შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის იდიოტი , მე კი გიჟი (6თავი)


8-11-2017, 23:17
ავტორი მიკი
ნანახია 1 656

ჭიქები გაიტანეს და ანგარიში მოგვიტანეს . ლუკამ ელში აიღო ანგარიში , ფული ჩადო და მიმტანს გაატანა .
ავდექით , ლუკამ , როგორც ჯენტლმენმა კარი გამიღო . უცნაური და სასაცილო იყო მისი ასეთ უჩვეულო მდგომარეობაში დანახვა .
გამეღიმა , კარიდან გავედი და წამში ჩემი მობილურის ზარის უაზრო მელოდია გაისმა ... მაშინ ვიფიქრე რომ , მელოდია სასწრაფოდ გამოსაცვლელი მქონდა , თუმცა ვიცოდი რომ ეს მელოდია კიდევ დიდი ხანი დარჩებოდა ზარზე .
მობილური ჯიბიდან ამოვიღე და ზარს ვუპასუხე :
-ალო , რა იყო გიგა? არ მცალია , ნუ ზუზუნებ , ხო , ხო , კაი მალე მოვალ .
-მოიცა ნინ , საით ? ანდაც გიგა ვინ არის ?
-გიგა ჩემი მეობარია და აი ამ მეგობარს სასწრაფოდ უნდა შევხვდე.
-გასაგებია , ანუ გასეირნება გადაიდო.
-არა , რატომ? წამოდი შენც , გიას ვნახავ და მერე გავისეირნოთ .
დაფიქრდა და საპასუხოდ თვი დამიქნია .
-ხოდა წავედით , თან აქვე ახლოსაა , უკვე მელოდება .

10 წუთში გიგასთან გავჩნდით .
გიგა დარსაველიძე (დარსო) 16 წლის , მაღალი , ქერა , მწვანეთვალება , რაგბისტი . ჩემი მეგობარი , ძმა რომელიც არ მყავს , ჩემი ოჯახის წევრი ...
გიგას და ლუკას შეხვედრა გასაოცარი და ამავდროულად სასაცილოც იყო .
ისინი ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლენ .
გიგამ ხელი მომკიდა , გვერძე გამიყვანა და მითხრა :
-სერიოზულად ?
-რა იყო?
-ვინ არის ჩემისა ?
-გიგა წესიერად
-ხო კაი , მაპატიე ... ვინ არის ?
-ჩემი სკოლელი და მეგობარია .
-ნინ , კარგი რააა ?! რამდენი ხანია გიცნობ , ვერ მომატყუებ . ხომ ვხედავ რომ როგორც მეგობარს ისე არ უყურებ . ვხედავ ...
-ოო , დავაი რააა ... ნუ ბოდავ რაღაცეებს და ნუ მიცნობ მე ჩემზე კარგად .
-კაი . თქვა და ჩაიცინა .
-რა გინდოდა ?
-ჩემი სახლის გასარები მომე რაააა ... ჩემი სადღაც დამრჩა და არ მახსოვს სად .
-სად დაგრჩებოდა თუ არა რომელიმე შენ ძაკაცთან ...?
-ხო , შესაძლებელია.
-მოიცა და აქამდე რო მოხვედი , დედაჩემს ვერ გაუარე სამსახურში ? მასაც ხომ აქვს შენი სახლის გასაღები , ან დედაშენს ?
ანდაც , საერთოდ საიდან იცოდი რომ მე აქ ვიყავი ?
-ზედმეტი კითხვების გარეშენ ნინ , თორემ თავი დაკითხვაზე მგონია ... თბილად გამიღმა , გადამკოცნა და წავიდა ...
წასვლისას ლუკას მხარი გაკრა და თითქოს არაფერი , გზა გააგრძელა .
ლუკამ მიაძახა :
-ნახვამდის .
გიგამ გაოცებულმა გამოიხედა უკან და აგრესიით დაუბრუნა პასუხი :
-დროებით .
ლუკამ გამომხედა და თან ძალიან უცნაურად გამომხედა . მეც საპასუხდ უაზროდ ვუყურებდი .
თითქოს მრცხვენოდა რომ გიგა , ასე აგრესიით მოეპყრო ლუკას .
არ ვიცოდი რა მეთქვა , ანდაც თუ იყო რამის თქმა საერთოდ საჭირო ?
არ ვიცოდი , მაგრამ მაინც წამოვროშე :
-წავედით , ვსო .
-კარგი . მივიღე მოკლე და კონკრეტული პასუხი .
გაჩუმებულები მივუყვებოდით ქუჩას , არც მე და არც ლუკა დუმილს არ ვარღვევდით . ესე სიჩუმეში მივედით ჩემს სახლთან . უკვე 8 საათი იყო . ლუკამ სადარბაზომდე მიმაცილა , ლოყაზე მაკოცა და თნ დააყოლა :
-აბა დროებით , კარგად .
ამ ფრაზის შემდეგ მეც ვაკოცე ლოყაზე და როცა თვალებში ჩავხედე , დავინახე მისი ულამაზესი ლაბირინთივით თვალები .
ზუსტად 20 წამი ესე ვიდექით , თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს . მოულოდნელად , მისი ტუცები ვიგრძენი , ვიგღზენი მისი გულის ცემა , მეხუტებოდა და ტუჩებს თუჩებზე მადებდა , თვალები დახუჭული ქონდა , ძალაუნებურად თვალები მეც დამეხუჭა , თითქოს კოცნაზე ვუპასუხე .
აი იმ მომენტში ყველაფრის შიშმა შემიპყრო , მისი ტუჩები წამში ჩემ ბაგეებს მოშორდა და მისი გული ჩემგან შორს აღმონდა ; ერთი უბრალო მოძრაობით , ნაბიჯი უკან გადავდგი .
ლუკა გაოცდა და ჩემკენ წამოიწია , თუმცა მე კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი უკან , გავტრიალდი და კიბეებზე ავირბინე , სახლის კარი შევაღე , მივხვდი დედაჩემი ჯერ არ მოსულიყო სახლში , ჩემს ოთახშ შევვარდი და საწოლზე ჩამოვჯექი .
არ მეგონა ესე თუ მოხდებოდა , არ ვიცოდი რას ვგრძნობდი ანდა რას ვფიქრობდი .
მეგონა ფიქრის უნარი დავკარგე , ვიწექი და უაზროდ ერთ წერთილს შევყურებდი ; ნუთუ ლუკა დოლიძემ პირველი კოცნა მომპარა ... არ მჯეროდა .
ამ ფიქრებს შემდეგი ფიქრები მოყვა , რომ ადრე თუ გვიან ერთმანეთს ვნახავდით და ვფიქრობდი თუ როგორ მოვქცეულიყავი ან რამე მეთქვა როცა ეს მოხდებოდა .
უამრავჯერ წარმოვიდგინე ჩვენი შემდეგი შეხვედრა , თუმცა რეალობად ვერ ვაქციე .
ჩამეძინა ; დილით კი თავი ვერ ავწიე ...
დედამ მილიონჯერ შემოაღო ჩემი ოთახის კარი და მილიონჯერვე ადგომა შემომთავაზა , თთუმცა უშედეგოდ . შეამჩნია რომ შეუძლოდ ვიყავი და მითხრა :
-ნინ , მოდი დღეს სახლში დარჩი ... თუ გინდა მეც დავრჩები და რამე კინოს ვუყუროთ ერთდ , თან მომიყვები რა გჭირს .
ჩემგან კი პასუხად ერთიფრაზა მიიღო :
-შენ შეგიძლია წახვიდე , მე დავრჩები .
-კარგი . მითხრა და ოთახიდან გავიდა .
გვერდი შევიცვალე და შევეცადე ძილი გამეგრძელებინა .
გაისმა ტელეფონის ისევ ის უაზრო მელოდია .
-ალო ...
-ნინ , სად ხარ , არ მოხვალ ? რა მოხდა ?
-არა , ნია , შეუძლოდ ვგრძნობ თავს და არ მოვალ დღეს .
-გინდა მოვიდე ?
-არა , იყოს , მარტო ყოფნა მირჩევნია ...
-კარგი , როგორც გინდა , მაგრამ მაინც გეტყვი რომ დოლიძემ გიკითხა , სად არისო , რატო არ მოვიდაო ... დაკიტხვა მომიწყო პირდაპირ .
-არაუშავს , უთხარი არ ვიცითქო .
-კარგი , ვეტყვი და მალე მოდი ნინ ... ეცადე მალე იგრძნო თავი კარგად .
-ვეცდები .
საუბარი დასრულდა და ჩემი ფიქრები ლუკაზე ჩვეულ რიტმში ჩადგნენ .

-----
ესეც მეექვსე თავი , ვფიქრობ უნდა მოგეწონოთ ... ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი , ასე რომ ველოდები კომენტარებს.♥



№1 სტუმარი A

მომწონს საინტერესოა მაგრამ თავენს შორის შუალედები გაქ დიდი. იმედია აღარ გნმეორდება რადგან ამხელა ინტერვალი ადამიანს კითხვის სურვილს გიკარგავს.... ველოდები ახალ თავს...

 


№2  offline წევრი მიკი

A
მომწონს საინტერესოა მაგრამ თავენს შორის შუალედები გაქ დიდი. იმედია აღარ გნმეორდება რადგან ამხელა ინტერვალი ადამიანს კითხვის სურვილს გიკარგავს.... ველოდები ახალ თავს...

ვეცდები მალევე ავტვირთო შემდეგი თავი ... მადლობა მაინც კომპლიმენტისთვის , ეს ჩემთვის სტიმულია ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent