ბნელი ათინათი
და მაინც როგორ უნდა მოიქცე? როგორ უნდა მოიქცე მაშინ, როდესაც აგვისტოს ცხელ დღეს თოვლს დაიწყებს, მაშინ, როდესაც ცაზე ღრუბელი წამოვა, მაშინ, როდესაც გინდა გაიქცე და გზას ვერ ხედავ,მაინც გარბიხარ და თანდათან უკან იხევ.აი, მაშინ, როცა ხალხით სავსე ოთახში სრულიად მარტო გრძნობ თავს, როდესაც ხედავ როგორ იმსხვრევა ყოველივე, იმსხვრევა ის, რასაც ფაიფურის ქანდაკებასავით გაფრთხილება უნდა, ხედავ როგორ ეცემა და არ შეგიძლია დაიჭირო და განადგურებას გადაარჩინო. იძარცვება ზანდუკი, ის სიხარულით, ჰარმონიით სავსე ზანდუკი, რომელსაც მიწაში სასოებით დამარხულს ინახავდი და როდესც ზანდუკს თავს ხსნიან ბოროტნი, ხედავ თუ როგორ იფანტება მასში შენახული ძვირფასი ოქრო, იფანტება შემოდგომაზე ძირს დაცვენილი, უგზო უკვლოდ დარჩენილი ფოთლებივით. ხედავ თითოეულ მოგონებას, ღიმილს, ჩახუტებას, ცრემლს, თუ როგორ ამოდის, ამოდის და ბინძური ხელის შეხებით როგორ იბილწება, ნადგურდება. ჰაერში იფანტება და უჩინარდება. ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ვეღარაფერს შველი, აი ეს არის ბედის მწარე, სისხლისგამყინავი დაცინვა, დაცინვა, რომელიც გველის სისინივით ჩაგესმის ყურში, საზარელი, დამამცირებელი, მომაკვდინებელი დაცინვა. და რაოდენ უსუსურია ამ დროს ადამიანი, ისეთივე უსუსური, როგორც ყულფში თავგაყოფილი, სკამგამოცლილი, ფეხებაფართხალებული ადამიანი, რომელსაც სულ ცოტაოდენი იმედი მაინც შერჩენია, იმედი იმისა, რომ ღმერთი არ გასწირავს, აი, სწორედ ეს იმედი სძენს ადამიანს ერთდროულად უსუსურობისა და სიძლიერის ელფერს, სწორედ ეს უკანასკნელი იმედია სამყაროს დამღუპველიც და გადამრჩენელიც, სწორედ ამ იმედისგან უნდა ველოდოთ ხსნას ან სიკვდილს. და მაინც, არსებობს სამყაროში პასუხი იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა როცა მარტოა? არა! ამას პასუხი ვერე გაეცემა! ვერცერთი დროის მსოფლიო ხალხებმა ვერ შეძლეს, პასუხი გაეცათ ამ კითხვისთვის და ვგონებ, ვერც მაღალგანვითარებული მომავალი შეძლებს პასუხის მოძებნას. და მაინც ვცადოთ? ცდა ბედის მონახევრეა? არა! არ შეცდეთ და ეს არ დაიჯეროთ, უბრალოდ ადამიანები ამით ცდილობენ საკუთარი შეცდომების დაფარვას. ადამიანი მარტოა, მარტო იყო და იქნება, ისეთივე მარტო, როგორც ახალდაბადებული ჩვილი და ისეთივე მარტო უნდა გაუმკლავდეს ყველა ცხოვრებისეულ დარტყმას, როგორი მარტოც უმკლავდება პირველი ჩასუნთქვით მიღებულ ტკივილს. წამი ყოფილა მთელი ცხოვრება, ყველაფერი კი იწყება ასე... შემოვიდა... მოდიოდა და ქარიც მოჰქონდა თან... რაღაც არაამქვეყნიური იასამნის სურნელება შემოჰქონდა... მისი თვალები... ოიჰ... მისი კუპრივით შავი, ბედნიერების სხივჩამდგარი თვალები... ტუჩები... მაისის ვარდივით წითელი, სისხლისფერი ტუჩები. სიმორცხვეშეპარული ლოყები... მისი ატმისფერი კაბა. დაინახა ბიბამ და მიხვდა ცხოვრების აზრს. მის პირდაპირ დაჯდა ბიბლიოთეკაში. ყოველდღე ასე ხდებოდა, იგი მოდიოდა და ბიბა შორიდან, მალულად უყურებდა მის სიდიადეს.მან წიგნის კითხვა დაიწყო, ბიბამ მისი თვალების. მისი სილამაზით დატყვევებულნი ვერვინ ბედავდა ხმის ამოღებას. დიდხანს უყურა ბიბამ მის სილამაზეს და ბოლოს გაბედა, მაგიდასთან მივიდა და... -შეიძლება ქალიშვილო? და მიღებული პასუხი, რომელმაც ბიბას მთელი ცხოვრება შეცვალა: -შეიძლება. სამი წელი გავიდა, ბავშვიც გაჩნდა, დედასავით ლამაზი გოგონა. მაგრამ ერთ დღეს... -ელიზაბედს ახალი ფეხსაცმელი სჭირდება. ბიბამ თავი ჩახარა, რათა მისი შერცხვენილი და ცრემლმორეული თვალები არ შეემჩნია. - რედაქციაში ისევ არ მომიწონეს, ისევ უარი მითხრეს, მაგრამ ნუ იღელვებ, ბედს სხვაგანაც ვცდი, იქნებ გამოვიდეს. -ჰმმ...მოგიწონებენ, კი როგორ არა, ვერაფერს ხდები ამ უაზრო წერით, დროა სხვა რამეს მოჰკიდო ხელი ბიბა, თუ არადა... *** აქ ბიბამ შეწყვიტა, თითქოს სუნთქვაც შეეკრა... -მერე? დროისგან სახედამჭკნარი, ხმაათრთოლებული, ლოგინადჩავარდნილი, ახლა ამ ამბიდან სამოცდაათი წლის შემდეგ, სანამ უკვე საუკუნეშესრულებული სიკვდილს მიებარება, თავისი მარტოობის გზის შესახებ უყვება ერთადერთ ბოლო წლებში შეძენილ მეგობარს ,თაიას. -მერე? მერე წავიდა... მერე საერთოდ დამანება თავი, დავიჯერო არ ვუყვარდი და იმიტომ?... მაგრამ როგორ დავიჯერო, რაღა გამოდის, არაფერი არ არსებობს? სულ, სულ არაფერი? არადა ისე მჭირდებოდა, როგორც მზე დედამიწას, არადა ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფოდა. -ისევ გიყვარს? ამ დროს ბიბამ ელდანაკრავივით გახედა თაიას, ბრაზიანი, ნაწყენი თვალებით, თითქოს მზერით ეუბნებოდა ეს რა მკადრეო... უკანასკნელად მოავლო ოთახს თვალი... თვალები დახუჭა... ერთიც ამოისუნთქა და... მორჩა... გათავდა... და მაინც როგორი ბნელია ხშირად ათინათი... როგორი ბნელი... მარიამ შალამბერიძე „ბნელი ათინათი“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.