შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშიში ამბები–გილოცავთ ჰელოუინს


1-11-2017, 04:18
ავტორი fireending
ნანახია 2 114

1) ლიფტი
ეს ამბავი 5 წლის წინ შემემთხვა.მაშინ 19 წლის ვიყავი.მარტო ვცხოვრობდი,რადგან ჩემი მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ.კორპუსი,რომელშიც მე ვცხოვრობდი საკმაოდ ძველი იყო.
იქ მაშინ ახალი გადასული ვიყავი და მეზობლებსაც კარგად არ ვიცნობდი.
ერთ საღამოს სახლში გვიან დავბრუნდი.როგორც კი სადარბაზოში შევედი შუქი ჩაქვრა,ნათურა გასკდა.იქაურობა ჩაბნელდა.ჯიბიდან მობილური ამოვიღე და ლიფტამდე გზა ასე გავიკვლიე.ღილაკს დავაჭირე.
–მოიცადეთ_დაიძახა ვირაცამ,სანამ მეშვიდე სართულის ღილაკს დავაჭერდი.
შევჩერდი,ლიფტში გოგო შემოვიდა.
–მადლობთ,რომ დამელოდეთ_გამიღიმა მან
–რომელ სართულზე მიდიხართ?_ვკითხე მას.
–მეთხუთმეტეზე
–კარგი,მაშინ ჯერ თქვენ აგიყვანთ.
–მადლობთ_ისევ გამიღიმა
ლიფტი დაიძრა.რადგან ლიფტიც ძველი იყო,ჭრიალით ადიოდა.როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს.კარი გაიღო.გოგო გავიდა.ძირს დავიხედე და შევამშნიე,რომ შარფი დავარდნოდა.
–მოიცადეთ_შარფი ხელში ავიღე და ლიფტიდან გამოვედი,მაგრამ ის გოგო აღარსად ჩანდა.
ლიფტში შევბრუნდი,გადავწყვიტე გამერკვია თუ სად ცხოვრობდა ის გოგო და შარფი დამებრუნებინა.სახლში შევედი.კარი ჩავკეტე.შხაპი მივიღე,გამოვიცვალე და ტელევიზორთან დავჯექი.მოულოდნელად რაღაც გამახსენდა.გარეთ გამოვვარდი.ეზოში ჩავედი და სართულების თვლა დავიწყე.
–თოთხმეტია,თოთხმეტი სართულია_ვლაპარაკობდი ჩემთვის და გაკვირვებისგან ვეღარ ვმძრაობდი.აბა დღეს მეთხუთმეტეზე როგორ ავედი.ძალიან დავიღალე და რაღაც ისე ვერ გავიგეთქო ვფიქრობდი,მაგრამ კარგად მახსოვდა,რომ ღილაკზე თხუთმეტი ეწერა.ლიფტში შევედი.იქ მხოლოდ 14 სართულის ღილაკი იყო.
უცბად ლიფტში ნათურამ ციმციმი დაიწყო და კარი ჩაიკეტა.უკნიდან კისერზე ვიღაცის სუნთქვა ვიგრძენი.პანიკაში ჩავვარდი.გავშეშდი.მოძრაობა ვერ შევძელი.თვალები დავხუჭე.ვგრძნობდი,რომ ჩემ უკან ვიღაც იდგა,თანდათან მიახლოვდებოდა და ბოლოს ხელი დამადო მხარზე.ლიფტის კარს მივვარდი და ძლივს გავაღე.კიბეზე ასვლისას კი ვიღაცას შევეჩეხე.თავიდან ვერ გავიგე ვინ იყო და შემეშინდა,მერე დავაკვირდი.ლია ბებო იყო.მოხუცი მეზობელი ქალი,რომელიც ყოველთვის თბილად მექცეოდა.მასთან ერთად ჩაიც კი დამილევია ხშირად.
–სანდრო,შვილო რა მოხდა?_მკითხა ქალმა
–არაფერი ლია ბებო,მე უბრალოდ..._სათქმელს თავს ვერ ვუყრიდი.
–ფერი არ გადევს სახეზე და მაგიტომ გეკითხები.
–მართლა არაფერია._თბილად გავუღიმე
ლიას დავემშვიდობე და სახლში ავბრუნდი.მომხდარზე ვფიქრობდი.ვერ გამეგო რა იყო ეს.ამ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც.კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა.ფანჯარაში გავიხედე და გამიხარდა ,რომ უკვე დილა იყო.კართან მივედი და ჭუჭრუტანაში გავიხედე.ლია ბებო იყო.გამიხარდა მისი დანახვა.კარი გავუღე და შემოვიპატიჟე.მისაღებ ოთახში დაჯდა.მე სამზარეულოში ჩაის გასაკეთებლად გავედი.ფანჯრიდან გავიხედე და გავშეშდი.ეზოში ლია ბებო იჯდა.შემაჟრჟოლა.კარგად დავაკვირდი.რამე ხომ არ მეშლება მეთქი,მაგრამ არა.ის იყო.
