შენი სიყვარულისთვის (სრულად)
კარები ისე შეაღო მამაკაცმა მის სახეზე ოდნავაც არ გამკრთალა ღიმილი, მძიმედ გადააბიჯა სახლის ზღურბლს და დაღლილი სახით გაემართა მისაღები ოთახისკენ. ოთახში ჩვეულად, ქალი იდგა და ფუსფუსებდა, მაგრამ განსხვავება იმაში იყო რომ არც მამაკაცი წასულა ბედნიერი სახით მისკენ და არც ქალს შეუმჩნევია დიდად მისი გამოჩენა. მხოლოდ სადღაც შორიდან გადაურბინა ტკივილმა სახეზე კაცს და ისევ ჩვეული მშვიდი გამომეტყველება დაიბრუნა. - მოვედი! - ოდნავ ხმამაღლა თქვა და ჩაახველა, მხოლოდ ამის მერე გამოიხედა ქალმა, მკრთალად, უემოციოდ გაიღიმა და თეფშები დაალაგა მაგიდაზე. - კარგია! - ჰო - ყრუდ ჩაილაპარაკა, მოსაცმელი იქვე ტახტზე გადაკიდა და მაგიდას მიუჯდა - როგორ ჩაიარა დღემ? - ისე ჰკითხა, ტონზეც ეტყობოდა რომ პასუხი ისედაც მშვენივრად იცოდა. - ძალიან კარგად, იმხელა პრეზენტაცია მქონდა, ისე დავიღალე, მაგრამ საჭმლის გაკეთება მაინც მოვახერხე შენთვის, თანაც მეც მგელივით მშიოდა - ისე ჩამოარაკრაკა ქალმა, თითქოს ამ კითხვას ელოდებოდაო, ერთიანად მოემატა ენერგია და სახე გაუნათდა. სიმწრის ღიმილმა გადაურბინა კაცს სახეზე, მაგრამ მაინც მშვიდი და დაღლილი თვალები მიანათა. - რატომ დაიღალე ასე თავი? შენს დაქალებთან ერთად ვერ წახვედი საჭმელად? - არ ეცალათ ჩემს გოგოებს, თორემ მაგაზე ვიტყოდი უარს? - გრაციოზულად გადაიყარა თმები უკან და ჭამას შეუდგა - გემრიელია არა? - ჯერ არ გამისინჯავს! - მერე რას ელოდები? ჭამე - ჩანგლით ანიშნა თეფშზე და ჭამა გააგრძელა. - ხვალ რა გეგმები გაქვს? - თითიც არ დაუკარებია ისე გახედა უკვე მეორეჯერ და ხელით ჰალსტუხი შეიხსნა, ყოყმანის შემდეგ კი საერთოდ მოიძრო და მაგიდაზე დააგდო უღიმღამოდ. - გოგოებთან ერთად მივდივარ საღამოს შარდენზე, მერე გავისეირნებთ და ცოტა გვიან მოვალ - სწრაფად დაასრულა და ფეხზე წამოდგა, ისე გაიარა წუთებმა, მამაკაცს მოლოდინი ოდნავაც არ გამართლებია, პირიქით უფრო და უფრო რწმუნდებოდა რომ საკუთარი ცოლი კითხვის მობრუნებას საერთოდ არ გეგმავდა. - მეც გავდივარ! - კარგია - ოდნავ გაიღიმა და საძინებლისკენ წავიდა. იმედგაცრუებისგან და სიმწრისგან სწრაფად შეკრა მუშტები და მაგიდას ოდნავ დასცხო. კბილები გააღჭრიალა, ერთი ხელის მოსმით ჰკრა ხელი თეფშს და ოდნავ შორს გაასრიალა მაგიდაზე. შემდეგ ზიზღით ააყოლა მზერა და ტახტზე გადაინაცვლა. *** აივანზე მდგომი, მძიმე ოხვრის თანხლებით აბოლებდა სიგარეტს და თან მის წინ გადაშლილ ხედს დაკვირვებით ათვალიერებდა. ვერასდროს იფიქრებდა რომ მისი ცხოვრება ამ დონემდე დავიდოდა, ჯერ კიდევ წლების უკან, ბედნიერებისგან რომ ასხივებდა და სიყვარულისგან დაფრინავდა, მთელი სამყარო მისი ეგონა. ეგონა მუდმივად ასე გაგრძელდებოდა, მისი სიყვარული უცვლელი დარჩებოდა და მუდამ ასე შეასხამდა ფრთებს. მაგრამ მწარედ შეცდა, ისევე ნელა და მომწამვლელად იწრიტებოდა სიყვარული, როგორც მის თითებს შორის მოქცეული სიგარეტი. ზიზღით დაკრა მოაჯირს შეკრული მუშტი, ერთიანად აუბუყბუყდა ყველა გრძნობა და გულის რევის შეგრძნებამ გონება დაუბინდა. ისე უნდოდა შესულიყო და ყველაფერი პირში მიეხალა, ძლივს შეიკავა თავი ამ ნაბიჯის გადადგმისგან. ან იქნებ საკუთარ თავს არ უტყდებოდა რომ ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი?! იმედი იმის რომ საკუთარ სიყვარულს შეინარჩუნებდა და პირვანდელ სახეს დაუბრუნებდა. პერანგის ღილები შეიხსნა და საძინებლისკენ წავიდა, გზად მაგიდაზე შერჩენილ “მზრუნველი ცოლის” სადილს შეავლო მზერა და ამრეზით გააქნია თავი. ოთახი ოდნავ ჩაბნელებული იყო, მთვარის შუქი ძლივს აღწევდა დახურულ ფარდებს შორის, წამოწოლილი ცოლის დანახვისას შეკრთა, ვნებამ მაინც დაუარა თავიდან ფეხებამდე, სურვილმა შეიპყრო რომ მის მკლავებში მოექცია და ისე როგორც ჩვეოდა, ძალიან ბერვი ეკოცნა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ გაბედა. შეეშინდა რომ უამრავჯერ მიღებულ უარს ისევ მოისმენდა, უემოციო, არავნებიან მზერას შეეჩეხებოდა, შემდეგ კი ალეწილი დააკვირდებოდა მის ცოლს, რომელიც მშვიდად გადაბრუნდებოდა და ძილს გააგრძელებდა. ყველაფერი ხომ გათვლილი იყო, სექ*იც კი დროში იყო განსაზღვრული, დღეებში და წამებში. ზურგით დაწვა ჯერ კიდევ საყვარელი ცოლისკენ, ახლოსაც არ მიჩოჩებულა, არც კი უცდია სურვილისგან ამწვარ მკლავებში მოექცია. პირიქით, რაც კი შესაძლებლობა ჰქონდა კიდისკენ მიიწია და თვალები დახუჭა. *** დილა ტრადიციულად დაიწყო, არა - კოცნით. არა - ალერსით. არამედ სიცარიელით, უბრალოდ ცივი და არაფრის მთქმელი გამომეტყველებით ადგა, მოწესრიგდა, გაემზადა და სამსახურში წავიდა. არაფერი იყო ძველებურად, არც ერთი ემოცია, არც ერთი გრძნობა, არც ერთი განცდა. რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო იყინებოდა, როგორ არ ცდილობდა საკუთარ გრძნობებს მორეოდა, მაგრამ ყოველი ცდა ფუჭი და ამაო იყო. მაშინ განსაკუთრებით გრძნობდა ამ ცდის უუნარობას, როდესაც ცოლის ისევ ისეთ გაუფერულებულ თვალებს შეეჩეხებოდა და მთელი სიცხადით შეიგრძნობდა სიყვარულის არარსებობას. - როგორ ხარ? - ღიმილით შემოეგება თანამშრომელი გოგო და თმები ყურს უკან გადაიწია, ერთი შეხედვითაც ნებისმიერი მიხვდებოდა რომ საშინლად მოსწონდა მის წინ მდგარი პიროვნება, მაგრამ მამაკაცს წარბიც არ შეხრია, ზემოდან დააცქერდა გამჭოლი თვალებით, მკრთალად, ძლივს შესამჩნევად გაუღიმა და თავი დაუკრა. - კარგად შენ როგორ ხარ თათი? - ღრმად ამოისუნთქა, პიჯაკი თავის სკამზე გადაკიდა და იქვე ჩამოჯდა. - კარგად, რა გჭირს? დღეს უჩვეულოდ დათრგუნული მეჩვენები - მხარზე დაადო ხელი, მაგრამ როგორც კი მამაკაცის მზერა მისწვდა მის თითებს, ეგრევე ელდანაკრავივით მოაშორა და განზე გადგა - ბოდიში! - თავი დახარა და თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში. - არაუშავს - თავი გააქნია მობეზრებული ფიქრების გასაფანტად და კომპიუტერს მიუბრუნდა. - გაბრო - წასასვლელად შებრუნებული გოგო შემცბარი და მორიდებული სახით მოტრიალდა და მოლოდინით აღსავსე მზერით მიაშტერდა. - ჰოო, გისმენ? - კომპიუტერიდან თავი არ აუღია ისე უპასუხა. - შეიძლება დღეს სადმე წავიდეთ და დავილაპარაკოთ? საქმე მაქვს - რა თქმა უნდა თათი, შესვენებაზე გავიდეთ და ვილაპარაკოთ - ღიმილით გადახედა ამჯერად და თვალი ჩაუკრა. ამით გათამამებულმა გოგომ თბილი მზერით დაუკრა თავი და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. *** ყველაზე ცუდი გრძნობაა საყვარელ მამაკაცს უყურებდე შორიდან და ხვდებოდე ვერასდროს გახდება შენი, რეალობა რომ მთელი სიმძაფრით გიღრღნის ძვალს და გიმძიმებს სულს, ამაზე საშინელება არაფერი ყოფილა. თათიას კაბინეტი პირდაპირ გაბრიელის კაბინეტის წინ მდებარეობდა. თითქოს სპეციალურად შეურჩიეს ეს ადგილი, უფრო მეტად რომ განეცადა მისი მდგომარეობის სიმძაფრე და შეეგრძნო ამ სიტუაციაში მისი სისუსტე. ზოგჯერ ისე მოუნდებოდა გაბრიელის ჩახუტება გრძნობები ყელში უჭერდა და ახრჩობდა. შორიდან აკვირდებოდა ყოველ მის მოძრაობას და ცდილობდა როგორმე გაეძლო მის გულში აგიზგიზებული გრძნობებისთვის. ხვდებოდა, ხედავდა როგორ იყო დათრგუნული და გაუბედურებული გაბრიელი, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. არ უნდოდა სანუგეშო საგანი გამხდარიყო, დროებითი ნივთი, რომელსაც გამოიყენებენ და მიაგდებენ. ერთადერთი გზა მეგობრობა ჰქონდა დარჩენილი, მიუხედავად იმისა რომ გაბრიელი კარგად ხედავდა თათიას გრძნობებს, მაინც მყარად იდგა და არაფერს იმჩნევდა. სწორედ ამიტომ აფასებდა ყველაზე მეტად მას, ალბათ სჯობდა დაემცირებინა, გაელანძღა ან ცუდად მოქცეოდა, იქნებ ოდნავ მაინც შემსუბუქებოდა მის მიმართ გრძნობა და პატივისცემა. *** როგორც კი შესვენება მოახლოვდა, ეგრევე გაახსენდა გაბრიელს თათიას სიტყვები, სწრაფად წამოდგა და მისი კაბინეტისკენ წავიდა. გოგონა თავჩარგული წერდა რაღაცას, როგორც კი გაბრიელი შევიდა, ეგრევე დაბარებულივით წამოწია თავი, სახე შეეშალა და სწრაფად დახურა ლეპტოპი. - რა მოხდა? - მისი საქციელით გაოცებული გაბრიელი კარებთან შედგა და დაკვირვებით შეათვალიერა ფერწასული გოგო. - არაფერი, უბრალოდ შემაშინე - ძლივს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა და ფეხზე წამოდგა - გავედით? - გავედით - კარებში პირველი გაატარა და უკან მიჰყვა. ისე გამოვიდნენ შენობიდან ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ, მხოლოდ მსუბუქი ღიმილით შემოიფარგლებოდნენ შიგადაშიგ, ასე გადაკვეთეს გზა და შენობის მოპირდაპირედ დანკინში შევიდნენ. - რას მიირთმევთ? - კაპუჩინოს - გაბრიელის თვალიერებაში გართულმა ძლივს უპასუხა გოგონას და დარცხვენილი წავიდა თავისუფალი ადგილისკენ. რამდენიმე წუთში გაბრიელიც შემოუერთდა, მის პირდაპირ დაიკავა ადგილი და მშვიდად მოსვა ყავა. - გისმენ თათი, რა ხდება? - საყელო შეისწორა და ადგილზე მოთამაშე გოგო შეათვალიერა - რამე მოხდა? - არაფერი, ან ჰო, მოხდა, მოკლედ რაღაც მინდა რომ გითხრა! - გისმენ - დამამშვიდებლად გაუღიმა და კომფორტულად მოთავსდა სკამზე. - გაბრიელ, ვიცი რომ ჩემი გრძნობების შესახებ უკვე მოგახსენეს… - ამაზე ლაპარაკი არ გვინდა - მშვიდი ხმით გააწყვეტინა და თვალი აარიდა - უფრო სწორად არ მინდა! - მე მინდა, რაღაც მაქვს სათქმელი - თათი - გთხოვ არ შემაწყვეტინო - ხელის აწევით შეაჩერა და ღრმად ამოისუნთქა დასამშვიდებლად. გაბრიელმა მხოლოდ მსუბუქად დაუკრა თავი და ინტერესით მიაჩერდა, თუმცა მის მზერაში კარგად იგრძნობოდა უხერხულობა და ნერვიულობა, საერთოდ არ ეპიტნავებოდა ამ თემის განხილვა, საშინლად გრძნობდა თავს. - მინდა გითხრა რომ ჩემი გრძნობები ჩვენს მეგობრობას ხელს არ შეუშლის, ისევ ისე გავაგრძელოთ როგორც იქამდე იყო, ამდენი წელია ვმეგობრობთ და არ მინდა სხვანაირად მიყურებდე, შენც კარგად იცი რომ შენთან დაახლოვებას არ ვცდილობ პირიქით მუდმივად გაგირბოდი და ვცდილობდი არ შემეწუხებინე, ამიტომ გთხოვ, თუ შეგიძლია რომ ჩემნაირ ადამიანთან იმეგობრო.. - მამაკაცმა წარბები შეჭმუხნა და თავი ჩახარა, რაღაცას დაჟინებით უყურებდა და ღრმად სუნთქავდა, მხრებიც კი უცახცახებდა ნერვიულობისგან და ემოციებისგან, არ უნდოდა ამ ყველაფრის გააზრება, მაგრამ ისეთი სიტუაციის წინ იდგა, რომელიც ზედმეტად ერთულებოდა და უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა. თათიას სიყვარული კი არა, თვითონ ის მდგომარეობა, რაშიც თათია ჩავარდა, ეს იყო საშინელი და ამ ყველაფერში დამნაშავედ რატომღაც საკუთარი თავი მიაჩნდა, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მიუძღოდა ბრალი. ვერ ხვდებოდა სად შეცდა, რომელ მომენტში, ან რა დაინახა მისმა მეგობარმა ისეთი, რასაც მოეჭიდა და ამაზე მთელი გრძნობა ააწყო. როგორც არ უნდა ეფიქრა ან განესაჯა, ფაქტი ფაქტად რჩებოდა, თათიას იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე მას წარმოედგინა და ამას ვერაფრით ცვლიდა. გული დაეწვა იმის გააზრებისას რომ ამ დონეზე შეყვარებული ადამიანი მზად იყო მასთან ემეგობრა, აეტანა მისი დამოკიდებულება და სიცივე იმ გრძნობებზე, რომელიც მუდმივად უპასუხო დარჩებოდა. ამოიოხრა, სახეზე ხელი ჩამოისვა და შეძრწუნებული სახით მიაჩერდა მის წინ მჯდომს. თათიას ეგრევე ეცვალა ფერი, რატომღაც ყველაფერს წამში გადაუსვა ხაზი და გაიაზრა რომ ის ერთადერთი საშუალებაც დაკარგა მასთან საკონტაქტოდ, რითაც აქამდე ინუგეშებდა თავს. ცრემლები მოადგა, გულში თვლა დაიწყო, როგორმე ეს გრძნობა რომ უკუეგდო და მარტო დარჩენამდე მოეთმინა. - “ჩემნაირ ადამიანთან იმეგობრო” - ბოლო სიტყვები გაბრიელმა გამოკვეთით გაიმეორა და თვალებმოჭუტული მიაშტერდა გაფითრებულ გოგონას. - რა? - ვერ მიხვდა თათია რაზე საუბრობდა და კითხვის ნიშნებით სავსე მზერით მიაშტერდა. - ეს სიტყვები რას ნიშნავდა, როგორ ადამიანად მიგაჩნია საკუთარი თავი? - მშვიდად გახედა, ხელები გადაიჯვარედინა და გამომცდელი მზერით მიაშტერდა. - კარგი ადამიანი რომ არ ვარ, ამაში ორი აზრი არ არსებობს! - რატომ? მაინტერესებს თათია, მოგეცი იმის საბაბი რომ შეგყვარებოდი? - სიყვარულს საბაბი არ სჭირდება, ის ან არის ან არ არის! მიზეზების გამო არ უყვართ ადამიანი! - გაგულისებულმა ჩაილაპარაკა და თვალი აარიდა - ვერ ვხვდები, მიზეზი რა საჭიროა ადამიანის შესაყვარებლად? - აბა რა არის საჭირო? - არაფერი, უბრალოდ შეხედავ და ხვდები რომ შენია, შენი ნაწილია, ის არის ვისაც ვერასდროს ამოიგდებ გულიდან, ის არის ვინც უბრალოდ გჭირდება! - ჩამოარაკრაკა, მხოლოდ გაბრიელის სახის დანახვისას მიხვდა რაზე ლაპარაკობდა, ჯერ ყველა ემოცია ჩამოერეცხა სახიდან, შემდეგ სიწითლემ წამოუარა და სახეზე ხელები აიფარა, ჩუმი ქვითი წასკდა, სირცხვილმა გვერდები აუწვა და სხეული შეურყია. - თათი, გთხოვ - მისკენ გაშვერილი ხელები ჰაერში გაეყინა, მიხვდა ამით უფრო გაამწვავებდა სიტუაციას მაგრამ მაინც არ დაიხია უკან, მხოლოდ წამით შეყოვნდა შემდეგ კი ფრთხილად გადაჯდა და ხელები შემოხვია - ძალიან გთხოვ დამშვიდდი! - თმაზე ჩამოუსვა თითები და სცადა დაემშვიდებინა. გოგონამ როგორც კი მამაკაცის სიახლოვე იგრძნო დამშვიდდა, შემდეგ ელდანაკრავივით გაიწია უკან და აფორიაქებული მიაშტერდა. ნებისმიერი სხვა მის ადგილზე შანს არ გაუშვებდა ხელიდან, მაგრამ თათია პირიქით მოიქცა, ჩანთას დასტაცა ხელი და იქედან თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა ისე რომ გაბრიელის ძახილისთვის ყურადღებაც არც მიუქცევია. *** ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯებით მიუახლოვდა გაბრიელი თათიას კაბინეტს, შეღებული კარებიდან კარგად დაინახა უკვე დამშვიდებული გოგო როგორ ცდილობდა ჩაწითლებული თვალების ტონალურით დაფარვას, გულში მძიმე ჩხვლეტა იგრძნო, თითქოს რაღაცამ ქვემოთ დაქაჩა და მისი ამოგლეჯვა სცადა, ტკივილისგან შუბლი შეჭმუხნა და შეიშმუშნა, ჯერ კიდევ გაუცივებელი თათიას ყავა მოიმარჯვა და კარები ღრმა ამოსუნთქვის თანხლებით შეაღო. თათია შეკრთა, ფერი დაეკარგა და სკამის საზურგეს მიეყრდნო შეშინებული. ვერ მიხვდა იმ ყველაფრის მერე რას ნიშნავდა გაბრიელის გამოჩენა. მამაკაცი კი ისევ ისეთ დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ყავა პირდაპირ დაუდო და გაუღიმა. - ძველებურად ვიმეგობროთ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს! - აუღელვებლად წარმოთქვა და კარებისკენ შებრუნდა - ადამიანი, ზუსტად შენნაირთან იმეგობრებს თუ საერთოდ გააჩნია ტვინის ნასახი მაინც, შენ წარმოდგენაც არ გაქვს რამდენად კარგი ხარ! - კარები გამოაღო და პასუხს არც დალოდებია ისე გავიდა ოთახიდან. თავისი სიყვარულის გარდა, ახლა თათიას გრძნობებსაც ეზიდებოდა მხრებით, თითქოს ისე დააწვა ამხელა სიმძიმე, ერთიანად დააპატარავა და მოტეხა ამხელა კაცი. ტკივილისგან წუთში რამდენჯერმე შეჭმუხნიდა შუბლს, შემდეგ გახსნიდა და ცდილობდა როგორმე უკეთესად ეგრძნო თავი. მაგრამ დღის განმავლობაში ცოლისგან შემოსული არცერთი ზარი კიდევ უფრო უმძაფრებდა შეგრძნებებს, იმის გააზრება რომ დიანას საერთოდ არ აინტერესებდა გულს უკლავდა და სიყვარულს ნელნელა, მტანჯველად ფანტავდა მისი სხეულიდან. *** საღამოს ყვავილების მაღაზიის წინ გააჩერა მანქანა, შეგულიანებული გადავიდა, რამდენიმე ვარდი იყიდა და გულდამშვიდებული წავიდა სახლისკენ. ფრთხილად შეაღო კარები, დერეფანი გაიარა და ტახტზე წამოკოტრიალებულ ცოლს გაუსწორა მზერა. - დი, როგორ ხარ? - გვერდით ჩამოუჯდა, ქალმა მხოლოდ იმ წამს შეამჩნია მამაკაცის მოახლოვება, ყალბად გაიღიმა და ლოყაზე აკოცა. - კარგად შენ? - მამაკაცის წვერიდან მზერა ვარდებზე გადაიტანა, თითქოს სადღაც, შორიდან ბედნიერებისგან გაეღიმა და ყვავილები გამოართვა - მადლობა! - მობეზრებულად უპასუხა, სურათი გადაუღო მის წინაშე და ინსტაგრამზე ატვირთა, შემდეგ ვარდებს დახეტა უკმაყოფილო გამომეტყველებით და გვერდზე გადადო. სიმწრით კბილები გააღჭრიალა გაბრიელმა, მთელი გულით მიტანილი ვარდები ისე ჩამოჭკნა მის წინაშე თითქოს უბრალო უსულო საგანი ყოფილიყო. არადა ყოველთვის მიაჩნდა რომ ნებისმიერ საჩუქარზე ძვირფასი ყვავილებია, ამით ხომ ადამიანისადმი დამოკიდებულებას გამოხატავ, განსაკუთრებით სისხლივით წითელი ვარდებით. თავი გააქნია, უხეშად გასწია, წამოდგა და კარებისკენ წავიდა. - სად მიდიხარ? - რამე გინდა? - უემოციოდ მიუბრუნდა, რამდენიმე წუთის წინ იმედით გაბრწყინებული თვალები, ჩამქრალი და სიცივე შეპარული გახდა. - არაფერი! - უინტერესოდ მიუგო და ისევ ტელეფონს ჩააცქერდა. თავი გააქნია გაბრიელმა, სიმწრით ამოიგმინა, როგორ არ უნდოდა იმ წამს ქალივით გაემართა ისტერიკები, როგორ არ უნდოდა ეყვირა, ეჩხუბა და ყველაფერი დაელეწა. ამდენი ხნის კბილებით შენარჩუნებული მოთმინება წამში ამოეწურა, ყველაფერი ამოეღო და მიეფრქვია სახეში. ორად იყო გახლეჩილი, იმდენად გაუსაძლისი ხდებოდა ეს ქცევა ქალის მხრიდან, გულის რევა არ ტოვებდა ამ ოთხ კედელში ყოფნის განმავლობაში. თითოეული სიყვარულით გაჟღენთილი წერტილი ახლა მხოლოდ ტკივილის მომტანი იყო. კარიერისტი ცოლი და უბრალო ქმარი. უბრალო, არაფრით გამორჩეული მენეჯერი! ნუთუ შეუძლია უფულობას სიყვარულის დანგრევა? შესაძლებელია ადამიანი წარმატების მწვერვალზე ავიდეს და სიყვარულში რამდენიმე ნაბიჯი უკან გადმოდგას?! ნუთუ ძვირფასი საჩუქრები განაპირობებს სიყვარულს, არ შეიძლება ადამიანი უბრალოდ გიყვარდეს და მისგან ელემენტალურიც გიხაროდეს?! განა რა რჩება მოგონებების გარდა? არაფერი, სიცარიელე და გაცრეცილი ნივთები. წლების სიყვარული ფულზე დაყრდნობით იზრდება?! იქამდე? იქამდე რითი საზრდოობდა? იმედებით? იმედებით რომ ოდესმე გავმდიდრდებოდა? ან მასზე მეტი ფული ექნებოდა ქმარს?! ზიზღით გაკრა ქვას ფეხი და გრძნობებისგან ამწვარი თვალები მაგრად დახუჭა. ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა, როგორ უნდა მოქცეულიყო ამ დროს. ნიკოლოზის ნახვა ყველაზე ნაკლებად მოუტანდა ახლა შვებას. ზუსტად იცოდა იგივეს გაუმეორებდა რასაც მუდმივად: “ეგ გოგო მატერიალისტია, არ უყვარხარ, მხოლოდ ის აინტერესებს დაიჭერს თუ არა მოდურ ჩანთას, გამოფხიზლდი, არ შეცდე” სიყვარული მართლაც აბრმავებს ადამიანებს თურმე, იმდენად გიყვარს რომ ვერც ხვდები სინამდვილეში როგორია და რაც ყველაზე საშინელებაა არც სხვების სიტყვებს უსმენ. ყველა რომ უპირისპირდება, ალბათ არის მართლაც მასში რაღაც ცუდი, რაღაც ისეთი რაზეც თვალი არ უნდა დახუჭო ადამიანმა. გაბრიელს სხვანაირად სწამდა, ყოველთვის მიაჩნდა რომ თუ მთელ დედამიწას დაუპირისპირდებოდა საყვარელი ადამიანის გამო,თუ უამრავ სიყვარულს აჩუქებდა, აუცილებლად დაიმსახურებდა მისგანაც იგივეს. სახლში შუაღამეს დაბრუნდა, დიანა ისევ არ შერხეულა წამითაც, არც კი უფიქრია სად დადიოდა მისი ქმარი ამ დროს. ვინ იცის მერამდენედ მოუწია გაბრიელს კიდისკენ მიჩოჩება, სურვილისგან ამწვარი მკლავების ერთმანეთზე გადაჭდობა და ისე ჩაძინება - გულდამძიმებულს. *** - გაიღვიძე გაბრიელ, გაგვიანდება - ცოლის დაჟინებულმა ძახილმა გააღვიძა, უემოციოდ გაახილა თვალები და საბანი გადაიძრო. - რომელი საათია? - სახეზე ჩამოისვა ხელი და თმები გაისწორა. - თითქმის ცხრა საათია, ცოტა დრო გაქვს, მალე მოემზადე - შენ რას აკეთებ დღეს? - საღამურებში გამოწყობილ ცოლს ვნებიანი მზერა ააყოლა, ხელი მოხვია და სწრაფად ჩაისვა კალთაში. - პროცედურებზე მივდივარ - ქვემოდან ახედა და ოდნავ გაუღიმა - შენ რომ მოხვალ სახლში ვიქნები! - არ შეიძლება დღეს მოვიდნენ გოგოები და ხვალ ერთად გავატაროთ მთელი დღე? - კოცნით აუყვა მხრიდან კისრამდე, ქალი უხერხულად შეიშმუშნა და მისი მკლავებიდან გათავისუფლება სცადა. - არა, გოგოებს დღეს არ სცალიათ! - რა აქვთ საქმე? - ცოლის საქციელი არ შეიმჩნია ისე გააგრძელა საუბარი. - ხომ იცი როგორი საქმიანი და ჭკვიანი გოგოები მყავს?! მუშაობენ დღესაც! - პრემიაზე თუ თანამდებობის გაზრდაზე? - ცინიკურად ჩაილაპარაკა და სააბაზანოსკენ წავიდა. - ნორმალურად ილაპარაკე! ეგრე აგდებულად სალაპარაკო გოგოები არ მყავს! - რატომ? - იმიტომ რომ გენერალური დირექტორები არიან და შემდგარი გოგოები არიან რა - ირონიულად გაუღიმა. - და უბრალო მენეჯერს არ მაქვს სიტყვის თქმის უფლება? - სააბაზანოს კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ისე გადახედა დიანას. - არა, მაგდენს რომ მიაღწევ მერე ილაპარაკე - ცხვირი აიბზუა. - რა თქმა უნდა, მაგდენჯერ ტ*აკს რომ მივცემ ვინმეს, მერე ლაპარაკის თავი თუ მექნება - დაგესლა და სწრაფად შევიდა სააბაზანოში გამარჯვებულის ღიმილით. *** ვერ ვხვდები, რატომ მიყვარხარ ისევ? *** კვირები ისე გავიდა, არაფერი შეცვლილა, გაბრიელი კი უფრო და უფრო გრძნობდა როგორ უარესდებოდა სიტუაცია. ყოველი მისი ცდა ამაოდ და უშედეგოდ მთავრდებოდა. მხიარული და მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფი ჩაკეტილი და დათრგუნული გახდა. სიყვარული ისე ეცლებოდა ხელიდან, ხელის მოჭიდებასაც კი ვერ ახერხებდა ვერაფერზე. მთელი დღეები იჯდა და იმაზე ფიქრობდა რითი მოებრუნებიან მისკენ დიანა. როგორ დაენახებინა რომ ფულზე მნიშვნელოვანი სიყვარულია, რომ მას უფრო მეტის მიცემა შეუძლია ვიდრე ბოლო მოდელი მანქანა ან ტელეფონია. - რას შვები გაბრიელ? - სიცილით შემოაღო კარები თათიამ და მოღუშული მამაკაცის დანახვისას თვითონაც ჩამოერეცხა ემოციები სახიდან - რა მოხდა? - არაფერი, რამე გინდოდა? - თბილი ღიმილით აწია თავი და მზერა გაუსწორა. - შეგიძლია მაღაზიებში გამყვე? - შემიძლია, რა ხდება? - არაფერი, ქორწილში მივდივარ და კაბა უნდა ავარჩიო, ჩემს დაქალს არ სცალია, შენ კიდევ ისეთი მაგარი გემოვნება გაქვს ვიფიქრე დამეხმარება მეთქი - იმედიანი თვალებით მიაშტერდა - წამო რა, თან გავმხიარულდებით ცოტა, იქნებ შენთვისაც იყიდო რაიმე - მე არაფერი მინდა, მაგრამ წამოვალ და დაგეხმარები, რომელზე გავიდეთ? - როგორც კი მოვრჩებით პროექტს - ტაში შემოკრა და ღიღინით გავიდა კაბინეტიდან. მისი პოზიტივი გაბრიელსაც გადმოედო, ჯერ მსუბუქად, შემდეგ კი მთელი გულით მოეფინა სახეზე ღიმილი. *** მაღაზიებში იმდენი ატარა თათიამ ბოლოს ეხვეწებოდა ოღონდ შენ რამე იყიდე და არაფერი მინდაო. ის ის იყო კაბა აარჩიეს და უნდა ეყიდათ, მათ წინ რიგში მყოფი საკუთარი ცოლი რომ ამოიცნო. დამალვა არც უფიქრია, მხარზე დაადო ხელი და ისიც სწრაფად შემობრუნდა მათკენ. ოდნავი გაოცება გამოეხატა სახეზე. - გაბრიელ? აქ რას აკეთებ შენ? - თათიას გამოვყევი საყიდლებზე - თვალით მის გვერდით მდგომ გოგოზე მიანიშნა და გაუღიმა. - გამარჯობა თათია - უკმაყოფილო გამომეტყველებით შეათვალიერა ჯერ გოგო, შემდეგ კი მის თითებში მოქცეული კაბა და ცალყბად გაეღიმა. - გამარჯობა დიანა, როგორ ხარ? - კარგად, მადლობა - ყალბი ღიმილით უთხრა და გაბრიელს მიაპყრო მზერა - ჩემთან ერთად წამოხვალ, თუ თათიასთან? - ისე სხვათაშორის იკითხა, მამაკაცი დაიბნა, წამით სახეზე ყველაფერი ჩამოერეცხა და იმედგაცრუებამ პირდაპირ წაუჭირა კისერში. - რა მკითხე? - ჩემთან ერთად წამოხვალ თუ ამ.. თათიასთან? - თათიასთან - დაუფიქრებლად უპასუხა, მაშინვე დაინახა როგორ არ შეცვლია გამომეტყველება დიანას, თათია კი მოიღუშა. ვერაფრით მიხვდა გოგონას ასეთ ცვლილების მიზეზს. მაღაზიიდან გასულ ცოლს მზერა გააყოლა და გაბუტულ თათიას მიუბრუნდა. - რა მოხდა? რატომ გამიბრაზდი თათი? - რა მოხდა? რატომ არ გაყევი? წარმოდგენა მაინც გაქვს როგორ ეტკინებოდა გული? - ცრემლიანი თვალები მიანათა და ამოისრუტუნა, გაბრიელს გულუბრტყვილო გოგოს დანახვისას გული მოულბა და სითბო შეეპარა გაყინულ სხეულში. თითქოს წამის წინ მომხდარი სრულიად გადაავიწყდა, ისე მოუნდა იმ წამს თათია მთელი გულით ჩაეკარგა მის მკლავებში. ამხელა სიყვარულისთვის, ამხელა თავგანწირულობისთვის და თანაგრძნობისთვის. - მერე შენ რომ გეტკინებოდა გული? - ის შენი ცოლია, მე კიდევ უბრალოდ მეგობარი ვარ! ცოლი მეგობარზე მაღლა დგას და ამას ვერავინ ვერასდროს შეცვლის! - თავი გააქნია და იქვე ჩამოჯდა - ახლავე გაეკიდე და ბოდიში მოუხადე - აზრი არ აქვს! - რას ნიშნავს აზრი არ აქვს? - თვალები დაქაჩა - ნორმალური ხარ? დროზე წადი და ბოდიში მოუხადე გაბრიელ - ხელი ჩაავლო და სწრაფი ნაბიჯებით გაათრია გასასვლელისკენ. - თათია! - მამაკაცის ხმა კატეგორიული იყო, ადგილზე დაიჭირა გასასვლელისკენ წასული გოგო და გააჩერა - მორჩი! აზრი არ აქვს მეთქი, ადრე რომ ასე მოვქცეულიყავი ტირილით გავარდებოდა, გაგიჟდებოდა, გული ეტკინებოდა, ახლა გამომეტყველებაც არ შეცვლია, ვერ დაინახე? - იქნებ ეგეთია? ემოციებს ვერ გამოხატავს, ბევრს მუშაობს გაბრო დიანა, გადაიღალა, ვერც მიხვდა ნორმალურად რა მოხდა, დარწმუნებული ვარ სახლში რომ მივა ძალიან ბევრს იტირებს და ცუდად იქნება! - რამე ვჭამოთ - გოგონას სიტყვები დააიგნორა და კაფისკენ დაიძრა - ძალიან მომშივდა თათი - როგორც კი შეამჩნია რომ თათია არ მიყვებოდა, ეგრევე მიბრუნდა, ხელი ჩაავლო და ძალით წაიყვანა. *** სახლში გვიან მივიდა, საძინებლის კარები შეაღო და მძინარე ცოლს დააკვირდა. ეს ის მომენტი იყო, როდესაც თვალის ირგვლივ წითელი გარსის აღმოჩენა ბედნიერების მომტანი იქნებოდა და არა ტკივილის. პირველად დაინახავდა ამდენი ხნის განმავლობაში რომ საკუთარ ცოლს ისევ უყვარს, ისევ გააჩნია მის მიმართ გრძნობები, კიდევ ერთხელ აუგიზგიზდებოდა იმედი სხეულში და ერთიანად გაათბობდა. მაგრამ ცოლს ისევე მშვიდი სახე ჰქონდა, როგორიც მაღაზიაში. დაჟინებულმა მზერამაც ვერ გამოაღვიძა დიანა, მხოლოდ მისი ტელეფონი აზუზუნდა, ფრთხილად დაწვდა გაბრიელი და ეკრანს თითი გადაუსვა. “მართალი ხარ გოგო, მაგისთანა სოფლელს შენი ქმარი არასდროს შეხედავს, გიჟდება შენზე რა, შენს იქეთ გზა არ აქვს, არც უნდა გეეჭვიანა” “პ.ს დაგშორდება და დარჩება მშრალზე, უფულოდ :D” გაბრიელს სისხლი აუდუღდა, წამით ბინდი გადაეკრა თვალებზე და ტელეფონი კედელზე მისაფშვნელად გაამზადა. ისე აუკანკალდა თითები თავი ძლივს მოთოკა, ირონიამ თითქოს სხეული ჩაუკაწრა, მთელი ძალით შემოხვია მწველი თითები და კისერში წაუჭირა. “უფულოდ” სათითაოდ დაუსერა სული სიტყვებმა და სიმწრით ძლივს ამოისუნთქა. თავი ყველაზე უსუსურ კაცად იგრძნო და საფეთქლები აუწვა შეკავებულმა ემოციებმა. “უფულოდ” მხოლოდ ეს უტრიალებდა თავში და ისე უძვრებოდა ყველა უჯრედში გაკონტროლებასაც ვერ ასწრებდა. რომელ იმედზე იყო საუბარი?! რომელ სიყვარულზე?! რომელ ცოლ-ქმრობაზე?! საყრდენგამოცლილმა მოწყვეტით დაეცა ლოგინზე, ტელეფონი ისევ ადგილზე დააბრუნა და თვალები დახუჭა. *** ძალიან ბევრი მინდოდა მეთქვა შენთვის, მაგრამ არაფერი გითხარი. ვერაფერი კი არა - არაფერი. *** დღეები ისე გავიდა დიანას წამითაც არ გასჩენია კითხვა იმ ამბავთან დაკავშირებით. პირიქით, რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო შორდებოდა ქმრის მკლავებს. - ეს რა არის? - ახალ ტელეფონზე ანიშნა და უხეშად გამოართვა ხელიდან. - ახალი ტელეფონია! - მეც ვხედავ ამას, ვინ გაჩუქა დიანა? - გაბრაზებული მზერით დააცქერდა ზემოდან და ტელეფონი ლამის დაამსხვრია ისე უჭერდა თითებს. - დირექტორმა! - მარტო შენ გერგო ეს პატივი, თუ სხვებსაც? - ირონიული ღიმილით დაეყრდნო ტახტის სახელურებს და სახე უფრო ახლოს მიუტანა. - სხვებსაც! - მატყუებ დიანა! - კარგი ჰო, მხოლოდ მე მაჩუქა - თვალი აარიდა ქალმა და ფეხზე წამოდგომა სცადა. - რატომ გაჩუქა შეგიძლია ამიხსნა? - ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა კონტროლი არ დაეკარგა საკუთარ თავზე. - იმიტომ რომ პროექტი კარგად გავაკეთე! - ბონუსები მოგბეზრდა და ახლა ტელეფონი გაჩუქა? შემდეგი რა იქნება მანქანა? - ვერ მოითმინა და იქვე მდგარი მაგიდიდან ყველაფერი გადაყარა, სკამს ფეხი ჰკრა და მარტივი მოძრაობით გააყირავა - გეკითხები! - რაც უფრო გადიოდა დრო მით უფრო ღრმად სუნთქავდა, დიანა კი არც აპირებდა ხმის ამოღებას - მიპასუხე, სანამ ჭკუიდან გადავედი, დიანა! - რა გინდა ვერ ვხვდები? - ხელი ჰკრა ძლიერად და კივილით წამოვიდა მისკენ - შენ რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, ამის უფლება სხვასაც არ აქვს? წამახალისა! ხო მაჩუქა ტელეფონი მერე? ეს რამეს ნიშნავს ან ცვლის? - არაფერს ცვლის? - კაცს გაკვირვებისგან ლამის ენა ჩაუვარდა, ვერაფრით იჯერებდა რომ მის წინაშე მთელი ცხოვრების სიყვარული იდგა - შენ დიანა ხარ? შენ ის ხარ ვინც წლების უკან ცოლად მოვიყვანე? ვისაც შევფიცე რომ მთელი ცხოვრება მასთან ვიქნებოდი?! - გაგიჟებული იქნევდა ხელს და ცდილობდა როგორმე ამ სიტუაციიდან გამოსულიყო - არ მჯერა რომ ჩემს წინაშე ასეთი დგახარ! არაფერი გაქვს შერჩენილი! - მე ყოველთვის ასეთი ვიყავი გაბრიელ, ყოველთვის! შენ ცდილობდი სხვანაირად დაგენახე - არასდროს გყვარებივარ არა? - სიყვარული რა შუაშია ამ ყველაფერთან, სიყვარული არაფერს ცვლის, შენ რასაც შემპირდი იმას ვერ მიაღწიე - რას ვერ მივაღწიე დი? რას? სიმდიდრეს? ნუთუ ამაზე ააგე მთელი შენი ცხოვრება? იმისთვის გამომყევი რომ პირობა მოგეცი ოდესმე მდიდარი გავხდები და ყველა შენს ოცნებას აგიხდენ მეთქი? - გაბრიელ.. - მეზიზღება ეს ყველაფერი, აი ეს ნივთები - მათი საერთო ფოტოსურათი აიღო და ძირს დაახეთქა გაავებულმა - აი ეს მოგონებები, ვაზები, თეფშები, ჭიქები.. შენი დირექტორის ნაჩუქარი ნივთები! შენი კაბები, შენი ცხოვრება მეზიზღება, ამაზრზენია! შენ ასეთ არ იყავი, ის თბილი, მოსიყვარულე და სიცოცხლით სავსე გოგო სადღაც გაქრა, არ ვიცი როდის შემიცვალეს ასე შენი თავი, მაგრამ მე ჩემი ძველი დი მინდა, ჩემი გოგო, რომელსაც ყველაფერზე წასვლა შეეძლო ჩემს გამო! - მხრებჩამოყრილი, გაფითრებული ძლივს აბამდა სათქმელს თავს, ხვდებოდა რომ ეს სიყვარული აბეჩავებდა, საწყალს და დაუცველს ხდიდა, მაგრამ არაფერი შეეძლო. - გაბრიელ, წადი გაისეირნე - რა ვქნა? - გაისეირნე - ქურთუკი ხელში მიაჩეჩა, გარეთ გამოაგდო სწრაფად და კარები მიუხურა. *** “გცალია?” “მოდი” *** ალბათ სიყვარული სულ სხვანაირია, სიყვარული ესაა, კარებს რომ გააღებს და ხელებგაშლილი დაგხვდება, ჩამეხუტეო, იტირეო და გული მოიოხეო რომ გეტყვის. კითხვას არ დაგისვამს და სიჩუმეში შენთან ერთად გაინაწილებს ტკივილს. ბოლომდე თუ ვერა, შენთან ერთად მაინც აიტანს მწველ გრძნობებს და გაიზიარებს ყველაფერს. უბრალოდ ესმის, სიტყვები რომ არ სჭირდება და უაზრო ემოციები. მზად არის მოგისმინოს, მიგიღოს და შეგიმსუბუქოს მდგომარეობა. *** ყოველთვის აქ ვარ, თუ დაგჭირდები. *** დილით როგორც კი თვალები გაახილა, უცხო მკლავები იგრძნო, მაგრამ სასიამოვნო სურნელმა და სითბომ სისხლი აუდუღა. ფრთხილად გააპარა მზერა და თათიას მშვიდ ნაკვთებს წააწყდა. ოდნავ რომ წამოიწია, მხოლოდ მერეღა შეამჩნია რომ ისევ კარებთან ისხდნენ, გაბრიელი თათიას ეყრდნობოდა, თათია კედელს და ასე ეძინათ მთელი ღამე. სასიამოვნო გრძნობამ ერთიანად დაუარა, სიფრიფანა სხეული ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წავიდა. გოგონა შეიშმუშნა, თავი მკერდზე დაადო და თითებით საყელოში ჩააფრინდა. ფრთხილად დააწვინა საწოლზე, საბანი გადააფარა და სწრაფად გამოვიდა იქედან. - უკეთ ხარ? - სამზარეულოში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ მიუახლოვდა თათია. - კი, შენ? წელი არ გტკივა? - შეწუხებული სახით მიაშტერდა და ოხშივარავარდნილი ყავა მაგიდაზე დაუდგა - ორი კოვზი შაქრით! - როგორ დაგიმახსოვრებია - ესიამოვნა მისგან ეს ჟესტი და თითები ფინჯანს შემოაჭდო. - გტკივა? - რა? - დაიბნა უცებ და ისე ახედა, ლამის ცხვირებით დაეტაკნენ ერთმანეთს, ორივეს გაეღიმა. - წელი - არა, ნუ კარგი, სულ ოდნავ მტკივა, მაგრამ არაუშავს, გამივლის - გაიცინა და ყავა მოსვა - გემრიელია! - მადლობთ ქალბატონო - თავი დაუკრა და თვითონაც ფინჯანით ხელში ჩამოუჯდა წინ. - დღეს რა გეგმები გვაქვს? - თუ გინდა კინოში წავიდეთ - მხრები აიჩეჩა - ან თუ გინდა პიცა გამოვიძახოთ და სახლში ვჭამოთ - მეორე ვარიანტი ბევრად უკეთესია - თვალები აუციმციმდა თათიას - შენ კინო აარჩიე და მე პიცას შევუკვეთავ! *** - შენი ტელეფონი რეკავს - ღიმილით გაუწოდა თათიამ და კიდევ ერთი პიცის ნაჭერი ჩაკბიჩა. - ჩვენი დირექტორია, ნეტა რა უნდა? - დაბნეულმა უპასუხა და ძლივს ამოიღო ხმა. - გისმენთ? - გამარჯობა გაბრიელ, შეგიძლია სათაო ოფისში მოხვიდე? ხუთი საათისთვის გელოდები, საქმე მაქვს შენთან - შემიძლია რა თქმა უნდა, მშვიდობაა? - მაგას გავარკვევთ როცა მობრძანდებით - მშვიდი, გაწონასწორებული ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ყურმილი გათიშა. - რა უნდოდა? - ღიმილით გადმოჰხედა თათიამ. - ისეთი ხმა ჰქონდა, ალბათ სამსახურიდან მანთავისუფლებს! - მერე რა? სხვას იპოვი, დიდი ამბავი - ოჯახი რითი ვარჩინო? - თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა - უნდა წავიდე თათი - მიდი და დამირეკე რას გეტყვის კარგი? - იმედიანი და თბილი თვალებით გააცილა. მამაკაცმა მსუბუქად აკოცა ლოყაზე და კარები გაიხურა. კედელი სწრაფად ჩამოწვა მათ შორის და ორივე მხარეს ღრმა ოხვრის ხმა გაისმა, ისე შეიკრა ჰაერი, თითქოს მისთვისაც მძიმე აღმოჩნდა ამ ორი სხეულის ერთმანეთისგან მოშორება. *** რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად შედგა ასეთი სიამაყით სახლში ფეხი. თვითკმაყოფილი ღიმილით დაიძრა მისაღებისკენ, ფეხსაცმელები შემოსასვლელში გაიხადა და პალტოც იქვე დაკიდა. უნდოდა დიანასთვის პირველი ეხარებინა ეს ამბავი, უნდოდა მასაც გაეზიარებინა მისი სიხარული და წარმატება. მაგრამ კარებთან შედგა, როგორც კი ცოლის მეგობრების წიკვინა ხმები მოესმა. მათი სიცილი შემაწუხებლად მოედო ყურებზე და ზუზუნით გაიარა გონებაში. ზუსტად იმ წამს აპირებდა კარების შეხსნას, როდესაც მისი სახელი გაიგონა და ადგილზე შედგა. ვერ იტანდა სხვისი საუბრების მოსმენას, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. - როგორ უძლებ დიკო? - ჩვეულებრივად! - მოკლედ და უემოციოდ უპასუხა ქალმა. - ვერ ვიჯერებ “პროსწა”! - უფრო წვრილმა და შემაწუხებელმა ხმამ გაიჟღერა ოთახში. - ვერც მე, აი არ მესმის რა! - მხარი აუბა მეორემ. - რა არ გესმით? - ინტელიგენტ ქალს, ჭკვიანს და შემდგარს, ასეთი ქმარი როგორ გყავს? - exactly! ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა, აი არ გრცხვენია? - არა? - ამაზრზენად ჩაიცინა ერთერთმა - იმიტომ დაჰყავს ყველგან, ყველა შეხვედრაზე ჰო? - ეგეც არაფერი, საერთოდ არ შეეფერებიან ერთმანეთს, მაგ კაცს მხოლოდ სხეული აქვს კარგი! ვიმედოვნებ საწოლში მაინც ეწყობით ერთმანეთს! - მშვენივრად ვეწყობით! - სასოწარკვეთილმა ხმამ სადღაც შორიდან გაიჟღერა, გაცრეცილი თავდაჯერებულობა აშკარად იგრძნობოდა ქალის ტონიდან. - აი ხმაზეც გეტყობა როგორც ეწყობით! - ჩაიფრუტუნა ერთ-ერთმა. - საკმარისია! - სკამის გაწევის ხმა გაისმა და როგორ დაიწყო ნერვიულად დიანამ ოთახში სიარული. - ის მაინც გვითხარი გიყვარს თუ არა! გაბრიელს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ასე მოულოდნელად და გაუცნობიერებლად სამსჯავროზე დააყენეს. სადაც წუთი წუთზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანდა. თავი ცივ კედელზე ჰქონდა მიდებული, იქედან წამოსული სიგრილე ოდნავ მაინც ედებოდა სხეულში აბუყბუყებულ ლავას წამალივით. იგრძნო როგორ გაუოფლიანდა ხელის გულები და ერთიანად დაეძაბა სხეული პასუხის მოლოდინში. - ჰო - სუსტად გაისმა ოთახში. მაგრამ ამას შვება არ მოუტანია, თითქოს ერთიანად დაძაბული სხეული ვერ მოეშვა, ვერ ამოუშვა სიმწარე ფილტვებიდან, არ გაახარა იმ ფაქტმა რომ ცოლს ჯერ კიდევ უყვარდა, ან რაიმე გრძნობა მაინც ჰქონდა შერჩენილი. ეს ყველაფერი იმდენად ყალბი და უბრალო ეჩვენა ვერც გაიაზრა და მიიტანა გულამდე. *** - გაბრო? - გოგონას მამაკაცის დანახვისას თვალები გაუფართოვდა, ინსტიქტურად დახედა საათს და შემდეგ ისევ მას გაუსწორა მზერა - მშვიდობაა? - შეიძლება შემოვიდე? - რა თქმა უნდა, ახლა მოვედი ქორწილიდან, ბოდიში არეულობისთვის! - როგორი იყო? - რა მოხდა მითხარი, რა დროს ქორწილია - ხელი აიქნია გოგომ და ხალათი მოიცვა - გაბროო! თქვი - დიანას და მისი მეგობრების საუბარი მოვისმინე, აღარ ვუყვარვარ - ასე თქვა? - შეშფოთებული მიაშტერდა და გაბრიელის წინ, იატაკზე დაგდებულ ბალიშზე, მოკალათდა. - არა, თქვა მიყვარსო, მაგრამ სჯობდა სიმართლე ეთქვა! - თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა, ნერვიულად შედგა ფანჯარასთან და სიგარეტი ამოიღო. - მოწიე - სანამ თავს მოაბრუნებდა იქამდე უთხრა და შემდეგ ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა. - ეს კაცები სულელები ხართ, რომ არ უყვარდე რატომ იტყოდა? - იქნებ არ უნდა რომ დაქალებთან დამარცხება აღიაროს? - ალმაცერად გადმოხედა და ცალყბად ჩაეღიმა. - რა სისულელეა! არამგონია საერთოდ ეგეთი ქალები არსებობდნენ! კარგი რა გაბრო, ასეთი უტვინო როდის მერე ხარ? - თათი! - კარგი, მე მჯერა რომ დიანას უყვარხარ, მოდი ასე მოვიქცეთ, მოუწყვე რომანტიული საღამო, დაელაპარაკე, აუხსენი სიტუაცია, უთხარი შენი გრძნობების შესახებ და ისიც გეტყვის რა აწუხებს! - გულუბრტყვილოდ ჩამოურაკრაკა და სიგარეტი ააცალა თითებიდან - ნუ რას იტყვი? - არა! - რატომ? - იმიტომ რომ ვიცი რაც აწუხებს - მობეზრებულად აატრიალა თვალები. - მაინც რა? - უფულობა! - რა სისულელეა! უფულობა რა შუაშია? - გაოცება ვერ დამალა. - თავშია, ისე ფულზე გამახსენდა, დამაწინაურეს იცი? - რაოო? მერე აქამდე ვერ მითხარი გაბრო? - სიხარულით შეკივლა და ხელები შემოხვია - რა მაგარია! გილოცავ! - სიცილით გადაწია თავი უკან და ქვემოდან დააკვირდა - აუ რა გამიხარდა?! პროსტა რა ბიჭი ხარ, როგორ მოაწონე იმ ჯმუხ კაცს თავი?! - რა ვიცი აბა? - მამაკაცმაც შემოხვია ხელები და ზემოდან დააკვირდა, სითბოჩამდგარი თვალებით კარგა ხანი ათვალიერა თათიას ნაკვთები, შემდეგ უხერხულად შეიშმუშნა და ისევ ფანჯარაში გაიხედა. ამჩნევდა თათიას მიმართ გამჩდარ ნაპერწკლებს სხეულში და უფრო და უფრო ეკუმშებოდა გული. - არ აღვნიშნოთ? - კარგი რა.. - უიმე, ნუ მეტიპები გაბროო! - მკლავზე ჩამოეკიდა და მაგიდისკენ წააპორწიალა - მოდიი ერთი ორი ჩავურტყათ ჩვენებურად! თუ აღარ მკადრულობ დაწინაურებულო პიროვნებავ? - ნუ მაცდუნებ თათი, თორემ ჩვენი ერთი ორი ვიცი დილით “ნაბეღლავი ხაჩუ”-თი მთავრდება! - იწყება ბიჭოო! იწყებაა! - კისკისით გადმოალაგა ყველაფერი და გვერდით მიუჯდა. - აბა? ახალ სამსახურს გაუმარჯოს? - ჭიქა მიუჭახუნა, ჯერ თვითონ დალია და შემდეგ აიძულა მასაც დაელია. *** დილით თავის ტკივილმა გააღვიძა, მთელი სხეული დაბუჟებული ჰქონდა და ყველა ძვალი უსიამონოდ აწუხებდა. თვალები მოისრისა და წამოწევა სცადა, მაგრამ რაღაცამ ხელი შეუშალა, ჯერ ერთი თვალი გაახილა ზანტად, მერე მეორე და მასზე შემოხვეულ თათიას ხელებს დააკვირდა. ჩაეღიმა, შემდეგ ფრთხილად მოეფერა ლოყაზე და მსუბუქად აკოცა. ეს იმდენად გაუაზრებლად მოხდა წამით შედგა, დაბნეული მიაშტერდა საკუთარ გამოსახულებას საწოლის მოპირდაპირედ დაკიდებულ სარკეში, რამდენჯერმე დაახამხამა თვალები და უნებურად ღიმილი მოეფინა სახეზე. - არაყი დავლიეთ თუ ტრაქტორმა გადაგვიარა? - ოდნავ წამოიწია და საწოლის თავს მიეყრდნო, გვერდით გაშხლართულ თათიას დააკვირდა და მის პოზაზე სიცილი აუტყდა - რა გიჟია! - ვინ არის გიჟი? მე მიწოდე? - სწრაფად წამოწია თავი, მაგრამ მასაც შეაწუხა ტკივილმა და ისევ უკან დაეხეთქა - ვიყო გიჟი, ოღონდ ნაბეღლავი ხაჩუ გაბროო! - ხელები უფრო ძლიერად შემოხვია და პირდაპირ გულზე დაადო თავი. - აი ხომ ვთქვი - სიცილით გააქნია თავი - ჩვენს დალევას “ნაბეღლავი ხაჩუ” ჰქვია! - მაგას რა სჯობს მერე, მიდი მომიტანე ფისო - ნუ გამითამამდი - ამხელა დირექტორ კაცს, უკვე ტოპ-ებში გადიხარ, თავის იატაკზე დარტყმით ხომ არ მოგესალმო? - იუმორის ტალღამ გადაგიარა? ნაბეღლავის სურვილმა ხო არა? - არა ისევ მინდა - ხელი აიქნია - მოგაქვს? - მომაქვს ჰო, მომაქვს! - ზლაზვნით წამოიწია და სამზარეულოდან ნაბეღლავი გამოუტანა. - აბა როდის ვუწყობთ სიყვარულის საღამოს შენს ცოლს? - დრო მჭირდება, უნდა მოვიფიქრო როგორ მოვიქცევი - ვაიმე! ამ გამოსასვლელი ტანსაცმლით მეძინა მთელი ღამე? - საწყლად ამოიკვნესა და თმები გაისწორა. - სად გქონდა გახდის თავი - სიცილით გადახედა და ფეხზე წამოდგა - წავალ მეილს გავაგზავნი, ლეპტოპი სად გიდევს? - მაგიდაზე, მეძინება მე - გადაბრუნდა და დაძინება დააპირა, გაბრიელის ხმა რომ მოესმა. - პაროლი? - გაბრო - ძილბურანში მყოფმა გაუაზრებლად უპასუხა და გაითიშა. მამაკაცს ერთიანად შემოაწვა ყველა გრძნობა და სხეული უსიამოვნოდ შეუტოკდა. მისი სახელის გაგებისას თვალები აეწვა და თითები ძლივს დაიმორჩილა პაროლი რომ აეკრიფა. როგორც კი ეკრანი გახსნა, იქედანაც ნაცნობი სახე შეეფეთა და ერთიანად გაიყინა. ახლა მიხვდა რატომ არასდროს აძლევდა თათია მის ლეპტოპთან მიახლოვების უფლებას. სახე ხელებში ჩარგო და აცახცახდა, ისევ ორად გაიხლიჩა, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად იგრძნო რომ ორ ქალს შორის იყო გაყოფილი. ხვდებოდა რომ თათიას მიმართ რაღაც გრძნობას აწყობდა ქვეცნობიერი და თვითონაც უკვირდა ამ ყველაფერს ასე მშვიდად რომ იღებდა. მეილი სწრაფად გააგზავნა და ფეხზე წამოდგა, ისე დახურა ლეპტოპი ვითომ არც შეხებია. მშვიდად შევიდა სამზარეულოში და საჭმლის მომზადება დაიწყო, ცდილობდა როგორმე ამ ყველაფერზე დაფიქრებულიყო და სწორი გადაწყვეტილება მიეღო. დიანასგან შემოსულ ზარზე რამდენჯერმე დააჭირა წითელ ღილაკს, ბოლოს საბოლოოდ გათიშა ტელეფონი და უხეშად მოისროლა. *** კარებში მდგომი გაფითრებული თათია რომ შეამჩნია ეგრევე მიხვდა რას ფიქრობდა გოგონა და ჩაეღიმა. - ლეპტოპი ვერ გავხსენი, რაღაც უარს მიგდებდა! - ეგრევე უთხრა და ტაფა მაგიდაზე დადო. დაინახა როგორ შვებით, მაგრამ შეუმჩნევლად ამოისუნთქა გოგონამ და ადგილი დაიკავა. - უი, რა დაემართა? - ძლივს ამოიღო ხმა და მზერა გაუსწორა, ამჯერად თამამი და ღიმილიანი. - არ ვიცი, შევეშვი მერე, ვიფიქრე საჭმელს გავუკეთებ მეთქი! - ჰო, ჰოო… - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, თეფშზე რამდენიმე ლუკმა გადაიღო და ჩაფიქრებული შეექცა - რა გადაწყვიტე? - არ მინდა ამ ყველაფრის გაკეთება! - კიდევ ერთი შანსი მიეცი რა, ყველა უშვებს შეცდომას და ყველა იმსახურებს ერთ გზას გამოსწორებისკენ… - თათია ამას როგორ მეუბნები? ნუთუ საკუთარ თავზე არ ფიქრობ საერთოდ? - მხრებში ჩააფრინდა და მისკენ მისწია - მიპასუხე - რა უნდა ვიფიქრო? - უემოციო მზერა მიაპყრო და პირველად დაინახა გაბრიელმა დანებებული ქალი, რომელსაც ყველანაირი იმედი სადღაც სხეულის ნაწილში ჰქონდა მიჩქმალული - თათი.. - მე მეგობრობაც მყოფნის! - მისი თითები მოიშორა და ისევ მაგიდას მიუჯდა - და ასე იქნება სულ გაბრო, მეტს არაფერს მოვითხოვ! - თათი.. - აღარ გვინდა ამდენი ლაპარაკი რა! *** - შენი აზრით მოეწონება? - ლამაზად მორთულ სახლს თვალი შეავლო თათიამ და გაიღიმა. - არვიცი - უემოციო და ცივი იყო გაბრიელის ხმა, წარბიც არ შეტოკებია არცერთ დეკორაციაზე. - კარგი რა, ნუ ბრაზობ გაბროო - ლოყები გაუწელა და აიძულა გაეღიმა. - მალე მოვა? - საათს მოუთმენლად დახედა. - კი, წუთი-წუთზე - ღიმილით წამოდგა და კარის ხმაც გაისმა. თათიამ ჩანთას დასტაცა ხელი, თვალი ჩაუკრა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. გაბრიელმა სევდიანი მზერა გააყოლა გოგოს და კარებში მდგომ საკუთარ ცოლს გაუსწორა თვალები. დიანა ლამაზ, გრძელ წითელ კაბაში იყო გამოწყობილი, სასწაულად დახვეწილი და გრაციოზული ნაბიჯებით მიიწევდა ქმრისკენ. გაეღიმა მისი დანახვისას და ფეხზე წამოდგა. - მოდი, დაჯექი - შენ.. - დაჯექი - ხელით გამოუწია სკამი, როგორც კი დიანამ ადგილი დაიკავა თვითონაც ეგრევე მიუჯდა მაგიდას. - გაბრიელ.. - დი.. *** ყოველთვის გჯეროდეს რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება, რაღაც - რაც მთლიანად შეცვლის შენს ცხოვრებას. *** ქუჩაში გამვლელები გაოცებული უყურებდნენ ჩქარი ნაბიჯებით მიმავალ მამაკაცს, რომელსაც შიგადაშიგ ფეხები ერთმანეთში ებლანდებოდა და ძლივს მიიკვლევდა გზას. თითქოს მხოლოდ ერთი წერტილისთვის ჰქონდა თვალი გაშტერებული და მთელი სხეულით მიისწრაფვოდა მისკენ. ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა, როგორც კი სასურველი სხეული შეამჩნია, შორიდანვე დაინახა როგორ კანკალებდა გოგონა, როგორ იწმენდდა ცრემლებს და რაღაცას ბუტბუტებდა. სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა, მის აცახცახებულ მხრებს ხელები შემოხვია და უკნიდან მთელი ძალით აიკრა სხეულზე. მისი აჩქარებული პულსაცია იგრძნო თუ არა სიამოვნებისგან გაეღიმა, მისკენ შეატრიალა და ცრემლებისგან აწითლებული თვალები კოცნით ამოუშრო. - რა გეგონა სულელო? - შუბლი შუბლზე მიადო და ბედნიერებისგან გაოგნებულ გოგოს თბილად დაუკოცნა ტუჩები. - გაბრიელ! - ჰო, მე ვარ - მის დაბნეულობაზე გაეცინა მამაკაცს და თმები გაუსწორა. - გაბრო? - ტირილი სიცილში გადაეზარდა და ხელები კისერზე მოხვია - მოიცა.. - ჩშშ - ტუჩებზე თითები ააფარა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში საყვარელი სხეული. აფორიაქებული გოგონა ერთიანად მოდუნდა, ხელები შემოხვია და ღიმილით დაეყრდნო. - გაბრო… - კიდევ ერთხელ დაიჩურჩულა და ამჯერად სიხარულის ცრემლებმა დაუფარა აწითლებული ლოყები. *** შენი თითები იმ დღეების სანიშნეებია, რომლებშიც ცოცხალი ვარ. *** დასასრული ველოდები თქვენს შეფასებას.. მიყვარხართ და ჩემი სტიმული ხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.