მოხეტიალე
წვიმს.. ძალიან ძლიერად, თითქოს ცდილობს მთელი დღის ჭუჭყი და ცოდვები ჩამოგვრეცხოს.. სწორედ ამის გამო გავურბივართ წვიმას.. თითქოს დასველება არგვინდა სინამდვილეში კი ალბათ გვეშინია არვიცით რა ან ვინ დავრჩებით... ლამპიონები, ნათურები მხოლოდ თავის გარშემო ანათებენ ირგვლივ კი ერთიი დიდი სიბნელეა... ნიავმა თმებთან ერთად ფიქრებიც ამიწეწა ღამემ შემითრია უკვე მერამდენედ... ამინდიც ხელს მიწყობს.. წვიმის ხმა არღვევს ჩემი და ღამის ჩუმ ჰარმონიას.. მხოლოდ ის ხვდება როგორი აუტანელია დუმილი როცა სათქმელი შიგნიდან ფეთქავს.. უგზოუკლოდ მოხეტიალე ღიიმილმა მომაკითხა გაითამაშა და ისევ გაიქცა..ასე ხდება როცა მოგონებები ენაცვლებიან ერთმანეთს.. ზოგი ღიმილს იწვევს ზოგი ცრემლს ზოგიც ორივეს ერთად... ვგრძნობ როგორ ივსება ფილტვები ჰაერით როგორ ხარბად ვსუნთქავ ჰაერში მოხეტიალეს.. როცა ვინმე გვენატრება ცაში ვეძებთ არადა ისინი ხომ მიწას მივაბარეთ ? მაგრამ ცა ის გამონაკლისია სადაც ხელებს ვერ ვაფათურებთ , ვერ ვწვდებით.. ყოველდღე ვუყურებთ მაგრამ მაინც ამოუცნობია.. ამიტომაც ვამბობთ რომ ადამიანი ცას და მიწას შორის გადებული ხიდია.. ვინ იცის.. ყველაზე ამოუცნობი მაინც ადამიანია რვა ასოსგან შემდგარი უსასრულობა..წვიმამ გადაიღო, ფიქრებიც დალაგდა.. ..თვალებს ვხუჭავ.. ისევ სიბნელე ისევ ღამე.. სიზმრებში მოხეტიალე ფიქრები.. და მეორე დღე. ვიღაცამ წიგნი ისევ შემდეგ დღეზე გადაშალა .
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.