შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ა.ა (5)


14-11-2017, 01:20
ავტორი Hickie
ნანახია 1 123

5. პირველი შეგრძნებები

***
- გაიწიეთ, ჰაერი სჭირდება.
მომესმა ხმა. თვალები ოსევ დამეხუჭა, ვერ ვმოძრაობდი, მტკიოდა. სხეულის თითოეული ნაწილაკი მტკიოდა. საბოლოოდ ხმებიც ბუნდოვანი გახდა და ყველაფერი სიჩუმემ მოიცვა.
თითქოს ქუხილი იყო, თითქოს საშინლად წვიმდა. ყურებში საშინელი ხმები მესმოდა.
- თვალების გახელა არ გინდა ზარმაცო ქალბატონო?
ეს ხმა.
თვალები გავახილე.
ან რაიცოდა რომ მეღვიძა? მეთვითონაც არ ვიცოდი.
საკუთარ სახლში ვიყავი, საკუთარ საწოლზე.
ანდრეას ყურადღება დიდად არ მივაქციე და წამოვჯექი.
- ვა დაკარგული გამოჩნდა. - რაც შემეძლო ცივად ვუთხარი, თუმცა იმის კითხვის ინტერესიც მკლავდა თუ რა მომივიდა.
- დაკარგული მეძახე და სახლამდე მე მოგიტანე.
- მომიტანე? რა კორეკტულიხარ!

აჰა! დაიწყო ჩემი ნერვების აშლა. რას ვნატრულობდი საერთოდ.
- ვარჯიშს იწყებ კარგი, გასაგებია, მაგრამ თავი კიარ უნდა მოიკლა.
ახლა წყნარი ტონი ჰქონდა.
ამჟავებული სახით გავხედე,
- მგონი მზის დარტყმა მიიღე. - მითხრა ბოლოს ფხუკუნით.
- არაუშავს გადავიტან. -ვუთხარი და აჩეჩილი თმა შევისწორე.
- წყალი ხომ არ გინდა ან რამე?
- რა მომიტან?
-არა, ადგები და აიღებ. -ხელები გადააჯვარედინა და გადაიხარხარა.
-უზნეო.
მივაძახე და ბარბაცით სამზარეულოში გავედი. მაგიდას დავეყრდენი, მინდოდა ყველაფრისთვის პასუხი მომეთხოვა, მაგრამ უბრალოდ ამის საშვალებას არ მაძლევდა.
- ანდრეა!
- გისმენ.
- სერიოზულად ცუდად ვარ. - ვუთხარი და სკამზე ჩამოვჯექი. სახე შეეცვალა, თითქოს შეცბა.
- მეე, მე რა გავაკეთო?
- სიგარეტი მომაწევინე.
ამაზე სახე შეეცვალა.
- თავი დავანებე.
- აფერისტო. - ვუთხარი და წამოვდექი რომ ოთახში დავბრუნებულიყავი. ჩემი თვალთმაქცობა იქეთ იყოს და მართლაც მეხვეოდა თავბრუ. კედელს მივეყრდენი. გამოსახულებები დიდდებოდა, მერე პატარავდებოდა.
ახლა მინდოდა მართლა საშველად დამეძახა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა.
***
თვალებს ვახელ, ვწევარ და ანდრეა ქორივით დამცქერის ზემოდან. თავს სუსტად ვგრძნობდი
- მოუსვენარო, ცოტაც და რომ არ გამოფხიზლებულიყავი საავადმყოფოში გაგაქანებდი.
- არ ხარ არაფრის ვალდებული.
ხმა აღარ ამოუღია და ერთი ღერი გამომიწოდა.
- აიღე თუ ეს დაგამშვიდებს. მაგრამ იცოდე, ეს უარესს გიზამს. უეჭველია მზემ დაგარტყა და გულს აგირევს, გამოგფიტავს. მომსვლია და ვიცი.
ეს ყველაფერი ისე მითხრა, თვალები გამიშტერდა სივარეტზე, რომელსაც ხელით მაწვდიდა. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.
- კარგი გოგო ხარ. - გაეღიმა და ღერი ჯიბეში დააბრუნა.
- ადგომა მინდა და ვერ ვდგები.
ვუთხარი სრული სერუოზულობით. არაფერი უთქვამს, მაშინვე წელზე წამავლო ხელი და წამომაყენა.
- ახლა საით?
- აივანზე გამიყვანე, ჰაერი მინდა.
ხმა არ ამოუღია ისე დამეხმარა იქამდე მისვლაში.
- მიყვარს აივნები.
გამეცინა, პატარა ბავშვივით იქცეოდა.
- რა აივნები ანდრეა, არქიტექტურა გიზიდავს?
- არა, ნოსტალგია.
გაიღიმა და ჰორიზონტს გახედა. ტაომ დამაყარა. ერთი თვის წინანდელი გამახსენდა. იოანეს დაბადებისდღე და დიდებული ანდრეა. არაფერი მითქვამს. ჩუმად ვიჯექი და უაზროდ მოღუშულ ხეებს შევყურებდი.
- შეგიძლია წახვიდე.
ვუთხარი რამდენიმე წუთის შემდეგ.
- მაგდებ?
- არანაირად. არხარ ვალდებული აქ იყო, არ მიცნობ წესიერად.
ჩაეცინა.
- იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე შენ ფიქრობ მარიამ.
- ხოო? აბა დამიმტკიცე.
- დრო გავა და დაგიმტკიცებ.
თავდაჯერებულმა მითხრა. მეც აღარ შევდავებივარ. ალბათ გამკეთებელი იყო.
- შენზე არაფერი მსმენია
- მე შენზე ვიცი ბევრი. ეს საკმარისია.- მითხრა აუღელვებლად
- ცოტა ეჭვი მეპარება.
ჩაეცინა.
- კარგი, მკითხე რაც გაინტერესებს.
მოსაფიქრებლად ცოტა დრო მქონდა. პირველი რაც მომივიდა თავში ის ვკითხე
-სად გაქრი?
- რა?
- თითქმის ორი კვირა აორთქლდი.
- ეგ შენ ვერ მხედავდი თორე...- ჩაიცინა.
თვალები ავაბრიალე.ასე ვიყავით კარგი ხანი. რამდენიმე საათიც კი გავიდა ალბათ. მასთან გავიხსენი, საკუთარ ბავშვობას ვუყვებოდი. როგორ გადმომაგდო ლილუმ ხიდან და ამაზე მერე როგორ გავუბრაზდი. ისიც მოვყეცი იოანე რომ გავიცანი როგორი დაბალი იყო და ერთ წელიწადში უკვე თავ აწეული რომ ვუყურებდი.
- არაფერს იტყვი?- ვკითხე ცოტახნის შენდეგ სიცილით.
- განაგრძე- ღიმილით მითხრა და მოაჯირს დაეყრდნო. მიყურებდა და ეწეოდა. მიყურებდა თითქოს აქამდე გოგო არ ჰყავდა ნანახი. ვერ ვხვდებოდი ჩემში რას ხედავდა, რა აინტერესებდა. წამით ვფიქრობდი რომ ყველაფერი მოჩვენებითი იყო და ფანტაზიას მიმყოლი გოგონა ვიყავი.
მახსოვს მისი თვალები,ნაცრისფერი, მთვარესავით რომ შემომნათოდა,მზერა რომელიც საუბრის უნარს ნელნელა მიკარგავდა,თვალს ვარიდებდი რადგან ვიცოდი,რომ საშიშია მისი დიდხანს ყურება საშიშია არა იმიტომ რომ შემიყვარდება, არა,აქ სიყვარული არაფერ შუაშია მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ,რომ როდესაც ასე მიყურებდა ვეღარ ვფიქრობდი ვეღარაფერზე.სულელი გოგოსავით ვიჯექი და სრულ იდიოტობებზე ვლაპარაკობდი ის კი ჩუმად იდგა ვერ ვხვდები რატომ?რატომ მალაპარაკებს მე იდიოტივით და უცბად მხოლოდ ორ სიტყვას ამბობს
-უნდა გაკოცო…


გელოდებით♥




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent