შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვანაირი


19-11-2017, 01:07
ავტორი Anuki Lemonjava
ნანახია 1 346

მზე კარგა ხნის ამოსული იყო, როცა თვალები გაახილა და ოთახში შემოსულ მზის სხივებს შეხედა, საოცრად ნათელი და თბილი დღე იდგა. თუმცა მზის სხივებისთვის თუ ნათელი დღისთვის ყურადღება დიდად არ მიუქცევია. საბანი თავზე გადაიფარა და გადაწყვიტა ძილი გაეგრძელებინა, ოთახი საკმაოდ დიდი და ლამაზი იყო, არამხოლოდ ლამაზი არამედ გამორჩეულიც. ყოველმხრივ საუკეთესოდ მოწყობილი და მდიდრული. უზარმაზარი და როკოკოს სტილის ჩუქურთმებით გაწყობილი კარადა, რომელიც შეხედვისთანავე ამცნობდა ადამიანს თავის ღირებულებას. თანამედროვე სტილის ხალიჩა და ფარდები, რომლებიც მზის სინათლისგან საერთოდ ვერ იცავდნენ ოთახს. სპილოსძვლისფერ საწოლზე ძოწისფერი ატლასის გადასაფარებლის ზედაპირი მზის შუქზე ანათებდა. ამ საწოლზე ახალგაზრდა გოგონას ღრმად ეძინა, იქამდე სანამ მობილურის უხემა, ინტენსიურმა და შემაწუხებელმა ხმამ ტკბილი სიზმრებიდან თავის დაღწევის საშუალება არ მისცა. უსიამოვნოდ ამოივნეშა და გვერდი იცვალა, თუმცა მობილური რეკვას არ წყვეტდა, საბანში გახვეულმა და აბურდულმა საწოლიდან ცალი ხელი გაყო და გვერდით დადებულ მობილურს დასწვდა, შემდეგ საწოლიდან თავი ამოყო და უპასუხა. -ძილის უფლება მგონი ყველა ადამიანს აქვს, ასე არაა ქალბატონო დედა? - ირონიაშეპარული, ოდნავ უკმაყოფილო თუმცა მაინც მხიარული ტონით თქვა. -მინდა შეგახსენო, რომ ძილის უფლება ადამიანს მაშინ აქვს როცა სხვა საქმის გაკეთების ვალდებულება მის გონებას არ ამძიმებს, ანუ, ამით იმის თქმა მსურს, რომ დღეს აუარებელი საქმე გაქვს და ამდენი ხანი ძილი არათუ მხოლოდ დაუშვებელი, არამედ სასტიკი დანაშაულიცაა, ასე რომ, სანამ თავად, პირადად, ჩემი ხელით ვიზრუნე შენს საწოლიდან წამოდგომაზე, წამოდექი თვითონ და მოქალაქეობრივ თუ პირად ვალდებულებებს და მოვალეობებს მეტი გულისყურით მოეკიდე. 2 წუთში გადმოგირეკავ. - ქალს ძალიან მშვიდი, მკაცრი თუმცა საკმაოდ მზრუნველი ადამინის ხმა ჰქონდა. მის აუღელვებელ სიტყვებს მობილურის გათიშვის ხმა მოჰყვა. გოგონამ უკმაყოფილოდ დააბრუნა მობილური განკუთვნილ ადგილას და თვალები მოიფშვნიტა. ფანჯარას გახედა, რამდენიმე წამით მზერა გაუშტერდა და შემდეგ საწოლიდან წამოდგა. ოთახიდან როცა გავიდა პრიალა მარმარილოთი მოპირკეთებულ იატაკს გაუყვა, დიდი დერეფანი გაიარა და შემდეგ ასევე უზარმაზარ კიბეზე ჩავიდა. მაშინვე სამარეულოსკენ აიღო გეზი. თუმცა სანამ სამზარეულოში შეაბიჯებდა, იქიდან თავად გამოვიდა სათნო გარეგნობის და კეთილად მომღიმარი ქალი, მან გოგონას შეხედა და თქვა: -ახლა უნდა გამეღვიებინე ლუსი, მაგრამ ქალბატონმა ელენამ დარეკა და მითხრა, რომ ამ საპასუხისმგებლო მოვალეობას საკუთარ თავზე აიღებდა. - სიცილით უთხრა ქალმა. -ნუ რათქმაუნდა, მივეჩვიე რომ ჩემს გარდა ყველა წყვეტს როდის დავიძინო და როდის გავიღვიძო. -ბუზღუნით თქვა ლუსიმ და ცხვირი აიბზუა. სამზარეულოსკენ წავიდა თუმცა რაღაც გაახსენდა, უკან მოტრიალდა და ქალს შეხედა.
-მარია მამა ამ საღამოს ჩამოდის და ხომ არ დაურეკავს? - ქალს გამომცდელი მზერით შეხედა.
-არა ლუსი, სახლში არ დაურეკავს და შეიძლება ქალბატონ ელენას დაურეკა, მას ჰკითხე.
-უცნაურია. - წამიერად ჩაფიქრდა, სახეზე ეჭვიანი გამომეტყველება აესახა, თუმცა მალევე მიტრიალდა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. ისევე როგორც სხვა ყველაფერი, სამზარეულოც იდეალურად იყო მოწყობილი ამ სახლში. სამზარეულოში რამდენიმე ადამიანი საქმიანობდა, ლუსიმ უთხრა რა უნდა მოემზადებინათ საღამოსთვის, მამამისის ჩამოსვლისთვის და დააბარა რომ ყველაფერი იდეალური უნდა ყოფილიყო. მამა გამორჩეულად უყვარდა, ქალბატონი ელენა კარგი ადამიანი იყო, თუმცა ამავე დროს შესამჩნევად მკაცრი და ცივი, რაც შეეხება ლუსის მამას, ის თავისი მეუღლისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, თბილი, მეგობრული, სათნო პიროვნება იყო, სწორედ ასეთი იყო თავად ლუსიც. მამას მისი სხვანაირად ესმოდა, ისევე როგორც მას ესმოდა სხვანაირად მამამისის. რამდენიმეთვიანი მოვლინების შემდეგ ქალაქში ბრუნდებოდა, ძალიან ბევრს მუაობდა, მისი ცხოვრების უდუდესი ნაწილი იყო ის ბიზნესები, რომლებსაც განაგებდა და რომლებიც საკუთარი შრომით შექმნა.
ლუსი ახალგაზრდა იყო, 17 წლის, საკმაოდ მომხიბვლელი, გამორჩეულად ლამაზი და სათნო, ფართო მოყავისფრო-მოთაფლისფრო თვალები, საკმაოდ სწორი და ლამაზი ცხვირი, მრგვალი და საყვარელი სახე, მქრქალი ვარდისფერი ბაგეები და მოყავისფრო-მოშავო, იდეალურად სწორი თმა ამშვენებდა. შინაგანადაც ძალიან უბრალო ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მდიდარი ოჯახის შვილი იყო.
როცა სამზარეულოდან საკუთარ ოთახს მიაშურა, მობილურმა მეორედ დარეკა, უცხო ნომერი გამოისახა ეკრანზე და გაოცებულმა შეხედა მობილურს თუმცა მალევე გამოერკვა და უპასუხა.
-გისმენთ - ლუსის აშკარად დაბნეული ხმა ჰქონდა.
-ლუ, მე ვარ - გაისმა ბიჭის მშვიდი ხმა.
-მეტ, რა ხდება? რა ნომრით მირეკავ? - ლუსი უფრო დაიბნა როცა მიხვდა რომ მეტიასი ურეკავდა. მეტიასი მისი მეგობარი იყო, ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხანია იცნობდნენ, მხოლოდ ბოლო ხანს, ერთმანეთისადმი აშკარა სიმპათიებს ამჟღავნებდნენ და ჩანდა, რომ მათი ურთიერთობა სულ მალე უფრო სერიოზული გახდებოდა. მეტიასიც ასევე მდიდარი ოჯახის შვილი იყო, თუმცა ლუსისკან მკვეთრად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა, საკმაოდ ამპარტავანი იყო, არა ლუსისთან, არამედ მასზე დაბალი სოციალური ფენის ადამიანებთან, ისე ჩანდა თითქოს ლუსიც მისი ერთგვარი ახირება იყო, ლუსი მისთვის თავისივე სოციალური ფენის მომხიბვლელი გოგონა იყო, რომელიც უდავოდ საუკეთესო შეყვარებული იქნებოდა, თუმცა მის გრძნობას ლუსისადმი სიყვარული რთულად დაერქმეოდა, მისი გაცნობისადვე დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება რომ, ზედმეტად ზედაპირული იყო მისი გრძნობა ყველაფრის მიმართ და ნამდვილი სიყვარული არათუ შეელო არამედ არც კი იცოდა რა იყო. გარეგნობით გამოირჩეოდა, ტანადი, საუკეთესო აღნაგობის, (ეტყობოდა რომ მთელი ცხოვრება ვარჯიშში გაეტარებინა), თაფლისფერთვალება და ჩალისფერთმიანი იყო, საკმაოდ თვალშისაცემი იყო მისი გარეგნობა. რაც შეეხება ლუსის გრძნობას მის მიმართ, აშკარად მოსწონდა, თუმცა ეს არ იყო ის გრძნობა რასაც სიყვარული ჰქვია. მასში მეგობარს უფრო ხედავდა, თუმცა იმ ფაქტზე რომ მეტიასი მოსწონდა დედამისმა იქონია დიდი გავლენა. ზოგადად დედას მასზე და არამხოლოდ მასზე დიდი გავლენა ჰქონდა. მან დააჯერა რომ მეტიასის შეყვარებულობა საუკეთესო რამ იქნეობდა რაც აქამდე გაუკეთებია, მან თითქოს სხვა თვალით დაანახა მეტიასი და სულ მალე ალბათ მართლა შეყვარებულები იქნებონენ.
როცა ლუსიმ ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი უპასუხა:
-ლუ, ცუდი ამბავი მოხდა, მამაშენი ცუდადაა. - ყოყმანით თქვა მეტიასმა. ეს რომ გაიგონა ლუსი ძალიან ანერვიულდა. სახე სულ წაეშალა და სწრაფად მიაყარა:
- რას ნიშნავს ცუდადაა? რა სჭირს? რა დაემართა? - აკანკალებული ხმით უპასუხა ლუსიმ.
-როცა ქალაქში ბრუნდებოდა ავარიაში მოყვა და დაშავებულია, მაგრამ გთხოვ არ ინერვიულო ლუ. - ლუსის ბოლო სიტყვები არც გაუგონია, მობილური საწოლზე დააგდო და ოთახიდან გიჟივით გავარდა. როცა კიბეებზე ჩაირბინა დაბლა მარია დახვდა და ლუსის სახე როცა დაინახა, ძალიან შეეშინდა.
-ლუსი საყვარელო, რა მოხდა? - შეშინებულმა ჰკითხა. თუმცა ლუსის მისთვის არც უპასუხია მაშინვე გარეთ გავარდა, მარია უფრო შეშფოთდა და დააპირა ლუსის გაჰკიდებოდა თუმცა როცა გარეთ გავიდა ლუსი უკვე აღარ ჩანდა.


ეს მხოლოდ დასაწყისია, შემდეგ თავებში ბევრად საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და მოულოდნელი რაღაცები ხდება, იმედია მოგეწონათ ხვალ დავდებ შემდეგ თავს, დიდი იმედი მაქვს დაგაინტერესდებათ და სიამოვნებით წაიკითხავთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent