შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღეს ქარმა ფოთლები არია,მიყარა!


27-03-2017, 23:54
ავტორი bla.ell
ნანახია 2 007

წლებია გასული,მარტო ვარ ფიქრებთან,
რომ წადი მას შემდეგ აღარც კი
მოგელი,
ცუდი მაქვს წარსული,გრძნობები მიქრება,
უშენოდ გავლიე ეს წუთისოფელი.

მზემ დილით ამოსვლა დღეს ძლივსღა ითავა,
გაგიგე მზე სულ ხომ არ არის მოცლილი,
მას უყვარს ყველასთან ჭორების მიტანა,
და ვხვდები,მან გითხრა შენ რომ შემოგტირი

და მე დღეს აღარ მსურს არაფრის მიკლება,
დავხატავ სიყვარულს,
დარღვეულს,მოკერილს,
მიწაზე ცრემლები ფიფქებად იყრება,
მერე კი იქმნება ტკივილის მორევი.

დღეს ქარმა ფოთლები არია...
მიყარა,
ძალიან რომ დაცხეს არ არის მოტივი,
ახლა თუ მოხვედი?!იქნება მიქარვა,
სიყვარულს აღარ ვგრძნობ,გრძნობაა ყოფილი.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გოგო შენ რა კაი ვინმე ხარ? რად იმალები ასე? ძალიან მომეწონა.განსაკუთრებით ბოლო ტაეპი.

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

ისეთი ლექსი იყო ჩემს კოლექციაში რომ უნდა ჩავწერო აუცილებლად ❤
"დღეს ქარმა ფოთლები არია...
მიყარა,
ძალიან რომ დაცხეს არ არის მოტივი,
ახლა თუ მოხვედი?!იქნება მიქარვა,
სიყვარულს აღარ ვგრძნობ,გრძნობაა ყოფილი. " ამ მონაკვეთს შავი ტუშით ჩავწერ ისე ძალიან მომეწონა ❤ უდაოდ ძალიან ნიჭიერი ხარ ❤

 


№3  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან, ძალიან, ლამაზი ლექსია
თითქოს სიტყვები ყველა ემოციას და გრძნობას გადმოცემს...ძალიან მომეწონა ❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent