შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (3 თავი)


9-11-2017, 13:52
ავტორი niakonia6
ნანახია 6 698

სახლში ჩუმად შევიპარე, პირველი რაც გავაკეთე აბაზანაში შესვლა და მოწესრიგება იყო. თვალები სულ ჩაწითლებული მქონდა ამდენი ტირილისგან.
სანდრო ჩხუბის შემდეგ არ მინახავს, რო ვნახავ არ ვიცი რა უნდა ვუთხრა. ძალიან გაბრაზდება, რომ გაიგოს რო მე მის დაუკითხავად სახლიდან გავიპარე, თან ესეთ ადგილას..
არა როგორმე უნდა ვაიძულო და თვითონ ვათქმევინო

წიგნს ვკითხულობდი როცა კარზე ზარის ხმა გავიგონე
ეგრევე წამოვხტი და გავაღე, კართან კი ყველაზე მეტად ახლა ვისი ნახვაც გამიხარდებოდა ის იყო
- ანაა
ხელები გავშალე ჩასახუტებლად, შემდეგ კი სახლში შემოვედით.
- დღეს 1 დეკემბერია! იცი ეს რას ნიშნავს?
თქვა ანამ და გაოცებული სახით შემომხედა, მე კიდე სიცილით ვუპასუხე
- რას ნიშნავას?
- რა და 31 დღეში ახალი წელია!
თქვა მან და აქეთ იქეთ ხტუნაობა დაიწყო, მე კიდე სიცილით ვუყურებდი მას.
ანას ახალი წელი ყველაზე მეტად უყვარს და ასევე მეც.. რატომ?
იმიტორო ახალ წელს გავიცანით ერთმანეთი! თან ორივეს დაბადების დღე იანვარში გვაქვს! საოცარია არა?
მე და ანამ ათას სისულელეზე დავიწყეთ ლაპარაკი როგორც ყოველთვის, სანამ კარის ხმა არ იყო და გაბრაზებული სანდრო არ შემოვარდა სახლში
- სანდრო, სად ხარ მთელი დღე?
ვითომ არ ვიცი
- ლაშასთან დავრჩი, აუ ნია ძაან გაბრაზებული ვარ და ჩემოთახში წავედი. არაფერი არ მკითხო
ძალიან მწყინს ჩემი ძმა ასე სახეში რომ მატყუებს, მაგრამ ჩემი კეთილი მე მარწმუნებს იმაში, რომ სანდრო ჯერ მზად არაა ეს გამიმხილოს და ამ ყველაფერს რაღაც მიზეზის გამო აკეთებდა.. იმედია..
ანამ სანდროს დანახვისას თმა გაიშალა, ნეტა რატო? მის საქციელზე პატარაზე გამეცინა.
იმედია ამ წელს თუ არა იქითა წელს მაინც შეამჩნევს რომ მოწონს, ამას როგორ ვერ უნდა ამჩნევდეს?


ამ ყველაფრის შემდეგ 1 კვირა გავიდა, 7 დღე, მე კიდევ მასზე ვფიქრობ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ქუჩაში გამვლელი მას გავს. ნეტა ახლა რას აკეთებს? კიდევ თუ ვახსოვარ? ალბათ არა, ჩემი სახელიც კი არ ემახსოვრება..

დღეს სკოლის მერე ანასთან ავედი, პიცა უნდა გაგვეკეთებინა.
სამზარეულოში ვტრიალებლებდით, მე რათქმაუნდა არაფერი არ გამომდიოდა. ანა კი ყველაფერს ძალიან ლამაზად ჭრიდა და აკეთებდა. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატო მინდა ანა რძლად..
ჩემ ნათქვამზე გამეცინა და პომიდორის ჭრა გავაგრძელე.
- ოხ რა გემრიელი სუნები დაგიყენებიათ!
თქვა ანას ბებიამ და ტელევიზორს მიუჯდა, მე კიდევ მასთან მივედი რადგან ანა მაღაზიაში იყო რაღაც ინგრედიენტის ამოსატანად.
- დიდი მადლობა ქალბატონო მარინა, ანამ მასწავლა ყველაფერი აბა მე არაფერი არვიცოდი
ვთქვი ღიმილით და მეც ტელევიზორთან დავჯექი.
ანას ოჯახის წევრებს ბავშვობიდან ვიცნობ და ძალიან ახლოს ვარ მათთან, ისე მექცევიან თითქოს მეც ახლობელი ვიყო.
ტელევიზორი ჩართო სადაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ლაპარაკობდა რაღაცეებს, პოლიტიკა დიდად არ მაინტერესებს, ვერც ვგებულობ.
წყლის დასალევად ავდექი.
როცა შემოვტრიალდი ისეთი რაღაც დავინახე წყალი გადამცდა და ხველება ავტეხე.
მარინა მომვარდა და ზურგში მარტყავდა ხელს, მეც ძლივს გადავრჩი და ამოვილაპარაკე
- მარინა დეიდა, ეს-ეს პრეზიდენტის შვილია?
ვთქვი და ეკრანისკენ გავიშვირე ხელი, რაზეც მარინამ თავი დამიქნია..
შანსი არაა!...
აი თურმე რატომ ჰქონდა ესეთი ნაცნობი სახე!
ცოტახანი გაშტერებული ვიდექი სანამ ანა არ მოვიდა და არ გამომაფხიზლა
დემეტრე რომელიც პატარა სახლში ცხოვრობს და ღამე ბოქსში მონაწილეობს პრეზიდენტის შვილია?


ანასგან რომ წამოვედი უკვე ღამე იყო, სანდროსთვის უნდა დამერეკა რომ მოეკითხა, მაგრამ ტელეფონი დამჯდარი მქონდა.
ანას სახლი შორს არაა და ფეხით წამოსვლა გადავწყვიტე.
მიწისქვეშეთში როცა ჩავდიოდი უცნაური ხმა მომესმა, თითქოს ვიღაც ტიროდა
ვიცი ეს არ უნდა გამეკეთებინა, უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ ეს ვერ გავაკეთე.
როცა ჩავედი დავინახე ვიღაც კაცი როგორ ურტყამს გოგოს წიხლებს, თან ყვირის
- კიდევ ერთხელ დაგინახავ მასთან და მოგკლავ შე ბო*ო გასაგებია?
პირზე ხელი ავიფარე არ მჯეროდა ახლა რასაც ვუყურებდი. რაც ძალა და ღონე მქონდა კიბეებზე ავირბინე და გავიქეცი, ვინმესთვის უნდა მეთქვა
მთელი სისწრაფით მივრბოდი ვინმესთვის რომ მეთხოვა დახმარება, ისე სწრაფად მივრბოდი თითქოს ჩემი სიცოცხლე ამაზე იყო დამოკიდებული..
არავინ არ ჩერდებოდა ჩემს მოსასმენლად, ძალიან შეშინებული ვიყავი.
უცებ რაღაც სკვერში ბევრი ბიჭი დავინახე, ბიჭები სვავდნენ და ეწეოდნენ. ვერ ვბედავდი მათთან მისვლას, მაგრამ ახლა ამის დრო არაა.
სწრაფად მივვარდი მათთან და ყვირილი დავუწყე.
ძალიან სწრაფად ვლაპარაკობდი და ვერ გებულებოდნენ რას ვიძახდი
- ნია?
უცებ მესმის ნაცნობი ხმა, კი ეს ნამდვილად ის ხმაა! ის ხმა რომელიც 1 კვირაა სულ თან დამსდევს და თავს არ მანებებეს
- დემეტრე
ვუპასუხე მეც თან ცრემლები მოვიწმინდე, ის ჩემკენ მოვიდა და ხელები მომხვია.
- რა ხდება პატარა რატო ტირი?
- დემეტრე, მიწისქვეშეთში ვიღაც მთვრალი კაცია და საწყალ გოგოს ურტყამს, მოკლავს!
ვთქვი და ვგრძნობდი როგორ მაგრად მხვევდა ხელებს
- დამშვიდდი, ბიჭები მიხედავენ
მან თავის მეგობრებს ანიშნა რაღაც, რომლებიც ეგრევე წამოდგნენ და წავიდნენ.
მეც ნელნელა ვწყნარდებოდი მის მკლავებში, მოიცა რა?
- დ-დემეტრე, აქ რას აკეთებ?
ვთქვი თან ვცდილობდი მის მკლავებიდან განთავისუფლებას. რამდენადაც სასიამოვნოდ და დაცულად არ ვგრძბობდი თავს, ეს მაინც არასწორია.
- ეს წყნარი ქუჩაა, ბევრი ხალხი არასდროსაა აქ ამიტომ ვერავინ ვერ მცნობს
თქვა მან და ღიმილით შემომხედა
- შენ კიდე ვხედავ თავგადასავალები ძალიან გიყვარს ხო, ამ შუაღამისამ რას აკეთებ აქ?
თქვა მან ცოტა მკაცრი ხმით, ძალიან მომწონდა ეგეთი ხმით რომ ლაპარაკობდა
- მ-მე უბრალოდ.. ჩემ მეგობართან ვიყავი, ხო
ძლივს ამოვილაპარაკე, რატომ ვარ ესეთი მორცხვი და დაბნეული?
დემეტრე რაღაც საოცარი მზერით მომშტერებია და ხანდახან თავისთვის ჩაიცინებს ხოლმე
- წამო სახლამდე მიგაცილებ

გზაში რაღაცეებს მეკითხებოდა, მკითხა რამდენი წლის ვარ, სად ვსწავლობ. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს ყველანაირი დეტალი აინტერესებს ჩემზე.
სახლამდე მალე მივედით, ჯანდაბა რატო გადის დრო ასე მალე
- აბა კარგათ
ვუთხარი და დავემშვიდობე. მინდოდა გავქცეულიყავი და ჩავხუტებულიყავი, ან ლოყაზე მეკოცა, მაგრამ ვერ გავბედე.
წასვლის წინ მისი ნომერი ჩამაწერინა, რამე თუ მოხდებაო ეგრევე დამირეკეო

სახლში რომ შევედი გული ისე სწრაფად მიცემდა, მეგონა გადმომივარდებოდა.
სანდრო და ლაშაც სახლში იყვნენ, ფეხბურთს უყურებდნენ.
მე კიდევ ღიმილით შევედი ჩემ ოთახში და ბანაობა გადავწყვიტე.
ჩემი მარწყვის შამპუნი ავიღე და ისე შევედი.
ნუ რას ვიზამთ ყველაფერი მარწყვის მაქვს, ვგიჟდები მარწყვზე
როცა ყველაფერს მოვრჩი ჩემი ყველაზე თბილი პერანგი ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი, ტელეფონში ვთამაშობდი როცა ეს მესეჯი მოვიდა

" სულ შენზე ვფიქრობ, პატარა "

ტექსტი რამდენჯერმე გადავიკითხე, რომ დავრწმუნებულიყავი ნამდვილი იყო თუ არა..
არარსებობს, ან ჩემი ნომერი საიდან გაიგო? მე ხომ არ მითქვია მისთვის
ჩემმა გულმა ისევ სწრაფად დაიწყო ფეთქვა. რას მიკეთებს ეს ბიჭი? ის ისეთი საშიში და გავლენიანი ადამიანია, მაგრამ ჩემს გვერდით თითქოს სულ სხვა პიროვნება იყო.
უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ვუპასუხო? იქნებ ჯობს დავაიგნორო. კი კი ნამდვილად ესე სჯობს



№1 სტუმარი სტუმარი lia

Uკარგესი ისტორიაა.ველოდები ახალ ტავს❤❤❤

 


№2 სტუმარი ne_grasti2001

magati istoriaa mara tavebi gazarde raa ????????

magari istoriaa mara tavebi gazarde raa ((

 


№3  offline წევრი niakonia6

სტუმარი lia
Uკარგესი ისტორიაა.ველოდები ახალ ტავს❤❤❤

დიდი მადლობაა <3

ne_grasti2001
magati istoriaa mara tavebi gazarde raa ????????

magari istoriaa mara tavebi gazarde raa ((

მადლობაა <3 შევეცდები შემდეგი უფრო დიდი იყოს

 


№4 სტუმარი r

auuu rodis dadeb shemdegs?

 


№5  offline წევრი niakonia6

r
auuu rodis dadeb shemdegs?

ხვალ დავდებ 4 ისთვის <3

 


№6 სტუმარი შონი რივზ

მიწისქვეშეთი და მიწისქვეშა გადასასვლელი სხვადასხვა რაღაცებია,გაითვალისწინე.

 


№7  offline წევრი niakonia6

შონი რივზ
მიწისქვეშეთი და მიწისქვეშა გადასასვლელი სხვადასხვა რაღაცებია,გაითვალისწინე.

უი :D

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Saintereso iyoo dzaliann kargiaa rom ar agvianebb

 


№9  offline წევრი niakonia6

ნარჩიტა
Saintereso iyoo dzaliann kargiaa rom ar agvianebb

დიდი მადლობაა <3

 


№10 სტუმარი kusi

rodis dadeb ? velodebi :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent