ბედის კამათლები
როცა გულმოსულმა ბედს შევჩივლე, ბედმა გადმომიგდო კამათელი. რასაც გააგორებ ისე იყოს, შენგან არ მინდაო არაფერი. ხელში ძლივს ავიღე დავაწყვილე, გულში ციმციმებდა სიყვარული. მაგრამ „დუ იაქე’’ გავაგორე, ანუ არაფერი სიხარული. ღმერთმა შანსი მომცა მეორეჯერ, ცრემლის მომდიოდა ნიაღვარი. ისევ გავაგორე კამათლები, რა გავაგორე და „იაგანი“. ბედმა დამცინავად შემომხედა, გინდა მესამედაც გააგორე. სიხარულისგან თვალთ დამიბნელდა, კამათლები სულ წყალს გავაყოლე. _უფალო... მაღლა ცრემლით ავიხედე, გული ტკივილისგან გამიჩერდა. მერე ღმერთმა ჩუმად მიპასუხა, დარდისაგან გული ამიძგერდა. ჩემი რა ბრალია, უბედობის... ბედი არ გერგოო უბედურო. თუმცა მეტოქე ხარ თავად ბედის, მასთან შედარებით უდღეურო. დიდხანს თათბირობდა მაღლა ღმერთი, მერე ბედს მოუხმო მითხარიო, შენ ხომ ცუდი სულაც არა ხარო, მიდი ზოგჯერ მასთან იყავიო. ფერი შეეცვალა ჩემს სიცოცხლეს, ბედნიერი ფერი დაუბრუნდა... ბედი გამომიტყდა გეფიცებით, როცა საწადელი ამისრულდა: _ჩემი საკითხია ყველაფერი, მუდამ არის ჩემი მეფობაო, მხოლოდ ორი ციფრი ეწერაო, მაშინ იმ კამათლებს მეგობარო!... მერე, რომ დავშორდით კამათლებზე, მაგრად გამეცინა... ეს ფიქრებიც: ბედის კამათელის გაგორებას, ბედი სდომებია, გეფიცებით!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.