შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2017 წლის საქორწინო ჰოროსკოპი: ვის ელის ზღაპრული ქორწილი


16-02-2017, 19:46
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 185

ცეცხლოვანი მამლის წელი ქორწინებისთვის საუკეთესოდ ითვლება.
2017 წელს ქორწინებისთვის საუკეთესო თვეებია: აპრილი, ივლისი, ნოემბერი და დეკემბერი.

ზოგიერთი ასტროლოგი გვირჩევს, ქორწინებისთვის ავირჩიოთ ის თარიღი, რომელშიც ციფრი 7 მეორდება. მაგალითად: 17:07:2017 ან 07:07:2017.

საქორწინო ჰოროსკოპი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი - მყარი და ბედნიერი ქორწინება გელით. განსაკუთრებით, მარტის მეორე ნახევრიდან, აპრილში, აგვისტოსა და ნოემბერში.

კურო - ქორწინება შემოდგომაზე დაგეგმეთ. ზაფხულში მივლინებები და დედლაინები გელით.

ტყუპი - ქორწინებაში ჰარმონია და ურთიერთგაგება გელით. ქორწინებისთვის განსაკუთრებით კარგია წლის მეორე ნახევარი.

კირჩხიბი - ცოტა ხნის წინ დაწყებული რომანიც
კი შეიძლება ქორწინებით დაგვირგვინდეს. კეთილდღეობა და ფეხმძიმობა გელით.

ლომი - თუ გათხოვება გადაწყვიტეთ, ქორწინებისთვის საუკეთესო თვეებია ოქტომბერი და ნოემბერი.

ქალწული - მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ქორწინება ელით. ქორწინებისთვის კარგი პერიოდია ზაფხულის თვეები და შემოდგომის დასაწყისი.

სასწორი - ბედნიერი, უზრუნველი ცხოვრება გელით მეუღლესთან. ქორწინება დანიშნეთ აპრილში, ზაფხულის თვეებში ან სექტემბერში.

მორიელი
- სურვილი არ აქვთ, ოფიციალურად გააფორმონ ქორწინება. თუ გადაიფიქრეთ, საქორწინო რეგისტრაცია შემოდგომის ბოლოს და დეკემბერში დანიშნეთ.

მშვილდოსანი - საუკეთესო წელია ურთიერთობის გასაოფიციალურებლად. ქორწილი დანიშნეთ აგვისტოში, სექტემბერში და ოქტომბრის დასაწყისში.

თხის რქა
- კარიერულ წინსვლასა და საქმეების გაუმჯობესებაში საქმრო დაგეხმარებათ, მაგრამ დეკემბერში ქორწინებისთვის უნდა მოიცალოთ.

მერწყული - მყარი და ბედნიერი ქორწინება გელით. დღესასწაული ვიწრო წრეში აღნიშნეთ. კარგი თვეებია შემოდგომის და დეკემბერი.

თევზები
- გათხოვებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ქორწინება გააფორმეთ ოქტომბერ-ნოემბერში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent