მირა - "ნამუსის განწმენდა" (სრულად)
თავსართი : ეს ისტორია, აგებულია რეალურ მასალაზე...ასეთი ამბები, დღესდღეობით, თითქმის ყოველდღე ხდება, აღმოსავლეთ თურქეთის რამოდენიმე სოფელში, სადაც ცხოვრობენ ტომები (თათარი თურქები) . როდესაც გოგონა თხოვდება და აღმოჩნდება არაქალიშილი, გაყვება იმას ვინც ოჯახს არ სურს, ან გააუპატიურებენ, გოგონას ოჯახიდან, მამა ან ძმები (თუ ყავს) „ნამუსის განწმენდის“გამო კლავს ორივეს, გოგოსაც და ბიჭსაც.... ჩემი ეს ისტორიაც ეხება, ამ შემაძრწუნებელ წეს-ჩვეულებას... *** ხანდახან, დგება ჟამი, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები იჩენს თავს. ზოგი სასიამოვნოდ იცვლება, ზოგი გვტკენს, ზოგი კი ჩვენს ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ასეთი ცვლილება ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა. ცვლილება, რომელმაც ცხოვრებისეული შეხედულებები, მთლიანად შემიცვალა... - მოკლედ, 2თვეს გაძლევს. შენ, რომ ბომბა სტატია არ დაწერო ჩათვალე, რომ სამსახურს კარგავ... პლიუს ამას, მეც მოგვყვები, ჩვენი რედაქტორი ხო იცი რა ფსიხია, ეცადე რაა... ტელეფონშივე ჩანდა მისი დამანჭული სახე, ამ ყველაფრის თქმისას... - გავიგე ნინა, შენც კარგად იცი რომ ამ თბილისში, საინტერესო არაფერია, პოლიტიკოსზე დავწერო რამე თუ ვინმე გავჩითო სკანდალური სათაურით... მომაბეზრებლად ავატრიალე თვალები, და ვიტრაჟიდან ჩემს მოპირდაპირე კორპუსში გავიხედე... - მარტო თბილისი ხომ არარის?! გაირე, გმოიარე, შეაწუხე ხალხი... გაიცინა და მეც ამიყოლია... თურქეთში რომ გადახვიდე? რამდენი საინტერესო ინფორმაცია იქნება წამორიდგინე, განსხვავებულიც, უცხოც... ჩვენს ფსიხსაც ხომ ეგ უნდა... „ ჟურნალი მკვდარია ხალხო, რას მიკეთებთ?!“ სახედამანჭულმა გამოაჯავრა ნინამ რედაქტორის ნათქვამი, - მერე ასე აღარ იტყვის... მეც გადავრჩები და შენც... - აუ რა გიჟი ხარ რა! რა მინდა გოგო თურქეთში? არ გეშინია მერე ვინმე მდიდარმა მუსულმანმა რომ დამიტოვოს და იქაური წესებით მაცხოვრონ? გავიცინე მაგრამ რათ გინდა... - არ ვღადაობ თამთა... წადი რა... - კი მაგრამ შენ რატომ არ მიდიხარ? მალბოროს კოლოფიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე და ტუჩებს შორის მოვიქციე, ასანთით მოვუკიდე და კვამლი ფილტვებში ჩავუშვი, შემდეგ ისევ გავნთავისუფლდი მომწამვლელი კვამლისგან, ვიტრაჟი გამოვაღე და ახლა სუფთა ჰაერით ჩავანაცვლე... - შენ დაგავალა ახალი სტატია და არა მე! კაი რა ნუ ჯიუტობ, ხო გიყვარს თავგადასავლები, ხოდა აჰა, შანსი გაქვს! - არ ვიცი, უნდა მოვიძიო მაშინ ჯერ რამე, საინტერესო და რეალური... - კაი მერე დაგირეკავ. გამაგებინე რას იზავ... - აჰამ... ტელეფონიგავთიშე და ლოგინზე დავეშვი... 2წელია რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ახლა ერთ-ერთ ჟურნალის რედაქციაში ვმუშაობ და სტატიებს ვწერ... რა მაგარია არა?! საშნელებაა... მითუმეტეს თუ რედაქტორი ნამდვილი კრუელა გეყოლება. სულ რომ მაგარი სტატია დაწერო ქალს ვერ გაახარებ... მე თამთა ვარ, მესხი... 24 წლის. დედისერთა, მაგრამ არა ეგოისტი... ვცხოვრობ მარტო, მშობლებისგან 2წლის წინ წამოვედი... არა, არაფერი სერიოზული, უბრალოდ ვიფიქრე, აღარ დავაწვები კისერზე მათ, სამსახური ვიშოვე და მეთვითნ ვირჩენ თავს-თქო... წამოვდექი საწოლიდან და ჩემი განუყრელი მეგობარი, ლეპტოპი ჩავრთე... საათობით ვეძებდი რაიმე საინტერესოს... უკვე იმედი გადაწურული მქონდა, ან ინტერნეტში რა უნდა მეპოვა... არც ვიცოდი რას ვეძებდი... უცებ გამახსენდა რომ ჩემი ერთ-ერთი კურსელი თურქეთში იყო სწავლის გასაგრძელებლად წასული... „ფეისბუკი“-ს საშუალებით მოვძებნე... მივწერე, ვკითხე ყველაფერი რაც იცოდა მათ შესახებ... ერთი საინტერესო ამბავი მითხრა. აღოსავლეთ თურქეთის ერთ-ერთი სოფლიდან იყო მისი მეზობელი ქალი გამოქცეული, უკვე წლებია აქარის და ვიღაცას ემალება დღემდეო, ჩამოდიდა მოგიგვარებ, იქნებ სტატიაც დაწეროვო. ძალიან გამიხარდა, ნიკა რომ არა, ალბათ ნამდვილად გამაგდებდნენ სამსახურიდან. ორი თვე მქონდა ვადა... სალაპარაკოდ, თურქულის სწავლაც მესაჭიროვებოდა... საერთოდ გამოვეთიშე გარე სამყაროს... მთელი 2კვირა თურქული ენის სწავლაში დავყავი... დიდი ვერაფერი მაგრამ, ვფიქრობ საკმარისი ვისწავლე რომ იქ ჩავსულიყავი... ბოლო ბოლო თარჯიმანს გავიყოლებდი... აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი... - ნინ, ხვალ მივფრინავ... ხმაჩაწყვეტილმა ვუთხარი ტელეფონში, ცოტა მეშნოდა, არ ვიცოდი რასთან ან ვისთან მექნებოდა საქმე... - აუუუ, რამაგარია... კეთილი მგზავრობა და აბა შენ იცი... ბომბა ამბებით დაბრუნდი... - ჰო, ვეცდები... - გეშინია არა?! აშკარად ხმაზე შემატყო... - ისე რა. უფრო ვნერვიულობ... თან ჩემოდანს ვალაგებდი... - ყველაფერი მაგრად ჩაივლის, აი ნახავ... შენ რომ გიცნობ, ისე არ წახვალ, ესეიგი რამე საინტერესოა... - ძალიან, თორე მართლა არ გავრისკავდი... - და სად მიდიხარ? დაინტერესდა ნინა - საკარიაში, ერთ-ერთი სოფელია, აღმოსავლეთ თურქეთში... საოცრებები ხდება იქ! დაუჯერებელია მაგრამ რეალობაა სამწუხაროდ... - კაი დამანებე თავი, დავინტრიგდი... გაიცინა... მალე ჩამო რა, თორე მოვკვდები აქ ინტერესით... - ჯერ წავიდე გოგო... გავიცინე და დავემშვიდობე ნინას... ნინა უნივერსიტეტში გავიცანი... თავიდან ისეთი წყნარი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა, რა ვიცოდი ასეთი გიჟი თუ იყო... მალევე დავმეგობრდით, ახლა კი კოლეგები ვართ და საუკეთესო დაქალებიც... ჩემოდნის ჩალაგებას ვაგრძელებდი... ჯერ ნიკასთან უნდა ჩავსულიყავი, ჩემს კურსელთან, მითხრა ერთი ქალი ვიცი, ჩემს გვერდით ცხოვრობს, მას შეემთხვა სასწაული რამ-ო... ერთი სული მქონდა ჩავსულიყავი... უკვე აეროპორტში ვიყავი, დედაჩემი და მამაჩემი მაცილებდნენ, რამოდენიმეჯერ გამიმეორეს: „იქნებ არ ღირს დედი, ამხელა გზაზე, სტატიის გამო წასვლა“-ო, არაფერი მიპასუხია, მხოლოდ ჩავეხუტე მათ და თვითმფრინავისკენ წამოვედი... დაახლოებით ერთ საათში, სტამბოლის აეროპორტში ვიყავი... უკვე საღამოს 7საათ იყო. ეს აქაური დროით, თბილისში 6საათი იქნებოდა... გასასვლელისკენ ვიყურებოდი, ნიკა უნდა დამხვედროდა.... ნიკაც უნივერსიტეტში გავიცანი... თავისებური ტიპია, ძნელია მას გაუგო, მაგრამ მე არ გამჭირვებია მასთან დაახლოვება... უნიჭიერესი ჟურნალისტია, ახლაც სწავლის გაღვივებას ცდილობს თურქეთში... თვალი მოვკარი მას... კარგა ხანია არ მენახა, თუმცა მაინც ვიცანი... ხელი ავუწიე რომ დავენახე... გაღიმებული სახით მიყურებდა და ხელები ფართოდ გაეშალა... მივუახლოვდი და ჩავეხუტე. - როგორ შეცვლილხარ... დაბოხებული ხმით მითხრა და ოდნავ უკან გამწია, რომ კარგად დამკვირვებოდა... - შენც შეიცვალე, მაგრამ გიცანი... გავუცინე და ხელკავი გამოვდე... ჩემი ჩემოდანი მას მოჰქონდა. თავისთან მივყავდი სახლში... - ის ქალი... შევყოვნდი. - მირა... - ჰო მირა, რამდენი წლის არის? კარგად იცნობ? - არ ვიცი, ალბათ 50-55 წლამდე. ჩაკეტილია, ხშირად არ გადის სახლიდან, ყოველდღე ვხედავ თითქმის, სახლიდან რომ გავდივარ, ის ან სადარბაზოს ალაგებს, ან თავის ნოხს წმენდს, რომელიც კარის წინ უგია... - რა უცნაურია, ნეტა რამოხდა... - მოიცადე და ხვალ გაიგებ ყველაფერს... - რომ არ დაგვთანხმდეს? იქნებ შეეშინდეს, არ გიფიქრია იმაზე, ამდენიხანი თუ ვიღაცას ან რაღაცას ემალება, გგონია ასე საჯაროდ მოყვება ყველაფერს? - თურქი ჟურნალისტი ხომ არ ხარ, ვინ რას მიხვდება საქართველოში, ვინ არის მირა... - ჰო, ეგეც მართალია... ვეღარ ვითმენ... ერთადგილას ვცქმუტავდი ინტერესისგან... - შენ ის მითხარი, როგორ იმგზავრე... თემა შეცვალა და გამიღიმა.. ამასობაში, რომელიღაც ავტობუსში ავედით... - კარგად ნიკა, კარგად... დავიღალე ცოტა... გავუღიმე - არაუშავს, დღეს დაისვენებ და ხვალიდან შევუდგებით შენს საქმეს... ხმა აღარ ამომიღია... ავტობუსის საქარე მინიდან ვათვალიერებდი, უამრავი ხალხით გამოჭედილ და დაღლილ ქუჩებს... მაინც რა ლამააზი იყო… არ ვიცოდი სად ვიყავით, მაგრამ უცებ რაღაც ხმა გაისმა... სავარაუდოდ ლოცვა იყო... მეჩეთებზე დამონტაჟებული დინამიკებიდან, ისმოდა ეს ხმა... - ეზანია ეს... საღამოს ლოცვა, ახლა კაცების ჯერია... ვერ მივხვდი უცებ და ჩავეკითხე. - რისი ჯერია? - ახლა, მხოლოდ კაცები შევლენ მეჩეთში და ილოცებენ... გამიღიმა და ისევ საქარე მინაში დაიწყო ყურება... - აა, გასაგებია... ისე რა უცნაური კულტურაა... - ჰომ, ასეა აქ... ისევ იღიმოდა... სხვანაირი იყო ნიკა, გაზრდილა, დაკაცებულა... საშინლად სიმპათიური ნაკვთები ქონდა, მამაკაცური... ოდნავ მოშვებული, ყავისფერი წვერი ქონდა... მოკლედ შეჭრილი თმა, რომელიც საშინლად უხდებოდა.. „ღმერთო რეებზე ვფიქრობ“ თავი გავაქნიე, უაზრო აზრების გადასაყრელად... ისევ ნიკას შევხედე და გამეღიმა... რამოდენიმე გაჩერების შემდეგ ჩავედით... ახალ აშენებული კორპუსი იყო. სპილოსძვლისფერი საღებავით ნაღები... მეორე სართულზე ავედით და ნიკამ, სახლის კარი გააღო... ჩვეულებრივი სახლი იყო, სუფთა, ნათელი და მყუდრო... სასტუმრო ოთახში შემიყვანა, ჩემოდანი რომელიღაც ოთახში გაიტანა სავარაუდოდ... მოვიდა და წინ დამიჯდა... - მოკლედ, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში... რაც გინდა ის ქენი. გაიცინა - მადლობა ნიკა, შენ რომ არა... - კარგი არ გინდა. სიტყვა გამაწყვეტინა და გამიღიმა. გამიხარდა აქ რომ ხარ... მოგშივდებოდა, მაცივარშია საჭმელი, წავალ გავაცხელებ და მოდი კაი? მაქამდე თუ გინდა გადაივლე. პირსახოცი კარადაშია, აბაზანაში რომ შეხვალ, მანდვეა, დაინახავ... - კარგი ნიკა... დივნიდან წამოვდექი და აბაზანისაკენ გავეშურე. ახლა ცხელი შხაპი ნამდვილად არ მაწყენდა... ცხელმა ჭავლმა ისე მომთენთა, არაფრის თავი მქონდა. შიმშილსაც ვეღარ ვგრძნობდი ისე, აი ხომ არაფერი, მხოლოდ 1 საათი ვიმგზავრე თვიმფრინვით, მაგრამ ისე დავიღალე, ახლა ლოგინის მეტს ვერაფერს ვხედავ... აკლიმატიზაციის ბრალი იქნება... მომერიდა უარის თქმა, რომ გავედი სამზარეულოში, ისე გაეწყო მაგიდა, რომ არ დავმჯდარიყავი და რამე არ მიმერთვა არ გმაოვიდოდა... - რა გემრიელობაა... საოცარი სუნი ქონდა რაღაც საჭმელს სავარაუდოდ აქაური იქნებოდა... - ჰო, რაღაცეების გაკეთება ვისწავლე, ეს აქაურო ლობიოა თეთრი, ძაან გემრიელია, იმედია მოგეწონება... ორივემ ვივახშმეთ, ხმა არც ერთს ამოგვიღია. ალაგებაში მოვეხმარე, ჭურჭელი დავრეცხე, მიუხედავად იმისა რომ არ მაცლიდა, ჩემი მაინც გავიტანე... - ნიკ, ძალიან მეძინება... თვალები უკვე დახუჭვას მქონდა... - ჰო, წამოშენს ოთახში შეგიყვან... გრძელი დერეფანი გავიარეთ, პირველი კარი სააბაზანო იყო, მის გვერდით ნიკას ოთახი, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ჩემი... გამიღიმა და ოთახში მარტო დამტოვა... ხვალ საოარი დღე მელოდა, ერთი სული მქონდა მენახა ის ქალი, მომესმინა მისი ისტორია, რომელიც უსაშველოდ მაინტერესებდა... ფიქრებში ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი.... დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, ზოგადად ეგრე მჭირს, როცა ვიცი მეორე დღეს, რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, ყოველთვის ადრე მეღვიძება... საწოლის მოპირდაპირე მხარეს, კედელზე საათი ეკიდა, 8საათს უჩვენებდა... წამოვედექი, თვალები მოვიფშვნიტე და ხალათი მოვიცვი, აბაზანაში შევედი... ცხელმა წყალმა უცებ გამომაცოცხლა, მკაფიოდ ვგრძნობდი, ძარღვებში აჩუხჩუხებულ სისხლის მოძრაობას, გულიც აჩქარებული მქონდა, აბაზანაში დაგროვილი ორთქლისგან, სუნთქვაც ჭირდა. მალევე გადავკეტე ონკანი და კაბინიდან გამოვედი... ხალათი ჩავიცვი და ოთახში გამოვედი. თავი მოვიწესრიგე, მისაღებ ოთახში გავედი, სიმშვიდე იყო... მეონა რომ ეძინა ნიკას, ამიტომ შეწუხება არ მინდოდა, ვიფიქრე სანამ გაიღვიძებს, საუზმეს მოვამზადებ-თქო და სამზარეულოში გავედი... ომლეტი და ჩაი გავაკეთე, კიტრი-პომიდვრის სალათი და ზეთისხილიც დავდე მაგიდაზე... სკამზე დავჯექი და მაგიდაზე ფრჩხილების კაკუნით, დაველოდე ნიკას... კარგა ხანს არ გამოჩნდა, ვიფიქრე დავაკაკუნებ მის კარზე და დავუძახებ საზაუზმოდ-თქო, მაგრამ ამ დროს, შემოსასვლელი კარის ხმა მომესმა... მაშინვე მისკენ წავედი... ნიკა იყო... - მე მეგონა რომ გეძინა... გავუღიმე და გადავკოცნე... - დილამშვიდობის, როგორც ჩანს ვერ მოითმინე და დილაუთენია გაიღვიძე... - ჰო, ნერვიულობით, როგორ დამეძინა ისიც არ მახსოვს, სულ იმ ქალთან საუბარი მესიზმრებოდა, რა დამაძინებდა... გავიცინე - მივხვდი, ამიტომ ახლა მირასგან მოვიდვარ... ბედნიერად უბზინავდა თვალები... - რაო, თანახმაა? მოუთენლად ველოდებოდი მის პასუხს... - თავიდან, ცოტა ყოყმანობდა, შეეტყო რომ შეეშინდა, თუმცა ავუხსენი ყველაფერი და თანახმაა კი... სახე გაებადრა - ვაიმე, რამაგარია. გაუაზრებლად მივვარდი და ჩავეხუტე... - მადლობა... ჩურჩულით ჩავილაპარაკე... ხელები შემომხვია და ისე ამიკრა სხეულზე, სუნთქვა შემეკვრა, ვიგრძენი მისი ხელები ჩემს თმაზე, თითქოს ამას ელოდაო... შემდეგ თითქოს აზრზე მოვიდა და უკან გამწია, ისევ გამიღიმა... - წამო, გველოდება... კარი გააღო - საუზმე რომ მოვამზადე? - კარგი, მაშინ ვისაუზმოთ და გავიდეთ... აღარაფერი მითქვამს, სამზარეულოში გავედით და ვისაუზმეთ, ჭამის დროს ხმა არ ამოუღია, გემრიელად მიირთმევდა და დროდადრო, მიყურებდა. რაღაც ვიგრძენი, გულმა გამკრა უცნაურად... მისი თვალები, ისეთი სხვანაირი იყო, სხვანაირად ბზინავდა, სხვანაირად იმზირებოდა მისი ირისები... ასეთი ნიკა არასოდეს მინახავს... - უგემრიელესი იყო, მადლობა... დამთავრებისშემდეგ თქვა, ადგა და საკუთარი თეფში ნიჟარაში ჩადო... - არაფრის. მეც ავალაგე მაგიდა, ჩემს ოთახში გავედი, ბლოკნოტი და კალამი ავიღე, ღრმად ჩავისუნთქე და სახლი დავტოვეთ... მოპირდაპირე კარზე, დააკაკუნა მორიდებით ნიკამ, კარი საშუალო ხნის ქალმა გააღო, სახეზე, მთელი ცხოვრების ტანჯვა და დარდი ჰოქნდა აღბეჭდილი, ყოველი ნაოჭი, ტკივილს ატარებდა, ყოველი შემოხედვა, აწყლიანებული თვალებით, ჩამქრალი გამოხედვით, ყველაფერი, ერთი დანახვითაც ცხადი იყო... გაგვიღიმა, მაგრამ თვალებში ჩაწოლილი ტკვილი არ შეცვლია, გვერდზე გაიწია და შინ შეგვატარა... - Hosgeldiniz, buyur, salona gecelim… ( კეთილი იყოს თქვენი მობრძალება, მობრძანდით, მისაღებ ოთახში გავიდეთ) - Sagolun… ( მადლობა) - Bisey icermisiniz? Cay, kahve? ( რამეს მიირთმევთ? ჩაი, ყავა?) - Hayir, direk isimize gecelim… (არა, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ) ქალი, ჩემს პირდაპირ დივანზე მოკალათდა, ღრმად ჩაისუნთქა, თვალები აუცრემლიანდა, ეტყობოდა რომ უჭირდა გახსენება... მე ბლოკონოტი მოვიმარჯვე და ქალბატონს დაველოდე, რომ თხრობა დაეწყო... ნიკა გვერდით მეჯდა და რასაც ვერ გავიგებდი გადამითარგმნიდა... - 40 წელი გავიდა მას შემდეგ, მაშინ 16 წლის ვიყავი. ნაღვლიანი ხმით დაიწყო თხრობა... - ვერც ვიფიქრებდი თუ ვინმე მომეწონებოდა მაგ ასაკში, ოჯახის საქმეში ვიყავი ჩართული, ძირითადად დედას ვეხმარებოდი... სკოლაში არ მისწავლია, არავის უსწავლია, ჩვენს ოჯახში... დედაჩემმა და მამაჩემმა წერა-კითხვაც არ იციან დღემდე. ორი უფროსი ძმა მყავდა, მეთი და ეგე. მამაჩემს ტრაქტორი ჰყავდა, სხვებისთვის მუშაობდა, ბოსტანში და ბაღებში... ეგ იყო ჩვენი შემოსავალი, ორი მსხვილფეხა საქონელი გვყავდა, ის გვარჩენდა... **** ერთ საერთულიანი, აგურით ნაშენი სახლი იდგა... ვიტრაჟზე პოლიეტილენის პარკი იყო გაკრული, სავარაუდოდ წვიმისაგან იცავდა... ორივე ვიტრაჟი ჩატეხილი იყო... გარედან, მზისგან გაცრეცილი, უსწორმასწოროდ მოგლეჯილი ნაჭერი ეკიდა, მუქი ფერის... მზის სხივებს უშლიდა სახლში შემოსვლას... კარზე, ყავისფერი საღებავი იყო ამძვრალი, იატაკი ბეტონის, გასათბობად ძველებურ ღუმელს იყენებდნენ... შეშას, სახლის მოპირდაპირე ტყიდან ეზიდებოდნენ... სახლში 16წლის მირა ფუსფუსებდა, ღუმელში შეშა შეამტა, რომ უკეთ აეგიზგიზებინა, საღამოს საჭმელი უნდა გაეკეთებინა დაღლილი მამისა და ძმებისთვის... ბნელდებოდა, მზის სხივები ნელ-ნელა კარგავდნენ ძალას... მირა წყლის ასავსებად გავიდა, დაახლოებით 50 მეტრის იქით ძველებური ბეტონის ჭა იდგა... მიუახლოვდა და სათლი ჭაში ჩააგდო, მეზობლის სახლიდან ხმაური გამოდიოდა, ქეიფის, ხმამაღალი ხორხოცისა და სიცილის ხმა მოესმა გოგონას... ყურადღება ისევ სათლისაკენ გადაიტანა, უკვე ამოწევას აპირებდა, იმავე სახლის კარი ხმაურიანად რომ მიჯახუნდა და იქიდან საკმაოდ მიმზიდველი ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა, ხელში ერთი ღერი სიგარეტი ეკავა, პითან მიიტანა, ასანთით მოუკიდა და ნაცრისფერი კვამლი ფილტვებში ჩაუშვა... ამ ყველაფერს ისე გაშტერებით ადევნებდა თვალს მირა, თითქოს ბიჭმაც იგრძნოვო და გოგონას თვალი გაუსწორა... მირა შეცბა, ეს დიდი სირცხვილი იყო, იცოდა რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო, წყლით სავსე სათლი, მთელი სისწრაფით ამოიღო ჭიდან და ისე გაიქცა სახლისაკენ, უკან არც მოუხედავს... სახლში შესულმა, კარებს მიყრდნო, სახე ღიმილმა გაუბადრა... უცებ აღიდგინა თავში რამოდენიმე წამის წინდელი კადრები... არ გავდა სოფლელს, სხვანაირი იყო, არ იყო იმ საშინელი და სამარცხვინო ადგილიდან... ტანსაცმელზეც ეტყობოდა, დახვეწილი, მდიდრული და ლამაზი ტანისამოსი ეცვა.. თმები ოდნავ ქონდა მოზრდილი, წვერიც გაუპარსავი, თვალები კი, თვალები უკაშკაშებდა, ვითარცა ლურჯ ცაზე, ყვითელი ვარსკვლავები, ფერი ვერ დაუნახა, მაგრამ იცოდა რომ ღია ფერის ქონდა, სავარაუდოდ მწვანე ან ცისფერი... ფიქრებიდან, უკნიდან კარის მოწოლამ გამოიყვანა... უმალ მოშორდა კარს და წყლით სავსე სათლი შემოდო... - რა არის, რომ დამდგარხარ კარებში... მკაცრი ხმა ჰქონდა მამას, უკან ბიჭები შემოყვნენ, მეთი და ეგე... - მაპატიე მამა, წყალი მოვიტანე, დავიღალე და ვიფიქრე ცოტას დავისვენებ თქო... ვერაფერი მოიფიქრა მირამ. - მერე დასასვენებლად სხვა ადგილი ვერ მონახე? რაღა კარში ჩამიდექი... - მაპატიე მამა, აღარ განმეორდება... თავი დახრილი ჰქონდა და იატაკს თვალს არ აშორებდა... ბავშვობიდან შიში და რიდი ჰქონდა მამის, მისი ერთი შემოხედვაც კი საკმარისი იყო, მიხვედრილიყო რა უნდა გაეკეთებინა, ან არ გაეკეთებინა... - გვშია, არ გვაქვს არაფერი? ბოხი ხმა ჰქონდა მუჰამედს... - სადარის დედაშენი? არიცის რომ ამ დროს სახლში ვართ და საჭმელი მზად უნდა იყოს? - დედა, მდინარეზეა სარეცხის გასარეცხად, აქამდე უნდა დაბრუნებულიყო, მოვა მალე, მე უნდა გამეკეთებინა საჭმელი, მაპატიე, ვერ გავთვალე დრო, ცოტახანი მოიცადეთ და ყველაფერი მზად იქნება მამა... დამნაშავესავით იყურებოდა, ხელები აუკანკალდა... - კარგი, ცოტა ჩქარა და ყველაფერზე მაპატიე, მაპატიე რა უბედურებაა... ფეხზე გაიხადა და სახლის ჩუსტებში ჩაყო ფეხები, ბიჭებმაც იგივე გააკეთეს... ხელ-პირი დაიბანეს და მაგიდას შემოუსხდნენ, სადაც ჯერ მხოლოდ: პური, ყველი, მწვანილი და კიტრი-პომიდორი იდო... გოგონამ კვერცხი და სუჯუკი (თურქული ძეხვი) შეწვა, ტაფითვე ჩადო შუაში და მამას გაუღმა. - გემრიელად მიირთვით, მამა... - მოდი არ გშია? - არა, მე დედასთან გავალ, მივეხმარები... უხმოდ გმაოვიდა სახლიდან, მდინარისაკენ წავიდა... ისეთ შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვიღაც, უკან მოყვებოდა... რამოდენიმეჯერ, შეჩერდა და უკანაც მიიხედა თუმცა არავინ იყო, დაიძაბა მირა, შეეშინდა... უკვე საკმაოდ ბნელოდა, ტყის ნაპირას უწევდა გავლა, დიდად არ მოწონდა ეს ამბავი, მაგრამდედასთან უნდა მისულიყო... უკნიდან ნაფოტის გატკაცუნების ხმა გაიგო... გული კინაღამ საგულედან ამოუვარდა... უკან