შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პერსონაჟი #2


3-11-2017, 18:58
ავტორი -სესილი^
ნანახია 1 011

რამდენჯერმე დაიქუხა, მალევე ცაზე ხის გამდგარი ფესვებივით მიიკლაკნა თეთრი ზოლი და ყურისწამღები ღრიალიც ამოუშვა. ვზივარ წვიმაში და ვფიქრობ, როგორ შეუძლია ვინმეს ასე განარისხოს ზეცა.
- ერთი, ორი, სამი..
წვიმის წვეთების დათვლა არც ისეთი იოლი ჩანს როგორც მეგონა, თუმცა მტკიცედ ვწყვეტ რომ უნდა დავთვალო.
- ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი...
მაინტერესებს როდის გავიაზრებ, რომ სანამ ციდან წამოსულ ერთ წვეთს შევყურებ, მის იქით ათასობით და უფრო მეტი ისეთივე წვეთი ეხეთქება მიწას.
თვლას ვწვეტ, თუმცა ჩემს თავზე ვბრაზეობ, რომ ასეთი ‘’უბრალო’’ რამ ვერ შევძელი და გვერდზე მდგომ, აშოტილ წიფელს მსუბუქად ვურტყავ ფეხს.
რა დასამალია და ხელები მეყინება. ისედაც სულ ვიცი ხელები არ მაქვს? ცივი ხელები და კეთილი გულიო, ყველა ამას ამბობს როდესაც ჩემს ამ მახასიათებელზე იგებს, მე კი უბრალოდ ვუღიმი მათ. თითქმის ყველას ვუღიმი, ასე უფრო ადვილი მეჩვენება.
ან ვინ იცის? იქნებ გულწრფელადაც ვიღიმივარ?
ნელ-ნელა მივიწევ წინ. მბჟუტავი ლამპიონის ფონზე მაინც ვხედავ წვიმის წვეთებს რომლებსაც ზეცა მიწას უცერემონიოდ აუღლებს.
შორიახლოს ნათურა წვალობს. წამით მეჩვენება, რომ თუ ნათურის ანთება-ჩაქრობას ფეხის ნაბიჯს ავუწყობ, სტეპის ცეკვასაც შევძლებ. დავაზუსტებ, რომ ვიცოდე შევძლებ.
აინთო - ნაბიჯი წინ...
ჩაქრა- ნაბიჯი უკან...
ცივი ქარი უბერავს და თმები თავხედურად მეგებება სახეზე. გამომეტყველება მერევა, თუმცა მერე რა, ასე მგონია შემოდგომასაც აერია წვიმა თოვლში.
აინთო - ნაბიჯი წინ...
ჩაქრა - ნაბიჯი უკან...
გვერდზე ვიხედები, ქვაფენილიდან ამოცვენილი ქვები ნემსებივით მესობა თვალებში. ჩუმად ‘’ვუკურთხებ’’ უხარისხოდ გამკეთებელს.
აინთო - ნაბიჯი წინ, წინ და წინ...
ფიქრები ელვასთ ერთად მინათებს თვალებს..
მარტო სიარული აღარ მინდა, თუმცა ვიცი საითაც მივდივარ, იქ აუცილებლად შემხვდება ის, ვისაც ველოდები..
ჩრდილოეთიდან მონაბერი ქარი იასამნის და დანამული მიწის სურნელს მაგებებს და ნესტოებს მიწვავს.. საინტერესოა, ნეტავ მას თუ უყვარს იასამნის სურნელი? ჩემს თავზე ვბრაზობ, აქამდე ეგ როგორ ვერ გავარკვიე..
ვიგრძნობ როგორ მაწვება მარცხენა პარკუჭთან სისხლის ბურთულა და როგორ იჭედება კარისებრ სარქველში. გულზე ხელს მსუბუქდ ვირტავ და ბურთულიდან ამოხეთქილი სისხლი აორტის კედლებს არხევს. თავიდან ფეხის თითებამდე მივლის თავბრუს ხვევა და თვალებს ვხუჭავ, მალევე ვახელ.
გამოგონილი დასაწყისიდან, გამოგონილ დასასრულამდე ერთი ნაბიჯი, ერთი ბიძგი მაშორებს.
ეს ბიძგი და ჩემი სახელი სამუდამოდ უკვდავ იქნება.
მაგრამ უკვდავებამდე, მხოლოდ ერთხელ დავუშვებ მოკვდავთა ყველაზე დიდ შეცდომას და - გონის დაკარგვამდე შევიყვარებ.
ჰორიზონტზე პატარა შავ ლაქას ვხედავ, რომელიც თანთადან ადამიანის ფორმას იღებს.
ნოე-თქო, გულში ვფიქრობ და სიარულის ტემპს ვუმატებ.
გზაჯვარედინთან, ყოველ ორ ნაბიჯზე ჩადგმული ლამპიონი ჩრდილს არ აკარებს არემარეს. მივდივარ და ვხვდები რომ სიარულისას მეოცნებე ნარკომანივით ვისვრი ფეხებს.
სულ რამდენიმე ნაბიჯიც და მის წინ ამოვყოფ თავს. შუა ქუჩაში ვჩერდები და ვიცდი როდის აღმოჩნდება ნოე ჩემს პირისპირ..
- არ მიყვარს მწერები, - მეუბნებ და ხელებს მხვევს, გულში ისე მაგრად მიკრავს თითქოს საუკუნეა არ ვუნახივარ და ისევ აგრძელებს ლაპარაკს - არც ქვეწარმავლები, არც არაფერი რაც ცივსისხლიანია, საკუთარი თავის გათბობის უუნარო.
- ხო აბა, მუდამ სხვისი მზის მომლოდინე ვერ იქნება კაცი, - ქალიც, ქვეწარმავალი, წარმავალიც და მომავალიც, - ვპასუხობ და სველ თმებს სახიდან ვიწევ..
ვხედავ როგორ ხტება რაღაც სიბნელეში და იყუჟება. კიდევ რამდენჯერ გაიელვა.. როგორც გუშინ სიბნელიდან ისევ ვალსის ჰანგები იჭრება, ნოესთან ერთად შუაღამის ვალსი საკმაოდ მონოტონურად მეჩვენება და მთელს სხეულში აპათიის ბურთულების გაფანტვას ვგრძნობ.
წვიმა უცებ იღებს და ქარის ბოგინი და შფოთვა ედება ქუჩებს. ფანჯრის დარაბებს ახმაურებს და ხეები სინქრონში იწყებენ მოძრაობას.
მე და ნოე გზას ვაგრძელებთ.
- დღეს ადრე წამოსულხარ, - მეუბნება, ხელს მკიდებს და თავისი კურტკის ჯიბეში მაყოფინებს გასათბობად.
მეღიმება.
- ჰო, ვიფიქრე თუ ადრე წამოვიდოდი უფრო მალე გნახავდი, - ვიცი, რომ ჩემი სიტყვები აკვირვებს, მაგრამ არ იმჩნევს. თმაზე მკოცნის და ჩემს სურნელს ბლომად იყნოსავს
- დღეს რომელი წიგნი გადაიკითხე?
ლამპიონები უეცრად ქრება, მხოლოდ ერთი გამოსჭვივის სადღაც სიბნელიდან და უფრო დიდი იმედით მავსებს, ვიდრე საჭიროა.
- ბულგაკოვი-თქო, - ჩუმად ვპასუხობ და უფრო ახლოს ვიწევი მისკენ..
- ოსტატი და მარგარიტა, - ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ რომ ეღიმება, - გახსოვს რომელიმე ფრაზა ზეპირად?
- რათქმა უნდა, - ვამბობ და ციტატის მოყვანას ვიწყებ - ‘’ და მომავალ ბუნიობამდე პროფესორს აღარავინ შეაწუხებს, არც გესმასის უცხვირო მკვლელი და არც უიდეველთა მეხუთე უმოწყალო პროკურატორი პონტოელი პილატე’’
- წიგნის დასასრული, ჩემი საყვარელი ადგილი, - მეუბნება და ჩემს წინ ჩერდება..
- არამარტო შენი, - ვუღიმივარ, ისევ თავზე მკოცნის
- სად მივდივართ? - მეკითხება და თვალს არ მაშორებს, ხან ცხვირზე მაკვირდება, ხანაც ტუჩებზე
- სახლში მისვლა არმინდა, - ჩუმად ვეუბნები, თითქოს უკან ვიღაც მიდგას და ჩემს თითოეულ სიტყვას ისმენს
- ესმე, სულ სველი ხარ, გაცივდები, არმინდა რომ ავად გახდე, წამოდი სახლში წაგიყვან, ჩაის დალევ და გათბები, კარგი? - მისი ტონი იმდენად დამაჯერებლად ჟღერს, რომ ერთი წამით ვფიქრობ კარგი-თქო, მაგრამ
- არა, გთხოვ.. დღეს მშობლებს ვეკამათე, თან იმდენად სისულელეზე რომ... - სიტყვა მიწყდება, - გთხოვ სახლში წასვლა არმინდა..
- კარგი მაშინ ჩემთან წამოდი, - მისი სიტყვების წარმოთქმა და ჩემი თვალები გაფართოება ერთია, ამჩნევს რომ აღშფოთებული ვუყურებ და მიღიმის, ვყოყმანობ, მაგრამ ბოლოს ვთანხმდები და ერთად მივუყვებით მისი სახლისკენ გზას..
ისევ აგვედევნა ერთიანად გადარეული ვალსი. ცას გავხედე, თითქოს აგვედევნა მთვარეც. ვნატრობ, ქარს ისე დაებერა რომ თავი ვეღარ შემეკავებინა და წონასწორობა დაკარგული ავღმოჩენილიყავი ნოეს მკლავებში ან ამ გადარეულ სტიქიას ჰაერში ავეტაცებინეთ, როგორც პოლიეთილენის პარკი და საშუალება მოეცა კოსმოსში გრავიტაციასთან მიჯაჭვულობის გარეშე, ხელი ჩაგვეკიდა ერთმანეთისთავის და შავ ხვრელში გვემოგზაურა საუკუნის დასაწყისიდან - დასასრულამდე.
ეს ნატვრა რომ ნოეს გაეგონა, ვიცი გაიღიმებდა, თავზე მსუბუქად მაკოცებდა და მისი ბაგეებდიან წარმოთქმული ‘’ მაგრამ აფრენ’’ გულში სათუთად ჩამეწვეთებოდა.
ისევ შეშლილივით მოგვყვებოდა მთვარე.
მის სახლამდე ისე მივდივართ ხმას არ ვიღებთ არცერთი. ვიცი, მე მასზე ვფიქრობ, ის - ჩემზე.
თუმცა არც ერთი ვთვლით საჭიროდ, რაიმეს თქმით ყველაფრის გაფუჭებას.
მივდივარ და თითქოს ფეხები უკან მრჩება, რაღაც შორიდან მექაჩება და არ მაძლევს თავისუფლად სიარულის საშუალებას.
გამორთულ მობილურს ვიღებ ჯიბიდან და ვუყურებ, ნეტავ რამდენჯერ დამირეკა დედამ? ან მამამ? ან საერთოდ თუ დამირეკეს?
კანკალი მიტანს და მოვილურს ისევ ჯიბეში ვიდებ..
მოვედით.
ნოე ჯიბიდან ხმაურიანად იღებს გასაღებს და ხსნის. კარებს აღებს, ჯერ მე მიშვებს შემდეგ თვითონ შემოდის და სინათლეს ანთებს.
მის სახლში საოცრად თბილი აურა მეგებება.
კამოდს აღებს და სახლის ჩუსტებს მაწვდის. ფეხსაცმელს ვიხდი და ჩუსტებს ვიცვამ, თვითონაც იმავეს აკეთებს. შემდეგ კურტკას იხდის და კიდებს, მეც იგივეს ვაკეთებ..
- წინ და ხელ მარჯვნივ, პირველივე ოთახში შედი. კარადაში ჩემი ტანსაცმელია და გამოიცვალე, მე ჩაის დავადგავ, - მეუბნება და წამებში გადის სამზარეულოში.
ნაბიჯებს ნელა ვადგავ. სახლის თითოეულ დეტალს ვაკვირდები და ძირფესვიანად ვსწავლობ, თითქოს აქ პირველად და ამავდროულად უკანასკნელად ვიმყოფები.
კედლებზე უამრავი სურათია ჩაჩოში ჩასმული. სხვადასხვა მხატვრის ნახატები და ასევე პატარა ბავშვის სურათებია. ნოე ვიცანი სურათებში. გამეცინა, სულ არ შეცვლილია.
ნოეს ოთახის კარს ნელა ვხსნი, მისი სურნელი ყველგან ტრიალებს, თუმცა მიჭირს გარჩევა რისი სურნელია..
კარადას ვხსნი და თბილ სივტერს და სპორტულ შარვალს ვიღებ. ვიცვლი, ჩემს დანსაცმელს სკამზე ვფენ გასაშრობად და სამზარეულოში გავდივარ. პატარა ჩაის მაგიდასთან ვჯდები და გაზქურასთან მოფუსფუსე ნოეს ვაკვირდები, ისეთი საყვარელია მინდა ზურგიდან ავეკრო, ხელები მაგრად მოვხვიო და ბოლო ხმაზე ვიყვირო რომ, დღეიდან მის გარეშე ყოფნა აღარ შემეძლება.
- შენც გამოიცვალე, - ვეუბნები და გვერდით ვუდგები, - ამას მე მივხედავ..
უსიტყვოდ მიდის.
ხუთ წუთიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, როგორღაც ვპოულობ შაქარს და ფინჯნებში ვყრი, შემდეგ ჩაის ფერს ვასხამ და წყალს ვუმატებ. ვცდილობ მორევისას ზედმეტად არ ვიხმაურო, ზოგ ადამიანზე კოვზის წკარუნი ცუდად მოქმედებს, მაგალითად ჩემზე..
სამზარეულოში დაბრუნებულ ნოეს, წინდებს ვთხოვ და უკან ვაბრუნებ თავის ოთახში თუმცა მალევე ბრუნდება და საყვარელ, ზოლებიან წინდებს მაწვდის.. სწრაფად ვიცვამ რომ გაყინულ ფეხის თითებში სისხლის მოძრაობა ვიგრძნო..
სკამზე ვიკალათებ და ცხელ ჩაის სულ ვუბერავ..
- ხომ არ გშია? - მეკითხება და ლოყაზე თითებს მისვამს..
არა-თქო, თავს ვაქნევ და ისევ ჩემს საქმეს ვაგრძელებ..
- მშობლებთან რა მოხდა, არ მომიყვები?
- ახლა არა გთხოვ, - ვეუბნები და თვალებში ვუყურებ,
ისეთი ცოცხალი და გამჭვირვალე, ზურმუხტისფერი თვალები აქვს, მასში კი არ ვიძირები, არამედ მთლიანად ვიკარგები
- კარგი მაშინ მოდი, ნიუტონის გრავიტაციის კანონზე ვისაუბროთ, ან არქიმედეს ძალაზე, - მეუბნები და მიღიმის,
გამეცინა, ვიცი რომ ფიზიკას ვერ იტანს, თუმცა ამაზე ლაპარაკზეც თანახმაა. წამით ძალიან საყვარელი მეჩვენება, თუმცა ყოველთვის საყვარელია.
ჩაის დალევის შემდეგ მისაღებში ვინაცვლებთ, ტელევიზორს რთავს და Music Box-ზე აყენებს..
დივანზე ჯდება, ბალიშს ვიღებ, ფეხებზე ვადებ, შემდეგ კი თავს ვდებ. ხელს ჩემს თმაში ფრთხილად აცურებს და თამაშს იწყებს, თვალებს ვხუჭავ, მაგრამ ვგრძნობ მის გამჭოლ, მწველ მზერას რომელიც თითქოს რენტგენში მატარებს, თვალებს ვახელ, გრძელ წამწამებს რამდენჯერმე ერთმანეთზე ვაფახუნებ და ვუღიმივარ.
- ოხ ესმე, როგორ ძალიან მიყვარხარ, - წამებში იელვებს ეს სიტყვები ჩემს ყურებში და ვგრძნობ თვალის გუგები როგორ მიფართოვდება.
ვხვდები რომ ხმამაღლა ფიქრი გამოუვიდა და ჩემთვის ამის თქმას ჯერ არ აპირებდა. თვითონაც დაიბნა, ხმას ვერ იღებს, მაგრამ ჩემს თმაზე თამაშს მაინც აგრძელებს. ჩემი შეცბუნებული გამოხედვის დანახვაზე იმორცხვებს და ჩუმად მეუბნება:
- ბოდიში..
არ ვიცი რა ვუპასუხო, ჯერ კიდევ დაბნეული ვიყურები
- არა, არ არის ბოდიში საჭირო, - ძლივს ვაბავ სათქმელს თავს.
ისევ თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ, რას ვაკეთებ? მაშინ როდესაც სულ სხვა რაღაც უნდა მეპასუხა რა ვუპასუხე, ახლა კი ისევ ისე, უნამუსოდ, მიდევს მის მუხლებზე თავი, თვალები დახუჭული მაქვს და ვერ ვბედავ ნოეს შევხედო თვალებში, მეშინია რომ იქ ჩაგუბებულ იმედგაცრუებას დავინახავ და თვალზე მომდგარ ცრემლს ვერ შევიკავებ.
ტელევიზორში მუსიკა ნელა მიედინება და უფრო მიმძიმებს მდგომარეობას.
თვალებს ვახელ და საპირფარეშოში მივდივარ, სახეზე წყალს ვისხამ და ცოტახანს ვჩერდები. როდესაც ვბრუნდები ვხედავ ნოეს, დივანზე მშვიდად სძინავს. ტელევიზორს ჩუმად ვრთავ და ვაკვირდები. ვხედავ მისი დიაფრაგმის მოძრაობას ჩასუნთქვა ამოსუნთქვისას. მძინარესაც კი ეტყობა სახეზე დაბუდებული იმედგაცრუების კვალი. ჩემს თავს ვლანძღავ ასეთი სულელი რომ ვარ, მაგრამ უკვე გვიანია. საძინებლიდან პლედი გამომაქვს, მის გვერდზე ვწვები და პლედს ვიხურებ მეც და მასც ვახურებ, თავს მკერდზე ვადებ და ფიქრებს ვეძლევი. იმდენი უაზრო რამ მომდის თავში უფრო ვბრაზდები. ნოეს სურნელს ღრმად ვყნოსავ და ვგრძნობ რომ ლაპარაკი მინდა. მის გვერდზე ვწევარ და გიჟივით, მძინარეს ვუამბობ ყველაფერს, რაც კი თავში მომივა. ეძინა, მაგრამ ვიცი სიამოვნებით მისმენდა ძილშიც კი, რამდენჯერმე გაეღიმა კიდეც და მართლა მეგონა რომ ესმოდა ჩემი ჩრურჩული...

თვალს ნელა ვახელ, ისევ ისე ვწევართ მე და ნოე როგორც რამდნეიმე საათის წინ. მას ისევ მშვიდად სძინავს. გვერდზე ვიყურები, კედელზე დაკიდული საათი თერთმეტის ნახევარს უჩვენებს.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად ჰაერიც თანდათან მძიმდება.
მართალია, მზე არც ამოდის და არც ჩადის, ცამ ნაცრისფერი სახვევი აიკრა, მაგრამ მის სახეს მაინც დაისის შუქი დაჰკრავს.
ვდგები, ნოეს შუბლზე ფრთხილად ვკოცნი და პლედს ისევ ვახურავ. აბაზანაში ხელ-პირს ვიბან და სამზარეულოში გავდივარ.
ახლა მალე გაიღვიძებს ნოე და მინდა ცხელი ჩაი დავახვედრო-თქო, ვფიქრობ, შემდეგ კარაქზე პურს წავუსვამ ჩემი ხელით და გემრიელად მიირთმევს, ისე არა როგორც ყოველ დილით, არამედ უფრო გემრიელად, რადგან ჩემი წასმული ქინება-თქო.
- რა დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე, - ვლაპარაკობ და თან გაზქურას ვანთებ
მაგრამ ვერ ვასწრებ ჩაის გაკეთებას ისე მადგება ნოე თავზე..
- დილამშვიდობის, - მეუბნება და ლოყაზე მკოცნის, მეღიმება
- დილამშვიდობის, - ვპასუხობ ღიმილით, - როგორ გეძინა?
- ჩემს გვერდზე იწექი და ცუდად როგორ უნდა მძინებოდა, - მეუბნება და თვალებს ვაჭყიტავ
- გეღვიძა? - ვეუბნები გაკვირვებული
- ვიღაცის ჩურჩულმა გამომაღვიძა, - მითხრა ეშმაკურად და ჩემი სახის ცვლილება ნამდვილად არ გამოპარვია, - განსაკუთრებით საქათმის ისტორია მომეწონა, კიდევ კარგი გამეღვიძა, თორემ დიდიხანია გულში ასე არ მიმხიარულია..
გაბრაზების და სირცხვილის ნაწერწკლები ერთიანად მიჩნდება თვალებში, თავს ვხრი და ვიცი რომ ნელნელა ვვარდისფრდები.. ხმას ვერ ვიღებ, ან რა უნდა ვუთხრა?
- რათქმა უნდა, შენს გარდა მძინარე ნოესთან ლაპარაკი ვის მოუვიდოდა აზრად.. - მეუბნება და უფრო ხმხმაღლა იცინის,
მისი სიცილის დანახვაზე ყველაფერი მავიწყდება, მაგრამ თავს ხელში ვიყვან და გაბრაზებული ვუყურებ..
- ძალიან სასაცილოა.. ჰა ჰა ჰა, - ვაჯავრებ და ენას ვუყოფ..
- ძალიან საყვარელი ხარ.. - ჩემთან მოდის და მეხუტება..
- არ გიშველის, მაინც გაბრაზებული ვარ.. როგორ არ მითხარი რომ გეღვიძაა?? - პატარა ბავშვივით ვიწყებ წუწუნს
- რომ მეთქვა ლაპარაკს შეწყვეტდი, მე კი იმდენი საინტერესო რამ გავიგე, - ისევ იცისნის და უფრო მაგრად მიხუტებს..
ჩაის ვასხამ, ნოე პურს და კარაქს იღებს და მაგიდაზე დებს. ერთმანეთის პირისპირ ვსხდებით. პურზე კარაქს ვუსვამ და ვაწვდი..
- საქათმეზე კიდევ მომიყვები? - მეკითხება ღიმილით..
- არა, - საკმაოდ მკაცრ პასუხს ვცემ და ჩემი თავის მიკვირს
- ესმე, გთხოვ.. მინდა ხმამაღლა ვიცინო..
ვერ ვიგებ ძალით გამოვყავარ წყობიდან თუ რას აკეთებს.. თუ გუშინდელისთვის სამაგიეროს მიხდის.. სახეზე ღიმილს არ იშორებს, ჩემი სუსტი წერტილები კარგად აქვს შესწავლილი და ეს უფრო მაბრაზებს.. მინდა ხმამაღლა ვიჯიჯღინო მაგრამ ეს რომ გავაკეთო უფრო დამცინებს და ნერვებს მომიშლის...
- რა არ საქათმეში სასაცილო? - ვეუბნები, თან გაბრაზებული ვუსვამ პურზე კარაქს,- უბრალოდ როცა პატარა ვიყავი და მაბრაზებდნენ, რომ ვერ ვეპოვე ვერავის მივდიოდი და ქათმის ბუდეში ვიმალებოდი, პატარა ვიყავი და ვეტეოდი რა ვქნა, - ვხვდები რომ სიცილს ძლივს იკავებს, - მერე როცა ქათამი კვერცხის დასადებად მოდიოდა თვალებს ვუბრიალებდი და მაშინვე გარბოდა, რა არის აქ სასაცილო? - შუბლ შეჭმუხნულმა შევხედე და მაგიდაზე ხელები დავაწყვე??
სახეზე მთლიანად აწითლებულ ნოეს ვუყურებ და მეც მინდა რომ გავიცინო მაგრამ არ ვაკეთებ.. თვალებს ვჭუტავ..
- პურს ნუ აწამებ ესმე, - მეუბნება და მანიშნებს რომ უკვე დიდი ხანია ერთიდა იგივე ადგილზე ვისვამ დანას
- კარგი, შგიძლია გაიცინო, - ვეუბნები და იმ წამსვე ისე იცინის თითქოს მსოფლიოს ანეგდოტები შემეკრიბა და მომეყოლა..
უეცრად გუშინდელ მის სიტყვებზე ვფიქრდები, მიყვარხარ რომ თქვა შემთხვევით თავს მაღლა ვწევ და თვალებში ვაშტერდბი..
- ნოე, - ვეუბნები მაგრამ სცილს არ წყვეტს.. - მიყვარხარ..
ვამბობ გაუაზრებლად, დარწმუნებული არც ვარ რომ სიცილის ხმაში ჩემს ნათქვამს გაიგებს, მაგრამ რაჭველივით 1 წუთის მერე ჩერდება და იაზრებს რაც ვუთხარი, ჩაის სვამს და არაფერს მაუბნება, გაშეშებული ვუყურებ, მის სახეს ახლა ვერაფეს ვატყობ, ვერაფერს ვკითხულობ, ვერც ერთ ემოციას ვერ ვარჩევ, მაგრამ მისი ანთებული თვალების შემხედვარეს მეღიმება და ვიმეორებ
- მიყვარხარ, ნოე !



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

მიყვარს მე ნოე, ჩემთვის მინდა მომონს ეს ისტორია

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ნიჭიერი ხარ უზომოდ. ძალიან მომეწონა ისტორია. მიყვარს ასეთი დახვეწილი და გააზრებული ნაწერი

 


№3  offline წევრი -სესილი^

Chikochiko
ნიჭიერი ხარ უზომოდ. ძალიან მომეწონა ისტორია. მიყვარს ასეთი დახვეწილი და გააზრებული ნაწერი

ვერც კი წრმოიდგენ რამხელა სტიმული მომანიჭე <3 მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent