შემთხვევითი მამა (სრულად)
-როდემდე აპირებ ესე ყოფნას?! არ მესმის... მაგიდაზე ხილით სავსე ვაზა დადო და წინ დამიჯდა... - კარგი რა დედა, რა არ მოგწონს არ მესმის... - არ გინდა რომ ლამაზი და თბილი ოჯახი გყავდეს? შეხედე შენ დას, უკვე მეორეს ელოდება... ჩემს გვერდზე ლიზის "დედა გენაცვალოს" თვალებით შეხედა... თვალებ გადავატრიალე, მობეზრების ნიშნად და განვაგრძე... - მიხარია დედა რომ ჩემი და ბედნიერია, აქვს კარგი სამსახური და მშვენიერი ოჯახი, მაგრამ არ მესმის რატომ გადამეკიდე არ მინდა გათხოვება და რა ვქნა? - კარგი, დედი კი არ გაძალებ, უბრალოდ გამიხარდებოდა კიდევ მე-3ე შვილიშვილი... გამიღიმა და ვაშლის გათლა დაიწყო... -შვილი მეც მინდა, მაგრამ ქმარი არა... - გადამრევ მე შენ... თვალები გაუფართოვდა დედაჩემს ხოლო ლიზის კი ჩაეცინა... მე მაგდა ვარ ჩადუნელი, 29წლის, და მყავს 25 წლის... როგორც უკვე თქვენთვისაა ცნობილი, მეორე ბავშვს ელოდება და მუშაობს საავადმყოფოში, ხელოვნური განაყოფიერების დარგით, ერთ-ერთი საუკეთესოა, ლაბორატორიაში... მე ესპანუსრის სპეციალისტი ვარ, სტაბილური სამსახური არ მქონია, დრობით თარჯიმნად მიმუშავია ბევრჯერ, ამჟამად კი სახლში ვარ დედასთან ერთად, უმუშევარი და ვცდილობ ამ ყველაფერს რამე მოვუხერხო... დედა: მარინა ფეტვაიშვილი, 50 წლისაა, დიასახლისი და მარტოხელა დედა... მამა მაშინ დაიღუპა როცა მე 7ის ვიყავი ხოლო ლიზი 3წლის. ეხლაც ოჯახურიშეკრება გვაქვს და დედა გადამეკიდა რომ ოჯახი შევქმნა მე კიდევ არ მინდა ეს ქმარი და რა ვქნა?! ჩვენი საუბრის დროს ჩემი და ალმაცერად მიყურებდა და თან ეღიმებოდა, დარწმუნებული ვარ რაღაც აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხვდები რა შეიძლება ეს იყოს... -მაგდა, გამოდი რა ერთ წუთს... - ხო, რა მოხდა? - გოგო, ანუ შენ შვილი გინდა მარტო? - ხო რა, დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა პატარა... უცებ წარმოვიდგინე ჩემი თავი დედის ამპლუაში და სიამოვნებისაგან გამეღიმა... - ხოდა ერთი იდეა მაქვს... ხო იცი ლაბორატორიაში სხვას რას ვაკეთებ, პაციენტების სპე**მას ვამოწმებ, რამდენად ვარგისიანია, უამრავი ასეთი ადამიანი მოდის, ზოგს უშვილობა ჭირს, ზოგიც უბრალოდ ამოწმებს... ერთ მაგარ კაცს ამოვარჩევ საუკეთესო და ძლიერი სპერმით, მერე დაგირეკავ და მოდი, ხელოვნური განაყოფიერება გავიკეთოთ, რას იტყვი? თავისი იდეით აღფრთოვანებული თვალებში შემომციცინებდა ლიზა... - გაგიჟდი? ესე უცხოსგან? ჩუმად? - ხოო, ჩუმად, რა გინდა შვილი ხო გინდა, რამნიშვნელობა აქვს მამას, გპირდები რომ საუკეთესოს ავარჩევ... - არ ვიცი დავფიქრდები.. -კარგი მოკლედ იფიქრე, ეხლა გავიქეცი მე და დამირეკე იცოდდე... -კარგი მიდი, მოკლედ რა გიჟი მყავხარ.. გავიცინე და დას გადავკოცნე... - დეეე წავედიიიი, გასძახა დედას და ჰაეროვანი კოცნის შემდეგ კარებსი გაუჩინარდა... - რა უნდოდა დე?? - არაფერი ისეთი, ხო იცი როგორიაა ხან რას მოიგონებს ხან რას.. - არ მეტყვი ხო? - არაფერია ისეთი დე.. ვაკოცე და ოთახში შევედი... ** -კიდევ არაფერია? - არა, საყვარელო, ვწუხვარ, ისევ უარყოფითს მაჩვენებს ტესტი... - შეუძლებელია... 3 წელია ცოლ ქმარი ვართ და ორსულად ვერ რჩები... სახეზე წუხილი გადაკვროდა და იატაკს თვალს არ აცილებდა... - ვიცი ალექსანდრე, გგონია მე არ მინდა? წავიდეთ საავადმყოფოში და შემოწმება გავიაროთ... აქამდე გეუბნებოდი ამას შენ კიდევ არ მისმენდი... - კარგი, ჩაიცვი დღესვე მივდვიართ.. - დღესვე?! გაიკვირვა და სახეზე ფერი ეცვალა... - ხო, მე არსად მივდივარ, კომპანიაშიც გადავრეკავ რომ არ მივალ... მიდი დროზე! - კარგი ახლავე... ** ლიზა ლაბორატორიაში თავის საწმეს აკეთებდა და თან წუწუნებდა... - ნუთუ არ შეიძლება რომელიმე წესიერი დონორი აღმოჩნდეს? - რა დონორი? გამოსძახა მისმა დამხმარემ და ეხლაღა გააცნობიერა რომ ხმხმაღლა მოუვიდა ფიქრი... - აა, არაფერი ისეთი შენ საქმეს მიხედე! "ესღა მაკლდა ეხლა აჩოტები ვაბარო" გაიფიქრა, თავი მომაბეზრებლად გააქნია და მიკროსკოპში ჩახედვა გააგრძელა... "საშინელებაა", "უვარგისი", " ღმერთო ეს როგორ ცოცხლობს?" რეპლიკებს ისროდა და ნერვებ მოშლილი ეძებდა სასურველ დონორს დისთვის, თუმცა არაფერი გამოუვიდა... **** ალექსანდრე და მარია უკვე საავადმყოფოში იყვნენ, ჯერ მარიამ გაიკეთა გამოკვლევა და ახლა ჯერი ალექსანდრეზე დადგა... - მიდი საყვარელო, იქ ლაბორატორიაა, გამვლელ ექთანს ხელი დაუქნია და უთხრა რომ გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში შეეყვანათ... ლიზი უკვე გადიოდა, როცა მამაკაცი შემოვიდა, მაღალი, ტანადი, ცისფერთვალება, ოდნავ მოგრძო თმით... ფიზიკურად მშვენიერი კანდიდანტი იყო... ანალიზები აუღო, პატარა ფლაკონიც გაუწოდა და პატარა ოთახში შეიყვანა, გამოვიდა და დაიცადა სანამ პაციენტი თავის "ავლადიდებას" არ მიაწვდიდა შესამოწმებლად... ამასობაში მარია მთავარ ექიმთან იყო შესული... - მომისმინეთ, რაც არ უნდა იყოს პასუხი, ეუბნებით რომ უშვილოა გასაგებია? - კი მაგრამ, ეს ჩვენს კანონებს ეწინააღმდეგება ქალბაონო... ხანში შესულმა მამაკაცმა მორიდებით გაუღიმა... - ფეხებზე მკი*ია თქვენი წესები. ჩანთიდან კონვერტი ამოიღო სადაც სავარაუდოდ ფული იდო, წინ დაუდო და გაუმეორა... იმედია გასაგებია ყველაფერი... - კი მაგრამ ამას რატომ აკეთებთ? - შემომხედე, მოდელი ვარ, არაჩვეულებრივ ტანზე, საუკეთესო მომავლით საზღვარგარეთ, გგონიათ ახლა მე მაქ შვილს გავუჩენ? - კი მაგრამ თუ შვილი არ გინდათ გაცილდით, რატომ ტანჯავთ?? - მდიდარია უბრალოდ და კარიერაში წინ სვლისთვის მეხმარება... მოკლედ თანახმა ხართ თუ არა... კაცმა რამოდენიმეჯერ შეათვალიერა გოგონა, მერე კონვერტზე შეაჩერა ფოკუსი, " ზედმეტი შემოსავალი არ მაწყენსო" გაიფიქრა და დათანხმდა... - ხო და კიდევ ერთი, არანარად არ დაგცდებათ ის რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ვხმარობდი... - გასაგებია... - ღმერთო, ესარის, საუკეთესოა, შეუდარებელი, ვიპოვეე..... გახარებულმა წამოიყვირა ისე რომ კიდევ დაავიწყდა მის გარშემო მყოფი თანამშრომლები, უხერხულად გაიღიმა და არაფერიაო ხელი ჩაიქნია... ანალიზის პასუხები მთავარ ექიმს გაუგზავნა, ფლაკონიდან ცოტა სხვა ფლაკონში გადასხა და ჩანთაში ისე ჩაიგდო რომ არავის დაენახა... როცა დარწმუნდა რომ ლაბორატორიაში მხოლოდ ის იყო ტელეფონი ამოიღო და მაგდას გადაურეკაა.. - გამოიცანი ეხლა რა მოხდა... - რა? - რა და დონორი ვიპოვე. - ასე უცებ? - ხო რა, ბედი გაქვს დაიკო... - კი მაგრამ, როგორია ეგ მაინც მითხარი.. - ფიზიკურად შეუდარებელი, მაღალი სიმპათიური, ცისფერი თვალებით, მოკლედ კარგი პატარა გეყოლება... - დარწმუნებული ხარ? - კი, ასეთი შემთხვევა კაი ხანია არ მქონია, საუკეთესო დონორია, ჩემი ხო გჯერა? - კი, კი... - ხოდა ხვალ საქმეს შევუდგებით... მიყვვარხარ გავიქეციიი.. ტელეფონი გაუთიშა, მანტო მოისხა და შენობიდან გაუჩინარდა... **** - ვწუხვარ ბატონო ალექსანდრე... - შეუძლებელია, ნუთუ არანაირი შანსი არ მაქვს? განადგურებულიღა იყურებოდა მამაკაცი... - სამწუხაროდ არა... - არც მკურნალობას ექვემდებარება? - თითქმის ყველა უჯრედი მკვდარია, ძალიან ძნელი იქნება აღდგენა, ასე ვთქვათ 100დან 1%ია შანსი... - გასაგებია... წამოდგა, ცოლს შეხედა და კაბინეტიდან გაივდა... მარიამ გასვლისას თვალი ჩაუკრა ექიმს და ცერა თითი აუწია "ყოჩაღ"-ის ნიშნად... დილით დაფეთებულს გამომეღვიძა, რაღაც უცნაური სიზმარი მესიზმრა თუმცა არაფერი მახსოვს... "ღმერთო სულ შევიშალეე" გავიფიქრე და წამოვდექი რომ აბაზანაში შევსულიყავი და წყალი გადამევლო... პირსახოცს ვეძებდი კარადაში, როცა ტელეფონმა დარეკა. ვინ თუ არა ლიზი?! -ხო ლიზ... - რას შვები დაიკოო?? - რავი ეხლა გავიღვიძე და აბაზანაში შევდივარ, შენ? - გელოდები, იმედია არ დაგავიწყდა დღევანდელი დღე.. - ვაიმე, დღეს... აუუ, იქნებ არ გვინდა აა? - კაი რაა. ამდენი ვიწვალე, თან ვინ იცის ასეთი კარგი დონორი შეიძლება ვერც ვიპოვოთ, ისეთი ჯანმრთელია, დარწმუნებულივარ არაჩვეულებრივი ნაყოფი იქნება... - მეშინია ცოტა.. - რისი? - რო გაიზდება და მამას იკითხავს? - კარგი რა, რამეს ეტყვი, ან იქნებ მაქამდე ჭკუა ჩაგიდგეს თავში და ვინმე იპოვო, ჯერ ნუ ფიქრობ ამ ყველაფერზე... მიდი მიდი, იბანავე და გელოდები, თორე მერე ბევრი საქმე მექნება... - ხო კარგი, 1 საათში მანდ ვარ. - არ დააგვიანოო... გავუთიშე ტელეფონი და აბაზანაში შევედი. ყველაზე მეტად მინდოდა პატარა, მაგრამ მაინც მეფიქრებოდა მომავალზე. -ნეტა გოგო იქნება თუ ბიჭი? - ცისფერი თვალებიო, იქნებ მე დამემსგავსოს და მწვანეთვალება იყოს... აბაზანიდან გამოვედი, ჩავიცვი, თმა გავიშრე და სახლიდან გავედი... გრძელი ქერა თმა მაქვს, ნუ არც ისე გრძელი მაგრამ წელს ოდნავ ზემოთაა. მწვანე თვალები, სწორი ცხვირი და ნორმალური ზომის ტუჩები მაქვს... არ მიყვარს გამომწვევად და ვულგარულად ჩაცმა ამიტომ უმეტესად კლასიკურად მაცვია, მუხლამდე ან მუხლს ზემოთ იუბკები და ხშირად პერანგი, რის გამოც ჩემი ახლობლები დამცინიან, "ბებრული გემოვნება" გაქვსო, თუმცა მე სულაც არ ვფიქრობ ასე... ნელნელა მივუყვებოდი გზას, მთავარ ქუჩაზე გავედი და ტაქსის ხელი დავუქნიე... მისამართი ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე... მალევე მივედით კლინიკასთან, ფული მივაწოდე მძღოლს და კარი ფრთხილად მივუხურე... წინ მივიწევდი მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა, ბოლოს როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა, ერთი ამოვისუნთქე და შენობაში შევედი... შესვლისთანავე მიმღებში მივედი, ჩემი დის გადამკიდე ყველა მიცნობდა ამიტომ გოგოები გადავკოცნე და ლიზასკენ წავედი... - მოვედი ლიზზ. გადავკოცნე და წინ ჩამოვუდექი, მიკროსკოფში იხედებოდა. - მიდი დაჯექი და მოგხედავ ეხლა, კიდევ ერთი უმაქნისის სპე**მას ვაკვირდები. -მოკლედ რაა, სუ გაგაგიჟეს ხო შენ აქქ... დეიდას პაწაწუნა რასშვებაა? მუცელზე მივეფერე - რავიცი იზდება და არის... მიდი მოემზადე, გავდივართ უკვე, მოკლედ ეს ამბავი მე შენ და ერთმა გოგომ იცის რომელმაც უნდა დამეხმაროს... - გასაგებია მაგრამ დედა? მუცელი რო გამეზდება რა ვუთხრა? - დედას მოვუგვარებთ კაცო არ იღელვო, მერე ვეტყვით, ჯერ გამოვიდეს... - ხო კარგი, იმ ოთახისკენ წავედი სადაც განაყოფიერება უნდა გაეკეთებინათ... -მაგდაა... მაგდაა... ბუნდოოვნად შემომესმა ლიზას ხმა, თვალები გავახილე.. -ჰმმ. - გაახილე თვალი ნუ გაგიტკბა ძილი, ყველაფერი რიგზეა, მოვრჩით... - ხოო? მერე? - რა მერე, ჯერ უნდა დაველოდოთ, დაახლოებით 2 კვირაში გეტყვი, მოსალოცად გვაქვს საქმე თუ არაა... - გასაგებია, მადლობა.. -ხვალ გაგწერენ, დედას ვეტყვი რომ ჩემთან რჩები... არ ინერვიულო... -კარგი... თავს რაღაცნაირად ვგრძნობდი, ცოტა სუსტად, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, იმედს არ ვკარგავდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... ორი კვირის შემდეგ, ანალიზებზე წავედი... სისხლის ანალიზი ამიღეს და პასუხს დაველოდეთ. ლიზა ხელებს იფშვნეტდა, ნერვიულობდა, თან ამას არ იმჩნევდა არ უნდოდა რომ მეც გადმომდებოდა მისი ნერვიულობა მაგრამ მან რა იცის მე როგორ ვნერვიულობდი... როგორც იქნა დიდიხნის ლოდინის შემდეგ გოგონა შემოვიდა ფურცლით ხელში, ლიზამ ეგრევე გამოტაცა ხელიდან და ლაბორატორიიდან გაუშვა... ერთი შემომხედა და ფურცელი გაშალაა... -ააააააა, გილოცააავვვვ, ვაიმეე, ყველაზე ბედნიერი ვარრ გამოვიდაა დაიკოო, გამოვიდააა.. - რაა? მართლა? მე,მე ანუ დედა გავხდები?? აგონიაში ვიყავი, რეებს ვბოდავვდი არ ვიცოდი, ძალიან გამიხარდა, ლიზას შემოვეხვიეე ლამის დავახრჩე.. -წყნარად დაიკო, წყნარად, ზედმეტი მოძრაობებისგან თავი უნდა შეიკავოო.. - კაი ნუ დაიწყე ეხლაა.. ვაიმეე, არ მჯერა, ყველაზე მაგარი დაიკო ხარრრ... ვაკოცეე და კიდე ჩავეხუტე.. -მიდი დაურეკე. -ვის? -დედას ვის? გაიცინაა, უთხარი ყველაფერი.. - მოიცა რამე არ მოუვიდეს, სახლში მივალ და ყველაფერს ვეტყვი... ხუთი წლის შემდეგ -საბაა დე, მიდი ბებომ ჩაგაცვას და გარეთ უნდა გაგიყვანოს.. - შენ არ წამოხვალ? - მე სამსახურის თაობაზე ვარ დე წასასვლელი... ჩემთან მოვიდა, მაგრად ვაკოცე და დედაჩემს გავხედე, ბედნიერი იდგა კარებთან, საბას კურტკით ხელში და ბედნიერებისგან თვალები უციმციმებდა... დიახ, ბიჭი მყავს, ქერა და ცისფერ თვალება, ლიზა მართალი იყო, ნამდვილად ძლიერი და კარგი დონორი გამოდგა, იმიტომ რომ ძალიან ოდნავ მგავს ჩემი ბიჭი... დედა და საბა გავაცილე და ტელეფონს მივუბრუნდი, რამოდენიმე ვარიანტი მქონდა ამოწერილი ინტერნეტიდა, ერთ-ერთი იყო, კომპანია, რომელსაც ესპანურის თარჯიმანი ჭირდებოდა, ყოველდღე უნდა მემუშავა, დასვენების გარეშე, ანაზღაურებაც ნორმალური იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვეყოფოდა... აქამდე ვერ ვმუშაობდი, საბას ვუვლიდი, ახლა კი სკოლაში უნდა მივიყვანო და თავისუფალი დრო მექნება, საღამოობით კი მოვასწრებ რომ გამოვიყვანო... მოცემულ ნომერზე გადავრეკე, სასიამოვნო ტემბრის მქონე ქალბატონმა მიპასუხა და შეხვედრა ხვალ დამინიშნა... იმედია ყველაფერი კარგად იქნება და სამსახურს დავიწყებ, თორემ უკვე გაუსაძლისია ეს ყველაფერი, როდემდე უნდა ვიყო დედას კისერზე, ახლა როცა მეც დედა ვარ მითუმეტეს... *** -ალექსანდრეე, გესმის საერთოდ რო გელაპარაკები?? - ხოო ვახო, გისმენ, ბოდიში ვფიქრობიდ.. - მაგას მეც ვხედავ რომ აქ არ ხარ და სადღაც დაფრინავ... - ხო იცი არაა, არ ვარ ხასიათზე. - ვიცი მარა იქნებ ამოიგდო უკვე ეგ შენი მარია თავიდან, ხო ხედავ მიგატოვა, უფრო მდიდარი იპოვა დაა გავარდა ეგრევე, მაგას არც უყვარდი ძმაო, არ მინდა რო ესენი გითხრა მაგრამ არც ის მინდა რომ ჩემ მეგობარს და ძმაკაცს ასეთ მდგომარეობაში ვუყურო... - კაი ხო, მართალი ხარ, უბრალოდ, მოულოდნელი იყო გესმისს? 5 წელი ერთად ვიყავით და ტყუილში გავატარე ეს წლები... - კაი დაიკიდე რა 3 წელი გავიდა, კიდე მარიაზე ფიქრი ცოტა არიყოს და სისულელეა. იქნებ სხვასთან გეცადა, გაიხედ- გამოიხედე რამდენი ქალია შენს ირგვლივ... - რა აზრი აქ? ქალებს ოჯახი უნდათ, შვილი უნდათ, მე კიდევ არ შემიძლია მაგის მიცმა გესმის? გაიგებენ რომ უშვილო ვარ და წავლენ, ეგ მინდა მეე? - ნუ ფიქრობ მაგაზე, ყველაფერი კარგად იქნება... - კი როგორ არა... ჩაიცინა ალექსანდრემ და მის წინ მდგომ, ქოთანში გაზრდილ უზარმაზარ კაკტუსს გაუსწორა თვალი... - სუფთა კაკტუსი ხარ! - რატომ ვითომ? - ხარ და ვსო.. რას შვები შენ, ესპანურის თარჯიმანი რომ გინდოდა? - რავიცი, დიანამ მითხრა რომ ხვალ გასაუბრება მქონია ვიღაც მაგდა ჩადუნელთან, ესპანურის პროფესიონალია, ბევრ ადგილას უმუშავია თარჯიმნად და ერთ-ერთი ცნობილი ესპანური წიგნი აქვს გადათარგმნილი... - ვაა, ყოჩაღ, ხოდა რა გინდა, იქნებ კაი ქალი იყოს, შეათვალიერე მაინც... თვალი ჩაუკრა ვახომ, - გადი რაა! -ხო გეუბნები კაკტუსი ხართქო... გაიცინა და კაბინეტიდან გავიდა... ***** -მაგდააა, გაიღვიძე დეედა, მაგდააა! - მმმ, რა გაყვირეებსს, დეე. - ადექი გასაუბრებაზე ხარ წასასვლელი, მე საბა მიმყავს ბაღში. გასაუბრების ხსენება და ჩემი წამოხტომა ერთი იყო, - რაა? რომელი საათია? - ჯერ 8საათია, ადექი და მოემზადე, 10ზე გაქ შეხვედრა... -ვიცი ხო, კაი... წამოვდექი ხალათი შემოვიცვი და საბას და დედას გასაცილებლად დერეფანში გავედი, ჩემი ბიჭი გემრიელად ჩავკოცნე... -ჩკვიანად დეეე, მიყვარხარრრ! - მეცც მიყვარხარ დედაა. ხელფასს რო აიღებ სასკოლოდ ხო ბევრ რამეს მიყიდი? - კი დეეე, აუცილებლად ჩემო საყვარელოო... ამის გაგონებაზე გახარებულმმა გამიცინა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნაა. ვგიჟდები მე ამ ბავშვზეე.. სამზარეულოში შემოვედი ყავა გავიკეთე და თავის მოწესრიგებაშ შევუდექი... დაახლოებით 10ის წუთები იყო სახლიდან რომ გავედი... კომპანიის კარი გამოვაღე და შიგნით თავ აწეული შევედი... ლიფტი გაჩერდა და შესვლას ვაპირებდი უკნიდან ხმა რომ მომესმა. "ლიფტი გააჩერეთ" მაგრამ უკვე გვიანი იყო, ლიფტი იკეტებოდა, თვალი მოვკარი რომ მამაკაცი იყო, გაბრაზებულს უფრო უელავდა ცისფერი თვალები.... მეოთხე სართულზე ავედი, ჩემს წინ მხოლოდ ერთი კარი იყო, შევაღე და შევედი... უამრავი თანამშრომელი ირეოდა, ყველას თავისი მაგიდა და კომპიუტერი ქონდა, ერთდროულად უამრავმა თვალმა ცოტა არიყოს და დამაბნია მაგრამ, წინ მივიწევდი მაინც... უცებ ერთი გოგო გადმომიხტა წინ და ისე მიღიმოდა გეგონება დიდიხნის ნაცნობი ნახა... - ახალი ხარ ხო? - ჯერ-ჯერობით არ ვიცი, ამიყვანს თუ არა თქვენი უფროსი.. - ჰმმ, მგონი უნდა აგიყვანოს, თარჯიმანი ჭირდებათ, დროც არ აქვთ, ამიტომ აგიყვანენ... გამამხნევა და ისევ გამიღიმა... - იმედია, მეც მჭირდება სამსახური... უცებ გადგა განზე და სერიოზული სახე მიიღო, ირგვლივ რომ გავიხედე ყველა ერთ დროულად წამოიშალა თავიანთი სკამებიდან და კარებისკენ იყურებოდნენ, ვერ მივხვდი უცებ რა მოდა, ვიდექი და ვუყურებდი მათ სახეებს... უკნიდან ჩახველების ხმა მესმის და უეცრად უკან ვიხედები... - ახალი თარჯიმანი ხო? ურეაქციო სახე, და ისე ცისფერი თვალები... - მ,მე დიახ, თარჯიმანი... მოულოდნელობისაგან ენა დამება... - კარგი, კაბინეტში შევიდეთ... მეც დავემორჩილე და უკან გავყევი... კაბინეტში შესულებს პირველი რაც თვალში მომხვდა მაგიდაზე მდგარი, კაკტუსი იყო, ცოტა გამეღიმა მაგრამ როგორც კი შემომხედა ეგრევე დაიკარგა ეგ ღიმილი ჩემი სახიდან... - სახელი, გვარი. - მაგდა ჩადუნელი - დაოჯახებული ხარ? - შვილი მყავს - ახლა სადარის - ბაღშია. ვერ მივხვდი ამ კითხვებს რატომ მისვამდა... - გასაგებია. მოკლედ იმუშავებ 10-დან 8მდე... შესაძლოა გვიანობამდეც მოგიწიოს, გააჩნია როგორ მოასწრებ ყველაფერს... - კი მაგრამ, ბავშვს რა ვუყო? - მე რატო მეკითხები, არავინ გყავს რომ დაუტოვო? სამსახური ხო გინდოდა, თუ არ გაწყობა კარი თქვენს უკან... "ღმერთო ეს სულ ესეთი უჟმური უნდა იყოს? - გასაგებია, თანახმა ვარ... სხვა გზა არ მქონდა, საბას ავუხსნი და დდედა კი დაიტოვებს ხოლმე... - ძალიან კარგი, ხო და კიდევ ერთი, შენს საქმეს კარგად მიუდექი, არანაირად არ აცდენ სამსახურს, არანაირი მიზეზი არ გაჭრის... - ბავ... - არც ბავშვი... - კარგით, თვალები ძირს ჩავხარე... - თავისუფალი ხარ, ცოტახანში გამოგიტან იმ ფურცლებს რომლებიც უნდა გადამითარგმნო, საღამომდე უნდა მოასწრო... კაბინეტიდან გამოსული, ყველა მე მიყურებდა კითხვისნიშნის თვალებით... - მიმიღო... ყველას გასაგონად ვთქვი და დავინახე როგორ გაიღიმეს, მესიამოვნა, ერთი მაგიდა იყო თავისუფალი და გადავწყვიტე რომ ჩემი იქნებოდა, მივედი და ჩემი ნივთები დავალაგე... რამოდენიმე წუთში მაგიდაზე იმხელა ფურცლების დასტა დამიდო გული შემიწუხდა... -საღამომდე!- და გაუჩინარდა.. ეს მეღადავება ხო? რა საღამომდე ამას 2დღე ვერ დავამთავრებ... - ეს თქვენი უფროსი ვერარის ხო?? ჩემს გვერდძე მჯდომ გოგოს გადავულაპარაკეე - შეიძლება ითქვას, ძალიან უჟმურია და სამსახური უყვარს... - ხო მაგრამ ასეც არ შეიძლება... თვალები გადავატრიალე. - დამიჯერე შეეჩვევი... საქმეს შევუდექი, შეუჩერებლივ ვწერდი, თან ყველაზე აუტანელი ის იყო რომ ხელით მაწერინებდა და არა კომპიუტერში, რომ შემდეგ ამომებეჭდა.. "ყველას თავისი გაფრენები აქ" ვფიქრობდი და უკვე აღარ შემეძლო წერის გაგრძელება... საათს დავხედე და 9 ხდებოდა, დედას გადავურეკე რომ გამეფრთხილებინა, დამთანხმდა მაგრამ უკმაყოფილო რომ იყო შევამჩნიე, ბავშვი გკითხულობსო... როგორც იქნაა დავასრულე და კარებზე მივაკაკუნე.. - მოდი. -აი ინებეთ დავასრულე. - კარგი, მოიცა გადავიკითხო და მერე წადი.. "რაა? სანამ ამას წაიკითხავს, მაიმე ავადმყოფია ესს" - გასაგებია.. 1საათი კიდევ ველოდე და როგორც იქნა 2ის წუთებზე ინება და გამანთავისუფლა, შიშით ვერაფერს ვეუბნები, რავიცი რა მოუვლის თავში, მე კიდევ ძალიან მჭირდება ეხლა სამსახური. სექტემბერში საბა სკოლაში მიმყავს, უამრავი რამ მაქვს საყიდელი... შენობიდან გამოვედი და ტაქსი გავაჩერე... სახლის კარები, ნელა შევაღე, ვიცოდი რომ ეძინათ ჩემებს... - იკადრე? მომესმა დედის გაბრაზებული ხმა.. - კაი დედა რაა, გგონია მსიამოვნებს გვიანობამდე მუშაობა? - ჯერ პირველი დღეა შვილო და ამ დროს მოდიხარ, ვინარის ეგ შენი უფროსი, თავში ჭკუა აქ სართოდ? - იმდენი რომ უკვე ზედმეტი ჭკუიდან ხო ხედავ რეებს აკეთებს... მომაბეზრებლად გადავატრიალე თვალები და გამეცინა.. - ესე უნდა გაგრძელდეს? - არ ვიცი დედა, ვიცი?! თარჯიმანი რომ არ ყავდათ დაგროვილი საბუთები მომცა და იმიტომ დამაგვიანდა, ახლა იქნებ ყოველდღიური არ იყოს იმდენი რომ აქამდე შემოვრჩე.. - მთელიდღე გკითხულობდა... - ვიცი, ეჭვიც არ მეპარება, თვალები დამნაშავესავით ძირს დავხარე და საბას ოთახისკენ წავედი, კარი შევაღე და მის ლოგინთან ჩამოვჯექი... ისე მშვიდად ეძინა, სახეზე ხელი ჩამოვუსვი და ისე ვკოცე რომ არ გამღვიძებინა.. - როგორ მომენატრე პატარავვ. დედიკოზე გაბრაზებული ხარ ვიცი, არ გამოგიყვანა დღეს ბაღიდან, მაგრამ გპირდები ეს აღარ განმეორდება, ხო იცი დედას როგორ უყვარხარ... კიდევ ვაკოცე და გამოვედი... დედა ისევ სამზარეულოში იჯდა და მელოდა... - მიდი დაწექი დე... - დავწვები, მაგრამ არ მომწონს იცოდე გვიან რომ მოდიხარ. - არც მე მომწონს, რა ვქნა? - დაელაპარაკე და აუხსენი სიტტუაცია. - კარგი რააა, ისეთი უხეში და უჟმურია, არავითარ შემთხვევაში არ იყოს გაცდენაოო, ბავშვის გამოც კიო... - ვერარის ხო ეგ კაცი... წამოდი მაშინ დედა, რა თავს იკლავ? - მჭირდება დედა, ყველაზე ნორმმალური ანაზღაურება აქარის... შევხედოთ აბა იქნებ არ იყოს ესე ყოველდღე და ადრე მოვიდე ხოლმე... - იცოდე, ბავშვს ნუ აფიქრებინებ რომ არ გინდა მაგასთან, დღეს ისეთი რაღაცები მითხრა გული მომიკვდა.. - რა გითხრა? სახე ამლეწა - მამასავით მიმატოვა დედამო, ბაღში რომ არ მიხვედი... ეს სიტყვებირომ გავიგე არ ვიცი რა ვიგრძენი, გული შემეკუმშა, ისე მეტკინა თითქოს ვიღაც მგლეჯდა... აღარაფერი მითქვამს, ვიჯექი და ერთ ადგილს ვიყავი მიშტერებული... დედა წამოდგა, შუბლზე მაკოცა და ტკბილი ძილი მისურვა... მეც დაღლილმა და დაქანცულმა, წყლის გადავლების თავიც არ მქონდა, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი... დილით ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა, ფეთიანივით წამოვხტი, ისე შემეშინდა, საათს რომ დავხედე ჯერ 7საათი იყო, კი მაგრამ ვინარის ამ დილაუთენია... - ალოო. ტელეფონს ისე ვუპასუხე არც დამიხედავს - გოგო, რას შვები აბა? როგორ მიგდის საქმეები... ჩემი დის წიკვინი ჩაამესმა ყურში და ისევ დავდე თავი ბალიშზე.. - შენ მამლის როლს ასრულებ? რა გინდა გოგო ამ დილაუთენია? - რავიცი, მერე არ მცალია ხოლმე და... რამდენიხანია არ მომიკითხიხარ, რას შვები აბა? დედამ მუშაობა დაიწყოო, გილოცავვ... -ეგ თუ მოსალოცია, გუშინ პირველი დღე მქონდა და 2ზე მოვედი სახლში.. - ოჰო, რა იყო მეტი ადრე ვერა? ირონია ნარევი ხმით იკითხა... - იცინე, იცინე და თუ ესე გაგრძელდა მერე ნახე შენ... - უფროსი როგორია? - უიმეე რავიცი, უჟმური, უხეში, უგრძნობი, რომ მელაპარაკება მგონია რომ ხმა აქ დადებული, სახეზე რეაქცია არ აქ ვაფშე... ორივემ გავიცინეთ. შენ როგორ ხარ? - რავიცი აბააა, როგორ ვიქნები 2 ბავშვის გადამკიდე, თან სამსახური და ხო ხვდები.. - ხოოო, მესმის, საბა ნაწყენია ჩემზე რომ არ გამოვიყვანე ბაღიდან.. - არაუშავს ჩემები ისეთებზე მებუტებიან რო, კაი მაგდა წავედი მე, ეხლა ჯერ ერთი უნდა მოვამზადო მერე მეორე და წავიყვანო ერთი სკოლაში მეორე ბაღში... - ვიზიარებბ დაიკოო, მიდი გაკოცე და თუ მოვახერხე დაახლოებით 2-3 წელიწადში გნახავვ.. ისევ გამეცინა... ტელეფონი გავთიშე და საწოლიდან წამოვდექი, ახლა რაღა დამაძინებს... აბაზანაში შევედი, წყალიგადავივლე და გამოვედი... სამზარეულოში ყავა მოვიმზადე, საბასთან შევედი და შევაღვიძე... - სააბუუუ, დეეეე... - დეეეედააა, გაბრაზებული ვარრ მე შენზეე... -ვიციი, ჩემო საყვარელო, ვმუშაობდი, შენ ხო დიდი ბიჭი ხარრ, ნუ მიბრაზდები... - მეგონა რომ დამტოვე, ბაღში ყველას დედა იყო მოსული, შენ კიდე არ მოხვედი... - ყველანაირად ვეცდები რომ გამოგიყვანო ხოლმეე დეეე, ხო იცი რო არ ვიმუშაო ვერ გიყიდი იმას რაც მოგინდებაა... ადექი ეხლა ჩავიცვათ და მიგიყვან ბაღში, ბებო დავასვენოთ დღეს.. უცებ წამოხტა, ჩავაცვი მოვაწესრიგე, ვასაუზმე და 9ისნახევარზე სახლიდან გავედით... 9ზე ბაღი ეწყება საბას, წუთები აკლდა რომ მივიყვანე, გავხადე, ბაღის ჩუსტები ჩავაცვი და მაგრად ჩავეხუტე.. - მოხვალ ხო დღეს? - ვეცდები დეე, აუცილებლად მოვალ... მაკოცა და ბედნიერი სახით სათამაშო ოთახში შევარდა... გზად კაფეში შევიარე, ყავა ავიღე და კომპანიისკენ წავედი... დღეს ისევ ბევრი საქმე დამახვედრა ამ კაცმა, მოკლედ სულ გადამრევს რააა. აღარ შემიძლია, ხო შეიძლება ისე გამინაწილოს რომ არც მე გადამტვირთოს და არც თვითონ, მერე ამას წაკითხვა არ უნდა? ესე გამიგრძელდა რამოდენიმე დღე, ბავშვს ვპირდებოდი და ვეღარ მივდიოდი... ძალიან არ მსიამოვნებდა ეს ფაქტი... უკვე ყელში რომ ამომივიდა მის კაბინეტში შევედი და ეს საკითხი სრული სერიოზულობით წამოვუყენე... - საქმე მაქვს თქვენთან. - არ მცალია. ისევ ეს უკმეხი და უემოციო პასუხები... ყელში ამომივიდა მეც. - ნება იბოძეთ და მომისმინეთ! მე აქ ვმუშაობ 8საათამდე, როგორც შევთანხმდით, უკვე 2 კვირაა აქ ვმუშაობ მარა 8ზე წასული არასოდეს მინახავს ჩემი თავი, ხან 12ზე, ხან 2ზე, ხანაც ღმერთმა იცი როდის მიშვებთ, ასე არ შეიძლება! იცით რომ შვილი მყავს, ხანშიშესული დედა, რომელსაც არ შეუძლია მთელი დღე ბავშვთან ყოფნა, გული არ გაქვთ?! - თუ არ მოგწონს კარი იცი საითაც არის! ვაიმეე გამაგიჟებს ეს კაცი!. - შვილი არ გყავთ? ოჯახი? იცით საერთოდ რა არის ოჯახი, ვიღაც რომ გელოდება სახლში, შენ კიდევ მაშინ მიდიხარ როცა ყველას ძინავს და ვერ ახერხებ მათ ნახვას... ვუთხარი მაგრამ, აშკარად არ უნდა მეთქვა, სახე წამებში შეეცვალა... მისი ცისფერი თვალები ისე გალურჯდა სიბრაზისგან მეგონა ახლა ცეცხლებს გამოყრიდა, სახზე მრისხანება დაეტყო, მე კიდევ დამნაშავე ბავშვივით ატუზული ვიყავი კარებთან და მის ამოფეთქვას ველოდი... - გადი! - რაა? - გადი მეთქიიი!! იმხელა მიღრიალა დარწმუნებული ვარ მთწლმა კომპანიამ გაიგონა... უკან გამოვიძურწე, ჩემს მაგიდასთან მოვკალათდი და ჩემი საქმე გავაგრძელე, მიუხედავად იმისა რომ ყველა მე მიყურებდა გაოცებული სახით... დღის დამთავრებას დავუცადე, ვიცოდირომ ხელფასს მომიგდებდა და გამაგდებდა სამსახურიდან. ისიც ვიცოდი რომ ზედმეტი მომივიდა, მას ხომ ვერაფრის თქმას უბედავენ, მე კიდევ ალბათ ისეთ საკითხს შევეხე რომ სულ გამოვიყვანე მდგომარეობიდან... "უფფ, თუ უნდა გამაგდოს, რა ვქნა, თავს ვერ შევაკლავ" "მოვძებნი სხვა სამსახურს, გერმანულიც ვიცი ბოლოსდაბოლოს იქნებ ეგ მაინც გამომადგეს" ფიქრებში გართული ვიყავი, როცა ვიღაც დამადგა თავზე და მისი დანახვისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა... - თავისუფალი ხარ! - რაა? ანუ, - ანუ, ის რომ 8 საათია და თავისუფალი ხარ! - არ მაგდებთ? - დღეს კი, გაგდებ... დავიბენი, რაღაცნაირად მელაპარაკებოდა, გაურკვევლად... - ხვალ, ხვალ მოვიდე? - თუ მუშაობა გინდა უნდა მოხვიდე... აღარაფერი მითქვამს, წამოვკრიფე ჩემი ნივთები და იქამდე გავუჩინარდი მისი თვალთახედვიდან სანამ კიდევ რამეს მომაძახებდა... გახარებული გავიქეცი სახლში... ვიცი რომ ბაღი დიდიხანია დაიკეტა, მაგამ ისიც მახარებდა რომ ადრე ვნახავდი ჩემს ბიჭის... სახლში რომ მივედი, კარებში დამხვდა საბა და კისერზე ჩამომეკიდა... - მოხვედიიი დეეეე... - ხოო დედიკო, მოვედი ჩემო ბიჭო... - მომენატრე, იცი დღეს ბაღში ბევრი ვითამაშეთ, ვჭამე 2ჯერ და მეძინა კიდეც... კმაყოფილი მიყვებოდა ბაღის ამბებს... - ყოჩაღი ბიჭი მყავხარ დეე, შენნ. ხო არავინ გაგაბრაზა? - არააა, ჩემთვის ვტამაშობდი.. -ჩემი ჭკვიანი, რომ იცოდე როგორ მოენატრე დედას, ბებო სადარის? - სამზარეულოშია, საჭმელს აკეთებს. - მივალ მივეხმარები ხო? შენ ითამაშე.. - კარგი დეე.. გავიხადე პალტო, საკიდზე ჩამოვკიდე ჩანთასთან ერთად და სამზარეულოში შევედი.... *************** დაახლოებით 11ხდებოდა ალექსანდრემ რომ დაასრულა მუშაობა, მაქამდე კი მაგდას ასეთ საქციელზე ფიქრს ვერ წყვეტდა, უკვირდა, როგორ მოახერხა ქალმა მის მიმართ ისეთების თქმა როგორიც მან უთხრა, ოჯახიო, შვილიო, ბოლოსდაბოლოს ხმას აუწია... თან ნერვები ეშლებოდა მის ასეთ პირდაპირობაზე, თან რაღაცნაირად ეღიმებოდა, პირველი ქალი იყო ამ წლების განმავლობაში, ვინც გაბედა და ხმა აუწია, მითუმეტეს უთხრა ის რასაც ფიქრობდა... ვახოს დაურეკა და სახლში დაიბარა.. 12ისკენ ორივე მაგიდას იყო შემომჯდარი, ვისკის წრუპავდნენ და საუბრობდნენ... - ანუ მოგეწონა ხო? - ეგ არ მითქვამს, - აბა რაც მოვედი იმის მერე მაგდაზე ლაპარაკობ. - უბრალოდ გამიკვირდა მისი საქციელი... - გგონია ყველას შეაშინებ შენი ესეთი ხისტი ხასიათით? ცოტა გონს მოდი, თან კარგი ქალია, რას უწუნებ. - მოიცა რაა, ოჯახზე და შვილზე მითხრა, სხვას რატო არ უგებ, შენ არგყავსო? - რა იცის მერე მაგან კაი რა... - ხო და რო არ იცის ზუსტად მაგიტომ არ ვაპირებ მასთან და არც სხვასთან უერთიიერთობის დაჭერას... - ისე გინდა ხო? - მიდი, მიდი დაასხი.. საუბარი გადაუტანა უცებდა ვახოსაც ჩაეღიმა - ეხ მეგობარო, მოვა დრო და დაგინახავ მაგდასთან, მერე ძალიან ბევრს ვიცინებ... მე აღარ ვსვავ, უნდა წავიდე. - ვერ მნახავ! სად მიდიხარ? -ხვალ საქმეები მაქვს, სახლში უნდა მივიდე და მოვემზადო.. - კარგი მიდი, ჯიგარი ხარ რო მოხვედი.. - ხო აბა რა, შენ იფიქრე მაინც მაგდაზე... აღარაფერ იაღარ უთქვამს ვახოსთვის გააცილა, ჭიქები ნიჟარაში ჩაალაგა, იბანავა და დაწვა... ძილი არ ეკარებოდა, მაგდას განრისხებულ სახეზე ეფიქრებოდა, მის ლამაზ ნაკვთებზე, ქერა თმაზე... უცებ გამოფხიზლდა და ფიქრების გადასაყრელად თავი გააქნია, მობილურს დახედა და დასაძინებლად გვედი იცვალა.... სამზარეულოში ფუსფუსებდა ჩემი ლამაზი დედიკო, უკნიდან მივეკარი და მისი ოდნავ ნაოჭიანი კისერი ჩავუკოცნე... - რა ადრე მოხვედიი მაგდა. აშკარად გაოცებულმა შემომხედა და თან გამიღიმა - ჰოო, ეგ ცოტა უცნაურად მოვახერხე... - ვერ რატო ვითომ? ისედაც 8ზე არ უნდა დაგიმთავრდეს ხოლმე? - კი მეც ეგრე ვიცოდი მაგრამ როცა საქმე არ იქნება მხოლოდ მაშნ, ახლა კი ბევრი საქმე მქონდა. - აბა რატომ გამოგიშვა? - კაბინეტში შევუვარდი და მგონი კიარადა ნამდვილად ზედმეტი მომივიდა... მერე დამადგა და წადიო-თქვა - ანუ? სულ წადიო თუ? - არა დღეს ადრე წადიო, რავიცი რაა ვერაფერი გავიგე, რაღაცნაირი კაცია, უგულო და უსულდგმულო... - წამოდი მერე დედაა, რა თავს იკლავ? სამსახური ვერ გიშოვია? - კარგი რა დედა, ეს ძლივს ვიშოვე, ადვილია ესე სამსახურის პოვნა? არ გახსოვს რამდენიხანი ვეძებე? - ეგეც მართალია შვილო, მაგრამ თავს ხომ არ შეაკლა, შვილი გყავს რომელსაც ენატრები, მე, მე არ მენატრები გგონია? თან ხო იცი მარტო უკვე აღარ შემიძლია საბას მოვლა, ძალიან მოძრავია აქეთ-იქით დარბის მე კიდევ, სად შემიძლია რომ ვდიო, ჩაიცინა და თმაზე ხელი გადამისვა. როგორც ადრე იცოდა ხოლმე, ბავშვობაში... უცებ მოვწყდი რეალობას და ბაშვობაში გადავეშვი... როცა მამა ცოცხალი იყო, სიკვდილამდე 1 წლით ადრე, როგორი ბედნიერი ოჯახი გვქონდა, არ მახსოვს ყველაფერი თუმცა არის ეპიზოდები ჩემს ტვინში ჩარჩენილი რომელიც არასოდეს დამავიწყდება. მამას მწვანე ღაჟღაჟა თვალები, სითბოთი სავსე, სიცოცხლით და სიყვარულით გამოტენილი ღრმა თვალები... ძალიან მენატრება... დედას ხმამ გამომაფხიზლა ისევ... - რას იზავ წამოხვალ დე? - ჰა? აა, ხოო, უცებ სხვა რამეზე ჩავფიქრდი და ბოდიში დე, რავიცი ამ კვირას ჩავამთავრებ მაშინ, ვეტყვი რომ სხვა მოძებნონ და სანამ მოძებნიან ვიქნები, არ მაქვს ისე წამოსვლის უფლება.. - კარგი შვილო, ისეთი ნახე რამე რომ საათებიც გაწყობდეს კაცო, ბოლო ბოლო რობოტი ხო არ ხარ... - ხო, ძალიან გადავიღალე მეც... ლიზა რას შვება, ვეღარც ველაპარაკები ხშირად... - ხო ხედავ, კიდევ ერთი მიზეზი, სულ მოწყდი ლიზას, ადრე ყოველდღე ტელეფონზე ეკიდეთ ხოლმე... კარგად არის რავიცი, ეგეც გადარბენებზეა 2 შვილით, ენაცვალოს დედა... - ჰოოო, კარგია, კარგი... ქმარი მაინც ყავს და ეხმარება... შეატყო დედამ ჩემი მოწყენილი და გატეხილი ტონი. - მე ხო გეხმარები, გამამხნევა და ლოყაზე მომისვა ხელი, წადი შვილო დაიძინე გვიანია უკვე... - კაი დე, წავალ... შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა... სამზარეულოდან გამოვედი და სანამ საძინებელში შევიდოდი, საბას შევხედე... ჩემი ბიჭი, ამის გამო ვაკეთებ ამ ყველაფერს და არც ვნანობ მაგრამ, დედას შემოთავაზებას გავითვალისწინებ, ხვალ ვეტყვი რომ წამოსვლა მინდა სამსახურიდან, ვიქნები იქამდე სანამ ახალ თარჯიმანს არ მოიყვანენ... დილით ისევ იგივე... საბა ბაღში წავიყვანე და მერე სამსახურში წავედი... დილით არ იყო ბატონი ალექსანდრე მოსული, სამაგიეროდ, გუშინ საღამოს დაუტოვებია ერთი ტონა ფურცლები სათარგმნად.. მაგიდაზე დალაგებული ფურცლები სათითაოდ გადავშალე და გადავხედე... თარგმნა დავიწყე როცა ალექსანდრე მომხვდა თვალში, შურდულივით შევარდა კაბინეტში და კარები ისე მიიბრახუნა ცოტაც და ჩამოვარდებოდა... ჯანდაბა, ეხლა მისი ხასიათის გამოკეთებას უნდა ველოდო, ახლა რომ მივიდე ვიცი არ გამომივა ის რაც მინდა ამიტომ, მაგ დღეს ხმა არ ამომიღია, ჩემს საქმეს მივხედე და ისევ გვიან მომიწია წასვლამ... - ბატონო ალექსანდრე შეიძლება წავიდე? - მორჩი ყველაფერს? - დიახ, აი... წინ დავუდე გადათარგმნილი საბუთები... - არსად არ წახვალ სანამ არ წავიკითხავ! - გასაგებია... "ესღა მაკლდა ეხლა" სახეზე შემეტყო ალბათ... - რამე არ მოგწონს? ამომასხა უკვე მისი ესეთი უჯმური და უაზრო საქციელი, რადგან უფროსია იმას არ ნიშნავვს რომ ესე მოექცეს ნებისმიერ თანამშრომლებს... - იცით, კი მაწუხებს, ის მაწუხებს რომ 8ზე წასასვლელი ღამის 1ზე მივდივარ, ის მაწუხებს რომ ჩემი შვილი ატირებული მელოდება მთელი დღე, ის მაწუხებს რომ ვერ ვხედავ მას... იცით რა არის? დავიღალე ბატონო ალექსანდრე, მინდა რომ წავიდე სამსახურიდან... ძლივს მოვახხერხე ამეების თქმა, თავი ძლივს მოვაბი რომ მეთქვა, მაგრამ გავბედე, მართლა ზედმეტია! - წადი! - რაა? - წადი, ოღნდ იქამდე სანამ სხვას არ მოვიყვან და ვფიქრობ ეს დიდიხანი გასტანს... შევამჩნიე როგორ ჩაიღმა და ამაზე უარესად გავღიზიანდი... - ხვალ განცხადებას მოგიტანთ და ხელს მომიწერთ. - ვნახოთ... ისევ გაიღმა და ეს უკვე პიკი იყო... - მეღადავები? უკვე დამავიწყდა ვინ იყო ის და მე ვინ ვიყავი, ძარღვები დამეჭიმა ყელზე სიბრაზისგან... - ნუ გავიწყდება ვის ელაპარაკები. ისევ ეს სიმშვიდე... - არა, არ მეშლება, ვიცი ვინც ხარ, ერთი უხეში, უჟმური და ცივი ადამიანი რომელსაც ადამიანობა არ გააჩნია, რომელსაც გული არ აქვს, არ იცის რა არის ოჯახი და მისი სიყვარული... აღარ გამაგრძელებინა, იმხელა დამიყვირა ლამის გული გამისკდა... მაგიდიდან ყველაფერი ძირს გადმოაგდო და მისი განრისხებული თვალები საკმარისი იყო იმის გასაგებად რომ იქიდან უნდა გავძურწილიყავი... ის იყო უნდა კარი გავაღე გამოსასვლელად რომ მკლავში ჩამავლო და მისკენ შემაბრუნა... ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, მე მაღიზიანებდა მისი ახლოს ყოფნა, რასაც მასზე ვერ ვიტყოდი... მისი განრისხებული თვალები ისე ჩაწყარებულიყო, ისე ერწყმოდა ის ცისფერი ჩემს მწვანეში, ისე ჩამომისვა ხელი თმაზე... ერთხარს გაშეშებული ვიდექი და მის სუნთქვას და აჩქარებულ გულს ვადევნებდი თვალყურს... -მე, მე უნდა წავიდე.. ძლივს ამოვიხავლე და ვეცადე რომ მოვშორებოდი მას... - ხო, წადი, მაგრამ ასე არასოდეს ილაპარაკო ოჯახზე და ჩემს უგულობაზე, არ იცი და ნუ ილაპარაკებ! შედარებით რბილი იყო ამჯერად ალექსანდრე და გამიკვირდა თUმცა უკვე სასიამოვნო იყო მისი მოსსმენა.. მეც თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დავუქნიე და იქაურობას გავეცალე... ******* ალექსანდრე ერთხანს გაშეშებული იყო, როგორც კი გაეცალა მაგდა... ისეთი რამ იგრძნო მის სიახლოვისას რომ აქამდე არ ეგრძნო მსგვსი... ჩააფიქრა ამ ყველაფერმა, მაგრამ არ უნდოდა იმის დაშვება რომ ვინმე მის გულში მოხვედრილიყო, ან რა გააკეთა ისეთი რომ ალექსანდრეს გულში ადგილი დაიკავოს, მაგრამ ფაქტია მისი ეს პირდაპირობა ჭკუიდან გადაყავს ალექსს... ლაპარაკი ესაჭიროებოდა, ვიღაცისთვის უნდა მოეყოლა ეს ყველაფერი და ამოეგდო თავიდან... ვინ თუ არა ვახო? - ალო, ვახო ცალია? - კი ალექს, რა მოხდა ? ხო მშვიდობაა? - კი კი, მიდი რა გამოდი ჩემთან, სალაპარაკო მაქვს... რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ უპასუხა ვახომ. - ისევ მაგდა ხო? - მოდი, მოდი, ამოიხვნეშა და ტელეფონი გათიშაა.. დაახლოებით 20წუთში მივიდა ვახო, კარი გაუღო და მისაღებში შეიპატიჟა. - დალევ რამეს? - არაა, არ მინდა არაფერი, მოდი აბა დაჯექი, მომიყევი რა ხდება - ბიჭო ჭკუიდან გადავყავარ მის ასეთ საქციელებსს. - ხო გითხარი მაგარი ქალითქო! გაიცინა - კაი რა, ნუ ღადაობ, არ იცი რა თქვა?! სულ გავგიჟდი - რაო, ისევ ოჯახი და ეგეთები? - მაგას აღარ ვთვლი, ხვალ განცხადებას დავწერ და ხელს მომიწერო ბიჭო, განა მთხოვა ან რამე მიბრძანა და მაგან სულ გამაცოფა... - აჰაჰაა, მაგარი ქალია, შენ ძმობას ვფიცავარ, მერე რას აპირებ? - გგონია მოვუწერ ხელს? - ანუ მოგწონს ხო? - მარტო იმიტომ არ მოვუწერ ხელს რო მეჯიბრება. აარიდან ვახოს კითხვას თავი, მაგრამ ვახო რის ვახოა. - ეეეე, მოგწონს მეთქი, რას მაიგნორებ ? - არ ვიცი, თვალები ძირს დახარა და იატაკს ჩააშტერდა. - "არ იცის"- არ იცი და იმიტო ცოფდები ხო მის ყოველ საქციელზე, იმიტო არ მოუწერ ხვალ განცხადებაზე ხელს რომ არ იცი ხო ? ძააან გამეცინა.. - სხვანარია, ვერ ვუგებ და იმიტო მიზიდავს... - შენ ყოველთვის ძნელი ქალები მოგწონდა... - არ ვიცი რა, მეშინია ხო იცი, ვერ ვბედავ ვერაფერს... - ცადე, რა იცი რა ხდება? იქნებ არ ქონდეს ამ ყველაფერზე საშინელი რეაქცია, იქნებ გითხრას რომ არ აქვს შენს ასეთ მდგომარეობას მისთვის მნიშვნელობა... - ჯერ ადრეა, ვერ მიტანს ვერ ხედავ? - მოქცეოდი ძმაო წესიერად და მოეწონებოდი, 2კვირაზე მეტია შენთან მუშაობს და დარწმუნებული ვარ შენს სახეზე ღიმილი არ უნახავს.. - გუშინ ნახა... - ოხ, რამეს მიმალავ? - ბოლოს ხელი რომდავუჭირე და ჩემკენ მოვაბრუნე ჩხუბისას, ძალიან ახლოს იყო და მისმა მწვანე და მიამიტ თვალებმა გააპო ჩემი ბაგეები... - ეს უკვე წინ სვლააა, მოკლედ მე გირჩევ რომცადო.... - არ გავუშვებ, ვერ გავუშვებ გესმის? - მაშინ ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ გააოცო... ეხლა წავედი უკვე გვიანია, საათს დახედა და კარიდან მოტრიალდა. -ისე ამდროს თუ უშვებ ხოლმე დაწერდა განცხადებას აბა რას იზავდა შენც მაგარი ხარ რააა... გაიცინა და კარი მიიჯახუნა... ალექსი დარჩა ისევ თავის ფიქრებთან მარტო, წყალი გადაივლო და დასაძინებლად დაწვა... ***** სახლში 2ისკენ მივედი, გაბრაზებული გაღიზიანებული, ბოლთას ვცემდი ისე ვგრძნობდი თავს, ყველას ეძინა, მეც საბას დავხედე, დავაფარე, ვაკოცე და ჩემს ოთახში გავედი... ხვალინდელ დღეზე ფიქრებში ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი... ღამე საშინლად წვიმდა, ჭექა-ქუხილი და ტოტების მტვრევის ხმა აყრუებდა ღამის სამარისებულ სიმშვიდეს, გამომეღვიძა და ჩემს კართან მოვარდნილ საბას გავხედე.. - დეე, ჩაგიწვები რააა, შემეშინდა -მოდიი დეეე, მოდი ჩაეხუტე დედიკოს.. ასე დიდიხანია არ გვიძინია, ისე მომნატრებია მისი სუნი, მისი რბილიდა ფაფუკი კანი, მისი პრიალა და რბილი თმა... ვუყურებდი და სიხარულისგან სახეზე ღიმილი დამთამაშებდა, რა ბედნიერია ქალი როცა შვილი ყავს... მალევე ჩაეძინა საბას ჩემს მკლავებში... დილით მაღვიძარამ ისევ 8ზე დარეკა, თვალი გავახილე და ჩემს გვერდზე მშვიდად მფშვინავ საბუკას იმხელა ხმაზე ვაკოცე რომ გაეღვიძა... - ადექი დედიკო, ბაღში უნდა წავიდეთ... - აუ დე, ნახე როგორი ამინდია, ვიქნები რაა... - ბებოს ვკითხოთ მაშინ, თუ დაგიტოვებს იყავი, არც მე მინდა ამ წვიმაში და სიცივეში შენი გაშვება... წამოვდექი, ხალათი მოვიცვიდა ოთახიდან გავედი... მოვიარე სახლი, ვერ ვიპოვე, წესით დილით სამზარეულოში უნდა იყოს, საკუჭნაოდან ხმები მომესმა, იქითკენ წავედი და დედაც ვიპოვე... - აქ რასაკეთებ? - უიჰ, გოგო ნორმალური ხარ?? გამისკდა გული... წამოიყვირა და გულზე ხელი მიიბჯინა, მე კიდევ სიცილი ამიტყდა მისი მოღუშული გაოცებული და თან შეშინებული სახის დანახვისას... -კაი ბოდიში, არ მინდოდა. რასაკეთებ? რად გინდა ეს ჩემოდანი? - დეიდაშენმა დარეკა გუშინ, დაჩაზე მივდივარ ერთი კვირითო, არც შენ გაწყენდა დასვენებაო და წამოდიო, რათქმაუნდა გუშინ ადრე რომ მობრძანებულიყავი გეცოდიენბოდა, დედა ხო იცი როგორ დავიღალე, ცოტახანი მინდა რომ დავისვენო, წავალ კარგი? რათქმაუნდა არ იყო ეს კარგი, მაგრამ რას ვიზავდი, ხო არ ვეტყოდი არა სახლში დაჯექიდა საბას მიმიხედე თქო, რათქმაუნდა დავთანხმდი, ჩემოდანიც ჩავალაგებინე და გავაცილე კიდეც... ოპააა, ეხლა რა ჯანდაბა ვქნა? იმ წამსვე ლიზას დავურეკე იქნებ დაეტოვებინა დღეს საბა... - ალო, ლიზზ მჭირდებიიი... - ვიცი, დედა წავიდა და საბას ვერავის უტოვებ... - ხო თან ბაღში არ მინდაო, მეც არ მინდა რომ გავუშვაა გოგო როგორ ცივა, რომ გამიცივდეს მერე საერთოდ ცუდად იქნება ჩემი საქმე... - ხოო, როგორ მინდა რომ დაგეხმარო, მაგრამ ხო იცი ვმუშაობ, თემოც წასულია და ბავშვები თემოს მშობლებთან მყავს, იქნებ წაგეყვანა დღეს ბაღში? - კაი ხო, მოვახერხებ რამეს, ისე ხო კარგად ხართ? - კი ყველაფერი რიგზეა, შენ რას შვები იმ საშინელ ურჩხულთან? - ვაიმე არ თქვა, მგონი წამოვალ მალე, განცხადება უნდა დავუწერო დღეს... - ხუმრობ? - მეხუმრება? აღარ შემიძლია უკვე ამდენი წერისგან ხელები რას მიგავს იცი? დროც არ მაქ არც თქვენთვის, ვერ ხედავ ათასში ერთხელ გირეკავ, ვერც გამოვდვიარ რომ გნახოთ, ბავშვები მენატრებიან, მოკლედ გადავწყვიტე რა... -ხო ეგ მართალია, ძალიან მოგვწყდი... კაი მაგდა, გავიქეცი ეხლა და გამაგებინე რას იზავ.. - კაი გაკოცე.. ტელეფონი გავთიშე და საბას მივუბრუნდი ოთახში, როგორც იქნება დავიყოლიე მაინც ბაღში წაყვანაზე, დამთანხმდა, მაგრამ... ის იყო სახლიდან უნდა გავსულიყავით, ჩემი ტელეფონი აზუზუნდა... -დიახ ქალბატონო ლილი რამე ხდება? (საბას ბაღის მასწავლებელი) - დილამშვიდობის ჩემო კარგო, რატომ გაწუხებ ეხლა, გუშინდელი საშინელი ამინდის გამო სამწუხაროდ ჩვენ ბაღს მოგლეჯილი ხე დაეცა, რაღაც ნაწილი დააზიანა ამიტომ დაახლოებით 1 კვირიანი რემონტი იქნება ბაღში და ვისვენებთ, დილიდან ყველა მშობელს გადავურეკე... - ვაიმეე, მართლა? -დიახ მოხდა რამე? - არაფერი, კარგით ბატონო ლილი, მადლობა რომ გაგვაგებინეთ... რაღა უნდა მეთქვა, ეხლა აშკარად შარში ვარ... ოო რაც იქნება, იქნება, მაინც უნდა წამოვიდე იქიდან, ბავშვს ქუჩაში ხომ არ დავტოვებ... ტაქსი გავაჩერე, საბაც ჩავისვი და სამსახურში წავედი... კომპანიაში რომ შევედი ყველა მე მიყურებდა, ბავშვი რომ მომყვებოდა უკან, მე კიდევ ყველას ღიმილით ვესალმებოდი, ვითომც აქ არაფერიო... ლიფტი გაიღო და შევედით, დაკეტამდე ვიღაცამ ხელი შემოყოდა ისევ გაიხსნა კარი. თქვენ მაშინ ალექსანდრეს სახე უნდა გენახათ, ბავშვთან ერთად რომ დამინახა... ხან მე მათვალიერებდა ხან საბას... - უკაცრავად არ აპირებთ შემოსვლას? ვკითხე და გავუღიმე - აა, ხო.. თავი გააქნია და შემოვიდა, საბას გვერდზე დადგა და ზემოდან ორივეს გვათვალიერებდა... - კაბინეტში შემოდი. ეგრევე მომაძახა როგორც კი ლიფტი მეოთხე სართულზე გაიხსნა და ოფისში შევედით... იქაც ანალოგიური, ყველას გაოცებული სახეები გარდა ერთისა. აი ის გოგო მიღიმოდა ჩემს გვერდით რომ ზის და პირველ მოსვლაზეც წინ გადმომიხტა, მოიცა რა ქვია? ხო თეკლე... - არ არსებობსსს, ეხლა არ მითხრა რო ესაა შენი შვილიიი, ვაიმე რა ლამაზიიაააა - ხო ტეკლე, საბაა ეს, საბა ეს თეკლე დეიდააა.. ეხლა შენ ჩემს სკამზე ჭკვიანად იჯდები, მე მოვალ ეხლავე ხო? - კარგი დე - მივხედავ მე... თეკლამ გმაომძახა და თვალი ჩამიკრა... მის კარებთან ვიდექი, ღრმად შევისუნთქე და მოვემზადე მისი გასალანძღი სიტყვების მოსასმენად... ორჯერ მივაკაკუნე და თანხმობის შემდგომ კაბინეტში შევედი, მის წინ ავისვეტე და დაველოდე... - პირველ რიგში დილამშვიდობის, ძალიან საყვარელი შვილი გყოლია. ამის გაგონებაზე ცოტათი შევცბი.. - დილამშვიდობის ბატონო ალექსანდრე, ყველაფერს აგიხსნით... - გისმენ... - ვერსად ვერ დავტოვე, ბაღში რემონტია გუშინდელი წვიმის გამო, დედაჩემი ტავის დასთანაა 1 კვირით, მე კიდევ სამსახურს ხომ არ გავაცდენდი, ამიტომ სხვა გზა არ მქონდა... თან, ხო იცით, განცხ... -არავითარი განცხადება. შემაწყვეტინა სიტყვა. - იყო აქ, მთავარია ხელი არ შეგიშალოს, პრობლემა არ მაქვს მე, გამიღიმა და მერე სახელი მკითხა... - საბა ქვია, 5წლისაა... - მამასთანაც ვერ დატოვეთ ხომ? ზუსტად ამ კითხვის მეშინოდა... - იცით მას მამა არ ყავს, ანუ, ცოტა ძნელი სათქმელია... - კარგი გასაგებია, მიდი მიხედე მაშინ საქმეს, დღეს ცოტა გაქვს სათარგმნი.. ისევ გამიღიმა... " ღმერთო ამას რაჭირს? ღიმილად იქცა დღეს, საბაზეც არაფერი უთქვამს, როცა ვიცოდი რომ ერთა ამბავს დამახწევდა... საინტერესოა" - მაშინ მე გავალ... - კარგი მიდი, უიი უი, დამავიწყდა კინაღამ, 2დღეში წვეულება გვაქვს, და მჭირდები აუცილებლად, ესპანელები ჩამოდიან და კონტრაქტი გვაქვს გასაფორმებელი, შენ რომ არ იყო არაფერი გამოვა, ხო იცი ერთი სიტყვაც კი არ ვიცი ესპანურად. პირველად გაიცინა ასე, თვალებით იცინოდა, არამხოლოდ ბაგეებით, არამედ გულით... - დიახ, გასაგებია. ვუთხარი და გამოვედი... ყველა მე მიყურებდა კითხვისნიშნის თვალებით. ყველაფერი რიგზეა თქო ვთქვი და დავინახე მათი მოშვებული სახეები... ჩემს საქმეს შევუდექი, საბა გვერდზე მეჯდა და რაღაცეებით ერთობოდა, ხან ხატავდა ხან მანქანით თამაშობდა. რამოდენიმეჯერ ჩაგვიარა ალექსანდრემ და ორივეს დაკვირვებით შემოგვხედა, მერე გაიცინა და ისევ გაგვშორდა... - ამას რა ჭირს? თეკლა მოგორდა თავისი გორგოლაჭებიანი სავარძლით და ჩემსას მოეჯახა... თან ისე იკრიჭებოდა გეგონება სტომატოლოგთან იყო და ყველა კბილს ერთად უჩვენებდა. - მერავიცი, ეგ მეც გამიკვირდა, მთელიდღეა ღიმილადაა კაცი დაღვრილი... - მგონი ამდენიწლის დანაკლისს დღეს ინაზღაურებს, ორივეს გაგვეცინა და ეგრევე დავსერიოზულდით, ბატონი ალექსანდრე რომ ჩემკენ წამოვიდა... - დიახ, ბატონო ალექსანდრე, რამე ხომ არ გინდათ? - არა მაგდა, შენთან არ ვარ მოსული, პატარა კაცთან მოვედი, დრო აარ მქონდა და ვერ გავიცანი... სრულიად შოკირებული ვუყურებდი მას და მის გამოწვდილ ხელს საბასკენ... - გამარჯობა, მე ალექსანდრე ვარ. ხელი ჩამოართვა დიდი კაცივით და რათქმუნდა საბას მოწონებაც დაიმსახურა... - გამარჯობათ, მე საბა ვარ, ბაღში საბუნას ან საბუკას მეძახიან... მანაც გაუწოდა ხელი და ჩამოართვა.. მე კიდევ დებილივით ვიღიმოდი და ორივეს შევსცქეროდი, ორივეს ცისფერ თვალებს ვუყურებდი და ეხლაღა შევამჩნიე რომ თითქმის ერთმანეთს გვანან... "უფფფ დედამიწაზე ყველა ერთმანეთს შეიძლება გავდეს, რეებ ფიქრობ" ჩემმა მეორე მემ შემომიტია. " ისე რამოხდებოდა საბას მამაც რომ ასეთი მოწესრიგეული, სიმპათიური და ჭკვიანი ყოფილიყო" ისევ წავედი ფიქრებში... -მაგდააა, ალექსანდრეს ხმამ მომიყვანა გონს.. -ის, მე, ხო ბატონო ალექსანდრე, ბოდიში ჩავფიქრდი. - აჰამ დაგინახე, გაიცინა ისევ... მოკლედ მე საბას წაგართმევ ცოტახნით, სანამ შენ ფიქრებში იყავი, მე და საბას მოგვშივდა, ამიტომ წავიყვან, შენც ხო არ გშია? - ის, არარის საჭირო, ბატონო ალექსანდრე, ცოტახანს დაიცდის და ერთად ჩავალთ... - ნწ, არა არა, მე მინდა რომ წავიყვანო, თუ გინდა შემოგვიერთდი... თეკლამ ხელი მკრა და მეც გავყევი, გაოცებული მივდევდი უკან ორ კაცს, ოღონდ ერთი ძალიან პატარა იყო მეორესთან შედარებით... იქვე ახლომახლო რესტორანში შევედით, მენიუ გადაშალეს ერთდროეულად, თვალებს აცეცებდნენ, მერე ისევ ერთდროულად გადაისვეს თმაზე ხელი და ორივემ ერთდროულად ამოიხვნეშა, მენიუ დადო და მე მომაპყრეს მზერა... "მგონი ვგიჟდები" - აბა, რას მიირთმევთ? წამოიწყო ალექსანდრემ - მე მინდა კატლეტი და პიურე, ხო აქვთ? ვერ ვიპოვე დაა... საბამ გამოთქვა თავისი სურვილი... - თუ არ ექნებათ გავაკეთებინებთ არაუშავს, შენ არ იღელვო, თბილად გაუღიმა. ისეთი კარგი სანახავია ეს ყველაფერი, არ ვიცი რატომ მაგრამ უცებ წარმოვიდგინე, როგორი კარგი იქნებოდა ესეთი ოჯახი, დედა, მამა და პატარა, ერთად საუზმობენ ვახშმობენ, ერთად ატარებენ დროს, სინამდვილეში კი სხვაგვარადაა.... - მაგდააა, ისევ ფიქრებში ხარ, ნეტა ვიცოდე რაზე ფიქრობბ... სახესთან ახლოს ხელი ამიქნია ალექსანდრემ გამოსაფხილებლად, მეც უაზროდ გავუღიმე და ბოდიში მოვიხადე - ნუ მებოდიშები, თქვი აბა რას მიირთემვ, მე სტეიკს შევჭამ გარნირთან ერთად... - იყოს, მეც იგივეს ავიღებ მაშინ... - ძლიან კარგი... მიმტან დაუძახა და შეკვეთა ჩააწერინა... მთელი სადილის დროს, ხმა არ ამოუღია, გემრიელად მიირთმევდა და ხან საბას გახედავდა ხანაც მე... მეც ჩუმად ვიჯექი და ვტკბებოდი ამ ყველაფრით... შემდეგ საბამ ნაყინი მოინდომა, მე და ალექსანდრემ კი ყავა ავიღეთ... მიმტანმა მოგვიტანა ყავა და ნაყინი და წასვლისას, - რა საყვარელი შვილი გყავთ, კარგი ოჯახი ხართ-ო გვითხრა და ჩემი სახის დანახვა იმ წამს მეთვითონ არ მინდოდა... სახეზე უამრავი ფერი ირეოდა ერთმანეთში, ალექსანდრემ კი უბრალოდ გაიცინა და მადლობა მოიხადა... ერთი სული მქონდა, ოფისში დავბრუნებულიყავი და ეს ყველაფერი დამთავრებულიყო, თორე მეთვითონ ლამის დავიჯერე რომ ოჯახი ვართ... ჩემს თავზე მეცინებოდა... როგორც იქნა ავედით ოფისში, ალექსანდრემ შეხვედრა მაქვსო და კრების ოთახში შევიდა, ჩვენ კი ამოვედით ზემოთ, ისევ იგივე, მე ჩემი ფურცლებით, საბა კიდევ მისი ფურცლებით, ზედ უამრავი საოცარი ქმნილებებით.... დაახლოებით 7 ხდებოდა, რომ მოვრჩი თარგმნას, ალექსანდრე უკვე კაბინეტში იყო ამოსული... საბა თეკლასთან დავტოვე და ფრთხილად მივაკაკუნე კარზე... - შეიძლება? - მოდი მაგდა... - აი ეს თარგმანი, გადაავლეთ თვალი, კიდევ სხვა რამე ხომ არ გჭირდებათ? - არ მინდა თვალის გადავლება, გენდობი, აქამდეც გენდობოდი უბრალოდ ვიფიქრე რამეს მაინც ვისწავლი თქო მაგრამ არაფერი გმაომივიდა... შეგიძLია წახვიდე... - გასაგებია ბატონო ალექსანდრე, კიდევ რაღაცის სათქმელად მოვედი... -გისმენ, იმედია ისევ განცხადებაზე ა რმოსულხარ, ვფიქრობ რომ არ ღირს ამ თემაზე საუბარი, არსად გაშვებას არ ვაპირებ... ისევ ეს დამაბნეველი ღიმილი... ვაიმეეეე რა მემართებაა, გამოფხიზლდი მაგდა... - მოკლედ, თან მადლობის სათქმელად ვარ და თან მინდა ბოდიშიც მოგიხადოთ, მაგრამ იქნებ დამრტოთ ნება რომ ერთი კვირა საბა ვატარო, მართლა არავინ მყავს რომ დავტოვო... - მადლობაც და ბოდიშიც არარის აუცილებელი, საბას რაც შეეხება შეგიძლია მოიყვანო, ძალიან მომეწონა, კარგი შვილი გყავს, ძალიან უტვინო ყოფილა ის კაცი ვინც თქვენ მიგატოვათ, გამიღიმა და ოდნავ მოიახლოვდა. მისი სუნთქვა ლოყებზე მეცემოდა და სუნთქვაც შემეკვრა, მიღიმოდა და უბრალოდ ჩემს თვალებში იკარგებოდა... ამ დროს კი კარი ვიღაცამ შემოგლიჯა და ჩვენი დანახვისას ჩაახველაა. მეც გამოვფხიზლდი და ალქსანდრეც.. - აჰ, მოდი ვახო მოდი, - იმედია ხელი არ შეგიშალეთ, ჩაიცინა და ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა. ის სანამ რამეს იტყოდა მე დავასწარი. - არა უკვე მივდიოდი... ბატონო ალექსანდრე თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, ხვალამდე... - წადი მაგდა წადი, საბას ჩემს მაგივრად დაემშვიდობეე.. კარი გამოვიკეტე და ისე ამოვისუნთქე თითქოს 2 წელი არ მისუნთქია... მალე მივედი ჩემს მაგიდასთან, საბას ქურთუკი ჩავაცვი, მეც ჩემი კურტკა მოვიცვი და ისე გამოვვარდი იქიდან არავისთვის არაფერი მითვამს... -დეეე, ნუ მირბიხარრ, მეტკინაა ფეხებიიი... საბას ხმამ მომიყვანა გონს და ეხლა მივხვდი რომ მართლა მივრბოდი ისე სწრაფად მივაბიჯებდი... - ვაიმე, ბოდიში დეე.. სვლა შევანელე და გაჩერებაზე ჩამოვდექი... - დე, იცი მე მომეწონა ალექსანდრე ძია, ძალიან კარგი კაცია... - ხო დედიკო, მიხარია რომ მოგეწონა, იმიტომ რომ ერთი კვირა ჩემთან ერთად ივლი აქ.. - რამაგარიაააა, შეხტა და გახარებული შემომციცინა მისი ცისფერი თვალები... მალევე მივედით სახლში, საჩმელი გავამზადე, ვივახშმეთ და ლიზას დავურეკე... ყველაფერი მოვუყევი, ზეგინდელ წვეულებაზეც ვუთხარი და არ ვიცი, როგორც გინდა გამონახე დრო და საბა დაიტოვე თქო ვთხოვე, იმანაც ცოტახანი იყოყმანა მაგრამ მაინც დამთანხმდა... საღამოს 10სკენ საბა დავაწვინე და სამზარეულოში გამოვედი... ტელეფონი ავიღე და დედას დავურეკე -ალო დეე, ხო არ გეძინა? - არა დეე, რა მოხდა ხო მშვიდობაა?! საბა როგორ არის? მომაყარა ეგრევე კითხვები როგორც ჩვევია ხოლმე - კარგად ვართ დედა, კარგადდ. არაფერი არ ხდება, ყველაფერი რიგზეა, ბაღი დაკეტილია 1 კვირით და სამსახურში მყავდაა საბა.. - ვაიმე დედი, მოგიკვდი აბა რო არ ვიცოდი, წამოვალ გინდა? - არა დეე, იყავი დაისვენე, დაიმსახურე შენ.. მე მოვაგვარე ეგ, ჩემს უფროსს ვუთხარი განცხადებაზეც და უარი მითხრა, მაგრამ დღეს 7ზე გამომიშვა, მგონ წინსვლა მაქ.. გავიცინე - ოჰო, უკვე კარგია, იმედია მიხვდება რომ შენნაირი პროფესიონალის დაკარგვა არ შეიძლება და რამეს იღონებს, დედამაც ამიბა მხარი... - ხო დე, კარგი მეც დავიძინებ, მოგიკითხე, დამაინტერესა როგორ იყავი, დაისვენე და დეიდა მომიკითხეე, გაკოცეე.. - კაი შვილო, მოგიკითხავ, შენც ჩკვიანად იყავი, საბუკა ჩამიკოცნე... ტელეფონი გავთიშე, ჭურჭელი ამოვრეცხე და ჩემს ცივ ლოგინში შევწექი... მალევე დამიმძიმდა თვალები, მიუხედავად იმისა რომ დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი, არ მომცა ძილმა ფიქრის საშუალება და მალევე ჩამეძინა.... ეს ორი დღეა უკვე ძალიან მაოცებს ალექსანდრეს დამოკიდებულება ჩემს მიმართ, არც ვიცი რა შეიძლება ამას ვუწოდო... ფლირტი?! მოწონება?! არც ერთი ალბათ, არ ვიცი, ფაქტია რომ ისეთი უხეში აღარ არის როგორიც პირველ დღეებში იყო... დილით ისევ სამსახურში წავედით მე და საბა, მიეჩვია უკვე იქ ყოფნას და გართობას, პრინციპში, რაცარუნდა გასაკვირი იყოს, ბატონი ალექსანდრე არც აძლევს მოწყენის საშუალებას, მგონია ხოლმე ხანდახან რომ, საქმე არ აქვს, ან საბას გამო დებს შეხვედრებს, მოკიდებს ხოლმე ხელს და ხან სად დაატარებს ხანაც სად, რათქმაუნდა სასიამოვნოა მაგრამ უკვე ყველამ ეჭვისთვალით დამიწყო ყურება და ნამდვილად არ არის ეს სასიამოვნო, აუხსნა ის ხალხს რაც არარსებობს... დღეს საღამოს წვეულებაა. როგორც ალექსანდრემ თქვა ესპანელები ჩამოდიან და ძალიან სარფიან შეთავაზებას ღებულობს, კონტრაქტსაც გააფორმებენ და ამისთვის რაღათქმაუნდა მე ვარ საჭირო, იმიტომ რომ ესპანურის გაგებაში არარის. არადა რა გასაკვირია ამხელა კომპანიის მფლობელი, ძირითადად, ესპანელებთან და ფრანგებთან აქვს კავშირი და არც ერთი იცის და არც მეორე, მაგრამ რა ჩემი საქმეა, მე რასაც დამავალებენ იმას გავაკეთებ... წვეულება საღამოს 8ზე იწყება რომელიღაც ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს აუზზე... -ალოო, ლიზა, მიდი გამოდი რა ჩემთაან - უკვე? რომელ საათზე მიდიხარ - რაღა უკვე, საათი გაქ სახლში? 6საათია სანამმ მოხვალ მე გასასვლელი ვიქნები... - კარგი ხოო, წამოვიღო რამე? - არაა, ყველაფერია მაცივარში, მარტო მოხვალ თუ შენებსაც წამოიყვან? - არა გოგო 3 ბავშვს ერთად რა გაუძლებს, მარტო მოვალ, ამათ თემო დაიტოვებს.. - კაი მიდი გელოდები მაშინ და მალე რაა. ტელეფონი გავუთიშე და აბაზანაში შევედი. წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი და პირსახოც შემოხვეული კარადასთან ავიტუზე... ყოველთვის როცა კარადასთან ვდგები და ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ ჩემი მეგობრების სიტყვები მიტრიალებს თავში. -"ბებრული გემოვნება" გაქვს, რატომღაც ახლა გადავწყვიტე რომ ამ საღამოს სხვანაირად ვყოფილიყავი. ტელეფონს დავავლე ხელი და ლიზას დავურეკეე - რაგინდაააა, ჯერ არ გმაოვსულვარრ, - კიდევ კარგი, მიდი ეხლა კარადა გამოღე და რამე ძალიან ლამაზი და სექსუალური კაბა წამომიღე რაა. - ოჰოო, მაგდა ხო შენხარ? რა უყავით ჩემი და, რა უქენით? დაგვიბრუნეთ და ყველაფერს ვიზავთ... - ოოო, 2 შვილის დედა რამ აგაცანცარა, მიდი მიდი, მალე გელოდები... - მაოცებ დაო, კაი მოვდივარ... აქეთ იქით დავბორიალობდი სანამ ლიზა მოვიდოდა, ამასობაში, თმაც გავიშრე, ვითომ რაღაც გავიკეთე მაგრამ არ მომეწონა და დავიშალე, ისევ უბრალოდ გავისწორე და ჩემი წელამდის ქერა თმა ჩამოვიყარე... კარზე ზარი გაისმა, ისევ პირსახოც შემოხვეული ვიყავი. დარწმუნებული იმაში რომ ლიზა უნდა ყოფილიყო ისე გავვარდი კარებთან და გამოვაღე რომ სულ დამავიწყდა ეს ოხერი პირსახოცი რომ ძალიან მოკლე იყო და უკანალის ზოლს ძლივს მიფარავდა, გავაღე და დავრჩი ეგრე გაშტერებული და ენა გადმოგდებული... - ის ,მე, უკაცრავად, მონი უდროოდროს მოვედი... - ალექსანდრე?! გაოცებისგან თვალები შუბლზე კი არა მგონი მის ზემოთაც კარგად ამივიდა, ოთახიდა საბა გამოვარდა დაა ისე შემოეხვია რაღას ვიზავდი... შემოვატარე და ჩემს ოთახში გავვუჩინარდი გამოსაცვლელადდ.. "ოხ ლიზააა, ლიზააა მოგკლავვვ სად ხარ ამდენიხანი" გავიფიქრე და ოთახიდან გამოვედი, ახლა ჩაცმულ მდგომარეობაში, თუმცა ლოყები მაინც მქონდა აფაკლული სირცხვილისგან... - ბოდიშით ბატონო ალექსანდრე, ჩემს დას ველოდებოდი და ის მეგონეთ... - პირიქით მე უნდა მოგიხადო ბოდიში, გაუფრთხილებლად რომ მოვედი, და კიდევ ერთი, ძალიან გთხოვ სამსახურის გარეთ უბრალოდ ალექსი დამიძახე, არ გივნდა ეს ბატონოები და ოფიციალურობა კარგი? - კარგით... კარგი, შევასწორე და გავუღიმე... - ვიფიქრე რომ ერთად წავიდოდით, ამიტომ მოვედი... - გასაგებია, მე კიდევ არ დაგხვდით მზად, ჩემი და მოვა ახლა საბას მას ვუტოვებ, უცებ ჩავიცვამ და წავიდეთ... აი მგონი მოვიდა, კარზე ზარის გაგების შემდეგ წამოვიძახე დაკარებისაკენ გავვარდი... - გოგო სად ხარ აქამდე, მოგკლავვვვ - რა იყო, საცობებია ხო იცი.. -რა იყოკი არა ალექსი მოვიდა და პირსახოცით ავეტუზე წინ, შენ მეგონეე - ალექსი ვინაა? - ჩემი უფროსსიიიი, შემოდი შემოდი... ლიზა მისაღებ ოთახში შვიდა, ხელიდან კაბა გამოვგლიჯე და ალექსთან დავუბარე რომ მალე გამოვიდოდი... არცც დამიხედავს რა კაბა მოიტანა, რომ ჩავიცვი და მაკიაჟი გავიკეთე, მერეღა შევნიშნე ჩემი თავი სარკეში, ვაიმე ამას მართლა მოვკლავ... მოკლე მუქი შინდისფერი მოტკეცილი კაბა იყო, საკმაოდ თვალში საცემი დეკოლტითა და უკან ოდნავ ამოღებული ჭრილით... ამ კაბით სად დადის ოღონდაც... უკვე აზრი არ ქონდა, არც გამოცვლას, არც ყვირილს და არც წივილს... ბოლო შტრიხები შევისწორე, მაღლები ჩავიცვი და ოთახიდან თვალებ ძირს დახრილი გავედი... - ვაააუუუ, წამოიძახა ჩემმა დამ, ავხედე და ისეთი თვალებით გავხედე კაი ვვჩუმდებიო მანიშნა. მეერეღა გადავხედე ალექსს და შევამჩნიე მისი მოელვარე ლურჯ ფერში გადასული თვალები, პირი ღია და გაოცებული გამომეტყველება... - წავიდეთ? ვითომც არაფერიო ვიკითხე... - ა, ხო, ძალიან ლამაზად გამოიყურები. წავიდეთ.. - მოიცადეთ, ყავას შემოგთავაზებთ, წამოიყვირა ლიზამ და რაღაცნაირად აათვალიერა ალექსი... -არა მადლობთ გვეჩქარება, თავაზიანად იუარა ალექსიმ და გაიღიმა... რა გაეწყობოდა, მეც ისე დავუბრიალე თვალები ლიზას მიხვდა რომ ძალის დაატანებას აზრი არ ქონდა... კარებთან მივედით და მანტოს ჩაცმას ვაპირებდი, ლიზამ ხელზე წამავლო და თავისკენ მომატრიალა - რაო რა ქვიაო? ჩურჩულით მითხრა - ალექსანდრე თავართქილაძე, რა გჭირს რა ყავა აგიტყდა ან რა სახელს მკითხულობ, რა ხდება ლიზა? - არაფერი, მიდი და რომ მოხვალ სალაპარაკო მაქვს... - ხო მშვიდობაა? ნუ მაშინებ მიტხარი ეხლა - მშვიდობაა კაცო, მიდი პროსტა რაღაცას გადავამოწმებ და რო მოხვალ გეტყვიი.. ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და ორივეს კარები მოგვიკეტა... ლიზა სახლში აქეთ იქით დადიოდა, ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან და მის თანამშრომელს გადაურეკა, რომელიც არქივში გვიანობამდე ჩერდებოდა რათა ყველა საბუთი წესრიგში მოეყვანა, ახლაც იქ იქნაბაო გაიფიქრა და მისი ნომერი აკრიფა... - ალო, თამარ ლიზა ვარ... - ხო ლიზა, რამ შეგაწუხა? - მითხარი რომ ისევ არქივში ხარ... - ხო, ცოტახანში გავალ, ვალაგებ რაღაცეებს, ხო იცი აქ რო თავდაყირაა ყველაფერი... - ძალიან კარგი, მოკლედ, ეხლა შენ მომიძებნი 5 წლის წინანდელ საბუთებს, ზუსტად თარიღი არ მახსოვს, მოკლედ ზედ ალექსანდრე თავართქილაძე უნდა ეწეროს, ეგეთი რამე თუ იქნება ეგრევ მირეკავ და მეუბნები ყველაფერს რაც იქ წერია კაი? - კარგი, ისე ხო მშვიდობაა? - კი, კი... მადლობა და გელოდები მანქანაში ორივე ისე ვიჯექით რომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ხანდახან თუ გამოაპარებდა ხოლმე მზერას, რათმქუნდა ვაფიქსირებდი მაგრამ არ ვიმჩნევდი, ჩუმად ჩავიღიმებოდი ხოლმე და ფანჯარაში გავიხედებოდი... მალევე მივედით რომელიღაც ლუქს სასტუმროსთან... გააჩერა, კარი გამომიღო და გადმოსვლაში დამეხმარა. გასარები კარის კაცს მიაწოდა, რომელსაც მანქანის პარკინგი ევალებოდა... ხელი გამომიწოდა და სასტუმროში შევედით... უკანა მხარეს უზარმაზარი აუზი იყო, ლამაზად და მდიდრულად გამოწყობილი ხალხი ერთამენთში ირეოდა. სმოკინგებით და ლამაზი საღამოს კაბებით, უძვირფასესი სამკაულებით მორთულ ხელებს და ყელს ვხედავდი და თვალები მიჭრელდებოდა... ალაფურშეტი იყო გაშლილი და ერთერთ მაგიდაზე სადაც შამპანიური და სხვადასხვა სასმელი იდგა იქითკენ წავედით... - შამპანიურს დალევ? - არა, რადროს დალევაა ბატონო ალექსანდრე, კონტრაქტი? - ერთი ბოკალი არაფერს გვიზამს, თვალი ჩამიკრა და ახლად ჩამოსხმული, აქაფებული შამპანიურის ბოკალი ხელში მომაწოდა, ოდნავ მოვსვი და გავუღიმე... რამოდენიმე ხანში შევამჩნიე რომ ყველას თვალი ჩემზე და ალექსზე იყო მოპყრობილი... "ღმერთმა იცის ახლა რამდენ ჭორს ჩორთავენ ჩვენზე" გავიფიქრე თუმცა ღიმილი არ მომიშორებია სახიდან... შევხვდით ესპანელებს, ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ რა, ვილაპარაკე და ლამის ენა მომტყდა, კიდევ კარგი ენას ძვალი არ აქვს თორე საწყალი, წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდა... გადაღლილი და ემოციურად გამოფიტული მივესვენე რომელიღაც კუთხეში... - გილოცავთ ბატონო ალექსანდრე, დარწმუნებული ვარ ჩვენი კომპანიისთვის შეუდარებელი კონტრაქტია... ძალიან მიხარია რომ წინ სვლა გვექნება - ეს ყველაფერი კი შენი დამსახურებაა, მადლობა შენ უნდა გითხრა და შენ უნდა მოგილოცო, ასეთი კარგი რომ ხარ, უშენოდ ერთ სიტყვასაც ვერ გავაგებინებდი და შესაბამისად ეს კონტრაქტი ან შედგებოდა ან არა, გამიღიმა და ხელი გამომიწოდა... -ვიცეკვოთ? - აქ? ახლა? კი მაგრამ ბატონო ალექს, რას იფიქრებენ? - რაც უნდათ ის უფიქრიათ, მინდა რომ ჩემს მშვენიერ და ულამაზეს თანამშრომელთან ვიცეკვო... - კარგით, ოღონდ ძალიან სწრაფად თორემ ფეხები მომტყდა... - გპირდები, მხოლოდ ერთი ცეკვა... რა გაეწყობოდა, მის გამოშვერილ ხელს ჩემი ნატიფი და თხელი ხელი შევაშველე, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე სწრაფად ამიკრა გულზე... ერთი ხელი წელზე შემიცურა, მეორე კი ჩემს თითებში ახლართა, უფრო და უფრო ახლოს იწევდა და ჩემს სურნელს ხარბად ისუნთქავდა... მე კიდევ ყველანაირად ვაიგნორებდი მისი საქციელისაგან გამოწვეულ იმპულსებს ჩემს სხეულში, ყოველივე ჟრიალს და ტაოს ჩემს სხეულზე, ჩემს გულის აჩქარებას რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას ესმოდა... დიდიხანი არ გასტანა ჩემმა იგნორმა, მალევე მოვდუნდი და მის მხარზე ურცხვად ჩამოვდე თავი, მას კი ისე ესიამოვნა, ისე ჩამჭიდა წელზე ხელები და მომიჭირა რომ მივხვდი ძლივს იკავებდა თავს... მუსიკა დასრულდა თუმცა ჩვენი სხეულები ერთმანეთისგან მოშორებას არც ჩქარობდა... მაგრამ ვინ დაგაცადა.. -ალექს, გვიანია უკვე წავედით რა ხვალ ისევ შეხვედრა გვაქვს... მოგვიახლოვდა ვახო და პირველად ცხოვრებაში მომინდა რომ ადამიანისთვის მაგრად ჩამერტყა რამე თავში, გონს მოვედი და მალევე გავშორდი ალექსის მხურვალე სხეულს, მიუხედავად იმისა რომ სულაც არ მინდოდა და ვატყობდი რომ არც მაქ სურდა ეს... -ხო ხო, წადი შენ, მემაგდა უნდა მივიყვანო... - არა იყოს ბატონო ალექს, წავალ მარტო -ნწ, გადაწყვეტილია უკვე, რასქვია მარტო... გამიღიმა და ხელი მომკიდა... ვახო და ჩვენ ერთად გამოვედით შენობიდან, ჯერ ვახოს მანქანა მოაყენეს, გავაცილეთ და შემდეგ ჩვენი. კარები გამომიღო და დაჟდომაში დამეხმარა... მალევე მოუარა მანქანას და საჭესთან მოკალათდა... -კარგი საღამო გამოვიდა ხო? - დიახ, ნამდვილად, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძალიან მიხარია... - არა მე კონტრაქტზე არ ვამბობ, ცეკვა ვიგულისხმე... ამის თქმა იყო და ჩემს სხეულში ისევ ჯრუანტელმა აიარ-ჩაიარა გახსენებისას, ლოყები ამეფაკლა, და მორცხვი ღიმილით გაჭრილი ჩემი ბაგეებდან ერთი სიტყვაც ვერ ამოვიდა... თვალები ძირს დავხარე და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე... მიმიხვდა ყველაფერს, ბევრი აღარც მას გაუგრძელებია, მალევე დაქოქა მანქანა და სახლისკენ წავედით... ჩემს კორპუსთან რომ მივედით, დავემშვიდობე და სადარბაზოში შევვარდი... საპირფარეშოში ისე მინდოდა ლამის მოვმკდარიყავიი. კარებზე ბრახუნი ავტეხეე.. - ვაიმეე მალეე რაა... - გოგო რა გაყვირებს, ნორმალური ხარ?? ძინავს საბას. კარები გამოაღო თუ არა ეგრევე მომახალა მარა ვის ესმოდა, ფეხსაცმელები შემოსასვლელშივე მივყარე და სირბილით წავედი საპირფარეშოსკენნ.. -გაკლია რააა, გავიგე როგორ მომაძახა ლიზამ მაგრამ მაინც არაფერი მიპასუხია... დამშვიდებული გამოვედი და სახეზე სიხარული რომ დამთამაშებდა მიხვდა ლიზა... - რა მოხდა ეხლა მითხრი - არაფერი, ყველაფერი მაგრად დასრულდა. კონტრაქტი შედგა, მე ბედნიერი ვარ, ალექსიც ბედნიერია, ამიტომ ყველაფერი რიგზეა... - მოიცა შენ რატო ხარ ბედნიერი? ახლაღა მივხვდი რაც წამოვროშე და ვეცადე გადამეკეთებინა... - აა არაფერი, ანუ მიხარია როცა ის კომპანია წინ მიიწევს სადაც ვმუშაობ, რათქმაუნდა საბედნიეროა, შენ რა არ გაგიხარდებოდა?? - კაი კაი, ნუ ბჟუტურებ რაღაცეებს, მოდი დაჯექი სერიოზული საქმე მაქვს შენთან... - ხო, ისე ეხლა გამახსენდა შენი უაზრო გამომეტყველება ალექსის მიმართ, რა ხდება? - მოკლედ, შენ რო წახვედი, არქივში გადავრეკე და რაღაცეები მოვიძიე, ალექსი დავინახე თუ არა მაშინვე მეცნო, ამიტომ ეჭვი შემეპარა რაღაც საკითხში და ჩემმა ეჭვმაც გაამართლა... - ოო, რახდება პირდაპირ მითხარი ეხლააა.. - რა ხდება და გახსოვს, რო გითხარი კარიგ დონორი ვიპოვე თქო, მაღალი, ცისფერთვალება, სიმპათიურიიი... ვისმენდი და თან ამ აღწერას ალექსს ვადარებდი, ყველაფერი რომ დაემთხვა ახლაღა მივხვდი, რატომ გავს საბა ალექსს, რატომ აქვთ ერთმაირი მიმიკები... - არარსებობსს... ამოვიკნავლე გაოგნებულმა, რა ჯანდაბა ვქნა ეხლა? ამდენიხანია მე საბას მამასთან ვმუშაობ, თვალებში ვუყურებ და... კი მაგრამ რა გავაკეთო? ვუთხრა? ან როგორ? - დამშვიდდი ეხლა პანიკაში ნუ ჩავარდები, უბრალოდ უნდა გცოდნოდა... არაა აუცილებელი ეგრევე მიხვიდე და უთხრა იცი შენ ჩემი შვილის მამა ხარ, 5 წლის წინ შენი სპე**მით განაყოფიერება გავიკეთე და აი ეხლა აქ ვარ.. გაიცინაა ლიზამ - კაი რა, საერთოდ არარის სასაცილოო... - რამეს მოვიფიქრებთ, დამშვიდდი. მთავარია იცი რომ ისაა საბას მამა, რა იცი იქნებ ოდესმე ერთადაც იყოთ, ისე გიყრებდა დარწმუნებული ვარ არარის შენს მიმართ გულგრილი. თვალი ჩამიკრა და წასასვლელად მოემზადა... - ეხლა შეიძლება არარის მარა რომ გაიგებს რაც ხდება სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ გადაიფიქრებს... თან მაზე რაღაცეებს ამბობენ სამსახურში, უშვილოაო თუ რაღაც, ოჯახი არ ყავსო, ცოლიც მაგიტომ დაშორდაო... - ვიცი, ეგ ყველაფერი ტყუილია, მთავარ ექიმთან მე გავაგზავნე იმ დღეს ეგ საბუთები უშვილობაზე, ეგრე უთხოვია იმის ცოლს და ჩვენმა დებილმა ექიმმაც ქრთამი აიღო და მოატყუა ეს კაციც... - ვიამე როგორ შეიძლება ასე, გაუნადგურა ცხოვრება ახალგაზრდა კაცს, მაშინ მალევე უნდა ვუთხრათ ეგ... - აუუუ, დაწყნარდი ეხლა, ეიფორიაში ხარ და ყველაფერს ნუ ბოდიალობ რასაც ფიქრობ... წავედი მე, გვიანია, მეც მყავს ისე შვილები რო იცოდე.. გამიცინა და ლოყაზე მაკოცა.. - კაი, მადლობაა ლიზ, - არაფრის, დამპირდი რომ არ მოაღებ პირს სანამ რამეს არ მოვიფიქრებთ.. - ხო, ხო გპირდებიი... გავაცილე და სრულიად განადგურებული დავბრუნდი ჩემს ოთახში... კაბა გავიძრე, ისე რომ ერთი ქწამითაც არ შემიწყვეტია მასზე ფიქრი, ჩვენი ცეკვა, მისი თბილი საქციელი, მისი ცისფერი თვალები, ახლა ამ ყველაფერს ისისც დაემატა რომ ჩემი საბუნას მამაა ალექსია.. ღმერთო რა დავაშავე?! ხელები მაღლა ავწიე და მერე თავზე გადავისვი... საბას ოთახში შევიხედე, ჩემს სიყვარულს ვაკოცე ნელა, ისე რომ არ გამეღვიძებინა და კარი ფრთხილად გამოვკეტე... აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე და საღამურებში გამოწყობილი ჩემს ცივ ლოგინში შევიმალე... დაღლილობამ მაინც ქნა თავისი და მალევე ჩამეძინა. გამომეღვიძა და თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი, არ ვიცი ეს რისი ბრალი უნდა ყოფილიყო თუმცა ფაქტია რომ რაღაც სიზმარი ვნახე და მის მერე გამოვიღვიძე... ტელეფონი ავიღე და საათს დავხედე, 9ის ნახევარი იყო, ფეთიანივით წამოვხტი, საბა ავაყენე, მოვემზადეთ და სამსახურში სუ კისრისტეხვით გავიქეცი... ოფისში შესულმა, იქაური უცნაური აურა ეგრევე ვიგრძენი, ყველა ისე მიყურებდა თითქოს რააღაც ჩამედინოს... - თეკლა ხდება რამე? გადავუჩურჩულე ჩემს გვერდით მჯდომ გოგონას... -შენ რა არიცი? არ ნახე ინტერნეტში რა ხდება? - რა უნდა მენახა? ან რა ხდება? - შენი და ბატონი ალექსანდრეს ფოტოებით არის აჭრელებული, ცეკვის დროს, მანქანაში ჩაჯდომისას რომ გეხმარება და ისე გიღიმის თითქოს წლების შეყვარებულები იყოთ... - რაა? გადაირიეე გოგო? რა სისსულელა? მაგ ცეკვასაც ქონდა ახსნა და მანქანაში ჩაჯდომის დახმარებისას კიდევ არაფერი მაქვს სათქმელი, ყველა ჯელტმენი ასე მოიქცეოდა, რა არის ახლა ამაში ისეთი გასაკვირი და აღმაშფოთებელი არ მესმის... თავი მობეზრებით გავაქნიე და ნერვებ მოშლილმა ამოვიფრუტუნე... - არ ვიცი მაგდა, ფაქტია სახეზეა, ხან რა სათაურებით ვნახეთ ხან რა... დამაინტერესა და მეც შევედი ამ ნიუსის გვერდზე... "ცნობილი ბიზნესმენი ალექსანდრე თავართქილაძე, მისივე კომპანიაში მომუშავე თარჯიმანზეა შეყვარებული" , " ახალი წყვილი ბიზნესის სფეროში" , " რატომ ეცეკვება ალექსანდრე თავართქილაძე უბრალო თარჯიმანს"... და ათასი უაზრო რამ. -ვაიმე გაგიჟდა ეს ხალხი ხო? რა წყვილი, რა შეყვარებული... თავში ხელი იმხელაზე შემოვირტყი ლამის უკან გადავვარდი, ახლა ამომიტივტივდა ის ფაქტიც რომ ჩემი შვილის მამაა, წარმომიდგენია რეებს დაწერენ... ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი... - კაი დამშვიდდი, ნუ მიაქცევ ყურადრებას, ხო იცი ამ ჟურნალისტებს მეტი საქმე არ აქვთ, ისეთ რაღაცეებს მოგაკრობენ შოკში ჩავარდები, მაგით შოულობენ ფულს... - ხო მაგრამ სხვისი უბდურებით ან ცხოვრების დანგრევით როგორ უნდა გაიხარო ან როგორ უნდა შეირგო ამ ყველაფრით აღებული ფული, არ მესმის, წარმომიგენია ახლა ბატონი ალექსანდრე რა დღეშია... ამის თქმა იყო და თავზე დამადგა... - გამარჯობათ გოგოებო, საბაა როგორ ხარრ?! ბავშვს მიფერა და ახლა მე გამისწორა თვალი... - შეგიძლია ჩემს კაბინეტში შემოხვიდე? - კი ახლავე. -საბა დეე, აქ დარჩი და რამით გაერთე კაირგი? -კარგი დეე... წამოვდექი და ალექსანდრეს პატარა ბავშვივით უკან გავეკიდე... კარები მივკეტე და როგორც კი მივტრიალდი იმ წამსვე დამცხა, მისი და ჩემი ტუჩები ისე ახლოს იყვნენ გული შემიწუხდა, ტანზე ტაომ დამაყარა, ამ ყველაფრის არშესამჩნევად კი თვალები ძირს დავხარე და რაც შემეძლო უკან გავიწიე მარა რა მექნა კარებში ვერ გავძვრებოდი... - რატომ ნერვიულობ როცა შენთან ახლოს ვარ? - მ,მე ის. ბატონო ალექსანდრე, იცით, ცოტა უკან ხომ ვერ გაიწეოდით? რეები ვიბოდიალე ეხლა?! ვაიმეე გავრეკავ სუ გამაგიჟა ამ კაცმა - რა საჭიროა? აქაც კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ მაინც არ მემის რატომ თრთი ასე, მოხდა რამე? - თქვენ დამიძახეთ და კიდევ მე უნდა გითხრათ რა მოხდა? - მე ინტერნეტში გამოქვეყნებულის გამო დაგიძახე, მინდოდა დაგლაპარაკებოდი და დამეწყნარებინე, ვიცი შენთვის ეს პირველია და შეიძლება შემაწუხებელიც.. -და თქვენთვის არა ბატონო ალექს?! აშკარად გავბრაზდი და ეს ჩემს ტონსაც შეეტყო.. - არა, რატომ? რა არის გამაღიზიანებელი? მე ხომ ულამაზეს ქალბატონთან მომეცა შანსი რომ მეცეკვა და არც ვნანობ, სხვათაშორის კარგი სურათიც გამოვიდა, ხოლო რას დააწერენ ეგ უკვე მეორე ხარისხოვანია, მთავარი იმ წამებში განცდილი ჩვენი გრძნობებია... დიდიხანი ვიდექი ასე ხმის ამოუღებლად და ვფიქრობდი რა მითხრა, ხმას ვერ ვიღებდი, უბრალოდ ვცახცახებდი და კარებზე ვიყავი აკრული, მას კი სასიამოვნოდ დასთამაშებდა ღიმილი სახეზე... ბოლოს როგორც იქნა ამოვიღე ხმა. - თუ არაფერი გნებავთ შემიძლია რომ გავიდე?! - კი მნებავს, დამპირდი რომ არ ინერვიულებ ამ სისულელეზე, მიუხედავად იმისა რომ ისეთი არაფერი მომხდარა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას ილაპარაკებს! გამიღიმა - კარგით, გპირდებით, კიდევ სხვა?! - კიდევ, ის რომ შაბათ კვირას ჩემს აგარაკზე ვიკრიბებით თანამშრომლები და მინდა შენც და საბაც მოხვიდეთ... - კი მაგრამ, იქ უნდა გავათენოთ ღამე? - კი, ნუ ღელავ, ბევრნი არ ვიქნებით, ყველა ვერც წამოვა, ამიტომ ყველას საკუთარი ოთახი ექნება, ნუ ყოველშემთხვევაში შენ და ბავშვს გექნებათ ოთახი, წამოხვალ ხო? - შაბათ კვირამდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი... - არც ისე, მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე. მოკლედ, უარი არ მიიღება, მიდი ეხლა შენს საქმეს დაუბრუნდი, ესპანელმა ინვესტორებმა, მეილი გამომიგზავნეს, შენ გადმოგიგდე და გადამითარგმნე თუ ღმერთი გწამს რა უნდათ, მომაბეზრეს უკვე თავი... ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. კარგახანს მიყურა - ლამაზი სიცილი გქონია, ხშირად უნდა იცინო... ეგრევე შეიკრა ჩემი ბაგეები და ლოყაზე წითელმა ფერმა გადამიარა... უთქმელად გამოვაღე კარი და იქიდან ავვორქლდი... ******* ალექსი საბუთებში იყო თავჩარგული, ათასჯერ მაინც გადაიკითხა მაგდას მიერ გადათარგმნილი საბუთები, მაგრამ ვერც ერთი სიტყვა ვერ შეუშვა ტვინში, ან რას შეუშვებდა, მაგდაზე ეფიქრებოდა. რა იქნებოდა ინტერნეტში გავრცელებული ჭორი რომ სიმართლე ყოფილიყო, რა იქნებოდა რომ ის და მაგდა მართლა ყოფილიყვნენ შეყვარებულები, მეტიც, ცოლი ყოფილიყო მისი. მისი შვილების დედა, მისი ქალი... მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო გაიფიქრა და ერთი გემრიელად ამოიხვნეშა... კარი გაიღო და ვახო შემოფრინდა ისეთი სისწრაფით მაგიდიდან ფურცლები გადმოცვივდა, წინ აესვეტა და მოზრდილი პლანშეტი სახეში ააფარა... - ეს რა არის ალექს? - ფოტო ვახო! ისევ დაიბრუნა ეს უჟმური ტონი, არადა მაგდასთან რა სხვანაირი იყო... - კაი ერთი, ნუ გაატ*აკე... მეც ვხედავ რომ ფოტო მაგრამ რა წერია ფოტოზე? - კაი რა თუძმა ხარ, შენ მაინც რა მოგივიდა, არ იცი რა ჩათლ*ხები არიან ჟურნალისტები? ხან რას მოგიჩმახავენ ხან რას, ნუ პრინციპში არც იქნებოდა ურიგო ეგ რომ სიმარტლე იყოს მაგრამ რას იზავ... - მოიცა შენ მეღადავები? ეხლა რაა აუვა ამათ? სათითაოდ ყველა იკითხავს ვინარის მაგდა ჩადუნელი ალექს თავართქილაძის, მართალია თუ არა ეს ყველაფერი, არ გეზარება? - და შენ არ გეზარება ამდენს რომ ლაპარაკობ? და თან ძძალიან უაზროდ... რა გინდა მითხარი, ვმუშაობ ვერ ხედავ? - ეხ ძმობილო, ყურამდე ხარ შეყვარებული და ვერ ხვდები... - მორჩი? - მე კი მოვრჩი მარა შენ რა გეშველება ეგაა საინტერესო... ან ვაფშე მაგდამ არაფერი არ თქვა? - კი დღეს იყო შემოსული, იმასაც იგივეე რეაქცია ქონდა რაც შენ, პროსტა იმას სხვანაირი პასუხი გავეცი და დაწყნარდა.... - ოჰო, და რა უთხარი ასეთი ? - ეგ არაა შენი საქმე, მიდი ეხლა მიდი, ნუ ჩამომიდექი აქ ჭორიკანა ქალივით... - აუ შენ ხო კაცი ვერაფერს გათქმევინებს რააა! თვალები გადაატრიალა მომაბეზრებლად და კარი გაიხურა... ამას უნდა ვაბარო ეხლა აჩოტები... წაიდუდღუნა ალექსმა და ისევ ტავის საბუთებს მიუბრუნდა... ბევრჯერ შეწყვიტა მუშაობა, კარებს გახედა და გონება დაძაბა, მის იქით საბას ხმა რომ გაეგო, ეს ხმა კი ძალიან დიდ სიამოვნებას გვრიდა, თვითონაც კი ვერ გაეგო ამის მიზეზი, თუმცა ფაქტი სახეზე იყო, მისი ხმის გაგონება და ალექსის სახეზე ღიმილი ერთი იყო... ბოლოს ვეღარ მოითმინა და კაბინეტიდან გავიდა... ******* -დეეე, ნუ ხმაურობ სირხვილია, ხო ხედავ მუშაობს დე ყველაა.. - აუუ, მომწყინდა, სახლში მინდაა... - ვიცი, დე მაგრამ რა ვქნა? ხო იცი ვერსად ვერ დაგტოვებ, მე კიდევ სამსახურს ვერ გავაცდენნ... - ბებო სადარის? რატო აღარ მოდის? აღარ ვუყვარვართ?? გამეცინა მის კითხვაზე, თავზე ხელი გადავუსვი და შუბლზე ვაკოცე. - როგორ არა დე, ბებო მეორე ბებოსთანაა, თავის დაიკოსთან, მალე 2დღეში ჩამოვა უკვე დეე და ბევრსს ბევრს გაკოცებს... - მე რატო არ მყავს დაიკო? სანამ რამეს მოვიფიქრებდი რომ მეპასუხა, ალექსი მოვიდა ჩვენთან და საბას წინ ჩაიმუხლა. - ძალიან გინდა დაიკო საბა? - ჰო, ვეთამაშები ხოლმე, ან რო გავიზდები როგორც როგორც ბებო წავიდა დაიკოსთან ისე წავალ ხოლმე მეცც... მოკლედ, საბა არის ბავშვი რომელსაც ყოვლთვის, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი აქვს, ხანდახან ისეთიც რომ შეიძლება დიდი, ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი დააბნიოს... - ძალიან კარგია თუ გინდა, მერე ამაზე დედიკოს უნდა დაელაპარაკო... ახლა ნამდვილად ჩავეჭერი მათ "ფრიად სერიოზულ" საუბარში... - დედიკოსთან არარის ამაზე საუბარი საჭირო, იცით რომ მეუღლე არ მყავს, რა საჭიროა ბავშვთან ამაზე ლაპარაკი... ცოტა არიყოს და არ მესიამოვნა... -კარგი, არ მინდოდა შენი გაბრაზება, თუ გამოუშვებ საბას წავიყვან, რამეს შევჭამთ კაცები... - უხერხულია, ბატონო ალექ.... - ნწ, მე ხო არ მითქვამს რა არის უხერხული და რა არა, უბრალოდ ვიკითხე თუ გამოუშვებდი... - კარგით, კიბატონო, ვუშვებ... - ხოდა ძალიან კარგი, წავედით პატარა კაცო, მე და შენ მაკდონალდში გავერთოთ... ისე შეხტა საბა და შეიცხადა, გეგონებათ საერთოდ არ ყოფილა იქ ნამყოფი... თუმცა რა მოეთხოვება ბავშვია და ყველაფერი უხარია... ის იყო უნდა გასულიყვნენ, ალექსი მობრუნდა - რო დაამავრებ შეგიძლია წახვიდე... - კი მაგრამ საბა? - მე მოვიყვან, თუ შეიძლება. - კარგით... რატო ვთანხმდები ასე უაზროდ ყველაფერზე, ან რატომ ვაძლევ უფლებას ჩემს ირგვლივ ასე ახლო რომ იტრიალოს... მერე ჟურნალისტებმა რომ იკითხონ რამე ან დაწერონ ვბრაზდები, ოხ მაგდა ჩადუნელო მოსაკლავი ხარ... იცი რომ საბას მამაა და იმის მაგივრად რომ ცოტა მოერიდო უფრო და უფრო აახლოვებ მასაც და შენც უახლოვდები... ღმერთო როგორ უნდა ვუთხრა ეს ყველაფერი? ან დამიჯერებს? მან ხომ იცის რომ უშვილოა, რას აღარ იფიქრებს, ამაზე არც მინდა ფიქრი... მე დაახობით 8სკენ მოვრჩი ყველაფერს, ალექსს გადავურეკე და მიტხრა ჯერ ვერთობიტ და ცოტა მოგვიანებით მოგიყვანო... მეც დავთანხმდი "როგორც ყოველთვის" და სახლისაკენ წავედი... ბოლთას ვცემდი სანამ საბა და ალექსი მოვიდოდნენ, ვერ მოვისვენე, დარეკვაც უხერხული იყო, რას იფიქრებს, ეჭვიანი ცოლივით მაკონტროლებსო, ხოდა მეც დავჯექი სამზარეულოში, ჩემს ერთ ფინჯან ყავასთან ერთად და დაველოდე.... როგორც იქნა 10საათისთვის კარზე ზარი დაირეკა, ფეთიანივით წამოვხტი და კარებს ვეძგერე... - ვაიმე, მოხვედით? ვნერვიულობდი... - რა გქონდა სანერვიულო, ხომ იცოდი რომ ჩემთან ერთად იყო, ასე ძალიან არ მენდობი?! წყანა ნარევი ტონით მითხრა... "პრინციპში რატო ვნერვიულობდი მამასთან იყო ბავშვი და..." გავიფიქრე და საპასუხოდ უბრალოდ გავიღიმე. - გაერთე დედიკო? მოგეწონა? - კიი დეე, ალექსი ძია ყველაზე მაგარი ძიაა... ბევრგან წამიყვანა, ნაყინები ვჭამეთ, გავერთეთ, ძალიან მომეწონა დეე, კიდე ხო გმაიშვებ ხოლმეე? - თუ ალექსი ძიას მოუნდება რატომაც არა... ავხედე და მისი მომღიმარი და ბედნიერეიბისგან მოციმციმე თვალები რომ დავინახე გულში სითბო ჩამეღვარა... ახლაღა მივხვდი რომ კარებში მყავდა ატუზული... - ვაიმე რა სულელი ვარ, მოდი, ჩაი ან ყავა არ გინდა? - ჩაის დავლევდი, მადლობთ... მანტო გაიხადა და გამოვართვი, საკიდზე დავკიდე და სამზარეულოსაკენ გავუძეხი... უსიტყვოდ გავაკეთე ჩაი, ჩამოვასხი ფინჯნებში და მაგიდაზე დავდგი... საბა იქითკენ თამაშობდა... მე კი ამასობაში ვფიქრობდი, ახლა იყო ის დრო როცა უნდა მეთქვა ეს ყველაფერი თუ უნდა მომეცადა... ვერ გადავწყვიტე... - რამეზე ფიქრობ? ფიქრებიდან გამომარკვია მისმა თბილმა ხმამ... - აა, არა ისე, ბოდიში, იმედია არ მოგაწყინა საბამ... - არა რა სისულელეა, ძალიან მაგარი ბავშვი გყავს, დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა მეც მასეთი... თვალები დახარა და ცხელ სითხეს ჩააშტერდა... "რატომ ოცნებობ როცა მართლა გყავს" გავიფიქრე და გადავწყვიტე რომ ახლა ზუსტად ის შესაფერისი დრო იყო როცა მე ეს ყველაფერი უნდა მეთქვა... - ალექს, იცი, რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი და მინდა ყურადღებით მომისმინო... - გისმენ, ხო მშვიდობაა? - კი მშვიდობაა, უბრალოდ ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და მე ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავიგე, ამიტომ მინდა შენც გითხრა... თვალებში ჩავაშტერდი და ღრმად ამოვისუნთქე, ის იყო ამ მოყოლა უნდა დამეწყო რომ ალექსის ტელეფონმა დარეკა... - უკაცრავად, ვახოა ვუოასუხებ ხო?! - კი, კი... ტელეფონს უპასუხა და იქით გავიდა... რამოდენიმე წუთში მოვიდა და ბოდიშის მოხდით მამცნო რომ წასასვლელი იყო, რაღაც მნიშვნელოვანი საბუთი დაკარგულა კაბინეტიდან და მის მოძებნაში უნდა დაეხმაროს ვახოს... რა გაეწყობოდა, მეც დავთანხმდი და გავაცილე... საბას მივუბრუნდი, ახლაღა მივაქცია ბავშვს ყურადღება, გავხადე, ვაბანავე, პიჟამოები ჩავაცვი და დავაწვინე... მალევე ჩაეძინა ჩემს პრინცს, მეც ოთახში გავედი, საღამურები მოვირგე და ლოგინში შევწექი... "ჯანდაბა, ახლა მოუნდა ამ ვახოსაც რაა, ეხლა ღმერთმა იცის როდის მოვიკრებ კიდევ ძალას რომ ვუთხრა, არადა მოყოლას ვაპირებდი" ნერვებ მოშლილმა დავარტყი ლოგინს მუშტი, თითქოს ეს ხის საწოლი ყოფილიყოს ამ ყველაფერში დამნაშავე... გვერდი ვიცვალე და ვეცადე მალე ჩამძინებოდა, გამომივიდა კიდეც!.... ყოველთვის დგება ცხოვრებაში ისეთი მომენტი როცა, რაღაც მნიშვნელოვანი გაქვს გადასაწყვეტი, იცი რომ ეს აუცილებელია, შენთვის, შენი შვილისთვის, და კაცისთვის რომელმაც თავი ისე შეგაყვარა რომ ვერც მიხვდი... კი შემაყვარა... მაგრამ მაინც ვერა, ვერა და ვერ ვწყვეტ, ვერ ვარჩევ სიტყვებს, დროს როდის ვუთხრა, როგორ ვუთხრა, არადა თან გეშინია, გეშინია მისი რეაქცისს, დაკარგვის, ან იმ სითბოსი რომელიც შეიძლება ამ ყველაფრის მერე გამოხატავს ალექსანდრე მის მიმაართ... დღეს პაეასკევია, საღამოს დედა ჩამოდის, ერთი სული მაქვს დავამთავრო ეს ჯადო საბუთების თარგმნა დასახლში წავიდეთ მე და საბა... ეს ბავშვიც დავღალე, ერთი კვირაა სამსახურში დავაწოწიალებ, მართალია ხმას არ იღებს და როცა ალექსი აქარის კარგად ართობს თუმცა უკვე ძალიან მერიდება, ალექსის, ხალხის ვინც ჩემს გარშემოა... უკვე ისე ჭორაობენ სამსახურში, ეს ყველაფერი აუტანელი ხდება. თურმე ჩვენ ერთად ვართ, თურმე მე მისი საყვარელი ვარ, თურმე მე მის ფულს ვარ დახამებული და საბათიც ვმანიპულირებ. გეგონებათ იციანრომ მართლა ალექსის შვილია, მოკლედ ტვინი ახდას მაქვს უკვე... ალექსი კი მაწყნარებს და მეუბნება ერთ ყურში შეუშვი მეორედან გამოუშვიო, მისთვის დვილია, რომ იცოდეს რისი დამალვა მიწევს... ალექი გასულია, საბა გვერდზე მიზის და მისთვის ყველაზე ლამაზ, ჩემთვის კი გაუგებარ რაღაცეებს ხატავს. მე ისევ ფურცლებში მაქვს თავი ჩარგული, როგორც ყველა დანარჩენს.. -დეე, მშიაა ძალიან, თან დავიღალე,მალე წავალთ? - კი დე, აი ერთი გვერდიც დამრჩა და ვსო, გპირდები 5წუთში გავალთ, ძალიან გშია? - კი, მაგრამ თუ 5 წუთში წავალთ დავიცდი, ოღონდ კიდე 2 ფურცელი მინდა... გამეკრიჭა და მისი ღრმა თვალები შემომანათა... მეც მივაწოდე და შუბლზე ხმაურით ვკოცე... მალევე მოვრჩი საქმეს და სამსახურიდან გამოვედით, ალექსი კიდევ არ ჩანდა, რათქმაუნდა მეუცნაურა იმიტომ რომ სულ სამსახურშია ხოლმე, არასოდეს აცდენს, ნეტავ რამოხდა? ჩემთვის ნერვიულობა დავიწყე და მერე ჩემს თავზე გამეცინა... "დავურეკო?!" "არაა არ დავურეკავ!" "იქნებ რამოუვიდა?!" " არა, არა.. მისი ცოლი ან შეყვარებული ხომ არ ვარ, იმედია კარგად არის!" - ბოლოს შევუთანხმდი საკუთარ თავს და ფიქრებში გართული დომინოსში შევედით... პეპერონი შევუკვეთეთ და სანამ ჩვენი შეკვეთა მოვიდოდა, ბავშვებისთვის გასართობ ადგილას წავედით, საბამ ითამაშა ისრიალა... ტელეფონი აწკრიალდა და ისეთი შემართებით და იმედით ამოვიღე ტელეფონი, მეგონა რომ ალექსი იქნებოდა, დღეს არ მინახავს, თუმცა ხელში ლიზა შემრჩა... - ხო ლიზზ. - როგორ ხარ დაიკო? რა არი ასე უნდა დამეკარგო? - გოგო ხო იცი სამსახურის გადამკიდე, უკვე რობოტივით დავდივარ... - კიდევ კარგი, შენი ალექსი ჭკუაზე მოვიდა და 7-8ზე გიშვებს, თავიდან მაგრად გაგაწამა... - ჰოო, ალექსის ხსენებაზე, გოგო დღეს მთელიდღეა არ გამოჩენილა და ვნერვიულობ. სახე დავმანჭე და მის რეაქციას დაველოდე. - ოჰო, რაოოო საბას მამიკო შეგვიყვარდაო?! - ნუ მეღადავები რა, არასოდეს გაუცდენია სამსახური, ნეტა რა მოუციდა? - ცუდზე არაფერზე იფიქრო, იქნებ რამე საქმე ქონდა, სულ ხო არ გაგაგებინებს ხოლმე -ხო ეგეც მართალია, კარგი, შენ რას შვები? ბავშვები როგორ არიან? დღეს დედა ჩამოდის და საღამოს დახვედრას ვუწყობ, ხო მოხვალთ? - ხო, მაგაზე დაგირეკე, ბროვნის ნამცხვარი გამოვაცხვე და ხაჭაპური, შენ სხვა რამეები მოამზადე... - აჰამ, ბავშვს მოშივდა და დომინოსში ვართ, უცებ შევჭამთ და სახლში წავალთ, თორე დაგვაგვიანდება ძალიან.. - კარგი, 8ზე შენთან ვარ.. - აჰამ, გაკოცე, დროებით... ტელეფონი გავთიშე და საბას დავუძახე საჭმელად. დავამთავრეთ ჩვენი პიცა და სახლში გავქანდით, გზაში მარკეტში შევიარე, ოლივიეს მასალა და კიდევ რაღაცეები ვიყიდე, ძალიან უყვარს დედას ოლივიე. სახლში მივედით, გამოვიცვალეთ და ეგრევე სამზარეულოში შევვარდი, რომ ვთქვა უამრავი რამ გავამზადე თქო არა მაგრამ, ჩვენი პატარა ოჯახისთვის საკმარისი იყო... 8ზე ლიზაც მოვიდა, 9ზე კი დედიკოოო... მოვესიყვარულეთ, ჩავეხუტეთ, მოვიკითხეთ... რათქმაუნდა როგორც ხდება ხოლმე დედამ თავი ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო, მე დალიზაც მას ავყევით, საბა თემო და ლიზას 2ბიჭი, სამზარეულოდან გვიყურებდნენ და კვდებოდნენ სიცილით... მალე სუფრას შემოვუსხედით, მოვილხინეთ, დავილოცეთ. მომნატრებია დედა, საბასაც გაბრწყინებული ქონდა თვალები... რამოდენიმე ჭიქა ლიქიორი დავლიე და უკვე კარგად ვიყავი შეხურებული, უფრო გავთამამდი და ალექსს დავურეკე... - ალო. მისი ბოხი და ამავდროულად თბილი ხმის გაგონებისას სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ჟრუანტელის შემდგომ კი რეაქციამ სხეულზე გადმოინაცვლა და ტაომაც დამაყარა. ჩემს რეაქციაზე გამეღიმა და საუბარი გავაგრძელე. - როგორ ხარ? - კარგად მაგდა, შენ? - კარგად, დღეს არ მინახიხარ და მოგიკითხე. - იმედია მოგენატრე... ვერ ვხედავდი მაგრამ ვიცოდი რომ იღიმოდა... რათქმაუნდა სასმელმა შემათამამა და ეს გათამამება ჩემს პასუხსაც დაეტყო. - ცოტათი, მაგრამ უფრო მეწყინა რომ არ მოხვედი, შემეშინდა კიდეც, და გამიკვირდა კიდეც... - პირველი და მესამე დასაფიქრებელია, ხოლო მეორე და მეოთხე მოსალოდნელი იყო... - ანუ მიზეზს არ მეტყვი? - ხვალ დილით 6საათზე რომ დაგადგები მერე აგიხსნი ყველაფერს... თავიდან ამომივარდა და ვერ მივხვდი რატომ უნდა მოსულიყო დილით 6ზე, ხვალ ხო შაბათია, ძირითადად გვიან მოდის ხოლმე სამსახურში... - ვერ მივხვდი, 6ზე რა გინდა ჩემთან? - შენ რა დაგავიწყდა თანამშრომლების შეკრება ჩემთან? - ვაიმეეე... "უცებ გამოვცოცხლდი" დამავიწყდა მართლა, დედა ჩამოვიდა დღეს და აღარ გამხსენებია, მომზადებულიც არ ვარ, კარგი, წავედი მე ჩავალაგებ რარაცეებს... - საბაც ხო მოგყავს? - საბა? წამოვიყვანო, მარტო მე მყოლება ბავშვი, უხერხულია, დედაა აქ და დავუტოვებ... - უხერხული არ იქნება, მაგრამ როგორც გინდა, ვიფიქრე ბავშვიც გაერთობა თქო... - რავიცი, ვნახოთ ალექს, თან შენთან აუცილებელი საქმე მაქვს, ამიტომ მინდა რომ საბა სახლში დავტოვო... - ხო, ხო ვიცი, მაშინ არ დაგვაცადა ვახომ და კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, კარგი მაშინ, ხვალ 6ზე კორპუსთან ვიქნები და გელოდები, ძილინებისა, ეხლა დაისვენე მეც დავემშვიდობე და გახარებული წავედი ოთახში, რორი დღისთვის საჭირო ნივთები ჩავაწყვე ჩანთაში, შემდეგ აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე და დავწერქი, მაღვიძარა 5ზე დავაყენე... ----- -დილამშვიდობის მაგდა. გადამკოცნა და თბილად გამიღიმა. - დილამშვიდობის ალექს, ჩვენთან ერთად არავინ მოდის? - არა, ყველა თავის მანქანით არის, ბევრნი არც ვიქნებით, დაახლოებით 6ნი... - გასაგებია, თეკლა მოდის? - კი, - გასაგებია, კარგი მაშინ... მანქანაში ჩავჯექი და ღვედი შევიკარი... ისიც საჭესთან მოთავსდა და იქაურობას მოვწყდით... გზაში ხმა არც ერტს ამოგვიღია, ხანდახან თუ გამომაპარებდა თვალს, მე კი მეღიმებოდა და ფანჯარაში ვიყურებოდი... დაახლეობით ნახევარ საათში, დიდ 2 სართულიან, აგურით ნაშენებ, ხავს მოდებულ, ულამაზეს და მდიდრულ სახლთან შეგროვდა 3მანქანა... ყველანი გადმოვედით, საბარგულიდან, ბარგი და საკვების პარკები გადმოვიღეთ, იმდენი რამე უყიდიათ, 2დღის კიარა ერთი კვირის სამყოფი საჭმელი და სასმელი იყო... ალექსმა ყველა თავის ოთახში დაგვაბინავა, ზედა სართულზე 5ოთახი იყო, რადგან 6ნი ვიყავიღთ, ვახო და ალექსს ერთად მოუწიათ დარჩენა, ყველა მაგათ ეღადავებოდა... - მოკლედ საწოლშიც შენ უნდა მყავდე ხო?! - ხო იცი ცივნიავს არ მოგაკარებ ჩემო საყვარელო, დაიწყო ვახომ მასხარაობა, ყველამ ერთდროულად გავიცინეთ მაგრამ რათ გინდა ალექსის მოჟამული სახე პიკი იყო... ყველა დავბინავდით, მოვწესრიგდით და გოგოები სამზარეულოში შევიკრიბეთ, რატომღაც ჩვენი შემხედვარე მივხვდი რომ დაწყვილებულებივით ვიყავით, მე და ალექსი, თეკლა და ვახო, და ჩვენი მარიამი და თომა. მარიამი- ქსეროქსზეა ჩვენს ოფისში, ასევე საბუთების მოწესრიგებაც და არქივში დალაგებაც მას ევალება. 26 წლის გაუთხოვარი საკმაოდ ლამაზი გოგოა, შავი თმითა და მწყვანე თვალებით, თეთრი კანითა და ვარდისბერი გაბუშტული ტუჩებით... თომა- ბუღალტერია, 29 წლის, ცოლს გაშორებული, უშვილო, სიმპათიური, შავი თვალებითა და ყავისფერი თმით, თხელი მაგრამ საკმაოდ მიმძიდველი ტუჩებით, ხორბლისფერი კანითა და სწორი ცხვირით... თეკლა- ვახოს დამხმარეა, 24 წლის... ყავისფერ თმიანი და ყავისფერ თვალა... ვახო არ ამიღწერია ხო?! სულ დამავიწყდა ის ხომ ალექსის კიბოა... ვახო- მეწილეა, ალექსის კომპანიის 35%განაგებს, ეხმარება ალექსს და ჭკუაზე არარი... 27წლის არის, დასაქორწინებელი, მოკლე მოქერაო თმით, ღია თაფლისფერი თვალით, სწორი ცხვირით და თხელი ტუჩებით... ალექსის გარეგნობა ისედაც იცით, ჩემიც, ასერომ ასეთუისე მგონი ჩვენი "სასტავი" წარმოსახვის უნარში მაინც გააცოცხლეთ, როგორი საყვარლები ვართ არა?! ნუ ეს ხუმრობით... სამზარეულოში ვფუსფუსებდით, ხაჭაპური გამოვაცხვეთ, რამოდენიმე სალათი, და უკვე გამზადებული საჭმელებიჩ შევაშველეთ ჩვენს სუფრას... საღამოს შემოვუსხედით მაგიდას, ვილაპარაკეთ, ვიხალისეთ, ჩვენი ძველი ცხოვრება გავიხსენეთ, ყველა ლაპარაკობდა ალექსის გარდა, ის მხოლოდ სასმელს წრუპავდა, ყველას უყურებდა და ბედნიერი უბრალოდ იღიმოდა... მე კიდევ , ვემზადებოდი იმ მომენტისთვის როცა ამ ყველაფერზე დავიწყებდი საუბარს, ჩემზე და საბაზე... ძალიან ცოტას ვვავდი, ცოტახანს ვაცადე ბავშვებს და შემდეგ ბოდიშის მოხდით ალექსი გარეთ გავიყვანე... რათქმაუნდა არავინ შემწინააღმდეგებია მაგრამ დავინახე თეკლას და ვახოს აციმციმებული თვალებიი, გასვლისას კი თეკლამ თვალი ჩამიკრა და ცერა თითი ამიწია... თებერვლის სუსხი არემარეს საშინლად ყინავდა, გადათეთრებული ბაღი, შიშველი ხეები და თოვლიდან ალაგალაგ თავამოყოფილი გამხმარი ბალახები იცქირებოდნენ, გვიყურებდნენ მე და ალექსს თითქოს, გვიყურებდნენ და თავიანთი ცივი გამომეტყველებით მეც მიციებდნენ შიშისგან გულს... თუმცა გადაწყვეტილი მქონდა რომ ამ ღამეს, ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მიყვიროს, ან თუმდაც გამაგდოს აქედან, ან უბრალოდ არაფერი თქვას და დაიჯეროს, ამ ყველაფრის მიუხედავად მზად ვარ მისი ნებისმიერი რეაქციის ატანის... გვერდზე მომყვებოდა და ხმას არ იღებდა, ერთ-ერთი შიშველი, წელში მოხრილი და ტოტებ ჩამოყრილი ხის ქვეშ, გრძელი სკამი იდგა, მივუახლოვდით, თოვლში ჩვენი ნაბიჟებისგან გამოწვეული ჭრაჭუნი აყრუაბდა არემარეს, ეს სიჩუმეც მე დავარღვიე... - ალექს, მინდა რომ ყურადღბით მომისმინო, ყველანაირი რეაქციისთვის ვარ მხად, ეს ყველაფერი მე ახლახანს გავიგე როგორც წინა საუბრის დასაწყისში ავღნიშნე თუმცა არ დაგვცალდა დასრულება. - გისმენ მაგდა, იმედია რაიმე ცუდი არაფერი მომხდარა... - არვიცი შენი რეაქცია, ამიტომ შენი სახელით არაფერს ვიტყვი თუმცა ამ ყველაფერმა ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი 5 წელი მომიტანა... - 5 წელი რა შუაშია ვერ მივხვდი.. აშკარად დაიბნა და შეეტყო უფრო ყურადღებით რომ დაიწყო ჩემი ცქერა... - ყველაფერს გეტყვი, მოკლედ, რომ არ დაიბნე, ყველაფერს თავიდან გავიწყებ... 5წლის წინ ჩემი ბოლო წიგნი ვთარგმნე, ამიტომ მე და დედას პატარა სუფრა გვქონდა ამის აღსაღნიშნი გაშლილი, გათხოვებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. დედა გადამეკიდა , ოჯახს რატომ არ ქმინო, შვილიშვილი მინდაო, ჩემი დის შემხედვარე მეც მომინდა ბავშვი, მაშინ ორსულად იყო მაგრამ ქამრი არ მინდოდა, არავინ მყავდა... ჩემი და კი დღემდე ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაში მუშაობს, მთავარი ექიმია ლაბორატორიაში, მან კი ასეთი რამ შემომთავაზა, რომ იპოვიდა საუკეთესო დონორს და ხელოვნურ განაყოფიერებას გამიკეთებდა რომ მე შვილი მყოლოდა, ისე რომ ქმარი არ მყავდა, ამიტომ არ ვლაპარაკობდი არაფერს, შენს კითხვებსაც ვარიდებდი თავს... - გასაგებია, ყველაფერი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ რომ შვილი გინდოდა და ამ ხერხს მიმართე, ისიც შესანიშნავია რომ მარტოხელა დედა ხარ და შვილის გამო არც ამის შეგეშინდა, მაგრამ ვერ ვხვდები ამასთან მე რა კავსირში ვარ, ან მე ამას რატომ მიყვები, გასაგებია რომ ძალიან მეტყობა შენს მიმართ სიმპათია, მაგრამ ვერ ვხვდები რა შუაში ვარ აქ მე... - მომისმინე და მომაყოლე ბოლომდე... - კარგი ხო... - მოკლედ, ეს გავიგე მაშინ როცა ჩემმა დამ შენ გნახა, გაგიხსენა და 100 პროცენტით არის დარწმუნებული რომ ის დონორი შენ ხარ... - ჰაჰაჰა, ძალიან გამაცინე, შეუძლებელია, თუმცა არ მესმის რა საჭიროა ასეთი რამის თქმა, შენც კარგად იცი რომ უშვილო ვარ, იცი რომ ეს გულს მტკენს, იცი რომ მაუბედურებს, და ისიც იცი რომ, ეს ერთადერთი მიზეზია იმისა რომ შენთან რაიმე ურთიერთობას ვერ ვიწყებ, შენ რა მეღადავები? რატომ ცდილობ რომ მდგომარეობიდან გამომიყვანო... - რა სისულელეებს ლაპარაკობ? ჩემ დას იმის დამადასტურებელი საბუთებიც აქვს რომ შენ ხარ ის, ვისი სპე**თაც განაყოფიერება გამიკეთეს, და ის საბუთიც რომ შენმა ყოფილმა იცრუა, რადგან თავს იცავდა და ტაბლეტებს ყლაპავდა... - მაგდა, ძალიან გთხოვ, ნუ გამიქრობ შენს მიმართ გრძნობებს, ნუ ცდილობ რომ თავი შემაზიზღო კარგი? აზრი არ აქვს ასეთი სისულელის ბოდიალს... - ალექს, რატომ არ ცადე იმის მერე სხვა ექიმთან წასვლას, რატომ არ გამოიკვლიე ეს ველაფერი, ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგპარვია ეჭვი ამ ყველაფერში? - დიდიხანი უნდა გააგრძელო ეს სისაძაგლე? ძალიან ვნანობ რომ წამოგიყვანე გასაგებია? საერთოდ შენი დანახვაც არ მინდა მაგდა, უკვე ყელში ამომივიდა იმის მოსმენა რომ საბა ჩემი შვილი შეიძლება იყოს... - შეიძლება არა, არის ალექს, და ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ შენგან რამე მინდა გესმის? 5წელი ისე გავზარდე ჩემი შვილი რომ არავისგან არაფერი მითხვია და თუ გგონია ახლა შენი ფულის გამო "გატენი" საბას ძალიან ცდები... რათქმაუნდა მინდა რომ ჩემს შვილსაც ისევე როგორც სხვა ბევრს ყავს მამა, მასაც ყავდეს, მაგრამ გასაგებია ალექს, ამ რეაქციისთვისაც მზად ვიყავი... სწორედ ამიტომ არ მინდოდა საბას წამოყვანა და კარგიც ვქენი... მე ეხლა აქედან წავალ, სამსახურიდანაც წამოვალ, და საერთოდ ცხოვრებაში არ გამოვჩნდები შენს წინ, უბრალოდ ერთს გთხოვ, როცა მზად იქნები, როცა შენთვითონ მოგინდება, წადი ექიმთან, ისეთთან ვინც ფულის გამო კაცს ცხვორებას არ დაუნგრევს, გაიკეთე გამოკვლევა და მერე ლაპარაკი თუ მოგინდება დამირეკე... მე შემიძლია დაგელოდო... პასუხის მოუსმენლად შევვარდი სახლში, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა, არ ვიცი ეს მისი რეაქციიდან იყო გამოწვეული, იმით რომ, შესაძლოა ალექსი აღარასოდეს მენახა, თუ იმით რომ ახლა წასვლის უფლებაც კი მომცა... მისაღებ ოთახში ისხდნენ ბავშვები, არავისთვის შემიხედავს, ოთახში ავვარდი, ჩავალაგე ყველაფერი, ტაქსი გამოვიძახე და ქვემოთ ჩმაოსულმა ყველას გამოვემშვიდობე, ვიცრუე საბა გამიხდა ცუდად და აუცილებლად უნდა წავიდე თქო, კარგა ხანს სამსახურშიც არ მოვალ თქო, ან შეიძლება საერთოდ აღარ მოვიდე თქო და სანამ კითხვებს მომაყრიდნენ, გარეთ გამოვვარდი... ინტერესი მკლავდა სად იყო ალექსი, რას გრძნობდა, მისი ფიქრების წაკითხვა მომინდა, მასთან ყოფნაც მომინდა, სულ, სამუდამოდ, თუმცა ვიცოდი რომ ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ ჭიშკარს გავცდი და უკვე მოსულ ტაქსში ჩავჯექი, მისამართი ვუთხარი და ფანჯრიდან, უზარმაზარ სიბნელეში უფრო შავ, ალაგალაგ სუსტად მოცმციმე სინათლეს მოვავლე თვალი. თვალზე ოდნავ შემშრალი ცრემლი მოვიწმინდე ღრმად ამოვისუნთქე და საზურგეს კარგად მივეყუდე... სახლში რომ მივედი, დედამ გამიღო კარი, გაუკვირდა ჩემი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, პირველად დაინახა ამდენიწლის მერე ჩემი თვალები ტირილისგან ჩაწითლებული, თუმცა იცოდა რომ არაფერს ვიტყოდი და ხმაც არ ამოუღია... მომენატრა დედას სითბო, უბრალოდ მივედი ჩავეხუტე და მის მხარზე ავქვითინდი... - ძალიან სულელი ვარ დეე. - რამოხდა შვილო, პირველად გხედავ ასეთს... - არაფერი, ახლა არაფრის თავი არ მაქვს, წავალ დავიძინებ და ხვალ ან ზეგ აუცილებლად დავილაპარაკებთ ამ ყველაფერზე... - კარგი, ჩემო ლამაზო, მიყვარხარ და არ მომწონს ასეთს რომ გიყურებ... - მეც მიყვარხარ დეეე, საბას ხო ძინავს? - კი დე, რამდენიხანია, საათისთვის რ დაგიხედავს? - რომელია? - 2ხდება დედიკო, მიდი მიდი, დაისვენე ჩემო ლამაზო... ხვალ მომიყევი რახდება თორე მოვკვდები ინტერესით... გამიღიმა და თმაზე ხელი გადამისვა... მეც დავემშვიდობე ვაკოცე და ოთახში შევედი... ამხელა ვარ, უკვე 32 წლის მაგრამ, დედასთან პატარა ბავშვივით ვხდები, როცა თავს მის კალთაში ვდებ, როცა მის მხარზე თავისუფლად შემიძლია ტირილი, 3-4 წლის ვხდები და არა 32ის... არ ვიცი ამის მერე რა მოხდება, არ ვიცი ალექსი საერთოდ გამოჩნდება თუ არა ჩემს ცხვორებაში, ერთადერთი ისე ვიცი რომ ამის დიდიხნით ტარებას ვერ შევძლებდი, ახლა კი მშვიდად ვარ, ვიცი რომ, ალექსიმ იცის საბას შესახებ... ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული... წყალი გადავივლე, გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი, ნამტირალევზე, მალევე ჩამომიძიმდა თვალები და ჩამეძინა... -ბიჭო სად წავიდა მაგდა? ალექსის სახლში შესვლის თანავე იკითხა ვახომ და ყველას გაკვირვებული თვალები მასზე იყო მიმართული... - სახლში... - ეგ ხო მარა რაღაც ეჭვი მეპარება საბას გამო წასულიყო, რამე მოხდა? - აუ თუ ძმა ხარ რაა ვახუშ, ძალიან გთხოვ, ივახშმეთ, მე ჩემს ოთახში ვიქნები... პასუხის გაცემას არ ცაელოდა, ისე ავიდა მეორე სართულზე, განადგურებული სახით და უამრავი ფიქრით. "ნუთუ მართლა შესაძლოა რომ შვილი მყავდეს?!" "ტყუილი რაში დაჭირდებოდა" "მინდა დავიჯერო მაგრამ..." ამ ფიქრებით გონება დატვირთული წამოწვა საწოლზე და თითები საფეთქლებზე მიიჭირა... -არა ამ საქმეში რაღაც ისე ვერარის, მაგდა არ მომატყუებდა, მაშინ გამოდის რომ მარიამ მომატყუა, პრინციპში მისგან არც არის მოსალოდნელი მაგრამ როგორი ადამიანი უნდა იყო რომ მთელი ცხოვრება ტანჯვისთვის გაიმეტო ადამიანი... წინასწარ თითქოს არც უნდოდა დასკვნების გამოტანა, თუმცა ბოლოს მაინც იმ აზრამდე მივიდა რომ ხვალ დილაუთენია, თბილისში დაბრუნებულიყო, ზუსტად იგივე კლინიკაში მისულიყო და მაგდას და მოეძებნა... ამასობაში კი კარებზე კაკუნი გაისმა და დაუკითხავად ვახო შემოვიდა... - რას შვები?! - ვწევარ ვერრ მხედავ? - რატომ მიმალავ, ვიცი რომ რაღაც მოხდა და დამალვას აზრი არ აქვს... - ვიცი, მაგრამ ყველასთან არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი. - იმიტომ ამოვედი, მოყევი აბა რა ხდება? - ბიჭო, შოკში ვარ! აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო, მაგდამ მითხრა რომ, საბა ჩემი შვილია!... - რაა? გეღადავება? თუ მართლა შენს გამწარებას ცდილობს? არა ძმაო მე ეგეთი ნაღდად არ მეგონა ეგ გოგო... - ოო რეებს ბოდიალობ?! - აბა რა ვიფიქრო შე ჩემა, იცის შენი მდგომარეობა, "ბრახ" და შვილი გყავს? შეუძლებელია ტოო... დაბნეული აცეცებდა თვალებს და მის სიტყვებში დარწმუნებული აქეთ-იქით ხელების ქნევით საუბრობდა - მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ ეს ყველაფერი თურმე იმ დღეს დაიწყო მე და მარია რომ მივედით საავადმყოფოში ანალიზების ჩასაბარებლად... თავის და ყოფილა განაყოფიერების დარგში მთავარი ექიმი, ისიც მითხრა რომ მაგ დღეს ზუსტად თავისმა დამ შეამოწმა ჩემი სპე**მა და მერე დამირეკაო, შესანიშნავი დონორი ვიპოვეო და განაყოფიერებას გაგიკეთებო... - მოიცა, მოიცა, რაში ჭირდებოდა მაგდას განაყოფიერება ეგ ერთი? და მეორეც შენ თუ უშვილო ხარ შენი სპე**ით რანაირად გაანაყოფიერეს? - ხოდაა საქმეც მაგაშიააა! მაგდა მიმტკიცებს რომ მარია მატყუებდა, ფეხმძიმედ რომ არ დარჩენილიყო ტაბლეტებს სვავდა და ექიმს ფულიც კი გადაუხადა რომ ჩემთვის ეგ ტყუილი ეთქვათ... მთხოვს რომ ექიმან მივიდე და ანალიზები ხელახლა ჩავიტარო... - ისე მართლა აქამდე რატომ არ მიხვედი ?? - არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ჩემი სულელობის გამო, მარიასადმი ეჭვი არასოდეს გამჩენია და ბრმად ვენდე... - ხო მაგრამ, მაინც მგონია რო ეს მაგდა რაღაცეებს ჩალიჩობს რაა! - მე არა! შენგანა რაფერი მინდაო, უბრალოდ ეხლახანს გავიგე და ამ ტვირთს ვერ ვათრევდიო, მინდა რომ იცოდეო დანარჩენი შენზეაო, შენგან არაფერი მინდაო, აქამდე მე ვზარდე და ეხლაც გავაგრძელებო... - მაშინ რატო გაუშვი?! - ბიჭო მეღადავები? შოკში ვიყავი, გაუგებრობაში მეგონა თავი, წარმოიდგინე 5წელია იცი რომ უშვილო ხარ, ამის გამო ქალთან ურთიერთობაც არ მქონია, მთელი ეს პერიოდი დაგრუზული ვიყავი და გამოხტა მაგდა, მეუბნება რომ უკვე 5წლის შვილი მყავს, აი რა რეაქციას ელოდი მობას გაფიცებ?! ჩავხუტებულიყავი და ჯიგარი ხართქო მეთქვა? თუ რამექნა?! - ხო კაი, რას გაუტიე შენ? მართალი ხარ კარგი, პროსტა იქნებ დაგეჯერებინა და მისულიყავი ჰა? - ხვალ ვაპირებ, ოღონდ ძმურად არავის უთხრა რაა! ამათი ჭორაობის არც ნერვი მაქვს და არც ხასიათი... - ბაზარი არაა, სამარე ვარ! არ გშია? გოგოებმა გააკეთეს რაღაცეები, ჩამო ვჭამოთ და მერე დაიძინე - არ მინდა რა, უნდა ვიფიქრო და მაგდასაც დავურეკო... - კაი მიდი არ მოგაცდენ მაშინ, ღამემშვიდობის... -მიდი ხო! ხვალ დილით წავალ და იცოდე მაინც, მერე ჩამოხვალთ ხო? - აღარ ჩამოხვალ უკან? - არ ვიცი ვნახოთ, მაგდა თუ დავიყოლიე ჩამოვალ თუ არადა, თბილისში დაგლოდებით... - კაი... კარები მიიკეტა და გავიდა ვახო. ალექსი კი წამოდგა, პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა... ნერვიულობისაგან და სიცივისგან გაყინული კიდურები მალევე გათბა ცხელ წყალში... დუშში ნებივრობდა და თან მაგდაზე ფიქრობდა, "რა იქნება ამის მერე?! ყველაფერი რომ სიმართლე იყოს, გამოდის რომ მაგდა ის ქალია ვინც ჩემი შვილი 9თვე ატარა მუცელში, მერე გააჩინა, მისი პირველი ტირილი, სიტყვა, ნაბიჯები, წაქცევა დაინახა, აღზარდა მარტომ, მე კიდევ ეს ყველაფერი არვიცოდი და ჩემი თავი ერთი უმაქნისი კაცი მეგონა... გამომყვება ცოლად?" თავის თავს კითხვა დაუსვა, შემდგომ გაეღიმა, ონკანი გადაკეტა და წელზე პირსახოც შემოხვეული ოთახში გავიდა... შესცივდა ამიტომ მალევე ჩაიცვა თბილად და ტელეფონი აიღო... -ალო - მაგდა, სახლში ხარ? - ხო რაარი? უხეშად დაუბრუნა პასუხი... - არაფერი ვნერვიულობდი... - როდის აქეთ? არარის საჭირო ნერვიულობა მადლობთ. - მაგდა, მომისმინე, ვიცი რომ გაბრაზებული ხარ ჩემი ეგეთი რეაქციით, მაგრამ შენც ხო უნდა გამიგო ? ვიცი რომ უშვილო ვარ და მეუბნები შვილი გყავსო, შენ რას იზავდი ჩემს ადგილას? - არაფერს ვამბობ მე ალექს, მესმის და შენს მგომარეობაშიც, შევდივარ, მე არაფერს გთხოვ, უბრალოდ ის მეწყინა რომ გეგონა ფულის გამო ვაკეთებდი ამყველაფერს, ესარის და ეს! - ბოდიში! ხვალ ჩამოვალ დილით და მინდა რომ გამომყვე ანალიზებზე... - მართლა? მომისმინე ამას ჩემს გამო ან საბას გამო არ უნდა აკეთებდე, შენ თუ გინდა მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთო ეს გესმის? როცა მზად იქნები... - 5წელი დავკარგე მაგდა, 5 წელი, ვენდე ქალს რომელსაც არ ვყვარებივარ და შენი ნათქვამი თუ მართალი აღმოჩნდა, ესეიგი მომატყუა კიდეც და მთელი ცხოვრება ტანჯვისთვის გამიმეტა... შენ რომ არ გამოჩენილიყავი, მე რომ არ ვყოფილიყავი შენი შვილის დონორი, მე გავიგებდი ამ ყველაფერს? მეცოდინებოდა რომ თურმე შემიძლია შვილის ყოლა?! არა! არ მეცოდინებოდა, ამიტომ მეტის გაჭიანურებას და კიდევ უაზროდ დროის დაკარგვას არ ვაპირებ... მინდა რომ გამომყვე... - კარგი ალექს, ხვალ 9საათზე წავიდეთ მაშინ... - ხო, და ზუსტად იმ კლინიკაში უნდა მივიდე სადაც ეს ყველაფერი მოხდა 5 წლის წინ! მინდა იმ ექიმს ჩავხედო თვალში რომელმაც ფულის გამო კაცს ცხოვრება დაუნგრია... - კარგი ალექს... - მაპატიე კარგი? უბრალოდ შოკში ვიყავი... - გაპატიე ალექს, გაპატიე... მთავარია შენ იყო ბედნიერი... - ეს ყველაფერი თუ ისე აღმოჩნდა როგორც იძახი, დამიჯერე ჩემზე ბედნიერი კაცი მსოფლიოში არავინ იქნება, ეს კი შენი და "ჩვენი" ლამაზი შვილის წყალობით იქნება... - ხო მაგრამ ასე რატომ ლაპარაკო ალექს, ჩვენ ხომ უბრალოდ თანამშრომლები ვართ, მე თარჯიმანი შენ კი ჩემი ბოსი... - ჯერჯერობით მაგდა... ყველა ხედავს ჩვენს შორის გაჩენილ სხივს, რომელსაც არცერთი ვაღიარებთ, მაგრამ ფაქტია რომ არსებობს! საბა კი უფრო დაგვაახლოვებს... ამაზე ტელეფონით საუბარი არ მსურს, ხვალ შევხვდებით მაგდა... ძილინებისა - ძილინების ალექსანდრე... ალექსი გახარებული ჩაწვა ლოგინში და ჩაეძინა კიდეც... ------------ ტელეფონი ტუმბოზე დავდე, პირღია დამტოვა ალექსმა, არ მეგონა ასე მალე თუ მოხდებოდა ეს ყველაფერი, ჩვენს შორის არსებულ სხივზე სიმართლე თქვა, ჩემი მხრიდან ეს გრძნობა სხივზე და მოწონებაზეც მეტია, მე ალექსი მიყვარს, მიყვარს საბას მამა, ჩემი ბოსი, კაცი რომელიც მგონია რომ მთელი ცხოვრება გამაბედნიერებს... რა სასაცილოა, აქამდე გათხოვებაზე არც ვფიქრობდი, ახლა კი?! შვილი მყავს და საერთოდ რომ არ წარმომედგინა მის მამას აღმოვაჩენდი როდესმე, მეტიც მოხდა, მასთან ვმუშაობდი და ახლა მიყვარ კიდეც!! "არასოდეს თქვა არასოდეს"... გახარებულმა, ეიფორიაში მყოფმა გადავიფარე თავზე საბანი და ოცნებებში წავედი... ქორწილი, ქორწილის შემდგომი ცხოვრება, ალექსი, ჩვენს სამნი, ღმერთო რა სასწაულია... მალევე ჩამეძინა... ------------------- დილით 8ზე დარეკა მაღვიძარამ, უცებ ავდექი, დედას და საბას ეძინათ... ეგრევე ლიზას გადავურეკე და დავაზუსთე კვირა დღეს თუ მუშაობდნენ, მისი თანხმობი შემდეგ კი ჩავიცვი, და ალექს დაველოდე... ზუსტად 9ზე ჩემს კორპუსთან იყო... მანქანაში ჩავჯექით და კლინიკაში წავედით... ლიზა მოვძებნე და ბევრი გაჭიანურების გარეშე, ანალიზებზე შსევაგზავნე... მაქამდე კი იმ ექიმთან ავედით მე და ლიზა ვინც 5წლის მერე ალექსს ის საშინელი დიაგნოზი დაუსვა... კარზე არც დაუკაკუნებია ისე შეაღო ლიზამ და მოხუც ქალბატონს წინ ჩამოუდგა... - მოკლედ, ახლა მოსულია 5 წლის წინ რომ კაცი იყო და მისი ცოლის დახმარებით და მოცემული ფულით შენ მას ცხოვრება დაუნგრიე... აქამდე არაფერს ვამბობდი, მაგრამ ის კაცი ახლა აქაადა დარწმუნებული ვარ შენგან პასუხს მოითხოვს... - ჩემი კარიერა დასრულდა... წამოიძახა ექიმმა და თვალები ძირს ჩახარა... ახლა მე წამოვენთე - კი მაგრამ, თქვენ ექიმი ხართ, ე ქ ი მ ი... ტყუილის თქმის უფლება არ გაქვსთ, აქამდე რომ მცოდნოდა ასეთი რამ ჩაიდინეთ დამიჯერეთ თქვენი კარიერა აქამდე დასრულდებოდა, როგორ შეიძლება რამოდენიმე ათასის გამო ადამიანს ცხოვრება დაუნგრიო და ის დარტყმა მიაყენო რაც თქვენ ალექსს გაუკეთეთ... ღმერთმა უწყის ფულის გამო კიდევ რამდენს დაუნგრიეთ ოჯახიც და ცხოვრებაც... ექიმი ხმას არ იღებდა, ამასობაში კი ალექსიც შემოვიდა კაბინეტში... ის ხმას არ იღებდა, ანალიზის პასუხს ელოდა... ლიზა გავიდა ლაბორატორიში... ისევ გადაამოწმ ალექსანდრე თავართქილაძის ანალიზი... და ისევე როგორც 5წლის წინათ, ახლაც არაჩვეულებრივად ქონდა ყველაფერი... პასუხი ამობეჭდა და ფურცლით ხელში წავიდა კაბინეტისაკენ... ალექსს ლიზას დანახვაზე ოფლმა დაასხა, ნერვიულობამ აიტანა, ერთი სული ქონდა იქ დაწერილი პასუხი ენახა... - მოკლედ, ყველაფერი წესრიგში გაქვთ ბატონო ალექს, არც უშვილო ხართ და არც რაიმე სახის დაავადება გაქვთ... ასე რომ ყოფილიყო 5 წლის წინათ გაკეთებული განაყოფიერება წარმატებულად არ ჩაივლიდა და ახლა 5წლის ვაჟი არც გეყოლებოდათ... ბოლო სიტყვები უფრო გამახვილებულად წარმოთქვა და მაგდას შეხედა გახარებული სახით... ალექსი?! ალექსის რეაქციას ვერ ავღწერ, ჯერ მხოლოდ ზიზღი და გაცეცხლება იკითხებოდა მის სახეზე, ყვიროდა და იქაურობას ლეწავდა... ექიმს ისეთ რაღაცეებს ეუბნებოდა, ჯობდა მიწა გაეთხარა და პირდაპირ ჩაეწვინა შიგნით... ძლივს დავაწყნარე, ძლივს მოვიყვანე აზრზე, პირველად ჩავეხუტე, პირველად ვიგრძენი მისი სუნი ასე ახლოს, პირველად შევახე მის კისერს ტუჩები, პირველად დავინახე მისი გამობერილი ძარღვები ყელზე, ხელებზე, ჩემმა სითბომ და ჩახუტებამ აზრზე მოიყვანა, მანაც შემომაჭდო ხელები წელზე და ჩემს მხარზე აქვითინდა, დიახ სწორად გაიგეთ, ტიროდა, ტიროდა ჩვენს გარეშე დაკარგულ 5 წელზე, მისტიროდა ამ დროში მომხდარ ყველა იმ მნიშვნელოვან ფაქტზე, რაც საბას ეხებოდა... განიცდიდა იმას რომ მის გვერდით არ იყო მაშინ როცა პირველი ნაბიჯი გადადგა, როცა პირველი სიტყვა თქვა, როცა წამოიზარდა ველოსიპედი, ბურთი ან თუნდაც რამე პატარა მანქანა რომ არ უყიდა... მე კიდევ მასზე ვტიროდი, მის რეაქციაზე მეტირებოდა, ეს იყო ამავდროულად ბედნიერების ტირილი... მივხვდი რომ კაცი რომელიც მიყვარს და კაცი რომელიც ჩემი შვილის მამაა, არც ის არის ჩემს მიმართ ცივი, ცივი კი არა მასაც ვუყვარვარ, ვგრძნობ, მესმის, ვხედავ და ეს ყველაფერი მე უზომოდ ბედნიერს მხდის... ყველაფერი რომ ჩაწყნარდა, სახლში წავედით, ახლა უკვე ალექსთან ერთად, დედას გავაცანი, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ქალი შოკში ჩავაგდე... მერე ვეცადე რომ საბასთვის ამეხსნა ეს ყველაფერი თუმცა არ ვიცოდი რამდენად მიიღებდა ან რამდენად გაიგებდა ამ ყველაფერს... მას ალექსი ისედაც მოწონდა და როცა გაიგო რომ მისი მამაა ძალიან გაიხარა, უამრავი კითხვები კი დამაყარა მაგრამ ალექსის დახმარებიტ, ყველას პასუხი გავეცით და ისიც კმაყოფილი ეხვეოდა ხან მამას, ხანაც მე... დედაჩემი კი სამზარეულოს კარიდან მომღიმარი გვიყურებდა ჩვენ სამს, მოსაღამოვებულზე ყველამ ერთად ვივახშმეთ და ცოტა მოგვიანებით ალექსი გავაცილეთ... დამშვიდობებისას ხელზე და ლოყაზე მაკოცა ალექსიმ, მითხრა რომ ხვალ 7საათზე გამომივლიდა და რესტორანში წამიყვანდა, რათქმაუნდა დავთანხმდი, კარი დავხურე და სამზარეულოში გავედი რომ დედას მივხმარებოდი... - რა სასწაულია არა? საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს მოხდებოდა, ან საბას მამას ასე ვიპოვიდი, ამდენიხანი ცხვირწინ მყავდა და არც კი მომსვლია აზრად... - ჰო შვილო ცხოვრება ასეთია, მე მომწონს კარგი კაცია ალექსანდრე, თუმცა არ ვიცი ტქვენი ურთიერთობა როგორ აეწყობა, თქვენ ხომ არც ცოლქმარი ხართ და არც ერთად ცხოვრობთ... - კაი რა დედა, ჯერ დაიცადე რადროს ამაზე ლაპარაკია?! ჯერ იმასაც არ ველოდი ასე მალე თუ მოინდომებდა ანალიზის გაკეთებას, ან მოინდომებდა რო? მაინც ბედნიერი ვარ, საბამაც მიიღო... - ხოო, საბა ჭკვიანი ბიჭი გვყავს მაგდა, არადა როგორ გვანან.. - შენც შეამჩნიე ხო? ძალიან გვანან დედა, ძალიან ვარ გახარებული, ხვალ რესტორანში დამპატიჟა... - ძალიან კარგი, მოდი აქაურობა მივალაგოთ და დავწვეთ თორემ, ბევრი რამ მოხდა დღეს და ტვინმა კიდევ ვერ გადახარშა ბოლომდე, კიდევ შოკში ვარ, სიცილით თქვა დედამმ ისე მართალიც იყო, ქალმა არაფერი იცოდა და უცებ ერთ საათში იმდენი რამ მივაყარე, შოკში იქნება აბა სად იქნება... მივალაგეთ იქაურობა და საბა დავაწვინე, ბევრი ვილაპარაკეთ მამაზე, ჩვენზე, მერე ზღაპარი მოვუყევი და ჩაეძინა... მეც ჩემს ოთახში გავედი და როგორც ყოველ ღამე, ახლაც ფიქრებში და ოცნებებში გართულს უგონოდ ჩამეძინა.... ******* - ვახო დილამშვიდობის, გცალია? - ხაშია? საათი გაქვს? რა ხდება? ნამძინარევი და დაბოხებული ხმით უპასუხა ვახომ - ხო კაი ადრეა ჯერ იზვინი, მოკლედ, დღეს მაგდას ცოლობა უნდა ვთხოვო... - ხო არ უბერავ შენ რა ცოლობა? რამე გამოვტოვე?? გაოცებული ხმა იგრძნობოდა მის ხმაში... - კი ბლომად გამოგრჩა ძმა, შენ კი არა მე გამომრჩა 5 წელი, გაიცინა - გეძინა შენ ვაფშე? რაღაც აბდაუბდად ლაპარაკობ, რა 5 წელი, მოყევი ეხლაა ტო... - ტელეფონში მაგრად მეზარება, მიდი მოიხოდე, ადექი და გამოდი ჩემთან რაც შეიძლება სწრაფად, საღამოს 7ზე უნდა შევხვდე და მოსამზადებელი მაქ უამრავი რამ... - აუ მაგრად გაგირეკიაა, ხო მოვდივარ მოვდვიარ, შენ ხო არ დააცდი კაცს ძილს... - ეეე, რამდენს ლაპარაკობ? მიდი ჰე, გელოდები... კი ეჩხუბა ვახოს მარა თვითონაც ახლა "გაიზმორა", დაამთქნარა თვალები მოიფშვნიტა და ლოგინიდან წამოდგა... თმებში ხელი შეიცურა, აივნიდან გადაიხედა, მერე ცას ახედა, თითქოს ასტროლოგი იყოს და მიხვდეს როგორი ამინდი იქნება დღეს, ღიმილით თავი გააქნია და აბაზანაში შევიდა... დაახლოებით 1საათში, ვახოც მასთან იყო, სამზარეულოში ისხდნენ და საუზმეს მიირთმევდნენ... - მოყვები ეხლა? - მოკლედ, დიდი ამბავია რა, მეც ეხლა გავიგე, საბა ჩემი შვილია, აღმოჩნდა რომ მარიამ მაგარი "მაჭამა" ჩემი ფულებით კარიერა აიწყო და მერე სხვასთან გაიქცა, მაგდამ კი სწორად მაგ დღეს როცა მე და მარია კლინიკაში ვიყავით ანალიზებზე, ჩემი სპე**ით განაყოფიერება გაიკეთა, შვილი უნდოდა, მაგის დაც იქ მუშაობს.................... ყველაფერი დაწყვრილებით მოუყვა ვახოს, მართალია იცოდა ვახომ რომ ალექსის შვილი იყო საბა თუმცა სხვა დეტალები არ იცოდა, როგორ რანაირად როდის.... - ხო გეუბნებოდი რომ ეგ მარიაა მაგრად მეუცნაურება და არ ვენდობი თქო... - რადროს მარიაა, კაი რააა! პროსტა სადაც ვნახავ არ ვიცი რა მოხდება, ცხოვრება დამინგრია, წარმოიდგინე, მაგდა რომ არ გამოჩენილიყო ჩემს ცხვორებაში, ეს დამთხვევა რომ არ მომხდარიყო, შესაძლოა საერთოდაც ვერ გამეგო რომ მე შვილი მყავს და შემიძლია ყველაფერი ისე როგორც სრულფასოვან მამაკაცს, ხვდები? - ვხვდები ძმაო, ვხვდები, მე იმასაც ვხვდები რომ მაგდა მაგრად შეგიყვარდა... - ხოო, დღეს რესტორანს ვხურავ, უნდა მოვართვევინო ვაფშე, ბანალური შეიძლება იყოს მაგრამ, ხო იცი არ ვარ ძალიან რომანტიკოსი... - არც მაგდაა ისეთი რომ პატარა საჩუქარიც დაგიწუნოს, დარწმუნებული ვარ მოეწონება ყველაფერი, ძალიან მიხარია რომ ბედნიერი ხარ, თან შენ შვილთან ერთად იქნები ტო, ძალიან ამგარიაა.. - ხო ცალკე ეგ მაფიქრებს, ბავშვებთან მოქცევა კი მეხერხება მაგრამ შვილი, თან ასე უცებ, თან უკვე 5 წლის ცოტა გამიჭირდება მგონი... გაიცინა და ყავა მოსვა... - არაუშავს შეეჩვევი, კარგია პირიქით, არ იტირებს, ღამე არ გაგაღვიძებს... - მოკლედ, ესე რა, ეხლა უნდა წავიდე მე ბეჭედი უნდა ვიყიდო, და რესტორანში უნდა მივიდე... - წამოგყვები, მოგეხმარები... - ხო, აბა ტყუილად კი არ მოგიყვანე... მალევე გავიდნენ სახლიდან... ********* დილა ისევ ისე დაიწყო, ბებიამ საბა ბაღში წაიყვანა, ერთადერტი რაც შეცვლილი იყო ამ დილით, ის რომ მაგდა სამსახურში არ წავიდა, ალექსის თხოვნით... ადგა, სააბაზანოში შევიდა, წყალი გადაივლო და მოწესრიგდა... სახლი მიალაგა, საჩმელი გააკეთა და ლიზას გადაურეკა... - გოგო რას შვები? - ვაიმე, გადარბენებზე ვარ, იმდენი საქმე მაქვს კლინიკაში აღარ ვიცი რა ვქნა... - მოკლედ რა, შენ რო არ ყავდე კლინიკას ჩაიძირებოდა, ბავშვები როგორ არიან - ძალიან კარგად, ყველა კარგად არის ჩემს გარდა, გაიცინა - ოო, ნუ ბოდავ, გოგო რატო გირეკავ, ნუ ამის კითხვას აზრი აღარ აქვს, მივხვდი ისედაც რომ არ გცალია და ვერ გამომყვები... - მართალი ხარ, არც უნდა მკითხო იმიტომ რომ გული დამწყდება და მერე მოგკლავ... - კაი, კაი... გავიცინე და ცალი ხელით ფინჯანში ყავა ჩამოვასხი... - ალექსი როგორ არის? - დღეს რესტორანში მეპატიჟება, კაბის ყიდვა მინდოდა და მაგიტომ დავრეკე, მეთქი გამომყვებათქო.. - ბოდიში რაა, მართლა ვერ გამოვალ ეხლა, ეგ კი არა 2 წუთით ვერ ვჯდებირომ ყავა დავლიო, ეხლაც სირბილით ვლაპარაკობ... - კაი, მიდი მიდი, მერე მოგიყვები ყველაფერს, ამრტო წავალ მაშინ... - კარგი, გაკოცეეეე... დედას მოსვლამდე, სახლი დატოვა, მაღაზიებში გაიარა, რომ რაიმე კაბა შეერჩია მისთვის... რამოდენიმე მაღაზიაში შევიდა და რამოდენიმე კაბაც შეარჩია, თუმცა რადგან ხშირად არ შოპინგობს ვერ გადაწყვიტა რომელი უნდა ეყიდა... - ალო, ხო ალექს... - საად ხარ მაგდა? - რავი, გამოსული ვარ მაღაზიებში, ვათვალიერებ რაღაცეებს, შენ? - მეც გამოსული ვარ საქმეებზე, მიდი სახლში რა, სურპრიზი გაქვს რაღაც... - მართლა? კაბა რომ უნდა მეყიდა? - არ გიდნა, მიდი სახლში... - კარგი, საღამოს 7ზე გამომივლი? - ხო, ხო ზუსტად 7ზე შენთან ვარ... - კარგი გელოდებიი... რატომღაც მისმა ხმამ ხასიათზე მომიყვანა, სითბო ჩამეღვარა გულში, მხოლოდ 1დღე გავიდა რაც არ მინახავს და უკვე საშინლად მომენატრა... მეთვითონაც არ ვიცი ასე მალე როგორ გამიჩნდა გრძნობა, ან იქნებ სულაც არ არის მალე, ალბათ არ მინდოდა რომ ჩემ თავს გამოვტყდომოდი და არც ვიმჩნევდი ამ ყველაფერს, იმ ამბავმა კი უფრო დამაახლოვა მასთან.... გახარებული წამოვედი სახლში, კარი გავაღე და დედას მივესალმე, როგორც ყოველთვის სამზარეულოში დაფუსფუსობდა... - დე მისაღებში ლამაზად შეფუთული 2 ყუთი დევს, ზედ წერილიც აქვს, მიდი ნახე... - ხო ვიცი, ალექსისგან არის... ვუპასუხე და მისაღებში გავფარფატდი, თავი თინეიჯერი გოგო მეგონა, პრანჭიაობბის პერიოდი რომ აქვს ვინმე თავის თანაკურსელთან ან თუნდაც უბნელთან, მე კიდე უკვე 34 წლის ვარ, "ნწ, რა მეშველება" გავიფიქრე და თავი გავაქნიე... ყუთებს ისე ვეძგერე, ისე გავგლიჯე, მერე რომ გადავხედე ჩემს საქციელს შემეცოდა, რა დამიშავა ეხლა ამ ლამაზმა პატარა კარდონის ყუთმა? მაგრამ, "სიხარულო რა ხაარო, საოცრება რომ ხაროო" ხო გაგიგიათ? პრინციპში ჩემი მოგონილია და რას გაიგებდით... გავხსენი როგორც იქნა და თვალები შუბლზე ამივიდა, ულამაზესი თეთრი კაბა ამოვაძვრინე, ძალიან მინდოდა რომ მეთქვა საპატარძლო კაბას გავსთქო თუმცა, მე ხომ არც ქორწილში მივდიოდი და არც სადმე მსგავს ადგილას... ტანზე მოყვანილი მუხლს ოდნავ ჩაცდენილი კალმისებური ფორმის დანტელებიანი ულამაზესი თეთრი კაბა მეჭირა ხელში, ვათვალიერებდი და აღფრთოვანებისგან ვერაფერს ვამბობდი... -ვაიმე ეს რა სილამაზეაა.. შემოვიდა დედა და მანაც ვერ დამალა აღფრთოვანება. -ხო დე, სიტყვები არ მყოფნის, ძალიან მომწონს... -მეორე ყუთში რა არის?? სულსწრაფი დედა თუ გყავთ არ გაგიკვირდებათ, ჩემამადე რომ ჩახტა ყუთში, მან მეორე გახსნა და შავი მაღლები ამოიღო, მასთან ერთად კი კლაჩიც იდო... - არა, აშკარად აქვს ამ კაცს გმოვნება... თავის დაქნევით დავეთანხმე დედას და ოთახში გავვარდი გამოსაცვლელად, ისე ვიყავი გახარებული, იქვე პატარა კონვერტში მყოფი წერილიც კი ვერ შევამჩნიე... რათქმაუნდა ეგეც დედამ აიღო და კართან, ოთახის ზღურბლზე მგდომმა დამიკითხა... " იმედია, ამ მცირე საჩუქრით მოიხიბლები, დიდად გემოვნებაში ვერ ვერკვევი, თუმცა ვიცი რომ ძალიან მოგიხდება, გთხოვ ამ საღამოს ესენი ჩაიცვი... - ალექსი - " - ძალიან რომანტიკულია ხო ეს? მკითხა გაკვირვებულმა დედამ, - არ ვიცი, ასეთი არ იყო, რავიცი მე, გეგონება წლებია ვიცნობ, ვაიმე, ძალიან ვნერვიულობ, ნეტა რა მოხდება იქ... - რა უნდა მოხდეს ისეთი უცხო, ხელს გთხოვს ალბათ... - აუ დედა, კაი რააა, ასე მალე შანსი არარის, ალბათ ბოდიშს მომიხდის, მაშინ რომ ესე უხხეშად მომექცა... - ნწ, გეუბნები, შენზე დიდი ვარ და გამოცდილებაც მაქვს, მაშინ ბოდიშის მოსახდელად, თეთრ კაბას არ გმაოგიგზავნიდა.. - ოო, არვიცი, მივალ და ვნახავ, მოდი რა შესაკრავი შემიკარი... მალევე ვიყავი მზად, სარკეში ჩავიხედე და სუნთქვა შემეკუმშა, ძალიან მიხდებოდა ეს კაბა, ფეხსაცმელიც... დედა თმის გაკეთებაში დამეხმარა, მე მაკიჟი გავიკეთე, საღამოს 6ზე უკვე მზად ვიყავი და ოთახიდან ოთახში, ნერვიულად დავაბიჯებდი, ხელებს ვიფშვნეტდი, უკვე ვეღარ ვისვენებდი.. - დაჯექიი შვილო, დამეხვა თავბრუუ. - დედა ვნერვიულობ! მოკლედ მოვუჭერი - მეც ვხედავ, თანაც ზედმეტად, არ შეიძლება ასე, დაჯექი და მოთმინება გამოიჩინე, რა იყო 18 წლის ხარ? ამ სიტყვებმა დამაფიქრა, შემდეგ გამეცინა და დედას დავუჯერე.. კი დავჯექი მაგრამ ეხლა მარჯვენა ფეხის კანკალი დამეწყო... - ნერვოზიანი ხარ! მომაძახა და თავის ქნევით გავიდა სამზარეულოში... - ეგ სამზარეულო რომ არ ქონდეს ამ სახლს, სად წახვიდოდი როგორ მაინტერესებს.. ირონიით გავძახე დედას... - იცინე, იცინე, მე ნერვოზი მაინც არ მჭირს, ნიშნის მოგებით მიპასუხა და მეც გამაჩუმა... როგორც იქნა მოვიდა, და ჩემმა ნერვიულობამაც უფრო იმატა, შავი მანტო მოვიცვი, დედა გადავკოცნე და კიბეებზე დავვეშვი... ფეხები ისე მიკანკალებდა, თითქოს პირველად უნდა მენახა ალექსი... სადარბაზოდან გამოსულმა, ღიმილი ავიკარი სახეზე და ვითომც არაფერიო, უდარდელივით და ამაყი ნაბიჟებით მივაბიჯებდი მისკენ... - მერთოჩემო რალამაზი ხარ! აღმოხდა გაოცებულს. - ეს შენ გაქვს უბრალოდ კარგი გემოვნება... - არა, შენ გაქვს შეუდარებელი ტანი, ისეთი რომ ყველაფერი მოგიხდება... გადამკოცნა და მერე მომეხვია... ღმერთო მისი ცივი და გემრიელი სუნი... როგორ მომნატრებია, წელზე ხელები მომხვია და უფრო მიმიზიდა თავისკენ... - მომენატრე, თითქოს ამოიკითხაო ჩემი აზრი და დამასწრო კიდეც თქმა.. - მეც ალექს, თავი ავწიე მისი კისრიდან და თვალებში შევხედე... მისი ცისფერი თვალები უფრო გაღიავებულიყო, თითქოს თებერვლის ყინვა მის თვალებზეც აისახებოდა, ზამთრის სუსხი ემჩნეოდა ალექსის თვალებს, თუმცა თუ კარგად დააკვირდებოდით, იქ სადღაც შიგნით, იყო ის სითბო, ის სხივი, ის სიყვარული რომელიც, მაგდას დანახვისას ემჩნეოდა... - იმედია დღევანდელი საღამო დაუვიწყარი იქნება... - შენთან ერთად ნებისმიერი საღამო იქნება დაუვიწყარი ალექს... - აქამდე მითქვამს რომ მიყვარხარ?! თვალები მოხუჭა ოდნავ და ბაგეები დააშორა ერთმანეთს... - ნწ... დამორცხვილმა დავიხედე ძირს... - ხოდა მიყვარხარ! წამო ეხლა ჩავჯდეთ მანქანაში არ შეგცივდეს... კარი გამომიღო და მეც მოვთავსდი, ღვედი გადავიჭირე და გავუღიმე... - ჩვენი ბიჭი როგორ არის? - კარგად, ცოტახანში დედა გამოიყვანს ბაღიდან, მომისმინე ალექს, ვიცი შენთვის ძნელია ასე უცეცბ ამ ყველაფერთან შეგუება, გაგიგებ, თუ გაგიჭირდება ჯერ საბასათვის შვილოს დაძახება ან შვილად აღიარება... ვერც კი წარმოვიდგენდი, მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი, ამიტომ არ გეგონოს არც ერთი წამი რომ მე შეიძლება მეწინოს... - ვიცი მაგდა, რომ არ გეწყინება არაფერი, იმაშიც მართალი ხარ რომ რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია, მე მირჩევნია ნელ-ნელა შევეგუო და შევეჩვიო სიტყვა შვილოს, ამიტომ ჯობს მივმართო ასე, პირიქით მე ბედნიერს მხდის, შენნაირი ქალისგან რომ შვილი მყავს, ნუ მართალია არანაირი კონტაქტი არ გვქონიააა... თქვა და წარბები ამითამაშა... მეც გამეცინა და გვერდი გავკარი... თუმცა მაინც გვყავს... - მიხარია, ასე თუ ფიქრობ. მივიწიე და ლოყაზე ვაკოცე... მანქანა ულამაზეს რესტორანთან გაჩერდა, ჯერ თვითონ გადავიდა, მერე მე დამეხმარა გადმოსვლაში... თოვლი ალაგალაგ ემჩნეოდა არემარეს, თუმცა ისე ციოდა, 2წუთში გამეყინა კიდურები... - ძალიან ცივა... - ხოო, მოიცა შევალთ ეხლა... ხელი მომხვია წელზე, თავისკენ მიმიზიდა და კიბეებს ავუყევით.. უზარმაზარი კარი შეაღო და ახლა მართლა ყბა ჩამომივარდა... მთელი დარბაზი, ულამაზესი ყვავილებით იყო მორთული, მევილინე ჩვენს მაგიდასთან იდგა, ხოლო ჩვენი მაგიდა დარბაზის შუაში იყო, სანთლებით და ვარდებით მორთული... წითელი ღვინო სანახევროდ იყო ბოკლებში ჩამოსხმული... აღფრთოვანებისგან ხელები სახეზე ავიფარე... - მოგწონს? - ალექს, ეს, ეს შესანიშნავიაა... ახლაღა მოვეგე გონს, მივტრიალდი მისკენ და ძლიერეად მოვხვიე მარწუხები... მანაც არ დააყოვნა და წელზე შემომხვია მისი ხელები... უზომოდ ბედნიერი ვიყავი... - დიდი არაფერი, სამწუხაროდ არ მეხერხება რომანტიული ვახშმების მოწყობა, ლამაზად მორტვა რაიმის ან მსგავსი რამ, მიხარია თუ ჩემი ამ პატარა საჩუქრით გაგაბედნიერე, მე ორმაგად ბედნიერი ვარ... - პატარა? არ შეგიძლიაა? ალექს, ეს შეუდარებელია, ასეთი რამ არასოდეს მინახავს... შესანიშნავია, აქაური აურა, ატმოსფერო, სითბო, მუსიკა, სანთლები, შენ და მე, მეტი რომანტიკა არც არის საჭირო, უბედნიერესი ვარ, ალექს, უზომოდ ბედნიერი... - წამოდი მაგიდასთან დავსხდეთ, სალაპარაკო გვაქვს, ვივახშმოთ... სკამი გამომიწია და დაჯდომაში დამეხმარა... შემდეგ ღვინის ბაკალი ხელებში მოიქცია და ზემოთ აწია... - არ მიყვარს, სადღეგრძელოები ბევრი არც ვიცი, უბრალოდ ვიტყვი რომ ჩვენს ერთად ყოფნას და ჩვენს შვილს გაუმარჯოს, ბედნიერი ვარ რომ გიპოვეთ და მყავხართ... - მეც უზომოდ ბედნიერი ვარ, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, თავი ზღაპარში მგონია, სხვას რომ მოვუყვეთ ეს ისტორია ალბათ არც დაიჯერებს, ან გაეცინება, გაგიჟდნენო იფიქრებენ, თუმცა მე ამ სიგიჟით, დაუჯერებლობით და უზომო სიყვარულით ვარ ბედნიერი და ჩვენ გაგვიმარჯოს... ორივემ მოვსვით ცოტა ღვინო, ალექსმა ანიშნა და ვიოლინოს ულამაზესი ჰანგები გაისმა... შემდეგ, ვახშამი შემოგვიტანეს... არაფერი გვითქვამს, მივირთმევდით, ერთმანეთს ვუყურებდით, და უაზრო, პატარა თინეიჯერებივიტ ვუღიმოდით ერთმანეთს... როცა დავასრულეთ, დესერტი მოითხოვა და სანამ შემოიტანდნენ, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და თვალებში მომაშტერდა... - არ ვიცი როგორ დავიწყო, ბოლო 5 წელი ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო, დავკარგე ხალისი, გავხდი უინტერესო ყველაფრისადმი, ერთადერთი რაზეც ჩაციკლული ვიყავი სამსახური იყო, რობოტად ვიყავი ქცეული, არღაც მეგობრებთან მივდიოდი გასართობად და აღარც რომელიმე ქალთან მქონია ურთიერთობა, იმის გამო რაც ამდენიხანი ტყუილი იყო... შემდეგ შენ გამოჩნდი და ეს ჯოჯოხეთი გამინათე, სამოთხედ მიქციე და თვალებში გამომახედე, ჩემში ის ყინული გაალღვე, რომლის გალღვობაც ვერავინ და ვერაფერმა შეძლო... შენ ის სამყარო დამანახე, რომელიც ჩემს წინ იყო ამდენიხანი თუმცა მე თითქოს შავი ნაჭერი მქონდა გადაკრული და ამ ყველაფერს ვერ ვხედავდი... შენ ბევრ რამეში დამეხმარე, საბას შევეჩვიე და გამახსენე ბავშვისადმი სიყვარულიც ორმ გამაჩნდა სადღაც გულის სიღრმეში, აქამდე ყველა ბავშვი მეზიზღებოდა, რომ ვიცოდი, მე არასოდეს მეყოლებოდა, ვერავის ვეფერებოდი, შენ კი საბა შემოიყვანე ჩემს ცხოვრებაში და მასთან ურთიერთობით, ის ბარიერიც გადავლახე... მოკლედ არ მინდა რომ ძალიან გამიგრძელდეს, შეიძლება შენთვის მოულოდნელი იყოს ან იფიქრო რომ ადრეცაა, თუმცა მე მართლა ვეღარ მოვიცდი, ვერ დაველოდები ვერაფერს, ისედაც დავკარგე 5 წელი, ხოდა აღარ მინდა ამის შემდეგ წუთიც, შენს და საბას გარეშე... მიყვარხარ მაგდა, შენ მიყვარხარ, შენი თვალები მიყვარს, ტუჩები, თმა, ის თმა შეუდარებელი სუნი რომ აქვთ და ყოველ მოახლოვებაზე რომ მინდა მაგრად ჩავებღაუჭო და გაუმაძღრად ვყნოსო... შენი ჯერ შეუხებელი სხეული მიყვარს, ყველაფერი მიყვარს შენი... ამასობაში, პიჯაკის ჯიბიდან პატარა შავი ყუთი ამოაძვრინა, მე თვალები უფრო გამიფართოვდა, სკამიდან წამოდგა და ჩემს წინ ჩაიმუხლა, მარცხენა ხელი დამიჭირა და განაგრძო... -მინდა ჩემი ცოლი გერქვას, მინდა ჩემი იყო, შენით თენდებოდეს და ღამდებოდეს, შენ გიყურებდე როცა გავიღვიძებ ან როცა დავიძინებ, შენ გამამხნევო როცა ცუდ ხასიათზე ვიქნები, ან როცა ბედნიერებისგან ვიქნები აღფრთოვანებული, ეგ ბედნიერებაც მინდა, შენ გაგიზიარო... და სიტყვები რომლებმაც გონება დამიბინდა, "ცოლად გამომყვები?" კარგახანს ვიჯექი ესე გაშეშებული, თვალებიდან ღაპა-ღუპით მდიოდა ცრემლები, აგონიაში ვიყავი, ვერ ვვაზროვნებდი, სიხარულისგან ენა ჩამივარდა, ვერ გადმოვცემ იმ გრძნობას რაც განვიცადე... - კიიი, ვიყვირე გამოფხილბულმა დაა კისერზე ჩამოვეკიდე... ვეხვეოდი დაა ვერაფერზე ვფიქრობდი. შემდეგ საცეკვაოდ ამაყენა, ვცეკვაავდით ორივე ნელა და ვტკბებოდით ერთმანეთით... მერე იყო, ჩვენი პირველი კოცნა, როცა სახლში მიმიყვანა. მერე იყო ჩვენი გრანდიოზული ქორწილი, უზარმაზარი და ულამაზესი, საოცნებო... მერე იყო ჩვენი ახალი სახლი, მე საბა და ალექსი ერთად, მათი ბედნიერი სახეები როცა თამაშობდნენ და ერთნაირი მიმიკები რომელიც მაგიჟებდა. მერე იყო ყველაფერი ისე როგორც ზღაპრებში ხდება. ჩემი მეფე იყო ალექსი, მე კი დედოფალი, გვყავდა შეუდარებელი პრინცი და ველოდებოდით პრინცესას!!! დ ა ს ა ს რ უ ლ ი ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.