ჯერ გაოცებულმა ასწია ხელები მაღლა, მერე ღიმილით დაადო წელზე და თვითონაც მოეხვია საოცრად გახარებულ გაგნიძეს. ანაბელიდან შალვაზე გადავიდა და ბოლოს უკან მდგარი მახოსკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. ერთი საათი უბრატყუნა მამამის ბეჭზე ხელი... გახარებული სულელივით იცინოდა და მაისურს გამუდმებით ტუჩებს ახებდა. გუგა, ცალკე წავიდა თანაგუნდელებთან ერთადაც მოგების აღსანიშნად. დაიბარა ცოტახანში წამოვალ და მერე სახლში ავღნიშნოთ ჩვენბურადო, შალვაც გააფრთხილა. «ბავშვობაში რომ მათრობდი არ დამვიწყნია და ახლა ჩემი ჯერიოაო.» სულ უფრო და უფრო რწმუნდება ამ ბიჭის სიკარგეში. და სულ უფრო და უფრო გონია რომ კოკა, ამ სამეულის ძმა არ არის. ამ სამისგან რადიკალურად განსხვავებულია, ემოცურად! გუგას გამარჯვება ერთი ახტომით იზეიმა და იმის მერე დადუმებული მართავს საჭეს. სამაგიეროდ გოგონები არ აჩერებენ ენას და ყველა ამაღელვებელ მომენტს განიხილავენ. მახო და შალვაც ერთვებიან საუბარში, მარტო ანაბელი და კოკა ზის გასუსული. ანაბელმა არ იცის რა უნდა თქვას, წარმოდგენა არ აქვს რა ერქვა გოლს, რომელიც გუგას თანაგულდელმა შეასრულა. ასე რომ ხმას ვერ იღებს და გასუსული უსმენს თითოეულის წამოძახილ აღფრთოვანებას. -კოკა, სუპერმარკეთთან გააჩერე დედამ წვენები წამოიღეთო. _ ჩაილაპარაკა კესომ და ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა. მანქანა კორპუსთან ახლომდებარე სუპერმარკეთთან გააჩერა და თვითონ გადავიდა. ჩუმად გააყოლა მიმავალს თვალი და ამოიხვნეშა. -ანაბელ, შენ როგორ მოგეწონა თამაში?_ ანაბელისკენ მოტრიალდა მახო და ღიმილით კითხა. -მიხუედავად იმისა რომ ბევრი ვერაფერი გავიგე, მაინც ძალიან ვისიამოვნე. _ ჩაილაპრაკა გაბადრულმა. -ხო, აი შენ თუ გუგას თამაშებზე სიარულს დაიწყებ, მალე ყველაფერს აითვისებ. _ სიცილით გაკრა მხარი კატომ და ლოყაზე თითი მოუჭირა. -შენ აშაყირე გუგა და ვერ დაინახე დღეს როგორ ირბინა?_ ფხუკუნით გადახედა დას კესომ და ცალი თვალი შალვასკენ გააპრა. -სად წავიდა ეს ბიჭი აქამდე?_ ბუზღუნით ამოიწუწუნა კატომ და უკანა ფანჯრიდან მათკენ მომავალ კოკას გახედა. _ ეღირსა. კოკამ საბარგული გააღო და პარკები ჩააწყო. დახურვისას ანაბელს წარბწეულმა გადახედა და ღრენით დაკეტა საბარგულის კარები. ანდრონიკაშვილმა ჩაწითლებული ლოყები მოისრისა და შუბლი მინას მიადო. ნინო აივანზე იყო გამოსული და ზედა მეზობელს სიცილით ესაუბრებოდა რაღაცაზე. ოჯახის წევრები რომ დაინახა სწრაფად გასწორდა და იმედიანი თვალებით მიაჩერდა ქმარს. მახომ სიცილით დაუქნია თავი და სადაბარაზოსკენ წავიდა. გახარებულმა ქალი, პატარა გოგოსავით აცეტდა და ადგილზე შეხტა, მერე კი ბედნიერებისგან მსუბუქად შემოკრა ტაში და სახლში შებრუნდა. სიცილით წავიდნენ სადაბრაზოსკენ გოგონები და თან შალვას უხსნიდნენ რომ მეზობელბის ცნობისმოყვარე თვალები არ შეემჩნია. ანაბელი და კოკა ნელა მიდიოდნენ გვერდი-გვერდ. -გიხდება მაიუსრი. _ მოულოდნელად გასიმა კოკას მოულოდნელი კომპლიმენტი. თვალებდაქაჩულმა და ნიკაპჩამოვარდნილმა დახედა ჯერ მაისურს და მერე კოკას გადახედა, მაცდურად რომ გაეხსნა ბაგეები. -მადლობა. _ ამოილუღლუღა ძლივს და ისევ მაისურს დახედა. _ ლამაზია ძალიან. _ ვერაფერი რომ ვერ მოიფირა, თავისთვის ჩაიფრუტუნა. კოკამ ოდნავ ჩაიცინა და რამოდენიმე ნაბიჯით გადაასწრო კუსავით მოლასლასე ანაბელს. ნაბიჯს მაინც არ აუჩქარა და ნელა შევიდა სადარბაზოში. მანამდე პირველი სართულზე ჩამწკრივებულ მეზობლებს გაუღიმა. სახლში უკვე მოესწროთ აჟიოტაჟის შექმნა. კესო და კატო, ნინოს უყვებოდნენ თუ როგორ გაუტანეს გოლი და მერე როგორ გადაუხადეს ამათმაც სამაგიერო. ქალი გახარებული იდებდა ლოყებზე ხელს და მომენტებში «რა კარგია»_ს გაიძახოდა. ცოტახანში შვილის ბედნირებით გული რომ იჯერა, სამზარეულოში გავიდა გოგონებთა ერთად და სუფრის გაშლა დაიწყო. შალვა კოკა და მახო, მისაღებში ისხდნენ და სოფლის ამბებს განიხილავდნენ. მომენტებში კოკაც ერთვებოდა და მისთვის საინტერესო დეტალებს კითხულობდა. ანაბელი, ყოველ წამს იხედებოდა სამზარეულოდან დაძაბული, ღელავს რამე უთანხმოება არ მოუვიდეთ ბიჭებს. იცის რომ შალვაც საშინლად ფეთქებადია, როცა ბრაზდება და არ უნდა რამე არასასრუველი და უდროო მოხდეს დღეს. კესო ჩვეულებრივზე აქტიურია დღეს, ქარბორბალასავით დარბის წინ და უკან და დედას ეხმარება. მისი საქმიანობოთ კატო სარგებლობს და ტელეფონზეა ჩამოკიდებული. ანაბელი ბებიას რეცეპტით კერძს ამზადებს და თან ნინოს უხსნის რის შემდეგ რა უნდა გააკეთოს. სუფრა რომ გაიშალა და ხალხიც შეიკრიბა, ზუსტად მაგ დროს შემოაღო სახლის კარები გუგამ და გახარებულმა აწია ხელები. ნინომ შვილს მშვიდად, წყნარად მიულოცა და ლოყაზე ბევრჯერ აკოცა. ისიც იფერებდა და იღიმოდა. სუფრები და მსგავსი სიტუაციები ანაბელისთვის უცხო არ არის. ბაბუა სანამ ცოცხალი იყო, მათ სახლში სულ სუფრა იყო ხოლმე გაშლილი. სტუმრიანობას ვერასდროს ვერ გაექცეოდა ანდრონიკაშვიელბის სახლი. თან კოტე ბაბუ, მნიშნელოვანი კაცი იყო მაშინ. ბოთლების ქარხანაში მუშაობდა, მოადგილის თანამდებობაზე და მაშინ ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამიტომ, მისთვის შეზარხოშებული მამაკცები უცხო არ არის... გაუკვირდა კოკამ სასმელზე უარი რომ თქვა, გუგასგან არ გაკვირვებია, სპორტსმენია და მისთვის არ შეიძლება. კოკამ ისე გადააქნია თავი სასმელი რომ შესთანავზეს ლამის მოძვრა და იატაკზე გაგორდა. სამაგიეროდ მეზობლები, მახო და შალვა აღნიშნავდა გუგას წარმატებით თამაშს. არც შალვაა დიდი მსმელი, მაგრამ ოჯახში, პირვლად არის და რომ არ დავილოცო არ გამოვაო. გოგონები სამზარეულოში ისხდნენ ნინოსთან ერთად და ყავას და ნამცხვარს მიირთმევდნენ. კატო თავის თაყვანისმცემელზე უყვებოდა ნინოს და უმტკიცებდა, რომ კოკას უაზრობები ელანდება და გადასარევი ბიჭია ბადრი. ნინოსაც არ უნდა შვილს აწყენინოს და მარტო თავს უქნევს. ანაბელი ისევ კოკაზე და მის სუნამოზე ფიქრობს. გამუდმებით მისი თვალები და საოცრად მოხდენილი ღიმილი უდგას თვალწინ. მერე კომპლიმენტი ახსენდება და უნებურად წითლდება. ძალიან ესიამოვნა კოკასგან თუნდაც მსგავსი კომპლიმენტი, მთავარია რომ უთხრა... შეიძლება გულით არა, მაგრამ მოისურვა და უთხრა. ეს იმას ნიშნავს რომ ანაბელის გახარება უნდოდა. სტუმრები გვიან ღამით დაიშალნენ, გოგონებს უკვე ნახევრად ეძინათ. ნინომ და ანაბელმა აალაგა სუფრა. მამაკაცები ოთახებში დანაწილდნენ დასაძინებლად. მარტო შალვამ აიჩემა გინდა თუ არა სახლში წავალო. სასმელის კვალო ოდნავ ეტყობოდა, ამიტომ წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ და კოკამ წაიყვანა თავისი მანქანით. მთელი ეს დრო ეკლებზე იჯდა და ყველაფერს უგუნებოდ აკეთებდა. თეფშები და ჭიქები, ათასჯერ გადაარჩინა ხელიდან გავარდნას. მთელი გულით და გონებით ახლა კოკას მანქანაშია და აინტერესებს რა ხდება. იმდენს ხვდება რომ არ იჩხუბებენ და ერთმანეთს არ დაალილავებენ, მაგრამ მაინც ძალიან ღელავს. სადღაც ერთ საათში, საღსალამათმა და ჩვეულებრივ ხასიათზე მყოფმა კოკამ შემოაღო სახლის კარები და მისაღებში, ბუსავით განმარტოვებულ ანაბელს გაკვირვებულმა გახედა. უსიტყვოდ წავიდა მისკენ, გვერდით მიუჯდა და მანქანის გასაღები ჟურნალების მაგიდაზე დადო. -ნუ ნერვიულობ, მშვიდობით დავაბინავე! ახლა წადი და დაიძინე! _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და დივნის საზურგეზე თავი გადადო. -ვიცი რომ მშვიდობით მიიყვანე. _ ამოუჩურჩულა ხმადაბლა და ბიჭს გახედა. -აბა რატომ არ გძინავს? _ გაკვირვბეულმა გადმოხედა და ცალი თვალი მოჭუტა. -ვერ დავიძინე. _ მხრები აიჩეჩა და ხმადაბლა ჩართულ ტელევიზორს გახედა. -ამ ბოლო დროს, ძალიან გაგიტყდა ძილი... დავიჯერო ღამეც შალვაზე ფიქრობ!?_ ირონიულად აწია წარბები და ირიბი ღიმილით გადმოხედა ცეცხლმოკიდებულ ანაბელს. -შალვა ჩემი მეგობარია! _ გაკაპასებულმა ჩაილაპრაკა და ოდნავ წამოიწია დივნიდან. -კარგი ახლა, არ გინდა მიკიბულ-მოკიბულები. _ მობეზრებულმა აიქნია ხელი. -რატომ უნდა გატყუდებდე? ვერ იტანს როდესაც მის სიმართლეს, ვინმე ტყუილად აღიქვამს... ამის გამო შეუძლია მთელი დღე დაჯდეს და უხსნას რომ მართალია! იცის ღირსი რომ არ არის ახლა კოკა, რამე ახსნას, მაგრამ ვერ დაუშვებს რომ გაგნიძეს ისე ეგონოს როგორც თვითონ უნდა. -იმიტომ რომ მატყუებ!_ ამოილაპარაკა დაბოხებული ხმით და ანაბელისკენ ოდნავ გადაიხარა. -შენც იცი რომ ასე არ არის და ამასაც ჩემს გასაბრაზებლად ამბობ. _ ამოიბურტუნა საცოდავად და მისკენ მოწეულ კოკას ამღვრეული თვალებით დახედა. -კარგი ახლა, არ ატირდე!_ მოულოდნელად უკან დაიხია და წარბები უკმაყოფილოდ შეკრა. -არც ვაპირებდი. _ სწრაფად შეისუნთქა ჰაერი ხარბად და თავი მაღლა აწია. -არ აპირებდი?_ ისევ მისკენ გადაიხარა და ეშმაკურად აციმციმებული თვალები მიანათა. ანაბელმა მარტო თავი დაუქნია და კოკას ხელს დააკვირა, მისი ფაფუკი თმებისკენ რომ მიძვრებოდნენ. გაგნიძემ ნელა დაიხვია თითზე კულულა და ოდნავ მოქაჩა... -ხარისხიანი თქმა გაქვს, სოფლის წყლის კვალობაზე. _ ღიმილით ჩაილაპარაკა გოგორელიანმა და ფეხზე წამოდგა._ ძილინებისა. _ თავი დაუკრა და თავისი საძინებლისკენ წავიდა. გაბრაზებულმა და თვალებანთებულმა გააყოლა მზერა და კოკას დაქაჩული კულულა მუჭში მოიქცია. გაცოფებულმა ამოისუნთქა პირით და თვალები ძალიან მაგრად დახუჭა, ტკივილისგან გული რომ არ გახეთქვოდა. ესეც, მორიგი წასისინება, რომელმაც მემგონი ყველაზე ცუდი შედეგი გამოიღო. განსაკუთრებით მოხვდა ეკლები გულზე და განსაკუთრებული ჭრილობები მიაყენეს. ნელა წამოიმართა ფეხზე და ოთახისკენ ჩუმი ნაბიჯებით წავიდა. გუშინდელი ღამის მსგავსად, ვერც დღეს მოხუჭა თვალი... მაგრამ აივანზე გასვლა და ვარსკვლავებზე დაკვირვება აზრადაც არ მოსვლია. ისეთი ბედი აქვს ზუსტად მაშინ გამოვა კოკაც და კიდევ რამე მწარეს ეტყვის. სამაგიეროდ დილით წამოფრინდა ადრე. შვიდ საათზე უკვე მოწესრიგებული სამზარეულოში იდგა და გუშინდელ დარეცხილ ჭურჭელს კარადაში ალაგებდა. ცოტახანში რკინის კარების ხმაც გაიგონა და მიხვდა რომ კოკა დაბრუნდა. ბიჭი პირველი სამზარეულოში შემოვიდა და მაგიდაზე სპეციალური ბოთლი დადო, თვითონ კი უსიტყვოდ გატრიალდა და სააბაზანოსკენ წავიდა. გაბრაზებულმა შეუღრინა ტუჩებით და ბოთლი ნიჟარაში ჩადო გასარეცხად. -დილამშვიდობისა. _ უკნიდან კოკას მშვიდი ბარიტონი მოესმა. თავი ნაწყენმა მიატრიალა და ოდნავ დაიჩურჩულა დილამშვიდობისაო._ არ მელაპარაკები?_ ღიმილით იკითხა და მაცივარი გამოაღო. -როგორ არა, გელაპარაკები. _ ისევ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და გარეცხილი ბოთლი საუწრზე დაამხო... -აბა გეშინია არავინ გააღვიძო და იმიტომ მელაპრაკები ეგრე ხმადაბლა?_ ინტერესით მოჭუტა თვალები და სამზარეულოში მიმოიხედა. ანაბელმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და სკამზე ჩამოჯდა. _ სოფელში, ამ დროს რას აკეთებდი ხოლმე?_ მის პირდაპირ მოკალათდა კოკა და ინტერესით დააკვესა თვალები. -ამ დროს, საქონელთან გავდიოდი. _ ჩაილაპრაკა გაბადრულმა და გაიხსენა როგორი იყო მისი დილა სოფელში. -ვარჯიში არ გიყვარს?_ სულ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი კოკამ. -როგორ არა, მაგრამ ძალიან ზარმაცი ვარ. _ მოწყენილმა ამოიფრუტუნა და ნიკაპით ხელს დაეყრდნო. -თუ გინდა, მე გაგაღვიძებ ხოლმე და ერთად ვირბინოთ. შესთავაზა ისევ რამოდენიმე დრის წინ გაჟღერებული იდეა. ანაბელმა დაბნეულმა ააფახუნა თვალები და ენა ძლივს მოატრიალა პირში, პასუხის დასაბრუნებლად... -მინდა, მაგრამ... _ დამორცხვილს აღმოხდა და თავი დაბლა დახარა. -მაგრამ გეშინია ვარჯიშის დროსაც არ «წაგკბინო» ხოლმე?_ მისი სათქმელი გააგრძელა და ჩაიცინა. გოგონამ უთქმელად დაუქნია თავი და ლოყებაფარკლულმა გაუსწორა თვალი. _ პირობას გაძლევ, ვარჯიშის დროს არ წაგკბენ! _ გულზე ხელი მიიდო და სერიოზული ტონით ჩაილაპრაკა. -მარტო ვარჯიშის დროს?_ გულუბრყვილო ბავშვივით იკითხა და წარბები სატირლად შეკრა. -აბა სახლში მაგ სიამოვნებას ვერ მოვკილებ! _ ჩაილაპარაკა გამაფრთხილებელი ტონით და ფეხზე წამოდგა. _ ხვალ, დილის ექვსზე მზად იყავი და წავიდეთ... _ გააფრთხილა და სამზარეულოდან უკანმოუხედავდ გავიდა._ შეგიძლია შავლას შეატყობინო, თუ დაგრთავს ნებას ჩემთან ერთად ივარჯიშო. _ ჩქარა მოტრიალდა უკან და სამზარეულოს კარების ჩარჩოებს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიეყუდა. აპირებდა თვითონაც რამე მწარე ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა და დადუმდა. ვერაფრით გაუგია რას გადაეკიდა კოკა შალვას... ვერც იმას იგებს, რატომ ფიქრობს რომ ანაბელსა და შალვას შორის რამე შეიძლება ხდებოდეს. საშინლად ბრაზდებოდა ადრეც, როდესაც მასზე და შალვაზე ათას არასასურველ ჭორს ისმენდა. სულ უნდოდა საქვეყნოდ გამოეცხადებინა რომ ეს ბიჭი, მისი ბავშვობის მეგობარია. ადამიანი რომელიც ყველას და ყველაფერს, მარტო იმიტომ ურჩევნია, რომ მძიმე პერიოდი მისით გადალახა. მაგრამ მერე მიხვდა რომ რამდენიც არ უნდა ილაპრაკოს და ამტკიცოს ვერაფერს შესასმენს მასას. გამორიცხულია გაიგონ ის რისი გაგებაც არ უნდათ! გაცოფებულმა დასტაცა ხელი კოკას წყლის ჭიქას და ნიჟარაში ჩადო, თვითონ კი მისაღებში გავიდა... თვალებით კოკა მოძებნა, მაგრამ ვერსად ვერ იპოვა. მერე სააბაზანოდან წყლის ხმა გაიგონა და თავი სიტუაციში გარკვეულმა აწია მაღლა. ახლაც კოკას შემოთავაზე ფიქრობს. ძალიან უნდა ვარჯიში და მითუმეტეს გაგნიძესთან ერთად. რა ჯობია იმ დილას რომელსაც კოკასთან ერთად დაიწყებს. უკვე წარმოდგენილი აქვს როგორ დარბიან ერთად, როგორ აკეთებენ ათას ვარჯიშს და როგორ ასწავლის კოკა ვარჯიშის წესებს...მაგრამ ანდრონიკაშვილი ცოტა სხვანაირად აღზრდილია და ანასთან ეუხერხულება ძალიან. როგორია შენს შეყვარებულთან ერთად, სავარჯიშოთ შენთვის სრულიად უცხო გოგო დადიოდეს. ანაბელმა კი იცის რომ კოკა ანაზე გიჟდება და მას ზედაც არ შეხედავს, მაგრამ ანას ადგილას მისთვის მაინც მიუღებელი იქნებოდა ყოველივე ეს... ზედმეტად ეჭვიანია ალბათ და იმიტომ ფიქრობს ასე! ან იმიტომ კოკაზე რომ ირევა ნელ-ნელა. სააბაზანოდან შორტებში და წელს ზევით შიშველი გამოვიდა კოკა. წამებში გაუცხელდა სხეული და წამებში მოეკიდა ლოყებზე ბროწეულისფერი. ძლივს აიძულა თავი, თვალები სხვა მხარეს მიეტრიალებინა და კოკას სხეულიდან მზერა რამე უინტერესოზე გადაეტანა. ცადა როგორმე ამოეშალა თვალთხედვიდან ფანქრით დახატული კუბიკების სილუეტები. მაგრამ ვერ შეძლო, ვერ შეძლო იმიტომ რომ გონებასთან ერთად გულიც ამაზე ფიქრობს. ძლივს შენარჩუნებული ენერგიით ამოისუნთქა და ფანჯარას გახედა. გაგნიძემ პირდაპირ თავისი ოთახისკენ აიღო გეზი და ცოტახანში სულ გაუჩინარდა. მანამდე კი ირონიულად ჩაცინების ხმა მისწვდა ანაბელის ყურთა სმენას. ^^^ -დღეს რას აპირებ?_ ინტერესით იკითხა შალვამ. -დღეს არაფერს. შენ?_ მხარსა და ლოყას შორის მოყოლილ ტელეფონში ჩასძახა და ვაშლის დაჭრა განაგრძო. -მე, ვაპირებ გნახო. _ ეშმაკურად ჩაილაპარაკა ბიჭმა. -კარგი, მაშინ კესოსაც ვეტყვი და წამოვა._ ეშმაკობას მიუხვდა ანაბელი და სიცილით ჩაიჩურჩულა. -თუ გინდა შენ დარჩი და მარტო კესო გამოუშვი, ქალაქს მასწავლის. _ ხუმრობას განაგრძობდა შავლა და ანაბელთან ერთად იცინოდა. -ეგ არ გაგიგონ თორემ კოკა, ცოცხლად შეგჭამს._ გამაფრთხილებელი ტონით ჩაიჩურჩულა და სამზარეულოს კარებს გახედა, ხომ არ მისმენსო. -კოკას შანსი რომ მისცე ახლაც დიდი სიამოვნებით შემჭამს. _ სიცილს არ წყვეტდა შალვა. -მაგ თემაზე მინდა რომ დაგელაპარაკო მერე. _ უცებ გაახსენდა ბიჭების გამუდმებით არასასიამოვნო სახეები. -მაგ თემაზე მე და შენ არ ვისაუბრებთ! შენ ის მითხარი, მნახავთ დღეს შენ და კესო?_ თავისას არ იშლიდა ბიჭი. -არ ვიცი. მარტო მე და კესო როგორ გნახავთ, კატოც უნდა წამოვიდეს და თუ მოიცლის. _ ვაშლის პატარა ნაჭერი დანის წვერით აიღო და პირისკენ წაიღო. -რომ დააცემინო, იტკენ რამეს! მოესმა ზურგს უკან საოცრად სასიამოვნო ბარიტონი. თავი ნელა მიატრიალა უკან და კარებში მდგარ კოკას გახედა. როგორ უყვარს ეს პოზიცია, თითქმის სულ ასე დგას როდესაც ანაბელს ესაუბრება. ყველაზე მეტად რაც ამ ბიჭში მოსწონს მისი თვალები, წამწამები და მოულოდნელად თავზე დადგომაა. რომ ვერ გაიგებ რა დროს სად შეიძლება მოგადგეს და ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად რომ აკეთებს ეს აგიჟებს. ღიმილით დადო დანა თეფში და ვაშლის ნაჭერი ხელით აიღო, თან კოკას დაანხა და ჩაიცინა. -ვინ არის? შალვას ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან და ენაზე მოთავსებული ვაშლი გადასცდა. საშინელი ხველა აუტყდა. თვალებიც ჩაუწითლდა და სუნთქვაც გაუჭირა. შეშინებულმა გადახედა ფერწასულ გოგონას კოკამ და მაგიდაზე მდგარი გრაფინიდან წყალი ჩამოსახდა. აკანკალებული ხელით ძლივს გამოართვა ჭიქა და სულმოუთქმელად დალია. ცოტა ფერზე რომ მოვიდა და სუნთქვაც შეძლო, რამოდენიმეჯერ კიდევ ჩაახველა და ტელეფონზე შეშინებულ შალვას უპასუხა. -კოკაა. _ ამოილაპარაკა ჩახლეჩილი ხმით და ჭიქა მაგიდაზე დადგა. _ მადლობა. გაორებულმა გადაუხადა მადლობა კოკას. გაგნიძე როცა მიხვდა რომ მისთვის არასასურველ პიროვნებას ესაუბრებოდა ანაბელი, ადგა და სამზარეულო დატოვა. შეწუხებულმა ამოისუნთქა და შალვასთან საუბარი განაგრძო. თან ნახევარი გონება და გული კოკასთან ქონდა. ძალიან განიცდის იმას რომ ბიჭს ის და შალვა, მეგობრებზე მეტი გონია. უნდა რომ დაჯდეს და ნორმალურად აუხსნას, მაგრამ არ შეუძლია. მასთან მშვიდად დაჯდომა და საუბარი შეუძლებლად მიაჩნია. ამიტომ ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის, ბოლოდ და ბოლოს კესოს რომ გაეპრანჭება შალვა ხომ მიხვდება და ამოიგდებს ამ უაზრო აზრებს თავიდან. მაგრამ როგორი საყურებელია, ბიჭი რომელიც მოგწონს ფიქრობდეს რომ შენ გყავს სხვა, რომელიც გიყვარს. იცის რომ ეს არაფერს ნიშნავს და სულ თავისუფალი რომ ეგონოს ანაბელი, კოკა მაინც არ შეხედავს მას, მაგრამ უნდა რომ იცოდეს! იცოდეს რომ მას კოკა მოსწონს და არა შალვა! ^^^ -ანაბელ, შალვას როგორი გოგონები მოსწონს?_ შეპარვით იკითხა საწოლზე წამოკოტრიალებულმა კესომ და სარკესთან მდგარ ანაბელს გადახედა. -როგორი?!_ ალმაცერად ჩაიცინა და სარკიდან გახედა კესოს._ როგორი და... აი შენნაირი!_ უცებ ისე წამოიძახა თითქოს ახლა გაახსენდა და ახლა მიხვდაო. -არა?! მართლა?_ გახარებული წამოჯდა საწოლზე. -ხო მართლა!_ თავი დაუქნია და ოთახში ყვირილით შემოსულ კატოს გადახედა. _ კატო, ხომ კარგად ხარ?_ შეშინებული მივიდა გარდერობის გვერდით აყუდებულ კატოსთან. -კი კარგად ვარ. _ თმები უკან გადაიწია და პირით ამოისუნთქა. _ ურალოდ კოკამ გამაბრაზა და... კითხვებით თავი აღარ მოაბეზრდა, ისედაც იცის კოკა რასთან დაკავშირებითაც გააბრაზებდა. კესომ მხრები სასაიცლოდ აიჩეჩა და ისევ საწოლზე წამოწვა. ვერ ხვდება რას გადაეკიდა ეს ბიჭი, იმ ბადრის. იქნებ სულაც არ არის ასეთი ცუდი და ტყუილ უბრალოდ უშლის კატოს მისი პრეტენზიებით ნერვებს... მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტი, კოკა ძალიან კარგად იცნობს ბადრის და გააზრებულად ეჩხუბება დას. ^^^ შალვას სანახავად გოგონებთან ერთად წავიდა. კატომ იქნებ მოვახერხო და კოკას ჩუმად ბადრი ვნახოო. კესო ჯერ ხომ ისედაც მთელი დღე სარკესთან ტრიალებს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ეცადა ლამაზი ყოფილიყო. თან არ უნდა ზედმეტად გადამეტებული იყოს და ის ხიბლი დაკარგოს შალვას რომ მოსწონს თურმე კესოსნაირ გოგონებში. გასვლისას ძმებს დაუბარეს, შალვას სანახავად მივდივართ და წამოსვლის დროს შეგეხმიანებითო. კოკამ კი ჩაიფრუტუნა რაღაცა, მაგრამ ყურადღება არცერთს მიუქცევია ანაბელის გარდა. ნახევარი დღე ერთად გაატარეს, მერე კატოს ჩაფიქრებისამებრ ბადრიმ დაურეკა და იმასთან წავიდა. კესო და შავლა თითქმის სულ ძველ ისტორიებზე საუბრობდნენ. ამასთანავე ახალი ამბებითაც ირთობდნენ თავს და ერთმანეთს უკეთ ეცნობოდნენ. მარტო ანაბელი იჯდა გასუსული და კაფეში შემომსვლელ-გამსვლელ ხალხს აკვირდებოდა. მომენტებში თუ ჩაერთობოდა დიალოგში, ისიც იმიტომ რომ ოდნავ მორიდებული კესოსთვის დისკომფორტი არ შეექმნა. კატოს მოსვლამდე წასვლა არცერთს არ უნდოდა. გუგამ უნდა მოაკითხოს წასაყვანად და რომ არ დახვდება, გაბრაზდება ამიტომ დაელოდებიან და მერე გავლენ. სახლში დაბრუნებულს კოკა შინ არ დახვდა, როგორც გუგასგან გაიგო სამსახურიდან დაურეკეს და იქ წავიდა. ნინო და მახო, ახლობლის დაბადების დღეში არიან წასულები და დღეს სახლში არ მოვლენ. ამიტომ სადილის გაკეთება ისევ ანაბელს მოუწია, გოგონების თხოვნით. მერე გუგამ იწუწუნა, შენ თუ არ გააკეთებ ამათ გაკეთებულს არაფერს შევჭამო. -აქამდე არ გიჭამია რას ამბობ. _ ცხვირაბზუებულმა გასცა ძმას პასუხი და ფეხები დივანზე ააწყო. -რას გაგვიკეთებ?_ ღიმილით იკითხა კატომ და ანაბელს ნიკაპი მხარზე ჩამოადო. -გააჩნია თქვენ რა გინდათ, წვნიანი თუ მშრალი? ჩაიალაპრაკა და დაფირდა, რისი მომზადება იქნებოდა დღეს ყველაზე ადვილი. ისედაც ძალიან დაიღალა ხმაურში სიარულით და ახლა სადილიც ძალიან დაღლის ამიტომ რამე მსუბუქი უნდა მოიფიროს. -რა წვიანი ამ სიცხეში ხუმრობ!? რაც შენს გულს გაუხარდება ის მოამზადე, ოღონდ ცოტა მალე რომ იყოს თორემ, გამძვრა სული. _ უკმაყოფლო სახით შეევედრა გუგა და თვალებით გაუღიმა. სამზარეულოში როგორც ყოველთვის ახლაც მარტო ტრიალებს და უფრო თავისუფლად. ნელ-ნელა სწავლობს რა სად დევს და არ უჭირს, ნივთების მიგნება. გოგონები ჯერ-ჯერობით არაფერზე არ შეუწუხებია, ერთადერთი რაც თხოვა სუფრის გაშლა იყო... ისიც იმიტომ რომ დრო არ დაიკარგოს მერე. ხახვს ჭრიდა და თან ზლუქუნებდა, ნაცნობი სურნელი რომ იგრძნო ხახვის არომატთან ერთად. და მაისურის მკლავით ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეიმშრა. თავი არ მოუტირალებია, იცის რომ კოკა რამე მწარეს აუცილებლად დაახეთქებს და მერე მიტრიალდება. არადა როგორ უნდა უკან მიხედვა და მისი დანახვა. -რატომღაც მეგონა, სოფელში მაცხოვრებელი გოგონები ხახვის დაჭრის დროს არ ტიროდნენ. ტრადიციულად წაისისინა კოკამ და ანაბელს წინ აესვეტა. სრუტუნით აწია თავი და ჩაწითლებული თვალები დაახამხამა, მხედველობის გასაწმებდად. დაინახა როგორ გადაუსხვაფერდა კოკას თვალები წამებში. ძალიან სერიოზული და დაძაბული გაუხდა, თვალების ფერიც და გამოხედვაც. ანაბელმა იფიქრა ალბათ რამე მოხდა და იმიტომ_ო, მაგრამ აშკარად სხვა რაღაცაშია საქმე. კოკამ სასწრაფოდ მიაწოდა სალფეთქი და თავი მეორე მხარეს მიატრიალა. -ცდებოდი. _ ნაწყენმა ამოიჩურჩულა და დაჭრილი ხახვი ტაფაზე დაყარა. -რა ქენით ნახეთ შალვა?_ უცებ გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი და ქინზის პატარა ფოთოლი თითზე დაიხვია. -კი ვნახეთ. _ მორიდებით ამოიჩურჩულა და ახლა მწვანილის დაჭრა დაიწყო სრუტუნით. -ხახვი უნდა გარეცხო და სველი დანით დაჭრა. მერე აღარ აგეტირება. _ რჩევა მისცა კოკამ და გარჩეული ხახვი მაღლა ააგდო. -ვიცი, მაგრამ დამავიწყდა. _ ოდნავ ხმამაღლა ჩაილაპრაკა და შეეცადა მისაღებიდან შემოსული ხმაური დაეხშო. -კესო, დაუწიე მუსიკებს და გაითვალისწინე კორპუსში ცხოვრობ!_ გაღიზიანებულმა დაიგრუხუნა. როგორც კი მუსიკის ხმამ იკლო და სიმშვიდე გამეფდა, გამაჯრვებული ღიმილით ამოისუნთქა და ისევ ანაბელს მიუბრუნდა. -რაო რას ამბობდი, შალვა ვნახეთო? იგივე თემას დაუბრუნდა და გამოწეულ სკამზე ჩამოჯდა. ჯერ ხომ ისედაც ვერაფერს აკეთებს როდესაც სამზარეულოში ვიღაც არის და მითუმეტეს ახლა... როდესაც ეს ვიღაც, კოკაა. და თან ისეთი თვალებით უყურებს აშკარად ნატრობს ელემენტარულიც რომ შეეშალოს და წასაკბელი მიზეზი მიეცეს. ანაბელმა დანა საჭრელ დაფაზე დადო და კოკას მიუტრიალდა. მანამდე არაფერს არ გააკეთებს სანამ ეს ბიჭი სამზარეულოდან არ გავა. სანამ პასუხის გაცემა მოიფიქრა, ამასობაში მის წინ კოკა გაჩნდა. ანაბელმა თვალების ბრიალით ახედა მასზე ბევრად მაღალ, სილუეტს და ნერწყვი მძიმედ და უხმოდ გადაყლაპა. დაძაბულმა შეკრა მუშტები და ოფლით დაცვარული ხელისგულები შეიმშრალა. კოკა ნელა დაიხარა დაბალი სილუეტისკენ და ნიკაპი მისი შუბლის პირდაპირ გააჩერა. ანდრონიკაშვილი, უფრო და უფრო იძაბება და წარმოდგენა არ აქვს რა უნდა გააკეთოს კოკა რომ შეჩერდეს. მისი შეჩერება კი მართლა ძალიან უნდა! იმიტომ რომ დაუფლებული ემოციების საშინლად ეშინია და ღელავს. ვერასდროს წარმოიდგენდა შალვას გარდა, ბიჭთან, ასე ახლოს თუ იქნებოდა და მსგავსი ემოციები შებოჭავდა. ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ვიღაცას ღალატობს და ამ ღალატით ძალიან დიდ ტკივილს აყენებს. ეს ტკივილი კი თავისდაუნებურად ახლა, ამ სიტუაციაში ანაბელს უარესად ვნებს. გაგნიძე კი სულ უფრო და უფრო მშვიდად და ღრმად სუნთქვას, რაც ანდრონიკაშვილის აფორიაქებულ ემოციებს პიკის მომენტისკენ უბიძგებს. ნელა დაიხარა კოკა მისკენ დაა ტუჩები ანაბელის ყურთან გააჩერა. სულ ოდნავ ეხებოდა კოკას ლოყა ანაბელის საფეთქელს და ესეც კი საოცრად სიამოვნებს და ამავდროულად, დანაშაულის გრძნობას უღვივებს. ბიჭის აშრიალებული ტუჩების ხმა რომ მისწვდა მის ყურთა სმენას სუნთქვაც კი დაავწიყდა და ოფლით დაფარული ხელისგული მუცელზე მიიდო. -ხახვი დაგეწვა... გაისმა კოკას ირონიულად გაჟღენთილი ხმა. ბიჭი სწრაფად გასწორდა წელში და ერთ ადგილზე, ყინულივით გაშეშებულ ანაბელს გახედა, რომელიც ახლა იწყებს გალღვობას. წარმოდგენა არ აქვს რას ელოდა, მაგრამ იცის რომ ამას არა... ხვდება რომ ეს ყველაფერი კოკას ყველაზე დიდი კოზირია და ეს გულს უხეთქავს. იმასაც ძალიან კარგად ხვდება, რომ ბიჭმა უკვე შესანიშნავად იცის, მისი გრძნობების შესახებ და ზუსტად ამიტომ, ეთამაშება ასე მწარედ და მტკივნეულად. იცის რა დროს და რა სიტუაციაში როგორი დარტყმა მიაყენოს... ხოდა ზუსტად ამ მიზეზის გამო არ უნდა კოკასთან რიმე საერთო ქონდეს, ხვდება რომ ეს ბიჭი ტკივილის მეტს არაფერს მოუტანს. იმასაც ხვდება რომ გაგნიძე, ანაბელს არასდროს შეხედავს ისე როგორც იმ დღეს ანას უყურებდა კაფეში. ერთ ადგილზე გახეველბულმა, დაპროგრამებული რობოტივით მიატრიალა თავი კოკასკენ და სამზარეულოდან მიმავალს გახედა. ნელა მიტრიალდა გაზქურისკენ და ხახვს მოურია. ისე აკეთებდა ყველაფერს ახლა უკვე, ვერ ფიქრობდა. აკეთებს, მაგრამ რომ გეკითხათ რას პასუხს ვერ გაგცემთ. კოკას მიერ გამოწეულ სკამზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. ასეთ სიტუაციაში არასდროს არ ყოფილა. ანაბელმა რამდენი რამის გაფიქრება მოასწრო და კოკამ რა უთხრა. ჯერ გონს ვერ მოსულა და ისიც ვერ გაუგია ნორმალურად, რა მოხდა რამოდენიმე წუთის წინ, გაზქურასთან. -ანაბელ, კარგად ხარ?_ სამზარეულოში კესო შემოვიდა და ინტერესით მიაჩერდა თავჩაქინდრულ ანდრონიკაშვილს. -კი კარგად ვარ... _ ამოილუღლუღა და თვითონაც ვერ იცნო თავისი ხმა, ისეთი სუსტი და დაპატარავებული მოეჩვენა. -რა ხმა გაქვს?_ შეშინებულმა კითხა და მის პირდაპირ ჩაიმუხლა. -არ ვიცი, ცოტა თავი მტკივა და ალბათ მაგიტომ. _ჩაილაპარაკა ჩქარ-ჩქარა. თავი ნამდვილად ტკივა, იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა. ფიქრისგან გადაუხურდა და ატკივდა. ნელა წამოდგა ფეხზე და მწვანილის დაჭრა განაგრძო. ოდნავ დამწვარ ხახვში პომიდორი ჩაყარა და თავსახური დააფარა. კესო ფეხზე წამოდგა და კარებისკენ წავიდა, თან დაუბარა თუ რამე მოხდა დამიძახეო. ანაბელმა დამძიმებული თავი დაუქნია და დაჭრილი მწვანილი პატარა ღრმა თეფშზე გადაიტანა. სუფრასთან მისვლის დრო რომ მოვიდა, ფეხებთან ერთად მთელი სხეული გაუქვავდა. საჭმლის გასატანად კატოს დაუძახა, თვითონ კი მოიმიზეზა სალათას გავაკეთებ და მეც გამოვალო. არადა უბრალოდ დროის გაყვანა უნდა...ვერ ხვდება როგორ უნდა ჩახედოს კოკას თვალებში, იმ ყველაფრის მერე. იცის რომ ბიჭს უკვე გაშიფრული ყავს და ცხვენია მისი. არადა სამარცხვინო რა არის იმაში, მის მიმართ სიმპათიებით რომ არის განსჭვალული. «საცოლე ყავს! საცოლე!» ხმაურით შეახსენა ალტერეგომ. «ანა შეყვარებულია! » ჩაილაპრაკა ხმადაბლა და მოწოლილი ცრემლი ძლივს გადაყლაპა. მისაღებში რომ გავიდა კოკა იქ არ დახვდა. გაოცებულმა მოავლო თვალი ოთხას, მაგრამ ბიჭს ვერსად მოკრა თვალი. სალათა მაგიდის შუაგულში ჩადგა და თავისი ადგილი დაიკავა გუგას გვერდით. კოკას მოკითხვას აპირებდა, კესომ რომ წამოიძახა ანამ დაურეკა და იქ წავიდაო... კიდევ კარგი ასეა, თორემ ეგონა ბიჭმა მასზე იზრუნა და იმიტომ წავიდა, ანაბელს მომხდარის შემდეგ დისმომფორტი არ ეგრძნო. «როდის იყო შენზე ზრუნავდა.» კოკას ხმით წაისისინა ანაბელის შინაგანმა ხმამ... მაგრამ უნდა აღიაროს საკუთარ თავთან, რომ ეს ფაქტი უფრო მოხვდა გულზე. საშინლად გააღიზიანა იმის წარმოდგენამ რომ ახლა ანასთან ერთად შეიძლება იყოს. ეგოისტურად ვეღარ იტანს იმ მომენტებს როდესაც წყვილი ერთმანეთს ხვდება. მიუხედავდ იმისა რომ მათი საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს, მითუმეტეს ანასი. მძიმედ ამოიოხვნეშა და ჭამა განაგრძო. სუფრის ალაგების დროს, ანაბელის ტელეფონი აწკრიალა. ეკრანზე ბებიას ნომერი რომ დაეწერა გახარებული გაქიცა ოთხისკენ. -ბე.._ აღტაცებულმა შესძახა და საწოლზე ჩამოჯდა. -ბებოს გახარება, როგორ ხარ ბებია?_ თბილი და ტკბილი ხმით ჩაილაპრაკა ქეთომ. -ძალიან კარგად ვარ და ძალიან მომენტარე. _ ხმა დაუსევდიანდა ანაბელს. -არ გამაგონო ცრემლები ახლა!_ მკაცრად ჩაილაპრაკა ბებიამ. -შენ როგორ ხარ ბები?_ სწრაფ მოფერიანდა ანაბელი, როცა წარმოიდგინა როგორი სახით იდგა ახლა ქეთო. -კარგად ვარ, წეღან საქონელი გავუშვი საძოვარზე. _ მოახსენა სოფლის ამბები. _ შენი მარგო ისეთ მადაზეა მოსული. _ სიცილით ჩაილაპარკა მოხუცმა. -როცა მოვახერხებ აუცილებლად ჩამოვალ. თან ახლა შავლაც აქ არის და არ გამიჭირდება. _ დამაიმედებელი ხმით ამოილაპრაკა გოგონამ. -შალვას იმედზე ვარ მე ბებია. ისე გამიხარდა რომ მითხრა, ქალქში გადავდივარ და ანაბელს ვნახავო. ჭკვიანი ბიჭია!_ შალვას ქება დიდებას არ წყვეტდა ქეთო. _ ნინო რას შვება? როგორ ყავს ქმარ-შვილი?_ მოიკითხა შვილიშვილის მასპინძელი. -ყველა ძალიან კარგად არის. რომ იცოდე როგორი კარგები არიან. _ შეეცადა ბებიასთვისაც გადაედო ის ემოციები რასაც ამ სახლში განიცდის. ცოტახანი კიდევ ესაუბრა ქეთოს და მერე გაუთიშა. ზუსტად იმ დროს დაურეკა დედამისმაც, ისეთი სევდიანი ხმა ქონდა მაგდას ცოტაც და ალბათ ატირდებოდა... მაგრამ იცის რომ დედამის ეს უარესად ატკენს და თავი შეიკავა. ძალიან დიდხანს იჯდა საწოლზე და ყველაფერს უმხელდა დედას. კოკას შესახებაც მოუყვა რაღაც-რაღაცები, მაგრამ ისე რომ ქალს არ ენერვიულა. უბრალოდ არ შეეძლო ისე მოეყოლა თითოეულ წევრზე, რომ მათ შესახებ რამე დაემალა. მაგდამ კიდევ ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა. ყველაფერი რომ გაუმხილა დღევანდელი დღის ჩათვლით, ლოყებ აწითლებული დაელოდა დედას პასუხს. -ეგ სულ ეგრე იყო დედი, სოფელშიც რომ ჩამოდიოდა სულ შენ დაგსდევდა და სულ გაბრაზებდა. _ ღიმილანრევი ხმით ჩაილაპრაკა მაგდამ. -მართლა?_ იმედიანი ხმით ამოიჩურჩულა და სარკეში თავის სილუეტს გახედა. -მართლა დედი მართლა. სულ ცდილობდა ის გამოეგლიჯა ხელიდან რაც შენ გქონდა, უნდოდა თუ არა იმით თამაში. უფრო და უფრო ახარებდა მაგდას სიტყვები. ახლა უკვე იცის რომ კონკრეტულად ამ წუთას არ ერჩის და ადრეც ასეთი დამოკიდებულება ქონდა. შეიძლება ეს უარესია, მაგრამ ანაბელს ძალიან სიამოვნებს ამის მოსმენა და იმის გააზრება, რომ კოკა ბავშვობიდან ეჯინიანება გოგონას. მაგდამ კიდევ ბევრი რაღაც გაუმხილა ბავშვობის მოგონებებიდან რაც ანაბელს საერთოდ არ ახსოვდა. ან რა ემახსოვრებოდა, ძალიან პატარა იყო და ფაქტიურად კოკა არც კი იცოდა ვინ იყო. დედასთან საუბრით გული რომ იჯერა გახარებული გავიდა აივანზე და ეზოს გადახედა. ბავშვები სათამაშო მოედანზე შეკრებილიყვენ და წრეში ბურთს წამაშობდნენ. ზოგი მოედნის გარშემო დარბოდა და დაჭერობანას თამაშობდა. კუთხეში, პატარები ისხდნენ სილაში და პასკებს აცხობდნენ. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტად მოანატრა სოფლის აღმართები და სოფლის მწვანე მინდორი... ეზოები სადაც მთელ დღეს ატარებდა თავის მეგობრებთან ერთად... ღიმილით ჩამოდო ხელისგულზე ნიკაპი და პატარებს უკეთ დააკვირდა. მათ დაკვირვება-დაკვირვებაში, თვალი ეზოში მდგარი კოკასკენ გაექცა. ბიჭებთან ერთად იდგა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა. პირვლად მოისმინა და დაინახა კოკას ასეთი სიცილი. გაოცებულმა თვალები დაქაჩა და თავი ოდნავ წინ გაწია, ხომ არაფერი მეშლებაო. არა! ნამდვილად კოკა და ასე გულიანად იცინის. ალბათ იგრძნო მწველი მზერა გაგნიძემ და თავი, დათქმულივით პირდაპირ ანაბელის აივნისკენ მოატრიალა. თავის მიტრიალება ვერ მოასწრო, მაგრამ მზერა, კოკას გვერდით მდგარი გოგონებისკენ გადაიტანა და ვითომ დიდი ინტერესით დააკვირდა. ბიჭმა ირონიულად ჩაიცინა და სადარბაზოსკენ წამოვიდა, თან ბიჭებს რაღაცას ეუბებოდა და იცინოდა. როგორც კი სადარბაზოს მიუახლოვდა ანაბელისკენ გაიხედა და მისი აივნისკენ წავიდა. -აბა რას უყურებს ჩვენი სტუმარი?_ აივნის დაბლა დადგა და ხელით აივნის ბოლოებს დაეყრდნო. -ეზოს ვათვალიერებ, როგორი ხმაურიანია და რა კარგია. _ ჩაილაპარაკა ოდნავ დაბნეულმა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ეზოს. -არ გინდა გამოდი და დაჯექი. უთხარი კესოს და კატოს და გაგაცნობენ ჩვენი უბნის გოგონებს. _ იდეა წამოაყენა კოკამ და მის უკან მდგარი გოგონებისკენ გაიხედა, წეღან ანაბელი რომ უყურებდა. -არა არ მინდა, ასე მირჩევნია. _ სწრაფ დაიხია უკან და კოკას დააჩერდა. _ ისე პირვლად ვნახე, პირველ სართულზე აივანი. _ სიცილით ჩაილაპრაკა და აივნის მოაჯირს ხელი გადაუსვა. -მემგონი კორპუსიც პირვლად ნახე. _ მხრების ჩეჩვით ამოილაპრაკა და თვალი ჩაუკრა. -არა, კორპუსი პირვლად არ მინახავს. _გულუბრყვილოს გასცა პასუხი მის სისინს. -საჭმელი გვაქვს რამე, თუ სულ დიწვა ის ხახვი?_ დილანდელი ინციდენტი გაახსენა და ეშმაკურად ჩაიცინა. გაზქურასთან მომხდარი ფაქტი რომ გაიხსენა ლოყები და გული ერთოდრულად აუთამაშდა. ლოყები შეწითლებას იწყებდნენ და გული მემგონი გასკდომას. ისევ ისე დაეცვარა ხელისგულები ოფლით და ცივ მოაჯირს სიმწრით მოუჭირა. -არა, გვაქვს. ძლივს ამოძრობილი სიტყვებით გასცა პასუხი და ერთი ნაიჯით უკან დაიხია. კოკამ ოდნავ დაუქნია თავი და სადარბაზოსკენ წავიდა. ანაბელმა დრო იხელთა და ოთახში ფერგადასული შევარდა. საწოლზე ფეხმორთხმული დაჯდა და კომოდზე მდგარ საათს გახედა, რომლის ისრებიც საღამოს ექვს საათს უჩვენებდა. ასე თუ გაგრძელდა დიდხანს ვეღარ გაქაჩავს კოკასთან მშვიდად ყოფნას. ოთხი თვე, როგორ შეიძლება ყოველივე ამას გაუძლო, ყოველ დღე. ბოლოს და ბოლოს ნერვებიც დაუზიანდება და აფეთქდება. ოთახის კარები ჭერიალით შემოაღო კატომ და თავისი ჩანთისკენ წავიდა. თან ანაბელს რაღაცაზე ებურტყუნებოდა უკმაყოფილო. -ანაბელ მისმენ?_ ჩანთასთან მისული ანაბელისკენ მიტრიალდა და დოინჯით გადახედა. -რაა, მე მითხარი რამე?_ დაბნეულმა ამოილუღლუღა და ფეხები დაბლა ჩამოსწია. -მე და კესოს ეზოში გვინდა შენი გაყვანა და ხომ წამოხვალ მეთქი?_ სიცილით კითხა და ჩანთიდან წითელი საფუთლე ამოიღო. -კი როგორ არა წამოვალ. _ დაბნეულმა დაუქნია თავი და ფეხზე წამოდგა. -მზესუმზირა ვიყიდოთ და თან ჩვენი უბნის გოგჩოებსაც გაგაცნობ. _ ირონიულად ჩაიცინა ბოლოს კატომ და თავი გადააქნია. ანაბელი ღიმილით მიყვა უკან და მისაღებში გავიდა. კესო გუგას წელზე იყო შემომხტარი და სასაცილო მიმიკით «აჩუ»_ს გაიძახოდა. გაოცებულმა დააკვესა თვალები და სახედამანჭულ გუგას გადახედა, რომელიც ხმას არ იღებდა მაგრამ ცდილობდა ზედმეტი მოძრაობებით და ზურგიდან მოეცილებინა. ესეც კალიასავით იყო ჩაფრენილი და პოზიციას არ თმობდა. ანაბელმა სიცილით მოაცილა თვალი და-ძმას და დივანზე წამოწოლილ კოკას დახედა. ბიჭი უდარდელად აქანავებდა ტელევიზორის გადამრთველს და თან რაღაცას ღიღინებდა. «სულაც არ ყოფილა, უჟმური.» თავისთვის გაიფიქრა და სკამზე ჩამოჯდა. -კესო, გეყოდა და წამოდი ახლა რა!_ უკმაყოფილოდ წამოიძახა კატომ და გასასვლელისკენ წავიდა. -ხო მიდი რა ჩადი, მეტკინა წელი. სწრაფად მოიცილა მოდუნებული და და იატაკზე გაადენინა ზღართანი. კესომ საცოდავად დამანჭა სახე და ტუჩები სატირლად დაბრიცა. გუგამ თავდაპირველად სიცილი დააპირა, მაგრამ დის ამღვრეული თვალები რომ დაინახა გვერდით მიუწვა და მაგრად მოეხვია იატაკე გაფენილს. კესომ ჩქარი მოძრაობით მოიცილა ძმა და ფეხზე გაბუტული წამოდგა. გუგამ ანაბელს გადახედა და თვალი სიცილით ჩაუკრა. ეზოში გასვლისთანავე იგრძნო, სულ სხვა სიტუაცია. ყველაფერი თავდაყირა იდგა გარეთ. გულისგამაწვრილებელი საბურავების ხმა... აქეთ-იქით მიმოფანტული ბავშვები, რომლებიც ყიჟინით დასდევდნენ ერთმანეთს. სადარბაზოს წინ ჩამწკივრებული ქალები. იქვე კუთხეში, გადახურულ სივრცეში შეკრებილი ოთხი მუშკეტერი დომინოს თამაშობდა და თან უწმაწური სიტყვებით აპროტესტებდა დაწერილ ქულებს. კატო იქვე ჩამწკრივებული ქალებისაკენ წავიდა ღიმილით და ანაბელიც თან გაიყოლა. კესომ მე აქ დაგელოდებითო და ტელეფნით ათამაშდა. დამორცხვილი მიუახლოვდა ქალებს და ღიმილით გადახედა ყველას, მერე კი მორიდებულმა ჩახარა თავი. -გამარჯობათ. _ შინაურულად სიცილით მიესალმა ყველას კატო. _ როგორ არიან ჩემი დეიდებ-ბებიები?_ თბილი ღიმილით გადახედა ყველას და საფულე გახსნა. -ჩვენი კრასავიცა გოგო მოვიდა. შენ როგორ ხარ?_ აშკარად ზედმეტად მოხუცები წარმოიდგინა ანაბელმა, არადა საუბრით და მანერებით, ყველა ძალიან დახვეწილია. -მე კარგად, ჩვენი ოჯახის ახალი წევრი უნდა გაგაცნოთ ანაბელი...ანაბელ ესენი ჩვენი ეზოს მთავარი ძალები არიან. _ სიცილით ჩაილაპარაკა და ანაბელს მხარი გაკრა. -გამარჯობა. _ ჩურჩულით ამოილაპარაკა და თავი მაღლა აწია. -რა ლამაზი გოგო გვყოლია კორპუსში სტუმრად და არ ვიცოდი, სად გამომეპარეთ. _ ღიმილით ჩაილაპრაკა კუთხეში მჯდომმა ქალმა. -გამოგეპარეთ და არ გაკადრება. _ ღიმილით გასცა პასუხი კატომ. _ ლამრო დეიდა, ორი ლარის მზესუმზრია ჩამიყარეთ რა.. _ თბილად გადაულაპარაკა იქვე მჯარ მოხუცს და ორ ლარიანი გაუწოდა. ქალმა ერთჯერად პარკში ჩაუყარა მზესუმზირა და ლოცვით გამოატანა. კატომ ხელმკლავი გასმოდო ანაბელს და სიცილით მიიყვანა კესომდე. -რას აკეთებდით ამდენხანს?_ უკმაყოფილომ ამოიღო მზესუმზირა და საღეჭი რეზინი დაბლა დააგდო. -როგორ იქცევით კესო, ნუ ანაგვიანებ გარემოს!_ უკნიდან კოკას ირონიულად დატუქსვის ხმა მოესმა და თავი სასწრაფოდ მიატრიალა. ბიჭი სპორტულებში გამოწყობილიყო და გუგასთან ერთად მათ უკან იდგა. -აბა არ გვინდა ეზოშიო?!_ წეღანდელი დიალოგი შეახსენა კატომ და მზესუმზირის პარკი გაუწოდა. კოკამ უარის ნიშნად თავი გააქნია და ანაბელს გვერდით ამოუდგა. -ასეთ სტუმარს უბანში, მარტო გაუშვებს კაცი?_ ღიმილით ჩაილაპრაკა და სულ ოდნავ გაკრა მხარი მხარზე. ანაბელმა გამოშტერებული ღიმილით ახედა კოკას და თავი ისევ დაბლა დახარა. გაგნიძემ ღიმილით ამოაცალა ოდნავ გაშლილი ხელიდან ორი მარცვალი მზესუმზირა. იქვე კორპუსის პატარა «წყაროსთან» ჩამწკრივებულ ბიჭებს მოკრა თვალი და მერე კესოს გახედა, სახე უკმაყოფილოდ რომ დამანჭა მათი დანახვისას. -ხეპრეები. _ ამოისისინა და გუგას გადახვეულ ხელზე ლოყა გაუხახუნა. -ხდება რამე კესო?_ სერიოზული სახით გადაიხედა მისკენ კოკა და დას ინტერესით მიაჩერდა. -არაფერი, მაგრამ ვერ ვიტან მაგათ ბრბოს! გაღიზიანებულმა გადაატრიალა თვალები მათი მისამართით. კოკამ ღიმილით დაუქნია თავი, მაგრამ აშკარად არ ესიამოვნა დის სიტყვები. მას მერე კი როდესაც ბიჭებმა ეზოს სტუმარს მოკრეს თვალი, უფრო დაუსერიოზულდა სახე და უარესად დაეტყო გაღიზიანება. ბიჭების ჯგუფს ერთ-ერთი სიცილით გამოეყო და მათკენ წამოვიდა. კესომ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და იქვე, ხის კუნძზე ჩამოჯდა. კატოც გვერდით მიუჯდა და ოდნავ მიაჩოჩა და. ანაბელი დაბნეული იყო, გუგას და კოკას შორის ასვეტილი და მზესუმზირას აკნატუნებდა. უფროსი გაგნიძე რამოდენიმე ნაბიჯით წინ წავიდა და ბიჭს ხელის ჩამორთმევით მიესალმა. დაუპატიჟებელმა სტუმარმა, მადიანად შეათვალიერა, მოკლე შორტში და ბრეტელებიან მაისურში გამოწყობილი ანაბელი და ისევ კოკას გადახედა. ბიჭს არ გამოპარვია, მისი უტაქტო და უხამსი მზერა და კბილები ერთმანეთს სიმწრით დააჭირა. ანაბელი სასწრაფოდ ხეს ამოეფარა და გოგონების გვერდით დადგა. თან ფერგადასული უყურებდა დაძაბულ კოკას რომელიც, მონდომებით ცდილობდა სიტუაცია არ აერია და სიმშვიდე შეენარჩუნებინა. -გუგა, თქვენ წადით და მე დაგეწევით. მის გვერდით ასვეტილ გუგას გადაულაპარაკა და გოგონებისკენ მიუთითა. კატო და კესო გაბრაზებულები წამოდგნენ ფეხზე და მეორე მხრიდან მოუარეს . ანაბელიც დასჯილი ბავშვივით აედევნა უკან გოგონებს და გუგას წამოწია. ბიჭმა ღიმილით გადახვია ხელი და ჩამოშლილი თმების კულულებზე წაეთამაშა. -რა დეგენერატები არიან!_ ყელში გაჩხერილი სიტყვები ძლივს ამოუშვა კესომ და თავი უკან მიატრიალა. -კიდევ გაიხედავ უკან და დაგრჩება ეგ კისერი ეგრე!_ გაღიზიანებულმა მაიტრიალებინა თავი დას და თვალები დაუბრიალა. -რატომ დარჩა ახლა იქ?_ მხარი აუბა დას კატომ და წარბები კუშტად შეკრა. -შენ მზესუმზირა დამიყარე და ნუ ატლიკინებ ენას. _ იგივე ტონით უპასუხა მეორე დასაც და პარკი ხელიდან გამოგლიჯა. ანაბელი გასუსული უმსნედა და-ძმას და თან კოკასკენ აპარებდა თვალს, რომელიც ბუნდოვნად მოჩანდა ბიჭებთან ერთად. ცოტახანში საერთოდ გაქრა მისი თვალთახედვიდან და მოუწია წინ მიეხედა. გზაში რამოდენიმე ახლობელიც შეხვდათ და ისინი გაიცნო. თან ყველას მოკრძალებულად უქნევდა თავს და გუგას გვერდიდან არ ცილდებოდა. ბიჭი სულ უფრო და უფრო, მეტ სითბოს ასხივებდა და ეს ანაბელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. -სეირნობთ თუ დარბიხართ თქვენ?_ უკან კოკას დაღლილი ხმა მოესმა და თავი გახარებულმა მიატრიალა. ბიჭი ქოშინით ამოუდგა ანაბელს გვერდით და თვალი ჩაუკრა. _ აბა რაზე ჭორაობდით?_ ინტერესით იკითხა და წეღანდელივით ორი მარცვალი ამოაცალა ხელიდან. ანდრონიკაშვილს ძალიან სიამოვნებს ასეთ კოკასთან ურთიერთობა. ახლა სულ სხვანაირია, მხიარული და ხალისიანი. მაგრამ კაცმა არ იცის როდის მოუვლის და როდის შეიპყრობს სისინის სურვილი. ამიტომ ყოველი წუთი, ანაბელისთვის მნიშვნელოვანია და ცდილობს კოკას თითოეული, წარმოთქმული ბგერა დაიმახსოვრობს. -რაზე და იმ ხეპრეებზე. _ ჩაილაპრაკა და სასწრაფოს მოკუმა პირი გუგას დაქაჩული თვალების დანახვისას. _ ბოდიში, დამავიწყდა. _ წარბები მავედრებელი მიმიკითხე შეჭმუხნა და ძმას მხარზე აფერისტულად გაუხახუნა ლოყა. ტყუპმა სიცილით აუჩეჩა ხუჭუჭა, აბურძგნული თმები ტყუპს და ჩახუტებული მოიცილა. -ანაბელ, გინდა შალვას დაურეკე და მოვიდეს. _ მოულოდნელად წამოიძახა კესომ და გაკვირვებულს გადახედა. -ახლა?_ გაკვირვბულმა ამოილუღლუღა და სივრცეს გაშტერებულ კოკას ახედა. კესომ საცოდავად მოჭმუხნა სახე და ბიჭების შეუმჩნევლად გამოიწელა ყელი. ანაბელი იძულებული გახდა, ტელეფონი ამოიღო და შალვასთან შეტყობინება გაეგზავნა. კოკა დაღრენილი სახით აბრიალებდა იმ თაფლისფერ თვალებს. რამოდენიმე შეტყობინების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ უბანში მოვიდოდა შალვას. გუგას გაუხარდა, მოვა და უკეთ გავიცნობ, სუფრაზე ნორმალურად დაახლოვება ვერ მოვასწარიო. კოკა ისევ იბღვირებოდა და ხმას არ იღებდა. მომენტებში თუ ამოიღებდა ტელეფონს და ეკრანს გააწვალებდა. ნახევარი საათი, ისერინეს უბნის ირგვლივ, მერე რომელიღაც კორპუსთან დასხდნენ. ამასობაში შალვამაც მოაგნო და მეგობრულად მოიკითხე ყველა კესოს გარდა. კოკამ თვალები გაღიზიანებულმა ამოატრიალა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, თან სივრცეს ათვალირებდა და ეზოში მორბენალ ხმაურიან ბავშვებს ადევნებდა თვალს. -აბა რახდება შენსკენ, იშოვე რამე?_მხარზე ხმაურით დაკრა ხელი გუგამ შალვას. -ჯერ ვერაფერი, ვეძებ და იმედია რამე გამოჩნდება. _ ოდბავ ნაღვლიანი ტონით ჩაილაპრაკა და კესოს გაუღიმა. -რა გაქვს დამთავრებული?_ წელში გასწორდა კოკა და ბიჭს მიაჩერდა. -საგადასახადო საბუღალტრო. _ ჩაილაპარაკა და ოდნავ ჩამშვიდებულ კოკას გადახედა. -მემგონი, ჩემთან ჭირდებათ ბუღალტერიაში დამხმარე და ვიკითხავ. _ დამაიმედებელი ხმით ჩაილაპარაკა და კატოს მუხლზე ხელი ჩამოდო. -ხედავ, ზოგჯერ შენც შეგძლებია. _ მხარი გაკრა კატომ და გადაიკისკისა. ანაბელმა გაკვირვებულმა გადახედა კოკას, თავიდან იფიქრა რამეს ხომ არ ხლართავსო...მაგრამ ბიჭს ისეთი გულწრფელი სახე ქონდა გამორიცხულია გეგმაში რამე ცუდი ქონდეს. ან რატომ უნდა ქონდეს, ხომ იცის რომ კოკა ბოროტი არ არის, უბრალოდ ხანდახან უყვარს ენის გავარჯიშება და ეგ არის. შალვამ მადლობა გადაუხადა და კოკას თხოვნით რამოდენიმე თემა კიდევ განიხილეს, გაგნიძეს უფროსთან საუბარი რომ გაადვილებოდა. გვიანობამდე აღარ გაჩერებულან, ცოტახანში ადგნენ და ყველანი სახლში წამოვიდნენ. კესო მთელი გზა გახარებული ცქმუტავდა და მის გვერდით მდაგრ ანაბელს მაგრად უჭერდა ხელებს. მისი ქცევები არ გამოპარვია კოკას რომელიც გაკვირვებული და შუბლშეკრული უყურებდა დას. რამოდენიმეჯერ შალვასი და მისი თვალებიც დაინახა, ერთმანეთზე რომ იყვნენ გადაჯავრედინებული... სახლში მისვლისთანავე სამზარეულოში გავრდნენ გოგონები და სუფრა გაშალეს. კოკა და შალვა, ისევ სამსახურზე საუბრობდნენ და ანაბელს მოეჩვენა, რომ საერთო ენა გამონახეს. სამსახურიდან, სპორტზე და ზოგად თემებზე გადავიდნენ. აღარ გაგნიძე ჩანდა უწინდებურად აგრესიული. მემგონი რაღაცა შეიცვალა, ან მიხვდა რომ ანაბელსა და შალვას შორის არაფერი ხდება.. «მერე რა რომ მიხვდა, მაგის გამო იყო ასეთი აგრესული?» თავის თავს კითხა და სააბაზანოს სარკეში ჩაიხედა. «არა! შენს გამო რატომ იქნებოდა აგრესიული?» დამცინავად გამოეპასუხა ალტერეგო. კარებზე კაკუნის ხმა შეაკრთო და ოდნავ წამოიკივლა. -გამოვდივარ. _ გასძახა კარებს იქით მყოფს და საკეტი გადაატრიალა. -მალე თორემ გამეპარა. _ სიცილით ჩაილაპრაკა კესომ და სააბაზანოში შევარდა. სააბაზანოდან პირდაპირ ოთახში შევიდა და ჩანთიდან თმის სარჭი ამოიღო. გაშლილი დატალღული თმა მაღლა აიწია და დაიხვია. ბიჭების სიცილი მთელ სახლში სასიამონო ხმებად იღვრებოდა და ანაბელსაც უხაროდა, ცოტახნით რომ მოიხსნა დაძაბულობა მათ შორის. კარები ნელა გამოაღო და მისაღებისკენ აუჩქარებლად წავიდა. ბიჭები უკვე დივანზე ისხდნენ და გასული წლის თამაშებს განიხილავდნენ. რამოდენიმეჯერ გუგას, მატჩიც გაიხსენეს და მოგება კიდევ ერთხელ აღნიშნეს, შენიშვნებით და დამსახურებული ქებით. ანაბელი სუფრასთან მივიდა და გასარეცხი ჭურჭლის ერთ ჯამში მოგორვება დაიწყო. გაგნიძემ ქურდივით გააპარა თვალი, მაგიდასთან დატრიალებული გოგონასკენ და ტუჩის კუთხეში ეშმაკურად ჩაიცინა. როგორც კი ანაბელმა შემოტრიალება დააპირა, გუგას გახედა და კითხვაზე პასუხი თავის ქნევით გასცა. ^^^ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. სულ დღევანდელ დღეზე ფიქრობს და ცდილობს კოკას ქმედებებს ახსნა მოუძებნოს. მერე ახსენდება დილანდელი იმპულსები და სუნთქვა ეკვრის. მაშინდელივით უცხელდება სხეულის თითოეული უჯრედი და საშინლად უნდება იგივე განმეორდეს, თუნდაც წამიერად. მერე საკუთარი თავი არასასიმოვნო ფიქრებში რომ გამოიჭირა, შეეშინდა! შეეშინდა რომ ეს ფიქრები იმაზე შორს წაიყვანს ვიდრე, ანაბელს წარმოუდგენია და დაფეთებულმა დახუჭა თვალები, თითქოს და ამით გონებას პროტესტს უცხადებსო... მაგრამ მაინც ვერ მოისვენა და ფიქრებმა კვლავს შეიპყრეს, ოღონდ ამჯერად ბევრად უხამსად. პირვლად დაფიქრდა კოკას ბაგეებზე და მათი გახსენებისას ჩაეცინა. თავი სწრაფად გადაატრიალა გოგონებისაკენ და როცა დარწმუნდა რომ მის სიცილზე რეაქცია არცერთს ქონდა ფიქრი განაგრძო. « ღმერთო ჩემო ანაბელ, რაზე ფიქრობ!» გაბრაზებულმა შეუღრინა საკუთარ თავს და თვალები ძალიან, ძალიან მაგარდ მოხუჭა. «არადა როგორი სქელი და ნეტარეა!» მაინც ვერ იშორებდა კოკაზე ფიქრებს. «და მერე როგორ სისინებს!» ბოლოს მაინც ჩააშხამა ძლივს, აწყობილი ფიქრები ალტერეგომ და ბოროტულად გადაიხარხარა. ცრემლმორეული დაწვა მარცხენა მხარეს და ტუჩები სატირლად დაბრიცა... ერთადერთი რაც ძალიან ახარებს ის არის რომ ხვალ, დილის ექვს საათზე კოკასთან ერთად უნდა წავიდეს სავარჯიშოდ. ბიჭმა დაწოლის წინ კიდევ ერთხელ შეახსენა მათი შეთანხმება და ისე წავიდა თავისი ოთახისკენ. კიდევ კარგი უთხრა, თორემ ანაბელი გასვლას ვერ მოიხაბრებდა ხვალ და სირცხვილით ოთახში ჩაიკეტებოდა. დილის ექვსის ნახევარზე წამოხტა ფეხზე და პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა. თავი მოიწესრიგა და სპორტულები მოირგო ტანზე. თან არ უნდა გამომწვევად ჩაიცვას და ვარჯიშის დროს დისკომფორტი შეექმნას. ამიტომ მაქსიმალურად შეეცადა, ბრეტელებიანი მაისური მაღლა აექაჩა და ზემოდან სპორტული მოიცვა. მისაღებში დასჯილი ბავშვივით ჩამოჯდა დივანზე და ხელები მუხლებზე დაიწყო. ამასობაში, კოკაც გამოვიდა გამზადებული და ხელის აწევით მიესალმა ანაბელს. ანდრონიკაშვილი სწრაფად წამოხტა ფეხზე და კარებისკენ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი. -თავს როგორ გრძნობ?_ სადარბაზოდან გასვლისას ღიმილით კითხა კოკამ და მკლავი გაავარჯიშა. -კარგად. _ ამოილუღლუღა და ბიჭს ახედა. _ მე არ ვიცი რა უნდა გავკეთო. -არაუშავს, ყველაფერს აგიხსნი და დრო და დრო შენც ისწავლი. _ თვალი ჩაუკრა და ადგილზე «ავარჯიშდა» _ სარბენად ჩვენი უბნის ბოლოში უნდა წავიდეთ. იქ მინდორიც არის და თან, ცოტა აღმართია და კარგია. _ ნელი ნაბიჯებით წავიდა კორპუსის მეორე მხარეს და ანაბელს ხელი დაუქნია გამომყევიო. დანიშნულების ადგილამდე ხმა არცერთს არ ამოუღია. კოკა ნელა მირბოდა და ანაბელსაც ელოდბოდა. ესეც ციდლობდა არ ჩამორჩენილიყო და მის გასწვრივ ერბინა. გაგნიძემ რამოდენიმეჯერ ანაბელის დაბდურობაზეც გაიცინა, მაგრამ თქმით არაფერი არ უთქვამს. აღმართზე სირბილი მართლაც რომ ძალიან რთული აღმოჩნდა, და მითუმეტეს ანაბელისთვის. მიჩვეული არ არის და ხუთი წუთის მერე გული ლამის ამოუვარდა. კოკა ისე დარბოდა, გეგონება ეს მისთვის არაფერი არ არის და დადისო. ასეც არის, ისეა მისი ორგანიზმი და ფეხები მიჩვეული ყოველდღიურ ვარჯიშს, შეეჩვია და ახლა უადვილდება. ანაბელი მის ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებდა და ვარჯიშობდა. პრესების დროს, კოკამ თავისი სპორტული დაუფინა ბალახზე და მოსთხოვა დაწექიო. თავიდან ვერ მიხვდა რატომ აწვენდა, მერე სიცილით აუხსნა გაგნიძემ და ლოყებაფარკლულს ხელი ტერფებზე დააჭირა. -ახლა ხელები თავქვეშ ამოიდე და შეეცადე შუბლი, შენს მუხლთან მოიტანო. _ ჩაილაპრაკა ხმადაბლა და ანაბელის მოქმედებას დაელოდა. წვალებით აწია სხეული და წვალებით მიიტანა შუბლი მუქლთან. -მუხლები მეკეცება. _ ამოიჩურჩულა ხმაჩამწყდარმა და მეხუთედ მივიდა მუხლთან. -იმიტომ ვიჭერ რომ არ მოგეკეცოს. _ აუხსნა სიტუაცია და მარჯვენა ხელი მუხლებზე დააჭირა, უფრო კარგად რომ გაემაგრებინა. წვალებით ავიდა თხუთმეტამდე და მერე კოკას რჩევით გაჩერდა._ ნელ-ნელა მოვუმატოთ და უფრო გაგიადვილდება ხოლმე. _ თვალი ჩაუკრა და ახლა თვითონ გაწვა პრესების გასაკეთებლად. თვალებგაფართოვებული უყურებდა კოკას, რომელიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აკეთებდა ამ ყოველივეს. თვითონ როგორ კრავდა ძარღვებს და როგორ ჭიმავდა მოდუნებულ კუნთებს, ეს კიდე როგორი ადვილია. ყველაფერს რომ მორჩნენ, ძუნძულით დაეშვნენ დაღმართიდან სახლისაკენ. გზაში კოკას აღარაფერი უთქვამს, დაპირებისამებრ არც წაუკბენია და ანაბელი საოცრად კამყოფილია დღევენდელი დღით. მეტიც, უნდა რომ სულ ასე გაგრძელდეს... სახლში მისულს სააბაზანოში პირველობაც დაუთმო და კარები თვითონ გაუღო, ჯელტმებური ქცევით. -ახლა, კოკამ აბაზანა დამითმოო და მთლად ერთი საათიც ნუ გაჩერდები. _ ბოლოს მაინც ჩაამწარა და კარები მიუხურა. ბუზღუნით გაიძრო სპორტულები და იქვე გადაკიდა. წყლის ჭავლის ქვეშ გაბადრული სახით დადგა და თვალები დახუჭა. «ესეც პირველი დღე!» ამოილაპარაკა ხმადაბლა და ტუჩზე დაცემული წყლის წვეთების მოსაშორებლად თავი დახარა. აშკარად ძალიან კმაყოფილია დღევანდელი დღით. კოკაც ძალიან კარგად ექცეოდა და მშვიდად უხსნიდა თითოეული ვარჯიშის დანიშნულებას და რაც მთავარია წესს. სირბილის დროსაც ცდილობდა დალოდებოდა და ძალიან არ ჩამორჩენილიყო ანაბელი. ყველაფერს ისე აკეთებდა გოგონას თავი, ზედმეტად რომ არ ეგრძნო იმ სიტუაციაში და ეს ძალიან მოსწონს ანდრონიკაშვილს. ე.ი. სულაც არ არის კოკა ბოროტი და მასაც შეუძლია აგარიშის გაწევა, როცა მოისურვებს. კიდევ დიდხანს დარჩებოდა წყლის ქვეშ, მარგამ კოკას კატეგორიული გაფრთხილება გაახსენდა და წყალი გადაკეტა. პირსახოცით სხეული შეიმშრალა და მეორე პირსახოცი თავზე დაიხვია. შემოტანილი ტანსაცმელი სწრაფად მოირგო ტანზე და სარკეში ჩაიხედა. სახის მკვებავი თითების ლამაზი მოძრაობით გადაინაწილა და მერე შეიზილა. კარებზე კაკუნის ხმამ კიდევ ერთხელ შეახსენა რომ დროშია შეზღუდული და საკეტისკენ გაწია ხელი. გაანალიზებაც კი ვერ მოასწრო ისე შემოვარდა კოკა სააბაზანოში და თვალებგაფართოვებული ანაბელი მიხურულ კარზე ააკრო... გაოცებული და პირდაღებული უყურებდა მის წინ ასვეტილ, თვალებამღვრეულ კოკას რომელიც განსაკუთრებით აქტიურად აკვირდებოდა ანებლის გამობურცულ ტუჩებს და მძიმედ სუნთქვდა. როცა მიხვდა რაც ქონდა გუნებაში კოკას და საბედნიეროს ამას ძალიან გვიან მიხვდაა... გაგნიძე უკვე მის გემრიელ და მადისაღმძვრელ ბაგეებს აგემოვნებდა! მომენტალურად დაეხუჭა მინაბული თვალები... მერე როცა კოკას ტუჩები უფრო კარგად იგრძნო და მიხვდა რაც ხდებოდა მის თავს, თვალები სწრაფად დაქაჩა და ნეტარედ მინაბულ კოკას დახუჭულ თვალებს მიაჩერდა. ბიჭი აშკარად არ აპირებდა შეჩერებას, ანაბელი კი, ერთ ადგილზე გაშეშებული და კარებზე აკრული, ვერ ინძრეოდა. არასდროს დაფიქრებულა, პირველ კოცნაზე... და მითუმეტეს ასეთი ფორმით შემდგარზე. ანდრონიკაშვილისთვის ეს ყველაზე წმინდას უკავშირდება და ახლა გაგნიძემ ისე შეურაცხყო მისი ოცნების პირველი კოცნა, ფიქრებსაც ვერ უყრის თავს... მიუხედავად უარყოფითი ემოციებისა, თავს მაინც საოცრად კმაყოფილი გრძნობს. კმაყოფილი ალბათ იმიტომ რომ ბიჭისგან წამოსული, ემოციები ანაბელსაც გადაედო და მიხვდა რომ კოკასთვის ეს კოცნა სულ ერთი არ არის. მერე რა გრძნობებში კარგად რომ ვერ ერკვევა, იმას მაინც იგებს ბიჭი როგორი გრძნობით კოცნის და ესეც საკმარისია. ხელები ძლივს ააძვრინა კოკასა და მის მუცელს შორის და მკერდზე მიაბჯინა გაგნიძეს მოსაშორებლად. კოკა ირონიული ღიმილით მოცილდა თვალებმაღვრეულ ანაბელს და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიყოლა. აკანკალებული თითები ერთმანეთში ახლართა ანაბელმა და კოკას ჭინკებათამაშებულ თვალებში ჩახედა. როგორ უნდა რომ თავი შეიკავოს და ყელში მოწოლილი ცრელის ბურთულა გაგნიძის თვალწინ არ დაადნოს... მაგრამ ვერ იკავებს! პატარა ბაღის მოსწავლესავით გადმოყარა ცრემლები სათითაოდ და ბოლოს აზლუქუნდა. ხელები სახეზეე აიფარა და ტირილს უფრო უმატა. კოკამ გაფართოვებული თვალებით დახედა ანაბელს და სერიოზული გამომეტყველებით გაიშვირა ხელი გოგონასკენ. ფრთხილად მოკიდა ნიკაპქვეშ თითები და თავი წვალებით ააწევინა მაღლა. ანაბელი არაფრის დიდებით არ იხედებოდა და თვალებში არ უყურებდა. ასეთი შერცხვენილი არასდროს არ ყოფილა. ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს სცენაზე დგას და ყველა მას უყურებს. მსუბუქად აიქნია კოკას მოხვეული ხელი მხირდან და სრუტუნით გადააქნია თავი. -მოიცა. _ სახელურისკენ წაღებული ხელი დაუკავა და ისე კარებზე ააკრო ატირებული. -ჩემს ოთახში მინდა. _ ამოილუღლუღა ცრემლებისგან დასუსტებული ხმით და თვალები დაბლა დახარა. კოკამ ანაბელის შუბლთან მიიტანა ტუჩები და ნელა შეეხო გაცხელებულს. -ორივემ ვიცით რომ ოთახში წასვლა არ გიშველის. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა კოკამ და ანაბელს სახე მაღლა ააწევინა. _ სასაუბრო გვაქვს. _ ღიმილით დასძინა მანდ და ცრემლები ცერა თითით შეუმშრალა. _ პირვლად ვხედავ, გოგოს ასე უხდებოდეს ტირილი. _ გულწრფელად და სიცილით ჩასჩურჩულა ანაბელს და თმები უკან გადაუწია. -ოთახში მინდა. _ ისევ იგივეს იმეორებდა და აწითლებულ ლოყებზე ხელისგულებს იდებდა. -ასე არ გამოვა, შენ შენსას აგრძელებ! მე ჩემსას!_ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და სააბაზანოს კარები გამოაღო. _ ახლა გადი ოთახში და ზუსტად ხუთ წუთში ჩვენს სადარბაზოს წინ გელოდები!_ ღიმილით უბიძგა ანაბელს და თვალი ჩაუკრა... ლამის სირბილით შეაღო ოთახის კარები და მძინარე დებს გადახედა. ცრემლები სასწრაფოდ შეიმშრალა და აივანზე გავიდა. დივანზე ფეხმორთხმული ჩამოჯდა, თვალები მაგრად დახუჭა და სუფთა ჰაერი დახარბებულმა შეისუნთქა. «გული!» ამოილაპრაკა ხმადაბლა და აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო. ნეტავ შეეძლოს რამოდენიმე წამის უკან დაბრუნება, ახლა ასეთ დღეში ხომ არ იქნებოდა. იმ კარებს არავითარ შემთხვევაში არ გაუღებდა კოკას და სააბაზანოში ცხვირსაც კი არ შეაყოფინებდა. იქნებ რამე გააკეთა არასწორად, იქნებ თვითონ მისცა ამის მიზეზი და კოკამაც არ დაიხია უკან... აბა სხვანაირად როგორ შეიძლება, შეყვარებული ყავს რომელზეც გიჯდება. შეიძლება ესეც მისი გეგმის ნაწილია, ან უბრალოდ ანაბელმა მისცა დღეს მიზეზი და კოკამაც ვეღარ შეიკავა თავი. «აბა რა გეგონა იმ ბრეტელებიან მაისურში რომ გამოიკვაპწე» ამოისისინა ალტერეგომ და უარესად მოუშხამა და მოუწამლა ისედაც დამძიმებული ხასიათი. კიდევ ერთხელ გადმოცვივდა ცრმელები თვალებიდან, ვერასდროს წარმოიდგენდა მისი პირვეელი კოცნა ასეთი ვირული თუ იქნებოდა. ჯერ რა წესია სააბაზანოში შევარდნა და მერე მთელი ძალით კარებზე მიხხეთქება. კიდევ კარგი ყველას ძინავს და მომსწრე არავინ არ გახდა, მათი სააბაზანოში ყურყუტის. გაცხელებულ შუბლზე ხელი მიიდო და ღიმილით გადაისვა თითები კოკას ნაკოცნ ადგილად. მერე ქვემოთ ჩამოუყვა და ბაგეები ენის წვერით ნაზად დაისველა. «სულაც არ ცოდნია ცუდი კოცნა, შემოვარდნა ქონდა ვირული უბრალოდ.» ხმადაბლა ჩაუჩურჩულა და თავის უხამს ფიქრებზე თვითონვე ჩაეცინა. -მე რა გითხარი?_ უკნიდან მოესმა კოკას სიცილნარევი ხმა და ადგილზე შეხტა. დაფეთებულმა მიიხედა უკან და აივნის დაბლა მდგარ კოკას ჩახედა. _ მალე ახლა! გელოდები!_ წარბწეულმა დაუბრიალა თვალები და თავით ანიშნა ოთახში შედიო. ფეხების კანკალით შევიდა ოთახში და მერე შემოსასვლელი კარებისკენ წავიდა. კარები ოდნავ ღია დახვდა. არ უნდოდა ძალიან ეხმაურა და ყველა დაეღვიძებინა, ამიტომ კარები ოდნავ მიკეტა და კიბები ფრთხილად ჩაიარა რომ არ წაქცეულიყო. კოკა კედელზე იყო მიყრდნობილი და ჯიბეებში ხელჩაწყლობილი ათამაშებდა მარჯვენა ფეეხს. ანაბელის დანახვისას წელში გასწროდა და ღიმილით გადახედა. -წამო. ხელი დაუქნია და ანიშნა ჩემთან მოდიო. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა გაგნიძეს და გვერდით დაუდგა. კოკამ მხარი ზუსტად ისე გაკრა როგორც გუშინ, მზესუმზირის ჭამის დროს. ანაბელმა თავი უფრო დაბლა დახარა და მოსიარულე ფეხსაცმელებს დააშტერდა. -კიდევ დიდხანს უნდა ვიაროთ ასე ჩუმად?_ მოულოდენალდ გაღიზიანებულმა წამოიძახა და შედგა. ანდრონიკაშვილმა მხრები აიჩეჩა და აწყლიანებული თვალებით ახედა კოკას. -შენ რა კიდევ ტირი? სიცილით კითხა ბიჭმა და თავზე ორივე ხელი მაგრად, მაგრამ უმტკივნეულოდ მოუჭირა და თავისკენ მიაჩოჩა. ანაბელმა უარის ნიშნად თავი გააქნია და მძიმედ ამოისუნთქა. ახლა ხმა რომ ამოიღოს, კოკას წინ თბილისის ზღვას წამებში დააყენებს. ამიტომ ურჩევნია უხმოდ იდგეს და თავი უქნიოს.გაგნიძე მიუხვდა ჩანაფირს და იქვე მდგარი სკამისკენ წაიყვანა. უსიტყვოდ დააჯინა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. ჯერ დილის რვა საათია და ხალხის ჭაჭანება არ არის ეზოში. არადა როგორც წესი, უბნის ჭორიკნებს უკვე უნდა ეღვიძოთ და პოსტებზე იდგნენ. კოკამ ამ შემთხვევით ისარგებლა და ანაბელის თმებს წაეთამაშა. -წეღან გეეწყინა თუ გეტკინა?_ სიცილით წამოიძახა ცნობილი ფრაზა და თავი მიატრიალებინა. ანაბელს ხმა არ არმოუღია, გასუსული იჯდა და კოკას თაფლისფერ თვალებს უყურებდა. მოეჩვენა რომ ბიჭის თვალბმა ფერი იცვალეს... ახლა შედარებით ღიაა და ანაბელიც ძალიან კარგად ხედავს საკუთარ ანარეკლს. ადრე როცა უყურებდა სიმუქის მეტს ვრაფერს აღიქვამდა. -საერთოდ სააბაზანოში შევარდნებს არ ვარ მიჩვეული, მაგრამ შენს შემთხვევაში გადამეკეტა. _ ისევ კოკამ განაგრძო საუბარი. ანაბელმა გაოცებულმა ახედა და თვალებით დაუსვა კითხვა. _ რატომ და რაც გაგიცანი იმის მერე ნერვებს მიშლი! _ გულწრფელად გასცა პასუხი და კოპები შეკრა. -მერე მაგის გამო უნდა შემომავრდნოდი სააბაზანოში? _ პასუხით უკმაყოფილო წამოენთო და თვალების ბრიალით წამოიძახა. -არა! მაგის გამო არა, სააბაზანოში იმიტომ შემოვარდი რომ მეკოცნა. _ თვალი ჩაუკრა და თმების ბოლოები თითზე დაიხვია. -აქ რისთვის გამოვედით?_ ამოილუღლუღა ხმადაკარგულმა და სველ თმებზე ხელი გადაისვა. -გაცივდები. _ სულ სხვა თემაზე გადაიტანა კოკამ საუბარი. სპორტული მოსასხამი გაიხადა და ანაბელს მოაცვა. კაპიშონი სასაცილოდ ჩამოაფხატა თავზე და წინ გამოწეულ ნაწილზე თითი დაკრა. _ გიხდება. _ ლოყაზე ორი თითის ზურგი მოუჭირა და სახე დაისრიზულა. _ მე და ანა დავშორდით. _ საუბარი ანაბელისთვის მოულოდნელი თემით განაგრძო. -რატომ?_ დადარდიანებული ხმით იკითხა. -არ გვინდა დრამატული მიმიკბის მიღება. ვიცი რომ გაგიხარდა!_ ღიმილით მოუჭირა მკლავზე ხელი და თავისკენ მიაჩოჩა. _ რატომ ეგ მარტო მე და მას გვეხება... შენთვის მთავარია ახლა რას ვიზამთ ჩვენ. _ კაპიშონი ოდნავ გადაუწია და ანაბელის გაოცებულ თვალებს მიაჩერდა. -მე და შენ?_ თითით ჯერ თავის თავზე მიანიშნა და მერე კოკასკენ გაიშვირა. გაგნიძემ თავი დაუქნია და სივრცს გახედა. -ხო მე და შენ!_ ჩაილაპრაკა ისე რომ ანაბელისთვის არ შეუხედავს. -ჩვენ... რაზე... უნდა ვის..._ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლუღლუღებდა და კოკას საშინლად მომხიბვლელ წამწამებს აკვირდებოდა. -რაზე და მეორე კოცნაზე... _ სიტყვა გააწყვეტინა გაგნიძემ და ღიმილით ახედა. ანაბელი დაფეთებული გახტა უკან, ვაიდა კიდევ რომ მეცეს სად მივდივარო. კოკამ მის ბავშვურ ქმედებას ხმამაღალი სიცილი შეაგება. ანდრონიკაშვილმა გაბრაზებულმა შეკრა შუბლი და თვალები დააწვრილა. თან აინტერესებდა რას იტყოდა კიდევ კოკა. ანასთან დაშორების ამბავი მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია ნორმლაურად რა უთხრა ბიჭმა. მარტო ის იცის რომ კოკა არ იტყუება და არ ამასხარავებს. ადრინდელივით სჩანს მის თვალებში სიმართლის სხივი. წაკბენებს და ირონიულდ წამოძახებებს მაინც ვერ მოეშვა და ეს ამ დიალოგსაც შესაფერისად დაატყო, მაგრამ ანდრონიკაშვილისთვის ეს დილა სრულიად განსხვავებულია... სისინიც კი სხვანაირი აქვს კოკას, ახლა უკვე იცის რომ გულთან არ უნდა მიიტანოს, ან თუ მიიტანს ძალიან არ უნდა განიცადოს. -მეორედ აღარ გაკოცებ!_ ჯუჯღუნით გააპროტესტა და დაბურცული ტუჩები ერთმანეთს მიაწება. -აა, პირვლად შენ მაკოცე? წარბები თეატრალურად აზიდა კოკამ და ალმაცერად შეათვალიერა გოგონა. თან მისკენ იხრებოდა და უახლოვდებოდა, ანაბელი უფრო და უფრო უკან იწოედა და იმდენს ვერ ხვდება, რომ სკამი უსასრულო არ არის და დაბლა დაებერტყება... დაებერტყებოდა კიდევაც, სხარტი მოქმედებით კოკას რომ არ დაეჭირა გადაქანებული სხეული და ისევ სკამზე არ დაებრუნებიინა, დაბერილი ძარღვებით და გაბრაზებული თვალებით. -კიდე გაიწევი და მოადენ ზღართანს!_ გაჯავრებულმა დაუგეგმა უცებ მომავალი ნაბიჯები და ისევ სივრცეს გახედა. -აღარ გავიწევი. _ ჩაიფრუტუნა და მანაც კოკას მიბაძა. -რაო რას ამბობდი აღარ გაკოცებო?_ უსიამოვნო დუმილი კოკას ცინიკურმა ბარიტონმა დაარღვია. -ხო!_ ჩაილაპრაკა მტკიცედ და ხელები გადაიჯვარედინა. -კარგი. _ კოკამ მხრები უდარდელად აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. _ წავედით. _ ხელი გაუწოდა წამოსაყენებლად და თავი უკან, თავისი კორპუსისკენ გადააქნია. ანაბელმა ჯერ კოკას ხელს დახედა მერე კი ცხვირაბზუებული წამოდგა ფეხზე და ხელები კოკას მოსასხამის ჯიბეებშო ჩაიწყო. ჯერ კიდევ ვერ მოინელა სააბაზანოში ვირივით შევარდნა და ახლა მეორე კოცნაზე გაუბა ბაასი. ნეტავ ვინ გონია თავი, რადგან ერთხელ არ გაარტყა და ხუთითი თითი არ დაატყო, გონია ალბათ რომ ახლაც იგივენაირად დაუთმობს. აბა გაბედოს და მერე ნახოს როგორია ალაპლაპებული ლოყები. სადარბაზოსთან უხმოდ მივიდნენ, სახლის კარებთან კოკამ გააჩერა და თავისკნ მიატრიალა. -ჯერ არაფერს არ ვიმჩნევთ. _ დაარიგა და ლოყაზე თითები მოუჭირა. -რა უნდა შევიმჩნიოთ?_ ჩაილაპრაკა დაბნეულმა. -არაფერი... არაფერი!_ გამოჯავრებული სიცილით გადააქნია კოკამ თავი და სახლში შეატარა. მისაღებში ნინო მტვრების საწმენდით დაბორიალობდა და თან ღიღინებდა. კოკას და ანაბელის დანახვისას გაკვირვებულმა გადახედა ორივეს. -ამ დილაუთენია სად დადიხართ?_ ღიმილით იკითხა და ლოყებაფარკლულ ანაბელს გადახდა. -სავარჯიშოთ ვიყავით. _ ურეაქციოდ ჩაილაპრაკა კოკამ და ანაბელს კაპიშონი კიდევ უფრო კარგად წამოაფარა ნინოს სველი თმები რომ არ დაენახა და ეჭვი არ გასჩენოდა. -სავარჯიშოთ?! ახლა?!_ ეჭვნარევი ღიმილით ჩაილაპრაკა ქალმა და დივანზე ჩამოჯდა. -მშია!_ სხვა თემაზე გადაიტანა კოკამ საუბარი და ხმამაღლა გამოაცხადა. -შედი და ჭამე, მაცივარი არ იცი სად დგას თუ თეფშს ვერ მიაგნებ?_ ირონიული ღიმილით კითხა ქალმა და თავი გაადააქნია. -ანაბელ, დამეხმარები?_ ერთ ადგილზე დაყუდებულ ანდრონიკაშვილს ხელი ოდნავ მიკრა და გამოაფხიზლა. -აჰ... კი როგორ არა. _ ამოილუღლუღა ჩქარ-ჩქარა და სამზარეულოსკენ წავიდა. კოკა სიცილით გაყვა გოგონას და სამზარეულოს კარებთან შეჩერდა. ანაბელმა ქუდი მოიხადა და თითქმის მშრალი თმა მაღლა აიწია. გაგნიძემ მისაღები ოთახის მხარეს გაიხედა და როცა დარწმუნდა რომ ნინო, ჰორიზონტზე არ ჩანს ანაბლისკენ წავიდა. უკნიდან ამოუდგა სუსტ სხეულს და მარჯვენა ხელი ანაბელისკენ წაიღო. ანდორნიკაშვილს ციებ-ცხელება დაემართა. ოფლით დაცვარულ ყელზე თითები მაგრად მოიჭირა და თვალები მკვდარივით დახუჭა. კოკამ, ერთი ჩაიცინა და ორივე ხელი ძალიან მაგრად მოუჭირა წელზე, მერე კი თავისკენ შეატრიალა და დახუჭულ თვალებზე ღიმილით მიადო ტუჩები. ანაბელმა გაბრაზებულმა დაუქაჩა თვალები და მისი მოშორება ცადა, მაგრამ კოკამ კიდევ უფრო მაგრად მოხვია ორივე ხელი და ისევ... ვირივით დაეძგერა ამობურცულ ბაგეებზე! თვალებდაქაჩულმა მოიცილა კოკას სხეული და გაშლილი ხუთი თითი პირდაპირ საფეთქელსა და ლოყას შორის მოსცხო. გაგნიძემ თვალებგადართოვებულმა გადახედა ჭარხალივით ალიპლიპებულ ანაბელს და ხელი აწითლებულ ადგილას მიიდო. ანდრონიკაშვილმა შუბლი დამნაშვესავით შეჭმუხნა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიყოლა. კოკას წამებში აენთო ცეცხლისფერი თვალებში. ანებლმა იმის გაფიქრებაც კი მოასწრო რომ, ახლა გაგნიძე აიღებს და ისე მაგრად ლეწავს იმ ძლიერ ხელებს, ანდორნიკაშვილისგან ძველიც კი არ დარჩება... მაგრამ! კოკამ ორივე ხელი ძალიან მაგრად მოუჭირა ლოყაზე და კვლავინდებურად ვირივით დაეძგერა აწითლებულ ბაგეებზე. სახეს ძვრა რომ ვერ უქნა ტანის და ხელების ქნევა დაიწყო... კოკამ უფრო მაგრად მოუჭირა ხელები და მიანიშნა ნუ ხვანცალებო! ანაბელმა საშველი რომ ვერ მონახა ისევ ცრემლები გადმოყარა. გაგნიძემ ბაგეებზე ცხელი სითხე რომ იგრძნო თვალები გაახილა და ხელები მოაშორა ლოყებიდან. -გავგიჟდბი!_ ამოილაპარაკა უკმაყოფილომ და მაგიდას მიყრდნო. _ რამდენჯერაც გაკოცებ ასე უნდა აზლუქუნდე ხოლმე?_ წარბშეკრულმა გადახედა მტირალა ანაბელს და ხელი სახისკენ გაიწვდინა. -ხო! ვიტირებ და გაჩერდები ხოლმე. _ ამოისლუკუნა გულამოვარდნილმა და ხელები გადაიჯვარედინა. -ანუ იმიტომ ტირიხარ რომ გავჩერდე ხოლმე?_ წარბაწეულმა კატეგორული მზერით გადახედა და პასუხს ტუჩაწეული დაელოდა. -ხო.. არა... კი!_ დაბნეული აბლუყუნდა და თან ცრემლების შემშრალება დაიწყო. -იტირე, მე ხომ გითხარი რომ ტირილი ძალიან გიხდება! ტუჩებიც უფრო გებერება და ბევრად მადიანი ხდება. ლოყები კიდევ ისედაც სულ აწითლებული გაქვს. რასაც ვერ ვიტყოდით ჩემზე. _ ღიმილით საუბრობდა გაგნიძე. ბოლოს ხელი მუქარის ტონით მიიდო გარტყმულ ადგილას და ანაბელისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. -აბა რას მეძგერე და მაკოცე?_ თავის პოზიციას არ თმობდა ანაბელი. არადა საშინლად განიცდის კოკას აპომიდვრებულ ლოყას. არ უნდოდა ასე მწარედ გამოსვლოდა, მაგრამ რა ქნას დადებულ პირობას ვერ გადაუხვია, მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგი არ იყო ეკოცნა... ამის მერე ასეთ უაზრო პირობას აღარ დადებს! აკოცოს რამდენიც უნდა, თუ უნდა მთელი დღე არ მოცილდეს... ისე კარგად გამოსდის გაგნიძეს ანაბელის დადუმების პროცესი, რომ უარს ამაზე არცერთი ნორმალური, შეყვარებული ქალი არ იტყვი. «შეყვარებულიო? საიდან დაასკვენი?» უცებ წამოენთო პროვინციელი. -მეძგერე და მაკოცე რა სიტყვაა, სოფელში იციან ხოლმე მასე?_ირონიულად გამოაჯავრა კოკამ და ანაბელს შუბლზე ჩამოვარდნილი თმები უკან გადაუწია. _ გაშლილ თმაზე მეტად აწეული გიხდება!_ მეორე კომპლიმენტმაც გაიჟღერა. -მადლობა... _ ჩაილაპრაკა დამორცხვილმა და თმებზე ხელი გადიასვა. კოკა მის საქციელს ხმამაღალი სიცილით შეხვდა. -სულ მადლობების მოხდა რა საჭიროა?_ ღიმილით ააწევინა თავი მაღლა და ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი ჩამოუსვა. ანდრონიკაშვილმა თვალების ფახუნით ახედა და მხრები მსუბუქად აიჩეჩა. კოკა ისევ მაგიდასთან დაბრუნდა და სკამზე ჩამოჯდა. -მშია. _ შეახსენა სამზარეულოში შემოსვის მიზეზი და მაგიდაზე თითები აათამაშა. -რა გაგიკეთო?_ მაცივარი გამოაღო და ინტერესით გადახედა პროდუქტებს. -მზად არაფერია?_ უკმაყოფილომ შეკრა წარბები და ტუჩები გვერძე გაწია. -კი, გუშინდელი ჩაშუშული პომიდორი. _ საფეთქელზე თითი მიიდო და მაცივარი ოდნავ მიხურა. _ გინდა? -არა! შენი სალათა გამიკეთე._ ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი და ოდნავ მავედრებლი მიმიკით შეხედა. -აბა არ მომეწონაო?!_ ნაწყენმა შეახსნა მაშინდელი დიალოგი. -მაშინ არ მომეწონა და ახლა გამიკეთე, იქნებ ახლა მომეწონოს._ ღიმილის არ იშორებდა სახიდან კოკა და უფრო და უფრო იწვევდა ანაბელს. -კარგი! _ მობუზულმა ამოილუღლუღა და ინგრედიენტები გამოალაგა. პომიდვრის დაჭრას აპირებდა ხელები რომ დაებლუკა. აქამდე თუ სამზარეულოში მოერე პირვონების არსებობს ვერ ეგუებოდა, ახლა ხელები უკანკალებს იმის წარმოდგენისას, რომ მის უკან კოკა ზის და ლოდინის რეჟიმი აქვს გააქტიურებული. -ასე ვერ გავაკეთებ. _ ბიჭისკენ დარცხვენილი მიტრიალა და დანა დაბლა დაუშვა. -ასე როგორ?_ გაკვირვებულმა გადახედა ანაბელს და მის უკან ხის ფიცარზე განლაგებულ პროდუქტებს გაუშტერა თვალი. -სამზარეულოში ვინმე რომ არის ვერაფერს ვერ ვაკეთებ და შეგიძლია გახვიდე? მუდარა გაისმა ანდრონიკაშვილის ხმაში. კოკა უსიტყვოდ წამოდგა და კარებისკენ წავიდა. არ ეგონა ასე მალე, პრეტენზიების და რეპლიკბის გარეშე თუ დატოვებდა სამზარეულოს კოკა. ანდრონიკაშვილი სწრაფად მიტრიალა და საქმის კეთება განაგრძო. თან მთელი გულით და გონებით, ისევ კოკასთან არის და მის თითეული შეხებას იხსენებს. ყველა შეხებაზე, ელექტროდენები უვლის გამოუცდელ გოგოს სხულში და საშინლად არ მოსწონს ეს სიახლე. არ უნდა რომ რამოდენიმე დღის, ან თუნდაც საათის შემდეგ აღმოაჩინოს რომ, ყოველივე ეს კოკას ერთ დღიანი წამოვლა იყო. ვერ აიტანს მისგან, კიდევ ერთხელ რომ მოისმინოს ამრეზიით და ირონიით ჩალაპრაკებული სიტყვები. და მითუმეტეს ახლა, როცა გაიგო რომ კოკასაც აქვს სხვა მხარეები ანაბელთან მიმართებაში. შეგნებულათ არ უშლის ნერვებს და სიტყვებზე არ ეკიდება... მერე რა სოფელს ისევ რომ ახსენბს და ანაბელსაც ეხუმრება, ამას მართლა აღარ აღიქვამს ტრაგედიად და მტკივნეულ თემად... ისეთი შეგრძნება აქვს, რომ კოკა ეხუმრება და არ უნდა დილანდელის გამო დისკომფორტი შეუქმნას. პირიქით ბიჭისგან ასეთ გულწრფლობას აფასებს, ალბათ ის უფრო გაუკვირდებოდა დღესვე რომ შეეწყვიტა,მისი გაბრაზება და ნერვების შლა გაგნიძეს. გამზადებული სალათა მაგიდაზე დადგა და მისაღებიდან შემოსულ ხმებს ყური დაუგდო. როგორც ჩანს მახომაც გაიღვიძა და კოკას ესაუბრება. ნინოს ხმა არ ისმის, ე.ი. მეზობელთან არის გასული ყავის დასალევად. სუფრა ორ კაცზე გააწყო და მისღებში გაფრატუნდა. -სუფრა გავშალე და ხომ ისაუზმებთ?_ ღიმილით კითხა მახოს და კოკას ვნებიან თვალებს მზერა აარიდა. -ოო, შენი გამზადებული საუზმე მართლაც რომ საუცხოო იქნება. სიცილით წამოდგა ფეხზე, ანაბელს მხარზე ხელი გადახვია და სამზარეულოსკენ წაიყვანა. კოკაც დაბღვერილი სახით წამოდგა და მოჭუკჭუკე მახოს და ანაბელს წინ გადაუსწრო. სამზარეულოში თავისი ადგილი დაიკავა და თეფშზე სალათა დამშეულმა გადაიღო. -ყავას ან ჩაის დალევთ?_ -დილაობით მე სულ ყავას ვსვამ, გაითვალისწინე!_ ღია თაფლისფერი თვალები ჭინკებით აევსო გაგნიძეს და ანაბელს, მამამისის შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა,პარალელურად კი ქვედა ტუჩზე იკბინა. ბიჭის ქმედებით აფორაჯებულმა მაიტრიალა თავი საპირისპირო მიმართულებით და მახოს პასუხს ისე დაელოდა. მამაკაცმა ჩაი დამისხიო და საჭმლის ჭამა განაგრძო. საშინლად არ უნდა, უკან მიტრიალება და კოკას ამღვრული, ვნებებით მოცეკვავე ჭინკების დანახვა. ხელები გაშალა და ოდნავ აკანკალებულ თითებს გაშტერებული დააკვირდა. როცა რამეზე ნერვიულობს სულ ასე ემართება, მთელი დღე კანკალს ვერ იჩერებს. ფინჯნები ხმაურით მიიტანა მაგიდამდე და გაანაწილა. -შენ არ გშია?_ სკამზე ჩამოსკუპებულ ანაბლს წარბაწეულმა გადახედა და მაგიდის ცარიელ ადგილს დააშტერდა. -არა, დილაობით ვერ ვჭამ. _ ბიჭის აბრიალებული თვალები რომ დაინახა, გადაწყვიტა უფრო კონკრეტულად აეხსნა სიტუაცია. მახოს თანდასწრებით რამე თავისებური რომ არ ეთქვა. -მეც არ ვთქვი, საიდან ასეთი მოვლილი ფორმები მეთქი. მაინც ვერ შეიკავა თავი კოკამ და ირონიულად წაისისინა. მახომ თვალების ბრიალით გადახედა შვილს და მზერით დატუქსა. ანაბლი ბრინჯივით დაიბა, უხერხული სიტუაციის განსამუხტად ფინჯანი მაგიდაზე დადგა და სალათა გადაიღო. ალბათ ამით უფრო კოკას გადარწმუნება უნდოდა, მიუხედავად იმისა რომ იცის ბიჭმა ყოვეელივე ეს მის გასაბრაზებლად წამოიძახა. საუზმეს როგორც კი მორჩნენ მახო ეზოში გავიდა, მეგობრებთან ერთად დაჩაზე უნდა ავიდეო. კოკა სამზარეულოში დარჩა და საქმიან ანაბელს ქცევების კონტროლი დაუწყო. -ისე ის მოკლე შორტი რომ გაქვს... თაფლისფერი._ ნიჟარასთან მდგომს უკნიდან ამოუდგა და თეძოზე ერთი ხელი მაგარდ მოუჭირა. შეშინებულმა ოდნავ წამოიკივლა და გვერდულად ახედა მასზე აკრულ სილუეტს. -მოკლეა?_ გაოცებულმა მოუსვა «გუბკა» თეფშს და ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში. -მოკლეებზე გართულება არ მაქვს, უბრალოდ ზოგჯერ შეეცადე მაისური და ზედა ორივე გამომწვევი არ იყოს. _ თეძოზე მოჭერილი ხელი მაღლა ააცურა და მუცელზე მოხვია. -კოკა, ვინმე შემოვა და დაგვინახავს. _ გაპარული ხმით წამოიჩურჩულა და კარებს გახედა. -დაგვინახონ! _ არანაკლებ ხმაჩამწყარმა გასცა პასუხი და ანაბელს თავი მაღლა ააწევინა. _ შენთვის მაგას რამე მნიშვნელობა აქვს?_ ინტერესით ჩააჩერდა თვალებში. -როგორ არა აქვს! შენი აზრით მოსაწონია ის რასაც ჩვენ ვაკეთებ, მე კესოს და კატოს ვუთხარი რომ.... -ჩჩჩ! კესოს და კატოს, ის არ ახსოვთ გუშინ რა ჭამეს. და ასევე დღემდე გონიათ რომ ბადრისთან პრეტენზიები მაქვს._ სიცილით ჩაილაპრაკა და ანაბელის ზურგი უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერდზე. -გაქვს კიდევაც, შენ სულ ეჩხუები კატოს!_ თვალებდაკვესებულმა ახედა ბიჭს და შეეცადა მისი ძლიერი მკლავი როგორმე მოეშორებინა. არ უნდა რომელიმეს თავისი ქცევით აწყენინოს. არც ის უნდა ეს ამბავი, ასე მოულოდნელად გაიგონ. ამას ურჩევნია საერთოდ ვერ გაიგონ კოკას და მას შორის პირველი და მეორე ამბორი რომ შედგა. ანაბელს გოგონებთან ისეთი ურთირთობა აქვს, რომ ამ სიტუაციას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუმალავს. უბრალოდ არ შუძლია, მათ სახლში, გვერდითა ოთახში კოცნიდეს კოკას... თუნდაც ძალით და ვირულად, მაგრამ კოცნიდეს და ამ ყველაფერს გოგონებს უმალავდეს. თავს ყველაზე დიდ დამნაშავედ მიიჩნევს და ზუსტად ეს გრძნობა არ უნდა რომ უფრო გაღრმავდეს. მერე მოდის ნინო და მახო... ფიქრებიდან გაგნიძეს ტუჩებმა გამოიყვანა, ყელზე გაბატონებული რომ დააცოცებდა. თვალები სიამოვნებისგან განაბულმა დახუჭა და სველი ქაფიანი ხელი კოკას ხელს დაადო, მუცელზე რომ ხვევდა მთელი ძალით. -ქარიშხალი გვიახლოვდება. სიცილით ჩაილაპარაკა კოკამ და რამოდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. ანაბელი სწრაფად გამოერკვია ვნებების ძილბურანიდან და ნიჟარას მიუბრუნდა. თან ცდილობდა აჩქარებული გულისცემა და სუნთქვა დაერეგულირებინა... სამზარეულოში მთქნარებით შემოვიდა კესო და ხელის აწევით მიესალმა გადაფითრებულ ანაბელს და არხეინად მომღიმარ ძმას. -ამ დილაუთენია რას შეკრებილხართ?_ თვალებმოჭუტულმა იკითხა და გამოწეოულ სკამზე ჩამოჯდა. _ აუ მეძინება. _ჩაიფრუტუნა მთქანრებით და თავი მაგიდაზე დადო. -ათი საათი ხდება კესო. _ საათს ახედა კოკამ და მერე მაგიდაზე გართხმულ დას დახედა. -აუ მშია და რა გვაქვს?_ სწრაფად წამოფრინდა ფეხზე და მაცივარს მივარდა. -ანაბელის უგემური სალათა. _ ირონიულად ჩაილაპრაკა კოკამ და თვალებდაწვრილებულ და გაბუტულ ანაბელს, თვალი ეშმაკურად ჩაუკრა. -ამ ბიჭმა ხომ ტაქტიანად საუბარი ვერ ისწავლა. _ გაღიზიანებულმა გაკრა ძმას მხარი და სალათა თეფშე გადაიღო. -ოჰ, ჩემი გულთბილი სალამი და მშია!_ ხელებაწეული შემოვარდა სამზარეულოში გუგა. ^^^^ მისაღებში დივანზე იჯდა და ერთ წერტის გაშტერებული უყურებდა. გოგონები თავის ბიძაშვილთან წავიდნენ, ნინომ რაღაც წვრილმანები გაატანა და წაუღეს. ანაბელმა უარი განაცხადა წასვლაზე, ხასიათზეც ვერ იყო და თან მოთენთილია და მემგონი სიცხესაც აძლევს. ნინომ ჟურნალების მაგიდა ცხელი ჩაის ფინჯნებით აუვსო. გუგა და კოკა სავარძელში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. გაგნიძე განერვიულებული ადევნებდა ანაბელის ყველა მოქმედებას თვალს. დაცემინების დროსაც კი ანაბელთან ერთად აქანავებდა თავს... დღეს სველი თავითით რომ იბოდიალა გარეთ იმის შედეგია სრუტუნიც და ჩაწითლებული თვალებიც. რამდენჯერაც კოკას გადახედა ბიჭი ბოდიშებს უხდიდა დღევანდელი ამ ინციდენტის გამო და თან თავისი მომხიბვლელი ღიმილით უღიმოდა. ცოტახანში გუგაც წავიდა, ვარჯიშზე... ნინო ბევრი ფიქრის და ყოყმანის შემდეგ მეზობელთან გავიდა ნამცხვრის რეცეპტის ჩასაწერას. კოკამ დრო იხელთა და იმ წამსვე დივანზე გადასკუპდა. ანაბელის გავარვარებულ შუბლს აწითლებული ტუჩები მიადო და ტემპერატურა შეამოწმა. -რა სუსტი ორგანიზმი გქონია. _ღიმილით ჩაილაპრაკა და პლედი შეუსწორა. _ ამის მერე მეცოდინება რომ უნდა ჩაგფუთნო. _ აფორაჯებულ ლოყაზე თითები მოუჭირა და თმებზე მოეფერა. ანაბელმა სუსტად ამოიკნავლა და თვალები მინაბა. ჯერ ისედაც ხომ აბნევს და აბნევს ეს ბიჭი, მაგრამ ახლა საერთოდ ვერ იღებს ხმას. ძალა არ აქვს ბგერის წარმოსათქმელად და მარტო თავს აქანავებს რობოტივით. კოკაც სარგებლობს მისი სისუსტით და ხან სად წაეთამაშება თითებით ხან სად... ცხვირი ატკინა უკვე იმდენჯერ მოუჭირა და გაუშვა თითები. -კოკა მეძინება. _ ამოიჩურჩულა და კოკას მხარზე თავი მიადო. -დაიძინე მერე. _ ღიმილით გადაუწია გვერძე თმები და ყელზე მოეფერა. _ გინდა იავნანა გიმღერო და წამებში მოგიყვანო აზრზე?_ სიცილით იკითხა და ანაბელის ბგერებით გამოპასუხებას წარბწეული შეხვდა. _ ჯერ ისე, ხომ ვერ გაჩერებდი იმდენს ლაპარაკობდი და ახლა განსაკუთრბით. თავი ამხადე. _ ცინიკური მიმიკით გამოაჯავრა ანაბელს და პლედი ზურგზე დააფარა. -ნუ სარგებლობ ჩემი სისუსტით. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილაპარაკა ანაბელმა და შიშველ მკლავზე ოდნავ მოუჭირა თითები. კოკამ ხელი სწრაფად გამოაცალა და ნატკენი ადგილი წრიულად დაიზილა, თან ანაბელის თავს უყურებდა და კოპებს კრავდა. ფრთხილად ააწევინა მიძინებულ ანდრონიკაშვილს თავი და მისი ტუჩებისკენ დაიხარა. ანაბელი როცა მიხვდა რომ კოკა იგივეს გამეორებას აპირებს თავი ოდნავ უკან გაწია, მაგრამ ისეთი სუსტია წინაარმდეგობის გაწევაც კი ვერ შეძლო და თვითონ გაუშვირა ტუჩები. გაგნიძემ სიცილით გადაუსვა ცერა თითი გამობურცულ და სიცხისგან აწითლებულ ტუჩებზე და მათ დასაგემოვნებლად გადაიხარა, კარები ხმაურით რომ შემოაღო ნინო. სწრაფად მოცილდა მისუსტებული ანდორნიკაშვილი კოკას და დივნის ბოლოს ჩაჩოჩდა. -დაიმახსოვრე! ერთი კოცნა დაიდე ვალად!_ საჩვენებელი თითი აწია და ერთიანი დაანახა. ოთახში შემოსულ ნინოს ღრენით გადახედა და ტელევიზორის ეკრანს გაუშტერა თვალი. ქალმა შვილის მორიგი გამოხტომა უყურადღებოდ დატოვა და ფურცლით ხელში სამზარეულოსკენ წავიდა. ანაბელი ისევ პლედში ჩაძვრა და თვალები მინაბა. კოკამ ღიმილით შეუკეცა ფეხებთან გადასაფარებელი და ხელი ოდნავ მოუჭირა ფეხზე... ანდრონიკაშვილმა სწრაფად ამოაძვრინა თავი და თვალების ბრიალით გადახედა. -გადაირიე?_ ამოიკვნესა და ფეხი ოდნავ აიქნია. -რატომ გადავირიე? შენზე ვზრუნავ და ვცდილობ, სივცივე არცერთი მხრიდან არ შემოგეპაროს. მხრები არხენად აიჩეჩა და პლედის შესწორება განაგრძო, თან პარალელურად ფეხზე უჭრერდა ხელს და ანაბელის წამოძახებებზე ხალისობდა. ნინო სამზარეულოდან ისევ ჩაის ფინჯნით ხელში დაბრუნდა. მაგიდაზე ლიმნის თეფშიდან, ერთი ცალი ლიმონი აიგო და შიგნით ჩააგდო მერე კი სახედამანჭულ ანაბელს გადახედა. -მალინაც აქვს და გემრიელია, მიდი მიდი დალიე. _ ღიმილით გამოაწევინა ქალმა ხელი და ფინჯანზე მოახვევინა, თვითონ კი მაგიდიდან ორი ცარიელი ფინჯანი აიღო და ისევ სამზარეულოსკენ წავიდა. _ ახლა მე ნინას რეცეპტით ნამცხვარს გამოვაცხობ და საღამოს ყველამ ერთად დავაგემოვნოთ. როგორც კი სამზარეულოს კარები მიხურა ნინომ კოკა იმ წამსვე დივნის ბოლოში გაჩნდა და დივნის სახელურზე საოცოდავად აკრულ ანაბელს ლოყაზე თითები ჩამოუსვა. ანდრონიკაშვილმა ღიმილით გადახედა და თვალები ააფახუნა. -გამეპრანჭე ახლა?_ ირონიული სიცილით იკითხა და ოდნავ უკან გადაიწია. ფერგადასულმა შეკრა წარბები და გაბრაზებულმა მოავლო თვალი ალმაცერად მომღიმარ კოკას. გაგნიძეს აღარაფერი უთქვამს, თავის ადგილზე დაჯდა და იქიდან დაიწყო აწითლებული ანაბელის დაკვირვება. დრო და დრო, ვირივით წაუჭერდა ხოლმე ფეხე ხელს და ფიქრებში წასულს მოულოდნელობისგან შეახტუნებდა. მერე იმაზე დაობდნენ რომ ასე არ შეიძლება, ბოლოს ისევ კოკა ადუმდებდა თვალების ბრიალით. თავიც არ ქონდა ანაბელს შეწინააღმდეგების, მაინც და მაინც დღეს გახდა ავად და მოთენთილია. საღამოს ოჯახი აივსო. გოგონები როგორც კი დაბრუნდნენ, კოკასთან ერთად ანაბელს დაუჯდნენ სასთუმალთან და გართობა დაუწყეს. მახო ახალი ამბით შეწუხებული ცდილობდა ყველანაირად დახმარებოდა ნინოს, წამლების მიტანა იქნებოდა ეს თუ ცხელი ჩაის. იმდენი ჩაი დალია ბოლო რამოდენიმე საათში, რაც თავისი სიცოცხლის მანძილზე დაგმოვნბულიც კი არ ქონდა. სამაგიეროდ ძალიან ბედნიერია იმით რაც მის თავს ხდება. ერთადერთი ფაქტი რაც არ ასვენებს, ჯერ-ჯერობით ვერ გამხელილი სიმართლეა. თვითონაც ვერ ხვდება რა ეტაპია მისი და კოკას ურთიერთობა. რანაირად უნდა აუხსნას გოგონებს რომ მათი ძმა მოსწონს და მემგონი უყვარს კიდევაც, სხვა შემთხვევაში ამდენის უფლებას არ მისცემდა. «იცით დღეს თქვენმა ძმამ მაკოცა. » ამ ფორმით ხომ არ დიაწყებს რაღაცების ახსნას. ამიტომ ჯობია ცოტახანი მოიცადოს, გამოჯანმრთელდეს და კოკასთან ნორმალურად გაარკვიოს რა ხდება მათ თავს. გვიან გუგაც შემოუერთდა საერთო კამპანიას « როგორ გავდევნოთ ვირუსი ჩვენი სტუმრიდან.» სუფრაზე მისვლის დრო რომ დადგა ფეხზე წამოფოფხება ცადა, მაგრამ ისე და იმხელაზე გადაატრიალა თვალები კოკამ დივანზე დალურსმნა. კესომ იქ მიუტანა საჭმელი და თვითონაც გვერდით მიუსკუპდა. დესერტის დროს ყველა დივანთან შეიკრიბა და ნინოს გამომცხვარი უგემრიელესი ნამცხვარი დააგემოვნეს. თავიდნა გული არ მიუწევდა კრემიანისკენ, მაგრამ მერე ქალის თხოვნით გადაიღო და კმაყოფილმა გადაყლაპარა პირველი ლუკნა. როგორც გაირკვა კოკას ტკბილეულობა არ უყვარს და ნამცხვრისთვის პირი არ დაუკარებია, სამაგიეროდ ყავით გაიჭყიპა მთელი საღამო. -მოგკლავს ამდენი ყავა, ძილი არ გინდა დღეს ღამე?_ ნინომ შეწუხებულმა გადახედა შვილს. -რა დროს ძილია ნინო, ვერ ხედავ სტუმარი გვექცევა. _ სერიზოული სახით წამოიძახა და ბოლოს ირონიული ღიმილით გადახედა თვალებმოჭუტულ და მტრულად მომზირალ ანაბელს. -იქითა კვირას თამაში მაქვს. _ სიტუაციის განმუხტვა ცადა გუგამ. -კიდევ უნდა მოიგოთ ხომ?_ იმედიანი თვალებით გადახედა კატომ ტყუპს და გვერდით მიუსკუპდა. -აბა რა!_ ამაყარად წამოიჭიმა გაგნიძე და ძმას თვალი ჩაუკრა. _ ხომ წამოხვალთ? -აბა რას ვიზამთ. _ ყავა მოსვა კესომ და თავი დაუქნია. დიდხანს აღარ გაჩერებულა მისაღებში. ყველას დაემშვიდობა და დაღლილი წაფრატუნდა საძინებლისკენ. გზაში კესომ დააწია მეც მალე მოვალ და ვიჭორავოთო და კატოსთან ერთად კომპოუტერში ქექიალი განაგრძო. ჭორაობის თავი თუ ქონდა და ორგანიზმა ფხიზლად თუ გაძლო მანამდე, კი იჭორავებენ. სწრაფად გადაიცვა პიჟამოები და საწოლში შეწვა. საშინლად ესიამოვნა ცივის შეგრძნება აგიზგიზებულ სხეულს. საწოლში კომფორტულად რომ მოკალათდა და თვლაები დახუჭა, ზუსტად მაგ დროს გაისმა აივნის კარებზე კაკუნის ხმა. შეშინებულმა დაჭყიტა ორივე თვალი და ოთახში შემოვარდნილ კოკას გახედა. ოთახის კარებს ანერვიულებულმა გადახედა და მერე საწოლზე წამოჯდა შეშფოთებული. -აქ რას აკეთებ?_ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და თავისი ხმა თვითონ ძლივს გაიგო. -ძილის წინ ხომ უნდა მენახე არა?!_ საწოლზე არხინად გადაწვა კოკა და ხელები თავქვეშ ამოიდო, თან გვერდულად ანაბელს ათვალიერებდა. დამორცხვილმა აიწია ყელამდე გადასაფარებელი და აივნის კარებს გადახედა. _ თან ხვალ სავარჯიშოდ ვერ წამოხვალ და ძალიან დიდი ხანი მომიწევს შენი უნახაობა! -კოკა, რომ შემოვიდნენ... გაგნიძემ სიტყვის დასრულება არ დააცადა ისე ეძგრა და ვირივით დაადუმა. თვალებდაჭყეტილმა ახედა თვალებდახუჭულ ვნებიან გაგნიძეს და ბოლოს თვითონაც მიინაბა. ხელი კანკალით აწია მაღლა და კისერზე მოხვია, ბიჭმა გოგოს ოდნავი ინიციატივა რომ იგრძო ცალი ხელი წელზე მაგარდ მოხვია და თავისკენ მიიზიდა. რამდენჯერ უნახავს ფილმშიც და ცხადლივაც როგორ კოცნის ქალს მამაკაცი, მაგრამ ასეთი ემოციბით თუ იმუხტებიან ვერ წარმოიდგენდა. ჩიტად გრძნობს თავს! ოღონდ გალიაში გამომწყვდეულ ჩიტად კი არა, პირიქით, ჩიტად რომელსაც ყველგან შეუძლია გაფრინდეს. კოკას კისრიდან ხელები მის მხრებზე ჩააცურა და სულ ოდნავ, მოუჭირა. ცალი ხელი თმებში შეუცურა ანაბლს და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა. -შემოვლენ! გონზე მოსვლა ისევ ანაბელმა მოახერხა და მოდუნებული ბიჭი მოიცილა. კოკა ისე შებარბაცდა თითქოს ვიღაცამ საწოლიდან ააგდო და ჯერ კიდევ მკვდარივით ძინავსო. სწრაფად გაახილა თვალები და ტრადიცულად ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიყოლა. ზანტად წამოდგა ფეხზე და აივნისკნ წავიდა. ოთახში კი გულამოვარდნილი და წნევა ავარდნილი ანაბელი დატოვა. გულ მკერდი ოფლით დაეცვარა, სხეული უარესად მოუდუნდა და ძილის სურვილმა შეიპყრო, მაგრამ როგრია ყოველივე ამის მერე თვალები დახუჭო და ისე დაიძინო ვითომც არაფერი. იცის რომ მთელი ღამე, სიზმარში გამუდმებით კოკას ტუჩები დაუტრიალდება წინ. არა! ძალიან კარგია კოკა რომ დაესიზმრბა, მაგრამ ჯერ ცხადლივ დაირეგულიროს სუნთქვა და პულსი ჯობია, და მერე გაფრინდეს სიზმრების სამყაროში. გოგონებს კიდე თხუთმეტი წუთი ელოდა მაგრამ არ შემოვიდნენ და ბოლოს მაინც ძილი გადაწყვიტა. სიზმარი შედგა! საკმაოდ უხამსი და აფორიაქებული! ძილშიც რომ არ ასვენებს კოკას ხელები ისეთი! დილით ექვსის ნახევარზე გაეღვიძა, მაგრამ არ ამდგარა. სამაგიეროდ ესმოდა როგორ დაფაჩუნობდა იქითა ოთახში კოკა და როგორ ემზადებოდა სავარჯიშოდ წასასვლელად. ბედი უნდა ყველაფერს! გუშინ არ დაიწყო ვარჯიში და დღეს უკვე ფეხზე ვერ დგება. ფეხზე ვერ დგება და თან მოდუნებული კუნთები საშინლად ტკივა, ამას თან ემატება ვირუსის მოთენთილობაც და საბოლოო ჯამში, მკვდარივით არის. მთელი დღე მემგონი ფეხზე ვერ ადგეს ისეა სიტუაცია. კარებების ხმაზე მიხვდა რომ კოკა წავიდა და დასაძინებლად ძლივს, კვნესით იცვალა გვერდით. ათ საათზე ისევ გამოეღვიძა, კესო და კატო ოთახში არ იყვნენ, სამაგიეროდ, კომოდზე იდგა ჩაის ფინჯანი და საუზმე. ღიმილით ცადა საწოლზე წამოჯდომა, მაგრამ კუნთების და ძვლეების ტკაცა-ტკუცმა ამის საშუალება არ მისვა და ისევ ბალიშზე დააბრუნა თავი. ტუჩები სატირლად დაბრიცა და იტირებდა კიდევაც კარები კოკას რომ არ შემოეღო ღიმილით. ანაბელის დანახვისას ღიმილი სახეზე შეაშრა და სწრაფად წავიდა მისკნ. -რა გჭირს?_ შეშინებულმა კითხა და ზემოდან დააჩერდა. -ვერ ვინძრევი. _ ამოისრუტუნა და ცრემლი ყურთან დაეცა. -კუნთები გტკივა?_ ღიმილით მოწმინდა ცრემლი და საწოზე ჩამოჯდა. ანაბელმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და ისევ ამოკვნესა. _ უნდა იმოძრაო თორემ ასე საერთოდ არ გაგივლის ტკივილი. _ ფეხზე ოდნავ მოუჭირა თითები და ანაბელის თვალებს ჩააჩტერდა. -მტკივა. _ ღრენით წამოიძახა და ფეხი ოდნავ გაატოკა. _ გოგონები სად არიან?_ როცა მიხვდა რომ კოკა, ოთახში ჩვეულებრივად შემოვიდა და მას უკან არავინ მოყვა, ინტერესით იკითხა და დაკეტილ კარებს გახედა. -გუგას გაყვნენ, მაღაზიებში. _ მოკლედ გასცა პასუხი და კომოდზე დადგმული სინი მუხლებზე დაიდო. _ ხომ გშია?_ ანაბელს დაეკითხა და მისთვის განკუთვნილი კრუასანი მოკბიჩა. -კი მშია, მაგრამ ვერ ვსწორდები. _ ამოისრუტუნა და თავის კრუასანს გადახედა. -ხო, კარგი რა იყო სულ კი არ შეგიჭამ. სიცილით დააბრუნა კრუასანი და სინი თავის ადგილზე და ფეხზე წამოდგა. ანაბელს წელზე ხელი ნელა შეუცურა და წამოჯდომაში დაეხმარა. «ვაი, ვუის» ძახილის შემდეგ ბალიშზე მიეყრდნო და ამოისუნთქა. კოკამ სინი კალთაში ჩაუდო და თვითონ ისევ საწოლზე ჩამოჯდა. -მადლობა. -მე რა გაგაფრთხილე?_ გაბრაზებულმა დაჭექა და შუბლი შეკრა. -აბა რომ დამეხმარე წამოჯდომაში მადლობა არ უნდა გადაგიხადო?_ გულუბრყვილოდ იკითხა და კიდევ სატირლად დაბრიცა ტუჩები. კოკამ თვალები მაღლა გადაატრიალა და თავი უკმაყოფილომ გააკანტურა. ანაბელმა ჯერ თბილი ჩაი მოსვა და მერე კოკას დაგემოვნებული კრუასანი მიაყოლა. რა კარგი ყოფილა დილის საყვარელ ადამიანთან ერთად დაწყება. სულ სხვა შეგრძნებები აქვს და რაც მთავარია, დისკომფორტს არ განიცდის იმის გამო, რომ მოუწესრიგებელი წევს საწოლში. კოკამ რამოდენიმეჯერ სიცილით ააცალა კრუასანი თეფშიდან და ჩამთავრებაში დაეხმარა. ანაბელი გაბუტული ჭუტავდა თვალებს და ტუჩებს ბურცავდა. რაზეც გაგნიძეს საოცრად სასიამოვნო რეაქცია აქვს. ანაბელისკენ იხრება და სახეზე კოცნით ტემეპრატუას უსინჯავს. სახის ყველა ნაკვთი რომ დააგემოვნა ბაგეებით მერე ცარიელი ჭურჭელი სამზარეულოში გაიატანა და უკან, კომპიუტერით დაბრუნდა. გოგონების მხარეს არხეინად გაკოტრიალდა და კომპიუტერი მუცელზე დაიდო. -ფილმები გიყვარს?_ ანაბელს ახედა და თითები მკლავზე მოუჭირა. _ ჩაწექი თორემ უარესად დავირუსდები. _ კომპიუტერი გვერძე გადადო და დაწოლაში მიეხმარა. -საშიში ფილმები არ მიყვარს. _ ჩაილაპრაკა ხმადაბლა და კოკას გადახედა. _ შენ გიყვარს? -მიყვარს!_ ლოყაზე თითები მოუჭირა და ფილმის ძებნა განაგრძო. -იმიტომაც ხარ შენც საშიში. _ ამოილუღლუღა და აივნის კარებს გახედა. _ რა კარგი ამინდია გარეთ. _ სევდიანმა შეჭმუხნა სახე და ხელები მუცელზე დაიწყო. -არ გამოსულიყავი გუშინ სველი თავით და დღეს გაგასეირნებდი. _ ჩაილაპრაკა სერიოზული სახით და თვითონაც აივნის კარებს გახედა. -მე გამოვედი?_ აღშფოთებულმა შესძახა და თვალები დააკვესა. _შენ არ მითხარი, ხუთ წუთში გამოდიო და მერე იქ რომ მომიკაკუნე... _ ბავშვივით აბლუყუნდა ანაბელი და თან ხელებს აივნისკენ იშვერდა. -დადუმებული, ბევრად საინტერესო და კარგი ხარ!_ ჩაიღიმა კოკამ და ტუჩებზე თითი სწრაფად გადაუსვა, ანაბელის წამოღებულ ხელს რომ გაქცეოდა. _ დარტყმებს არ ვართ!_ გუშინდელ აწითლებულ ადგილას მიიდო ხელი და ანაბელი გააფრთხილა. -მაშინ ვირულად, გაუფრთხილებლად დატაკებებსაც არ ვართ!_ თითი მაღლა აწია და ჰაერში გამაფრთხილებლად დაატრიალა. -ისე კოცნას რა ეშხი აქვს აბა?_ წარბაწეულმა ღიმილით იკითხა და მისკენ გადატრიალდა. -როგორ არა აქვს! ნაზი და ცოტა რომანტიული კოცნა, ბევრად უკეთესია. _ ცხვირაბზუებულმა გასცა პასუხი და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა. -ვცადოთ?_ ეშმაკურად ააცეკვა ჭინკები კოკამ. -რა ვცადოთ, რომანტიული კოცნა?_ დაბნეულმა ამოილუღლუღა და თავი ოდნავ უკან გაწია პასუხის მოლოდინში. -ხო რა!_ ანაბელისკენ გაჩიჩოდა და ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალით კი თავი დაუკავა და თავისკენ მისწია. _ არა რა, რა რომანტიული კოცნა. _ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და თავისებურად, ვირულად დაეძგერა. -რაო? ოთახის მყუდროება კესოს კივილმა დაარღვია. ანაბელი დენდარტყმულივით მოშორდა კოკას და ცრემლებით ამღვრეული თვალებით გადახედა კარებში დაყუდებულ წარბშეკრულ კესოს. -ნუ წივიხარ!_ გაღიზიანებულმა დაუღრინა დას და საწოლიდან წამოდგა. ანაბელი ცრემლებამდე მისული იჯდა და თავდახრილი საწოლის გადასაფარებელს უყურებდა. კესო დოინჯშემოყრილი მარჯვენა ფეხზე აქანავებდა და თან თავს რიტმულად აკანტურებდა. ანაბელის ყურებით რომ დაიღალა მერე ფეხზე წამომდგარ კოკას გადახედა და წარბის აწევით ანიშნა დაიწყეო. -რამდენი ხანია?_ ბოლოს ისევ თვითონ იკითხა და ანაბელს გადახედა. ანდრონიკაშვილი სირცხვილისგან თავს მაღლა ვერ წევდა და ცრემლებად იღვრებოდა. კოკა ანაბელის ცრემლებზე გიჟდბა და კესოს კბილების ღრჭიალით აფრთხილებს რომ მოკლავს. არასდროს არ ყოფილა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ძალიან შესცოდა და გასამართლებელი საბუთი არ აქვს... ასეც არის, განა რა უნდა აუხსნას კესოს რომ დააჯეროს, ყველაფერი გუშინ დილით დაიწყო და დღეს შენც გაიგო. ნერვიულობამ რომ უმატა ცრემლებიც შეაშრა და ახლა უკვე ხელ-ფეხი აუკანკალდა. კესო ხევივით ერთ ადგილზე დარჭული ქანაობდა და მოთმინებით, სახეზე აწითლებული, ელოდებოდა პასუხს. -გუშინ დილიდან. _ ღიმილით ჩაილაპრაკა კოკამ და გარდერობს მიეყრდნო. -რა გაცინებს, შენ ხვდები რას მიმალავდით? მე კიდევ მეგონა... ღმერთო ჩემო რა აფერისტები ხართ!_ თავზე ხელები შემოიწყო და მგლოვიარე ქალივით, წინ და უკან სიარულს მოჰყვა. _ არა, ანაბელს შენ მაინც როგორ დამიმალე?_ ახლა ანაბელს მიუბრუნდა ნაწყენი და ხელი მისკენ გაიშვირა. -შეეშვი მაგას!_ გამწარებულმა დაუღრინა დას და მკლავზე ხელი მოუჭირა. -კიდევ აქეთ რომ არის დიდ გულზე... კარგი ანაბელი მორცხვია და ვერ მითხრა, შენ? შენც მოგეხათრა ხომ?_ როცა მიხვდა რომ ანაბელისთვის ახლა საყვედურების თქმა უარესი იყო ძმას შეუტია და შეუტია. -ხომ იცი როგორი ხათრიანი ბიჭი ვარ._ ირონიულად, წარბწეულმა, კბილების ღჭიალით გასცა პასუხი და საწოლზე ჩამოჯდა, თან ანაბელს თვალს არ აცილბდა. _ უთხარი რომ არ ბრაზდები, თორემ ამოუვარდა გული. _ მუდარით სთხოვა დას და ანაბელს ფეხზე ხელი მიკრა. კესო ღიმილით წავიდა ანაბელისკნ და ხელის კვირთ ოდნავ უკან გააჩოჩა და გვერდით მიუჯდა. -ხო კარგი, არ ვბრაზდები, მაგრამ როგორ დამიმალეთ?_ ოდნავ გაბრაზებულმა ჩაილაპრაკა და თავდახრილ ანაბელს ხელი მოხვია. _ შემომხედავ ახლა?_ მუჯლუგუნი გაკრა და ხმამაღლა შესძახა. ანდრონიკაშვილმა კენტი ცრემლი მოიწმინდა და მორიდბულმა აწია თავი. კესოს მომღიმარი სახის დანახვისას ოდნავ მოშვა გულზე დაწყობილი ლოდები, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაიხსნა. მცირ დროის მიუხედავად კესო ძალიან კარგად გაიცნო და იცის, რომ ადივლად წყინს. ისიც იცის წყნას დიდხნას არ იმახსოვრებს და ცდილობს ყველაფერი სასიკეთოდ შემოატრიალოს, მაგრამ ახლა დარწმუნებულია რომ გულის სიღმრეში ძალიან წყდება გაგნიძეების ქალიშვილს, გული მომხდარის გამო. ამიტომ აუცილებლად უნდა აუხსნას სიტუაცია და უთხრას რომ თქმას აპირებდა, როგორც კი თვითონ გაარკვევდა ურთიერთობის სახელს. -ახლა რომ მოგიცუცქდი და გიღიმი ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ბოლომდე გპატიობთ ამ «საიდუმლოს» _ ფიქრის დასრულება არ აცადა ისე ამხილა თვითონაც თავისი თავი._ მაგრამ... _ გააგრძელა ღიმილით. _ გპატიობთ რა დანაშაულს და ველოდები ახსნა-განმარტებით თავის მართლებებს._ ფეხები საწოლზე ააწყო და არხეინად გაწვა პასუხების მოლოდინში. _ პირველი ვარ? -პირველი ხარ და მადლობა გაქვს გადასახდელი. _ აქეთ წაუყენა პრეტენზია კოკამ და ანაბელს თვალი ჩაუკრა. -ეს ვიგინდარა ბიჭი ნახეთ რა დიდ გულზეა, ახლა არ ამაყეფო და არ შემაყრევინო მეორე კორპუსის ყველა ოჯახი. _ თვალების ბრიალით დაუმუქრა და ხელები გადაიჯვარედინა. _ ამოიღებს ეს გოგო ხმას?_ სახემოღუშულ ანაბელზე მიუთითა კოკას. -ბოდიში. _ ამოიჩურჩულა და ისევ ატირდა. -არა! ასეთი გულუბრყვილობაც არ შეიძლება. _ ცხივრაბზუებული გაუჯავრდა ანაბელს და ნიკაპქვეშ თითები მოუჭირა და თავი ააწევინა._ ბოდიშს რატომ მიხდი, ის კუდაბზიკა რომ მომაშორე, თუ რძლობას რომ მიპირებ?_სიცილით ჩასჩურჩულა ყურში ისე მარტო ანაბელს რომ გაეგო და ფეხზე მსუბუქად უჩქმიტა. ანაბელმა გაკვირვებულმა ახედა კესოს და ტუჩები ერთმანეთს გაუხახუნა. კოკა როცა მიხვდა რომ მთავარმა საფრთხემ ჩაიარა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ასე უფრო გაუადვილებს ანაბელსაც თავის მართლებას და ყველაფრის ახსნის საშუალებას მისცემს. ანდრონიკაშვილმა მიმავალს თვალი გააყოლა და კესოს ჩახველებაზე ისევ მას მიუტრიალდა. -მართლა გუშინ დილიდან?_ ეჭვით იკითხა კესომ და წელში გასწორდა. -ხო, სულ შემთხვევით. _ ამოილუღლუღა და დამნაშავესავით მიაჩერდა გოგონას. -ძალიან გთხოვ ეგრე ნუ მიყურებ თორემ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ვიკბინები. _ მუდარით სთხოვა და ყელი გამოიწელა. -მართლა ვაპირებდი შენთვის და კატოსთვის სიმართლის თქმას, მაგრამ ჯერ მეც არ ვიცი რა ურთიერთობა გვაქვს. _ როცა მიხვდა რომ საუბარი შუძლია გაილექსა. -ანუ ოფიციალურად არ გამოუცხადებია მიყვარხარო?_ სიცილით კითხა გამხიარულებულმა. ანაბელმა უარის ნიშნად თავი გააქნია და მანაც გაიღიმა. _ ანასთან როგორ არის საქმეებიო არ უთქვამს?_ ბოლოს მაინც ანას თემას მიადგა. -დავშორდითო._ ჩაიჩურჩულა ანაბელმა. -იეს! ასეც ვიცოდი. _ფეხზე წამოხტა გახარებული და იატაკზე ხტუნაობა დაიწყო სიცილით. -რატომ არ მოგწონთ ანა?_ ცნობისმოყვარე თვალებით მიაჩერდა ერთ ადგილზე მოხტუნავე კესოს. -ოო ძალიან გრძელი ისტორია და გახსენება არ ღირს დამიჯერე... მაგრამ რაც მთავარია მომავალში მაგის ყურება არ მომიწევს... ჯერ მარტო მაგიტომ უნდა გადაგიხადო მართლა მადლობა. _ კისკისით დახტა საწოლზე და ანაბელს ორივე ლოყა დაუკოცნა. -ხომ მშვიდობაა? კოკამ ოთახში შედიო. _ ღიმილით იკითხა აჟიტირებული დის დანახვისას კატომ. ახლა უარესად გადაუვიდა ფერები სახეზე ანაბელს. კატო შედარებით ფიცხია და ცოტა რთულად აღიქვამს ყველაფერს. ამიტომ მასთან სხვა კუთხთით უნდა ახსნა სიტუაცია. -ჯერ დადე ფიცი!_ სერიოზული სახით წამოდგა ფეხზე კესო და კაბა შეისწორა. -რა ფიცი?_ ალამცერად გადახედა დას, ხომ არ გაგიჟდაო და სიცილით იკითხა. -ფიცი რომ რასაც ახლა მოისმენ, ამ კედლებში დარჩება!_ სერიოზულ ტონს და მიმიკას არ იშორებდა კესო. -ხო კარგი ვფიცავ. _ ღიმილით მიიდო მარჯვენა ხელი გულზე და მარცხელა მაღლა აწია. -ანაბელ, შენ ეტყვი თუ მე ვახარო?_ ღიმილით მიუბრუნდა აწითლებულ ანდორნიკაშვილს. _ კატო, რანაირი სახით იყურები შემიშინდა ბავშვი. _ გაბრაზებულმა გაუქანა მომღიმარ დას ბალიში და ანაბელის გვერდით მოკალათდა ისევ. -კოკამ მითხრა უკვე!_ ანაბელის ტირილის პირას მისული სახე რომ დაინახა სიცილით ჩაილაპრაკა და საწოლზე დის მსგავსად დახტა. -რაო?_ ამოილუღლუღა ხმაშეცვლილმა და თვალები დაახამხამა, ცრემლები რომ არ გადმოყარა. -რაო?! რაო და მომილოცეო და ანაბელსაც მიულოცეო. _ მისკენ გადაიხარა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. _ კი მითხრა, ანაბელს არაფერი უთხრაო, მაგრამ როგორ დაგვიმალე?_ მაინც ვერ მოითმინა და უსაყვედურა. -არაუშავს, სამაგიეროდ ახლა მოგვიყვება დეტალურად ყველაფერს. -მოსაყოლი რომ არაფერია?_ ხმადაბლა წაიჩურჩულა ანაბელმა. -ორი დღეა, ქორივით თავს დაგტრიალებს კოკა და როგორ თუ მოსაყოლი არაფერია?_ წარბწეულმა კითხა და ფეხი აათამაშა. გოგონებს ასე თუ ისე ყველაფერი მოუყვა. აუხსნა რომ ჯერ-ჯერობით მას და კოკას ამ თემაზე სერიოზულად არ უსაბრიათ და თვითონაც არ იცის რა იქნება დღეს საღამოს, ან ხვალ. ისიც გააკრვია რომ მათ გარდა არავინ იცის და ცოტა დამშვიდდა. დღეს მეტს ვერ გადაიტანს, ჯერ იმის წარმოდგენაც კი უჭირს რა მოხდება ნინო და მახო რომ ამ ამბავს გაიგებენ. გუგასიც საშინლად ერიდება. ქეთო და მშობლების გახსენეებისას კი ტანზე ეკლები აყრის და ტირილი უნდება. როგორ უნდა ჩახედოს ქეთო თვალებში და როგორ უნდა აუხსნას რომ მცირე დროში, ნინოს შვილზე გადიარია და აკოცა. მამამის ალბათ ვერც ეტყვის, ისევ დედამისი თუ დაეხმარება. მაგდასთან მსგავს თემებზე არასდროს ქონია საუბარი, მაგრამ იცის რომ დედა აუცილებლად გაუგბს და გვერდით დაუდგება, მითუმეტეს როდესაც ანაბელს სამარცხვინო არაფერი გაუკეთებია. რა ამის ბრალია, გრძნობებს რომ აყვა და იმანაც ეს შანსი ვირივით გამოიყენა. გოგონებთან ჭორაობის შემდეგ, კოკამაც შემოაკითხა ოთახში და ნინოს გამოტანებული ჩაი და საჭმელი კომოდზე დაუდგა. თვითონ კი აივანთან მდგარი სავარძელი მოაჩოჩა და საწოლთან ახლოს დადგა. -ჩვენ გავალთ. _ სწრაფად წამოიძახა კატომ, კესოს ხელი დაავლო და ოთახიდან გააიყვანა. კოკამ გაბრაზებულმა გადახედა ანაბელს და მერე აივნის კარებზე გადაიტანა მზერა. -ასე არაფერი არ გამოვა, შენ ძალიან მგრძნობიარე ხარ!_ უკმაყოფილომ ჩაილაპრაკა და ანაბელის მოღრუბლულ სახეს დააკვირდა. _ ყველაფრის ასე გულთან მიტანა კარგს არაფერს მოგიტანს. _ მისკენ გადაიხარა და ხელი ხელზე დაადო. -მე სხვანაირად არ შემიძლია. _ თავი იმართლა. -ვიცი და ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ არ შეგიძლია!_ თვალები გადაატრიალა კოკამ და გაბრაზებულმა მოუჭირა ხელზე ხელი. _ ყველაფერს ასე რომ განიცდი იმიტომაც ხარ გულუბრყვილო. _ ღიმილით გაუჯავრდა ბოლოს და ცადა ანაბელის დაძაბული მიმიკები გაესწორებინა. -არ ვარ გულუბრყვილო!_ ბუზღუნით გააპროტესტა და ხელი გამოგლიჯა. _ შენ გგონია რომ მე ბავშვი ვარ!_ ამოიჩურჩულა ნაწყნემა. -ხარ კიდევაც, შენ შენი თავი დიდი გგონია? გაიხსენე ჯერ სულ რაღაც თვრამეტი წლის ხარ!_ ლოყაზე ირონიული ღიმილით მოუჭირა თითები და ფეხზე წამოდგა. -ასაკს რა მნიშნელობა აქვს?_ გავსლისას ბუზღუნით დააწია სიტყვა და წარბები შეკრა. -მართალი ხარ, მთავარია კოცნაში იყო დახელოვნებული. _ თვალი ჩაუკრა და ოთახის კარები მიხურა. მეორე დილით არც კუნთების ტკილი აუწხებდა ისე ძალიან და არც ვირუსი. მაგრამ სავარჯიშოთ მაინც ვერ წავიდა კოკასთან ერთად. სამაგიეროდ საწოლიდან წამოდგომა მოახერხა დილით და სამზარეულოში გაფრატუნება. ყველა მაგიდასთან იჯდა და ანაბელს ელოდებოდნენ. თავისი ადგილი ღიმილით დაიკავა და ჭინკებაცეკვებულ კოკას დაბნეულმა გადახედა. -ახალი ამბავი გაიგეთ?_ მოულოდენლად ჩაილაპარაკა კატომ. _კოკას და ანაბელს ერთდროულად ეცვალათ ფერი. პირისკენ წაღებული პირვეელი ლუკმა ხველებით გადაუშვა სასულეში და კოკას ცრემლმორეული თვალებით ახედა. _ დღეს ჩვენთან შალვა მოვა!_ ძმის და ანაბელის სახის დანახვისას სიცილით ჩაილაპრაკა და ენა გამოუყო დაფეთებულ წყვილს. გაგნიძემ მტრული მზერა ესროლა დას და შეკრული მუშტი მაგიდაზე რიტმულად აათამაშა. ორ დღეში სრულად გამოჯანმრთელდა და ფეხზეც წამოდგა. ორი დღის განმავლობაში როგორც კი მოახერხებდა კოკა, იმ წამსვე ანაბელის ოთახში ჩნდებოდა და ართობდა. ხანდახან, მწარე-მწარებიით ცრემლებსაც გადმოაყრევინებდა ხოლმე და მერე სიცილით უკოცნიდა ჩაწითლებულ თვალებს. კატო და კესო, დაპირებისამებრ ხმას არ იღებენ და ამ თემაზე, ანაბელთანაც არ საუბრობენ, თუ უკიდურესი შემთხვევა არ არის და კოკას დაყოლიება უნდათ რამეზე. ანაბელს მოთაფლავენ და ესეც თვალების ფახუნით და გამოწეული ყელით სთხოვოს, რომ კესო და კატო მომავალ შეყვარებულებთან ერთად გაუშვას სასეირნოდ. შალვასთან ჯერ-ჯერობით არ უსაუბრია უმცროს გაგნიძეს, მაგრამ იცის რომ ეს ბიჭი ძალიან მოსწონს და იმის იქით, საბოლოოდ თუ არა ცოტახნით მაინც, არ აქვს გზა. კოკა შალვას სტუმრობის დროს, ეჭვის თვალით ათვალირებდა დას და თვალების ბრიალით აფრთხილებდა, რაღაც-რაღაცებს. ისიც ვითომ და უსმენს ან ყურადღებას აქცევს, ძმის კაპრიზებს, იღიმის და შალვას შეძლებისდაგვარად ეპრანჭება. ანაბელის მდგომარეობით შეწუხებული ბიჭი ადგილს ვერ პოულობდა მთელი საღამო, მერე კოკასთან ერთად სამსახურზე ისაუბრეს და ცოტა განიმუხტა.. კოკას თქმით, ჯერ პატარა ტრენინგებს გაივლის და მხოლოდ მას მერე შეძლებს სამსახურის დაწყებას. ისე გაუხარდა შალვას ამბავი ანაბელს დივანზე ლამის აცეკვდა. ხვევნა კოცნით მიულოცა მეგობარს, პირველი წინსვლა, და კოკას ჩაწითლებული თვალების დანახვისას ნელა გაჩოჩდა თავის ადგილზე. როგორც კი შალვა გააცილეს იმ წამსვე თავის ოთახში შეიძურწა და საბანში ჩაიმალა. იცოდა რომ კოკა აუცილებლად მიადგებოდა და არც შემცდარა. გაბრაზებული, ძარღვებდაბერილი მიადგა ანდრონიკაშვილის ოთახის კარებს და ნელა დააკაკუნა. ანაბელმა ხმადაბლა ამოჩურჩულა და კოკაც შემოვიდა. -როგორ ხარ?_ ხმადალბა მშვიდი ტონით კითხა და სავარძელში მოკალათდა. -კარგად, ცოტა თავბრუ მეხვევა. _ ლოყებაწითლებულმა გასცა პასუხი და ბალიშს უფრო მაგრად მოეჭიდა. -მე რატომ არ მეხუტები ხოლმე ეგრე?!_ წარბაწეულმა ბოხი ბარიტონით კითხა და მისკენ გადმოიხარა. -როგორ ეგრე? _ დაბნეულმა ამოილუღლუღა და თავი მაღლა ასწია. -როგორ და იცი შენ როგორც!_ ანაბელის პასუხით უკმაყოფილომ ოდნავ აუწია ტონს და სავარძელი საწოლისკენ მიაჩოჩა. -იმიტომ რომ შენ არ გიცნობ კარგად. _ ჩაილარაკა დაბნეულმა სწრაფად და მერე გაიაზრა რაც წამოროშა. ბიჭს ორი დღეა გადაბმულად, კოცნის და კარგად არ გიცნობო! არა, ისე ვერც გაამტყუნებ, მართალია არ იცნობს და რა ქნას. ამ ოჯახიდან მარტო კოკაა რომელზეც ყველაზე მცირე ინფორმაცია აქვს შეკოწიწებული და ისიც ძალიან ზოგადი. ამიტომაც რაც თქვა სრული სიმართლეა. თანაც ეგეც რომ არ იყოს, როგორც შალვას ეხუტება ისე კოკასთან მიკარებასაც ვერ გაბედავს....შალვა ანაბელის ბავშვობის მეგობარია, ადამიანი რომელიც არაბიოლოგიურ ძმად მიაჩნია...კოკა კიდევ სულ სხვაა! კოკა მამაკაცია რომელზეც მთელი ცხოვრებაა ოცნებობს და სავსებით რეალურია ის რომ, მას შალვასავით ვერ ჩაეხუტება. სამაგიეროდ შეუძლია, ასმაგი სიყვარულით მოეხვიოს და აგრძნობინოს რომ მცირე დროში მასზე გადაირია. მაგრამ ამას არ იზამს, იმიტომ რომ ჯერ კოკასგან მსგავსი ვერაფერი იგრძნო, გარდა სიმპათიებისა და ვნებისა. -მართალი ხარ, არ მინცობ, მაგრამ შენ არც კი ცდილობ რომ გამიცნო. _ ნაწყენმა ამოიჩურჩულა და ნიკაპზე თითები მოუჭირა. _ მაგრამ ხომ გაგიგია, ადამიანი ურთიერთობაში ემსგავსება პირობნებას... პიროვნებას რომელიც უნდა გაიცნო. _ სიცილით ჩაილაპრაკა გაგნიძემ და ანაბელის გამობურცულ ტუჩებზე თითი გადაატარა. _ რომ არ ვიცოდე საიდან ხარ ჩამოსული, ვიფიქრბდი რომ პლასტიკური ოპერაციების ფანი ხარ!_ ფხუკუნით გამოაჯავრა ანაბელი და მის წამებში შეკრულ კოპებს ღიმილით მოავლო თვალი. -მე ჯერ თვრამეტი წლის ვარ და არ მჭირდება ოპრაციები. _ ბავშვური გულუბრყვოლობით გამოაჯავრა კოკას და ბალიში შეისწორა. გაგნიძე ღიმილით წამოდგა ფეხზე და ანაბელს ზემოდან დააჩერდა. თვალებდაკვესებულმა ახედა, ვნებიანად მომღიმარ ბიჭს და აივნის კარებისკენ გააპარა თვალი. -რომ გაიზრდები, მერეც არ დაგჭირდება! _ ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი დაუსვა და მისკენ დაიხარა. ცეცხლმოკიდებულმა მოატრიალა თავი მისკენ და პირდაპირ ტუჩებზე დაასო მზერა. კოკასაც აღარ გაუჭიანურებია დიდხანს, მონატრებულ ბაგეებს დაეძგერა, ვირივით და კიდევ ერთხელ გაუხარა გული პატარა ანაბელს. თვალებდახუჭულმა, ღიმილით ასწია მარჯვენეა ხელი ჰაერში და კოკას მხარზე ნელა მოხვია. თვითონაც არ იცის რას აკეთებს, როდესაც კოკა კოცნის. საერთოდ ითიშება და კონცენტრაციას ვერაფერზე ვერ ახდენს. ერთადერთი რისი შეგრძნებაც, რეალურად შეუძლია გაგნიძის გავარვარებული ბაგეებია რომლებიც, კოცნის დროს ღუმელივით ხურდება და ხურდება. -იმედია არ დაგჭირდება. _ ბოლოს მაინც წაკბინა თავისებურად ღიმილით და ცხვირზე ორი თითი მოუჭირა, ვნებების ბურუსში გახვეულ ანაბელს... _ ძილინებისა. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და აივნის კარებისკენ წავიდა. კარები საიმედოდ რომ დაკეტა კოკამ ანაბელი საწოლზე წამოჯდა და ხელები თავზე შემოიწყო... ნერვიულად სცემდა ბოლთას და გამუდმებით იმაზე ფიქრობდა რომ არასწროად იქცევა და ამისთვის სამაგალითოდ დაისჯება. თან ეს კოკას რა ჯიბრზე კოცნის და კოცნის! ჯერ ისედაც, დაბნეულს და გასულელებულს კიდევ ეს უნდა!? კოცნის შემდეგ, თავი სად აბია იმასაც კი ვერ იხსენებს. «ხო მაგრამ რა კარგად გამოსდის?!» ამოიჩურჩულა ხმადაბლა და ღიმილით გახედა აივნის კარებს, სადაც რამოდენიმე წამის წინ კოკა იდგა, ახლა კი სრული სიცარიელეა. კარების ხმაზე თავი მიატრიალა და პიჟამოებში გამოწყობილ დებს გაუღიმა. კატო სიცილით შეწვა საწოლში და ანაბელს მაცდურად ჩაუკრა თვალი. კესომაც დას მიბაძა და მომლოდინე მზერით შეხტა ანაბელის მხარეს. -აბა რაო, ჩვენმა ბედოვლათმა ძამიკომ?_ ინტერესით იკითხა და ხელები თავქვეშ ამოიდო. -არაფერი, ძილინებისაო. _ დამორცხვილმა ამოიჩურჩულა და ლოყებზე ხელი მიიფარა. -როგორც ჩანს ეფექტურად გისურვა, ძილინებისაო. _ სიცილით გამოაჯავრა კატომ და სანათი ჩააქრო. _ ძილინებისათ!_ ფხუკუნით ჩაიჩურჩულა და ანაბელს თვალი ჩაუკრა. ასე გაგრძელდა ზუსტად ორი დღე. ორი დღის შემდეგ ეზოში გასვლაც შეძლო, ნინოს რჩევით, სუფთა ჰაერზე. გოგონებიც თან ახლდნენ და კორპუსების წინ დასეირნობდნენ. ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ისხდნენ და მეზობელ გოგონებს ესაუბრებოდნენ, მოულოდნელად მათი კორპუსის «ბრბოდ» წოდებული საძმო რომ გამოჩნდა. კესომ გაღიზიანებულმა ჩაიფრუტუნა რაღაც და ისევ გოგონებს მიუბრუნდა. ამ ბიჭების დანახვა, თავის და უნებურად ცუდ გრძნობას უტოვებს... კოკას სახის გახსენებისას სულ გონია რომ მათთან ურთიერთობა საშიშია და ცდილობს ზედაც კი არ შეხედოს არცერთს. ბიჭები ზუსტად მათ პირდაპირ გაჩერდნენ და ჯერ მეორე კორპუსის გოგონებს მიესალმნენ ღიმილით და ხელის აწევით, მერე სამეულს. -სტუმარს არ გაგვაცნობთ?_ ამაზრზენი ღიმილით იკითხა ერთ-ერთმა და კოკას რომ ესაუბრებოდა ამასწინათ იმ ბიჭს ხელი გაკრა. იმას კიდევ ზედაც არ შეუხედავს, ტელეფონში იქექებოდა და სულელივით იღიმოდა. -ვგონებ, საჭირო არ უნდა იყოს რეზი!_ დაგეშილმა გასცა პასუხი კატომ და ანაბელთან არსებული ცარიელი ადგილი შეგნებულად ამოვასო ერთ-ერთი გოგონათი. -რა აგრესია გაგნიძეების ქალიშვილო?_ სიცილით იკითხა და ანაბელი კიდევ ერთხელ შეათვალიერა. -ნუ იქცევით ხამებივით და წადით ახლა!_ არანაკლებ დაგეშილმა წამოიძახა, მაკამ, ანაბელის გვერდით მჯდომმა და თვალები გადაატრიალა. -ნუ უზრდელობ შენ გოგო!_ ტელეფონიდან თავი ამოყო იმ ერთმა და ღრენით გააფრთხილა მაკა. სულ უფრო და უფრო იძაბება ბიჭების და გოგონების ყურებით. სულ გონია რომ რომელიმე გაიწევს და ერთი ამბავი ატყდება. ან ბიჭები ეტყვიან გოგონებს ისეთ რამეს, რაც კოკას და გუგას ყურამდე მივა და მერე მართლა არ დაადგება საძმოს კარგი დღე. ანერვიულებულმა გადახედა კესოს და ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა. სკამიდან წამდოგომას და თავიანთი კორპუსისკენ წასვლას აპირებდნენ, მხსნელად გაღიზიანებული კოკა რომ მოვლინა. -რა ხდება აქ? მშვიდი ბარიტონით იკითხა. არადა ანაბელმა პირველივე ბგრისას იგრძნო, კოკას ყელში მოწოლილი სიბრაზე და უარესად აფორიაქდა. არანაკლებ შეშინებული სახეები ქონდათ დებსაც, რამაც კიდევ უფრო გაუხეთქა გული და ფეხზე წამოდგომა დააპირა, კესომ ისევ სკამზე რომ დააბრუნდა « დაგდებით» და კბილების ღჭიალით. -კოკა, ისეთი არაფერი გოგონები დავინახეთ და ვიფიქრეთ გამოველაპარაკებითო. _ სწრაფად დაიხია უკან რეზიმ და კოკას მხარზე ხელი მეგობრულად დაკრა. გაგნიძემ აგრესიულად მოიშორა ხელი და სათითაოდ, ეჭვით მოავლო ყველას თვალი. -მერე ვერ ხვდბით რომ გოგონებს, საუბარი არ სურთ?_ ირონიული ტონი გაურია კოკამ. -ჩვეენ მსგავსი ვერაფერი შევატყეთ. _ მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ხეს მიეყრდნო. -აუცილებლად უნდა გაგველანძღეთ?_ მაინც ვერ გააჩერა ენა კატომ და ზიზღით შეკუმშა სახე. -კატო!_ ოდნავ აწეული ხმით წარმოსთქვა დის სახელი კოკამ და მუშტი შეკრა. _ მემგონი ჩემი თქმა არ უნდა გჭირდებოდეთ, რომ აქ არცერთს არაფერი გესაქმებათ!_ მშვიდად საუბარს აგრძელებდა კოკა. -ოჰ, რა ხალხი შეკრებილა ერთად. სიცილით მოუახლოვდა შეკრებილ საზოგადოებას გუგა და როგორც ყოველთვის პოზიტიურ ხასიათზე მყოფმა მოიკითხა ყველა. დიდად არც მას მოსდის ის ოთხელი თვალში, მაგრამ ხმას არ იღებს და მიმიკებით ახვედრებს ყველაფერს. რაზეც გოგონები გულიანად ხაისობენ. ანაბელს ვერაფრით გაახსნევინეს ბაგეები, ისეთი შებოჭილი და შეშინებულია. კოკასაც აშკარად ეტყობა რომ ანაბელის ასეთი ყოფა უარესად ახელებს და სურვილი იპყრობს, სათითაოდ გაუერთიანოს ყველას თავ-ყბა. ბიჭები ზრდილობიანად, და ირონიული ტონით დაემშვოდობნენ გოგონებს და თავის გზაზე წავიდნენ. გუგამ სასაცილო მიმიკით გამოაჯავრა ერთ-ერთ მათგანს და კოკას შეკრული წარბები რომ დაინახა ახლა მას შეუტია. -რას მებღვირები ვერ გავიგე? შენსავით ცეცხლები ვყარო ამათი დანახვიას მეც?_ სიცილით კითხა ძმას და ანაბელის გვერდით პატარა ადგილი გამონახა, მაკას ჩაჩოჩებით. -მზესუმზირა მინდა, წადი გაიქეცი და მიყიდე. _ ჯიბიდან საფულე ამოიღო და ფული კესოს გაუწოდა. -მე რატომ, კატო წავიდეს. _ ცხვირი აიბზუა უმცროსმა გაგნიძემ. -შენ ყველაზე პატარა ხარ ჩემო დაო და იმიტომ. _ თვალი ჩაუკრა და ფული მუჭში ჩაუკუჭა. _ მიდი გაკუნკულდი. _ საჯდომზე ხელი ოდნავ მიკრა და კატოს ხელი გადახვია. კოკა უსიტყვოდ დაუჯდა ანაბელს გვრდით და მხარზე მხარი ღიმილით გაკრა. ანდრონიკაშვილმა მორიდებული ღიმილით აწია თავი და ბრეტელებიანი მაისური შეისწორა. გაგნიძეს მის ბავშვურ ქცევაზე სიცილი აუტყდა და ხელი გადახვია აფორაჯებულს. -მეორედ ამათ რომ დაინახავ, შეეცადე ხმა არ ამოიღო! თორემ მერე მომიწევს მთელი კორპუსის გადაკიდება!_ ლოყაზე თითები მოუჭირა და საფეთქელზე აკოცა. -ხმა რატომ არ უნდა ამოვიღო?_ ჩაილაპრაკა ინტერესით და კოკას ახედა. -იმიტომ რომ მე შენმა ხმამ მომხიბლა და გვინდა, ახლა ჩვენ შარები?_ ღიმილით დაუბრუნა კითხვა და მაისურის ამოტრიალებული ბრეტელი გაუსწორა. _ ისე, წეღან გაკვირდებოდი და გიხდება, მოკლეები და ამოღებულები. _ ტუჩის კვნეტით ამოიჩურჩულა და ფეხზე ხელი მიკრა. -სირცხვილია. _ ფეხი განზე გაწია და ბროწელისფერმა დატუქსა. კესო ასკინკილით მოუახლოვდა სკამს და კოკას გვერდით პატარა ადგილზე ჩამოდო საჯდომი, თან ტელეფონში ღიმილით იჭყიტებოდა და ლოყები უწითლდებოდა. დის ამგვარი ქმედებების დანახვისას კოკამ კუშტად შეკრა წარბები და ტელეფონისკენ ცალი თვალის გააპარა, მაგრამ საპასუხოდ ანაბელის მუჯლუგუნი მიიღო და წელში გასწორდა. -ანაბელ, შენი დახმარება მჭირდება. _ მუდარით წამოიძახა კესომ და ფეხზე წამოდგა. ანაბელი ღიმილით გაყვა უკან. უკვე იცოდა რაშიც იყო საქმე, მაგრამ მსგავს რამეს თუ სთხოვდა კესო ვერ წარმოიდგნედა. _ შალვამ მომწერა მნახეო და შეგიძლია კოკას მოთაფვლაში მომეხმარო?_ თვალებმოჭუტულმა კითხა და ყელი გამოიწელა. -მე? კი მაგრამ რანაირად?_ ამოილუღლურა და მათკენ ეჭვით მომზირალ კოკას გადახედა. ბევრი ახსნა-განმარტებების მერე ძლივს დაითანხმა და თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ. მაკა და გოგონები როგორც კი წავიდნენ, კესომ ხელით ანიშნა დაიწყეო და თვითონ ტელეფონი გადაჯვარედინებულ, ფეხებს შორის ჩაიცურა. -კოკა, რაღაცა მინდა რომ გთხოვო... უფრო სწორად გთხოვოთ. _ ჩაილაპარაკა დამორცხვილმა. წარმოდგენა არ აქვს რა რეაქცია ექნება გაგნიძეს ყოველივე ამაზე. იქნებ სულაც არ უნდა უთხრას და ჯობია გაჩუმდეს, მაგრმა კესოს მუდარით სავსე თვალებს და ხმას რომ იხსენებს გული ვერ უთმენს. _ შეგიძლია კესო შალვას სანახავად გაუშვა?_ პირდაპირ აჯახა და თავი დახარა. -მემგონი ეგ კესოს უნდა ეკითხა და არა შენ!_მოსალოდნელმა რეაქციამაც იქუხა. ანაბელმა და კესომ ერთდროულად გადააქნიეს თავები იმედგადაწურულებმა. ანდორნიკაშვილმა მზერით მოუხადა ბოდიში და ტუჩი მოიკვნიტა. _ მაგრამ საბედნიეროდ, შალვა თქვენზე ბევრად ჭკვიანი აღმოჩნდა!_ ღიმილით ჩაილაპარაკა ბოლოს, მაგრამ სიბრაზე შერჩენილი ნოტები მაინც ეტყობოდა. _ წადი და ორ საათში სახლში იყავი!_ მკაცრი ძმის იმიჯმორგებულმა გააფრთხილა და ანაბელს ისევ გადახვია ხელი. _ მეორედ ეგრე არ ქნას! ჯობია თვითონ მითხრას და ჩემი არ ეშინოდეს. _ ანაბელიც დატუქსა უცბად. -ბოდიში. _ დასჯილმა ჩაილაპრაკა და თავი მაღლა ასწია. -აა კიდევ!_ უკმაყოფილომ გადააქნია თავი. _ გაგაფრთხილე მე შენ! -ანაბელ, ხუთი წუთიც და გაგიშვებთ. სკამზე ძალების გამოყენებით მიბმულ მოუსვენარ ანდრონიკაშვილს მუდარით დახედა კესომ და ფუნჯი ნაზი მოძრაობით გადაატარა ქუთუთოებზე. -რა საჭიროა ეს ყველაფერი?_ ამოილუღლუღა დაღლილმა და ხელები მუხლებზე დაიწყო. -რა საჭიროა და საჭიროა ოქროს დაბადების დღე სულ კი არ გექნება. _ გაბრაზებულმა დაუბრიალა თვალები და კატოს გამოწვდილი ტუჩსაცხი გამოართვა. _ ტუჩზე ფერს დავსვამთ და მორჩა. ანაბელის დაბადებისდღეს მთელი ოჯახი ელოდება. განსაკუთრებით აჟიტირებულები არიან კესო და კატო. დილიდან გარდერობთან წაღმა-უკღმა ატრიალებენ და ტანსაცმელს ურჩევენ. ესეც დასჯილი ბავშვით, ხან ერთი დისკენ გაიწევა ხანაც მეორის. ნინოს დაჟიღებული თხოვნით და მოთხოვნით გადაწყდა რომ დაბადებისდღეს იხდის და თანაც მათთან. თავისი დაბადების დღე ძალიან უყვარს, მაგრამ პირველი შემთხვევაა როდესაც ბოლომდე გახარებული არ არის. ბოლომდე გახარებული არც არასდროს ყოფილა, რაც მშობლები წავიდნენ, მაგრა ახლა უკვეე ქეთოს ადგილსაც ვერავინ ვერ ავსებს და ეს უარესად ადარდიანებს. ნინომ სამზარეულოში არცერთი არ შეუშვა, ყველაფერი მე უნდა გავაკეთოო გამოაცხადა და კარები მიიკეტა. მახო როგორც ოჯახის თავი, ღვინოზ ფიქრობდა. გუგა და კოკა, დილიდან გამქრალები არიან და არ ჩანანა. როგორც ნინომ თქვა, კოკა სამსახურის საქმეებზეა წასული და გუგა, სავარჯიშოდ არის. ძალიან უხარია კოკასთან ურთიერთობა რომ დაასტაბილურა და ყოველ წამს არ უწევს მასთან კამათი და კინკლაობა. ერთადერთი რასაც ვერ გადაეჩვია, მადლობები და ბოდიშებია! ვერაფრით მოიშორა როგორც კოკა იტყოდა « ეს მავნე ჩვევები.» მემგონი მარტო ამ თემაზე ვერ თანხმდებიან. გაგნიძეს საშინლად არ მოსწონს ასეთი, მეწვრილმანე ანაბელი. სულ ეჩიჩინება რომ ხასიათი ცოტა უნდა გაიმყაროს, თორემ ამდენი ჯავრით ერთ მშვენიერ დღესაც, იმ ლამაზ მკერდში მოთავსებული გული გასკდება. მოდი და ამის მერე არ გაწითლდე... ჯერ ისედაც როგორ რეაგირებს ხოლმე კოკას თითოეულ სიტყვაზე და მერე ოდნავ უხამსად რომ იტყვის რამეს, თავჩარგული ჩუმად აცმაცუნებს ტუჩებს. -მზად ხარ!_ ტაშის კვრით ახარა კესომ და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გახარებულმა გაახილა თვალები და სწრაფად წამოხტა სკამიდა, რომელმაც უკვე საჯდომი ატკინა. ნელა გასწორდა წელში და ატკიებული სხეული ოდნავ შეარხია. გარდერობის სარკეში მორიდებით ჩაიხედა და იქიდან მომზირალი გოგონას დანახვისას, წარბები გაკრივებულმა აათამაშა. ისეთი შეგრძნება აქვს რომ სულ სხვა ანაბელს უყურებ ახლა და იმ ანაბელისგა, ყოველდღე რომ ხედავს წვეთიც კი არ არის დარჩენილი! ძლივს მიუახლოვდა სარკეს და ხელი ჯერ ლოყაზე მოიკიდა მერე კი თვალებზე... -რას აკეთებ, გადაირიე?_ ხმამაღლა წამოიძახა კესომ და ხელი დაბლა ჩამოაგდებინა. _ გინდა, ორსაათიანი შრომა წყალში ჩამიყარო?_ ნაწყენმა ამოიჩურჩულა და თვალები დაუბრიალა. -ბოდიში. თავისი საფირმო სიტყვა მოიშველია, რომლსაც ყოვლთვის გულით იძახის და ლოყები შეეფარკლა... მაგრამ არ გამოუჩნდა! როგორც ჩანს მაკიაჟსაც ქონია თავისი პლიუსები. რა კარგია! მთელი საღამო შეუძლია, რამდენჯერაც მოისურვებს იმდენჯერ გაწითლდეს, კოკა მაინც ვერ შეამჩნევს და ვერ უსაყევდურებს.კატომ საწოლიდან შერჩეული კაბა აიღო და ანაბელისკენ დაიძრა. -ახლა კაბა ჩავიცვათ და მზად ხარ, თან ბიჭებიც მოვიდოდნენ უკვე და დედაც გაშლიდა სუფრას. ანაბელმა მაისური სწრაფად გადაიძრო და კატოს გამოწვდილ კაბას ალმაცერად მოავლო მზერა. კატომ სიცილით, ფრთხილად ჩამოაცვა კაბა თავზე. შესწორება-გასწორების შემდეგ ისევ გარდერობის სარკესთან დააყენეს და თავისთვის, სულელივით მომღიმარ ანაბელს გაუცინეს. პირვლად მოეწონა ასე ძალიან თავისი თავი, მიუხედავად იმისა რომ რადიკალურად განსხვავებული და არაბუნებრივია... რა ქნას ძალიან მოსწონს ლამაზად შერჩეული ფერები ქალის სახეზე და ასევე ტანზე. -ძალიან ლამაზია. _ კაბას ფრთხილად ჩამოუსვა გაშლილი ხელი და ორივეს, ღიმილით და მადლიერებით სავსე მზერით გადახედა. -ეგ კაბა კოკამ გაჩუქა. _ ენა მაინც ვერ გააჩერა კესომ და სიცილით წამოიძახა, რაზეც კატოს ღრენა და ჩქმეტა მიიღო. -კოკამ?_ დაბნრულმა ამოიბლუყუნა და კაბას დახედა. _ მე კიდევ მეგონა რომ... -გეგონა რომ ჩვენ გათხოვეთ. _ სიტყა დაასრულა კესომ და გარდერობი გამოაღო. დაბნეული, ერთ ადგილზე სარივით იყო დარჭობილი და სახეგაბადრული კაბას უყურებდა, თან თითებით ეფერებოდა. გაუხარა, კოკას ასეთი კარგი გემოვნება რომ აქვს, მერე ის გახარდა ანებლისთვის, მან რომ შეარჩია კაბა და თანაც ისეთი მას რომ მოსწონებოდა... ცოტა შერცხვა, რომ დაიხარჯა კაბის გამო, მაგრამ ხმას რა ამოაღებინებს. როცა ნახავს ძალიან დიდ მადლობას გადახდის და ლოყაზე აკოცებს. ძალიანაც რომ უნდოდეს სხვაგან ვერც აკოცებს, სხვების თანდასწრებით. -გოგონებო, მალე. _ კარებზე დააკაკუნა ნინომ და თავი ოდნავ შემოყო ოთახში. _ ეს ანგელოზივით გოგო ჩვენთან არის?_ სიცილით იკითხა და ოთახში შემოვიდა. ანდორნიკაშვილმა დამორცხვილმა დახარა თავი და ჩაიღიმა. ნინომ ბევრი კომპლიმენტის და საალერსო სიტყვის, მერე შეახსენა რომ სუფრა უკვე გაიშალა და მათ ელოდებიან. კესომ და კატომ ანაბელზე, ადრე მოიწესრიგეს თავები და ახლა ყველანაირად მზარ არიან, მაგრამ მაინც სარკესთან დგანან და იპრანჭებიან. კესოს კიდევ მიზეზი აქვს, შალვა იქნება დღეს თამადა და ცოტას გაეპრანჭება, მაგრამ კატო რატომ არის ასეთი აჟიტირებული ვერაფრით ვერ ხვდება. მისაღებში მარტო ოჯახის წევრები და შალვა იყვნენ, კოკა არსად არ ჩანდა. «ალბათ ვერ მოიცალა ჯერ.» დააიმედა თავი და მეგობარს გადაეხვია. შალვამ ლამაზად შეფუთული წითელი ყუთი გაუწოდა და ღიმილით მოუჭირა თითი ცხვირზე. თავიდან ყველას გაუჭირდა, ანაბელის ასეთ ფორმაში დანახვა, მაგრამ მერე კომპლიმენტებით აავსეს. გუგა სიცილით უმშვენებდა გვერდს და «არავინ მოგიტაცოს გდარაჯობ_ო.» გაიძახოდა. კესო ჯერ დაელოდა შალვა სად მოკალათდებოდა და მერე მიუჯდა გვერდით ღიმილით. კატო ანაბელის პირდაპირ დაჯდა და დას მხარი გაკრა, ნინო გიყურებსო. -კოკა სად არის?_ მორიდებულმა იკითხა და ნინოს ახედა. -კოკამ დამირეკა, დასხედით და ერთ საათში მეც მოვალო. _ ქალმა მხარზე ხელი გადაუსვა და მახოს წვენით სავსე გრაფინი მიაწოდა. მამაკაცებმა ტრადიციულად სადღეგრძელეოებით დაიწყეს საღამო. ყველაფერი ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო, მაგრამ ერთ ცარიელ სკამს ვერაფრით ვერ წყვეტდა თვალს და გამუდმებით კოკაზე ეფირქრებოდა. ამასთანავე ჯავრობდა ქეთოზე, რომელსაც დღეს საერთოდ არ შეხმიანებია. თუ არ ჩავთვლით იმას რომ დილის შვიდ საათზე გააღვიძა და დაბადების დღე მოულოცა... თვითონ ვერ დაურეკა, ანგარიშის შევსება დაავიწყდა და მთელი დღე სახლიდან ვერ გავიდა რომ ჩაერიცხა. გოგონებსაც ვერ უთხრა და დარჩა ისე. შალვა და მახო სასიამოვნოდ საუბრობდნენ და თან იცინოდნენ, გუგა ხანდახან თუ ჩაერთვებოდა და თავისებურად, პოზიტიურად გაამხიარულებდა სუფრას, ჩვეეულებრივი წამოძახილებით. კარების ხმაზე თვალებდაჭყეტილი მიტრიალდა უკან და მისაღებში შემოსულ, დიდი საჩუქრის ყუთით ხელდამშვეენებულ კოკას გადახედა. ბიჭმა გაკვირვებულმა და თვალებდაქაჩულმა გადახედა ანაბელს და თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა. ბოლოს როცა დარწმუნდა რომ მის წინ მართლა ანებლია და არავისში არ ეშლება, თავი დაუქნია და თავისთან იხმო. ანდრონიკაშვილი სწრაფად წამოხტა ფეხზე და მისკენ გახარებული წავიდა. რაც არ გამოპარვია არცერთ ოჯახის წევრს, და ყველა ღიმილით შესცქეროდა განცალკევებით მდგარ წყვილს. -რა უქენი ჩემს ანაბელს?_ ოდნავ გაბრაზებულმა იკითხა და ყუთი დაბლა დადო, ანებლის ლოყებს რომ შეხებოდა. -მე არაფერი კესომ უქნა. _ თავი იმართლა და ხელი კესოსკენ გაიშვირა. _ არ მოგწონს?_ ტუჩები სატირლად დაბრიცა და ისე იკითხა. -კი როგორ არა, მაგრამ ზედმეტად სექსუალური და მომხივლელი ხარ, მე კიდევ ახლა, ამ სიტუაციაში ეგ არანაირად არ მაწყობს!_ ღიმილით ჩაუკრა თვალი და ხელი მაგრად მოხვია. _ სულ სხვანაირი ხარ! ერთადერთი რაც ძველი ანაბელის თავს მახსენებს თვალებია. _ თავისთვის ლაპარაკობდა ბიჭი და თვალებზე ეფერებოდა. -კოკა გვიყურებენ. _ ბიჭის ყელთან ჩაიჩურჩულა და მისთვის საყვარელი სურნელი ხარბად შეისუნთქა. -რა სულელი ხარ. _ თავისთვის ჩაილაპრაკა კოკამ და კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები. _ შენთქვი ს საჩუქარი მაქვს. _ უკან დაიხია ბიჭმა და კარებისკენ წავიდა, თან ანაბელს ხელს არ უშვბდა. გახარებული გაყვა უკან და კარებთან შეჩერდა. კოკამ რკინის კარები ნელა გამოაღო და კარებს უკან, ლამაზად გამოწყობილ ქეთოს გაუცინა. ერთ წამში დაუბნელდა თვალებში. პირი ამოუშრა და პირდაღებული მიაჩერდა მონატრებულ ბებიას. რეალობის და წარმოდგენის ერთმანეთისგან განცალკევბა გაუჭირდა, იმდენად დააბნია სანახაობამ. კოკას იმედიანი თვალებით გადახედა და შეევედრა მითხარი რომ არ მელანდებაო. გაგნიძემ ღიმილით დაუქნია თავი და წელზე ხელი მსუბუქად მიკრა. სირბილით გავიდა სადარბაზოში და ქეთოს ორივე ხელი ძალიან მაგრად მოხვია.ქალმა კისკისით შემოხვია შვილიშვილს ორივე ხელი და გულზე მიიკრა ასრუტუნებული. საერთოდ არ ახსოვდა კესოს წვალებით განვლილი ორი საათი, ისე გადმოყარა ცრემლები და აზლუქუნდა. ამჯერად ბედნიერებისგან ატირდა და რამდენი ხანია ასე გემრიელად არ უტირია. როგორც კი ქეთოს მოშორდა, ისევ გაამეორა ჩახუტების სცენა და ქალს სახის ყველა ნაკვთი სათითაოდ დაუკოცნა. თან მობერებულ ლოყებზე ხელებს უსვამდა და თავისთვის ლუღლუღებდა გახარებული საალერსო სიტყვებს. -ოქროს დაბადების დღეს გილცავს შენი მოხუცი ბებია. _ ჩაიცინა ქალმა და ლოყაზე აკოცა. -მადლობა ბე.... ძალიან დიდი მადლობა. _ სრუტუნით ამოილუღლუღა და ახლა უკვე კარებზე მიყუდებულ კოკას მიუბრუნდა. _ გინდ მეჩხუბე და გინდ არა, მაგრამ მაინც... მაინც უნდა გადაგიხადო მადლობა. _ ტირილით ჩაილაპარაკა და ხელგამოწეულ ბიჭს ჩაეხუტა. -აი ასეთ დროს უნდა გადაიხადო ხოლმე მადლობა და არა მაშინ როდესაც შენ მოგესურვება. _ სახე მაღლა ააწევინა და დათხაპნილი თვალები, ჯიბიდან ამოღებული ხელსახოცით გაუწმინდა. _ სანამ ქალბატონი ქეთო, ოჯახის ყველა წევრს გაიცნობს, წამოდი შენ პირი დაიბანე. სიცილით გადახედა ნინოს და მიანიშნა ქეთოს მიხედეო. ანაბელი სლუკუნით გაყვა უკან და სააბაზანოს ღია კარებში შევიდა. დაკეტვას აპირებდა კოკამ ხელით რომ დაუჭირა და საჩვენებელი თითი გააქნია. ანაბელი ღიმილით გაიწია და კოკა შეატარა. ბიჭმა ონკანი მოუშვა და ხელით წყლის ტემპერატურა მონიშნა. -ცივია. _ თითი პირსახოცზე შეიმშრალა. თვალებჩაშავებულ ანაბელს ორივე ხელი წელზე მოხვია და მკერდზე მიიკრა. _ დღეს მთელი დღეა არ მინახიხარ. დაბადების დღეც არ მომილოცია. _ ხმადაბლა დაიწყო საუბარი კოკამ. -სამაგიეროდ კაბა მაჩუქე. _ ღიმილით ჩაილაპრაკა და თითით ლოყაზე მოეფრა. -ხედავ? ნელ-ნელა წინ მივიწევთ და უკვე შენც მეცუღლუტები. თითი ცხვირზე დაკრა და ანაბელი ნიჟარასთან მიიყვანა. იქვე დაგდებულ, სპეციალურად მაკიაჟისთვის განკუთვნილ «გუბკას» ხელი მოკიდა და თბილი წყლით დაასველა, მერე კი ანაბელის სახეზე ნაზად შემოატარა და ჩაშვებული თვალები გაუსუფთავა. -დამპირდი რომ ამის მერე აღარასდროს დაემსგავსები, ძალით სექსუალურ ქალს!_ მუდარით აღმოხდა კოკას და გასუფთავებულ სახეზე ტუჩები მიადო. -რომ დამჭირდეს არც მაშინ?_ თავი უკან გაწია და ღიმილით კითხა. -მაშინ მე არ დამენახო ხოლმე! -გამოდის რომ არ მოგეწონა. _ ნაწყენმა ამოიჩურჩულა და ტუჩები დაბრიცა. -მომეწონა! მაგრამ მე 18 წლის ანაბელი უფრო მომწონს! თავისი ბავშვური გულუბრყვოლობით... _ ტუჩებზე სვენი «გუბკა» გადაუსვა და ეშმაკურად ჩაიცინა._ მგონი დროა. ონკანი გადაკედა და ორივე ხელი მაგრად მოუჭირა ლოყაზე ანდორნიკაშვილს. თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა ბიჭს და გაოცებულმა, პირი რაღაცის სათქმელად დააღო, კოკამ უსიტყვოდ რომ დაადუმა და ვირივით დაეძგერა. ანაბელი ღიმილით მოეშვა და ორივე ხელი კისერზე მოხვია. გაგნიძემ ხელები ლოყებიდან სხეულის ფორმებზე ჩააცურა და თეძოებზე მოხვია. ბიჭის სითამამით დამორცხვილმა ნელა მოუჭირა კისერზე თითები და შეეცადა, მაქსიმალურად აყოლოდა ალერსში... მაგრამ არ იცის და არ გამოსდის! უაზორდ დააცოცებს ხელბს აქეთ-იქით და ვითომ რამე იცოდესო იღიმის. კოკამ ნელა შეატრიალა კედლისკენ და მსუბუქი სხეულის კვრით, ისე რომ მისი სხეული არ მოეშორებინა, ოდნავ მიახეთქა ზედ. ანაბელმა სიცილით ამოიკრუტნა და თვალები გაახილა. კოკას როგორც ყოველთვის ვნებისგან მინაბული ქონდა თვალები და საერთოდ არ იყურებოდა აქაურობისკენ. ბოლოს როცა მიხვდა, რომ ნელ-ნელა საერთოდ კარგავდა საკუთარ თავზე და სხეულზე კონრტოლს თვალები თვითონაც დახუჭა და მაქსიმალურად შეეცადა ყველანაირი სიამოვნება მიეღო დაბადების დღის მოლოცვის ამ ხარხით. ფრთხილად აუწია კაბის ბოლო კოკამ და ფეხზე ხელი, ნელა და ნეტარედ მოუჭირა. გაგნიძემ ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა და ვნებისგან მოთენთილ ანაებლს მოღეღილ გულ მკერდზე ტუჩები მიადო. -კოკა... _ ხმადაბლა ამოიჩურჩულა და ბიჭის მოცილება ცადა, თან არ უნდოდა ასე მალე შემწყდარიყო სიამოვნებსიგან გამოცებული ბგერების ხმა. გაგნიძემ ოდნავ ამოიჩურჩულა და ანიშნა რომ უსმენს. _ სუფრაზე... რომ... დავაგვიანეთ.... _ ნაწყვეტ-ნატყვეტ, დაღლილი ხმით ლუღლუღებდა და ცდილობდა სიტყვებს შორის ასოები არ დაეკრაგა. გაგნიძემ საწყის პოზიციას დაუბრუნდა და ანაბელის ტუჩების დაგემოვნება განაგარძო. შესანიშნავად იცის როგორ დაადუმოს ანაბელი, მაშინ როდესაც მისთვის არასასიამოვნო თემას ეხება. კოკამ ნელა მოაცილა ტუჩები ანაბელის გავარვარებულ და ვენებიან ბაგეებს და რამოდენიმე ნაბიჯით უკან წავიდა. ღიმილით უყურებდა თვალებდახუჭულ ანაბელს, რომლის კაბის ბოლოების სასაცილოდ აპრეხვოდა და მაღლა ასულიყო. როცა მიხვდა რომ ბიჭი კარგა ხნის მოშორებულია მის ტუჩებს და სხეულს, დაბნეულმა გაახილა თვალები და ლოყენაწითლებული მიაჩერდა ირონიულად მომღიმარ კოკას. ბიჭმა ტრადიციულად გაისველა ქვედა ტუჩი და კბილებს შორის მოიყოლა. ანაბელის სახიდან მზერა მის მადისაღმძვრელ მკერდზე და მერე მოშიშვლებულ ფეხებზე გადაიტანა. ანდორნიკაშვილმა მის თვალებს, თვალი გააყოლა და შერცხვნილმა ჩამოიქაჩა კაბა დაბლა... მერე მკერდი მოეღეღა საოცრად და ახლა მაღლა დაიწყო კაბის აქაჩვა. ბოლოს როგორც იქნა სასურველ ზომაზე დააყენა და კოკას დოინჯშემოყრილმა გადახედა. -დაბადების დღეს გილოცავ პროვინციელო!_ მისკენ ღიმილით წავიდა კოკა და სახეაჭარხლებული ანაბელი გულზე მიიკრა. _ ოქროს დაბადებისდღე, ოქროსავით ბიჭის ალერსში გაატარე... _ცხვირის წვეროზე სიცილით აკოცა და მის მუჯლუგნს ისევ კოცნით გასცა პასუხი. -გავიდეთ თორემ რამეს იეჭვებენ._ ჩაილაპრაკა ხმადაბლა და კარებს გახედა. კოკამ ღიმილით გადაატრიალა საკეტი და კარები გააღო. ანდრონიკაშვილმა ცალი ხელით დაიჭირა კარებში გასული ბიჭი და თავისკენ შეატრიალა. -მართლა ძალიან გამიახრდა ბებია რომ ჩამოიყვანე. _ თბილი ხმით ჩაიჩურჩულა და ხელზე ხელი უფრო მოუჭირა. _ რომ მაკოცე ეგეც გამხიარდა, მაგრამ ცოტა ფრთხილად ხოლმე თორემ ტუჩები მტკივა. _ აწითლებულ ბაგეებზე თითები გადაისვა და მობუზულმა გააფრთხილა კოკა. ბიჭმა მის გაფრთხილებას ყურიც კი არ ათხოვა ისე დაეტაკა და მოწყვეტით, ვირულად აკოცა! -ასე უფრო ეფექტურია! შიშით რომ ყოველ წამს შეიძლება ვიღაცამ დაინახოს და იქ დამთავრდეს ყველაფერი, ბოლომდე თავისუფალი და გახსნილი არ არის. ცდილობს, კოკამ ვერ შენიშნოს დაძაბულობა და კიდევ ერთხელ არ წაკბინოს ამის გამო. ძალიან არ უნდა ქეთომ ასე, შემთხვევით გაიგოს შვილიშვილის, ახლადწამოწყებული რომანის შესახებ. იცის რომ არასდროს აპატიებს და ზუსტად ეს უბლოკავს გონებას. კოკამ ღიმილით ჩაკიდა ხელი და მისაღებისკე წაიყვანა, საიდანაც სიცილ-კისკისის ხმა გამოდიოდა. ქეთოს ხმა რომ ესმის თავი უბედნიერესი ადამიანი გონია. რას წარმოიდგენდა, დღე ასე თუ შემოტრიალდებოდა. ახლა მის გვერდით, ის ადამიანები არიან, ვისთანაც თავს ძალიან თავისუფლად და ლაღად გრძნობს. თუ არ ჩავთვლით იმას რომ კოკასი და მისი ურთიერთობის შესახებ ჯერ არაფერი იციან და ეს ფაქტი ბოჭავს. სუფრასთან ქეთოსთვის უკვე გამოეყოთ ადგილი, ქალი ღიმილით ადევნებდა ყველას თვალს და ხანდახან სიცილი წამოიძახებდა ხოლმე რაღაცას. შვილიშვილის დანახვისას, წამებში გაფერადდა თვალები და ხელით ანიშნა ჩემთან მოდიო. მაგიდასთან მიახლოვებულ ანაბელს, თვალების ბრიალით გადახედა კესომ და ყელთან ორი თითი დანისმსგავსად გაისვა. სიცილით გააქნია თავი ანდრონიკაშვილმა და ქეთოს გვერდით მოკალათდა. ბებიას ორივე ხელი მაგრად შემოხვია და თავი მხარზე ჩამოდო. -ჩემი საჩუქარი ნახე?_ ღიმილით კითხა ქალმა და იატაკზე დადებულ შავ ყუთს გადახედა. -არა?! რა არის? სიცილით წამოდგა ფეხზე, მაგრამ კოკამ თავი დაუქნია და ანიშნა მე მოგიტანო. ბებოს გვერდით მოკალათდა ისევ და ხელები მუხზლებზე აათამაშა. კოკამ ყუთი ანაბელის გვერდით მდგარ სკამზე დადგა და თვითონ დივნის საუზრგეს მიეყრყდნო. -სანამ ნახავ და როცა ნახავ მერე ინერვიულებ, გეტყვი რომ ოჯახში მოგვარებულია. _ ღიმილით შეაჩერა ყუთისკენ წაღებული ანებლის ხელი და როგორც კი საქმელი დაასრულა ისევ უკან გაიწია. ანაბელმა დაბნეულმა გადახედა ყველას და ლამაზად შეფუთულ ყუთს ბაბთა მოაცალა. ქაღალდის შეხსნა ლამაზად სცადა, მაგრამ ისე იყო შეფუთული, მარტო გახევა თუ უშველის საქმეს. სიცილით მოაცალა ქაღალდი ყუთს. ნელა ახადა თავსახური და გაუცებულმა ბედნიერების ბგერებით შესძახა. შიგნით ულამაზესი თეთრი თუთიყუში იჯდა და სასაცილოდ აქანევებდა თავს. გახარებულმა ხელი პირზე აიფარა, გადმოცვენილ ცრემლებს, პირიდან ამოსული ბგერებიც რომ არ დამატებოდა და თუთიყუშს საჩვენებელი თითი ნელა ჩამოუსვა, ფუმფულა ბეწვზე. -როგორი ლამაზია. _ აღტაცებულმა შესძახა კესომ და სიცილით ჩაყო თავი ყუთში. -პირველი შენ რომ დაგინახავს გული გაუსკდება, გამოდი აქეთ. კაბის ბოლოზე დაქაჩა გუგამ და და კალთაში ჩაისვა შუბლშეკრული. ანაბელი გახარებული მიტრიალდა ქეთოსკენ და მაგრად მოეხვია ოცნების ამსრულებელ ბებოს. მადლობების გადახდით გული რომ იჯერა, მერე ისევ თუთიყუშს მიუტრიალა და ყუთიდან ძალიან ფრთხიალდ ამოიყვანა. არ უნდა კაბაზე დაისვას და კოკას პირველი საჩუქარი გააფუჭოს ამიტომ მუხლებზე დაისვა და სიცილით დაუწყო ფერება. -თეთრი თუთიყუში პირვლად ვნახე._ გაკვირვებულმა ჩაილაპრაკა კატომ. -თუთიყუშმაც პირვლად ნახა, ძალით გაშავებული ხალხი. _ ფხუკუნით გაუსვა ხაზი დის, ზედმეტად აპრიალებულ სახეს. -შენ რა გაგეგება მაკიაჟის საიდუმლოებების!_ დამცინავად გააქნია თავი და წვენი მოსვა. ანაბელი გასუსული იჯდა და თუთიყუშს ეფერებოდა, პარალელურად ქეთოს გამოწვდილ ხელს გადაუსვამდა თავის პრიალა ხელისგულებს და ბედნიერი იღიმოდა. კოკა ისევ დივნის საზურგეზე იყო მიყრდნობილი და ღიმილით ადევნებდა თვალს ანაბელის ყველა მოქმედებას. -მახსვოს თუთიყუში, ბავშვობიდან გინდოდა. _ სუფრის ბოლოდან გაისმა შალვას ღიმილნარევი ხმა. ანდრონიკაშვილი მეგორბის წამოძახილს ცრემლნარევი ღიმილით შეხვდა და თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა. სუფრასთან რა ხდებოდა, იმის მერე ვეღარ გაიგო. სულ თუთიყუშზე იყო გადართული და ახდენილ ოცნებას ირგებდა. ბავშვობის ერთ-ერთო ოცნებად თუთიყუში ყავდა. სულ უნდოდა მეგობარი ოთხაში, რომელთანაც ყველაფერზე ისაუბრებდა და ხანდახან, ისიც თავისი გაუგებარი ენით გააგებინებდა რაღაცებს. დედა შეპირდა ადრე გიყიდიო, მაგრამ მერე წავიდნენ და ეს სურვილი ვერაფრით ვეღარ აიხდინა. შალვასთანაც ბევრჯერ ისაუბრა ამ თემაზე და იმიტომაც იცის ბიჭმა მეგობრის სურვილის შესახებ. სახელზე ძალიან დიდხანს იდავეს. ყველა იძახდა რომ აუცილებელია «რ» და «კ» იყოს გამოყენებული. ერთადერთი კოკა არ იღებდა ხმას და გასუსული უსვამდა ხელს თეთერ თუთიყუშს. ანაბელმა ღიმილით გადახედა ბიჭს და ტუჩები ერთმანეთს მიაწება. -სახელი მოვიფიქრე, მაგრამ არ ვიცი ვთქვა თუ არა. _ კოკას გასაგონად ჩაილაპრაკა და თავი დახარა. -მე მითხარი, ჯერ და მერე გადავწყვიტოთ. _ ღიმილით მიკრა მხარი და თვალი ჩაუკრა გასამხნევებლად. -კოკო მინდა რომ დავარქვა. _ ამოიჩურჩულა და დაწვრილებული თვალებით მიაჩერდა გაკვირვებულს. -კოკო რატომ?_ ეშმაკური ღიმილით იკითხა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -შენ ხომ გქვია კოკა, ხოდა ამას კოკო. _ ღიმილით ჩაილაპარაკა და პასუხს დაელოდა. -ანუ იმდენად ეფექტური კოცნა ვიცი, რომ თუთიყუშსაც, თითქმის ჩემს სახელს არქმევ?_ ყურთან უჩურჩულა და აფორაჯებული ანაბელის დანახვისას წარბები აათამაშა. ფერგადასულმა მოავლო სუფრას თვალი და როცა დარწმუნდა რომ მათთვის არავის ეცალა და ყველა მახსო მორიგ სადღეგრძელოს ისმენდა, გაბრაზებულმა გაკრა მხარი და შენიშვნა მისცა. -რომ დაგვინახონ და გაგვიგონ, შენ იქნები დანმაშავე!_ჩაიჩურჩულა კბილების ღჭიალით. -შენ ხომ გინდა რომ გაიგონ და არავის არაფერს უმალავდე? მოულოდნელად იკითხა ბიჭმა და ხმასთან ერთად სახეც დაისერიზულა. ანაბელმა თანხმობის ნიშნად თავი მსუბუქად დაუკრა და ფეხზე წამომდგარ კოკას, რომელიც ყურადრებას ითხოვდა შეშინებულმა ახედა. ბიჭმა ღიმილით მიაკაკუნა ფუჟერზე დანა და გაკვირვებულ თვალებს ღიმილით გადახედა. -რაღაც მაქვს სათქმელი!_ მშვიდად დაიწყო მან და შეშინებულ, ფერწამხდარ ანაბელს დახედა. _ და ძალიან გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ ამბავს! _ ხმა ოდნავ გაიმკაცრა და ფუჟერი მაგიდაზე დადგა. _ ყოველგვარი, კივილ-წივილის და პანიკების გარეშე, მინდა გითხრათ რომ... მე და ანაბელს ბევრად სერიოზული ურთიერთობა გვაქვს ვიდრე, ეს შეიძლება ქონდეს უბრალოდ სტუმარს და მასპინძელს. _ ანდრონიკაშვილმა თავი დაბლა დახარა და ცრემლმორეულმა დაუწყო თუთიყუშს უაზრო ფერება. _ ქალბატონმა ქეთიმ, ეს ყველაფერი თქვენზე ბევრად ადრე გაიგო. სოფელში რომ ჩავედი ავუხსენი რატომაც მომყავდა და რაც ხდებოდა პირადად ჩემს თავს. ამიტომ მინდა რომ თქვენს, მთელი სერიოზულობით მოეკიდოთ ამ ამბავს, და შეეცადოთ რომ დისკომფორტი არ შეუქმნათ ამ მტირალა გოგოს!_ სიტყვა დაასრულა კოკამ და ფუჟერიდან ერთი ყლუპი შამპარნიური მოსვა. ყველა დაძაბული და გაოგნებული უყურებდა კოკას. მათ შორის კესოც და კატოს, არცერთს არ ეგონა, კოკა ასე თუ გამოვიდოდა და ყველას წინაში, მშვიდი გამომეტყველებით ახდიდა სიმართლეს ფარდას. ანასთან რომ დაიწყო ურთიერთობა, მაშინაც არ მოქცეულა ასე. ან შეიძლება იმიტომ რომ ანას ოჯახის წევრები ნინოს და მახოს არ იცნობდნენ... და არც ანა, ცხოვრობდა მათთან ერთად! ნინომ სწრაფად მოსვა წვენი და გული გაიგრილა. მახო ძალიან გაწონასწორებული მზერით უყურებდა შვილს და ცდილობდა, ის ოდნავი სიფიცხეც დაეფარა რაც კოკას სიტყვებმა გამოიწვია. კოკადან მზერა ყველამ ასრუტუნებულ ანაბელზე გადაიტანა. ერთადერთი, ვინც ძალიან მშვიდად იჯდა ქეთოა. ღიმილით ადევნებდა ყველას თვალს და ცდილობდა, თავისი პოზიტიური დამოკიდებულება სხვებისთვისაც უანგაროდ გადაეცა. -მართალია რასაც ეს ბიჭი ლაპარაობს ანაბელ?_ ხმაჩამწყდარმა ჩაილაპრაკა ნინომ და ხელები მაგიდაზე დააწყო. ანაბელმა სლუკუნით დააქნია თავი და წელში გასწორდა. დამნაშავემ გადახედა ყველას და ამ საქციელის გამო, თვალებით, სათითაოდ ყველას მოუხადა ბოდიში. განსაკუთრებით მახოს და ნინოს, ადამიანებს რომლების თვალებშიც ოდნავ გაცრუებულ იმედებს ხედავდა და საშინლად არ უნდოდა ეს ასე ყოფილიყო. წამით ისიც კი ინანა რომ კოკას ახლოს მოკარების უფლება მისცა, მაგრამ როცა გაახსენდა რამხელა ბედიერება განიცადა მისი თითოეული შეხებისას. ყველა უარყოფითი ფიქრი უკუაგდო და სიმართლეს აცრემლებული თვალებით შეხვდა. -შენ ხვდები რომ ეს არ არის სწორი საქციელი! _ მოულოდნელად გაისმა მახოს კატეგორიული ბარიტონი. -ვხვდები, მაგრამ ჩვენ სამარცხვინო არაფერი არ გაგვიკეთებია! მე და ანაბელმა, გადავწყვიტეთ რომ სიმართლე თქვენთვის, თავიდანვე გვეთქვა და ტყუილში არ გეცხოვრათ!_ მშვიდად საუბარს განაგრძობდა კოკა და თან ცდილობდა ანებლისთვის მომენტებში მაინც შეეხედა დამაიმედებელი მზერით. _ არ ვაპირებ, იმის გამო რომ თქვენ თვლით რაღაცები არასწროა, ანაბელთან ურთიერთობაზე უარი ვთქვა... ისიც ვიცი ამის მერე ერთ ჭერ-ქვეშ ცხოვრებას რომ ვერ შევძლებთ და ამიტომ, დროებით ჩემს სახლში გადავალ. _ სიტყვა დაასრულა კოკამ და სკამზე დაჯდა. პირდაღებულმა გადახედა კოკას და ძლივს შეკავებული ცრემლები ერთიანად გადმოყარა. არ ელოდა ასე სიტუაციის წარმართვას. კი იცოდა რომ მათი ერთად ცხოვრება ძალიან არასწორი საქციელია, მაგრამ რას იფიქრებდა ამის გამო კოკა, თავისი მშობლების სახლიდან თუ წავიდოდა. კიდევ უფრო მეტად იგრძნო დანაშაული და კიდევ უფრო მეტად მოაწვა საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი ემოციები. მომენტალურად დაიჭირა მახოს თვალებში სიამაყის მარცვალი და მარტო ამ დეტალმა შეძლო, ცოტახნით მაინც ამოესვო პატარ-პატარა ნაპრალები. ნინო გაოცებული, თუმცა უაღრესად კმაყოფილი უყურებდ შვილს და მიუხედავად იმისა რომ მთელი გულით ცდილობდა, ღიმილი მაინც ვერ შეიკავა. კატო გუგა და კესო სასაცილო მიმიკებით ცერა თითებს წევდნენ მაღლა და გადაწყვეტილებას უფასებდნენ. შალვაც არ იყო ყოველივე ამით უკმაყოფილო და ანაბელს თვალს უკრავდა. ქეთო, ისევ იღიმის და ჩუმად ზის! -ცოტახნით დაგტოვებთ. ანაბელს ხელი დაავლო და სკამიდან წამოაყენა. თუთიყუშზე მსუბუქად მოხვეული ხელები ძლივს შეამაგრა და პატარა კოკო ბებიას გადააბარა, თვალისდახამხაბებაში. კოკამ მშვიდი აუღელვებელი ნაბიჯებით შეიყვანა თავის ოთახში და აივნისკენ წავიდა. ღია კარებში ჯიბეებში ხელჩაწყობილი გავიდა და ანებლსაც დაელოდა როდის მიხვდებოდა და გაადგამდა ფეხზე. საწოლზე გადაკიდებული მოსასხამი აიღო და აივნისკენ წავიდა. კოკას უკნიდან ამოუდგა და ცრემელების შემშრალება, უშედეგოდ დაიწყო. -მე არ მინდოდა რომ ასე მომხდარიყო... არ მინდა რომ ოჯახს დაშორდე და სხვაგან წახვიდე! სრუტუნით ამოილუღლუღა და შუბლი კოკას ზურგზე მიადო. გაგნიძე ღიმილით მოტრიალდა ანაბელისკენ და ორივე ხელი მაგრად მოხვია მხრებზე. თავი მაღლა ააწევინა და ღიმილით ჩახედა აწყლიანებულ თვალებში. -მე რომ ახლა არ წავიდე, ჩათვალე ჩვენ ურთიერთობა არ გამოგვივა. _ ლოყაზე ცერა თითი ჩამოუსვა და მიმოფანტული ცრემლები მოწმინდა. _ ოჯახს კიდევ არ ვშორდები! -მე რომ წავიდე?_ გულუბრყვოლოდ იკითხა. -სად უნდა წახვიდე?_ სიცილით კითხა კოკამ და მოსასხამი კარგად მოახურა მხრებზე. _ შენ რომ წახვიდე და მე დავრჩე, სახლში აღარ შემომიშვებენ. _ მისკენ დაიხარა და ცხვირის წვეროზე ცხვირი დაკრა. _ ეგ მეორედ აღარ გაიმეორო და ძალიან გთხოვ... ნუ იყურები ისეთი თვალებით, თითქოს რამეში შენი იყო დამნაშავე. _ დატუქსა ბოლოს და გულზე მიიკრა. -აბა შენ რომ მიდიხარ, ვინ არის დამნაშავე?_ კოკას გულზე მიკრულმა სუსტად ამოიკნავლა და ხელები წელზე მოხვია. -მითუმეტეს შენ არაფერ შუაში ხარ! მე უნდა წავიდე აუცილებლად რომ ერთმანეთი შევინარჩუნოთ... _ სახე უკან გააწევინა და აციმციმებულ თვალებში ჩააშტერდა. -ხომ მოხვალ ხოლმე?_ სრუტუნით კითხა და კვლავ გადმოყარა ცრემლები. -არა არ მოვალ ხოლმე! _ ეშმაკური ღიმილით გასცა პასუხი და უკან გამხტარ ანაბელს მიაჩერდა. -სულ მიდიხარ? აღარ მნახავ ხოლმე? აბა ეგ რა ურთიერთობის შენარჩუნება გამოვიდა, თუ არ მოხვედი და მნახე. _ ბავშვივით ბურტყუნებდა და ცრემლებს გიჟივით იწმენდდა. _ აღარ დაგელაპარაკები არც მე და ნუ მოხვალ! ბოლოს გაბრაზებულმა ჩაიბრუტყუნა და ოთახში შესვლა დააპირა, მაგრამ კოკამ ხელი დაუკავა და თავისკენ მიატრიალა. ბიჭის სიცილით გაპობილი ბაგეები კიდევ უფრო აგიჟდებდა და ანერვიუელბდა. -არ მოვალ ხოლმე, ვირივით მოვქანდები! ფხუკუნით ჩაიჩურჩულა კოკამ და ხელები ნაზად მოხვია ლოყებზე, მერე კი ტუჩებისკენ დაიხარა. ანდორნიკაშვილს, როცა ეგონა რომ კოკამ ნაზი კოცნაც იცის, ზუსტად იმ დროს გამოაჩინა თავისი ვირული წიკები გაგნიძემ და ტრადიცული კოცნით, დაასრულა დიალოგი! ოქროს დაბადებისდღეზე, მეტი საინტერესო აღარაფერი არ მომხდარა. აივნიდან, სუფრაზე დაბრუნებულებს, უამრავი კითხვა დაუსვეს და ესენიც მორჩილად სცემდნენ პასუხს და მათ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებდნენ. მეორე დღეს ქეთომ, აიჩემა გინდა თუ არა სოფელში უნდა წავიდეო. ნინომ ძალიან სთხოვა, დღესაც დარჩი და ხვალ კოკა წაგიყვანსო, მაგრამ ვერ მოისვენა. საქონელი უპატრონოდ მყავს მიტოვებული და ვინმეს ბაღში არ გადავიდესო, მიზეზად იდებდა. იმ დღეს აპირებდა ზუსტად კოკაც, თავის ახალ ბინაში გადაბარგებას, მაგრამ ერთი დღით გადადო და ქეთო წაიყვანა სოფელში. ანაბელსაც ძალიან უნდოდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ თვითონ ვერ თქვა. მერე კოკამ შესთავაზა, თუ გინდა შენც წამოდი, თან მონატრებულ სოფელს მოინახულებ და დღესვე დავბრუნდეთ უკანო. გახარებულმა დაავლო ჩანთას ხელი და ბებიასთან ერთად მოკალათდა მანქანაში. ქეთომ მე წინ ვერ ვჯდები, ფეხები მტკივა და კარგად ვერ ვთავსდები_ო. ამიტომ უკან მოკალათდა და ანაბელი წინ დასვა. გაგნიძე მთელი გზა სულელივით იღომოდა და ჩაძინებული ქეთოს, გამოჭერისას ანაბელს თვალს უკრავდა და წვრილ და ფაფუკ თითებზე ეფერებოდა. მონატრებული სოფლის დანახვისას გახარებულმა ცრემლები ვერ შეიკავა და ისევ ატირდა. ამ ბოლო დროს სულ ბედნიერების ცრემლები სცვივა და ეს ძალიან ახარებს. მეზობები ჭიშკრიდან მოიკითხა და ცოტა მერე გადმოგივლითო დაუბარა. ქეთომ პირველ რიგში საქონელი მოინახულა და მერე გაუმასპინძლდა სტუმარს და შვილიშვილს. ანაბელი ღიმილით ათვალიერებინებდა კოკას თითოეულ კუნჭულს და ბედნიერი უყვებოდა რასთან რა ისტორია აკავშირებს. საღამოს კოკასთან ერთად შემოიარა მთელი სოფელი, ყველა მოიკითხა და ყველას დაემშვიდობა ისევ. ეს ღამე აქ დარჩითო, ქეთომ სთხოვა, მაგრამ კოკამ ხვალ აუცილებლად უნდა გადავიდე ახალ სახლში, რემონტი ბოლომდე დასრულებული არ არის და ჩემი მიხმარება ჭირდებათ ბიჭებსო. ამიტომ ისევ ჩაბარგნდენ და უკან წამოვდინენ. ახლა უფრო თავისუფლად არიან და ყველანაირი დაძაბულობა მოხსნილია. უბრალოდ ანაბელისთვის, ჯერ მაინც არ არის ყოველივე ეს, თავისებური და უჭირს შეჩვევა. -აქვე ძალიან კარგი სახაჭაპურე ვიცი და გინდა გავაჩერო?_ ოდნავ მიძინებულ და დაღლილ ანაბელს კითხა და ღიმილით ჩაუკრა თვალი. -არა, არ მშია. _ თავი გააქნია და შუბლი მინას მიადო. _ გუშინ როგორ შემაშინე?!_ მოულოდნელად გაიხსენა გუშინდელი საღამო და თავი უკან გადაწია. -რატომ? _ გაკვირვებულმა იკითხა და გზას გახედა. -რა რატომ?! ისე წამოხტი ფეხზე და გამოაცხადე ჩვენი ურთიერთობის შესახებ... მე გული ლამის გამისკდა. _ ჩაიცინა ბოლოს და ღვედი მოუშვა. -ასე ჯობდა დამიჯერე!_ ცალი თვალით გადმოხედა ანდორნიკაშვილს და ღიმილით მოუჭირა ლოყაზე თითები. -ნუ ათამაშებ ხელებს და ძალიან გთხოვ საჭეს მიხედე. _ შეშფოთებულმა მისცა შენიშვნა და საჭისკენ თითი გაიშვირა. -სიჩქარის გეშინია თუ, ჩემს გამოცდილებას არ ენდობი?_ ეჭვის თვალით გადახედა ანაბელს და მერე ისევ გზას. -მეშინია და გენდობი კიდევაც, მაგრამ ბნელა და საშიშია. _ ჩაიჩურჩულა და თვალები მოჭუტა. ცოტახანი ხმა არცერთს არ ამოუღია. ანაბელი გასუსლი იჯდა და კოკას ყურებით ირთობდა თავს, გაგანიძე ამ ყველაფერს გრძნობდა და სპეციალურა და აღარ ტრიალდებოდა მისკენ... მაგრამ იღიმოდა და ანიშნებდა რომ მის მწველ მზერას გრძნობს და ეს საშინლად სიამოვნებს. -არ ჯობია, როცა რემონტს დაასრულებენ მერე გადახვიდე?_ სპეციალურად დასადგურებული სიჩუმე ანაბელმა დაარღვია და მისკენ მიტრიალდა. -არა არ ჯობია!_ თავი გააქნია კოკამ და მაჯის საათს დახედა. -იმ მტვერში როგორ უნდა იცხოვრო, თანაც დალაგება დაჭირდება ხოლმე... _ თავისთვის ბურტყუნებდა გულუბრყვილოდ. -მერე რას მიკეთებ? მოხვალ და დამილაგებ ხოლმე. _ სიცილით ჩაილაპრაკა კოკამ. -მოვალ ხოლმე!_ აჟიტირებულმა წამოიძახა. -სად მოხვალ?_ წარბწეულმა გადახედა და კოპები შეკრა. -მოვალ და მოგეხმარები, თან მუშებს ჭამა ხომ უნდათ?_ თავისი პატარ-პატარა ქალური შტრიხები შეიტანა დიალოგში ანდორნიკაშვილმა. -დალაგება-დასუფთავება, ჩემთან როცა გადმოხვალ მერეც გეყოფა. _ თვალი ეშმაკურად ჩაუკრა და მანქანა გზიდან გადაიყვანა. _ საწვავს ჩავასხამ და მოვალ. _ მანქანიდან გადავიდა და ანაბელს სიცილით დაუბარა. კოკას სიტყვებით გამოწვეული, სიმორცხვე და აწითლებული ლოყები ვერაფრით ვერ დაფარა. «რას ნიშნავს, მასთან რომ გადავალ?» საკუარ თავს დაუსვა კითხვა და საჩვენებელი თითი ტუჩზე მიიდო დაფიქრებულმა. კოკამ საბარგულის კარები გამოაღო და იქიდან სპეციალურად საწვავისთვის განკუთვნილი კონტეინერი ამოიღო. ანაბელი სარკიდან ადევნებდა ბიჭის მოქმედებებს თვალს და ძალიან უნდოდა რაც შეიძლება დიდხანს გაწელილიყო ეს პრცესი. თორემ ახლა რომ კოკამ დაინახოს, ნამდვილად ვერ ასცდება მის სისინს და ირონიულად წაკბენებს. აფორაჯებულ ლოყებზე ხელი მიიდოდა გახარებულმა კიდევ ერთხელ გაიხსენა კოკას სიტყვები. «ე.ი. ასე თუ ისე, ჩვენ საერთო მომავალზე ფიქრობს.» თავისთვის წამოროშა გონებამ რაღაცა და ანაბელის გახარებული დაეთანხმა, თავის ქნევით. კარების ხმაზე თავი გვერდით მიატრიალა და კოკას ახედა. -მოხდა რამე?_ შეყოვნებულ ბიჭს კითხა და უკან გაიხედა. -არაფერი. _ სწრაფად გასცა პასუხი და თავისი ადგილი დაიკავა. _ საწვავი დავამატე... ამიტომ უნდა იყო ჩემსავით წინახედული. _ თავი შეიქო გაგნიძემ და მანქანა დაქოქა. _ შენ რა ქენი, მოხვედი ფერზე?_ ღიმილით კითხა და მანქანა მთავარ გზაზე გაიყვანა. -რა ფერზე?_ ჩაილაპრაკა ვითომ კოკას სიტყვებით დაბნეულმა და ხელები გადაიჯვარედინა. -კარგი არაფერი. შენ ის მითხარი, უნივერსიტეტი როდის გეწყება? -პირველ ოქტომბერს. _ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ტელეფონის ეკრანი გაანათა. -ანუ პირველიდან მომიწევს გაორმაგებული ძალებით, ვიმუშაო!_ თავისთვის, ხმადაბლა ჩაილაპარაკა კოკამ. -რა თქვი? -არაფერი, გუშინ რომ გეცვა, სასწავლებელშიც ეგეთი მოკლეები უნდა გეცვას ხოლმე?_ წარბაწეულმა კითხა და ანაბელის ტელეფონს ცალი თვალით გადმოხედა. -ის კაბა შენ არ მაჩუქე?_ აღშფოთებულმა შესძახა და შუბლი შეკრა. _ თუ მოკლე იყო, რატომ ჩამაცვი მაშინ?_ ცდილობდა კოკა თავის შესცომაში ემხილა. -შორტებიც მე გიყიდე?_ მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა გაგნიძემ. -ვერ ვიტან რაღაცებს რომ მიშლიან უმიზეზოდ!_ ხმა გაიმკაცრა ანაბელმა. -და მე რომ დაგიშალო?!_ აშკარად იწვევდა კოკა და მის ნერვებზე თამაშობდა. -გააჩნია რას დამიშლი, მე ვთვლი რომ ის რაც მაცვია ცუდი არ არის! -ხო მაგრამ მოკლეა და თითქმის ყველაფერი გიჩანს. _ მხრები არხეინად აიჩეჩა კოკამ. -რა ყველაფერი?_ გაცხარებულმა წამოიძახა. -თუნდაც მკერდი. ანაბელმა სწრაფად დახედა თავის მადისაღმძვრელ მკერდს და კოპებშეკრულმა ახედა მერე ისევ კოკას. პარალელურად ცდილობდა მაისური მაღლა აექაჩა და გულ-მკერდი ოდნავ დაეფარა. -მერე რა რომ მიჩანს?_ ამოილუღლუღა მან. -კარგი ნუ აფორიქდი, მე მინდოდა რომ წინააღმდეგობა გაგეწია! სხვა არაფერი!_ ცალი ხელით ანაბელის ხელს მოეფერა და გაუცინა. _ ახლა უკვე ვიცი, რომ უკიდურეს შემთხვევაში, შენს პრინციპებს დაიცავ!_ ანაბელის გაშლილი ხელისგული ტუჩებთან მიიტანა და ნელა შეეხო. _ მკერდს თუ გამოაჩენ, პირიქით მე მივესალმები ყოველივე ახალ გამოჩენას.! _ სიცილით ჩაილარპაკა ბოლოს. -ანუ მოკლეებზე გართულება არ გაქვს?_ გახარებულმა წამოიძახა. -არა! მე ეგეთ უაზრობებზე არ ვამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ზღვარი ამასაც აქვს!