დაკარგული სიმშვიდე (ნაწილი მეორე - 1 თავი)
უკვე თითქმის წელიწადია მე და ნოე ერთად ვართ, ნიაკო სადაცაა 6 წლის გახდება, მე ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებ უნივერსიტეტში სიარულს... ყველა კვირაში სიხარულით ვყიდულობ ფეხმძიმობის დასადასტურებელ ტესტებს მაგრამ ამაოდ. ჩვენი ერთად ცხოვრების პერიოდში დღეს პირველად მოვატყუე ნოე და ვუთხარი რომ უბრალოდ საყიდლებზე გამოვედი, ახლა კი ვზივარ საავადმყოფოს მოსაცდელში და ჩემს რიგს ველოდები... ვხედავი იქვე მჯდარ ორსულ გოგონებს და მეშინოდა, მეშინოდა რომ მე ვერ შევძლებდი ვერასოდეს ეს სასწაული მეგემა. -მაჩაბელი ევა ფიქრებიდან ახალგაზრდა გოგონას ხმამ გამომარკვია, ფეხზე წამოვდექი და მივუახლოვდი -გელოდებათ ექიმი, წარმატებებს გისურვებთ ღრმად ჩავისუნთქე და კაბინეტის კარები ანერვიულებულმა შევაღე -შეიძლება? -რათქმაუნდა... დაბრძანდით და მომიყევით რა გაწუხებთ დავჯექი და ექიმის გულზე დაკიდებულ სახელს შევხედე -ქალბატონო ნანა მინდა რომ სრული გამოკვლევა ჩავიტარო, უკვე ერთი წელია გათხოვილი ვარ მაგრამ ამ დროს მანძილზე ჯერ არ დავრჩი ფეხმძიმედ, ძალიან ვნერვიულობ მინდა ამის მიზეზი დავადგინოთ. -მარტო ხარ მოსული თუ მეუღლესაც სურს გამოკვლევა? -არა არა... ჩემი მეუღლე ჯანმრთელია -გასაგებია შვილო მესმის მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა რომ ფიზიკურად ვერაფერს შეატყობ -მას... მას ჰყავს შვილი (ჩუმად ჩავილაპარაკე) ანუ ჩემშია პრობლემა -კარგი ევა, ახლა ჩამოგიწერ რამოდენიმე ანალიზს რაც უნდა გაიკეთო და შემდეგ მისი პასუხების მიხედვით ვისაუბროთ კარგი? -კარგით.. ანალიზები დავტოვე მარცხენა ხელზე ნანემსარზე სანტავიკი გადამაწებეს და საავადმყოფოდან გამოვედი, დროა სახლში წავიდე ანალიზების პასუხს 1 კვირაში მოვიკითხავ, მანამდე კი ნოესთვის ჩემი ექიმთან ვიზიტის დამალვა გადავწყვიტე. ტაქსი გავაჩერე, სახლის მისამართი ვუკარნახე და ნოეს ზარს ვუპასუხე -სად ხარ ? -მოვდივარ ნოე... წაიყვანე ნია სოფელში? -კი ახლახანს ჩამოვედი მეც, კარგი პატარავ სახლში გელოდები. -კარგი -გახდილი დაგხვდე თუ? -სულელო... მოვალ მალე გამეცინა და ტელეფონი გავუთიშე სანამ სახლში მივედით ვფიქრობდი რა მოხდებოდა თუ ჩემში აღმოჩნდებოდა პრობლემა... -გოგონა მოვედით -აჰ... ხო ბოდიშს გიხდით ტაქსის მძღოლს თანხა გადავუხადე, დავემშვიდობე და სახლში შევედი... ნოე ქვევით არ იყო ამიტომ ზევით ავედი და ლოგინზე წამოწოლილი ნოეს დანახვისას გამეღიმა.. ჩუმად მივუახლოვდი და პლედი მივაფარე, ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ სიგიჟემდე მიყვარდა ეს კაცი. უკვე გასვლას ვაპირებდი მისი ხმა რომ გავიგე -მომიწექი რაა -მეგონა გეძინა -არა პატარავ გვერდით მივუწექი და მაგრად შემოვხვიე ხელი -წამოსვლა ხოარ უნდოდა ნიაკოს? -არა დეიდაჩემმა ისეთი ტკბილეულობები გაჩითა ლამის მეც იქ დავრჩი, მაგრამ მერე გამახსენდა ყველაზე ტკბილი სახლში რომ მყავდი და აქეთ გამოვქანდი გაეცინა და შუბლზე მაკოცა, მოულოდნელად მისმა ტელეფონმა დარეკა -ხო აბო... არაა... სად ხარ შენ?... ძმა ხარ... კარგი გამოვდივარ ტელეფონი გათიშა და წამოდგა ლოგინიდან -მიდიხარ სადმე? (მოწყენილმა ვკითხე) -მალე დავბრუნდები შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა მეტი არაფერი არ უთქვია... აბო ნოეს საუკეთესო მეგობარია, უკვე მეოთხე თვეა აბო და ანასტასია ერთად არიან რაც ყველას ძალიან გვიხარია... ყოველთვის როცა აბო ურეკავს ასე უცნაურად იქცევა ნოე რა დროც არ უნდა იყოს მტოვებს და მასთან მიდის. ***ნოე*** აბოსთან მალევე მივედი პატარა პარკი გადმომიგდო და გაბრაზებულმა შემომხედა -კარგი რაა ახლა თუ ჭკუა უნდა დამარიგო წავალ იცოდე -იცოდე რომ უკანასკნელია ნოე, მე მეტს ამ საქმეში არ გავერევი -ნუ ატრაკებ რაა, ვცდილობ ძმაო მაგრამ არ გამომდის, ნელნელა ვაკლებ დოზებს ხო ხედავ ცოტახანში კიდევ სულ გადავაგდებ, ძალიან ცოტაც და მოგხსნი ამ ტვირთს. -რაღა ცოტა ტოო ერთი წელი გავიდა, მესმის რომ მაშინ ძველ დროს ლილეს სიკვდილმა გაგანადგურა, მაგრამ ახლა? ანგელოზივით ცოლ-შვილი გელოდება სახლში, შენ არ იყავი ის ადამიანი რომელმაც მანამ არ მოისვენა სანამ წამალი არ გადამაგდებინა? შენ არ მიხსენი ამ ჯოჯოხეთიდან? -გეყოფა რაა, შენც ხომ იცი რომ არ მინდა ასე იყოს -არ ვიცი ნოე... აღარაფერი აღარ ვიცი, რამიკვირს იციი დოზის მიღების შემდეგ ისე როგორ ახერხებ ყოფნას რო თითქოს არაფერი მომხდარა, არ ვიცი როგორ შეგიძლია წახვიდე და ევას სუფთა თვალებს კაიფში უყურო, არ ვიცი როგორ შეგიძლია მეც ასე გამწირო და მაყურებინო თავს როგორ იკლავ... არა ძმაო ამას არ დავუშვებ გესმის? ***ევა*** ვერაფრით ვერ დავიძინე ნოე რომ მოვიდა შუაღამე იყო, მე სამყოფ ოთახში ვიჯექი ტელევიზორთან და ველოდებოდი -არ გძინავს პატარავ? უკნიდან მომიახლოვდა და კისერში მაკოცა -კარგი რაა ნოე როდის დამიძინია შენი სახლში არ ყოფნის ხანს ფეხზე წამოვდექი და ლოყაზე ვაკოცე -გაგიმზადო რამე შეჭამ? -არა ამ საღამოს მხოლოდ დესერტით დავკმაყოფილდები გაეცინა და ხელშიაყვანილი საძინებელში გამიყვანა, ზედა გამხადა მოშიშვლებულ მკერდზე დამხედა და ვნებიანმა ჩაილაპარაკა -საუკეთესო ხარ დილას კარებზე ზარმა გამაღვიძა, ანასტასიას და აბოს დანახვისას გამეღიმა -მოდით მოდით ორივე გადავკოცნე და სამყოფ ოთახში შევიყვანე -სად არის შენი უჟმური ქმარი? _ სიცილით მკითხა ანასტასიამ -ძინავს ჯერ, აბო ყავას ხომ დალევ? -აუ კი რაა ოღონდ მაგარი გამიკეთე მოვფხიზლდე ცოტა -მერე გათენებამდე რომ მოდიხარ იქნებ რა სიტუაციაში ვართ ახალგაზრდა ცოლქმარი _ სიცილით შემოვიდა ნოე ოთახში და ორივე გადაკოცნა -ტასი შენ როგორც ყოველთვის ჩაი ხო? -კი ჩემო ფისუნია _მოსიარულე პოზიტივია ეს გოგო -ნოე დალევ შენ ყავას? -დესერტად თუ დაგაყოლებ კი _ ყურთან ახლოს ჩამიჩურჩულა და მომშორდა ვითომც არაფერი ჩამეღიმა, სამზარეულოში გავედი და წყალი დავადგი ასადუღებლად, ზურგს უკან ნოე შემომყვა ხალათზე დამხედა და სიმკაცრენარევი სითბოთი მომმართა -ადი და გამოიცვალე ყავას მე მივხედავ. გამოვიცვალე და სანამ ქვევით ჩავიდოდი ნოეს დედასთან დავრეკე ნიაკოს მოსაკითხად -დილამშვიდობისა მარი დეიდა როგორ ხართ? -კარგად ჩემო ლამაზო შენ როგორ ხარ? -კი კი... ნიაკომ გაიღვიძა? -კი შვილო ახლავე დაგალაპარაკებ -კარგით ... -დეე _გავიგონე თუ არა პატარა და თბილი ხმა სულში ბედნიერება ჩამეღვარა, საოცრად შემიყვარდა ეს პატარა ანგელოზი... პირველად დედა 6 თვის უკან დამიძახა, მაშინ არ ვიცოდი უნდა გამხარებოდა თუ უნდა მწყენოდა, მახსოვს ჩემთვის ვიყავი ოთახში ჩაფიქრებული დიდი ქალივით რომ მომიჯდა გვერდით "ევა მე ვიცი რატო მოიწყინე მაგრამ ჩემს დედიკოს არ ეწყინება შენც თუ დედას დაგიძახებ, ლილე დედიკომ გამაჩინა და შენ გამზრდი, შენ ხომ სულ ჩემთან უნდა იკო და დაგიძახებ ხოლმე დედას კარგი?" .... -დე არ გესმის? _ფიქრებიდან რეალობაში ნიაკოს ხმამ გადმომიყვანა -კი ჩემო პატარა კი ... როგორ არის დედას ფერია? -კარგად დედი იციი ბებომ რა გემრიელი რაღაცეები გამიკეთა? შენთანაც უნდა გამომატანოს, მომენატრე დე -მეც ჩემო პატარავ... მეც მომენატრე, დე წამოსვლა ხომ არ გინდა? -არა არა, ცოტახანი დავრჩები კარგი? -კარგი ფერია, ბებო არ გააბრაზო -ხომ არ გეწყინება? _ მოწყენილმა მკითხა -არა ჩემო ლამაზო, როცა შენ იტყვი მაშინ წამოგიყვანთ -კარგი დე მიყვარხარ ძალიან -მეც პატარავ ქვევით ჩავედი, ბიჭები გულიანად იცინოდნენ ანასტასია კი გაბუტული იჯდა კუთხეში -შენ მაინც მიშველე რა ევა -წამო წამო დავტოვოთ ბიჭები, მომენატრა შენთან ჭორავი _ გავუცინე და თავით ვანიშნე გავიდეთ თქო ის ის იყო უნდა გავსულიყავით ნოეს ხმა რომ გავიგე -ჩვენს ვნებიან ღამეებზე ჭორაობას გიკრძალავთ _ მკაცრად დაიძახა და მალევე გაეცინა მე კი სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი -წამოდი წამოდი ნუ უსმენ ამათ _ სიცილით 'გამათრია' ოთახიდან ანასტასიამ კარები ჩაკეტა და გვერდით მომიჯდა -მაინტერესებდა და ვეღარ დაგელაპარაკე რაო ექიმმა? -არვიცი ტასუნა ძალიან ვნერვიულობ... 1 კვირაში იქნება პასუხები... შენ და აბო რას შვებით? -რავიცი გოგო მაგიჟებს ეგ ბიჭი, რასაყვარელია ხოლმე იცი? მეშინია ევა რომ ყველაფერი შეიძლება ცუდად დამთავრდეს -ნუ სულელობ რა, მასე ჩემი და ნოეს ურთიერთობის მსგავს განვითარებას ვერასოდეს წარმოვიდგენდით -მოდი ახალგაზრდობა გავიხსენოთ ჩავსელფოთ გამეცინა და ღიმილმომარჯვებული მისკენ მივიწიე სურათის გადასაღებად *** აბო *** ვუყურებდი ევას და ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლება ნოე ამ მდგომარეობიდან დამეხსნა... მოულოდნელად დავსერიოზულდი და მივუტრიალდი -აუ ძმობასგაფიცებ ვერ ვისვენებ და გკითხო უნდა რაა -გისმენ აბო -ევაზე მინდა გკითხო... არ გეშინია რომ შეიძლება დაორსულდეს და შენმა ამ მდგომარეობამ საშინელი შედეგები გამოიწვიოს? -არ დაორსულდება ! _ მკაცრად ჩაილაპარაკა და გაკვირვებულმა გავხედე, კარებისკენ გავიხედე გოგოები ხომ არ მოდიან თქო და ჩუმად მივუბრუნდი -რას ნიშნავს არ დაორსულდება -აბო რა გინდა? _ მობეზრებულად მიპასუხა -მიპასუხე რას ნიშნავს არ დაორსულდება, არ მითხრა რომ ბავშვზე უარი უთხარი ან რაიმე მსგავსი სი..ბა -იმენა ჩემი მოუშორებელი ჭია ხარ _ გაეცინა და ჩემსკენ მოიწია _ კარგი გეტყვი რახან ვერ ისვენებ რომ დამშვიდდე, ორსულობის საწინააღმდეგო აბებს ვურევ დილას მისთვის მირთმეულ წვენში არ ველოდი მსგავს პასუხს და გაოცებული ვუყურებდი -სულ გამო..ევდი? -აბა რავქნა საკუთარ ცოლთან სექსი არ მქონდეს თუ ვუთხრა ნარკომანი ვარ და მეშინია ბავშვი დეფექტით არ დაიბადოს თქო _ გაბრაზებულმა ადგა და სიგარეტს მოუკიდა -ეგოისტი ხარ ძმაო ... ასეც ვიცოდი როცა გავიგე რომ ევა ექიმთან აპირებდა წასვლას მივხვდი რომ შენში იყო პრობლემა და არა მასში... ეგოისტი ხარ ნოე რადგან წარსულით ცხოვრობ... მოკვდა ლილე გესმის? დაიწყე უკვე ახალი ცხოვრება, აღარ ხარ მარტო ნიაკო და ევა გყავს... -მოიცა რას ნიშნავს ეს ... ევა ექიმთან იყო? _ ხმაშეცვლილმა მკითხა -კი ძმაო შენი ცოლი ექიმთან იყო რომ გამოეკვლია მისი თავი სრულიად რადგან ყველა კვირაში სიხარულით ამოწმებს ფეხმძიმობის ტესტებს მაგრამ ამაოდ -საიდან მოიტანე ეს სისულელე? -ანასტასიას წამოსდა შემთხვევით, ვიცი რომ არ უნდა მეთქვა მაგრამ მეცოდება... მეცოდება ეს გოგო შენ გვერდით ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი და ბაღში გავედი მთლიანი თავი წამეშალა მეგობრებო და არ ვიცი ეს როგორი გამოვიდა იმედია მოგეწონებათ ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.