შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ა.ა (4)


12-11-2017, 19:39
ავტორი Hickie
ნანახია 1 102

4. ეფექტური გამოჩენა.
უარაფრო გამომეტყველება ჰქონდა. უბრალო მაგრამ არაჩვეულებრივი. ვაანალიზებდი საზიზღარ არსებას ვემსგავსებოდი..
- ოჰ ეს ვინ გამოჩენილა - მომესმა ლილუს ხმა. მაშინვე გავიწიე და გზა გავანთავისუფლე. ლაპარაკი დაიწყეს, მაგრამ ვერ ვუსმენდი.
"ლილუ მჭირდები!!" დავიყვირე საკუთარ თავში და დაქალს იმ იმედით შევხედე რომ მანუგეშებდა. მაგრამ ანდრეას სიცილ კისკისით ელაპარაებოდა.
ზოგჯერ ნერვებსაც კი მიშლიდა მისი ასეთი სტუმართმოყვარეობა.
- ყავას გაგიკეთებ - უთხრა ლილუმ და სამზარეულოში გავიდა. გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი როდესაც ანდრეამ კარები მიკეტა და ზედვე მიეყუდა. ზემოდან დამცქეროდა, თითქოს რაიმეს ელოდა.
რამდენიმე ნაბიჯი ჩემამდე და ახლა რამდენიმე სანდიმეტრიღა აშორებდა.
- გამარჯობა - ვუთხარი ხმადაბლა.
არც შეტოკებულა, არანაირი მიმიკა, ისევ ისე იდგა.
ნერვებმა მიმტყუნა. ამოვიხვნეშე, ოდნავ ხმამაღლა.
"უზნეო" - გავიფიქრე გონებაში და საკუთარ თავს დავცინე ფიქრების გამო. მისთვის აღარ შემიხედავს, ისე მივტრიალდი და ლილუსკენ დავიძარი. მესმოდა უკნიდან მძიმე ნაბიჯების ხმა როგორ დამყვებოდა, და არც შევმცარვარ, მხარზე ხელი დამადო, მომატრიალა. ნელ-ნელა დაიხარა და ლოყაზე სველი კოცნა დამიტოვა.
რაღაცნაირად დამბურძგლა, გამაჟრიალა, სახე ოდნავ გაწია და ყურში თბილად ჩამჩურჩულა
- გაგიმარჯოს, მარიამ.
ძალ-ღონე მოვიკრიბე და გამოვეცალე. ლილუს გვერძე მივუდექი. თუმცა იმის ძალას ვეღარ ვპოულობდი, ჩემს სახეზე გამოწვეული ღიმილი რომ დამემალა.
- აბა რამ შეგაწუხა ავალიანი. - მივუტრიალდი ბოლოს. თითქოს გაუკვირდა და წარბები ამიწია. წყნარად, აუღელვებლად ჩამოჯდა.
- რავი, აქვე ვიყავი და შემოგიარეთ - გაგვიცინა დაქალებს.
- იოანემ თუ გამოგგზავნა შეგიძლია წახვიდე - ცხელი ყავა მაგიდაზე დაუდო ლილუმ. ავალიანი ახარხარდა.
- მარიამი გაკვეთილების მერე გაქრა, ხოდა შევამოწმე ხოარ მოიტაცესთქო. - სიცილს უფრო და უფრო უმატებდა. მინდოდა მეყვირა მისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად აჭარხლებული ვიდექი და მის ქათქათა, სწორ კბილებს ვუყურებდი. ლილუს გავხედე, უაზრო მზერა ანდრეასთვის მიეპყრო.
- დაჯექით ქალბატონებო, ფეხზე რატო დგახართ - მოგვიგო დიდხნიანი სიცილის შემდეგ. მე და ლილუმ ერთმანეთს შევხედეთ და მაგიდას წრიულად მოვუჯექით. აშკარად სიტუაციას ახლა ის მართავდა.
- ბანკეტზე წამოხვალ? - უცებ მიახალა ლილუმ. თვალები გადმომცვივდა. ავალიანს ეს არ გამოპარვია და მსუბუქად ჩაიცინა.
- რავი, ალბათ - მხრები აიჩეჩა ავალიანმა
- ხო, მაგ საქმეებს მე ვაგვარებ და მომმართე თუ გადაწყვეტ - აუჟუჟუნა თვალები ლილუმ.
- შენ ყვეაფრის მომგვარება გეხერხება ლილს - ისევ სიცილი., ბოლო ყლუპი მოსვა და ტუჩები მსუბუქად გაილოკა.
არვიცოდი მის ყოველ ქმედებას ასე ზედმიწევნით რატომ ვაკვირდებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თავში ჩაქუჩს ან რაიმე ბლაგვ საგანს მირახუნებდნენ.
- რას გულისხმობ? - ჩავერიე მათ საუბარში.
- გუშინ იოანესთან დარჩი ხო? - კითხვით გადავიდა ისევ ლილუსკენ, ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. ლილუს სახიდან ფერი გადაუვიდა. ახლა ერთადერთი შუამავალი მე ვიყავი, და სასწრაფოდ რამე უნდა მომემოქმედებინა.
- მერე? - მკვახედ უპასუხა ლილუმ.
- არაფერი.. ისე. - მსუბუქად გაიცინა და ლილუ თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.
- რა გინდა ავალიანი? - ამოასხა ლილუს
- რა და თქვენი კარგად ყოფნა. ეღირსა ბიჭს - ლილუ ბოლო სიტყვებზე ფეხზე წამოხტა და გასასვლელისკენ წავიდა. ანდრეას შევხედე რომელიც კმაყოფილი სახით შემომყურებდა
- შენი გარყვნილი ფანტაზიები შენთვის შეინახე - ხელი ჰაერში ავუწიე, იმის ნიშნით რომ გაჩერებულიყო, თორემ ხომ ვხვდებოდი, კიდევ რამეს იტყოდა.
ლილუს წამოვეწიე.
- ლაწირაკია!! - ამოიხვნეშა ლილუმ. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
- დაწყნარდი, მე მოვაგვარებ, - ვუთხარი და მხარზე ხელი დავადე. თავი მსუბუქად დამიქნია
- წავალ ცოტას დავისვენებ.

დაქალს გამოვემშვიდობე თუარა, ავალიანისკენ წავედი. ახლა ხილს მიირთმევდა.
- მეტისმეტი ხომ არ მოგდის?
- მე მეუბნები? - ისე მითხრა, თითქოს დამნაშავე არაფერში ყოფილიყო.
მასთან კამათს აზრი აღარ ჰქონდა.
ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. მისთვის არ შემიხედავს ისე წამოვჯექი რაფაზე და სიგარეტს მოვუკიდე.
გამოცებულმა ამომხედა. ჯერ თვალებში, შემდეგ სიგარეტს შეხედა. პირი გააღო, შემდეგ ისევ დამუწა..
- რამის თქმა თუ გინდა მითხარი. - ვუთხარი უემოციოდ.
- მოწევა კლავს. - ამაზე ჩამეცინა, თვითონ კი სერიოზული სახით მიყურებდა.
- ამას ვინ მეუბნება - გადავიხარხარე და კიდევ ერთი ნაპასი დავარტყი.
- ვინ და ანდრეა ავალიანი.
- რომელიც ინტენსიური მწეველია?
- თავი დავანებე მე - მითხრა დამაჯერებლად. წარბები ავუწიე და წინ ჩამოყრილი თმა ცალი ხელით უკან გადავიწიე.
- ნუ.. ვარჯიში დავიწყე და თავს ვანებებ. - მითხრა და ვაშლი ჩაკბიჩა.
"მარიაჟი" ამომძახა ქვეცნობიერმა, რომელიც კისკისით რამის იყო გაგუდულიყო.
სიგარეტს რომ მოვრჩი, საფერფლეში ჩავაგდე და ავალიანს თვალებში ჩავაშტერდი.
- ლილუსგან რაგინდა?
- ლილუ.. ლილუ.. თამამი გოგოა.
- თუ ღმერთი გწამს, ნუ მასწავლი ლილუ როგორია - დაქალის დასაცავად ყველაფერს ვიზამდი.
- არ გასწავლი, უბრალოდ ვამბობ.
- იოანემ გითხრა?
- მითხრა.
თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვიხვნეშე.
- მოდი კლასელური კომპანია გამიწიე და არსად არაფერი წამოგცდეს. - ვუთხარი რაც შემეძლო სერიოზულად, მას კი სერიოზულისას ვერაფერს ვატყობდი.
- რაზე არაფერი წამომცდეს? ლილუზე, თუ დათოსთან რომ პაემნებზე დადიხარ?
თვალები დავჭყიტე.
- რას ვშვრები??
- გაგიბაზრებ - კმაყოფილმა მითხრა და საზურგეს თავდაჯერებული მიეყრდნო.
- რას იზამ?
- ზედმეტ კითხვებს ხოარ სვამ მარიამ?
- არანაირად, დათო მეგობარია.
- რომელიც გუშინ გაიცანი და უკვე შეხვედრაზე დათანხმდი.
- ღმერთო!! შენც გუშინ გაგიცანი და უკვე ჩემს სახლში ზიხარ. - ვერ გავიაზეე ისე გადავდიოდი ყვირილზე.
- პრივილეგია!! - ხმამაღლა ღიმილით ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. მეც მას მივყვევი, ინსტიქტურად.
- ჯობია წახვიდე. - ვუთხარი ხმადაბლა.
- კაიკაი, მე არცერთ ამბავს არ ვიტყვი.
- დიდი მადლობელი დაგრჩები - ვუთხარი გაღიზიანებულმა.
- ერთი პირობით
ვიგრძენი სახიდან ფერი როგორ წამივიდა.
- ერთი სურვილი მექნება შენთან - თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ წავიდა. ბავშვივით დავედევნე.
- რა სურვილი? ანდრეა მოიცადე.
- მაგას მერე გეტყვი. - მითხრა გაბრწყინებულმა და კარი მიიხურა.
***
მალევე მოვწესრიგდი, სახლში დარჩენა არ მინდოდა. თავგზა არეულმა დაზეპირებული ნომერი ტელეფონზე ავკრიფე და დავრეკე.
- ხო მარიამ. - გაისმა დედას თბილი ხმა
- გაგახსენდა შვილი? - ტონი იმაზე მკაცრი მქონდა ვიდრე წარმოვიდგენდი. ქვედა ტუჩზე ვიკბინე ძალაუნებურად.ვხვდებიდი რომ ჯავრი საკუთარ დედაზე არუნდა მეყარა.
- ამ სამსახურის გადამკიდე ხომ იცი დე.. საღამოს ადრე მოვალ,მ სახლში დამხვდი და ერთად ვივახშმოთ. - მითხრა თბილად. გამეღიმა და სიხარულით დავთანხმდი.
პირველივე ავტობუსსში ავედი და ლილუს სახლთან ჩამოვედი. არ დამიკაკუნებია, ისევე შევაღე კარები და დივანზე წამოწოლილი იოანე დავლანდე.
- ოხ, მორიგდით ბავშვები? - იოანეს ხმა არ გაუცინა. მუბუქად გამიღიმა და თავით სამზარეულოსკენ მანიშნა. კარები მივკეთე თუარა იოანეს თავი დავუქნიე და სამზარეულოში გავედი.
ლილუს თმა კოსად აეწია,
ნიჟარას დაყრდნობოდა და არადა არ ინძრეოდა. მივუახლოვდი, მხარზე ხელი დავადე და შემოვატრიალე. მაშინვე მომეხვია და ატირდა.
ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ნუგეშის მიზნით მაგრად მივიკარი და ზუგზე ხელს ვუსმევდი. ცოტახანში გავწიე და თვალებში შევხედე
- რა მოხდა?
- ვერ მიგებს და ის - ხელით მანიშნა მისაღებისკენ (იოანესკენ) და ჩურჩულით მითხრა.
- დაწყნარდი, გაგიგებს აბა რას იზამს.
- შეიძლება, მაგრამ საჭიროა ძმაკაცებში ამაზე ლაპარაკი?
აღარაფერი მითქვამს, ანდა რა უნდა მეთქვა. სკამზე ჩამოვსვი, ხელსახოცი მივეცი და იოანესკენ გავედი. უხერხულად მივიწიე მისკენ და პირდაპირ დავუჯექი.
- ეჰ იო.. - ამოვიხვნეშე და უაზროდ გავიხედე ფანჯარაში.
- რა? ავალიანმა ენა ვერ გააჩერა? - კბილებში გამოსცრა. "ავალიანის" გაგონებისას ჩამაცია, თუმცა არ შევიმჩნიე და მიქაძეს გავხედე.
- მაგას მე დაველაპარაკე, აღარაფერს იტყვის.
- მე მაინც უნდა დაველაპარაკო, ამღამ ჩემთან დავიტოვებ - თვალები მოისრისა და საზურგეს მიეყრდნო.
- ლილუს გული არ ატკინო რა.. - ჩემსიტყვებზე გაეღიმა და თავი გამიქნია. ზედმეტ არაფრის თქმას ვაპირებდი, არ მინდოდა მათ ურთიერთობაში ჩავრეულიყავი. თავით ვანიშე ლილუსკენ გასულიყო. ისიც მორჩილივით ადგა, და გავიდა.
ღიმილი სახეზე დამრჩენოდა, ვხვდებოდი რომ ახლა, ამ სახლში ზედმეტი ვიყავი. ასერომ დაუმშვიდობებლადვე წამოვედი. ისედაც ვიცოდი დაქალი ყველაფერს მეტყოდა საბოლოოდ.
სახლში მისულმა, მაშინვე საათს შევხედე. სადაც იყო დედა მოვიდოდა.
შეძლებისდაგვარად მაგიდა გავშალე, მისი საყვარელი პომიდვრის სალათი მოვამზადე და შუაგულში დავდე.
მალე, დაქანცულმა შემოაღო კარები და გულში ჩამიკრა. მჭირდებოდა, ეს ის იყო რაც ნამდვილად მჭირდებოდა.
ერთმანეთი რომ, მოვისიყვარლეთ, სუფრას მივუსხედით. დედა გემრიელად შეექცეოდა საჭმელს. მე კი გაღიმებული შევყურებდი.
- აბა მარიამ. მომიყევი რა ხდება სკოლაში.
- რავი, იშვიათად დავდივარ. - ვუთხარი და პირი მოვკუმე.
- აბიტურები?
- მანდ იცოცხლე. - ამაზე ორივეს გაგვეცინა.
დაახლოებით 3 წუთიანი დუმილი ჩადგა ჩვენს შორის. დედა ისევ ჭამას განაგრძობდა.
- დედა.. - ვუთხარი ხმადაბლა შეპარვით.
- რაიყო ძვირფასო. - მზრუნველი ხმით მიპასუხა.
ღრმად ამოვისუნთქე, თვალები დავხუჭე და სიტყვები ერთი მეორეს მივაბი.
- ერთი ბიჭი მომწონს.
დედა დადუმდა, გაშტერებული შემომყურებდა. არ ვიცოდი, ჩემი სიტყვები მენანა, თუ არა. მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობდი. ბოლოს როგორც იქნა, ხმა ამოიღო და ღიმილი დააყოლა.
- ძლივს ბიჭი მოგეწონა, ვინ არის ასეთი განსაკუთრებული?
გულზე მომეშვა, და მიხაროდა ის ფაქტი, რომ დედაჩემი მიგებდა, არ იყო ძველი ყაიდის ქალი, და ყოველთვის გვერდში მედგა.
- განსაკუთრებული არაა, ანდრეა ჰქვია. - მეტის თქმას არც ვაპირებდი, არც არაფერი იყო სათქმელი ჩემი და ანრეას უცნაურ ურთიერთობაში.
უბრალოდ აფსურდიც კი იყო იმის გაფიქრება, რომ როგორც გოგოს ისე შემომხედავდა.
ჩემდა საბედნიეროდ დედას მეტი კითხვები აღარ დაუსვამს.
- ხვალ ბათუმში მივდივარ, მივლინებაში. - მითხრა, როცა ჭამა დაასრულა. სახიდან ფერი წამივიდა, ვერ ვიტანდი, როცა დედაჩემი მტოვებდა ხოლმე. სახეზე შემატყო, მოვიდა და ჩამეხუტა.
- 2 კვირაში ჩამოვალ, ვერანირად ვერ ვეტყვი უფროსს უარს. - ახსნას შეეცადა, ხელი გავაშვებინე, ტუჩებთან ახლოს მივიტანე და მის დანაოჭებულ, მაგრამ ნაზ კანს რბილად ვაკოცე.
- არაუშავს დე, პატარა ხომ აღარ ვარ.
- იცოდე, კარგად იკვებე, თავი არ მოიმშიო. - მითხრა ბოლოს დატუქსვით.
მე, როგორ ცყოველთვის ახლაც ღიმილით შემოვიფარგლე და საკუთარ ოთახში შევიკეტე.

ჩვეულად არეული ოთახი ოდნავ მივალაგე, წიგნს ხელი მოვკიდე და საწოლზე მოვკალათდი. ვკითხულობდი, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ მერე დამრიგებელი დაიწყებდა, ტყუილად გიწერენ 10-იანებსო?!
თვალები ავატრიალე და წიგნი გვერძე გადავდე. მეთვითონაც ვიცოდი, რაზეც გული არ მიმდიოდა იმას ახლა ვერ გავაკეთებდი. ლეპტოპი ჩავრთე და სოციალურ ქსელს გადავავლე თვალი.
მაშინვე ხასიათი წამიხდა. პირველივე ანდრეას და ტასოს ფოტო გამომეჭიმა. ჩამეციმა, მინდოდა რაიმე ცინიკური დამეწერა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.
თავად ავალიანს მეგობრობის მოთხოვნა ჰქონდა გამოგზავნილი.
დავამატო.. არდავამატო.. ვფიქრობდი, რა მინდოდა არც მე ვიცოდი, საბოლოოდ ესეც გაურკვევლად დავტოვე და 5 წუთის ჩართული ლეპტოპი ისევ გავთიშე.

წამოვდექი, ტელეფონი მოვძებნე და სანდრიკას გადავურეკე.
- სანდრიიკ საით ხარ? - ვუთხარი მაშინვე, როგორცვე მიპასუხა
- რავი სად ვიქნები, ქუჩაში როგორც ყოველთვის.
- მიდი რა, შემომიარე.
- სიამოვნებით მაგრამ..ძმაკაცი რო წამოვიღო პრობლემაა? - ამაზე გამეცინა.
- წამოიღე, წამოიღე - ვუთხარი სიცილნარეი ხმით.
- მაქსიმუმ 20 წუთში მანდ ვართ. - მითხრა და გამითიშა. ტელეფონი საწოლზე მივაგდე და დედაჩემს ოთახიდანვე გავძახე
- დეე, სანდრო მოდის
რაღაც პასუხი მომიბრუნა, მაგრამ კარგად ვერ გავიგიე და აღარც ჩავძიებივარ.
***
სანდრო მალევე მოვიდა, მისი ძმაკაცი საყვარელი აღმოჩნდა. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და მე და ჯაჭვლიანს რაღაცეების გარკვევაშიც დაგვეხმარა.
- ის ახალბედა დაგევასა?
მჟავე იკითხა ბოლოს სანდრიკამ
- ანდრეა?
- ხო ანდრეა.
მისიძმაკაცი დუმდა, არცერთს არ გვაქცევდა ყურადღებას და წიგნებს ფურცლავდა. არ იყო ეს დალაგებული.
- რავი ცუდი ბიჭიც არაა.
- კარგი რა, რამდენი რამეაქ დაშავებული მაგას შენ არიცი.
- და შენ საიდან იცი.
- ბევრი ნაცნობი მყავს. ჯერ მაგის სახლი უნდა ნახო. იმხელაა დაიკარგები.
ამაზდ გამეცინა, სანდრიკას თეატრალური აღწერის ნიჭი მხიბლავდა.
- ამას წინათ ჩემი ნიკოლოზის დამ რომ თავი მოიკლა გახსოვს?
უკვე შევშინდი. არმინდოდა ეს ანდრეასთან დამეკავშირებინა
- მახსოვს.
ვუთხარი ხმის კანკალით
- მაგ ავალიანის გამო მოუკლავს.
- ახლა გაჩერდი, შენ ისედაც იცი რომ ნუცას სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება.
გასაგები იყო ის ფაქტი რომ ანდრეა გულზე დიდად არ ეხატებოდა, მაგრამ ეს ყველაფრის ავალიანისთვის დაბრალება რა უბედურებაა!!
- კაიკაი, შენც მართალიხარ. მაგრამ მაინც არ მომწონს.
- კაი სანდრიკ გეყოფა ქალივით ჭორაობა.
მკაცრად ვუთხარი. მეტი არაფერი გვილაპარაკია, მალევე დამტოვეს ბიჭებმა და ისევ წიგნებს დავუბრუნდი.
ტელეფონს გამუდმებით ვამოწმებდი მაინტერესებდა ლილუს ამბები, მაგრამ არადა არ ჩანდა.

დილას დედაჩემს ოთახში დავადექი, ორი პატარა ჩემოდანი ჰქონდა და გამოტანაში დავეხმარე.
- მარიამ ვნერვიულობ. - მითხრა და სადგურში მატარებლების განრიგს შეხედა.
- კაი დედა, რა განერვიულებს პირველად ხომ არ გგზავნიან არა?
- სამსახურზე კიარა შენზე ვნერვიულობ.
-დაწყნარდი, დილა საღამოს გაგაგონებ ხმას.
გამეცინა. დედაჩემი ზედმეტქდ მზრუნველი ქალი იყო. უყვარდა ზედ გადაყოლა და საკუთარი თავის მრცხვენოდა. მადლიერებას ჩემი ურეაქციო რეფლექსებით ვერანაირად გამოვხატავდი.
10 წუთში მატარებელიც მოვიდა და დედა ცოტა ოდენი ცრემლებით გავაცილე და სახლში დავბრუნდი.
***
პირველ დღეს ლილუ დავიტოვე და მთელი ღამე მისი და იოანეს ურთიერთობის გაკიცხვას მოვუნდით..
მეორე დღეს სანდრიკასთან და ლილუსთან ერთან კინოში წავედით. ჯაჭვლიანის ძმაკაცმა.იკამ მომაცილა სახლამდე და მთელი გზა გრამატიკის წესებს მამეორებინებდა. ჭკუის კოლოფია ეს ადამიანი.
მესამე დღეს დათომ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, ისევ!
- კარგი დათო შეგხვდები.
- ძალიან გამახარებ მარიამ.
ძალიან თბილი ხმით მელაპარაკა, უარი ვერაფრით ვუთხარი. სარკესთან დავდექი და საკუთარ თავს შევხედე. სახლში საოცარი სიჩუმე იყო და დინამიკებში Arctic Monkeys ავაჟღერე. გარდეროფი გამოვხსენი და უაზროდ შეყრილ ტანსახმელს თვალი მოვავლე. ჩვეულებრივი გრძელმკლავიანი მუხლებამდე კაბა ავარჩიე და თმა ზემოთ ავიწიე.
ვიცოდი რომ უკვე გასვლის დრო მქონდა. კარები გულმოდგინედ ჩავკეტე და ქუჩას ნელი ნაბიჯებით ჩავუყევი.
- გამიხარდა რომ მოხვედი. - მითხრა დათომ და გადამკოცნა.
- მაინც საქმე არაფერი მქონდა.
დავუმოწმე ღიმილით და ნაცნობ კაფეში დავჯექით.
ბევრი ვილაპარაკეთ თუ ცოტა ვილაპარაკეთ შემოგვაღამდა და სახლში წასვლის დროც დადგა.
- სახლში რითი მიდიხარ?
- ფეხით
- როგორც შევატყვე არ გიყვარს ტრასპორტი.
- მართალიხარ- ამაზე გამეცინა და მუს გაბადრულ სახეს შევხედე
- აბა დროებით. - მითხრა ბოლოს, როცა გზაჯვარედინზე მივედით.
თითქოს არაფერი მაგრამ საშინლად დაღლილად ვგრძნობდი თავს. მაფიქრებდა დათოც, ცუდი ბიჭი ნამდვილად არ იყო მაგრამ მის მინართ სიმპათიებიც არ მქონდა. სახლში მისულმა მაშინვე წყალი გადავივლე და ლოგინში შევწექი...

დღეები გადიოდა. ლილუს სიყვარულის ისტორიები. სანდროსთან მეცადინეობები.დათოს გამუდმებითი ტელეფონის ზარები. იოანესთან ერთად ლუდის დალევა, გვიანობით დედასთან თბილი საუბარი.
ყველასთან კარგად ვიყავი, ყველასთან. ანდრეა კი არ ჩანდა. მეზიზღებოდა საკუთარი ქცევები როდესაც ტელეფონს ვიღებდი იმის მიზნით რომ მენახა, მომწერა თუ არა. დამირეკა თუ არა.
წამით გავიფიქრე კიდეც რამე ხომ არ დაემართათქო, მაგრამ იოანესგან ვიგებდი რომ დღის ნახევარს სავარჯიშო დარბაზში ატარებდა.
ერთხელაც ლილუ მომიჯდა და სევდიანად დამიწყი ლაპარაკი
- ისევ იჩხუბეთ? - ვკითხე პასუხის მოლოდინში
- არა, შენ რაგჭირს
- ისედაც იცი.
- არა მითხარი! - როცა მის ცისფერ თვალებს მიბრიალებდა აქ ყველანაირი თავის შეკავება მთავრდებოდა.
- ანდრეა მჭირს
- გიყვარს?
- რასისულელეა! - გულწრფელად გამეცინა- უბრალოდ უცნაურია.
- ხო გეთანხმები მაგაში.- დამემოწმა ლილუ.
მადლობა ღმერთს მეტი არაფერი უკითხავს. არა ანდრეა მართლაც არ მიყვარდა უბრალოდ ასე გაუჩინარება? მისგან ცოტაარიყოს მეუცხოვა.
დედაჩემიც მეკლდა. უკვე 10 დღე იყო გასული მისი წასვლიდან და ჭკუიდან ვიწეოდი ნელ ნელა.
- ეფექტური გამოჩენები უყვარს- უცბად მითხრა ლილუმ
- ვის?
- იცი ვისაც. - ეშმაკურად გამიღიმა და თავი ჩავხარე.
იმ ღამეს ჩემდა გასაკვირად ტკბილად ჩამეძინა.
დილას ენერგიით სავსემ გავიღვიძე.თავში მდვენიერმა და ამავდროულად საშინელმა იდეამ გამიელვა. სავარჯიშო დარვაზში დავაპირე წასვლა, იქ სადაც ანდრეა მეგულებოდა. ღმერთო რას ვაკეთებდი თუმცა ფორმაში ჩადგომა ნამდვილად არ მაწყენდა. ელასტიკი და შავი მაისური გადავიცვი. სანდროს გადავურეკე, რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა, აშკარად ეძინა
-გაგაღვიძე- ჩემითვე ვუთხარი
- დიახ მარიამ გამაღვიძე
მის ხმაზე გამეცინა
- ასპრიის ბარათი კიდევ გაქვს შენ?
- კი უჯრაში მიგდია რახდება?
- დღეს მათხოვე, საღამოს დაგიბრუნებ- ვუთხარი დაბნეულმა.
- სულ შენი იყოს, მაინც არ ვიყენებ.
- გამოგივლი.
ყურსასმენები მოვიმარჯვე და სახლიდან გავედი. სანდროს გავუარე ბარათი გამოვართვი და სპორტ დარბაზშიც მალევე გავჩნდი.იქაურობას თვალი მოვავლე. ვისაც ვეძებდი იქ არ იყო. იმედგაცრუებამ სხეულში უსიამოვნოდ დამიარა, რა გაეწყობოდა სარბენ ბილიკთან მივედი და სირბილი დავიწყე. დროს ასე მაინც გავიყვანდი. საათს ვაკონტროლებდი 20წუთი გასუკიყო. აპარატი გამოვრთე და აივანზე გავედი.
წამით ჩემს გარშემო ყველაფერი გაქრა, გათეთრდა. მაინც ვგრძნობდი დაჭიმულ კუ ნთებს როგორ ვამოძრავებდი. თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე. ახლა სრული სიშავე იყო. ვერ გამეგო რახდებოდა. ჩემი მუსიკა სადღაც გაგქრა. რაღაც ყურში მიწუოდა. ბოლოს ჰაერი ვიგრძენი, მოძღვავებული ჰაერი. თვალები კიდვ ერთხელ დავახამხამე და ცისფერი ცის ფონზე შავი ანარეკლი დავლანდე. შემდეგ უკვე მისი ხელები ლოყებზე ვიგრძენი.
საბოლოოდ კი ხმა, ხმა რომელიც დიდიხანი არ გამეგო.
- მარიამ, დარჩი



№1  offline წევრი Hickie

ველი გამახნევებელ კომენტარებს ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

ეხლა წავიკითხე ოთხივე თავი. საინტერესოდ წერ, მდიდარი ლექსიკა გაქვს, რაც ძალიან მომწონს. ისტორიაც მომეწონა და იმედი მაქვს ბანალურს არ გახდი. ანდრეას გმირი მაფიქრებს. მგონია რომ ამ ბიჭს საინტერესო წარსული აქვს.მოკლედ ველი ახალ თავს და ძალიან ნუ დააგვიანებ რაა

 


№3  offline წევრი Hickie

სტუმარი ქეთი
ეხლა წავიკითხე ოთხივე თავი. საინტერესოდ წერ, მდიდარი ლექსიკა გაქვს, რაც ძალიან მომწონს. ისტორიაც მომეწონა და იმედი მაქვს
ბანალურს არ გახდი. ანდრეას გმირი მაფიქრებს. მგონია რომ ამ ბიჭს საინტერესო წარსული აქვს.მოკლედ ველი ახალ თავს და ძალიან ნუ დააგვიანებ რაა



მადლობა შეფასებისთვის ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent