შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველურრებსაც შეუძლიათ სიყვარული (4 თავი)


25-10-2017, 22:40
ავტორი LadyLuck
ნანახია 1 654

ლექციიდან გამოსულს გზაში მერი შემომიერთდა ერთად წასვლა შემომთავაზა.
–მოდი საცხოვრებელში ავიდეთ და დავდოთ ნივთები, მერე ბიჭები გამოგვივლიან და წავალთ– თან მელაპარაკებოდა და თან თავისი მანქანის საბარგულში რაღაცას ეძებდა. ბოლოს აშკარად იპოვა და წამოიკივლა– ვიპოვეეე– და გამაარჯვებულის სახით ხელები აღაპყრო.
–რა არი ეგ– ბოლოს ვერ მოვითმინე და ჩემი ინტერესი გამოვავლინე.
–ეს შენ– რაღაც ლურჯი პარკი იყო, რომელშიც აშკარად რბილი ნივთი იდო. გაკვირვებულმა გადავხედე მან კი მანიშნა ნახეო.
–ვაიმეე– გაკვირვება უფრო გამიორმაგდა– რატო იყიდეე– თან ველაპარაკებოდი და თნ ჩემს აშკარად ახალ ნივთს ვათვალიერებდი.
–შენი ჟაკეტი, რომ გავაფუჭე ძალიან დამწყდა გული,მოგწონდა და მე კიდე შემთხვევით...მოკლედ არააქვს მნიშვნელობა.–თვალები აატრიალა და მიმახვედრა დავწვიო და ვერ გიტყდებიო– მოკლედ მაღაზიაში ვიყავი ერთხელ შესული და ეს ნაცრისფერი სილამაზე, რომ დავინახე ეგრევე შენ გამახსენდი და გიყიდე. იმედია ახლა ეს შეგიყვარდება– და ლამაზი ღიმილით დამაჯილდოვა.
–არ ღირდა მართლა, მაგრამ მაინც მადლობა– ძლიერად გადავეხვიე. იცოდა რა სისუსტეც მაქვს ესეთ ნივთებდთან და მაჩუქა. თან ძაან ლამაზიც იყო.
–გადაწყვეტილია,ამით მოვდივარ ბოულინგზე– შემოვიცვი და სარკეში დავაკვირდი ჩემს გამოსახულებას.–მაგრამ მაკიაჟი აღარ მინდა– და ამიტომ ავდექი და მთელი კოსმეტიკა მოვიშორე.– პაემანზე ჰომ არ მივდივარ არა?!
–პირდაპირ აღიარე,რომ ამას ტრენტის გამო აკეთებ.– მოჭუტული თალებით დამაჩერდა და სიცილს ძლივს იკავებდა.
–შეიძლება– არ დავიწყე უარყოფა– ვეცდები მაქსიმალურად არა მიმზიდველი ვიყო რომ მაგას არაფერი დაუტრიალდეს თავში რაც უმეტესად გოგოს დანახვაზე ემართება– მე თვითონ გავიაზრე ჩემი სიტყვები და ზიზღისგან გამაჟრიალა.
მერი უკვე გამოპრანჭულიყო,ლამაზი შორტები და მოტმასნილი ზედა ეცვა, მე კი მისი სრულიად საპირისპირო ვიყავი. სპორტული შარვლები,ბოტასები, ჩემი ახალი ჟაკეტი და თმაზე ღმერთმა იცის რა მიხდებოდა, უბრალოდ “კოსად’’ მქონდა შეკრული თუმცა მაინც აბურძგნულ ბურთს ჰგავდა.
–ბარემ პიჟამით წამოსულიყავი–შემაფასებელი მზერა მოაპყრო ჩემს ტანსაცმელს– მაინც განსხვავებას ვერ ვხედავ. ან მაკიაჟი რას გიშლიდა, მის ხარჯზე მაინც გასტანდი.
–ჰოდა ზუსტად ამიტომ მოვიშორე, კარგი რას მებუზღუნები. ბიჭის დასაკერად კი არ მივდივარ, უბრალოდ მეგობრებთნ დროის გასატარებლად და ავღნიშნავ შენთვითონ თქვის ეს.
–ჰო რავიცი– მაინც იმედს არ კარგადვა მერი,რომ გადავიფიქრებდი მაგრამ როგორც კი ჩემს თვალებს დაეტაკა მიხვდა რო ეს არასდროს მოხდებოდა. ამიტომ აიღო მაგიდაზე მყოფი მობილური და გასასვლელისკენ გაემართა.
–ძლივს, გვეღირსა.– თავის მუსტანგთან მიყუდებული კასპერი დაგვხდა. ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ქერა მოკლეზე შეჭრილი თმა გელით ლამაზად დაეყენებინა, ჩვეულებრივი ჟინსები ეცვა ზედ კი თეთრი მიაკა და კოლეჯის ინიციალით ‘“ბომბერი’’. მისაბაძი მაგალითი იყო თუ როგორ უნდა სცმოდა ბიჭს.
–ამდენი ხანი იყავით ზემოთ თუმცა, ემს საერთოდ არ გეტყობა, რომ ემზადებოდი– ფხუკუნით დამინამიოკა კასპმა და ამერიკა სხეულზე აიკრა, რომელსაც მხურვალედ დააცხრა ტუჩებზე.– კი მომწონს როგორც გამოიყურები მაგრამ არამგონია ასეთ ტანსაცმელში გარეთ გასვლა ღირდეს, აი სახლში კი კიბატონე.– და დახამებულად დაიწყო მერის ტანზე ყურება თუმცა მალევე მოსწყდა და ეცადა შორტები ქვემოთ ჩამოექაჩა.
–კარგი რა, რას ბავშვბობ– აკისკისდა მერი და ქერა კულულები გვერძე გადაიყარა.– მეღუტუნება.
–თუ გინდათ სახლში დარჩით– აშკარად ჩემი არსებობდა დაავიწყდათ და როგორც კი გავახსენდი მობრუნდნენ და ცოტა ჩამოცხრნენ.
–ჰე წავედით!– ფანჯრიდან ტრევმა გამოყო თავი და გვანიშნა დროზე ჩაჯექითო. ჩვენც ესე გავაკეთეთ, მე უკანა სავარძელზე მოვთავსდი და ჩემდა საუბედუროდ მთელი გზა ტრევის გვერძე უნდა მემგზავრა.
–უფრო მოსაწყენი ვერაფერი ჩაიცვი?– მათვალიერებდა და მკაცრ საყვედურს მაძლევდა. ძალიან მესიამოვნა მისი ეს სიტყვები. მივხვდი, ჩემსას მივაღწიე და მთელი საღამო სიწყნარეში გავატარებდი, მხოლოდ ბოულინგის თამაშით დავტკბები.
–რასაც მინდა იმას ჩვიცმევ, შენ არ შეგეკითხები– გავსწორდი და ტრენტს შევხედე.
–ჩემთვის ახალია ეს. ჯერ არცერთი გოგო არ გამოიყურებოდა ჩემთან ერთად პაემანზე ასე ბუნებრივად –ამათვალიერა კიდევ ერთხელ და ჩემს თვალებს, რომ გადააწყდა აღნიშნა– მომწონს, მომწონს!– თავი დაიქნია და თავის ფანჯარას მიუტრიალდა მე კი მივხვდი, ჩემი გეგმა ჩამიშხამდა.მაგრამ სიტყვა პაემანი,რომ გავიგე სულ გადამავიწყდა ეს ჩემი გეგმა და გაკვირვებული, დიდი თვალებით ტრევს მივაშტერდი
–პაემანი?– გავცოფდი მე– ჩვენ არ ვართ პაემანზე.– ცოტა ხმამაღლა მომივიდა და მერის და კასპის სიცილიც მოჰყვა.
–კარგი,კარგი როგორც შენ იტყვი– ხელებო აღაპყრო ტრენტმა და გაიცინა.
მაღალ შენობას, რომ მივუახლოვდით რომელიც საშინლად ანათბდა შიგნით შევედით და იქ საკმაოდ კარგი სიტუაცია დაგვხვდა, არც ზედმეტად ბევრი ხალხი იყო და არც ზედმეტად ცოტა. ჩვენთვის ბილიკი დავჯავშნეთ და გასახდელისკენ გავემართეთ. ნელა მოვწესრიგდით და გადავწყვიტეთ რამე სასუსნაოებიც გვეყიდა, მე და ტრენტი ჩვენი ბილიკისკენ გავემართეთ და იქვე მის ვუთვნილ მაგიდას ჩამოვუსხედით, მერის და კასპის ლოდინში.
–აბა, მზად ხარ წაგებისთვის?–იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას და მე შემომხედა.
–რათქმაუნდა არა.–სახეზე ოდნავი ზიზღი გამომეხატა– არ ვაპირებ შენთან წოლას, და სამწუხაროა ამას თუ ვერ მიხვდი– თავი გვერდით გავატრიალე მისი პასუხის ლოდინში. ტრენტს აშკარად სახეზე წყენა დაეტყო.
–არ ვაპირებ შენს საწოლში ჩათრევას– გაბრაზული ხმით თქვა– უბრალოდ მეგობრობა მინდა.– ცოტა გამიკვირდა მისი ასეთი ნათქვამი, ტრენტს მეგობრობა უნდა? ეს რაღაც ახალია.
–კარგი, მეგობრობაზე თანახმა ვარ– ცოტა მეწყინა კიდეც ტრენტმა ესე, რომ თქვა. ანუ მახინჯჯი ვარ თუ ჩემი საწოლში ჩათრევა არ უნდა, თუმცა ეს რატო უნდა მანაღვლებდეს.
–ეიი, რას შვრებიით– გვერდით მერი შემომისკუპდა და პირში ჩიფსი გაიქანა.
–მე და ემი დღეიდან ვმეგობრობთ.– გაიჯგიმა ტრენტი და ღიმილით გადმომხედა. მერიმ და კასპმა ერთმანეთს ჩემთვის გაურკვეველი გამომეტყველებით გადახედეს ბოლოს კა ამოიღო ხმა.
–ვაა ტრენტს მეგობრობა უნდაა?ეს რაღაც ახალია– გაახმაურა ჩემი აზრი და ტრენტის გვერდით მოთავსდა. რატომღაც დაძაბულობა შემოიტანეს მარიმ და კასპმა და ვეცადე გამომესწორებინა.
–აბა რა ვქნათ–წამოვდექი და ყველას გადავხედე– დავიწყოთ?!– ტრენტმა ამომხედა, წამოდგა და გვერდით ამომიდგა.
–დავიწყოთ.–ყველა ბილიკს მივიახლოვდით და დავიწყეთ.
ქულებით პირველი ადგილისკენ ხან მე წამოვიწევდი ხანაც ტრენტი. ბოლოს მისი გაგორება იყო, სიჩუმე ჩამოვარდა ყველა ვუყურებდით ბურთი როგორ მიგორავდა. და აი... ტრენტმა მოიგო. სახეზე გაოგნების გარდა არაფერი არ მეტყობოდა, მერი და ტრევი სიხარულისგან იღიმოდნენ ხოლო მე და კასპი ვდუმდით.
–რას იზავ როდის გადმოხვალ?– ხელები გაახახუნა ერთმანეთს და მე შემომხედა. ვერ ვიჯერებდი, რომ წავაგე.
–აშკარად რაღაც იჩალიჩე და ვერ დავიჯერებ,რომ მომიგე.– გავჯიუტდი და ხელები გადავიჯვარედინე. გამომცდელი თვალებით ვუყურებდი ტრენტს, ის კი მხოლოდ იღმოდა.
–კარგი რა, რა ჩალიჩი, ერთი ორჯერ გოგოებმა მაცდუნეს კიდეც და ამით ძალაუნებურად საშუალება მოგცეს წამომწეოდი.– ეს მართალი იყო, იმდენი გოგო მივიდა ამ საღამოს მასთან, მისი გადამალვა მინდოდა, თითოეული გოგო რატომღაც მე მიყურებდა როგორც მოწინააღმდეგეს, მაგრამ რა მოწინააღმდეგე ნახეს ჩემში.– თაან დღეს საღამოს ჩვენ მეგობრების სტატუსი მივინიჭეთ და არ ვაპირებ ამის დარღვევას– თითი ასწია და სახე დაასერიოზულა.
–კარგი, ერთი ზედმეტი რამე მაინც, რომ გააკეთო უკან გადმოვალ.–გამაფრთხილებლად დავუჭყიტე თვალები.
–კარგი თანახმა ვარ–ბოულინგის შემდეგ კაფეში წასვა გადავწყვიტეთ, ცოტა რომ წაგვეხემსა.
–ნივთებს,როდის გადმოიტან?–შეკვეთის მიცემის შემდეგ მომიტირალდა ტრევი
–ხვალ დილით გადმოვალთ, ეხლა უკვე აზრი არ აქვს. ჩემი მანქანით მოვალთ და ნივთებსაც წამოვიღებთ.– პასუხი მერიმ გასცა. ჩემი წაგება გაუხარდა, წაგება რაა...უფრო ის ფაქტი, რომ ერთ სახლში ვიცხოვრებთ.
–მადლობა, რომ ესე გწყინს ჩემი წაგება– შევუბღვირე მერის– მაინც არ მჯერა რო შენთან წავაგე და ეს სულელური ნიძლავი უნდა შევასრულო.
–რადგან წააგე სულელურია და თუ მოიგებდი შენ მე არ დამავალდებულებდი ერთი თვით თავის შეკავებას?– გადმომხედა ტრენტმა.
–რა თქმაუნდა– შევიცხადე და აქ მივხვდი, რომ ტრენტი მართალია, მოგების შემთხვევაში მე მას ვაიძულებდი სიტყვა აესრულებინა, რასაც ეხლა ის აკეთებს.
ცოტახანში შეკვეთა მოგვიტანეს. ვისხედით, ვჭამდით და რაღაც თემებს განვიხილავდით. ბოლოს იმდენად დაღლილი ვიყავი, ერთი სული მქონდა ჩემ ოთახში ავსულვიყავი და დამეძინა. კა ზუსტად საცხოვრებლის კარების წინ გააჩერა მანქანა და მე და მერი გადმოგვაცილ.10 წუთი ველოდებოდი სანამ ბოლოსდაბოლოს მოსწყდებოდნენ ერთმანეთს. თითქოს რამოდენიმე საათი კი არა რამოდენიმე საუკუნით შორდებოდნენ ერთმანეთს.
–აუუ, მერრ!დროზე რააა–ავწუწუნდი მე.
–რა იყო, იჟღურტულებენ და წამოვა.– იდაყვი მომკრა გვერდით მდგომმა ტრენტმა,რომელსაც ჯიბეებში ჰქონდა ხელები ჩაწყობილი და თან სიგარეტს აბოლებდა.
–რაღაც ეს მათი ჟღურტული ზედმეტად გაიწელა, საშინლად მეძინება და მალე თუ არ მორჩებიან მარტო ავალ– გავბრაზდი და ადგილზე ცქმუტვა დავიწყე.
–შენ არ იცი ესენი სახლში რეებს ჩადიან– გადმომხედა ერთი თავით მაღალმა სილუეტმა– აიი, როცცა საძინებელში არიან მაშინ საერთოდ სახლში დარჩენას არ გირჩევ, თორე ხმები ძალიან შემაწუხებელია– მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და მეც ავწითლდი ამის გაგონებისას.
როგორც იქნა მორჩნენ ალერსს და ძლივს ჩამოშორდნენ ერთმანეთს. ტრენტი და კასპრი მანქანში ჩაჯდნენ, ჩვენ კი მანამდე ვიდექით სანამ არ გადაუხვიეს გზაზე.
–კასპერთან რატო არ დარჩი–კარი შევაღე და მერი შევატარე– იქ გაგეგრძელებინათ თქვენი სისულელეები.– ჩემი ბოლო წინადადება თითქოს ვერ გაიგო და მხოლოდ კითხვაზე მიპასუხა.
–ხვალ შენთან ერთად მინდა გადავიდე– მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო.
ოთახში შესვლისთანავე საწოლში ჩავწექი და მალევე გადავეშვი სიზმრებში. მთელი ღამე მეღვიძებოდა და დასკვნა გამოვიტანე, რომ ეს მომავალი სტრესის მაუწყებელია, აბა სტრესის გარეშე ერთი დღე მაინც როგორ უნდა იცხოვრო ტრენტთან ერთად?!
–აუუუ რა ვქნა ეხლაა– ჩუმად ჩავიფრუტუნე და კედლისკენ გადავტრიალდი– არ მჯერა, როგორ წავაგე. დებილი ხარ დებილი– ჩემს თავს შუბლში მუშტს ვურტყავდი და თან ვილანძღებოდი. ბოლოს დაღლილობამ გაიმარჯვა და საბოლოოდ ჩამეძინა.
შაბათი დილა იყო თუმცა ამერიკა მაინც მისთვის შესაფერის დროს შემოიჭრა ჩემთნ.
–გაიღვიძეეე–ღიღინით შემოფრინდა– შეხედე რა ლამაზი დღეა– და ფანჯრების ფარდას წვდა, გადასწია და ოთახში მზის სხივებმა შემოაჭრეს.
–მართლაც რა კარგი ამინდია.– მეც ამინდის შესაფერისად კარგ ხასიათძე დავდექი და სააბაზანოში შევვარდი. ნახევარი საათი მაინც გავატარე ვარდის ფურცლების არომატით გაჟღენთილ წყალში, მაგრამ რად დამიჯდა?! სანამ ქლორით გავხეხე არც ეგ აბაზანა მინდოდა და არც არაფერი.
–უჰჰ,შაბათ–კვირა მარტო ამის გამო ღირს. ოთახში თმების მშრალებით შევედი და უკვე პირსახოცი უნდა გამეძრო სხეულიდან თვალები რომ ვჭყიტე და მერი არსად დამხვდა.
–სად წავიდა?–ჩემს მეზობელს შევეკითხე
–მე რავიცი–ჩაიფრუტუნა და წიგნის კითხვა გააგრძელა და უცბად კარი ვიღაცამ რასაცქვია შემოანგრია.
–სად იყავი?– გაკვირვებულმა ვკითხე, მან კი ამასობაში ჩემოდანი შემოაკვეხა.
–იმდენი ხანი ბანაობდი, გადავწყვიტე მეც ჩამელაგებინა ჩემოდანი. კასპტთან მხოლოდ ღამის პერანგი და ერთი ორი მაისური მაქვს და ეხლა შენ რო გადადიხარ ერთი თვით მარტოს ჰო არ დაგტოვებ, და აი–ჩემოდნებისკენ გაიშვირა ხელი– მეც გადმოვდივარ– და დიდი ლამაზი ღიმილი აიკრა სახეზე.
–ოჰჰ სულ ჩემს გამო გადმოდიხარ– მერის საქციელით გახალისებულმა ვთქვი– მაგრამ მაინც მადლობა, ცოტას მაინც შემიმსუბუქებ დასჯას.
–აუუუ რა კაი იქნებაა– ოცნებებში ჩავარდნილი მოწყვეტით დაენარცხა საწოლზე, ისე, რომ ვარსკვლავი გააკეთა.–შენთან ერთად ვიცხოვრებ და თან კასპთნ ერთდ. სულ მინდოდა თქვენ ორთან ერთდ ვცხოვრობდე.
–აბა მე მკითე მინდა თუ არა– და თმების გაშრობა დავიწყე.
–შენ არ ალაგებ ჩემოდანს?–უცბად შემოათვალიერა ოთახი და ჩემოდანი, რომ ვერ დაინახა გაუკვირდა.
–აუ ეგ სულ დამავიწყდა– ავატრიალე თვალები და მერისკენ შევტრიალდი.– ეხლა მაკიაჟს გავიკეთებ და მერე დამეხმარე ჩალაგებაში.
ნელნელა ყველაფერი გავაკეთე, მე თვითონაც მოვემზადე და ჩემოდანიც ჩავალაგე მერის დახმარებით.
–აუჰჰჰ– ამოვისუნთქე–ისე დავიღალე არსად წასვლა არ მინდა– მერი გვერძე ამომიდგა და პატარა გატენილ ჩემოდანს დააკვირდა.
–ჰე, წავედით?– შემომიტრიალდა,მეც დავთანხმდი და კარებიდან გავედით.


-------------------------------------------
იმედია მოგეწონათ ♥ ვცდილობ სულ უფრო და უფრო დაგაინტერესოთ და ისევე შეგაყვაროთ ეს პერსონაჟები როგორც მე მიყვარს ♥



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

ოპ აი სად დაიძაბა
აქ გაწყვეტა შეიძლებოდა
ჰა აზარტში შევედი და ფაფუ სადღა
შენი მოთხრობა
მმმმმ
მალე დადე შემდეგი
არ გვალოდინო

 


№2  offline წევრი LadyLuck

სტუმარი თაკო
ოპ აი სად დაიძაბა
აქ გაწყვეტა შეიძლებოდა
ჰა აზარტში შევედი და ფაფუ სადღა
შენი მოთხრობა
მმმმმ
მალე დადე შემდეგი
არ გვალოდინო

ხვალ დავდებ heart_eyes kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი nako

ველი მომდევნო ტავს კარგია

 


№4 სტუმარი ლონდა

Sad vnaxo me-5 tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent