შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(29)


18-11-2017, 16:25
ავტორი lile-eli
ნანახია 2 864

29.

გიგის ოთახიდან გამოსულს დავითი დამხვდა, რომელიც რესტორნიდან პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში წავიდა, რადაგან ჩვენი დაკითხვა გადაედოთ ცოტა ხნით, დავითს ყველანი პოლიციის განყოფილებაში გაუგზავნია და მეც მელოდნენ.. დაკითხვამ ჩვეულებრივად ჩაიარა წარსულის დეტალები არ მომიყოლია, მხოლოდ იმ დღეს მომხდარი გავიხსენე და დანარჩენს კი დავითმა მე მივხედავო, ამიტომ სახლში მივედით, რადგან ანას ფეხზე დგომა უჭირდა, დასვრილი ტანსაცმელი გამოვიცვალეთ, მაყვალას მოვეფერე დავამშვიდე აქთ დასამშვიდებელმა და სახალი სწრაფად დავტოვეთ მე, დიტომ და დაცვის ორმა წერმა.. საავადმყოფოს ორივე შესასვლელთან ჟურნალისტები დაგვხვდა, მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მომცა დიტომ სპორტული ზედის კაპიუშონი დაიხურა და ყველასთვის შეუმჩნევლად გადავიდა, თან ტელეფონზე საუბრობდა.. რამდენიმე წუთში მე, პაატამ, დიტომ და დაცვის წევრებმა შენობაში არსებული სტომატოლოგიური კაბინეტით ვისარგებლეთ, რომელიც შესასვლელებისგან მოშორებით იყო. გიგის პალატასთან დაცვის წევრები უკვე იყვნენ, ყოველი შემთხვევისთვის ის სართულიც „ათვისებული“ ჰქონდათ დაცვის ბიჭებს, როცა რაღაც ხდება მაშინ ხდები ყურადღებიანი და წინდახედული, ასე მოხდა ჩემი და რუსლანის დაპირისპირებიდან დაწყებული, გიგის ციხეში ყოფნით გაგრძელებული და ჩვენი საავადმყოფოში რიგ-რიგობით მოხვედრით დასრულებული. ყველა ვხვდებით, რომ ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა..
პალატაში შესულს გურამი იქ დამხვდა ისევ და დავითმა პოლიცაში წასვლაზე დაითანხმა, მე მარტო დავრჩი ოთახში, რამდენიმე წუთში გოგონები შემოვიდნენ ლაშასთან ერთად, გარეთ გავედით დერეფანში, ლაშას სტუმრობა მესიამოვნა და მაშინ გავიაზრე რომ იმ ამბავს არც შესწრებია, თურმე ბავშვის გამო მოუწია ადრე წასვლა „ემერჯენსში“ გადაიყვანეს მაღალი სიცხის და გამოკვლევების გამო, ბოდიში მომიხადა შემდეგ ნაცნობ ექიმებს გამოელაპარაკა, გიგის მდგომარეობის სტაბილურობის შესამოწმებლად და ჩემთან იმედიანი სახით დაბრუნდა:
-ლილე არაფერი არ არის სანერვიულო, გიგი კარგად იქნება, ყველაფერი იმაზე კარგად არის ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება.
-დიდი მადლობა ლაშა.
ცრემლები წამომივიდა და ჩავეხუტე, გოგნებიც გახარებულები მეხვეოდნენ, როცა დიტო ყავით ხელდამშვენებული დაგვადგა თავზე, ყველამ გამოართვა ჩემს გარდა და კითხვამაც არ დააყოვანა:
-ელი ყავაზე უარს ამბობ?
-ახლა არ მინდა..
-მაშინ მე დავლევ კარგი?
ლაშამ მკითხა და თვალი ჩამიკრა, თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი. ნუთუ მიხვდა.. გავიფიქრე და ვიგრძენი სახე ამეწვა ალბათ გავწითლდი კიდეც, ლაშას ისევ დაურეკეს პატარამ გაიღვიძა და გკითხულობდა, ბოდიშებით წავიდა. პალატაში არ შეგვიშვეს, დამატებით შემოწმებას უტარებდნენ გიგის, ჩვენ ოთახთან ვისხედით, ექიმი რომ გამოვიდა და იკითხა:
-ელი თუ ლილე, რომელია?
-მე ვარ.
-გაიღვიძა და გკითხულობს, პაატას თხოვნით შეგიძლია შეხვიდე და დარჩე.
-დიდი მადლობა..
ისეთი სისწრაფით შევედი პალატაში, მადლობა ჩემთვის ჩავილაპარაკე, კარის ხმაზე გიგიმ გამომხედა და ჩემთვის მაცოცხლებელი ღიმილით დამასაჩუქრა, ხელი დამიქნია, მანიშნა მივსულიყავი:
-გიგი როგორ ხარ?
-მოდი..
ტკივილმა გააჩუმა, ცრემლიანი თვალებით ჩავხუტე და ისეთი ხმით ავტირდი, მემგონი მთელს სართულზე ისმოდა ჩემი ხმა, მის ყელს ვკოცნიდი და თან მის სახეზე გაუაზრებლად ხელებს ვატარებდი, გიგი მიხვდა რომ გაჩერებას არ ვაპირბდი, მარჯვენა ხელი რომლითაც თმაზე მეფერებოდა კისერზე ძლიერად მოკიდა და თავისკენ დამქაჩა, მონატრებულ ადამიანს ისე ვაკოცე, რომ მისი დაკარგვის შიში არ მომშორებია, მან თავი გამაწევინა ცრემლებით დასველებული სახეზე ცერა თითი გადამისვა:
-დამშვიდდი, კარგად ვარ.
-შემეშინდა.. უშენოდ..
-ჩშ! უშენოდ წასვლას არ ვაპირებ..
-არსად არ გაგიშვებ!
-მარტივად ვერც მომიშორებ!
-ჩემი სიუ, მიყვარს!
დავიხარე და ისევ ვაკოცე.
-შენს სიუს უფრო!
სიცილით მითხრა, ხელით დამქაჩა:
-მოდი დაწექი, უნდა მოგეფეო, მომენატრე..
-არა, რომ გატკინო?..
-უფრო მატკენ..
ისე უცებ დავწექი საუბარი არ დავასრულებინე, ხმით გაიცინა ჩემს რეაქციაზე, ხელი უფრო მაგრად მომხვია, შუბლზე მაკოცა:
-კახაც დაიჭრა ხომ?
-კარგად არის, ხვალ პალატაში გადმოიყვანენ, გვერდით პალატას ამზადებენ და აქვე იქნება.
-ელი, ყურადღება მიაქციეთ რა ის არაფერს მოითხოვს, ძალიან უჭირთ..
-დიტო ხედავს, შენ არ ინერვიულო. მის მშობლებს დაველაპარაკები დღეს მოიყვანს ანდრია.
გამიღიმა, ვაკოცე და უცებ კარიც გაიღო, გოგონები „ქურდებივით“ შემოვიდნენ, კარის მიხურვისთანავე ორივე შეცბა მეც რომ დაწოლილი დამინახეს, მაგრამ გიგიმ სიცილთ უთხრა:
-ახალა უკან არ გახვიდეთ თორემ გავბრაზდები!
გოგონებმა გაიცინეს, ნინიამ ამაყად წარმოსთქვა:
-არც ვაპირებ!
-„თ“ ნინია! ძლივს შემოვიპარეთ და ამ სანახაობას მოვაკლებ ჩემს ლამაზ თვალებს?
-ალაპარაკდა ქალბატონი.
ვდგებოდი ისე ჩავილაპარაკე, მაგრამ გიგიმ ხელით მომიჭირა და არ გამიშვა, სესილიმ ისევ განაგრძო:
-არ ადგე გოგო, ვისწავლო რაღაცეები!
სიცილით ენა გამომიყო.
-ეგ ანდრიამ უნდა გასწავლოს სესილი!
გიგიმ თვალი ჩაუკრა და ანიშნა სავარძლებზე დამსხდარიყვნენ. ცოტა ხანი ვისაუბრეთ და გოგონებმა ცრემლიანი სახეებით წარმოსთქვეს სიტყვები რომლის თქმაც გიგიმ აუკრძალა, მთავარია ახლა ერთად ვართო გამოაცხადა, შემდეგ ექთანის შემოსვლამ გოგონების წასვლა დააჩქარა, გიგის წამლები გაუკეთეს და მარტო დარჩენილები ისევ ეთმანეთს ჩავეხუტეთ, სანამ წამლები იმოქმედებდა სიუ თმაზე მეფერებოდა და ორივეს ისე ჩაგვეძინა დილამდე არაფერი გაგვიგია, კარის დახურვის ხმამ ძილში მყოფი შემაშინა, გული ამიჩქარდა, თითქოს ყელში ფეთქავდა, სუნთქვაც გამიხშირდა და მხოლოდ მაშინ გავახილე თვალები გიგის მოხვეულმა ხელმა ისევ მოფერება რომ დამიწყო, ყურთან მაკოცა და მიჩურჩულა:
-ნუ გეშინია. კარი დახურა ვიღაცამ, ალბათ ჩვენები არიან.
ისე ვიყავი მასზე ჩახუტებლი იუხერხულებდა ვინც არ უნდა ყოფილიყო, მძინარსაც კი მისი ყელი მქონდა „ნაპოვნი“ და საყვარელი სურნელით ვტკბებოდი. ცოტა შემრცხვა სახე ამიხურდა.
-კარგი რა ელი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო, ყველამ იცის მე და შენ მარტო რას ვაკეთებთ ხოლმე..
სიცილს ვეღარ იკავებდა ისე ხალისობდა ჩემი სახის ფერებზე.
-გიგი გაჩუმდი!
თავი დავადე მკერდზე, რომ არ გაჩუმდა წამოვდექი ვითომ გაბრაზებული, მოასწრო მაჯით დავეჭირე და არ გამიშვა.
-ნუ ბრაზობს ჩემი შავთვალა რა.
გაბრაზებულმა შევხედე და ისეთი სახე მიიღო, თან ჭრილობაზე ხელი მოიკიდა წამოიყვირა:
-აა.. მეტკინა.
-რატომ? არ გაინძრე! ნაკერები გაიხსნება! ბალიშს გაგისწორებ!
ტუჩის კუთხეში ღიმილი შევამჩნიე და წელში სწრაფად გავსწორდი, თვალები დავაწვრილე დაველოდე როდს შემომხედავდა, ვეღარ მოითმინა და „ჩემი ღიმილი“ კიდევ დავიმსახურე:
-ხუმრომ ხომ?
ვცადე გაბრაზება, მაგრამ ისე გამიხარდა, რომ კარგად არის და მხოლოდ ერთობა, მეც გამეღიმა.
-აუ.. მტკივა მართლა.
-შემოვა ექიმი და ნახავენ ჭრილობას, სახვევია გამოსცვლელი და ის გტკენს.
ჭრილობის თვალიერებაში გართული ველაპარაკებოდი, უცებ ხმადაბლა მკითხა:
-ჩემი გრძელთმიანი არ მაკოცებს?
გამეცინა ორივე ხელით მისი სახე დავიჭირე და მთელი გრძნობით ვკოცნიდი, მონატრებით, სიყვარულით და შიშით.. ბედნიერებისგან ცრემლით დამისველდა სახე და ტუჩებთან მიჩურჩულა:
-ელი ნუ ტირი!
-მიყვარხარ!
კარის ხმაზე გავსწორდი და მომღიმარი დიტო ჩამეხუტა, შემდეგ გიგისკენ წავიდა თავისი ინტერპრეტაციით ვაჟა-ფშაველას ლექსი „მოპარა“ ბოხი ხმით აროხროხდა:
-არწივო გნახე დაჭრილი,
ანგელოზს ეფარებოდი,
გეწადა ბიჭოვ ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდი... როგორ ხარ არწივო?
ხელი გაუწოდა მუშტით მიესალმნენ ერთმანეთს, საწოლზე მოკალათდა და ჭრილობას დაუწყო ყურება.
-ნუ ცანცარებ ამხელა კაცი.
მთელი სამეგობრო შემოჰყვა დიტოს, ყველამ მოგვიკითხა, ცოტაც ვისაუბრეთ, მამა გიორგი, პაატა და გურამი რომ შემოვინენ პალატაში, სამივემ თბილად ჩამიხუტა და მომეფერა, პაატამ ხელი გადამხვია და ჩუმად მითხრა:
-კარგად გეძინათ?
სახე გამიხურდა მაგარამ ეს სიმხურვალე ყველაზე მეტად მწვავდა, რადგან ყველამ ჩვენ შემოგვხედა მიმიხვდა უხერხულობას პაატა და თავზე მაკოცა:
-კარგი გოგო ხარ შენ და იცოდე, რომ მეამაყები შენს რჩეულთან ერთად.
-მადლობა ნათლი..
-მადლობა კი არ მინდა გოგო. ამდენი იმიტომ ვილაპარაკე რომ რატისთვის მინდა ერთი შენნაირი და ვინმე გააცანი!
ახლად შემოსული რატის ხმაც გავიგეთ:
-რა გამოდის ცოლს ვირთავ და არ ვიცი? აბა სად არის და ვინ არის გამაცანით!
-რატი აქ ხარ?
გიგის გაუკვირდა და დიტო სიცილით ჩაერთო საუბარში, თან ერთმანეთს ეხვეოდნენ:
-არაფერიც! ასეთი გოგო ერთია და ისიც ლომიძეების საკუთრება!
-ვაიმე რას გადაყევით ამ ლილეს ვერ გავიგე! რას მიწუნებთ ხასიათს, სიმაღლეს, სიგანეს, თუ თვალის ფერს?
სესილიმ ეგოისტი მეგობრის როლის შესრულებაც კი შეძლო თან ისე დამაჯერებლად, რომ ჯერ მას უყურებდნენ, შემდეგ მე. რატომღაც ეგონათ მეწყინებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე კარგად გამოსდის რასაც აბმობს და აკეთებს, რომ შეუძლებელია არ გაიცინო.
-სად არის ანდრია? თუ რატი უფრო მოგეწონა გოგო?
ინტერისით იკითხა დიტომ.
-ცოლის მოსაყვანად. აბა ამ გადარეულს ვეღარ უძლებს.
დათამ ხელი გადახვია და თავზე აკოცა სესილს. სინამდვილეში ემირი გააცილა აეროპორტში, დანარჩენს გაყოლის უფლება არ მისცა ემირმა, გიგისთან იყავითო.
-სად არის?
დაბნეულმა ახედა ონიანს, სესილიმ.
-რაო არ გაგაფრთხილა სად მიდიოდა? აბა ისე შენ არ ინერვიულებდი..
-ვაი დათა, თუ არ გინდა მოგხვდეს და მერე ეგ ვაჟბატონი მოგყვეს უკან, გაჩუმდი!
-კარგი ბავშვებო გარეთ გავიდეთ ექიმი უნდა მოვიდეს!
პაატამ გაიყვანა ყველანი, რადგან გიგის დანამულ შუბლზე გავნერვიულდი, ჭრილობა სტკიოდა, სახვევის გამოცვლას და დამატებით შემოწმებას ჩემი თანდასწრებით აკეთებდნენ, არავის ხელს არ ვუშლიდი, უბრალოდ გიგისთან სიახლოვე მჭირდებოდა და ეს ყველაზე კარგი საშუალება იყო. მამა გიორგისთან ვისაუბრეთ მე და გიგიმ, დამამშვიდა მისმა მოთმინებამ დაგვლოცა და ტაძარში დაგვიბარა, როცა გიგი გამოკეთდებოდა.
კახაც უკეთ იყო, დედამისს ხშირედ ვესაუბრებოდი მშვიდი ქალი იყო, სათნო ხმით ფერებოდა ხოლმე შვილს. კახას მდგომარეობის გარკვევის შემდეგ პოლიციამ ორივე საავადმყოფოში დაკითხა და თემოზე ძებნა კიდევ უფრო მეტი „მუხლით“ განაგრძეს.. მესამე ღამე სრულდებოდა ჩვენი საავადმყოფოში ყოფნის, გიგის გვერდით ვიწექი ისევ, თმაზე მეფერობადა და ფრთხილად ცდილობდა ჩემს გაღვიძებას, წყალი მთხოვა, დალევის შემდეგ, ძილის გაგრძელება სცადა, მე კი სავარძელში ვიყავი მის ხელის თითებს ვეფერებოდი, დაღლილობამ კი თავისი გაიტანა, სავარძელს მივეყუდე და ჩამეძინა. ისე მეძინა ყველაფერი რომ გესმის მაგრამ ფეხზე ადგომის ძალა არ გაქვს და არაფერს იმჩნევ..
ჩურჩულმა იმატა და თბილი მატერია რომ ვიგრძენი, ზანტად გავახილე თვალები, ნანახმა იმდენად მოულოდნელი ემოცია გამოიწვია ვერ გავიაზრე ჯერ კიდევ მეძინა თუ უკვე ცხადი იყო..
-როგორ ხარ ელი?
ჩურჩულით ნათქვამმა, ცხადის აღქმის უნარი დამიბრუნა, ამოვილუღლუღე:
-ს..ა...ბ...ა?
უკვე ხმით ატირებული ვეხვეოდი საყვარელ ადამიანს.. სულის ნაწილს, რომლის შორს ყოფნა კიდევ ერთი სულიერი ტკივილია ჩემთვის.
-ღმერთო არ მჯერა! მართლა შენ ხარ? მართლა ჩამოხვედი? როგორ მომენატრე? როგორ გამახარე.
-დამშვიდდი, თუ ასე იტირებ წავალ! უკან დავბრუნდები!
სიცილით მითხრა, ვეხვეოდით ერთმანეთს და ვკოცნიდით, იმ მონატრებით, რომელიც დიდ ტკივლს, შიშს, იმედსა და სიყვარულს იტევს.
-კარგი აღარ ვიტირებ, ჩუმად ვარ.
-გარეთ გავიდეთ, თორემ გავაღვიძებთ ისეთ ხმაზე „ღრიალებ“!
თითი დამკრა ცხირზე და ჩახუტებულმა გამიყვანა გარეთ, იქ კი ბიჭები, გოგონები, გურამი, ლია და ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელობა იყო: ძია, ადა, სალო, ანასტასია და ანდრია.. ეს ისეთი შეგრძნებაა, როცა იაზრებ, რომ მარტო არ ხარ! სიხარული იმდენად დიდია, რომ იბნევი, არ იცი რომელს უნდა მოეხვიო და სინამდვილეში ყველას გინდა რომ მაგრად ეკვროდე გულში, მონატრებულ სითბოს იახლებდე და ხვდები რომ ეს სითბო არ იკარგება, არ იცრიციება, ფერს საერთოდ არ იცვლის. მარტო არასოდეს მიგვრძნია თავი, პირიქით იმაზე მეტად მედგნან მეგობრები გერდში, ვიდრე ეს შეიძლება მოკვდავმა წარმოდგინოს, მაგრამ ყველაზე ახლოს ხომ შენ სისხლს გრძნობ, „გიყივის“ გაგრძნობინებს რომ უყვარხარ და ეს ყველაფერი ერთად: მეგობრები, ახლობლები და საყვარელი ადამიანის სიყვარული უფრო მეტად გაბედნიერებს..
დილამდე ერთმანეთის ფერებაში დრო ისე გავიდა არაფერი მიგრძვნია, გარადა სულის სიღრმემდე მისული სიხარულისა, მხოლოდ სალო და ბავშვები გავუშვით ჩემთან სახლში გურამმა დაიყოლია, რადგან ბინა მოსაწესრიგებელი იყო. ბიჭები და გოგონები დახვედრიან ჩემებს ისე, რომ ჩემთან არცერთს სიტყვა არ უთქვამს. დილით კი გიგის გაოცება და გახარება შეძლეს ამერიკიდან დაბრუნებულებმა, ადა ისეთი სევდიანი, ცრემლიანი თვალებით დასტრიალებდა გიგის ეჭვი შემეპარა ძმიშვილი მე ვიყავი თუ ჩემი სიუ.. არა არ ვიეგოისტე პირიქით მემაყება ის ფაქტი, რომ წარსულში არსებული ფაქტების მიუხედავად ჩემი რჩეული მამიდამ მიიღო და გაიაზრა რომ მე გიგი ლომიძეთი ვარ ბედნიერი, მასთან ერთად, ყოველგვარი არჩევანის გარეშე.. მამიდამ გიგის ისტორიას დაკვირვებით გადახედა სამედიცინო შემოწმებას აკვირდებოდა და კმაყოფილმა ჩამიხუტა:
-ჩემო გოგო ყველაფერი კარგად არის, ამ საღამოს თუ სიცხე არ ექნება ხვალ სახლში გაწერენ.
-რა კარგია ადა, ყველაფერი კარგია, როგორ გამახარეთ რომ ჩემს გვერდით ხართ.
პალატაში ვიყავით ბიჭები ისევ საქმეზე იყვნენ გასულები, რაზაც ისე გააცილს მე მხოლოდ საავადმყოფოში დავემშვიდობე. გურამი შემოვიდა გახარებული მე და მამიდა რომ ვსაუბრობდით:
-ლილე შვილო, ჩემი და ნატალია ჩამოვა რამდენიმე საათში და აეროპორტში დავხვდები.
-რა კარგია, კარგი მამა წადით, მაყვალა დედიას უთხარით?
-კი იცის ყველამ და საღამოს ყველა სახლში ვიკრიბებით!
ყველას თვალი მოავლო გამაფრთხილებლად.
-მეც მოვდივარ მაშინ, ჩემი ნატალია ჩამოდის და არ მაპატიებს, რომ არ დავხვდე, სახლში..
გიგიმ სასაცილო გამომეტყველებით, ცოტა ნატალიას ხმას მიამსგავსა სიტყვები.
-შენ ჯერ აქ ხარ და ხვალ საღამომდე არავინ გიშვებს, ისიც ჯერ არ არის გადაწყვეტილი!
მივედი და საწოლთან მდგომ სავარძელში მოვთავსდი, მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე, მანა თითები ერთმანეთში ახლართა და სათითაოდ დამიკოცნა. ყველანი გავიდნენ, ისე როგორც იციან ხოლმე „მნახველებმა“ ან ყველა ერთად მოდის ან ყელანი ერთად მიდიან.. დერეფანში ხმაურიანი საუბარი გავიგე, ჩაძინებულ გიგის გავხედე, თუმცა კარის ხმაზე გაეღვიძა, ოთახში კი პატარა ანასტასია შემოფარფატდა გაშლილი ხელებით:
-ელიიი, ჩემი ელიი, ლოგოლ მომენატლე!
-მეც ემო ლამაზო, როგორ ხარ? რამხელა გაზრდილა ჩემი გოგო..
-გიგი ძია როგორ ხარ? ხომ არ გატკენ აქ რომ ამოიდე?
საწოლზე ახტა და ისე ჰკითხა.
-მოდი ჩამეხუტე.
გულზე მიიხუტა ქალბატონი გიგიმ.
-უკვე ახვედი ანასტასია და რატომ ეკითხები?
სიცილით უთხრა სალომ და გიგი მოიკითხა:
-როგორ ხარ გიგი?
-კარგად სალო შენ? პატარა კაცი სად არის?
-ანდრია, დღეს ტიროდა და არ წამოიკვანეს.
-ხო. ცოტა გაუჭირდა მგზავრობა, ერთად ვეგუებით გარემოს. ეხლა დედაჩემთან დავტოვე, საღამოს მოვიყვან და გაჩვენებ.
-რატომ შეწუხდით? ამხელა გზაზე პატარა როგორ წამოიყვანეთ? ცოდოა რომ ვერ შეეგუოს გარემოს?
-რას ამბობ გიგი, იმ დღესვე გვინდოდა წამოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, ახლა კი მთავარი შენ ხარ, ანდრია ადრე თუ გვიან მაინც იჭირვეულებდა აქ ჩამოსვლა კი ყველაზე მეტად მეჩქარებოდა..
-ხო აბა, ადას გაძლება მარტივი როდია?
ჩავეხუტე სალოს და ვაკოცე, გიგიმ სალოს სახეზე სიცილი დაიწყო.
-არა გოგო! სწავლა ხომ უნდა დავასრულო როდესმე, თორემ მართლა ვერღარ გადავურჩები ადას.
-ვერც მე.
ამოვიოხრე ადას სახე რომ წარმოვიდგინე..
-მეც ცუდად მაქვს საქმე ხომ? (გიგი)
-შენ მითუმეტეს, საყვარელი სიძე კი ხარ, მაგრამ წელს ელის დიპლომს თუ ვერ ნახავს ადა, მერე მეორე ხელს ის გატკენს!
ახლად შემოსული დიტო კმაყოფილი სახით ჩაერია საუბრში, შუაში ჩაგვიდგა გოგონებს, დაგვკოცნა და ჩუმად მყოფ ანასტასიას მიუბრუნდა, რომელიც გიგის მხარს აკვირდებოდა:
-პარა ექიმო, გადარჩება შენი პაციენტი?
-კიი. გიგი ძია ძლიერია, მაგრამ ნახვ მინდა ამის!
ჭრილობაზე მიგვითითა, პატარა თითით.
-ეე.. შენ ბებოს გინდა დაემსგავსო? (დიტო)
-ანასტასია ჩამოდი დაბლა, ხელი ეტკინება ძიას. (სალო)
-არა, აქ მინდა! (ანასტასია)
-არ მაწუხებს, იცი ქალბატონო ძალიან მომენატრე. (გიგი)
-მეც მომენატრე, ხელზე რა მოგივიდა დიტომ გატკინა? (ანასტასია)
-ე.. მე რატომ ვატკენდი ტო? (დიტო)
-ხელი ჩემით ვიტკინე, დიტომ აქ მომიყვანა. (გიგი)
-რატომ ხარ უყურადღებო მერე? (ანასტასია)
-აშკარად ბებოს ემსგავსები რა!
საბოლოო დასკვნა დადო დიტომ.
-აშკარად სიდედრის ფუნქციას ითავსებს.
სალოც აჰყვა სიცილით.
-ანასტასია, პატარა ანდრიას კარგად უვლი ხომ?
გიგი, ქალბატონის გაშლილ თმას ეფერებოდა.
-კი. იცი რა კარგი ბიჭია? ცოტა გაიზარდა. დედამ თქვა უფრო გაიზრდებაო და მერე ეზოში ვათამაშებ.
-მეც ხომ მათამაშებ?
დიტო ვერ შეეგუა პატარას მხრიდან უყურადღებობას.
-თუ არ გამაბრაზებ კი!
-შენ მე აღარ გიყვარვარ ხომ?
-აი უკვე მაბრაზებ დიტო ძია! როგორ არ მიყვარვარ?
-აბა ასე რატომ მელაპარაკები?
-იმიტომ რომ მაწვალებ.
-კარგი აღარ გაგაწალებ და ნაყინი როდის ვჭამოთ?
გაბრაზებული ქალბატონის მოქრთამვა გადაწყვიტა უცებ დიტომ.
-ჯერ არ შეიძლება გაფაფხულია-(გაზაფხული)!
-რა არის?
კმაყოფილი იცინოდა გადარეული.
-აუ მაბრაზებ ისევ! შენი შვილი რომ ვერ იტყვის მე დავცინებ!
თითი დაუქნია გამაფრთხილებლად, საბაც შემოგვიერთდა საუბარში, პატარა ხელში აიყვანა.
-კარგი რა ანასტასია, ერთად ვაწვალოთ შენსავით ბუტია არ იქნება ჩემი შვილი.
თმის ერთი კულული მოქაჩა.
-არ გამიბრაზდები რომ გავაწვალებ?
-რას ამბობ გოგო? მხოლოდ შენ გექნება ყველაფერის უფლება.
-მართლა დიტო ძია?
თვალებ გაბრწყინებულმა ჰკითხა.
-აბა რა. შენ ყველაზე დიდი იქნები და ჩვენი შვილები მოლოდ შენ დაგიჯერებენ!
-რა მაგარია, მე ყველაზე დიდი გოგო ვიქნები.
-ახლა წავიდეთ, თორემ ანდრია ცოდოა ხო მა?
-კარგი. ელი მე შენთან მინდა, სახლში როდის მოხვალ?
-ჩემო ლამაზო, ხვალ გიგი ძიას ექიმი გამოუშვებს და ყველა სახლში ვიქნებით.
-მიყვარხარ!
-მეც ჩემო პატარა.
ყველანი დერეფანში იყვნენ დიტო ჩემებს მიჰყვებოდა, ანა ცოტა შეუძლოდ იყო და იწვა.. ქალბატონს ვაცილებდი, მის ხელს ვეფერებოდი, ისე ვსაუბრობდით, ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი და გავიხედე საუბარი აღარ გავაგრძელე ისე დავიბენი, რუხის გამოჩენამ დამაბნია, გამაბრაზა კიდეც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მაკვირდება და რატომ პასუხი არ მქონდა.. გამიღიმა მოსალმების ნიშნად თავი დამიკრა, თავი დავუკარი მეც, ყოველგვარი „ღიმილიების“ გარეშე და გავაცილე ჩემები, მაგრამ მიმღებში ჟურნალისტების დანახვისთანავე უკან შევბრუნდი, ყველანი დერეფანში იყვნენ დათა და რუხი საუბრობდნენ, რომ შემნიშნეს გაჩუმდნენ, დათამ გამიღიმა:
-როგორ ხარ ელი?
-კარგად შენ?
-არამიშავს.
-გაარკვიე რაც გთხოვე?
-აუ ვერა რა.
-ვერა თუ არა?!
-კარგი რა ელი? რად გინდა? მიხედავენ მაგას. შენ მაგ ტიპზე არ უნდა ფიქრობდე!..
-დათა, ვერა თუ არა?
-ვერა..
-ნუ მაცინებ ონიანო! შენ ვინმეზე ინფორმაცია ვერ გაიგე? თან ვისი თემო დუნდუასი? ან შენ რა გაცინებს წიკლაურო?
სავარძელში მყოფი მიღიმოდა, თუმცა ვგრძნობდი კმაყოფილი უფრო იყო ჩემი გამოსვლით, ვიდრე დათას მსგავსად ნაწყენი..
-შენი მოთმინება ელი!
თვალი ჩამიკრა.
-გაცინებს თუ ცდით ჩემს მოთმინებას?
-ვაიმე ლილეეე, გვარებით მიმართვა ახალი თამაშია და მე გამომრჩა? რას ვეძებთ, ვაკეთებთ და საერთოდ რატომ მიბრაზებთ დაქალს?
უკვე მეც გამეცინა, რადგან სესილიმ ტაში შემოკრა და ადგილი „დაეკარგა“ სადაც გაჩერდებოდა.. რუხიც მშვიდად გვადევნებდა თვალს, ყველა ჩვენგანის გამოსვლას ღიმილით აფასებდა მხოლოდ.
-ერთი სიგიჟე არ გვაწყენდა გოგოებო.
ნინიაც აჰყვა სესილის, ხელები ერთმანეთზე გაუსვა, თითქოს გემრიელ ლუკმას ელოდებოდა. იმ წუთის შემოსული დიტოც ჩაერთო ჩვენს საუბარში:
-თქვენ თუ სიგიჟე გაკლიათ რა.. ღმერთო სად ხარ? ჩამოდი უნდა დაგელაპარაკო! ესენი ქალები რატომ არიან?
-აღიარე რომ ასეთები უფრო გიყვარვართ!
გაეპრანჭა სესილი და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.
-გაჩერდი ქალო, ანდრიამ არ დაგვინახოს.
სიცილით, თმა აუჩეჩა სესილის და ჩაეხუტა.
-ესენი კაცები, რომ იყვნენ ახლა ცოცხლები აღარ ვიქნებოდით!
დათამ ხელი გადამხვია და შესარიგებლად თავზე მაკოცა, თან გააგრძელა:
-შენ კი ქალბატონო დამშვიდდი, რაც გასაკეთებელია გავაკეთებთ ჩვენ..
-ასეა ჩემო შავთვალა და ახლა ნახე ვინ გაჩვენო..
ხელი გადამხვია დიტომ და იმ წუთას შემოსული ნატალია, რომ დავინახე გამიხარდა, ყველა მოიკითხა, ჩემი გოგონებიც გააცნო გიორგიმ და მეც მივუახლოვდი, გადავკოცნეთ ერთმანეთი, თუმცა სიცივე ვიგრძენი მის ხმაში:
-როგორ ბრძანდებით?
-ამ სიტუაციას, როგორც შეეფერება.
იმ სიტუაციას არაფერი შეეფერებოდა ჩემი აზრით, მაგრამ ვცადე ყურადღება არ მიმექცია პასუხისთვის.
-დაბრძანდით, დაღლილი იქნე..
-დაბრძანებისთვის არ ჩამოვსულვარ, გიგის ნახვა მინდა!
-გიგის ექიმი სინჯავს, სახვევს უცვლიან და მალე შეგვიშვებენ.
გიორგიმ გამიღიმა და პასუხიც მანვე გასცა, რადგან დიტო ტელეფონზე საუბრობდა არ გაუგია ჩვენი დიალოგი, მე კი ცრემლების დასამალად გაქცევა საუკეთესო გამოსავლად ჩავთვალე:
-უკაცრავად ვნახავ თუ მორჩნენ.
ძლივს გასაგებად წარმოვსთქვი სიტყვები. დაბნეული და გონება არეული წავედი პალატისკენ, თუმცა არც გიგის ნახვა მინდოდა, იმ წუთასვე შემატყობდა რომ ვნერვიულობდი, მაგრამ რაზე ვერც მე ვხვდებოდი. ოთახში უნდა შევსულიყავი ხმა რომ მომესმა, მე კი ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი გამოცდილება მქონდა მიღებული შემთხვევით გაგებული დიალოგების, მითუმეტეს რუხის ხმამ ინტერესი უფრო გამიღრმავა და ოდნავ ღია კარს უკან გავჩერდი:
-გიგი, იცი რასაც ვგულისხმობ, დასამალი არაფერი მაქვს, ჩემი ელისადმი დამოკიდებულებაც იცი..
-ლილე, შენთვის ლილეა ზურა!
-კარგი, ჩემთვის ლილე იყოს.. გიგი, ჩვენი ურთიერთობა გარკვეულია, რუსლანის გამო სადამდეც მივედით ყველა ვხედავთ, ლილესთვის მანქანის დაჯახება ისეთივე დაუდევარი მითითება იყო მისი მხირდან, როგორიც ახლა არსებული სიტუაციაა, თუმცა ჩემს შეცდომასაც ვაღიარებ და ეგეც იცი. მე მივდივარ, ამის ერთადერთი მიზეზი კი ლილეა, ვხედავ როგორ უყვარხარ და ეს ჩემთვის საკმარისია, იმისთვის რომ წავიდე.. თქვენს ურთიერთობაში რომ ბზარი შემემჩნია ან ეჭვი გამჩენოდა, მას არ დავთმობდი, ლილესთვის ვი...
-ეჭვი თუ იმედი ზურა?!
-ალბათ იმედი, რომელიც არ არსებობს. ბედნიერი კაცი ხარ გიგი, მისი გული შენ გეკუთვნის და ბედნიერებას გისურვებთ, ამას თუ ვინმე იმსახურებს ერთ-ერთი ლილეა, ის კი შენ გეკუთვნის..
დრო იყო უნდა დავმალულიყავი და გვერდით პალატაში შევედი, რომელშიც კახა და დედამისი საუბრობდნენ, დაბნეული გამომეტყველებით გავუღიმე ორივეს, ქალი ჩემი სახის დანახვაზე ფეხზე წამოდგა, დამსვა:
-ლილე შვილო ხომ კარგად ხარ?
სუნქვის დარეგულირებას ვცდილობდი კახას ხმა რომ მომესმა:
-ქალბატონო ლილე რა ხდება? გიგი როგორ არის?
კახას ხმაზე, მივხვდი ძალიან შევაშინე ორივე, ქალმა წყალი მომაწოდა, დაგროვილი ემოციის გამო ძლივს მოვახერხე, დამაჯერებლად ამხსნა რომ კარგად ვიყავი და ისე დავტოვე ოთახი, იმ წუთას რა ვიგრძენი? არ ვიცი რა უნდა დავარქვა იმ გრძნობას, დაბნეულობა და გაოცება ერთმანეთში მერეოდა, იმის გაგება, რომ ვიღაცას მოსწონხარ ახალი არ იყო, მაგრამ როცა შენს საყვარელ მამაკაცს ეუბნებიან „მიყვარს“ თან ამ საუბარს „მშვიდი“ სახე აქვს, უცნაური და არასასიამოვნო იყო.. აი რატომ არ სურდა გიგის მათი საუბარის მოწმე ვყოფილიყავი რესტორანში, იქ კიდევ იქნეოდა საუბარი საკითხებზე, რომელიც პირდაპირ მე მიკავშირდებოდა..
-ელი კარგად ხარ?
სესილის ხმამ ფიქრები გამიფანტა.
-კი კარგად ვარ.
დერეფანში ვიდექი ნინი და სესილი რომ დამემშვიდობნენ ბიჭებიც წავიდნენ, პალატაში შევედი ნატალია და დიტო გიგისთან საუბრობდნენ.
-ელი სად იყავი?
გიგიმ ხელით მანიშნა მივსულიყავი მასთან..
-კახასთან ვიყავი. როგორ ხარ? რამე ხომ არ გინდა?
-კარგად ვარ და ნატალიას ხელში უკეთ ვიქნებით.
თვალი ჩაუკრა მამიდამისს.
-ლილე შეგიძლია ერთი წუთით გამომყვე? ექიმის ნახვა მინდა.
-დიახ რა თქმა უნდა.
დიტო და გიგი მარტო დავტოვეთ, ჩვენ კი დერეფანში გავჩერდით, მაშინვე მივხვი, რომ ექიმის ნახვა კი არა ჩემთან საუბარი სურდა:
-ლილე შენთან მაქვს სალაპარაკო!
-გისმენთ.
-არ დავიწყებ პირფერობას, ეს ჩემთვის მიუღებელია! პირდაპირ გეტყვი რასაც ვფიქრობ. შენი გამოჩენა გიგის ცხოვებაში თავიდან თუ სასიამოვნო იყო, ახლა ამას ვერ ვიტყვი!
ყელში მომდგარი ბურთი ძლივის გადავაგორე ძლივს გასაგონად ვკითხე:
-რას გულისხმობთ?
-ბევრ რამეს! შენს გამო მეგობრები ეთმანეთს დაუპირისპირდნენ! შენს გამო ორი ადამიანი საავადმყოფოში წევს. გიგის ცხოვრება არც აქამდე ყოფილა მშვიდი, მაგრამ არასოდეს მის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია, ახლა კი ან შენ ებრძვი სიკვდილს ან ის. გიორგიზე, ნიკაზე და კახაზე აღარაფერს ვამბობ, თემო კი საერთოდ დაკარგეს მეგობრებმა..
ამ ყველაფერს ისეთი ტონით ამბობდა, რომ მეგონა თითქოს „განაჩენს“ კითხულობდა მოსამართლე, უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და დაკარგული ხმით ამოვილუღლუღე:
-ჩემგან რას ითხოვთ?
-წასვლას! გიგისგან შორს ყონას, შენ ისიც კი ვერ შეძელი საკუთარი შვილი დაგეცვა...
მეტი აღარაფერი გამიგია, სხეული ისე ამიკანკალდა უკან სვლით გადავდგი ორი ნაბიჯი და ვიგრძენი ვიღაცის მკერდს შევეჯახე, დაცვის ბიჭი იყო, მაგრამ არ მეცნო, თვალები დამებურა ცრემლით, სავარძელზე დამსვა, ყელში წყალი ვიგრძენი და შევძელი მხედველობა და სმენა აღმედგინა:
-როგორ ბრძანდებით ქალბატონო ლილე?
-უკეთესადაც ვყოფილვარ.
სიმწრით გამეღიმა, სახეზე ხელები ჩამოვისვი, თმა ნერვიულად გადავიწიე ყურს უკან და დერეფანი მოვათვალიერე, ნატა დერეფანში აღარ იყო, ჩვენი დაცვიდან მხოლოდ ერთი ბიჭი იდგა რომელმაც წყალი მომაწოდა და ერთი უცნობი, რომელმაც სავარძელზე დამსვა..
რაც ნატალიამ მითხრა ის იყო, რასაც გულის სიღრმესა და გონების პატარა ნაწილში ვფიქრობდი კიდეც, ამას თუ სხვაც გეტყვის უფრო მტკივნეულია, რადგან სხვის შეხედულებაც გიმყარებს ეჭვს, რომ შენ ხარ „პრობლემა“! უჰაერობამ ისე შემაწუხა, იმდენად მომიჭირა ყელთან, რომ მთელი სხეული დამეჭიმა, უცებ წამოვდექი არ მიშვებდა ირაკლი:
-ქალბატონო ლილე, არ ადგეთ ცუდი ფერი გაქვთ..
-მადლობა ირაკლი, ცოტა ხნით გარეთ გავალ, ჰაერი მინდა!..
თავბრუს ხვევის მიუხედავად სწრაფი ნაბიჯით წავედი გასასვლელისკენ, დერეფნის კარი ისეთი სისწრაფით გავაღე წონასწორობა დავკარგე, მაგრამ ვიღაცამ დამიჭირა, კარში რუხი იდგა და მან დამიჭირა:
-ცუდად ხარ?
გაოცებულმა მკითხა, როგორც კი გავიმართე და ფეხი მყარად დავდგი გავუღიმე:
-დიახ. მადლობა..
სირბილით გავაგრძელე გზა, რუხის ხმა მომესმა:
-გაყევი!
ყურადღება არ მიმიქცევია ვის უთხრა, არც ლიფტით სარგებლობა მომსვლია აზრად, ისე ჩავირბინე ოთხი სართულის კიბე. ჟურნალისტების გვერდის ავლის გამო სპორტული ზედის კაპიუშონი დავიხურე და თავდახრილი გავედი გარეთ, დრო არ მახსოვს, მაგრამ კარგად შებინდებული იყო. ღრმად ჩავისუნქე ჰაერი და ჟანგბადის შედარებით მეტმა ნაკადმა მცირედით შვება მომგვარა, დაძაბულობა მომიხსნა, მაგრამ იმ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომა, მაინც საშინელი გადაწყვეტილება იყო, თუმცა სხეული გონებისგან დამოუკიდებლად მივიდა ავტო სადგომზე, სადაც გიგის მანქანა იდგა, მაგრამ გასაღები არ მქონდა.. სწრფად დავტოვე ავტო სადგომი, რადგან ერთმა ჟურნალისტმა დამინხა ჩემსკენ გამოიქცა, ვიღაცამ შეაჩერა მე კი ტაქსი გავაჩერე და სასწრაფოდ ვუთახრი მისამართი:
-დიღმის სასაფლაოზე გამიყვანეთ თუ შეიძლება.
-ამ დროს შვილო?
-დიახ ბატონო.
მშობლების სასაფლაოზე მინდოდა წავსულიყავი:
იქ სადაც ყველაზე მეტად ვიაზრებდი რომ მარტო ვარ!..
იქ სადაც ყველაფრი ცივია!..
სადაც არავის, არავინ გვემეტება დასატოვებლად, მაგრამ გვიწევს!..
იქ ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი იყო, რომლებსაც ყველაფერზე ვესაუბრებოდი გონებით, ან უბრალოდ ვხედავი, და არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ მათ სახეებს ვაკვირდებოდი გაყინულ ქვაზე გამოსახულს, რომლებიც მაინც თბილი ღიმილით მიმზერდნენ... ვფიქრობდი, მაგრამ რას? არაფერს. გაოგნებული ვიყავი, მაგრამ რატომ? არც ეგ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ არარსებულს შეეხნენ, ჯერ არ დაბადებულს, რომელიც ჩემი დაუდევრობით ისევე გაქრა როგორც გაჩნდა.. ტელეფონის ზარმა შემაშინა და შევხტი, მაშინ გავიაზრე რომ ბნელოდა, მარტო ვიყავი და ძალიან ვტიროდი, მე ლილე გელოვანი მარტოობასაც კი შევეგუე..
დათა მირეკავდა, რამდენიმე გამოტოვებული ზარიც იყო სანამ ზარებს ვნახავდი სმს შემოვიდა დათასგან:
-„ელი, შენი ბრძანება შესრულებულია. დღეს საღამოს პირველ საათზე „რალი“ იმართება რუსთავში მაღალი კუში იქნება ჯილდო და თემო იღებს მონაწილეობას, თან ბაქოში წასასვლელად არის მზად, ფსონს თუ მოხსნის გაიპარება.“
-„მადლობა დათა.“
იმ წუთას დიდი ყურადღება არ მიმიქცევია რაც წავიკითხე, მაგრამ არც ისე ბევრი დრო დამჭირდა იმის მოსაფიქრებლად, რომ თემოზე ჯავრი უნდა მეყარა, მითუმეტეს არ უნდა გაპარულიყო! ახლა უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში რომ ძალიან ბავშური და დაუდევარი საქციელი იყო ჩემი მხრიდან, თემოს თვალში ჩემი გამოჩენა, მით უმეტეს გამწარება! მაგრამ ნატალიასგან მიღებული შენიშვნა და მითითება იმდენად მედგა ყელში გაჩრილი ბურთივით, რომ არსებული პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი თემო, ასე იოლად ჩემგან ვერ წავიდოდა! წამოვდექი და ტელეფონში გიორგის ნომერს დავუწყე ძენა, სასაფლაოს კართან მდგომი გიგი რომ დავინახე:
-ვაი დედა....გი...გი...
შიშისგან სუნთქვა შემეკრა, გიგის ნატკენი მკლავი ჰქონდა დაფიქსირებული, სპეციალური სახვევით, რომელსაც ფეხზე დგომის დროს იყენებდა საავადმყოფოში და იმ სპორტული ტანსაცმლით იდგა, რომელიც საავადმყოფოში ეცვა, არც ქურთუკი არ ეცვა..
-ხომ გითხარი უჩემოდ არსად აღარ წახვიდე მეთქი!?
-გიგი.. როგორ ადექი, არ შეიძლება..
-აქ რატომ ხარ? თან მარტო!
ეტყობოდა რომ გაბრაზებული იყო, მაგრამ თავის შეკავებას ცდილობდა.
-შემშინე... ცოტა ხნით ამოვედი.
სიცივისგან მხებში მოვიხარე, იმ წუთას ვიგრძენი გაზაფულის სიცივე, რომელიც ქარს მოჰქონდა.. გიგიმ მარჯვენა ხელით ჩამიხუტა თავზე ტუჩების შეხება ვიგრძენი:
-სანამ მე ცოცოხალი ვარ, შენ ჩემი შავთვალა ხარ და ამას ვერც ნატალია და ვერც ვერავინ შეცვლის!
-ჩემი სიუ ხარ.
წელზე შემოვხვიე ხელები, როგორ მჭირდებოდა მისი სითბო და როგორ მაძლიერებს მისი სიტყვები..
-წამოდი მანქანაში, სულ გაყინულხარ.
მანქანიდან გადმოვიდა დაცვის ბიჭი რომელიც საჭესთან იყო, გიგიმ მკითხა:
-ხომ დაჯდები საჭესთან?
-რათქმა უნდა.
მადლობა გადაუხადა გიგიმ და უკან მდგომ მანქანაში მოთავსდა დაცვის ბიჭი. ტელეფონმა ისევ დამირეკა, გიორგი იყო:
-ელი, შენი ზარი იყო შემოსული, თან ახალი ამბავი მაქვს..
-თემოზე ხომ?
გიგის გავხედე, გავუღიმე, ტელეფონი დინამიკზე ჩავრთე და მანქანა დავძარი.
-ხო ელი, დიდ ფულზე იმართება ავტო რბოლა რუსთავში, რათქმა უნდა თემო ცდილობს ფული მოიგოს და „დატყდეს“.
-ვიცი გიო, მეც ამიტომ გირეკავდი..
-რას მიბრძანებთ ქალბატონო ლილე? იქნებ თქვენს რისხვას გადავურჩე..
სიცილით მკითხა გიორიმ.
-რას და თემომ გასაქცევი ფული ვერ უნდა მოიგოს!..
გიგის გავხედე კითხვიანი თვალებით, ნებართვას ვთხოვდი. მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-გიო, უნდა ცადო და სამივე ამ დრიფტში უნდა მოვხვდეთ: მე, სესილი და ნინია!
-რაა?
-რაა!
ორივემ ერთდროულად დაიყვირა..
-გიგისთან ხარ? მანქანის ხმა რატომ ისმის? ელი სად ხართ?
-თემოს თვალებში უნდა ჩავხედო და მის პატივმოყვარებოას საბოლოოდ გადავუსვა ხაზი!
-ელი რას ამბობ? გიგი შენთან არის და მშვიდად გისმენს?
-აუ, გიო დროს ნუ კარგავ გთხოვ, ისე მოაგვარე რომ რამდენიმე წუთში სამივე „სტარტზე“ ვიდგეთ რუსთავში.
-.... კარგი.
ტელეფონი გათიშა თუ არა გიორგიმ, გიგი ჩემი ტელეფონით დარეკა:
-დიტო..
-........
-კი ჩემთან არის, თუმა გაყინული. დიტო ძმურად გთხოვ, სახლში მიდი და ლილეს მანქანა წამოიყვანე რუსთავში.
-........
-ხო „ლექსუსი“.
-........
-მერე გეტყვი, ბიჭებსაც უთხარი წამოვიდნენ და რუსთავში დამხვდით.
-......
-შენ რუსთავში მოდიხარ?
გაოცებულმა ვკითხე, მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა, ცოტა შემეშინდა.
-ლილე, უჩემოდ არსად მეთქი! ხომ გითხარი?
-შეძლებ, შენ ხომ?..
-შენთვის ყველაფერს და აღარ გვინდა კარგი?!
ცხვირზე ხელი ამკრა და თვალი ჩამიკრა.
-მიყვარხარ!
-მე უფრო!
-გიგი, შენს მანქანას არ მანდობ?
გამეცინა.
-განდობ, მაგრამ ისიც დაგჭირდებათ! სესილის ვის მანქანაზე სვამ?
-უი სესილი, დარეკე რა..
ზარი გავიდა თუ არა ხმოვანზე ჩართო გიგიმ.
-გისმენ ელი.
-სად ხარ და რას აკეთებ?
-მანქანაში ანდრიასთან ერთად მივდივარ კინოში..
-იმდია რომანტიული ფილმი არ არის..
მეც და გიგისაც გაგვეცინა.
-დაგვცინი? ჩვენ და რომანწიკა ელი?
ანდრიამ და სესილიმ ერთად წამოიძახეს, დაწვრილებული ხმით.
-გადარეულო რუსთავში ხომ წამოხვალ?
-რათქმა უნდა ელი, რა ხდება?
-რალი იმართება და უნდა მოვიგოთ!
მუხრუჭების და ანდრიას ხმა ერთად გავიგეთ.
-ნელა გოგო! გავიტანე შუშა თავით.
-ელი დამცინი? ჩემი „ხოჭოთი“ გინდა ვინმეს მოვუგო? თან „BMW”-ებს შორის დავგე? კარგი რა..
გიგი ხალისობდა ანდრიას და სესილის საუბარზე, პერიოდულად მხარზე ხელს იკიდებდა, სიცილისგან და მგზავობისგან სტკიოდა მხარი, მარამ იმდენად ვიყავი მონდომებული თემოსან შეხვედრას, რომ ამის გაანალიზება მოგვიანებით შევძელი, როცა ყველაფერი მოხდა და სიტუაციას გონებაში ახარისხებ, რა იყო, როგორ და რა შეიძლება ყოფილიყო..
-დამშვიდდი მანქანა იქ დაგხვდება..
არ მქონდა დასრულებული ისე სწრაფად მითხრა:
-რაა? მართლა? აუ რა მაგარია? მიყვარხარ ლილე!! ხუთ წუთში იქ ვარ!...
ტელეფონი ისე გამითიშა ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი.
-რა გიჟია.
ჩაილაპარაკა გიგიმ ღიმილით.
-არა ეგ, გიჟზე ცოტა მეტია.
გიორგიმ დარეკა და გიგიმ უპასუხა:
-ხო გიო.
-ქალბატონ ლილეს დავალება შესრულებულია, ახლა ნინის გავუვლი და რუსთავში დავხვდებით.
-მეც მოვდივარ.
-რა? მართლა მანქანაში ხარ?
-კი და არ დაიწყო ძმურად.
-კარგი ჩუმად ვარ.
-გიო, ვისი მანქანით „მოძრაობს“ გაიგე და ვინმე „ჩაუსვით“, თავი რომ დავიზღვიოთ, ბიჭებიც მოდიან და ყურადღებით იყავით არ დატყდეს და ზედმეტი აღარ უნდა გაბედოს, ხომ ხვდები?
-იმ სი**ს მანქანით არის...
ხმა გაუთიშა, გიგიმ და იღიმიდოა, მაგრამ მივხვდი სოსო (გინების მეფე) იგულისხმა გიორგიმ და ასეც აღმოჩნდა, რადგან სხვა აღარავინ დარჩა ვისაც რამეს სთხოვდა, ტელეფონი რომ გათიშა გიგიმ გამაფრთხილა:
-ელი, რომ იცოდე თემო იქნება ლურჯი ფერის “BMW”-თი, ასეთით.
გაეცინა.
-ამას M5 ჰქვია და ამდენი ვისწავლე უკვე, შენს ხელში.
ვითომ გაბრაზებულმა ვუთხარი, თუმაცა მეც გამიჭირდა თავის შეკავება, რომ არ გამცინებოდა.
-შენ კიდევ ბევრი რამ ისწავლე ჩემს ხელში.
-ხო არა?
-დიახ, თუმცა კიდევ უნდა გასწავლო რაღაცეები...
-რა უნდა მასწავლო?
თვალები დააწვრილა ისე ამათვალიერა გული ამიჩქარადა. ჯერ თვალები დააწვრილა, შემდეგ ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და წარბები შეკრა:
-ახლა ვერ გეტყვი, უნდა გაჩვენო..
-აუ რა ცანცარა ხარ, მეგონა ავტო მანქანის მართვაზე საუბრობდი.
გახალისებულ გიგის, რომელიც ხარხარებდა შევუბღვირე.
-აღარ გაჩუმდები?
-კარგი ნუ ბრაზობ. სახლში, რომ მოვალთ გაჩვენებ, რა პრობლემაა თან ისწავლი.
-არაფერი არ მესმის, იცინე რამდენიც გინდა.
-გაბრაზებაც კი უხდება შენს თვალებს!
-გადარეული ხარ.
-შენი ბრალია.
-ნუთუ..
-დიახ ქალბატონო!
გავუღიმე და ხმა არ ამომიღია ისე ვმართავდი საჭეს, რადგან გიგი ტელეფონზე საუბრობდა ხელი არ შემიშლია. დავითს დაურეკა, დაიბარა რუსთავში და საბოლოოდ ყველაფრის დასრულებაზე ესაუბრებოდა ადვოკატს, სთხოვა გურამისთვისაც ეთქვა, რომ ორივე ერთად ორ საათში რუსთავში უნდა ჩასულიყვნენ. რამდენიმე წუთში ვიყავით რუსთავში, ყველანი კლუბის შესასვლელთან გველოდნენ, იქვე ყველა დეტალი შევათანხმეთ და დაცვის ბიჭები ისე გაანაწილეს გიგიმ და დიტომ რომ ყველაფერი დაზღვეული ყოფილიყო. ხალხიც ბევრი იყო, ყველა თავის საქმეს აკეთებდა, ბევრიც ყვიროდა, ბევრიც იცინოდა და სანახაობისთვის ემზადებოდა, ცოტა დავიბენი ამდენი ხალხის ნახვამ შემაშინა კიდეც, თუმცა საბა და სალოც იქ დამხვდნენ და ამან ძალიან გამახარა, რადგან უფრო მეტი სტიმულია, როცა შენი ძმა გვერდში გიდგას, შენს გადარეულ მეგობრებთან ერთად, ყველა სახის გადაწყვეტილებას ისე იღებს თითქოს ეს ასეც უნდა იყოს და არ გეწინააღმდეგება არცერთი. დეტალების განხილვის ბოლოს გიორგიმ აგვიხსნა ძირითადი წესი, რომელიც უნდა გვცოდნოდა:
-გოგოებო ეს არის წრიული რბოლა, სამი წრე და ერთი ეტაპი, პირველივე ეტაპში უნდა გამოვლინდეს ჩემპიონი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება მეორე ეტაპი, თუ ორი ან მეტი გამარჯვებული იქნება.
-აბა „გიჟებო“ გავიხსენოთ ძველი დრო! იცოდეთ სამი წრე და ფინიში ჩვენი უნდა იყოს!
დიტომ სამეგობროს მომთხოვნი ბარიტონით „შემოგვიძახა“, თან ჩაილაპარაკა:
-ამას რას მოვესწარით საბა.. (დიტო)
-აბა ბოჭო, რა დღეა დღეს ლილე საჭესთან, თან რბოლაში.. (საბა)
-ადამ იცოდეს, მოგვიძულებს სუყველას.
ჩაფიქრებულმა სალომ თქვა და საბას მიეხუტა, თითქოს იმალებოდა, აშკარად ადა წარმოიდგინა, ამაზე ნინიამ დასცინა:
-სალო, ადას ემალები „ქმარუკას“ მკლავებში?
-დამალვა მარტო მე არ მომიწეს ამას რომ გაიგებს.
სიცილში აგვყვა, მეუღლის მკლავებში დამალული.
-კარგი დიტო ისედაც არ ვევასებით „მამიდებს“ და ეს დღე საკმარისი იქნება ორივესთვის.
გიგი მომეხვია, მაკოცა და თვალებში ჩამხედა, მვხვდი რომ ყველაფერი იცოდა, გამიკვირდა თვითონ ნატალიამ უთხრა თუ დაცვამ? ფიქრი სესილის ხმამ გამაწყვეტინა:
-ეს დღე ისტორიაში უნდა შევიდეს ბიჭებო!
-გიგი, მანქანაში ელისთან მე დავჯდები რა. (საბა)
-არა საბა. სადაც ელი იქნება, იქ ვიქნები მეც!
-გიგი გთხოვ, ხელი გეტკინება და..
ვცადე დათანხმებოდა საბას, მაგრამ უშედეგოდ საუბარი შემაწყვეტინა.
-ნუ მაბრაზებ, ვაგვიანებთ და წავიდეთ!
ხელი გამაფრთხილებლად დამიქნია და მანიშნა მასთან მივსულიყავი.
-მოიცადეთ! ჩემი მანქანა რომელია?
ხელებს ერთმანეთზე უსვამდა გემრიელი ლუკმის მოლოდინში BMW-ს და LEXUS-ს ორივეს თვალს ავლებდა, გიგიმაც არ დააყოვნა პასუხი:
-შენ ჩემი მანქანით იქნები, ელი კი თავისი მანქანით!
-ეეე რა მაგარია, ყოველთვის ვიცოდი, რომ არსებობდა აჩევანი ცუდსა და უარეს შორის, მაგრამ თუ ოდესმე კარგსა და საუკეთესოს შორის ვიდგებოდი არ მეგონა. სიძე ნახეთ რა მაგარი მყავს!
გიგის მხარზე კრა ხელი და ფეხის წვერებზე მდგარმა, ხმაურიანი კოცნით დაასაჩუქრა, სემდეგ ისეთი სისწრაფით მოთავსდა საჭესთან, რომ თვალი ძლივს მოვავლეთ. ანდრიამ თავის ქნევით ჩაილაპარაკა:
-ნეტა როდის უნდა ეშველოს?
-როცა ცოლად შეირთავ!
თვალი ჩაუკრა დიტომ, მაგრამ საბამ საბოლოო იმედიც გადაუწურა:
-თქვენ რა ფიქრობთ რომ მაგას ეშველება? მაშინ აპოკალიფსიც კი მოსალოდნელია.
-მორჩებით ჩემზე საუბარს თუ გადმოვიდე?..
სიცილით ჩამიხუტა საბამ წარმატება მისურვა და დათასთან ერად უნდა წასულიყო დანიშნულების ადგილას საიდანაც „გამწარებულ“ თემოს თვალყური ევალებოდა, დიტომაც ჩამიხუტა და ყურში ჩამჩურჩულა:
-მეც იქვე ვიქნები არ ინერვიულო, მე შენი მჯერა.
ჩავეხუტე გადარეულს და მანქანაში დავიკავე ადგილი, სასტარტო ხაზზე დავდექით თუ არა დაკვირვებით ვცდილობდი მანქანის „მორგებას“ გიგიც მიხსნიდა იმ ძირითად დეტალებს რაც იმ წუთისთვის გამომადგებოდა:
-შენი მანქანა მერჩია, ამას სანამ რამეს გავუგებ სესილი და ნინია სამ წრესაც გაივლიან და ოცდაათსაც.
გაეცინა, ჩემი სახის გამომეტყველებაზე, დამშვიდება სცადა და თავიდან ამიხსნა:
-არ არის რთული, პირიქით მაღალ სიჩქარარეზე უფრო მყარია ამის „სალონი“, ვიდრე “BMW”-სი, რაც მთავარია ავტომატიკაა.
სიცილით ამბობდა, თან ღილაკების დანიშნულებას მიხსნიდა და უცებ მკითხა:
-გინდა მე დავჯდე?
ძალიან ვნერვიულობდი და მეშინოდა, მაგრამ იმ წუთას მანქანიდან არავითარ შემთხვევაში არ გადავიდოდი.
-რათქმა უნდა არა! ეს პრინციპის საკითხია მე უნდა შევეჯიბრო, შენ კი ყოველთვის იმარჯვებ.
-კარგი მაშინ დაიმახსოვრე: პირველი სწრაფად მართავ და როცა მუხრუჭის იყენებ მანქანის წონა მთლიანად წინა ნაწილს აწვება, ამიტომ უკანა ნაწილი ანუ საბურავები მოჭიდებას კარგავს, მაგრამ სრიალი მოსახვევში გჭირდება და ამას აკონტროლებ საჭესთან ერთად, სიჩქარის მეშვეობით. მეორე ხელის მუხრუჭის გამოყენება ისევ სრილით, ეს უფრო მარტივია და იგივეა რაც გითხარი პირველზე, უკანა ნაწილი სრიალდება, მაგრამ მართვას აკონტროლებ საჭით და სიჩქარით კლებით ან მომატებით.
-და ეს მარტივი რომ გეთქვა მხოლოდ რა მოხდებოდა?
-ორივე დაგჭირდება.
გამიღიმა და „ჯანმრთელი“ ხელით ცხვირზე მომიჭირა შემდეგ ისევ მანქანის ღილაკებს მიუბრუნდა:
-შენ გგონია დავიმახსოვრე რაც მითხარი?
-კი აბა რა.
დარწმუნებულმა გამომხედა.
-მხოლოდ ბოლო მახსოვს, სანამ რამეს მეტყვი კიდევ.
-გამოგივა! თან მართვის დროს უფრო მიხვდები.
ტელეფონმა დარეკა ნინია იყო, სამივე ვიყავით ჩართული და სესილიც ისმენდა საუბარს:
-ელი მზად ხარ? (ნინი)
-რა კითხვაა ნინია? მზად არის აბა რა, ლილეს ასე იცნობ? (სესილი)
-არ ვიცი გოგოებო, იმედია ყველაფერი გამოვა.. (ლილე)
-და რა უნდა გამოვიდეს, რისთვის ვიბრძვით? (ნინია)
-გამარჯვებისთვის ხომ ასეა?
სესილიმ ისევ დამასწრო საუბარი, შემდეგ დავუმატე:
-ასეა, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ მთავარი მიზანია: ყველაზე ცუდ შემთხვევაში თემომ პირველმა არ უნდა გადაკვეთოს ფინიშის ხაზი, ხოლო ყველაზე კარგ შემთხვევაში კი უნდა მოვიგოთ რომელიმემ, გამარჯვების შანსი კი ორივეს გაქვთ!
-ეეე.. ლიიი... (ნინია)
-ე.. რა გჭირს გოგო შენ? მე შენს ხმაში დანებებას რატომ ვგრძნობ? ასეთ ლილეს არ ვიცნობ, გიგი დამიბრუნე ჩემი „გიჟი ლილე“ დროზე!
-კარგი გოგონებო ვიწყებთ და ყურადღებით! ელი შენი იმედი მაქვს წარმატებები!
გიორგი ჩაერია საუბარში.
-მადლობა გიო, თან როგორც ვხვდები თემოს ჯერ არ შევუმჩნევივართ ხომ?
სარკეების შემოწმებაში გართულმა ჩავილაპარაკე.
-ხო ერთი შოკი გზაშივე ელის და მეორე ფინიშთან!
კმაყოფილი ღიმილით გამომხედა გიგიმ, მაგრამ ჩემი სახის გამომეტყველებაზე სახე შეეცვალა.
-ელი ასე თუ ინერვიულებ არ ღირს..
-კარგი მშვიდად ვარ!
შეძლებისდაგავარ ომახიანი ხმით წარმოვთქვი და დაველოდე სასტარტო ნიშანს.. რბოლაც დაიწყო, მანქანების გამაყრუებელმა ხმამ დაფარა გარემო და ისეთი სისწრაფით ჩამიქროლეს მანქანებმა მეგონა მივღოღავდი, სიჩქარის მაჩვენებელს, რომ შევხედე მივხვდი უფრო მეტი უნდა მეცადა, რამდენიმე წუთში შევძელი მანქნებს დავწეოდი და ორი მანქანის გასწრებამ იმდენად გამაბედნიერა, რომ სიჩქარეს კიდევ მეტი მონდომებით ვუმატებდი, მოსახვევში მუხრუჭების ხმამ უფრო მეტად აახმაურა მოედანი და კიდევ რამდენიმე მანქანას გავუსწარი, რადგან ვერ მოვასწარი მუხრუჭის გამოყენება და იმ წუთას მივხვდი, რომ მოსახვევი ერდადერთი იყო ჩემი წინ წასვლის, მეორე მოსახვევში სიჩქარეს კიდევ მოვუმატე და გიგის ხმა მომესმა:
-ელი, მოსახვევში ცოტა შეანელე!
-არა გიგი, ეს ერთადერთი უპირატესობაა, რომ მე მათ დავეწიო მაინც!
-მართლა გიჟი ხარ!
კმაყოფილება შეპარული ხმით ჩაილაპარაკა.
-და შენ, ეს გიჟი გიყვარს!
-სიგიჟემდე!
-მემგონი თემოს დავეწიე.
ისე გამახარა ლურჯი ფერის მანქნანის დანახვამ, რომ ხმამაღლა შევყვირე.
-ეგ არის და აბა შენ იცი გადარეულო.
სიჩქარეს ისე გაუაზრებლად ვუმატე, რომ იმ წუთას არაფერზე არ ვფიქრობდი, სწორედ მაშინ გავიგე ადრენალინისა და აზარტის მნიშვნელობა, არა მარტო გავიგე არამედ შევიგრძენი! თემოს წინ მიმავალმა მანქანამ დაამუხრუჭა ისე, რომ თემო აიძულა სიჩქარის შენელება, მეც ამით ვისარგებლე და თემოს წინ აღმოვჩნდი, ნინის დამსახურებით.
-აბა ბატონო თემო, ვითამოთ ნერვებზე?
თემოს წინ გასვლის საშუალებას არ ვაძლევდი და ამაში ნინი მეხმარებოდა, შემდეგ ფაერბი ამინთო ნინიმ და რაღაცას მანიშნებდა, გიგი მიუხვდა:
-თემოს წინ არ გაჩერდე, რომ გიცნობს შეიძლება დაგარტყას.
-კარგი, მაშინ წავიდეთ!
გიგის მხრიდან პერიოდულად მიღებული მითითებები მიმარტივებდა „ახირებას“, რომლის გამოც იმ დღეს მე ლილე გელოვანი ვიდექი რალის მოედანზე, რომელსაც რომ გეკითხათ მანქანების და სიჩქარის მეშინია.. კიდევ ერთი მოსახვევის შემდეგ სესილის და დიტოს უკან აღმოვჩნდი, რომლებიც დაუნდობლად „ებრძოდნენ“ ერთმანეთს, ეს კი მართლა სანახაობა იყო, მითუმეტეს იმისთვის ვისაც ეს სპორტი უყვარს!
-ნახე დიტოც აქ არის.
ისე გამიხარდა დიტოს იქ ყოფნა, რომ ბედნიერი ხმით ვიყვირე.
-ისე უნდოდა შენი ნახვა ვიცოდი, რომ აქ იყო.
გიგი იცინოდა, მათ ყურებაში კი თემოც და ნინიც ჩემს უკან აღმოჩდნენ, კიდევ ორი მანქანა იყო მათთან ერთად, დიტოს წინ კი ერთი მანქანა, რომელსაც დიტომ გაასწრო და გზას უღბავდა, გვერდის ავლას ცდილობდა მრბოლელი, მაგრამ სესილიმ სწრაფად დაფარა მანძილი და დიტოს გვერდით დაიკავა ადგილი, მრბოლელი მე დამრჩა და გვერდით მომყვებოდა, არა ის ცოტას მასწრებდა, ამიტომ მე მივყვებოდი.
თემომ შოკიდან გამოსვლა მოასწრო და სიბრაზისგან სისიწრაფით ცდილობდა ნინის დაწეოდა, სარკეში შევამჩნიე, რომ არც დაჯახებას მოერიდებოდა, ისე მოძრაობდა მისი მანქანა, ამიტომ სიჩქარეს ვუმატე რომ ნინისთვის გზა დამეთმო და ნინიმ მართლაც შეძლო ჩემსა და უცნობს შორის „გამძვრალიყო“..
-რა გიჟები ხართ! სად მოგროვდით?
ისე ვიყავი გათიშული მიღებული შეგრძნებებისგან, რომ შორიდან მომესმა გიგის ხმა.
-მეც არ ვიცი და ალბათ ვერასოდეს გავიგებ.
„შექებით“ კმაყოფილმა ვუპასუხე, ნინი გვერდით დამიდგა და ერთმანეთს მონაცვლეობით ვასწრებდით, გიგის ვუთხრი:
-დარეკე რა.
-ვისთან?
-ნინისთან, უთხარი ნუ მითმობს მთავარია თემო უკან არის!
ტელეფონის ზარის გასვლა და ყვირილი ერთი იყო:
-ელი წადი რას უცდი! (ნინი)
-შენ ნუ მითმობ და გზა განაგრძე! (ლილე)
-მხოლოდ შენს შემდეგ ლილე გელოვანო! (სესილი)
-სესილი შენც აქ ხარ? (ლილე)
უცებ მუხრუჭების ხმა მომესმა, დიტოს და სესილის შორის ისე გავიარე ვერც მივხვდი, ჩემს წინ მხოლოდ ფინიშის ხაზი რომ დავინახე და ყველა მანქანის შუქი უკან, მაშინ მივხვდი, რომ ორივემ გზა დამითმო..
მეც მუხრუჭით გამოვიყენე და ტელეფონში ჩავყვირე:
-რას აკეთებთ?! გოგონებო შეჯიბრი სრულყოფილი უნდა იყოს და გადარეულსაც გდაეცით!
-ძალიან კარგი, აი ასეთი დაუნდობელი მიყვარს მე ეს გოგო!
სესილი ყველაზე ბედნიერი იყო იმ დღეს და არც მალავდა.
-დიტომ იცის უკვე და ვაგრძელებთ!
გიორგიმ დაიყვირა ტელეფონში და ანდრიამ დაასრულა:
-დროზე, თემოც აქ არის და ის ტიპიც.
-ხო და ვიწყებთ!
არც მე დავაყოვნე, სუყველამ სწრაფი მოძრაობით გავიმეტეთ, სიჩქარის სატეფული და იმის დანახვა, რომ თემო ისევ უკან იყო, სიხარულმა გონება გამითიშა. რაც მახსოვს ის იყო რომ დიტოს და სესილისშორის ვიდექი როცა ხაზი გადავკვეთე, გაჩერებული მანქანიდა როცა გადავედი და ხელებ აწეულს საბა მომეხვია, მაშინ დავბრუნდი მიწაზე.
-შენი სიგიჟე მეამაყება!
-რა მაგარი იყო, მე შევძელი.
-ხომ გითხარი მოგეწონებათქო?
ჩემს უკან მდგომმა გიგიმ ხელი გამიშალა, რომ მივსულიყავი, ყველას ჩვენთან მოეყარა თავი და ერთმანეთს ეხვეოდნენ. მე გიგისთან მივედი და საყვარელ სხეულს ისე მოვეხვიე, მემგონი სუნთქვა შეწყვიტა..
-მემგონი ახლა მე უნდა ვინერვიულო? (გიგი)
-რატომ?
-შეჯიბრებები არ მოაწყოთ და არ გამეპარო.
-ერთად მირჩევნია.
-ისე მართავ, მეც კი დამაფიქრე შეგეჯობრო თუ არა.
-ეს შენი დამსახურებაა.
-ხო არა?
ტუჩებზე მკოცნიდა და ისე მკითხა.
-აბა რა, მამიკოს მხოლდ ძილში კი არ ვემსგავსებით? სპორტშიც და ფიზიკურადაც თანახმა ვარ!
სიცილით ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე, მაგრამ ვერ მიხვდა, კოცნით ისე იყო გართული, უცებ ხელი გამიშვა და წარბებშეკრულმა მკითხა:
-რა? ელი რა თქვი? ვერ გავიგე.
-ორსულად ვარ.
...........- ელი შენ ორსულად ხარ?
ძლივს მოაგროვა სიტყვები დაბნეულმა.
-კი და მამიკო ძალიან გვიყვარს!
-ღმერთო ელი შენ... ამ მდგომარეობაში საჭესთან და „დრიფტი“? შენ ნორმალური ხარ გოგო?
-არა არ ვარ ნორმალური, მაგრამ ბედნიერი ვარ და...
გაუაზრებლად ავტირდი, როგორ არ მინდოდა მეტირა, ან რაზე ვტიროდი რომ გეკითხათ არ ვიცოდი, ვტიროდი ყველაფერზე და არაფერზე, როგორც ყველა „ჰორმონშეცვლილი“.
-კარგი დამშვიდდი, ნუ ტირი არ შეიძლება...
უცებ დაჯახების ხმა გაისმა, ყვირილით და ქაოსით არეულ სიტუაციაში მხოლოდ თემო დავინახე ჩემს მანქანას დაეჯახა, ეგონა მანქანაში იყავი ისევ. დაცვის ბიჭებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, სოსო და მისი ბიჭებიც მივივდნენ თემოს დასახმარებლად, მაგრამ რუხმა დაუძახა:
-სოსო შეეშვი!
არ ვიცოდი ესეც თუ იქ იყო. უკან დაიხია სოსომ და თავის ბიჭებს ანიშნა ხელი არ შეეშალათ, მესმოდა როგორ იგინებოდა თემო. გიგიმ საბას ჩააბარა ჩემი თავი და არეულობისკენ წავიდა, თხოვნის მიუხედავად არ გამიშვა საბამ, ჩვენებმა ისე დაიკავეს ადგილები რომ საფრთხისგან მიცავდნენ, ცოტახანში შორი ახლოს გაატარაეს თემო და გიგიც მიახლოვდებოდა, ჩემი ღიმილით გამიღიმა, მეც ბედნიერი გიგის უყურებდი, თემოს ყვირილი რომ მომესმა:
-გამიშვი შე ს*ო!
-ელი ფრთხილად!
სესილის კივილმა დაფარა ხმაური და ხელის სწრაფი მოძრაობით რაღაც ისროლა. თურმე დაინახა დაცვის ბიჭს იარაღს როგორ ართმევდა თემო და ის რაღაც დანა იყო, რომელიც ძალიან სწრაფად ისროლა სესილიმ, ნეტა საიდან ჰქონდა დანა, ამაზე პასუხი არც ახლა მაქვს. თემოს კი ხელში მოხვდა სესილისგან ბოძებული "საჩუქარი".
-ესეც შენ!
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა სესილიმ და წინ წასულ საბას გავყევით, თემოს ზემოდან მოქცეოდა და ისეთი გამეტებით ურტყამდა არავისი არ ესმოდა, მხოლდ სესილიმ გააჩერა:
-საბა ერთი წუთით რა..
თვალებდაწითლებულმა საბამ ამოხედა სესილის, მანაც დრო მოიგო ხელი კრა, სემდეგ დაიხარა თემოს ხელში გაყრილი დანა ამოაძრო და მუშტი დაარტყა:
-როგორ მინდოდა ამის გაკეთება! ახლა კი შენი იყოს..
ხომ გაბრაზებული ვიყავი, შეშინებულიც და ემოციურად დატვირთული, მაგრამ მაინც გამეცინა სესილის საქციელზე, რადგან ყველას გაოგნებული სახე ჰქონდა. ყველანი აირივნენ უნდა დაერტყათ ისე თემოსთვის, მაგრამ გურამის ყვირილმა შეაჩერა, ყველაფერი, მათ სორის დოც:
-საკმარისია! შემოგაკვდებათ! თქვენ არცერთი არ ხართ მოსამართლე.
-წაიყვანეთ.
დავითმა ანიშნა დაცვას. უნდა წაეყვანათ თემომრომ დაიყვირა:
-მოიცადეთ. ელი შენ არ დამარტყამ?
დავიბენი მაინც ცდილობს გამომიწვიოს, ნინიმ მკლავზე ხელი მომკიდა:
-გიწვევს არ აჰყვე.
-არც ვაპირებ ნინია.
მივედი ნაძალადევი სიმშვიდით, თუმცა შინაგანად ძალიან ვღელავდი. მაშინ გავიფიქრე არ ყოფილა რთული სიძულვილი, ფილტვები გავბერე და ვუთხარი კიდეც:
-არა არ დაგარტყამ.
გამეღიმა და საუბარი გავაგრძელე:
-გიყურებ და არ ვიცი რა უნდა გითხრა, იცი რატომ? არ არსებობს სიტყვა, რომელსაც შენ იმსახურებ ან შეგეფერება, შენ არსებულ სიტყვებზე მაღლა დგახარ, ყველა სალანძღავ და შეურაცმყოფელ სიტყვაზე მაღლა, უფრო მეტად ბინძური და დაუმსახურებელი ადამიანი ხარ! იმედი მაქ არასოდეს შეგხვდები.
ზურგი ვაქციე და მომესმა როგორ თქვა:
-შე ბ*ო! შენი ბრალია!...
ცრემლებს მივეცი საშუალება თავის გზაზე წასულიყვნენ.. არ იყო მარტივი იმის გააზრება რაც მოხდა, მცირედით მაინც ვფიქრობდი, რომ ნატალია მართალი იყო ალბათ თემოც, მასაც ხომ ჰქონდა თავის სიმართლე და არავინ მოუსმინა..
-შავთვალა, შენ მაგაზე ფიქრს თუ აპირებ მე გაგიბრაზდები! ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ, რომ ამ მდგომარეობაში ასეთ ამბებში ეხვევი.
ვეღარაფერ ვუთხარი, მხოლოდ მისი ჩახუტება მინდოდა... შახუტებულებს მოგვადგა ერთი ახალგაზრდა:
-უკაცრავად გიორგი წიკლაური რომელია?
-მე ვარ.
იქვე მდგომი შემობრუნდა.
-იცით მე ჟიურის წევრი ვარ და ვალდებული ვარ გითხრათ, მერიდება ამ სიტუაციაში ამაზე საუბარი მაგარამ, გამარჯვებულის გამოვლენა მეორე ტურით უნდა მოხდეს.
-მე გავდივარ...
-რატომ ელი?
გაოცებულმა დაიყვირა ნინიამ და შემომხედა.
-მერე გეტყვით
ბედნიერი სახით გასცა პასუხი გიგიმ.
-კარგი მაშინ დანარჩენებმა სცადონ ბედი.
ჟიურის წევრი არ ნებდებოდა, დიტო შემოუერთდა საუბარს:
-მე კივიცი ვინც გაიმარჯვა, მაგრამ იდეო ჩანაწერით ვნახოთ პირველი ვინგადაკვეთა ფინიშის ხაზი.
-კარგი თუ ყველა თანახმაა.
-თანახმა ვარ, ვიცი მე ვიყავი პირველი.
ტაში შემოჰკრა სესილიმ.
-მეც ასე ვფიქრობ.
დიტომ ხელი გადახვია, ბედნიერს და რამდენიმე წუთში პასუხიც მზად იყო, სესილის ვულოცავდით გამარჯვებას, მოგებულ თანახას კი მეორე დღისთვის დაჰპირდნენ.


პ.ს. ვიცი რომ სიტყვის თქმის უფლება არ მაქვს და ძალიან დიდი ბოდიში ყველას.
ისიც ვიცი რომ ძალიან გამიგრძელდა ამ ისტორიის თავების დადება და ალბათ მოგბეზრდათ კიდეც ეს ისტორია, მაგრამ მინდა ყველაფერი დავწერო რაც გეგმაში მქონდა, რომ უკმარისობის გრძნობა არ დამრჩეს, შემდეგი თავი ნამდვილად ბოლო იქნება და ასე დიდი შუალედით არა.
დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობს და აზრს მიზიარებს მიყვარხართ ლილე.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

წავედი წავიმითხოოო ????????

 


№2  offline წევრი lile-eli

Anuki96
წავედი წავიმითხოოო ????????

ველოდები შენს შეფასებას.

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

დავმუნჯდი არ ვიცი რა ვთქვა. მომენატრება ეს იატორია ელი სიუ დიტო საბა სესილი და ანდრიკო

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

თვალებს ვერ დავუჯერე :დდდ გადავამოწმე საიდან მოვხვდი ძველ გვერდძემეტქი:დდ

 


№5 სტუმარი სტუმარი Chikochiko

ვგიჟდებიიი ამ ისტორიაზე. სასწაულები არიან ყველანი. ყოველთვის ერთნაირი ემოცია მაქვს, როცა ახალ თავს ვხედავ( თვალები მიფართოვდება და გაოცების შეძახილი- ოჰოოო!!!) უკარგესი ხარ.

 


№6  offline წევრი lile-eli

Anuki96
დავმუნჯდი არ ვიცი რა ვთქვა. მომენატრება ეს იატორია ელი სიუ დიტო საბა სესილი და ანდრიკო

როგორ მახარებს და მაბედნიერებ. მადლობა დიდი.

nawkas12345
თვალებს ვერ დავუჯერე :დდდ გადავამოწმე საიდან მოვხვდი ძველ გვერდძემეტქი:დდ

აი არ ვიცი რა გითხრა... დიდი ბოდიში, რომ ამდენი გალიდინეთ. მაფლობა რომ კითხულობ. :*

სტუმარი Chikochiko
ვგიჟდებიიი ამ ისტორიაზე. სასწაულები არიან ყველანი. ყოველთვის ერთნაირი ემოცია მაქვს, როცა ახალ თავს ვხედავ( თვალები მიფართოვდება და გაოცების შეძახილი- ოჰოოო!!!) უკარგესი ხარ.

მეც ემოციებში ვარ, როცა ამ სიტყვებს ვკითხულობ. უღრმესი მადლობა. :* :)

 


№7  offline წევრი blondeangel631

ძალიან მაგარი ხარ და უმაგრეს ისტორიაა მალე დადე შედეგი თავი . თითოეული თავი სასიამოვნო ემოებით მავსებს <3 მალე დაამატე რა

 


№8  offline წევრი lile-eli

გეგე მარიშკა
ძალიან მაგარი ხარ და უმაგრეს ისტორიაა მალე დადე შედეგი თავი . თითოეული თავი სასიამოვნო ემოებით მავსებს <3 მალე დაამატე რა

რომ იცოდე რამდენს ნიშნავს ჩემთვის თქვენი კომენტარი და თითოეული სიტყვა. უზომოდ ბედნიერი ვარ. ვეცდები რომ მალე დავდო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent