შემიყვარდი, პატარავ! (2ნაწილი)
ამ ფიქრში სანდროს გაახსენდა რომ პატარა ლამაზმანის არც ნომერი არ იცოდა, არც მისამართი და არც გვარი, სადმე რომ გაეკითხა. ამიტომაც ბედს მიენდო, მეორე დღეს ისევ იმ ადგილას, იმ სკამთან დაელოდა ლილუს. სასწაულებრივად ზუსტად 20 წუთში ლილუც იმ სკამთან გაჩნდა. თვალები სულ დასიებული ჰქონდა. „ალბათ ისევ ტიროდა“ გაიფიქრა სანდრომ. მისკენ ნელი ნაბიჯებით გაემართა და შუბლზე აკოცა. ლილუს გაუკვირდა მაგრამ არ შეიმჩნია. -ვიცოდი რო ისევ აქ მოხვიდოდი. -ხო... აქ ყოველდღე დავდივარ,ეს ადგილი მაწყნარებს. -გუშინ ვერ დაგაწყნარა და სამაგიეროდ მე დაგაწყნარე. გაუღიმა სანდრომ გოგონას. -ლილუ, რატო იტირე? მე ხო გთხოვე არ იტიროთქო. -რა ვიცი... მამაჩემის ბედი მტკივა სანდრო... მე არ ვიცი გაუძლებს თუ არა... ოპერაცია რაც უფრო გვიანდება მით უფრო მცირდება შანსები... მამა რომ დავკარგო თავს აღარ ვიცოცხლებ. -ლილუ ესე ნუ ლაპარაკობ, მე ხომ შეგპირდი მამაშენი კარგად იქნებათქო? ხოდა მენდე. -თვითონ როცა ატირებულს მხედავს მეუბნება ნუ ტირი თორემ ეს ავადმყოფობა მიორმაგდებაო, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ და რა ვქნა? -არ შეიკავო. რამდენიც გინდა იტირე ოღონდაც შენთვის საყვარელმა ადამიანებმა არ დაინახონ რომ განიცდი თორემ იმედს მათაც დაუკარგავ. -მე საყვარელი ადამიანები არ მყავს სანდრო... ერთადერთი მამა დამრჩენია და ისიც ხელიდან მეცლება. -მამაშენი იცოცხლებს. თუ ძალიან უყვარხარ დიდი ხანი არ დაგტოვებს. -ვიცი. თვითონაც მითხრა. -ლილუ რამდენი წლის ხარ? -16. -პატარა ხარ ამდენი ტკივილისთვის. სანდრომ ხელები შემოხვია და გულზე მიიკრა. ლილუს ესიამოვნა, მასთან ერთად თავს დაცულად გრძნობდა.-ლილუ სკოლაში დადიხარ? -როცა ვახერხებ კი... -მამა რო გამოჯანმრთელდება, ყოველდღე ივლი სკოლაში. -კი... მინდა სწავლა მაგრამ მამაჩემის კარგად ყოფნა უფრო მინდა. -ეგრეც უნდა იყოს. -სანდრო შენ ბევრი ნათესავი გყავს? -ძალიან ძალიან ბევრი. ლილუ დამწუხრდა. -რამე მოხდა? -მეც მინდა რომ ირგვლივ ნათესავები მაყვდეს, მამშვიდებდნენ ან მანუგეშებდნენ. მარტო შენ ხარ ჩემს გვერდით მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისია.მეტიც კია. სანდროს საშინლად ესიამოვნა ლილუსგან ასეთი კომპლიმენტი. მხრებზე ხელი მოხვია და თავი მხარზე დაადებინა. მიხვდა რომ ეს გოგო მართლაც ძალინ მოსწონდა, თითქმის უყვარდებოდა კიდეც. თანაც დასაწუნი რა ჰქონდა? არაჩვეულებრივი გარეგნობა და ტანი ჰქონდა.ამით ყველას ყურადღებას იქცევდა. სანდრომ სერიოზულად გადაწყვიტა რომ ლილუს უნდა დახმარებოდა და იმსაღამოსვე მივიდა მამამის თამაზთან, იგივე თაზოსთან. -მამა საქმე მაქ შენთან. -რა იყო სანდრო ხო მშვიდობაა? -წამოდი და დავილაპარაკოთ რა. თაზომ სანდრო ოთახში შეიყვანა. -მომიყევი რა მოხდა. -მამა გუშინ გავიცანი ერთი გოგო. ლილუ ქვია და იცი რა ლამაზიაა... მე და ბიჭები რო მივედით პარკში იჯდა სკამზე და ტიროდა და რო გავიცანით აღმოჩნდა რო მამა ყავს სასწრაფო საოპერაციო და დედამისი ვიღაც კაცთან ერთად წასულა სადღაც თურმე. -მერე? -მამა მეცოდება ეს გოგო და იქნებ იმ კაცის ოპერაციის ფული გადავუხადოთ? -კი მამა აბა რას ვიზამთ. თანხა მითხარით და ხვალვე გადავრიცხავ. ვიღაცა კიდე შეყვარებულია აქ. -ოო მამა არ დაიწყო რა ეხა სისულელეები! -გეცოდება ხო? და არ გიყვარს ხო? -...ხო...რავი...ცოტა მიყვარს... -ვაიმე შვილო შენ რა გეშველება, 24 წლის ხარ და ერთი შეყვარებული ვერ გიშოვნია რა გჭირს გოგოები შენ გამო თავს იკლავენ რა ხარ ესეთი უგულო ვის დაემსგავსე მე არ ვიცი რააა!! იცინოდა თაზო. -მამა ნუ იცი შენ ესეთი გამოხტომები რა! სიცილის დაფარვას ცდილობდა სანდრო. ლილუ სახლში მიდიოდა. დაღლილ-დაქანცული როცა ვიღაც გოგოები შემოეხვივნენ. გოგონა ამაოდ ცდილობდა თავის დახსნას. -ეეე ჩიტო საით გაგიწევია? ცოტა ხანს დაეტიე ბუდეში. -რა გინდათ? -ის ბიჭი ვინ იყო? -ჩემი მეგობარი. -ჩურჩულით თქვა ლილუმ. -მეგობარი ყოფილა თურმე!- გადასძახა ერთმა მეორეს.-შენ და არ გიფიქრია რო მაგ ბიჭს შეეშვა? -რატომ? -მოიცა უნდა აგიხსნა? -მითხარით და გავითვალისწინებ. -მაგ ბიჭის გამო ლამისაა მტკვარში გადავხტეთ რა შენ არ იცი? ლილუმ თავი გააქნია. -აუ ეს რა ჩამორჩენილია ეეე! მოკლედ ეხა გაიარე და კიდე ერთხელ მაგ ბიჭთან ერთად თუ დაგინახავთ ჩათვალე რო მაგარი დაგერხა რა! მიდი დავაი ეხა აქედან! ლილუ სახლში ატირებული მივიდა. ძლივს მეგობარი გაიჩინა და იმასაც ართმევდნენ. საღამოს ტელეფონზე დაურეკეს. -ალიო -ლილუ, სანდრო ვარ. -ჩემი ნომერი საიდან გაქვს? -ეგ არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია მაქ და როცა მინდა დაგირეკაააავ. -კარგი. -ხვალე შევხვდეთ ისევ იმ ადგილას. -კ..კარგი. -რა არი რამე მოხდა? -ა...არა არ...აფერი. -კაი ხვალამდე და რა მოხდა ხვალ მომიყვები და თან შენთვის კარგი ამბავი მაქვს. -დროებით. გამარჯობა, ესეც ეს ისტორიის მეორე თავი. იმედია მოგეწონებათ. თუ პატარაა ბოდიში ტელეფონით დავწერე. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.