გაიხედა, ისევ არავინ იყო... გამობრუნდა და იმხელა ხმაზე დაიკივლა სავარაუდოდ მთელი სოფელი გაიგებდა, ცივი ხელები რომ არ ეგრძნო პირზე... - გაჩუმდი რა გაყვირებს... გაიგონა ბიჭის ხმა, რომელიც ისე ახლოს იყო მასთან, სახეს ვერც ხედავდა, მხოლოდ ბიჭის აჩქარებული გულის ხმა ესმოდა, საკუთართან ერთად... - ვინ ხარ? გამიშვი ძალიან გთხოვ, არაფერი დამიშავო... ევედრებოდა შეშინებული მირა ვაჟს... - კარგი დამშვიდდი, რა უნდა დაგიშავო, მე ემირი ვარ... ძლივს დაინახა გოგონამ, მისკენ გმაოწვდილი ხელი, როცა ნელა დაშორდა ახლოს მდებარე სხეული გოგონას ათრთოლებულს... აკანკალებული მარჯვენა გაუწოდა გოგონამ... - მე მირა ვარ და ძალიან შემაშინე... - მაპატიე, აქეთ რომ წამოხვედი, დავინტერესდი სად მიდიოდი, სტრუმრად ვარ აქ... - გასაგებია, იცი... ცოტახანი შეყოვნდა გოგონა... - არავინ უნდა დაგვინახოს ასე... - როგორ ასე? გაუკვირდა ბიჭს, რომელიც საოცრად მიმზიდველი იყო... - ასე, ერთად, ახლოს... არ შეიძლება... თავი დახარა და სწრაფად გაეცალა... - ეი, მოიცადე... გოგონამ მჭიდრო ხელის ჩავლება იგრძნო მკლავში და ადგილს მიეყინა, შიში მოემატა, არა ბიჭის არ ეშინოდა, რატომღაც იცოდა რომ ემირი მას არაფერს დაუშავებდა, მისი თვალები ისევ არ ჩანდა, მხოლოდ უბზინავდა და სითბო ეღვრებოდა... - ძალიან გთხოვ! არ მაქვს უფლება, სირცხვილია უცხოს ბიჭთან ლაპარაკი... მიაყარა სათქმელი და მდინარისაკენ გაიქცა... ბიჭს აღარაფერი უთქვამს, გაუკვირდა გოგონას ასეთი საქციელი, არ იცოდა რა ხდებოდა, ან რატომ იყო სირცხვილი უცხოსთნ საუბარი... კარგახანს ადევნა თვალი მირას, შემდეგ მობრუნდა და მასპინძლის სახლისაკენ გაემართა... - დედა, დედაა! მდინარის პირას დადიოდა და დედას ეძახდა. ნელ-ნელა შეუძლებელი ხდებოდა არემარის დანახვა... მთვარეც არ ანათებდა გზას... - დე, სად ხარ?! - აქეთ ვარ, მოვდვიარ მანდ დამელოდე... მოშორებით იდგა ქალი და სარეცხს, კალათში აწყობდა... მალევე მოუახლოვდა გოგონას და გაუღმა... - მოვიდნენ? დაღლილი ხმა ჰქონდა ქალს - მოვიდნენ... - აჭამე? - ვაჭამე... - კარგი გოგო ხარ. გაუღმა და თავზე ხელი გადაუსვა ქალმა... ხმა არც ერთს ამოუღია... სახლისაკენ წავიდნენ და სველი სარეცხით დამძიმებულ კალათს ორივე მიათრევდა... სახლში შესულთ, სიმშვიდე დახვდათ... - ისევ წავიდნენ... ხმადაბლა ჩაილაპარაკა მერიემმა და მირას თვალებში ჩააშტერდა... - ჰო, წავიდნენ... მაგრამ არ ინერვიულო დედა, ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ, მალე დაბრუნდებიან... - ჰო, ღმერთმა ქნას მშვიდობიანად დაბრუნდნენ... რამოდენიმე დღე არ გამოჩნილა ემირი, ეგონა რომ საერთოდ დატოვა სოფელი, ანდაც რა გააჩერებდა ამ საშინელ ადგილას... აქ ყველაფერი მკაცრად იყო, აქ ყველა გოგონას ეკრძალებოდა, უცხო მამაკაცთან/ბიჭთან საუბარი, აქ უცხოს გამარჯობასაც ვერ ეტყოდი... აქ ყველაფერი სხვანაირად იყო... - ქალბატონო მირა, კიდევ როდის შეხვდით ემირს? მოუთმენლად ველოდი ისტორიის გაგრძელებას, ბლოკნოტში ვიწერდი და უკვე საშინლად ბედნიერი ვიყავი რომ შესანიშნავი ინტერვიუ გამომდიოდა... - რამოდენიმე დღეში... უკან დაბრუნდა, ჩემს გამო... განაგრძო თხრობა მირამ, ყოველი სიტყვის წარმოთქმისას, საშინელ ტკივილს ატანდა სიტყვებს... განაგრძო და მეც დიდი ინტერესით ვუსმენდი ქალბატონს... სამი დღის შემდეგ, ისევ გამოჩნდა მდიდრული მანქანები, ისევ ხმაური და ჟრიამული გამოდიოდა მეზობლის სახლიდან... მიხვდა, ის იყო... ის ისევ ჩამოვიდა... ანდაც მირას რა, ის ხომ ვერც ესაუბრებოდა ნორმალურად... დედა ისევ საქმეზე იყო გასული ბოსტანში, გოგონა სახლს ალაგებდა, როცა კარზე კაკუნი გაიგონა, ეუცნაურა. მამა და ძმები ჯერ კიდევ მთაში იყვნენ სანადიროდ... ნელა მიუახლოვდა დაძველებულ კარს და ჭრიალით გამოაღო.... შეიცხადა, გაოცდა, თვალები აუციმციმდა, მაგრამ უფრო შეეშნდა, მისი დანახვისას... არა მისი არ შეშინებია. შეეშინდა, რომ ვინმეს არ დაენახა ისინი... ემირმა გაუღიმა, უკნიდან, ლამაზი მინდვრის ყვავილებით შეკრული ბუკეთი გამოუწოდა. - ვიცი უფრო ლამაზს იმსახურებ, თუმცა ამ საშინელ სოფელში მეტი ვერაფერი ვნახე... დაბოხებული ხმით უთხრა გაოცებულს და გაუღიმა... კარგახანს იდგა გაშეშებული, მხოლოდ თვალებს ახამხამებდა და ემირს უყურებდა... - გამომართვი... ხელი მოკიდა გოგონას ხელზე და ყვავილი დააჭერინა... დენდარტყმულივით გაიწია უკან, ბუკეტი ძირს დავარდა... ემირს სახე ეცვალა, ვერ გაეგო, რა იყო ასეთი უცნაური, რომ გოგონა ასე იქცეოდა... - ბ... ბოდიში, მე, ის, ძალით არ მინდოდა, ბოდიში... ლუღლუღი დაიწყო გოგონამ... ემირს ჩაეღიმა, ესიამოვნა გოგონას დაბნეულობა... - არაუშავს. იმედია ლარნაკში მოხვდება და არა ნაგავში... დაამატა ყმაწვილმა და შეღებული კარიდან რისი დანახვაც შეძლო, სახლი მოათვალიერა... - არა, რასამბობთ, ახლავე მოვათავსებ ლარნაკში... გამოძახა გოგონამ და სულ მალე, ლარნაკით ხელში გამოვიდა, სადაც ულამაზესი მინდვრის ყვავილები იწონებდნენ თავს... - შეიძლება შემოვიდე? ერთი ნაბიჯი გადმოდგა მაგრამ იქვე შეჩერდა... - არა! წამოიყვირა მირამ... არა რაა... უფრო მუდარას გავდა... - კი მაგრამ რა ხდება არ ამიხსნი? მაშინ იყო და არ შეიძლება უცხოსთან ლაპარაკიო, დღეს არის და სახლში არ მიშვებ, ვაშავებ რამეს? აწუხებდა ბიჭს ასეთი სიტუაცია... - შენ არ გესმის, შენ ქალაქელი ხარ ალბათ... - კი ვარ, და კი, არ მესმის... გოგონა გარეთ გავიდა, კარი გამოიკეტა და ბიჭთან ერთად სწრაფად დატოვა იქაურობა, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ეტყობოდა რომ ღელავდა, ვიღაცას, ან ვიღაცეებს გაურბოდა... სავარაუდოდ მეზობლის თვალებს... - მირა, ამიხსნი? მოთმინება დაკარგულმა, ისევ გაიმეორა კითხვა... - ჩვენ, თათრები... მძიმედ დაიწყო ლაპარაკი გოგონამ... - მძიმე ადათ-წესის მატარებელი ერი ვართ... არ გვაქვს უფლება, უცხოს გავესაუბროთ, ოჯახის თანხმობის გარეშე... - აბა როგორ თხოვდებით? დაინტერესდა ემირი... - გარიგებით... - რა უმსგავსობაა! წამოიძახა ბიჭმა... რა გარიგებით, რომელი საუკუნეა? ანუ რა გმოადის?! სიყვარულის უფლება არ გაქვთ? განერვიულებული კითხულობდა.... - რატომ ნერვიულობ, შენ ხომ არ გელის მსგავსი რამ... მთლაც ასეც არარის, იქნებ ის შეგიყვარდეს ვისაც გვირიგებენ?! - ეგ ნამდვილი სიყვარული არიქნება, ეგ ძალაუნებურად სიყვარული გამოდის... და იმიტომ ვნერვიულობ რომ, ვგონებ მეც შემეხება ეს პრობლემა... ორაზროვნად ჩაილაპარაკა ბოლო წინადადება, თითქმის ჩურჩულით... - დიდიხანი ვერ დავრჩები... თემა შეცვალა მირამ. არადა უცნაურად გრძნობდა თავს... გული დარჩენას ლამობდა, ხოლო ტვინი კი მხოლოდ ერთს იმეორებდა... „ ეს არ შეიძლება“... - დარჩი, ვისაუბროთ... მე ვიცი რომ ჩემი იქნები... უცებ დაახეთქა ემირმა... - რა? გაიკვირვა გოგონამ... - ხო, არ მაინტერესებს არაფერი... თუ საჭირო იქნება მოგიტაცებ... - მოგკლავენ... ხმადაბლა წარმოთქვა მირამ... ბიჭს სახე შეეცვალა, ამდენსაც არ მოელოდა. - რასქვია მომკლავენ... გაოგნდა ბიჭი... ჩემი საყვარელი ადამიანი რომ წავიყვანო ჩემთან, მომკლავენ? - მოგკლავენ... ისევ გაიმეორა მირამ... - არ მესმის მირა! ამიხსენი... - არ ვარ მე შენი საყვარელი ადამიანი. არ გიცნობ, არ მიცნობ. - პირველი შეხვედრიდან, მაშინ როცა შენი თვალები შემომანათე, რომ დამაკვირდი, შემდეგ კი ისე გაიქეცი თითქოს რაიმე დანაშაული ჩაგედინოს, აი მაგ დღის შემდეგ ხარ, ჩემი საყვარელი ადამიანი... ძალიან ლამაზი ხარ! ხელი თმაზე ჩამოუსვა, და ახლოს მიიწია... - არ გინდა გთხოვ... მუდარით სავსე ტონი გაისმა... - ნუ გეშინია. მხოლოდ გაკოცებ... - არ გინდა! არ შემიძლია... მე არც კი ვიცი რას წარმოადგენ, ვინ ხარ, რამდენი წლის ხარ... არ მინდა გესმის? არ მინდა შარში გაგხვიონ... არ მოეწონები, ჩემებს არ მოეწონები.... მთელი გრძნობით წარმოთქვა ეს ყველაფერი... ეტყობოდა რომ განიცდიდა ამ ყველაფერს. მოწონდა, მოწონდა მასში რაღაც, მაგრამ არ იცოდა რა! ამიტომ არ უნდოდა ეს მოწონება გაეღვივებინა და მომხდარიყო ის რისიც ეშინოდა... - ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, 23 წლის ვხდები 2 თვეში... ვმუშაობ, შეძლებული ოჯახიდან ვარ... აჰა! ხომ გამიცანი... - არა ემირ! გთხოვ წავიდეთ... ახლაღა მოვიდა აზრზე, ამდენი სიარულის შედეგად, ტყეში რომ იყვნენ უკვე საკმაოდ შესული... - კარგი, ახლა წავიდეთ... მაგრამ გთხოვ დაფიქრდი ამაზე! ვიცი რომ არც შენ ხარ გულგრილი ჩემს მიმართ... დარწმუნებული საუბრობდა ემირი... თავგზა არეული წამოვიდა მირა შინისაკენ. სახლში მისულს, დედა არ დახვდა მოსული, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ღუმლის ანთებას შეუდგა... რამოდენიმე დღე არ გამოჩენილა ემირი. იცოდა რომ მოენატრებოდა, ალბათ მასაც ეს უნდოდა... გოგონა საშინელმა მონატრებამ მოიცვა, გული ჩხვლეტდა, უხასიათობა დაჩემებოდა, დედა ამჩნევდა ამ ყველაფერს, თუმცა არც კი უნდოდა იმის გაფიქრება, რომ ეს ყველაფერი ბიჭს უკავშირდებოდა... მერიემიც ძალით გაათხოვეს მურატზე, მერიემსაც უყვარდა სხვა. ყველაზე მეტად ამ ოჯახიდან, მერიემი იყო გარიგების მოწინააღმდეგე. იმიტომ, რომ მას ეს ყველაფერი გამოცდილი ჰქონდა და არ უნდოდა მის ერთადერთ ქალიშვილს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა იგივე გამოეცადა, მაგრამ მერიემს არავინ ჰკითხავდა, მურატი იყო უფროსი, მურატი განაგებდა ყველაფერს ამ ოჯახში. რამოდენიმე დღე გაგრძელდა მირას უგუნებობა... პარასკევი იყო, დილის 8 საათი. მერიემი მდინარეზე წასულიყო სარეცხის გასარეცხად. მეზობლის ეზოში მანქანის ხმა მოესმა. გიჟივით გავარდა, მაგრამ ახლოს ვერ მივიდა. დაინახა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, თურმე როგორ მონატრებია. შორიდა უმზერდა მონატრებულს, ოჯახის წევრები ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და ვინ იცის, მირასაც როგორ უნდოდა იმ მომენტში მისი ჩახუტება და კოცნა. თვალი მირასკენ გამოაპარა, დაინახა მომზირალი მირა და ტუჩის წერები აპრიხა. მირა დაფეთებული შემოვარდა უკან, გაწითლდა იმ ფაქტით, რომ ემირმა ის დაინახა, როგორ უყურებდა მას... ნახევარი საათი არც იყო გასული... კარზე კაკუნი გაისმა მირამ იმ იმედით, რომ ეს ემირი იქნებოდა, მუხლს ჩაცდენილი ყვავილებიანი კაბა შეისწორა, წელამდე ჩამოყრილი შავი თმა, ერთ მხარეს გადმოიყარა, ღრმად ამოისუნთქა და კარი გააღო, არც შემცდარა... - რა ლამაზი ხარ! საოცარი ღიმილი ქონდა ემირს. მისი კაშკაშა თვალები კი, გაიძულებდა უსასრულობის მორევში გადავარდნილიყავი. - მადლობა. სახე აეფაკლა მირას. - გამოხვალ? გავისეირნოთ. - მხოლოდ რამდენიმე წუთით. - ხო, რათქმაუნდა... ხელი მოკიდა ემირმა, მაგრამ ამჯერად მირას ეს არ დაუშლია. მისი ნება რომ ყოფილიყო ისე ჩაეხუტებოდა, ალბათ მოგუდავდა კიდეც. და მაინც, რატომ? პასუხი თავადაც არ იცოდა. - მოგენატრე? მდინარის პირას, პატარა კუნძზე ჩამოჯდნენ... - მომენატრე... ხმადაბლა, თითქმის სათავისო დაიჩურჩულა. - მიხარია, მეც ძალიან მომენატრე. - ისევ მიდიხარ? დამწუხრებულმა იკითხა. - არა, შენს გამო აქ ვიქნები... - მართლა? სიხარულისგან თვალები გაუნათდა მირას... შეუმჩნევლად მიეხუტა და მისი მამაკაცური სუნი შეისუნთქა... - მართლა. ხელები მოხვია და მაგრად მიიხუტა, თავზე აკოცა. - მეშინია. - ნუ გეშინია, სანამ შენთან ვარ ნურაფრის შეგეშინდება. - ხოდა ზუსტად იმისი მეშინია, რომ შესაძლოა ჩემს გვერდით ვერ იყო... - ვიქნები მირა, ვიქნები. ჩემი ხომ გჯერა? - მჯერა. - მიყვარხარ მირა. გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ძალიან ნაზად მიაკრო თავისი გავარვარებული ტუჩები მირას გაყინულ ბაგეებს. მთელს სხეულში გააჟრჟოლა, სიხარულისგან, მოზღვავებული ადრენალინისგან და სხეულში გაუჩერებლად მოძრავი არსებებისგან, თვალებზე ცრემლი ჩამოუგორდა მირას. ემირი ნაზად აგრძელებდა მისი ბაგეების დაკოცვნას, მლაშე სითხე იგრძნო, გოგონას მოშორდა და სახეზე დააკვირდა. - რამე გაწყენინე? გაოგნებული უქმენდდა ცრემლს და ხელზე კოცნიდა. -მაპატიე, არ მინდოდა შენი წყენინება. - არა, უბრალოდ, ეს პირველი იყო, ეს უბრალოდ... ძალიან მომეწონა. დაბნეული ლაპარაკობდა მირა. ცოტახანი სერიოზული სახით უყურებდა ემირი, შემდეგ ხარხარი აუტყდა, ვეღარ ჩერდებოდა. - ნუ დამცინი. კოპები შეუკრა გოგონამ. - ვაიმე, გამიხეთქე გული და თურმე რატო ტიროდი... ისევ გააგრძელა სიცილი. - გეყოს. ისევ სერიოზულად მიმართა მირამ. - კარგი კარგი, მაგრამ ძალიან სასაცილო იყავი. ნელ-ნელა მიუახლოვდა და ისევ აკოცა სასურველს... დილის ათი იყო... კარი გაიღო, სახლში მეთი, ეგე და მურატი შემოვიდა... გახარებული მერიემი ქმარს და შვილებს მივარდა და მიეხუტა... მერე ყველას მოშორდა და აათვალიერა, დარწმუნდა რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდათ... ასე იცოდნენ... ერთი ან ორი კვირა იხიზნებოდნენ მთაში, კარვებით, ცოტა საგზალით და ნადირობდნენ, სახლში კი ნადავლით ბრუნდებოდნენ... ყოველი წასვლის შემდეგ, მერიემი ნერვიულობდა, ეშნოდა რომ რაიმე ხიფათს არ გადაყროდნენ, მაგრამ ღმერთის წყალობით, ახლაც ყველაფერი რიგზეა... მათთვის საზეიმო იყო სახლში, რომ ხორცი ჰქონდათ... მაშინვე შეუდგა მერიემი სადილის კეთებას... მაქამდე კი ასაუზმა ახლათ მოსულები... - მირა, მიდი შვილო სათლით წყალი შემოიტანე, არ მეყოფა საჭმლისთვის... ღუმლის გვერდზე მოკალათებულ გოგონას თხოვნით მიმართა დედამ... - ახლავე დედა... სათლი აიღო და გარეთ, იგივე ჭასთან მივიდა... ემირის სახლისაკენ გაექცა მზერა და გაოგნებულს სათლი ჭაში ჩაუვარდა. მეზობის სახლთან ემირის მანქანა აღარ იდგა... გული შეეკუმშა, ყველაფერი იფიქრა, მაგრამ არ დაუშვებდა იმ აზრს, რომ ემირი ისევ წავიდა, მან ხომ დაპირდა, დაპირდა, რომ არ წავიდოდა... სალში შემოვიდა, დედას სათლის ამბავი უთხრა, მაგრამ მიზეზი არავინ იცოდა, ასე მხოლოდ მირა ფიქრობდა, თუმცა მერიემმა, ყველაფერი შესანიშნავად იცოდა. დანახულიც ყავდა ერთად, მაგრამ ხმა არ ამოუღია... დაახლოებით ერთი თვე იყვნენ ერთად, იქამდე სანამ ემირი უსიტყვოდ არ დატოვებდა მირას. ყოველ საღამოს ხვდებოდნენ, სიგიჟემდე შეუყვარდა მირას, ემირსაც... ვერ იგებდა რა მოხდა, რატომ დატოვა ასე უთქმელად, აუხსნელად... ყველაფრის ხალისი დაკარგა. რამოდენიმეჯერ მურატმაც მისცა შენიშვნა : „ სულ ღრუბლებში ნუ დაფრინავ, ნორმალურად მოგვისმინე და მოგვაქციე ყურადღება-ო“ მერიემი ხმას არ იღებდა, ისევ დუმდა და ტკიოდა მირას ტკივილი... ორი კვირა იყო გასული, მირა მოჩვენებასავით დაიარებოდა, არავის აქცედა ყურადღებას. ძმებს ეჩხუბებოდა, ყოველთვის დაძაბული და უხასიათო იყო. კიდევ ვერ იჯერებდა რომ ემირი წავიდა... იმ დღეს ჩვეულებისამებრ არ ჩაუვლია. შუადგის საათებში ემირის ეზოში მანქანა შემოვარდა, მირა ჭასთან იჯდა და გვირილას ფოთლებს აცლიდა... ამ ხმაზე გაოგნებულმა გაიხედა უკან... თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ წყენა ისევ ემჩნეოდა... - როგორ მომენატრე... გოგონას მივარდა და ჩაეხუტა... სახე მის ყელში ჩამალა და მისი, ნაზი და სუფთა სურნელით დატკბა... - სად იყავი, რატომ დამტოვე... - ახლა არა მირა, ახლა არა! შენს წასაყვანად მოვედი. ხომ გიყვარვარ? - ყველაზე და ყველაფერზე მეტად... უკვე აღარავინ ადარდებდა ემირს, გოგონას სახე დაიჭირა და გიჟივით დაეწაფა ბაგეებზე... - მირა!!! მოესმა მამის ხმა და დენდარტყმულივით ჰკრა ხელი ემირს... ბიჭმა მალევე იხელთა დრო, გოგონას ხელი მოკიდა და მანქანაში ჩასვა... ბატონი მურატი სირბილით გამოვარდა სახლიდან, ფეხშიშველი... ყვიროდა, იგინებოდა, იფურთხებოდა... ბიჭმა კი სასწრაფოთ დაძრა მანქანა და იქაურობას მოწყდა... - ეს რა გააკეთე... გაოგნებულმა წარმოთქვა... - ეს რა ჩაიდინე... - ის რაც აქამდე უნდა მექნა, არ მეშინია არავისი გესმის? მომენატრე, მიყვარხარ! შენი თვალები, ტუჩები, სხეული, შენი სუფთა და ტკბილი სურნელი მიყვარს, რომელმაც ასე დამახვია თავბრუ... მიყვარხარ გესმის? ბიჭი გზას არაშორებდა თვალს და ისე ეუბნებოდა ყველაფერს გოგონას... ის კი მხოლოდ ერთზე ფიქრობდა, იცოდა რაც ელოდა, იცოდა რომ ბედნიერება არ ეწერა! იმიტომ არა, რომ არ უყვარდა, იმიტომ რომ მისი ოჯახი არ შეარჩენდა... - დამაბრუნე! წავიდეთ უკან ემირ, დამიჯერე ასე შენც გადარჩები... - მე არაფერი მომივდა, მთავარია შენ გინდოდეს ჩემთან... - მინდა, ხომ იცი, რომ მიყვარხარ ემირ, ყველაზე მეტად ეგ მინდა, მაგრამ არ მინდა რომ სიცოცხლეს გამოგასალმონ და ვიცი ეს ადრე თ გვიან მაინც მოხდება. ემირ გთხოვ, თუ გიყვარვარ დამაბრუნე... მეშინია. ხმადაბლა თქვა მირამ... - ჩემს გვერდით არაფერია საშიში.. ბედნიერი იქნები მირა, ვფიცავ! ხმა არცერთს ამოუღია... არც ის უკითხავს გოგონას სად მიდიოდნენ, უბრალოდ იჯდა და საქარე მინიდან გზას ადევნებდა თვალს... - მოვკლავ! ორივეს მოვკლავ... ეს რა გააკეთა! ესე როგორ მოიქცა... ტყუილად ვწვალობ? შეგვარცხვინა... ყვიროდა მურატი და სახლში წინ და უკან დააბიჯებდა... - უნდა წავიდე, ახლავე.. - ჩვენც მოვდივართ მამა! ვიპოვი და გეფიცები ჩემი ხელებით მოვკლავ იმ არაკაცს. იძახდა ეგე... ქალი ღუმელთან იყო ჩამუხლული და უბრალოდ ტიროდა, მან ხომ იცოდა, მან ყველაფერი იცოდა, არ დაარიგა, არ გააფრთხილა. მან იცოდა რაც მოხდებოდა და ვერ იმეტებდა თავის 16წლის გოგოს... „ასე არ უნდა მოქცეულიყო“ ფიქრობდა და ნერვიულად აჩხაკუნებდა საჩხრეკს... ჩაიცვეს და სახლიდან გავიდნენ. მერიემისთვის სიტყვაც არ უთქვამთ. ბიჭებიც როგორ დამსგავსებოდნენ მამას! ორივეს საშინელი გამომეტყველება ჰქონდათ, დაუნდობელი, გამწარებული და გაცეცხლებული თვალები დაინახა ქალმა, პირველად, არც იცოდა ამაზე წამსვლელები თუ იყვნენ, სიყვარულში და სითბოში გაზრდილი ყავდა ბავშვები... იჯდა და ტიროდა, სხვას ვერაფერს აკეთებდა, ვერც ქმარს და ბიჭებს აჩერებდა, ვერც მირას აბრუნდებდა, არადა იცოდა რაც მოხდებოდა!! რაიონში ჩავიდნენ, ძმა ჰყავდა მურატს... რაიონის გამგებლად იყო დანიშნული და შესაბამისად, ყველას იცნობდა... მურატმა ძმას თხოვა დახმარება... ამბავი უამბო ქემალს... გაოგნებული იყო კაცი... - უნდა მოკლა... ვიტრაჟიდან გაჰყურებდა კორპუსებს... - ვიცი ძმაო, ვიცი! ნეტავ იცოდე როგორ არ მემეტება... - რას იზავ, მან ჩვენ შეგვარცხვინა... სიმშვიდეს ინარჩუნებდა ქემალი... ზოგადა ყოელთვის მასე იყო... ქემალი მშვიდი, გაწონასწორებული, ცივსისხლიანი იყო მურატთან შედარებით. ამიტომაც იყო რომ, ძმებს ხშირი კონტაქტი არ ქონდათ... ქემალი ნორმალურად ცხოვრობდა, გამგე იყო, მურატი კი ტრაქტორზე მუშაობდა. ხვაობა იყო მათ შორის, ასაკითაც, განათლებითაც და სოციალური ფენითაც... - შენ თუ ვერ შეძლებ, შემიძლია ხალხი გავგზავნო, იცი ვინარის ისბიჭი? - ვიცი, მეზობელთან იყო შვილიშვილი სტამბოლიდან ჩამოსული... საარაუდოდ ახლაც იქ მიდიან... - გასაგებია, აბა სხვა ვინ იკადრებდა, თუ არა ამპარტავანი ქალაქელი... ჩემს ბიჭებს გავგზავნი... ვწუხვარ, მაგრამ შენ ქალიშვილი აღარ გყავს... ის უკვე ნამუს შერცხვენილი, ბინძური ქალია, რომელმაც ოჯახი შეარცხვინა... ხმა აღარ ამოუღა მურატს, ობოლი ცრემლი ჩამოუვარდა დანაოჭებულ სახეზე... ხელები უკანკალებდა, ვერც თვალებში ჩახედვა შეძლო ვაჟებისთვის... გამობრუნდა და სახლში წავიდა... სტამბოის გზას ადგნენ... რამოდენიმე საათიღა აშორებდათ... ემირი მშვიდი ჩანდა... მირა იყო აღელვებული, იცოდა რომ მამამისი ასე არ მოისვენებდა, არ მიცემდა უფლებას რომ მასთან ყოფილიყო... უკან მანქანა შეამჩნია მირამ, აშკარად მათ მიყვებოდა... უფრო ანერვიულდა, ცადა ემირისთვის ეთქვა, მაგრამ... მათი თვალები ბოლოჯერ შეეჩეხა ერთმანეთს, ბოლოჯერ გაუღიმა ემირმა, ბოლოჯერ მოეფერა თმაზე, და საერთოდ, ბოლოჯერ ნახეს ერთმანეთი... უკნიდან მდევარი მანქანა წინ გადმოხტა... ემირის მანქანას გზა მოუჭრა და გაჩერება აიძულა... ემირი არ იჯერებდა ბოლომდე, არ უნდოდა რომ, დაეჯერებინა... მირა აქვითინდა. იცოდა რაც ელოდა... მანქანიდან გადმოათრიეს ორივე. - ემირ, მიშველე... დაიყვირა მირამ და მისკენ გაიწია. ორი ახმახი იჭერდა გოგონას, ასევე ემირსაც... - ყველაფერი კარგად იქნება მირა, მიყვარხარ... ეს მისი ბოლო სიტყვები იყო, მირასთვის ნათქვამი... ცხოვრებაში დგება მომენტები, რომლებიც სულს გვიწვავს, სიცოცხლის სურვილს გვიკარგავს, გვტკივა, გვენატრება, ვნერვიულობთ, მაგრამ ვცდილობთ ეს შეგრძნებები უკუვაგდოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ. განა არის კი ეს ცხოვრება?! ალბათ უფრო სიცოცხლეა, სიცოცხლე რომელიც არაფრად გვიღირს, არავის გამოა ეს სიცოცხლე, აზრის და მიზნის გარეშე, უბრალოდ არსებობ ამ ბინძურ სამყაროში, ფილტვებს ივსებ დაბინძურებული ჰაერთი და გგონია რომ ყველაფერი ნორმალურადაა... ცდილობ ყველაფერი დაივიწყო, მაგრამ ამას ხომ ვერაფერი და ვერავინ დაგავიწყებს... ასე იყო მირაც, არსებობდა, მოგონებებით, გრძნობებით, რომლებიც არ აძლევდა მოსვენებას, მაგრამ მაინც ფეხზე იდგა, მიუხედავად იმისა რომ შინაგანად, დღემდე ყველაფერი ეწვოდა... - ამ ყველაფრის შემდეგ, რა მოხდა ქალბატონო მირა? თქვენ ცოცხალი ხართ, ის? გსმენიათ მასზე რამე? აღშფოთებული ვისმენდი... დაუჯერებლად მიმაჩნდა ეს ყველაფერი... - დიახ, გავნაგრძობ და ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებთ, ეს ჩემთვის ყველაზე ძნელი პერიოდი იყო, ახლა გახსენებაც კი მიჭირს... ცრემლებმა იკვლიეს გზა... - ხომ არ დაიღალეთ ქალბატონო მირა, იქნებ დღეისთვის საკმარისია? არ გვინდა რომ ძალიან აღელდეთ... საუბარში ნიკა ჩაერთო, რომელიც არანაკლებ აღშფოთებული იყო მოსმენილით... - არა, შემიძლია გაგრძელება... - მაშინ გისმენთ... ვერაფერს ხედავდა, ტომარა ქონდა ჩამოფარებული, ნესტის სუნსგრძნობდა, უსწორ მასწორო გზაზე მიდიოდნენ, თუმცა ვერ ხვდებოდა სად ან ვისთან ერთად... - აქ გაჩერდი, ვიღაცის ბოხი ხმა გაიგო მირამ, რომელსაც ხელ-ფეხი უკანკალებდა, მუცელი ტკიოდა ნერვიულობისაგან და გული ეფლითებოდა ემირის გამო... მძღოლმაც უსიტყვოდ გააჩერა მანქანა... ცოტახანში მირაც გადმოათრიეს, კარგახანს მოუხდათ ფეხით სიარული, ხან რას წამოკრა მირამ ფეხი ხან რას, მაგრამ მოსვენების საშუალებას არ იძლეოდა, მის გვერდით მყოფი, რომელიც ძლიერად ჩაფრენოდა მკლავში და დანიშნულების ადგილისაკენ მიათრევდა... კარი ღჭრიალით გაიღო, ხმაზე იცნო მირამ, ხის კარი იქნებოდა. შიგნით შეიყვანეს და რაღაც რბილზე დააგდეს, ტომარა მოხსნეს... ცოტახანს უჭირდა თვალის გახელა, თითქოს სინათლე აწუხებდაო, მერე შეაჩვია თვალი და ნელ-ნელა გაახილა... მიტოვებულ ფარდულს გავდა, შმორისა და ნესტის სუნი ცხვირს უწვავდა, კუთხეში ბინძური ჭურჭელი ეყარა, ზოგი დამსხვრეული, რომლის შუშაც ძირს იყო მოფენილი... ორი მაღალი მამაკაცი შენიშნა... ზიზღითა და ამრეზით უცქერდნენ შეშინებულს... - აქ იქნები, იქამდე სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს მამაშენი... ბოხი ხმით ალაპარაკდა კართან მდგომი... ამის გაგონებაზე ცრემლები ვერ შეიკავა გოგონამ... - წყალი დოქშია, იმ კუთხისაკენ მიახედა მამაკაცმა, რომლისკენაც ცოტახნის წინ იყურებოდა მირა, სადაც დამსხვრეული ჭიქა და თეფში იდო... ხმას ვერ იღებდა გოგონა... რამოდენიმე წუთით უყურეს მამაკაცებმა გოგონას, შემდეგ კარი გაიკეტეს, რამოდენიმეჯერ გადაკეტეს და იქაურობა დატოვეს... მირას კანკალი აუტყდა, ტირილი დაიწყო... საშნლად გრძნობდა თავს, და ყველაზე მეტად ის ანადგურებდა რომ ემირზე არაფერი იცოდა... ცოტახანში წამოდგა, ფეხებს ძლივს ადგავდა, ნერვიულობისაგან სრულიად დასუსტებულიყო.წყალი დაისხა, ჭუჭყიან, გატეხილ ჭიქაში და ზიზღით მოსვა, მაშინვე უკან გადმოაფურთხა, სახე დამანჭა და ისევ თავის ადგილას დაბრუნდა... ლეიბის მაგვარი ეგდო ძირს, ისიც ბინძური რათქმაუნდა, ალაგ ალაგ გამოხეული, საიდანაც შიგთავსი მოჩანდა... ირგვლივ ყველაფერი ხის იყო, არცერთი სარკმელი არ ქონდა ფარდულს, გარეთ გახედვა უნდოდა მაგრამ ვერ მოახერხა... მოუსვენრად დადიოდა აქეთ-იქით სადამდეც შეეძლო, შემდეგ დაღლილმა და გამოფიტულმა ძილი გადაწყვიტა, თავის ადგილას მიწვა, ყველაფერი დაუტრიალდა კარდრებად, ცრემლი ჩამოუგორდა ისედაც დაცვარულ სახეზე, ცოტახანში ყველაფერი გაშავდა... რამოდენიმე დღე გაატარა იმ საშინელ ადგილას, მშიერი, განადგურებული... ფეხზე ვერც დგებოდა. ტიროდა, გაუჩერებლივ, რამოდენიმეჯერ თავის ჩამოხრჩობაც დააპირა, მაგრამ არ გამოუვიდა. ენატრებოდა, მისი შეხება, სუნი, მამაკაცური სახე და ის თვალები, რომლებიც მისთვის, ლურჯ ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები იყვნენ... - სად ვართ? გამიშვით მეთქი, არ მეშინია თქვენი! ყვიროდა ემირი. - გაჩუმდი! დატკბი ბოლო წუთებით და მოკეტე, ის რაც შენ გააკეთე, ეს ჩვენს ადათს ეწინააღმდეგება. - ფეხებზე მ*იდია თქვენი ადათიც და ტრადიციაც. მიყვარს მე მირა! მასთან მინდა გასაგებია?! - რა საინტერესოა, როგორ შეგიყვარდათ ასე ერთმანეთ რომ სასიკვდილოდ გაიმეტეთ თავი. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა ბიჭო, როგორც ჩანს თავზეხელაღებული ხარ, თორემ ამას არ გადაწყვეტდი, შენ ნუ გვეხუმრები... - ეს ტომარა მაინც მომხსენი თუ კაცი ხარ! შენი სახე მინდა დავინახო! სკამზე მიბმული აფართხალდა ემირი, რომელსაც თავზე შავი ტომარა ქონდა ჩამოფარებული... - მოხსენით. იგივე ხმა გაისმა ოთახში, ვიღაც მიუახლოვდა ემირს და ტომარა მოხადა... სიბნელეს მიჩვეული, სინათლემ თვალი მოჭრა და მირას მსგავსად, მიჩვევის შემდგომ ნელ-ნელა გაახილა თვალი. მის წინ, ულვაშიანი, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი აისვეტა... ემირმა სიცილი ატეხა, გულიანად გადაიხარხარა... კაცი სერიოზული სახით იდგა და უყურებდა ბიჭს... - მორჩი? - შენ, ამბობ რომ უნდა მომკლა? ისევ გაიცინა და სახე მაშნ დაასერიოზულა როცა შუბლზე იარაღის მიბჯენა იგრძნო... - ეჭვი გეპარება? პატარა ბიჭო, შენ ეტყობა არ იცი ვისთან გაქვს საქმე! ბრაზი შეერია ქემალს... ჩვენ საკარიაში მცხოვრები თურქები, არ ვგავართ, სტამბოლში მცხოვრებ თურქებს. არ გვინდა რომ ევროპელებს დავემსგავსოთ, ისევე როგორც თქვენ, ჩვენ ჩვენი წესი გვაქვს, რომელიც შენ დაარღვიე, ამიტომ უნდა დაისაჯო... - კარგით რა! ნუ მაცინებთ, როგორ შეიძლება სიყვარულის გამო ადამიანი მოკლათ? - შენთან პოლემიკის გაგრძელებას არ ვაპირებ, დარწმუნებული ვარ, შენ ამის შესახებ, მირაც გეტყოდა. როგორც ჩანს ვერ გაიგე. - მიხედეთ... ბოლო სიტყვა თქვა ქემალმა, მიტოვებული ავტოფარეხის კარი გააღო და გავიდა... - ეი, ეიი.. მოიცადე, რასაკეთებ?! მისკენ გაშვერილი იარაღის მოგერიებას ცდილობდა ემირი, ხან მარჯვნივ იწეოდა ხან მარცხნივ... - რაც დამავალეს იმას... - შენ არ გყვარებია? დაიყვირა მოთმინება დაკარგულმა... - არა! ცივი იყო პასუხი... - გამიშვი, გამიშვი და აღარასოდეს გამოვჩნდები მირას ახლომახლო... - უკვე გვიანია... მაღალმა კაცმა, სასხლეტს ხელი გამოკრა...გასროლის უსაშველო ხმა გაისმა, სკამზე მიბმული ემირი, უკან გადაყირავდა... მალე ბინძური იატაკი წითლად შეიღება... **** შუაღამე იქნებოდა, საშნელი ქარი ქროდა გარეთ, ზუზუნი კი ფიცრებს შორის, გაჩენილი ნაპრალებიდან შემოდიოდა, ციოდა, საშინლად ციოდა... მობუზული იწვა ლეიბზე მირა, დალურჯებული ქონდა ტუჩები, შიოდა, წყუროდა, ენატრებოდა, უყვარდა, ეშინოდა... კარის ღჭრიალის ხმა გაისმა, დაძაბულობამ იმატა მასში, ხელები უფრო აუცახცახდა, შემოსავლელში მთვარის სინათლე დაინახა, მას მაღალი სილუეტი მოყვა, შემდეგ ფეხები დაინახა, ბოლოს კი გამოსახულება მის წინ აისვეტა... - ბიძია... ჩამქრალი ხმით, დასუსტებულმა ძლივს წარმოთქვა ერთი სიტყვა... - აღარ ვარ ბიძაშენი, აღარ ხარ ჩემი ძმისშვილი და საერთოდ, შენ აღარავინ ხარ!!! მტკიცე იყო ქემალი... - ბიძია... ისევ იგივე თქვა და თავი ხელზე დაიდო, ისევ ცრემლი ჩამოუგორდა გაყინულ ტუჩებზე, მლაშე სითხე იგრძნო გოგონამ... - ეს რატომ გააკეთე? რატომ შეგვარცხვინე? რადროს შენი გაპარვა იყო ამიხსენი... ხმას უმატა ქემალმა. გოგონა ხმას ვერ იღებდა, არ შეეძლო... - დენიზ, შემოდი... ვირაცას დაუძახა კაცმა... ფარდულში, ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა, დაახლოებით 25წლამდე... მირას დანახვისას სახეზე გაოცება დაეტყო... - ესარის? ხმადაბლა ჰკითხა ქემალს... - კი, წაიყვან და შენ იცი... - კი მაგრამ, ის ხომ... სიტყვა შუაზე გააწყვეტინა კაცმა. - არავითარი მაგრამ, იმიტომ დაგიქირავე რომ კითხვების გარეშე გააკეთო შენი საქმე... ბიჭს მოშორდა და ფარდული დატოვა... - ის ხომ, პატარაა... თავისთვის დაასრულა შუაში გაწყვეტილი წინადადება... მირა შეშინებული უყურებდა... ბიჭი მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. - ადექი, შეძლებ? უნდა წავიდეთ... - უნდა მომკლა?! პირდაპირ კითხა მირამ და ცრემლები ჩამოუვარდა... ბიჭს არაფერი უპასუხია. ანდაც რა უნდა ეთქვა... უცნაურად უყურებდა ყმაწვილი მირას... ეტყობოდა რომ არ ემეტებოდა... - სახლში წაგიყვან ჩემთან... შეჭამ, იბანავებ დაისვენებ... მერე... - მომკლავ. ხმადაბლა წარმოთქვა მირამ, ძლივს ადგავდა ფეხებს... შიმშილისაგან და სიცივისგან დასუსტებული სხეული ძლივს იძვროდა ადგილიდან... გარეთ დენიზის დახმარებით გავიდა. მანქანაში ჩასვა, ღვედი შეუკრა და მანქანა დაქოქა... გოგონას ჩაეძინა, ბიჭი გზას უყურებდა, შიგადაშიგ გადმოხედავდა მირას, სახეზე ჩამოყრილ თმას, ყურს უკან გადაუწევდა და ისევ გზას უყურებდა... ძალიან ლამაზი იყო... უნაკლო, ასეთი მოუვლელიც და დასუსტებულიც ულამაზესი იყო... რამოდენიმე საათში, ბიჭმა, გოგონა შეაღვიძა და მანქანიდან გადასვლაში მოეხმარა... - სად ვართ? გოგონა, ყმაწვილს შეშინებული უყურებდა... - ჩემ ძმასთან, აქ უსაფრთხოდ იქნები, რამოდენიმე დღე და აქედან წავალთ... - სად? - მაგას მერე მოვიფიქრებთ... - რატომ აკეთებ ამას, მოგკლავენ ხომ იცი... - ვერ მომკლავენ, დამშვიდდი და შედი... კარი მაღალმა სიმპათიურმა ბიჭმა გააღო, უკნიდან გოგონა მოყვა, სავარაუდოდ ცოლი უნდა ყოფილიყო... დენიზს კითხვისნიშნიანი თვალებით შეხედა, დენიზმა არაფერი უთხრა, შიგნით შევიდა და კარი მიკეტა... - დენიზ, ხო მშვიდობაა... გოგონა აათვალიერა რძალმა და მაზლს გაუღიმა... - კი ელიფ, ყველაფერი რიგზეა, ძალიან გთხოვ, მირა მოაწესრიგე და რამე აჭამე რა... აივანზე გავიდეთ. ახლა ძმას მიმართა და მხარზე ხელი დაკრა... რძალმა უსიტყვოდ შეასრულა მაზლის თხოვნა, გოგონას თბილად გაუღიმა და სააბაზანოსკენ გაეშურნენ... - არ მეტყვი რახდება და ვინარის? - შემეცოდა, მოკვლა მთხოვა ქემალმა, ვერ შეძელი... პირველი შემთხვევაა რომ ვერ შევძელი, არ ვიცი რა მჭირს.. - კი მაგრამ, რა დააშავა ასეთი, ბავშვია თითქმის, ეს როგორ უნდა მოკლა... - მეც მაგას ვამბობ... თვალები ძირს დახარა და იატაკს მიაშტერდა.. - სერიკში ხო იცი რა უმსგავსო წესია, ბიჭმა მოიტაცა... გზიდან მოაბრუნეს და აი... - ღმერთო ჩემო, რა ურჯულო ხალხია... ასე როგორ შეიძლება, სიყვარულის გამო ვის გაუგია ადამიანის მოკვლა... - მათ გაუგია, მათ შეუძლიათ... ჯერ მხოლოდ 16ისაა... ხო ნახე რა ლამაზია, როგორ გავიმეტო... ნაღვლიანი ხმით ლაპარაკობდა დენიზი... - რა უნდა ქნა? აქ ვერ იქნები დიდი ხნით, ხომ იცი... - ვიცი ძმაო, რამეს ვიზავ... უნდა გავუშვა, სადმე უნდა დავტოვო, მაგრამ სად? - ამაღამ იყავით აქ, მაგრამ არ მინდა ჩემი ოჯახი საფრთხის წინაში დააყენო დენიზ, იცი შენი საქმიანობით არასოდეს ვიყავი კმაყოფილი, მაგრამ მაინც შენსას იტანდი მთელი ცხოვრება... - აქ მორალის მოსასმენად არ მოვსულვარ,თუ შეგიძლია დაგვიტოვე 1-2 დღე, თუ არა და რამეს მოვიფიქრებ... - გასაბრაზებლად არ მითქვამს, ვინც შვილს იმეტებს მოსაკლავად, ის ჩვენ საერთოდ არ დაგვინდობს, ხომ იცი ელიფი ფეხმძიმედაა, არმინდა ინერვიულოს... - ვიცი, ვიცი... კარგი ამაღამ დავჩებით, ხვალ მზის ამოსვლამდე წავალთ... - კარგი, მიდი დაისვენეთ... თბილად გაუღიმა ეფემ ძმას და შინ შევიდა... ისე ესიამოვნა ცხელი ჭვავლი, მთლიანად მოეშვა... ყველაფერი გაახსენდა და ცრემლები წამოუვიდა... ემირზე დარდობდა, რა ჭირდა, როგორ იყო, არ იცოდა... ენატრებოდა, გულ-მუცელი ეწვოდა... დაახლოებით ნახევარი საათი დაყო აბაზანაში, დენიზს შეეშნდა და ფრთხილად მიუკაკუნა... - მირა, ხომ კარგად ხარ? - კი, გამოვალ ახლა... დენიზი დამშვიდდა და სამზარეულოში შევიდა.. ელიფს სუფთა ტანსაცმელი დაუტოვია ნიჭარაზე, ჩაიცვა და გარეთ გავიდა... შეშინებული, დამფრთხალი შველივით იყურებოდა აქეთ-იქით, ნელი ნაბიჯებით გაუყვა გრძელ ჰოლს.. სინათლე დაინახა გაღებულ კარში, იფიქრა იქ უნდა შევიდე-ო... - მოდი, ვივახშმოთ... დენიზის ხმა გაიგო და უფრო თამამად შეაბიჯა სამზარეულოში... - ჩემს გამო საფრთხეში აგდებ შენს ოჯახს და საკუთარ თავსაც... ვიცი რაზე არის წამსვლელი ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით კი ბიძაჩემი... ხომ ხედავ, მამაჩემს იმის თავიც არ ქონდა რომ თავად გაეკეთებინა გასაკეთებელი, ბიძაჩემი მითუმეტეს, არავის დაინდობს... არ უნდა გაკეთებინა ეს... - ჭამე მირა... პასუხს თავი აარიდა და ფიალაში დასხმული სუპისკენ მიუთითა… - აქედან როდის წავალთ? - გამთენიისას... - შეიძლება დავიძნო? - რათქმაუნდა.. ელიფ, მირა დააწვინე რა... რძალს გასძახა, გოგონაც უმალ, მოვიდა და მირა კუთვნილ საწოლზე დააწვინა... მალევე ჩაეძინა... ემირი პატიებას თხოვდა, ეძახდა, ეფერებოდა... მასთან ჩახუტებას ლამობდა, თუმცა ვერ უახლოვდებოდა, მირა იდგა და ცხარე ცლრემლით მომტირალი უცქერდა... შუბლიდან სისხლი წასკდა ემირს, ხელი მოისვა და წითელ სითხეს დააკვირდა, ჩეღიმა... საბოლოოდ შეხედა მირას, საშნლეი თვალები ქონდა, ასეთი ჯერ არასოდეს უნახავს მირას. - მაპატიე... ყოველთვის მეყვარები... სილუეტი ნელ-ნელა უფერულდებოდა, შორდებოდა მირას თვალთახედვას, შემდეგ კი საბოლოოდ გაქრა... - ემირ, ემირ.. საწოლიდან შუბლ დაცვარლი წამოხტა... შემდეგ ნანახი გაანალიზა და ტირილი აუტყდა... ნუთუ ეს სიმართლე იყო... ნუთუ ემირი მართლა... არა! არც უნდოდა რომ ეგ გაეფიქრა... ლოგონიდან წამოდგა, საღამური გაიხადა და ტანსაცმელი ჩაიცვა... მიიხედ-მოიხედა, ოთახიდან გავიდა... სახლში ჩაბნელებული იყო... სარკმელებიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა ჰოლს... კედელზე საათს შეხედა, ღამის 4ს უჩვენებდა... შემოსასვლელი კარი ფრთხილად გააღო და გარეთ გავიდა... ხმაური შემოესმა დენიზს... ფხიზელი ძილით იყო გამორჩეული... საწოლიდან წამოდგა და წამის წინ მიკეტილ კარებთან გაჩნდა... სარკმლიდან დაინახა, მირა სახლს როგორ შორდებოდა.. ხმა არ ამოუღია, ნელა გამოღო კარი და უკან გაყვა... ბევრი იარა მირამ, ბოლოსკენ ნაბიჯსაც შეუნელა, შეეტყო რომ დაიღალა... რაღაც იგრძნო, ძალა რომელმაც უკან მიახედა, არავინ იყო... დაიძაბა, შეშინდა თუმცა გზა გააგრძელა... სტამბოლში პირველად იყო, არ იცოდა სად მიდიოდა, მთავარი იყო რომ იმ სახლს მოშორებულიყო, არ უნდოდა ისინი საფრთხეში ჩაეგდო... დარდი მოაწვა, ტკივილი იგრძნო, თვალები აუწყლიანდა... - ემირ, გაფრთხილებდი, არ დამიჯერე... ღმერთო, გთხოვ.... არ მინდა რომ სიმართლე იყოს ჩემი სიზმარი. ემირ, მენატრები... თავისთვის ლაპარაკობდა და ცრემლებს გასაქანს აძლევდა... ხიდი დაინახა, საკმაოდ მაღალი... გზა ცარიელი იყო, კიდევ მიიხედა უკან, არავინ იყო ქუჩაში... კიბეებს აუყვა, ფეხები ეკეცებოდა დაღლილობისაგან, ტკივილისგან. ეს ყველაფერი გაუსაძლისად ეჩვენებოდა. 16 წლის და ამხელა ტკივილი, ზედმეტი იყო მისთვის... ბოლო საფეხურზე ადგა ფეხი... ღრმად ჩაისუნთქა და ხიდზე ავიდა... მოაჯირთად გაჩერდა. ფეხი საფეხურზე ადგა, მეორეც. შემდეგ მეორე მხარეს გადავიდა... - აქ თუ არა, იქ მაინც შევხვდებით ემირ... ცოტა წინ გადაიხარა, მაგრამ ხელი არ გაუშვია მოჯირისთვის... - არ გინდა! უკნიდან ხმა მოესმა... ნაცნობი ხმა. - არ გინდა მირა, გეხვეწები... ნელ-ნელა უახლოვდებოდა გოგონას... არ ღირს გესმის?! გადმოდი... - აქ რა გინდა? თავი არც მიუტრიალებია ისე კითხა. - დაგინახე, რომ გამოხვედი... - ხოდა არ უნდა დაგენახე! - ჩამოდი მირა... - უნდა მოგეკალი, თვალის აუხამხამებლად, უნდა გმაოგეკრა სასხლეტისთვის ხელი, უნდა მოგეკალი... ხმა უკანკალებდა... - ვერ შევძელი, ვერ გაგიმეტე! ხოდა ახლაც ვერ გიმეტებ... გადმოდი!!! ხმას აუწია დენიზმა... - წადი დენიზ, წადი... ხელი გაუშვა მოაჯირს და წინ გადაიწია... - არა!!!! მირაააა!!! მოაჯირს მივარდა დენიზი და ხელზე ჩაებღაუჭა... წამებში ამოწია ზემოთ, მოაჯირს აქეთ გადმოიყვანა და ჩაეხუტა... - მირა, მირა... თვალებ დახუჭული ეკვროდა გოგონას, რომელსაც სიკვდილი არ დაცალდა. რომელსაც არ სურდა ამ ბინძურ სამყაროში ცხოვრების გაგრძელება... - ეს აღარასოდეს გაიმეორო... - გამიშვი... შენ არ გაქვს უფლება შემეხო... დენდარტყმულივით წამოხტა მირა... შენი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ სიცოცხლეს არ გამომასალმე... ახლა დამანებე თავი... მინდა რომ წავიდე, არ მინდა შეგაწუხო, არ მინდა საფრთხეში იყოს შენი ოჯახი, არ მინდა გაიგე?! არ მინდა, დამანებეთ რა ყველამ თავი... უკვე პანიკაში გადასდიოდა ტირილი, ხელებს იქნევდა და ტიროდა... ემირთან მინდა! მასთან მინდა გამიშვით მასთან, ან მომიყვანეთ, მე ემირი მინდა!!! ვერ გიტანთ ვერავის, ყველა მძულს... შემეშვით, დამანებეთ... უმოწყალოდ იქნევდა ხელებს, შემდეგ ჩაიკეცა და ტირილი ბღავილში გადაეზარდა... - წამოდი სახლში... მკლავში მოკიდა ხელი და წამოაყენა.. - არ მინდა დენიზ... სადმე სხვაგან წამიყვანე... აქედან წამიყვანე რა... შეეხვეწა მირა... - სად წაგიყვანო? - არ ვიცი, სადმე, ვიმუშავებ ოჯახში... ყველაფერი შემიძლია... ოჯახში დამბრუნებელი არ ვარ, ემირს ვიცი ვერასოდეს ვნახავ, მინდა რამეს გადავაყოლო... - ჩემთან დარჩი... მოულოდნელად წამოროშა დენიზმა, სახე იქით გაატრიალა და პასუხს ისე დაელოდა... - შენთან? რა მინდა შენთან? - დაგიცავ, მოგვილი... სხვაგან რა მოგივა ღმერთმა იცის... თანაც... - თანაც რა?! დენიზ რა გინდა თქვი... - შენ, ძალიან ლამაზი ხარ,პატარა, არ მინდა რამე მოგივიდეს... - დენიზ, გთხოვ გაჩუმდი... მირჩევნია ყველასაგან შორს ვიყო... არაფერი მომივა, ამაზე მეტი რაღა უნდა მომივიდეს... ნაღვლიანი თვალები მოაშორა ბიჭს და ძირს დაიხედა... - 5საათია, ახლა სად წაგიყვან, წავიდეთ სახლში, რომ გათენდება გპირდები, ოჯახში მიგიყვან, იქ იმუშავებ დამხმარედ... - ასე აჯობებს დენიზ.. სახლისაკენ წავიდნენ... შინ მისულნი, დაღლილები, ორივე საწოლში დაბრუნდა ისე რომ ცოლ-ქმარს არაფერი შეენიშნათ... როგორც დაპირდა, გამთენიისას, მირა ელიფს და ეფეს დაემშვიდობა და სახლიდან გაივდნენ... ***** - მას შემდეგ, არც დენიზი მინახავს, არც მისი ოჯახი და არც ჩემი... ემირი კი... გვიან გავიდე მისი საფლავის ადგილი... ჯერ არ მივსულვარ... 40 წელი გავიდა, მაგრამ მაინც ვერ მივდვიარ... მტკივა, არ შემიძლია... ჩემ გამო ახალგაზრდამ დატოვა ეს საშინელი ადგილი, ერთადერთი მაგით არის იქ ბედნიერი ,რომ აქ არარის, მაგრამ ვინიცის, იქნებ ჩემთან ერთად, ეს ჯოჯოხეთიც აეტანა... - დაუჯერებელია... ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ მყოფი, თვალზე ცრემლ მომდგარი, ვიჯექი და ამ საშინელი ამბავის დაჯერებას ვცდილობდი... - ეს სრული სიგიჟეა... დაამატა ნიკამ... - სამწუხაროდ რეალობაა ბავშვებო... - ვწუხვარ ქალბატონო მირა... სხვა არაფერი მეთქმოდა... - მეც... სულ ესიყო... მას შემდეგ ოჯახში ვმუშაობდი, დამხმარეთ, შემდეგ ფული შევაგროვე და როგორც ხედავთ აქ ვარ... - ამდენი ხანი, ნუთუ ვერ მოიკრიბეთ ძალა, რომ თქვენი სიყვარული მოგენახულებინათ? - როცა გარდავიცვლები, მოვიკრებ ძალას და ვნახავ ჩემს სიყვარულს, იქ, იმ ქვეყანაში... - რა ბედი ეწია თქვენს ოჯახს? - არ ვიცი, არც მინდა ცოდნა, ისინი არ არიან ჩემი ოჯახი, არც მე ვარ მათი... მას შემდეგ რაც ქალიშვილი მოსაკლავად გაიმეტეს... - ძმებიც არ შეგეხმიანენ? - ისინი საერთოდ.. მათი ხსენებაც არ მინდა... არადა მეგონა ყოველთვის ისინი დამიცავდნენ, რაცარუნდა მომხდარიყო, მაგრამ პირველ რიგში, მათ მკრეს ხელი... - გასაგებია... ქალბატონო მირა, რამის თქმა ხომ არ გინდათ ქართველი მკითხველებისთვის, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს? - დიახ... სავარაუდოდ თქვენთან არ იქნება ასეთი წესი, თქვენ უფრო თავისუფალი ერი ხართ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა რომ ნებისმიერმა დაიცვას, საკუთარი სიყვარული, საყვარელი ადამიანი და პირველ რიგში საკუთარი თავი... - ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მირა, ვწუხვარ რომ რამოდენიმე საათით იმ მტკივნეულ და საზარელ წარსულში დაგაბრუნეთ, არ იყავით ვალდებული... ძალიან კეთილი ბრძანდებით... - მადლობა საყვარელო, იმედია დაგეხმარება ჩემი ისტორია, წარმატებები... - წავიდეთ ხო? ნიკას გადავხედე, კმაყოფილმა... - კი წავიდეთ... ქალი წამოდგა და კარისაკენ გაგვიძღვა, თბილად გადაგვეხვია და დაგვემშვიდობა... სახლში რომ შევედით, მაშინვე აბაზანაში შევედი... ონკანი მოვუშვი და ცივი წუალი რამოდენიმეჯერ შევისხი სახეზე, აზრზე მოსასვლელად... - ვაიმე ეს რაიყო.... ჩემთვის ჩავილაპარაკე... ხელ-პირი შევიწმინდე და მისაღებ ოთახში გავედი, სადაც ნიკა მელოდა... - მიხარია რომ დაგეხმარე... - შენ რომ არა, არვიცი რა მეშველებოდა... - არ ავღნიშნოთ? - სიამოვნებით... თანაც უკვე მოსაღამოვებულა... სავარაუდოდ ხვალ წავალ... - ხვაალ? ასე მალე? - ხო ნიკა, მართალია დრო კიდევ მაქვს, მაგრამ ათასი საქმეა თბილისში მოსაგვარებელი, სტატიაა დასამუშავებელი, ესეც რომ არ მოეწონოს იმ კრუელას, მერე უკვე მე წამოვალ სამსახურიდან... - დარჩი რა... - არ მინდა ძალიან შეწუხდე. - არ ვწუხდები, იყავი ჩემთან. დრო გაქვს, სამეებს მერეც მიხედავ, რამდენი წელია არ გვინახავს ერთმანეთი... - ჰო, მართალი ხარ... - ჰოდა, დარჩი ერთი კვირა მაინც... - არა, ერთი კვირა ვერ ნიკა, მართლა... ძალიან მინდა მაგრამ, უამრავი საქმე მაქვს... - კარგი, ორი- სამი დღეც მეყოფი... ორაზროვნად ჩაილაპარაკა... ხმა აღარ ამომიღია, მაგრამ ვიგრძენი, ვიგრძენი ის რაც აქამდე არ მიგძვნია... მეუცნაურა ნიკა, არ იყო ის ვისაც ვიცნობდი.. ყველაფერი ცხადი იყო რათქმაუნდა, ნებისმიერი ქალი იგრძნობს, მის მიმართ განცდილ სიმპათიებს.. ხოდა, მეც ვიგრძენი... არც მალავდა ნიკა... რა დასამალია და არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი, უცნაურია, 2 დღეში რაიმის აღიარება, პრინციპში საღიარებელი არც იყო არაფერი, ჯერ! მსუბუქი ვახშამი მოვამზადე, ნიკამ წითელი ღვინო ამოაიტანა... არაფერი განსაკუთრებული, მისაღებ ოთახში, პატარა მაგიდაზე გავშალე მაგიდა, ბაკლებში წითელი სითხე ჩამოასხა ნიკამ და დავსხედით... - გამიხარდა თამთა შენი ნახვა... შესაძლო იყო, სხვანაირად შევხედრილიყავით ერთმანეთს, მაგრამ ასეც მშვენიერია... - მეც გამიხარდი ნიკა... - იმედია წარმატებას მიაღწევ, იცი რომ ყოველთვის გადევნებდი თვალს უნივერსიტეტში... - ნიკა... - არა, არა.. დამაცადე... შენმა აქ ჩამოსვლამ, ჩემზე და ჩემს გრძნობებზე სხვანაირად იმოქმედა... ყველაფერი ამოტრიალდა გულში... - ნიკა... მუდარის თვალებით შევხედე, მაგრამ მაინც განაგრძო... - ვიცი, ახლა არც შენ ხარ მზად რაიმეს დასაწყებად, ან შესაძლოა, სხვაც გყავდეს, არვიცი... მაგრამ მინდა გითხრა რომ, ახლა თუ არა, მოვა დრო, შენ ჩემთან იქნები... გპირდები... - ნიკა, რაზე საუბრობ საერთოდ, კარგი რა... - სიმართლზე... შენ გაგიმარჯოს თამთა, ყველაზე ლამაზ ქალს მსოფიოში... მთლიანი ბაკალი გამოცალა, მერე, მეორე დაისხა და ისიც გამოცალა... მე გაოგნებული ვუყურებდი, მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი... ნელ-ნელა ვსვავდი კუთვნილ ღვინოს... ნიკას კი უკვე მესამე დაელია... - გეყოს ნიკა... - რატომ? ხო არაფერს ვაშავებ... - ახლა არა, მაგრამ დააშავებ... - საიდან ასეთი დარწმუნება? როდის გყავარ მე მასეთ მდგომარეობში ნანახი? - არასოდეს. - ხოდა დამშვიდიი, ჩემო თამთა... მეუცნაურა მისი მომართვა... - მეცეკვები? - რაა? ვერ მივხვდი.. უცებ, საიდანღაც ჩემი საყვარელი სიმღერა ჩაირთო... kodaline – all i want - შენ, ეს საიდან? გამიკვირდა, გამიხარდა... ვერ აღვწერ რა ვიგრძენი... - „All I want is nothing more - To hear you knocking at my door.“ სიმღერით მიპასუხა ნიკამ... - „'Cause if I could see your face once more - I could die a happy man I'm sure“ - მეც გავაგრძელე და გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე... დამეფიცება, რომ სასწულად ვრძნობდი თავს... იქამდე არ გავჩერებულვართ, სანამ ფეხები არ გვეტკინა... მის მხარზე მედო თავი, მას კი ჩემს თმებში ქონდა თავი ჩარგული... ყოველ მის ამოსუნთქვაზე, სხეულზე პატარ-პატარა ბურთები მემჩნეოდა, ხელები მიკანკალებდა, ნიკაც რძნობდა ამას და უფრო გადავყავდი ჭკუიდან... - ულამაზესი ხარ... ნაზად ჩამჩურჩულა... ჭკუიდან გადავედი, ძრღვებში სისხლი გამეყინა, გავცივდი, ხელები გამეყინა, შემდეგ უცებ გამიხურდა სხეული, თითქოს ადუღებული წყალი გადამასხესო... ხმა არ ამომიღია, არ მინდოდა იაფფასიანი სიტყვებით, სიტუაცია გამეფუჭებინა...უფრო მივეხუტე და მისი სასწაული სურნელი შევიყნოსე... - არ შემიძლია ეს არ გავაკეთო... სახეზე ხელები მომკიდა და ზემოთ ამაწევინა... ცოტახანი თვალებში მიყურა, შემდეგ ნელა დაიხარა, მისი ცივი ტუჩები ვიგრძენი... რბილი და ნაზი კანის შეხებამ სულ მთლად ამირია თავგზა... ნაზი კოცნით არ დაკმაყოფილდა... შედარებით სწრაფზე და უხეშზე გადავიდა. ხელებს დააცურებდა სხეულზე, ჩემს სხეულზე რომელიც იმ წუთას წართმეული მქონდა... კოცნით და სხეულზე მოფერებით დავტოვეთ მისაღები ოთახი... არ ვიცი რას ვეჯახებოდით, რა დავამსხვრიეთ, ან ჩავტეხეთ, არც ის ვიცი როგორ, რანაირად ან რატომ აღმოვჩნდი მის საწოლში, მაგრამ დამეფიცება, ეს შეუდარებელი, დაუვიწყარი და საუკეთესო ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში... თავი ქალად მაგრძნობინა, ისეთი ნაზი და სათუთი იყო... დილით მისმა ნაზმა შეხებამ გამაღვიძა, გავუღიმე და ვაკოცე... - სასწაული ხარ... ხმადაბლა, ახალგაღვიძებული, დაბოხებული ხმით მითხრა... - შენც... - არ მესმის აქამდე სად ვიყავით, რატომ არ ვიყავით ერთად... - ახლა ხომ ვართ... - ვართ! მაგრამ დროებით... - ვიცი... - მალე სულ ვიქნებით... - ანუ? - ცოლად გამომყევი.. - მეხუმრები? - არანაირად... - მესამე დღეა აქ ვარ... - „ზატო“ უნიში ვიყავით დიდი ხანი... - ცალცალკე... - რამნიშვნელობა აქვს, ხომ ვიყავით... - ანუ არ მეხუმრები? - არანაირად- თქო! - კარგი... - ანუ? - გამოგყვები... მეორე სიგიჟე, რაც ჩემ ცხოვრებაში ჩამიდენია... პირველი გუშინდელი ღამე იყო... - მიყვარხარ! თურმე ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან, მაგრამ მაშინ მივხვდი, აეროპორტში, ხელი რომ ამიწიე... - რა რომანტიკოსი ხარ... - აჰ, მეღადავები კიდეც... - არანაირად... გავიცინე და ჩავეხუტე... - უნდა ავდგე და ნინას დავურეკო... - მიდი ცოლო, მიდი.. თვალი ჩამიკრა. - მომავალო, დაგავიწყდა... - რამნიშვნელობა აქვს... სასწრაფოდ წამოვდექი ლოგინიდან... მთლიანად შიშველი რომ ვიყავი, თბილი ლოგინიდან წამოდგომის შემდეგ მივხვდი... უკნიდან ნიკას სიცილმა ხომ, მთლიანად დამძაბა.. - ახლა არ მითხრა, რომ შეგრცხვა, თორემ დაგცინებ... - შენ ახლა, უკვე დამცინი... არც მიმიხედავს ისე ვუპასუხე და სირბილით აბაზანაში შევვარდი... - რა გიჟია... სიცილით მომაძახა... წყალი გადავივლე, გამოვედი და ტელეფონს ვტაცე ხელი, უვე 3დღეა აქ ვარ და არც მშობლებისთვის დამირეკავს, არც ნინასთვის... პირველად ნინას დავურეკე, ვიცოდი მშობლები ძალიან გაწელავდნენ და მაგდენი დრო არ მქონდა... - ნინ... რას შვები? - ოხ, გაგახსენდი?? როგორ მოხდა? რა იყო მართლა თურქმა მდიდარმა ხო არ გაგიტაცა და დამწყვდეული ყავხარ? თავისას არ იშლიდა, ყოველთვის ასეთი ოხუნჯი იყო.... - ჰაჰა, გავიცინეთ, გვეყო... მოკლედ ყველაფერი მხად მაქვს. აქ ისეთი მოხდა.... რო ჩამოვალ მოგიყვები... - ხო, ჩამოსვლა მალე მოგიწევს, იმიტომ რომ ქეთა გაანთავისუფლა იმ საშინელმა ქალმა და სასწრაფოდ გვჭირდები აქ... გკითხულობს, ხან რა მოვიფიქრე ხან რა... - აუ, შევწუხდი რაა... კაი დღეს საღამოს წამოვალ... - ხო, აჯობებს... ისე რამოხდა? - მე და ნიკა... - არ გამაგიჟო და გამასულელოოოო.... - თუ მჯეროდეს... ყველაფერს მოგიყვები... - გელოდები ჩემო გოგოვ... საძინებელში დავბრუნდი... - რა ხდება, რა სახე გაქვს? ნიკამ მაშნვე შემამჩნია... - საღამოს უნდა წავიდე... - რაა? მეკაიფები? - არა, ნინამ მითხრა რომ, უფროსი მიბარებს... - ეეე. ატრაკებს ეგ შენი უფროსი... - ვიცი. უნდა წავიდე ნიკა... ხომ ჩამოხვალ? - არ ვიცი, ჯერ არ შემიძლია თამ... პირველდ შემიმოკლა სახელი, მომეწონა... - აბა როდის? - მალე... როგორც კი მოახერხებ, შენ ჩამოდი... - ვეხდები... წავალ ჩავალაგებ ბარგს... - ბილეთს დაგიჯავშნი.. აღარაფერი უთქვამს ნიკას, წამოდგა, ჩაიცვა და გარეთ გავიდა... მაშინვე მივხვდი რომ ეწყინა... არც მე მინდოდა მაგრამ... საღამოს ექვსზე ფრენა მქონდა... 4ისკენ მოვიდა სახლში.. მე ყველაფერი მზად მქონდა... მომიახლოვდა, ჩამეხუტა და დაახლოებით ნახევარი საათი ასე გაატარა... არც მე გავნძრეულვარ ადგილიდან, ანდაც როგორ გავინძრეოდი, ვინ მაცდიდა... - მომენატრები.. - მეც ძალიან... ჩამქრალი ქონდა ხმა... - ხომ ჩამოხვალ? - ვეცდები... - ძალიან ეცადე კარგი? - ჰო... რომ არ წახვიდე? - გამომაგდებენ... - გამოგაგდონ! გვეყოფა ჩემი შემოსავალი... - აქ ვერ დავრჩები ნიკა, ჩემი ოჯახი გაგიჟდება... - დროებით... - არ ვიცი... - გასაგებია... - არ მიწყინო რა... - არა, გასაგებია-თქო... ისევ ჩამეხუტა და მაკოცა... უკვე აეროპორტში ვიყავით... საშინლად ვგრძნობდი თავს... არ მემეტებოდა. არ მინდოდა რომ აქ დარჩენილიყო, მაგრამ მესმის, ის სწავლობს, მუშაობს. ასე ადვილად ვერ წამოვა, ვერც მე დავრჩები აქ... ყველაფერს ვერ მივყრი თბილისში... ჩასხდომა გამოაცხადეს... ბოლოჯერ ჩავეხუტე.. თვალზე ცრემლი მომადგა... ტავიამაწევინა, ცერა თითით, ცრემლი მომწმინდა და ნაზად, ისევე როგორც პირველად, მისი ცივი ტუჩები ვიგრძენი. ტუჩები, რომლის გემოც არასოდეს დამავიწყდება... გავცილდი, ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ უნდა წავსულიყავი... ბოლოჯერ გავხედე და ჰოლში გავვუჩინარდი... ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო... სანამ საქართველოში ჩავედი, თვალზე ცრემლი არ გამშრობია... მშობლები და ნინა მელოდნენ აეროპორტში, მათი დანახვისას, სახე გამებადრა.. ყველას სათითაოდ მოვეხვიე და სახლში წავედით... არაფრის თავი მქონდა. გზაშივე მოვუყევი ნინას ის სიგიჟეები რაც გადამხდა თავს... აღტაცებული, გაოცებული და გახარებული მიყურებდა... ვიგრძენი, რომ გულწრფელად გაუხარდა ჩემი ამბავი, მაგრამ რეალობას ვერ ვეგუებოდი, მის გარეშე გატარებულ ყოველ წამს, ვერ ვგუობდი... რედაქციაში გამზადებული, დამუშავებული სტატიით მივედი... დირექტორის მაგიდაზე დავტოვე და წამოვედი... მთელი დრო უაზროდ გავატარე, ოფისში ვიჯექი და „ფეისბუკი“-ს საშუალებით ვემესიჯებოდი ნიკას... ძალიან მენატრებოდა... საღამოსკენ გავიდა, მას მერე აღარ მოუწერია.. ვეღარ ვუკავშირდებოდი, ვერც სკაიპში, ვერც სოციალურ ქსელში... ვღელავდი, ვბრაზობდი, მენატრებოდა, ვეჭვიანობდი... საშინლად ვიყავი... ოფისის კარი გაიღო... - თამთა, შეუდარებელია, აი მესმის! აღფრთოვანებული ჩანდა „კრუელა“ - შენი იმედი ტყუილად არ მქონდა... უკვე გავაგზავნე დასაბეჭდად... ყოჩაღ... მოვიდა ხელი ჩამომართვა და მომილოცა... - მადლობა ქალბატონო, ვეცადე... - კარგი გოგო ხარ! პრემიას ელოდე... ესღა მითხრა და კაბინეტი დატოვა... ვერ მივხვდი გამხარებოდა, ის რომ ჩემს საშინელ დირექტორს, ჩემი ნაშრომი მოეწონა, თუ მწყენოდა ის ფაქტი რომ, ნიკას ვერ ვუკავშირდებოდი... საღამოს ივენთს მართავდა ჩვენი დირექტორი... გინდა თუ არა, ხალხში უნდა მოგილოცო წარმატება-ო... სადა შავი კაბა ჩავიცვი, წელი შიშველი მქონდა, ტანზე მომტკეცოდა და საკმაოდ მიმზიდველი ვჩანდი... კრემისფერი მაღლები ჩავიცვი და ამავე ფერის კლაჩი დავიჭირე, მსუბუქი მაკიაჟი მქონდა, თმა გაშლილი და გასწორებული.. ერთი სიტყვით, ივენთისთვის მზად ვიყავი... დარბაზში შევედი, ყველამ შემომხედა და რაღაცნაირად უხერხულად ვიგრძენი თავი... ნინა დავინახე და მაშნვე მისკენ წავედი... - ვააუ!!! ბომბა ხარ გეფიცები.. - კაი, ნუ აჭარბებ... - მართლა... თუ გავითვალისწინებთ რომ ეს ივენთი შენთვისაა მოწყობილი, ცოტა უბრალოდაც ხარ... შენიშვნა მომცა დაქალმა და ამათვალიერა.. - ხო იცი არ მიყვარს ზიზილ-პიპილო კაბები და გადამეტებული მაკიაჟი.. - მაგას არც გეუბნები, ეს შავი რაარის, სხვა ფერი არ გქონდა? - ნწ, ეს მომწონს.. - კაი, კაი... მოკლედ გილოცავ ჩემო გოგო, ხომ ხედავ, ტყუილად არ მიბიძგებია შენთვის... - ჰომ, მართალი ხარ, ამ წასვლამ ბევრი რამ შეცვალა... - კარგი რა, ყველაფერი მოგვარდება. რა იცი იქნებ რა მიზეზით არ ჩანს... - ნებისმიერი მიზეზის შემთხვევაში, ასე არ უნდა მომქცეოდა, ასე არ უნდა დაკარგულიყო... - ყველაფერი მოგვარდება... ორაზროვნად ჩაილაპარაკა და კოქტეილი მოსვა... საღამომ ნორმალურად ჩაიარა... „კრუელა“ სცენაზე ავიდა, მიხმო და საჯაროდ, მომილოცა... ჯილდო კი, (პრემია) სცენაზევე გადმომცა და დააყოლა... - ვინც თამთასავით, კარგ, კიდევ ერთხელ ვამბობ, კარგ სტატიას შემოგვთავაზებს, ჩვენი ჟურნალისთვის, მასაც იგივე ელის... გაიცინა და გადამკოცნა... გაერთე თამთა, ამას იმსახურებ... მეუცნაურა ჩემი დირექტორის ნათქვამი, ასეთი ლმობიერი და თბილი პირველად მენახა... სცენიდან უნდა ჩამოვსულიყავი კარი რომ გაიღო, პირდაპირ ჩემს პირდაპირ იყო უზარმაზარი კარი... გავცივდი, სისხლი გამეყინა, გული გამიჩერდა... კინაღამ ჩავიკეცე... ჩემს წინ ნიკა იდგა, იზარმაზარი თაიგულით ხელში.. ნელ-ნელა მომიახლოვდა, სცენაზე ამოვიდა, ჯიბიდან პატარა ყუთი ამოაძვრინა, ჩემს წინ ჩაიმუხლა და თავი ახადა... - თამთა, ცოლად გამომყვები? მისი ხმა როგორც კი გავიგე, მაშინვე მოვეგე გონს... ხელები ამიკანკალდა, ცრემლებმა თავისით იკვლიეს გზა, მეც მასთან ჩავიმუხლე და მაგრად მოვეხვიე... სასწაული ტაშის ხმა გაისმა, თუმცა მე მხოლოდ მის სურნელს ვგრძნობდი, მის გულისცემას, რომელიც ჩემსას ერწყმოდა იმ წუთიდან... - გამოგყვები... ვუპასუხე და მთელი გულით ვაკოცე... არავინ მადარდებდა, არც უამრავი მომზირალი თვალი და საერთოდ არაფერი... ეს ჩემთვის ყველაზე დაუვიწყარი საღამო იყო, მის შემდეგ რაც მასთან გავატარე ღამე... წამომაყენა და ჩამეხუტა... - მაპატიე, ჩემი დაკარგვის მიზეზი ეს იყო... იმედია გამოვისყიდი დანაშაულს... - უკვე გამოისყიდე... ბედნიერი ვიყავი, სასწაულად ბედნიერი... ნინი ამოვარდა და ჩამეხუტა, მოგვილოცა... - ხომ გეუბებოდი ყველაფერი მოგვარდება თქო... წარბები ამითამაშა და ჩამეხუტა.. - შენ რა, იცოდი? - ნინამ დამირეკა და ამ საღამოს შესახებ მითხრა... - უდამპლესი ხარ, მაგრამ ამავდროულად საუკეთესოც... გავიცინე და ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს ჩავეხუტე... ყველამ მოგვილოცა... სასწაული დრო ვატარეთ... საღამოს 10 ხდებოდა, სახლში მიმიყვანა ნიკამ... - წამოდი, გაგაცნობ მშობლებს, კი იცნობ ასეთუ ისე მაგრამ მაინც, ახლა სხვა სტატუსი გაქვს... - კარგი ავიდეთ... დედაჩემს გული თუ არ დაარტყავდა არ მეგონა, სიხარულისგან რათქმაუნდა... მამაც ბედნიერი იყო, მაგრამ რაღაც აწუხებდა... - მამა, რა გჭირს? გვერდზე ოთახში გამოვიყვანე.... - რატო დამიმალე... - მამა, ეს ისე სწრაფად მოხდა... - თურქეთში ხო? - ხო... თავი ქვემოთ დავხარე... - გასაგებია... ბედნიერებას გისურვებ შვილო. კარგი ბიჭი ჩანს... - არის მამა, ძალიან კარგია.. - კარგი, გავიდეთ სირცხვილია... ოჯახთან შეხვედრამაც, საკმაოდ კარგად ჩაიარა... რამოდენიმე დღეში ნიკას მშობლები გავიცანი, საშინლად გახარებულები იყვნენ... ქორწილის დღე დავნიშნეთ, კაბის ასარჩევად წავედით, უამრავი, ულამაზესი კაბა მოვიზომე, სასწაული განცდა მქონდა... როგორც იქნა ავარჩიე!!! საკურთხეველთან ვიდექით... მამაო ლოცვას კითხულობდა, სანთლები გვეჭირა და ერთმანეთს სიყვარულით აღსავსე თვალებით ვუმზერდით... მიყვარდა, რაღა დაგიმალოთ და... მასაც ვუყვარი, ვგრძნობდი... საოცარი ქორწილი იყო. დაუვიწყარი, მესამე სიგიჟე ... შუაღამე იყო, საათი 2ს უჩვენებდა, ვეღარ მოითმინა და სახლიდან გამოვიდა... ქუჩაზე გავიდა და ტაქსი გააჩერა... მისამართი უარნახა და დაელოდა, სანამ დანიშნულების ადგილას არ მივიდა... ბნელოდა, ჩვეულად ციოდა, ზამთარი არ იყო, არც შემოდგომა, უბრალოდ იმ ადგილას ციოდა... უამრავი ქვა მოჩანდა მთვარის შუქზე... მარმარილოს ქვები, თეთრი შავზე... უამრავი სახელი და გვარი ეწერა, დაბადების და სიკვდილის თარიღთან ერთად... ბევრი იარა, იმედიც გადაეწურა, მაგრამ მიაგნო, მიაგნო თავის სიყვარულს, რომელიც ცივი ქვიდან უმზერდა... თვალებზე ცრემლი მოადგა, მიწაზე დაემხო და აქვითინდა... მთელი წლების ნაგროვები, ამოხეთქა... საშინლად მოთქვავდა, გადასწორებულ, შავ მიწას მუშტებს უშენდა და ღრიალებდა... შემდეგ თითქოს დაწყნარდაო, თავი ხელში აიყვანა და ცივ ქვას მიუახლოვდა... ხელი გადაუსვა მის სახელს... - ემირ... მაპატიე ჩემო სიყვარულო... აქამდე რომ ვერ გავბედე შენი ნახვა... არ შემეძლო. არც ახლა შემიძლია მაგრამ... მენატრები გესმის? წამიყვანე შენთან რაიქნება?! უკვე 56 წლის ვარ. ისევ მიყვარხარ, ისევ მტკივა, გული აღარ მაქვს... იცი ჩემთან ქართველი გოგონა იყო, ჩვენი ისტორია მოვუყევი, თურმე რა საშინელება გადაგვიტანია... თურმე რა უბედურები ვყოფილვართ... თურმე როგორ მყვარებიხარ ჩემო ბიჭო... არ გვაცადეს, არ დაგვინდეს... მე გადავრჩი, ჰო... ამას თუ გადარჩენა ქვია. წამიყვანე რაიქნება?! აქ თუ არა იქნებ მანდ ვიყოთ ერთად... არ დაგვაცადეს, არ დაგაცადეს სიცოცხლე... მაპატიე ჩემო სიყვარულო... მაპატიე... არ მინდოდა ასე, გაფრთხილებდი, არ დამიჯერე... მენატრები, ვგიჟდები მგონი... ჰო ვგიჟდები და ცუდად ვარ, ყოველი წამი მტკივა უშენოდ გატარებული. ეს საშნელი 40 წელი მძულს უშენოდ ნაცხოვრი... ის დღე მძულს, შენ რომ სიცოცხლე დაასრულე. ყველა მძულს ვინც ასეთ დღეში ჩაგვაგდო... მიყვარხარ ემირ. მე ყოველთვის შენი მირა ვიქნები... მალე მოვალ შენთან და ჩაგეხუტები... მაპატიე ჩემო სიყვარულო... მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად, თუ კი ვინმეს შეუძლია, ადამიანი უყვარდეს!!! იმ ღამეს მირა სასაფლაოზე დარჩა. საყვარელი ადამიანის საფლავზე ამოსულ სარეველა ბალახებს ასუფთავებდა, მთვარის შუქიც თითქოს ეხმარებოდა და წყვდიად სიბნელეს უნათებდა. შემდგომ გვერდზე მიუწვა და დაიძინა... ადგილის და სიცივის მიუხედავად დაეფიცებოდა, რომ ამდენი ხნის მანძილზე ყველაზე მშვიდი და ტკბილი ძილი ჰქონდა... დ ა ს ა ს რ უ ლ ი!!! მადლობა ყველას ვინც წაიკითხავთ და აზრს გამიზიარებთ. რაღაცეები შევცვალე და გამიხარდება თუ წაიკითხავთ <3 მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.