შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Серйозний -2


26-10-2017, 12:04
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 436

დილით მზის სხივების ნაცვლად მოზუზუნე ტელეფონმა გააღვიძა. თვალები ძლივს გაახილა, საწოლზე წამოჯდა, საათს გახედა, რომელიც ცხრას უჩვენებდა , ტუმბოზე დადებულ ტელეფონს გადასწვდა და მთქნარებით უპასუხა.
-გისმენთ
-დილამშვიდობის ქალბატონო ნენე მე დათა ვარ, თქვენი ძმის ლექტორი. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის.
-არა არაუშავს. რამე ხდება?
-დღეს დილით უნდა მობრძანდეთ გიგისთან ერთად, გაფრთხილების ფურცელზე ხელი უნდა მოაწერონ და იმედიმაქვს ბოდიშსაც მოიხდიან.
- რა თქმა უნდა.
-კარგით მაშინ დროებით .
-დროებით.
მობილური გათიშა და გვერდით გადადო. საწოლიდან წამოდგა, ხალათი მოიცვა და თავისი ძმის ოთახში გავიდა. ბიჭს ისევ ეძინა. ფანჯარასთან მივიდა და ფარდები გადაწია.
-გიგლო..
-ხო.
-ადექი მიდი გაემზადე უნიში უნდა მივიდეთ.
-ეხლა რაღა უნდა იმ დედა მო...
-წესიერად ილაპარაკე. თვალები უბრიალა ნენემ -გაფრთხილების ფურცელზე ხელი უნდა მოაწერო და იმ ბიჭსაც ბოდიში უნდა მოუხადო.
-ბარემ დავუჩოქებ არ უნდა? საწოლიდან წამოდგა და გაბრაზებული თვალებით გახედა უფროს დას.
-არავინ გეუბნებოდა დაეტაკე და ეჩხუბეო. ეხლა რაც გააკეთე პასუხიც უნდა აგო. ტონს აუწია და გიგის განრისხებულ თვალებს თავისი გაუსწორა. -ისიც მოიხდის ბოდიშს, ამიტომ ოც წუთში მზად დამხვდი და ასე შენ ტოლებს ეტლიკინე.
-ნენე დამნაშავე მე გგონივარ?
-არაფერიც არ მგონიხარ. ვიცი უაზროდ მუშტის ქნევას, რომ არ დაიწყებდი, მაგრამ ადგილის შერჩევა უნდა იცოდე. უნივერსიტეტი შენ რინგი ხო არ გგონია? შენ იმ ბიჭთან თუ არა დირექტორთან მაინც ხარ დამნაშავე, ამიტომ დროზე გაემზადე. გიგის სიტყვის თქმაც არ დააცადა ოთახიდან ისე გავიდა.
თავის ოთახში შესული სწრაფად მოწესრიგდა, კლასიკურად ჩაიცვა და მისაღებში გავიდა .
-დე სადმე მიდიხარ? ჩანთა მოკიდებულ ქალს გახედა და თვალები დააწვრილა.
-დეიდაშენთან გავდივარ.. მამუკა გარდაცვლილა.
-ვინ მამუკა?
-ჩვენი ნათესავი.
-კუპრეიშვილი?
-ხო.
-რა მოუვიდა?
-ინსულტს დაურტყამს.
-უი რასამბობ. როდისაა გასვენება?
-ხუთშაბათს.
-თუ შევძელი გამოვალ დღეს თუ არა და ხვალ აუცილებლივ მოვალ.
-რამე მოხდა? მისაღებში შეული გიგი დივანზე ჩამოჯდა.
-მამუკა კუპრეიშვილი გარდაიცვალა.
-დაურეკავ ლევანს მივუსამძიმრებ. დე შენ მიდიხარ?
-ხო ეხლა გავდივარ.
-მეც წამოვალ უნის მერე.
-კაი დედა ჭკვიანად იყავით წავედი მე.
-დამელოდე ორი წუთი ყავას დავლევ და გაგიყვან მანქანით .
-არ მინდა ნენე ანდრო მელოდება ქვევით და ის გამიყვანს.
-არ იკადრო ამოსვლა. აივნიდან გასძახა ქვევით მდგომ დეიდაშვილს.
-ოხ გიგლოს გაუღვიძია. სიცილით ამოსძახა ანდრიამ.
-არ ჩამომიყვანო ეხლა. გიგისაც სიცილი აუტყდა. -ბიჭო ლევანთან იქნები შეენ?
-ხო აბა.
-ანდრუშ რავახარ? ნენემ გადახედა მომცინარ ბიჭს.
-რა მიჭირს. თავად როგორ ბრძანდებით ?
-ნუ იკითხავ.
-წამოდი ანდრო თორემ ესენი იმდენ ხანს დაგაყუდებენ იმ კაცის საფლავზე მოგვიწევს მერე მისვლა. სადარბაზოდან გასულმა ქალმა დიშვილს გახედა. ანდრომ სიცილით გამოუღო ავტომობილის კარები, აივანზე მყოფებს ხელი დაუქნია, მანქანაში თავადაც მოთავსდა და ადგილიც დატოვა.
-გიგლო ყავა გინდა?
-არა. წვენი თუ გვაქვს იმას დავლევ.
-მაცივარში იქნება. მამამ სოფლიდან როდის ჩამოვალო?
-ამ კვირის ბოლოსო, მარა მამუკას ამბავს რო გაიგებს დღესვე ჩამოვა. ისე ჩვენ გვაგვიანდება.
-მიდი რა ჩემ ოთახში თეთრი ჩანთა და მანქანის გასაღები დავდე საწოლზე და ჩამომიტანე, მე მანამდე დავლევ.
გიგიმ თვალები აატრიალა და თავისი წვენითურთ გავიდა მისაღებიდან.
-ჰა წავედით ეხლა. ჩანთა და გასაღები დას მიაწოდა, ნახევრად დაცარიელებული ჭიქა ნიჟარაში ჩადო და კარებისკენ გაემართა.
-რა სიმპაწიური ტიპი ხარ ბიჭო. ნენემ ლოყაზე აკოცა თავის პატარა ძმას და ბინიდან გავიდა.
მანქანას ისე სწრაფად ატარებდა, გიგის მთელი გზის განმავლობაში თვალი არ გაუხელია. ავტომობილი უნივერსიტეტის წინ გააჩერა და გადავიდა.
-ნენე ყოველთვის ასე ატარებ მანქანას?
-როცა სადმე მეჩქარება მხოლოდ მაშინ. რა იყო ჩიტო შეგეშინდა? გაეცინა ძმის შემხდდვარეს.
-ბევს ნუ ლაპარაკობ და წამოდი სანამ არ გადამიფიქრებია ბოდიშის მოხდა.
დირექტორის კაბინეტის კარებზე დააკაკუნა და ასე თავაზიანი ღიმილით შევიდა ოთახში, მაგრამ ღიმილი სახეზე მიეყინა შესულმა თვალი ბატონ შეთეს, რომ გაუსწორა. გაოცებულმა გახედა მის გვერდით მდგომ შელამაზებულ ბიჭს და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-გამარჯობა. ხმა ძლივს ამოიღო და ბატონ კაკის მიესალმა. კაცმა უბრალოდ თავი დაუქნია.
-გამარჯობა. სამაგიეროდ ლექტორმა გაუღიმა.
-ამ ფურცელზე მოაწერეთ ხელი და ერთმანეთს ბოდიში მოუხადეთ. ბრძანება გასცა დირექტორმა.
გიგიმ ხელი მოაწერა, მერე ამაყად ასწია თავი, ბიჭს გახედა და ნაგლურად მიუგდო ბოდიში.
-გიგი. ნენემ ცალი წარბი აზიდა ზევით.
-ბოდიში. არა ნაკლებ ირონიულად წარმოთქვა მეორე მხარეს მდგომმა შავგვრემანმა ბიჭმა.
-კარგით, რადგანაც ყველაფერი მოგვარდა თავისუფლები ხართ. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი ჩხუბი არ განმეორდება და თქვენი უნივერსიტეტიდან გაშვებაც არ მომიწევს. მკაცრად წარმოთქვა ბატონმა კაკიმ და ბიჭებს თვალი შეავლო.
-გასაგებია. შეთემ თავის ძმას გახედა.
-ნახვამდის. ნენე გიგისთან ერთად გავიდა კაბინეტიდან. უკან ბატონი შეთე და მისი ძმა მიჰყვნენ.
-ერთი წუთით ქალბატონო ნენე. ლექტორის ხმა მოესმა და უკან მიბრუნდა.
-მე ქვევით დაგელოდები. გიგი მაშინვე მოსცილდა დას და კიბეებზე დაეშვა.
შეთემ წარბ აწეულმა გადახედა მომცინარ დათას, უკმაყოფილოდ შეავლო თვალი მომღიმარ ნენეს და ლიფტის ღილაკს თითით მიაწვა.
-ქალბატონო ნენე დღეს თუ გცალიათ იქნებ ერთად გვევახშმა. მამაკაცმა თვალი აარიდა მის წინ მდგომ გოგის და თავი ჩახარა.
შეთეს ხველება აუტყდა.
ნენემ მაშინვე მისკენ მიაბრუნა თავი.
-შეთე ხო კარგად ხარ? მისმა ძმამ შეხედა სახე ალეწილ გიგაურს.
-კი. კბილებს შორის გამოსცრა და ლიფტში შეაბიჯა.
-ნენე.. ბატონმა დათამ დაბნეულ გოგოს ნერვიულად გაუღიმა.
-დიახ მცალია.
-კარგით მაშინ საღამომდე.
-ნახვამდის. მამაკაცს სწრაფად გაეცალა და კიბეებზე ჩაირბინა. მანქანასთან მისულმა გიგის ისეთი თვალებით გახედა ბიჭს შეეშინდა.
-რაღა მაინდამაინც ჩემი უფროსის ძმას დაეტაკე ? ამ უნივერსიტეტში მეტი ბიჭი ვერ მონახე საჩხუბრად? ავტომობილში ჩაჯდომისტანავე კითხა.
-ჩემი რა ბრალია ეგ თუ გაუზრდელია.
-გიგი.
-დამანებე თავი.
რამდენიმე წუთი გაჩუმდნენ, მაგრამ შეწუხებულმა ნენემ დითხანს ვერ მოითმინა და გიგის გახედა.
-რა ვქნა ეხლა ?. ცალი ხელით საჭე ეკავა, მეორე ხელით კი შუბლს იზელდა.
-რაზე?
-ბატონმა დათამ დამპატიჟა ვახშამზე.
-ვაა ხედავ შენ დათოიეს. ჩაიფხუკუნა გიგიმ .
-კაი რა.
-წადი გოგო ძლივს ვიღაც გამოგიჩნდა, თან ჩემი ლექტორი ტო.. მეც გამომადგები რაღაცაში.
-ნუ ხარ უაზრო.
-ოო მაშინ როგორც გინდა ისე მოიქეცი.
-შენ რო ჩამიხტი მანქანაში ლექცია არ გქონდა?
-ვაცდენ.
-რატო?
-მამმუკას პანაშვიდზე მივდივარ, ლევანს ვჭირდები ეხლა.
-კაი გაგიყვან მაშინ იქ და მერე სამსახურში წავალ.
-არ მინდა აქვე მეტროსთან გამიჩერე და გავალ ჩემით.
მეტროს წინ გაუჩერა და ბიჭისკენ შებრუნდა.
-აჰა აიღე. ფული გაუწოდა.
-რა და ხარ რა. ფული გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო..-არა ცოტას კი აჩმახებ ხოლმე მარა მაინც კაი ხარ. ლოყაზე უჩქმიტა და მანქანიდან გადავიდა. -ჭკუით ნენსი. თვალი ჩაუკრა და მეტროსკენ სირბილით წავიდა.
ნენემ გაიცინა, ავტომობილი დაძრა და კომპანიისკენ გაემართა. მუსიკა ბოლო ხმაზე ქონდა ჩართული და თავის სტიქიაში იყო. გვირაბში შესულს ერთ-ერთმა მისთვის უცნობმა მანქანამ გადაუსწრო. გვერდის ავლა სცადა, მაგრამ წინ მიმავალმა ავტომობილმა ამის საშვალება არ მისცა. ტუჩის კუთხე ჩატეხა, მანქანა ჯერ მარჯვნივ წაიყვანა შემდგომ მარცხნივ, წინ მიმავალს გვერდი მოხდენილად აუარა, ფანჯარა ჩამოწია ხელი გარეთ გაყო და შუა თითი აუწია. კმაყოფიმა უმატა სიჩქარეს და მალევე მიაღწია დანიშნულების ადგილს. აი მის უკან სწორედ ის მანქანა, რომ გაჩერდა მანდ მიხვდა რომ შარში იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ დაერხა იმ მანქანიდან ბატონი შეთე, რომ გადმოვიდა.
-ფუი ახალი მანქანა უყუდია ამ დამპალს. ვითომც არაფერი , ზურგი აქცია და შენობაში შევიდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანია

არ გეწყინოს,მაგრამ პირველი შთაბეჭდილება რითაც მკითხველი უნდა მიიზიდო არის სათაური და ისიც რომ არასწორად გიწერია, ცოტა არასერიოზულია.
თუ არ იცოდი მართლწერა ან დაგეგუგლა ან ვორდის ავტორედაქტორით შეგემოწმებინა.
серьёзный
ან რატომ გადაწყვიტე რომ რუსული უფრო "ჟღერს".
რავი
წარმატებები
ისტორია არც წამიკითხავს იქნებ კარგიცაა, არ გამოვრიცხავ,მაგრამ სორი

 


№2 სტუმარი სტუმარი Lia

Kargi istoriaa,saintereso dasawkisi aqvs❤❤❤

 


№3  offline წევრი tatiachelo

სტუმარი ანია
არ გეწყინოს,მაგრამ პირველი შთაბეჭდილება რითაც მკითხველი უნდა მიიზიდო არის სათაური და ისიც რომ არასწორად გიწერია, ცოტა არასერიოზულია.
თუ არ იცოდი მართლწერა ან დაგეგუგლა ან ვორდის ავტორედაქტორით შეგემოწმებინა.
серьёзный
ან რატომ გადაწყვიტე რომ რუსული უფრო "ჟღერს".
რავი
წარმატებები
ისტორია არც წამიკითხავს იქნებ კარგიცაა, არ გამოვრიცხავ,მაგრამ სორი


არ მწყინს )) მაგრამ სათაური რუსულად არა უკრაინულად მაქვს დაწერილი )) ყველასთვის მოსაწონი არ იქნება რათქმაუნდა ყველა ადამიანი სხვაგვარია

 


№4 სტუმარი Nini

Kargia dzaliann da gaagrdzelee .kargi ikneba koveldge tu dadeb

 


№5  offline წევრი blondeangel631

Kargia dzalisn momewona da male dade xolme ra <3

 


№6 სტუმარი უცნობი ნაცნობი

მანამ სანამ სხვას შენიშვნს მისცემთ,იქნებ თქვენც გადაამოწმოთ თქვენი ცოდნა,ძალიან კარგია საუვარელო

 


№7 სტუმარი სტუმარი ანია

tatiachelo
სტუმარი ანია
არ გეწყინოს,მაგრამ პირველი შთაბეჭდილება რითაც მკითხველი უნდა მიიზიდო არის სათაური და ისიც რომ არასწორად გიწერია, ცოტა არასერიოზულია.
თუ არ იცოდი მართლწერა ან დაგეგუგლა ან ვორდის ავტორედაქტორით შეგემოწმებინა.
серьёзный
ან რატომ გადაწყვიტე რომ რუსული უფრო "ჟღერს".
რავი
წარმატებები
ისტორია არც წამიკითხავს იქნებ კარგიცაა, არ გამოვრიცხავ,მაგრამ სორი


არ მწყინს )) მაგრამ სათაური რუსულად არა უკრაინულად მაქვს დაწერილი )) ყველასთვის მოსაწონი არ იქნება რათქმაუნდა ყველა ადამიანი სხვაგვარია



ბოდიშს ვიხდი მაშინ,უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები რამდენადაც შესაძლებელია.
გადავხედავ შემდეგ ისტორიასაც. გუუუდ ლაააქზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent