შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Серйозний


25-10-2017, 23:13
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 510

ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ისე დათამაშებს მის სახეზე, რომ შეუძლებელია ისევ გააგძელოს ძილი.
ცალ თვალს ახელს და უკმაყოფილო სახით გაჰყურებს ფანჯარას, რომელზედაც გუშინ ფარდების გადაწევა დაავიწყდა. ამასაც თავის უფროსს უნდა უმადლოდეს, გუშინ ღამის ორსაათამდე, რომ ამუშავა და ათარგმნინა ის დასაწვავი დოკუმენტები. უკვე ოცდაოთხი წლის არის, მაგრამ არაფერი არ იცვლება მის ცხოვრებაში. ყოველთვის ერთი და იგივე რუტინული დღეები. ახლაც სამსახურში აგვიანებს და თავისი უფროსის ამბავი, რომ იცის აუცილებლივ დახვდება მაგიდაზე შენიშვნის ფურცელი, რასაც გაფრთხილება მოყვება, აი კულმინაცია კი სამსახურის დატოვება იქნება. ფიქრებში დახატული ფინალით უკმაყოფილო სწრაფად დგება საწოლიდან.
სააბაზანოში დილის პროცედურების შემდეგ, უსწრაფესად იცმევს შავ კლასიკურ შარვალს, თეთრ სარუჩკას და კრემისფერ მაღლებს. თმებს კოსად იკეთებს, მანქანის გასაღებსა და ჩანთას ხელში იკავებს და ოთახიდან გადის.
სამზარეულოში შესული მოფუსფუსე დედამისს ლოყაზე კოცნის, იქვე მჯდომ ძმას თმებს უცეჩავს და ბინას ასე მხიარულად ტოვებს.
ავტომობილში ისე ჰაეროვნად ჯდება თითქოს რეკლამას უკეთებს თავის ულამაზეს რაშს. ჩანთიდან სათვალეს იღებს, მარტივი მოძრაობით იკეთებს და მანქანას ქოქავს.
სამსახურში მისული თავის კაბინეტში შედის და მისივე საყვარელ სავარძელში მოწყვეტით ეშვება. თვალებს ხუჭავს და შექმნილი სიჩუმით ტკბება. მარა ვინ აცდის?
-ქალბატონო ნენე ხომ არ გაწუხებთ? უფროსის ხმის გაგებისას თვალებს წამის მეასედში ახელს და ირონიულად მომზირალ მამაკაცს თვალს უსწორებს.
-დილამშვიდობის ბატონო შეთე. სკამიდან დგება და ბიჭს უღიმის.
-გადათარგმნე ის დოკუმენტები? გოგოს ნათქვამს ყურადღებასაც არ აქცევს.
-დიახ. თქვენს კაბინეტში დავდე მეორე თაროზე.
-კარგი. ყავა შემომიტანე და ის დოკუმენტები მომიტანე დღევანდელ შეხვედრაზე რაც უნდა წარვადგინო. კარისკენ მიბრუნებული ისევ უკან ბრუნდება -და კიდევ . წინ მდგომს უახლოვდება და სარუჩკის ორად ორ ღილს, რომელიც ჩახსნილი აქვს და ყელის გარდა არაფერს უჩენს თავისი ხელით უკრავს. -ჩაცმულობის წესები დაიმახსოვრე და ჩამაბარე. გაოცებულ გოგოს თვალს უკრავს და სცილდება.
-ეს არანორმალურია. აჩქარებულ გულზე ხელს ოდებს და ღრმად სუნთქავს.
ყავა მიართვა საქმეში ჩაძირულ უფროსს და კარისკენ ნელი სვლით წავიდა, მაგრამ კაბინეტის უჩუმრად დატოვების გეგმა მაშინვე ჩაეშალა, როცა ბატონმა შეთემ შებრუნება უბრძნა.
-დიახ, რამე გნებავთ? ისევ მისი ირონიული ღიმილი, რომელიც უკვე ორიწელია ყელში ამოუვიდა .
-გუშინდელი დახმარებისთვის მადლობა.
გაოცებულმა გახედა სკამზე გადაწოლილ უფროსს და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
-არაფრის.
-კარგი მაშინ კიდევ ეს დოკუმენტებიც გადათარგმნე და ამჯერად შენვე წარმიდგინე, ემაილების გარეშე.
-გასაგებია. მაგიდაზე დადებული წითელი ფაილი აიღო და კაბინეტი დატოვა.
გაბრაზებულმა შეაღო თავისი სამფლობელოს კარები და იმწამსვე შუშის მაგიდაზე მიაგდო, ხელში დაკავებული დოკუმენტები. ბატონი შეთეს რუსულის არ ცოდნის გამო ყველაფრის გაკეთება მას უწევდა, რაც რუსულ კომპანიებთან იყო დაკავშირებული. ყელში ქონდა ამოსული რუსულიც, კომპანიებიც, ბიზნესიც და ბატონი შეთეც, რომლის გაცნობის პატივიც ორი წლის წინ ერგო. გაწამებული იყო მისი პრიკაზებითა და დადგენილი წესებით.
რამდენიმე საათი გაატარა დოკუმენტების გაცნობასა და ხელახლა გადაკითხვაში.
კაბინეტიში გამეფებული დუმილი მისმა ტელეფონმა დაარღვია და საქმესაც მოსწყვიტა.
-გისმეთ.
-გამარჯობა ქალბატონ ნენეს ვესაუბრები? მოესმა მამაკაცის ბოხი ბარიტონი.
-დიახ.
-ქალბატონო ნენე თქვენი ძმის გამო გიკავშირდებით, მე მისი ლექტორი ვარ.
-რა ხდება?
-ბიჭებს შორის შეკამათება მოხდა და თუ შეგიძლიათ უნივერსიტეტში, რომ მობძანდეთ.
-დიახ ეხლავე წამოვალ.
-კარგით დირექტორის კაბინეტში დაგელოდებით.
ტელეფონის გათიშვისთანავე აიღო ჩანთა და კაბინეტიდან გავარდა. კომპანიის წინ გაჩერებულ თავის მანქანას მიუახლოვდა, კარი გააღო და სწრაფად ჩაჯდა. რამდენიმე წუთიანი გზის გავლის შემდგომ, ავტომობილი უნივერსიტეტის წინ გააჩერა. შენობაში შესულმა კიბეები სწრაფად აირბინა და მითითებულ კაბინეტში დაკაკუნების გარეშე შევიდა. კარგათ შეათვალიერა მისი მილამაზებული ძმა, შემდგომ უნივერსიტეტის დირექტორსაც გახედა, ბოლოს კი ლექტორს გაუსწორა მზერა.
-გიგი რა ხდება? ძმის წინ დადგა
-არაფერი ისეთი.
-გეტყობა. თითი თვალთან მიიდო და ჩალურჯებულ თვალზე ანიშნა.
-ქალბატონო ნენე უკვე მეორედ განმეორდა ჩემს კუთვნილ უნივერსიტეტში ამგვარი საქციელი, რომლითაც ვზარალდები მე და რეპუტაცია ელახება ჩემს უნივერსიტეტს. ახლა თქვენ მითხარით როგორ მოვიქცე? ბატონმა კაკიმ წინ მდგომს შეხედა.
-რაც გინდათ ის ქენით. გიგი ფეხზე წამოდგა.
-დაჯექი ეხლა დროზე. უყვირა ძმას.
ლექტორმა ღიმილით გახედა განრისხებულ ნენეს, რომელიც თავს ძლივს იკავებდა ძმა, რომ მათ თვალწინ არ ეცემა.
-ბოდიშს გიხდით და მევე გპირდებით, რომ არა მარტო აქ, არამედ არსად არ განმეორდება მათი ჩხუბი. მორცხვად გახედა ჭაღარათმიან კაცს.
-კარგით. მხოლოდ თქვენ გამო ვთანხმდები ამას. კიდევ ერთხელ გავიგებ მათი ჩხუბის შესახებ და ორივე დატოვებს აქაურობას.
-გასაგებია.
-მგონი ჯობია ერთმანეთს ბოდიში მოუხადონ. ლექტორმა გოგოს გახედა.
-კარგი აზრია. ღიმილით დაეთანხმა ნენე.
-არ მოვუხდი. კბილებს შორის გამოსცრა გიგიმ
-მოუხდის. თავი დააქნია და ლექტორს გაუღიმა.
კაბინეტიდან გამოსული ეგრევე ხელში წვდა ძმას და ასე გაათრია უნივერსიტეტიდან.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაიწყო.
-რატო იჩხუბე?
-არაა შენი საქმე
-აბა ვისი საქმეა?
-ჩემი
-ეხლა ნერვი არ ამიშალო.
-მერე რას იშლი?
-გიგი
-რა ტვინი შეჭამე ტო. ვიჩხუბე და ვსო
-ნუ ღრიალებ.
-დამანებე თავი მაშინ.
-ხვალ რომელზე გაქვს ლექცია?
-პირველზე.
-მაგ დროს გამოვალ სამსახურიდან და ერთად მივიდეთ.
-მე ბოდიშს არ მოვიხდი.
-მოიხდი.
-შენ გოგო მართლა ხოარ გაუბერე?
-ეხლა თუ გთხლიშე მერე გაუბერავ კარგად. მიხვალ ბოდიშსაც მოიხდი და იმ ბიჭს ხელსაც ჩამოართმევ. სულ ფეხებზე რა მოხდა, ეხლა როგორც გეუბნები ისე მოიქცევი. გასაგებია? უღრიალა უმცროს ყიფშიძეს და ისეთი თვალებით გახედა ბიჭმა რაღაცის სათქმელად დაღებული პირი მაშინვე დახურა. -ჯერ სკოლაში, ახლა უნივერსიტეტში.. მომავალში რა იქნება სამსახურში გექნება გარჩევები?
-მორ..
-შენი ხმა არ გავიგო.
გიგის თავი ფანჯრისკენ ქონდა მიბრუნებული, ნენე საჭეს ჩაბღაუჭებოდა და გზას თვალს არ აცილებდა. იცოდა თავის ძმა ტყუილუბრალოდ, რომ არ იჩხუბებდა, მაგრამ მის საქციელს არავითარ შემთხვევაში არ გაამართლებდა.
კორპუსთან გააჩერა და გიგის გახედა.
-მე ისევ სამსახურში უნდა დავბრუნდე ჭკვიანად იყავი გიგლო. ღიმილით გადაიხარა ძმისკენ, ლოყაზე აკოცა და ნაკოცნ ადგილზე გემრიელად უჩქმიტა.
-მეტკინა გოგო. თმები მოწიწკნა მომცინარ დას. -დედას არ უთხრა იცოდე.
-არაფერს ვეუბნები. ტუჩებზე თითი მიიდო. -ჩალურჯებას რითი დამალავ გენიოსო?
-შენი ტონალურით. გაიცინა და მანქანიდან გადავიდა.
-გიჟი ხარ რა. სიცილით გასძახა და ავტომობილი ადგილს მოსწყვიტა. შუქნიშანზე იყო გაჩერებული ბატონი შეთესგან ესემესი, რომ მიიღო "დღეს სამსახურში მოსვლას ვერ შევძლებ, ამიტომ შეხვედრა გადაიტანე სხვა დღეს და ის გადათარგმნილი დოკუმენტები მეილზე გადმომიგზავნეო". ისე გაცოფდა ტელეფონს ჩაფრენილმა შუქნიშანზე ანთებული მწვანეც ვერ შენიშნა, სანამ სიგნალები არ ატყდა. კომპანიის წინ გაჩერებული მანქანიდან ქარიშხალივით გადმოვიდა და კარი ხმაურიანად მიკეტა. თავის კაბინეტში შესულს გაორმაგებული დოკუმენტები დახვდა მაგიდაზე. პირდაღებულმა გაუშტერა თვალი ხუთ სხვადასხვა ფერის ფაილს.
-ფუ ამის. ხელში დაკავებული ჩანთა ტყავის პატარა სავარძელში ჩააგდო. -ავადმყოფი. დაიყვირა გაგიჟებულმა და როცა გაიაზრა თუ სად იმყოფებოდა მაშინვე აიფარა პირზე ხელი. რამდენიმეჯერ ჩაისუნთქ ამოისუნთქა, ცოტა დამშვიდდა, ტელეფონი ხელში მოიმარჯვა, შეხვედრა სხვა დღეს დანიშნა, მობილური გათიშა და დოკუმენტების გადახარისხება დაიწყო.
ღამის სამი საათი იყო. ბოლო დკოუმენტის დასრულებამდე კიდევ ორი გვერდი ქონდა დარჩენილი, ყავას ყავაზე სვავდა და ძილს ასე აიგნორებდა. გულში იმდენჯერ ყავდა ბატონი შეთე გალანძღული, არამგონია იმ ღამით მამაკაცს მისი ცოდვით ტკბილად დაძინებოდა.
როგორც იქნა დაასრულა და უფროსს მაშინვე მაილზე გაუგზავნა. დაღლილი წამოდგა ფეხზე, ჩანთას ხელი მოკიდა, მანქანის გასაღები აიღო და შენობიდან ნატანჯი სახით გავიდა.
სახლში მისულმა მაშინვე საწოლს მიაშურა. ალბათ ტკბილადაც დაეძინებოდა სიზმარში ბატონი შეთე, რომ არ ენახა.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

არ მიწყინო მაგრამ თუ რუსულ სიტყვას წერ,თან სათაურად ელემენტარული დაგუგლე მაინც და ნახე იქნებ შეცდომით წერ

 


№2  offline წევრი tatiachelo

სტუმარი ანა
არ მიწყინო მაგრამ თუ რუსულ სიტყვას წერ,თან სათაურად ელემენტარული დაგუგლე მაინც და ნახე იქნებ შეცდომით წერ


კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სათაური რუსულად არა უკრაინულად მაქვს დაწერილი ))

 


№3  offline წევრი naniko mindia

Kargi iyo momewona warmatebebs gisurveb
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent