შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ილიანი" (თავი 7 )


14-11-2017, 18:54
ავტორი naattii
ნანახია 2 133

მართლაც გამაღვიძა დილით კაკუნმა, თუმცა გიორგის ნაცვლად მარიკა მიღიმოდა მზად ვართ წამოო, შემოსასვლელის დივანზე ჩამოვჯექი და ვკვირდებოდი ქუთაისში წამსვლელები როგორ იკრიბებოდნენ და როგორ მინდოდა მეც მათთან, გიორგიც მოვიდა ბოლოს, მომესალმა, განსაკუთრებული არაფერი, მეგონა ამდენი საუბრის შემდეგ უფრო დავახლოვდით მაგრამ არანაირი ინტერესი არ გამოუვლენია. გარეთ გავიდნენ და ტაქსში ჩაჯდნენ. ლამის ვიფიქრე მართლაც ფლირტი იყო ალბათთქო, რომ ჩაჯდომისას თვალი ჩამიკრა და გვერდულად გამიღიმა.
მე და ნათია ჩემს ოთახში ავედით და მომხდარ ამბავს ვუყვებოდი:
-ვაიმე რადგან იმ მწვანეთვალებაზე ხმას აღარ იღებ სათქმელი აღარაფერი მაქვს, ყოჩაღ გიორგის, მაგრამ ნეტა ახლა რა იქნება? თითონ მოგწერს?
მხრები ავიჩეჩე არვიცოდი რაუნდა მეპასუხა და ზუსტად ამ დროს გაისმა ჩემი ტელეფონის ხმა. ნახევარი საათიც კი არიყო გასული უკვე რომ მომწერა და ისევ მათთან ერთად წასვლას მეხვეწებოდა, დაგიცდით თუ წამოხვალო, მაგრამ რა ვქნა ძველებურად ვიჩემებდი საქმე მაქთქო და სიმართლეს ვმალავდი.
შაბათ-კვირის გატარებას სკოლის მეგობართან ვაპირებდი, მას და მის მეგობრებს ბინა ქონდათ დაქირავებული და ორი ღამით მეც მათთან შევაფარებდი ღამეს, მთელ დღეებს „მესიჯობაში“ ვატარებდით, ვცდილობდით ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, ბოლოს ნინას მოთმინების ფიალა ამოეწურა და სანამ ტელეფონს წამართმევდა დავემშვიდობე და მშვიდობიანი ღამე ვუსურვე, საპასუხო ეტყობინებამ თავზარი დამცა: „ძალიან გთხოვ თავს გაუფრთხილდი უკვე გვიანია და ყურადღებით იყავით, შენც მშვიდობიან ღამეს გისურვებ.მიყვარხარ“. არ მახსოვს ბოლო სიტყვა რამდენჯერ გადავიკითხე და უცებ გონებაში ყველაფერი აღმიდგა, მისი გაცნობა, ჩემი კომპლიმენტი, როგორც მოიქცა პირველად როცა ოთახში მესტუმრა და ყველაზე მთავარი-მისი ძმაკაცის კომენტარი საზაფხულო ფლირტზე, მაგრამ თუ ფლირტია მიყვარხარ რაღა შუაშია? მეგობრებს გვერდი ავუქციე და სასწრაფოდ ჩემი დის ნომერი ავკრიბე, მის გარდა ვერავინ დამეხმარებოდა...
ანასთან საუბარმა ცოტა დამამშვიდა ახლა მხოლოდ ორშაბათზე და ჩემს ექიმთან ვიზიტზე უნდა მეფიქრა, საღამოს ნაყინები ვჭამეთ ქუჩაში გავერთეთ და სახლისკენ წავედით, კიდევ კარგი ეს დღე მაინც დაგვრჩა მოსაგონებლად თორემ კვირას ნინამ მთელი დღე შეყვარებულთან ჩხუბს მოანდომა და გვერჩივნა სახლში დავრჩენილიყავით, გიორგის ზერელედ ვცემდი პასუხებს, ცოტა თავის არიდება მინდოდა. ორშაბათიც გათენდა, მაგრამ ექიმი არ დამხვდა სასწრაფო შვებულება აიღოო და ჩემდა სამწუხაროდ ისევ უნდა ჩამოვბრუნებულიყავი რამდენიმე კვირაში. რას ვიზამდი, გავუდექი ქუთაისის გზას.
გიორგი დილიდან არ ჩანდა ყველაფერი ვიფიქრე რა შეიძლება დამართნოდა, მაგრამ როცა მოსაღამოვდა და კიდევ გამორთული ქონდა ტელეფონი ნამდვილად შემეშინდა, ისიც კი ვიფიქრე მარიკას დავურეკავ რამე ხომარ მოსვლიათქო, ვიცოდი მამასთან ერთად ბიზნესი ქონდა ელექტრო მოწყობილობებზე და ბოლოს ისიც კი ვიფიქრე დენმა დაარტყა იქნებთქო. ბოლოს ანას ნათიასთან გავყევი, მისი სამულეცვ იქ იყო და ყურადღების გადასატანად ნათია ავატრუე ლუდი დავლიოთთქო, კარგათ შევთვერით, გაბრაზებული ვიძახდი ვაი რომ გამოჩნდეს და კარგად იყოს არასდროს ვაპატიებთქო, რაზეც ნათია დამცინოდა, ოღონდ გამოჩნდეს და არ აპატიებ კიარა მშვენივრად ნახავ კიდევაცო. ასეც მოხდა. ერთი საათი იქნებოდა გასული ჩემ ყველა შეტყობინებას მიუვიდაო დაეწერა და რამდენიმე წუთში დამირეკა კკიდევაც სად ხარ გნახავო. აღმაშენებლის პალმებში გადავწყვიტეთ გასეირნება რაზეც ნასვამმა ნათიამ ხელი ამიქნია აი გვიღალატე მარტოხელებსო მაგრამ მისი ნახვა მართლა მინდოდა, იმასაც ვამჩნევდი ცოტათი რომ მომნატრებოდა, თუმცა ჩემი საიდუმლო ყველა განცდას ნაწილობრივ მიქრობდა.
-ჰმ, რა სასიამოვნოა პირველ პაემანზე გოგოს ლუდის სუნი რომ ადის- ღიმილით გადამკოცნა და ხელი მომხვია.
-ჯერესერთი ხელი გამიშვი და მეორეც, პაემანი? ჩვენ ახლა პაემანი გვაქვს? და მესამეც ნეტა ვისი ბრალია რომ დავლიე?
-შენ რა მართლა ასე ინერვიულე? მეგონა შენთვის ასე მნიშვნელოვანი არ ვიყავი თორემ დამჯდარი ტელეფონითაც მომეხერხებინა იქნებ რამე. ისევ გვერდულად გამიცინა და დამაბნია.- ვიცი ჩემმა მოწერილმა დაგაბნია და თანაც პირველივე პაემანზე ამას არ ამბობენ ხოლმე, მაგრამ მე ასეთი ვარ, იოლად მიყვარდება, მივხვდი როგორიც ხარ და მინდა გვერდით მყავდე, მართალია შეიძლება ჩემს გრძნობას ჯერ ბოლომდე სიყვარული არ ერქვას მაგრამ მართლა მომწონხარ, ძალიან მომწონხარ. ბევრი სეირნობის შემდეგ სახლში გაბრუებული მივედი რაც აშკარად არიყო მხოლოდ ალკოჰოლის ბრალი.
დრო ვთხოვე რომ მოეცა და დავფიქრებულიყავი, ვხვდებოდი რომ ზუსტად ჩემნაირი იყო, მეც სწორედ ასე შემეძლო იოლად შემყვარებოდა და თავი დამეკარგა, მაგრამ შენარჩუნება უკვე მასზე იყო დამოკიდებული. რამდენიმე დღე ვთხოვე და ისიც ვთხოვე გამქრალიყო, მაგრამ ვეღარ მოითმინა და 9 საათი არიქნებოდა რომ მომიკითხა ვერ გავჩერდიო. პირობა გავუმეორე, მაგრამ შემიცოდე მეც ხომ ადამიანი ვარო. მეც მინდოდა ყველაფერი გადაგვეწყვიტა მაგრამ არ მინდოდა ურთიერთობ ტყუილზე აგვეგო. საღამოს ბიჭებთან ერთად ვიჯექი, ირაკლი ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცი იყო და დრო ვიხელთე დავლპარაკებოდი და რჩევა მეკითხა, ყველაფერი მოვუყევი და „გარფილდის“ თვალებით გავხედე რა ვქნათქო, გაეცინა. -რას მეკითხები ადამიანო, ყურადრებიანი ბიჭი ჩანს თანაც ფაქტია მოგწონს, ხოიცი შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ, ჩემი აზრით უნდა სცადო, მაგრამ ხომ იცი ტყუილით დაწყებული არაფერი გამოდის, ამიტომ ჯერ გულახდილად დაელაპარაკე და ისე გამოვა, რომ მისი გადასაწყვეტი იქნება ენდომება თუარა შნთან ურთიერთობის გაგრძელება. მე ამას გირჩევდი.
ირაკლის ნათქვამმა დამაფიქრა სწორიც იყო, ჯობდა ყველაფერი მეღიარებინა და თითონ გადაეწყვიტა უნდოდა თუარა ჩემთან ერთად გარისკვა, იქნებ ავადმყოფი არაფერში ჭირდებოდა და თითონ მიმატოვებდა, ეს უკვე მარტო ჩემი გადასაწყვეტი აღარ იყო უკვე. როცა გადაწყვეტილება მივიღე დავმშვიდდი და შეხვედრაზე შევთანხმდით. ჩვენს ბედს ჩემი მონოლოგი გადაწყვეტდა...


გთხოვთ თქვენი მოსაზრებები, სურვილები და იმედი მაქვს მოწონება კომენტარებში გამოხატეთ, რომ მივხვდი როგორ მოგწონთ...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ვხვდებოდი ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა რომ ქონდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent