შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (7 თავი)


13-11-2017, 17:52
ავტორი niakonia6
ნანახია 6 224

7 თავი

კლუბი ისეთი იყო როგორიც ყოველთვის წარმომედგინა. მუსიკა არანორმალურ ხმაზე აწეული, გოგოები ნახევრად შიშვლები პატარა სცენებზე ასული. კაცები თითქმის ყველა ვიღაცას აბამდა. და უსაშინლესი ალკოჰოლის სუნი..
ოღონდ ახლა დემეტრე მაპოვნინა და მეტი არაფერი არ მინდა
როცა აქეთიქეთ ვიხედებოდი და დემეტრეს ვეძებდი, ვიგრძენი როგორ მომხვია ალექსანდრემ წელზე ხელი. ცოტაც და ჩემს უკანალს ხელს დაადებდა
- რა იყო ეძებ ვინმეს? არ გინდა ვიცეკვოთ?
ყველანაირად ვცდილობდი მისი ხელიდან განვთავისუფლებულიყავი, მაგრამ უშედეგოდ.
შემდეგ კი ერთ ადგილას ამოვარტყი და გავიქეცი.
ყველა ცეკვავდა, ვის აღარ დავეჯახე.
კიდეკაი კატოს არ დავუჯერე და ფეხზე ჩემი კეტები მეცვა, თორე ქუსლებზე ვერც გავიქცეოდი.
სულ უკან ვიხედებოდი, ალექსანდრეს შიშით.

რამდენიმე წუთი ასე დაბნეული დავდიოდი, ნელნელა ვგრძნობდი თვალები როგორ მიცრემლიანდებოდა, მაგრამ ტირილი არ შემეძლო. ამდენი ტყვილა ხო არ იწვალა კატომ?
ერთ ადგილას გავჩერდი და კედელს მივეყუდე. უკვე დავნებდი, აქ დემეტრე არსად არაა
ახლა მართლა ვიტირებდი, მაგრამ უცებ ჩემმა თვალებმა რაღაც შეამჩნიეს.
თეთრ საროჩკიანი ბიჭი, კი ნამდვილად ეგ იყო! ის თავის ძმაკაცებთან იყო და ლაპარაკობდა..
არ ვიცი ამ მომენტში რა ვიგრძენი, რაც ძალა მქონდა მოვიმარჯვე და მთელი სისწრაფით გავიქეცი

- დემეტრე
დავიყვირე და ხელები გავშალე ჩასახუტებლად.
თავიდან გაშტერებული სახე მიიღო, მაგრამ როცა ჩემი ჩახუტება იგრძნო ეგრევე ხელები მომხვია
- პატარა, შენ ხარ?
თქვა მან და ხელებით სახე ამაწევინა. მის თვალებში შოკი და სიბრაზე იყო, რამდენიმე წუთში კი ისევ დაწყნარდა.
- არ გინდა ამიხსნა რა ხდება? აქ საიდან მოხვედი?
თქვა ცოტა გაბრაზებული ტონით
- ჩემი ძმა.. კლუბში.. უნდა გავარკვიოთო.. შემდეგ ის ვიღაც ალექსანდრე.. ძლივს გიპოვე
ყველაფერი ერთდროულად მივაყარე, იმდენად ვნერვიულობდი ხმა ძლივს ამოვიღე
- პატარა, დამშვიდდი. გარეთ გავიდეთ და ყველაფერი ამიხსენი კაი?
დემეტრემ თავის ძმაკაცებს რაღაც უთხრა, თან ხელი ჩემზე ჰქონდა გადახვეული.
უკვე კლუბის გასასვლელს ვუახლოვდებოდით როცა
- ე ძმაო, ეგ გოგო პირველი მე ავიყვანე, არ შეგიძლია ესე მიხვიდე და სხვისი ნაშა ააგდო
ეს ხმა საკმაოდ ნაცნობი იყო.
რათქმაუნდა, უკან შევტრიალდი და თვალები გამიფართოვდა შემდეგ კიდე დემეტრეს გავხედე, რომელიც თავის თავს აღარ გავდა
- რა თქვი?
დემეტრე ნელნელა მშორდებოდა და ალექსანდრესთან ძალიან ახლოს მიიწევდა.
ესეთი დემეტრე ჯერ ნანახი არ მყავდა, ისეთი თვალები ჰქონდა.
- რა და ჩემი ნაშაა თქო
ეს თქვა თუ არა დემეტრემ ყბაში მუშტი ისე ჩაარტყა, ალექსანდრემ ეგრევე წონასწორობა დაკარგა და ძირს დავარდა.
- მისმინე შე **** ჩემ გოგოსთან კიდე ერთხელ მიახლოებული დაგინახავ და არ გაცოცხლებ გასაგებია?
დემეტრე აგრძელებდა მუშტების ქნევას და ცოტა ხანში ალექსანდრეს მთელი სახე სისხლით იყო დასვრილი.
- დემეტრე, გთხოვ გაჩერდი
თვალებიდან ცხარე ცრემლებს ვყრიდი როცა ესეთ გამწარებულ არაადამიანურ დემეტრეს ვუყურებდი.
ყველა ჩხუბს უყურებდა. ცოტახანში დემეტრეს ძმაკაცებიც მოვიდნენ და გააშველეს.
დემეტრე ისევ ცეცხლებს ყრიდა თვალებიდან
- ბიჭებო მიხედეთ, დავბრუნდები
თქვა ბრძანებით და ხელი ისე სწრაფად და მაგრად ჩამავლო მეტკინა.
კლუბიდან გავედით და ვეღარ მოვითმინე
- დემეტრე გაჩერდი, მტკივა
ჩავილაპარაკე ჩუმად, მაგრამ როცა დემეტრემ ისევ თავისი გაცეცხლებული სახით ამომხედა, ჩემი ნამტირალევი სახის დანახვისას ეგრევე დამშვიდდა.
- ნია, ახლავე ყველაფერი უნდა ამიხსნა. რა უნდოდა იმ ****ს და აქ საიდან გაჩნდი! ყველაფერი გაიგე?
ისევ გაბრაზებული ტონით თქვა, მაგრამ იმასთან შედარებით ბევრად უკეთესი იყო.

დემეტრემ მანქანაში ჩამსვა და როცა ისეთ ადგილზე მივედით სადაც კაციშვილი არ იყო მე მომიბრუნდა
- აბა გისმენ, ყველაფერი თქვი
ერთი დიდი ჩავისუნთქე და ლაპარაკი დავიწყე
- დღეს შემთხვევით ჩემი ძმის და მისი ძმაკაცების ლაპარაკი მოვისმინე, ასე თქვეს ამ კლუბში უნდა მოსულიყვნენ და შენი ვინაობა უნდა გაერკვიათ.. ძალიან შემეშინდა ამის
ვთქვი თან ცრემლებს ვიწმენდდი
- შენს გასაფრთხილებლად წამოვედი, მაგრამ არ შემომიშვეს. ამიტომ იმ ალექსანდრემ შემომიყვანა. შემდეგ კიდე ჩემი შეხება სცადა და გავიქეცი
ჩემი სიტყვების მერე ვგრძნობდი როგორი გაბრაზებული იყო დემეტრე, ძლივს იკავებდა თავის თავს ამ მანქანიდან რო არ გაქცეულიყო და ის ტიპი არ მოეკლა
- ბ-ბოდიში
ვთქვი და თავი დაბლა ჩავწიე
- პატარა, შენ საბოდიშო არაფერი არ გაქვს.
დემეტრემ სახე ამაწევინა და ჩემი მოფერება დაიწყო
- უბრალოდ ძალიან გავბრაზდი იქ რომ დაგინახე, მანდ ყველას ვიცნობ და დამიჯერე ძალიან ცუდი ადამიანები არიან
დემეტრემ თავის კალთაში მომიქცია და მეფერებოდა.
- წამო გინდა სახლში წაგიყვანო?
თავი დავუქნიე და მანქანა დაძრა

მთელი გზა ხმას არ ვიღებდი, ვცდილობდი დავწყნარებულიყავი იმის შემდეგ რაც დღეს მოხდა.
მანქანიდან გადმოვედით და სახლში წასვლის დრო იყო..
არ მინდოდა დემეტრეს მარტო დატოვება, ან თუნდაც მეთვითონ, რომ დავრჩე მარტო..
ძალა მოვიკრიბე და დემეტრეს ვუთხარი
- დემეტრე, მარტო ყოფნა არ მინდა. შეგიძლია სანამ დავიძინებ ჩემთან რო იყო?
დემეტრემ ღიმილით შემომხედა და ეგრევე თავი დამიქნია.

კარი ჩუმად გავაღე, პირველად მიხარია რომ სანდრო სახლში არ არი ხოლმე.
ჩუმად გავიქეცი ჩემი ოთახისკენ და კარი ჩავკეტე
- წავალ გამოვიცვლი და მოვალ
ვუთხარი დემეტრეს
აბაზანაში შევედი და სახე დავიბანე, ძლივს, თავს ისევ თავისუფლად ვგრძნობ.
ოთახში რომ დავბრუნდი ვხედავ დემეტრე როგორ უყურებს ჩემ ნივთევბს და იცინის.
ჯანდაბა, ეხლა ისევ გავწითლდები
- დემეტრე ეხლა ღამის პერანგი უნდა ჩავიცვა და არ დავინახო გამოიხედო
დავემუქრე დემეტრეს, მან კი ხელები ჰაერში აწია და შეტრიალდა.
ისეთი საყვარელი იყო ლამის გავიქეცი და ჩავეხუტე, მაგრამ როგორც ყოველთვის თავი შევიკავე

როცა ღამის პერანგს ვიცმევდი დავინახე როგორ ეცინებოდა დემეტრეს, შემდეგ კი შევამჩნიე რო პატარა სარკეში ყველაფერს ხედავდა.
დემეტრე სიცილით შემოტრიალდა და მეც პატარაზე მეღიმებოდა, მაგრამ ვცდილობდი ისევ გაბრაზებული სახე დამეჭირა.
- კარგი რა დემეტრე
ვუთხარი სიცილით და სასწრაფოდ საბანი ავიფარე ტანზე
დემეტრე ისევ იცინოდა და მაშტერდებოდა, მაგრამ უცებ მისი სახე დასერიოზულდა.
- რამე მოხდა?
მეც შევწყვიტე სიცილი როცა დემეტრე ნელნელა ჩემთან ძალიან ახლოს მოიწევდა.
მან ჩემ მკლავს შეხედა და გაბრაზებული სახე მიიღო
- ეს რა არის?
დაილაპარაკა მკაცრი ტონით
- არაფერი უ-უბრალოდ წავიქეცი
ვეცადე სიმართლე არ მეთქვა, არ მინდოდა დემეტრეს საწყალი დაცვა მოეკლა იმის გამო რომ კლუბში არ შემიშვა
- კარგი რა პატარა, ვიცი რო ეს წაქცევა არ არის.დროზე მითხარი
დემეტრე ძალიან ახლოს იდგა ჩემთან. ვგრძნობდი როგორი გაბრაზებული თვალებით უყურებდა ჩემ ხელს
- დაცვამ შემთხვევით დიდი ძალით მომიჭირა ხელი მკლავზე კლუბიდან, რომ გამოვყავდი
ვგრძნობდი როგორ გაუხშირდა დემეტრეს სუნთქვა.
რა გავაკეთე, ახლა ნამდვილად მოკლავდა იმ კაცს
- დემეტრე, გთხოვ მითხარი რომ არაფერს დაუშავებ. ის უბრალოდ თავის საქმეს ასრულებდა
დემეტრემ ბოროტულად ჩაიცინა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია
- პატარა, როცა ვინმე ჩემ გოგოს ახლებს ხელს, თანაც ჩემ ტერიტორიაზე, როგორ გგონია მას რიგორ მოვექცევი?
თქვა დემეტრემ, მისი ბოროტული ღიმილი წამითაც არ მოშორებია მის სახეს
- მიდი დაწექი შენ, მოვწევ და მოვალ
თქვა მან და ხელზე მაკოცა.
მეც პერანგი ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი.
ნეტა რა იგულისხმა დემეტრემ "ჩემ ტერიტორიაზე" -ო რო თქვა.
ნუთუ ეგ კლუბი დემეტრესია?
გასაკვირი არ უნდა იყოს, მამამისი ხომ ქვეყნის პრეზიდენტია..

დემეტრე ოთახში კმაყოფილი სახით შემოვიდა, ალბათ თავის ძმაკაცებს დაურეკა და უთხრა დაცვის შესახებ. არა, დემეტრე ესე არ იზამდა ხო?
დემეტრე გვერდით მომიწვა და ხელი გადამხვია, მაგ მომენტში ყველა და ყველაფერი გადამავიწყდა, ის ისეთი თბილი იყო..



№1 სტუმარი სტუმარი bells

dzaan dzaan magariii ikoo ai shemikvardi ukve :D :D <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კარგი იყო ძალიან მაგარამ არ მეყოო

 


№3  offline მოდერი ენემი

აუუ როგორ მიყვარს ეს დემეტრე და ზოგადად "დემეტრეებზე" ვგიჟდები heart_eyes heart_eyes უფრო დიდი თავები მინდა მე heart_eyes საოცრება ხარ, წარმატებები kissing_heart kissing_heart

 


№4  offline წევრი niakonia6

სტუმარი bells
dzaan dzaan magariii ikoo ai shemikvardi ukve :D :D <3

:დდდ მეც <3

ნარჩიტა
კარგი იყო ძალიან მაგარამ არ მეყოო

მადლობაა <3 ხვალ უფრო დიდი იქნება promise :D

ენემი
აუუ როგორ მიყვარს ეს დემეტრე და ზოგადად "დემეტრეებზე" ვგიჟდები heart_eyes heart_eyes უფრო დიდი თავები მინდა მე heart_eyes საოცრება ხარ, წარმატებები kissing_heart kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა <33

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგია მაგრამ პატარა თავებია გთხოვ რა მალე გააგრძელეეე.

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

მალე დადე რა გთხოვვ

 


№7 სტუმარი სტუმარი თათული

მალე დადებ ახალ თავს ? <3 ცოტა დიდი თავები დადე რა გთხოვ .

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

გელოდებით რა სად დაიკარგე

 


№9 სტუმარი სტუმარი გვანცა

აუ მალე დადე რაა❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი bells

aumalee raa gtxoov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent