შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური განათლება 3


7-11-2017, 12:06
ავტორი თაკუნა86
ნანახია 3 560

შინ ყოველთვის დედა მელოდა, სხვა არც არავინ ნგამაჩნდა. მამა 14 წლის ასაკში გარდამეცვალა და სწორედ მაშინ დაიშალა ჩემი ოჯახი.მამა აღარ მყავდა, ჩემი უფროსი და საზღვარგარეთ წავიდა და დღემდე იქ მოღვაწეობს. საერთოდ რანაირი დობა გვაქვს ესეც ვერ გავარკვიე. ჩემზე 5 წლით უფროსია ეკა, რომელსაც ჩემზე მეტი შეგნება უნდა ჰქონოდა დედა ასეთ დროს არ მიეტოვებინა, მამის გარდაცვალებიდან წელიც არ იყო გასული ევროპაში გავარდა.

-- მე არ შემიძლია... არ არის ამ საქართველოში პერსპექტივა, წინსვლა... უნდა წავიდე -- გამოუცხადა ძაძებში გამოწყობილ დედას
-- ეკა, შვილო.. რას ამბობ?!-- გაოგნებული და მუდარით სავსე თვალებით ჰკითხა.
დედაჩემი არრასოდეს ყოფილა მკაცრი მშობელი.ლმობიერი, მოსიყვარულე და ნაზი იყო, ხოლო როდესაც ასეთი ადამიანი მარტო რჩება ამხელა სამყაროში ორი შვილით ალბათ რთული წარმოსადეგი არ იქნება როგორ შეშინებული იქნებოდა.
--დედა არ შემიძლია.. მე აქ შემთხვევით დავიბადე გესმის?!არ არის საქართველო ის ადგილი სადაც მე კარგად სეიძლება ვიგრძნო თავი... გამიგე რა...-- მაღალი ხმით ესაუბრებოდა დედას და ასე ცდილობდა კითხვების დასმა არ დაეწყო დედას
--ეკა.. ცოტახანი...
--არც ერთი ხანი... 1 კვირაში მივფრინავ ყველაფერი მზად მაქვს -- კატეგორიული ტონი
-- რა ეგოისტი ხარ!-- ვუთხარი მე.
-- შენ რა გინდა ვაფშე??-- ცივად გამომხედა. ხანდახან მეგონა არ ვუყვარდი, მარტო მე კი არა, არავინ არ უყვარდა იმდონის ცივი უხეში და ეგოისტი ადამიანი იყო.
-- რაც მინდა... ეგოისტი არსება ხარ... ხო არსება ზუსტად.. შენ რომ ადამიანი იყო ადამიანურად მოიქცეოდი და ამ ქალს ჯერ ასეთი ტონით არ დაელაპარაკებოდი და რასაც ლაპარაკობ არც იმას ილაპარკებდი..წასულა გინდა?!... მიბრძანდი... არავინ გიჭერს
-- შენ ხომ არ აფრენ?? -- თავდასხმაზეგადმოვიდა-- ლაწირაკო ბავშვო დაეტიე შენს ადგილას და თუ კი მოგცემენ სიტყვის თქმის უფლებას მაშინ შეგიძლია ამოიღო ხმა
-- უფლებას?! -- ავენთე -- ვისგან უნდა ავიღო ნებართვა???.. შენგან?..
-- თუნდაც -- სავარძელს მოუახლოვდა და თავზე დამადგა... წამოვდექი
--შენ... შენ ვინ ხარ?!-- შევყვირე -- ეგოისტი თვითმოყვარე რომელიც არავიზე და არაფერზე ფიქრობს საკუთარი თავის გარდა, რომელსაც "" არ აქვს პირისპირ დაუდგეს პრობლემებს და გარბის! ადამიანი რომელიც უარს ამბობს საკუთარ ოჯახზე... მე შენ??,,, არა.. ჩემი ოჯახის წევრი რომ იყო კი მაგრამ უკვე აღარ ხარ
-- ნატა დედა გაცერდი -- დედამ ტირილით მთხოვა
--გავჩერდე!-- მეწყინა მისი შეჩერება.. -- არა დედა .. ყელში ამოვიდა მისი ხუშტურები... --მივედი და მუხლებთან ჩავიცუცქე -- გაუშვი... ხომ ხედავ არ უნდივართ... წავიდე და აკეთოს რაც უნდა.. მამას ხსოვნაც კი ფეხზე კიდია
--გოგოოო-- დაიღრიალა ეკამ
--რა გოო?! -- წამოვხტი და ძალიან ახლოს მივვარდი. მიუხედავად ასაკისა სიმაღლით მაღალი ბავშვი ვიყავი და თითქმის პირისპირ გავუსწორდი.-- რა გოგო აბა?! შემეწინააღმდეგე და დამიმტკიცე რომ გიყვარს, გამახსენე მომენტი როცა შენ გამოხატავდი სიყვარულს.. ვინმეს მიმართ მაინც გამახსენე... -- დავიღრიალე
არ ვიცი მიხვდა თუ არა რომ მართლა არა ადეკვატური ვხდებოდი და აზრი არ ჰქონდა ჩემთან საუბარს თუ არ ჰქონდა პასუხი, მაგრამ სიტყვის უთქმელად გავიდა ოთახიდან.
ევროპაში წასვლამდე არ გვქონია არც კონტაქტი არც საუბარი თავს ვარიდბდით ერთმანეთს, მაგრამ ამით დედა უფრო ზიანდებოდა. პოზიციების დათმობას კი არც ერთი ვფიქრობდით. მონაცვლეობით მიმოვდიოდით სახლში. თუ სამზარეულოში შევიდოდი და იქ იყო გამოვტრიალდებოდი და რომ აღარ იყო მაშინ შევდიოდი.
მე მიყვარდა და მიყვარს ეკა. მიუხედავად თავისი ეგოისტური ცივი პრინციპებისა ვიცოდი რომ ის ამ ფაქტორებში მალავდა თავის სიყვარულს. არსებობენ ადამიანები ვისაც არ შეუძლიათ სითბოს გამოხატვა და ზუსტად ასეთი იყო ჩემი დაც. გარეგნულად საკმაოდ ვგავდით ერთმანეთ და უფრო მეტად წლების მატებასთან ერთად გადავემსგავსე. ორივეს მაღალი მოხდენილი თანი წაბლისფერი თმა და თითქმის ერთნაირი ნაკვთები.
გამგზავრების წინა ღამეს თავად მესტუმრა ოთახში
-- ნატა... არ შემიძლია.. მე ამ ხუთვას ვერ გავუძლებ.. ნუ გაბრაზდები...-- ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა და თავის გამართლებას არ დავარქმევ უფრო ახსნა განმარტებას გავდა მისი საუბარი
--მე არ ვბრაზდები... რაც გინდა ქენი..
-- ხომ იცი რომ მიყვარხარ..
-- ვიცი... მეც გიყვარვარ და დედაც ვიცი კი... ზუსტად ამიტომ გვტოვებ... მაგარი ხარ..
--ასეა საჭირო მერწმუნე..
--კარგი-- აღარაფერი მითქვამს. არ მინდოდა ამხელა გზაზე დარდი გამეყოლებინა მისთვის, მაგრამ ახლაც კი მახსოვს ის პერიოდი, სანამ სკოლას დავამთავრებდი.. უსუსური დედაჩემი როგორ წვალობდა, ღმერთის წყალობით ახლა უკვე საკუთარ თავსაც და დედასაც მე ვხედავდი.მართალია ეს ცემი პირველი პროფესიული სამუშაო იყო მაგრამ 16 წლიდან არ ვთაკილობდი არცერთ სამუშაოს... ოღონდაც დედასთვის ყოფა და გაჭირვება შემემსუბუქებინა,,, ვჩქარობდი გაზრდას და მელეცვე გავიზარდე
2 ოთახიან ბინაში დედა სამზარეულოში იჯდა და მე მელოდა ყოველთვის... არ ავდმყოფობდა მაგრამ ვხვდებოდი დარდი ასუსტებდა. ეკა იშვიათად მაგრამ მაინც გვეხმიანებოდა ხოლმე... ჩემი და მისი საუბარი ძალიან ოფიციალური იყო მოკითხვა და ვსო... ამით მთავრდებოდა საუბარ... თითქოს რაღაც ბარიერი იყო აღმართული ჩვენს შორის მაგრამ დამოკიდებულება იგივე იყო.. მიყვარდა და მენატრებოდა...ერთი ორჯერ ფულიც გამოგვიგზავნა თავისი სურვილით.. არც მიუარყვია მისი დახმარება და არც მადლობა მითქვამს... არ ვიცი ალბათ ცუდად მოვიქეცი მაგრამ გულახდილ საუბარს ვერიდებოდი თითქოს


--გისმენთ-- მობილურს დავწვდი როდესაც სამზარეულოში ჩაის მივიღტმევდი აწკრიალდა
-- საღამო მშვიდობისა ნატა -- ვაჟა იყო
-- დიახ გისმენთ ბატონო ვაჟა -- გამიკვირდა
-- როგორ ხარ?
-- გმადლობთ კარგად!.. თავად? ხომ კარგად ხართ?
-- კი კი მადლობა -- ტელეფონში პაუზაა
-- მოხდა რამე? გნებავთ რამე?
-- შეგიძლია ახლა მაინც თქვენობით არ მელაპარაკო?არაფერი ისე მოგიკითხე.. მშვიდობიანი ღამე ...-- გათიშა (ეჰეე აქ რაღაცა ამბავია...)გავიფიქრე


აბა როგრია??



№1 სტუმარი ნაინა

ძალიქნ კარგია მაგრამ რა არის ვა ეს"ნაფლეთ ნაფლეთები"????????????ეს ხუმრობით დადე რ ცოტა დიდი თავები????????

 


№2 სტუმარი სტუმარი Lika

Dzalian kargia magram cota ganavrce DA tavebis raodenoba gaadide dzalian patarebia

 


№3 სტუმარი სტუმარი თათუ

საშუალოზე კარგად წერ. გრამატიკული შეცდომებით არაა ტექსტი დატვირთული და ძალიან მიხარია.
მაგრამ ძალიან მშრალად ყვები..
ანუ რაღაც კონკრეტულზე საუბრობ და ვსიო.
განავრცე რა და ცოტა მეტ რამეზე მოყევი ერთ თავში ❤️
წარმატებები

 


№4  offline წევრი mimimimo

არ მომწონს.
პირველ თავთან შედარებით
ეს უფრო ცუდია.
მოცულობაც პატარაა
და
უაზროა დიალოგები
არაფრის მომცემი
და
სათაურს აცდენილი.
იმედია შემდეგი უკეთესი იქნება.
წარმატებები!

 


№5 სტუმარი სტუმარი Fff

Didebi dade dzaan patarebia

 


№6  offline წევრი თ.მ

ცოტა ვრცლად დაწერე და ეს თავი ცოტათი მშრალი იყო.

 


№7  offline წევრი თაკუნა86

ამ თავს ვერ ავრევდი სხვებთან იმიტომ რომ შემდეგ სხვა ამბები ხდება აქ უბრალოდ ამ გმირის დახასიატების მსგავსი ქვეთავი გავაკეთე. ეხლა გავამძაფრებ უკვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent