დაკარგული სიმშვიდე ( პირველი ნაწილის დასასრული )
გათენდა თუ არა ღიმილით გავახილე თვალები და ანასტასიას დავურეკე -ტასუნა მოდიხარ დღეს? -კი ევაჩკა სადაცაა გამოვალ სახლიდან გუშინ ბიძიასთან დავრჩი და აქედან მოვდივარ შენ? -მეც... კარგი მაშინ უნივერსიტეტში გნახავ -კარგი მიდი გაკოცე ავდექი და სანამ მოვწესრიგდებოდი სამზარეულოში გ, ავედი -რას შეჭამს დედას ანგელოზი? -არაფერს დე, ყავას დავლევ მხოლოდ ვიდექი და სულელივით 'უმიზეზოდ' მეღიმებოდა -მოხდა ევა რამე? -უნდა მომხდარიყო? -არვიცი გეკითხები, რაღაც სხვანაირად გიბრწყინავს თვალები -არაფერი დედი არაფერი... მამა სადაა? -ადრიანად გავიდა დღეს სამსახურში, რაღაც საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი... ხელ-პირი დავიბანე და თმაგაწეწილი გამოვედი აბანოდან -დედიკო ქალაქში გავდივარ ვიყიდი რაღაცეებს და მალევე დავბრუნდები , ყავა მაგიდაზე დაგიდევი ის ის იყო უნდა გასულიყო ოთახიდან, რომ შემობრუნდა -შენი ტელეფონი რეკავდა, ლოგინზე დაგიდე ოთახში გავედი და ტელეფონი ავიღე, 3 უპასუხო ზარი იყო ნოესგან, გამეღიმა ყურსასმენები გავიკეთე და გადავურეკე თან ჩაცმა დავიწყე, მისი ხმის გაგონებისთანავე გამეღიმა -სად იყავი ამდენხანს? -დილამშვიდობის ბატონო ნოე -რაშვები? -არაფერს ვიცვამ, სადაცაა წავალ უნივერსიტეტში, იმედია არ დამაგვიანდება თორემ საშინლად მკაცრი ლექტორი მყავს შეიძლება გამომაბრუნოს ლექციიდან -კარგი მაშინ იჩქარე რადგან საშინლად მკაცრი ლექტორი შენს სადარბაზოსთან გელოდება და მაქსიმუმ 10 წუთში თუ ქვევით არ იქნები ლექციას თქვენს გარეშე დაასრულებს -რაა? აქ ხარ? ფანჯარასთან მივირბინე და ფარდები გადავწიე, მანქანასთან მდგომი ტელეფონზე მოსაუბრე ნოეს დანახვისას პატარა ბავშვივით შევხტი და ხელი დავუქნიე -2 წუთში ჩამოვალ -გელოდები... იმედია მაგ ბიუზჰალტერით არ გამოვარდები ჩაეცინა და ტელეფონი გამითიშა... აზრზე მოსულმა სასწრაფოთ გადავწიე ფარდები და სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი.. "სულელი ხარ ევა, სად გარბიხარ რო გარბიხარ, თან რა მდგომარეობაში" აზრზე მოსული ოთახში დავბრუნდი, პირველივე რაც შემხვდა გადავიცვი თმები გავისწორე და სახლიდან გამოვედი... საოცრად მრცხვენოდა, უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი და რაც შემეძლო ვაჭიანურებდი სადარბაზოდან გასვლას... ნოემ დამინახა თუ არა სიგარეტი გადააგდო და ჩემსკენ წამოვიდა -დილამშვიდობისა მეტიჩარა შუბლზე მაკოცა და მანქანის კარები გამიღო... არაფერი მითქვია ჩუმად დავჯექი და ნოეს მოსვლას დაველოდე -წავედით? ლოყაზე დამისვა ხელი და უხმოდ დავუქნიე თავი -რაიყო ენა გადაყლაპე? (გაეცინა) -ნოე ბოდიში რა.. უბრალოდ ისე მოულოდნელი იყო შენი ზარით გამოწვეული სიხარული რომ პირდაპირ გამოვვარდი ფანჯარასთან -ჩათვალე არაფერი მახსოვს... უბრალოდ აწი აღარასოდეს აღარავის სიხარულმა არ გამოიწვიოს მსგავსი საქციელი, ახლა კი წავიდეთ მივდიოდით და შიგადაშიგ მისკენ ვაპარებდი თვალს -იციი მთელი ღამე ვფიქრობდი -რაზე? გაკვირვებულმა გამომხედა -შენზე... უფრო სწორად ჩვენზე -მერე? -დილას გავიღვიძე და მივხვდი რომ რაღაცნაირად სხვანაირად ვიგრძენი თავი... ჯერ ხომ რა არის მხოლოდ ერთი დღე გავიდა მაგრამ გამაბედნიერე ნოე რათქმაუნდა როგორც ყველაზე "უჟმურმა" არსებამ არ შეიტყო მაგრამ მივხვდი რომ საოცრად ესიამოვნა ჩემი სიტყვები -პატარა... ჩემი პატარა ევა ჩაეღიმა და ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და უხმოდ აკოცა ანასტასია დავინახეთ უნივერსიტეტისკენ მიმავალი და ნოემ მანქანა გაუჩერა, იქედან გამომდინარე რომ ანასტასია ნოეს მხარეს იდგა ვერ დამინახა და ღიმილით გააღო უკანა კარები, მე ჩუმად ვეცადე ხელი გამენთავისუფლებინა მაგრამ ნოემ მაგრად მომიჭირა ხელი -დილამშვიდობის ანასტასია -დილამშვიდობისა ბატონო ნოე, თქვენ რომ არ შემხვედროდით ალბათ უნივერსიტეტამდე ეს მზე დამადნობდა ისე ცხელა გზა გავაგრძელეთ, ანასტასია მოთავსდა და სარკიდან ვხედავდი ჩემი და ნოეს ხელს თვალი როგორ გამოაყოლა და მოულოდნელად დაიყვირა -ევა? ... მოიცა შენ აქ... ან ეს ... რახდება აქ ევა? (გაკვირვებულმა გამომხედა) -ტას.. ეს... ის... (თან ვცდილობდი ხელი გამენთავისუფლებინა მაგრამ ამაოდ) -ორი დაბნეული ბატი .. ანნა არ გაუბრაზდე ევას ფიზიკურად ვერ მოასწრებდა თქმას, ღამე გვიან დაბრუნდა სახლში და ჯერ კიდევ დილაა, ასე არ არის ევა? -კიი ასეა (მადლობისმთქმელი თვალებით გავხედე და ანასტასიასკენ შემოვბრუნდი) მართლა ვაპირებდი თქმას შენთავსფიცავარ უბრალოდ ჯერ მეც მეც არ მჯერავს რა და როგორ -კარგით გაპატიებთ, მხოლოდ ერთი პირობით რომ ზეგ ჩემი დაბადებისდღეა და საღამოს ჩემთან ამოხვალთ ორივე ერთად როგორც წყვილი... აბა რას იტყვით? -აუცილებლად ისევ გაიღიმა ნოემ და მანქანა უნივერსიტეტთან გააჩერა -ადით თქვენ, მეც დირექციაში პატარა საქმე მაქვს და მალევე ამოვალ სანამ წავიდოდა ჩუმად ჩამჩურჩულა -არ შემიძლია აუღნიშნავად დავტოვო შენი დილანდელი სექსუალურობა როგორც ჩვევია ისე გაქრა მოულოდნელად და დამტოვა გაწითლებულშერცხვენილი. ღიმილით ჩამკიდა ანასტასიამ ხელი და აუდიტორიაში ასვლამდე გუშინდელი ჩემი და ნოეს საუბრის დეტალებში მომაყოლა. -კარგით მეგობრებო დღეს წარმატების ფსიქოლოგიაზე მინდა ვისაუბროთ, მანამდე სანამ მე ვისაუბრებდე მაინტერესებს თქვენ როგორ გესმით ტერმინი "წარმატების ფსიქოლოგია"? არავინ არაფერი თქვა აუდიტორიაში ყველა ჩუმად იყო და ნოემ გააგრძელა საუბარი კარგით რახან არავის გსურთ თქმა მე გავაგრძელებ... პირველრიგში იმით დავიწყებ თუ რატომ გადავწყვიტე ტემპერამენტის შემდეგ პირდაპირ წარმატების ფსიქოლოგიაზე საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი სანგვინიკი იქნება მელანქოლიკი, ქოლერიკული თუ ფლეგმატიკი ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებთ წარმატების სურვილი.. გულის სიღრმეში ოთხივეს სურს რომ წარმატებული ადამიანი იყოს... ისევე როგორც თქვენ, არამგონია რომელიმე აქ იჯდეთ იმ მიზნით რომ ისწავლოთ და შემდეგ არაფერი მოიმოქმედოთ თქვენი მომავლისთვის ... " თუ გსურთ რომ წარმატებული იყოთ კარგად უნდა გაიაზროთ რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ და არაფერია შეუძლებელი, მნიშვნელოვანია სრულად აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და ეცადოთ მიეჩვიოთ რაციონალურად აზროვნებას... იყავით რაც შეიძლება ცოდნისმოყვარე! ისწავლეთ და გაიგეთ რაც შეიძლება მეტი, არასოდეს დაკმაყოფილდეთ იმით, რაც უკვე იცით. რეგულარულად გააფართოვეთ თქვენი ცოდნის საზღვრები. ყველაფერი, რასაც შეიძლება მიაღწიოთ ცხოვრებაში, მიიღწევა მხოლოდ ადამიანების დახმარებით. ხშირად დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა - ”რამდენად მაახლოვებს დასახულ მიზანთან და წარმატებასთან ის, რითაც ეხლა ვარ დაკავებული? ხომ არ შეიძლება დავკავდე რამე უფრო სასარგებლო და მნიშვნელოვანით, ვიმოქმედო უფრო ეფექტურად.” ყველა ახალი მცდელობა არა მარტო მექანიკურად დაგაახლოვებთ მიზანს, არამედ შეგძენთ ყველაზე მთავარს, რაც დაგეხმარებათ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში - ეს არის გამოცდილება. მცდელობა იმისა, რომ გადააბრალოთ საკუთარი წარუმატებლობა რამეს ან ვინმეს, ცუდ სტიმულს მისცემს საკუთარ თავზე მუშაობის პროცესს. ხოლო საკუთარი თავით უკმაყოფილება, საშუალებას მოგცემთ ეძებოთ გზები შემდგომი წარმატებული თვითსრულყოფისკენ.ადამიანი პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითარდება და ის, რითაც დღეს დაკავებულია თქვენი გონება, შეიძლება ხვალ სულაც აღარ მოგეჩვენოთ საინტერესოდ. ამიტომ, ნუ მიიღებთ ისეთ კატეგორიულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიგიყვანთ იქ, სადაც მოიწყენთ და საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ მოახდენთ.უმჯობესია დასაწყისშივე დაისახოთ ზოგადი, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი მიზნები. შეეცადეთ წინასწარ განჭვრიტოთ, იქნება თუ არა თქვენი მიზანი აქტუალური შორეულ პერსპექტივაშიც." ვუსმენდი და აზრიც კი ვერ გამომქონდა მისი საუბრიდან იმდენად ვიყავი აჟიტირებული, ვერ მოვითმინე და ესემესი მივწერე ჩუმად "მაგიჟებთ ბატონო ლექტორო" მისი ტელეფონის შეტყობინების ხმა გაისმა მთელს აუდიტორიაში მაგრამ არ მიაქცია ყურადღება და საუბარი გააგრძელა, ამ ფაქტმა გამაბრაზა და მორიგ შეტყობინებაზე გადავედი "შეწყვიტე! შენ ხარ ჩემი წარმატება" თავადაც ვერ ვიჯერებდი ეს მე თუ ვიყავი სწავლას მოწყურებული ევა რომელსაც ლექცია საერთოდ არ აინტერესებდა ამ მომენტში და აჟიტირებული ბავშვივით ვიქცეოდი, განა ვერ ვხვდებოდი? მაგრამ მე მახარებდა ეს, ნოეს უყურადღებოდ დარჩენილმა ტელეფონმა მესამე მესიჯიც დამაწერინა "ნუ ხარ ასეთი მოსაწყენი, სხვა რამეზეც გვესაუბრე სტუდენტებს" ანასტასიას ეცინებოდა ჩემს ბავშვურობაზე ნოემ ბოდიში მოიხადა და როგორც იქნა დახედა ტელეფონს "დავითის ასულო დიდი ხანია რაც დილანდელმა სირცხვილმა გადაგიარათ?" -რა სირცხვილზე ამბობს? ინტერესით მკითხა ტასიმ -ნახე რაა რა თავხედია, გოგო დილას რომ მითხრა სახლთან ვარო ისე გამიხარდა ლიფით გავიქეცი ფანჯარასთან ანასტასიას ხმამაღლა გაეცინა რამაც ყველას ყურადღება მიიპყრო, მე უცებ დავმალე ტელეფონი და ვითომც არაფერი ისე შევეცადე პირს მომდგარი სიცილის შეკავება -იქნებ ჩვენც გაგვაცინოთ გოგონებო? -ისეთი არაფერი ბატონო ნოე უბრალოდ რაღაც გაგვახსენდა და (შერცხვენილმა უპასუხა ყურადღებამიქცეულმა ანასტასიამ) -კარგით მაშინ გუშინდელი თემის გამოკითხვას თქვენით დავიწყებ რომ საშუალება არ დაგრჩეთ სხვა რამეზე ფიქრის -მგონი ადამი გაბრაზდა (გადმომიჩურჩულა ანასტასიამ) -ვინ? (გაკვირვებულმა ვკითხე) -ადამი და ევას პონტში რაა არვიცი ჩემი და ტასოს ბედი იყო თუ რა იყო მაგრამ ლექციის დრო ამოიწურა ნოე თავის ადგილას დაბრუნდა და საუბარი განაგრძო -მეგობრებო წასვლამდე მინდა დღევანდელ თემასთან დაკავშირებით ცნობილი ფსიქოლოგის ნაპოლეონ ჰილის სიტყვები დაგამახსოვრდეთ „რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი.ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ!” ასე რომ არასოდეს დანებდეთ და ყოველთვის წინ იარეთ წარმატებისკენ... მომავალ შეხვედრამდე -ისე კარგი ლექცია იყო არა? -ალბათ... ტას რა მჭირს ახლა იცი? ვეღარ ვისვენებ შორს რომ არის რომ ვერ ვხედავ... -ნუ შენ რომ ავადმყოფურად ეჭვიანი ხარ ცნობილი ფაქტია მაგრამ ასე მართლა არ შეიძლება ევ... სულ ერთად ხომ ვერ იქნებით ის საქმიანი ადამიანია, არ ცხოვრობს ისე როგორც სხვა ცანცარა ბიჭები ხომ გესმის არა? -მესმის -წავიდეთ სახლში? -სხვა რა გზაა... ტას იციი მერიდება რაღაცნაირად რომ მივწერო ან დავურეკო თუ თვითონ არ შემეხმიანა -უთხარი ნინა დეიდას? -არა ჯერ... ვეტყვი დღეს მამასაც და ნინასაც ტაქსი გავაჩერეთ და ტასომ სახლის მისამართი უკარნახა, მე ტელეფონმა დამირეკა დავხედე და ნოე იყო -სად ხარ? -სახლში მივდივართ მე და ანასტასია შენ? -ცოტახანში გამოვალ სამსახურიდან მინდა რომ 7 საათისთვის მზად იყო და მე შენ და ნიაკომ ერთად ვივახშმოთ თუ წინააღმდეგი არ იქნები სახლში მივედით თუ არა ჩემს ოთახში შევედით და ვეძებდით რა შეიძლება ჩამეცვა საღამოსთვის -არაფერია ტას ნორმალური რა ვქნა? (ლამის ტირილი დავიწყე) -ყველაფერი ნორმალურია აქ მაგრამ რაღაც სხვა გვჭირდება სადა და ლამაზი (უცებ ფეხზე წამოდგა თითქოს გონება გაუნათდაო) მალე დავბრუნდები ოთახიდან ტასოს გასვლა და დედას შემოსვლა ერთი იყო -სად გავარდა ანასტასია ხო მშვიდობაა? -კი დე... დეე მე და ნოე ერთად ვართ -რასნიშნავს ერთად ხართ? -იმას რომ ურთიერთობის აწყობას ვცდილობთ -და ის მეორე ბიჭი? -ვინ რატი? ეგ არც დაწყებულა დედა -ანუ ნოესთვის ემზადები ასე საგანგებოდ? ირგვლივ ჩემს გადმოყრილ ტანსაცმელს მოავლო თვალი -ბედნიერი ხარ! გიყვარს დედი? -დეე ლოგინზე დავჯექი და მოვეხვიე -იცი რა სხვანაირი ვარ? თითქოს ის საშინელი ერთი წელი არასოდეს არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს მთელი სამყარო გაქრა და მარტო ნოე დარჩა... რაღაცნაირად ვარ დეე... ვერ ვხსნი, თან იციი არ ვიცოდი და ახლა ვხვდები რამდენად ეჭვიანი ვყოფილვარ, ჯერ სულ ცოტახანია ერთად ვართ და ყველა ის წამი მაგიჟებს როდესაც ვერ ვხედავ და არ მეხმიანება... ასე მგონია მორჩა უკვე მოვბეზრდი თქო... მაშინ როცა უცნაურად მიტოვებდა სონეტებიდან ციტატებს მაშინდელი დროიდან დაიდო ჩემში ბინა... რაღაცნაირია დეე არ გავს სხვებს, ლექციას დღეს საერთოდ ვერ ვუსმინე იმდენად მიხაროდა მისი სიახლოვე, მიხაროდა რომ ვხედავდი და მასზე რაღაც გარკვეული მცირედი უფლება მაინც მქონდა... არვიცი ... არვიცი მომავალში რა იქნება მაგრამ ასე არასოდეს ვყოფილვარ -მესმის პატარავ, მესმის დედას ანგელოზო... კარგად იყავი და როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი თვალზე ცრემლი მოადგა და ჩუმად მოიწმინდა ცრემლი რაც შეუმჩნეველი არ დამრჩენია -რა გჭირს დეე... ტირი ? (შეშინებულმა ვკითხე) -აწი ყველაფერი სხვანაირად იქნება დედი... ძალიან ცოტახანიც და მასთან წახვალ, ის გახდება შენი ოჯახი -კარგი რაა... ორი დღეც არ არის რაც ერთად ვართ და უკვე დაგვაქორწინე?? არ იტირო რაა... არაფერს ვაპირებ ჯერ, თქვენთან ვარ ... ისევ ის ევა ვარ ვინც მანამდე და ნუ ნერვიულობ რაა -ევა ევა... რა პატარა ხარ შვილო, რა პატარა მაკოცა და ანასტასიაც შემოვარდა პატარა ყუთით ხელში, ყუთი გახსნა და მუხლებამდე, წელში გამოყვანილი წითელი ამოიღო ღია სამკუთხედი გულით "15 წუთში შენს სახლთან ვიქნები!" -ანასტასია მართლა კარგად ვარ? -ლამაზი ხარ ლა მა ზიი ... ნორმალურად მოიქეცი იცოდე და ნოემ არ შეატყოს რო მის შვილს უფრო მეტი ჭკუა აქვს ვიდრე შენ გაიგე? სიცილით მკითხა და დედას თვალი ჩაუკრა -კარგით რაა.. ასე დამცინოთ უნდა ახლა? -აი ნინა დეიდა ამას ვამბობდი პატარა ბავშვია თქო ორივეზე გაბრაზებული ფანჯარასთან დავდექი ნოეს მოლოდინში და მალევე გამოჩნდა მისი მანქანა, ფანჯარას მოვშორდი ჩანთა ავიღე და გოგოებთან გავედი -წავედი მე... მოვიდა ნოე, ძალიან ვღელავ და იმედია არაფერს გავაფუჭებ ვაკოცე ორივეს და სახლი დავტოვე -არ მეგონა დღეს უფრო მიმზიდველს თუ გნახავდი ვიდრე დილანდელ ფორმაში მაგრამ უნდა აღვნიშნო არაჩვეულებრივად გამოიყურები -კარგი რაა ნოე, არასოდეს დაივიწყებ? უხერხულად შევიშმუშნე და მანქანაში მოცინარი ნიასკენ გავემართე -ლა ლამაზი ქალ ევა დავჯექი თუ არა ჩამეხუტა და მუხლებზე დამიჯდა, ნოემ სარკიდან გამოგვხედა და გაეღიმა -ევა იჩიი მამამ მითლა ლო სენ და ის ელთად ქალთ -მოიცა ასე პირდაპირ უთხარი ? (გაკვირვებულმა გავხედე ნოეს) -ქო მე წვიანი გოგო ვალ ალ იჩი? მამამ მასწავლა ლო ელთმანეთს ალაფერი მოვატუოთ და ალც მე მეტკუებს ქო მა? -ხო მა .. რესტორანთან მალევე მივედით ნია შუაში ჩაგვიდგა ერთი ხელი მე მომკიდა მეორე ნოეს და ისე გავაგრძელეთ გზა, როგორც ჩანს ნოეს მაგიდა წინასწარ დაეჯავშნა... რომ არ დაგიმალოთ ძალიან უხერხულად ვიყავი... არ ვიცოდი როდის რა უნდა მეთქვა -ნუ ხარ დაძაბული ეს უბრალოდ პირველი საერთო ვახშამია (ჩუმად გადმომილაპარაკა გვერდით მჯდომმა ნოემ და წინ მჯდომ ნიაკოს გახედა) რა მივაწოდო ჩემს პრინცესას? -ალ მსია მა, ძიძამ მაწამა ალ ვიცოდით თუ საწმელად უნდა წამოვსულიკავით... ანდა ნაკინი მიდა მა -კარგი... ხელებს გადავიბან ბარემ ვეტყვი ნაყინსაც და დავბრუნდები ნოე გავიდა და დავრჩით ჩემზე გაბედული პატარა გოგონა და მორცხვი მე -იციი მე თავიდანვე მომეწონე -თავიდანვე მოგეწონე? -ქო იქ დათო ძიას ოთაქსი ქო გნაქე -მეც ძალიან მომეწონე პატარავ -სენ ცემი დედიკო უნდა იკო? -მე? არა მე... დავიბენი პირველად დავფიქრდი ამაზე რომ თუ ნოესთან გადავწყვეტდი ყოფნას ნიაკო საკუთარ შვილად უნდა მიმეღო -მე ვერ ვიქნები პატარავ შენი დედიკო მაგრამ გპირდები რომ თუ მე და ნოე ერთად ვიქნებით უდედობას არასდროს იგრძნობ... შენ კი ყოველთვის ერთი დედიკო გეყოლება, რომელიც მუდამ შენი ანგელოზია. -ცუუ... მამა მოდის, ალ უკვალს დედიკოზე ლო ვლაპალაკობ და ალაფელი ვთქვათ გავჩუმდი და ნოეს გავხედე -აი ნახე მოაქვთ უკვე შენი ნაყინი ღიმილით ვანიშნე ნიაკოს და ნოეს გავხედე, მაგიდის ქვევით ხელი ხელზე მოვკიდე და მისი ჩემთან ყოფნა ვიგრძენი -ოო... ლა გემლიელი ნაკინია თქვენ ალ გიდათ? -გინდა ევა? -არა მადლობა, შეგერგოს პატარა ანგელოზო -მადობა... -რატომ არაფერს ჭამ? (ჩვეულად ჩამომისვა ლოყაზე თითი და გამეღიმა) -სიმართლე თუ გაინტერესებს ძალიან ვნერვიულობ -უკეთესი იდეა მაქვს, სახლში წავიდეთ და უფრო თავისუფლად იქნები გინდა? -სახლში? -ნუგეშინია არ მოგიტაცებ (გაეცინა) -აუ ქოო მააა... წავიდეთ ლაა, საქსი მე და ევა ვითამასებთ, იქ უფლო ბევლი ლამეც გვაქვს, ქო წამოქვალ ევა? -აბა რას იტყვი? -კარგი რახან ასე გინდათ წავიდეთ... ნოეს ოთახში ვიყავი და მის სპორტულებში გამოწყობილი რომელიც ბევრად დიდი მქონდა სარკეში ვიხედებოდი და ჩემს თავზე მეცინებოდა -იცი რა საყვარელი ხარ? არვიცი როდის გაჩნდა ნოე ჩემს უკან მაგრამ საოცრად მესიამოვნა მისი შეხება -ახლა... ამ ფორმაში თუ გესაყვარლები მაშინ ნამდვილად რაღაცას უნდა გრძნობდე ჩემს მიმართ გამეცინა და მისკენ შემოვბრუნდი, ჯერ კარებს გავხედე ნამდვიილად მოკეტილი იყო თუ არა -შეიძლება რაღაც გთხოვო? -რათქმაუნდა -შეიძლება ჩაგეხუტო? (არა არა ეს ნამდვილად არ ვიყავი მე... რა მიქნა ამ კაცმა ერთ დღეში?) ნოეს არაფერი უთქვია უფრო მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა, ვიფიქრე რაიმეს მეტყოდა მაგრამ არა, საოცარი სითბოთი და მზრუნველობით ჩამიხუტა... არ ვიცი რამდენი წუთი ვიდექი მის სურნელში ჩაკარგული, მაგრამ თავად მოვშორდი მას -ნიაკოსთან ჩავიდეთ კარგი? -კარგი მიდი პატარავ ჩადი და გამოვიცვლი მეც... ან ისე თუგინდა აქ იყავი და შენთან ერთად გამოვიცვლი -არახარ შენ ნორმალური გამეცინა და ქვევით ჩავედი, იმხელა სახლი იყო შემეშინდა არ დავიკარგო თქო, მაგრამ მალევე შევამჩნიე ტელევიზორის წინ მჯდომი ნია -რას უყურებ პატარავ? -მასა და დათვია, მოდი ელთად ვუკულოთ გიდა? -მინდა გავუღიმე და გვერდით დავუჯექი ქალურმა ეჭვმა არ მომასვენა და ნიას გავხედე -პატარავ აქ მარტო ხართ ხოლმე შენ და მამა? -ალა ცემი ძიძაა და ის ალაგებს და გვივლის ოლივე, იცი ლოგოლ ვუკალვალთ მე და მამა? -შენი ძიძა? რა ქვია შენს ძიძას? -ჩალომე -სალომე? -ქო ჩალომე... ლა ლამაზია იჩი? -ლამაზი? საშინელმა გრძნობამ მომიცვა... თან ნიაკოს კითხვებს ვუსვამდი თან კარებს ვუყურებდი მოულოდნელად ნოე არ შემოსულიყო -კი ძალიან ლამაზია... კველაზე ლამაზია, მე და მამიკოს სულ საწმელს გვიკეთებს და მუტფილმევბსაჩ ელთად ვუკულებთ ქოლმე. -ფეხის ხმა გავიგე და გავჩუმდი, მივხვდი ნოე მოდიოდა, ეჭვები კი სულს მიღრღნიდა "ნეტავ ვინ არის სალომე?" საღამო ძალიან კარგად გავატარეთ, ბევრი ვითამაშეთ მე და ნიამ ნოე კი ღიმილით გვიყურებდა, საღამოს 11 საათი იყო ნიაკოს რომ დაეძინა... ნოემ ოთახში აიყვანა და დაბრუნდა -ეხლა მეც წავალ კარგი? -მინდა რომ დარჩე! -დავრჩე? ხო მაგრამ როგორ, რა ვუთხრა ჩემებს? -არ ვიცი უბრალოდ თუ ოდნავ მაინც გაქვს შანსი გთხოვ რომ დარჩე არაფერი მითქვია ტელეფონი ავიღე მეორე ოთახში გავედი და დედასთან დავრეკე -რაშვები დედი? -არაფერს დედიკო სად ხარ ამდენხანს? -დეე არ ინერვიულო, დღეს ვერ მოვალ ხვალ დილას ადრე სახლში ვიქნები კარგი? ვიცოდი რომ უარს მეტყოდა მაგრამ მაინც გავრისკე -სად ხარ? -... -ევა -ნოესთან -კარგი დედიკო დარჩი მარიამთან... მოიკითხე ჩემს მაგივრად და უთხარი რომ შემოგვიაროს -რა მარიამი დე.... ვაიმე ... მამაა მანდ? -ხო ჩემო ლამაზო, კარგი დე ჭკუით ტელეფონი გამითიშა და ჯერ კიდევ გაკვირვებული ვიყავი ნოე რომ შემოვიდა ოთახში და ზურგიდან მომეხუტა -აბა რას იზამ? -რას მთავაზობ? (ეშმაკურად ვკითხე) -მე საოცარი შემოთავაზება მაქვს მაგრამ სხვა დროისთვის გადავდებ, ახლა უბრალოდ ერთად დავიძინოთ დილას თვალები ნოეს მკერდზე გავახილე, მას ჯერ კიდევ ეძინა... ვიფიქრე ჩუმად ვაკოცებ ლოყაზე თქო მაგრამ თავი შემოატრიალა და მისი ცივი ბაგეებით მოწყურებულივით დაეწაფა ჩემს ტუჩებს. -მიყვარხარ ევა ეს ორი სიტყვა სრულიად საკმარისი იყო ჩემი ბედნიერებისთვის, მისკენ მივიწიე და მაგრად ჩავეხუტე -იმედია სულ ასე ვიქნებით.. ასე თბილად და კარგად -გპირდები პატარავ -ვაიმე ნია გაღვიძებული იქნება უკვე -კიი დილას წაიყვანა სალომემ ბაღში სალომეს გახსენებაზე გუშინდელი ნიაკოს სიტყვები გამახსენდა -სალომე ყოველდღე დადის აქ? -კი -მგონი დროა ავდგეთ და აწი წავიდე დედასაც ვუთხარი დილას მოვალ თქო -ცოტახანიც რაა უფრო მომეხვია და შუბლზე მაკოცა -დიდი ხანია სალომე აქ მუშაობს? -საკმაოდ... რატომ დაინტერესდი ასე? -ნიაკომ მითხრა რომ ძალიან ლამაზია, შენც ასე თვლი? ნოეს გულიანად გაეცინა -მართლა ლამაზია მისი ასაკის კვალობაზე... პატარა ეჭვიანი ევა... სალომე 57 წლისაა ნოე იცინოდა, მეც გამეცინა საკუთარ ეჭვიანობაზე და წამოვდექი -წავიდეთ კარგი? -კარგი კარგი პატარავ წაგიყვან... მოვწესრიგდით და უკვე ნოეს სახლს გავცდით დედამ რომ დამირეკა -დავიღუპეთ დეე (ჩურჩულით მესაუბრებოდა) -რასნიშნავს დავიღუპეთ? -მამაშენი სანამ წავიდოდა დღეს მარი მოვიდა ჩვენთან, გაგიჟდა მამაშენი როგორ გაბედა რომ მოვეტყუებინეთო ნოეს ხელზე ხელი მაგრად მოვუჭირე და მანქანა გადააყენა -რა უთხარი დე? -არაფერი, თითქოს არაფერი ვიცოდი, ალბათ ანასტასიასთანაა თქო და ისიც მაშინ შემოვარდა ევას ღვიძავს თუ გავაღვიძოო -ვაიმე რასამბობ... რა უნდა ვქნა? -არვიცი ეჭვობს რომ ნოესთან ხარ მაგრამ ამბობს იქ რომ მივვარდე სახლში და იქ არ იყოს კაცი უხერხულობაში ჩადგება მერე რა ვქნა ჯერ უნდა გავიგო სადააო -კარგი დამშვიდდი დედა, უთხარი რომ არაფერი იცი მალე მოვალ მეც დედას გავუთიშე და ნოეს გავხედე ცრემლიანი თვალებით, ყველაფერი მოვუყევი ცოტახანი თვითონაც ჩუმად იჯდა -მაპატიე რაა.. -შენ რა შუაში ხარ ნოე... შენ არაფერ შუაში ხარ, მე მინდოდა და დავრჩი, 2 თვეა არ შემხმიანებია რაღა დღეს მოვიდა ჩემთან -თვალებში შემომხედე და ერთ კითხვაზე მიპასუხე გულწრფელად რას გრძნობ ჩემს მიმართ? -პატივისცემას, ნდობას...... სიყვარულს ბოლო სიტყვა თითქმის შეუმჩნევლად ვთქვი მაგრამ მივხვდი რომ ნოემ გაიგო.. გაეღიმა და მანქანა დაძრა მეგონა სახლში მივდიოდით მაგრამ მანქანა მოაბრუნა მანქანა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა -ნოე სად მივდივართ? -სვანეთში! -სვანეთში? გაკვირვებულმა თან ცოტა შეშინებულმა ვკითხე -კი დროებით... მერე თბილისში დავბრუნდებით -რას ნიშნავს ეს? ისე ჩუმად ვთქვი საკუთარი სიტყვები ვერ გავიგე -შეგიძლია შენებს დაურეკო და უთხრა რომ თამამად შეუძლიათ დაოჯახება მოგილოცონ! პირველი ნაწილის დასასრული P.s_ მეგობრებო პირველ რიგში დიდი ბოდიში პაუზისთვის... არ დავიწყებ პრობლემებზე და მიზეზებზე საუბარს რადგან ფაქტი ერთია _ ისტორიის წერას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ვახერხებდი ფიქრს ამ ისტორიაზე და სწორედ ერთ ერთი ასეთი "ფიქრის პერიოდისას" გადავწყვიტე ისტორია ორ ნაწილად გავყო... იმდენად დიდი გეგმები მაქვს მეორე ნაწილზე (თუ რაიმე არ გადამიტრიალდა გონებაში, და თუ შევძელი ყველაფრის ისე გადმოცემა როგორც მსურს), რომ პირველი ნაწილი ასე "უსინდისოდ" დავაჩქარე და დავასრულე... ეს არის თავი რომლის გადახედვისთვისაც კი ვერ მოვიცალე და პირდაპირ ვტვირთავ, არვიცი... იმედია მოგეწონებათ ... იქნებ საერთოდ არ მოგწონთ ეს ისტორია და სურვილიც კი არ გქონდეთ მეორე ნაწილის წაკითხვის... სიყვარულით გვანცი ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.