შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„გახდი ჩემი სვანი“ (4)


7-11-2017, 23:29
ავტორი pekhshvela
ნანახია 4 002

ზრუნვა ეს არის ის რაც ადამიანს ყველაზე მეტად ჭირდება. ადამიანი გვერდში ვინც შენზე იზრუნებს და ყოველთვის დაგიცავს, შეძლებისდაგავარად ყველა საფრთხეს აგაცილებს თავიდან. ახლა ამ მომენტში მე ის ყველაზე მეტად მომწონს , მზრუნველი ლევანი. მახსენდება მისი ტუჩების შეხება და ერთიანად ვწითლდები მეწვის ყველაფერი შიგნით და ეს უბრალოდ ამაღელვებელია. ვუყურებ ლევანს და მგონი ვგიჟდები, ასე როგორ შეძლო სულ ახალ გაცნობილმა ადამიანმა ამდენი ემოცია და სასიამოვნო შეგრძნებია გამოეწვია ჩემში. პიცა წინ დამიდო და თვითონაც მაგიდას მიუჯდა. ხელით აიღო პიცის ნაჭერი და პირთან მომიტანა. გაოცებული ვუყურებდი. თვალი გამიშტერდა მის სახეზე და მის თვალებში ჩავიკარგე. უნებურად მის ნებას ვყვებოდი და პირი გავაღე, პიცას პატარა ნაჭერი მოვაკბიჩე და ისიც გაღიმებული მიყურებდა..
-ესე რაა, ასე არ ჯობია კესანე?
-კარგი რა აზვიადებ, ისეთი არაფერია ხო ხედავ. ნახე შემიძლია ჩემით ჭამა. პიცის ნაჭერი ხელიდან ამოვართვი და გემრიელად ჩავკბიჩე. ლევანი მიყურებდა და ეცინებოდა. საერთოდ მეუბნებოდნენ რომ გემრიელი ჭამა ვიცოდი. მთელი გრძნობით და ემოციებით.
-ძალიან სასაცილო ხარ როცა ჭამ. არ წყვეტდა სიცილს. მის სიცილზე მეც მეცინებოდა მაგრამ ვაგრძელებდი გემრიელად ჭამას.
-აუ კაი ნუ დამცინიი
-კაი კაიი არ გამიბრაზდე ჭამე მიდი.
-რა ხელი მაქვს მოკლედ.
-დაგმშვენდებოდა სვანის ქალობა.
-აჰაამ. დავეთანხმე და გავუღიმე.
-წაგიყვან და დაგიტოვებ სვანეთში.
-თამამი ნათქვამიია!
-ვითომ არ გინდოდეს. ირონია გაეპარა ხმაში, რომელსაც ასე ძალიან ვერ ვიტანდი.
-მე? და შენთან რატომ უნდა მინდოდე? ორი დღის გაცნობილთან თან
-აბა რატომ ღელავ და რატომ კრთი მაშინ როცა სულ ოდნავ გეხები?
-ხო სულ ოდნავ , სუულ ოდნავ ხომ? რა სითავხედეა!
-ის რასაც შენი ბაგეები არ ამბობს კესანე ამბობს სხეული ეგ იცოდე!
-მერედა რას გეუბნება ჩემი სხეული?
-აი ამასს..
ჩემსკენ გადმოიწია და ტუჩის კუთხეში მაკოცა. თვალები ვჭყიტე რასაც ქვია. ჯერ ბიჭთან კოცნაც კი არ მქონია და ამან ახლა თითქმის მაკოცა. ბევრი აღარ უკლდა რომ ჩემს ტუჩებს მთლიანად დაუფლებოდა. ჭარხალი კი არა ახლა უკვე მთლიანად ცეცხლი მეკიდა, შიგნიდან თუ გარედან.
-როგორ ბედავ , შენს თავშიი დარწმუნებული იდიოტი ხარ!
-ვიცი რომ მოგწონვარ კესანე, ამას ვგრძნობ და რატომ არ აღიარებ?
-ეს არის შენი სვანობა? ეს არის შენი კაცობა? ჩემ გრძნობებზე თამაშობ?
-უბრალოდ ინსტინქტებს მივყვები.
-ხოდა შენს ინსტინქტებს უთხარი თავი დამანებოს. არ მომწონხარ და საერთოდ ჩემთვის არავინ ხარ! ერთიანად გაცეცხლებული გავვარდი გარეთ. ესრა იყო? ჩემს თავს ვეკითხებოდი. ერთიანად არეული ვიყავი. გრძნობა არეული. მომწონდა მაგრამ არ ვაღიარებდი. გავჯიუტდი თუმცა არც ის იყო მართალი. საერთოდაც ვერ ვხვდებოდი რა არ მსიამოვნებდა მისგან? მისი ყურადღება ხომ მსიამოვნებდა? მასთან ყოფნაც ხო მსიამოვნბდა? თუნდაც მისი შეხება. მაგრამ არა არ შეიძლება გოგოს გრძნობებზე ასე ითამაშო. ეზოში გავედი და იქვე კესაანებთან ჩამოვჯექი. ვუყურებდი და ვმშვიდდებოდი. მხოლოდ კესანეებს შეეძლოთ ჩემი დამშვიდება. მისი ნაბიჯების ხმა რომ გავიგე თავი ჩავხარე არ მინდოდა მისთვის შემეხედა.
-კარგი რა კესანე ბავშვობ!
-შენ კიდევ ზედმეტი მოგდის!!
-კარგი მაშ მიიწიე კესანეებთან სალაპარაკო მაქვს.
გაკვირვებულმა მივიწიე და გვერდზე მომიჯდა. ჩემსკენ არც მოუხედავს. მიწიდან ამოიღო ყვავილი და ფერება დაუწყო. თან ელაპარაკებოდა, მეც ჯიქურ გვერდზე ვიხედებოდი მის საპირისპირო მხარეს. მაგრამ ისე ვუსმენდი მის ხმას თითქოს რომელირაცა სასიამოვნო მუსიკას.
-კესანეებო ხედავთ? მაგიჟებს ერთი გოგო. კესანებივით კესანეა! კესანეებივით ნაზი და სათუთია. ისე მომწონს როგორც თქვენ მომწონხართ კესანეებო.
გამაგიჟებს ეხლა ეს ბიჭი. ვფიქრობდი და მეცინებოდა მის სიტყვებზე. ვეღარ ვიგებდი ისევ მაიმუნობდა თუ სიმართლეს იძახდა.
-მაშ ასე ხომ ? ისევ აგრძელებ ჩემს ნერვებზე თამაშს? კარგი ხვალვე დაველაპარაკები ბატონ დავითს რომ აღარ მინდა თქვენტან ერთად მუსაობა ბატონო ლევანნ.!
წამოვხტი და სახლისკენ გავიქეცი. მინდოდა საძინებელში ჩავკეტილიყავი და მისი სიფათი არ დამენახა. ვიგრზენი როგორ გამომეკიდა. ფეხს ავუჩქარე და სასწრაფოდ საძინებელში ავირბინე. კარი მივკეტე და საწოლზე ჩამოვჯექი. სუნტქვა გახშირებული ვდდილობდი ყველაფერი გადამეხარშათავში თუმცა არაფერი გამოდიოდა. მე ის მომწონდა ეს წამოხუშტურობები ისევ მე მაზარალებდა. არ ვაძლევდი რძნობებს გასაქანს, განა რა მინდოდა ამის მეტი? ის ხომ სვანია სვანი და სიტყვებით სიყვარულს ხომ არ დაგიწყებს კესანე ვეუბნებოდი ჩემს თავს. ლევან კართან იდგა და მეხვეწებოდა გამიღეო. ჯერ წყნარად შემდეგ კი მის ტონს სიმკაცრე დაეტყო და კარებს მუშტი დაარტყყა თითქოს შემეშინდა , ავკანკალდი უნებურად, ამეტირა. რა მატირებდა? ის რომ ჩემს გულში ვიღაც შემოიჭრა? ტანაც სვანი? თუ მეშინოდა? რისი სიყვარულის? ფაქტია სულელი ვარ.
-კესანე გამიღე კარები, იცოდე შემოვამტვრევ! ხმას არ ვცემდი. ამ გადარეულმა სვანმა მართლაც შემოამვტრია კარი. დამინახა საწოლზე მჯდარი როგორ ვეხუტებოდი ბალიშს და ვტიროდი. იმწამსვე შეეცვალა სახის გამომეტყველება. დასევდიანდა მისი თვალები. დასჯილი ბავშვივით საწოლის კუთხეში ჩამოჯდა და თავი დახარა..
-ნუ ტირი! ეს ერთდროულად ბრძანებაც იყო და ზრუნვაც.
-ესეც ამიკრძალე.
-მე არ მინდა რომ ტიროდე! არ მინდა ჩემს გამო ტიროდე! გეშინია?
-კი
-რისი?
-არ ვიცი..
-მისმინე მე არ ვთამაშობ შენს გრძნობებზე!
-აბა რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
-სულ ვერაფერს ვერ ხვდები ხომ?
-ვერა ვერ ვხვდები. ამიხსენი
-სულ ტყუილი ყოფილა ეს შენი სიყვარული სვანების მიმართ.! წყენა დაეტყო ხმაში
-ეგ მეორედ აღარ გაიმეორო.
-აბა იმას ვერ უნდა ხვდებოდე რომ სიტყვებით არ შემიძლიია? იცი რას ნიშნავდა ის საუბარი კესანეებთან ჩემთვის? იცი საერთოდ სხვებთან როგორი ვარ? იცი საერთოდ ვისთვის ვიმეტებ ამდენ სიტყვებს?
-სერიოზულად? გული მითბებოდა მისი სახის დანახვისას. უკვე ვგრძნობდიი სვანის „გრძნობებს“
-სერიოზულად კესანე. როგორც იქნა შემომხედა თვალებში სვანმა. იქ იმ სიმკაცრეში, იმ თითქოს სიცივეში ჭინკები დარბოდნენ, სიცოცხლის ნაპერწკლები და ელავდა მისი თვალები გრზნობებისგან. განა სიტყვებია ყველაფერი? განასიყვარულს სიტყვები სჭირდება? ან ამდენი ფიქრი? ან უნდა იგრძნო ან არა და მე ვიგრძენი. რა გამეკეთებინა მეთქვა? არა! მისკენ მივჩოჩდი და გულში ჩავეკარი უკვე „ჩემს“ სვანს . ყველა უჯრედი თბებოდა, სხეულის ყველა ნაწილი. გული და სული გამითბო სვანმა. ხელები მაგრად შემომხვია და უფრო ძლიერად ჩამიკრა გულში. ეს ჩახუტება იყო ყველაფერი. არცერთს არ ამოგვიღია ხმა. სიჩუმე გვავსებდა. ის ამბობდა ყველაფერს ჩვენს მაგივრად. და საერთოდ რა საჭირო იყო სიტყვები? მტავარი იყო ჩვენი სხეულები გრძნობდნენ ყველაფერს. გული გრძნობდა. ხომ სიგიჟეა? ნამდვილი სიგიჟე. ამდენი წინააღმდეგობის და ფიქრის მიუხედავდ ვგრძნობდი რომ ის იყო „ჩემი სვანი“. ის იყო ჩემს ჩანახატში დაწერილი უშბა. უშბა ორი იყო ერთი სვანეთში მარად მდგომი და მეორე ჩემი სვანი ჩემი ლევანიი. ყოველთვის ვიცოდი სასწაული იქნებოდა სვანის სიყვარული. და აი ახლა ასე სასწაულად იკიდებდა ფეხს ეს სიყვარული! და ყოველთვის ასე იქნებოდა ქმედებით ნათქვამი გრძნობა!
-ის რასაც ვერ იტყვის ბაგე იტყვის შენი სხეული. მის გულტან ვთქვი მისი სიტყვები და ბედნიერების თბილი ბურთულაც გადმომვარდა.
-ხომ.. ქმედებით ნათქვამი გრძნობა.
-მიშგუ მუშვან ( ჩემი სვანი)
-სი მიშგუ მიჟ ხი კესანე! (ჩემი ამომავალი მზე). დიდხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები. ერთმანეთს ვგრძნობდით და არ გვინდოდა მოწყვეტა ერთმანეთისგან. როგორც იქნა მოვწყდით ერთმანეთს. თავისი თლილი თითებით თმები გადამიწია და ლოყაზე ჩამომსვა ხელი, მოფერება იყო ეს ყველაფრის გამოხატულება. თვალებში მიყურებოდა თითქოს იქ სურდა დარცენა, ისე თითქოს იქ იდებდა ბინას და მეც ზუსტად იგივეს ვაკეთებდი. ვრცებოდი მის ღამისფერ შავ თვალებში. თმებში უკნიდან ხელი შემიცურა რაზეც დამბურძგლა , თავისი დიდრონი ტუჩები მომადო შუბლზე თითქოს იმ ადგილზე თბებოდა ცოტახანს ედო ასე და შემდეგ ოდნავ მაკოცა. სახეზე ღიმილი მემატებოდა და მემატებოდა. ეს სასიამოვნო შეგრზნებები ჩემს მუცელში მოსვენებას არ მაძლევდა , მთელი ფლორა და ფაუნა იბრძოდა ჩემში. და ისევ უსიტყვოდ ჩავეხუტე მასე. უკვე დიდი დრო იყო გასული. ღამის 3 სრულდებოდა უკვე. თუმცა არცერს არ გვინდოდა ძილი. ლევანი თითქოს ჩაფიქრდა და უეცრად გაეცინა.
-რა გაცინებს ჩემო? ღიმილით ვკითხე
-ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა.
-ხო მაგაზე მეც მეცინება. რა იფიქრე ისე რო დამინახე? ამ დაბნეულ გოგოს აქ რა უნდაო?
-არაა არ მიფიქრია ის რო დაბნეული იყავი
-აბა?
-შენი უკმეხი პასუხის მერე გამეფიქრა შენზე.
-ხოდა რა გაგეფიქრა კაცო თქვი. გავუცინე სული დამელია ლოდინსი სანამ იტყოდა.
-რა და ამას მოვარჯულებდი სიამოვნებითთქო. შენ რა იფიქრე?
-შენი თავაჯერებულობის და ირონიის შემდეგ რა უნდა მეფიქრა? მოვარჯულებდი სიამოვნებითთქოო. ეს სიტყვები ვუთხარი და ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-ორივე მოსარჯუებლები ვყოფილვართ.
-ხოომ. სიცილით ვუპასუხე და მის თლილ თითებში შევაცურე ოდნავ ჩემი წვრილი თიტები. თავისი დიდრონი ხელით მთლიანად მოატავსა ჩემი ხელი თავისაში. ისე მკიდებდა ხელ თითქოს ეშინოდა ჩემი გაქცევის, თითქოს ვიღაც ართმევდა. ისე ეჭირა თითქოს მარადიულად უნდა დავეტოვებინე თავისტან.
-კესანე შენი ძილის დროა. დილით თბილისში ჩავიდეთ. ცოტა დაისვენე სახლში. თუ რამე საქმე გაქ მოაგვარე. ღამე გავალთ სვანეთისკენ.
-არ მეძინება.
-იცოდე ვერ ადგები ხვალ და გზაშიც გადაიღლები მერე.
-არაუშავს. შენთან მინდა ახლა ყოფნა. ახლა რა დამაძინებს. ამდენი ემოციით სავსე.
-ჩემი გიჟი გოგო. მაშ მოდი ჩამეხუტე.
საწოლზე გადაწვა ბალიშს თავი დაადო და მიმანიშნა მასთან მივწოლილიყავი და მივხუტებდოდი. მის ნებას დავყევი და მივუწექი მეც მორცხვად რაზეც კვდებოდა სიცილით.
-მოდი გოგო ნუ გრცხვენია, არაფერს გააკადრებ ხომ იცი. არასვანურია. გაეცინა.
-ნუ ხარ სულელი არც მიფიქრია
-ხოდა თავისუფლად. ჩვენ აღარ ვართ ერთმანეთისთვის უცხოები .
თავი გულზე დავადე და მეორე ხელი ძლიერად შემოვჭიდე მის სხეულს. სხეულს რომელსაც მტელი ცხოვრება არ მოვშორდებოდი არცერთი წამით!!!




ჩემო სიყვარულებო ^^ :დ იმედია მოგეწონათ^^



№1  offline წევრი Mariam Shengelia_3

სითბოთი ავივსე❤
ჭკუამეკარგება მთის ხალხზე და ეგოიატურად მომწონს მსგავსი მოთხრობები❤
ცოტა თავები გაზარდე რა
კარგიხარ❤❤

 


№2  offline წევრი naniko mindia

Dzalian kargia ♡♡warmatebebi
--------------------
lomidze

 


№3 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketesoa❤❤❤

 


№4  offline მოდერი pekhshvela

მე კიდევ თქვენი სიტყვები მათბობს და მავსებს. მადლობა თქვენ ამისთვის <3

 


№5 სტუმარი სტუმარი Chikochiko

ძალიან ლამაზი თხრობის სტილი გაქვს. სასიამოვნოდ იკითხება. როგორ გეტყობა სვანების სიყვარული❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ყოჩაღ smile სვანებს შენც ხომ არ იცნობ კარგად?ასე კარგად რომ წერ?ველი ახალ თავს
heart_eyes
--------------------
ლანა

 


№7  offline მოდერი pekhshvela

როგორ მიხარებთ გულს ნეტქიცოდეთ<3 სვანები ჩემი სამყაროა ჩემი სამოთხე. ^^^

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიმეეეე სვანურს მოვკარი თვალიიიი... აუ მინდა სვანური მასწავლეთ რაააააააააა :,(
ძალიან კარგი იყო.

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

pekhshvela
როგორ მიხარებთ გულს ნეტქიცოდეთ<3 სვანები ჩემი სამყაროა ჩემი სამოთხე. ^^^

kissing_heart heart_eyes kissing_heart
--------------------
ლანა

 


№10 სტუმარი სტუმარი Nuki

Axals velodebit sulmoutqmelad

 


№11 სტუმარი სტუმარი Nuki

Rato agvianebt asee? Gaagrdzelet ra

 


№12 სტუმარი სტუმარი Nuki

Agar gaagtdzelebt am Romans?

 


№13  offline მოდერი pekhshvela

მოკლედ ხალხო ძალიან დიდი ბოდიში რომ ვაგვიანებ მაგრამ დღეს ცოტა მოგვიანებით დავდებ. პრობლემები მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახლა კარგად ვარ დაგიბრუნდებით. თურა თქმა უნდა შემორჩით ისევ :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent