უჩვეულოდ..
უჩვეულოდ.. ჩემი ცხოვრების ნამდვილი და ერთადერთი ისტორია შენ ხარ... იმ დღეს უჩვეულოდ წვიმდა, ასე არ იცოდა ტირილი თბილისმა, მერე ასევე უჩვეულოდ გამოანათა ვარდისფერმა მზემ და ასევე უჩვეულოდ დათბა... იმ დღეს უნებურად გამკრა გულში რაღაც ამოუხსნელმა და გული ამიჩქარა.. მივუყვებოდი და ვფიქრობდი რომ ერთ დღესაც შეიძლება აღარ ვიყო... აღარ ვიარსებოდა და ჩემი სახელიც ნამტვრევებად იქცეს... იმ დღეს ქარმა დაუბერა, უჩვეულო ქარმა და ეს არ იყო ცივი, ყინულივით ცივი ქარი, ისეთი თბილისში რომ იცის ხოლმე. იმ დღეს ქარმა დაუბერა, თბილმა, ნაზმა, სასიამოვნოდ, გულში შემოაღწია და გაირინდა... ის დღეც არ იყო უჩვეულო.. იმ დღეს შენ ჩემთან მოხვედი, ისე როგორც იცოდი ხოლმე, ჩვეულად წინ მომიჯექი და მითხარი: -შენ ჩემი ცოლი გახდებიო! სხვა რა გზა დამრჩენოდა, ჩემს მაგივრად პასუხი გულმა გაგცა და მე არაფერს შემკითხვია... რამდენი რამ გვქონდა ჩემი საყვარელო დაგეგმილი არა? ჩვენ უნდა გვემოგზაურა, უნდა გვენახა ის რაც სხვებს არ უნახავთ.. უნდა მოგვესმინა ის რაც სხვებს არ მოუსმენიათ.. ჩვენ უნდა გვყვარებოდა ერთმანეთი ისე, როგორც სხვებს არ ყვარებით, ჩვენ სიყვარულში ახალი რამ უნდა აღმოგვეჩინა, ჩვენ ჩვენი სიყვარულით ახალი ისტორია უნდა დაგვეწერა, აი ისეთი სიყვარული, სამუდამოდ რომ ცოცხლობს ხოლმე.. ჩვენ უჩვეულო წყვილი უნდა ვყოფილიყავით, უჩვეულო ისტორიით... ისე უჩვეულოდ უნდა შეგვყვარებოდა ჩვენ ერთმანეთი, როგორც არვის, არასდროს.. ჩვენ ერთმანეთის ტკივილები და ჭრილობები უნდა შეგვყვარებოდა.. ჩვენ ერთმანეთის გული უნდა დაგვენახა, და როცა უჩვეულოდ აფორიქდებოდა უნდა დაგვეწყნარებინა.. ჩვენ ერთმანეთის თვალებში უნდა დაგვენახა ის უჩვეულო სევდა.. ჩვენ უნდა მოგვერჩინა ერთმანეთის უხილავი იარები... როცა უჩვეულოდ მხარზე თავს დავადებდით ერთმანეთს, უთქმელად უნდა გაგვეგო ერთმანეთის ჩემო ძვირფასო.. უჩვეულოდ უნდა გაგვეგო ერთმანეთის, ჩემო ძვირფასო.. უჩვეულოდ... იმ დღეს უჩვეულოდ წვიმდა, ასე არ იცოდა ტირილი თბილისმა, მერე ასევე უჩვეულოდ გამოანათა ვარდისფერმა მზემ და ასევე უჩვეულოდ დათბა... იმ დღეს უნებურად გამკრა გულში რაღაც ამოუხსნელმა და გული ამიჩქარა.. ეს დღე ჩვენი ქორწილის დღეა, ისეთი დღე მეორედ რომ აღარ განმეორდება.. უჩვეულო და ერთადერთი დღეა.. ეკლესიაში მივდივართ და ჯვარს ვიწერთ.. უჩვეულოდ ტრიალებს თავში, გულში სიამოვნების გრძნობები... ხელს ვაწერთ და ბეჭდებს ვცვლით.. უჩვეულოდ მეხება და შენი ნაზი, ნატიფი თითები და კიდე ერთხელ იწყება გულის ჩვეული აჩქარება.. მერე აღარაფერი მახსოვს, რადგან გაკოცე და როცა თვალები გავახილე, ცის კიდეზე შენთან ერთად ვიჯექი, თავი შენს მხარზე მედო და თავს ყველაზე ბედნიერად ვრძნობდი.. უჩვეულოდ შემომაწვა სევდა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სადღაც უნდა წავსულიყავი და დამეტოვებინე.. გულმა გაშმაგებით დაიწყო ფეთქვა, ძალიან, უზომოდ მომინდა მეყვირა, რომ არ მინდოდა მე შენი დატოვება, მზად ვიყავი მთელი ცხოვრება, მთელი ჩემი ცხოვრების წუთები ასე გაგვეტარებინა, ოღონდ მე შენ არ დამეტოვებინე.. მზად ვიყავი ჩვენი ყველა ოცნება, სადღაც ჯანდაბაში გამეშვა, მაგრამ შენ, შენ ვერ დაგტოვებდი, ასე უჩვეულოდ წყნარს, ასე მშვიდს... არ შემეძლო წავსულოყავი და მხოლოდ მოგონებები დამეტოვებინა.. დღეს ჩვენი ქორწილის დღე იყო და იმ ქარმა, ძალიან თბილმა ქარმა დაუბერა და ყველაფერი ისე აურია, რომ დალაგება შეუძლებელი გახდა.. ისე უჩვეულოდ დაუბერა იმ წითელმა ქარმა, რომ ჩვენი ოცნები ნაფრქვევებად აქცია ჩემო საყვარელო... იმ ოცნებებიდან მხოლოდ შენღა გხედავ, დანარჩენი ნისლს დაუფარავს, მაგრამ შენი იცი საყვარელო, რომ ბედნიერებისთვის შენც კი მეყოფი.. შენი თვალები, შენი ხელები მე იმდენ ხანს მეყოფა სანამ ვიცოცხლებ.. ვერ დაგივიწყებ ჩემო საყვარელო, შენ ჩემი უჩვეულო გამონაკლისი ხარ.. დღეს ჩვენი ქორწილის ბოლო წუთებია და მე მივდივარ, იმიტომ კი არა რომ აღარ მიყვარხარ, არა ძვირფასო, არც კი იფიქრო, მე უბრალოდ ცუდად არ და ვკვდები, ჩემი სიცოცხლის წუთები, წამებიც კი დათვლილია და რა კარგია რომ ამ დროს უშენოდ არ ვატარებ... არც კი იფიქრო რომ მე შენთან არ იქნები, როცა დაგჭირდება თვალებშიც ჩაგხედავ და ხელსაც ჩაგკიდებ, შენს გულსაც მოვუსმენ და როცა მარტო იქნები და ჩემზე იფიქრებ მე მოვალ და თავს დაგადებ მხარზე, აი ისე როგორც ახლა შენ.. მე შენ მიყვარხარ ჩემს სიცოცხლეზე მეტად და მაპატიე, რომ ვერ შევძელი ვყოფილიყავი შენი ცოლი დიდხანს, მაპატიე რომ ვერ გაგიკეთებ დილით, სამსახურში წავლისას ყავას, ვერ გიკრავს პერანგზე ღილებს, მაპატიე რომ არ შემიძლია, გაჩუქო შვილები, რომლებიც სიგიჟემდე გეყვარებოდა, მაპატიე რომ ვერ შევძლებ ყოველ საღამოს დაგელოდო მანამდე სანამ არ მოხვალ სამსახურიდან დაღლილი, მერე კალთაში თავი ჩამიდო და დაიძინო, მაპატიე რომ ვერ შევასრულე ჩემი პირობა, ამაში არც მე ვარ დამნაშავე და არც არავინ, არც ღმერთს ვადანაშაულებ, რომელიც მომსწრეა ჩვენი სიყვარულის, მე მხოლოდ ცხოვრებას ვადანაშაულებ, რომელმაც ასე გამწირა, რომელმაც ყველაზე ბედნიერ დღეს წაგართვა ჩემი თავი.. მე შენ მიყვარხარ ჩემო უჩვეულო საჩუქარო, ისეთი სიყვარულით მიყვარხარ ჯერ რომ არ არსებულა, მე შენ საკუთარ თავზე მეტად შეგიყვარე და შენში დავინახე ჩემი მეორე ღმერთი და ეს არ მაპატიეს! მაგრამ არ ვნანობ, ის რომ მე დღეიდან შენთან აღარ ვიქნები იმას არ ნიშნავს, რომ შენ მე ვერ მიგრძნობ, ჰომ ასეა?! ისე მიყვარხარ რომ დარწმუნებული ვარ მთელი სიცოხლის მანძილზე გეყოფა... მიყვარხარ მთელი ჩემი უჩვეულობით... ვიცი რომ ამ ყველაფერს მაპატიებ და კიდევ და კიდევ მიყვარდები. შენ ჩემი ოცნება ამიხდინე, სიკვდილის წინ შენი ცოლი მქვია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.