მთვარის დღესასწაული -7
სახე ფანჯრისკენ მივაბრუნე,საოცრად ფერადი იყო ნაინი.ზოგადად მთელი ედომია ფერადი იყო,ყველა შენობა სხვადახვა მკვეთრ ტონში იყო შეღებილი.არ ვიცი ეს ვისი იდეა იყო ან როდიდან ჩაეყარა ამ სიფერადეს საფუძველი,მაგრამ ერთხელ მაინც,რომ მომცემოდა შესაძლებლობა და უფლება ამ იდეის ავტორს ვეტყოდი,რომ ეს ყველაფერი იმდენად საზიზღრობა იყო,რამდენადაც ჭრელი.ალბათ სურდათ უცხო თვალისთვის მხიარულ და ბედნიერ ერად წარმოვეჩინეთ ხელისუფლებას,მაგრამ უფრო მასხარებს,ბავშვობაში ჩარჩენილებს და უგემოვნოებს ვგავდით.გამაღიზიანა ქუჩების ცქერამ,ჩემს პატარა ხელჩანთს დავუწყე თითებით წვალება.მინდოდა ფადის გამოვლაპარაკებოდი,ბევრ რამეზე მსურდა მასთან საუბარი მაგრამ გაუბედავი ვიყავი,სიტყვები ყელში ბურთივით მეჩხირებოდა. -შეიძლება გკითხო?-მისკენ არ შევბრუნებულვარ,მისი თვალები,რომ დამენახა დავმუნჯდებოდი. -რათქმაუნდა-მშვიდად მიპასუხა. -რატომ არ დაქორწინდი ......დღემდე? -არ მინდოდა. -ქორწინება თუ კონკრეტულად ვინმე? -ქორწინება. -რატომ?ხომ იცოდი ,რაც გელოდებოდა? -და შენ?-სვლა შეანელა და ინტერესით შემომხედა-რატომ არ გათხოვდი?შენც ხომ იცი ,რაც გელოდა? -არ მინდოდა. -რა?-მანქანა გადააყენა და მთელი სხეულით ჩემსკენ შემობრუნდა,მე არ გავრხეულვარ,კვლავ თავდახრილი თითებით ჩემს ჩანთას ვაწვალებდი,არ შემეძლო დამენახა მისი მზერა,მერე ხმას ვერ ამოვიღებდი,ჯერ არ ვიყავი შეჩვეული მის ასეთ სიახლოვეს-რა არ გინდოდა გათხოვება თუ კონკრეტული ვინმე? -კონკრეტული ვინმე-ლამის დამახრჩო ჩემმა სიტყვებმა. შეყოვნდა,ხელის ზურგი ნიკაპის ქვეშ ჰორიზონტალურად გაისვა,ჯერ წინ გაიხედა,მერე ისევ ჩემკენ,ღრმად ამოისუნთქა. -ასე ძალიან?-საოცრად რბილი მომეჩვენა მისი სიტყვები. -ასე.... აი ასე - შემრცხვა ,ასე უტიფრად და თამამად ვუტყდებოდი სიყვარულში,თვალები ამიცრემლიანდა ლამის ტირილი დავიწყე. -უარი,რომ მეთქვა?-ცოტაოდენი დაყოვნების მერე მკითხა. -მე ამას პირველი მთვარის დღესასწაულის შემდეგ შევეგუე-საკუთარ სულს კბილებით ვიჭერდი,რომ არ მეტირა. -და მოკვდებოდი......-მძიმე იყო მისი ბაგიდან მოსმენილი ეს სიტყვები-მე არ ვღირვარ ამად ლალე. -ცდები. აღარაფერი უთქვამს,რამოდენიმე წუთი ასე გარინდული ვიყავით ორივე,ის საჭეზე თავით ჩამოყრდნობილი,მე კი თითებით ჩემს ჩანთას ჩაფრენილი.ერთმანეთისთვის აღარ შეგვიხედია,ისე დაქოქა და მივიდა ზოის და რენეს სახლამდე. -სად ხართ აქამდე ,არ იცით,რომ ფეხმძიმე ქალს ამდენი ხანი არ უნდა ალოდინოთ?-კარების გაღებისთანავე აწუწუნდა-გამარჯობა სიძევ-მხარზე ღონივრად შემოკრა ხელი,ფადიმ არ შეიმჩნია,ეს გოგო ყველაფერს ასწრებდა ერთდროულად,ქარიშხალი იყო.რენე რადიკალურად სხვა,მინუსი და პლიუსი იყვნენ. მთელი გზა ენა არ გაუჩერებია,ხან რაზე ლაპარაკობდა ხან რაზე.მისთვის ამოწურული თემა და საკითხი არ არსებობს. -აბა რა გადაწყვიტეთ საბოლოოდ 18 თუ 20 აპრილი?-წინა საზურგეს მოეყრნო და მორიგეობით აგვათვალიერა. -არ.....-წამოვიწყე. -18-სანამ დავასრულებდი ფადიმ უპასუხა. -ბავშვის საწოლი ააწყვე უკვე სიძევ ბატონო?-ზოის თვალებით ვანიშნე გაჩუმებულიყო,ცალკე რენემ მოქაჩა მაგრამ აბა ამას რა გააჩუმებდა,ძილშიც კი ლაპარაკობს. -კი-დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა. -ჰო კიდე რა მაინტერესებს..... -ზოი თანანო ვის დაუტოვე?-ვცადე სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი. -დედამთილს-და ნისოს სახლამდე მიეცა სალაპარაკო,რომ მოეყოლა როგორ იჭირვეულა ბავშვმა და გამოეტირა. ნისოს იასამნისფერი სახლი პატარა და მოკრძალებული იყო,როგორიც უმეტესად აქაური მოსახლეობისა.მისი მშობლები სახლში არ დაგვხვდნენ,უკან გაბრუნებულან დარჩენილი ბარგის ჩამოსატანად და სახლის ახალი მფლობელისთვის საბუთების გასაფორმებლად.ძალიან მომეწონა იქაურობა მყუდრო და ლამაზი იყო.მასპინძელიც თბილად შეგვხვდა,სუფრაც ნაირნაირი კერძებით და ტკბილეულით სავსე დაგვახვედრა.მე და ზოიმ ტორტი და ყვავილები მივართვის. ყველაზე სახალისო ჩვენი შეხვედრა იყო.სამივე ერთდოურად ჩავეხუტეთ ერთმანეთს და სიხარულისაგან ვტიროდით.ლოყები დავუწითლეთ კოცნით. -ასე ძალიან ნუ ჩამიხუტებთ ,თორე ჩემი ბიჭი აქვე გაჩდება-ცრემლნარევი ღიმილით თქვა ზოიმ და მუცელი გვერდზე გაწია. -კიდევ უფრო გალამაზებულხარ და დამშვენებულხარ მეგობარო-ხელკავი გამოვდე და წინ წასულებს უკან გავყევით და იქვე მისაღებ ოთახში დივანზე მოვკალათდით ყველა. -როგორც შენ ლალე,საოცრად ბრწყინავ,ანათებ. -ეგ იმიტომ,რომ თხოვდება-დააკვალიანა ზოიმ. -ჰოოო-სიყვარულით შექმნილი ოჯახი ყველას აბედნიერებს,ისეთი მოულოდნელი იყო შენი გადაწყვეტილება ლალე,რომ იცოდე,როგორი გახარებული ვარ,რომ არჩევანი გააკეთე და დღეს აქ ხარ,საღსალამათი და გაღიმებული-კიდევ ერთხელ ჩამეხუტა. -მადლობა -საპასუხოდ გავუღიმე და მეც ჩავეხუტე. -მეგონა იმ ბიჭს აღარასოდეს დაივიწყებდი-ალბათ ამის თქვა ხმადაბლა უნდოდა,თქვა კიდეც ,მაგრამ მაინც ყველამ გაიგონა,ფადიმაც. -არ იცი?ეს სწორედ ისაა-იმით გახარებულს,რომ ასე მნიშვნელოვანი ამბავი თავად შეატყობინა ნისოს თვალები ბედნიერებისაგან უკვესავდა ზოის. ხმა არავის ამოგვიღია,საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა,თავად ზოიც კი გაჩუმდა.ფადის გავხედე,მე მიყურებდა,ზუსტად ვერ ამოვიკითხე მაშინ მისი ფიქრები,შევებრალე,გაუკვირდა თუ კმაყოფილი იყო. საბოლოოდ ის საღამო ნისოსთან სასიამოვნოდ გავატარეთ,ბევრი რამ გავიხსენეთ და დავგეგმეთ.რენემ და ფადიმაც გამონახეს საერთო ენა.ცხრა საათი ხდებოდა ნისოსგან,რომ წამოვედით,რადგან ერთ საათში კომენდანტი იწყებოდა.ჯერ ზოი და რენე მიიყვანა ფადიმ სახლში,მერე მე.მთელი გზა ჩუმად ვიყავით.ის წინ იყურებოდა,მე გვერდით.თუმცა ორივე ერთ სივრცეში,რომელიც მალე წყდიადად გადაიქცეოდა. -მადლობა ყველაფრისთვის-მანქანიდან გადმოსვლისას მხოლოდ ეს ვთქვი და კარი მივხურე,არაფერი უპასუხნია.სახლამდე სწრაფად გავიარე ბილიკი,გასაღები კარს მოვარგე და შევედი.ფადიმაც მაშინ დაქოქა მანქანა და წავიდა. -დედა მოვედი-მისაღებში ტელევიზორის წინ მოკალათებულს გავძახე და კიბეებს ჩემი ოთახისკენ ავყევი,ძალიან დაღლილი ვიყავი ფიზიკურადაც და ემოციურადაც. -დე მოიცა მოდი მომიყევი,როგორ ჩაიარა საღამომ?-კიდებე დამეწია მისი სიტყვები. -ხვალ დე,ახლა მართლა დავიღალე-ნაბიჯს ავუჩქარე. გამოვიცვალე,თავი მოვიწესრიგე და საწოლში ჩავწექი,საათს დავხედე ათი სრულდებოდა,ვერ ვისვენებდი,ფიქრებით ფადისთან ვიყავი,მაინტერესებდა მივიდა თუ არა დროულად სახლში.ტელეფონს დავწვდი.ავკრიფე მისი ნომერი,რაღაც დრო დავცქეროდი,მაგრამ ვერაფრით გავბედე დარეკვა,ბოლოს შეტყობინების დაწერა ვარჩიე: -„მიხვედი“ -„კი“-მალევე მომივიდა პასუხი,ახლა უკვე შემეძლო მშვიდად დამეძინა. მომდევნო ერთმა კვირამ მშვიდად და ჩვეულებრივად ჩაიარა.რაღქმაუნდა,როგორც დანიშნულებს უფლება გვქონდე ვინმეს თანხლებით სადმე გავესეირნე ან უბრალოდ ერთად გაგგვეტარებინა გარკვეული დრო მაგრამ ფადიმ არანაირი ინიციატივა არ გამოიჩინა ამ მხრივ,ასე რომ ქორწილამდე ერთამენი აღარ გვინახავს.ძირითადად სამსახურის საქმეებს ვაგვარებდი,საკმაოდ ბევრი მასალა მქონდა ამ კვირისთვის დასაკორექტირებელი,მომდევნო 1 თვე შვებულებაში,რომ გავსულიყავი.თუმცა ესთერი მაინც ვერ ისვენებდა,მთელი კვირა იმას მიჩიჩინებდა,რომ ფადისგან ამეღო მუშაობის უფლება ქორწინების შენდეგ.არაფრით არ მინდოდა დარეკვა მასთნ,მაგრამ არც თავად რეკავდა,არც მოდიოდა.დედაჩემი კი ყოველდღე ერთიდაიგივეს მიმეორებდა: -კითხე შვილო,თავიდანვე უთანხმოებას ნუ გამოიწვევ ახალ ოჯახში,იქნებ შენ ქმარს არ სურს,რომ იმუშაო,კითხე.-იძულებული გავხდი დამერეკა. საშინლად არ მომწონდა ეს სიტუაცია,რომ ფადისთან ურთიერთობის ინიციატორი ვიყავი ყოველთვის,ჩემი ოთახის ფანჯრის მინას შუბლი მივადე,თვალები მაგრად მოვჭუტე და დაველოდე,როდის უპასუხებდა ტელეფონს. -გისმენთ-მკლავდა ეს სიტყვა.ხომ იცოდა რომ მე ვურეკავდი,არ შეიძლება ეს ოფიციალური ტონი ან სიტყვა დაივიწყოს და უბრალოდ მითხრას-გისმენ ლალე. -როგორ ხარ? -კარგად,თავად? -კარგად.იცი.... ამ საკითზე არ ვაპირებდი ჯერ შენტან საუბარს,მაგრამ ჩემი მშობლების დაჟინებული თხოვნით გირეკავ,რადგან..... არ მოსულხარ-ბოლო ორი სიტყვა ჩუმად ჩავილაპარაკე. -გისმენ ლალე-მის ხმას ინტერესი დაეტყო. -არ ვიცი იცი თუ არა რადიოში,რომ ვმუშაობდ კორექტორად. -ვიცი. -კარგი....ჩემი ოჯახის წევრები ფიქრობენ,რომ შენგან ნებართვა უნდა ავიღო ქორწინების მერე მუშაობა გავაგრძელო თუ დავანებო თავი-საშნელი გრძნობაა ისაუბრო ან მოითხოვო ის,რისი უფლებაც გინდა,რომ გქონდეს მაგრამ სხვები ცდილობენ წაგართვან ან გმართონ. -გასაგებია,შენ რას ფიქრობ ლალე?გინდა ქორწინების მერე იმუშაო? -მინდა. -მაშინ არავითრი პრობლემა არ არსებობს,ისე იყოს როგორც შენ გინდა. -მართლა?-ყურებს ვერ ვუჯერებდი,თვალები ვჭყიტე და ფანჯარას გამოვეცალე. -შეგიძლია დაამშვიდო შენები,თუ საჭირო იქნება პირადადაც ვეტყვი მათ ამას. -დიდი მადლობა-ბედნიერმა ჩავძახე ტელეფონს და აჟიტირებული დავეშვი კიბეებსზე,რომ ჩემი მშბლებისთვის ეს ახალი ამბავი მეთქვა.სიმართლე გითხრათ,ცოტა გაუკვირდათ ფადიმ ამდენი თვისუფლაბე,რომ მომცა.ზოგადად ედომიაში დაოჯახებული ქალების ძალიან მცირე ნაწილი მუშაობდა და ვინც მუშაობდა მის ქმრებს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებად მიიჩნევდნენ,ეს კი ძალიან ცუდი იყო ჩვენთან,სუსტ მამაკაცად აღიქმებოდა.საერთოდ არ მაინტერესებდა საზოგადოების აზრი ამ საკითხზე,განსაკუთრებიდთ კი ფადიზე.დარწმუნებული ვარ არც მას. ჩემი ნივთების ჩალაგებაში ზოი და ნისო მომეხმარნენ.კაბის შერჩევაშიც,უფრო სწორად მოდელის შერჩევაში ,რადგან უნდა შემეკერა,როგორც ყველა პატარძალი იკერავს აქ.კაბა სადა იყო,რაღქმაუნდა მწვანე,მსხილი სამხრეებით და წელში გამოყვანილი,გრელი და გაშილი.სუფლის სამზადისი პატარძლის ოჯახს ა ეხებოდა,ეს სიძის ოჯახის მოვალეობაა.ჩვენ მხოლოდ ტკბილეული უნდა მიგვეტანა და ჩემს ჩაცმულობაზე უნდა მეზრუნა.ნავეების ოჯახის მიერ შემოთვლილი მზიტები იმდენად მიზერული იყო,რომ დედამ და მამამ იუხერხულეს,ასე ცოტათი როგორ გაგიშვათო.ამიტომ ფადის ოჯახს საკმაოდ სოლიდური თანხა გაუგზავნეს,რომ ის ეყიდათ,რაც თავად მოესურვებოდათ.როგორც შემდეგ გავიგე გაგზავნილ თანხას მათმაც დაამატეს და ჩვენთვის ცალკე ბინა შეიძნეს კორპუსში,რომელშიც არასოდეს გვიცხოვრია მე და ფადის. ქორწილის წინა ღამით საინტერესო რიტუალი სრულდება,ამას განბანვის პროცესია ეწოდება.საპატარძლო მეგობრებთან ერთად მიდის სპეციალურ დაწესებულებაში სადაც მას უტარდება განბანვის პროცედურა.ზოგადად თავად სიტყვა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის,რომ არასასიამოვნო ფიქრები მოგეძალება,მაგრამ ეს საკმაოდ ლამაზი და საინტერესო რიტუალია.ქალი ჯერ იღებს საგულდაგულო შხაპს,მერე კი წვება სპეციუალურ აუზში,რომელიც სავსეა რძით და სურნელოვანი ყვავილებით.,აბაზანის მიღების შემდეგ მის სხეულს ამუშავებენ სხვადასხვა ყვავილების ზეთებით და აი ისიც მზად არის დაიწყოს ახალი ცხოვრება,სუფთა ფურცლიდან,სუფთა სულით და იყოს ისეთივე სპეტაკი და ნაზი ,როგორიც რძეა. საშინლად მეძინა.ასეთი აუტანელი ღამე მხოლოდ ერხელ მქონდა,როცა ფადი წავიდა.ახლა კი იმდენად დიდი ემოციური წნეხის ქვეშ ვიყავი,რომ ვერაფრით მოვისვენე,მხოლოდ ვიწექი გაუნძრევლად და თვალებს არ ვახელდი,რომ მეორე დღეს ჩაწითლებული არ მქონოდა. დილით დიდი აურზაური იყო ჩემს სახლში,ჩემი ნათესავები და მეგობრები,თანამშრომლები ყველანი აქ იყვნენ.ერთდროულად სამი ქალი ზრუნავდა ჩემს ვიზუალზე-მალიკა ზოი და ნისო. -აი ისეთი უნდა იყო,რომ ფადის შენი დანახვისთანავე ენა ჩაუარდეს,დამუნჯდეს ეგ მიწა დასაყრელი-ქოთქოთებდა ზოი და თან ჩანთიდან რაღაც კოლოფებს ალაგებდა. -რას ერჩი?-გაეცინა ნისოს. -როგორ თუ რას?რას მიკეთებდა ამდენი წელი ეს გოგო,რომ დამიდნო და დამიტანჯა?-მხრებში ხელი ჩამავლო და სარკის წინ დამსვა-ახლა საოცარ მაკიაჟს გაგიკეთებ . -ხომ იცი არ მიყვარს..... -შენ სუ,მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო-არ დამაცადა-მალიკა შენ კაბა ამოიტანე თან ჩავაცვათ-ძნელია ზოის არ დაემორჩილო,ნისო და მალიკა ციბრუტივით ტრიალებდნენ,მე კი მორჩილად ვიჯექი მისი ფუნჯის წინაშე.ერთ საათში ყველანაირად მზად ვიყავი. -ეს მე ვარ?-გაოცებული ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში. თმა მჭიდროდ შეკრული და მაღლა ახვეული მქონდა,ალაგ-ალაგ კულულები ჩამოფენილი,თვზე კი პატარა დიადემა მედგა. -არაჩვეულებრივი ხარ,ნამდვილი დედოფალი-მალიკას სიტყვებს გოგოებიც დაეთანხმენ და სამივე ცრემლები წამოუვიდა. -ახლა ტირილი არ შეიძლება მაკიაჟი გაუფუჭდება-უცებ გამოგვაფხიზლა ზოიმ. მეორე ემოციების ტალღა და ტირილი მისაღებში გაიმართა,როცა ნათესავებმა და ნაცნობებმა დამინახეს.ეზოში ფადი იცდიდა მაყრიონის თანხლებით.დედამ სასწრაფო წესით მოარბენინა სასწორი და მიბრძანა ზედ შემდგარიყავი.სულ 58 კილო გამოვიდა ასეთ მძიმე კაბასთან ერთად.მშინვე გამოაღო ჯუდომ კარი და ეზოში მომლოდინეებ გასძახა: -58 კილო-ყველამ გულიანად გაიცინა სახლშიც და ეზოშიც. -ჩემს ქორწილზე ჯუდომ 55 ვერცხლის მონეტა აჩუქა დედას,ვნახოთ ერთი ჩვენი სასიძო რას გაიმეტებს სასიდედროსთვის-მალიკას ვუსმენდით ყველა და კარს თვალს არ ვაცილებდით,ახლა წესით ფადი უნდა შემოსულიყო ჩემი წონის ექვივალენტი საჩუქრით,მინშველობა არ ქონდა იმას თუ რა იქნებოდა,ვარდი,ვერცხლი თუ ტკბილეული. მალე ისიც გამოჩნდა კარში,საოცრად უხდებოდა ჩემს ფადის მუქი ლურჯი ფერი,ცალი ხელით ჯოხს ეყრდნობოდა,ცალი კი ზურგს უკან წაეღო,საჩუქარს მალავდა.შემოსვლისტანავე ოთახს მოავლო თვალი,მე მეძებდა,ვიგრძენი,ჩვენი თვალები მალე შეხვდნენ ერთმანეთს,გული ამიფრიალდა,რამოდენიმე წამი მიყურა,გაეღიმა,ეს იმდენად აშკარა იყო,რომ მის ღიმილზე ყველას გაეღიმა ოთახში.ბედნიერი ვიყავი,მას მოეწონა მისი საპატარძლო.მერე დედას გახედა“ -ვვარაუდობდი,რომ ლალე 55-დან 60 კილომდე იქნებოდა,ამიტომ არჩევანი სამოცზე შევაჩერე,იმედი მაქვს მოგეწონება-თქვა და დედას პატარა წითელი კოლოფი გაუწოდა,ყველა ინტერესით მივაცქერდით,გულსაბნევი იყო,ოქროს გულსაბნევი ვარდის ფორმით,სამოცი ბრილიანტის თვლით.ყველანი გაოცებულები ვიყავით,განსაკუთრებით მე,კიდევ ერთხელ შეეჩეხა ჩვენი თვალები ერთმანეთს,მე ცრემლები მომდიოდა ის კი მიღიმოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.