მოახლოება (III თავი)
III თავი *** -აქ რა გინდა?-როგორც კი ვასრულებ ლექციის ჩატარებას გარეთ გამოვდივარ და ცისფერ მაისურში გამოწყობილი, დათო მხვდება. -იმედამ მითხრა სად იყავით, როდის ამთავრებდით და აი, მეც მოვედი.-ხელებს შლის და ჩემკენ მოიწევს საკოცნელად. -კარგი, გასაგებია!-თავს ვუქნევ მე და ჩემს უხასიათობას მის მიმართ არ იმჩნევს. -წამოდი სადმე წავიდეთ, ყავა დავლიოთ ან რა ვიცი შენ რაც გინდა.-ჯიბიდან ასანთს იღებს და სიგარეტს უკიდებს. -დათო...-მობეზრებულად ვიძახი მის სახელს. -ხომ ვიცი, რომ ეს დღეები ჩემს მიმართ შეიცვალე, უბრალოდ გთხოვ წამოდი სადმე მშვიდათ დავდჯეთ. -კარგი, კარგი!-მისი მანქანის კარებს ვაღებ და ვჯდები, ისიც ჯდება და ,,ევროპულ“ უნივერსიტეტს ვცდებით. -აქ შევიდეთ?-თავს ჩემკენ აბრუნებს, დათო. -შევიდეთ, კი! მწვანედ შეღებილ კარებს ვაღებ, რომელსაც საღებავის სუნი ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი და კაფეში შევდივართ. ყავისფერი, ხის მაგიდები დგას, გარშემო ამავე ფერის სკამები, ერთ მხარეს, მთელ კედელზე ნახატებია მიმოფანტული, მეორე მხარეს კი ოცნების დაფაა, სადაც შეგიძლია შენი სურვილი დატოვო. ოცნება, ოცნება... ზოგს არ უყვარს ეს უკანასკნელი, ტყუილი დროის კარგვა ჰგონიათ, ზოგსაც კი ძალიან უყვარს, ოცნებობს, ოცნებობს და სჯერათ რომ აუსრულდებათ. სიმართლე გითხრათ მეც მიყვარს ოცნება, ოღონდ მოზომილად. მთლად ცაში აფრენილი ვარდისფერ სათვალიანი გოგონა არ ვარ, მაგრამ მჯერა რომ შენ ოცნებას თუ განახორციელებ აგისრულდება. არ მიყვარს, როდესაც ჩემს სურვილს ცუდათ უყურებენ, არ მომწონს, როდესაც ჩემს ოცნებას ეხებიან და ცდილობენ შეცვალონ ან დამავიწყონ. დაიმახსოვრეთ რომ ეს ჩემი ოცნებაა, ის კი თქვენი ოცნება და არავის მისცეთ უფლება შელახოს, გააცამტვეროს... -რას შეუკვეთავ? -რძიანი ყავა იყოს. -ერთი რძიანი, ერთი ამერიკანო. -კარგით, ახლავე!-თეთრ უნიფორმაში გამოწყობილი გოგონა ფურცელს ჯიბეში ინახავს და ბრუნდება. -კარგი საღამოა, არა?-ფანჯარაში იხედება, ჩემი კურსელი. -კი, თბილი საღამოა!-ვამბობ და კაფეში მსხდომ ხალხს ვათვალიერებ. სახეზე ფერი მეკარგება და ჩემი პულსის აჩქარებასაც გარკვევით ვგრძნობ. -კარგად ხარ?-ხელს მიქნევს, დათო. -ხო.-ხმადაბლა ვპასუხობ და კუთხეში მდგომ მაგიდას თვალს ვერ ვაშორებ. ალბათ მიხვდით არა? ჩემი კლასელები სხედან და რა თქმა უნდა ნიკაც. ლევანი, გოგა, ბაჩო... ეს ოთხეული, რომელიც მთელს სკოლაში მავნე ბავშვებად ითვლებოდნენ. -ნახეთ, თაია!-იძახის გოგა და ყველას ჩემკენ ახედებს. ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა! არახელსაყრელ დროს, ნიკა რატომ უნდა მეცხადებოდეს დაბარებულივით? თუ არ ჩავთვლით იმ ,,არუნახავ“ გამოტოვებულ წლებს. ყველა ჩემკენ მოდის და მეც ამასობაში ფეხზე ვდგები. ყველა გულში მიკრავს, გარდა ნიკასი. გამიკვირდებოდა... -თაია, როგორ ხარ?-სიხარულით მკითხულობს, ლევანი. -კარგად, თქვენ როგორ ხართ? რამდენი ხანია არ მინახიხართ...-მეც გულით მიხარია, მათი ნახვა, ოღონდ გაბაშვილი არ გამომახატვინებს ჩემს ემოციას. -გამარჯობა!-ახლა სკამზე მჯდომ დათოს ესალმებიან. -ხო, მართლა ეს დათოა, ჩემი... -შეყვარებული ხომ?-არ მამთავრებინებს ნიკა და სიტყვაზე მასწრებს. -ხო, შეყვარებული!-ფეხზე დგება, დათოც და შეყვარებულის სტატუსს იკრავს. რა? რა შეყვარებული? -ესენი ჩემი კლასელები არიან!-ნერვიულობისგან უკან ჩამოშლილ თმას ვიწვალებ. ნიკა, გვერდით მაგიდიდან სკამს იღებს და ჩვენთან ერთად ჯდება. -ბიჭო!-ჩუმად ჰკიდებს ხელს, ბაჩო, რომ წამოვიდეს. -რაზე საუბრობდით? ალბათ იმაზე ჰო?-ხელს იშვერს ნახატისკენ.-ვაიმე, კლიმტის ,,კოცნა“ რა მშვენიერია არა?-ხმას იწვრილებს და ასე აჯავრებს, ჩვენიდან რომელიმეს. -ხო, საყვარელო, რომ დავქორწინდებით ჩვენი სახლის კედელზე ამას მოვახატინებ!-განაგრძობს, გაბაშვილი. -ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევთ თავს?-იხრება დათო და ნიკას სახეში უყურებს. მე კი გაშეშებული ვდგავარ ერთ ადგილას და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის. -შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, გისმენთ!-ისიც დათოს უყურებს. ბაჩო, ჩემს ტირილს ამჩნევს და ბეჭებზე ხელს მისმევს და თან მეუბნება გაჩერდიო. -დავაფიქსირებ, კი! სიამოვნებით გაგილამაზებდი მაგ სახეს! -ოცნების ასასრულებლად, შეგიძლია ჯერ იმ დაფაზე დაწერო! -გაგვიხარდა, შენი ნახვა, თაია, ახლა უნდა წავიდეთ!-ლევანი, ნიკას ხელს კიდებს და აყენებს. -აბა, კარგად!-გოგა ნაძალადევი ღიმილით გვემშვიდობება, ბაჩოც ხელს მიქნევს. -დროებით!-იძახის, ნიკა და თავის ადგილს უბრუნდებიან. -გთხოვ, წავიდეთ!-ვიძახი, თითქმის ჩურჩულით. დათო, სკამიდან ტყავის ქურთუკს იღებს და გარეთ გავყავარ. სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, თითქოს წლებია არ მისუნთქვავს და ახლა ვცდილობ დაკარგული წლები ავინაზღაურო. -ეს ნიკაა, ხომ?-მახსენებს წინა საუბარს. -დათო, ძალიან გთხოვ რა!-კუთხეში დადებულ ქვაზე ვდჯები და სახეს ხელებში ვრგავ. -რას მთხოვ, რას?-ყვირილზე გადადის, ის. -მაგ ტონით ნუ მესაუბრები!-კბილებში ვცრი და ფეხზე ვდგები. -წამოდი მანქანაში ჩავსხდეთ და ვისაუბროთ!-მანქანის კარებს აღებს. -არ მინდა, მირჩევნია ფეხით წავიდე სახლში! -წადი, უბრალოდ ვისაუბროთ მანამდე!-ლამპიონების შუქზე ვხედავ, როგორ ეჭიმება კისერი. ჩქარი ნაბიჯით ვჯდები მანქანაში და მინას ბოლომდე ვუწევ ჰაერის დასაკმაყოფილებლად, შემდეგ კვლავ ზევით ვწევ. -შენ და იმ ბიჭს რა გაკავშირებთ?-რულს მაგრად უჭერს ხელს. -კლასელები ვიყავით!-ვპასუხობ მე. -კიდევ? -რა კიდევ? არაფერი, არაფერი! -ნერვიულობისგან ვყვირი და ამ ხმას ტირილიც ერთვება. -გიყვარს?-ჩემკენ იხედება, დათო. -არა!-სიმართლე გითხრათ არც მე ვიცი მიყვარს, მომწონს თუ უბრალოდ სხვა გრძნობა მაკავშირებს მასთან. -დათო... -რა იყო? -რატომ უთხარი რომ შეყვარებულები ვართ? -ასე იყო საჭირო და მაგიტომ!-მპასუხობს და გარეთ იხედება. მე კი თავს უკან ვწევ და დღევანდელი მოვლენების თავიდან გაანალიზებას ვცდილობ. -მინდა შენი შეყვარებული ვიყო.-ვამბობ მე დაუფიქრებლად. ამას ნიკას ჯიბრზე ვამბობ? ასეც რომ იყოს მას რა? რამეს იგრძნობს რომ? ეს სიტყვები ვიღაცის და რაღაცის ჯიბრზე წარმოვთქვი... ნიკა და დღევანდელი საღამო... ადრე მეგონა რომ ასეთ შეცდომას არასოდეს დავუშვებდი, ასეთ ნაბიჯს არასოდეს გადავდგამდი... მეგონა ჩემი თავი ამის უფლებას არასოდეს მომცემდა... გამუდმებით ვირწმუნებოდი რომ დაუფიქრებლად არ მოვიქცეოდი, მაგრამ ახლა რა ხდება? ჩემს სიამაყეზე უარი ვთქვი, თუ მან მაიძულა ეს შეცდომა დამეშვა? უამრავი კითხვის ნიშანი მიტრიალებს თავში, რომელზეც ზუსტ პასუხს ვერ ვიძლევი. -მაინც და მაინც ახლა რატომ? -დაივიწყე, დაივიწყე!-ვბუტბუტებ მე. -თაია, პირველი კურსიდან მიყვარხარ, ეს შენც იცი და ამას ძალიან კარგად ამჩნევ, ყოველთვის ველოდებოდი შენგან წამოსულ ინიცატივას და ხანდახან ვგრძნობდი ამას. ხან ყველაფერი იცველობოდა, ხანაც პირიქით ჩვენი ურთიერთობა უკეთესობისკენ იცვლებოდა. -ვიცი, ვიცი, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი!-ვიძახი მე.-შეგიძლია, იმ მაღაზიიდან რამე დასალევი იყიდო? -დარწმუნებული ხარ რომ ახლა ამ სიტუაციაში მართლა გინდა დალევა? -კი მინდა! -კი ბატონო, ახლავე! -თავს მიქნევს და ავტომობილიდან გადადის. სასაცილოა არა? სასმელზე, რომელზეც ყოველთვის უარს ვამბობდი, ახლა მომინდა. მსურს დავლიო, დავლიო და ასე ყველაფერი დავივიწყო, დარდი ჩავიკლა. დარდი, რომელიც დღევანდელ საღამომ მომაყენა, ნიკას თავხედობამ, დათოს ნათქვამმა -ვითომ შეყვარებულობამ, ჩემმა საქციელმა და წარსულმა. ერთი მხრივ ბავშურ წარსულმა მეორე მხრივ კი იმ წარსულმა, რომელიც დღემდე არსებობს, დღემდე კვალი მატყვია, ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი იმ მომენტებით, სადაც ნიკა არსებობდა და არსებობს. ჩვენ თითოეულ ნაბიჯს, რომელითაც ნაკვალევს ვტოვებთ არა მარტო ჩემში იბუდებს ბინას, არამედ ნიკა გაბაშვილშიც, ამაში დარწმუნებული ვარ. -მოვიტანე!-დათოს, ხელში ერთი არყის ბოთლი უჭირავს. -გმადლობ! მანქანას ძრავს და ცოტახანში თბილისის ზღვასთან აჩერებს, სადაც სიმყუდროვეა და ლამპიონების შუქის წყალობით ზღვაც ლამაზად მოჩანს. გინდება დაჯდე საათობით და შენი დარდი გაუნდო. ასე დაუსრულებლად უყვებოდე ყველაფერს, თითქოს სულიერი არსება იყოს, დიდიხნის ნაცნობი ადამინი, რომელსაც ენდობი და დარწმუნებული ხარ გულში შეინახავს შენს წუხილს, საიდუმლოს, რადგან ეს შენთვის უკეთესია. ერთი მინუსი კი აქვს ზღვას, რჩევას ვერ მოგცემს, ასე პირდაპირ ვერ გეტყვის მის სათქმელს, ხმას ვერ ამოიღებს. -როდესაც ცუდათ ვარ აქ მოვიდივარ ხოლმე.-გვერდზე მიჯდება. -ღამის სიბნელეში მართლაც რომ ლამაზია, მითუმეტეს მაშინ როდესაც შიგნიდან რაღაც გღრნის. -არყის ბოთლს თავსახურს ვხსნი და ნერვიულობისგან ხელში ვათამაშებ. ავტომობილების და ნიავის ხმაური ისმის, რომელიც გარს დაგვტრიალებს. დათო ფეხზე დგება და მანქანაში წყნარ მუსიკას რთავს. -სრული სიმყუდროვის შეგრძნება მაქვს!-ვიღიმი მე.-ჩვენ გაგვიმარჯოს! -ბოთლს მაღლა ვწევ და ორიოდე წამში სითხე ყელს მიწვავს. ვხვდები უკვე როგორ მოქმედებს ჩემზე სასმელი. -რატომ არ სვამ?-ამღვრეული თვალებით ვუყურებ მას. -მანქანით ვარ, მეორეც სახლში მშვიდობით უნდა ჩაგაბარო.-იცინის ის. -ძალიან კარგი ბიჭი ხარ შენ!-ვამბობ და სივრცეში ვიკარგები.-გაინტერესებს ხომ ვინ არის ნიკა გაბაშვილი?-ვეკითხები მე, როდესაც კიდევ ერთ ჭიქას ვსვამ. ის ხმას არ იღებს. -არც მე ვიცი, როცა მას ვხედავ რაღაც უცნაურს, განსხვავებულს ვგრძნობ, ხან კი ქაოსურს.-დათოს ვუყურებ, რომელიც გაშეშებული იყურება წინ.-ერთხელ ვთქვი მე ნიკაც კი არ მეზიზღება მეთქი, შეიძლება ვცრუაბ, ან ისიც არის რომ ჩემს თავს ვერ ვაპატიე რომ ის მომეწონა. საოცრად მიზიდავს... შეიძლევა ვთქვა რომ მიყვარს, მომწონს, მაგრამ ზუსტად, არც მე ვიცი რა არის. -მე კი ისევ ჩემს გვერდით მჯდომს ვუყურებ და ვხედავ მის სახე ნაღველმა როგორ მოიცვა.-მაპატიე კარგი?-ნაძალადევად ვიღიმი, მისკენ ვიხრები და ლოყაზე ვკოცნი. -საპატიებელი არაფერი გაქვს!-ამბობს და ფეხზე დგება.-ჯობს წავიდეთ, გვიანია, ალბათ შენებიც ნერვიულობენ. -ცოტახანიც ვიყოთ.-ვემუდარები მას. -თაია, უკვე ძალიან მთვრალი ხარ.-მკლავში ხელს მკიდებს და მაყენებს. -კი, მთვრალი ვარ!-ვგრძნობ სასმელი და ჩემი დარდი როგორ ურთიერთობენ ერთმანეთში. -წამოდი, თაია, წამოდი!-მოთმინება დაკარგული მეუბნება, დათო. -ფეხით გავისეირნოთ, კარგი?-უარის საპასუხოდ მომზადებულ დათოს, კვლავ იგივეს ვუმეორებ და გამოფხიზლების მიზნით სურვილს მისრულებს. ერთი ჭიქის მეტი არასდროს დამილევია, ახლა კი მთელი ბოთლი არაყი ისე ჩავცალე, ჩემი მეზობელი მგონია თავი. -რატომ არ შემაჩერე ამდენს რომ ვსვამდი?-ვეკითხები, დათოს. -იმიტომ რომ შენ ეს გჭირდებოდა, ხანდახან უნდა მისცე თავს უფლება რომ ბოლომდე დათვრე, დარდის გაქრობა ერთია, რომელსაც სასმელი ვერ შველის, უფრო იმიტომ რომ ასეთ მომენტებში რაღაცებს მიხვდე. მართალი არის... თუ მიყვარს, სიძულვილს რა ესაქმება სიყვარულში? გეთანხმებით, იქ სადაც სიყვარულია ეს გრძნობა ვერ იქნება, ვერ იარსებებს. მომიწევს უამრავ კითხვას, თავადვე გავცე პასუხი... -ის სიმღერა როგორ არის? ,,ჰოი, შეყვარებულისაათვიის, სიყვარულიც ძნელიაა...“ -ხმამაღლა ვღიღინებ მე, თან ფეხით მივსეირნობთ ბილიკზე. -ასეთ მდგომარეობაში ვართ შენც და მეც.-ვგრძნობ ამ სიტყვებით დათოს გული ვატკინე, თუმცა ამაზე დარდით თავს არ ვიკლავ. -ფრთხილად!-ფეხები ერთმანეთში მებლანდება, სადაც ჩემს გარდა გირჩიცაა დამნაშავე და ამასობაში დათო კისერზე ხელებს მხვევს. დათო, რომ არა შეიძლება დავგორებულიყავი კიდეც და პირდაპირ ზღვაში მეცადა გამოფხიზლება. -გმირი ხარ!-ვიცინი მე. დათოს კვლავ ხელები აქვს შემოხვეული, რადგან ხვდება რომ უკვე სიარულსაც ვერ ვახერხებ ნორმალურად.-იცი რა...-ვჩუმდები, შუქის ფონზე, თითებით მისი ტუჩების პოვნას ვცდილობ, ხელებს დაბლა ვუშვებ და ჩემი ტუჩებით მისას ვეხები. ვერაფერს ვერ ვგძნობ, მხოლოდ ადრენალიმის გძრნიბა მაწვება, ხელევს თავზე ვადებ და კოცნას განვაგრძობ, ჩემს პირველ კოცნას, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მეორე დღესვე ვინანებ. -მთვრალი ხარ, თაია, მთვრალი, უნდა წავიდეთ ახლავე!-ხელს მკიდებს და აჩქარებული ნაბიჯით მივყვარ ავტომობილისკენ დათოს, რომელიც აჩქარებული სუნთქვის დაწყნარებას ცდილობს. რამდენჯერმე წავბორძიკდი, თუმცა ხმას ვერ ვიღებ, შემრცხვა, ჩემი საქციელის შემრცხვა, მისი გრძნობებით ვითამაშე. მანქანაში ვჯდები, დათო ღვედს მიკრავს, ავტომობილს გვერდს უვლის და ისიც ჯდება. თვალები მემღვრევა და მინიდან დანახული სილუეტები ორმაგდება. -ჩემი მობილური მჭირდება! -უკან დევს ჩანთა!-ხელს ყოფს, უკანა სავარძელზე და ჩანთას მაწვდის. მობილურს ვპოულობ, რომელიც დამჯდარი მხვდება და ხელს შუბლზე ვირტყამ. -დათო, უნდა დამარეკვინო!-თვალით მანიშნებს, სადაც დევს და მეც მის მობილურზე თამთას ნომერს ვკრეფ. -გისმენთ!-მპასუხობს, თამთა. -თაია ვარ. უნდა დამეხმარო! თუ ჩემებმა დაგირეკეს შენთან ვარ.-ვეუბნები მას. -კარგად ხარ? რა ხმა გაქვს, პირველად აკეთებ ასეთ რამეს. -ნერვიული ხმით ჩამძახის ის.-უკვე დარეკა, მანანამ და ვუთხარი რომ ჩემთან ხარ. -ხვალ გნახავ!-საჩქაროდ ვუთიშავ და დათოს მობილურს უკანვე ვდებ. ჩემ სახლამდე დარჩენილ მანძილს უხმოდ მივუყვებით. მე თავჩაღუნული ვზივარ და ასეთ მდგომარეობაშიც კი ვგძრნობ სირცხვილს. დათოც არ იღებს ხმას, ერთხელაც კი არ შემომხედავს, მხოლოდ გზას უყურებს და ნერვიულად ათამაშებს თითებს. ჩემს სადარბაზოსთან აჩერებს და თავით მანიშნებს გადადიო. -დათო, მე... -მას ტუჩებთან თითი მიაქვს ჩემი გაჩუმების მიზნით. თავს ვუქნევ და სადარბაზოს კიბეებზე ტირილით ავდივარ. სახლის კარებთან ვდგები, თალებს ვიმშრალებ და კარზე ვაკაკუნებ. --------- ვინც კითხულობთ გთხოვთ რომ დამიტოვოთ შეფასებები! მაინტერსებს თქვენი აზრი... მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.