1998 (სრულად)
-კარგად მომისმინე. ეს გაფრთხილებაა. ისევ შენსავე საკეთილდღეოდ. ეს ძალიან, ძალიან ბინძური საქმეა და თუ ამ ჩანაწერის მოსმენა დაიწყე, ჯობია ახლავე გათიშო, ფირი სადმე მოფარებულ ადგილას დაწვა და ცხოვრება ისე გააგრძელო, თითქოს არაფერი მომხდარა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუდამოდ ჩაერთვები ამ თამაშში. აქ მშიშრების ადგილი არ არის. თამაშში სამი მხარეა. პირველში და მეორეში ერთმანეთს გადამტერებული ორი კლანია, მესამეში კი... ჰო, არ გაგეცინოს. მხოლოდ ერთი გოგოა. ორივე კლანის ჩაუმქრალი ინტერესეი. უფრო პირველის. ვიწყებთ თავიდან. რაკი, გადაწყვიტე, რომ ჩანაწერს ბოლომდე მოუსმინო. მე ახლა შიდსის მწველი, მტანჯველი ტკივილით ვიწვი. ჰო, 1999 წელია. რთული დროა, არა? არ ვიცი ამას როდის მოუსმენ, მაგრამ როცა ეს დრო დადგება, მე უკვე დიდი ხნის ჩაძაღლებული ვიქნები(მადლობა კოკაინის მარაგისთვის სტელას). შიშინი. ყველაფერი შარშან დაიწყო. ანუ 1998 წელს. ალბათ მაგდროინდელი ამბები ჩემზე კარგად არავინ იცის. გამოსირებულ მთავრობას (მაგათაც თუ მთავრობა ერქვათ) ეგონათ, რომ ეს ამბები მოხდენისთანავე ჩაიფარცხებოდა. ჰაჰ! მაგათ გავახარებდი? ჰოდა, ახლა ყურადღებით მისმინე. 1998 წელი. 13 მარტი. ნიკოლოზ ფალავანდიშვილი არხეინად მისეირნობდა მელიქიშვილის ქუჩაზე. არხეინად ივლიდა, მთელი თბილისის ახალაზრდობა 17 წლის ღლაპის ხუშტურებზე დადიოდა. ჰოდა, მისეირნობდა და გამვლელებიც თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ და თავჩახრილები მიდიოდნენ, რომ ცნობილ ფალავანდიშვილს თვალში არ მოხვედროდნენ. ვინ იყო ფალავანდიშვილი? დიდი არავინ. უბრალოდ თავადური წარმოშობის გვარის მატარებელი. მეტი... არა როგორ არა, მამამისი მთავრობის კაცი იყო. ისეთივე ნამუსგარეცხილი, როგორიც დანარჩენები. ჰმ, თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ, ძალიან დიდი! გზად ეს ფალავანდიშვილი თავის მეგობარს, რას ეძახიან? ჰო, ტრუსიკის მეგობარსო. ალექსანდრე ამირეჯიბს შეხვდა. ამირეჯიბები პატივსაცემი, ჰაჰ, პატივსაცემი ხალხი გახლდათ. რუსეთში ბრძანდებოდნენ და ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ მამა-შვილი. ამ ამბებში იყვნენ, მხოლოდ 97-ში რომ გაახსენდათ, სამშობლო რომ სხვაგან ჰქონდათ და ჩამობრძანდნენ უკან. ამბობენ, უფროსი ამირეჯიბი გაკოტრებულაო და ნამდვილი მიზეზი ეს იყოო. მე არ მჯერა. მაგან, კარიერის აწყობისთანავე ცუდი ხალხი აიკიდა, და ეტყობა თავის დროზე მიხვდა, რა შარშიც ყოფდა თავს და გამოგაზა ,,გრუზიაში". ახლა ორმა გააგრძელა გზა. ,,სემიჩკას" ცეცხლავდნენ ის ორნი, გასროლის ხმა რომ გაისმა. ხალხის კივილი კოსტავას ბოლოშიც კი ისმოდა. ფალავანდიშვილს და ამირეჯიბს უბრალოდ გაეცინათ. საბედნიეროდ იმ ტყვიას არავინ უმსხვერპლია, თორე ჩოლოყაშვილს ციხეში ამოალპობდნენ. ჰო, იარაღი გიგა ჩოლოყაშვილმა ისროლა. ტყუპისცალიც გვერდით ჰყავდა, რო რამე, დასახმარებლად. ფალავანდიშვილმა ერთი შეიგინა და გაიქცა. 51-ემდე ირბინა. ნეტა რატო არ მოსტყდა ის ფეხები. ამირეჯიბი კიდე, დოყლაპიასავით, იდგა და იდგებოდა კიდეც დიდხანს, გაგის(მეორე ტყუპისცალს) მკლავში ტყვიით რომ არ შეეხსენებინა მათი იქ ყოფნა. ან ააცილა ან აუცდა. ამბობდნენ, ტყუპ ჩოლოყაშვილებს არასოდეს აუცდენიათო. ისე, ეს ტყუპებიც მაგარი უცნაური ტიპები იყვნენ. თუ აშინებ, ისე შეაშინე, რომ მეორედ აღარ დაგჭირდეს! კარგი, კარგი. მოკლედ, ამირეჯიბიც და ფალავანდიშვილიც 51-ეს წინ აღმოჩდნენ. ასე და ამგვარად. იმ დროს გაკვეთილები მთავრდებოდა თურმე, და გარეთ გამოსულმა ბავშვებმა ოფლში გაწურული ფალავანდიშვილი და სისხლში მობანავე ამირეჯიბი რომ დაინახეს, გასუსულან თურმე. იქ მყოფი 51-ე სკოლელი მოსწავლე ამბობს: ,,ფალავანდიშვილი და ამირეჯიბი ამ სკოლაში ირიცხებოდნენ, მაგრამ მათი იქვე გამოჩენა იშვიათ მოვლენად ითვლებოდა." იმ დროს გამოსულა სკოლიდან ანასტასია ჯაფარიძეც. ეს გოგო იყო მესამე მხარე. ეხ, როგორ უღმერთოდ უყვარდა ფალავანდიშვილს ჯაფარიძე. არადა, მტრები იყვნენ, ასე თუ ისე. აბა, მოემზადე: ფალავანდიშვილის მამას მოუკლავს ჯაფარიძის მშობლები, და-ძმა, ყველა ახლო ნათესავი. რატომ? მიზეზი უფრო საინტერესოა. ამბობდნენ, რომეო და ჯულიეტას ახლებური ვერსიააო. უფროს ფალავანდიშვილს ჯაფარიძის გოგო რძლად არ უნდოდა. ყველაზე საინტერესო: ანასტასიამ იცოდა ნიკოლოზის გრძნობების შესახებ და თვითონაც ამ გრძნობით პასუხს აპირებდა, როცა ეს საზარელი ამბავი დაატყდა თავს. უკვე ნიშნობის ამბებში იყვნენ, ფალავანდიშვილის მამას რომ გაუგია, არც ისე შეძლებული ოჯახიდან ყოფილან ჯაფარიძეები. ეს იყო და, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით დაუქუხია ზაალს. ფალავანდიშვილების მეზობელი დაკითხვაზე იხსენებს: ,,წყნარი ღამე იყო, არადა. უცებ, ფალავანდიშვილების სახლიდან ისეთი ღრიალის ხმა გამოვიდა, გვეგონა, ბატონ ზაალს რამე სჭირდა. არასოდეს მინახავს ბატონი ზაალი ასეთი გაბრაზებული. მისგან ერთი უწმაწური სიტყვაც კი არ ახსოვს არავის. თავის შვილს ეჩხუბებოდა როგორც ვიცი. მგონი ნიკო გეგმავდა ნიშნობას და ჯაფარიძეების გოგოს მოყვანას. ზაალს რომ გაუგია, რომ გოგო საეჭვო რეპუტაციის მქონე ოჯახიდან იყო, თურმე მამა-შვილს ძალიან უჩხუბიათ. მეორე დღეს ნიკო სახლიდან წავიდა და კარგა ხანს არ მობრუნებულა უკან. " ჰო, მამამისთან არასოდეს უჩხუბია და წავიდოდა, აბა რას იზამდა. მერე თურმე მამისს მისთვის შეუთვლია, რაც უნდა ის უქნია, ვინც უნდა ის მოიყვანოს ცოლად, მე არ მაინტერესებსო. თუმცა რა იცოდა, ნიკოლოზმა, მამამისი ორმაგ თამაშს რომ თამაშობდა. ქორწილამდე 1 კვირით ადრე, მთელი ოჯახი ამოუხოცა საწყალ გოგოს. მთელი ის სილამაზე რაც ამ გოგოს გააჩნდა, ერთიანად ჩაკლა ზაალმა მასში. ანასტასიას ერთ-ერთი მეგობარი იხსენებს: ,,ანასტასიას თვალები სულ ვარსკვლავებივით უკაშკაშებდა. ნიკოც სულ ასე ეძახდა, ჩემი ციმციმა გოგოო. მორიდებული და მორცხვი იყო მანამდეც, და მერეც. ფალავანდიშვილს სულ ნიკუშას ეძახდა. ნიკო მხოლოდ მას აძლევდა ამის უფლებას. ნიკო შეცვალა ანასტასიასთან ურთიერთობამ. აღარ ეწეოდა, აღარ სვამდა, არავის არაფერს უშავებდა. სკოლაში სიარულსაც მოუმატა. ყველა ამჩნევდა, ანასტასია დერეფანში რომ გაივლიდა, ორ ნაბიჯში მოყვებოდა ნიკოც უკან. მისი დაცვის ინსტიქტი მუდამ თან სდევდა. ორი ბიჭი მხოლოდ იმიტომ გადაიმტერა, რომ ანასტასიას ცუდი თვალით შეხედეს. ძალიან, ძალიან უყვარდა. ანასტასია რომ ვერც კი წარმოიდგენდა, ისე. ერთხელ (იცინის), ანასტასია კიბეზე დაეცა, ჰო, სულ ბევრი წიგნით დადიოდა და არასოდეს აძლევდა ნიკოს იმის უფლებას, რომ მისი წიგნები მას წამოეღო. ხოდა, წაიქცა. ხელები სულ გადაისერა. წიგნების ნაწილი ირგვლივ მიმოიფანტა. იქ მყოფმა იდიოტებმა სიცილი დაიწყეს. ნიკო მშვიდად მიტრიალდა უკან და წყნარად თქვა: ,,კიდევ ერთი თქვენგანი გაიცინებს, და ანასტასიას თავს ვფიცავარ, ვერც ერთი თქვენგანი მზის შუქს ვეღარასოდეს ნახავსო." მერე ანასტასია წამოაყენა და სისხლიანი ხელისგულები დაუკოცნა. ძალიან, ძალიან უყვარდა. (იღიმის) ანასტასია რომ ვერც კი წარმოიდგენდა, ისე. " *** აბა, შემდეგი დარტყმისთვის მოემზადე: მოდი, ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ჩოლოყაშვილები ხედავენ, როგორ იტანჯება ფალავანდიშვილი ანასტასიას დაკარგვით. იციან რომ ის მისი სუსტი წერტილია. რას მოიმოქმედებს ეშმაკურად მოაზროვნე გონება? ჰო, ჰო. ზუსტად ის, რაც შენ იფიქრე. გაგი ოსტატურად დაუახლოვდა ანასტასიას და მისი ნდობაც მალე მოიპოვა. თუმცა, ცოტა ხანში, ერთ-ერთი სკოლელის დაბადების დღეზე გაგიმ ანასტასიას გაუპატიურება სცადა. როგორც იქ მყოფი მოსწავლე ამბობს: ,,ტუალეტიდან კივილის ხმა ყველამ გავიგეთ. ნიკომ, თითქოს ხმა იცნოო, პირველი გავარდა ტუალეტის კართან და ორი მიწოლით ჩამოაგდო. ამირეჯიბიც ეხმარებოდა, აბა რას იზამდა. არ ვიცი, ამ ქაოსში ჩოლოყაშვილი სად გაძვრა. შიგნით რომ შევიხედე, ნიკო ანასტასიას ეხუტებოდა და ჩუმად რაღაცეებს ეუბნებოდა, მგონი ეუბნებოდა, ხელებს დავამტვრევ ამ საქციელისთვისო. ანასტასია გონს რომ მოვიდა, ნიკო უხმოდ მოიშორა და ტვალეტიდან გამოვიდა. არა, არა. სანამ გამოვიდოდა, უთხრა(დუმს), ჰო. რაღაც უთხრა. დამაცადეთ გავიხსენო. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რას მიზამენო. " *** არადა, მთელმა სკოლამ იცოდა ფალავანდიშვილს ჯაფარიძე როგორც უყვარდა. მთელმა თბილისმა. ანასტასიას უკან გაკიდებია და რაღაცის თქმა დაუპირებია. არ მოუსმინა ანასტასიამ და მართალიც ქნა. აქედან დაიწყო ჩოლოყაშვილების და ფალავანდიშვილების დაპირისპირება. სიტუაციას ამძიმებდა ისიც, რომ უფროსი ჩოლოყაშვილი გამომძიებელი იყო და ფალავანდიშვილის საქმეები პირველმა გამოაჭენა იმ დროს მოქმედი გაზეთის პირველ გვერდზე. წარმოგიდგენია? გამწარდა, მაგრამ რას გამწარდა ზაალი. ეგონა, წინანდელივით მიუჩქმალავდნენ საქმეს. საწყალი გოგო სულ ჩაიკეტა თავის თავთან. მეზობლები ყვებიან: ,,ის ბიჭი, ქერა, ყავისფერთვალებიანი, ყოველ ღამე(ხაზგასმით) მოდიოდა ანასტასიასთან. დიახ, არ ვაჭარბებთ. ყოველ ღამე. ყოველ ღამე მის კართან ატუზული უხსნიდა, რას ნიშნავდა თავისი პატარა ანასტასია მისთვის. თუმცა, ვერ უგებდა გოგო და ვერ გაამტყუნებ. ჰოდა, მოდიოდა ეს ბიჭი და მთელ ღამეებს მის კართან ატარებდა. ერთხელ გალეწილი მთვრალი მოვარდა და იქვე კართან მიეძინა. ანასტასიას კარი გაუღია და შიგნით შეუთრევია. არა, მაინც რა კეთილი გოგოა. რა უქნეს, დედა. როგორ დაასევდიანეს ეს ახალგაზრდა გოგო, როგორ გააუბედურეს... მეორე დილით ბიჭის ყვირილის ხმა ისმოდა ბინიდან. " *** -მიყვარხარ, გოგო, ძალიან, ძალიან მიყვარხარ! არ შემიძლია, ეს დედამო... ბოდიში, ბოდიში. ვერ ვძლებ ტასასო... ვერა... ხოიცი მამაჩემი ჩემ თვალში რასაც წარმოადგენს... გეხვეწები დაივიწყე სუყველაფერი და წამო, გავიქცეთ, ტასასო... სადაც გინდა, იქ წაგიყვან, სადაც შენ გენდომება, ყველგან წამოგყვები, ოღონდ შენ მითხარი. ხედავ? არ მინდა თხოვნა, უბრალოდ მითხარი. რამდენი ხნითაც გინდა... ტასი... არა, ჩემო პატარა, ნუ ტირი... გაივლის, ტასასო გაივლის... მე სულ აქ ვიქნები, შენს კართან. თუ გინდა წავალ, შენს თავს ვფიცავარ, სულ წავალ. ოღონდ ნუ მთხოვ რო დაგივიწყო, ყველა სურვილს შეგისრულებ, ოღონდ ეგ არ მთხოვო... როგორ შემიძლია, მე, შენი სიყვარული შევაჩერო, ჩემო ციმციმა გოგო... -ნუ მეძახი ეგრე!! წავიდა ის დრო, როცა მართლა ვარსკვლავებს მამსგავსებდი! ეხლა მხოლოდ სიბნელე დარჩა ჩემში, ნიკო! წადი, გთხოვ! ვერ ხედავ, როგორ მტკივა? ვერ ხედავ, როგორ მიცემს გული?! აი... ნახე! -ჩემო პატარა, ჩიტივით გიცემს გული... ჩემო პაწაწუნა... -ნიკო... -ეგრე ნუ მეძახი... ეგ შენ არ უნდა დამიძახო! შენ იცი, რაც უნდა დამიძახო! ხმამაღალი ქვითინის ხმა ისმოდა. მერე მეორე ხმის სლუკუნიც აჰყვა. -შენ არ იტირო, რა... შენ რომ ტირი, ესე მგონია მთელი სამყარო თავზე მემხობა... თუმცა მართლა ესეა. ღმერთო, როგორ მიყვარხარ... მტკივა, ტასასო, შენი ტკივილიც მე მტკივა! შენ ხო შენი საყვარელი ხალხი გტკივა, მე ისინიც და მამაჩემი რო მამაჩემია ისიც მტკივა! ჩემო სიყვარულო, მოდი ჩემთან... ნუ გეშ... მერე დაცემის ხმა გაისმა. სწრაფი ნაბიჯების ხმაც. -ტასი! ჩემო ფერია! მიდი გამოფხიზლდი! ნუ მანერვიულებ, ჩემო სიყვარულო, არ დაიძინო... აი, ესე... მე მიყურე და თვალები არ დახუჭო, კაი? არა, არ დახუჭო. ჰო, ვსიო. ჩემო პატარა... ჩემო სიყვარულო, ჩემო ციმციმა, როგორ დამეტანჯე, პატარავ. ჩემგან არ გეყო და იმ... ნაძირალა ჩოლოყაშვილმაც გაგტეხა, ჩემო სიცოცხლე... ბიჭიც ტიროდა. ანასტასია ალბათ, კედელთან ახლოს დაეცა, რადგან მეზობლებს ლაპარაკი მკაფიოდ ესმოდათ. *** ,,ღმერთო, ბიჭის ხმა... ეს რა იყო... ასეთი ცხოვრებაში არაფერი მომისმენია. თითქოს... ჯვარი წერია სუყველას მარა, თითქოს ვიღაცის დაკარგვას გლოვობდა. ასეთი მოწიწებით, მოკრძალებით, სიყვარულით, სითბოთი მე არ მახსოვს ვინმე თავის შეყვარებულს ელაპარაკებოდეს. " *** ყველა წინადადებაში ბიჭი სიყვარულს უხსნიდა პატარა ანასტასიას. მერე ანასტასიამაც ამოიღო ხმა: -ნიკუშ... თითქოს ბიჭი ვაკუუმიდან სუფთა ჰაერში ჩააგდეს, ჰაერი ისე ხარბად ამოისუნთქა, თითქოს ამ ერთ სიტყვას მთელი ცხოვრება ელოდებოდა, თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა, შვებით ამოისუნთქა. -ჩემო ციმციმა... ჩემო სიყვარულო... ჩემო ფერია... სუნთქვა ხარ ჩემი... გული ხარ ჩემი... ბიჭი ჩუმად ჩურჩულებდა. მაგრამ ამ სიტყვებს ისე გულისხმობდა, თითქოს ყვიროდა, ისე მკაფიოდ ისმოდა. -ნიკუშ... შენ ვერც კი გაიგებ ვერასოდეს რას ნიშნავს როცა რაღაც სიმაღლეზე დგახარ, რაც სულ არ არის მაღალი. ვერასოდეს გაიგებ, რას ნიშნავს ამ სიმაღლიდან ერთიანად დანარცხება სიცივეზე... როგორი ტკივილია, წამოდგომა რომ გინდა და რომ ვერ დგები. როგორია, როცა, შენი სახლის კარს ათობით კაცი წი-წიხლით აღებს და ვერასოდეს გაიგებ, როგორია იარაღის გაბმული სროლა. ვერასოდეს გაიგებ, როგორ იყვირებენ ტკივილისგან ის ადამიანები ვინც შენ ყველაზე მეტად გიყვარს. ვერასოდეს გაიგებ, როგორია სიკვდილის წინ მათი განწირული ხმა... *** ,,გოგონა დაცლილი ხმით ლაპარაკობდა. ეჭვი არ იყო, მთელი ტანით ცახცახებდა. მისი ყბების კანკალის გამო, კბილების წკაპუნი კედლის მიღმაც მესმოდა. ბიჭი სლუკუნებდა. " *** გასუსული უსმენდა. მთელი სამეზობლო ანასტასიას კართან შეყრილიყო. ანასტასია კი გულიდან უშვებდა იმ სიტყვებს, რასაც ამდენი ხანი ერთგულად დაატარებდა: -ჰო, ნიკუშ, ვერასოდეს გაიგებ, როგორია შენი მშობლების კივილის ხმა. როგორ შეეხვეწებიან ვინმეს... არ მომკლაო! როგორ შეეხვეწებიან ვინმეს, ბავშვებს ობლად ნუ დამიტოვებო!! ვერასოდეს გაიგებ, როგორია როცა იღვიძებ იაზრებ, რომ ოჯახი აღარ გყავს, და საწოლის მეორე ნაწილი, რომელსაც პატარა დაიკო და ძამიკო გითბობდნენ... ძალიან ცივია... მათი თბილი ხელების შეხება ლოყებზე, რომ ვეღარ გაგაღვიძებს... ვერასოდეს გაიგებ, რას ნიშნავს როცა გონს მოდიხარ და იაზრებ, რომ ამ დამპალ, დაუნდობელ სამყაროში სულ მარტო დარჩი! ვერასოდეს გაიგებ... და არც მინდა რომ გაიგო! არ მინდა, იმიტომ რომ მიყვარხარ! მიყვარხარ იმ დანარჩენ სამყაროზე მეტად, ასე რომ მიმეტებს და სხვა ყველა რომ აღმერთებს... როგორ შეიძლება არ მიყვარდე, ნიკუშ... მაგრამ მე ამას ვერ შევძლებ. ვერ ვიზამ. ეს ჩემი მშობლების შეურაცხყოფა იქნება... მეყვარები ყოველ დღე და ყოველ ღამე. ყოველ იმ ღამეს, აქ, ჩემს კართან რომ მოხვალ და ისევ ჩურჩულით რომ ამიხსნი სიყვარულს. ყოველ იმ ღამეს მეყვარები, მთვრალი გაუგებრად რომ იბუტბუტებ ჩემს სახელს, სანამ არ ჩაგეძინება... ყოველ იმ ღამეს მეყვარები, სულელივით რომ გამიცინებ და ჩემო ციმციმაო, რომ მეტყვი... მაგრამ, აღარ ვციმციმებ, ნიკუშ... ხედავ? ჩავქრი, დავბნელდი... ვიცი, შენ მამაშენთან რა შუაში ხარ მაგრამ... ძალა არ მეყოფა... ისედაც ყოველ ღამე... -არა... არა. იმეორებდა ბიჭი ჩუმად. -ჩშშ... როგორ არა. შემომხედე, თვალებში მიყურე. ხედავ ვარსკვლავებს? -ტასასო... ნება მომეცი, რომ აგაციმციმო... გაგაბედნიერო... ხომ იცი, რომ არ დავნებდები... მაგიჟებ, იცი რა მემართება, რომ გიყურებ?! იცი, რა მეწყება ტანში? აი, ესე, სულ ესე დამდის ჟრუანტელი. რომ გიყურებ... როგორ ზიხარ, როგორ წევხარ, როგორ ხატავ, როგორ მღერი, როგორ გიშტერდება ხოლმე ერთ ადგილზე მზერა, როგორ ათამაშებ ნერვიულად პასტას, მოწყენილი რომ ხარ... როგორ ამთქნარებ, როცა გეძინება... როგორ გეჩხვლიტება ნიკაპი, ტასასო, სანამ ტირილს დაიწყებ... აი, ახლაც. როგორ გიწითლდება ხოლმე ცხვირი გაბრაზებისას... როგორ მინდა ხოლმე, იმ ცხვირზე ბევრი გკოცნო ხოლმე... და შენ მეუბნები, რომ მე ეს გრძნობა შევაჩერო? მაგას ვერ ვიზამ, ჩემო ციმციმა. არ ანათებ... მერე რა, ღამით, ცაზე ვარსკვლავები ხომ ავდრის დროს არ ჩანან ხოლმე, ჩემო პაწაწო... მე ეს არ მაინტერესებს! ტასო, ნახავ, რა მალე გამოიდარებს. ანასტასიას პირველად გაეღიმა. მერე უცებ დასერიოზულდა. -შეიძლება, რაღაც გთხოვო? -რაც გინდა. -გთხოვ, ჩოლოყაშვილს არაფერი დაუშავო. არ იმსახურებს, კარგი? -რა? -ჩოლოყაშვილითქო. არაფერი უქნა. არ მინდა, მაგასთან რამე საერთო გქონდეს. -ეგ შენ აღარ გეხება. ჩემი პატარას შეურაცყოფას არავის არ ვაპატიებ. როგორ მოგატყუა... როგორ გააკეთა ეგ... აუ, რას ვუზამ მაგას, ხელები წინასწარ მტკივა. -ნიკუშ... -ჩშშ, ცხოვრება. შენ არაფერი გეხება. მამა-შვილი აშავებენ და უნდა ასწავლოს ვინმემ მაგათ ჭკუა. -მამამისს არაფერი დაუშავებია. თავი ჩახარა. ვერაფერი უთხრა. ან რა უნდა ეთქვა. ვერაფერი ვერ თქვა. ვერც იტყოდა. უბრალოდ ლოყაზე აკოცა ტასოს და წამოვიდა. *** ჰოდა, გამოდიოდა სკოლიდან ამ დროს ანასტასია. სისხლიანი ამირეჯიბი და თითქოსდა საგიჟეთიდან გამოქცეული ნიკუშა, რომ დაინახა, ჩანთა მხარზე ჩამოიკიდა და იქედან წასულა. ფალავნდიშვილს სულ დაავიწყდა ჩოლოყაშვილებიც და ყველაფერი და გაკიდებია ანასტასიას უკან. *** -ტასასო! დამელოდე, გოგო! ანასტასია! არ გესმის, რო გეძახი?! ანასტასია ნელა მოტრიალდა უკან. -აქ რა გინდა? ალექსანდრეს მიხედე. ხო გთხოვე, არაფერი უქნათ ჩოლოყაშვილსთქო. -ტასო, შენ თავს ვფიცავარ, არაფერი... აი სიტყვაც არ მითქვამს, ხო ხვდები. რო მთხოვე, მე დაგიჯერე. მე და ალექსი მოვდიოდით და იმ... სალანძღავი სიტყვა არ დააბოლოვა, იცოდა, ტასასოს არ უყვარდა როცა ნიკუშა მის წინ ილანძღებოდა. -სროლა დაიწყო... სროლა! თავისი... ნაბი'ჭვარი ძმაც იქ ყავდა. ტასომ ნიკუშას ხელი ჩასჭიდა. და თავი გულზე მიადო. ბიჭის საშინლად აჩქარებული გულისცემა იგრძნო. გაეღიმა. -ჰო... არ მატყუებ. ნიკუშას გაეღიმა და ტასასოს შუბლზე ეამბორა. -წავედი, ხო? საღამოს დამირეკე და მოვალ. ოღონდ დამირეკე. შუაღამეც რო იყოს. გავიქეცი ეხა. მიყვარხარ, ხო? ანასტასიას გაეცინა. -ჰო, დაგირეკავ. და ის იყო, უნდა გატრიალებულიყო და წასულიყო, რომ ნიკუშამ მოატრიალა და მკლავებში მოიქცია: -მოიცა, მოიცა! რა დაგვავიწყდაო? შენ არ გიყვარვარ? ანასტასია გაწითლდა და თაი ჩახარა. -არა, არა, ქალბატონო! ეგ ვერ გიშველის. აბა? ანასტასიამ მორცხვად უთხრა: -ჰო... მეც მიყვარხარ... ნიკუშამ ვითომ წაუყრუა: -მოიცა, რაო? ვერ გავიგე? ანასტასიას გაეცინა. -მიყვარხარ. -ცოტა ხმამაღლა, არ მესმის! გოგონას თავზე ხელი გადაუსვა. -ვერ ვიყვირებ, ყელი მტკივა. ნიკოს სახე დაუსევდიანდა. -რატო, ჩემო ცხოვრება. რატო გტკივა, რატო... დაიხარა და ყელზე ნაზად აკოცა. -ვსიო? -ჰო... -კიდე ტიროდი, ტასო, ღამე? თავი ჩახარა. რა ექნა, აბა. ტიროდა და თან როგორ... ნიკუშამ ლოყები დაუკოცნა ტასოს. -დღეს შენთან დავრჩები. შენს ძილს ვუდარაჯებ. ტასასოს გაეღიმა. -როგორი მზრუნველი ხარ. -მიყვარხარ. დამირეკე. ნიკუშა წავიდა. ანასტასიაც ბედნიერი გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას, როცა გზად ვიღაც ბიჭები აეკიდნენ. ფეხს აუჩქარა, ძალიან შეეშინდა. ნიკუშაც არ ჰყავდა გვერდით, ის დაეხმარებოდა, რამეს მოიფიქრებდა. მაგრამ, ახლა მარტო იდგა და თვითონ უნდა ეღონა რამე. შეშინებულმა ფეხს აუჩქარა, იმ იმედით, რომ ბიჭები შიშს შეამჩნევდნენ და თავს დაანებებდნენ, მაგრამ ისინი ამაზე ახითხითდნენ და ნაბიჯს მათაც აუჩქარეს. გზა უსაშველოს გაიწელა. ბიჭები უკვე უახლოვდებოდნენ. გარკვევით გაიგონა, გაგის სახელი და აცახცახდა. ეს ბიჭები გაგიმ გამოგზავნა. დაწყებული საქმე უნდოდა, ბოლომდე რომ მიეყვანა. უკვე სადარბაზოში შედიოდა, მკლავში ხელი რომ ჩაავლეს და მოატრიალეს. -თავი დამანებეთ, გთხოვთ... გემუდარებით... ოთხნი იყვნენ. ერთმა პირზე ხელი ააფარა. მეორემ ხელები გაუკავა. მესამემ შარვლის შეხსნა დაიწყო, ხოლო მეოთხე იქვე ახლოს დადგა და სანახაობას თვალს ადევნებდა. ანასტასია მოგუდული ხმით ყვიროდა, მაგრამ პირზე აფარებული ხელის გამო, ვერაფრით გააგონა ვერავის ვერაფერი. მხოლოდ ერთი გამოსავალიღა იყო დარჩენილი და მოძალადეს ფეხებშუა კარგა გვარიანად ამოსცხო. ამაზე, ერთმა წიხლი ჩააზილა მუცელში, მეორემ სახეში დაარტყა. ანასტასია იკლაკნებოდა, დასხლტომას ცდილობდა, ამაზე უფრო მწარდებოდნენ და უფრო გამეტებით ურტყამდნენ. სულ დალილავდა პატარა ანასტასია. -გაგის უთხარით, რომ სიკვდილი უახლოვდება... უთხარით... უთხარით, რომ ა... უთხარით... უთხარით, რომ მთელი არსებით მეზიზღება... -ფუ შე... მერე ანასტასიამ ტკივილი იგრძნო თავის არეში. მას თავი სადარბაზოს შესასვლელ კარზე მიარტყმევინეს. კარი წითლად შეიღება, ტასოს სხეული კი უგონოდ ჩამოცურდა მიწაზე. ეგონა, კვდებოდა. სიკვდილამდე, მხოლოდ ისღა დარჩენოდა, ეფიქრა მათზე, ვინც უყვარდა და გონება დაკარგა. ანუ თავის ოჯახზე და ნიკუშაზე. ნიკუშა. ალბათ ვერ გადაიტანდა. ვერაფერს გახდებოდა. -მცივა. მერე ანგელოზი მოვიდა. არა, ნამდვილი არა. ტასოს ანგელოზი. მისი სურნელი იგრძნო. სურნელიც იგრძნო. ძლიერი ხელებიც. ანგელოზის აჩქარებული სუნთქვაც. გონზე მოსვლამდე უცნაური სიზმარი ნახა: ნიკუშა აქეთ-იქით დარბოდა თავქუდმოგლეჯილი. თან მის სახელს ყვიროდა. გონს სლუკუნით მოვიდა: -ვაიმე... ვაიმე... ნიკუშა იქვე ეჯდა, საწოლთან და ფრთხილად ეფერებოდა ხელზე. მის ხმაზე წამოვარდა და დამშვიდება დაუწყო: -არა, ჩემო პატარა. არ იტირო, ყველაფერი კარგადაა, ჩემთან ხარ, უსაფრთხოდ ხარ. არ ინერვიულო. დროზე მოვედი. არა... ტასასო, ნუ ტირიი... ცრემლები საფეთქლებზე ჩამოუცურდა ანასტასიას. ნიკუშამ კოცნით შეუშრო ცრემლები გოგონას. -ჩშ... ჩემთან ერთად არ უნდა გეშინოდეს, არ უნდა გეშინოდეს ტასასო. არასოდეს დაგტოვებ მარტო, შენთვის ტკივილის მოყენების უფლებას არავის მივცემ. ვიპოვი სუყველას და ხელებს დავამტვრევ ამ საქცირლისთვის. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. არ იტირო, ჰო? ტასო მის ხმაზე გაისუსა. -ჰო... სლუკუნით ამოილაპარაკა და თვალები მაშინვე მიელულა. -ეხლა, ნაცემი აღარ მოგეწონები... ნიკუშას გაეცინა. -სუნთქვა ხარ ჩემი. როგორ არ მომეწონები, ჭკუიდან გადაგყავარ... აუ, თვალი როგორ გაქ, ტასო... -ნიკუშ... ამ სახელზე გიჟდებოდა ფალავანდიშვილი. მხოლოდ ტასასოსგან. -ჰო, ჩემო სიხარულო. -ჩამეხუტები? ჩამეხუტე, რა. -მოდი ჩემთან, პატარავ. არ ინერვიულო, მე სულ შენთან ვიქნები. არასოდეს არ დაგტოვებ მარტო. არასოდეს, გესმის? რაც არ უნდა მოხდეს... გოგონა ოდნავ წამოიწია და ბიჭს მოეხვია. თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. -ნიკუშ, მეშინია... ამოიქვითინა ბიჭის მკერდში თავჩარგულმა გოგონამ. ნიკუშამ სიმწრისგან თვალები დახუჭა. თავის თავს ლანძღავდა გულში, რატომ არ მიაცილა სახლამდე, მარტო რატომ გაუშვა. -მაპატიე, ტასო მაპატიე... მაპატიე, რომ არ მოგაცილე სახლამდე, მაპატიე იქ რო დაგტოვე და ყველაფერი მაპატიე რა... ტასო მხარზე ჩაფრენოდა ბიჭს და მხარს ცრემლებით უნამავდა. -არა, ნიკუშ. შენი ბრალი არ არის, ხომ იცი როგორც მიყვარხარ. შენ არაფერ შუაში ხარ, ჩემი ანგელოზი ხარ, მფარველი ანგელოზი. ნიკუშ... -ჰო, ჩემო სიცოცხლე. რამე ხო არ გტკივა, ტასასო. -მაკოცე რა. ნიკუშამ გოგონას სახე ხელებში მოიქცია. ტუჩები ოდნავ შეახო გოგოსას. ეს იყო უნაზესი, უთბილესი და უტკბესი შეხება, რომელზეც ანასტასიას სიამოვნებისგან ტანში ჟრუანტელმა დაუარა. -პატარა ჩემი... სუნთქვა ჩემი... როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე. ყოველი სიტყვის მერე ნაზ შეხებებს უტოვებდა ტუჩებზე და ანასტასიას რეაქციებზე ნაზად ეღმებოდა. უცებ ამოიკვნესა ანასტასიამ. -რაო, ჩემო ლამაზო. გატკინე რამე? ნიკო შეშფოთდა. -აქ, ტუჩთან მტკივა ცოტათი. -სად? ნიკუშამ სახე მიუახლოვა. -აი, აქ. ტუჩის კუთხესთან დასიებულ ნაწილზე მიუთითა. ნაზად, რბილად შეახო ტუჩები ანასტასიას დასიებულ ტუჩის კუთხეს და გოგონამაც თვალები მილულა. -კიდე გტკივა? -არააა. მაგრად ჩამეხუტე რა ნიკუშას რატომღაც გული ცუდს უგრძნობდა. ტასო უცნაურად იქცეოდა. ხელები მაგრად მოხვია და თავის მკლავებში მოაქცია გოგონა. თავზე აკოცა და ტასასოსაც ჩაეძინა. *** ანასტასიას გაუპატიურების მცდელობის ამბავი მთელ თბილისს მოედო. ზაალი ცოფებს ყრიდა, მე ნამუსშერცხვენილი გოგო ოჯახში არ მჭირდებაო. ამ ნათქვამზე ნიკოს პასუხმა კორპუსი შეაზანზარა. *** ,,არ ვიცი, კაცო. ეს რა უბედურება იყო. კარადა ესროლა შვილს?! რა უბედურებაა, ასე ბატონ ზაალს თავი არასოდეს დაუკარგავს. ის კაცი ყვიროდა, რო არ მინდა ესეთი შერცხვენილი გოგო სახლშიო. მიდი აბა, და გაამტყუნე! იმ ბიჭმა კიდე...(აქეთ-იქით მიმოიხედა და ხმა დაადაბლა) არც მე მჭირდებოდა მკვლელი მამაო... ამაზე... გაგიჟდა, გააფრდა ზაალი. მე არ ვიცი მაშინ რა ძალამ გააკავა რო შვილი არ მოეკლა, რა ოჯახი... რა ოჯახი... რა ოჯახს ანგრევდა ნიკო... ვის გამო, კაცო, ვის გამო! ვაიმე, ჩემს ირაკლის ეს რომ გაებედააა... (თვალებს აბრიალებს)" *** ფალავანდიშვილი ამ ამბების მერე ანასტასიას სახლში რომ მივიდა, ის გოგო იქ არ დახვდა. ტელეფონზე ურეკავდა და არ პასუხობდა. *** თავის თავს წყევლიდა გულში ნიკო. როგორ ვერ მოარიდა იმ ჭორებს, რაც ანასტასიაზე დადიოდა... ალბათ სირცხვილისგან არ იცის სად წავიდესო. ,,მაინც გიპოვი, ჩემო პატარა. როგორ შეგაშინეს... როგორ გაგამწარეს... ჩემი ოქრო, ჩემი ფერია." ურეკა, ურეკა და არსად გამოჩნდა. მერე გაახსენდა. მტკვართან სეირნობა უყვარდა. *** ეს ადგილი კარგად დაიმახსოვრე, შენ, ვინც ამას ახლა უსმენ, ეს ნიკოს და ანასტასიას შეხვედრის ადგილია. ერთმანეთს აქ ხვდებიან ხოლმე. სროლაც აქ იყო. მოდი, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. *** მტკვრის სანაპიროზე ყველგან ეძებდა, ყველგან. ვერსად აგნებდა. მეორე სანაპიროსკენ გაიხედა და მაშინვე შეამჩნია მოაჯირზე მჯდარი გოგონა, რომელსაც ფეხები მდინარის მხარეს გადაედო. -ტასო... ტასო, რას აკეთებ! გოგონა თითქოს გადასახტომად ემზადებოდა. ყველაფერმა აზრი დაკარგა ნიკოსთვის ერთ წამში. მხოლოდ მას ხედავდა. თავისას. ტასასოს. რომელსაც მხოლოდ ერთი ნახტომი... ერთი მოძრაობა სჭირდებოდა. და სამუდამოდ ჩამოშორდებოდა ნიკუშას. -ტასო! ტასო! გაუაზრებლად ყვიროდა ფალვანდიშვილი. არაადამიანურად ღრიალებდა და ამავენაირად მირბოდა, რომ როგორმე მიესწრო. მიესწრო, სანამ გოგონა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა. -არა, ტასო! გეხვეწები, არა! არ დამტოვო, არ წახვიდე რა! ტასო! გოგონას არ ესმოდა. შორს იდგა გარესამყაროსგან. არაფერი ესმოდა. ვერაფერს ხედავდა. და ისე სტკიოდა. ხმამაღალი ჩურჩული. თემა? სულ ის. და მისი ბინძური სული. წაბილწული სხეული და მის მიერ შერცხვენილი ფალავანდიშვილების ოჯახი. -ტასო! ტასო! ძალიან, ძალიან სტკიოდა. მეტს ვეღარ აიტანდა. თუ აქამდე მხოლოდ ნიკუშა აკავებდა ამქვეყნად, ახლა მისი ოჯახისთვის სირცხვილის მეტი არაფერი მიჰქონდა. დედა მოენატრა. მამა. პატარა ლუკაჩო. და პატარა ანანო. რამდენი ნათესავი. რამდენი ადამიანი. -ტასო, არა, ტასი, არ მიმატოვო, რა! გული ნაწილებად ეფლითებოდა. ბუნდოვნად ესმოდა ნიკუშას ყვირილი. ,,უკვე მოვკვდი? სულ არ ყოფილა მტკივნეული..." -ტასო!!! ტასო, რას აკეთებ! ვერც იგრძნო ისე დადგა ორივე ფეხით მოაჯირზე. და მეორე მხარეს გადააბიჯა. ახლა კიდეზე იდგა და სულ მცირე მოძრაობა სჭირდებოდა... სულ, სულ მცირე. თითქოს მისი გონება უკვე ჩაძირულიყო წყალში. იძირებოდა, იძირებოდა... სუნთქვა ეკვროდა. თვალები ეხუჭებოდა. გონება მისდიოდა. გრძნობდა, ეს დასასრული იყო. მაგრამ, ნიკოს არ უნდოდა ამ ყველაფრის დასრულება. სწრაფად მივარდა მოაჯირთან და ჩუმად დაუძახა ანასტასიას: -ტასი, ტასი... არ შეგეშინდეს მე ვარ. ჰო, მე ვარ. ტასო, რაც არ უნდა გააკეთო, გახსოვდეს, შენ რომ რამე დამართო შენს თავს, წუთით არ დავფიქრდები, ისე გამოგყვები უკან. არ წახვიდე, რა. ნუ დამტოვებ მარტო. მხოლოდ ამას გთხოვ. შენ... არ მემეტები მაგ ცივი, გაყინული წყლისთვის. ჩემსავით იქ, სადაც მოხვდები, ვერავის ვერ ეყვარები... მომისმინე, რა. არ წახვიდე, ნუ დამტოვებ მარტო. არ შეგეცოდები, სულ მარტო რომ დავრჩები? შენსავით ვერასოდეს ვერავის შევიყვარებ. შენთან ერთად ყოფნა მინდა. ყველგან და ყოველთვის... ეგ არ გააკეთო, თორემ ვეღარასოდეს ვიქნებით ერთად. არა, მარტო მანდ არ გაგიშვებ. წამო, ტასი. თუ ასე გინდა, მეც შენთან ერთად მოვდივარ. ის იყო, ისიც მოაჯირის მეორე მხარეს უნდა გადასულიყო, რომ... ანასტასიამ კივილი დაიწყო. ნიკომ ერთიანად დაიხია უკან. -არა, პატარავ. არ ინერვიულო. მე არასოდეს არ შეგაშინებ. მოდი რა, გადმოგიყვან. ნუ მაშინებ რა გთხოვ... -მრცხვენია, ძალიან, ძალიან... დავიღალე... მმმ... ძალიან მტკივა... მტკივა. მტკივაააა!!! ბოლო ხმაზე დაიკივლა და ნიკუშა ლამის იქვე ჩაიკეცა, თავისი პატარას კივილის ხმა, რომ გაიგონა. დაიშალა. ასჯერ, ათასჯერ მოკვდა არადა მყარად მდგარი მიწაზე. ანასტასიამ კივილი ხმამაღალი, გულამოსკვნილი ქვითინით შეცვალა. -მიყვარხარ... ამ სიტყვაზე, თითქოს მხნეობა შეემატა ნიკუშას. მასთან მიიჭრა და უკნიდან ყურში ჩასჩურჩულა: -მე შენ მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. სიკდილამდე მეყვარები და თუ სადმე არსებობს სამყარო, სიკვდილის შემდეგ, იმ სამყაროშიც სიგიჟემდე მეყვარები. გემუდარები, მოტრიალდი ჩემკენ და შენი თვალები დამანახვე რა. მოტრიალდი და საერთოდ მოდი, მოვშორდეთ ამ ადგილს. არ დამტოვო, ამ დამპალ სამყაროში, მარტო არ დამტოვო. მაკოცე, ტასო. ჩამეხუტე. გამათბე. შენი გულისცემა გამაგონე. არ წახვიდე, რა. მიყვარხარ. -ნიკუშ, ნუ მაკავებ... ვერ ხვდები... ვერც მიხვდები... ნუ მთხოვ... ეს ერთადერთი... ვეღარ გააგრძელა. ამოიქვითინა ტკივილისგან თავბრუდახვეულმა ანასტასიამ. -გთხოვ, ჩემო ანგელოზო. ნუ წამართმევ შენს თავს, არ დამტოვო. გემუდარები. მიყვარხარ. არ წახვიდე. არ დამტოვო. განუწყვეტლივ იმეორებდა ნიკუშა სახვეწარ სიტყვებს. ანასტასიას კი არაფრისმთქმელი მზერა ჰქონდა. ვერც ერთი ვერ ამჩნევდა რამდენიმე ათეულ მზერას, რომელთაც მოახლოების ეშინოდათ. -მიყვარხარ. მიყვარხარ. არ წახვიდე, პატარავ. არ მიმატოვო. არ დამტოვო, ეგრე არ მომექცე რა. არ... გთხოვ რა. მოდი ჩემთან რა. მაკოცე, რა. ანასტასია ოდნავ შეირხა და ნელა, თავჩახრილი მოტრიალდა მისკენ. -პატარა ჩემი. სუნთქვა ჩემი. დამიბრუნდი, ჰო? ანასტასია მთელი ტანით ცახცახებდა. -როგორ მრცხვენია... -არა, ჩემო პატარა. არაფერი არ გაქვს სანერვიულო. ეხა, შენ მაკოცებ, ჩამეხუტები, მე გაგათბობ, მერე აქედან წავალთ ამერიკაში. იქ სულ, სულ ახალ ცხოვრებას დავიწყებთ ტასო. შენ... მე სულ, ყოველთვის შენთან ვიქნები. ანასტასიას გადმოსვლაში მიეხმარა და მისი უღონო სხეული მთელი ძალით მიიხუტა სხეულზე. -ანგელოზი ხარ. აღარასდროს აღარ იტირო. -ნიკუშ, აქ აღარ შემიძლია. განა, ამერიკაში ვერ შემრცხვება? ნიკუშ... აღარ შემიძლია. ვიცლებიი. ჩემში ადამიანური აღარაფერი დარჩა. ისე მეშინია, შენც არ მოგბეზრდე... შენც არ დამტოვო... ნიკუშამ მთელი, მთელი ძალით მიიკრა ანასტასია გულზე. გაფართოებული თვალებით უყურებდა და სახეს გიჟივით უკოცნიდა. -აღარასდროს აღარ თქვა ეგ. შენს ცრემლებს არავინ არ იმსახურებს ამქვეყნად, შენ თავს ვფიცავარ. გულს ნუ მიხეთქავ, კარგი? აღარ გამოიქცე. სულ მამაჩემიც, ის ხალხიც და სუყველა. ჩემთვის მარტო შენ არსებობ. მიყვარხარ. არასოდეს სცადო ჩემთვის შენი თავის წართმევა მეორედ, კარგი? არ მიმატოვო არასდროს. ანასტასიას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და ბიჭის მკერდს მიეყუდა. -გთხოვ, ასე ვიდგეთ რა ცოტა ხანს. -რამდენი ხანიც შენ გენდომება. იდგნენ ჩახუტებულები მტკვრის პირას და ერთმანეთის ხელებს ეფერებოდნენ. -ტასო... -ჰო. -ძალიან მიყვარხარ. ტასოს გაეცინა. -ვიცი, მეც. *** ,, ,,ძვირფასო" მამა, გადავწყვიტე, ფულის თვლაში გართული, საქმეს არ მოგწყვიტო და წერილი დაგიტოვო. გავფრინდი. გადავცურე. წავედი. წავეთრიე. რომელიც გინდა ამოარჩიე. უფროსწორად, წავედი'თ. ჰო, მე და ჩემი ციმციმა. დიაც, ეს სწორედ ის გოგოა, მთელი სინათლე რომ ჩაკალი მასში. სულ რომ დამიბნელე. რომ გააუბედურე. თუმცა, მე მასთან ვარ და მისთვის ესეც რაღაცას ნიშნავს. ხედავ, არაკაცო, სადამდე დახვედი? დარწმუნებული ვარ, მთელს შენს სანაცნობოს ამოატრიალებ და გაიგებ ჩემს ადგილსამყოფელს, მე კი ოკეანის გადაღმიდან ხელს დაგიქნევ. შენც და შენს მწვანე-მწვანე ქაღალდებსაც. მერე, შეგიძლია ეგ სიბინძურე შენს ძვირიან საფულეში უსასრულოდ იკეცო. მერე, შეგიძლია ისიც დაივიწყო, საერთოდ შვილი რომ გყავს. თუმცა, მაგას რა დაგავიწყებს. ბატონმა ზაალ ფალავანდიშვილმა სწორედ შვილის გამო არ მოკლა ამდენი ხალხი? მეცინება, მამაჩემო. სიმწრისგან მეცინება, ჩემი ციმციმას ჩამქვრალ თვალებს რომ ვუყურებ. ის არ უნდა იყოს მწუხარედ. ის არ უნდა გლოვობდეს მშობლებს. მე ვიცი, ვინც უნდა იყოს მის ადგილას. შენც იცი. მხოლოდ მაშინ თუ შემოგხედავ, მის გვამს ზემოდან რომ დავხედავ. მხოლოდ მაშინ თუ გამახსენდები, ხელებს რომ დავიბან მის სისხლში. მხოლოდ მაშინ თუ ჩაგთვლი რამის ღირსად, ჩემი თვალით რომ შევხედავ სული მის სხეულს როგორ დატოვებს. ოღონდ დამაცადე, ყველას თავისი მოელის. ყველა ინანებს ჩემი ციმციმას ცრემლს. შენ? მე შენთან დაკავშირებით ძალიან ვრცელ გეგმებს ვსახავ, ,,მამა" მალე მაგის დროც მოვა. ოღონდ, ცოტა დამაცადე. -ნ. " *** ჩასხდომა რეისზე თბილისი-ვაშინგტონი დაწყებულიყო. ტასოს და ნიკუშას დააგვიანდათ. ეს ის მომეტი იყო, როცა სრულიად უმნიშვნელო დეტალს მათი გეგმების ჩაშლა შეეძლო. თუმცა, მიუსწრეს. ბოინგზე გიჟებივით შევარდნენ. სტიუარდესა უკვე საავარიო გასასვლელებს აცნობდა მგზავრებს. ტასო და ნიკუშა თავ-თავიანთ ადგილებზე დასხდნენ და ტასომ ილუმინატორიდან გადაიხედა. უცებ გაისმა სტიუარდესას ხმა: -რას აკეთებთ, ახალგაზრდავ! ასე როგორ შეიძლება! ახალგაზრდა ბიჭი მგზავრებს შორის გზის გაკვლევას ცდილობდა. თან ყვიროდა: -ფალავანდიშვილო! ფალავანდიშვილო, სად ჩემ ყ**ში ზიხარ! ამირეჯიბი იბრიდება შენი ვოიაჟის გამო! აწიე ეხა ტ*აკი და გამოა**ვი გარეთ! მალეე!! ნიკუშა დაიშალა. გამოშტერდა. ვერაფერი გაიგო. ნაწილებად კი, მხოლოდ იმისთვის აეწყო, რომ ტასოსთვის ეს სიტყვები ეთქვა: -ტასო, შენ ამ რეისს გაყვები. მე ეხა აქედან გავალ და ვითომ არ გავსულვარ. ვითომ ისევ აქ ვზივარ. გემუდარები. მე უნდა წავიდე. ტასოს თვალებზე ცრემლები მოადგა: -არა, ნიკუშ... მეც წამოვალ... გთხოვ რა. უშენოდ არსად არ წავალ. გეხვეწები, გთხოვ... ნიკჯშა ქაოსურად უკოცნიდა სახეს ტასოს და თან ოხრავდა: -ტასი, ხო იცი რო ყველაფერს შეგისრულებ, ოღონდ ნუ მთხოვ რა, ეს ერთი შემისრულე. წადი. წადი და მეც აუცილებლად დაგეწევი. გეფიცები. პირველივე რეისს გამოვყვები, ოღონდ შენ იყავი უსაფრთხოდ. გთხოვ, რა. ანასტასია თავს გიჟივით აქნევდა: -ხომ იცი, რომ არ წავალ... ხომ იცი, რომ რაღაცას მაინც ვიზამ და მაინც უკან გამოგყვები... მე შენი ჩრდილი ვარ დაგავიწყდა? სადაც შენ წახვალ, იქ წამოვალ მეც! წამოდი, მალე. ნიკუშამ ტასოს მკლავში ხელი ჩაავლო: -არსად არ მოდიხარ. აქ რჩები და უსაფრთხოდ მიდიხარ იქ, სადაც მიდიხარ. ჩემთან ერთად არ წამოხვალ. იქ არ წაგიყვან. მე იარაღების გაბმულ სროლაში, შენს წაყვანას არ ვაპირებ. სულელი არ... -მე უკვე მოსმენილი მაქვს იარაღის გაბმული სროლა, ნიკუშ, დაგავიწყდა? ნიკომ თავი ჩახარა. ანასტასიას ხელი ჩასჭიდა და თვითმფრინავიდან ჩავიდნენ, მას შემდეგ, რაც უცხოელი გამცილებელი დაარწმუნეს, რომ ანასტასია შეუძლოდ გრძნობდა თავს. *** (შიშინი) ამბობდნენ, განგებო. ამბობდნენ, შემთხვევითო. ამბობდნენ, ზოგმა იცოდაო. მტკვრის სანაპიროზე ქურდებივით მოსიარულე ნიკოს და ჯაფარიძეს არაფრის მოლოდინი არ ჰქონდათ. უბრალოდ იცოდნენ, რომ იქედან ცოცხალი შეიძლება მხოლოდ ერთი წამოსულიყო, ისიც ყველაზე კარგ შემთხვევაში. *** ნიკო უცებ მიტრიალდა ტასოსკენ და მისი სახე ხელებში მოიქცია: -არ ვიცი, აქ რა მინდა, ან რას ვაკეთებთ ახლა, ან ალექსი სად არის, ან რა მოხდება, ტასო არაფერი არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რო უნდა გითხრა. მიყვარხარ, ყველა შესაძლო სიყვარულზე მეტად მიყვარხარ. არასოდეს მყვარებია ვინმე შენსავით. ისიც არ ვიცი, ესე ძალიან რანაირად მიყვარხარ. ოღონდ, ძალიან, ძალიან გთხოვ... ნუ კანკალებ, დამამთავრებინე, გული ისედაც ხელით მიჭირავს. რამე რომ მომივიდეს, ჩემთან არ დარჩე და ეგრევე გაიქეცი, გაიგე? ტასო თავს აქნევდა, უარყოფის ნიშნად. -არა, ტასო. უნდა დამიჯერო. მე ხო დაგიჯერე, აქ რო წამოგიყვანე. ვიცი, გთხოვე არასდროს არ დატოვოთქო, მარა მაგ შემთხვევაში მოგიწევს. ვიცოდი, ტასო, რაღაც რომ მოხდებოდა და სხვა ბილეთებიც ავიღე, დღეისთვის. რომელსაც მოასწრებ. რომელსაც მიუსწრებ, იმ რეისით წადი. გააგრძელე ცხოვრება, თუ გინდა არ დამივიწყო, მაგას ვერ გთხოვ. უბრალოდ გახსოვდეს, ჩემნაირად ვერავის ვერ ეყვარები, მაგრამ რამე თუ მომივიდა, მიეცი სხვასაც უფლება, სცადოს. სცადოს და აგაციმციმოს, ჩემო ლამაზო. მადლობა, ყოველი დღისთვის, რომელიც შენთან გამიტარებია, ყოველი ღამისთვის, სულ თმაზე რო მეფერებოდი, ყოველი წამისთვის, სულ სიგიჟეებში რო გვაქ გატარებული. ჯანდაბა... შენ გარეშე სადმე როგორ უნდა ვიყო, ტასასო... გოგონას ტუჩებს ეცა. ნაზად, მაგრამ მაინც მომთხოვნად კოცნიდა. ტასოს ცრემლების მარილიან გემოს რომ გრძნობდა, უფრო მეტად იხუტებდა. ეს იყო კოცნა, რომელსაც ორივესთვის რაღაც უნდა მოეტანა. ნიკუშას სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა. კოცნიდა, თითქოს ვერასოდეს გაძღებოდა, ვერასოდეს ეყოფოდა... მას სურდა, ეს მაინც წაეღო იქ, სადაც მოხვდებოდა. და სად. არა. რაღაც ვერ იყო ისე. ვერ გრძნობდა ტასოს ხელებს მის სახეზე, ან ხელებზე. როგორც ადრე. თუმცა, როგორც ადრე, ისე აღარაფერი იქნებოდა. ეს ორივემ იცოდა. თუმცა ტასო, მაინც არაფერს აკეთებდა. მერე შენიშნა, ტასო ჩუმადაც იყო. -ტასო... -ნიკუშ... არ გაინძრე კარგი? გთხოვ... არაფერი ქნა. სამი. ორი. ერთი. -ტასო... *** ანასტასიამ უცებ ჩაავლო ხელი მხრებში და გვერდით გადააგდო. ფალავანდიშვილი უფრო გაოგნებისგან დაიბნა და მორჩილად დაენარცხა მიწაზე. ნიკომ თავი მიწას დაარტყა, თუმცა, არც ისე ძალიან, რომ ასეთი შემაძრწუნებელი რაღაც მოსჩვენებოდა. დაცემამდე, ბუნდოვნად დაინახა, რაღაც ძალამ ანასტასია მთელი ძალით როგორ გადაისროლა უკან. ვერაფერს მიხვდა. რატომღაც, გასროლის ხმა მოგვიანებით გაიგო და ერთ წამში გაურბინა მთელმა ცხოვრებამ თვალწინ. მერე სისხლიანი ამირეჯიბი დაინახა, რომელმაც ადგილიდან წამოაგდო და ხელი კრა. -გაიქეცი! გაიქეცი შე *ლეო! ფალავანდიშვილი გახევებული იდგა. ნელა წავიდა ძირს დავარდნილი ანასტასიასკენ. იქვე ჩაჯდა. მისი... -ჯანდაბა, ტასო, ხელი სულ ცივი გაქ. მისი ხელი თავისაში მოიქცია. -შენ გარეშე არსად არ წავალ. რო გაიღვიძებ... მერე წავალთ ერ-ერთად. ჰო? ჰო. განუწყვეტლივ კოცნიდა მის ხელს. არ უნდოდა დაჯერება. ან რატომ უნდა სდომებოდა. როგორ. -მაპატიე რა... ტასი. ადე, რა. -არ ადგება. ხმა მოესმა უკნიდან და ამ გულისამრევი ხმის გაგონებაზე გიჟივით წამოხტა. უკან მიტრიალდა თუ არა, მისი საზიზღარი ღიმილი დაინახა, და მის ხელში მომარჯვებული იარაღი. გაეღიმა და თვალები დახუჭა. -რაც მალე, მით უკეთესი. მე ჩემ პატარასთან წავალ, შენ კიდე ამ დამპალ სამყაროში დალპები. ჩოლოყაშვილმა საზიზღრად გაიღიმა. -ჯერ ხო უნდა იცოდე. ეს, ხელი ძირს დავარდნილი ანასტასიასკენ გაიშვირა, -ტყუილად კვდება. ეს არ უნდა კვდებოდეს. ამან ყველაფერი იცოდა. ნიკო გახევდა. -რა იცოდა... -შენს მოკვლას რომ ვაპირებდი. არ იცი, რა გააკეთა? უნდა იცოდე, რო ამ გოგოს შენ არ იმსახურებდი. ნიკოს დახუჭული თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. "ბიჭები არ ტირიან. ბიჭები არ ტირიან. " მის ლოყებზე ცრემლები განუწყვეტლივ მოცურავდნენ. -ჰო, წერილი გამომიგზავნა. იმ დღეს მე მაგის გაუპატიურება არ მიცდია. მე უბრალოდ მისი კოცნა ვცადე. იცი, რა დამიყვირა? შენ ის ვერასოდეს იქნები, მუდამ მის იაფფასიან ვარიანტად დარჩებიო! შენ თავს შემადარა! შენ! და წერილში იცი, რა დამიწერა?! ნიკო ვარსკვლავებს მეძახის, მაგრამ ვარსკვლავების გარეშე დედამიწა ბრუნვას გააგრძელებს, მზის გარეშე კი, ერთი დღეც ვერ გაძლებთო. ეს გოგო... შენ ამას არ იმსახურებ. შენ გამო თავი გასწირა. ჯანდაბა, ის მაინც გმირი გამოვა, რაც არ უნდა გააკეთოს. მე კი ყველა ვარიანტში, ნაძირალად გამოვყავარ. ნიკო კი იდგა და ტიროდა. "მაპატიე ტასო, მაპატიე, რომ დავნებდი." -მე შენ მუდამ გეუბნებოდი, რომ ჯაფარიძისთვის თავი დაგენებებინა. არ დაანებე და მამაშენის მიმხრობა ძალიან ადვილი გამოდგა. ნიკომ თვალები ფართოდ გაახილა. მისკენ მოზრდილი ნაბიჯებით გაემართა. გონებაში ყველა უჯრედი გადაკეტილი ჰქონდა. განწირულმა ჩოლოყაშვილმა იარაღი გაისროლა და ის მოხდა, რასაც არავინ მოელოდა. ააცილა. "ამბობდნენ, ძმებ ჩოლოყაშვილებს არასოდეს აუცილებიათო." ლეგენდა. ლეგენდა ყოველთვის მართალი არ არის. ის რასაც მუდამ იმეორებენ, მუდამ მართალი არ არის. ჩოლოყაშვილმა ააცილა და მუშტიც მოხვდა ყბაში. მერე თვალში, ლოყაში... წიხლები, ყველგან. არასოდეს მობეზრდებოდა მისი ცემა. მერამდენედ. ღმერთო, როგორ სიამოვნებას ანიჭებდა მისთვის ტკივილის მიყენება. ტასოსთვის. ტასოს გახსენებაზე ელდანაკრავივით წამოხტა და თვალები მოისრისა. მერე ისევ საზიზღარი ხმა გაისმა. -როგორც იქნა, შეეშვი. იარაღის დატენვის ხმა გაიგონა, უკვე ხვდებოდა რაც ელოდა. გასროლის ხმაც გაისმა და ელოდა, ტკივილი როდის მოკრუნჩხავდა და წელში როდის მოხრიდა, მუხლებზე როგორ დააგდებდა. ბოლოს როგორ მოუღებდა. თუმცა, ისევ, მხოლოდ სულში გრძნობდა ტკივილი. "უკვე მოვკვდი? სულ არ ყოფილა მტკივნეული..." თუმცა ის არა, სხვა მოკვდებოდა, ზაალს მეორე ჩოლოყაშვილისთვის ოდნავ მარჯვნივ რომ ესროლა. ნიკუშა მიტრიალდა. მამამისის დანახვაზე, წამით გაჰკრა თვალებში იმედის ნაპერწკალმა. -აქ რას აკეთებ... -დავინახე, ვიღაც ძაღლიშვილი ჩემი შვილის მოკვლას რომ აპირებდა. მე გასაკვირი არაფერი გამიკეთებია. წამოდი, ნიკო. სახლში წავიდეთ. -თურმე... შენ. ნიკუშა გიჟივით იცინოდა. -შენ რა... შენ სახლს და ოჯახს რას ეძახი! შენ ამათმა შემოგთავაზეს... ფუ შენი! ფუ ამის! შენ რანაირი მამა ხარ! ზაალი თავდახრილი იდგა. -შევცდი, ნიკო, შვილო. მაპატიე, ნიკო. შეცდომას ყველა ვუშვებთ. მერე ჩვენვე გვიწევს მათი გამოსწორება. მე ყველაფერს გამოვასწორებ. შენ ხომ მუდამ ჩემი საამაყო შვილი იყავი, ნიკო. მე შენ არავისთვის მემეტებოდი, უნდა გამიგო! -გაჩუმდი... გაჩუმდი! -შენ ყველასთვის ზედმეტად კარგად მეჩვენებოდი და მეჩვენები, ნიკო. მაგრამ... რომ დავინახე, ამ გოგომ რაც ქნა... ნიკო, წავიდეთ. ამ გოგოს სულს შეურაცყოფას ნუ მიაყენებ... კარგი გოგო იყო... -ჰო იყო! იყო ჩემი პატარა და იქნებოდა კიდეც! შენ რომ არ გამოს**ებულიყავი! ფუ შენ რა ადამიანი ხარ! ნიკო მოაჯირს ფეხებს გამეტებით ურტყამდა. ზაალი ვერაფერს ხვდებოდა. -შენ იმასაც ვერ მიხვდი, ვისზე გელაპარაკებოდი! ზაალ, შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს! აქედან წადი... მალე წადი. ისედაც ძალიან ბინძურია ეს ადგილი. ზაალი მართლა წავიდა. ნიკუშა აქეთ-იქით იყურებოდა. მერე ბუჩქიდან ჩურჩულის ხმა გაიგო: -ნიკო. -ალექს? ბუჩქიდან შეიარაღებული ალექსანდრე გამოვიდა. -ყველაფერი რიგზეა? ვერაფერი ვერ გავიგე. -ალექს, რაღაცას გთხოვ. ტასოსთან მიდი და მითხარი, ცოცხალია თუ არა. მე ნებისყოფა არ მაქ სამაგისო. მიდი, გაფიცებ. გთხოვ. ალექსანდრე ჩუმად მივიდა ტასოს სხეულთან და თითები ყელზე მიადო და სუსტად მფეთქავი არტერია იგრძნო. -ცოცხალია, ნიკო. -ალექს, არ იღვიძებს. როდის გაიღვიძებს. არ გაუღვიძია. ვიცი, რო მალე გაიღვიძებს. რო იცოდეს, რო აქ ვარ, უკვე გაიღვიძებდა. ნიკუშა ერთი თვის განმავლობაში სიტყვა ,,გაღვიძებას" ყველა მწკრივსა და სერიაში ამბობდა. მაგრამ, ანასტასიას ისევ ეძინა. თავიდან, როცა გაიგო, რომ ცოცხალი იყო... თავიდან დაიბადა. მერე ისევ გაითიშა, რომ ისევ თავიდან დაბადებულიყო. თუმცა, ერთ თვეს, გაშეშებულ, უსულო ტასოს რომ უყურა, დაასკვნა, რომ ტასო უფრო წვალობდა. ერთი თვის შემდეგ, სახლში ძალით წაიყვანეს. ცოცხალი თავით არ მიდიოდა იქ, საიდანაც ბოლოს გიჟივით გამოვარდა. მაშინვე აბაზანაში შევარდა და ეცადა მთელი იმ დროის ჭუჭყი და სიბინძურე ჩამოერეცხა. როგორმე. თითქოს მის კანს შესისხლხორცებოდნენ, იარები, ჭრილობები არა და არ ქრებოდნენ. ბოლოს მოეშვა და იქვე ჩაჯდა. დაძინება რამდენჯერაც სცადა, იმდენჯერ დაჭრილი ტასო დაესიზმრა, რომელსაც გასროლი ტყვიის დარტყმის ძალა მთელი სიმძლავრით ისროდა უკან. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ძილი აღარ უნდოდა და თითქმის ერთი თვე ძილის გარეშე გაატარა. -არა, ალექს. არ მშია. -არა, ალექს, არაფერი არ მინდა. წყალი მომიტანე. -მეტი არაფერი არ მინდა, მართლა. სარკეში, საკუთარ სახეს რომ შეხედა, მიხვდა, სწორი უთხრა ალექსმა. ანასტასია რომ გაიღვიძებს, ასეთს ვერ გიცნობსო. ადამიანის სახე აღარ ჰქონდა. თავი მეტნაკლებად მოიწესრიგა. საძინებელში რომ შევიდა, ისე უცხოდ ეჩვენა იქაურობა, რომ უკან გამოვიდა და შეცბუნებული კარის უკან დაახლოვებით 5 წუთი იდგა. მერე მხნეობა მოიკრიბა და შიგნით ისევ შევიდა. პირველი რაც თვალში მოხვდა, დიდი დაფა იყო, რომელზეც თავისი და თავისი მეგობრების ფოტოები იყო გაკრული. მაშინვე მოხვდა თვალში ე.წ პოლაროიდის ფოტო, რომელშიც ის და ანასტასია სასაცილოდ იჭყანებოდნენ. გაეღიმა და უაზროდ ჩაილაპარაკა: -როგორ მენატრები. მერე მეორე ფოტო, რომელშიც მხოლოდ ანასტასია იჭყანებოდა და ნიკუშა სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა პატარა ბავშვივით მხიარულ ანასტასიას. ამოიხვნეშა. მესამე ფოტო ჩუმად გადაღებული იყო. როცა ანასტასია ნიკუშას გაებუტა. *** -ტასო... არ მელაპარაკები? ანასტასიამ თავი გააქნია. -მე რომ ძალიან მიყვარხარ? ანასტასიამ ისევ გააქნია თავი. -ძალიან... -ნწუ. ტასო თავს აქნევდა. -ტასი, რაზე მებუტები, ეგ მაინც მითხარი. -არა, ვერც კი ხვდება! სულელი! დამანებე თავი! თავისი დივანი ზურგით მიატრიალა(გაჭირვებით). ნიკუშა მაშინვე წამოხტა თავისი სავარძლიდან(ჩუმად) და უკნიდან მიეპარა ტასოს. ყურთან უჩურჩულა: -მიყვარხარმიყვარხარმიყვარხარ. ყურის ძირში ნაზად, მაგრამ მაინც გემრიელად აკოცა. ანასტასიამ ტანში ერთიანად დავლილი ჟრუანტელი დააიგნორა და ვითომ მკაცრად გასცა პასუხი მის ყელში ტუჩებით მობოდიალე ნიკუშას, თუმცა ამოკნავლება უფრო გამოუვიდა: -ეგ ვერ გიშველის. ნიკუშამ ხელის ერთი მოძრაობით მოატრიალა ანასტასია თავისი დივნიანად თავისკენ და მის წინ ჩაიმუხლა. -აბა, რა უნდა ანასტასიას... ანასტასიამ მზერა აარიდა. -არაფერი. უკვე. უკვე სულერთია. ნიკუშამ თითები ლოყაზე მოუსვა. ტასოს მთელ სახეზე ეკლებმა დააყარეს. ნიკუშას გაეღიმა. -შენივე სხეულმა რო ჩაგიშვა იცი? ანასტასიას გაეცინა. ნიკუშამ ძლიერად ჩაიხუტა. -აუ, რა შტერი მყევხარ. -არა, საიდან მოიტანე, რო შეგირიგდი ერთი! აბა კი! ანასტასია ცოტა უხერხულად წამოხტა დივნიდან, ნიკუშა ისევ მის მუხლებთან იყო ჩაცუცქული. უცებ ჩამოჯდა დივანზე ფალავანდიშვილი და უკვე ფეხზე წამომხტარ ჯაფარიძეს წელზე ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა მარტივი მოძრაობით ჩაისვა კალთაში. ანასტასია სულ გაწითლდა. თვალები მთლიანად უკაშკაშებდა. ნიკუშამ თავზე აკოცა და თვალებში ჩახედა. -ჩემი ციმციმა გოგო ხარ შენ. ვსიო, დღეიდან ჩემი ციმციმა გოგო ხარ. როგორ ამბობენ? ოფიციალურად. ჰო. ოფიციალურად ჩემი ხარ. *** მოგონების გახსენებაზე სევდიანად გაეღიმა და საწოლზე დაემხო. სურათები გულზე მტკივნეულად მიიკრო. თუმცა, რა დროს ტკივილი იყო. სული სტკიოდა. შიგნიდან ყველაფერი ეწვოდა. თავისი თითოეული სუნთქვაც კი ახრჩობდა, თითქოს ისტერიკულად იტირაო, ძლივსძლივობით სუნთქავდა. არ ახსოვს, როგორ, როდის ჩაეძინა. რომ გაეღვიძა, თითები იგრძნო თმაზე, რომლებიც ნაზად ეფერებოდნენ. -ტასო... ლამის უგონოდ მყოფმა ამოთქვა და თითებს ნაზად შეეხო. ეს არ იყო ტასოს თითები. ამოიხედა და დედამისი, ნანა შერჩა ხელში, რომელიც ნაზად უღიმოდა. ნიკომაც გაუღიმა პასუხად და თავი ისევ კალთაში ჩაუდო. ამაზე ისევ მორიგი მოგონება ამოუტივტივდა გონებაში. *** -ტასი, სახლში ხარ? -კი, ნიკუშ. მოხვალ? -ჰოო. ძაან დავიღალე და ეხა წყნეთში ასვლის თავი არ მაქ. მოვალ, ხო? ანასტასიას გაეცინა. -მოდი, აბა რა უნდა ქნა, სულელო. გაეცინა ნიკუშასაც. -სულელს განახებ შენ, კოცნაში რო დაგახრჩობ. ანასტასიამ მაცდური ხმით უთხრა: -ვნახოთ, ვნახოთ. ორ წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა და ანასტასიამაც ბედნიერმა გააღო კარები. მისი ოჯახი რამდენიმე დღით სვანეთში იმყოფებოდა და ანასტასია ეს დღეები სახლში მარტო იყო. -ნიკუშ. ანასტასია კისერზე მოეხვია და იქვე აკოცა. -ტასასო... ჩემო ციმციმა. შემომიშვა, იქნებ. ბოლოს გაეცინა ნიკუშას. ტასოსაც. -მოდი. -მარტო ხარ, ტასო? ანასტასიამ თავი დაუქნია. -ჰო... ჩემები სამი დღით არიან წასულები ბეჩოში. ალაგებენ იქაურობას. წელს წასვლა გვინდა და. ლუკაჩო და ანანო ვერ დატოვეს და წაიყვანეს თან. -ლამაზო, შენ რატო არ გაყევი. სვანეთი ხო გიყვარს შენ. ანასტასიას თვალები გაუბრწყინდა. ამაზე ჭკუას კარგავდა ნიკუშა. უცებ რომ უციმციმდებოდა თვალები. ეს დამაბნევლად მიმზიდველად მიაჩნდა. -ვგიჟდები! უბრალოდ ბევრი სამეცადინო მქონდა და ვერაფრით ვერ მოვახერხე. ნიკუშას ჩაეცინა. -რათ გინდა შენ მეცადინეობა, ისედაც ყველაფერი იცი! ანატასიას გაეღიმა. -ვიღაც აფერისტის სუნი მცემს. ნიკუშას გაეცინა და ანასტასიას გვერდით მიუჯდა. ტასოს ისევ უცებ გაუბრწყინდა თვალები: -გინდა ჩემი გაკეთებული ნამცხვარი გაჭამო? ნიკუშას გაეღიმა მის ბავშვურობაზე. -იჭმევა? ტასოს გულწრფელად ეწყინა. -თუ არ გინდა, მითხარი... გულუბრყვილოდ აიჩეჩა მხრები. ნიკუშამ ვერ მოითმინა და ტუჩებზე ეცა. ისე საყვარლად ბურცავდა ხოლმე ტუჩებს, რაღაცაზე ნაწყენი რომ იყო, ნიკო თავს ძლივს იკავებდა. ნუ, ხშირ შემთხვევაში, თავის შეკავებით თავს არ იწუხებდა და მაშინვე კოცნით უწითლებდა ისედაც წითელ ტუჩებს. ახლაც. ხმაურით მოშორდა და აჭარხლებულ ანასტასიაზე გაეცინა. ანასტასიასაც გაეცინა. -ნახე, კიდევაც რომ დამცინის! მართლა მოგიტან რა. ნიკუშამ თავი დაუქნია. ანასტასიამ ნამცხვარი თავისი ხელით აჭამა. მაშინ, ახალი ხილი იყო ეს ,,ჯარისკაცები" , ,,თვითმფრინავები" და ასე შ. სწორედ ასე აჭამა მთელი ულუფა და ნიკუშას სიცილისგან მუცელი სტკიოდა. -ტასი, მეძინება. ანასტასიამ ხელი ჩასჭიდა და ოთახში შეიყვანა. თავისაში, რა თქმა უნდა. საწოლზე ჩამოსვა და თვითონაც გვერდით დაუჯდა. -აქ იყავი რა, დღეს. ნიკუშამ თავი ღიმილით დაუქნია და ყელში აკოცა. ანასტასია გაწითლდა. საწოლის საზურგეს მიეყრდნო და ამოიოხრა. ნიკუშამ თავი კალთაში ჩაუდო და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით სთხოვა: -მომეფერე რა... ანასტასიას გაეღიმა. -შენ რომ არ გეთქვა, ისედაც მოგეფერებოდი... ნიკუშას ცალყბად ჩაეღიმა. -ტასოოო... -ასე რაღაცის თხოვნა რომ გინდა, მაშინ მეძახი. ნიკუშას გაეცინა. -არაა. იმის თქმა მინდოდა რო მიყვარხარ. ანასტასიას სულ უჩქარდებოდა გული ამ სიტყვაზე. თან ნიკუშა რომ ეუბნებოდა? ლამის გული მისდიოდა სიხარულისგან. -მეც ძალიან მიყვარხარ. დაიძინე. რომ გაიღვიძა, ისევ ისე ეჯდა ანასტასია თავთან და თმაზე ეფერებოდა. იმ ღამით საერთოდ არ დაეძინა ტასოს. მთელი ღამე ეფერებოდა თმებზე ნიკუშას. მერე იყო ბევრი ბოდიში ნიკუშასგან. რომ არ დააძინა, იმიტომ. ამის გახსენებაზე, ანასტასია ბევრს იცინოდა ხოლმე. *** ისე როგორც, ცნობილი ფალავნდიშვილის ცოლს შეეფერებოდა, მედიდურად შეაღო ანასტასიას პალატის კარი ნანა ჩალაძე-ფალავანდიშვილმა. დილით ნანახმა თავისი შვილის შემზარავმა სურათმა აიძულა, თავისი მომავალი სარძლო მოენახულებინა. კარი კი შეაღო მედიდურად, მაგრამ ცარცივით თეთრი, უღონოდ მყოფი ულამაზესი გოგონას დანახვაზე კინაღამ ყბა ჩამოუვარდა. ზაალი მთელი თვე უყვებოდა, ყველა დეტალს, ყველა წვრილმანს რაც მთელი ეს დრო ხდებოდა. ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი მის წინ ხდებოდა და ამას ვერ ამჩნევდა. თუმცა, როგორ შეამჩნევდა. მისი ქმრის ,,გმირობები" ხომ საგულდაგულოდ იფარცხებოდა. და მაინც, ვერაფრით იჯერებდა, რომ ეს გოგო ნიკუშასთვის გამიზნულ ტყვიას გადაეფარა. იქვე სკამზე დაჯდა და გოგონასთან ახლოს დაჯდა, მისი ხელი თავისაში მოიქცია და დაბალ ხმაზე დაუწყო ლაპარაკი: -ლამაზო ფერია... შენ როგორი ლამაზი ყოფილხარ, ანასტასია... როგორი ნაზი. როგორი ფითქინა. ხელის ზურგზე ნაზად ეფერებოდა და ცრემლებს ზედ აფრქვევდა. -როგორი კარგი, უნაკლო ყოფილხარ, დედი. რამდენი რაღაც გადაგიტანია, შე პატარა ანგელოზო, შენ. მართლა გადამირჩინე შვილი? შენ იცი მაინც, რა გააკეთე? მე შენ მადლობა როგორ უნდა გითხრა... როგორ შემოგკადრო რამე... ყველაფერი გავიგე, ტასო, დედი. მე შენ საერთოდ სიტყვის თქმა როგორ უნდა გაგიბედო... პატიებაც როგორ უნდა გთხოვო... ფურთხის ღირსნიც არ ვართ, ანასტასია. შენ ჩვენი ოჯახისთვის ზედმეტად კარგი ხარ, დედი. ვიცი, რომ ოჯახი... აღარ გყავს... მაგრამ, თუ გენდომება... მე შემიძლია დედობა გაგიწიო... მე უკვე საკუთარი შვილივით შეგიყვარე დედი... შეიძლება ოჯახისთვის არ მემეტები მაგრამ, ნიკოს... იცი, რა სჭირს? ცოცხალია თუ მკვდარი ვერ გაიგებ, ტასო... მოდი, ნუღარ აწვალებ, კარგი? გთხოვ რა, გაიღვიძე... კარგად დამენახვე. მაგრამ, ტასო. ჩვენს შორის დარჩეს... თუ წასვლა გენდომება... გეფიცები, ყველაფერ ღირებულს გეფიცები ამ ცხოვრებაში, არც ერთი წამით არ გაგამტყუნებ. თუმცა, კი. მხოლოდ იმ წამს გაგამტყუნებ, ჩემი ნიკოს ჩამქვრალ თვალებს რომ დავინახავ. თუმცა, მეორე წამს გამახსენდება, რა ტკივილიც მოგიტანეთ და არა, აღარ გაგამტყუნებ. მაგრამ, თუ გიყვარს ჩემი ნიკო... მოდი, შენ გეძინოს მის გვერდით და არა შენს სურათებს. შენ გიყუროს მთელი დღე და არა შენს სურათებს. შენ გელაპარაკოს დილიდან საღამომდე და არა შენს სურათებს. გული მიკვდება, დედი. ასე ცოცხალ-მკვდარს რომ ვუყურებ. არ წახვიდე რა. ვხედავ, მხოლოდ ერთი რაღაც სჭირდება, რომ მანაც დამტოვოს. ქმარი დიდი ხნის წინ დავკარგე. ჩემს ნიკოს ნუ წამართმევ. მხოლოდ შენს წასვლას ელოდება, რომ მეორე წამს უკან წამოგყვეს, ტასო. ჰოდა, არც შენ არ წახვიდე რა. ყოველ დღე მხოლოდ ნიკოს გამო ვიღვიძებ. ღმერთმა იცის, შენნაირი გოგო რამდენჯერ მინატრია ნიკოსთვის. შენ კი, შენი ფეხით მოხვედი ჩემთან. მე კი, ვერც შეგამჩნიე. ისე გაგანადგურე, ვერც დაგინახეე... ქალი პატარა ბავშვივით ქვითინებდა, როცა იქვე მდგარი აპარატის გაბმული წრიპინი გაიგონა. -ვაიმე, დედა! ვაიმე!! ტასო, დედი! ანასტასია... ტასო... ქალი პანიკურად კიოდა და ექიმებს უხმობდა. ერთ წამში გაცამტვერდა მისი ყველა სიტყვა. ტასოს წასვლა უნდოდა. ან დარჩენა და საამისოდ ძალა არ ყოფნიდა. ნანა გიჟივით კრეფდა ერთადერთი შვილის ნომერს და შეშლილივით კიოდა ტელეფონზე. ნიკუშა უკვე იქ იყო. ოთხ საფეხურს ერთად ახტებოდა, რომ მიესწრო. მეხდაცემულივით მირბოდა. გრძნობდა, მის ცხოვრებაში რაღაც გარდამტეხი უნდა მომხდარიყო, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ გააფერადებდა, ან სიკვდილის ტოლფასად დაუჯდებოდა. პალატის ფანჯარასთან დადგა და მინას ორივე ხელი მიაყრდნო. ექიმის ხელში მომარჯვებული დეფიბრილატორი რომ დაინახა, ვერც კი მიხვდა ყვირილი ისე ატეხა. შემდეგ არც კი ახსოვდა, რას ყვიროდა. -არა!! არ ატკინონ! უთხარი, ხომ არ ეტკინება?! დედა! დე, უთხარი, არ ატკინონ, დე... შემიშვან... ხო არ ატკენენ? ნანა ამაოდ ეჭიდებოდა მკლავზე. ერთი დარტყმა. ანასტასიას უგონო სხეული საკაცეზე შეხტა. ნიკუშა გიჟივით იქცეოდა. -რას აკეთებენ, დედა! უთხარი, ნუ ტკენენ! არ ატკინონ, დეე... უთხარი, რა... შემიშვან... მეორე დარტყმა. უსიცოცხლო სხეული. ნიკუშა ადგილზე ჩაიკეცა. ,,არ წახვიდე, ანასტასია, არ გაბედო დანებება... არ დამტოვო..." სული ეწურებოდა. გრძნობდა, მეტს ვეღარ გაუძლებდა. მესამე. ,,ნუ მიდიხარ.ნუ მიდიხარ.ნუ მიდიხარ." მეოთხე. ,,უნდა გაუძლო... ცოტაც უნდა გაუძლო, ჩემო პატარა..." უკვე ღრიალებდა. -ტასო! ტასო! ნუ მიდიხარ, ტასო! ჯერ არ არის შენი დრო! არა ტასო, არა! ტასო, თუ გიყვარვარ! ნუ მიდიხარ! მეხუთე. ნიკუშამ თვალები დახუჭა და კედლის კუთხეში მიესვენა. მალევე იგრძნო ხელები მხრებზე. დედამისმა მთელი ძალით ჩაიკრა გულში. *** ფსკერისკენ რომ მიდიხარ... ამოსუნთქვა რომ არ შეგიძლია... როცა გრძნობ, რომ ეს დასასრულია... ფილტვები რომ უკვე დაიცალა ჯანგბადისგან... იგრძნო, რომ რაღაც ძალამ ზემოთ ასტყორცნა. მხოლოდ ესაა ფსკერზე ყოფნის ერთადერთი დადებითი მხარე: მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობ - ზემოთ. ის უხილავი ძალა ხელს არ უშვებდა... ესმოდა ყვირილი... ბუნდოვნად ესმოდა სამყაროში არსებული ყველა ხმა ერთად. სულ ცოტა იყო დარჩენილი მზემდე. უკვე მის შუქს ხედავდა. ცდილობდა ემოძრავა, რომ ზედაპირზე ამოტივტივებულიყო. მაგრამ, ხელები არ ემორჩილებოდნენ. ან ვერ. მხოლოდ რაღაც ძალას აჰყავდა ზევით. მაგრამ ძალიან ნელა. ასე ხომ დიდხანს ვერ გაძლებდა... მაგრამ მერე მისი ყვირილის ხმა გაიგონა... მისი ხვეწნა, მუდარა. ერთიც გაიბრძოლა, ზედაპირზე ამოყვინთა და ჟანგბადი ხარბად ჩაისუნთქა. *** გრძნობდა, ქალი ტიროდა. კისერში მის ცრემლებს გრძნობდა. შვილის სახე ხელებში მოიქცია და გაუცინა. -ნიკო, ამ ერთხელაც გადავრჩით, დე... მისი პალატის კარის შეღებაზე მეტად, ცხოვრებაში სხვა არაფერი გასჭირვებია. ვერ შევიდა. რა ექნა, სირცხვილის გრძნობა ჭამდა. თუმცა, ნანა ეუბნებოდა, რომ მისი ბრალი არაფერი იყო... მაინც ვერ. თითქოს პალატის კარი რაღაც გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდა. თითქოს მისი გადალახვა არ შეეძლო. თითქოს კარი ფიზიურ ზღუდესთან ერთად აბსტრაქტულ სივრცესაც წარმოადგენდა, რომელთან შეხებასაც ვერ ბედავდა. რამდენჯერაც შესვლა სცადა, იმდენჯერ ის კადრი წარმოუდგა თვალწინ, გვერდით რომ გადააგდო ანასტასიამ. მხოლოდ ნანამ შეძლო ამ ბარიერის გარღვევა და პალატის კარი შეაღო. დაინახა, ლამაზი მოშავო ყავისფერი თვალები და თაფლისფერი თმები... მიხვდა. თავის შვილს ტყუილად არ შეყვარებია ეს გოგო ერთი დანახვით. ლამაზი იყო. განსაკუთრებული გარეგნობა არ ჰქონდა, მაგრამ თავს დაგამახსოვრებდა. თან ისე, მერე რომ ვეღარ დაივიწყებდი. ვერასდროს. -ანასტასია... ანასტასია გაკვირვებული უყურებდა. ყოველ შემთხვევაში ცდილობდა. ისეთი გაბრუებული იყო, ვერაფერს აღიქვამდა რეალურად. -ნი-კუშა სად... ნანამ თავი ჩახარა. -გარეთაა, ტასი. ვერ შემოდის. არ ვიცი, რაღაც აკავებს. -არა...არა... თავს გამწარებული აქნევდა და თავის ჯოჯოხეთურ ტკივილს განუწყვეტლივ აიგნორებდა. -არა, ანასტასია, უნდა დამშვიდდე... -არა...არა... იმეორებდა დამთხვეულივით. -დავუძახო? ტასომ თავის ქნევა დაიწყო. გიჟივით უქნევდა თავს, ალბათ გულისხმობდა, მალე დაუძახეო... ნანა კარში გავარდა. ანასტასია იცდიდა. ერთი წუთი. ორი. სამი. ოთხი. ხუთი... -ტასო... კარში ახალი შემოსული ნიკუშა დაბნეული იყურებოდა. ტასოს გაეღიმა. -მოდი... ღონემიხდილი ხმით დაუძახა და ნიკუშაც მორჩილად ჩამოჯდა მის თავთან. ხელები მის თავთან ახლოს დადო და თითების მტვრევა დაიწყო. ანასტასია მიუცუცქდა და თავი ხელებთან დაუდო. ნიკუშა მიხვდა და გაეღიმა. ,,ახლა ჩემი ჯერია. მე უნდა მოვეფერო თმაზე..." -როგორ მომენატრე. ჩემი პატარა. ანასტასია ხმამაღლა სუნთქავდა. ვენებში, ცხვირში, ყველგან მილები ჰქონდა შერჭობილი და თავს აშკარად არაკომფორტულად გრძნობდა. ნიკუშა კი, ნაზად ეფერებოდა თმებზე და დროდადრო თავზე კოცნიდა. -მე ხო ვიცი, ჩემი ბრალი როა. მე ხო ვიცი, ჩემ გამო რო მოკვდი. ჰო, მოკვდი ტასო. იცი, რა დამემართა? იცი, ის ორი წუთი რა იყო? ხვდები მაინც? ის ორი წუთი მე დედამიწაზე ისე გავატარე, რომ შენ არ მყავდი... იცი, ეგ რა იყო? საერთოდ, როგორ აგიხსნა. მე ხო ვიცი, ჩემი ბრალი როა. ყველაფერი საერთოდ. იმას მაინც გეუბნები, რო უნდა გტოვებდე. მივდიოდე. მე შენ არ გიმსახურებ. მაგრამ... -თვალები მოისრისა. -ისეთი ეგოისტი ვარ... ვერ დაგტოვებ, არ შემიძლია. წესით აქაც არ უნდა ვიყო. ნეტავ შემეძლოს უშენოდ ყოფნა... შენ ახლა შენს მშობლებთან ერთად სვანეთში იქნებოდი ალბათ... ანასტასიამ თავი ამოწია. -ჩუმად იყავი. მეორედ აღარ გაიმეორო არაფერი ეგეთი. თორემ მოგკლავ. გეფიცები. შენ რა, გეგონა იმ შეშლილს შენი მოკვლის საშუალებას მივცემდი? -ანასტასია... წერილი? -ვიცოდი, რომ გაიგებდა. ვიცოდი გაიგებდა, რომ წავედით და რამეს იზამდა. ვთხოვე, არაფერი ექნა. მოკლედ ავუხსენი ვითარება. მე სულელს კი... მართლა მეგონა, რომ მართლა დამიჯერებდა. ნიკუშა ამაოდ აწყნარებდა ანასტასიას: -ჩშ... ტასი, არ შეიძლება ნერვიულობა... ჩუ... თორე აღარ შემომიშვებენ. ჰო? ანასტასია უბრალოდ თავს აქნევდა. ნიკომ მხრებზე მოხვია ხელები და მაგრად ჩაიხუტა. ანასტასიამ მოგუდული ხმით ამოისლუკუნა: -მთელი ცხოვრება, რომ შენ გიცავდე, არ მომბეზრდება. შენს თავს ნურაფერს ნუ აბრალებ. იმდენ ტყვიას გადავეფარები, რამდენიც საჭირო იქნება, რომ შენ კარგად იყო, ნიკუშ... დამიჯერე. ხელი მომკიდე რა. ნიკუშამ ხელი მაგრად ჩასჭიდა და აღარც გაუშვიათ არასოდეს. *** -დღეს სახლში წავალთ, ტასო. ანასტასიამ გაუღიმა. კარგად ვერ მოძრაობდა, ამიტომ ტანსაცმელი ნანამ გამოუცვალა. ანასტასიას ბინაში მივიდნენ, ნივთები წამოიღეს და ნიკოს სახლში წავიდნენ. მთელი დღე ალაგებდა სახლს ანასტასია და ნიკუშა ეხმარებოდა. ბოლოს, დაქანცული მიესვენა ჯაფარიძე დივანზე და ნიკუშაც მაშინვე მასთან გაჩნდა. წელზე მოხვია ხელები და უკნიდან მაგრად ჩაეხუტა. ანასტასიას გაეცინა. -რა საყვარელი ხარ. -მიყვარხარ. -მეც. ნიკუშამ ყელში აკოცა. -არ გეძინება? -დღეს შენ მეფერები თმებზე თუ მე შენ? ნიკუშამ სამხედრო სალამით ანიშნა, მეო. ანასტასიას თავი კალთაში ჩაიდო და ნაზად მოეფერა თმაზე. როცა იგრძნო, რომ ჩაეძინა, წელზე ხელები მოხვია და თავი მის თმებში ჩარგო, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა და თვითონაც ძილს მიეცა. *** ანასტასიას გამუდმებული კოშმარული სიზმრები ტანჯავდა. ნიკუშა საგონებელში იყო ჩავარდნილი. ვერაფრით შველოდა. ოფლში გაწურული იღვიძებდა შუაღამით და ასეთივე მდგომარეობაში მიეძინებოდა ისევ ძლივსძლივობით. ანასტასია და ნიკუშა დამამშვიდებლების წყალობით ერთად იძინებდნენ ხოლმე ჩახუტებულები. მალევე, როცა უკვე დამამშვიდებლებიც არ მოქმედებდა, ნიკუშას უწევდა ღამეების თენება, თუმცა ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა. მისთვის, ეს მოვალეობა იყო. ანასტასია დაეცვა ყველაფრისგან, რაც მას აწუხებდა. მათ შორის, კოშმარებისგანაც. *** იყო მომენტიც, როცა ანასტასიამ და ნიკუშამ სერიოზულად იჩხუბეს. ნიკუშა ანასტასიას სთხოვდა, რომ მასთან და მის მეგობრებთან წამოსულიყო საგურამოში. -ტასო, რატო მახვეწნინებ ამდენს? -ნიკუშ, შემეშვი. ბევრი, ძალიან ბევრი მაქვს სამეცადინო. ყველაფერს ჩამოვრჩი. შენ წადი, მე არაფერი მომივა. -წამოხვალ! -რატო მიყვირი?! ვერ წამოვალ, არ მინდა ვახსენე? -ანასტასია, ნუ მაბრაზებ ეხა. აქ რო მარტო არ დაგტოვებ არ იცი? თუ მოიცა... ჩემთან ერთად არ გინდა? რამე მოხდა? მოულოდნელი კითხვისგან ანასტასია ადგილზე გახევდა. -ნიკუშ, რა ჯანდაბას ამბობ... -ჰო, ჰო! ჩემთან ერთად წამოსვლის გრცხვენია! -შენ ცუდ ხასიათზე ხარ ეხლა. წადი. არ მინდა, შენგან რამე მეწყინოს. მერე დამირეკე. საღ გონებას რომ დაუბრუნდები. ნიკუშა სახლიდან გიჟივით გავარდა. მეორე წამსვე მიხვდა, რომ შეცდა და ტყუილად აწყენინა ანასტასიას, მაგრამ მართლა ცუდ ხასიათზე იყო და სხვა ვერაფერი მოიფიქრა. ანასტასია ვერაზე იყო, ნიკუშა კი წყნეთში, როცა გაიგო, რომ მთელ ვერაზე შუქი არ იქნებოდა. ზამთრის ყინვებში კი, გათბობის გარეშე დარჩენილი ანასტასია საცოდავად კანკალებდა პლედში გახვეული. ჯერ დაურეკა. -ალიო. ტასოს აკანკალებულ ხმაზე მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ხმაზე ეტყობოდა, რომ მთელი დღე ტიროდა. ნიკომ სიმწრისგან თვალები დახუჭა. ,,რა ჯანდაბა გავაკეთე." -ტასო. ტასოს აჩქარებული სუნთქვა ყურმილის მიღმაც ესმოდა. -ჰო, ნიკუშ... -მომენატრე. -ჰო, მეც. ამის მეტი არაფერი უთქვამთ. ნიკუშა ბუხარში ანთებული ცეცხლის ტკაცუნის ფონზე ანასტასიას სუნთქვას უსმენდა, რომელიც საოცრად აჩქარებულიყო და სუნთქვაც კი უკანკალებდა. ანასტასია კი, ცრემლებს ჩუმად იწმენდდა. ნიკუშას ღრმა ოხვრას უსმენდა და ცდილობდა ძალიან არ ეკანკალა, რომ ფალავანდიშვილს მისი კბილების კაწკაწის ხმა არ გაეგონა. მაგრამ გაიგო. -ტასი, გცივა? -მცივა. -გეშინია? -რისი უნდა მეშინოდეს? -მარტოს. -რა მნიშვნელობა აქვს. -ჩემთვის აქვს. მითხარი. -ჰო. ნიკუშამ ისევ ამოიოხრა. თვალები დახუჭა. სწრაფად წამოხტა და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა. -მოვდივარ. თუ გინდა დაიძინე. კარი ღია დატოვე. მე წამოგიყვან. -სად მოდიხარ, არ გამაგიჟო! დაეტიე მანდ, სადაც ხარ. ნიკუშ, ნუ მალაპარაკებ. ხვალ ვილაპარაკოთ. -მე ეხლავე მინდა ლაპარაკი. ლაპარაკი კი არა, შენი ჩახუტება. -ნიკუშ... -გზაში ვარ უკვე, ტასი. -ნელა იარე რა. ნიკუშამ სიჩქარე შეანელა. ანასტასიამ ყურმილი გაუთიშა. ვერც კი მიხვდა, ათ წუთში ისე აღმოჩნდა ანასტასიას ბინასთან. კარი მართლაც ღია დახვდა. -ტასი... ჩემი ტასი. მოდი ჩემთან. ანასტასიამ თავი ლეკვივით წამოყო და უკვე დივანთან მისულ ნიკუშას მთელი ძალით მოეხვია. -ჩემი პატარა. ჩემი ფერია. როგორ გაგაბრაზე. ტასო, ჩამეხუტე, მაგრად ჩამეხუტე. ანასტასიამაც უმწეო ხელები მაგრად შემოხვია ნიკუშას კისერზე და გაყინული ცხვირი კისერზე გაუხახუნა. ნიკუშა გაითიშა. მთელ სხეულში დაუარეს სასიამოვნო იმპულსებმა. ნიკუშამ ტუჩებით გაიკვალა გზა ტასოს ყბის ხაზიდან მის წითელ, გაყინულ ტუჩებამდე. ნაზი და თბილი კოცნა აჩუქა და უფრო მაგრად ჩაეხუტა. -ბოდიში. დიდი ბოდიში. ნაზად ჩასჩურჩულა ყურში და ყელზე აკოცა. მერე ყურის ძირში. ანასტასია გათბა. ყველა ასპექტით. ყველა გაგებით. ყველანაირად. ნიკუშას თმებში შეუცურა ხელი და თავისკენ უფრო მაგრად მოიზიდა. -მიყვარხარ... -მეც ძალიან მიყვარხარ. აღარასდროს აღარ ვიჩხუბოთ. ანასტასიას გაეცინა. -პატარა ბავშვებივით ვართ. სიბნელეშიც დაინახა, თვალები როგორ უკაშკაშებდა. მთვარის შუქზე. -ჩემი ციმციმა. შენ ისედაც პატარა ბავშვი მყევხარ. უნდა გაგზარდო ჯერ. და მერე... ანასტასიას გაეღიმა. -მერე? -მერე ცოლად უნდა მოგიყვანო. ანასტასიამ სიცილით ჰკითხა: -იქნებ, არ დაგთანხმდე? ნიკუშა მოიღუშა. -რატო არ უნდა დამთანხმდე... ანასტასიას გაეცინა, ორივე ხელი მის ლოყებზე მოათავსა და გაუღიმა. თვალებზე აკოცა და მოეხვია: -ცოლადაც გამოგყვები და ყველგან გამოგყვები. ყოველთვის. ნიკუშას გაეცინა. -წავედით ეხლა. ანასტასიამ გაიკვირვა. -სად? -წყნეთში. ტასოს გაეღიმა. -აქ დათბა უკვე. შენ უკვე აქ ხარ. ნიკომ გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. -წამო, ადე. -ჰოო, ჰოო... დამაცადე, ვახ! -მიდი, ჩემი პატარა. ანასტასია პლედიანად გამოცხადდა კართან. ნიკუშას გაეცინა. -ეს სად მოგაქ? -წყნეთში. მე ჩემი საბანი მინდაა... ფალავანდიშვილი გულიანად ხარხარებდა. -აუ, რა პატარა ბავშვი მყავხარ... მთელი სურვილით დააცხრა ტასოს ტუჩებზე. ანასტასიამ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო, ნიკუშას თავისი გავარვარებული ხელი უკვე წელზე ჰქონდა შეცურებული. მთელ სხეულზე ეფერებოდა და ცხელ ნაკვალევს უტოვებდა ყველგან. მთლიანად გახურდა ანასტასია. თვალები მთლიანად აუკაშკაშდა. ცივი კანი კარგად რომ იგრძნო, ნიკუშა ანასტასიას სხეულს მაშინვე მოშორდა. -რას მიშვები... წავიდეთ, თორე გაიყინე. წყნეთში ასე ფერებ-ფერებით ავიდნენ. მანქანის კარს არ უღებდა სანამ არ აკოცებდა. -ნიკუშ, გამიღე. რა არის ეს, რას ცანცარებ! -ჯერ მაკოცე. ანასტასიას გაეცინა. -პატარა ლეკვი ხარ. ხო მიხვდი. მოფერება რომ უნდა და პატრონს სახლში არ უშვებს. ნიკომ გადაიხარხარა. -ჰოო, აი ყეფას დავიწყებ, მოიცა. სიცილისგან ცუდად იყო. ანასტასიას გაკვირვებულ სახეზე უფრო ეცინებოდა. კარი გაუღო. ანასტასია გაშტერებული გადმოვიდა მანქანიდან და ახარხარებულ ნიკუშას ფანჯარაზე დაუკაკუნა. -ნიკუშ, წამოდი! ნიკუშაც უკვე დამშვიდებული გადმოვიდა მანქანიდან და ტასოს ხელი გადახვია. -წავედიიით. ანასტასიამ კარი გააღო და სახლში შევიდნენ. სახლში ისე თბილოდა, ანასტასიამ უნებურად დააგდო მხრებზე შემოხვეული პლედი და ისედაც გაშტერებული ნიკუშას წინაშე მოკლე შორტისა და მაისურისამარა დარჩა. დაინახა, ნიკუშამ იმხელა ნერწყვი გადაყლაპა მის დანახვაზე, ლამის დაიხრჩო. -მოდი ჩემთან... ძლივს ამოიხრიალა და ხელები გაშალა. ანასტასიაც ღიმილით ჩაუვარდა მკლავებში. ნიკუშა მაგრად მოეხვია და დივანზე წამოწვა. ჯაფარიძეც გაიყოლა. ანასტასიამ სუსტად წამოიკივლა და თან გაეცინა. ნიკუშამ ის თავისი ცხელი სხეულის ქვეშ მოაქცია და ერთი ხელი წელზე შეუცურა. ტუჩებით კი მისი ყელის შესწავლას შეუდგა. სიამოვნებისგან აკანკალებული ანასტასია ჩუმად კრუსუნებდა. -ჩშშ... ტასი... ხო იცი... არაფერს... არ გატკენ... -ნიკუშ... არა, დღეს არა... დღეს არ გვინდა... გთხოვ... ნიკუშაც ღიმილით მოშორდა. -როგორც შენ გინდა, ლამაზო. მოდი აქ, ჩამეხუტე. სად წაიღე ის საბანი. იატაკზე დაგდებულ საბანს დაწვდა და ანასტასიას გადააფარა. თვითონაც გვერდით მიუწვა და წელზე ხელი მოხვია. ანასტასია მხარზე მიეყუდა. -მიყვარხარ. -მეც ძალიან. შეეძლოთ ეს სიტყვები ცხოვრების ბოლომდე ემეორებინათ ერთმანეთისთვის, რადგან ეს ის წყვილი იყო, რომელიც ტყვიას დაუფიქრებლად შეუშვერდა მკერდს. ეს ის წყვილი იყო, რომელიც ყველას უყვარდა. ეს ის წყვილი იყო, რომელსაც ქუჩაში გავლისთანავე ყველა სცნობდა. ეს ის წყვილი იყო, რომელსაც მთელი თბილისი სცნობდა. ეს ის წყვილი იყო, რომელმაც ყველას დაუმტკიცა, რომ შეიძლება გრძელი, ბნელი გვირაბის შემდეგ დაინახო სინათლე, გიყვარდეს უგონოდ მყოფსაც კი, გადააბიჯო ყველა პრინციპს, შეგეძლოს დათმობა და ყველაზე მთავარი... იყო სიცოცხლის ბოლომდე ერთგული. თუ რამემ ხელი არ შეგიშალა... 1. მოქმედება მიმდინარეობს ერთ-ერთი ამ ამბის მონაწილის ძველ სახლში, სადაც მსმენელი ძველ ჩანაწერებს პოულობს და მოსმენას იწყებს. (ჯერ-ჯერობით ამას საიდუმლოდ ვტოვებთ) 2.ისტორიის გადმომცემი უცნობია(ჯერ-ჯერობით). 3. ისტორიის გადმომცემი მეზობლები, ანასტასიას მეზობლები არიან, რომლებიც მტკვრის სანაპიროზე გამართული სროლის შემდეგ გამომძიებელმა დაკითხვაზე დაიბარა. 4.კლასელი, რომელიც დასაწყისში ნიკოზე და ანასტასიაზე ყვება, დაკითხვაზე არ ყოფილა. მას მხოლოდ ისტორიის მთხრობელი გაესაუბრა და მისი მონათხრობი მსმენელს მოუყვა. 5.როცა ალექსანდრე ნიკოს ტელეფონზე ეკითხება, თუ რატომ გამოდიოდა ზაალი სკოლიდან, სინამდვილეში ზაალს აინტერესებდა, შვილის ატესტატს და ოჯახის რეპუტაციას საფრთხე ხომ არ ემუქრებოდა. 6.მთელი ნაწარმოების მანძილზე, ნიკოს დედა მხოლოდ ორჯერ, ნიკოს საძინებელში და საავადმყოფოში ჩნდება, როცა ანასტასიას სანახავად მიდის. ნანამ ანასტასიას შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. 7.გაგი ჩოლოყაშვილის სიტყვები, რომ მას ანასტასიას გაუპატიურება არ უცდია, სიმართლეა. იმ ღამით, წვეულებაზე გაგიმ მხოლოდ მისი კოცნა სცადა. თუმცა, მიგზავნილი ბიჭების უფროსი მართლაც გაგი იყო. 8.მოსალოდნელი სიკვდილის წინ ანასტასიას და ნიკოლოზის ფიქრები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს: "უკვე მოვკვდი? საერთოდ არ ყოფილა მტკივნეული..." 9.ანასტასიას სიზმარი ახდა. მას გაუპატიურების მცდელობის შემდეგ, გონზე მოსვლის წინ დაესიზმრა, რომ ნიკუშა აქეთ-იქით დარბოდა და მის სახელს ყვიროდა. მართლაც, მეორე დღესვე, როცა მან სცადა, მისი სიზმარი სიტყვა-სიტყვით ახდა. 10.მომენტი, როცა ნიკოს და ანასტასიას ფრენაზე დააგვიანდათ, ამგვარად წარიმართა: მათ ბოინგზე აღარ უშვებდნენ, თუმცა ანასტასიამ მათი დარწმუნება შეძლო, როცა თქვა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ეს იმ მომენტისთვის სიცრუე იყო, მაგრამ მოგვიანებით მართალი აღმოჩნდა. 11.მომენტი, როდესაც ნიკო ბოლოჯერ უხსნის ანასტასიას სიყვარულს, და მას მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში გაქცევას სთხოვს, ანასტასია თავის გაქნევით პასუხობს. შეიძლება ამით უარყოფასაც აღნიშნავდა, მაგრამ იმ მომენტში, ამით ცდილობდა, ნიკოსთვის ენიშნებინა, რომ მის უკან გაგი იდგა. 12.სიმართლეა ისიც, რომ გაგი ნიკოს ჯაფარიძისთვის თავის დანებებას აიძულებდა. რადგან, სინამდვილეში ანასტასია თავიდან გაგის მოეწონა და ყველამ იცოდა, რომ გაგის ანასტასია ძალიან მოსწონდა. თუმცა, ასევე ყველამ იცოდა, რომ გაგის ყველასა და ყველაფრის დასაკუთრება უყვარდა. როგორც მეგობრები ამბობენ, გაგი ანასტასიაზე ისე ლაპარაკობდა, როგორც ,,მინის ქილაში გამომწყვდეულ მწერზე". 13.გასაიდუმლოებულ გამოძიებაზე დაბარებულ მეზობლებში, გამომძიებელს გაუგია, რომ იმ ღამით, როცა გაგის ანასტასიას წერილი მიუვიდა, ჩოლოყაშვილების ბინიდან მთელი ღამე ხმამაღალი ტირილის ხმა გამოდიოდა. 14.როცა ნიკო მამამისს წერილში სწერს, რომ დარწმუნებულია რომ ზაალი მის ადგილსამყოფელს აუცილებლად გაიგებს, მართალია. აეროპორტში მისულ ზაალს უთხრეს, რომ ბოინგზე ერთი პიროვნების ასვლის შემდეგ, კიდევ ორმა პიროვნებამ დატოვა თვითმფრინავი. ზაალი მაშინვე მიხვდა, რომ საქმე მის შვილს და მის შეყვარებულს ეხებოდათ. 15.მოგვიანებით, ის თანამშრომელი, რომელმაც ზაალს ეს ინფორმაცია გაანდო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. დოკუმენტში, მიზეზის აღმნიშვნელ გრაფაში ვკითხულობთ: ,,საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების ქმედებების გამხელა სახელმწიფო პირზე." კანონით, ამ ინფორმაციის გაცემა ამ თანამშრომელს ეკრძალებოდა. 16. ნიკო მართალია, როცა მამამისს შეცდომაში ადანაშაულებს. წერილში ნიკო გაგის გულისხმობდა და არა გიგას. თუმცა, ზაალმა მხოლოდ ის დაინახა, თუ როგორ დაუმიზნეს მის შვილს იარაღი. 17.ისიც მართალია, რომ ჩოლოყაშვილებმა მართლა მოისყიდეს ზაალი. მათ ფული არ გადაუხდიათ, მხოლოდ კარგი პირობები შესთავაზეს. 18.სროლის შემდეგ ეპიზოდში, ვიგებთ, რომ შეიარაღებული ალექსანდრე, მთელი ეს დრო მოპირდაპირე მხარეს მდებარე რესტორანთან არსებულ ბუჩქში იმალებოდა, როგორც დაკითხვაზე ამბობს, ყოველი შემთხვევისთვის. პოლიციის კითხვაზე, თუ რატომ არ გაისროლა, როცა გაგიმ ნიკოს მოკვლა სცადა მისი პასუხი ასეთი იყო: ,,ის მე არ უნდა მომეკლა." 19. ანასტასიას ნიკუშა მართლაც თავის პირად მზედ მიაჩნდა. ამაზე მეტყველებს მისი წერილიც(გაგისადმი) და ამბის ბოლო ნაწილის სიტყვებიც ,,აქ დათბა უკვე. შენ უკვე აქ ხარ. " 20.ამბის მთხრობელი შიდსით არ მომკვდარა. ის 1999 წელს თავის სახლში (დანით) მოკლული იპოვეს. 21.ისტორიის ავტორს კი, სიკვდილამდე ძალიან ცოტა დააკლდა. ძალიან მინდოდა, თავიდან დამედო:) უბრალოდ, მომინდა. იმედია, ისიამოვნებთ <3 პ.ს. დაპირებული ფაქტებიც აქაა, რომელიც იმ პერიოდში საიტმა არაფრით არ ატვირთა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.