–სანდრო,მოდი_დამიძახა ლიამ მისაღები ოთახიდან.
ეს არ იყო ლიას ხმა.სუნთქვა შემეკრა.იქითკენ გახედვაც კი ვერ გავბედე.ჩუმად წავედი კარისკენ.მაგრამ როგორც კი კარი გავაღე,ვიღაცამ დამარტყა,წავიქეცი.შავი ჩრდილი მიახლოვდებოდა.კარი კი თავისით დაიხურა.ფეხზე წამოვდექი.შიშისგან ვეღარ ვაზროვნებდი.კარი ძლივს გავაღე.ლიფტისკენ არც გამიხედავს,კიბეებით დავეშვი ქვემოთ.მესამე სართულზე ვიყავი უკვე,როცა ლიფტიდან კაკუნი მომესმა.წამით შევჩერდი,მაგრამ ისევ გავიქეცი,როდესაც ლიფტის კარიდან გრძელ კლანჭებიანი ხელი დავინახე გამოყოფილი.ეზოში გავვარდი.ახლა თავი შედარებით უსაფრთხოდ ვიგრძენი.ლიასთან მივედი.იმდენი ვირბინე,რომ ვეღარ ვსუნთქავდი.
–სანდრო?კარგად ხარ?_მკითხა შეშფოთებულმა
–არა,მგონი გავგიჟდი ლია ბებო._ვუპასუხე
მის გვერდით დავჯექი.ცოტა სული მოვითქვი და ყველაფერი მოვუყევი.ქალი მისმენდა და ყოველი ჩემი სიტყვის შემდეგ ვგრძნობდი თუ როგორი შეშინებული უხდებოდა თვალები.
–ნუთუ დაბრუნდა_ჩაილაპარაკა მან
–ვინ,რა?არაფერი მესმის.
–ამ სახლში წლების წინ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა მეთხუთმეტე სართულს და დაკარგულ შარფს ახსენებდა.შემდეგ ლიფტში ვპოულობდით გარდაცვლილებს.მათი სიკვდილის მიზეზი ვერავინ გაიგო
შემაჟრჟოლა.
–დემონი,რომელიც ლიფტში ცხოვრობს?
–დემონი?_ვიკითხე მე
–ჰო,ის ისევ დაბრუნდა.სწორედ ის დემონი იყო იმ გოგოს სახით და მერე ჩემი სახით.მაგრამ ახლა იცი ყველაფერი.ლიფტს არ გაეკარო.შარფი კი თუ ისევ შენ გაქვს დაწვი.
–რა დემონი?თქვენ რა იცით?_ვკითხე მე.ეს ყველაფერი ჩემთვის დაუჯერებლად ჟღერდა,მაგრამ ფაქტი სახეზე იყო.
–მე ვნახე ის_ქალის თვალებში დიდი შიში ამოვიკითხე–მას შემდეგ ლიფტით აღარ ვმგზავრობ.ლიფტში არ შეხვიდე.მას არ უნდა გამოელაპარაკო და არც მეთხუთმეტე სართულზე უნდა აყვე.თუ ასე მოხდება ლიფტს უნდა მოერიდო,რადგან ის დემონი ყველა კორპუსის ლიფტში ცხოვრობს და როდესაც მარტო დაინახავს ადამიანს თავს ესხმის და მისი სულის დაპატრონებას ცდილობს.
ლიასთან საუბარმა კიდევ უფრო შემაშინა.სახლში კიბით ავედი.შარფი მაშინვე დავწვი.
იმ დღის შემდეგ ერთი თვე იყო გასული.ამ ამბავზე ფიქრსაც ვუკრძალავდი ჩემ თავს.ყოველდღიურ,ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი.ვცდილობდ მეტი დრო გამეტარებინა სახლის გარეთ.თანაც იმ ამბის შემდეგ არც არაფერი მომხდარა უჩვეულო.ამიტომ დავმშვიდდი.
...
ერთ საღამოს კომპიუტერთან ვიჯექი და რაღაცას ვწერდი.მეგობარს ველოდებოდი.როგორც იქნა მოვიდა.კარი გავუღე და ლამის თვალები გადმომივარდა,ხელში ის შარფი ეჭირა,რომელიც დავწვი.
–ეს საიდან გაქვს ლუკა?_ვკითხე მე
–ჰო მართლა,ეს შენ ერთ მეზობელს დარჩა.მეთხუთმეტეზე ცხოვრობს და მერე აუტანე_მიპასუხა ლუკამ
–აქედან უნდა წავიდეთ_დავიყვირე მე.
–რა გჭირს?არაფერი მესმის
–გადააგდე ეგ წყეული შარფი_ისევ დავიყვირე და ლუკას ხელი დავავლე
–გაგიჟდი?რა ჯანდაბა გჭორს?_მეკიტხებოდა ის
–მერე აგიხსნი,ახლა აქედან უნდა გავიდეთ
კარი გავაღე.ამ დროს ლიფტის კარიც გაიღო.ლიფტში ის გოგო იდგა.
–მოცა,მოიცა შარფს მივცემ
–ლუკა_დავუყვირე და ვცადე არ გამეშვა.
მაგრამ იმ არსებამ ხელი დაავლო და ლიფტში შეითრია.დავინახე ,რომ ლიფტი ზემოთ ადიოდა.ისევ ის წყეული მეთხუთმეტე სართული ეწერა.ზემოთ ავედი.ბოლო სართულზე ვიყავი,მაგრამ ლიფტის კარი არ იღებოდა.ლუკას ვეძახდი,მაგრამ არ მცემდა პასუხს.უცბად კარი გაიღო.ძირს ლუკა ეგდო
–მიშველე_სუსტი ხმით დამიძახა მან.
შიგნით შევედი და მისი გამოყვანა ვცადე,მაგრამ კარი დაიკეტა.კარს მივვარდი და ვერ ვაღებდი.ნათურა ციმციმებდა.ყოველ ანთებაში ,ლიფტში დაკიდებულ სარკეში ვხედავდი,თუ როგორ მოდიოდა ჩემკენ ადამიანის ფორმის შავი სილუეტი.ის უფრო და უფრო ახლოს იყო.სარკიდან თავი გამოყო.თვალები არ ქონდა.მძიმედ სუნქავდა.ხელები დამავლო და სარკეში ჩემ შეთრევას ცდილობდა.როგორღაც დავაღწიე თავი და გარეთ გამოსვლა მოვახერხეთ.
მას შემდეგ არც მე და არც ლუკას ლიფტით არ გვისარგებლია.ვცდილობთ ამ ამბავზე არც კი ვილაპარაკოთ.
5 წელი გავიდა და არაფერი მომხდარა,მაგრამ მას შემდეგ მარტო დარჩენის მეშინია.ზოგჯერ მეჩვენება,რომ ვირაც დგას ჩემ უკან.ისევ მესმის მისი მძიმე სუნთქვა... ახლა ალბათ რომელიღაც კორპუსის ლიფტშია დაბუდებული და ელის ახალ მსხვერპლს.

2)წყალი დამალევინე
გვიან დავწექი და მაშინვე ჩამეძინა.რაღაც მოძრაობამ გამაღვიძა.თვალები გავახილე.ძილბურნაში ვიყავი და ვერ გავარჩიე რა ხდებოდა.
თვალებზე ხელი მოვისვი.საწოლთან ჩემი პატარა ძმა იდგა.
–თორნიკე,რატომ მაღვიძებ?_ბუზღუნით ვკითხე მე
–ლიზი,წყალი მინდა,მარტო გასვლის მეშინია სამზარეულოში_მიპასუხა საწყალობელი ხმით
ჩამეცინა.ისე საყვარლად მიყურებდა,რომ გაბრაზებამ გამიარა.საწოლზე წამოვჯექი.ჩუსტები ჩავიცვი და სინათლე ავანთე.ნახევრად მძინარე ვიყავი ჯერ კიდევ.წამოვდექი და თორნიკეს მოვეფერე.
–თოკო,ხომ იცი,რომ საშიში არაფერია.მართლა არაფერი_გავუღიმე ბავშვს და სამზარეულოსკენ წავედი.
ჩემი ძმა უკან მომყვებოდა.წყალი დავუსხი და ის–ის იყო მიბრუნებას ვაპირებდი,რომ ჭიქა შიშიგან ხელიდან გამივარდა.ტანში ჟრუანტელმა დამიარა და თითქოს გავიყინე.გული ჩქარა მიცემდა.უკან მიხედვა არ მინდოდა.ნახევრად მძინარემ ვერ გავაცნობიერე,რომ ჩემი ძმა ცოცხალი აღარ იყო.თორნიკე ავარიაში მოყვა,ორი წლის წინ.ორი წლის გარდაცვლილი იყო.როცა ეს გავაცნობიერე გული კინაღამ გამიჩერდა.
–ლიზი,რა მოხდა?_გავიგე მისი ხმა
ძლივს მოვბრუნდი უკან.შიშისგან წავიქეცი და მაცივრის კარს მივეყრდნე.ის მე მიყურებდა და მიღიმოდა.ოღონ ეს ჩემი ძმა არ იყო.რაღაც სხვა იყო მისი სხეულით,თვალები სულ თეთრი ჰქონდა და მიახლოვდებოდა.კივილი დავიწყე.ჩემ კივილზე მშობლებს გაეღვიძა.
მათ ეს ამბავი რა თქმა უნდა არ დაიჯერეს და თქვეს,რომ ეს უბრალოდ კოშმარი იყო.
იმ ამბის შემდეგ დაძინება არ შემიძლია,რადგან ყოველ შუა ღამეზე ის არსება მოდის და წყალს მთხოვს.თავზე საბანს ვიფარებ,ის ჩემ საწოლზე ჯდება და მხოლოდ გამთენიისას ქრება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent