გადამარჩინე (სრულად)
არ ვიცი დღემდე ვერ აღვწერ რა იყო ეს ტკივილი ?! არა რაღაც მეტი ... რაღაც ისეთი დღემდე რომ ვერ მოვიშორე ჩემი ორგანიზმიდან, გონებიდან, გულიდან, სულიდან, ჩემი მეხსიერებიდან ვერ ვიშორებ გესმით?! არ გესმით .. *** -გადამარჩინე მახსოვს ეს სიტყვები. მახსოვს ყოველ ქმედებაზე აცრემლიანებული თვალები და მახსოვს ნემსები ნემსის წვერს სისხლი რომ დაჰყვებოდა ხოლმე. მახსოვს ვენები დაბერილი თვალები ჩასისხლიანებული მახსოვს მისი დაბოხებული ხმა ჩემი ისტერიკული კივილი. მახსოვს რომ მას არაფერი ახსოვდა არასდროს. მდგომარეობიდან გამოსულს არცკი ახსოვდა როგორ მიწყდებოდა ხმის იოგები ბოლო ხმით როდესაც ვღრიალებდი. არ ახსოვდა როგორ მიკვდებოდა გული. ვერ ამჩნევდა როგორ დავიკელი ნერვიულობისგან 5 კილო როგორ დავემსგავსე ავადმყოფს. არ აწუხებდა საერთოდ იმ მომენტში რომ მისი ნემსი და წამალი მძაგდა. არაინტერესებდა ვიყავი თუ არა მე მის გვერდით არ აინტერესებდა ჩემი არსებობა. მაგრამ !!! ეს ის მაგრამ არის გამოფხიზლებულს რომ თავში ხელებს არტყმევინებდა. ნანობდა რომ მე ის ასეთ მდგომარეობაში ვნახე. მირეკავდა მწერდა სახლში ამოდიოდა ბოდიშს იხდიდა მთხოვდა მეპატიებინა მთხოვდა გ ა დ ა მ ე რ ჩ ი ნ ა ! არ მიმეტოვებინა. ტიროდა დიახ ტიროდა არადამიანური ხმით მთხოვდა გ ა დ ა რ ჩ ე ნ ა ს ! ურტყავდა მუშტს პირველივე შემხვედრ საგანს ისროდა ნივთებს გაურკვეველი მიმართულებით. ყვიროდა .. -შენ მე არ უნდა შეგყვარებოდი ! -და ახლა რომ ღრიალებ რას ცვლი? -რატომ გადაგეკიდე ნენ რა დამიშავე .. -ხო არ ვიცი რა დაგიშავე -რა საქმე გაქვს არა ჩემნაირ .. -ნარკომანთან? -ნუ მეძახი მაგას მე .. მე .. მე.. -კი შენ ნარკომანი ხარ! შენ მკვლელი ხარ ! შენი თავის კიარა ჩემი სულის და ნერვების მკვლელი ხარ. ჩემი ბედნიერების მკვლელი ხარ! -გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს გაჩუმდი -ღმერთი? თქვენ გწაამთ? -ჩვენ? -ხო თქვენ. შენ და შენნაირებს -ადამიანო ისევ იმას იმეორებ ? მომეცი საშუალება აგიხსნა -რა? რაუნდა ამიხსნა? ის რომ თავის კონტროლი არ შეგიძლია? ის რომ სუსტი ხარ? ის რომ უიიი შე საწყალო განა შენი ბრალია უბრალოდ ასე ხდება და შენ არაფერ შუაში ხარ? დამღალე გაიგე? დამღალე უკვე შენი ნარკოდამოკიდებულების მორალით და იმის გამეორებით რომ შენ ჩემს გარდა არავინ გყავს -თუ ასე გინდა წავალ -.... -გამაგებინე ნენ გინდა? -..... -ხმა .. ხმა გამეცი ნენ.. თუნდაც რომ კი თ ქვა ხმა ამოიღე ასე ნახევრად გვამს ვერ გიყურებ ნენ გემუდარები მუხლებზე დაემხო და მე არ შემეძლო ამეხსნა რომ ჩემგვან გვამი მან შეკმნა.. ვერ ვუხსნიდი რომ არ იყო ჩემი ინიციატივა ეს გაყინული სახე და მძიმედ ჩამოწოლილი ცრემლები რომლებიც საგრძნობლად მისუსხავდნენ სახეს. ვერ ვიღები ხმას ვერ ვლანძღავდი ბოლომდე არ შემეძლო.. ვერც ვინძრეოდი ვეღარ ვეხუტებოდი.. ყარდა.. წამლის სუნად ყარდა.. ვენაზე ნემსის კვალი ეტყობოდა.. სპირტით იყო დამუშავებული.. მეზიზღებოდა.. მაგრამ უნდა მეთქვა რომ ვერ გადავარჩენდი. არ შემეძლო დაღლილი ვიყავი. დაღლილი და სუსტი .. ძალა აღარ შემომრჩა.. ვიბრძოლე 2 წელი ვიბრძოლე მაგრამ -ნენ ხმა გამეცი მეთქი - აღარასდროს შემოაღო ამ სახლის და ჩემი ცხოვრების კარი -ნენ მე შენ -გაჩუმდი რა გაჩუმდი.. შენ მე კიარა შენ არავინ არავინ გიყვარს შენი დამპალი წამლების გარდა - ერთს გაკოცებ შუბლზე და წავალ -ყარხარ და არ მომეკარო... ეს იყო ყველაზე რთული რაც ოდესმე გამიკეთებია. ეს არის ჩემი ცხოვრების ის ტკივილი რომელიც არ ნელდება. არ ვიცი სად არის რას აკეთებს. მეუბნებიან რასაც აკეთებდა იმას აკეთებს ოღონდ გამოფხიზლების საშუალებას აღარ აძლევს თავსო... მე ახლა ბნელ ოთახში ცარიელი ჭუჭყიანი გრძნობების მეტი არაფერი გამაჩნია რომელებსაც ისევ მისი წამლის სუნი ასდით.. მალები მტკივა სინანულისგან და თავს არ ვპატიობ სიყვარულს.. დავტოვე ვერ გადავარჩინე. დღემდე იძახის თურმე ნენემ გამწირაო.. ხო ალბათ გავწირე კიდეც არ ვიცი იმასაც ამბობს უფლება აქვს ვძულდეო.... მძულდეს? მძულდეს კიარა ნეტავ იცოდეს რამდენად მიყვარს .. ნეტავ ესმოდეს რამდენს ნიშნავს დღემდე ჩემთვის. როგორ მენატრება .. მენატრება ოღონდ ფხიზელ მდგომარეობაში.. მაგრამ მე ისევ აქ ვზივარ ისევ ბნელ ოთახში. ასე მგონია შუქი რომ ავანთო ყველგან მის სილუეტს დავინახავ რომელიც გ ა დ ა რ ჩ ე ნ ა ს მთხოვს ! და ახლა მე ვიხვეწები შველას .. გ ა დ ა მ ა რ ჩ ი ნ ე თ ანუ მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ ! _____________ არ ვიცი რა გამომივიდა პირველი საფეხურია თან ძალიან პირადია ჩემი ემოციებია უბრალოდ რომელიც დამრჩა და არ ვიცი სადღა წავღო .. ველოდები კომენტარებს <3 ძალიან ვეცადე <3 იმედია კმაყოფილი დარჩებით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.