შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (2)


18-11-2017, 18:14
ავტორი Mtirala
ნანახია 2 132

***
დილით დის ყვირილმა გააღვიძა. ოთოს ეჩხუბებოდა. პატარა ბავშვები იყვნენ ორივე. ორივეს ერთნაირი ჭკუა ჰქნოდათ. ვაჩე წამოდგა. საათს დახედა. თითქოს დენმა დაარტყაო, წამოხტა. სწრაფად მოწესრიგდა, ოჯახის წევრებს და მეგობრებს დაემშვიდობა, მიახაძა გვიან დავბრუნდებიო და კარები გაიჯახუნა. საავადმყოფოსკენ წავიდა. კიბეები აიარა, ლიფტის არსებობა არც კი გახსენებია. დერეფნები გაიარა, ისევ დაბურულ კუთხეში მივიდა. კარები გამოაღო. შევიდა. გოგონა იგივე პოზაში იყო, როგორც წინა დღეს. მუქი, შავი თმები მხრებზე ეფინა, ლავიწის, ადვილად შესამჩნევ ძვლებს უფარავდა. თვალის უპეები ჩაშავებოდა, თითქოს ერთ დროს ვარდისფერი ტუჩები, ბიჭისთვის უცნობ ფერად ქცეულიყო. ქრისტნას ელოდა, იცოდა მოვიდოდა. სავარძელში იჯდა, თვალმოუშორებლად შეჰყურებდა დასაუსტებულ გოგონას, მის ლავიწებს, გაცრეცილ თითებს და გაუფერულებულ ტუჩებს. კარები გაიღო. ოთახში ქრისტინა შემოვიდა. ჩაწითლებული თვალებით, დაბნეული იყურებოდა. ხელში რვეულების თუ ბლოკნოტების დასტა ეჭირა. მაგრად უჭერდა. ხმას არ იღებდა, ბოლოს გაბედა.
-ვიცი, ცუდი საქციელია სხვისი დღიურების უცნობი მამაკაცისთვის მიცემა, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო. - აკანკალებული ხმით ლაპარაკობდა, ფეხზე დგომა უჭირდა, იქვე ჩაიკეცებოდა, მაგრამ ცდილობდა გაეძლო. - გამომართვი, ეს კატოს დღიურებია. აქ კი ცოტაოდენი ინფორმაცია მის შესახებ. - უწვდიდა რვეულების, ფურცლების დასტებს. ცოტაოდენი ინფორმაციაო, მაგრამ იყო ბევრი, ძალიან ბევრი. განა შეიძლება ბავშვობის დაქალზე მხოლოდ ცოტა ილაპარაკო? ბევრი ეწერა. ბიჭი კი დუმდა, გაოცებული შეჰყურებდა დღიურებს, "ცოტაოდენ ინფორმაციებს" რამდენიმე გვერდი, რომ შეევსოთ.
-მადლობა. - ვაჩე მხოლოდ ერთი სიტყვით შემოფარგლა, არადა როგორ უნდოდა ეკითხა გოგონასთვის თუ რატომ ტოვებდა კატოს, თუ რატომ ტოვებდა ბავშვობის მეგობარს, მაგრამ მას უფლება არ ქონდა. მას მხოლოდ მისია ეკისრა, მას კატო უნდა გადაერჩინა. ქრისტინე კატოსთან მივიდა, ლოყაზე აკოცა, ყურთან ახლოს რაღაც ჩაჩურჩულა და კარში გავიდა. ბიჭმა მხრები აიჩეჩა. ხელში რაც ეჭირა ყველაფერი მაგიდაზე დააწყო. თვითონ სავარძელში ჩაესვენა. კარებზე დააკაკუნეს, შემოდიო გასძახა. ექთანი შემოვიდა, თბილი ღიმილით მიესალმა ვაჩეს და კატოს მოვლა დაიწყო.

***
ღამეებს ათენებდა კატოსთან. უყურებდა, მისი სილამაზით ტკბებოდა. ჯერ ვერ გაებედა დღიურეთან მიკარება. მესამე დღეს კატოს თმებს ხელი ჩამოუსვა, კისერზე გადაატარა, ტუმბოსკენ წაიღო. ლურჯ, გაცრეცილ ბლოკნოტს ხელი დაავლო. გაეღიმა. გოგონასავით უმანკო იყო. გადაშალა. სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სკოლა/უნივერსიტეტი, მშობლები. გაეღიმა. გაკრული, ოდნავ გაურკვეველი ხელწერა გააჩნდა კატოს.

"მარტო ვართ მე და ქრისტინა. თან მარტო, თან ყველასათ ერთად. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ სავსე დარბაზში სიცარიელეა. აქ, ახლა ჩვენთან ერთად უნდა იყოს, უნდა გვიღიმოდეს. მაგრამ... მაგრამ არ არის, არ მოდის, არ გვიბრუნდება. 3 წელი გავიდა, მაგრამ ვერ ვივიწყებ, საუკეთესო ადამიანს ვერ ვივიწყებ."

შეჩერდა. ღრმად ამოისუნთქა. რამდენიმე წინადადება, ამდენი სევდა, ტკივილი. გაოცებული და გაკვირვებული გაჰყურებდა სივრცეს, ვერ გარკვეულიყო ვისზე საუბრობდა კატო. კითხვა განაგრძო:

"მისი ღიმილი მენატრება, ყველაზე ლაღი და გულწრფელი, ამდენ სევდას, რომ იტევდა. მუდამ იღიმოდა, იცინოდა და როგორც ქრისტინა ამბობს ხოლმე, ღლაბუცობდა. მეცინება, სიმწრის სიცილით მეცინება, რა მწარე ყოფილა მონატრება"

კარზე დააკაკუნეს.
-შემოდით. - გასძახა ვაჩემ. კარი ექთანმა შემოაღო. მორიდებით უყურებდა მამაკაცს.
-უკვე გვიანია, ღამეებს აქ ათევთ, იქნებ წახვიდეთ და დაისვენოთ? მე ვიქნები აქ. - უთხრა ჭაღარაშეპარულმა ქალმა ვაჩეს და სანდომიანი ღიმილით შეხედა მას, შემდეგ კი სიყვარულით და სევდით სავსე თვალები მიანათა გოგონას. რამდენიმე დღეში, შეჰყვარებოდა და ეცოდებოდა კომისთვის კატო.
-იცით - დიდი ყოყმანის შემდეგ დაიწყო. - დღეს დავრჩები, ხვალიდან კი ღამეს სახლში გავათევ.
-კარგით. - ამოილაპარაკა ექთანმა და ღიმილით დატოვა ოთახი. გაკვირვებული და ბედნიერი იყო, ვაჩესნაირი ადამიანების არსებობით. ვაჩე სავარძელზე ჩამოჯდა და ბლოკნოტი ისევ გადაშალა:

"ქრისტინას'აც ძალიან ენატრება, ყოველ დილით თვალებჩასიებული იღვიძებს. ყოველ ღამე ტირის. მეც ვტირი. ძალიან გვენატრება. რა დავუშავეთ ღმერთს ასე, რომ გაგვწირა? ნუთუ მართალია მოსაზრება, რომ ღმერთს ისინი მიჰყავს თავისთან, ვინც ყველაზე კარგია? მართალია. გიორგი ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ზოგიერთებისგან განსხვავებით, ადამიანი იყო. მტკივა... უმისობა მტკივა. ცრემლებით ვასველებ ფურცლებს და მჯერა, ის მიყურებს და იღიმის, თურმე როგორ ვყვარებივარო ჩემს ქაჯანას."

დაიღალა... იმხელა სევდით იყო ნაწერი, დაიღალა. ემოციურად გამოიფიტა. "ვინ არის გიორგი?" საკუთარ თავს კითხვა დაუსვა და კატოს დახედა. გული მოუკვდა. უპეები კიდევ უფრო ჩაშავებოდა, ან მას მოეჩვენა ასე. ბლოკნოტი გვერდზე გადადო, თავი სავარძელს მიადო, როდის ჩაეძინა ვერც კი მიხვდა.
დილით ექთნის ღიღინმა გამოაღვიძა. ეტყობოდა ძალიან კარგ ხასიათზე გახლდათ ქალბატონი ნუნუ. მიუხედავად ამისა თვალებში მაინც შეემჩნეოდა სევდა.
-დილამშვიდობისა, ვაჩე. - მიესალმა ბიჭს და გულღიად გაუღიმა. შესამჩნევად ჩაეჩუტა ქალს ლოყა. ძალიან უხდებოდა ღიმილი. ვაჩემაც ღიმილით უპასუხა და ფეხზე წამოდა.
-ქალბატონო ნუნუ, ახლა სახლში წავალ, ჩემებთან გავატარებ დროს, საღამოს ცოტახნით შემოვივლი, შენდეგ სახლში დავბურნდები და დაპირებისამებრ, სახლში გავათიებ ღამეს. - ღიმილით დაასრულა საუბარი და მოსაცმელს დასწვდა. ნუნუმ საყვედურნარევი და ბედნიერი ღიმილით შეხედა, ასე ნუ მეძახიო და რა კარგია სახლში, რომ რჩებიო. პასუხად თავი დაუქნია, ორი წუთი ღიმილით უყურებდა უკვე მიხურულ კარს, ძალიან ეამაყებოდა ვაჩესნაირი ადამიანები.



ესეც მეორე თავი.
ძალიან გამახარეთ თქვენი კომენტარებით.
ჩემი სტიმული ხართ თთქვენ.
მიყვარხართ



№1  offline წევრი ფერადიი...

უუუუუუუ
ვაჩე ჩემია ხელი არ დაედოს
ვინ არის გიორგი ?დამაინტრიგე შე წამპალო
ველი სულმოუთქმელად შემდეგს

 


№2  offline წევრი Mtirala

ფერადიი...
უუუუუუუ
ვაჩე ჩემია ხელი არ დაედოს
ვინ არის გიორგი ?დამაინტრიგე შე წამპალო
ველი სულმოუთქმელად შემდეგს

აუ, როგორ გამახარე *-* ❤
იყოს შენი ❤
მომდევნო თავებში გაიგებ ვინ არის გიორგი ❤
მადლობა საყვარელო ❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№3  offline წევრი მოცინარი

მტირალა <3 პაწუკა იყო >:(

 


№4  offline წევრი Mtirala

გოგონა შავი თვალებით
მტირალა <3 პაწუკა იყო >:(

რას ვიზამთ laughing
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent