"ილიანი" (თავი 10)
მეორე დღიდან ურთიერთობა ისე გავაგრძელეთ, ვითომ არც არაფერი მომხდარა, მაგრამ ზოგჯერ მის მზერას ვიჭერდი და ვხვდებოდი, რომ ეშინოდა. მახსოვს იმ ღამით 3 საათი იქნებოდა მომაკითხა მაგრამ სანახავად გასვლა არც მიფიქრია, ჩემები არ გამიშვებდნენ, ერთი საათი ჩემს სახლთად იდგა, როგორ მოგვიანებით მითხრა ასე თავს ჩემთან უფრო ახლოს გრძნობდა, თემოს შესახებ აღარ გვისაუბრია, მაგრამ ვიცოდი, რომ ერთ დღესაც მოგვიწევდა და არ მინდოდა ისევ ჩხუბით დამთავრებულიყო. ზაფხული და ჩემი დაბადების დღე ისე მოვიდა ამ თემას არ შევხებივართ და აღარც გვიჩხუბია, მაგრამ დაბადების დღის წინ მოგვიწევდა, რადგან თემომ დამირეკა ჩამოვდივარ როგორ შეიძლება შენი დაბადების დღე გამოვტოვოო. გიორგის სანახავად საღამოს ჩვენ პარკში გულ გახეთქილი მივედი, მეშინოდა ისევ იგივე სცენა არ გამეორებულიყო, ვეცადე რაც შემეძლო წყნარად ამეხსნა ყველაფერი და როგორმე ჩემიც გაეგო, რომ მეგობრის დაკარგვა არ მინდოდა. -პატარა, რაღაცას გეტყვი ოღონდ გთხოვ წყნარად დავილაპარაკოთ კარგი? _ ჩემზე მოხვეული ხელი ჩამოიღო და ამოიოხრა. -ჩამოდის არა? -გთხოვ ასე ნუ ეჭვიანობ, მას შემდეგ 5 წელი გავიდა, გეფიცები მიყვარხარ, სანერვიულო არაფერი გაქვს, ისიც შეყვარებულთან ერთად იქნება. გთხოვ ჩემი ხათრით კიდევ ერთი შანსი მიეცი. -კარგი, ოღონდ თუ ისევ რაიმე გამეორდა იცოდე რომ ამჯერად შენი ხათრითაც კი არ მოვითმენ. რადგან დავითანხმე უკვე მშვიდად ვიყავი, ორი დღე იყო დარჩენილი და გიორგის საჩუქარზე ვფიქრობდი, მის ასარჩევად ერთ საღამოს თვალებ გაბრწყინებული გამექცა და უკან მობრუნებული უბედნიერესი იყო. იმდენად ხშირად მეძახდა სხვების თანდასწრებით საცოლეს, რატომღაც მეგონა ბეჭედს მაჩუქებსთქო, თუმცა იმედგაცრუებას ვერიდებოდი და ხშირად არ ვფიქრობდი ამაზე. აღნიშვნა მდინარის პირას გადავწყვიტეთ. გიორგის გზად ჩემი დაქალი უნდა წამოეყვანა, რის გამოც საკმაოდ დააგვიანდა და შესახვევთან მომლოდინე ყოველ 2 წთში ვურეკავდი სად ხართქო. როგორც იქნა გამოჩდნენ და გაბუტული ჩავჯექი. -გიორგი ყვავილებიც კი არ გიყიდიაა? -და როდის მომესწრო ძვირფასო მარჯვენა ყურში რომ ჩამყვიროდი გვაგვიანდებაო თუ მარცხენაში იცოდე აღარ დაგიცდიო? ვეღარ გავჩერდით ამიტომ უკან რომ დავბრუნდებით მაშინ მოგართმევ თქვენო აღმატებულებავ. -არ მინდა მერე, მე ახლა მინდოდა_ პატარა ბავშვივით დავაბაკუნე ფეხები და ამჯერად დაქალს შევუბრუნდი_ რა გჭიდა ადამიანო ასე რომ დაიგვიანე? სანამ ხატია მიპასუხებდა გიორგიმ გადაარჩინა: -ანუ იმდენი ხანი იყვირებ რომ ჩემი საჩუქარი ვეღარ მოგცე?_ იმდენად მაინტერესებდა უცებ გავჩუმდი და გავხედე._ რადგან გამებუტე ყოველგვარი ცერემონიის გარეშე მიიღებ_ და პატარა ოქროსფერი ყუთი ბანტით შეკრული ხელებში მესროლა. შევუბღვირე მაგრამ ისევ ყუთს დავხედე, ბანტი ფრთხილად მოვაძვრე და გავხსენი, ორი წუთი გაოცებული დავყურებდი, ხატია ისე გაისუსა ვერ იგრძნობდი უკან თუ გვეჯდა, გიორგიმ ანთებული თვალებით გადმომხედა: - აბა რას იტყვი პატარა, კი თუ არა? -ღმერთო გიორგი ყველაზე არარომანტიული ადამიანი ხარ ვინც კი შემხვედრია, მაგრამ მაინც უზომოდ მიყვარხარ ასე რომ კიიიიიიიიი. გიორგის და ხატიას კივილი კვალად რჩებოდა ჩვენი გავლილი მანქანიდან. ულამაზესი ბეჭედი იყო, მრგვალ ოქროს რგოლზე, ოქროთი მოპირკეთებული გულის ფორმა იყო, რომელიც წვრილ-წვრილი ბრილიანტის თვლებით იყო მორთული. ქუთაისის გასასვლელში ჩემი და და დარჩენილი მეგობრები ჩავიჯინეთ და წესიერად არც იყვნენ მოთავსებული ხელი რომ ავუწიე. ამ საქციელს მათი კივილი მოყვა რაც საქორწილო მარშში გადაუვიდათ თუმცა ნოტები მალე აერიათ. დროს მხიარულად ვატარებდით, ზოგმა იბანავა ზოგი კოცონს ვანთებდით, მე და ირაკლიმ სიმინდები მოვიპარეთ შესაწვავად, თემო და გიორგი ჩემდა გასაკვირად მწვადებს ერთად წვავდნენ, როცა ამას შევხედე გამეღიმა და მივხვდი ამ ყველაფერს გიორგი მხოლოდ იმიტომ ითმენდა და აკეთებდა ჩემთვის რომ ესიამოვნებინა, ორმაგად შემიყვარდა იმ წუთას თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო და მივხვდი, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა და სწორედ ისეთ ადამიანს დავთანხმდი ცოლობაზე, სიცოცხლის ბოლომდე რომ ვეყვარები. გამეღიმა , როცა მისი მზერა დავიჭირე და ეს მზერა სიყვარულით იყო სავსე, იმ წუთას ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. სახლში დაბრუნებული საჩუქარს ამაყად ვაფრიალებდი და ვხედავდი როგორ მიყურებდნენ ჩემები, ბედნიერები თუმცა ამავდროულად მოწყენილები. ჩემ დას ქორწილი უკვე გადაწყვეტილი ქონდა, მხოლოდ ჩემს სასიძოს ვუცდიდით , საზღვარგარეთ იყო წასული სამუშაოდ, რომ ფული დაეგროვებინა და ცალკე გადასასვლელი სახლი გაერემონტებინათ. ზუსტად არ ვიცოდით როდის დაამთავრდებდნენ რემონტს, ამიტომ მე და გიორგიმ სექტემბერი მოვილაპარაკეთ, თუმცა ორი თვით თქმა ჯერ არ გვინდოდა, ამიტომ საიდუმლოდ შევინახეთ და სწორედ აქ დავუშვით შეცდომა. საღამოობით მე და გიორგი ძირითადად ისევ ჩვენ პარკში ვიჯექით, თუმცა ცოტა სიგრილეში ფეხით სეირნობაც გვსიამოვნებდა და მთელ ქალაქს შემოვივლიდით ხოლმე, რა თქმა უნდა სანამ ჩემი კომენდატის საათი ჩამოკრავდა სახლში წადიო. მართალია დანიშნულები ვიყავით, მაგრამ მამაჩემისთვის სულერთი იყო, ზაფხულში ათამდე, ზამთარში კი 9 საათამდე მქონდა სეირნობის დრო, რაზეც მე და გიორგი სულ ვიცინოდით, თუმცა წესს ყოველთვის ვიცავდით და სახლშიც დროულად მივყავდი, რითიც მამაჩემის დიდი პატივისცემა დაიმსახურა. როგორც იქნა აგვისტოს შუა რიცხვებიც მოვიდა და მე და გიორგიმაც გადავწყვიტეთ ჩვენი გადაწყვეტილება სახლებში გვეთქვა. იმ საღამოს ჩემებს ერთად ვერ მოვუყარე თავი, ამიტომ გიორგის მივწერე ხვალ საღამოს დაველაპარაკები და შენც მოიცადეთქო. მე და ანას ერთი ოთახი გვაქ, რაც თავი მახსოვს სულ მხიარულება გვაქ და სულ გვეჩხუბებოდნენ შუქი ჩაქქვრეთ და იძინეთო. სამაგალითო ურთიერთობა გვქონდა, ჩემი და ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს, როცა გერმანიაში გავემგზავრე, მახსოვს ცხარე ცრემლით ტიროდა, როდესაც დაავადება დამიდგინეს, მას და მამას ერთად ვუთხარი, თვალში ვხედავდი როგორ ღრიალებდა ტირილიდან ლოგინზე დამჯდარი, როგორ მიატოვა ყველაფერი და 2 დღეში ჩემთან გადმოფრიდა როცა მჭირდებოდა. ვცდილობდით ყველანაირად გვერდში დავდგომოდით ერთმანეთს, ასევე იყო როცა მომავალი საქმრო გაიცნო, ამიტომაც ორმაგად სასიხარულო იყო დილით ვიღაცის მზერით რომ გამეღვიძა. ვხვდებოდი საკმაოდ ადრე იქნებოდა, მაგრამ იმდენად მომშტერებოდნენ ვერაფრით გავაგრძელე. თვალგახელილს ანას გაბადრული მზერა დამხვდა, რაც ბიჭი წაუვიდა მის მერე ასე ბედნიერი აღარ მენახა, ამიტომ წამში გამოვფხიზლდი და წამოვჯექი. -ჰე რამოხდა ამოთქვიიი -თორნიკემ დამირეკა, ერთ კვირაში ჩამოდის, სექტემბერში ქორწილი გვექნებაა_ და ტაში შემოკრა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რაც თორნიკე წავიდა წესიერად აღარც გაუცინია ახლა როგორც იქნა ისევ ბედნიერს ვხედავდი. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ლოგინზე ხტუნვა დავიწყეთ, მანამ ვკიოდით სანამ მთელი ოჯახი არ შევყარეთ და ახალი ამბავიც არ გავაგებიეთ. ყველა ისეთი ბედნიერი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ანას ვხედავდით ბედნიერს. ჩემი ქორწილი ავტომატურად უნდა გადადებულიყო და ახლა ამ ამბის აღნიშვნის შემდეგ ვფიქრობდი როგორ მეთქვა ეს ყველაფერი გიორგისთვის გული რომარ დაწყვეტოდა. სხვა გზა არ გვქონდა, მათ ჩვენზე ადრე გადაწყვიტეს დაქორწინება და ვერაფრით წამოვხტებოდი და ვეტყოდი არა გინდა თუარა ჯერ მე უნდა გვათხოვდეთქო, ამიტომ ჩემი ქორწილი გაურკვეველი ვადით გადადებას საჭიროებდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.