შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (9 თავი)


18-11-2017, 03:52
ავტორი niakonia6
ნანახია 5 774

9 თავი

ჩემთვის ჩაფიქრებული ვიჯექი და რინგს ვუყურებდი როცა უკნიდან ხმა მომესმა
- ნიაკო.. აქ რას აკეთებ?
უკან გავიხედე და დავინახე ლაშა, რომელიც გაოცებული სახით მიყურებდა
- ლაშა?
სასწრაფოდ ადგილიდან წამოვხტი და მასთან მივედი
- აქ რას აკეთებ გოგო, სულ გაგიჟდი? საიდან მოხვდი აქ?
თქვა ლაშამ. ესეთი გაბრაზებული ჯერ არასდროს მინახავს
- ყველაფერს აგიხსნი, უ-უბრალოდ..
ვცდილობდი შესაბამისი პასუხი მეთქვა, მაგრამ თავში არაფერი არ მომდიოდა. სიმართლესაც ვერ ვიტყოდი
- აქ ჩემმა კლასელმა მომიყვანა, ასე თქვა ვიღაც 2 ბიჭი იჩხუბებსო და ძალიან მაგარი იქნებაო. მე არ მინდოდა წამოსვლა მართლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
თავში პირველი რაც გავიფიქრე ის ვუთხარი.. არ მჯერა რომ ჩემი ერთერთი უახლოესი მეგობარი, რომელიც ბავშვობიდან ჩემ გვერდში დგას და მეხმარება მოვატყუე. თავი ყველაზე საშინელი ადამიანი მგონია
- ანუ.. არ იცი?
ლაშა ცოტათი დაწყნარდა, მაგრამ ჩემი აქ ყოფნით მაინც ისევ ისეთი გაბრაზებულია
- რას გულისხმობ? რა არ ვიცი?
თავი ისე დავიჭირე თითქოსდა წარმოდგენა არ მქონდა რას გულისხმობდა
- არაფერი. ახლავე უნდა წაგიყვანო აქედან!
ლაშამ ხელი ჩამავლო და გასასვლელისკენ მივყავდი.
ისე სწრაფად გამომიყვანა და ჩამსვა მის მანქანაში ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი.
- მისმინე ნია, ახლა შენ წარმოდგენა მაინც გაქვს სად იყავი?
მკითხა ლაშამ მკაცრი ტონით.
ჩვენ უკვე მის მანქანაში ვისხედით და სახლში მივდიოდით
- ბოქსზე?
ვუთხარი ჩუმად და უცოდველი თვალებით გავხედე
- მისმინე ნია და ყველაფერი კარგად დაიმახსოვრე გაიგე? ეგ ყველაზე საშიში ადგილია რაც კი ქალაქში არსებობს გესმის? ყველა მკვლელი, ნარკომანი, ლოთი მანდ დადის რომ სიამოვნება მიიღონ და არაკონონიერ ჩხუბს უყურონ გასაგებია? მანდ შენი ადგილი არ არის!
ლაშა ნელნელა ხმას უწევდა, მაგრამ მერე ისევ დაწყნარდა
- სანდრომ რო ეგ გაიგოს იცი როგორ გაბრაზდება?
შემომხედა ლაშამ რაზეც მე შეშინებულმა გავხედე
- გეხვეწები ლაშა, სანდროს არაფერი არ უთხრა. გთხოვ, არ მინდა სანდროს ვაწყენინო
ვუთხარი ლაშას და ვერც კი შევამჩნიე ისე წამომივიდა პატარა ცრემლი
- ნიაკო, მანდ აღარასდროს აღარ დაბრუნდები.. ეს უნდა დამიფიცო
შემომხედა ლაშამ, მისი სახე უკვე დაწყნარებული იყო
- გეფიცები

ლაშამ სახლამდე მიმაცილა და ასე თქვა სანდროს გავუვლი და ერთად მოვალთო.
როცა ტანსაცმელი გამოვიცვალე და ღამის პერანგი ჩავიცვი დღევანდელ დღეზე ფიქრი დავიწყე. როგორი სიმპათიური იყო დემეტრე.. მოიცა....
დემეტრე!
რა სულელი ვარ! იმდენი ვინერვიულე ლაშას სიმართლე, რომ არ გაიეგო სულ დამავიწყდა დემეტრეს შესახებ.
ალბათ გონია რომ დავიკარგე.
ვინ იცის ჩხუბის შეიძლება დაეწყო ვინმესთან.
სასწრაფოდ მის ნომერზე რეკვა დავიწყე, მაგრამ გათიშული ჰქონდა.
არა ეხლა გავგიჟდები, დროზე ჩართე დემეტრე ტელეფონი..
მესიჯის წერა დავიწყე, მაგრამ უცებ იმხელა ბრახუნის ხმა იყო ტელეფონი ხელიდან გამივარდა.
შიშისგან ეგრევე ჩემ ისტორიის წიგნს ვტაცე ხელი და ვაპირებდი თავში ჩამერტყა ქურდისთვის..
ალბათ ვიღაც გიჟი შემომივარდა სახლში.
კარი გავაღე და ჩარტყმას ვაპირებდი როცა გამწარებული დემეტრე დავინახე.
წიგნი ეგრევე ხელიდან გამივარდა, დემეტრემ რო დამინახა უფრო გაბრაზდა და სახლში შემოვარდა
- შენ საერთოდ ნორმალური ხარ? იცი რა დამემართა როცა დავბრუნდი და ადგილზე არ დამხვდი? შემდეგ კიდე როცა მითრხეს რომ ვიღაც ბიჭი მიგათრევდა სადღაც რა დამემართა იცი?
დემეტრე ყვირილით მელაპრაკებოდა და ხელებს აქეთიქეთ იქნევდა, ასე ძალიან ცხოვრებაში არაფრის შემშინებია.
- სანამ გავარკვიე რომ შენი ძმის ვიღაც *** ძმაკაცი იყო იცი რა დამემართა? მეთქი ვიღაცამ მოგიტაცა და სადმე წაგიყვანა თქო ამის *** ****
დემეტრე ისევ გამწარებული თვალებით მიყურებდა
- დ-დემეტრე, გთხოვ. დამშვიდდი
ვცდილობდი დემეტრე დამეწყნარებინა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ტირილი დავიწყე.
ცრემლებს ვიწმენდდი როცა დემეტრემ კედელს დამაჯახა და ჩემი კოცნა დაიწყო
ესე უხეშად და სწრაფად დემეტრეს ჩემთვის არასდროს უკოცნია, მაგრამ მაინც სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.
- უბრალოდ ძალიან შემეშინდა გასაგებია?
ჩაილაპარაკა დემეტრემ, მისი სახე ისევ ძალიან ახლოს იყო ჩემთან.
მეც ვეღარ მოვითმინე და ხელები მოვხვიე მას
- ბ-ბოდიში
ვუთხარი მე, რაზეც დემეტრემ საყვარლად გამიცინა და ლოყაზე მაკოცა.
აი ესეთი დემეტრე მიყვარს მე.
.....
მოიცა, მოიცა, რა?
მე.. ეს.. სიტყვა?
არა.. შანსი არაა!
დემეტრე შემიყვარდა?

- ბოდიში პატარა ესე რო შემოგივარდი და შეგაშინე
მითხრა დემეტრემ სიცილით, რაზეც მეც გამეცინა.
ჩვენ უკვე ჩემ ოთახში ვიყავით და ერთმანეთს ვეხუტებოდით.
მე რათქმაუნდა დემეტრეს კალთაში ვიჯექი
- შემდეგში ეგრე აღარ შემოვარდე, სანდრო რო სახლში ყოფილიყო?
ვუთხარი მე სერიოზული ხმით, დემეტრე კი საერთოდ არ მისმენდა
- აი იცი რა მაინტერესებს, მართლა ქურდი რო ვყოფილიყავი ჩემ გათიშვას ისტორიის წიგნით აპირებდი?
გამომხედა დემეტრემ და სიცილი დაიწყო
- ისტორიის წიგნს ეხუმრები? მაგაზე სქელი წიგნი არ მაქვს აბა.
ვუთხარი მეც სიცილით.

რამდენიმე წუთი კიდე ესე ვიჯექი როცა დემეტრემ საქმეები მაქვსო არ თქვა და წავიდა.
დემეტრემ უკვე ფანჯრიდან ჩასვლა და ამოსვლა ისწავლა და ასე თქვა ხშირად გეწვევი ხოლმეო რაზეც მე შემრცხვა და გავწითლდი. იქნებ ისეთ მომენტში შემოძვრეს ფანჯარაში მე რომ ვიცმევდე?
ცოტახანში დასაძინებლად დავწექი და თან ტელეფონში ვთამაშობდი.
ხვალ სკოლაში არამგონია წავსულიყავი, თორე მერხზე ჩამეძინებოდა

***

დილით რომ გავიღვიძე ეგრევე კითხვა დავიწყე და დრო ისე გამყავდა.
სკოლაში რომ არ მივედი ანამ უამრავი შეტყობინება დამაყარა თავს, მე კიდე გუშინდელი ამბები რომ მოვყევი პირდაღებული მისმენდა.
დღეს მე და ანა ერთ საშიშ კინოზე მივდიოდით რომელსაც 1 თვეა ველოდებით. ეგეთი ფილმების ძალიან მეშინია, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი გვქონდა.

დღემ კითხვაში როგორც ყოველთვის ძალიან სწრაფად ჩაიარა და უკვე კინოში ვიყავით. რათქმაუნდა სანამ წავიდოდით გემრიელად გავსკდით საჭმელებით..
- დარწმუნებული ხარ რომ გვინდა იმ საშიშ კინოზე წასვლა?
გავხედე ანას შეშინებული სახით
- კიი, არ გახსოვს რამდენი ხანია მაგაზე ვლაპარაკობთ?
სიცილით მითხრა ანამ, მარა თვითონაც გული უსკდებოდა
- ახალ წლამდე ცოცხალი თუ აღარ ვიქნები შენი ბრალი იქნება
სიცილით ვუთარი მეც და ბილეთების შეძენა დავიწყეთ.

- ყველაფერი შენი ბრალია!
ვუთხარი ანას და გაბრაზებულმა ბატიბუტის ჭამა დავიწყე
- რა ჩემი ბრალია? საიდან უნდა მცოდნოდა რო არასრულწლოვანებს საშიშ კინოზე არ უშვებენ?
თქვა ანამ და ბატიბუტი ხელიდან წამართვა.
როცა ბილეთების ყიდვა გვინდოდა, გვითხრეს რომ ჩვენ ორს უფროსის გარეშე არ მოგვყიდნენ. ანამ კი მოიტყუა 18ის ვარო, მაგრამ არ დაგვიჯერეს..
ახლა კი ვსხედვართ რაღაც სკვერში და ბატიბუტს ვჭამთ

უკვე დიდი ხანია ქუჩებში ვართ და აქეთიქეთ დავბოდიალობთ.
გადავწყვიტეთ იმ დებილ კინოზე ნერვები აღარ აგვეშალა და სახლში, რომ მივიდოდით ჩვენისით გვეყურებინა.
- სახლში არ გვინდა რა ჯერ
თქვა ანამ როცა უკვე 4 საათია ქუჩებში დავდივართ
- კიმაგრამ გავიყინებით!
ვთქვი მე, მაგრამ სახლში წასვლა არც მე არ მინდოდა, უბრალოდ გარეთ ციოდა და არ მინდოდა ავად გავმხდარიყავით

ჩვენ უკვე ჩვენ საყვარელ პარკში ვიყავით და რაღაცეებს ვთამაშობდით.
ეს ადგილი უკვე პარკი აღარაა, მაგრამ პატარები რომ ვიყავით სულ აქ დავდიოდით სათამაშოთ.
უკვე დიდი ხანი გავიდა რაც აქ ვიყავით და მალე წასვლასაც ვაპირებდით , ეს ადგილი ახლა ცოტათი საშიში იყო. იმდენი ხალხი აღარ იყო როგორც ადრე.

მე და ანა რაღაცაზე ვიცინოდით, როცა ბიჭების ჩხუბის ხმა მოგვესმა.
რათქმაუნდა ბიჭები აგინებდნენ ერთმანეთს და ხმამაღლა ყვიროდნენ.
ჩვენც სხვა რა საქმე გვქონდა და ჩუმად მათ ვუყურებდით. ისინი პარკის მეორე მხარეს იყვნენ სადაც განათება დიდი არ იყო და მათ სახეებს კარგად ვერ ვხედავდით.
ბიჭები ჯერ მხოლოდ სიტყვებით ჩხუბობენ და იმედია მუშტების ქნევას არ დაიწყებდნენ.
როცა ერთერთმა ბიჭმა მეორეს საყელოში ხელი ჩაავლო ეგრევე დავაკვირდი ვინც იყო და სახეში ხელი შემოვირტყი
- ეს დემეტრეა ხო?
ჩურჩულით გამომხედა ანამ როცა დემეტრე დაინახა.
დემეტრეს ცნობა ისეთი ადვილი იყო სხვა ბიჭებთან შედარებით.
ბიჭები რაღაცაზე ლაპარაკობდნენ თან ხმამაღლა ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს.
- ძალიან მაგარი რაღაც მოვიფიქრე
გამომხედა სიცილით ანამ და უკან წავიდა.
ნეტა რა ჩაიფიქრა?
ანა დაბრუნდა და როცა მანქანებზე დადებული თოვლი მოაგროვა გუნდას გაკეთება დაიწყო
- ანა.. არ მითხრა რომ
ვუთხარი სიცილით, ძლივს ვიკავებდი ხმამაღლა რო არ გამეცინა
- მოიცა დამელოდე
ვუთხარი მეც და გუნდას გაკეთება დავიწყე
- ერთი, ორი, სამი
ჩუმად ჩავჩურჩულეთ ერთმანეთს და ორივე გუნდა რომელიც ხელებში გვეჭირა ბიჭებს დავუმიზნეთ.
თავიდან სიცილით ვკვდებოდით, მაგრამ როცა ბიჭების რეაქცია დავინახეთ ეგრევე მთელი სისწრაფით გავიქეცით.
ისე სწრაფად მივრბოდით თან უკან არც ვიხედებოდით

შემდეგ რაღაც სადარბაზოში დავიმალეთ და ვცდილობდით სიცილი შეგვეკავა.
ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ანას ნასროლი გუნდა დემეტრეს პირდაპირ სახეში მოხვდა.
აი ამიტომ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი!
როცა სიტუაცია დაწყნარდა ისევ სიცილით გამოვედით სადარბაზოდან, მაგრამ უცებ კედელს დავეჯახე.
წინ გავიხედე და ეს კედელი კი არა თურმე დემეტრე იყო.. უკან კი მისი ძმაკაცები იყვნენ..
დაგვერხა!



№1  offline წევრი ))♡

ვაიმეე რამდენი ვიცინეე ???????? ყოჩაღ... მალე დადე რა ????????❤❤????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№2  offline წევრი niakonia6

))♡
ვაიმეე რამდენი ვიცინეე ???????? ყოჩაღ... მალე დადე რა ????????❤❤????

მადლობააა <3 ხვალ დილით დავდებ

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

გელოდებიიიი დილით უმაგრესი გოგოხარრრ.

 


№4  offline წევრი niakonia6

სტუმარი მარიამი
გელოდებიიიი დილით უმაგრესი გოგოხარრრ.

მადლობაა <3

 


№5  offline მოდერი ენემი

joy joy ვახ მეე, დემეტრეს სახე რო წარმოვიდგინე მაგრად გამეცინა joy გელი მალე

 


№6 სტუმარი Mariami

აუ დღეს დადე რა მოვკვდები რადამაძინებს ????

 


№7  offline წევრი isterichka123

vaine ramdeni vicine male dade

 


№8 სტუმარი სტუმარი bells

auu ramagari ikoo gavskdi Sicilit boloshiii... imedia male gatendeba da dadeb axal tavs

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kaii iyoo namdviladdd malee dade axali tavi

 


№10  offline წევრი kaisha13

yochaag,aset karg tavs martla ar velodi ai dasasruli xo saertod umagresi iyoo....)))

 


№11 სტუმარი სტუმარი bells

au male dada raa (

 


№12 სტუმარი ΜΔŘΞŦΔ

მალე დადერლ რაა მთელიდღეა ველოდები ????????????

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიამი

სად დაიკარგეეე?

გელოდებიიიითთთ

 


№14 სტუმარი სტუმარი ხათო

აუუ მალე დადე რააა.. :დდ პირველადდამაინტერესა მოთხრობამ ესე ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent