Серйозний -4
დილით გაღვიძებულს გვერდით მიწოლილი გიგი დახვდა, რომელიც საყვარლად უღიმოდა. პატარაობა გაახსენდა და სითბოთი სავსე თვალებით შეხედა მის პატარა ძამიკოს. ხუთი წლის იყო დედამ, რომ უთხრა მალე ძმა გეყოლებაო. ჯერ არ დაბადებულს ეფერებოდა მუცელში, მერე როცა გაჩნდა გვერდიდან არ სცილდებოდა. ექვსი წლისას თავისი ხელით დაატარებდა სკოლაში და მუდამ ასე გრძელდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგაც აქცევდა ყურადღებას, მშობელთა კრებაზე ყოველთვის ნენე მიდიოდა და სიამაყით აღსავსე უსმენდა დამრიგებლის ქება დიდებას გიგის მიმართ . არასოდეს ყოფილა გიგი ნენეს გარეშე და არც ნენე გიგის გარეშე. -ნენსი ადე რა საჭმელი გვაჭამე კაცებს. დისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა. -რომელი საათია? -თორმეტი ხდება. ოღონდ ეხლა არ თქვა არ მცალია სამსახურში მივდივარო, თორემ სულს განვუტევებ შიმშილით. თვალები ჭერისკენ მიმართა და ვარსკვლავის ფორმაში გაწვა. -არ მივდივარ ჯერ. ბიჭს ჩაეხუტა. -რა თბილი ხარ. -წამო რა რამე გაამზადე. -არ მომასვენებ ეხლა ხო? -მშია გოგო. -ღორი ხარ ამხელა ბიჭი. ბუზღუნით წამოდგა საწოლიდან, ხალათი მოიცვა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში შესულს ზურა დახვდა ფანჯარასთან მდგომი სიგარეტს ეწეოდა. -აბა თავი დავანებეო? თვალებდაწვრილებულმა გახედა კაცს. -ათასში ერთხელ თუ მოვწევ ეგ რა მოსატანია. სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და სკამზე ჩამოჯდა. -ხვალიდან სულ აღარ მოვწევ. -ნენსი გჯერა ეხლა შენ ამის? დას სიცილით კითხა. -ნწ. თავი გააქნია გოგომ და ტაფა გაზქურაზე დადგა. -ზურა ცოლი სახლში არაა და აუშვი? გიგიმ ღიმილით გახედა მამამისს. -ეჰ რა უნდა ვთქვა ორნი ხართ ჩემ წინააღმდეგ. გაეცინა კაცს. -მიკვირს ინგამ არ დარეკა. ნენემ ჯამში ათქვეფილი კვერცხი ტაფაზე გადაიტანა. -დარეკა. -რაო? -აუ აღარც მახსოვს ნახევრად მეძინა და ვერაფერი ვერ გავიგე. მხრები აიჩეცა გიგიმ. -ნენე სამსახურში არ მიდიხარ? ბატონმა ზურამ შვილს კითხა. -გავალ, ფლეშკას დავუტოვებ უფროსს, რომელზეც პრეზენტაცია მაქვს თან საბუთებს მოვაწესრიგებ და მერე გამოვალ ლევანთან. შემწვარი კვერცხი, რამდენიმე ნაწილად გაჭრა და თეფშებზე გადაიღო. მაგიდა სწრაფად გააწყო და თვითონაც მიუჯდა. -არ მიდიხარ უნივერსიტეტში? წინ მჯდომ ძმას ისე კითხა არც შეუხედავს. -არა. -ახლა ლექციები მთელი კვირა უნდა აცდინო? -შენ რამე პრობლემა გააქვს? -კი -ეს ვინ დანიშნა ჩემს უფროსად? ჩანგალი ნენესკენ გაიშვირა და წარბებ შეკრულმა გახედა მამამისს. -არ მაქვს მე თქვენი თავი. სკამიდან წამოდგა და შვილებს ზურგი აქცია. -ქვევით დაგელოდები ვაჟბატონო და მალე ჩამოდი. მიაძახა გიგის. -მოვდივარ უკვე ამასთან გამჩერებელი არ ვარ. ბურდღუნით გაემართა კარებისკენ. - იმენა ჯაშუშია ეს ვინაა ტო. -იდიოტო საფულე დაგრჩა. სიცილით გააქნია თავი გიგი, რომ სწრაფად შევიდა სამზარეულოში და საფულე აიღო. -ჭკუით. კარების გახურვისას მოაძახა დას. სამზარეულოს მოწესრიგების შემდეგ ოთახში გავიდა და ჩაცმა დაიწყო. სარუჩკის ღილები შეიკრა, ჩანთა აიღო, მანქანის გასაღებს დასწვდა და ბინა დატოვა. მანქანას ისეთი სისწრაფით მართავდა ჯარიმას ნამდვილად აიკიდებდა პატრულს, რომ გაეჩერებინა. შენობის წინ დააყენა კუთვნილი ავტომობილი და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა კომპანიისკენ . ლიფტში შესული მერვე სართულზე მალევე აღმოჩნდა, თავისი კაბინეტის კარები შეაღო და ადგილზე გაშეშდა. -ალექს? ტყავის სავარძელში მჯდომი მამაკაცის დანახვაზე ლამის იქვე ჩაიკეცა. -გამარჯობა ნენსი. ბიჭი ფეხზე წამოდგა და გოგოს გაუღიმა. -აქ არ გელოდი. გვერდი აუარა და თავის სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. -საერთოდ აქ თუ საქართველოში ? უცნაურად შეხედა და გოგო უფრო დაკვირვებით შეათვალიერა . -საერთოდაც და აქაც. გავიგე უკრაინაში კარგად აგიწყვია შენი ბიზნესი. ირონიულად გაუღიმა -კი, კარგად ავეწყვე. ასე, რომ ვთქვათ კარიერაში გამიმართლდა. თავი ფანჯრისკენ გაატრიალა. -გალამაზებულხარ, დამშვენებულხარ და დაქალებულხარ. -სულ სკოლის მოწაფე არ ვიქნებოდი. დამცინავად ჩაიცინა. -ხო, არ იქნებოდი. თავისთვის ჩაიჩურჩულა. კარების გაღებაზე ორივემ შეთეს გახედა, რომელიც გაღიმებული ჩაჯდა ალექსის გვერდით მდგომ სავარძელში. -ნენე ეს ჩვენი ახალი კომპანიონია ალექს ხორავა, ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენია უკრაინაში. -მე და ნენსი ვიცნობთ ერთმანეთს. ალექსმა შეთეს გახედა. -კლასელები ვიყავით. -არ ვიცოდი. ალექსისგან მოსმენილი ნენსი უცნაურად მოხვდა ყურში, ჯერ ბიჭს შეხედა მერე გოგოს გაუშტერა მზერა. -ნენე გუშინ, რომ კონტრაქტი შევადგინეთ ის ბატონ ალექსს გადაუგზავნე მეილზე . -კარგით. -ხვალ ხელს მოვაწერთ და მორჩება. ღრმად ამოისუნთქა -ბატონო შეთე დღეს მე ვერ შევძლებ პრეზენტაციაზე მოსვლას გარკვეული მიზეზებისდა გამო, ამიტომ ფლეშკას თქვენ დაგიტოვებთ და საბუთებსაც შემოგიტანთ კაბინეტში. -ხო მშვიდობაა? შუბლშეკრულმა შეხედა ნენეს -დიახ. ისეთი არაფერი. -მე დაგტოვებთ. ალექსი ფეხზე წამოდგა. -გამიხარდა შენი ნახვა. გოგოს გახედა რომელიც ზედაც არ უყურებდა. -მეც. ვალდებულების გამო მიუგდო. -ნახვამდის. შეთემ თავი დაუქნია და კაბინეტიდან გასულს კარებიც თავად მიუხურა. როგორც კი ალექსი გავიდა მაშინვე ნენეს მიუბრუნდა. -კლასელები? -დიახ. -მარტო კლასელობა და მეტი არაფერი? -რა გინდათ? -სიმართლის ცოდნა. -წარსულის უაზრო ნაწილია. -მოგისმენ. სავარძელში ჩაჯდა -მეათეში ვიყავი ალექსი, რომ გადმოვიდა ჩემს სკოლაში. ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი არაფრით გამორჩეული, რომ გითხრათ სწავლაზე ვგიჟდებოდითქო არა , მაგრამ მაინც ვსწავლობდი საშვალო დონეზე. სკოლაში მალევე მოიპოვა პოპულარობა. სიმპათიური, მაღალი, სპორტული აღნაგობით, ცისფერი თვალებით და ქერა თმით. ამიტომაც ყველა გოგო მაგაზე აბოდებდა. სიმწრით გაეცინა. -შეენც? ანერვულებულმა სიგარეტი კოლოფიდან ამოიღო და მოწევა დაიწყო. -უარესი..მე დებილს შემიყვარდა. -მერე ? -არაფერი. -როგორ არაფერი? -ხომ ვთქვი ჩვეულებრივი ვიყავითქო, მას კი ჩვეულებრივები არ იტაცებდა. -ეგ როგორ? -არ ვიყავი არც ლამაზი და არც მიმზიდველი. ამიტომ ზედაც არ შემოუხედავს არასდროს. მეთორმეტეში გაიგო, რომ მიყვარდა და მთელს სკოლაში მასხრად ამიგდო. -რამ შეგაყვარა ეგ ? -ხო მეც ხშირად ვეკითხებოდი თავს. გაეცინა. -ეხლა? -არა. -ამწამს აშკარად ინანა შენნაირი ქალი ხელიდან რო გაუშვა. -არ მაინტერესებს. -ამ კონტრაქტის მეშვეობით ხშირად მოგიწევს მაგასთან შეხვედრა. -მის გამო კონტრაქტს არ ჩაგაშლევინებთ ეგეთი უაზროც არ ვარ. რამდენ ხნიანია ეს კონტრაქტი? -ერთი წელი გაგრძელდება. შენ თუ არ გინდა რომელიმე თანამშრომელს გაუშვებ ხოლმე მასთან შეხვედრაზე. -არა იყოს, როგორც არის. -მაშ კარგი. ფლეშკა და საბუთები შემომიტანე და თავისუფალი ხარ. -ყავასაც მოვაყოლებ. სიცილით მიაძახა. შეთეს გაეღიმა და სიგარეტის მოწევით გავიდა თავისთან. ყველაფრის მოგვარების შემდგომ თავის ჩანთას მოკიდა ხელი და კომპანიაც დატოვა. მანქანა ყვავილების ჯიხურყან გააჩერა და თეთრი ვარდები იყიდა. კორპუსთან მისულმა ნაცნობებიც დაინახა და იმ ნაცნობებში ალექსიც შენისნა. არ ეგონა მას აქ თუ ნახავდა, მაგრამ რა იყო გასაკვირი ალექსი ხომ ლევანის ძმაკაცი გახლდათ. ავტომობილიდან გადავიდა, ყვავილები ხელში დაიკავა, ახლობლებს მიესალმა და კიბეებისკენ წავიდა. მეორე სართულზე ასული გაღებულ კარში შევიდა, ყვავილები იქვე დადო და მიცვალებულს წრე დაარტყა. კუთხეში მდგომ გიგისთან მივიდა და გვერდით დაუდგა. -გამო ერთწამს. აივნისკენ წავიდა ბიჭი. ნენეც უკან გაჰყვა. -ის სი*ი აქ არის. -ვიცი. -მაგას ვანახებ სეირს. გაღიზიანებული მოაჯირს დაეყრდნო. -გიგი -რა გიგი გოგო. არ გახსოვს როგორ დაგამცირა? მაგას გონია შევარჩენ? შენ უპატრონო კი არ ხარ. -სირცხვილია აქ არ გვინდა ამის გარჩევა. სახლში ვილაპარაკოთ. დამშვიდდი ეხლა. ძმას ხელი მკლავში მოკიდა. -რა ხდება? აივანზე გასულმა ანდრომ და-ძმას კითხა. -რამე უნდა ხდებოდეს? ნენემ გაიღიმა და ანდროს ჩაეხუტა. -ლევანი სადაა? -თავის ოთახშია სიგარეტს სიგარეტზე ეწევა. არაფერი უჭამია გამაგიჟა მაგან ცალკე. -წავალ ვნახავ. ნინო დეიდასაც ვნახავ ბარემ. -სახლში გადავიდა და გადმოვა ისევ. ამას რაღა ჭირს? ჩუმად კითხა ნენეს -ერთი სიტყვით გითხრა? -ალექსი? -ხო -მაგაზე მეც გაბრაზებული ვარ. -ორივე ნერვებს მიშლით. აივნიდან გამოსულს თავისი ნათესავი შეხვდა თავაზიანად მოიკითხა და გასცილდა. ლევანის ოთახში შევიდა და საწოლზე ჩამოჯდა. ბიჭი ფანჯარასთან მდგომ სკამზე იჯდა და ეწეოდა. -ლევან არ ვიცი რა გითხრა. ჩუმად დაიწყო ნენემ -ჩემი ფილოსოფიის თავიც არ მაქვს ეხლა. ვიზიარებთქო ვერ გეტყვი რადგან შენ ტკივილს მე ვერ გავიგებ. ვწუხვარ ასე, რომ მოხდა. ხო იცი როგორ მიყვარხარ? გიგისგან არასოდეს გამომირჩევიხართ არც შენ და არც ანდრო. ერთს გეტყვი, რომ მარტო არასოდეს არ იქნები. როდესაც რამე დაგჭირდება ნებისმიერ წამს გავჩნდები შენთან. ცხოვრება ასეთია ყველა წავალთ და მთავარი იცი რა არის? რა სახელს დავტოვებთ აქ. მამუკამ კაცურად იცხოვრა და ამას ყველა იტყვის ვინც იცნობდა. ახლა შენ უნდა იცხოვრო ისე, რომ ყველამ თქვას აი ეს მამუკას გაზრდილი საამაყო ბიჭიაო. გახსოვს ბავშვობიდან სულ ერთი ფრაზა მქონდა ამოჩემებული "სიცოცხლეს შეუძლია გაგრძელდეს იმ კედლის მიღმაც, რომლის წინაც აქამდე თითქოს წყდებოდა". -მოდი რა ჩემთან. სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და ხელები გაშალა. ნენე ახლოს მივიდა და ბიჭს მოეხვია. იგრძნო კისერთან როგორ დაეცა ლევანის ცრემლი და მიხვდა თუ როგორ ძლიერად სტკიოდა მას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.