შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (8 თავი)


15-11-2017, 23:56
ავტორი niakonia6
ნანახია 6 492

8 თავი
დღეს ორშაბათი იყო და სკოლაში ვიყავი წასასვლელი.
მრავალი ცდის შემდეგ როგორც იქნა საწოლიდან წამოვდექი და მზადებას შევუდექი.
ჩემი ყველაზე თბილი ჯემპრი ჩავიცვი და ჩანთის ჩალაგება დავიწყე
სკოლაში სანდრომ წამიყვანა და მთელი გზა ხმას არიღებდა. ამ ბოლო დროს სანდრო ყოველთვის გაბრაზებული სახით დადის ხოლმე, თან გუშინ სახლში მთვრალი მოვიდა და დღესაც ძლივს გავაღვიძე.
სანდროს დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი. სანამ კლასში ავიდოდი ანა მელოდებოდა პატარა სკვერში, რომელიც ჩვენი სკოლის გვერძეა. პირველი გაკვეთილი უნდა გაგვეცდინა
სკვერში მივედი და იქ რათქმაუნდა ანა მელოდებოდა. მეც ეგრევე გავიქეცი და ჩავეხუტე.
- აუ ნიაკო გეხვეწები სკოლა გავაცდინოთ რა დღეს, საკონტროლის ვწერთ მათემატიკაში და საერთოდ არაფერი არ ვიცი
მითხრა ანამ და იმედიანი თვალებით ამომხედა, მეც გავიცინე და თავი დავუქნიე.
- დემეტრე კიდე არ შეგხმიანებია?
მკითხა ანამ და ეგრევე გაბრაზებული სახე მივიღე
- ანა! ხო გითხარი მის სახელს ნუ მახსენებთქო
ანამ გაიცინა და ხელები მაღლა აწია

იმ ღამის შემდეგ კლუბში, რომ გავიპარე 1 კვირა გავიდა.
დემეტრე მაშინ ჩემთან დარჩა და მთელი ღამე მის სითბოს ვგრძნობდი, ეგრე თბილად და კარგად ჯერ ცხოვრებაში არასდროს მძინებია, მაგრამ როცა გავიღვიძე დემეტრე ჩემ გვერდით აღარ იყო.
1 კვირაა არც დაურეკია და არც მოუწერია, ნაწყენი ვარ მასზე, მაგრამ თან ვნერვიულობ კიდეც რამე ხო არ შეემთხვა მას..
ანას უკვე ყველაფერი მოვუყევი დემეტრეზეც და სანდროზეც. ისეთი სახე ჰქონდა, რომ მისმენდა უნდა გენახათ. ძლივს დავაჯერე ყველაფერი შემდეგ კიდე უამრავი შეკითხვა დამაყარა თავზე.

- ამ სიცივეში ქუჩაში რატო დავბოდიალობთ?
ვკითხე ანას და ჩემი გაყინული ხელების გათბობა დავიწყე
- აბა სახლში ხო არ წავალთ, ესე უფრო მაგარია
თქვა ანამ და გაიცინა
- და რო დავიკარგეთ შეამჩნიე?
ვუთხარი მე როცა შევამჩნიე, რომ აზრზე არ ვიყავით სად მივდიოდით
- რაა? ნია კარგი რა მე შენ მოგყვებიდი
თქვა ანამ და გაოცებული სახე მიიღო, მე კიდე ძლივს ვიკავებდი სიცილს
- მე კიდე შენ მოგყვებოდი! კარგი არაუშავს ვიაროთ და გავალთ სადმე
ვუთხარი სიცილით და სიარული გავაგრძელეთ.

რამდენიმე წუთი კიდე ვიარეთ შემდეგ რაღაც პატარა სკამები ვიპოვეთ და იქ ჩამოვჯექით.
მართლა არ ვიცოდი რა ქუჩა იყო
- აი წინ ავტობუსის გაჩერებაა და გავაღწევთ, ცოტახანი ვიყოთ.
ვუთხარი ანას და ძლივს ამოისუნთქა
როცა გაჩერება ვიპოვეთ დავმშვიდდით, შემდეგ კიდე სიცილი დავიწეთ მომხდარზე.

ჩვენი "შატალოს" შემდეგ ანასთან ავედი და ისე სწრაფად გავიდა დრო ვერც კი შევამჩნიე ისე დაღამდა, ეგრევე სახლისკენ წამოვედი და გზაში ათას რამეზე დავიწყე ფიქრი.
ნეტა დემეტრე სად დაიკარგა, მისთვის ხომ არაფერს წარმოვადგენ, გასაკვირი არაა რატოც არ მწერდა და მირეკავდა..
უკვე სადარბაზოში შევდიოდი როცა უკნიდან ვიღაცის შეხება ვიგრძენი. შეშინებული შევტრიალდი და გაოცება ვერ დავმალე როცა მომღიმარი დემეტრე დავინახე
- პატარა, როგორ ხარ?
მხოლოდ მაგ მომენტში გავაანალიზე მისი ნათქვამი “პატარა" როგორ მენატრებოდა
- დ-დემეტრე
ვუთხარი თან ცოტა ვნერვიულბოდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა
- მოგენატრე?
თქვა მან და ჩაიცინა, ისეთი სიმპათიური და საყვარელი იყო ლამის გავიქეცი და ჩავეხუტე.
როცა არაფერი არ ვუპასუხე და თავი დაბლა ჩავწიე ის ჩემკენ ნელნელა ახლოს მოიწევდა, მან ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია და მოფერება დამიწყო.
- დემეტრე თვალები წითელი რატომ გაქვს?
ვუთხარი მე, როცა დემეტრეს გაწითლებული თვალები შევამჩნიე
- რამე გჭირს?
ვუთხარი დაინტერესებული ხმით რაზეც მან გაიცინა
- არაფერი პატარა, გამივლის
თქვა მან და ხელზე მაკოცა
- ს-სად იყავი ამდენი ხანი?
ძალა მოვიკრიბე და ძლივს ვუთხარი.
- საქმეები მქონდა, ეს დრო სულ შენზე ვფიქრობდი პატარა. ძალიან მომენატრე
ეს თქვა თუ არა ეგრევე გავწითლდი..
არა ნია, მასზე ხომ გაბრაზებული იყავი? ესე ადვილად არ უნდა პატიობდე
- დემეტრე უნდა წახვიდე, ეს ჩემი სადარბაზოა და სანდრო ნებისმიერ წუთში შეიძლება გამოჩნდეს.
ნელნელა რეალობაში ვბრუნდებოდი და ვცდილობდი მისი ხელებიდან განვთავისუბლებულიყავი.
- მხოლოდ იმ პირობით წავალ, თუ შენც გამომყვები
ეს თქვა და პატარაზე ჩაიცინა
შანსი არაა, ამ შუაღამისას მას არსად არ წავყვები, გაბრაზებული რომც არ ვყოფილიყავი მაინც არ წავყვებოდი
- ვერა დემეტრე, ხვალ სკოლა მაქვს. გთხოვ წადი
ვეცადე კიდევ ერთხელ განვთავისულფლებულიყავი დემეტრეს ხელებიდან, მაგრამ უშედეგოდ
- დემეტრე გეხვეწები, სანდრო საცაა უნდა მოვიდეს
ვცდილობდი ცრემლების შეკავებას, არ მინდა სანდრომ დემეტრეს ერთად დამინახოს..
- ნუ გეშინია, შენი საყვარელი ძამიკო დღეს სახლში არ დაბრუნდება
ეს თქვა თუ არა დემეტრემ ეგრევე ჩაიცინა
- რ-რა ხდება?
ძლივს ამოვილაპარაკე შეშინებულმა
- დღეს ჩხუბი აქვს, საკმაოდ ძლიერ ტიპთან
თქვა დემეტრემ და წელზე ხელები მომხვია, ეს ბიჭი მართლა არანორმალურია
- შეგიძლია წამიყვანო?
ვუთხარი და თავი დაბლა ჩავწიე, ყველაზე ნაკლებად მინდა ახლა ისევ იმ ადგილას აღმოვჩნდე, მაგრამ სანდროს გამო მზად ვარ
- პატარა, დარწმუნებული ხარ? დღეს ბევრი ხალხი იქნება
მკითხა დემეტრემ და თვალებში შემომხედა
- კი, დარწმუნებული ვარ

დემეტრემ ხელი ჩამკიდა და ცოტახანში დემეტრეს ძმაკაცმა მოგვაკითხა თავის მანქანით.
მანქანაში როცა ჩავჯექი იქ 2 უცხო ბიჭი იჯდა, ადრეც ნანახი მყავდნენ, ჩხუბზე
მე რათქმაუნდა ისეთი მორცხვი ვარ ეგრევე დემეტრეს უკან დავიმალე, რაზეც მათ გაეცინათ
- დემე დარწმუნებული ხარ ამ ბავშვის წამოყვანა რომ გინდა თამაშზე?
თქვა ერთერთმა
- დღეს ვაბშე არ მოდიოდი თამაშზე შენ
დაამატა მეორემ, რომელიც საჭესთან იჯდა
- ხო შე*ემა უბრალოდ წამოსვლა ვამჯობინე.
- მე ლუკა მქვია საყვარელო, ეს კიდე საბაა
ლუკამ და საბამ გამომხედეს და ეგრევე უკან შეტრიალდნენ როცა დემეტრეს შეხედეს გაცეცხლებულ თვალებში, ხანდახან არ მჯეროდა რომ ჩემი დემეტრე ის დემეტრეა რინგზე რო დგას და ყველას მისი რო ეშინია..
ბიჭებმა ლაპარაკი დაიწყეს თამაშზე მე კიდე საშინლად ვნერვიულობდი სანდროზე.
ამდენ ფიქრში ვერც კი შევამჩნიე როგორ დამადებინა დემეტრემ თავი მის მხარზე.
მეც როცა გავაანალიზე შემრცხვა და წამოდგომა ვცადე, მაგრამ დემეტრემ რათქმაუნდა შემაჩერა და ახლა მის კალთაში ჩამსვა, ამაზე კიდე უფრო გავწითლდი.
თან წინ მისი ძმაკაცები იჯდნენ და გვაშტერდებოდნენ, მათაც უკვირდათ ალბათ ესეთი თბილი დემეტრე.

დემეტრემ ხელი ჩამკიდა და ისე მივედით შესასვლელამდე.
როცა შესვლას ვაპირებდით უცებ ის დავინახე ვისი დანახვაც ცხოვრებაში აღარასდროს აღარ მინდოდა..
- უფროსო, თქვენი ადგილები თავისუფალია როგორც ყოველთვის
იმ საშიშმა დიდმა კაცმა, რომელმაც გული გამიხეთქა პირველად აქ რომ მოვედი უჩურჩულა დემეტრეს.
მას არც კი შემოუხედია ჩემთვის თვალებში, პირველად რომ მოვედი კიდე თავიდან ბოლომდე ამათვალიერა.
ალბათ დემეტრეს გვერდით, რომ ვდგავარ მაგიტომ.
ახლა აღარ მიკვირს მის გვერდით რომ ვარ თავს ასე დაცულად რატომ ვგრძნობ

დარბაზში შევედით და დავინახე როგორ ავედით ზევით ადგილებზე, იქ ვერავინ ვერ შეგვამჩნევდა.
- პატარა, ერთი წუთით გავალ რაღაც საქმე მაქვს, შენ კიდე არსად არ წახვიდე და არავის არ დაელაპარაკო გასაგებია?
დემეტრემ მკაცრი თვალებით შემომხედა და ვიღაც კაცისკენ წავიდა რომელიც საეჭვოდ იდგა და უყურებდა დემეტრეს.
დემეტრემ საყელოში ხელი ჩაავლო და სადღაც "გაათრია"..

მეც დავრჩი ესე ამდენ ხალხში მარტო, იმედია სანდროს არაფერი შეემთხვევოდა..
ჩემ ადგილზე დავჯექი და ხალხს ვუყურებდი როგორ ყვიროდნენ და ტაშს უკრავდნენ, რატო უნდა ვიღებდე სიამოვნებას სხვისი ჩხუბის ყურების დროს? ამას ალბათ ვერასდროს ვერ გავიგებ..
- ნიაკო?
უცებ ჩემი სახელი მომესმა და ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა უკან მდგომი ლაშა რომ დავინახე



№1  offline წევრი kaisha13

ohoo es dasasruli ukve momewona...)))kai gogo xar,imedia shemdegi tavi ufro didi iqneba...warmatebebi

 


№2  offline წევრი niakonia6

kaisha13
ohoo es dasasruli ukve momewona...)))kai gogo xar,imedia shemdegi tavi ufro didi iqneba...warmatebebi

მადლობაა <3

 


№3 სტუმარი twilight

ძალიან მომწონს და მაგარია. გააგრძელე არ შეწყვიტო წერა ????

ძალიან მომწონს და მაგარია. გააგრძელე არ შეწყვიტო წერა

 


№4  offline წევრი niakonia6

twilight
ძალიან მომწონს და მაგარია. გააგრძელე არ შეწყვიტო წერა ????

ძალიან მომწონს და მაგარია. გააგრძელე არ შეწყვიტო წერა

მადლობა <33 არა რა შევწყვიტო ისეთი მაგარი დასასრული მოვიფიქრე :D

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Saintereso iyooo dzaliann male dade axali tavi mainteresebs dzalian

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი.

კარგიააა მალე დადე გთხოოოვვვ

 


№7 სტუმარი სტუმარი bells

shokipikipaniki xar ! magari ikoo, veli shemdegs ogond mashindelivit argvalodino tore movkvdebi

 


№8  offline წევრი niakonia6

ნარჩიტა
Saintereso iyooo dzaliann male dade axali tavi mainteresebs dzalian

მადლობაა <3

სტუმარი მარიამი.
კარგიააა მალე დადე გთხოოოვვვ

დღეს დავდებ გვიან თუ მოვახერხე <3

სტუმარი bells
shokipikipaniki xar ! magari ikoo, veli shemdegs ogond mashindelivit argvalodino tore movkvdebi

მადლობააა <33

 


№9 სტუმარი სტუმარი Lia

Kargia,momwons.patara tavebia zalian gaadide❤❤❤

 


№10  offline წევრი tatiko.1995

chemo tkbilo male dade interesi mklavs

 


№11  offline წევრი niakonia6

სტუმარი Lia
Kargia,momwons.patara tavebia zalian gaadide❤❤❤

მადლობა <3 ვეცდები

tatiko.1995
chemo tkbilo male dade interesi mklavs

<3 <3 დიდიმადლობაა

 


№12  offline მოდერი ენემი

დიდი მინდაა ლაა

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებ

 


№14 სტუმარი სტუმარი ლიკა

ეხლა წავიკითხე 8ვე თავი და შეუდარებელია სასწაულიაა მადლობა რომ ასეთ კარგ ისტორიას წერ????????????

 


№15 სტუმარი სტუმარი ლიკა

დგეს დადებბ??

 


№16 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგი რაა რატოარდებბბ?

 


№17 სტუმარი სტუმარი თათული

დღეს არ დადეებ ? :-(

 


№18 სტუმარი ლიკაა

დადებ დგეს შემდეგ თავსს???

 


№19  offline წევრი eleonoraaa eleonoraaa

rato ver vpoulob 10.. 11.. 12 tavebss? verafrit ver vipovee ((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent