შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ილიანი" (თავი 9)


17-11-2017, 10:26
ავტორი naattii
ნანახია 1 895

სანამ ერთმანეთს არ შევხვდით ხმა არ ამოუღია, მაგრამ როცა მის წინაშე ღიმილით დავდექი და საკოცნელად გავიწიე, უკან დაიხია. გამიკვირდა ვერ მივხვდი რა ხდებოდა თემოს ასეთი საქციელისთვის ყურადღება არც მიმიქცევია ჩვენ ხომ და-ძმასავეთ ვიყავით, მაგრამ როგორც ჩანს გიორგის ეჭვიანობას საზღვარი გადაკვეთილი ქონდა, ეცადა ყვირილი არ დაეწყო და ხმადაბლა თუმცა მკაცრად დაიწყო:
-რა უფლებით ეფერება ვიღაც ბიჭი ჩემს საცოლეს შეგიძლია ამიხსნა?
-საცოლეს? ჯერესერთი ხელი არ გითხოვია საცოლედ რომ მაცხადებ და მეორეც, კარგი რა გიორგი იმდენი რამე მოგიყევი რა ახლო ურთიერთობაც გვაქ იმის დასამტკიცებლად და შენ მაინც ეჭვიანობ.
-შენ რა დამცინი? ნია ხედავდი მაინც როგორ გიყურებდა? შეგიძლია მითხრა რომ თქვენს შორის არასდროს არაფერი ყოფილა? ხომ დავდეთ პირობა რომ არ მოვიტყუებოდით? გელოდები_ეს შეკითხვა ყველაფერს აფუჭებდა, მივხვდი თუ გულახდილად ვუპასუხებდი შეიძლება დამეკარგა, მაგრამ ტყუილი ყველაზე მეტად მეზიზღებოდა.
-კარგი სიმართლეს გეტყვი, სანამ გერმანიაში წავიდოდი სურამში ვისვენებდი და თემო დიდი ხნის უნახავი მყავდა, ყოველ დღე მწერდა და მკითხულობდა, იქედან სოფელში ჩავდიოდი და ყოველდღე მეუბნებოდა მნიშვნელოვანი საქმე მაქვს აუცილებლად უნდა გნახო თუ შენ ვერ ჩამოხვალ მე ჩამოგაკითხავო, მაგრამ როგორც დავპირდი დროულად ჩავედი, მეგონა მეტყოდა, რომ მოვწონდი და ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ სრულიად მოულოდნელად შეიცვალა აზრი და მითხრა ჯობია მეგობრებად დავრჩეთ და ეს ურთიერთობა შევინარჩუნოთო, გამიკვირდა, ოდნავ მეწყინა, იმიტომ რომ სიყვარულის ახსნას ველოდი და თემოს როგორც ბიჭს ისე ვუყურებდი. მერე გავიგე, რომ ლაზარე დალაპარაკებია და უთქვამს რამე რომ არ გამოგივიდეთ მეგობრებადაც ვეღარ დავრჩებით და მეთქვენს შუა აღმოვჩნდებიო და თემოსაც დაუჯერებია. ამის გამო ლაზარეს ბევრი ვეჩხუბე ბედნიერება წამართვითქო, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ლაზარე სწორი იყო, მე და თემოს ერთმანეთი არ მოგვწონდა,ბავშვური რაღაც იყო მხოლოდ, მას მერე გიორგი 5 წელი გავიდა, გეფიცები ჩემს გულში შენს მეტი არავინაა, აქამდე ხომ მენდობოდი, არასდროს მოვიქცევი ისე, რომ გული გატკინო._ ამღვრეული თვალებით მიყურებდა, ხელი ლოყაზე დავადე როგორც უყვარდა, მაგრამ მომიშორა-და შენ ამბობდი არაფერი ხდებაო, გინდა დამარწმუნო რომ ოდესღაც ბიჭს რომელსაც მოწონდი ძმად უყურებ და ისიც დასავეთ გეფერება და ასრიალებს ხელებს შენს ფეხზე? მითუმეტეს როცა გვერდით შეყვარებული გიზის? _ ფეხზე ადგა და იროიულად ჩაიცინა_ ან ძალიან მიმდობი და მიამიტი ხარ ან თავს იტყუებ და გინდა მეც დამაჯერო იგივე ტყუილი_ და მისკენ გაწვდილი ხელი ჰაერში დამიტოვა. ისე წავიდა უკან არც მოუხედავს, სკამზე დამჯდარი ცრემლებს ვიწმენდდი და ვუცდიდი, მეგონა როგორც ფილმებში ისე მოხდება, მიხვდება ისევ აქ რომ ვზივარ მომაგნებს, ზურგიდან მომეხვევა და ლოყაზე მაკოცებსთქო, მაგრამ გიორგი არსად ჩანდა, დაღამებამდე ვუცდიდი მაგრამ მივხვდი თუ აქამდე არ მოვიდა არც მერე გამოჩნდებოდა, ამიტომ სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი თვალების წმენდით.
სახლში მისული ლოგინზე დავჯექი და მობილურს დავუწყე ყურება, თითქოს გაშტერებული ყურებით თითონ ვაიძულებდი დარეკვას. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მისი ნომერი ხელის კანკალით ავკრიბე, არვიცოდი ბოდიში რისთვის უნდა მომეხადა, მაგრამ ამის გამკეთებელიც ვიყავი ოღონდ გიორგი არ დამეკარგა. ყველაფერი გადამავიწყდა როცა ისეთი აგდებული ხმით მიპასუხა რა გინდაო როგორიც მისი პირიდან აქამდე არასდროს გამეგონა, ვთხოვდი მოესმინა მაგრამ მისი პასუხი ერთი იყო, „მაშინ დამირეკე როცა ყოფილ შეყვარებულს უახლოესი მეგობრების სიიდან ამოშლი“ და გამითიშა. მახსოვს, რომ თვალები დავხუჭე და ცრემლები თავისთვის წამომივიდა, არც მეგობრის დაკარგვა მინდოდა და მითუმეტეს არც გიორგის, ცრემლების შესამცირებლად ღრმად და ხშირად სუნთქვა დამივიწყე, დამავიწყდა, რომ ჩემთვის ასეთი ნერვიულობა საზიანო იყო, ეს მაშინ გამახსენდა როცა მივხვდი რომ სუნთქვა მიჭირდა. გაგუდვას რომ გადავრჩენოდი მთავარი იყო პირველ სართულზე მშობლებამდე ჩამეღწია, ხრიალით წავედი კედელ კედელ სამზარეულოსკენ სადაც დედა მეგულებოდა, წარმოდგენა არ მაქვს კიბეებზე მშვიდობით როგორ ჩავაღწიე, მაგრამ მახსოვს დედაჩემის წინ სკამზე დავვარდი და ამოვიხრიალე: დე...და... ვერ.... ვსუ....ნთქაავ.... მერე ბუნდოვნად მახსოვს ჩემი ბრძოლა სასუნთქი გზების გასახსნელად, დედაჩემი კივილი, უმწარესი წამლის პირში ჩასხმა რამაც გონზე მომიყვანა მაგრამ ხრიალი არ შემიწყვეტია, ჰაერს ვისუნთქავდი მაგრამ საკმარისად ვერა, მახსოვს მამაჩემის გაგიჟებული ყვირილი ტელეფონში ბავშვი მიკვდება 20 წუთი რადუნდა სასწრაფოსო. ხელში ამიტაცა და დივანზე მიმაწვინა, თან სახეზე მეფერებოდა და მეორედ ვხედავდი მამაჩემის ცრემლებს, პირველად მაშინ წამოუვიდა როცა გერმანიაში მაცილებდა და არიცოდა მეორედ როდის მნახავდა. ცოტა ჩავწყნარდი და ქუჩაც აკივლდა სასწრაფოს სირენის ხმით, სახლში ხანდაზმული ბაბუა მყავდა, ამიტომაც ყველამ იფიქრა ალბათ თამაზია ცუდადო მაგრამ რომ გაიგეს აქ ნიას გამო არიანო ჭიშკართან მეზობლების რიგი დადგა, ყველა უცდიდა ექიმის პასუხს რაიმე საშიში ხომარიყო მაგრამ მათ ჩემზე სიმართლე არიცოდნენ, ოჯახის გარდა არავინ იცოდა რა მჭირდა. ექიმებს უფრო მოღონიერებული დავხვდი, დიაგნოზად ნერვული შეტევა ჩამიწერეს და დამამშვიდებელი გამიკეთეს, ისე ვიყავი გამწარებული ასეთი შიშის გადტანისთვის, სანამ წამალი იმოქმდებდა ბოლო ძალები მოვიკრიბე და შეტყობინება დავწერე: „ეს გინდოდა არა ცუდად გავმხდარიყავი და სასწრაფოებს ერბინა ჩემთან? ხოდა მშვიდად იყავი, ოცნება აგიხდა“ და გავაგზავნე. სულ მალე ნემსმაც იმოქმედა და უკვე ძილბურანში ვესაუბრებოდი ექიმებს და ნახევრად მესმოდა მათი ხმა, პარალელურად მობილურის ვიბრაციას ვგრძნობდი ფეხზე მაგრამ არ ვპასუხობდი მინდოდა ჩემსავეთ მასაც ეგრძნო შიში ისე ვიყავი გამწარებული. ყველა მოვატყუე გამოცდები მაქვს, ერთი საგანი კარგად ვერ ვისწავლე და ვინერვიულეთქო. წასვლის წინ ექიმმა კატეგორიულად დამიქნია თითი მეორედ ასე თუ ინერვიულებ შეიძლება ვეღარც მოგისწრო და ამიტომ თავს გაუფრთხილდიო. დაძინება მინდოდა მაგრამ ტელეფონი არ ჩერდებოდა, კიდევ რამდენიმე წუთი არ ავიღე, მაგრამ ბოლოს შემეცოდა და ვუპასუხე. სწორედ მაშინ ვიგრძენი როგორ დამაჟრიალა როცა ჩემი საყვარელი მონატრებული შეშინებული თბილი ხმა გავიგონე:
-ნია სად ხარ როგორ ხარ? ახლა ხომ ხარ უკეთ?



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

გაააგრძელე რაა კარგია მომეწონა

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

მთლად ასე არ უნდა დაეწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent