ერთხელ (თავი მეშვიდე)
ყველაფერი, რაც სპონტანურად ხდება, სინამდვილეში ყველაზე არასპონტანურია. ******************************************************************* -ამ იდიოტობის ყურებას აპირებდი?-თვალები გადმოკარკლა დემნამ და ყავისფერი მუყაოს ყუთიდან ამოღებული დისკი ხელში შეათამაშა. -საერთოდ მე ინტერნეტში ვაპირებდი ფილმის მოძებნას გენიოსო!-მკვახედ მივახალე, თითქოს შხამს მაცლიდნენ ეშვებიდან. -კარგი, ნება თქვენია!-სულელურად გაიღიმა და ჩემს ლეპტოპს მიუჯდა. რომელი ჩემი ძმაკაცი ესაა, რომ ასე თავისუფლად გრძნობს თავს ჩემთან ?! პარალიზებული თხა არ ვიყო რას გიზამდი! -შენთან ერთად არაფრის ყურება არ მინდა!-პლედი ტანზე ბერძნულ-რომაული ტოგასავით შემოვიკარი და ტრამვირებული სხეული გვერდით გავაგორე. -აბა, სულ შენ დაგეკითხები?!-ირონიულად გაიღრიჭა და კლავიატურაზე აათამაშა ის ფალანგებმოსაწყვეტი თითები. -ჩემი სახლია და მგონი სრული უფლებამოსილებითაც თავადვე ვსარგებლობ!-ვიგრძენი როგორ დამიძმარდა გამომეტყველება. -მე ასე არ ვფიქრობ.-წარბები აათამაშა და უფრო კომფორტულად მოეწყო. კუნთები ზამბარასავით დამეჭიმს. -დემნა! არ მჭირდება კომპანიონი, მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს!-ცოტაც და ყვირილზე გადავიდოდი, უფრო სწორად უკვე ვყვიროდი. -ცოტა ნერვები მოთოკე!-მხარზე მომითათუნა ხელი. ეს ტაკიმასხარა! ვითომ კეთილშობილი! ნამდვილი კრეტინი! თვალებში შემომხედა და მზაკვრულად გამიღიმა. პულსი, პულსი, სადაა პულსი?! აჰ! რათქმაუნდა მთლიანად გუგუნ-ჩქრიალ-ძგერად გადავიქეცი! -გაწიე ხელი! და სახე ასე ახლოს ნუ მოგაქვს!-უეცრად გამოვერკვიე. არა არა და არა! ასე მე ვერ გავძლებდი, მისი სიახლოვე ჩემზე უარყოფითად მოქმედებდა, თითქოს ჰიპნოზს მიკეთებდა. შეუძლებელია, ამდენი ხნის წინ მიძინებული გრძნობები გამეღვიძებინა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა: დემნას გვერდით გაბრუებულივით ვიქცეოდი, თითქოს წამლების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. -კარგიჰო.-უკმაყოფილოდ დაიბუზღუნდა.-ჯანრი დამისახელე. -ჰა?-გაჩერჩეტებულმა გავაქნიე თავი. -რა ჟანრის ფილმს ვუყუროთ?_გამიმეორა შეკითხვა.-დაეშვი დედამიწაზე!-სიცილით გამიქნია ხელი. -აჰ, ჰო. სულერთია.-დავახეთქე, ტუჩზე ვიკბინე და გვერძე გავიხედე, რომ ისევ მისკენ არ გამქცეოდა თვალი. -მეგონა დრამას ან მელოდრამას იტყოდი. -რაც გინდა ის ჩართე.-ყოველი შემთხვევისთვის ისევ განზე ვიმზირებოდი, მეშინოდა თუ შევხედავ კვლავ დამაბნევს-მეთქი. -დარწმუნებული ხარ?-ეჭვისთვალით შემომხედა. ჰოო, ეს არ მომწონს. ჯანდაბა, განა რა უნდა ჩართოს ისეთი, მის გვერდით ფილმის მშვიდად ყურებას მაინც არ ვაპირებ. ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ შევძლებ. რაოდენ სულელურიც არ უნდა იყოს დემნასთან თასვ ცუდად ვგრძნობ, ცუდად კი არა მუდმივად აფორიაქებული ვარ, გეგონება შხამიან კობრას ვუყურებ, ერთი არასწორი ნაბიჯი, მოძრაობა, ბგერა, ყველაფერი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ მე და დემნა-დემურის მომავალი არ გვაქვს. როცა ერთი ადამიანი მეორესთან გამუდმებით ფრთხილობს, შეშინებულია და ყველაფერს ფეთიანივით აკვირდება ეს თავისთავად ერთგვარი პარადოქსია. ჩიხი, საიდანაც გამოძრომა გიჭირს. ამას დამატებული ისიც, რომ ვერ გაიგებ, ყველას ისე ექცევა როგორც მე, ეს მისი სტილია, გოგოების გარემოცვაში მსგავსი საუბრის მანერა და მოქმედება. -დარწმუნებული ვარ, რაც გინდა ის ჩართე-მეთქი!-მკაცრად ვამბობ და შეძლებისდაგვარად კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით ვჩოჩდები როცა ვამჩნევ, რომ თურმე უნებურად გავწეულვარ მისკენ. ********************************************** -სერიოზულად?!-ესაა ერთადერთი ლოგიკური შეკითხვა რაც შესავალი ტიტრების შეხედვისას თავში მებადება. -„მისტერ და მისის სმიტები“?!-ცალ წარბს ვპრეხ. -რა იყო?-ქურთუკს იძრობს დემნა. გახდის იდეა არ მომწონს. -სახლში ცივა!-ისევ მკვახედ ვეუბნები. -სახლი იწვის, აქაურობა ქურასავითაა.-მაგდებინებს ხმას. დამეფიცება, ასეთი დაძაბული და ორიენტირებული ლურჯი ლარნაკის ჩუქურთმაზე არასოდეს ვყოფილვარ. მხოლოდ ის მინდა ფილმი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, კბილს კბილზე ვაჭერ და ვლოცულობ თევზი და ლოლიტა დაბრუნდნენ. დროდადრო დემნა კისერზე მეხება, თავიდან მგონია მეჩვენება(ქვეცნობიერად მზღუდავს რაღაც წინააღმდეგობის გაწევისაკენ) და მერე ფაქტზე ვიჭერ. -ამ ჟესტის მნიშვნელობას თუ ამიხსნი დიდად მადლობელი დაგრჩები!-გაცეცხლებული ვყვირი და თავს ალვის შტოსავით ვზნექ. -არაფერს.- მხიარულად იჩეჩს მხრებს. -მაგ გაქცეულ ყვბას გვერძე გაგიქცევ თუ არ გაჩერდები. -ძალიან აგრესიული ხარ გოგო. -სახელი მაქვს მე! -ქეთი, დაწყნარდი! შეთქმულივით ჩნდება ეკრანზე ჯოლი-პიტის გაშმაგებული სახეები და დაყრილი იარაღი. სიტუაცია იძაბება და... -შვილოო, ქეთიი!-კარზე კაკუნი ჩემს მინიატურულ, მარტოსულ, უთევზოდ და ულოლიტოდ დარჩენილ სამყაროს დემნას წყვდიადისაგან ხსნას ჰპირდება. სულ მავიწყდება მოწყვეტილი წელი , იგველნაკბენივიტ ვხტები ზეზე, ელექტროენერგიის მარეგულირებელივით ვატრიალებ თვალებს, თითქოს თითები დენცქვიტაში შემეყოსა და მართლაც დენდარტყმულივიტ მივჭიხვინებ კარის გასაღებად. -ნამცხვარი შემოგიტანე.-ქოთქოთით იჭრება ოთახში ჩემი შეეუცვლელი, ერთადერთი და განუმეორებელი მეზობელი -ნაზიბროლა! იგივე ტერეზა მენდოზას გარე ბიძაშვილი, დაბალი, ფაშფაშა, სათვალიანი და მსოფლმხედველობით შეძრწუნებული. -დიდი მადლობა.-ძალით ვუღიმი, თუმცა მისი უსაზღვროდ მადლობელი ვარ. -რა არის?-დემნა პირდაპირ გვეჭრება. არა! არააააა! მორჩა, ახლა დაგვაქორწინებს მე და დემნას. -შენ...-სათვალეებს ზემოდან აპყრობს დემნას რენტგენოლოგურ მზერას. -თომას მეგობარი, დემნა. -აა გამახსენდი. -ყავაზე დაგვეწვიეთ.-ვთავაზობს სიტუაცისს კვლავ განსამუხტად. -სიამოვნებით. ნაზი სამზარეულოსაკენ მიქრის, მე კი სასოწარკვეთილ მზერას ვტყორცნი დემნას და უკან მივდევ. დამთავრდა! ახლა იწყება არდავიწყება! იმედიადღეს სისულელეების მოსმენას გადავურჩები. პ.ს აიი დავბრუნდი! ძაალიან დავაგვიანე. სამწუხაროდ გასამართლებელ მიზეზებს ვერ დაგისახელეთ. მოცინარი მედია ისიამოვნებ, ნაცნობი ფიგურის დანახვა კი გაგახარებს. მადლობა იდეისათვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.