მზის ამოსვლა
თვალი გავახილე,სხვებს ჯერ კიდევ სძინავთ,ირგვლივ გამეფებულმა სიჩუმემ,ჩემშ ცოტა არ იყოს უცნაური გრძნობა დაბადა.სარკმელში გავიხედე და მომსწრე გავხდი მზ ამოსვლის,თურმე რა უმშვენიერესი მოვლენა ყოფილა დაბნელებულ ჰორიზონტზე უეცრად მზის გამოჩენა,თუ როგორ ფანტავს წყვდიადს,მისი ნათელი,კაშკაშა სხივები. სიბნელე უჩუმრად,ნაწილ-ნაწილ იფანტება და მის ადგილს სინათლე იკავებს,რა სამწუხაროა,რომ ბევრი მზის ამოსვლას ვერც კი ამჩნევს,ბევრს ამ დროს სძნავს,მაგრამ დამრწმუნეთ ასთ მშვენირება ქვეყნად არაფერია.ვუცქერ მზეს და ვაკვირდები როგორ ირეკლავს ბუნება მის სხივბს და როგორ გადასცემს გარემოს. სულ ცოტა ხნის წინ იისფერი უძირო ღამე იყო,ეხლა კი ნახეთ,როგორ განათდა არემარე.ვუმზერდი და ისეთი გრძნობა დამეუფლა,თითქოს სამყაროს პირველად აღვიქვამდი.ვცდილობდი სინათლე,ფერები,ფრინველები თუ მცენარეები შემეცნო.შემეცნო ფერები,რომლებიც ერთმანეთთან შერწყმულიყვნენ და ისე ლამაზად დახატეს არემარე,რომ ამ ყველაფრის გადმოცემა საკუთარ ბაგეებს არ ძალუძთ,არ შემიძლია ვიპოვო სიტყვები რომლებიც ჩემს განცდებს ბოლომდე აღწერს... გაზაფხულია,აი ხეებზე კვირტებიც გაიშალნენ.ახლად ამობიბინებული მწვანე ბალახი მზეს ეფიცხება,მიწას მწვანე ხალიჩა გადაჰფენვია და ალაგ-ალაგ ყვითელიც დაჰკრავს,ჩიტები საამური ხმით გალობენ,თითქოს ისინიც შეჰხარიან ამ ღვთაებრივ სილამაზეს,ეტრფიან და ეთაყვანებიან ნელ-ნელა ვგრძნობ,როგორ მებერბა ნესტოები ჰაერით და როგორ ვიწყებ სუნთქვას.უზნაეს სიამოვნებას ვგრძნობ,ეს ამ ღვთაებრივი სილამაზის მიერ მონიჭებული სიამოვნებაა.მონუსხული ვარ. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს პირვლად შევგირძენი სილამაზე.გმადლობ ღმერთო,რომ სამაყარო მხატვრის ფუნჯით დამიხატე.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს, ხელი ჩამჭიდე და იდუმალებისაკენ მიმავალ გზაზე გამიძეხი,რათა თავად გამესწორებინა მისთვის თვალი-გმადლობ. ეხლა კი ნამდვილად დავრწმუნდი,რომ "ყოველ ცისმარე დღეს ისე უნდა შეხედო სამყაროს თითქოს პირვლად უცქერდე-რათა თვად შეიგრძნო ეს ღვთაებრივი სილამაზე. ეს ჩემი პირველი ჩანახატია,გთხოვთ შეაფასოთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.