მოხეტიალე სული (ნაწილი I)
-იჩქარე ემილი ,არ მინდა პირველ პაემანზე დავიგვიანო-ასე მეწუწუნებოდა იზაბელი მთელი დილა. -ნუ ღელავ,ფისო არ დაგვაგვიანდება-ორივეს სიცილი აგვიტყდა და სადარბაზოს კარი გავიხურეთ. იზაბელი წინ გარბოდა,ერთ-ადგილზე ვერ ისვენებდა და თან თავის შეყვარებულზე, ნიკზე რაღაცას გამწარებული მიყვებოდა.თავს ისე ვაჩვენებდი თითქოს ვუსმენდი. სინამდვილეში კი, ჯეკზე ვფიქრობდი, ბიჭზე რომელსაც ამ საღამოს შევხვდებოდი...თბილი საღამო იყო,გვიანი გაზაფხულისთვის დამახასიათებელი .როდესაც დანიშნულების ადგილზე მივედით, უკვე ბნელოდა.ეს ადგილი რატომღაც მაშინებდა...აქაურობა ბაღს კი არა ნამდვილ სასაფლაოს გავდა:გარშემო ბნელოდა,სინათლე მხოლოდ ბაღის გარედან,ღობეს შორის დარჩენილი ღარებიდან აღწევდა.ჩვენს გარშემო სულ ხეები იყო,თუმცა ამ სიბნელეში სილუეტებს მაინც კარგად ვარჩევდი. უეცრად ბაღის შემოსასვლელთან ორი ბიჭი გამოჩნდა. -მოვიდნენ!-წამოიყვირა იზაბელამ და გიჟივით ნიკისკენ გაიქცა. ისე ძლიერად ჩაეხუტნენ ერთმანეთს, რომ ორივე კინაღამ ძირს გაიშოტნენ.მე შედარებით მშვიდად მივუახლოვდი ჯეკს და ჩავეხუტე. საღამოს მშვიდად ვატარებდით...წასვლის დრო მოახლოვდა, როდესაც თითიდან ბეჭედი მომძვრა და ბალახებში გაგორდა.ეს ნივთი ძალიან მიყვარდა, ამიტომ მისი მოძებნა გადავწყვიტე.ჯეკმა დახმარება შემომთავაზა...ნელ-ნელა ბაღის ბნელ მხარეში შევედი.შევამჩნიე,რომ ჩემს წინ ბალახებში რაღაც ბრწყინავდა.ყელსაბამი აღმოჩნდა.მისი პატრონი გოგო უნდა ყოფილიყო,რადგან ყელსაბამზე ლიზა იყო ამოტვიფრული.ბრჭყვიალა ნივთი ხელში ავიღე და უცებ ჩემს წინ საშინელი სურათი გადაიშალა:დავინახე როგორ მიათრევდა ჯეკი უცხო გოგონას ბაღის ბნელი მხარისაკენ... მან ისე ჩამიარა გვერდზე, რომ ვერც კი შემამჩნია,თითქოს იქ არც კი ვყოფილიყავი. გოგონასთვის პირზე ხელი აეფარებინა. ის კი, საცოდავად ცდილობდა გათავისუფლებას.მაგრამ როგორ მოერეოდა მასზე ორჯერ დიდ არსებას.მათ ნელ-ნელა უკან მივყევი და დავინახე ის, რის თავიდან ამოგდებას დღემდე ვცდილობ...გოგონას მუდარით და ცრემლით სავსე თვალები და ჯეკის შიშის მომგვრელი და შემზარავი სახე, რომელიც ახლაც თვალწინ მიდგას...უცებ გოგონა ძირს უგონოდ დაეცა. ჯეკმა ის სიბნელეში შეათრია და მასთან ერთად გაუჩინარდა...შევამჩნიე, რომ მეგობრები მეძახდნენ.შეშინებული და აკანკალებული მათკენ გავიქეცი.იზაბელას ხელი ჩავკიდე და ბაღის გასასვლელისკენ სწრაფად გავსწიე. -სად გეჩქარება ემილი?-მკითხა გაკვირვებულმა-ცოტახნით კიდევ დავრჩეთ,ნიკს მაინც დავემშვიდობები-თავი გაითავისუფლა ჩემი ხელისგან და ნიკთან მიირბინა -მე არ დამემშვიდობები?-მკითხა ჯეკმა მაცდური ღიმილით და მაჯაზე ხელი მომკიდა -არა!!!-ვიკივლე შეშინებულმა,ჯეკმა ხელი გამიშვა,მაგრამ ჩაეღიმა და სწრაფად მაკოცა.გაბრაზებულმა ტუჩზე ვუკბინე,მან უხეშად მომიშორა თავიდან და შეშფოთებულმა შემოხედა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.