_ ბოლოს მაინც თავისებური, ეჭვიანი მიმიკით გააფრთხილა და თითი დაუქნია. _ თუმცა არ ვარ წინააღმდეგი, შენი სილამაზე ჩემთან გამოააშკარავო ხოლმე. _ უხამსად ჩაიჩურჩულა და ანებლის დაკვესებულ თვალებზე გაიცინა. თბილისში საღამოს თერთმეტზე ჩავიდნენ. ნინო და გოგონები მისაღებში ისხდნენ, ტელევიზორს უყურებდნენ და თან მზესუმზირას აკნატუნებდნენ. შვილის და ანაბელის დანახვისას გახარებული ქალი, ფეხზე წამოხტა და პირდაპირ სამზარეულოში გავარდა, საჭმელს გავამზადებო. ანაბელი ღიმილით ჩამოუჯდა გოგონებს გვერდით, და მათი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა. ცოტახანში, მახო და გუგაც გამოჩნდნენ. ბიჭი ყელმოღერებული დადიოდა წინ და უკან. მერე გაირვკა რომ მამას მოუგო, ერთი ხელი შახმატი და გახარებულია. -შენ როდის უნდა გადახვიდე?_ ჩაის ორივე ხელი მჭიდროდ შემოაჭდო კესომ და ძმას ინტერესით მიაჩერდა. -ხვალ დილით გადავალ, და მერე ნელ-ნელა ბარგსაც წავიღებ._ მთქნარებით ჩაილაპრაკა კოკამ და ყავა მოსვა. ანაბელი დაძაბული ღიმილით ადევნებდა ოჯახის წევრებს თვალს. ნინო მემენტებში კოპებს კრავდა, მაგრამ ბოლოს მაინც იღიმოდა შვილის საქციელით გახარებული. მახო, საოცრად ამაყი, გაჯგიმული იჯდა და თავს დაბლა არაფრის დიდებით არ წევდა. გუგა, ისევ თავის თამაშზე საუბრობდა, რომელიც კვირის ბოლოს იგეგმება და აუცილებლად უნდა დაესწროს ყველა, ნინოს გარდა. მახომ და კოკამ რამოდენიმეჯერ, წინა თამასში დაშვებული შეცდომები შეახსენეს და გააფრთხილეს, რომ მეორედ, აღარ უნდა გაიმეოროს იგივე. დაღლილი დიდიხანს აღარ გაჩერებულმა მისაღებში, ყველას დაემშვიდობა და დასაწოლად წავიდა. როგორც კი ფაფუკ მატერიას შეეხო, იმ წამსვე იგრძნო დაღლილობა. საოცრად დაუმძიმდა ზურგი და ფეხები, ასევე საშინლად ეტკინა კისერი და მკლავები. დაძინებით დღეს, ღამე რომ მოკლა ვერ დაიძინებს. ხვალ დილით კოკა სხვა სახლში გადადის და ანაბელს, მშვიდად რა დააძინებს. მემგონი ბოლო ღამე, რომელსაც ერთ ჭერ-ქვეშ ატარებენ. «ჯერ-ჯერობით ბოლო!» გაბრაზებულმა შეუსწორა გაბოროტებულ ალტერეგოს და ჭერს ახედა. ნეტავ როგორი შეგრძნება, ყოველ დილას კოკასთან ერთად რომ არ დაიწებს... სავარჯიშოთ ვეღარ ივლიან ერთად, სახლშიც არასდროს აღარ ექნება იმის შიში რომ შეიძლება მოულოდნელად დაესხას საიდანღაც თავს. დარწმუნბულია რომ ამ ყველაფრის გარეშე ძალიან გაუჭირდება. ასე დაიწყო კოკასთან ურთიერთობა და ახლა, ცალ-ცალკე სახლებში ცხოვრება ცოტა რთულია, მაგრამ მათთვის საჭიროა. გაგნიძემ მართალი თქვა, ერთად რომ იცოხოვრონ, ურთიერთობა ვერ აეწყობა. სულ რიდი და ხათრი ექნება ოჯახის წევრების და კოკას ახლოს არ გაიკარებს. შესაბამისად ეს, მათი ურთიერთობის ზრდას ხელს შეუშლის და არანაირად არ აწყობს ანდორნიკაშვილს ასეთი ვითარება. მაგას ჯობია თავი დამნაშავე ეგონოს და კოკა სხვაგან ცხოვრობდეს. დარწმუნბული მაინც იქნება რომ შეინარჩუნებს! კესო და კატო სიცილით შემოვიდნენ ოთახში და პირდაპირ საწოლისკენ წამოვიდნენ. კესო ანაბელს მიეხუტა და თავი ბალიშზე კომფორტულად მოაკალათა. კატომ ხალათი გაიხადა, საწოლის ბოლოში გადაკიდა და თვითონაც გოგონებს მიუწვა. -კოკა, დამიბარა ხვალ დილით ექვსზე მისაღებში იყოსო. _ თვალბედახუჭულმა გადმოსცა დანაბარები და მძიმეს ამოისუნთქა. მთელი ღამე თეთრად გაათენა. გამუდმებით აივნის კარებს უყურებდა და ერთი სული ქონდა, როდის აჩვენებდა ტელეფონის ეკრანი ექვსის ნახევარს. ისტერიკა გოგოსავით, ტელეოფნს ათამაშებს და საათს ამოწმებს. მერე ხვდება რომ ასე უფრო ნელა გადის დრო და სხვა ხერხით ცდილობს დროის გაყვანას. ისიც იფიქრა, რომ დავიძინო უფრო მალე გათენდება და უფრო მალე ვნახავო, მაგრამ არ გამოუვიდა. როგორც კი თვალს მოხუჭავს, სააბაზანოში მომხდარი კადრები წამოიჭრება და ანაბელიც ფორიაქდება. სამაგიეროდ ახლა უკვე კარგ ხერხს მიაგნო და თვალებდახუჭული, სულელივით იღდგენს კოკასთან მომხდარ დიდ სიამოვნებას. თუთიყუში მისაღებში ყავს დატოვებული. ოთახში რომ შემოიყვანოს და ღამე არასასიამოვნო ხმები გამოსცეს, გოგონებსაც დააღვიძებს და არ უნდა ამანაც დისკომფორტი შეუქმნას. დილის ექვსის ოც წუთზე გახარებული წამოფრინდა ფეხზე და გარდერობიდან ლამაზად დაკეცილოი შავი სპროტულები გამოიღო. სწრაფად ამოიცვა და სააბაზანოსკენ წავიდა. ჩქარ-ჩქარა მოიწესრიგა თავი და როგორც კოკამ დაუბარა, ზუსტად იმ დროს მისარებში იჯდა და გაგნიძეს ელოდებოდა. ამასობაში კოკოც მოისიყვარულა და დაანაყრა. პატარა ფრინველი, ჯერ ნორმალურად გადაადგილებასაც ვერ ახერხებს და ერთ ადგილზე ზის გამუდმებით. არც ბიჭს დაუგვიანია დიდხანს, ღიმილით გამოვიდა თავისი ოთახიდან და ანაბელს ღიმილით ჩაუკრა თვალი. ანდორნიკაშვილი, სწრაფად წამოხტა ფეხზე და კოკას წინ აესვეტა. გაგნიძემ ორივე ხელი თბილი ღიმილით მოხვია მასზე დაბალ და გაწრიპულ ანაბელს და შუბლზე აკოცა. -დილამშვიდობია. _ ლოყაზე თითები ჩამოუსვა და კარებისკენ წაიყვანა. -დილამშვიდობისა. როგორ გეძინა?_ ღია კარებში გავიდა და კოკას გამოსვლას დაელოდა. -მე გადასარევად რასაც ვერ ვიტყოდით შენზე. _ სიცილით გამოაჯავრა გოგონა და თვალი ჩაუკრა. დაბნეულმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩერდა. «დავიჯერო აივნიდან მითვალთვალებდა?» გაიფიქრა და კოკას სირბილით დაეწია. სხვანაირად როგორ შეიძლება გაგნიძეს გაეგო რომ ანაბელს ეღვიძა. იქნებ ისე ბორგავდა რომ კედელში ატარებდა ხმას. ე.ი. გამოდის რომ, არც მას უძინია მთელი ღამე და მოიტყუა. როგორც კი კორპუსებს გასცდნენ გაგნიძემ ანაბელი შეაჩერა და თავის ძლიერ მკლავებში მოიქცია. ანდორნიკაშვილმა ღიმილით გადაიგდო უკან თმის კუდი და თავაწეული დაელოდა, კოკას მორიგ სივირეს. მაგრამ ჰოი საოცრებავ! ბიჭმა არც აკოცა და მითუმეტეს არ დაეტაკა. წარბწეულმა, ეჭვით ახედა კიდევ ერთხელ გაგნიძეს და თვალებით კითხვა დაუსვა. -გაკოცებ! ოღონდ ორმოც პრესს რომ გააკეთებ მერე!_ ლოყაზე ხმაურით აკოცა და გაეცალა. გაწბილებულმა გაისველა ტუჩები. იმედიც კი არ აქვს რომ ორმოცი პრესის გაკეთებას შეძლებს! « არა! გააკეთებ! გამორიცხულია კოკას კოცნის გარეშე გავძლო!» ჩაილაპრაკა კატეგორიულმა. -დღეს ხომ იცი კოკას ახალსახლობას ავღნიშნავთ. _ ტელევიზორთან, წიგნებში ჩამძვრალ ანაბელს მიუსკუპდა გვერდით კესო და ხელი მხარზე დაადო. -კი ვიცი, დამირეკა და მითხრა. _ მოღუშულმა ჩაილაპრაკა და წიგნი დახურა. -მოხდა რამე?_ უხასიათობა რომ შეატყო ინტერესით კითხა და ფეხები დივანზე ააწყო. -არაა არაფერი. _ თავი ორჯერ გააქნია ანაბელმა და ღიმილით გადადო წიგნი გვერძე. არადა კოკაზეა გაბრაზებული. ორი კვირა ახალ სახლში გადავიდა და იშვიათად ახერხებს ანაბელის ნახვას. და თანაც გუშინ ისე გააბრაზა, მთელი დღე ცოფებს ყრიდა. კაფეში დაპატიჟა ყავაზე, სახლში მოსვლას გარეთ შვხვდეთ და უფრო თავისუფლად მოვკითხოთ ერთმანეთი_ო. ჯერ ისედაც, უჭირს კოკასთან საუბარი, სულ იბნევა და წითლდება. მემგონი ანაბელზე არც დრო მოქმედებს და არც სიტუაციები. იმდენად არის დამორცხვილი და იმდენად არ შეუძლია, ეს სიწითლე დაფაროს რომ, კოკასთანაც კი ვერ გადაეჩვია. გაგნიძე ამას არსებით მნიშვნელობას აღარ ანიჭებს და ცდილობს, როდესაც ანაბელი აჭარხლებულია ამ თემას გვერდი მარტივად აუაროს. იმ დღესაც, ურთიერთობაზე საუბრობდნენ, სულ შემთხვევით ანაბელის კლასელი რომ შემოვიდა კაფეში და მეგობარი მოიკითხა. ისიც თბილისში აბარებს და სასწავლებლად არის ჩამოსული. ერთმანეთის ამბები, რომ გაცვალეს ბიჭი ისევ წავიდა და მეგობართან ერთად მეორე მაგიდაზე მოკალათდა. ანაბელი ღიმილით დაუბრუნდა თავის ადგილს და თვალებდაკვესებულ კოკას გაკვირვებულმა გადახედა. -რა გჭირს?_ ღიმილით კითხა და ჩანგლით ნამცხვარს წაეთამაშა. -არაფერი!_ ღჯუდ გასცა პასუხი და ფანჯრიდან გაიხედა. -როგორ თუ არაფერი, ვხედავ რომ რაღაცაზე გაბრაზდი. _ არ მოეშვა და მისკენ ოდნავ გადაიხარა. -კიდევ ბევრი კლასელი გყავს თბილისში?_ ინტერესით იკითხა და ცალი წარბი მაღლა აზიდა. -კი საკმაოდ. _ ღიმილით გასცა პასუხი მათი გახსენებისას. _ ახლა ლუკამ მითხრა, შეკრებას ვაპირებთ და დაგიკავშირდებიო. -ახლა ერთ კითხვას დაგისვამ და გულწრფელად მიპასუხე! _ ხმა გაიმკაცრა კოკამ და ლუკას მაგიდას ალმაცერად გადახედა. _ ეს ლუკა, ადრეც გეპრანჭებოდა?_ თავი ბიჭისკენ გადააქნია და «ეს» აჩვენა. -რას ნიშნავს ადრეც მეპრანჭებოდა? საიდან მოიტანე?_ გაოცებულმა, პირდაღებულმა იკითხა და ლუკას მორიდებით გახედა. _ ლუკა, ჩემი მეგობარი და კლასელია!_ ოდნავ გაებზარა ხმა სიბრაზისგან. -ნუ ცხარობ, მე საწყენად არ მიკითხავს!_ არანაკლებ გაბრაზებულმა მოსთხოვა სიმშვიდის შენარჩუნება. _ უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე!_ ჩაილაპარაკა ირონიულად და წელში გასწროდა. -რა ფაქტი კოკა ნუ გადამრიე. _ აღელვებულმა ჩაიცინა და თითები ერთმანეთში ახლართა. -ფაქტი, რომ ეს შენი «მეგობარი» და კლასელი ლუკა, ზედმეტად გიჟუჟუნებს თვალებს!_ უკემხად ჩაილაპარაკა და ტელეფონი თითებს შორის აათამაშა. -ძალიან ცდები!_ მოკლედ გასცა პასუხი და ფანჯრიდან გაიხედა. -არ ვცები, უბრალოდ შენ ვერ ხვდები ბევრ რამეს და ეს ძალიან ცუდია!_ თვალი ჩაუკრა და თითებზე თითები ნაზად გადაუსვა. _ გოგონები, ხშირად ბევრ რამეს ვერ ამჩნევთ, ან ამჩნევთ და შეგნებულად არ იმჩნევთ!_ აუხსნა რასაც გულისხმობდა და ფეხზე წამოდგა. _ ცოტა გავიაროთ და მერე სახლში მიგაცილებ. _ ხელი გაუწოდა და ადგომაში დაეხმარა კოპებშეკრულ ანაბელს. ასე აანერვიულა და გააბრაზა იმ დღეს კოკამ. სახლში რომ მოაცილა, მერე ტელფონზეც ესაუბრა, მაგრამ ის წყენა მაინც ვერ დაივიწყა. მართალია ანაბელი არაფერში არ დაუდანაშაულებია და დიდად ეჭვიანობის სცენები არ დაუდგამს, მაგრამ მაინც ეწყინა ლუკაზე ასეთი წარმოდგენა რომ აქვს. ვერ ხვდება საიდან მოიტანა რომ ლუკას ანაბელი მოასწონს, ან თვალებს უჟუჟუნებს. ბიჭი სულ რაღაც ხუთი წუთით გამოელაპარაკა და კოკამ ასეთი დასკვნები გააკეთა. კესოსთან არ უნდა მათ პრობლემებზე ისაუბროს და თავს მოახვიოს. თან არც ის უნდა ურთიერთობაში, მესამე კაცი გარიოს და რაღაცები უარესად აურ-დაურიოს. პრობლემას კესო მაინც ვერ მოაგვარებს, ამ ორმა თუ არ გაანძრია ხელი და ტყუილ უბრალოდ რატომ გახადოს სალაპარაკო თემა. კოკოზე მთელი ოჯახი მუშაობს, ყველა ცდილობს ნელ-ნელა ეტაპობრივად დააწყებინონ საუბარი. არადა ჯერ ძალიან პატარა და მოუხერხებელია ამისათვის. კესოს და კატოს შეჭმული ყავთ, გალიას შუაში ჩაიდგამენ და ეთამაშებიან. რამოდენიმეჯერ ანაბელმაც ცადა სიტყვები ესწავლებინა მისთვის. აი კოკაზე როცაა გაბრაზებული, მაშინ ცდილობს ყველაზე ძალიან! კოკას სალანძღავ სიტვებს ასწავლის და ისიც ვითომ იმეორებსო. ნინო და მახო, ორი კვირით სოფელში წავიდნენ მახოს დედასთან. ბავშვებსაც შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადეს. სექტემბერში სოფელში რა გვინდა_ო. გუგას ისევ თამაშები აქვს. სამწუხაროდ დაგეგმილი წინა მატჩი, წააგეს და ახლა უკვე გაასმაგებული ძალებით შრომობენ. ეს თამაშიც რომ წააგონ, ზედმეტად ცუდად იმოქმედებს ეს გუნდის სამომავლო კარიერაზე. მეორე დღისთვის დიდად არ მომზადებულა. ჩვეულებრივი შარვალი და განიერი პერანგი მოირგო. გოგონებთან ერთად, მაღაზიაში კოკას სუვენირი უყიდა ახალი სახლისთვის და მასთან ავიდნენ. მთელი დღე არჩევდა ბიჭის საჩუქარს, ბოლოს გადაწყვიტა, ლამაზი ძველებური სტილის დიდი ჩარჩო აჩუქოს, ბევრი განყოფილებებით. წესით კოკა უნდა მიხვდეს რა განძრახვითაც ჩუქნის ამას. კარები სახეგაბადრულმა გააღო და მონატრებული დები ჩაიხუტა. გოგონები წივილ-კივილით შეცვივდნენ სახლში და მისაღებისკენ გაიქნცნენ. ანაბელი ღიმილით მიუახლოვდა კოკას და საჩუქარი გაუწოდა. გაგნიძემ სიცილით გამოართვა, იქვე ფეხსაცმელებისთვის განკუთვნილ კარადაზე დადო და ანაბელი ჩაიხუტა. სულ დაავიწყდა გუშინდელი წყენა და ნერვიულობა. გახარებულმა მოხვია ორივე ხელი და მაგრად მოეხვია. კოკამ ოდნავ უკან დაწია გოგონა და ტუჩებზე ნელა, მაგრამ მაინც ვირულად აკოცა და სიცილით წავიდა მისაღებისკენ. ოთახში შესულს უცებ რაღაცა გაახსენდა და ისევ უკან მიბრუნდა. ანაბელმა გაკვირვებულმა გააყოლა თვალი და საჩუქართან დაბრუნებულ კოკას გაუცინა. საჩუქრები დივანზე დააწყო და პირველი ანაბელის საჩუქრით დაიწყო. -ეს ჩვენი სამომავლო ალბომია?_ ღიმილით კითხა და წელზე ხელი მოხვია. ანდორნიკაშვილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მხარზე მიეყრდნო._ ძალიან კარგი, ამას შემოსასვლელში, კედელზე გავაკრავ და მერე ჩვენი სურათებით შევავსოთ... ხო მართლა, ალბომი რომ მაჩუქრე ფოტოგენური ხარ?_ ირონიულად წაკბინა და წარბები მაღლა, ინტერესით აზიდა. -ვარ!_ გაბრაზებულმა და ნაწყენმა გასცა პასუხი. -რატომ არ იქნები თუმცა - წელი, ფეხი და მკერდი ხელს გიწყობს... ანაბელისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა. უხამსი კომპლიმენტით გაფერადებულმა ანაბელმა უხერხულად ჩაიღიმა და კოკას, შეუმჩნევლად უბრწკინა ფეხზე. გაგნიძემ ლოყაზე თითები მოუჭირა და ახლა და-ძმის საჩუქრებს მიადგა. გოგონებმა ლამაზი, დეკორაციული სანთლები და საათი უყიდეს. გუგამ სუვენირად ყანწი და ერთი ბოთლი, წითელი ღვინო აჩუქა. -რა არის, ასე იციან შენთან სტუმრის პატივისცემა?_ კოპებშეყრილმა იკითხა გუგამ და ფეხი გეხზე გადაიდო. _ დატრიალდი ახლა და გაამზადე რამე!_ ტაში შემოკრა და კოკას ადგომისკენ მოუწოდა. -მზა პროდუქტებია მაცივარში და რომელი დატრიალდება?_ ეშმაკური ღიმილით გადახედა დებს. იცის რომ მათგან არცერთი არ გამოთქვამს, სამზარეულოში ტრიალის სურვილს. ანაბელი სიცილით წამოდგა ფეხზე და თავის კანტურით წავიდა სამზარეულოსკენ. _ ისე ჯერ არ გინდათ სახლი დაათვალიეროთ?_ ხმამაღლა ჩაილაპრაკა და ყველას ერთად გადახედა. ანაბელი ერთ ადგილზე შედგა და უკან მოტრიალდა. _ შენ არ გეხება, შენ მერე ცალკე დაგათვალიერებინებ!_ თვალი ჩაუკრა და ანიშნა გზა გააგრძელეო. ლოყებაფარკლული შეხვდა გოგონების ბგერით წამოძახილებს და სამზარეულოში, აჩქარებული ნაბიჯებით შევიდა. სამზარეულო ნანახი აქვს, ადრე იყო კოკასთან გამოსული ნინოსთან ერთად და მაშინ დაათვალიერა. ძალიან ლამაზად და გემოვნებიანად არის მოწყობილი. ყველა დეტალი, ფერები აფსოლიტურად ყველაფერი შეთანხმებულია ერთმანეთთან. მაცივრის გვერდით, ნიჟარაში ჩაწყობილ გაყინულ პროდუქტებს თითი დაადო და კმაყოფილმა «შეჰღიმა». -კოკა, ტაფა სად გიდევს?_ ხმამაღლა გასძახა და კარადები გამოაღო. _ ვიპოვე!_ სანამ პასუხი გასცა გაგნიძემ ისევ შეკივლა და ტაფა გაზქურაზე მოათავსა. -ასე არაფერი არ გამოვა, შენ თუ ასე განაგრძე, მომავალში კივილი ყოველ დილით, ჩვენი ურთიერთობა იმ დღესვე დასრულდება!_ კოპებშეკრულმა დაარიგა და სამზარეულოს კარებს მიეყრდნო. -მე მეგონა სახლს ათვალიერებინებდი გოგონებს და იმიტომ დავიყვირე._ თავი იმართლა და ქათამს პარკი შემოაცალა. _ მომეხმარები?_ მუდარით სთხოვა და ქათამი გაუწოდა. გაგნიძემ, უკმაყოფილო სახით დაიხია უკან და ალამცერად გადმოხედა ჯერ ქათამს მერე ანაბელს. _ გატრუსე რა.. _ კიდევ უფრო დაიწვრილა ხმა აფერისტულად. -კარგი რა, მე რა ვიცი გატრუსვა. _ უარის ნიშნად თავი გააქნია და უფრო კარგად დააკვირდა ქათამს. _ ან რად უნდა გატრუსვა, დააგდე და შეწვი. _ მხრები აიჩეჩა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. -კარგი არ მინდა! გაბუტული მიტრიალდა გაზისკენ და ქათამი მოხერხებულად დაჭირია. ვერასდროს იტანდა ამ პროცესს, არც გამოსდიოდა და ამიტომ სულ ქეთო აკეთებდა მის ნაცვლად. ახლაც იმიტომ სთხოვა კოკას, მაგრამ ეს ვირივით ჯიუტია. გაბუტული ატრიალებდა ქათამს ხან წაღმა, ხანაც უკუღმა. რამოდენიმეჯერ სიმწრით ტუჩებზეც კი იკბინა, ხელი ცუდად ხვდებოდა ცეცხლს და ეწვება. -ჯანდაბას! მომეცი მე ვიზამ. _ ანაბელს საცოდაობით შეწუხებულმა გამოართვა ქათამი და მისი საქმე განაგრძო. გამარჯვებული ღიმილით მიუტრიალდა პროდუქტს და ისიც გახსნა. _ მემგონი ეყოფა. _ ცოტახნის შემდეგ ანაბელისკენ გამოიშვირა ქათამი და ხელის ზურგი ცხვირზე მოისვა. -კი ეყოფა. _ თავი დაუქნია და მწვანილის დაჭრა განაგრძო. -ისევ იმ უგემურ სალათას აკეთებ?_ სისინით ამოუდგა უკნიდან და ხელები მუცელზე მოხვია. -კოკა, ხომ გთხოვე ადრე რომ როცა სამზარეულოში ვინმე ვერაფერს ვაკეთებმეთქი, შენ კიდევ მეხვევი. _ გამწყრალმა დატუქსა შეყვარებული და დანა ხის დაფაზე დადო. -ვინმე არაფერ შუაშია! მე როცა ვარ მაშინ ვერ აკეთებ ვერაფერს. _ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და სამზარეულოდან გავიდა. ცოტახანში, კმაყოფილი სახეებით შემოლაგდნენ გოგონები სამზარეულოში და მინის მაგიდასთან მოკალათდნენ. გუგა მისაღებში, გაცხარებული, ხმამაღლა საუბრობდა ტელეფონზე და ხელებს იქნევდა. კესო და კატო სიცილით აჯავრებდნენ ძმას მიმიკებით და კოკას დაბღვრილ სახეზეც ხალისობდნენ. -ჩვენ სუფრას გავშლით. _ ორივემ ერთხმად წამოიძახა და ფეხზე წამოდგნენ. -დასხედით, არ დაიტვირთოთ. _ დამცინავად ჩაილაპარაკა გუგამ და დებს თვალი ჩაუკრა. კესომ ენა გამოუყო კარებში დაყუდებულ ძმას და ანაბელს გამოწვდილი თეფშები გამოართვა. -მე უნდა ვთქვა, ყველაზე მაგარი სარძლო მყავს მეთქი!_ ტრაბახით, გაჯგიმულმა ჩაილაპარაკა და ცერა თითი აუწია კოკას. -მადლობა გუგა. _ დამორცხვილმა გასცა პასუხი და თავი დაბლა ჩახარა. -სიმართლის დროსაც თუ იმორცხვებოდი არ მეგონა. _ კისკისით გამოაჯავრა კესომ და მხარზე ხელი მიკრა. _ ცოტა მოეშვი, თორემ ერთ მშვენიერ დღეს გაყინულს აღმოგაჩენთ. _ ოდნავ მკაცრი ტონით ჩაილაპრაკა და თვალები გადაატრიალა. -შენ ვისზე რას ამბობ? შავლას რომ ხედავ, კისერი გაბია თუ არა იმასაც ვერ იხსენებ. _ ფხუკუნით გააჯავრა დას კატომ და წარბშეკრულ კოკას და გუგას ტუჩებმოკუმულმა გადახედა. -რაო შალვაო, რაო?_ ყურებდაცქვეტილი გადაიხარა გუგა დისკენ. -არაფერი!_ კატოზე გაბრაზებულმა დაიღრინა და ანაბელის გაკეთებული ქათმის სალათა გადაიღო. თან ჩანგალს თეფზე გაბრაზებული უსვამდა და იღრინებოდა. სიტუაციით გამხიარულებული კოკა და ოდნავ უხერხულ მდგომარეობაში, ჩავარდნილი ანაბელი ხმას არ იღებდნენ და ჩუმად აღნიშნავდნენ კოკას ახალსახლობას. შალვას და კესოს ამბავი აღარ განხილულა. სამაგიეროდ განხივლის მთავარი თემა, კაკო და ანაბელია! და-ძმას აშკარად უხარია მათი ამბავი. გოგონებიც სულ ღიმილით საუბრობენ ანაბელზე და ძმას, არჩევანს უწონებენ. სუფრა გოგონებთან ერთად აალაგა, ბიჭები მისაღებში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. კესო დაზე გაბრაზებული, ხვნეშით ალაგებდა სუფრას და ჭურჭელს ანაბელს ულაგებდა ნიჟარაში. კატო დის შემორიგებით გართული, აწყობდა საჭმელს მაცივარში. როგორც კი სუფრის ალაგებას მორჩნენ, თვითონაც მისაღებში გავიდნენ და ანაბელი ნიჟარასთან დატოვეს.სველი ხელები სალფეთქზე შეიმშრალა და მოულოდნელად, უკნიდან დამთბარ სივრცეზე გაეღიმა. კოკამ ნელა მოხვია ხელები თეძოებზე და ტუჩები კისერზე ააცურა. სიამოვნებისგან გააჟრიალა ანდრონიკაშვილს. თავი ოდნავ დახარა და კოკას ტუჩები უფრო მჭიდროდ მოაყოლა. გაგნიძემ სიცილით მოუჭირა მარჯვენა ხელი და უფრო ახლოს მიიზიდა გაბადრული ანდრონიკაშვილი. -შენს სუნზე მეკეტება! ხმდაბლა, ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და ანაბელის კისრიდან ყელზე გააცოცა ტუჩები. ერთი ხელის მოძრაობით მოატრიალა თავისკენ და ტუჩებზე გაშმაგებული დაეძგერა. ანაბელმა სიცილით მოხვია ხელები კისერზე და ახლა უკვე თვითონ, აერკო გაგნიძის გულ-მკერდს. კოკა ნელა აუღელვებლად ათამაშებდა ანაბელის წელზე ცალ ხელს და გოგონას უფრო და უფრო ითრევდა ვნებების თამასში. ესეც მის ნებას დაყოლილი თითებით კოკას თმებს და კისერს ეფერება და ცდილობს არაფრით არ ჩამორჩეს ბიჭის ალერსს. აშკარაა რომ უპირატესობა და გამოცდილება მას უფრო აქვს ვიდრე, თვრამეტი წლის გამოუცდელ ანდორნიკაშვილს. მაგრამ ფაქტია რომ ნელ-ნელა, კოკას დამხარებით სწავლობს და სულაც არ არის უკმაყოფილო მემგონი გაგნიძე. სიცილით მოცილდა ანაბელს და ყელში ხმაურით აკოცა. -წეღან მემგონი სახლის დათვალიერება გინდოდა!?_ მაცდური ღიმილით ჩაილაპრაკა და თავაწეულს ცხივრზე აკოცა. -მე არა შენ თქვი, დაგათვალირებეინებო. _ ეშმაკური ღიმილით გასცა პასუხი და კოცნისგან აფორაჯებულ ლოყებზე ხელისგულები მიიდო. -საძინებლით დავიწყოთ! _ ვნებიანი ხმით დასძინა მან და თვალი ჩაუკრა. -დამშვიდდი და ნუ ფორიაქობ!_ სარკესთან დაყუდებულ ნერვიულობისგან ფერწასულ ანაბელს გვერდით ამოუდგა კატო და ხელები მხრებზე მოხვია. -დღეს პირველი დღეა. _ თავისთვის ჩაილაპრაკა და თმები შეისწორა. -ხოდა თუ არ გინდა უკანასკნელიც იყოს გაიღიმე, თორემ კოკა რომ ასეთ დღეში გნახავს ხომ იცი კარგი დღე არ დაგადგება. _ თვალების ბრიალით გააგდო ოთახიდან და მისაღებში დაყუდებულ ძმებს გახედა. _ ჩვენ მზად ვართ. _ ღიმილით გადაიკიდა ჩანთა და კარებისკენ წავიდა. _ გუგა წავედით თორემ დავაგვიანებთ. _ შეწუხებულმა გასძახა ძმას და კარები გამოაღო. გუგა სირბილით დაეწია სადარბაზოში გასულ კატოს და კარები გაიკეტა. კოკა ღიმილით მიუახლოვდა სპეციალურად ამ დღისთვის გამოპრანჭულ ანაბელს და შუბლზე ჩამოვარდნილი თმის ღერი სულის შებერვით გადააგდო უკან. -რატომ ნერვიულობ ასე?_ შიშველ მკლავებზე ხელი დაუსვა და თვალებში ჩახედა. -რავიცი, პირველი დღეა და მეშინია. _ მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა. -არაუშავს, როცა მიხვალ გადაგივლის. _ დააიმედა და ანაბელის მკლავზე გადაკიდებული მოსასხამი მხრებზე მოახურა. _ გარეთ ცივა, ნუ გავიწყდება რომ ოქტომბერი დაიწყო. _ შუბლშეკრულმა დატუქსა და გასასვლელისკენ წაიყვანა. კოკას გვერდით აღელვებული მოკალათდა და ჩანთა მუხლებზე დაიდო. მთელი გზა ნერვიულად იმტვრევდა თითებს და ღელავდა. ნეტავ როგორი იქნება სასწავლებლის პირველი დღე. წესით დღეს უნდა დაიწყოს მის ცხოვრებაში, კიდევ ერთი ახალი ერა. დღეს უნდა გაიცნოს ძალიან ბევრი ახალი ადამიანი. სულ სხვა გარემოში უნდა შედგას ფეხი. იქნებ ქალაქელებმაც არ მიიღონ, პროვინციიდან ჩამოსული და ხელი კრან. ნამდვილად ვერ გადაიტანს მსგავს რამეს, შეიძლება ნერვიულობისგან და ჯავრისგან გული გასუკდეს. ჯერ ისედაც როგორი ფაქიზია და კიდევ ერთი, ასეთი სერიოზული დარტყმა პიკი იქნება. კოკამ ანაბელის სასწავლებელთან გააჩერა მანქანა და ანაბელისკენ მიტრიალდა. ფიქრებში გართული, ვერც კი მიხვდა რომ დროა კარები გააღოს და სასწალებლისკენ ერთი ნაბიჯი გადადგას. კოკამ ღიმილით დადო მუხლზე ხელი და ოდნავ შეარხია. -ნაზო, მოვედით!_ სიცილით ჩაილაპრაკა და გაშტერებულ ანაბელს ნიკაპქვეშ თითი ამოსდო და სახე ააწევინა. _ მოვედით!_ კიდევ ერთხელ გაიმეორა ოდნავ ხმამაღლა და თვალებფახუნა ანაბელის დანახვისას გულიანად გაიცინა. -ხო მოვედით... _ ამოიჩურჩულა ჩქარა და მანქანის კარები გამოაღო. _ შენ არ შემოხვალ?_ მანქანიდან ცალი ფეხი გადაყო და კოკასკენ მოტრიალდა. -არა, მე გარეთ დაგელოდები და თუ რამე დაგჭირდება დამირეკე. _ თვალი ჩაუკრა და მანქნიდან გადასულს ხელი დაუქნია. -კარგი... _ თავი დაუკრა და კარები მიხურა. _ მოიცადე!_ დაქოქილ მანქანაზე ოდნავ დაარტყა ხელი და კოკა შეაჩერა. ბიჭი ოდნავ გადაიხარა მისკენ და ფანჯრიდან ინტერესით გახედა. _ წეღან რა დამიძახე?_ თვალებმოჭუტულმა იკითხა, თითქოს და იღდგენსო. -რა დაგიძახე?_ მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა. -აი წეღან... _ არ მოეშვა და თითი მაღლა ასწია. -აა, ნაზო მეთქი!_ ღიმილით ჩაილაპრაკა და სავარძელს დაეყრდნო. -რა ნაზო?_ დაბნეული ალუღლუღდა. -რა ნაზო კი არა ნაზი ხარ მეთქი!_ სიცილით განუმარტა და ხელით ანიშნა შეტრიალდი და წადიო. _ მალე თორემ პირველივე დღეს დააგივანებ. _ დატუქსა უცებ და სასწავლებლისკენ ჩქარი ნაბიჯებით წასულს ღიმილით გააყოლა თვალი. დაძაბულმა შეაბიჯა აუდიტორიაში და შევსებულ ადგილებს გადახედა. გოგონები და ბიჭები გასუსულები ისხდნენ და წინ სივრცეს მიშტერებოდნენ. ქურდივით აიპარა მაღლა და თავისი ადგილი დიაკავა. გვერდით წითური, ხუჭუჭა გოგონა ეჯდა და ღიმილით ადევნებდა მის დაბდურა მოქმედებებს თვალს. ბოლოს ძლივს მოკალათდა ერთ-ერთ მერხთან და მომღიმარ სტუდენტს გაუღიმა. ცოტახანში, თითქმის სულ შეივსო აუდიტორია. რამოდენიმე გოგო ბიჭმა დაახლოებაც მოასწრო, ან შეიძლება აქამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. დაძაბულობა მთელი დილა ვერ მოიხსნა. ლოყებაწითლებული იღიმოდა და პერანგის ბოლოებს გაავებული აწვალებდა. ლექტორის შემოსვლის დროს, უარესად აიბურდა... ხელებიც კი აუკანკალდა, ბოლოს როგორც იქნა დამშვიდდა და პირველ მისასალმებელ ტექსტს ტაშით შეხვდნენ. დიდხანს აღარ დარჩენილან, დაძაბულ ნოტაზე დაასრულა პირველი ლექცია და აუდიტორიიდან კისრისტეხვით გამოვიდა. იმ წამსვე კოკას დაურეკა და სთხოვა, სასწავლებლის წინ შესასვლელთან მოვიდეს. ტელეფონი და სპეციალურად ცხრილისთვის გამზადებული რვეული ჩანთაში ჩადო და გასასვლელისკენ წავიდა. სანამ დერეფნის ბოლოს ჩავიდა ათასჯერ აებურდა ფეხები, ისეთი შეგრძნება ეუფლება თითქოს ყველა მას უყურებს და ყველა მოძრაობას უკონტროლებენ. კომპლექსიანი არ არის, მაგრამ მსგავსი წიკები სულ აწუხებს. უბრალოდ ასეთ უცხო გარემოში პირვლად აღმოჩნდა და ძალიან უჭირს პირველივე დღეს თავისუფლად, გახსნილი შეხვდეს აქაურობას. კოკა შეპირებისამებრ, სასწავლებლის ეზოს წინ იდგა, მანქანაზე მიყრდნობილი და ვიღაცა ბიჭს ესაუბრებოდა. ანაბელი ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ და კოკას გვერდით ამოუდგა. ბიჭმა ხელი წელზე მოხვია და დაძაბულ ანაბელს ტუჩთან ახლოს აკოცა. -ზურა, გაიცანი ეს ჩემი საცოლეა ანაბელი. ანაბელ, ზურა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ბიჭს ღიმილით გააცნო ანაბელი და პირდაღებულ გოგოს ხელით, შეუმჩნველად ანიშნა პირი დახურეო. ანაბელმა უხერხულად ჩამოართვა ხელი და ღიმილით ჩაიჩურჩულა «სასიამოვნოა»... ზურა დიდხანს აღარ დარჩენილა, ჩემი და უნდა გამოვიდესო და წავიდა.. კოკა ანაბელისკენ მიტრიალდა მთელი ტანით და ორივე ხელი მაგრად მოხვია წელზე. -აბა როგორი იყო პირველი დღე?_ ტუჩები ერთმანეთს გაუხახუნა და ჭინკებათამაშებული თვალებით მიაჩერდა. -ზურას რა უთხარი წეღან?_ ოდნავ გაბრაზებულმა და ნაწყენმა კითხა. -რა ვუთხარი და ჩემი საცოლეა მეთქი... _ სრული სერიოზულობით ჩაილაპრაკა და ანაბელის წელიდან ხელები ჩამოიღო. _ მოიცადე აბა როგორ უნდა გამეცნო შენი თავი, ჩემი შეყვარებულია მეთქი?_ წარბაწეულმა კითხა და კოპები შეკრა. -შეყვარებული ცუდი ტონია?_ გაოცებულმა პირი დააღო და ჩანთა შეისწორა. -არა, მაგრამ მე ვფიქორბ რომ ჩვენი ურთიერთობა დღეს თუ არა ხვალ მაინც მივა მაგ ეტაპოზე და რაღას ველოდოთ?_ მხრები აიჩეჩა და მანქანის კარები გამოაღო. _ დაბრძანდით!_ ჯელტმენური მანერით მიიდო ხელი მუცელზე და თავის მსუბუქი დაკვრით ანიშნა დაჯექიო. ანაბელი კოპებშეკრული ჩაჯდა მანქანაში და ჩანთა უკანა სავარძელზე გადადო. კოკამ ჩქარი ნაბიჯებით მოუარა მეორე ხმარეს და თავისი, კუთვნილი ადგილი დაიკავა. გაბრაზებით არ გაბრაზებულა კოკაზე, ალბათ ყველა გოგოს ესიამოვნება საყვარელი მამაკაცი, პიველივე ადამიანს საცოლეთი რომ გაგაცნობს... მაგრამ ცოტა ეწყინა მისი ნებართვის გარეშე რომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ვერ იტანს როდესაც ურთიერთობებში, ცალი მხარე იღებს ყველა გადაწყვეტილებას და მეორე მხარეც რობოტივით ყველაფერში ეთანხმება. მართალია ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კოკამ ასეთი გადაწყვეტილება მარტომ მიიღო, მაგრამ იმედია ისაუბრებენ და მოგავრდებიან ამაზე. -რაღაცა მინდა რომ გითხრა. _ დუმილი ანაბელმა დაარღვია და კოკასკენ ოდნავ მიტრიალდა. ბიჭმა თავის მსუბუქი დაკვრით მიანიშნა რომ უსმენს. _ არ მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა, რაღაცის იძულებას დაემსგავსოს. მე მინდა რომ ორივე ვთანხმდებოდეთ, ერთად და არა ცალ-ცალკე... _ ხმალდაბლა საუბრობდა ანაბელი და ცდილობდა კოკას მიმიკებით მისი სათქმელი ამოეკითხა. -ვიცი რომ ზურასთან ცოტა არასწორად გამომივიდა, მაგრამ მე ვთქვლი რომ ჩვენი ურთიერთობა შეყვარებულობის ეტაპზე არ არის. _ თავი მისკენ მოატრიალა და სერიზოული ბარიტონით დასძინა. -არც საცოლე-საქმროს, ურთიერთობა გვაქვს. _ სიცილით გამოაჯავრა და თავისუფლად მოკალათდა. -ხო, მაგრამ ხომ გვექნება?_ ეშმაკურად იკითხა კოკამ. -კაცმა არ იცის როდის. _ მხრები აიჩეჩა და გზას მიაშტერდა. _ მართალია გზები კარგად არ ვიცი, მაგრამ მემგონი აქეთ ჩვენი უბანი არ უნდა იყოს. _ ეჭვით ჩაილაპრაკა ანაბელმა. -ხედავ, თბილისი შენც კი აითვისე. _ ირონიულად წაკბინა «შეყვარებულ-საცოლეს» და ოდნავ წამოზრდილ წვერზე ხელი მოისვა. _ მართალი ხარ, სასწავლებლის პირველი დღე უნდა ავღნიშნოთ მე და შენ. _ ქვედა ტუჩი გაისველა და ანაბელს ვნებიანი თვალებით გადმოხედა. -არ ჯობდა ყველა ერთად წავსულიყავით?_ გულუბრყვილოდ იკითხა მან. -ყველა ერთად წადით, საღამოს. ახლა მე და შენ, მარტონი!_ კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა კოკამ. ანაბელმა ღიმილით აიჩეჩა მხრები და თავი უკან გადაწია. როგორ ჩანს დღევანდელი დღე ზედმეტად დამღლელი აღმოჩნდა, როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად. როდესაც ძალიან ნერვიულობს თავი ტკივდება და გონება უბინდდება. ახლაც ასე მოხდა, დღევანდელი დღის ემოციურმა ნერვიულობამ შედეგი გამოიღო და თავატკიებული გაითიშა. გონზე კოკას ძახილმა მოიყვანა, ნელა გაახილა ჯერ ერთი თვალი მერე მეორე და მომღიმარ გაგნიძეს ახედა. -თუ გეძინება სახლში წაგიყვან. _ ღიმილით გადაუსვა თითი გაბურცულ ბაგეებზე და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიყოლა. -არა არა! თავი მტკიოდა და გავითიშე, ახლა უკეთ ვარ. _ ღიმილით წამოიწია წინ და აჩაჩული ტანსაცმელი შეისწორა. _ მოვედით? ფანჯრიდან გაიხედა და საშუალო ზომის შენობას გაუსწორა თვალი. კოკამ თანხმობის ნიშნად ჩაახველა და მანქანიდან გადავიდა. ანაებლიც უკან გადაყვა და კოკას დაელოდა როდის გაჩნდებოდა მის გვერდით. გაგნიძემ მანქანა ჩაკეტა და ანდრონიკაშვილს ცალი ხელი წელზე მჭიდროდ მოხვია. ღიმილით მიადო ტუჩები ანაბელის ოდნავ დაბერილ ყელს და ცხელი ტუჩების კვალი დაუტოვა. რესტორანში ძალიან მყუდრო და სასიამოვნო გარემო დახვდა. თითქმის ცარიელ რესტორანს ღიმილით მოავლო თვალი და მათკენ წამოსულ, შავ-თეთრ სამოსში გამოწყობილ ახალგაზრდა ყმაწვილს ოდნავ გაუღიმა. კოკამ ხმადაბლა ჩაილაპრაკა თავისუფალი ადგილი გამოგვინახეო და ანაბელის წელს კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია თითები. ბიჭი ნელი, დახვეწილი მანერით წავიდა ერთ-ერთი მაგიდისკენ და თავის დაკვრით ანიშნა აქ დაბრძანდითო. კოკამ ჯელტმენური, თეატრალური მანერით გამოსწია სკამი და ანაბელს თვალი ჩაუკრა. ანდრონიკაშვილმა თავისი ადგილი დაიკავა და ჩანთა, სკამის გვერდით იატაკაზე დადო. ადრე სოფელში ფილმებს რომ უყურებდა, ძალიან მოსწონდა დახვეწილი და საოცრად მოხდენილი ქალები. გადარეული იყო, ძველ კინომატოგრაფიაზე... სულ ცდილობდა ყველაფერი გაეგო და მოეძიებინა. ინტერნეტის და კომპიუტერის უქონლობის გამო ხშირად ვერ ახერხებდა სასარგელო ინფორმაციების მოძიებას. სკოლის ბიბლიოთეკაც არ იყო, ზოგადი ინფორმაციით გაანებივრებული. ამიტომ მხოლოდ სალიტერატური წიგნებით და სასკოლო პროგრამით შემოიფარგლებოდა ხოლმე. მაგდამ რამოდენიმეჯერ შესთავაზა კომპიუტერს გამოგიგზავნიო, მაგრამ სულ უარს ეუბნებოდა. იცოდა რომ სწავლაში, რამდენადაც დაეხმარებოდა, იმდენადვე შეუშლიდა ხელს. ამიტომ მანამდე არ გამოაგზავნინა სანამ საატესტატო გამოცდები არ ჩააბარა. ახლა სასწავლებლისთვის დასჭირდება და ამიტომ რამოდენიმე თვის უკან გამოგზავნილი კომპიუტერი დააქვს ჩანთით. პატარა და მოსახერხებელია...საიდან სად წავიდა!? რესტორნის დიზაინს ათვალიერებდა და თან იღიმოდა, მოულოდნელად კოკას ჩახველების ხმაზე რომ შეკრთა და თვალები შეშინებულმა ააფახუნა. -რაზე ფიქრობ?_ ინტერესით იკითხა ბიჭმა და ხელებს დაეყრდნო. -კინოზე, სოფელზე... _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და კოკას გაუსწორა მზერა. _ სოფელში რომ ვიყავი ძალიან მიყვარდა მუზიკლის ჟანრის ფილმები. მომღერალი პერსონაჟების ხმებზე სულ მეცინებოდა. ძალიან წვრილი და მომაბეზრებელი ვოკალი ქონდათ, მაგრამ სიმღერის დროს ზედმეტად გამოირჩეოდნენ! ახლა უცებ რესტორანმა ჩამაფიქრა, მათზე. _ ცოტაოდენი ინფორმაცია გასცა ფიქრებიდან და მხრები აიჩეჩა. -გინდა გითხრა მე რაზე ვფიქრობ?_ ჭინკებათამაშებული თვალები დაატრიალა კოკამ და წარბი, მომხიბლელად აზიდა მაღლა. ანაბელმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სმენად გადაიქცა. _ ვფიქრობ რომ, ძალიან სექსუალური ხარ!_ ყოველგავრი შესავლის გარეშე აჯახა და ტუჩები ერთმანეთს გაუხახუნა. ნირწამხდარს ლამის ბუდიდან გადმოსცვივდა თვალები. რატომღაც ელოდა რომ კოკაც იგივეს, ან მსგავს იტყოდა. ამან კიდევ რა დაახეთქა. იცის რომ ეს ქალისთვის ძალიან კარგი კომპლიმენტია და მეტიც, ზედმეტად სასიამოვნოა, როდესაც შენი კავალერი მსგავსი სიტყვებით გამკობს... მაგრამ მისთვის ცოტა მიუღებელია და ალბათ ამიტომაც ეხამუშა. არ არის მიჩვეული მსგავს ტერმინებს, არასდროს გაუგია, თუ არ ჩავთვლით ფილმებს. სოფელში ყველა, მოკრძალებით და ურთიერთპატივისცემით ესაუბრება ერთმანეთს. არა! არ თვლის რომ ეს ყოველივე, ან დამცირება, ან უპატივცემლობაა, მაგრამ... ახსნა არ შეუძლია მარტივად. კოკამ მისი რეაქციიდან უცებ გამოიტანა დასკვნა და სიტუაციაში გარკვეულმა ამოისუნთქა. ნელა გაასრიალა ხელი ანაბელის ხელისკენ და თითებზე აცურდა. -როდესაც მე გეტყვი რომ შენ ხარ- ვნებიანი, სექსუალური, მადისაღმძვრელი და რაც მთავარია მომხიბლელი... შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გეგონოს რომ მე ცუდი განზრახვა მაქვს. პირიქით, სიამაყე მალაპარაკებს!_ თითებზე ხელი მსუბუქად, მაგრამ მამაკაცური სიძლიერით მოუჭირა და ორივე თვალი სინქრონში დახუჭა და გაახილა. -ვიცი, მაგრამ... _ ძლივს ამოსთქვა და ვერც ამოსთქვა. -არანაირი მაგრამ! მოდი აქედანვე შევთანხმდეთ რომ ჩემსა და შენს შორის არასდროს იქნება მსგავსი ტერმინების ზღვარი! _ ბარიტონი გაიმკაცრა კოკამ და თავი მაღლა ასწია. -არ ვიცი. _ დაბნეულმა აიჩეჩა მხრები და კოკას მიბაძა. -მაშინ მოგიწევს ყოველ კომპლიმენტზე, მკვდრის ფერი გედოს! _ მომხიბვლელი ღიმილით ჩაილაპარაკა და მარცხენა ტუჩი ჩატეხა. ამ ღიმილზე ჭკუა ეკეტება! კოკამ, იცის რომ ანაბელს ეს ყველაზე მეტად აგიჟებს და ზუსტად ამ მიზეზით იღიმის ასე შხირად. ჭკუას აკარგვინებს როგორც გოგოს და ხდის საოცრად ვნებიან ქალს! ქალს რომელსაც ჯერ ანაბელი არ იცნობს და იმედია კოკას დახმარებით, ძალიან, ძალიან მალე შეიცნობს და შეითვისებს. პირველი დღე როგორც წესი, მშვიდად და სასიაოვნოდ აღნიშნეს. ერთმანეთს დაბალ ნოტაზე ესაუბრებოდნენ და ათასი საალერსო სიტყვით ათრობდნენ. ანაბელს ალკოჰოლი არ მიაკარა, ჯერ ამისთვის ძალიან პატარა ხარო. ანდრონიკაშვილს არ ესიამოვნა «პატარაობა» და წარბწეულმა გააპროტესტა კოკას წამოროშილი, მაგრამ გაგნიძე როგორც ყოველთვის ახლაც შეუვალია. ნაწილობრივ ესიამოვნა ბიჭის ზრუნვა და ალბათ იმიტომ დაუთმო ასე ადვილად. რესტორანი ექვს საათზე დატოვეს, კოკამ ნასვამი ვარ და საჭესთან ვერ დავჯდებიო. ამიტომ ფეხით გასეირნება გადაწყვიტეს. -ჩემთან ავიდეთ. _ ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი ჩამოუსვა და ჩაიცინა. -ნინომ რომ ინერვიულოს? მაშინ დავურეკოთ. _ სწრაფ-სწრაფად მიაყარა სათმქელი და ტელეფონი ჩანთიდან ამოაძვრინა. -არ გინდა... ღამე კი არ გიტოვებ, ცოტახნით ავიდეთ, ბუხართამ დავსხდეთ და ვისაუბროთ. _ ტელეფონი გამოართვა და ჯიბეში ჩაიცურა. -მაშინ კარგი. _ სიცილით დაეთანხმა და კოკას მოხვეულ ხელს თავისი ხელი დაადო. -არა, ისე მე არ ვარ წინააღმდეგი ჩემთან რომ დარჩე. _ ეშმაკურად გაწელილი ხმით ჩაილაპრაკა და ანაბელის თვალებს ზემოდან დააჩერდა. ანდორნიკაშვილი მიხვდა საითაც უმიზნებდა გაგნიძე და ხმა არ ამოუღია. იქნებ იჩქარა მასთან სახლში წასვლაზე რომ დათანხმდა... მაგრამ რატომ? კოკამ უთხრა რომ ისინი მხოლოდ ისაუბრებენ, რატომ ფიქრობს რომ რამე სერიოზული შეიძლება მოხდეს. ან რატომ გონია რომ გაგნიძე მაინცდამაინც ერთი მიზეზით ეპატიჟბა თავისთან. ამით ხომ შეურაცხყოფას აყენებს კოკას პიროვნებას, მითუმეტეს იცის რომ გაგნიძე ძალიან დიდ პატივს სცემს სიტყვას! და იცის როგორი ერთგულიც არის... ასე რომ ეჭვები და საშიშროება იმისა, რომ შეიძლება დღევანდელი ვიზიტი ცოტა შორს წავიდეს, არ არსებობს. ამისთვის ჯერ საბაბიც არ მიუცია კოკას... და თუ ერთმანეთით ცოტათი იჯერეს გული რა მოხდა, შეყვარებული წყვილია და სავსებით ბუნებრივია, ერთმანეთს მოეალერსნონ... ამაში ცუდს და მითუმეტეს დანაშაულს ვერ ხედავს. კოკამ სახლის კარები გააღო და ანაბელი შიგნით შეატარა. ანოდრნიკაშვილმა მოსასხამი და ჩანთა შესასვლელშივე დატოვა და შიშველი ფეხები კოკას, დიდი ჩუსტებში გაუყარა. -შენთვის სპეციალურად ვიყიდე ფაჩუჩები. მისაღებისკენ წასული გააჩერა და ფეხსაცმლის კარადის თავზე მოთავსებული ლამაზი პარკი გაუწოდა. ანაბელმა ღიმილით გამოართვა და დათუნია ფაჩუჩები ამოიღო. საშინლად ესიამოვნა კოკას მზრუნველობა და მადლობა, მორიდებული კოცნით გადაუხადა. გაგნიძემ ნასიამოვნებმა ჩაიცინა და ანაბელს თავისი კუთვნილი ჩუსტები გამოართვა. ანდრონიკაშვილმა სწრაფად ამოიცვა ფაჩუჩები და სამზარეულოსკენ წასულ კოკას გაეკიდა. -ყავა გინდა?_ წყლის მადუღარას ჩამრთველს, თითი მსუბუქად დაკრა და კარადიდან ფინჯნები გამოიღო. -მინდა, მაგრამ მე მოვამზადებ. _ შეეცილა და გაგნიძე თეძოს კვირთ განზე გაწია. -ძალიან უხდები ჩემს სამზარეულოს და ხომ არ დარჩებოდი?_ მაცდური წინადადებით მოეხვია უკვნიდან, გევლივით და ხელები ძალიან მჭიდროდ შემაოჭდო მუცელზე. -არ ვიცი, დავფიქრდები. _ ეშმაკური ინტონაციით ამოსთქვა და ორი კოვზი ყავა ჩაიყარა. -ბელი... შენ ხარ ჩემი ბელი! მოულოდნელად გაისმა, სულ სხვანაირი ხმა... ძალიან შეცვლილი და თბილი! ამასანავე ვნებიანი, მკაცრი რა როგორც კოკა იტყოდა სექსუალური ბგერები! ანაბელი ნელა მოატრიალა თავისკენ და სახე დაუჭირა, მერე კი ნაზი, მაგრამ თავისი დეტალური «ვირის» მანერით ასწია მაღლა და მაგიდაზე ბუმბულივით შემოსვა, ისე რომ მისი ალერსი არ შეუწტყვეტია. ბუხრის წინ გაშლილ პლედზე, ერთმანეთის გვერდი-გვერდ იწვნენ და ცეცხლის ალით განათებულ ჭერს უყურებდნენ. კოკას ცალი ხელი ანაბელზე ქონდა მოხვეული და მკერდზე იკრავდა. ანდრონიკაშვილი გასუსული უგდებდა ყურს კოკას რიტმულ გულისცემას და იღიმოდა. ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის იყო არ ახსოვს. არა! ასეთი ბედნიერი არც არასდროს არ ყოფილა, ეს კიდევ სხვა ბედნიერებაა. ეს არის ბედნიერება, რომელიც მხოლოდ საყვარელ ადამიანს შეუძლია მოგანიჭოს. მიუხედავად კოკას რამოდენიმე მინუსისა, რომელსაც ხშირად ავლენს და ანაბელს აბრაზებს, ამ ბიჭზე მაინც გიჟდება და თვლის რომ, მარტო ამისთვის ღირდა ქალაქში ჩამოსვლა. ახლა ძალიან უახრია ოჯახის წევრების გადაწყვეტილებას რომ დათანხმდა და გაგნიძეებთან დარჩა საცხოვრებლად. კიდევ კარგი თორემ ხომ შეიძლება დღეს კოკა საერთოდ სხვაგან ყოფილიყო, ანაბელი კი სხვაგან. რომ ახსენდება როგორ უშლიდან ნერვებს პირველი რამოდენიმე დღე, ძალიან ბრაზდება. არც ახლა, ინდობს, მაგრამ ახლა უკვე სხვანაირად უყვარს ანაბელის გაწვალება. შედარებით რბილად, მაგრამ მაინც გველურად წაისისინებს ხოლმე ისეთს, რაზეც მერე ანდრონიკაშვილი მთელი დღე სიწითლეს ვერ იშორებს. ანაბელმა ნელა ასწია თავი და კოკას ნიკაპს დააკვირდა. გაგნიძეს ანაბელის შიშველ მკლავებზე თითებით თამაში არ შეუწყვეტია. სიამოვნებს როდესაც კოკას სხეულის სიმხურვალეს გრძნობს. წეღანაც სამზარულოში მომხდარი «ინციდენტის» დროს ანაბალზე არანაკლებ, დასცხა გაგნიძესაც. შეიძლება ანაბელს გადაჭარბებულად, ეჩვენება მაგ დროს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ერთია... კოკაც ძალიან «განიცდის» ანაბელის ალერსს. რომ ახსენდება როგორ ხვევდა თავის ძლიერ მკლავებს წელზე, მხრებზე, თეძეობზე და ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა, ოფლი ასხამს. ჯერ კიდევ კოკას თითებს გრძნობს, ფეხებზე და მკლავებზე. ისეთი შეგრძნება აქვს რომ, ახლაც მასთან არის და ისევ სიამვოენბისგან აკარგვინებს გონს. უხამსი ფიქრები ძლივს მიმოფანტა და კოკას მკერდს ლოყა დაადო, თან კოკას უყურებდა და იღიმოდა. -დღე ძალიან სასიამოვნოდ სრულდება. ხმადაბლა ჩაილაპრაკა და კოკას ნიკაპზე თითები ისე აათამაშა, მისი მკერდიდან თავი არ აუღია. გაგნიძემ ნელა დახარა თავი და ანაბელის, ღია მწვანე თვალებს მიაჩერდა. -ჯერ რა დროს დღის დასრულებაა?! გაკვირვებულმა შეიცხადა და ანაბელი ზემოდან მოიქცია. ოდნავ დარცხვენილმა დაადო თავი გულზე და ცეცხლს გახედა. ზუსტად ისე გრძნობს თავს როგორც, ნამდვილი შეყვარებული ქალი... მართალია არ იცის, როგორ გრძნობენ ხოლმე შეყვარებული ქალები თავს, მაგრამ გონია რომ ეს არის ის რასაც მის გარდა ვერავინ იგრძნობს. შეიძლება მეტიც , ვიდრე უბრალო შეყვარებულის განცდებია. ძალიან უნდა ყველა წამი დააფასოს და კოკასთან ერთად, რაც შეიძლება დიდხანს გაიხანგრძლივოს ნებივრობა. საშინლად უყვარს მოგონებები! ლამაზი და კარგი მოგონებები. დარწმუნებულია რომ გაგნიძესთან ერთად, უამრავ ასეთ მოგონებას შეაგროვებს და მერე ერთად, ისევ აქ ბუხრის გვერდით მოკალათდებიან, ისევ ამ პლედზე და გაიხსენებენ გასული დღეების მომხდარ სიამოვნებებს. იცის რომ ახლა ბევრი მიზანი აქვს. ისიც იცის რომ ეს მიზნები არანაირად არ უშლის ერთმანეთს ხელს, განხორციელებაში. პირიქით, ერთი მეორეს ძალიან ეხმარება. ზუსტად იცის რომ კოკას სიყვარულით, ასმაგად დაიტვირთავს თავს და უფრო უკეთ ისწავლის. ისიც იცის რომ, თუ ბევრი წიგნი ედება გვერდით და სასწავლი თავზე საყრელად ექნება, აუცილებლად გამონახავს კოკასთვის დროს და ნახავს... მოეხვევა და მასთან ერთად რამოდენიმე სასიამოვნო წუთს გაატარებს. კოკამ ნელა გაუსვა ზურგზე ხელი და ანაბელის გაშლილ თმებში თითები აათამაშა. -ხვალ რომელზე მიდიხარ სასწავლებელში?_ ტუჩებგამობურცულს სწრაფად აკოცა და შუბლიდან თმები მოაცილა. -ხვალ თორმეტზე მეწყება. _ ჩაილაპარაკა და თავი ისევ კოკას გულ-მკერდს დაადო. -თორმეტზე შესვენება მეწყება მე და გამოგივლი გაგიყვან. _ ლოყაზე თითები მოუჭირა და ისევ თმებზე წაეთამაშა. -ჩემითაც მივალ. _ ამოიჩურჩულა ხმადაბლა. -ხომ იცი რომ ეგეთ, უაზრობებზე ვბრაზდები და რატომ ცდილობ გამაბრაზო? _ ანაბელი მაღლა ასწია და თვალებანთებული მიაჩერდა. -თვალები ცეცხლისფერი გაქვს. _ კოკას კითხვას გვერდი აუარა და სულ სხვა თემაზე გადაიტანა ყურადღება. -ვიცი ვხედავ. შენ კითხვაზე მიპასუხე, გსიამოვნებს გაბრაზებულს რომ მხედავ? -როგორ ხედავ?_ თავისას აგრძელებდა და თან შეუმჩნევლად ეფლირტავებოდა. -ვატყობ წეღანდელი თამაში მოგენატრა. წარბაწეულმა მუქარით ჩაიალაპარაკა და მარტივი მოძრაობით მოკალათდა ანაბელის ზემოდან. ანდორნიკაშვილი სიცილით შეხვდა კოკას საქციელს, უკვე იცის რაც ელის... წეღანდელი თამაში, ძალიან კარგად დაამახსოვრა კოკამ და მისმა ხელებმა. ხელები სწრაფად გადაიჯვარედინა მუცელზე და მუხლები სულ ოდნავ მოხარა. გაგნიძემ ნელა ჩააცურა მუცლისკენ ხელი და მაისურის ბოლოები მაღლა ასწია. მიუხედავად იმისა რომ თამაშის წესები იცის, მაინც აუტყდა სიცილი ხელის შეხებისას. -მეღუტუნება. _ ამოიკისკისა და შეძლებისდაგვარად მოიკუნტა. -შენი აზრით მოსაფერებლად შევაცურე ხელი? სიცილით კითხა სულელურად მოცინარს და თითები მუცელზე აათამაშა. ანდორნიკაშვილმა ფხუკუნით დააწყო ხელებ, კოკას ხელების ზემოდან და შეეცადო კოკას თითები შეეჩერებინა. როცა მიხვდა რომ ანაბელი სიცილისგან ცოტაც და ცუდად გახდებოდა, ისევ თავის ადგილზე გადაწვა და სახეაწითლებულ « შეყვარებულ-საცოლეს» გადახედა. კოკა ნელა დაიხარა ანებლის აწითლებული ბაგეებისკენ და ვნებიანად აკოცა. -მემგონი ძალიან დაგვიანდა. _ ტუჩები მოიკვნიტა და კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა. -არაუშავს, ჩემი გასაღებით შეხვალ. _ ლოყაზე თითები თბილად ჩამოუსვა და გულზე მიიხუტა. _ თუ გინდა დარჩი და ხვალ დილით გაგიყვან სასწავლებლისთვის რომ მოემზადო. _ უცებ მოუვიდა იდეა და სწრაფად გაუმხილა ანდორნიკაშვილსაც. ანაბელმა გაოცებულმა ახედა და თავი ჩქარა გააქნია. რა სისულელეა!? როგორ თუ მასთან დარჩეს. კოკა იმის გამო წამოვიდა სახლიდან რომ ერთ ჭერ-ქვეშ არ ეცხოვრათ და ახლა, ასე უნამუსოდ დარჩეს მასთან... ესეც რომ არ იყოს, უბრალოდ ვერ შეძლებს ღამე მასთან ერთად გაათიოს. ენდობა! მასაც და საკუთარ თავსაც, მაგრამ კოკას სახლში სულ სხვა დროს დარჩება, სხვა ვითარებაში. ახლა ურჩევნია შინ დაბრუნდეს, თუნდაც გვიან და იქ გაიღვიძოს მეორე დილით. ნინოსიც ეხათრება, როგორია იცოდე რომ შენი სტუმარი შენს შვილთან არის და ღამეს იქ ათევს. -არა! მირჩევნია სახლში წავიდე. _ ამოიჩურჩულა ხმამდაბლა და თვალები დააფახუნა. -კარგი, მაშინ ახტი და წავიდეთ. _ ოდნავ უბიძგა ანაბელს და თეძოზე ხელი მოუჭირა. თავისი ნივთები მოაგროვა და კოკასთან ერთად დატოვა სახლი. მანქანაში ბევრი აღარ უსაუბრიათ. გააფრთხილა რომ ხვალ ბინასთან დაელოდება და სასწავლებლში წაიყვანს. კოკამ, კორპუსთან გააჩერა მანქანა და სახლის ფანჯრებს გახედა. გოგონების ოთახში შუქი ენთო, რაც იმას ნიშნავს რომ ანაბელს ელოდებიან. ანაბელი მომლოდინე კოკასკენ გადაიხარა და ლოყაზე ნაზად აკოცა. -მეკაიფები?_ წარბშეკრულმა კითხა მოცილებულ ანდრონიკაშვილს და ლოყაზე თითი მიიდო. ანაბელმა ეშმაკურად გაუქნია თავი და მანქანიდან სწრაფად გადახტა. -კი არ დამვიწყდებია, ამასწინებზე ორმოცი პრესის გამო რომ არ მაკოცე!_ ოდნავ დამანჭა სახე და სახლისკენ აჩაქრებული ნაბიჯებით წავიდა. ^^^ სასწავლებელს ვერ მიეჩვია... ჯერ ისევ დაძაბული დადის და ლექციაზეც ძალიან ღელავს. ორი კვირის განმავლობაში, მიუხედავად პირველი კურსისა და მიუხედავად იმისა რომ ჯერ სწავლა ახალხანს დაიწყო, მაინც ძალიან ბევრი სასწავლი დაუგროვდა. სახლში მისვლისთანავე ოთახში შედის და მეცადინეობს. თან ცდილობს კესოს და კატოსაც არ შეუშალოს ხელი. კატო მეორე კურსის სტუდენტია და სახლში თითქმის არასოდეს არ არის. ხან რომელ კურსელთან ერთად ზის ბიბლოიოთეკაში ხანაც რომელთან. ანაბელიც ასეა, როცა იცის რომ კესო სახლში ადრე ბრუნდება თვითონაც ბიბლიოთეკაში ზის და მეცადინეობს. სახლში მისულს მერე უკვე თავისუფლად შეუძლია სწავლა იქ განაგრძოს, იცის რომ კესოს უკვე ყველაფერი მომთავრებული აქვს. გუგა სწავლით დიდად არ იკავს თავს, მაგრამ მარტო ფეხბურთითაც ვერაფერს ვიზამო და ძალაუნებურად სწავლობს. მახო მუშაობს, ნინო დიასახლისობს და ასე შეხმატკბილებულები ცხოვრობენ ერთად. კესოს ოთახის რემოტნი, ოქტომბრის ბოლოს გაგრძელდება და ორ კვირაში ისიც დასრულდება.. მერე უფრო გაფართოვდებიან. მაგრამ არ უნდა უმცროსი გაგნიძის გადაბარგება, ისეა მიჩვეული შევიწროვებულ ძილს. ყოველ ღამე, ცხვირში კესოს ხელების შენას... მის გარეშე ძალიან გაუჭირდება! კოკამ დაპირებისამებრ დააწყებინა შალვას მუშაობა თავისთან და ახლა თითქმის სულ ერთად არიან. ანაბელს ეჩვენება რომ ბიჭები ძალიან დაახლოვდნენ. რამოდენიმეჯერ მათ სანახავადაც იყო შალვა მისიული. კესოსთან შეხვედრებს უფრო მოუხშირა, ესეც სულ იპრანჭება და თავს აწონებს. -დღეს ვერ გამოგივლი და გუგა მოგაკითხავს. _ სასწავლებელთან გააჩერა მანქანა და ანებლისკენ მიტრიალდა. -რატომ?_ მოწყენილმა ამოიჩურჩულა და საყელო გაუსწორა. -მაგ დროს თათბირი გვაქვს. _ ცხირზე ორი თითი მოუჭირა, მოღუშულს. -დღეს საერთოდ ვერ გნახავ? როცა უკეთ გაიაზრა რომ შეიძლება, მთელი დღე ვერ ნახოს გული შეეკუმშა. იმდენად არის მიჩვეული დილა-საღამოს კოკას ხილვას, რომ წარმოდგენა არ აქვს, როგორი უნდა იყოს სხვა შემთხვევაში დღე. ჯერ არასდროს ყოფილა მსგავსი შემთხვევა და ეგ სიმწარე არ აქვს გამოცდილი, მაგრამ იცის რომ უახლოეს მომავალში მოუწევს. კოკა მივლინებით მიყავთ საზღვარგარეთ რამოდენიმე კვირით. მათი მშენებარე კომპანია, ერთ-ერთ დაჯილდებაზეა წარდგენილი და იქ უნდა წავიდეს. თავიდან ეს ამბავი რომ უთხრა ეგონა, ეხუმრებოდა, მაგრამ ბოლოს კოკასაც რომ არ გაეცინა, ცრემლები გადმოყარა და ხმადაბლა ატირდა. მთელი დღე ანაბელის დაწყნარებას უნდებოდა გაგნიძე. ბოლოს ცრემლები რომ შეაშრა და სრუტუნსაც მორჩა, იფირა მეშველაო... მაგრამ როგორც კი სადარბაზოსთან მიიყვანა, ისევ გადმოყარა ღვარღვარება და მანამდე არ გაჩუმებულა, სანამ ნინო არ გამოვიდა სადარბაზოში შეშფოთებული რახდებაო. -გვიან გამოგვილი და სადმე გავიდეთ. _ ფიქრებიდან კოკას ხმამ გამოაბუნძულა. ბიჭმა შუბლზე აკოცა და წავიდა. სასწავლებელში როგორც ყოველთვის დღესაც ერთფეროვნება. სამი ლექცია ისე ჩაამთავრა, პირი არ გაუხსნია. პირველ ლექციაზე, წითურ გოგონას მიესალმა და ეგ იყო. ისიც იმიტომ რომ თაკომ, ღიმილით გადმოხედა და ოდნავ დაუკრა თავი. გუგას მანქანა რომ დაინახა ამდენ უცხო ადამიანში, გახარებული გაემართა მისკენ. მანქანის კარები გამოაღო და სიცილით ჩაჯდა შიგნით. -სად იყურებოდი?_ გაკვირვებულს კითხა და ჩანთა მუხლებზე დაიდო. -შენ გეოდებოდი, საიდან მოხვედი?_ სიცილით იკითხა და მანქანა დაძრა. -უკნიდან მოგეპარე. _ გამხიარულებულმა ჩაილაპარაკა და ღვედი შეიკრა. -ახლა მე შენ კოკას სამსახურთან რომ კაფეა იქ უნდა დაგტოვო, მერე შენითაც გადმოირბენ სახლში. _ თვალი ჩაუკრა და მანქანა სასწავლებლის ეზოდან გაიყვანა. -იქ რა მინდა?_ იკითხა ინტერესით და ქუთუთოზე ნელა გადაიტარა თითის გული. -კოკამ მომგვარეო ასე დამიბარა. _ ჩაიფხუკუნა ტყუპმა გაგნიძემ. მანქანა კაფესთან გააჩერა და დაემშვიდობა. ანაბელმა ჩანთა მოხერხებულად მოიკიდა მხარზე და კონსპექტები გულზე აიკრა. კაფის კარები ღიმილით გაუღო იქვე დაყუდებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა და შეატარა. მადლობის ნიშნად ოდნავ ჩაიღიმა და თავი დაუკრა. ფანჯარასთან ახლოს, კოკა დალანდა და მისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით. ჩანთა და საბუთები იატაკზე დადო და გაგნიძის წინ მოკალათდა. -აბა დღეს არ მცალია შენთვისო?_ წარბშეკრულმა კითხა და ტუჩები გადაატრიალა. -შენთან სერიოზული საქმე მაქვს! საოცრად ეუცნაურა კოკას ხმა. ისეთი შეგრძნება აქვს რომ რაღაცა ცუდი უნდა უთხრას. თანაც კოკას თვალებს თუ დავუჯერებთ, არც ის უნდა იყოს კარგ დღეში. ნერვიულად იმტვრევს თითებს და ქვედა ტუჩს კბილებს მთელი ძალით აჭერს, თან ცდილობს ყოველივე ეს ანდრონიკაშვილისთვის შეუმჩნევლად დარჩეს... -კოკა, რა ხმა გაქვს, ხდება რამე?_ აკანკალებული ხმით იკითხა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -სანამ მთავარ თემასთან მივალ და გეტყვი რატომ დაგიბარე აქ მანამდე პატარა შესავალი უნდა გავაკეთო. _ ნელ-ნელა კოკაც გაიხსნა და საუბარი გაუადვილდა. _ პირვლად და უკანასკნელად ვისაუბრებ შენთან ანაზე, ამიტომ კარგად მომისმინე და ეს ყველაფერი გაიაზრე! _ მკაცრად გააფრთხილა და სმენად გადაქცეულ ანაბელს ხელზე ხელი დაადო. _ ძალიან კარგად მახსოვს, ექვსი წლის ვიყავი, მეგობრის დაბადების დღეზე ვყავდი მამაჩემს წაყვანილი. მაშინ მისვლა-მოსვლა ჭირდა მეგობრებთან, ამიტომ ორმაგად გახარებული ვიყავი იმით რომ ჩემი მეგობრების გვერდით მიწევდა ყოფნა. შუა «გრიალში» მამაჩემის ტელეფონმა დარეკა და ამცნო რომ, კახეთის ერთ-ერთ სოფელში პატარა გოგო დაიბადა... მახომ ქუდი დაიხურა და ჩემთან ერთად დატოვა იქაურობა. იმ დღის შემდეგ ვერ ვიტანდი იმ გოგოს, სულ მეგონა რომ დაბადების დღიდანვე ჩემთან ქონდა პრობლემა. ამიტომ ამვოითვალწუნე და როცა სოფელში ჩავიდოდით სულ ვცდილობდი გამემწარებინა, იყო ღირსი თუ არა აზრი არ ქონდა. ცოტა რომ წამოიზარდა და საუბარი შეძლო, მერე უკვე ვეღარ ვბედავდი ხოლმე იმდენად ზიანის მიყენებას, მეშინოდა ჩემებთან არ ჩავეშვი... მაგრამ ერთხელ აღმოვაჩინე რომ ჩემი «მეპრობლემე», სულაც არ ყოფილა ენაჭარტალა და მანდ გამიმართლა... იმის მერე უარესად ამოვითვალწუნე, მეგონა ამასაც იმიტომ აკეთებდა რომ სხვების თვალში კარგი გამოჩენილიყო. გარკვეული პერიოდის მერე, სოფელში ჩასვლაც მომბეზრდა და იმ გოგოს ნახვაც. ამიტომ ზაფხულობით მე ბებიასთან ვრჩებოდი თბილისში. ჩემი დებისგან ვიგებდი მის შესახებ, პატარ-პატარა ინფორმაციებს. 2000 წლის ზაფხულში, დედაჩემის დაჟინებული თხოვნით, ისევ წავედით სოფელში. მაშინ ვნახე ხუთი წლის ანაბელი! გაგიკვირდება და ის იყო ერთადერთი ზაფხული, როდესაც მე მისი გამწარება აზრადაც არ მომსვლია. ძალიან პატარა -ქერა ხუჭუჭა, მწვანეთვალება გოგონამ, ერთ დღეში შემიცვალა წარმოდგენა. პირვლად ვიეჭვიანე იმ დღეს, ხუჭუჭა ერთ ბიჭს ეთამაშებოდა მთელი დღე და ყურადღებასაც არ მაქცევდა. ჩემს «მეპრობლემესთან» ერთად, ის, «გაიძვერა» ბიჭიც ამოვიჩემე. ქალქში დაბრუნებულს, თვალწინ სულ ის მედგა. გამუდმებით მას ვხედავდი ყველგან, მერე უკვე ამ ფაქტმა განაპირობა მის მიმართ მტრული დამოკიდებულება. ვერ ვიტანდი სულ თან რომ დამსდევდა მისი პატარა აჩრდილი. გაგიკივრდება და მეც გავიზრდე, გავხდი ჩამოყალიბებული ბიჭი, რომელსაც სულ თავისუფლად შეეძლო გოგონებისთვის თავი მოეწონებინა, მაგრამ რატომღაც ამას არასდროს აკეთებდა. ოცი წლის რომ გავხდი ანა გავიცანი, სასწავლებელში, მეორე კურსზე ვიყავი და ჩემმა ლექტორმა თავისი ქალიშვილი გამაყოლა ერთხელ ბიბოიოთეკაში. ეს ქალიშვილი ანა აღმოჩნდა, იქიდან მოყოლებული ვურთიერთობთ. მერე იყო კუკუ-დამალობანა, პაემნები და ბოლოს აღმოჩნდა რომ ორივეს მოგვწონს ერთმანეთი. ორი წლის მერე ჩავთვალე რომ ანა ჩემი პირველი სიყვარულია, გოგო, რომელზეც სერიზოულად დავფიქრდი და ღირსად ჩავთვალე ჩემს გვერით ყოფილიყო. შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა მთელი ოთხი წელი, ყველაფერში ვუგებდით ერთმანეთს. არც ის ჩქარობდა ურთიერთობის სერიოზულ ეტაპზე აყვანას და არც მე, თანაც ის ჯერ კიდევ სწავლობს და არ უნდოდა ოჯახის ტვირთი, ასეთ მომენტში ეზიდა. 2013 წლის ზაფხულში, შემთხვევით გავიგე რომ ჩემი, «ხუჭუჭა მეპრობლემე», ჩამოდის სოფლიდან... ვერ აგიღწერ როგორი გოგო მყავდა წარმოდგენილი. ჩაპუტკუნებული, ეს იმიტომ რომ ბავშვობაში სულ ჭამდა და ვერასდროს ნაყრდებოდა. მოუწესრიგებელი, სადღაც ღრმა წარსულში ჩარჩენილი გემოვნებით. სადგურზე კი დამხვდი შენ, რადიკალურად განსხვავებული ჩემი წარმოსახვისგან. იმ დღეს ვიგრძენი, რომ ჩემი პირველი სიყვარული ანასთან, ყველაზე დიდი ფარსი იყო რაც კი ოდესმე მიგრძვნია. იმ დღეს აღმოვაჩინე რომ მე ჯერ კიდევ ხუთი წლის გოგონაზე ვიყავი შეყვარებული, იმ დღეს მივხვდი რატომ არასდროს ველფირტავებოდი ჩემს კლასელ გოგონებს. მაგრამ მიუხედავად ამდენი, აღმოჩენისა, ჩემი გეგმისთვის მაინც არ გადამიხვევია და მისი გამწარების ყველა დეტალი კარგად შევისწავლე. მერე ამას დაემატა, სოფლიდან ჩამოსული «გაიძვერა» ბიჭი შალვა. რომელაც უარესად გამიმრუდა ხასიათი და მცდელობები. ანასთან ერთად რომ შეგხვდით კაფეში, ჩვენ მეორე დღესვე ვისაუბრეთ და დავშორდით. ვაღიარებ, რომ ორივეს გაგვიჭირდა ამდენხნიანი ურთიერთობის ასე დასრულება, მაგრამ ასეთი სწორი გადაწყვეტილება არასდროს არ მიმიღია! ასე უნამუსოდ და ვირულად ჩემს პირველ სიყვარულს ზურგს ვერ ვაქცევდი! ახლა კი მთავარი... ბელი, გახდები ვირის ცოლი? თვალებ გაშტერებული, პირდაღებული, შუბლზე ნერვულად დაბერილი ძარღვებით, იჯდა და კოკას სიტყვით გამოსვლას ისმენდა. ყველაფერს ელოდა! ელოდა იმასაც რომ კოკა ეტყოდა, უნდა დავშორდეთო. თავიდან ანა რომ ახსენდა ერთადერთი რაც გაიფიქრა ეგ იყო. ახლა უკვე ცხადლივ წარმოიდგინა მაგდას სიტყვები, სულ თან დაგსდევდა და გაწვალებდაო. ამას ემატება კოკას აღიარებაც, რომელმაც საშინლად მოანდომა ტირილი. თუმცა ბოლომდე გაგნიძის სიტყვები ვერ გაიაზრა, შოკი აქვს და ალბათ დიდი ხანი კიდევ ვერ მიხვდება რა უთხრა კოკამ საბოლოოდ. რისთვის მოუყვა ამდენი წვრილმანი და ანაბელისთვის ძალიან, მნიშველოვანი დეტალები. კიდევ ერთხელ უგრძნო გულმა რომ ცოტახანში ბედნიერებისგან ატირდება. კოკას თითოეული სიტყვა, რომელიც ჯერ ვერ გაიაზრა, მთელ სხეულში უამრავ რეისს აკეთებს და მერე, გამიზნულად ხვდება ანაბელის გულს. ოჯახზე არ უფიქრია, მეტიც ჯერ წარმოდგენა არ აქვს როგორი ცოლი იქნება, ან როგორი ქმარი ეყოლება. ახლა უკვე როცა კოკას შემოთავაზებას ისმენს, წამში წარმოიდგინა რამოდენიმე თვის, ან წლის შემდეგ კოკასი და მისი თანაცხოვრება... ერთ სახლში, ერთ საწოლში. და გაეღიმა, ძალაუნებურად ბედნიერებისგან გაეღიმა. წარმოიდგინა როგორი ეჭვიანი ქმარი იქნება კოკა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასდროს ექნებათ სერიოზული უთანხმოება. კამათით იკამაეთებე, კოკას ხელში ეს შეუძლებელიც კია! ბევრი არ უფიქრია, ცრემლები გადმოყარა და ამით ნათელი გახადა მისი რეაქცია. გაგნიძემ უკმაყოფილოდ შეკრა კოპები და ხელები სახეზე მოისვა. -ალბათ ამიტომ შემიყვარდი მეც ასე ადვილად. მოულოდნელად ამოილუღლუღა ანდრონიკაშვილმა და კოკას რეაქციას დაელოდა. ბიჭმა ნელა ჩამოიღო ორივე ხელი სახიდან და ბედნიერი ღიმილით მიაჩერდა პარტნიორს. -ყოველივე ეგ სხვა დროს განვიხილოთ, ახლა მითხარი... თანახმა ხარ ვირის ცოლი გახდე?_ გაუმეორა კითხვა და ანაბელის პასუხს თითების ფშვნეტით დაელოდა. -არ ვიცი. _ ამოიჩურჩულა ხმადაბლა და თავი დახარა. _ არ ვიცი მზად ვარ თუ არა ოჯახისთვის. ჯერ სულ ახლახანს დავიწყეთ ურთიერთობა, დღეს გამიმხილე შენი გრძნობების შესახებ, ასევე მეც. და მეშინია რომ ეს ნაადრევი ნაბიჯი ორივეს ზიანს მოგვიტანს. _ ცრემლები შეიმშრალა და კოკას ახედა. -არავითარ შემთხვევაში!_ კატეგორიული სიმკაცრით ჩაილაპარაკა და წარბები შეკრა. _ ჩვენს ურთიერთობას, ვეღარაფერი მოუტანს ზიანს!_ ანაბელის გრძენ თითებს თავისი ძლიერი თითები გადაუსვა და ოდნავ მოუჭირა. -მპირდები?_ მუდარით მაიჩერდა კოკას თაფლისფერ თვალებს. -გპირდები რომ ყველაზე საუკეთესო ქმარი თუ არა, მსფოლიოში საუკეთესო ვირი ვიქნები!_სერიოზული სახით ჩაილაპარაკა და სიცილწამსკდარ ანაბელს მოჩვენებითი ბრაზით გადახედა. _ მე სერიოზულად ვდებ პირობას და შენ კიდევ დამცინიხარ._ ნაწყენმა აიღო ხელი და ყავა მოსვა. -არა არ დაგცინივარ, უბრალოდ გამეცინა. _ ტუჩები ერთმანეთს მორიებით გაუსვა და სახე დაისერიოზულა. -კიდევ დიდხანს გავწელოთ ეს დიალოგი? არ მეტყვი პასუხს?_ სულდალეულმა ამოილუღლუღა და ხელები დაბლა დაუშვა. -გავხდები, მაგრამ ჯერ არა!_ თითი მაღლა ასწია და გააფთხილა. -აბა როდის, სასწავლებელს რომ დაამთავრებ, სამსახურს იშოვი, კარიერას აიწყობ მერე?_ იკითხა სიცილით, მაგრამ მაინც გაღიზიანებულმა. -არა! ოცი წლის რომ გავხდები, ზაფხულში მაშინ!_ თვალი ჩაუკრა და ენა ოდნავ გამოუყო. -ანუ, 29 აგვისტოს?_ ეშმაკური ღიმილით იკითხა გაგნიძემ. -არა! სექტემბერში, მაგ დროს უკვე 20_ის ვინქები. _ გააპროტესტა ანაბელმა. -შენთვის რა მნიშნველობა აქვს ოცდაცხრაში იქნება თუ პირველ სექტემბერს, მთავარია ოცის იყო!_ დაუბრიალა თვალები როგორც იცის ხოლმე ისე. -კარგი. _ მხრები აიჩეჩა ანდრონიკაშვილმა და ცხელ-ცხელი ყავა მოსვა. -არ გინდა მანამდე ჩემთა გადმობარგდე? მოულოდენლად დასვლა კითხვა. ანაბელს ცხელი ყავა გადასცდა და ხველა აუტყდა. კოკა სიცილით გადაიხარა მისკენ და ხელი მსუბუქად დაარტყა ჯერ ზურგზე მერე კი შუბლზე ცერა თითი მიადო და მაღლა აქაჩა. -შენთან?_ ფერმოსულმა იკითხა და ხველების დროს წამოსული ცრემლები მოიწმინდა. -ხო ჩემთან, აბა ზაფხულამდე რა დაიცდის. მე შენთან ერთად ყოფნა რომ მინდოდა იმიტომ გითხარი ყოველივე ეს ახლა, მაშინ ზაფხულში გეტყოდი და ეგ იქნებოდა. _ბუზღუნით ჩაილაპარაკა კოკამ. -კოკა, მე დრო მჭირდება. _ ხმადაბლა დასძინა ანაბელმა. -კარგი, ორი კვირა იფიქრე და მერე პასუხი მითხარი. ჩვენებთან ყველაფერს მე მოვაგვარებ. მთავარია შენ იყო თანახმა. _ გოგონასკენ ოდნავ გადაიხარა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. ^^^ სახლში მისული პირდაპირ საძინებელში შევიდა და ტანსაცმლიანად გაწვა საწოლზე. კატო და კესო, მეგობრებთან არიანო წასულებიო, ნინომ უთხრა, ამიტომ შიში რომ ვინმე ოთახის კარებს შემოაღებს არ აქვს. ნეტავ უფრო მეტი დრო ეთხოვა კოკასთვის. ორ კვირაში რა უნდა მოიფიქროს, თანაც მაგადასთანაც უნდა ისაუბროს და რჩევა თხოვოს. რა უნდა უთხრას დედამის, კოკასთან გადავდივარ საცხოვრებლადო? იქნებ ძალიან ჩქარობენ და მათი ურთიერთობა ჯერ ასეთი სერიოზული ნაბიჯისთვის მზად არ არის. ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და ხელის კანკალით აკრიფა ნაცნობი და გრძელი ნომერი. რამოდენიმე ზარის შემდეგ, მაგრას ოდნავ აღელვებული ხმა გაისმა. -ბელა, დედიკო ხომ კარგად ხარ?_ ომახიანად შესძხა ქალმა. -კი დედა კარგად ვარ, რაღაცა მინდა რომ გითხრა, გკითხო. _ ამოილუღლუღა ხმადაბლა და ბალიში მუხლებზე დაიდო. -გამისკდა შვილო გული. _ დამშვიდებულმა ჩაილაპარაკა. _ რახდება დედი? _ ბოლოს ინტერესით იკითხა ქალმა. -არ ვიცი საიდან დავწიყო და როგორ.. _ დაბნეულს აღმოხდა და თვალები დახუჭა. -შენ და კოკას გეხებათ?_ მალევე მიუხვდა დედა და ჩაიცინა. -ხო დღეს ვნახე და გამომიტყდა მიყვარხარო, თანაც დიდი ხანიაო. _ ნელ-ნელა ყვებოდა წეღანდელს. -მერე შენ რა უთხარი?_ღიმილნარევი ხმით იკითხა დედამ. -მეც მიყვარს და მეც მიყვარხარ მეთქი. _ დამორცხვილმა ლოყეზე ხელისგული მიიდო და ჭერს გაუღიმა. _ კიდევ ცოლობა მთხოვა. _ უცებ დაისერიზოულა ხმა ანდრონიკაშვილმა. -ცოლობა?_ გაკვირვებულმა წამოიძახა. -ხო, და შევთანხდმით რომ სექტემბერამდე მაგ თემას არ განვიხილავთ. მაგრამ დე... -მოიცადე მოიცადე, ჯერ ერთი თემა განვიხილოთ შვილო ნორმალურად. ქორწილზე შეთანხმდით რომ სექტემბრამდე აღარ ისაუბრებთ, თუ სექტემბრამდე არაფერს არ დააშავებთ?_ ოდნავ აღელვებული ხმით საუბრობდა მაგდა, მაგრამ მაინც ემჩნეოდა ოდნავ შეპარული ღიმილის ნოტები. -დაშავებით მემგონი დავაშავებთ. _ ამოიჩურჩულა ხმადაბლა და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. _ მასთან გადასვლა მთხოვა. _ სწრაფად მიაყარა სათქმელი და დადუმდა. ცოტახანი მაგდას მშვიდი და რიტმული სუნთქვა ისმოდა. დედის დუმილი უარესად ძაბავდა და აბნევდა. ყელზე ხელი სიმწრით წაიჭირა და სატირლად დაბრიცა ტუჩები. უკვე წარმოიდგინა როგორი შეშლილი სახე აქვს დედამისს და როგორ უნდა ანებლის გემრიელად გაწეწევა. დუმილი კიდევ ორი წუთი გაგრძელდა, მერე მაგდამ ჩაახველა და დაიწყო. -შენ არ ხარ პატარა გოგო და მე ვიცი რომ საკუთარი თავის კონრტოლი ძალიან კარგად შეგიძლია. ისიც ვიცი მე და მამაშენს რომ არ გადაგვაბიჯებ და ცუდს არ გააკეთებ... მაგრამ ახლა რა უნდა გითხრა წარმოდგენა არ მაქვს დედი. კოკა რომ გვესაუბრა სკაიპით, იმ დღესვე მივხვდი რომ მაგ ბიჭს მართლა ძალიან უყვარხარ. ხომ იცი მამაშენი დაუსწრებლად რომ არავის არ აქებს, მაგრამ კოკას ბავშვობიდან იცნობს და იცის რომ ძალიან კარგი ბიჭია. რაც გაიგო რომ ერთად ხართ სულ მის ქებაშია, ახლა უკვე აღარ ეშინია რომ რამე დაგიშავდება. მაგრამ არ ვიცი როგორ შეხვდება კოკას შემოთავაზებას. _ ამოილაპრაკა ქალმა. _ შენ დედი, შენ გინდა მასთან გადასვლა? დედის სიმშვიდემ ძალიან გააკივრვა, არა! მაგდა სულ მშვიდი იყო, არასდროს უწევდა ტონს, მაგრამ დღეს ასეთი მიდგომა დედისგან გაუკვირდა. ალბათ მანძილის ბრალიც არის, არ იცის შვილი რას განიცდის და არ უნდა რომ მისი გაკიცხვით გული დაუმძიმოს. ამიტომ თბილი მხრიდან მოუარა და სიტუაციაში უფრო უკეთ გაარკვია. მამამისზე სულ გადაირია, არასდროს არავინ შეუქნია და კოკა როგორ შეაქო. სკაიპით რომ ისაუბრეს იცის, ქეთომ უთხრა ამასწინებზე, თორემ კოკა ხმას არ ამოიღებდა. საუბრის თემა იცის რომ თავად იყო, მაგრამ კონკრეტულად რაზე გაიმართლა დიალოგი წარმოდგენა არ აქვს. როგორც ჩანს, კოკამ შეძლო და ამ ასაკითაც მოაწონა თავი ანაბელის მშობლებს. -არ ვიცი დედა, ძალიან დაბნეული ვარ. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მის გვერდით ძალიან ბედნიერი ვიქნები. _ ჩურჩულებდა ხმადაბლა და თან ცრემლებს იწმენდდა. -მაშინ ორივე ერთად უნდა დაგველაპარაკოთ, მეც და მამაშენსაც!_ მოითხოვა მაგდამ. _ მახომ და ნინომ იცის ეგ ახალი ამბავი?_ იკითხა ინტერესით. -არ ვიცი, კოკამ მითხრა ჩემებთან მე მოვაგვარებო და ალბათ ეტყვის მალე. -ბელა დედიკო, რატომ ტირიხარ?_ გულნატკენმა კითხა შვილს. -ვნერბიულობ. _ ამოიტირა და უფრო დიდი ცრემლები გადმოღვარა. -არაუშავს, მთავარია სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ ამჩატდე! -რატომ ხარ ასეთი მშვიდი?_ დედის სიმშვიდით გაოგნებულმა მაინც ვერ მოითმინა. -და შენ რატომ ხარ ასეთი გულჩვილი, ვის გავხარ? _ სიცილით ჩაილაპრაკა ქალმა. -შენ!_ სლუკუნით გასცა პასუხი დედას. -ხოდა პასუხის მოძებნა არ გაგიჭირდება. _ თბილად დაუყვავა შვილს მაგდამ. _ ნეტავ ახლა შენთან ვიყო, რა ადვილი იქნებოდა ყველაფერი. _ გულმოკლულმა ჩაილაპრაკა. -არაუშავს, ქორწილისთვის ხომ ჩამოხვალთ? _ ცადა დედის ცრემლები არ შეემჩნია და სიტუაცია განემუხტა. -აბა რას ვიზამთ დედი! სულ რომ მანდ დარჩენამ მომიწიოს მთელი ცხოვრება ჩამოვალ და აუცილებლად გნახავ თეთრ კაბაში! -რა ვქნა დე?_ ბოლოს მაინც იგივე თემას დაუბრუნდა ანერვიულებული. -რასაც გული გიკარნახებს!_ დაჭრით ჩაილაპარაკა მაგდამ. -და გული რომ მეუბნება, წადიო?_ ამოისრუტუნა ანდრონიკაშვილმა. -ხოდა დაფირდი! _ სიცილით დასძინა მაგდამ. ^^^ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, სულ დედამისის სიტყვეზე ფიქრობდა. პარალელურად გონებიდან არ ამოსდიოდა კოკას შემოთავაზება. თან იმაზეც ღელავდა მთელი დღე რომ არ შეხმიანებია იმის მერე. ზეგ დილით, ამერიკაში მიდის მივლინებით და ისედაც ვერ ნახავს. იქნებ მანამდე პასუხი მოიფიქროს და უთხრას. «არა! ჯობია ორი კვირა მოიცადო და როცა ჩამოვა ჩამოყალიბებული პასუხი დაახვედრო.» გაიფიქრა და კესოს მიაჩერდა. « კარგია რომ მიდის!» მოულოდნელად ჩაილაპარაკა გულმა. « უკეთ შეძლებ, შენს გრძნობებში გარკვევას, პასუხის მოძებნაც გაგიადვილდება და საერთოდ, კოკას მივლინება ძალიან კარგი გამოსავალია!» გამთენისას ჩაეძინა, მაგრამ დიდხანს ვერ მოასწრო ძილი. თვლაების ფშვნეტით გადაწია ხელი ტუმბოზე მოცეკვავე ტელეფონისკენ და კოკას ნომერს თვალებმოჭუტულმა დახედა. -დილამშვიდობისა. ძილისგან დაბოხებული ხმით მიესალმა, საბანი გადაიძრო და საწოლს დახედა. კესო სკოლაშია, კატოს კი მკვდარივით ძინავს. ღიმილით გამოაღო აივნის კარები და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. -დილამშვიდობია, რას შვები მზად ხარ? -ნახევარ საათში მზად ვიქნები. მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა. _ კედელზე ჩამოკიდებული საათის ისრებს ახედა. -ვიცი, ერთად მინდა რომ ვისაუზმოთ და სასწავლებლამდე სადმე დავსხდეთ. -კარგი, მაშინ გელოდები. ^^^ თავს ცოტა უხერხულად გრძნობს კოკასთან, როცა იცის რომ პასუხი აქვს სათქმელი, მაგრამ გაგნიძეს საერთოდ არ ეტყობა გუშინდელი დიალოგი. მშვიდად ზის და ილუკმება, პარალელურად თავისი მომაჯადოვებელი ღიმილით უღიმის ანაბელსაც და თვალს უკრავს. დროზე და ფიქრზე სიტყვა არ დასცდენია. უბრალოდ ანაბელის მომაჯადოვებელ და მიმზიდველ ღიმილზე საუბრობდა და ანდორნიკაშვილსაც ართობდა, მომენტებში ვირული წაკბენებით. სასწავლებელში მიიყვა და თვითონ სამსახურში წავიდა. მთელი ლექცია უაზროდ აცეცებდა თვალებს, სულ ხვალინდელ დღეზე ფიქრობს. ორი კვირა კოკას გარეშე რა გაძლებს, წარმოდგენა არ აქვს. თან ცოტა ღელავს, სასწავლებელში მარტო არასდროს არ წასულა დილით და რომ დაიკარგოს მერე რა უნდა ქნას. ან წასვლის დროს რომ აერიოს გზა, ჯერ კიდევ არ იცნობს თბილისის ქუჩებს. არაუშავს, გუგას დაურეკავს და ის დაეხმარება. ^^^ მეორე დღეს დილით გოგონებთან ერთად იდგა აერიპორტში და კოკას გამოჩენას ელოდებოდა. ბიჭმა აიჩემა არ გამაცილოთო, მაგრამ მაინც მოვიდნენ, ნახევარი საათით ადრე. გაგნიძემ სკამზე დაყვინთული დები და ანაბელი რომ დაინახა უსიამოვნოდ შეკრა კოპები. ანდრონიკაშვილი სწრაფად წამოხტა ფეხზე და წინ აესვეტა. გაგნიძემ ბარგს ხელი გაუშვა და ანაბელს მოხვია მჭიდროდ წელზე. -მე შენ რა გითხარი?_ კოპებშეკრულმა დასვა კითხვა. -სამი ხაზე გაქვს, სამი შვილი გეყოლება. _ მოულოდენლად სიცილით ჩაილაპრაკა და შუბლზე თითი გადაუსვა. -მეეჭვება სამზე შემაჩერო!_ ირონიულად ჩაიცინა და ანაბელს ლოყაზე აკოცა მერე კი მომღიმარ დებს მიუბრუნდა და თითი დაუქნია. _ ცოტაც რომ გაცადო ცეცხლისფერი დაგედება და დამწვავ._ კოკას წეღანდელი წამოძახილით დაბნეული ისევ აწითლებულა. -რეგისტრაცია დაიწყო. უკნიდან გუგას ხმა მოესმა და ცხოვრებაში პირვლად მოუნდა ეს ბიჭი გამქრალიყო. კოკამ ნელა მოიცილა ანაბელის სუსტი სხეული და ოდნავ უკან დასწია. ფრთხილად მოხვია ხელები მხრებზე და ორივე ლოყა მაგრად დაუკოცნა, მერე კი დებთან გადაინაცვლა. თვალებდაქაჩულმა გაკვირვებულმა მოისვა ხელი ლოყაზე და კოკას კუშტად გადახედა. ბიჭმა ორივე და დაარიგა და მერე გუგას მიუბრუნდა. -თამაშები გადაიღეთ და გამომიგზავნეთ!_ მხარზე ხელი ორჯერ რიტმულად დაკრა და გასასვლელისკენ წავიდა. ანაბელს უარესად ეცვალა სახეზე ფერი. ვერ წარმოიდგინა რომ კოცნის გარეშე წავიდა კოკა. ახლა მიდის და არ ემშვიდობება, ადრე კიდევ სადაც დაიჭერდა იქ კოცნიდა ხოლმე... იქნებ ანაბელის დუმილმა გამოიწვია მისი ასეთი ცვლა, მაგრამ აქამდე რომ არაფერი არ ეტყობოდა. მოთენთილი ხელები დაბლა ჩამოუშვა და თავი დახარა... წამებში გადმოცვივდა ცრემლები და ხმადაბლა ატირდა. -ხო კარგი მოდი!_ გაგნიძის ფხუკუნი მოესმა მერე კი, მხრებზე ვირის ძლიერი მკლავები იგრძნო... სულ ბოლოს კი მისი ტუჩები იგრძნო, ცხელი და ვნებიანი! _ იცოდე ორ კვირაში პასუხს ველოდები! ძალიან ბევრ რაღაცასა გადაწყვიტავს შენი «ჰო» და შენი «არა». _ ცხვირზე ორი ხელი მაგარად მოუჭირა და კიდევ ერთხელ აკოცა. მოეჩვენა რომ ასეთი გრძნობით არასდროს უკოცნია გაგნიძრს. თითქოს ახლა მთელი გული და სული ჩადო, რამოდენიმე წამიან ამბორში. გახარებული მოცილდა კოკას და მონატრების ორი ცრემლი მოიწმინდა. კოკა აღარ მოტრიალებულა, ანაბელი კიდევ იდგა და ნიანგის ცრემლებს ყრიდა. -არ მჭირდება ორი კვირა! მივიღე მე გადაწყვეტილება! თანახმა ვარ ვირო! ესკალატორზე ასული გაგნიძე ყვრილით გააჩერა და დოინჯი შემოიდო. კოკამ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და შუბლზე გაშლილი ხელი მიიდო. ორი კვირის გამნმავლობაში ნორმალურად არაფერი გაუკეთებია. ერთადერთი რასაც გულით აკეთებდა, ლექციაზე მისვლა დასწრება და მოსმენილის გონებამდე მიყვანა იყო. სხვას ვერაფერს უდებდა გულს, გამუდმებით კოკაზე და მის მივლინებაზე ფიქრობდა. კალენდარიც კი დაიდო თავთით და ორი კვირის მანძილზე, ყოველი დღის ბოლოს წითელი კალმით ხაზავდა გახარებული. ასე არასდროს არავინ არ მონატრებია... ასეთი გრძნობით და ასეთი ემოციებით! კოკას სულ რამოდენიმეჯერ ესაუბრა ტელეფონზე. ბიჭი დროის გამო ხშირად ვერ ახერხებდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებთ. ანაბელი რომ იღვიძებდა, კოკას იმ დროს ეძინა და ასე გრძნელდებოდა მთელი ორი კვირა. ეს ერთი მხრივ კარგია, ხშირად არ კონტაქტობდნენ და უფრო რწმუნებოდა რომ აეროპორტში მიღებული გადაწყვეტილება ურყევია და არანაირად არ ნანობს იმას რაც იქ იმ წამს თქვა. რომ ახსენდება როგორი სახე ქონდა კოკას და რომ ახსენდება როგორი ღიმილით მიტრიალდა და წავიდა, ტანში ეკლები აყრის. დედამის და მამამის ესაუბრა და ეს თემა კიდევ უფრო კარგად განიხილა. მართალია გელა კმაყოფილი არ ყოფილა შვილის გადაწყვეტილებით, მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა. გაგნიძე, წასვლამდე კი შეპრიდა აუცილებლად ვინახულებ შენებს რომ ჩავალო, მაგრამ არ უნდა მის გარეშე ისაუბრონ და ეგოისტურად არ უნდა მშობლები ნახოს კოკამ... მაგრამ იცის რომ აუცილებლად მივა და მოინახულებს გელა, მარტო იმიტომ რომ სიტუაციაში გაარკვიოს. ასეც აღმოჩნდა! ერთი კვირის მერე მივიდა და ესაუბრა. წარმოდგენა არ აქვს გელას რა უთხრა, მაგრამ ასეთი კმაყოფილი ანდორნიკაშვილს მამა არ ახსოვს. არც მაგდა, რომელიც ახლა უკვე გამუდმებით კოკაზე საუბრობს და მის ქებადიდებაშია. საბედნიეროდ ნინოს მაგდამ უამბო ყველაფერი და დაარწმუნა რომ მათ არანაირი პრეტენზია არ აქვთ ბავშვებთან და მათ გადაწყვეტილებასთან. ამ ამბის მერე ორი დღე ოთახიდან ვერ გამოდიოდა ნორმალურად, ნინოსი და მახოსი ერიდებოდა. კოკა სახლიდან გადავიდა იმის გამო რომ ერთად არ ეცხოვრათ და სულ რაღაც ერთ თვეში ანაბელიც უკან მიყვება. მემგონი ცოტა ცუდი ტონია მისი მხრიდან და რცხვენია მათი. სამაგიეროდ კესო და კატო არიან გახარებულები, სულ იმაზე საუბრობენ როგორი შეიძლება იყოს კოკა. როგორ შეეწყობიან ერთმანეთს, ერთი იძახის რომ თანაცხოვრების დროს ცოტა შეიცვლება და შეიძლება უარესობისკენაც, მეორე კი ამას აპროტესტებს და კოკას ბოლომდე იცავს. საბოლოოდ ანაბელი მაინც არცერთს არ უსმენს და ჯერა რომ კოკაც შეიცვლება და თვითონაც, მაგრამ ეს არანაირ ზიანს არ მიაყენებს მათ წამოწყებულ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც მოუწევდა და ის პრობლემები რაც ახლა ექნებათ გადასალახი, მერეც ექნებოდათ. შეიძლება ცოტა სხვანაირად შეხვედროდნენ ამ ამბავს, მაგრამ მთავარი ის არის რომ ყოველთვის გადალახავდნენ. მნიშნელობა არ აქვს დროს და წლებს. ორი კვირის მერე გახარებული შევიდა აეროპორტში გოგონებთან და გუგასთან ერთად. ტაბლოზე ჩამოფრენილი თვითმფრინავების სიას ახედა და გახარებული, აცქმუტდა. გულამოვარდნილი ელდოებოდა კარების გახსნას და იქიდან მისთვის საყვარელი სილუეტის გამოჩენას. კოკამაც არ დააყოვნა, სადღაც თხუთმეტ წუთში გამოჩნდა თავისი ბარგით... დები გახარებულები გაექანენ ძმისკენ და რიგ-რიგობით «შეაფრინდნენ». ანაბელი და გუგა სიცილით უყურებდნენ სანახაობას და მოთმინებით ელოდნენ, როდის მიუახლვოდებოდა მათ კოკა. გუგამ სწრაფად დაკრა მხარზე ხელი და მსუბუქი მოკითხვით შემოიფარგლა. ანაბელი დარცხვენილი ბავშვივით იდგა, თითები ერთმანეთში აეხლართა და ერთ ადგილზე ირეწეოდა. კოკამ სიცილით მოხვია ცალი ხელი და გულზე მიიკრა. ანაბელმა ნელა გააცურა კოკას მუცლიდან ხელები გვერდებზე და წელზე ძალიან მაგრად მოუჭირა მონატრებულ სხეულს. გაგნიძემ უფრო და უფრო მიიკრა სასურველი და მისი სურნელი ხარბად შეისრუტა. -აი თურმე რა მაკლდა ამდენიხანი!_ ხმადაბლა ამოილაპრაკა კოკამ და ანაბელის გაშლილ თმებში ცხვირი ჩარგო. ანდორნიკაშვილმა გახარებულმა ამოისლუკუნა და ცრემლები წასკდა. ამჯერად ბედნიერების და მონატრებული სხეულის შეგრძნებით გამოწვეული, ბედნიერების ცრემლები. მისი ბავშვური ქცევისთვის კოკას ყურადღება არ მიუქცევია, მიეჩვია ანაბელის ცრემლებს და იცის რომ ეს გოგონას არ ვნებს. პირიქით მისთვის მემგონი კარგიც არის ამდენი ცრემლი, რა ქნას სხვანაირად ვერ გამოხატავს ემოციებს და ცრემლებში პოულობს ხსნას.კოკასთვის მთავარია ტკივილმა არ აატიროს! -რა ქენი ჩაალგე ბარგი?_ იკითხა ისე რომ ჩახუტებული სხეული ოდნავადაც არ მოუშორებია. დადუმებულმა ანდორნიაკშვილმა მარტო თავი გააქნია და კოკას მაისურზე შემორჩენილი საყვარელი სურნელი შეისრუტა. _ რატომ მერე, მე ჩაგილაგებ?_ კოპები შეკრა და ანაბელი ოდნავ უკან გასწია. -რა დროს ეგ არის, მომენატრე. _ ჩაიცინა და ხელის ზუგით ცრემლები მოიწმინდა. მისი სიტყვებით ნასიამოვნები გაიჯგიმა გაგნიძე და ანაბელს შუბლზე მიადო გავარვარებული ტუჩები. -მეც მომენატრე. _ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ძალიან ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თითქოს სერიზოული საიდუმლო გაანდოო. -გვრიტებო, გეყოფათ. _ სიცილით ჩაილაპარაკა კესომ და ხელების გაწევ-გამოწევით წყვილი დააშორა. _ დანარჩენი განაგრძეთ, მარტო რომ დარჩებით მერე. _ დატუქსა წყვილი და თითი დაუქნია. მანქანაში უკან უნდოდა კოკას დაჯდომა, მაგრამ არცერთმა დამ არ დაუთმო ადგილი და გუგას გვრდით მოკალათდა. თან სარკიდან აპარებდა თვალს და ანაბელს ეფლირტავებოდა, რაზეც კესო და კატო ხმამაღლა კისკისებდნენ. მონატრებული შვილის დანახვისას ნინოც ბოლო ხმაზე ატირდა, მაგრად ჩაიკრა და მანამდე არ გაუშვა ხელი სანამ მახომ არ დაუბღვირა. -რა ქენი ჩამოიტანე ჯილდო? _ როგორც კი სუფრასთან დასხდნენ ინტერესით იკითხა მახომ. -ჩამოვიტანე და თან ისეთი, იქითა წელსაც გარანტირებული რომ გავქვს პირველი ადგილი!_ სიამაყით გაიჯგიმა კოკა. -ანაბელი როდის მიგყავს?_ ოდნავ სევდანარევი ხმით იკითხა ნინომ და ანებლი გულზე მიიკრა. -დღესვე!_ კატეგორიული ხმით გამოაცხადა და გაკვირვებული სახეების დანახვისას მხრები აიჩეჩა. _ ხო, რა იყოთ დღესვე მიმყავს. _ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფაქტი და წვენი მოსვა. _ ადექით ახლა და ჩაალაგებინეთ ბარგი. _ მოუწოდა დებს და გაკვირვებულ ანაბელს თვალი ჩაუკრა. -იქნებ ცოტახანი მოგეცადათ.... -ნინო!_ შუა გზაში გააწყვეტინა დედას სიტყვა და ხმამაღლა წამოიძახა. _ ჩვენ არ ვართ პატარები და არ არის საჭირო ჭკუის დარიგება, ძალიან გთხოვ. _ ბოლოს მაინც თბილად დაუყვავა დედას და ანაბელს ახლა უკვე ოდნავ გამკაცრებული მზერით მოუწოდა ბარგის ჩალაგებისკენ. გახარებული ნელა ალაგებდა ბარგს და თან ცდილობდა არაფერი არ დარჩენოდა. გოგონები საწოლზე მიმოფანტულ ნივთებს ლამაზად კეცდნენ და დიდ ჩემოდანში ალაგებდნენ. კატო მოწყენილი ლუღლუღებდა რომ საშინლად მოენატრება ანაბელთან ძილი, რასაც არანაკლებ მოწყენილი ადასტურებდა კესო. -მეც ძალიან მომენტრება თქვენთან ერთად გადახლართულს ძილი. _ საწოლზე მუხლებით აძვრა და ორივეს მაგრად მოხვია ხელები. _ მაგრამ ასე შორსაც არ მივდივარ, ყოველდღე თუ არა ყოველ მეორე დღეს მაინც უნდა გვესტუმროთ!_ თითის დაქნევით გააფრთხილა მომღიმარი დები და ისევ ფეხზე წამოდგა. -ეგ რომ არ გვითხრა ისეც ვიცით, შანსი არ არის კოკასთან მარტო დაგტოვოთ... ნახე თუ არ ვახვეწნინო ანაბელი ცოტახნით მაინც დამიტოვეთ მარტოო. _ ფხუკუნით იმუქრებოდა კესო. -ნუ გავიწყდება რომ ჯერ კიდევ ჩემს ხელში ხარ!_ კარებზე აკრულმა კოკამ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. კესომ მოღუშულმა გაბუსა ტუჩები და საწოლზე ფეხმორთხმული დაჯდა. -ხო რამოხდა ახლა, ანაბელს ვერ შეველევით და გესტუმრებით ხოლმე. _ ცადა სხვანარად ახესნა რომ არ მოასვენებენ. -ნუ შეწუხდებით, საკმარისად გვინახულეთ. _ ირონიულად ჩაისისინა კოკამ და გარდერობში მოქექიალე ანაბელს გადახედა. _ რა ქენი, კიდევ ვერ ჩაბარგდი?_ ღიმილით კითხა და ნახევრად გავსილ ჩემოდანს გადახედა. -სულ ცოტა დამრჩა, წვრილმანები და ეგ არის. გეჩქარება?_ შეწუხებულმა კითხა და დაკეცილი ტანსაცმელი ჩემოდანში განათავსა. -არა, დაგელოდები, მაგრამ მაგრად დავიღალე და ცოტა ჩქარა. _ ლოყაზე უჩქმიტა და გასასვლელისკენ წავიდა. -ანაბელ, ისე რომ იცოდე ჩემს ძმასთან გადასვლა სხვადასხვა ვალდებულებებსაც დაგაკისრებს. _ ეშმაკურად ჩაიცინა კატომ და საწოლზე გადაწვა. -რა ვალდებულებებს?_ გაკვირვებულმა იკითხა და პატარა ჩანთაც ჩემოდანში ჩადო. -აი მაგალითად ცოლის მოვალეობის... -კატო. _ დაბღვრეილმა სიცილით უჯიკა დას და სახეაწითლებულ ანაბელს გადახედა. _ შენ ამას არ უსმინო, საშინლად დაგძაბავს. _ გაამხნევა უცებ და მხარზე ხელი ჩამოუსვა. რა ადვილი სათმქელია არ ინერვიულოო. არა, კი იცოდა რომ ეგ გარდაუვალია, მაგრამ კატომ რომ შეახსენა და თანაც ასე ხმამაღლა საშინლად ანერვიულდა. იმ დონეზე ანერვიულდა რომ ხელ-ფეხიც კი აუკანკალდა. ასეთ დღეში რომ კოკამ დაიანხოს, ალაბთ თავისი ხელით ამოულაგებს ამ ბარგს და ისევ უკან შეაწყობს. არა! წამითაც არ ნანობს გადაყწვტილებას, უბრალოდ ეშინია. ეშინია და ძალიან ღელავს. ჩემოდანი კატომ შეაკვრევინა, ხელები გიკანკალებს და არ მოიყოლოო. შემოსასვლელში დადგეს და ისევ სუფრასთან დასხდნენ. ანაბელი კოკას გვერდით მოკალათდა და შეეცადა ნერვიულობა დაეფარა. გაგნიძემ ღიმილით მოხვია ხელი და ლოყაზე აკოცა. -წავალთ ჩვენ. _ ფეხზე წამოდგა და ანაბელიც წამოაყენა. -შენ ხომ არ დაგილევია?_ იკითხა ნინომ და მანქანის გასაღები მიაწოდა. -არა არ დამილევია. გასაღები გამოართვა და სიცილით წავიდა გასასვლელისკენ. იქვე აყუდებულ ანაბელის ჩემოდანს ხელი მოკიდა და ანაბელს დაელოდა როდის დამეშვიდობებოდა ყველას. ნინომ ერთი საათი იხუტა და კოცნა. მახომ თბილი ბედნიერება უსურვა და გზა დაულოცა. გოგონებმა ჩვენ არ გემშვიდობებით ხვალ გამოგივლითო. გუგამ მანქანამდე მიაცილა წყვილი და მერე სახლში შებრუნდა. კოკამ თავისი და ანაბელის ბარგი მანქანის საბარგულში ჩააწყო და თავისი ადგილი დაიკავა, ანაბელის გვერდით. მთელი გზა თითებს იმტვრევდა და ციდლობდა ღრმად ესუნთქა. კოკას არ გამოპარვია მისი აღელვებული ქცევები და უკონტროლო თითების და ფეხების, ბაკუნი. მაგრამ ხმა არ ამოუღია, იცის რაც სჭირს და ძალიან ხალისობს მის ბავშვურობაზე. სახლის კარები შეაღო კოკამ და შუქები აანთო. -კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ახალ ბინაში!_ უკნიდან ამოუდგა კოკა და ყელში ხმაურით აკოცა. -მადლობა. დაბნეულმა ამოიჩურჩულა და მისაღებისკენ წავიდა. ანაბელი მხრებაკანკელბული შევიდა ოთახში და დივანზე მოწყვეტით დაეცა. -გინდა ერთი ჭიქა წითელი ღვინო დავლიოთ? _მის გვერდით მოკალათდა კოკა და თავი კათაში ჩაუდო. -არა, ხომ იცი ალკოჰოლს არ ვსვამ. _ თავი გააკანტურა და ზემოდან დააჩერდა მომღიმარ, საყვარელ მამაკაცს. -კარგი მაშინ მაგარ ყავას გავაკეთებ თორემ ძალიან მოთენთილი ვარ მე კიდევ ძილი არ მინდა. _ ცხვირზე თითი აკრა და ფეხზე წამოდგა. კოკას სიტყვებზე უარესად გააცხელა. სწრაფად გაიხადა მოსასხამი და სხეული, მარაოდ გამოყენებული ხელით გაიგრილა. თვალებდაქაჩული ათვალიერებდა სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს. კი იცის სად რა დევს, მაგრამ ახლა ისეთები ჭირს ყურადღება რამე სხვაზე რომ არ გადაიტანოს ალბათ ცუდად გახდენა, ნერვიულობისგან... ცუდად გახდომაზე ის გაახსენა, ნერვიულობის დროს გონება რომ ებინდება და ამაზე გული შეუწხდა. ფერწასული მიწვა დივნის საზურგეზე და კოკას გამოსვლას დაელოდა. ბიჭმაც არ დააყოვნა, სინით ხელდამშვენებული გამოვიდა სამზარეულოდან და პრიდაპირ ანაბელისკენ წამოვიდა. სინი მაგიდაზე დადო და ფინჯანი ანაბელს მიაწოდა. გახარებულმა გამოართვა და სწრაფად მოსვა, თითქოს და ცივი სასმელი ყოფილიყოსო. იცოცხე ბოლოს ინანა! ისე ჩაუწვა პირის ღრუ ქაფქაფა ყავამ... ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა ისევ ატირდა, ამჯრად ტკვილმა აატირა. ენა ოდნავ გამოყო ჰაერზე და შეეცადა გაეგრილებინა. მისი სულელური საქციელით გამხიარულებული კოკა დივანზე იჯდა და სიცილით იკრუნჩხებოდა. მერე ფეხზე წამოდგა და სამზარეულსოკენ წავიდა, იქიდან კი წყლით დაბრუნდა და ანაბელს გაუწოდა. სუმოუთქმელად დალია ერთი ჭიქა წყალი და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა. -ამის მერე გეცოდინება რომ ნერვიულობა მავნებელია შენი ჯანმრთელობისთვის. _ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და დივანზე გადაწვა. _ მაინც ვერ ვხვდები რატომ ნერვიულობ ასე. _ მხრები გაკივრვებულმა აიჩეჩა და ტელევიზორი ჩართო. -არ ვნერვიულობ!_ გააპროტესტა ანდორნიკაშვილმა და დივანზე ფეხები ააწყო. -არ ნერვიულობ?!_ მისი სიტყვები კითხივთი ფორმით გაიმეორა და მისკენ მიტრიალდა. -არა არ ვნერვიულობ!_ გადაჭრით ჩაილაპრაკა და კოპები შეკრა. -მაგას რა ჯობია მერე. ეშმაკური ღიმილით გადაიხარა ანაბელისკენ და ოდნავ შეახო ხელი მოშიშვლებულ ტერფზე, მერე კი უფრო მაღლა ააცურა და ანაბელის მუხლზე მოუჭირა. იცოცხლე! განიცადა ელეთ-მელეთის სიამოვნება. ყელში გაჩხერილი დიდი ბურთულა ძლივს გადააგორა და კოკას ისეთი მზერით მიაჩერდა, თითქოს მართლაც არ ნერვიულობდეს და არ განიცდიდეს მით თითოეულ, ვნებიან მოქმედებას. გაგნიძემ ნელა მოხვია ხელები თეძოებზე და ანაბელი დივანზე დააწვინა. თეძოებზე მოჭერილი თითები ფრთხიად შეაცურა მაისურის ქვეშ და ოდნავ მოპუტკუნებულ გვრდებზე მოუჭირა. მერე კი მისი ტუჩებისკენ დაიხარა და ვირულად დაეძგერა ორი კვირის მონატრებულ ბაგეებს. სიამოვნება იყო აბა რა იყო! ეხვეოდე შენს საყვარელ ადამიანს და იცოდე რომ ეს ადამიანი შენზე, ისევე გიჟდება როგორც შენ მასზე. კოკამ ფრთხიალდ ჩააცოცა ტუჩები ყელისკენ და კოცნის კვალი დაუტოვა ძარღვებდაბერილ ანაბელს. -არა საერთოდ არ ნერვიულობ. თორემ სიამვოენბისგან არ კანკალებ!? _ ირონიული სიცილით ჩაილაპრაკა კოკამ და ვნებისგან მინაბულ ანაბელს თმები უკან გადაუწია. კოკას თითოეული შეხებით გამოწვეული სიამოვნება ყველაფრად უღირდა. დაძაბული და მაინც გახარებული ცდილობდა თითების ამოძრავებას კოკას წამოზრდილ თმებში. ღიმილით ჩამოუსვა გაგნიძემ ცალი ხელი ლოყაზე და ანაბელის წვალება განაგრძო. ანდრონიკაშვილმა ფრთხილად ჩამოაცურა ხელი კოკას კისრისკენ და თითები მსუბუქად მოუჭირა. გოგონას სითამამით გახელებულმა ფრთხილად აუწია მაისურის ბოლოები ბიუსჰალტერამდე და მერე შეჩერდა. ნელა ასწია თავი და მიბნედილ ანაბელს ღიმილით დააჩერდა. ანდრონიკაშვილმა ნელა გაახილა თვალები და მომღიმარ გაგნიძეს ახედა, ბიჭი ფრთხილა დაიხარა გოგონასკენ და ცელქობაში ჩამოშლილი თმები უკან გადაუწია, მერე კი ნელა და ნაზად შეეხო ანაბელის აწითლებულ ბაგეების. ბიჭის ქცევით გაკვირვებულმა დააკვესა თვალები და კოცნაში გართულ გაგნიძეს წარბწეულმა ახედა. პარალელურად უჭირდა ემოციების მოთოკვა... უხამსად მორეულ ვნებას ვერაფერს ვერ უშვებოდა, იმდენად სიამოვნებდა კოკას თითოეული შეხებით გამოწველი ემიციები რომ პირიქით... საშინლად უნდოდა ბიჭისგან კიდევ უფრო მეტი სიყვარული ეგრძნო, ეგოისტურად არ ყოფნიდა ის რაც ქონდა. მერე იგრძნო რომ მასშიც ცოცხლობს ქალი! ქალი რომელიც ცხრამეტი წლის განმავლობაში მიძინებული იყო, ახლა მოულოდნელად წამოფრინდა ფეხზე და გათამამდა. და თანაც ისე რომ გრძნობების გაშიშვლების არ ერიდება. კოკამ გამოფხიზლებული ანაბელი რომ დაიგულა ფრთხილად გადაიძრო შავი მაისური და იატაკზე მოისროლა. ფრთხიალდ აასრიალა, ბიჭის მოშიშვლებულ გულ-მკერდზე თითები ანაბელმა და თავი უკან გადაწია, კოკას მის ყელთან ალერსი რომ გაადივლებოდა. ფრთხილად წამოსწი ოდნავ მაღლა ანაბელი და ხელში ქაღალდივით აიტაცა. ანდრონიკაშვილს თვლაების გახელვა არცერთი წამით არ უფიქრია, კოკას მოშიშვლებულ გულ-მკერდზე მიწებებული მშვიდად ეფერებოდა და იღიმოდა. საძინებლის ოდნავ შეღებული კარები მუხლით გააღო კოკამ და საწოლისკენ წავიდა. ფრთხილად დააწვინა სიფრიფანა პროვინციელი და ზემოდან მოექცა. მაისურის ბოლოებში ნელა დაექაჩა და წამის მეასედში დატოვა ბიუსჰალტერის და შარვლის ამარა. ნელა ჩამოუსვა შიშველ მუცელზე საჩვენებლი თითი და იგრძნო როგორ გააჟრიალა სიამოვნებისგან მიბნედილ ანაბელს. ცოტახანში ჯინსის მატერიაც იატაკზე მოისროლა და ანაბელის შიშველ მხრებს მონატრებული ჩააფრინდა. სახის ყველა ნაკვთი რომ დაუკოცნა მერე ქვემოთ ჩამოაცოცა ტუჩები და ღიმილით შეახო მოშიშვლებულ ყელსა და მკერდს. ცოტაც და ალბათ სიამოვნებისგან გული გაუჩერდა, ფრთხილად მოხვია ზურგზე გაშლილი ხელები გაგნიძეს და ოდნავ წამოზრდილი ფრთხილებით, წითელი კვალი დაუტოვა ხვალინდელი დღისთვის. იმასაც გრძნობდა როგორ უფრთხილედებოდა კოკა, ანაბელს. მის ყველა მოქმედებაში ნათლად ჩანდა ეს და აზრი რომ მასზე გიჯდება უფრო და უფრო ყალიბდება და ურყევი ხდება. ბიჭის ჩაბნელებულ თაფლისფერ თვალებში მაინც ხედავს საკუთარ ანარეკლს, რომელიც უზომოდ ბედნიერი და გახარებულია, იმით რაც ახლა მის თავს ხდება. კოკა ანაბელის ყელით და მკერდის დაგემოვნებით გართული, მაღლა ამოიწია და ანაბელს ღიმლით ჩამოუსვა თითები სახეზე. ბედნიერების პიკი იყო ის რაც მის თავს ხდებოდა... სიამოვნების ნოტები რომლებიც ოთახში იღვრებოდა, ანაბელისთვის განუმეორებელი მელოდიაა! სიამოვნებისგან, ვნებიანი ემოციებისგან დაღლილი კოკას შიშველ მკერდზე მიესვენა და თვალები დახუჭა. ცოტახანი ასე იწვა და იღიმოდა. გაგნიძე ნელა უსვამდა ხერხემალზე თითს ზემოთ-ქვემოთ და ჯერ კიდევ ჩასაცხრობი ვნების გაკონტორლებას ცდილობდა. თვალები რომ გაახილა ანაბელმა, მოულოდნელად გახედა ფანჯარას, რომელსაც ერთი სიფრიფანა ფარდა ფარავდა... ღიმილი ვერ შეიკავა კოკას თვალების მსგავსად ჩამქვრალი მთვარის დანახვისას... ვერასდროს იტანდა უმთვარო ღამეებს, მეტიც ეშინოდა იმ ღამეების რომელბსაც მთვარე არ ანათებდა... დღეს კი ყველაფერი პირიქით მოხდა, საერთოდ არ შეუმჩნევია, უმთვარობა. იმ ღამეს ანაბელის მთვარეც და ვარსკვლავებიც კოკა და მისი თვალები იყო... კოკას გულ მკერდზემინაბულს და გულმოსულს, საერთოდ არ ეშინოდა უმთვარო ღამის. ახლა უკვე გვერდით ყავს მამაკაცი რომელიც ყველაფრისგან დაიცავს და ამაში ეჭვი არ ეპარება... კოკას ყველა მოძროაბაში და სიტყვაში გამოიხატება ეს! გაგნიძემ ნელა მოიშორა ანაბელი და მისკენ გადმოტრიალდა. ანაბელი გულზე მიიკრა და მის თმებში ცხვირი ისე ჩარგო როგორც სჩვევია ხოლმე. -ჩემი ყველაზე ტკბილი და გემრიელი ქალი ხარ!_ ამოილაპარაკა ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით კოკამ და თმებზე აკოცა. _ ქალი, რომელიც ყველა ქალს მირჩევნია!_ ანაბელის თმებში თითები ახლართა და ახლა უკვე ბედნიერებისგან გაცისკროვნებულ ანაბელს აკოცა, ტუჩებში. დილა ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო. კოკას შეხებამ გამაოფხიზლა, ჯერ კიდევ აგონიაშია და უჭირს რაღაცების გააზრება, მაგრამ იმ სიტყვების მერე გამორიცხულია უმთვარო ღამე ინანოს. ყველაზე ბედნიერი ქალი გახადა გაგნიძის სიტყვებმა. კოკას შეხებამ და მისმა ვირულმა კოცნამ გამოაფხიზლა. ნელა გაახილა ჯერ ერთი მერე მეორე თვალი და ღიმილით მოხვია მის ზემოდან დამხობილ გაგნიძეს ხელები კისერზე. კოკამ ტუჩები უფრო ქვემოთ ჩააცოცა და მხარზე ხმაურით აკოცა. -დილამშვიდობისა. _ ყურებამდე გაღიმებული მიესალმა საყვარელ მამაკაცს. -დილამშვიოდბისაა. _ წაიღიღინა კოკამ და თავის მხარეს გადაწვა. _ როგორ გეძინა?_ ინტერესით მიაჩერდა ქალს. -შესანიშნავად! 19 წელი თურმე კარგად ძილის სიამვონება არ განმიცდია._ კისკისით ჩაილაპრაკა და კოკას შიშველ მკერდზე თითებით რაღაცების ხატვა დაიწყო. _ შენ, შენ როგორ გეძინა?_ კითხვა შეუბრუნა და ხელისგული მკერდზე მიაბჯინა. -კომფორტულად მეძინა ძალიან. _ ირონიულად ჩაიქირქილა და ანბელის მკერდს მიეხუტა. იმ წამსვე მიუხვდა ჩანაფიქრს და ხელის მსუბუქი კვირთ მოიშორა საყვარელი მამაკაცი. -მშია!_ ხმამაღლა გამოცხადა და ოდნავ დაჭიმული კუნთები გაატოკა. -მაცივარში არაფერია, კეთილი ინებეთ და გაამზადეთ საუზმე. _ მხრები არხეინად აიჩეჩა კოკამ და ხელები თავქვეშ ამოიდო. -ძალიან რომ გთხოვო, ყავა მომიდუღე მეთქი, მაინც უარს მეტყვი? მოწყენილმა ჩაიჩურჩულა და საბანი კარგად აიფარა სხეულზე. გაგნიძემ თვალებმოჭუტულმა გადმოხედა და ანაბელის, სატირლად დაბრეცილი ტუჩების დანახვისას, ბურდღუნით წამოდგა ფეხზე. იქვე მიგდებულ შარვალს დასწვდა და სწრაფად ამოიცვა, მერე კი გასასვლელისკენ წავიდა და ხელები მაღლა ასწია. ანდორნიკაშვილი სიცილით დაემხო ბალიშზე და ბედნიერებისგან ხმადაბლა წამოიყვირა. -ხომ კარგად ხარ?_ სწრაფად შემოყო თავი შეშინებულმა კოკამ და იკითხა. -კი კარგად ვარ, უბრალოდ ძარღვი გამენასკვა და. სწრაფად მოიტყუა და თავის დასაძვრენად ხელი ნელა მოსირსა. ახლა რომ კოკას ის უთხრას, გუშინ მეშველა, საყვარელ მამაკაცთან გავატარე ღამე და ბედნიერებიგან ვკივივარო, ალაბთ სირცხვილისგან მოკვდება. რომ წარმოიდგენს როგორი სანახავი იყო გუშინ, კოკას ძლიერ მკლავებში მომწყვდეული სიცილი უნდება. ცოტახანში სინით ხელდამშვენბეული დაბრუნდა კოკა უკან. სინი ანაბელის მხარეს დადო და თვითონ შარვლის გახდას შეუდგა. სწრაფად შეწვა თავის მხარეს და ანაბელისკენ მიჩოჩდა. ტუჩები ოდნავ გაუხახუნა ანაბელს მხრებზე და თავისი ფინჯანი აიღო. -ფრთხიალდ დალიე!_ სიცილით გააფრთხილა კოკამ. გუშინდელის გახსენებისას სახე აუწითლდა. როგორი დაბდურა და მოუქნელია, რამ დაალევინა ქაფქაფა ყავა, წყალივით. კოკას იდაყვი გაკრა და თვალები დაუბრიალა, ნუ მახსენებო. -გინდა ქორიწლამდე ჯვარი დავიწეროთ!? მოულოდნელად შესთავაზა და კიდევ ერთხელ შექმნა ანაბელის დახჩობის სიტუაცია. ხველებით თვალებჩაწითლებულმა ჭერს ახედა და პირზე ხელი აიფარა. კოკამ ფხუკუნით ნელა დაარტყდა რამოდენიმეჯერ ხელი ზურგზე და შუბლი ისევ აუქაჩა. გონს რომ მოვიდა თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და კოკას გაკვირვებულმა გადახედა. -ჯვარი?_ დასადასტურებლად იკითხა და ყავა მოსვა, ყელში უხერხულად გაჩხერილი ბურთი რომ უკან გადაეგორებინა. -ხო ჯვარი და ქორწილი სექტემბერში გადავიხადოთ. -მე მინდოდა რომ ჯვრისწერაზე, ჩემებიც ყოფილიყვნენ... _ მორიდებულს აღმოხდა და თავი დახარა. -სულელო, მე უბრალოდ იმიტომ შემოგთავაზე რომ არ მინდა შენ თავი ცუდად იგრძნო. თორემ შენ ჩემთვის ასეც ჩემი ცოლი ხარ და ისეც!_ თავი მაღლა ააწევინა და ტუჩებზე ტუჩები ოდნავ მიადო. -მე ასეც ძალიან ბედნიერი ვარ!_ კატეგორიულმა ჩაილაპარაკა და თვალები დაქაჩა. -მაშინ თუ გინდა სულ არ დავიწეროთ არც ჯვარი და არც ხელი მოვაწეროთ. _ სიტყვით გამოვიდა კოკა. -არა, ჯვარი დავიწეროთ, ოღონდ ჯერ არა._ თითი კოკას ლოყაზე მიადო და მერე მაგრად აკოცა. დილით არცერთი არ ამდგარა ფეხზე, საწოლში ნებივორობდნენ. სააღამოსაც არ ადგებოდნენ, რომ არა კესოს გამაფრთხილებელი ზარი ტელეფონზე. სწრაფად წამოხტა ანაბელი ფეხზე და იმ წამსვე საჭმლის მომზადება დაიწყო, კოკა მაღაზიაში ჩააგზავნა, პროდუქტების ამოსატანად. სულ სხვა შეგრძნებებით დგას ამჯერად სამზარელოსში და სადილს ამზადებს, მისთვის კოკასთვის და მათი სტუმრებისთვის. ბედნიერებისგან გამოწვეულ ღიმილს ვერ იშორებს სახიდან. სულ უნდა რომ სამყაროს უცინოს და მისი ბედნიერება სხვებსაც გადასდოს. კარგია გოგონები რომ მოდიან, მათ გაუზიარებს! კოკამ შემოსასვლელიდანვე დაიძახა ანაბელის სახილი ღიღინით და პირდაპირ სამზარეულოში შემოაჭრა. პარკები მაგიდაზე დააწყო და ანდრონიკაშვილს ამოუდგა უკნიდან. ანაბელმა ბუზღუნით დადო ჯამი ისევ უკან და კოკას მოხეულ ხელებს თავისი თლილი თითები ჩამოუსვა, გავადრულმა. -ცუდია დღევანდელი დღის შერგება ბოლომდე რომ არ დაგვაცადეს. ანაბელის ყელთან ჩაიჩურჩულა და ტუჩები მიაწება. სიამოვნებისგან განაბულმა დაუქნია თავი და თითები თითებზე მოუჭირა. ვნება გაძლიერდებოდა, რომ არა კარებზე გაბმული და მელოდიური ზარის ხმა. უკმაყოფილო მოსცილდა სასურველ სხეულს და შემოსასვლელისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. ანაბელმა სიცილით გააყოლა თვალი და კოკას მოტანილი პროდუქტების ამოლაგება დაიწყო. გოგონები მხიარულ ნოტაზე შემოცვივდნენ სამზარეულოში, თან ხელჭში ლამაზად შეფუთული პატარა ყუთი ეჭირათ და ეშმაკურად იღიმოდნენ. ანაბელმა წარბწეულმა, დაეჭვებით მოავლო ორივეს მზერა და გამოწვდილი ყუთი გამოართვა. კოკა გვერდით ამოუდგა საცოლეს და ყუთზე თითი დააკაკუნა, მერე კი ყური მიადო და ცოტახანი სუნთქვა შეიკრა. -არაფერი არ წიკწიკებს, შეგიძლია გახსნა. _ სერიოზული ტონით ჩაილაპარაკა და ანაბელს თვალი ჩაუკრა. ანდრონიკაშვილმა ხელი აიქნია და კისკისით შემოაცალა ლამაზი ქაღალდი ყუთს. მართკუთხედი ფორმის ყუთს თავსახური წვალებით ახსნა და გაოცებულმა ოდნავ დააღო პირი. ტირილ-სიცილი აუვარდა. ერთმანეთზე გადახლართულ დებს გადახედა და ცხვირზე ხელი ოდნავ მოიჭირა ცრემლები რომ არ წამოსვლოდა, ბედნიერბისგან გულაფარხალებულს. კოკამ ანაბელის სახე რომ დაინახა ინტერესით ჩაიხედა ყუთში და გაოცებულმა დაქაჩა თვალები. -ეს რა არის?_ ყუთიდან პატარა ფაჩუჩები ამოიღო და ალმაცერად შეათვალიერა. -მამიდებმა ვუყიდეთ მომავალ. გოგოს ან ბიჭს... _ ორივემ ერთხმად წამოიძახა და ჩაიცინა. კოკამ ღიმილით გადახედა ასრუტუნებულ ანაბელს და ფაჩუჩები კიდევ ერთხელ უკეთ შეათვალიერა. ჯერ არ ნაფიქრ-ჩასახული შვილის, პირველი საჩუქარი ძალიან გაუხარდა, ერთსაც და მეორესაც. ანაბელმა ტუჩებდაბრეცილმა დადო ყუთი მაგიდაზე და ორივეს მაგრამ მოეხვია. კესომ კოკას მსგავსად დასცხო ზურგზე გაშლილი ხელისგული და თავისთვის რაღაცა ჩაიფრუტუნა. კოკა ჯერ კიდევ მომავალი შვილის საჩუქარს ათვალირებდა და თან გაბადრული იღიმოდა. -ყველაზე კარგი საჩუქარია რაც კი ოდესმე მიმიღია._ ბედნიერს აღმოხდა და კოკას საჩუქარი გამოართვა. -გვინდოდა ცოტა ორიგინალური და ცოტაც ნაჩქარევი საჩუქარი ყოფილიყო, მემგონი გამოგვივიდა. _ ღიმილით ჩაილაპრაკა კატომ და სამზარეულოს მაგიდას მეყრდნო. -გამოგივიდათ, მაგრამ ნამდვილად თქვენ მოიფიქრეთ, მეეჭვება._ კოკამ დამცინავად გადახედა წარბაწეულ დებს და ეჭვით ჩაიცინა. ანაბელმა ყველა სათითაოდ გაყარა სამზარეულოდან და საჭმლის მზადება განაგრძო, თან ღიმილით უყურებდა ფანჯრის რაფაზე დაწყობილ ფაჩუჩებს. კოკამ რამოდენიმეჯერ ცადა სამზარეულოში, ჩუმად შემოპარვა, მაგრამ ანაბელი თვალების ბრიალით აძევებდა და უმეორებდ რომ, ასე თუ გააგრძელა სადის ვერ დაასრლებს. კუჭის მოთხოვნებელბა აღარ აძლევდა საშუალებას გაგნიძეს გაჯიუტებულიყო და ანაბელს უჯერება. ცოტახანში გუგაც შემოუერთდა საერთო მხიარულებას. ანაბელი მოიკითხა და თვითონაც მისაღებში გავიდა. ანაბელმა სუფრა გაშალა და გუგას ზურგზე შემოსკუპებულ კესოს სიცილით გადახედა. მთელი საღამო, კოკა კოპებშეკრული აკვირდებოდა კესოს და კატოს, დები ჯიბრით არ ტოვებდნენ ანაბელს მარტო. გაგნიძეც გაბრაზებული, ხან ერთს დაუღრენდა, ხანაც მეორეს. ბოლოს როცა მიხვდა რომ აზრი არ აქვს, ღრენას და ნერვების შლას გუგას აყვა საუბარში. ანაბელმა გოგონები საზინებელში შეიყვანა, ბარგის ამოლაგებაში დამეხმარებითო. კესო აჟიტირებული სვამდა კითხვებს, ანაბელიც უყვებოდა რა კარგად გრძნობს თავს. დეტალურად მაინც არაფერი არ მოყვა და გულდაწყვეტილები დატოვა დები. საღამოს გუგამ ძალით წაიყვანა სახლში გაგნიძეები, კოკამ ძმას კარებთან მადლობა დააწია და კედელთან ატუზულ ანაბელს ხელები მოხვია. ანდრონიკაშვილმა ეშმაკური ღიმილით გადააქნია თავი გვერძე და ქვედა ტუჩს კბილები ნელა დაასო. ნელ-ნელა სწავლობს ქალის ეშმაკობებს და ცოტახანში ალაბთ ბოლომდე გადარევს და გააოცებს კოკას... საქმრომ ნელა ჩამოუსვა თითი თმებზე და ანაბელის ყელს გულსაკიდივით შემოაჭდო თითები. ანდორნიკაშვილმა უფრო მაგრად მიაბჯინა კედელს თავი და ოდნავ უკან გადასწია. კოკამ თითების ზურგი ანაბელის ყელზე აატარ-ჩამოატარა და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა. თეძოებზე მაგრად მოუჭირა ორივე ხელი და ანაბელის გაპობილი ბაგეებისკენ დაიხარა. ანდორნიაკაშვილმა სწრაფად მილულა თვალები და ნაცნობ ამბორს დაელოდა... გუშინდელის მერე კოცნაც კი ესხვანაირება. ძალიან თბილი და ზედმეტად მგრძნობიარეა. არა! ნაზი კოცნა კოკასგან შორს არის, ამბორი ისევ ვირულია, მაგრამ ამჯერად ძალიან დასაკუთრებული. ზუსტად ასეთი იყო გუშინაც კოკა, მესაკუთრე! მესაკუთრე რომელიც, მონაპორვარს, ძალიან უფრთხილდება და ცდილობს არაფერი არ ავნოს. ფრთხილად აიტატა სუსტი სხეული ხელში და მათი საძინებლისაკენ დაიძრა. ნელა მიდიოდა და თან სახის კველა ნაკვთს სიყვარულით უკოცნიდა! ანდრონიაკშვილმა იგრძნო რომ უმთვარო ღამე ყველაფრის დასაწყისია! ბევრი უმთვარო ღამის და ბევრი ნათელი დღის დასაწყისი! მშვიდად მოათავსა საწოლზე ქალი და ეშმაკური ღიმილით შეათამაშა სარაფნის ბოლოები. დილა ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო. კოკამ დილის ექვსის ნახევარზე გააღვიძა, სავარჯიშოთ უნდა წავიდეთო. ისეთი სახე მიიღო ანაბელმა, მკვდარს წამოაყენებდა. კოკამ წარბწეულმა დახედა საცოლეს და საბანი ოდნავ გადაუწია მხრებიდან. -კარგი რა კოკა, მეძინება! არ მინდა ვარჯიში, მომწონს ჩემი მუცელი. _ ამოილუღლუღა და საბანს წაეტანა. -არც მე ვიწუნებ ღამე შენს ხორცებს, მაგრამ ფორმა მაინც საჭიროა!_ მკლავზე ტუჩები მიაწება და ხელი წელზე შეაცურა. -გთხოვ რა, სახლში ვივარჯიშებ ხოლმე. _ ცალი თვალით ამოხედა მასზე დამხობილ მამაკაცს და მოთენთილი თითებით ნიკაპზე წაეთამაშა. გაგნიძემ უკმაყოფილოდ გააქნია თავი, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ანაბელის ბალიშზე დავარდნილმა ხელმა შეაჩერა. ღიმილით გადააფარა საბანი სხეულზე და ფეხზე წამოდგა. გარდერობიდან, სპორტულები გამოიღო და სწრაფად ჩაიცვა... ოთახის კარებთან შეჩერდა და ეშმაკური ღიმილით მოტრიალდა უკან. ანაბელს, გამობურცულ ტუჩებზე ოდნავ შეეხო და გასასვლელისკენ წავიდა. კარების ხმაზე კიდევ ერთხელ გამოფხიზლდა და ამოიკრუტუნა. თვალები ნელა მოისრისა და კოკას მხარეს გადახედა, იმაში დასარწმუნებლად რომ მამაკაცი ნამდვილად წავიდა. სწრაფად გადაიძრო, საბანი და ფეხზე დაფეთებული წამოხტა. სააბაზანოში ჩქარ-ჩქარა მოიწესრიგა თავი და მერე პირდაპირ სამზარეულოში გავარდა. თან ტელეფონზე ციფრებს კრიფავდა და თავისთვის ბურტყუნებდა. -კოკა წავიდა და თქვენ რომელზე მოხვალთ?_ ხმამაღლა წამოიძახა და მაცივრიდან კვერცხები გამოიღო. -ცხრის ნახევარზე მანდ ვართ.პროდუქტები რაც ჩამაწერინე ჩვენთან მაგაზიაში არაფერი არ არის, მემგონი გუდვილში მოგვიწევს ჩასვლა. -მე ვერაფრის ყიდვა ვერ მოვახერხე გუშინ, კოკა გვერიდან ვერ მოვიცილე. _ ჩაიცინა ანაბელმა. -მაგას მთელი ცხოვრება ვეღარ მოიცილებ. _ კისკისით დაამშვიდა უცებ «სამულომ» _ ექვსი საათია და როგორ ბნელა. _უკმაყოფილოდ ამოილაპრაკა კესომ. ანაბელმა ცალი ხელით გაწია ფარდა და ჩამობნელებულ ქალაქს გახედა. აი რატომ არ უყვარს შემოდგომა! კესოს კიდევ რამოდენიმე პორდუქტი ჩააწერინა და მაცივრიდან გაყინული ნახევარფაბრიკატები გამოიღო. ყველაფერი თბილ წყალში ჩააწყო და თვითონ ისევ საძინებლისკენ გაკუნკულდა. კოკას მოსვლამდე ცოტას კიდევ წაუძინებს, მერე სამსახურში გააცილებს საქმროს და გოგონებთან ერთად საქმეებს მიხედავს. ძილბურანიდან ფაჩუნის ხმამ გამოიყვანა, ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს და გარდერობთან ჩაფიქრებულ კოკას გვაკვირვებულმა გადახედა. გაგნიძე წარბშეკრული იდგა და ტანსაცმელს არჩევდა. საქმროს მომაჯადოვებელად სექსუალური სხეულის დანახვისას, უნებურად წამოუარა სურვილმა მაგრად მოხვეუდა და კიდევ ერთი სასიამოვნო ღამე, უფრო სწორად დღე გაეტარებინათ. კოკამ მწველი მზერა რომ იგრძნო, ირონიული ღიმილით მოატრიალა თავი ანაბელისკენ და ქვედა ტუჩზე კბილები მოისვა. -დღეს გვიან მოვალ. _ ჩაილაპრაკა გაგნიძემ და ანაბელს გამჭოლი მზერა ესროლა. -დილიდან რაღაც ალამცერად მიყურებ და ხდება რამე? ძლივს შეიკავა თავი კოკას ოდნავ ნაწყენ გამოხედვაზე სიცილი რომ არ წასკოდმოდა. გაგნიძემ ეჭვის თვალით გადახედა ქალს და თავი უარის ნიშნად გააქნია, თან დაამატა. -არა არაფერი. _ სწრაფად გამოიღო გარდერობიდან დაკეცილი მაისური და ჩქარი მოძრაობით გადაიცვა. -დღეს მეც გვიან მოვალ, ლექციები გვიან მიმთავრდება. _ ტუჩები ერთმანეს გაუსვა და დაამთქნარა. -რომელზე გეწყება დღეს?_ ინტერესით იკითხა მაისურის ზემოდან პიჯაკი მოიცვა. -თერთმეტზე მეწყება. დღეს რა გავაკეთო საჭმელი?_ ფიქრისგან შუბლი შეჭმუხნა და ჭერს ახედა. კოკამ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და გარდერობის გვერდით მდგარი სავარძლიდან საბუთების ჩანთა აიღო. ანაბელისკენ წარბშეკრული, მაგრამ მაინც ღიმილით წამოვიდა და გამოსამშვიოდბებლად ვნებიანად აკოცა. ანდრონიკაშვილი სწრაფად წამოხტა ფეხზე და ოთახიდან გასულ კოკას სირბილით დაეწია უკნიდან მაგარდ მოხვია ორივე ხელი და ცხვირი ზურგზე მიაბჯინა. -წარმატებულ დღეს გისურვებ!_ მისკენ მოტრიალებულ მაღალ მამაკაცს ახედა და თვალები მორცხვად დააფახუნა. -ჭკუით!_ ცხვირზე თითი დაკრა და კარები გააღო. ანაბელი ასკინკილით წავიდა მისაღებისკენ და დივანზე ჰაერიდან დაეშვა. მესამე კვირაა კოკასთან ერთად ცხოვრობს და თავი ყველაზე ბედნიერი ქალი გონია. ისეთი სასიამოვნოა მასთან ერთად გატარებული თითოეული დღე. გვიან ღამით, ერთმანეთის ალერსით გართულებს, არავინ და არაფერი რომ არ ახსოვთ. დილით კი კოკასთან ერთად, ვარჯიში ექცა ცხოვრების ჩვეულ წესად. იქიდან მოსული, ისევ საწოლში წვება, მიუხედავად იმისა რომ კოკა უკრძალავს და მშვიდად ძილს აგრძელებს. სოფელში ქეთო უკონტროლებდა კვებას და წონას, აქ კიდევ კოკა გადაეკიდა და სულ იმაზე «ეპრეტენზიულება» აუცილებლად გჭირდება ლამაზი სხეულიო. მერე ესეც გაბუტული ბრიცავს ტუჩებს სატირლად და თავის ფორმებზე წუწუნებს. «მე შენი ფორმები ძალიან მომწონს, მაგრამ რომ მოდუნდე დამიჯერე საერთოდ აღარ მომეწონები_ო!» უხსნის ნათქვამის ქვეტექტს და მაგრად ეხვევა. დღეს პირვლად აცდენს სასწავლებელს. ერთი კვირით ადრე დაეთხოვა ლექტროს, დღევანდელი დღის გამო. გუშინ საღამოს ძლივს შეიკავა თავი, თორმეტის მერე კოკასთან არ მივარდნილიყო და ყელზე შემოხვეულს არ მიელოცა ოცდამეხუთე დაბადების დღე. რომ იხსენებს როგორი დამწხრებული სახე ქონდა მთელი დილა კოკას სიცილ-ტირილი უნდება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. თანაც საღამოს ყველა ერთად გაახარებს და ასე უკეთესია. გოგონები ზუსტად დათქმულ დროს გამოცხადნენ, გუგასთან ერთად დატვირთულები. ბიჭმა პრდუქტები დატოვა და ვარჯიშზე წავიდა. პირვლად მიიღო გადაწყვეტილება, სამზარეულოში გოგონებთან ერთად იტრიალოს და შეეცადოს, ასეც კარგი გამოუვიდეს კერძები. კატო და კესო მაგიდასთან ისხდნენ და მწვანილებს არჩევნდნე. ანაბელი თავისთვის იდგა კუთხეში და ტორტისთვის ბისკვიტები ამოჰყავდა. -ისე როგორ ფიქრობ, რა უფრო გაუხარდება დღეს? _ მოულოდენლად დუმილი კატომ დაარღვია და მწვანილებით სავსე ჯამი წყლის ჭავლის ქვეშ, ნიჟარაში ჩადო. -საჩუქარს გულისხმობ?_ მაგიდის მოსუფთავებით გართულმა იკითხა და დას ცალი თვალით გადახედა. -ხო, არაფერი არ შემირჩევია და დღეს მინდა რომ რამე ვუყიდო. -სუნამო უყიდე._ იდეა მიაწოდა კესომ და ანაბელის ჯამში ქურდივით ჩაიხედა. ანდრონიკაშვილმა სიცილით გაკრა მხარი მოთვალთვალე კესოს და ზურგი აქცია, ისე რომ საერთოდ არ დაენახათ რას საქმიანობდა. საღამოს თითქმის ყველადერი მზად ქონდათ. ნინოსაც უნდოდა გოგონებთან ერთად, შვილის დაბადების დრის სუფრის გაშლა, მაგრამ დების ეშმაობით ნინო სახლში დარჩა და მოედანი მათ დაუთმო. მაგიდაზე მოცეკვავე ტელეფონს გახედა და დასვრილი ხელები სალფეთქზე გაიწმინდა. -გისმენთ. _ გაწელილი ხმით ჩაილაპრაკა და სკამზე ჩამოჯდა -რას შვები?_ დაღლილი ხმით იკითხა კოკამ. -რას ვშვები და ტო.... ლექციაზე უნდა შევიდე ახლა. _ სწრაფად იკბინა ენაზე და სახედამანჭულმა გადაასწორა წამოძახილი. -რომელზე გიმთავრდება ეგ ლექცია?_ ოდნავ წახალისებულმა კითხა. -წესით, ორ საათში უნდა დამიმათავრდეს, მაგრამ მემგონი ცოტა გაიწელება. არეულად საუბრობდა და კარებში დაყუდებულ კესოს შველას სთხოვდა. ისიც მხრებს იჩეჩავდა და პირის მოძრაობით «მე სკოლაში ვარო.» ჩურჩულებდა. -კარგი, რომ დაამთავრებ შემეხმიანე. _ სწრაფად მიაყარა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა. სამშვიოდბოზე გამორყულმა მძიმედ ამოისუნთქა და ჩანთამოკიდებულ კატოს გადახედა. -მარტო მიდიხარ?_გაკვირვებულმა კითხა და გაზქურაში მოთავსებულ ბისკვიტს შეხედა. -არა, ბადრისთან ერთად. _ გაბადრულმა ჩაილაპრაკა და თეძოები სიცილით გააქნია. კატო როგორც კი გააცილეს მისაღებში გავიდნენ ყავის ფინჯნებით ხელში და დივანზე მოკალათდნენ. ანაბელი პარალელურად, გაზქურაში მოთავსებულ ბისკვიტებსაც ამოწმებდა ხოლემ და დარბოდა წინ და უკან. კესო შალვაზე და მის ურთიერთობაზე უყვებოდა სიახლეებს. ანაბელიც მეგობრის საქციელებით ამაყი უსმენდა და იბადრებოდა. აშკარად იგრძნობოდა 17 წლის კესოს ხმაში, პირველი სიყვარულის ნოტები. ანაბელიც ხომ ასე გრძნობდა თავს, კოკას მიმართ გაღვივებული გრძნობები რომ აღმიაჩინა. თანაც კესო არაფერს არ მალავს და ამ ყველაფერს იძახის, შალვასაც აქვს უკვე პატარ-პატარა დეტალები გამხელილი და უფრო თავისუფლად არის. სასეირნოდაც დაყავს როცა თაისუფალი დრო აქვს და კაფეებშიც. ერთხელ სულ შემთხვევით მოხვდნენ საშინელებათა ფილმის სეანსზე, არადა წესით რომნატიული დრამა უნდა გასულიყო. ბილებთები შეუძენია არასწორად და მთელი საღამო განაბული იჯდა და მასზე შიშისგან აკრულ კესოს ამშვიდებდა. შალვა უკმაყოფილო არ უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევითობით... მემგონი არც კესო! საღამოს კატო ბადრისთან ერთად დაბრუნდა საჩუქრითურთ. ამასობაში ბისკვიტიც გაცივდა და წვალებით ამოყვანილი კრემი წაუსვეს. ბადრი მთელი საღამო, ცოტა აღელვებული იჯდა და თითებს იმტვრევდა. ბოლოს და ბოლოს, პირვლად უნდა შეხვდეს ორივე ძმას ასე პირისპირ და რეალურია რომ ღელავს. გუგა შედარებით ადრე მოვიდა, ბადრის არ ელოდა და ცოტა გაკვირვებული დარჩა, მაგრამ ხასიათზე და ქცევებზე არ ასახულა. როგორც ყველასთან მასთანაც გამონახა საერთო ენა და დიალოგიც აეწყო. გვიან მახო და ნინოც შემოერთდა ოჯახურ სამზადისს, უფრო გვიან შალვაც მოვიდა. საღამოს შვილი საათისთვის აფსოლიტურად ყველაფერი გაამზადეს. ბოლო მემენტში გადაწყდა, გუგას აჩემებით რომ სახლიც მოერთოთ და სასაცილო წვეტიანი ქუდები დაეხურათ ყველას. სწრაფად გაქანდა ბადრისთან ერთად მაღაზიაში და იქიდან სადღესასწაულო ნივთებით დაბრუნდა. ყველამ დიანაწილა საქმე და სახლიც ძალიან მალე მორთეს. ბუშტების გაბერვა, მახომ და შალვამ ითავეს, დანარჩენს ყველას დაეზარა. გოგონებმა ჩვენ ტუჩები გვეტკინებაო გააპროტესტეს და ამიტომ ხმა ვეღარავინ ამოიღო. რვა საათისთვის კარებზე გასაღების ჩხაკუნი მოესმათ და სიბნელეში გატრუნულებმა ქაღალდის ფეიერვერკებს მაგრად მოუჭირეს ხელები. კოკა შემოსასვლელში ხვენშით შემოვიდა და გასაღები იქვე, სპეციალურად გასაღებებისთვის განკთვნილ დაწნულ კალათაში ისროლა. მისაღებში რომ შემოდგა ფეხი, ყველამ ერთხმად წამოიძახა «დაბადების დღეს გილოცავთ_ო», მაგრამ მაინც ვერ იყო ისეთი სინქრონი როგორზეც ვარჯიშობდნენ. კოკამ სწრაფად მოძებნა სინათლის ჩამრთველი და ჩაბნელებული ოთახი გააბრდღვიალა. ნაცნობი და საყვარელი სახეების დანახვისას გაბადრულმა შემოიწყო თავზე ხელები და მხრების მოძროაბით ჩაიცინა. ანდრონიკაშვილი ტუჩებგადატირიალებული მიუახლოვდა საქმროს და საჩუქრის ყუთი, ეშმაკური ღიმილით გაუწოდა. მთელი კვირა ფიქრობდა რა უნდა ეჩუქებინა, ბოლოს არჩევანი მაინც სათავისოდ გააკეთა. ლამაზი პენუარი ნახა ამასწინებზე, კოკასთან ერთად მაღაზიაში და ძალიან მოეწონა, ერთსაც და მეორესაც. მართალია კოკას ლამის ისტერიკები მოუწყო ამას მე არ ჩავიცვამ და ტყუილად დაიხარჯებიო, მაგრამ ბოლოს რომ წარმოიდგინა როგორი სექსუალური იქნება ამ სამოსში და რა ლამაზი საჩუქარი იქნება კოკასთვის, მაინც იყიდა. პენუართან ერთად ლამაზი საათიც უყიდა, უფრო გახარებული რომ დარჩეს კოკა. გაგნიძემ ყუთი უკან კარადაზე დადო და ანაბელს ცხივრის წვეროზე აკოცა. -დაბადების დღეს გილოცავ ვირო. _ კისკისით ჩაიჩურჩულა და სადამდეც მისწვდა იქ აკოცა, ნიკაპზე. ყველას სათითაოდ გადაეხვია და მადლობა გადაუხადა, ბანალური მაგრამ მაინც გულიანი მოლოცვისთვის. ბადრიზე რომ მიდგა ჯერი ყველა გაისუსა და კოკას მოქმედებას დაელოდა. კატომ ანაბელს მხარზე დაადო თავი და თვალები დახუჭა. -ორი დღე რომ ვაფშე დამიკიდე და არ შემხმიანებიხარ, ეგ არის ძამაკაცობა? მოულოდნელად გაისმა კოკას ახორხოცებული ხმა და ყველამ თვალები ჭყიტა. კატომ კივილით წამოყო თავი და ბადრიზე ჩაფსკვნილ ძმას გააფთრებულმა გადახედა -არარსებობს?!_ ამოილუღლუღა პირდაღებულმა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა. კოკა ღიმილით ამოუდგა გვერდით, დამნაშავედ მოცინარ ბადრის და ხელი გადახვია. კატომ ორივე გემრიელად გამოლანძღა და პირობა დადო ერთი კვირა ხმას არცერთს არ გაგცემთო. კოკამ ბადრის ზურგზე ორჯერ დაუტყაპუნა ხელისგული და ანიშნა მიხედეო, თვითონ კი ოჯახის წევრებს შეუერეთდა.ანაბელი სწრაფად დატრიალდა და სუფრაზე ცხელ-ცხელი კერძებიც ჩაამატა. კოკას გვერდით ბედნიერი მოკალათდა და თითები მის გამოწვდილ თითებში ახლართა. ტრადიციული ქეიფი, რომ გაჩაღდა ქალები ცალკე დასხდნენ, მისაღებში ანაბელის ტორიტით და ყავით. ნინო აღტაცებული აქებდა სარძლოს და შვილებს მოუწოდებდა ცოტა მაინც დაემსგავსეთო. რაც ანდრონიაკშვილს ისევ უხერხულ მდოგმარეობაში აყენებდა. გოგონებს რომ პრეტენზიები გაუჩნდეთ და არ ესიამოვნოთ ერთ მშვენიერ დღესაც ანაბელზე ამდენი კარგის თქმა და ამოითვალწუნონ მერე რა ქნას. ამიტომ ურჩევნია საერთოდ არ აქოს ნინო, და თანაც მსგავსი ტერმინებით. კატოს საღამო ხანს გადაურა გაბრაზებამ და ბადრის მოიუცუცქდა. ნინო ერთი საათი ეხვეწებოდა მახოს ადექი წავიდეთო, ბოლოს როგორც იქნა დაიყოლია და წაიყვანა. ახლაგაზრდებმაც მოილხინეს, თავისებურად უფრო თავისუფლად. კოკა მთელი საღამო ინტერესით აკვირდებოდა ანაბელის საჩუქარს და მოუთმენლობისგან კრავდა შუბლს. საღამოს შეზარხოშებულები დაიშალნენ და წყვილი მარტო დატოვეს. სუფრის ალაგება სცადა, მაგრამ კოკამ არ დაანება. ხვალ შაბათია და ხვალ ქენიო... ანდრონიკაშვილმა სიცილით დაავლო კოკას საჩუქარს ხელი და გულზე მიიკრა. -შენ შედი და ოთახში დამელოდე. მანამდე ავალაგებ ცოტას. არ დაიძინო იცოდე!_ თითი დაუქნია და კატეგორიულად გააფრთხილა. -რა დროს ძილია, მოლოცვისთვის მადლობა მაქვს გადასახდელი. კოკა მოღუშული წავიდა საძინებლისკენ, თან გზაში მაისურს იხდიდა და თავისთვის უცხოურ მელოდიას ღიღინებდა. საქმრო ოთახში შესული რომ დაიგულა, ღიმილით წავიდა სააბაზანოსკენ და კარები ფრთხილად მიიკეტა სწრაფდ მოირგო ლამაზი შავი, ბადიან-ფუმფულებიანი პენუარი და ხელები თეძოებზე ქალური მანერით ჩამოისვა. იქვე სპეციალურად ამ მომენტისთვის ჩამოკიდებულ, ატლასის შავ გრძელ ხალათს დასწვდა და ტანზე მოიცვა. სააბაზანოს კარები ნელა გამოიხურა და ოთახისკენ წავიდა. უკვე წარმოუდგენია როგორი თვალები ექნება ასეთი, მადისაღმძვრელი ქალის დანახვისას კოკას. თანაც როგორ მოუხდა შავი ფერი, მის ქათქათა კანს. სხეულის კონტურებიც შედარებით უკეთ გამოუჩნდა... თურმე ვარჯიშს პატარა შედეგი გამოუღია და მუცელზე პატარა ფორმებიც გამოესახა. ღიმილით ჩამოწია სახელური და ოთახში მარჯვენა ფეხი ისე შეყო ხალათი რომ გადახსნილიყო და შიშველი ფეხი ლამაზად გამოსჩენოდა. ნანახით გაოცებულს და იმედგაცრუებულს შეახმა სახეზე ვნებიანი ღიმილი, სწრაფად ჩამოიფარა ფეხზე ხალათი და ტუჩებდაბრეცილი მიეყრდნო კარებს. კოკას გათიშულს ეძინა! -აბა მადლობაო... მოლოცვისთვისო... რისთვის ჩავიცვი და გამოვიკვაბზე?_ სლუკუნით ლუღლუღებდა და ფეხებს პატარა ბავშვივით აბაკუნებდა. ასე შეურაცხყოფილად არასდროს უგრძვნია თავი. ისეთი გრძნობა ეუფლება თითქოს, ვიღაცა სახალხოდ დასცინის მის გულუბრყვილობას. კარებზე სარივით აკრული, ნელა ირწეოდა და მოშიშვლებულ ფეხს ამრეზიით დაჰყურებდა. არადა რა იმედები დაამყარა ამ პენუარზე, პირვლად გადადგა ცხოვრებაში ასეთი თამამი ნაბიჯი და აი შედეგიც! ვირივით ჩაძინებული კოკა, რომელიც ისე ფშვინავს, მეორე ოთახში გააღვიძებს, ვინმეს რომ ეძინოს. რაც კოკასთან ცხოვრობს ტირილი არ მონდომებია და ახლა, ერთიანად მოაწვა ამდენი ხნის ცრემლები.. ტუჩებდაბრეცილმა გადმოყარა ნიანგის მრგვალი ბურთულები და ნელი ნაბიჯებით წავიდა საწოლისაკენ. ატლასის ხალათი გულამომჯარმა მოიქნია სავარძლისკენ და საწოლზე ჩამოჯდა. დაწოლა საშინლად არ უნდა, კოკა ოდნავადაც რომ შეეხოს, ხმამაღალი ზლუქუნი აუვარდება და გაგნიძეს გააღვიზებს. საწოლზე მოკუნტული იჯდა და პენუარის ფუმფულა ბოლოებს დასტრესული ათამაშებდა. ტირილით რომ იჯერა გული და მარტო სლუკუნიღა შემორჩა მის ნეტარე ხმას, ფეხები მაღლა ააწყო და საბანი მთელ ტანზე გადაიფარა. სველი წამწამები ფრთხილად მიადო ერთმანეთს და ტუჩები «გააფრატუნა». გემრიალად დაამთქნარა და ფეხები ერთმანეთს გაუხახუნა. ასე იცის როცა იძინებს, ფეხებს ერთმანეთზე მიაწყუპებს და მოკეცილი მუცელთან მიაქვს. თვალებდახუჭული ითვლიდა ცხვრების რაოდებონას, კაცმა არ იცის ნერვიულობაზე რამდენჯერ აურ-დაურია ციფრები... სულ ჩაშლილ საჩუქარზე ეფირება და კიდევ უნდება ხმამაღლა ბღავილი. მემგონი ორმცდამეათე ცხვარზე იყო, კოკას მძიმე და ცხელი ხელი რომ იგრძნო, ჯერ თეძოზე მერე კი მუცელზე. მამაკაცმა ზმუილის მაგვარი ხმა ამოუშვა და ცხვირ-პირი ანაბელის კისერში ჩარგო. თავდაპირველად ეგონა რომ ძილში იცვალა კოკამ გვერდი და შემთხვევით მოეხვია ქალს... მაგრამ კოკას ფხიზელი სუნთქვა რომ მოეფრქვია მთელ ტანზე, ელექტროშოკი მიიღო. გახარებულმა სცადა გვერდის შეცვლა, მაგრამ ისე მაგრად უჭერდა გაგნიძე თითებს მოცელზე რომ ადგილიდან ვერ გატოკდა. ღიმილმა ყურებამდე გაუპო ბაგეები. გაგნიძემ თითები მკერდისკენ ააცოცა და პენუარის ფუმფულა დეკოლტეზე შეათამაშა. ანდორნიკაშვილს ბედნიერების სიცილი აღმოხდა და თვალები მინაბა. კოკამ ხელი ისევ გამოაცალა და მამაკაცური სისხარტით მოექცა ზემოდან სასურველ ქალს. ანაბელის აწითლებული ლოყებისკენ დიახარა და ორივე ხმაურით დაუკოცნა, მერე კი ტუჩთან ახლოს აკოცა ორივე კუთხეში. კოცნიდა! ვნებიანად და მომთხოვნად! რაც მთავარია ვირული ხასიათი კვლავ ემჩნეოდა მის თითოეულ ქცევას... მაგრამ ქალური გრძნობებით, გრძნობდა ანაბელი რომ კოკა ასეთ დროს ყველაზე ფრთხილია! ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს რომ პირველ რიგში ანაბელი დატოვს კმაყოფილი, მერე კი საბოლოოდ ორივე ბედნიერი იყოს კოკას შედეგით. ანაბელის ყელთან ჩააცოცა ტუჩები და მკერდთან ახლოს დაუკოცნა. ბედნიერმა უკან გადააგდო თავი და ვნებებისგან ამოძახილი კვენსა აღმოხდა. კოკამ ფრთხილად ასწია თავი მაღლა და თვალებჩაწითლებულ ანაბელს დააჩერდა. დაკვირვებულია, კოკასთან სიახლოვის დროს მწვანე თვალები გარშემო უწითლდება... ესეც კი უხდება მის ლამაზ სახეს! -ახტი, დატრიალდი და დამენახე! მოულოდნელად შეჩერდა გაგნიძე და თავის მხარეს გადაწვა. თავიდან ცოტა დაიმორცხვა, მოეხათრა ასე ადგომა და მოდელივით კოკას ცხვირწინ ტრიალი... მაგრამ რომ დაფიქრდა და გაიაზრა რა მდგომარეობაში ტრიალებს საწოლში, სიცილი ლამის აუტყდა. თანაც რა აქვს სასირცხვილო, მადიანი ქალი მაინც არ იყოს. თანაც კოკას ქალი! ამაყად წამოდგა ფეხზე და ფეშიშველი დადგა გარდერობთან ახლოს. თან გამოცდილი ქალივით იწეოდა ფეხისწვერებზე და იატაკს მხოლოდ თითებით ეხებოდა. კოკამ ქვედა ტუჩი ალმაცერად მოიკნიტა და ანაბელს ხელით ანიშნა დატრიალდი_ო. ისიც გაუცნობიერებლად დატრიალდა, იმდენი კი ვერ, მოიხაბრა რომ ზომაზე მოკლე პენუარი ტრიალიდ დროს საგრძნობლად იშლება და ძლივს დაფარული სხეულის ნაწილები სააშკარაოზე გამოაქვს. გარდერობის სარკეში შენიშნა ეს და დარცხვენილმა სწრაფად დაიწყო ხელები ფეხებზე... საწოლზე წამოკოტირალებულ, სიცილისგან გადაწითლებულ კოკას წარბწეულმა გახედა და ხელები დაბლა ჩამოუშვა. «ეგრე არა?!» გაიფიქრა ეშმაკურად და კიდევ ერთხელ დატრიალდა კოკას წინ, ამჯერად უფრო სექსუალური და გამომწვევი მანერებით. სიცილი სახეზე შეაშრა კოკას, კიდევ უფრო მაღლა აფრიალებული პენუარი რომ დაინახა. ნერწყვი ხმაურით გადააგორა და სწრაფად წამოხტა საწოლიდან. წამის მეასედში გაჩნდა ბალერინასავით, მოტრიალე ანაბელთან და გარდერობზე ისე მიანარცხა თითქოს და ვინმე ართმევდეს მის თავსო. სწრაფად დაუკავა ცალი ფეხი და თითები მსუბუქად მოუჭირა, ბარძაყზე. ანაბელმა გამაჯრვებული მზერით დააფახუნა თვალები და ხელები კოკას კისერზე კომფორტულად მოაკალათა. ვირივით აიტაცა მისთვის ფარატინა სხეული ხელში და საწოლისკენ წააცუნცულა. ანაბელი სიცილით ხვდებოდა მის ყველა კოცნას ყელის და მკერდის მიდამოებში. ისეთი ცხელი და ვნებიანი ტუჩები აქვს კოკას, გამორიცხულია ქალი უემოციოდ დატოვოს. სულ რომ უემოციო იყოს მისი შეხება, ტუჩები გაგრძნობინებს და გეტყვის მთავარ სათქმელს... -ძალიან კი გამიხარდა საჩუქარი, საოცრად გიხდება, მაგრამ ბოდიში... სიცილით გადააძრო წვალებით მორგებული ღამის პენუარი და იატაკზე დაუდო ბინა. ანაბელმა თავი ამაცერდ გააკანტურა და კოკას საკოცნელად გამოწეულ ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიდია. -ძალიან ცუდი ბიჭი ხარ, ჩემს საჩუქარს ასე უგულოდ რომ ეპყრობი! _მოჩვენებითი წყენით დატუქსა საქმრო და წარბები შეკრა. -საჩუქარმა თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთა, ახლა მაგის ადგილი მანდაა. შენ კიდევ, ხმა აღარ ამოიღო! უფლებას გაძლევ მარტო ვნებიანი ბგერები ამოუშვა!_უკმაყოფილოდ მოიცილა ანაბელის თითი და ქალს სიყვარლით ჩაეკონა. დილით კოკაზე გადახლართულს გამოეღვიძა. მთქნარებით მოიფშვნიტა თვალები და კომოდზე მდგარ საათს გადახედა. ჯერ დილის ცხრა საათია, თანაც შაბათი. ღიმილით დახედა მის მკერდზე ჩახუტებულ საქმროს და სიცილი ძლივს შეიკავა. პატარა ცელქი ბავშვივით შეუცურა თმებში თითები და ოსტატური მოძროაბით დაიწყო თამაში. დროდადრო კოკა ძილისგან დაბოხებული ხმით, ზმუილის მაგვარ ხმებს გამოსცემდა. ანაბელმა მისი ფერებით რომ იჯერა გული, შეეცადა მასზე ჩაკონილი მამაკაცი ოდნავ მაინც მოიშორებინა, თორემ უჰაერობისგან ცოტაც და სული გაძვრება. გაგნიძემ როგორც კი იგრძნო, ანაბელის დაშორების საფრთხე, კიდევ უფრო მაგარად ჩააფრინდა ქალს და ახლა უკვე მესაკუთრეს ჟესტით მოხვია ფეხები და უფრო მჭიდროდ მიიკრა. ანდორნიკაშვილმა უკმაყოფილოდ-კმაყოფილმა გააწკლაპუნა ტუჩები და კოკას მხრებს მოეხვია. -ვირო, გაიღვიძე. _თბილად დაუყვავა და ოდნავ წამოზრდილ, მოვლილ წვერზე თითის ზურგი ჩამოუსვა._კოკა-ა. _წაიღიღინა და თვალებზე აკოცა. _გაიღვიძე რა. _შერხეული ქუთუთოების დანახვისას ეშმაკურად ჩაიცინა და ახლა უკვე მეორე თვალზე აკოცა საქმროს. გაგნიძეს ეღვიძა მაგრად სპეციალურად არ ახელდა თვალს... ან რომელი ჭკუათმყოფი გაახელს ასეთ, დროს თვალს. იქნებ და დილითაც გამოკრას ხელი რამეს. ანაბელი თვალებიდან ლოყებზე და ცხივრზე გადავიდა, მერე ოდნავ ქვემოთ და ტუჩებს რომ მიაუხლოვდა კოკაც გამოფხიზლდა. გააქტიურებულმა მოახვია ხელები ქალს კისერზე და ბაგეებზე ხმაურით აკოცა. -დილამშვიოდბისა ნაზო!_გამოაჯავრა და ცხვირზე თითი აკრა. -ნაზოს ნუ მეძახი!_ გაბრაზებულმა უჩქმიტა მხარზე და ტუჩები გაბუსა. -რატომ, არ ხარ ჩემი ნაზო? _მოჩვენებითი დარდით იკითხა გაგნიძემ და ანაბელის შიშველ მუცელზე თითები აასრიალა. -ნაზოს რომ მეძახი, სახელი მგონია._ ამოიბურტყუნა და კოკას თითებს თავისი თითები შეახო. -კარგი მაშინ ჩემი ბელი ხომ ხარ?_შეეცადა სიტუაცია სათავისოდ შემოეტრიალებინა. ანაბელმა ღიმილით დაუქნია თავი და თვალები ააფახუნა. _ მერე დათვს ბელი სიყვარულით შემოეჭამაო არ გაგიგია, არ გეშინია?_ ინტერესით კითხა და ყელში უამრავჯერ აკოცა. -არა არ მეშინია, იმიტომ რომ ვიცი შენ სასიამოვნოდ შემოგეჭმევი. _თავი გააქნია და კისკისით ჩაილაპრაკა. -სასიამოვნოდ შემოჭმა, პირვლად მესმის. _გაოცებულმა მოჭუტა თვალები და ანაბელის ლავიწის ძვლებს წაეთამაშა. _ვგიჭდები შენს გლუვ და რბილ კანზე! _ ვნებების ბურუსში გახვეულს აღმოხდა და ანაბელის არანაკლებად დამძიმებულ ვნებიან თვალებს ჩააჩერდა. _ ჩემი შეხებისას ტაო რომ გაყრის და შენი რბილი კანი ოდნავ რომ უხეშდება! ყველაზე სასიამოვნო მომენტია! თავისთვის ლუღლუღებდა კოკა. ანაბელისგან პასუხს არც ელის, იცის რომ ასეთ დროს ორ სიტყვას ვერ აბავს ზედიზედ და გამორიცხულია პასუხი გასცეს. მარტო ხავის და თავს აქნებს. კოკამ გოგონას სხეული კომფორტულად მოიხელთა და დილის რელაქსაციისთვის, მოამზადა საცოლე. ანაბელმა კისკისით გადააგდო თავი უკან და კოკას ტუჩებს საშუალება მისცა, უკეთ გაეკეთებინათ თავიანთი საქმე. დილის საათები ალაერსით გადააგორეს, მერე კოკამ შეხვედრაზე უნდა წავიდეო და ადგა. ანაბელს საშინლად ესიკვდილებოდა ადგომა და გუშინდელის მილაგება. კოკამ შესთავაზა დამხმარეს გამოვუშვებო, ახტა და აღარ დაეცა... ისტერიკები დაიმართა დამლაგებელი რად მინდა როცა მე სახლში ვარო. კოკა ხელებაწეული დაებდა და სახლი ამ პოზაში დატოვა. არ ესმის რატომ უნდა მოიყვანოს ვიღაცა და რატომ უნდა დაულაგოს სახლი... საქმეები რომ ქონდეს და ვერ იცლიდეს კიდევ მესმის, მაგრამ უსაქმოდ რომ ზის და თანაც შაბათ დღეს. მაგიდაზე შემოაწყოს ფეხები, ან ყავის დასალევად გავიდეს გოგონებთან ერთად და სახლში ვიღაც ქალმა იტრიალოს მის მაგივრად. გამორიცხულია! შუადღით კესომ და კატომ შემოაურეს, ყავის დასალევად. კესომ შალვა უნდა ვნახო საღამოსო და იპრანჭებოდა. კატო ჯერ კიდევ გაგიჟებული იყო ბიჭების ქცევით და ქირქილებდა. ბადრის არცერთ ზარს არ პასუხობდა და ამასთანავე მიწასთან ასწორებდა. -არა, ხომ იცოდა როგორ განვიცდიდი და არაფერი მითხრა. გუშინ რომ ჩვენ არ მოგვწყო დაბადების დღე, დღესაც არ მეცოდინებოდა. _ გამწარებული ყეფდა და ყეფდა. შინ დაბრუნებულ კოკას დები სახლში რომ დახვდნენ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და პირდაპირ ოთახისკენ წავიდა გამოსაცვლელად. იქიდან სპორტულ ფორმაში გამოწყობილი დაბრუნდა და ანაებლის გვერდით მოკალათდა დივანზე. საცოლეს წელზე ხელი მოხვია და გულზე მიიკუთა, თან თმებზე ეთამაშებოდა და კოცნიდა. -ჩვენ ხომ არ გავიდეთ? _ ფხუკუნით იკიტხა კესომ და ფეხზე წამოდგომის იმიტაცია გააკეთა. -თუ რამეს დავაპირებთ, კარები მარცხნივაა. _ღრენით ჩაილაპარაკა გაგნიძემ და ტელევიზორი ჩართო. _ რა ქენი ელაპარაკე ბადრის? _ცხვირაბზუებულ დას კითხა და ფეხები მაგიდის კუთხეზე შემოდო. _ შენ გეკითხები გაწეწილო. _ ოდნავ მიკრა ხელი და ღიმილით წამოიძახა. -მაგას გადაეცით რომ ხმას ნუ მცემს! _გაგულისებულმს აღმოხდა და ხელები გაბრაზებულმა გადაიჯვარედინა. -ხმას ნუ მცემსო. _ღიმილით მოუტანა კესომ ენა. -მესმის!__წარბწეულმა გადახედა დას და თვალები დაურბიალა. კატოსთვის აღაფერი არ უთქვამს. ანაბელს აკოცა ლოყაზე და ფეხზე წამოდგა. -გშია?_ ღიმილით დააწია სიტყვა და თვითონაც წამოხტა. კოკამ ღიმილით დაუქნია თავი და სამზარეულოს კარები შეაღო. ანაბელმა მაცივრიდან გამოალაგა საჭმელი და სწრაფად გააწყო სუფრა. გოგონებსაც გასძახა, მაგრამ არ გვშიაო გააპროტესტეს. საქმროს გვერდით მოკალათდა და ნიკაპით ხელებს დაეყრდნო. გაგნიძემ ცხივრზე აკრა თითი და თავით ანიშნა თუ გინდა გადიო. -არა არ მინდა._უარის ნიშნად თავი გააქნია და კოკას ჭიქიდან წვენი მოსვა. საღამოს ბუხარის წინ გაეშალათ პლედი და ერთმანეთზე ჩახუტებულები იწვნენ. ანაბელი კოკას გულ-მკერდზე უცნაურ ფიგურებს ხატავდა, გაგნიძე კი ანაბლის თმებს აწვალებდა. ხმას არცერთი არ იღებდა, მაგრამ ორივემ იცოდა რომ საფიქრალი მარტო ერთი აქვთ. ან როგორ შეიძლება სხვა რაღაცაზე იფიქრო, მაშინ როდესაც საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს. ქორწილზე აღარ საუბრობენ, ორივემ იცის რომ ანაბელის მშობლების ჩამოსვლამდე ჯერ ვერაფერს გადაიხდიან. მაგდა და გელა კი სექტემბრამდე არ აპირებენ ჩამოსვლას, ამიტომ ქორწილზე ცოტა მოგვიანებით ისაუბრებენ. ახლა ბევრად მნიშნელოვანია მათი ცხოვრების დეტალების განხილვა, ვიდრე იმის თუ რა მოხდება მომავალში. კოკამ ანაბელის თმებს ხელი გაუშვა და შუბლი მოისრისა. ანადრონიკაშვილმა ღიმილით ახედა საქმროს და მის მკერდს ნიკაპით დაეყრდნო. -ბაკურიანის საგზუერები მაქვს. _ჩაილაპრაკა და ანაბელს ნიკაპზე აკოცა. _შეFმა კარგი ბიჭობისთვის დამაჯილდოვა. _სიცილით ჩაილაპარაკა კოკამ. -კარგია, გილოცავ. _გულწრფელად გაუხარდა კოკას კიდევ ერთი წარმატება. საგზურები არა, მაგრამ ეს უფროსის მხრიდან ძალიან კარგი ტონია და იცის რომ გაგნიძემ დამსახურებულად მიიღო საჩუქარი. -ორი საგზურია და როდის წავიდეთ?__ეშმაკური ღიმილით იკითხა და ტუჩებზე თითი გადაუსვა. -ჯერ ვსწავლობ. _მოწყენილმა ჩაილაპრკა და ლოყები გაბერა. კოკამ სიცილით გადაუწია თმები გვერძე და ოდნავ წამოიწია. მისი მოქმედებიდან გამომდინარე ანაბელიც წამოჯდა და ბუხარს ზურგი აქცია. კოკა მის პირდაპირ მოკალათდა და თვალებში ჩააჩერდა. ცეცხლოვან თაფლისფერ თვალებში, რეალური ცეცხლის დანახვამ ცოტა შეაშფოთა... მაგრამ როგორც კი ნაცნობი ვნება და სიყვარული დაინახა დამშვიდდა და კოკას შემოხვეულ ხელებს დაეყრდნო. რას წარმოიდგენდა ცხრამეტი წლის ასაკში თუ საყვარელი მამაკაცი ეყოლებოდა და თანაც მასთან ერთად იცხოვრებდა. სულ ეგონა რომ ამ ასაკში არასდროს გადადგამდა მსგავს ნაბიჯს, მაგრამ როგორც კი კოკას შემოთავაზება მოისმინა, გულის სიღრმეში უკვე იცოდა პასუხი. ვერასდროს იფიქრებდა ქორწინების გარეშე მამაკაცს თუ გაიაკრებდა, და მასთან ერთად ერთ ჭერ-ქვეშ ცხოვრებაზე და ერთი სარეცელის გაყოფაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. არასდრო ყოფილა ძველი ყაიდის აზროვნების გოგო, მაგრამ რატომღაც სულ ეგონა რომ ქაღალდის ერთი ნაგლეჯი წყვეტდა ბედნიერებას. თურმე მწარედ ცდებოდა! რა სისულელეა?! თუ ბედნიერება სურს ასეც იქნება ბედნიერი და ისეც. კოკა ქორწინების მერეც ასეთი კარგი იქნებოდა როგორც ახლაა. და იმის რომ ქორწინების ფარატინა ფურცელი მამაკაცებს ბოლო წვეთამდე ცვლის დიდ სისულელედ მიაჩნია. რათქმაუნდა შეიცვალა, ისიც და მისი გრძნობებიც. ახლა უკვე არ ფიქრობს მარტო საკუთარ თავზე მშობლებზე და ქეთოზე... მათ დაემატა კოკა, ადამიანი რომელზე ფიქრითაც არასდროს დიაღლება. სწავლის დროსაც კი მასზე ფიქრობს და სულაც არ ეშლოება ხელი. ასევე შეიცვალა კოკაც, ბევრად ვნებიანი, მომთხოვნი და პირდაპირი გახდა. კოკამ ფიქრებში გართულს ოდნავ მოქაჩა თმის ბოლო და თვალებდაჭყეტილს ჩაუცინა. ანადრონიკაშვილი მაგიდისკენ გადიახარა და წვენის ჭიქა აიღო. -ჩვენზე ვფიქრობდი. _დაიწყო და ტუჩები გაისვენა. კოკამ ინტერესით ჩაახველა და ისევ პლედზე გაწვა, თან თითებით ანაბელის მოშიშვლებულ წელს ეფერებოდა. _ გუშინ რომ შემოვედი და ჩაძიმებული დამხვი, გული ლამის გამისკდა. _ ამოიჩურჩულა ბუდღუნით და კოკას ეშმაკურად მომღიმარ თვალებზე, სურვილმა აიტაცა, მთელი სახე დაეკოცნა... -არადა მართლა მეძინა, მერე შენმა ზლუქუნმა გამომაფხიზლა. _ ირონიულად ჩაილაპარაკა და სურვილს ატანებული ანაბელი წამებში დაახეთქა მიწაზე. -ღირსი კი იყავი გუშინ გადამეგდე, მაგრამ... _ ამოილაპარაკა და ცხვირი აიბზუა. -მაგრამ, ვაი რომ ჩემზე მეტად შენ გინდოდა დაბადების დღის მოლოცვა._ ირონიულ ტონს არ იშორებდა კოკა. -რა უტაქტობაა?_ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა შეტევაზე გადავიდა. -რატომ, ცუდი რა ვთქვი? მხრები აიჩეჩა და გვერდებზე თითები უხამსად მოუჭირა. ლოყებაწითლებულმა ანაბელმა მძიმედ გადაგორა სასულეში უხერხულად გაჩხერილი ბურთულა და თვალებ დაწვრილებული მიაჩერდა მამაკაცს. რა ტუტუცია! თან აღიარებს რომ გუშინ ჩაეძინა და დღეს კიდევ აქეთ ედიდგულება, იმის მაგივრად რომ ბოდიში მოიხადოს. არადა რას ერჩის, მართალია ეს კაცი. რომ მოგეკლა გუშინ, კოკას მოეფერებაზე უარს ვერაფრით ვერ იტყოდა. წამალივით სჭირდებოდა, გულამოვარდნილს და ნანერვიულებს, მისი შეხება და კოცნა! მარგამ მაინც, გაავებულმა დაავლო იქვე მიგდებულ ხალათს ხელი და შიშველ სხეულზე მოიცვა. კოკამ მადიანი ღიმილით გააყოლა სამზარეულოსკენ წაფრატუკებულ ქალს თვალი და სიცილით ამოიდო ხელები თავქვეშ. -რომ კითხო გაიზარდა და ქალია!_ ფხუკუნით ჩაილაპრაკა და ბუხარს გახედა. -ანაბელი! კიდევ დიდიხანი ვიცადო?_ გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა კოკამ და ბარგი წინ გააგორიალა. -აი ახლავე მოვდივარ. ჩქარ-ჩქარა მიაყარა პასუხი და ოთახიდან გამოვიდა. სწრაფად მოიკიდა ზურგჩანთა და კოკას დაეწია. სახლი კიდევ ერთხელ დაათვალიერა და როცა დარწმუნდა რომ არაფერი რჩება ჩართული კარები ჩაკეტა. ყოველი შემთხვევისთვის ნინოსაც დაუტოვეს გასაღები, რა იცი რა ხდება... ახლა გუდაურში მიდიან, ერთკვირიანი საგზურით. ისე უხარია მეტი რომ არ შეიძლება. ცოტა არ იყოს და გადაიღალა სწავლით, თანაც ისეთი ემოციებით იტვირთება ბოლო პორიოდია, ლოგიკურია რომ დასვენება უნდა. ახალწლამდე ზუსტად ერთი კვირაა დარჩენილი. გადაწყვიტეს პირველ ახალ წელს თავის სახლში, ნაძვისხესთან და ბუხართან ახლოს გაატარონ. ერთმანეთს მოესიყვარულონ და მერე წავიდნენ კოკასიანებთან. გახარებულმა შეიკრა ღვედი და კოკას ხმაურით აკოცა ლოყაზე. მთელი გზა აჟიტირებული აწყობდა გეგმებს, როგორ დააყენებს კოკა თხილამურებზე და როგორ დაეხმარება სრიალის სწავლაში. გაგნიძე დასცინოდა ახლა წელს დამტვრეული უნდა შეგახვედრო_ო, ესეც სერიოზულად ბრაზდებოდა და ტუჩებს ბრიცავდა. სასტუმრო მართლაც რომ ძალიან კარგი გამოდგა. მაგრამ სასტუმროზე მეტად, ლამაზად გადათეთრებული გუდაური მოეწონა... არასდროს არ ყოფილა არც აქ და არც ბაკურიანში. კოკას ხელმკლავი გამოსდო და მხარზე ჩამოეკონწიალა, თან ღიმილით ათვალირებდა გარემოს. რესეფციაში ნომერი იკითხეს და მაღლა ავიდნენ. მართალია აივნიანი ნომერი არ შეხვდათ, მაგრამ მაინც ლამაზი ხედი იშლება. თუმცა რომელი ხედის ყურებით ესენი უნდა დატკბნენ. დღისით გარეთ იქნებიან და ღამით, საწოლის გარდა ვერაფერს ვერ ხედავენ. ქურთუკი სკამზე მიკიდა ანაბელმა და ფანჯარას ცხირი მიადო. -რა ლამაზია არა?!_ უკნიდან მოხვეულ კოკას კითხა და თავი მის მხარზე გადააგდო. -უკეთესი გარეთ გელოდება. _ ყაზე აკოცა და ყელზე თითი წაკრა. -შენთვის მითქვამს რომ ძალიან ბედნიერი ვარ?_ მოულოდნელად მოუნდა მისი გრძნობები და ემოციები კოკასთვის გაემხილა. გაგნიძემ ღიმილით გააქნია თავი და ინტერესით დააკვირდა ალაპარაკებულ ბელის. _ ხო, მე მართლა ძალიან ბედნიერი ვარ შენს გვერდით! არ ვიცი ხვალ რა იქნება, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ და მადლობა... _ _ტუჩები ოდნავ გადმოატრიალა და კოკას გულწფელად გაუღიმა. გაგნიძემ სწრაფად მიიკრა სასურველი გულზე და ორივე ხელი ისე მაგრად მოუჭირა რომ ძვლები აახმაურა და აატკია. მაგრამ ანაბელს ხმა არ ამოუღია, გაბადრულმა მოხვია ორივე ხელი განიერ სხეულს და ცხვირით მის გულ-მკერდს გაეხახუნა. -მინდა რომ ხვალაც გამიმეორო! და სულ მიმეორო რომ ბედნიერი ხარ! _ ეს საკუთარ თავს უფრო უთხრა ვიდრე ანაბელს და თვლაები მაგარდ მოხუჭა. _ გპირდები რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. _ ორივე ხელი ლოყაზე მოუჭირა და ტუჩებზე, უდაბნოში დაკარგული, წყლის აღმოჩენით გახარებული ადამიანივით დააკვდა. დღის მეორე ნახევარში გავიდნენ გარეთ, ტერასაზე დასხდნენ და ცხელი ყავა შეუკვეთეს. ანაბელი დადუმებული ადევნებდა თვალს და გულიანად იცინოდა გორიდან წამოსული ადამიანების კრახზე. კოკამ ფინჯნები მაგიდაზე დაალაგა და ანაბელს თმები აუბურდა. -ნუ იცინიხარ თორემ მიეწევე. _ დამცინავად გააფრთხილა და ცხელი ყავა ნელა მოსვა. -სულ მინდოდა მოციგურავე გამოვსულიყავი. _ სინანულით ჩაილაპრაკა და ყავა მოსვა. -და მერე ოცნების ახდენას წინ რა უდგას?_ გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები და ფინჯანი მაგიდაზე დადგა. -უკვე დაგვიანებულია, ციგურებზე თავის დროზე უნდა შემოხტე. _ მოწყენილმა ჩაიცინა და ტუჩები ააცმაცუნა. -ვცადოთ! ხუთწუთიანი პაუზის შემდეგ, სივრცეში გაჭრილი ანაბელი ფიქრებიდან გამოაბუნძულა და სხარტად წამოიძახა. თავიდან ვერ მიუხვდა რას გულისხმობდა, ფინჯანი მაგიდაზე დადგა და მოკეცილი ფეხები გაშალა. -რა ვცადოთ? -ყინულის დაბყრობა. _ მხიარულ ნოტაზე ჩაილაპარაკა კოკამ და თვალი ჩაუკრა. -ნუ მასხარაობ. _ ხელი აიქნია კისკისით ანაბელმა და ბოლო ყლუპი ყავაც მოსვა. _ ძალიან დაგვიანებულია, ფიზიკურად ვერ შევძლებ უბრალოდ... კოკამ თავი უკმაყოფილოდ გააკანურა და ფეხები ტერასის მოაჯირზე შემოაწყო. გარემო მართლაც რომ ძალიან მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე. ახლაც ისეთი დამშვიდებულია, მემგონი ოჯახური იდილიისთვის ესეც საკმარისია ამ ეტაპზე. რაც მთავარია კოკა გვერდით, ყავს და თანაც ძალიან კარგად არიან. მამაკაცი გამუდმებით ეფერება, კოცნის და ათბობს. მისგან გრძნობს იმ სიყვარულს რასაც კოკა სიტყვებით ვერ გამოხატავს. სანამ დედა და მამა საზღვარგარეთ წავიდოდნენ, ხედავდა როგორ უჭირდა ოჯახს. იმასაც კარგად ხედავდა გაჭირვების და ბევრი კამათის მიუხედავად, დედა და მამა ერთმანეთზე რომ ზრუნავდნენ. გელა გამუდმებით ცოლის ფერებაში იყო, სულ ეშინოდა მისი დაკარგვის. რამოდენიმეჯერ ფაქტსაც შეესწრო, დილით ადრე ამდგარ მაგდას თვალებჩაწითლებული რომ ეძებდა... იცოდა რომ არ მიატოვებებდა, მაგდას გელა ყველაზე კარგად იცნობს... მაგრამ სიყვარული მაინც აშინებდა. ეშინოდა რომ გაჭირვება თავისას იზამდა და მისთვის ყველაზე წმინდას წაართმევდა. იგივეს განიცდიდა მაგდაც, ზუსტად იგივე ემოციებით უფრთხილდებოდა ოჯახს. და იმიტომაც არინ დღეს ანაბელისთვის მისაბაძი ცოლ-ქმარი. თვითონაც სულ ოცნებობდა ქმართან ერთად, მატერიალური თუ არა პიროვნული გასაჭირო გადმოელახა და დარწმუნებულიყო რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება მთავარია ჩვენ გავუმკლავდეთ... რაც კოკასთან გადავიდა იმის მერე სულ ელოდება, პრობლემას რომელსაც აუცილებლად ორივე გადალახავს! ^^^ -მხრებზე დამეყრდენი და შეეცადე წონასწორობა დაიცვა. ხმადაბლა აფრთხილებდა ციგებზე შესკუპებულ ანაბელს და თან იღიმოდა. იღიმოდა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გაახარა, მისთვის საყვარელი ადმაიანი. და კიდევ უფრო მიხვდა რომ ანაბელისთვის ყველაფერს გააკეთებს. რომ თხოვოს, შიშველი ხელებით გადაუთტნს ამ ყინულის მეოდანსაც თბილისში, თავის ეზოში. რა აფსურდია! თურმე როგორ შეუძლია სიყვარულს გაგაფრენინოს. სიყვარულს არა, ალაბთ უფრო ანაბელის გლუვ და გემრიელ კანს შეუძლია გააფრენინოს. დაღლილები თოვლზე გაწვნენ და მოწმენდილ ცას ახედეს. ანაბელმა ხელთათმანები მუცელზე დაიწყო და თითები მაღლა აღმართა. -ხედავ იმ პატარა ღრუბელს?_ _ანაბელისკენ წაიღო თითი და სამიზნესავით დაუჭირა. ანდორნიკაშვილმა ხელები დაბლა ჩაოუშვა და კოკას თითს გაუსწორა მზერა, მერე კი დასტურის ნიშნად თავი აუქნია._ხომ ხედავ, როგორ იზრდება, დიდდება და სრულყოფილი ხდება, ზუსტად ეგრე იზრდეი შენც ჩემს ხელში! ჩვენს საწოლში!_ სიამაყით გაჯგიმულმა ჩაილაპარაკა და ხელები დაბლა ჩამოუშვა. გახარებულმა ღრუბელს გაუცინა და თავი კოკასკენ მიატრიალა. ბიჭმა ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და გარეო მოათვალიერა. მის გიჟურ ქცევაზე კისკისი აუტყდა ანაბელს და თოვლზე წამოჯდა. გაგნიძემაც მიბაძა და ხელები მუცელზე მოხვია. ქუდი სიცილით მოხადა და გასგიჟებელი არომატი შეიგრძნო. -კოკა, რას აკეთებ, გადაირიე, აქ ხალხია. _ მისი მკლავებიდან დაძრომა ცადა ანდრონიკაშვილმა და გაფართხლადა. -სად ხედავ ხალხს?_ გაკვირვებულმა იკითხა და ძლივს მოღეღილ კისერზე აკოცა ბოლოდ ვერაფერს რომ ვერ გახდა სიცილით გადაწვა ისევ თოვლზე და ზემოდან დაჩერებულ გაგნიძეს ახედა. მამაკაცმა სახის ყველა ნაკვთი ნელა დაუკოცნა და მერე ისიც თოვლზე გადაწვა. კისკისით მიკრა მხარზე, ანაბელმა ხელი და ფეხები მუხლებში მოხარა. დაუვიწყარი ერთი კვირა გაატარეს გუდაურში. ანაბელმა შეძლებისდაგვარად ისწავლა თხილამურებზე და ყინულზე დგომა. კოკაც ვაჟკაცურად იტანდა ანაბელის ყოველ დაცემას და წამოდგომაში ეხმარებოდა. საბოლოოდ კი ორივე დარწმუნდა რომ ანაბელისგან მოციგურავე არ გამოვა! ღამით, სეირნობა შვიდი დღის განმავლობაში ტრადიციად აქციეს. როგორც კი ხალხი მიილმალებოდა, გამოვიდოდნენ და საათობით სეირნობდნენ, მანამდე სანამ ანაბელს სხეულის კიდურები არ გაეყინებოდა. მერე ოთახში ბრუნდებოდნენ, საწოლზე წამოწვებოდნენ და რამე სიანტერესოზე საუბრობდნენ, ზოგჯერ ცხელი ყავითაც ითბობდნენ გაყინულ თითებს. ანაბელი გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, რამხელა რაღაცას დაკარგავდა კოკასთვის სექტემბრამდე უარი რომ ეთქვა. შეიძლება მერე მომხდარიყო ისეთი რაღაც, რაც მათ ცხოვრებას და გეგმებს რადიკალურად შეცვლიდა. ახლა კი! ახლა იცის რომ გადაწყვეტილება 100%_ით სწორია და არანაირად არ ნანობს ამას. თბილისში 31_ში ბრუნდებოდბნენ, მანამდე ქეთოსთან ჩავიდნენ სოფელში. ნინოს დაჟინებული მოთხოვნით ახალ წელს მათთან ერთად უნდა შეხვდეს. თანაც ბებიამ, მარტო რა უნდა აკეთოს ახალი წლის საღამოს. ანაბელსაც ისე გაუხარდა სადედამთილოს გადაწყვეტილება, ერთი საათი ეხვეოდა ქალს. ნაცნობი სოფლის აღმართზე რომ არიხინდა მანქანა ცრემლები მოაწვა. რამდენი ხანია აქაურობა არ უნახავსს, თვეებია და თურმე როგორ მონატრებია. თითქოს პატარ-პატარა დეტალები შეეცვალათ ანაბელის არყოფნაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ზუსტად ისეთი უბრალოდ და ბევრის მთქმელია როგორც აქამდე. ნაცნობი, სახლების დანახვისას სასიამოვნოდ გააკანკალა. კოკამ თბილად დაუსვა ხელი ფეხზე და თვალი ჩაუკრა. ზამთარში ყოველთვის ასეთი სიმშვიდეა, ყველა თავისთვის არის სახლში შეკეტილი და გარეთ არავინ იხედება, თუ საქმე არ გამოუჩნდათ. ზამთარში სოფელი, მაცხოვრებლების გარდა არავის არ ახსოვს! ფიქრებში გართულმა ვერც კი გაიგო როგორ მიუახლოვდნენ, ქეთოს ავლა დიდებას. ქალი გარეთ იდგა კიბეებზე და ღიმილით ადევნებდა ეზოში ახლადშემოსულ მანქანას თვალს. ანდრონიკაშვილი სწრაფად გადახტა მანქანიდან და მისკენ წამოსული ბებოსკენ, პატარა გოგოსავით გაიქცა. კოკა სიცილით მიჰყვა უკან და ბებიაზე შემოკლაკნილ საცოლეს გაუღიმა. -მეჩვენება ბებია თუ დასუსტებული ხარ?_ ღიმილით იკითხა ქალმა და კოკას გადახედა. -ორი კილო დაიკლო ამ თვეში ვარჯიშით. _ სწრაფად მოახსენა ეშმაკურად მომღიმარ ბებოს კოკამ და ანაბელს ხელი გადახვია. -მაგას რა ჯობია მერე, ქალი სულ ფრომაში უნდა იყოს_მეთქი, მთელი ბავშვობა მაგას ვეჩიჩინებოდი. _ ხელები პულოვერის ჯიბეებში ჩაიწყო და სახლისკენ გაემართა. _ მოგშივდებოდათ, ცოტა შეჭამეთ და მერე გავიდეთ. სულ ახლახანს დავაცხე ხაჭაპურები. ^^^ -ბელი, გახდა თორმეტი საათი. _ ბუხართან წამოკოტირალებულმა კოკამ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ნაზვის ხეზე ჩამოვარდნილი სათამაშო დაკიდა. -აი ახლავე, ნამცხვარს ვჭრი. _ ჩქარ-ჩქარა მიაყარა ანდორნიკაშვილმა და დადუმდა. უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი კოკამ და ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლის ალას დააკრვირდა. რამდენი რამე შეიცვალა, ბოლო ექვს თვეში. ყველაფერი თავდაყიდა დადგა მის ცხოვრებაში. კიდევ კარგი ანაბელმა ჩააბარა და კიდევ კარგი მაგდამ დააძალა ქალაქში ჩამოსვლა. თორემ დღეს შეძლება ისევ ანაზე ყოფილიყო «შეყვარებული» და ვერასდროს მიმხვდარიყო რა არის, სრულყოფილი ბედნიერება საყვარელ ქალთან ერთად. გამუდმებით იმის მოლოდინშია რომ სამსახურიდან დაბრუნებული მაგრად მოეხვიოს, და მთელი დღის დაღლილობა წამებში გააბუუნძულოს ორგანიზმიდან. არასდროს არ სჯეროდა იდეალური ადამიანების! მაგრამ ახლა დარწმუნებულია რომ ანაბელი, ოჯახისთვის იდეალური ქალია! კოკასთვის კი საოცნებო ცოლი. ანდრონიაკშვილმა ზუსტად იცის რა დროს რა უნდა თქვას და რა გააკეთოს. კოკას თვალებში კითხულობს ყველა წინადადებას და წინასწარ ემზადება პასუხებისთვის. ზუსტად ეს მოსწონს ამ ქალში! -ნახე როგორი კრემი ამოვიყვანე. _ ამაყად გაუწოდა ნამცხვით სავსე თეფში და თვითონაც პლედზე მოკალათდა ფეხმორთხმული. _ თხუთმეტ წუთში შემოვა 2014 წელი. ყურებამდე გაბადრულმა ამოილაპარაკა და კოკას პირისკენ ნამცხვრის პატარა ნაჭერი წააცუნცულა. გაგანიძემაც თავის კანტურით დააღო პირი და პირველი ლუკმა დააგემოვნა. მოწონების ნიშნად წარბები მაღლა აზიდა და ცერა თითი აღმართა მაღლა. ანაბელმა კმაყოფილმა დადო თეფშზე ჩანგალი და კოკასკენ მიჩოჩდა. მამაკაცს გველივით შემოეკლაკნა და ფეხებზე პლედის ბოლოები გადაიფარა. კოკამ ნაზად მოხვია თითები მხრებზე და თმებზე აკოცა. -წეღან ვფიქრობდი და მივხვდი რომ... _ დუმილი კოკას სასიამოვნო ბარიტონმა დაარღვია, რომელსაც თან ერთვის შეშის ტკაცა-ტკუცი. ანაბელმა თავი მაღლა ასწია და მამაკაცს ყური დაუგდო. _ შვილი მინდა! არ მოელოდა! კოკასგან არ მოელოდა რატომღაც პირველი ამას. ანაბელსაც ძალიან უნდა შვილი, პატარა გაკნაჭული არსება რომელიც მთელ სახლს თავზე დაიმხობს. ამის გამო ანაბელი სიყვარულით დასჯის, ისიც დედაზე განაწყენებული მამას მიუცუცქდება და მისგან მოისმენს რომ ყველაზე კარგი შვილია და დედა ს თვითონ მიხედავს ღამით. ძალიან ბევრჯერ დაფიქრებულა და უამრავი ვარიანტი აქვს, მაგრამ იცის რომ ამ ეტაპზე ორსულობისთვის მზად არ არის. ჯერ სულ ახლახანს დაიწყო სწავლა, ახლახანს დაიწყო ახალი ცხოვრება და ასე მალე კიდევ ერთი ემოცია რომელსაც «შვილი» ჰქვია ვერ გაუძლებს. კოკასგან რატომ არ ელოდა? ჯერ ისიც ძალიან ახალგაზრდაა, სულ ახლახანს შეუსრულდა 25 წელი, სამახურშიც დღითიდღე წინ მიიწევს. თანაც მათი ოჯახი არ არის მზად ასე მალე, ბავშვი იყოლიოს. ჯერ ბევრი დეტალი აქვთ განსახილველი, როგორც დიალოგებით ასევე ქცევებით. -მეც ძალიან მინდა მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა. _ ხმადაბლა დასძინა ანდორნიაკაშვილმა და თავი დახარა. -ვიცი, მაგრამ მე მაინც ძალიან მინდა. _ ღიმილით ჩაილაპარაკა კოკამ და ანაბელის თმებში თითები შეაცურა. -მე მართლა არ ვარ მზად დედობისთვის. _ თვალებდახუჭულმა ამოილაპარაკა და კოკას პასუხს დაელოდა. -არაუშავს, მე არსად არ მეჩქარება... მაგრამ როცა მიხვდები რომ შენში კიდევ ერთი არსებაა ჩასახლებული, დარწუნდები რომ შენ ძალიან ბევრი რაღაცისთვის ხარ მზად!_ ორაზროვნად ჩაიჩურჩულა კოკამ და ანაბელი მოიცილა. იქვე დადგმული წითელი ღვინის ბოთლი გახსნა და ხმაურით ჩამოსხა სასმისი. ანაბელმა ბუხრის თავზე ჩამოკონწიალებულ საათს ახედა და სწრაფად წამოჯდა ისიც. კოკამ ნახევრად სავსე ბოკალი გაუწოდა და თვითონაც კომფორტულად მოკალათდა. -ჩვენ გაგვიმარჯოს! ერთად და არავითარ შემთხვევაში ცალ-ცალკე!_ კატეგორიული ტონით წარმოსთქვა სადღეგრძელო და ანებლის გამოწვდილ ბოკალს თავისი მიადო. -ჩვენ გაგვიმარჯოს, ერთად და არავითარ შემთხვევაში ცალ-ცალკე!_ თუთიყუშივით გაიმეორა კოკას სიტყვები და სასმისი მოსვა. გაგნიძემ ნელა ჩამოართვა ბოკალი და იატაკზე მოთავსებულ თავის ბოკალს, მიუდგა გვერდით. ნელა გადააწვინა ანაბელი პლედზე და ჩაწითლებულ თვალებში ჩააჩერდა. ფრთხილად შეახო ტუჩები, ღვინისგან და ცეცხლისგან, ოდნავ წამოხურებულ ლოყებზე. თვალებდახუჭულმა ჩააცოცა ვნებიანი ბაგეები ქვემოთ და ანაბელის ათრთოლებული ბაგეები მოძებნა. არ გასჭრივებია, ძალიან მალე მიაგნო და ვნებების ბურუსში გახვია ქალი. ნინოს რამოდენიმე ზარის შემდეგ ინებეს და სახლიდან გავიდნენ. დიდხანს არც იქ გაჩერებულან, 3 საათამდე ინებივრეს ოჯახის წევრებთან ერთად და მერე ისევ სახლში დაბრუნდნენ, ბუხართან... დაწყებული საქმის გასაგრძელებლად! ^^^ დღითიდღე რწმუნდება რომ თავს შესანიშნავად გრძნობს ამ მამაკაცის გვერდით. არ ღლის ზედმეტი პრეტენზიებით და ყოველთვის იცის რა უნდა ანაბელს... მაგრამ ძალიან ბევრს კამათობენ, ზომაზე მეტსაც კი, თუმცა დღის ბოლოს არცერთს არ ახსოვს, რომელმა დაიწყო და რაზე იკამათეს. -კოკა, დღეს გოგონებთან ერთად უნდა გავიდე ყავის დასალევად და სახლში თუ არ დაგხვდი არ დაპანიკდე. _ ღიმილით გააფრთხილა საქმრო და კისერზე ჩამოეკონწიალა. -მეც უნდა გავიდე ბიჭებთან ერთად, ბარში დასალევად და სახლში თუ შემაგვიანდა არ დაისტრესო. _ ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და გრძელ თითებზე კოცნის კვალი დაუტოვა ანაბელმა ხარივით ამოიქშინა და სადარბაზოში გაბრძანებულ კოკას უკან გაეკიდა. გზაში ხმა არ ამოუღია, ხელებგადაჯვარედინებული იჯდა და სივრცეს უბღვერდა. სასწავლებლამდე არც კოკას დაურღვევია ჯიბრით დასადგურებული სიჩუმე. ანაბელმა კარები გამოაღო და გადასვლა დააპირა კოკამ მკლავში რომ სტაცა ხელი და ისევ სავარძელზე მოადენინა ზღართანი. -ხომ იცი რომ მთვრალიც შესანიშნავად ვაზროვნებ და რატომ ნერვიულობ?_ ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი ჩამოუსვა. -არ ვნერვიულობ, გენდობი, მაგრამ იქ მოსიარულე ქალებს არ ვენდობი!_ ბოლოს მაინც გაბრაზებულმა წამოიძახა და ცხვირის წვერზე თითი გაისვა. -მთავარია რომ მენდობი, მე კიდევ ნასვამ კოკას შესანიშნავად ვუგებ!_ მისკენ გადაიხარა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო. _ ახლა გადახტი და მეორედ მსგავსი სისულელე აღარ გაიფირქრო! დაიმახსოვრე რომ ყველა ქალს მირჩევნიხარ! _ ბარიტონი გაიმკაცრა კოკამ და საჭეზე თითები აათამაშა. ანაბელი კმაყოფილი ღიმილით გადმოვიდა მანქანიდან და იქვე მდგარი წითური თაკოსკენ წავიდა. გოგონამ თბილი მოკითხვით გადაკოცნა და შესასვლელისკენ სიცილით წავიდნენ. მარტო თაკოს გაუგო ამხელა სასწავლებელში, ისიც სოფიდან არის ჩამოსული დეიდასთან და ისიც თითქმის ანაბელია. პატარ-პატარა დეტალებით არ გავს თორემ მასაც ძალიან უყვარს ზლუქუნი, წამდა-უწმო. ლექციების მერე თაკოსთან ერთად ინახულა გოგონები. კესო დამრიგებელზე იყო გაბრაზებუული და ცოფებს ყრიდა. კატო ბადრის შემოთავაზებით გახარებული ადგილს ვერ პოულობდა. დრო გამოუნახავს ბიჭს და კინოში ეპატიჟება. ^^^ -კიდევ დიდხანს უნდა იწვე?_ ბურდღუნით კითხა კესომ და კომოდზე ჩამოსკუპდა. -კარგი შეეშვი, გადაუვლის და ადგება. _ ხელით ანიშნა დამ აქეთ გამოდიო და გარდერობის დალაგება განაგრძო. -მესამე დღეა უკვე, რით არ გადაურა კი მაგრამ?_ ბუზღუნით ჩაილაპარაკა და ანაბელს, თავზე წაფარებული საბანი გადახადა. _ იცოდე დავურეკავ კოკას და ვეტყვი ძალით წაგიყვანოს! -მაგის სახელი არ მიხსენო! _ სლუკუნით ამოილაპარაკა და საბანი ისევ თავზე წაიფარა. -რა გითხარი მე შენ?_ გაბრაზებულმა ესროლა დას მაისური და ფეხები დააბაკუნა. კესომ ღიმილით აიჩეჩა მხრები და ოთახში შემოსულ ნინოს გადახედა. ქალი შეწუხებული სახით მოუახლოვდა საწოლს და მერე მხარეს ჩამოჯდა. -კოკა მოვიდა. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და საწოლიდან წამოფრენილ რძალს ღიმილით მიაჩერდა. -არ ვნახავ! უცბად გაახსენდა რომ კოკაზე საშინლად არის გაბრაზებული და ისევ საწოლში შეწვა. ნინომ თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა. შვილებს ხელით ანიშნა გამომყევითო და ოთახი დააცარიელა. არა! კიდევ რომ ბედავს და აკითხავს, მაგრამ რომ არ მოეკითხოს მერე ამაზე გადაირევა და უარესად გაბრაზება. კარგია იმდენს თუ მაინც ხვდება რომ დააშავა. არა, რამ გააკეთებინა ასეთი სისულელე, მითუმეტეს იცის როგორი დამოკიდებულებაც აქვს ანაბელს მსგავს რაღაცებთან. კარების ჭრიალიც კი კოკასეული იყო. ტუჩები ერთმანეთს მაგრად მიაწება ხმა რომ არ ამოეღო და გაიტრუნა. თუმცა იცის ერთი სიტყვაც და ისე აჭიკჭიკდება... არადა როგორ მოენატრა, სამი დღეა თვალიც კი არ მოუკრავს მამაკაცისთვის. წამებში დატრიალდა ოთახში კოკას სურნელი. მომენტალურად გაახსენდა აივანზე რომ ისხდნენ მარტონი, მერე სააბაზანოს ინციდენტი, ამას მოყვა კოკას წაკბენები და ბოლოს გაახსენდა სიცხიანს რომ უსურვა ამ ოთახში ძილინებისა. რა მალე გაიპარა ორი წელი. აგერ უკვე უკვე ოთხი თვე ხდება რაც კოკას ცოლი ქვია, მას კი ანაბელის ქმარი. 2014 წლის სექტემბერში იქორწინეს. გრანდიოზული ქორიწილი არ ყოფილა, ახლობლები ნათესავები და მეგობრები დაპატიჟეს მხოლოდ... მაგრამ ისეთი კარგი იყო ყველაფერი, დაუვიწყარი დღეა! კოკა ნელა მიუახლოვდა საწოლს და საბანში ჩამალულ ანაბელს ღიმილით დააჩერდა. -კიდევ დიდხანს უნდა ვიდგე ასე?_ უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა და ხელები ჯიბეებში ჩაოწყო. -მერე რას დამდგარხარ, გადი! _ გაბრაზებულმა გასცა პასუხი და დაიღრინა. -შენც ხომ იცი რომ ძალიან დიდი უაზრობაზე ბრაზდები?_ ოდნავ მოულბა ხმა კოკას და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ანებლმი სწრაფად გაჩოჩდა მეორე მხარეს და ბგერებით, უსაყვედურა. _ მე რა ვიცოდი შენ თუ ხუმრობაზე ასეთი რეაქცია გექნებოდა._ ხმა დაუსერიოზულდა გაგნიძეს. -მეუბნები გიღალატეო და ახლა ამბობ, მე რა ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ გქნებოდა._ო._ საბნიდან თავი ამოყო და სიცხისგან აწითლებული ლოყები გაბერა. -გიღალატე მეთქი არ მითქვამს!_ გაბრაზებულმა გააღჭიალა კბილები. -ღმერთო ჩემო, რა მნიშვნელოიბა აქვს. სხვა ქალს დავადგი თვალიო ხომ მითხარი?_ საწოლზე წამოჯდა და შეტევისთვის მოემზადა. -მართლა ხომ არ დამიდგამს მერე?_ მხრები აიჩეჩა კოკამ და ტუჩები გააწკლაპუნა. _ წამოდი სახლში თორემ მეზობლის ქალებმ გაიგეს რომ ცოლმა მიმატოვა და ნამცხვარი ნამცხვარზე შემოაქვთ. _ ირონიული ღიმილით ჩაილაპაკრა კოკამ. ანდრონიკაშვილი გაბრაზებული გადასწვდა მამაკაცს და მკერდში შეკრული მუშტი აჯახა. -შენ მარტო ჩემს გამომცხვარ ნამცხვარს ჭამ!_ კატეგორიული ხმით მოითხოვა და ქმრის მკლავებში გაინაბა. -რავიცი, არც ის ნამცხვრები იყო ცუდი. _ცოლის წვალებას არ წყვეტდა კოკა. ანაბელმა მძიმედ ამოსუნთქა და შეეცადა ქმრის მორიგ მახეში არ გაბმულიყო. კოკამ ნელა გადაუწია თმები უკან და მონატრებულ ცოლს ყელი დახარბებულმა დაუკოცნა. როგორც კი კოკას ტუჩები იგრძნო, სულ დაავიწყდა სად არის და რატომ არის. რატომ არ შეუძლია ბოლომდე გაუბრაზდეს და ახლოს არ მოუშვას?! გაგნიძემ კარგად იცის ანაბელის სუსტი წერტილები და გაბუტულ ცოლს შესანიშნავად ირიგებს ხოლმე. -შენთვის მითქვამს რომ ძალიან მიყვარხარ?_ ანაბელის ტუჩებთან დაიჩურჩულა და ნელა შეეხო. -არა._ გულამოვარდნილმა უპასუხა და თავი უკან გადააგდო. -კარგია!_ სიცილით ჩაილაპარაკა კოკამ და ცოლს ზემოდან მოექცა. გაბრაზებულმა უთავაზა გულ-მკერდზე ხელი და დაბღვერილი შეხვდა ქმრის მორიგ ალერს... გაგნიძე დღითიდღე უფრო ვნებიანი და ალერსიანი ხდება, ალბათ იმიტომ რომ ახლა უკვე ანაბელისგანაც იგივეს იღებს. ბიუსჰალტერის და ქვედა საცვლის ამარა რომ დარჩა, მერე გაახსენდა კოკას ოთახში რომ იწვა. დაფეთებულმა კრა ხელი ქმარს. მოულოდნელობისაგან თავი ვერ შეიკავა კოკამ და საწოლის მეორე მხარეს გადავარდა. -გადიარიე თუ დაგავიწყდა სადაც ვართ? კოკას შეუტია თითქოს და მას არ უნოდა ის რასაც რამოდენიმე წამის წინ სთავაზობდა ქმარი. გაგნიძემ უკმაყოფილო სახით ამოიღო ჯიბიდან პატარა გასაღები და ანაბელს ცხვირწინ აუფრიალა. ანდრონიაკშვილმა ცხვირზე თითი დაკრა და ახლა ის მოექცა ქმარს ზემოდან. -ცელქი ვირი ხარ! -ვირი რომელსაც შვილი უნდა! ჯორი! 13/02/2015. კაცმა არ იცის სად არის დასასრული! ^^^^^ მორიგი სიძველე <3 იმედია ისიამოვნეთ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.